შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

# 117


11-08-2017, 00:06
ავტორი Nanaga
ნანახია 1 826

ნოემბრის ბოლოა, სასწაულად წვიმს, მთელი ცა ჩამოიქცა, მე კიდე ვდგავარ და ველოდები ჩემს სამარშუტო ტაქსს. ერთმა გაიარა, გავუქნიე ხელი და არ გამიჩერა, მეორემ, მესამემ. ლამის არის ვიყვირო ისე მეშლება ნერვები, მეტროთი წასვლაც შეიძლება მაგრამ იქიდან ავტობუსი გადატენილი იქნება, ასე რომ ეს იდეა გამოირიცხა. ვუყურებ ხალხს, ზოგს ისე საშინლად აცვია და ზოგს კიდე მთელი ფეშენ ზმანები წამოუცვია. ტელეფონში საათს ვუყურებ და ვხვდები რომ ახლა თუ არ წავედი დავაგვიანებ. თან პირველი ბახტაძის ლექციაა და ტვინს გამიბურღავს. როგორც იქნა 117 მოდის, ხელს ვუქნევ და შიგნით ბედნიერი სახით ვხტები. ხალხი არარის ბევრი, მაშინვე მივდივარ და მეორე სკამზე ვჯდები. სანაპიროს გავცდი და ვარანცოვისკენ ვუხვევთ, რაღაც საცობში არ მოვხვედრივარ ჯერ. დღეს აშკარად მიმართლებს. ნახალოვკის ხიდებს ვცდები და ვიღაც ბიჭი აჩერებს მარშუტკას, არაფრის ხმა არ მესმის გარდა ყურებში გაბმულად აწიკწიკებული ელექტრონული მუსიკის. ფანჯარას თავს ვადებ და გრამატიკის კონსპექტში რაღაცას ვწერ გამწარებული. შეუმჩნევლად მომიჯდა გვერდით ახალგაზრდა ბიჭი, ოდნავ გავხედე და ისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდი. ჩემი კურსელი მწერს სად ხარო, ბახტაძე გაგიჟდება ქვიზი გვაქვს და არ დააგვიანოვო, მაშინვე გამეღიმა როგორც წარმოვიდგენ ბახტაძის რეაქციას დაგვიანებაზე. ვიღაცამ ხელი მომარტყა მხარზე, ყურსასმენს ვიხსნი და გაოცებული ვუყურებ
- მშვიდობა გაქვს? - ვეკითხები და წარბებს ვაერთიანებ
- დიდუბეში ვართ უკვე - არხეინად ჩაილაპარაკა და გამიღიმა
- მერე რა? - გაოცებას ვერ ვმალავ და თან მეცინება, რა დიალოგი გვაქვს! კამფეტ!
- ორი ვარიანტი გვაქვს - მეუბნება და ჩემსკენ ბრუნდება ტანით
- რომელი და რომელი? - ირონია მეპარება ხმაში
- სტუდენტი ხარ?
- კი
- ან აგრარულში მოდიხარ ან შავ ზღვაში
- იბსუში მივდივარ მართალია - მეცინება მის ქცევაზე
- მე აგრარულში მივდივარ - მხრები აიჩეჩა და ისევ საზურგეს მიეყრდნო
- კარგია - ვუღიმი და ისევ ვაპირებ რომ ყურსასმენი გავიკეთო
- მერამდენე კურსელი ხარ? - მეკითხება და ტელეფონში რაღაცას იქექება
- მეორე, შენ?
- მეც, რაზე სწავლობ?
- ამერიკისმცოდნეობაზე
- მაგარია, სულ ამ დროს გაქვს ხოლმე ლექციები? - ამჯერად მიღიმის
- კი სულ 10 ზე მაქვს
- ვინმეს იცნობ კურსის იქით? - ტელეფონში რაღაცას აკვირდება
- კი ყველას, იბსუ ერთი დიდი ოჯახია - მეღიმება ჩემს სიტყვებზე
- ეს ხარ ხო? - მაჩვენებს ეზოში გადაღებულ სურათს, სადაც იბსუს მაიკა მაცვია და გამწარებული ვიცინი
- კი ეგ ვარ, რა საშინელი სურათია - მეცინება და თან მრცხვენია, რომელ ჭკუათმყოფელს გაუჩნდა ამ სურათის დადების იდეა
- ჟურნალისტიკის სასტავს იცნობ ანუ? - ტელეფონს ჯიბეში აბრუნებს
- ვიცნობ ყველას ყველა ფაკულტეტიდან - ამაყად ჩავილაპარაკე და გავიჯგიმე
- მერე მე რატომ არ მიცნობ? - ამჯერად თვითონ იცინის
- შენ საიდან უნდა გიცნობდე?
- 24 საათი მანდ ვარ ღონისძიებებზე და ძმაკაცებთან
- აბა აგრარულში ვარო? - კითხვას ვუბრუნებ
- ვარ მაგრამ იბსუში კაი სასტავი მყავს
- ჩემი გაჩერებაა - რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ ლუკოილის ლოგომ იმხელაზე გაანათა, მაშინვე მივხვდი ჩემი გაჩერება რომ იყო
- სამშაბათობით გნახავ ხოლმე - დაზუსტებით ჩაილაპარაკა და თვალი ჩამიკრა.
მაშინვე ჩამოვხტი და წინ მიმავალ კურსელს შევაფრინდი, ლექციაზე ავედით თუ არა ბახტაძემ გვაჯახა ქვიზები, ღმერთო რა აბეზარი ვინმეა! ათ ფურცლიან ქვიზს გვაწერინებს ყოველ კვირა და საბოლოოდ სამ ქულამდე ამრგვალებს. აბა კაი ტიპი ხარ და ჩაუგდო, გაგაწამებს. კმაყოფილმა დავამთავრე ქვიზის წერა და გარეთ გავდივარ, მომდევნო ორი ისევ ბახტაძე მაქვს, დანარჩენი ორი კიდევ შადური.
- მოსაწევად ჩამოხვალ? - მეკითხება თათა და სიგარეტის პაჭკას მიფრიალებს
- წავედით
ჩავდივართ და მაშინვე მხვდება ხალხის არმია. ხელის აწევით ვესალმები სანაცნობო წრეს და სიგარეტს ვუკიდებ.
- როგორ დაწერე? - მეკითხება თათა და ჩვენსკენ მომავალ ლანას უღიმის
- თათ აგრარულიდან ვინმეს იცნობ სულ აქ რომ ჰქონდეს დვიჟენია? - ამჯერად მე ვარ დაინტერესებული
- მე არა მაგრამ დათოს ეცოდინება. ავიდეთ მერე ოთახში და ვკითხოთ
- რას დაყუდებულხართ? დაიწყო ლექცია უკვე და ამოდით - გამწარებული ჩხუბობს ნატა მესენჯერში.
- აუ მეზარება შესვლა - მეუბნება თათა გამომცდელი თვალით და ვხვდები საითაც უმიზნებს
- ქვიზი ხო დავუწერეთ და ტოეფელს ისედაც გავუგებთ - მხრებს ვიჩეჩავთ და კაფეტერიისკენ ავდივართ
- გოგოშკებს სალამი - მოდის აიტიშნიკი დათო და ჩვენს წინ ჯდება
- დათუჩუჩუნააა - გაუწელა თათამ და გადაიკისკისა - აგრარულიდან იცნობ ვინმეეეს?
- ყველას - ეკითება და ‘’სავსე’’ს სენდვიჩს ყბაში უშვებს
- აგე ხო გითხარი, უთხარი ვინც გაინტერესებს - მე მომიბრუნდა თათა და გამარჯვებული მზერით ამიბრიალა თვალები
- რავიცი სახელი არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე და დათომ გადაიხარხარა
- თუ სახელი არ იცი რაში გაინტერესებს ხოარ მოგეწონა ვინმე? ჰაა? ჰაამეთქიი?? - მიცინის და თან ცანცარებს
- არა დღეს მარშუტკაში შემხვდა და გამომელაპარაკა
- აბა რავიცი ნათელმხილველი კი არ ვარ, სახელი არ კითხე?
- არაფერი არ მიკითხავს და არც თვითონ უკითხავს
- აბა რაზე ილაპარაკეთ?
- რა ეჭვიანი ქმარივით დამიწყე დაკითხვა, მე რავიცი გამომელაპარაკა და მაინტერესებდა ვინ იყო, მეო სუ იბსუში მაქ დვიჟენია და რაპონტში არ მიცნობო - გავიმართლე თავი
- ვა ვინარი? - თვალები მოჭუტა და მაშინვე გაახსენდა, ტელეფონს ხელი დაავლო და ვიღაცის სურათი მაჩვენა - ეს არი?
- ხო ეგ არი
- ააა ხო, ეგ ცინკია - ჯიბეში დააბრუნა ტელეფონი
- ცინკი ქვია? - გულწრფელად მეცინება
- არა სანდრო ქვია მარა ჯოკერში სუ ცინკაობს და ხო აზრზე ხარ
- აზრზე ვარ კი - არ ვწყვეტ სიცილს, რატომ უნდა დაკლიჩკო ეგრე
- პა კლიჩკუ ცინკი - ეცინება თათას და კოკაკოლის ქილას ხელში ატრიალებს
- გინდა გავიგო რამეეე? - მიწელავს სიტყვას დათო
- რა უნდა გაიგო? - ვეკითხები და წარბებს ვუკრავ
- რავი თუ ევასები
- ვევასები არა ის, შემხვდა მარშუტკაში და გამომელაპარაკა, გამიკვირდა როგორ არ ვიცნობ თქო დაიკიდე რა ვაბშე
- ხარაშო, წავედი ეხლა რა თორე ჯიჰანი ტყავს გამაძრობს, ხოიცი რა ზვეზდააა
- აბა შენ იცი
ლექციებს ვრჩები და მაშინვე სახლში მივდივარ, გოგოები მეხვეწებიან დარჩი და ზემოთ მაფიოზობა ან რამე ვითამაშოთო მაგრამ ამინდი ხასიათს მიფუჭებს და საბოლოოდ ქოშინით გადავდივარ ხიდს. 38 ში გამიმართლა და 5 წუთი აწერია, ჩანთაში გამწარებული ვეძებ ყურსასმენებს და სანამ ვიპოვე ჩემი ავტობუსიც მოდის. ავდივარ და ბილეთს ვიღებ, ხალხი არ არის, წინ ვჯდები და ვგრძნობ რომ ვიღაც მიჯდება
- დღეს უკვე მეორედ გხედავ - მიღიმის ბიჭი აგრარულიდან
- ვა შენ აღარ ხუმრობ, ბედის ამბავია - მეც მეცინება
- რაო რა მითხარი რა მქვიაო?
- არ მითქვამს ეგ ცინკი - თვალს ვუკრავ და მეცინება
- ვიცოდი რომ მოიკითხავდი ჩემს რაობას - თვითონაც ეცინება
- რა თქმა უნდა - გრაციოზულად ვქაჩავ თვალებს
- ჩემი ვინაობა გავარკვიეთ მაგრამ შენსას აღარ იტყვი? - ხალისი ემატება
- სურათები თუ იპოვე ჩემი, სახელი არ ეწერა იქ? - მეცინება
- არაა - სასაცილოდ აწკლაპუნებს ტუჩებს - აუ რა პრობლემები ხართ ეს ქალები, უნდა მაწვალო ხო? უბრალოდ მითხარი და ეგიქნება - ბეზრდება და ეცინება ისევ
- არაა - მეც მეცინება - მე თუ გავარკვიე შენც გაარკვევ - ვიღიმი
- ბაზარი არააა, თუ დღეს საღამომდე შენი სახელი გავიგე ერთ სურვილს შემისრულებ? - ისევ იცინის და ინტრიგნულად მიყურებს
- დღეს საღამომდე თუ გაიგე შეგისრულებ, ხვალ არ ჩაითვლება, ანუ 12 ს რომ გადაცდება არ ითვლება
- ნომერიც თუ გავიგე ორი სურვილი იცოდე - თითს წევს და მაფრთხილებს
- აი მანდ კი შანსი არ გაქვს - ამჯერად დარწმუნებული ვარ და სიამაყით ვამბობ
- რატომ ვითომ?
- ჩემს ნომერს ყოველ მეორეს არ ვაძლევ და შესაბამისად შანსი ნულია შენც რომ გაიგო - თვალს ვუკრავ და ხელებს ვათამაშებ
- შენ რა მაგარი ვინმე ხარ - გულწრფელად მეუბნება და ძალიან საყვარლად იღიმის - შეთანხმება შეთანხმებაა იცოდე! არ გაფუფლოვდე თორემ სახელი გაგიტყდება - ამჯერად ხმა დაუსერიოზულდა
- ფუფლოს სტატუსი დიდი ხანია პირადობაში აღარ იწერება - მხრებს ვიჩეჩავ
- ოო მასე არ გამოვა, მე უნდა ვიწვალო და შენ ორი სურვილი არ უნდა შემისრულო? პირობა პირობაა - ცოტა იწყინა
- კარგი ხო ვხუმრობ, სახელსაც და ნომერსაც თუ გაიგებ მაშინ ორს შევასრულებ, ერთზე ერთს
- შევთანხმდით - ხელს მიწვდის და მეც საქმიანი ქალივით ვართმევ, 38 ჩერდება და ჩასასვლელად ვემზადებით
- ისე იბსუში მაგარი გოგოები სწავლობთ - მეუბნება და თან მეტრომდე მივდივართ
- რატო? - დამორცხვილად მეცინება, რა ჯანდაბა მჭირს სულ ვიკრიჭები, ალბათ ამ ბიჭს გონია რომ პირის დამბლა მაქვს და ვერ ვკრავ
- რავიცი ყველანი ლამაზები ხართ, აბა აგრარულში უნდა ნახო ცხვირზე ჩამოიკონწიალებენ სათვალეს და დადიან ბატებივით ამხელა შენობაში, დაშინებული თვალებით - თვითონაც ეცინება
- ყველანი ლამაზები ვართ თუ მე ვარ ლამაზი? - ინტრიგას ვარტყავ
- შენ ყველაზე ლამაზი ხარ - თვალს მიკრავს
- ვიცი მაგრამ მაინც მადლობა - ამაყად ვიქებ თავს, რა ქედმაღალი ვარ!
- წავედი მოკლედ და საღამოს შეგეხმიანები - ეცინება და წინ მიდგას
- იცოდე სოციალური ქსელები არ ითვლება - თითს ვუწევ და ცხვირთან ვუქნევ, უცბად მიჭერს ხელს და ხელის ზურგზე ოდნავ მახებს ტუჩებს, მე დამფრთხალი თვალებით, გაშტერებული ვუყურებ, ის კიდევ მე მიყურებს და ძალიან სხვანაირად თბილი თვალებით მიყურებს, მთელი ცხოვრება ბიჭების გარემოცვაში გავიზარდე და ვიცი რომ ასე არასდროს არავის შემოუხედავს ჩემთვის!
- კარგად სანდრო - ხელს ვუშვებ და მეტროსკენ მივდივარ, ჩემს თავს ვუმეორებ რომ არ გავიხედო უკან მაგრამ ფეხები მებლანდება, ისე სასწაულად არ მინდა რომ წავიდე. ნეტა შემოეთავაზებინა დარჩენა და უცბად დავრჩებოდი! თავს ოდნავ ვატრიალებ უკან, ის კიდევ ისევ იქ დგას და ხელებგადაჯვარედინებული მიყურებს! მეცინება და სწრაფად ვბრუნდები უკან, გზას ვაგრძელებ!
სახლში მისული მაშინვე ყურებამდე გაკრეჭილი მივდივარ სამზარეულოში, მაცივრიდან საჭმელს ვიღებ და საერთოდ ვერ ვამჩნევ რომ დედაჩემიც იქ დგას
- ქალბატონო კარგად ხარ? - მეკითხება ირონიულად - რა გაკრეჭილი დადიხარ? - ამჯერად თვითონაც ეცინება
- აუ დღეს ძალიან სასაცილო ამბები გადამხდა - მეც მეცინება და საჭმლის ჭამას ვიწყებ - აუ დე ნალექიანი ყავა გამიკეთე რა
- რა ხდება მითხარი აბა? - ყავის კეთებას იწყებს და ღიმილით მაკვირდება
- დღეს 117 ში აგრარულიდან ბიჭი ამოვიდა ხოდა ვილაპარაკეთ, მერე 38თ მოვდიოდი და იქაც შემხვდა, დღეს საღამოს ჩემს სახელს და ნომერს თუ გაიგებს ორ სურვილს წავაგებ - უაზროდ ბედნიერს მეცინება, არადა ჩემ თავზე უფრო მეცინება და დღევანდელ დღეზე, ხომ შეიძლებოდა სახელი მაინც მეთქვა მაგრამ დარწმუნებული ვარ თვითონ მიპოვის!
- მერე შენ როგორ გგონია წააგებ თუ მოიგებ? - ეცინება დედაჩემსაც და ყავას ჭიქებში ანაწილებს, დედაჩემთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ყოველთვის ყველაფერს ვუყვები, თვითონაც ძალიან კარგად ესმის ჩემი და არასდროს არ დავუტუქსივარ შვილივით, დაქალივითაა ჩემთვის და ყოველთვის პირველ რჩევას მისგან ვისმენ.
- რავიცი აბა მემგონი უნდა მომიგოს - მხრებს ვიჩეჩავ და თეფშს ნიჟარაში ვდებ
- შენც გინდა რომ მოგიგოს და მაგიტომ - ეცინება ნინაჩკასაც
- იცი რა სიმპატიურია? სურათებს გაჩვენებ მოიცა - ტელეფონს ვიღებ და როგორღაც ვცდილობ ვიპოვო, ჩემი აიტიშნიკი დათოს მეგობრებს ვათვლიერებ და მაშინვე ვპოულობ, სურათებში შევდივარ და ყველაზე კარგად სადაც არის იმას ვანახებ დედას
- ხო, კარგი ბიჭია ძალიან, შენ რომ შეგეფერება ისეთია ზუსტად - მხრებს იჩეჩავს და ამჯერად თვითონაც ეცინება
- მე ჯონი დეპიც შემეფერება და ტომ ჰარდიც მაგრამ აბა სადარის? - მეც მეცინება, ამპარტავანი და ქედმაღალი არ გეგონოთ უბრალოდ ვხუმრობ
- გაყოლოდი მამიდაშენს და იქნებოდი ჯონი დეპთანაც, ტომ ჰარდისთანაც და მთელ ჰოლივუდს თითზე დაიტრიალებდი - გამკბინა უცბად
- რა გინდა ადამიანო მამისხელა კაცი გინდა რომ მყავდეს გვერდში? - ისევ მეცინება
- ერთი ბევრს რომ ბაქიბუქობ, ქვიზი როგორ დაწერე?
- შენი აზრით?
- მალადეც! - ეცინება და შოკოლადს ხსნის
მთელი დღე კევინის ესეებს ვწერ, ტვინი ამიდუღდა, მერე სმარტზე ვუგზავნი და კმაყოფილი ვკეცავ ლეპტოპს. არადა გონებაში ხან ქალთა უფლებეები მიტრიალებს, ხან ექვს პარაგრაფიანი ესე, როგორ დავიღალე, ნეტა არდადეგები მაინც მოვიდეს.
ეტყობა ჩამეძინა, მთელი დღე უაზროდ ვიმეცადინე და თავისი ქნა მაინც დაღლილობამ. საღამოს ტელეფონის ხმა მაღვიძებს, ჯერ მგონია რომ უკვე დილაა და მაღვიძარა რეკავს, ოდნავ რომ გამოვფხიზლდი მივხვდი რომ ზარია. არ დამიხედავს ნორმალურად ისე გადავუსვი სლაიდს თითი და ვუპასუხე
- ალიო - ვეუბნები მიკნავებული და მძინარე ხმით
- უნდა გნახო - ღიმილიანი ხმა მესაუბრება, თვალებს ვახელ, საწოლზე ვჯდები და მეცინება
- რომელი ხარ? - არადა ვიცი ვინცარის!
- პირველი სურვილია, რომ გნახო - ისევ ღიმილიანი და თბილი ხმით მესაუბრება
- ახლა უნდა მნახო თუ ხვალ? - მეცინება და საწოლზე ვარსკვლავივით ვწვები
- ნახევარ საათში გამოგივლი ქეთა - სახელი გამოკვეთა - მეტროსთან ვიქნები, დროებით - ტელეფონს თიშავს, მე კიდე ბედნიერი და აცანცარებული ვწევარ საწოლზე და მუცელში დავლილი სასიამოვნო შეგრძნებები ტვინში მირტყამს. გაბრუებული მივდივარ კარადასთან, თბილ ნაქსოვ ჟაკეტს ვიღებ და ბედნიერი სახით დავუყვები კიბეებს.
- არ არსებობს რა - მეცინება როგორც კი მის წინ ვჩერდები და სახეზე თითებს ვიფარებ - ვინ გითხრა?
- კაკებეშნიკი ვარ იცოდე და მიფრთხილდი - თვითონაც იცინის და ნელა მივუყვებით ქუჩას
- გთხოვ რა მითხარი - არ ვჩერდები და ინტერესი მკლავს
- აიტიშნიკებს არ უნდა ენდო - თვითონაც ეცინება
- აუ დათომ გითხრა არა? მოვკლავ მაგ შტერს
- არა იბსუს სერვერზე იდო შენი მონაცემები - ეცინება - ტყუილად არ აუშარდე მაგას არ უთქვამს
- კარგი, მოკლედ ერთი სურვილი დაგრჩა - თვალს ვუკრავ და ვგრძნობ როგორ მხვევს ხელს ჩემზე ორი თავით მაღალი სხეული
- როგორი ეშმაკუნა ყოფილხარ - ეცინება ისევ
- რატომ ვითომ?
- ხომ იცოდი რომ მაინც გავიგებდი დარწმუნებული ვარ მელოდებოდი
- რა თქმა უნდა მაგას არც უარვყოფ, მაინტერესებდა რამდენად მოხერხებული იყავი - არ დავთმე პოზიცია
- მერე გავამართლე იმედები? - წინ მიდგას და ხელებს ერთმანეთზე აჯვარედინებს
- ასიანი - გზას ვაგრძელებ და ვგრძნობ როგორ ხითხითებს
- ქებეს იცნობ? - ამჯერად სახე დაუსერიოზულდა
- ვიცნობ კი
- რა ურთიერთობა გაქვთ? - ძაალიან მაკვირვებს მისი კითხვა
- რავიცი, უნივერსიტეტელია და გამარჯობა გაგიმარჯოს - ურცხვად ვცრუობ
- ქეთა - თვალები გადაატრიალა - მაგ ურთიერთობის გამო მე არ მომადგებოდა
- რას ქვია შენ მოგადგა? - ახლა მე დავუდექი წინ
- ერთად ხართ? - დააიგნორა ჩემი კითხვა მე კიდე გულიანად გამეცინა
- ვინ მე და ქებე? - ისევ მეცინება
- ხო შენ და ქებე - ხმაში ზიზღი შეიმჩნია
- რა სულელი ხარ, ქებესთან ერთად რომ ვიყო ახლა აქ ვიდგებოდი? - ვიწყინე და თავი გადავატრიალე, ვიგრძენი როგორ მოეშვა და ისევ გაუბწყინდა სახე
- აბა იმას უყვარხარ? - სიგარეტს გაუკიდა
- ალბათ, რავიცი მე ბევრს ვუყვარვარ - მხრები ავიჩეჩე ისევ
- და შენ?
- რა მე?
- შენ გიყვარს ვინმე?
- არაა
- ხოდა მაგ ქებეს... - აღარ დაამთავრა და ისეც გაეცინა
- რაო რა მინდააო? - მეც გამეცინა
- ისეთი არაფერი, უბრალოდ შენგან მაინტერესებდა რა ურთიერთობა გქონდათ
- არანაირი არაფერი - ინტერნეტის ატაცებული ფრაზა გამახსენდა და გამეცინა
- გიხდება სიცილი ძალიან
- ვიცი ხო - შევიფერე
- ისიც მომწონს ასე რომ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული - თვალი ჩამიკრა და ნაზად მომხვია წელზე ხელი
- იმდენი რამე მოგწონს ჩემში, ეჭვი მაქვს მალე იმასაც მეტყვი რომ გიყვარვარ - ვცადე ჩემი ჭკუით ხუმრობა
- მიხვედრილი და ჭკვიანიც ყოფილხარ - ისევ ეცინება
- კაი თორე თავში ამივარდება - მეცინება
- ისე რა მაგარია არა? მაგრად გაგვიმართლა და მადლობა 117ს
- შენ გაგიმართლა თორე მე არა
- რატო ჩემი გაცნობა არ გაგიხარდა?
- ეგ გამიხარდა მაგრამ მანამდე სამმა 117 გამასწრო და ეგ მეოთხე იყო
- ოოო ხოდა ღმერთს მადლობა - ხელები სასაცილოდ აღაპყრო ზეცისკენ - ღმერთო თუ გესმის ჩემი მადლობა
- მასხარა ხარ სუფთა - უკვე ვხარხარებ
- წასვლამდე ბოლო სურვილი დამრჩა და უნდა შემისრულო - ამჯერად ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს
- მითხარი თორემ მართლა არ მინდა გაფუფლოება - აჟიტირებული ველოდები მის ნათქვამს
- მაკოცე - მოკლედ და კონკრეტულად
- რა ვქნაა? - ისტერიული სიცილი მეწყება, მგონი უფრო ნერვიულობისგან
- მე მინდა რომ გაკოცო ხოდა მინდა შენც მაკოცო ხოდა ინიციატივაც შენგან უნდა წამოვიდეს მაგრამ ჩემი სურვილით - თბილი ხმით მეუბნება
- არაა გამორიცხულია - თავს ვაქნევ და ფეხსაცმელებს ვუყურებ
- ეჰ არადა რა კარგად დაიწყო დღე და როგორ ასრულებ - მოჩვენებითი მწუხარებით გადააქნია თავი - იცოდე გაგიბაზრებ რომ ფუფლო ხარ - ისევ ხითხითებს, ჯანდაბას ამას თავი ვინ გონია! ერთი კოცნაა
- კარგი - მეც შევათამაშე წარბები, წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვაკოცო, არა თეორიული ცოდნა არ მაკლია მაგრამ პრაქტიკა - 0
- გელოდები - ფიქრებიდან გამომაფხიზლა
ნელა მივიწიე მის სახესთან, ხელები მუშტად მოვკუმე, თვალები აემღვრა ჩემს დანახვაზე და ვნების ცეცხლი აუთამაშდა. სახესთან კიდევ უფრო ახლოს მივედი, ოდნავ ავიწიე წვერებზე და ტუჩებზე ტუჩებით შევეხე. მოულოდნელად მომხვია ცალი ხელი წელზე, მეორე თმებში და ზედ ამიკრა, ამჯერად ინიციატივა თვითონ გამოიჩინა და ძალიან ნაზად დამიკოცნა ბაგეები. რაღაც სასწაულ სითბოს და ბედნიერებას ვგრძნობ, თითქოს ტვინში ცხელი სითხე ჩამასხეს, ამეწვა საფეთქელები და ტუჩები. ნელა დამაბრუნა ადგილას და გამიღიმა, მე კიდე ათრთოლებული ვდგავარ და ვუყურებ, არ ვიცი რა ვთქვა
- ეს უკვე მომწონს - ნაზად დამისვა სახეზე ხელი - მშვენიერი დასასრულია
- ხო დასასრული - მოწყენით ჩავილაპარაკე და სივრცეს გავხედე
- დღის დასასრული - მიმახვედრა ნათქვამს და ისევ გადამხვია ხელი, ამჯერად სახლისკენ მივუყვებით. ხმას აღარცერთი ვიღებთ, მე უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობ ასეც, ისიც ასეა დარწმუნებული ვარ. სახლთან ახლოს გამაჩერა, მაჯებზე ხელი მომკიდა და კიდევ ერთხელ დაიხარა ჩემი ბაგისკენ.
- 117 - გაეღიმა და ხელი გამიშვა
- რა? -ვერ მივხვდი რას ამბობს
- პულსი 117 ია - ისევ იღიმის
- ხოო - ნერვიულად ჩავიღიმე
- ამიერიდან ჩვენი იღბლიანი რიცხვია 117, ჩემი და შენი ერთად. ცალ ცალკე არ გამოდგება - თავი გადააქნია - შედი ახლა და ხვალ გნახავ - შუბლზე მაკოცა და წინ მიბიძგა
- სად მნახავ 117ში? -გამეცინა მეც
- მანდაც და ყველგან სადაც გაიხედავ - თვალი ჩამიკრა და მომშორდა. - ხო მართლა თუ შეამჩნიე ჩემი ტელეფონის ბოლო სამი ციფრიც 117ია. - გაიღიმა და წავიდა.
მე კიდე ვდგავარ გახევებული, ბედნიერი და უზომოდ გაღიმებული.
ჩემი სახლიც 117 ია, ჩავილაპარაკე ჩემთვის და სახლში სულ ღიღინით შევედი.



№1  offline წევრი Kalina

ძალიან ძალიან მომწონს.
^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

როგორი საყვარელი და სასიამოვნო ისტორიაა heart_eyes

 


№3 სტუმარი Guest bubu

saswauli iyo

 


№4 სტუმარი Guest nuki

axali tavi yoveldge dade xolme, dzalian momwons

 


№5 სტუმარი sho sho

ერთი კითხვა მაქვს,ახლანდელ დროში რატო წერთ ისტორიას? თან მოვლენები ვითარდბა და თან ეგრევე წერ შენ?

 


№6 სტუმარი Guest სოფი

ახალ თავს როდის დადებ ? არ დააგვიანო ხოლმე

 


№7  offline მოდერი Nanaga

axali tavi ar daideba es mxolod istoriaa <3

 


№8  offline წევრი მოცინარი

Hermann
axali tavi ar daideba es mxolod istoriaa <3

იდეალური, პატარა საყვარელი მოთხრობაა მადლობა ასეთი კარგი წუთებისთვის kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent