შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- გამარჯობა 100 დოლარიანო ! (სრულად)


11-08-2017, 11:52
ნანახია 7 801

შავ, თვალუწვდენელ, უსასრულო სივრცეს ვუყურებდი, რომელსაც თითქოს ლაქად აჩნდაო სავსე მთვარე. ცივი და პირქუში. რომელიც თავის ცივ შუქს ჰფენდა დედამიწას.
ახალი ნაწვიმი ჰქონდა, მაგრამ მაინც თბილი, აპრილის ღამე იდგა.

არც ისე კარგია როდესაც ღამის პირველ საათზე შუა ქუჩაში დგახარ და ელოდები მეგობარს, რომელიც უკვე ნახევარი საათია აგვიანებს და ეჭვი გაქვს, რომ არც მოვა !
„ სალო სად ხარ?“
„სალოოოოო „
„ გოგო „
„სალომე ! „
„ სად *რაკში გაქვს ტელეფონი?! „
„ გინდა, რომ ქეთიმ აღარასდროს გამომიშვას შენთან ერთად ?! „
„ დაგახრჩობ !!!! „
რამოდენიმე ესემესი გავგზავნე და ტელეფონი ხელში ნერვიულად ავათამაშე. მალე წრიპინი დაიწყო და ბატარია დაჯდა.
ესღა მაკლდა!
ცოტა ხანში პანიკა მომიცვავდა.
კიდევ დიდხანს ვიდექი და ველოდი.
ერთ ჰორიზონტზე დავდიოდი წინ და უკან, წინ და უკან.. ასე გრძელდებოდა სანამ, შავმა ბეემვემ
არ ჩამიქროლა. ცოტახანში უკან დაბრუნდა და ჩემს ფეხებთან გაჩერდა.
მარჯვენა მხარეს დაბურული მინა ნელა ჩამოიწია.
სილუეტის ტუჩებს ვხედავდი მხოლოდ.
- გამარჯობა 100 დოლარიანო.
ტუჩები ნელა შეარხია სასიამოვნო ხმის ტემბრის მქონე მამაკაცმა. გაკვირვებული ვუყურებდი.
- წამოდი გაგიყვან.
მის სიტყვებზე გამეცინა და ორივე ხელის შუა თითი ვუჩვენე.
მამაკაცმა ცალყბად გაიცინა, კბილები ოდნავ შეახო დაბლა ტუჩს და მინა ნელი მოძრაობით ავიდა ზემოთ. მანქანა კი ელვისსისწრაფით მოსწყდა ადგილს.
„ გამარჯობა 100 დოლარიანო? სერიოზულად??? იდიოტი ! „
გაიფიქრა ალტერეგომ და როცა ჩემსკენ მომავალი კიდევ ერთი მანქანა დავინახე მოვემზადე მსგავსი შეკითხვებისთვის მაგალითად „ საათი რა ღირს? „ „ ჩემთან თუ შენთან? „ და ასე შემდეგ !
აბა სხვას რას იფიქრებდნენ ამ ღამე მარტო რომ ვდგავარ უსუსური გამომეტყველებით !
როცა მანქანა მომიახლოვდა ვიცანი სალო იყო. ღრმად ამოვისუნთქე და მანქანაში სიხარულით ჩავუხტი.
***
დილის 7 საათზე დიდი ორსართულიანი სახლის წინ ვიდექი, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. ზარი დავრეკე და დიდი შავი ჭიშკარი ჭრიალით გაიღო. კართან მდგომ დაცვას მივესალმე და კიბეებისკენ მიმავალ ბილიკს გავყევი.
ოთახში შესულმა გადავწყვიტე შხაპი მიმეღო.
სააბაზანოს კარზე კაკუნი ატყდა
- ლილე !
- ლილე !
- გისმენ დედა
- გამოდი სწრაფად
- წყალს გადავივლებ და 20 წუთში გამოვალ
- გითხარი, რომ ახლავე უნდა გამოხვიდე !
- კარგი !
დედაჩემის პრიკაზები ოჯახში ცნობილი ამბავია. ქეთევან ჯაში ოჯახის დიასახლისი, რომელიც სულაც არ ჩამოუვარდება ოჯახის უფროსს დემეტრე შონიას.
ყველაფერი ისე ხდება როგორც ქალბატონ ქეთევანს სურს !
ოჯახში სამი ახალგაზრდა ვართ ! და მათ შორის ყველაზე დაჩაგრული და უმწეო მე ვარ.
ჩვენ ოჯახში არასდროს ჰქონია ჩემ სიტყვას ფასი და ასე იქნება ბოლომდე. ამ ამბავს უკვე შეჩვეული ვარ.
უფროსი და მარიამ შონია გთხოვილია მადლობა ღმერთს ! და ახლა ჩვენთან არ ცხოვრობს საბედნიეროდ !
შუათანა ჩემი ძმა მირიანია, რომელთანაც ყველაზე სტაბილური ურთიერთობა მაქვს.
და ბოლოს უმცროსი მე ! ლილე შონია. 19 წლის. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი.
ბევრი მეგობრები არ მყავს. მხოლოდ სალი მყავს, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
ერთადერთია, ვისთანაც არასდროს აუკრძალავს მეგობრობა ქეთევანს.
რთულია როცა მდიდარი ოჯახის შვილი ხარ და ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო.
მაღალი საზოგადოების წევრობა ერთ-ერთია რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს.


სააბაზანოს კარი გავაღე და სახელურს დავეყრდენი.
- რა ხდება?
- მოემზადე და სავარჯიშოდ მივდივართ სავარჯიშოდ, შემდეგ სალონში წახვალ და საღამოს ყველა ერთად ვახშამზე მივდივართ ! გასაგებია?
- მივდივართ?
- დიახ მივდივართ
- მე და შენ ერთად? სავარჯიშოდ?
- რამ გაგაოცა?
- შენმა სიტყვებმა
- როგროც გჩვევია არ დაიგვიანო და ლამაზად ჩაიცვი?
- რა ვახშამია?
- შენი ძმის გამგზავრებასთან დაკავშირებით წვეულებაა და..
სიტყვის თქმაც არ დავასრულებინე, გაოცებულმა შევხედე.
- მოიცა, მირიანი სადმე მიდის?
- დიახ ბარსელონაში ერთი წლით ან მეტით..
- ახლა რატომ ვიგებ?
- ალბათ იმიტომ, რომ არ გაინტერესებს?
- იქნებ იმიტომ, რომ თქვენთვის სულერთი ვარ !
- ამასთანავე.. - საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და ჩემი ნათქვამი დააიგნორა. - კლინიკას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს და მას გაგვაცნობს მირიანი.
- კარგი !
მკვახედ ვუპასუხე და აბაზანის კარი შევაღე.

გამაკვირვა დედასთან ერთად სავარჯიშოდ წასვლამ. რათქმაუნდა ისე იქცეოდა თითქოს იქ არც ვიყავი. შემდეგ სალონში გამიშვა და საღამოს დამღლელი დღის და უძილო ღამის შემდეგ სახლში ვიყავი.
ახლა მინდოდა მხოლოდ დამეძინა და დილამდე ტკბილად მძინებოდა. პირდაპირ საშინელება იყო წვეულებაზე წასვლა და მთელი საღამოს მაღალ ქუსლებში გატარება !!!!


შავი კაბა ტანზე მოვირგე და ბედნიერი ჩავედი სასტუმრო ოთახში.
- რა არის ეს?
ცხვირაბზუებულმა გამომხედა ლამაზად გამოწყობილმა დედამ.
- რა?
- რას გავხარ
- მადლობა
- ზემოთ ადი და სწრაფადგამოიცვალე.
- მაგრამ...
- სწრაფად ! შენს გამო ვერ დავაგვიანებთ
- მიხდება..
- არ გესმის რას ვამბობ?
უხმოდ ავყევი გრძელ კიბეებს და მომინდა კიბიდან გადმოვვარდნილიყავი !
მისი ქცევები უკვე მაღიზიანებდა.
სწრაფად გამოვიცვალე, წითელი კაბა ჩავიცვი და ქეთის პრიკაზების მოსასმენად მოვემზადე.
- არაუშავს.. მაგრამ გვეჩქარება. გამოცვლის დრო აღარ არის.
თქვა და კარი გააღო. მეც უკან მივყევი და მანქანის უკანა სავარძელი დავიკავე.

***
რესტორანში გაშლილ უზარმაზარ მაგიდასთან ბევრ ხალხს მოეყარა თავი.
ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა ჩემს გარდა.
ყველა აქ მყოფი ადამიანი მძულდა !
განურჩევლად !
ბედნიერი სახეებით ჭამდნენ ყველაფერს, ფერის და ფორმის მიხედვით.
გული მერეოდა მათზე.
მთელი საღამო ისეთი საშინელება იყო ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი სახლში !
და მთელი დღის ნატვრას ავისრულებდი.
დავიძინებდი !
როგორც იქნა მივაღწიე მირიანამდე.
ლოყაზე ვაკოცე და წინ ავეტუზე.
- მართლა მიდიხარ?
- კი ჩემო საყვარელო ხვალ საღამოს მივფრინავ.
- აქამდე რატომ არ მითხარი
- ერთი კვირაა არ დამინახიხარ და როდის უნდა მეთქვა?
- რატომ მიდიხარ?
- ჯერ დავისვენებ.. მერე ვნახოთ..
- რომ მომენატრები?
- დაგირეკავ ხოლმე.
- დარეკვა, რომ შველოდეს.. - ჩავიბურტყუნე და თავი გავაქნიე.
- არ მოიწყინო. მალე გავა დრო.
სახე დავმანჭე და როცა რაღაცის თქმა დავაპირე, მირიანის გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი დადგა.
- ლილე ეს კლინიკის ახალი დირექტორია.
მამაკაცმა ხელი გამომიწოდა და მეც იგივე მოძრაობა გავიმეორე
- ერეკლე დადიანი
- ლილე შონია.
- კიდევ ერთხელ.... გამარჯობა 100 დოლარიანო !

გაოგნებულმა შევხედე მომცინარ ერეკლეს
- რაა? როგორ?
ცინიკურად გაიცინა, თვალი ჩამიკრა და ხალხს შეერია.
გახევებული დავრჩი და ვცდილობდი გამეაზრებინა რა მოხდა.
როგორ შეიძლება ერეკლე ასეთი განათლებული, მაღალი საზოგადოების წევრი, მდიდარი, სიმპატიური ახალგაზრდა ყოფილიყო ის თავხედე !
სისულელეა! მაგრამ როგორ? თუ ის არ ყოფილა მან რაიცოდა - გამარჯობა 100 დოლარიანოს-ს შესახებ??
ნამდვილად ის იყო.
დაჟინებით ვუყურებდი ერეკლეს, რომელიც სამ ხნიერ მამაკაცს ესაუბრებოდა.
ასევე ვაკვირდებოდი გოგონებს, რომლებიც თავმომწონედ იდგნენ და ერეკლეს უცინოდნენ.
ხმაურს მოვშორდი და ტელეფონი ამოვიღე
- ჰო სალო
- სად ხარ?
- მირიანის წვეულებაზე. რა იყო?
- რადროს მირიანის წვეულებაა ! დემეტრესთან არის წვეულება გამოდი და წავიდეთ მაგრად გავერთობით
- გაგიჟდი? ქეთი არ გამომიშვებს
- უთხარი, რომ ჩემთან რჩები. ჩემთან მაინც ხომ გიშვებს არა?!
- ჰო, მაგრამ ახლა მირიანის წვეულებაა და აქედან შენთან არ გამომიშვებს !
- მიდი რა დაკერე. შეეცადე ყველანაირად ! მე იქ ვიქნები. მისამართს მოგწერ და იქ მოდი. გაკოცე
- კარგი
ტელეფონი გავთიშე და ქეთის დავუწყე ძებნა.
როცა მისი სილუეტი დავლანდე მისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი.
- დეე
- რახდება?
- რაღაცას გთხოვ
- სახლში წასვლა არ გამაგონო ! -ამ სიტყვებზე სახე დავმანჭე და ცოტახნის პაუზის შემდეგ განვაგრძე
- სალო მარტოა.. და... მთხოვა მასთან მივიდე... თანაც წვეულება უკვე მთავრდება და მე საჭირო აღარ ვარ... ძალიან გთხოვ
- თემა დახურულია! ერთად მოვედით და ერთად წავალთ
- დედა გთხოვ ნუ იქნები ასეთი
- როგორი?
-მკაცრი !
- სიმკაცრის გარეშე შენი აღზრდა შეუძლებელია
- გთხოვ..
- არა ! ახლა კი უკაცრავად - წასვლა დააპირა, მაგრამ ხელით დავიჭირე და იძულებული გახდა ჩემთვის მოესმინა
- თუ შეიძლება ხელი ჩაწიე
- გთხოვ გამიშვი ! ძალიან გთხოვ..
თვალები ცრემლებით ამევსო და მუდარის თვალებით შევხედე
- არა !
- შეიძლება ერთ ხელ მაინც ! ერთხელ მაინც სადმე ჩხუბის გარეშე გამიშვა??
- ყველა მანქანა დაკავებულია და შენთვის არავის ცალია.
- მანქანებს კი არა შენც არასდროს გცალია ჩემთვის. ამდენი მანქანა გყავთ და ერთი რომ გამომიყოთ არ შეიძლება?
- არა !
- ღმერთო ! ტაქსით წავალ
- ჰაჰ ! გაგიჟდი?
- მივდივარ ! თავი დამანებე !!!! - ქეთის მოვშორდი და კარისკენ წავედი
- ლილე !
გავიგე მისი ხმა და გზა გავაგრძელე...
წინ და უკან დავდიოდი და ველოდებოდი ღვთის სასწაულს და ტაქსის გამოცენას !
- ჰეი - მომესმა უკნიდან და დიდი სილუეტი გვერდით დამიდგა, ერეკლე იყო
- ჰეი - მეც ვუთხარი და გზას გავხედე
- გინდა გაგიყვანო?
- მადლობა.. ტქსი მოვა
- არ მოვა.. და შენც იცი
- იქნებ მოვიდეს
- ტყუილად ელოდები წამოდი
- არა.. მადლობა მართლა..
- სანამ ქალბატონმა ქეთევანმა უკან მიგაბრუნა წამოდი
- შენ რა იცი?
- საუბარი გავიგონე - მანქანისკენ წავიდა და მეც უკან მივყევი
- შენ რა გვისმენდი?
- არა ! ხომ გითხარი გავიგონე
- კარგიი..
- აბა სად მივდივართ?
- იარე და მისამართს გეტყვი, როცა მომწერენ.


***
ერეკლემ მანქანა კორპუსის წინ გააჩერა. კარი გავაღე და გადავედი
- მადლობა, რომ მომიყვანე
- არაფერს.. კარგად იყავი
- ნახვამდის..
სადარბაზოში შევედი და კიბეებს ავუყევი.. მესამე სართულზე სალო გამოვიდა ერთ-ერთი კარიდან და საახლში შემიყვანა.
ალკოჰოლის და სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი სახლი. უამრავი ახალგაზრდა ირეოდა. ტანს მუსიკას აყოლებდნენ და ლამაზ მოძრაობებს აკეთებდნენ. მეც მომინდაა მათსავით მეცეკვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო რადგან ცეკვა არვიცოდი !
არც არასდროს მიცდია.
ალბათ საშინელი დასანახი ვიქნებოდი.
ცხოვრების გაგებაში არ მყოფის სახით ვიჯექი მდივანზე და ვუყურებდი სალის, რომელიც ხან ვის ეცეკვებოდა ხან ვის.
- სალამი
გვერდით უცნობი მომიჯდა და ხელი გამომიწოდა
- დემეტრე
- ლილე
- ლამაზი სახელია
- მადლობა..
- რატო ხარ მოწყენილი?
- არვარ..
- როგორ არა ხაარ !
- რავი..
- ვერ შევეგუები, რომ ჩემ წვეულებაზე ვინმე მოწყენილი იყოს. თანაც ასეთი ლამაზი გოგო.
უხერხულად გავუღიმე და შევხედე
- მართლა რა ლამაზი ყოფილხარ ! აქამდე სად იყავი? რატომ არ გიცნობდი? ან როგორ აღმოჩნდი ჩემ წვეულებაზე? - სწრაფად მომაყარა სიცილით
საოცრად საყვარელი იყო. მომწონდა მისი საუბრის მანერა. სულ იცინოდა. არ გავდა მაღალი საზოგადოების ფულიან ტიპებს.
- სალიმ მომიყვანა
- სალი? რომელი სალი? სალიიი.. სალიიი - გაიმეორა და ჩაფიქრდა - აა სალიი სალიი ! მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები, რომ აქ მოგიყვანა !
ღმერთო მადლობა, რომ ეს ანგელოზი გამომიგზავნე - თქვა და პირჯვარი გადაისახა
მისი რეპლიკაზე გამეცინა. უსაყვარლესი იყო. ნამდვილი პოზიტივი. სწრაფად მოახერხა ჩემი კარგ ხასიათზე დაყენება.
- არ დალევ რამეს?
- არა, არ ვსვამ
- შენ მართლა ანგელოზი ხარ?
- არამგონია..
- არც ეწევი?
- არა..
- კარგიი რა.. მატყუებ ხო?
- არა..
-ცოტასაც არ დალევ?
-არრაა..
- ჩემი ხათრით - სიცილით თქვა და ადგა. პლასტმასის ჭიქით ხელში დაბრუნდა და გამომიწოდა
- ლუდია.. ნუგეშინია ეს არაფერს გიზამს..
- კარგი..
- მოდი მე და შენ ვიცეკვოთ
- არაა...
- რატო??
- არვიცი ცეკვა?
- სერიოზულად?
- კიი
- ვინ ხარ ასეთი? აშკარად შემიყვარდები.
სიცილით თქვა და ხელი გამომიწოდა
- ხომ გითხარიი.. არ მინდა ცეკვა
- წყნარ მუსიკაზე ვიცეკვოთ

ზუსტად არვიცი რა მუსიკა იყო.. წყნარი და ლამაზი მელოდია ჰქონდა და ძლივს ისმოდა სიტყვები.
ხელები წელზე შემომხვია და ნელა აჰყვა მუსიკას.
მეც იგივე მოძრაობებს ვაკეთებდი რასაც ის.. საოცარი გრძნობა მქონდა გულში. სითბო ჩამეღვარა. მისი სიახლოვე მომწონდაა.
სახე ახლოს მომიტანა და ტუჩებზე შემეხო.
მისი ხელები ახლა ჩემს ისერში იყო. ნაზად მკოცნიდა და პარალელურად მეც ავყევი კოცნაში.
ალკოჰოლის სუნს ვგრძნობდი, მაგრამ ესეც მომწონდა. საოცრად თბილი იყო !
მისი ყოველი შეხება ბედნიერებით მავსებდა.
ცოტაც და გული ამომივარდებოდა. თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა და ჩვენს ირგვლივ არავინ და არაფერი იყო.
საოცარი შეგრძნებებით ვიყავი სავსე, მაციებდა, მაცხელებდა, ჟრუანტელი მივლიდა.
არვიცი რა იყო ეს შეგრძნება, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ძალიან მომწონდა !


****
ღამის სამი საათი სრულდებოდა, როცა დემეტრემ სახლამდე მიმიყვანა, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, რომ არავის დავენახე.
-მადლობ, რომ მომიყვანე. ღამე მშვიდობისა - ვუთხარი და მანქანის კარი გავაღე.
- მოიცა. კოცნა? და ნომერი?
- რა?
- შენი ხმის გაგონება, რომ მომინდება როგორ მოვიქცე? - თავისი ტელეფონი გამომიწოდა. მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა და ჩემი ნომერი ჩავუწერე.
- კარგი ახლა წავედი
- არა მოიცა.. - ხელი ხელზე შემახო და თავისკენ მიმიზიდა
- რაიყო?
- არამგონია შევძლო შენი კოცნის გარეშე წასვლა
- კაი რა..
ჩემსკენ გადმოიხარა და მაკოცა ვნებიანად.
ისევ იგივე გრძნობა დამეუფლა. გავუღიმე და მანქანიდან გადავედი.
არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. სიხარულისგან დავფრინავდი.
ყურებამდე გაღიმებული სახით შევიპარე სახლში და დასაძინებლად დავწექი.
დემეტრეზე ფიქრში ჩაძინებულს, დილითაც დემეტრეზე ფიქრმა გამაღვიძა.
ვცდილობდი პირი მომეკუმა და არ გამღიმებოდა, მაგრამ თვითნებურად ვიღიმოდი. ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. მომღიმარი სახით ვწრიალებდი საწოლში, სანამ ტელეფონის ეკრანი არ განათდა.
- დილამშვიდობის ! - უცხო ნომრისგან შეტყობინება მოვიდა, ვინ იქნებოდა თუ არა დემეტრე !
კიდევ უფრო ბედნიერი მოვკალათდი საწოლში და საპასუხო შეტყობინება დავწერე
- დილამშვიდობის
ტელეფონი აწკრიალდა და როცა იგივე ნომერი დავლანდე ეკრანზე გულმა ბაგაბუგი დამიწყო, ტუჩები უნებურად გამექცა ლოყებისკენ და გამეღიმა. საოცრად ავფორიაქდი.
ხმა ჩავიწმინდე და ტელეფონს ვუპასუხე:
- გისმენთ
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- შენი ხმის გაგონების შემდეგ იმაზე კარგად ვიდრე ვიყავი .
- როგორ გეძინა? - გაჩუმებას კითხვის დასმა ვამჯობინე
- შენზე ვფიქრობდი ! შენ?
- მე კარგად მეძინა
- დღეს რამე გეგმა გაქვს?
- არამგონია....
- მნახავ?
- კი
- ვააა... - ხმაზე შევატყე, რომ გაეღიმა.
- ...
- რომელზე გეცლება?
- მთელი დღე მცალია.
- მაშინ მოგწერ და გამოგივლი კაი?
- კარგიი... გელოდები
- დროებით
- დროებით.

სიხარულით წამოვხტი საწოლიდან, წყალი გადავივლე და მისაღებში ჩავირბინე.
ყველა საუზმობდა.
ბედნიერმა დავიკავე საკუთარი ადგილი
- გატყობ გუშინ კარგად გაერთე სალისთან - თქვა დედამ დ აყავა მოსვა
- კი
- საინტერესოა..
- დღეს სახლში არ ვიქნები
- სად მიბრძანდები?
- სალისთან
- ძალიან დიდ დროს ხომ არ ატარებთ ერთად?
- კი . და ამის მერე სულ ასე იქნება
- უკაცრავად?
- ჰოო..
- ნუ გადააჭარბებ შენ უფლებებს ქალბატონო
- კარგი. წავედი. მშვიდობით ოჯახო !
ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ყველას და ოთახში ავედი.


***
- ლილე შენ სახლთან ვარ გამოდი
- მოვდივარ.
ტელეფონი გავთიშე და სირბილით გავიარე შონიების რეზიდენცია, როცა კარს მივუახლოვდი გავჩერდი ღრმად ამოვისუნთქე, თმა გავისწორე და გავედი.
მომღიმარი დემეტრე იდგა კართან მოშორებით, სწრაფად მივედი და ვაკოცე.
მთლიანად ავთრთოლდი.
კისერში მაკოცა
- მომენატრე
ჯერ გამეღიმა და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე
- მეც... მეეცც.... მეც მომენატრე !
- წავედით?
- ჰოო
ხელი მომკიდადა კუჩას გაუყვა.
- მანქანა?
- ფეხით ვარ
- ფეხით?
- ჰოო.. მეგონა... თუ მანქანით გირჩევნია ცოტახანი დამელოდე და მანქანით მოვალ და წავიდეთ
- არა ! ფეხით მინდა.
- კაი წამო მაშინ.
გვერდით დავიდექი და ხელი ჩავკიდე. ღიმილით გადმომხედა და მაკოცა.
ისე ვიქცეოდი, თითქოს პატარა გოგო ვყოფილიყავი, რომელიც უზომოდ ბედნიერია.
მაოცებდა დემეტრე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამაოცა იმან, რომ ფეხით გასეირნება უნდოდა ჩემთან ერთად და არა მანქანით სადმე წასვლა.
მასთან ყოფნა ბედნიერება იყო.
რა ერქვა ჩვენ ურთიერთობას?
ალბათ შეყვარებულები?!
ძნელია სხვა რამ დაარქვა ისეთ ურთიერთობას, როცა ერთად ატარებთ დროს, ერთმანეთს კოცნით, ეხუტებით და უზომოდ ბედნიერები ხართ !
ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ?
მე მჯერა.

***
მთელი დღეებს ერთად ვატარებდით. ყველა ადგილი მოვიარეთ ფეხით. ვიყენებდით მეტროს.
მდიდრულ რესტორანში ვახშმის მაგივრად ვჭამდით გარეთ ისე როგორც ყველა ახალგაზრდა.
დავდიოდით მაგდონალდსში.
დავდიოდით პარკში.
ვიჯექით უამრავ ატრაქციონზე.
მომწონდა მასთან ყოფნა.
მომწონდა მასთან ერთად გატარებული ყველა დღე, საათი, წამი, წუთი !
მან ბედნიერი გამხადა.
მომწონდა როგორ ვერთობოდი მასთან ერთად უბრალო რამეებით.
მომწონდა მასთან ერთად სეირნობა წვიმაში.
მომწონდა, როცა ერთმანეთს ვუყურებდით საათობით.
მომწონდა მისი სიცილი, მისი კოცნა, მისი ბავშვური საქციელები.
მომწონდა როგორ ცდილობდა ჩემს შერიგებას, როცა ვებუტებოდი.
მაბედნიერებდა მისი დანახვა ლექციების შემდეგ.
არავინ მაღელვებდა მის გარდა.
არ მაინტერესებდა რა მოხდებოდა.
ბედნიერება ვიპოვნე დემეტრეს სახით.
ყველაზე უბრალო და ძვირფასი ადამიანი იყო ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
დემეტრეს გამო ბედნიერი ვიყავი კვირაში 7 დღე.
24 საათი !
ნამდვილი ბრილიანტი იყო !



****
- ლილე ლილე
- ლილე !
- ლილე გესმის?!
- გაიღვიძე !
- ღმერთო ჩემო !
- როდემდე უნდა იყო ასეთი უპასუხისმგებლო !

ღამის ფარდების გადაწევამ ბნელ ოთახში, ღრუბლიანი ცის, მბჟუტავი სხივები შემოუშვა და თვალები გავახილე.
პირველი რაც დავინახე წითელი ხავერდის ხალათი იყო, შემდეგ კი ქეთიც გამოჩნდა.
- როგორც იქნა - დასძინა ქეთევანმა და საწოლს შემოუარა
- რა იყო?
- შენი გაღვიძების დროა
- ესღა მაკლია, რომ დრო დამიწესო როდის გავიღვიძო და როდის დავიძინო
- თუ საჭირო გახდა რატომაც არა ! უკვე შუა დღეა
- მართლა?
- დიახ მართლა
- კარგი მაშინ კიდევ დავიძინებ - გვერდი ვიცვალე და საბანში გავეხვიე, შემდეგ წამოვიწიე და ქეთის გავხედე
- ძილინებისა
- ადექი
- დედა გთხოვ დამაძინე
- დღეს ერეკლე დადიანის დაბადების დღეა და იქ მივდივართ
- კარგი წადით
- შენც მოდიხარ
- რა საჭირო ვარ მე ერეკლე დადიანის დაბადების დღეზე??
- ოჯახი ოჯახია ! შენი პრიკაზების გამო არ შევრცხვები. უამრავი ნაცნობი იქნება.
- კარგი.
- საღამოს მზად იყავი.


***
ერეკლე დადიანის წვეულებაზე საკუთარი ბიძაშვილის აღმოჩენამ გამაოცა და სიხარულით ავივსე.
ამდენი ხნის მონატრებულ ბიძაშვილს ვეცეკვებოდი და თვეების მანძილზე დაგროვილ ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთ.
შუა ცეკვის დროს ისე სწრაფად გამომაცალეს ბაჩოს ვერც კი გავიაზრე.
ერეკლე დადიანის წინ აღმოვჩნდი სრულიად მარტო.
მისი ხელები მჭიდროდ მეკვროდა წელზე და მისი ტანი ნაზად ირხეოდა.
ხელები შემოვხვიე და მეც ავყევი.
სულაც არ მსიამოვნებდა ვიღაც ერეკლე დადიანის შეხება საკუთარ სხეულზე.
დაბადების დღე ჰქონდა და ხომ არ „გავუტეხავდი“.
ერთ ცეკვას გავუსწორებდი და ვსო.
მისი სასიამოვნო სუნს ხარბად ვსუნთქავდი.
- რატომ ხარ მოწყენილი? - უეცრად შემეკითხა დადიანი და როცა მისი სასიამოვნო ხმის ტემბრი კიდევ ერთხელ გაიგო ჩემმა ყურებმა ჟრუანტელმა დამიარა.
- არ ვარ
- როგორ არა ხარ !
- შეიძლება....
- ვერ დავუშვებ ჩემს წვეულებაზე ვინმე მოწყენილი იყოს. - ამ სიტყვებზე დემეტრე გამახსენდა და უნებურად გამეღიმა. მანაც ასე მითხრა როდესაც მის წვეულებაზე პირველად გავიცანი.
- რატო იღიმი?
- რაღაც გამახსენდა
- ჩემთან ცეკვისას იმის მაგივრად, რომ ჩემზე იფიქრო და ჩემთან ცეკვის სიამოვნებით დატკბე სხვა რამეზე ფიქრობ?
- ამბიციური ტიპი ხარ
- ამბიციურობა არაფერ შუაშია. რეალობას ვამბობ
- ჰოო?
- ჰოო !
- ანუ ბევრი ფიქრობს შენზე ?
- საკმაოდ. და ვფიქრობ შენც მათ სიას შეუერთდები
- სასაცილო ხარ
- მაგას კომპლიმენტად მივიღებ
- მეამიტი ნუ იქნები.
ცინიკურად ჩაიცინა და ერეკლე დადიანის სხეულს მოვშორდი.
ტელეფონი შევამოწმე და დემეტრეს გამოტოვებული ზარი, რომ ვნახე რესტორნიდან გავედი.
- გისმენ ლილე
- ბოდიში.. არ მესმოდა ახლა ვნახე შენი ზარი
- არაუშავს
- მოხდა რამე?
- კი
- დემეტრე კარგად ხარ?
- ლილე უნდა გნახო
- ახლა... როგორ.. წვეულებაზე ვარ.. მშობლებთან ერთად.. და აქ უამრავი ხალხია..
- აუცილებელია.
- დემეტრე ნამდვილად კარგად ხარ?
- ლილე უნდა გნახო
- კარგი.. აქ მოდი.. რესტორნის უკან პატარა პარკია. მისამართს მოგწერ
ტელეფონი დაკიდა. ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს მესამე მსოფლიო ომი დაიწყოო.


***
- დემეტრე
დემეტრესკენ წავედი და ჩავეხუტე
- მომენატრე
- მეც მომენატრე.
თავზე მაკოცა და კიდევ უფრო ჩამიხუტა.
- ლილე.. - მითხრა და ღრმად შეისუნთქა ჩემი სუნი. მერე წინ დამიდგა და ცივი თვალებით შემომხედა.
- დემეტრე მაშინებ...
- ლილე.. არც კი ვიცი როგორ...
- რახდება?
- მე.. მეე..
- ჯანდაბა ! თქვი რახდება !!!!!!!!
- ლილე. მომისმინე. ბოლომდე მათქმევინე.
- გისმენ ! - გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და მთელი სხეული მითრთოდა
- ლილე მე მივდივარ. - მის სიტყვებზე სხეული გამეყინდა და მთლიანად გამაცია.
- არვიცი რამდენი ხნით.. შეიძლება სამუდამოდ. აქედან მივდივარ.
არმინდა დაგტანჯო. არ მინდა ცუდად იგრძნო თავი ჩემს გამო. არმინდა შემიძულო.
არმინდა ერთხელაც მოხვიდე და მითხრა, რომ ცემი ატანა აღარ შეგიძლია და მშორდები ! ამას ვერ გადავიტან. მირჩევნია ასე მოვიქცე. არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია. ვიცი ვინანებ და ვიცი ვერ გავუძლებ შენგან შორს ყოფნას !
ლილე მიყვარხარ ! სიცოცხლეზე მეტად ! ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც მაგრძნობინა რა არის ბედნიერება. გესმის? შენ მაგრძნობინე რა არის ნამდვილი სიყვარული ! ჩემ ცხოვრებაში ანგელოზის სახით გამოჩნდი და მთლიანად შცვალე !
მიყვარხარ ! მაგრამ არ შემიძლია შენს გვერდით ვიყო და ვიცოდე, რომ ჩემი ვერასდროს გახდები ! არ შემიძლია შენს გვერდით ვიყო და ვიცოდე, რომ ვერასდროს შეგეხები. არ შემიძლია შენს გვერდით ვიყო და ვიცოდე, რომ რაც მინდა იმას ვერ მივიღებ. - ამ სიტყვებმა ტკივილი მომაყენა და ცრემლებმა გზა იპოვეს !
- მისმინე.. შენ წმინდა ხარ ! ყველაზე წმინდა რაც კი ოდესმე მინახავს. მე ვერასდროს შეგეხები არ შემიძლია ! ლილე შენ სხვა ხარ ! არ ვიცი ! ვერ გადმოვცემ ! შენ იმდენად კარგი ხარ.. არშემიძლია გული გატკინო.. ახლა თუ არა ეს ოდესღაც მაინც მოხდება და არმინდა ჩემი სიმხეცით ტკივილი მოგაყენო გესმის? არ შემიძლია დაგტანჯო. ვიცი სიტყვები არაფერს შეცვლის, მაგრამ მინდა იცოდე როგორი ხარ და რას ნიშნავ ჩემთვის. არ გიმსახურებ ! მთელი გულით გეუბნები. შენ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ხარ და ყველა ადამიანის წილი ბედნიერება, რომ შეკრიბო იმაზე მეტს იმსახურებ. და ამას მე ვერ გაგიკეთებ ! სამუდამოდ ბედნიერს ვერ გაგხდი. ჩემს გვერდით ბედნიერი ვერ იქნები ! ლილე !
ანგელოზი ხარ ! და იმაზე მეტს იმსახურებ ვიდრე შენ გგონია. შენნაირები უბრალოდ არ არსებობენ ! შენნაირები უბრალოდ არ იბადებიან ! შენნაირები ტყუილად არ მოდიან ამ ქვეყანაზე ! შენ ბედნიერებისთვის მოხვედი ამ ქვეყანაზე და შენი მიზანია ბედნიერება იპოვო ! ბედნიერებას კი ჩემს გვერდით ვერ იპოვი ბედნიერება მე არ მომაქვს ! ბედნიერება ჩემთან არ არის !
არვიცი ამის მერე რა იქნება. ვიცი, რომ ახლა გტკიცა. მეც მტკიოდა როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი. მაგრამ გამიგე. ვიცი, რომ ვერ გამიგებ ! მაგარმ უბრალოდ შეეცადე მაინც.
მიყვარხარ ! მიყვარხარ ყველაზე მეტად.
შენ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში.
იცოდე რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს მე შენ მეყვარები ! სამუდამოდ ! ამის პირბას ვდებ ! პირველ რიგში შენ წინაშე და შემდეგ ამ სამყაროს წინაშე.
მე შენ ისე მჭირდები როგორც არასდროს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო.
ჩემთვის არ მემეტები ! რამდენი დროც არ უნდა გავიდეს მოგძებნი, უბრალოდ მოგძებნი. ვიცი ვერ დაგიბრუნებ, მაგრამ მოგძებნი მაინც ! - ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა და უხეშად მოიწმინდა. არვიცი ეს მოჩვენებითი გულის ტკივილი და ცრემლები იყო თუ არა მაგრამ...
- ალბათ არაფრის თხოვნის უფლება არ მაქვს, მაგრამ მაინც... გთხოვ უბრალოდ არ დაივიწყო ის დღეები რაც ერთად გავატარეთ . და ნუ დაივიწყებ, რომ გიყვარდი.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის მეყვარები..
მისი ხელის მტევანი ჩემ თითებს შეეხო.
- არ მომეკარო ! - მთელი ზიზღი ამოვაყოლე ამ სიტყვებს და უკან დავიხიე.
იდგა გაუნძრევლად.
მიყურებდა.
თავისი წყლიანი თვალებით.
არ ტიროდა.
მიყურებდა მაგრამ არ ტიროდა.
წარბიც არ შეუტოკებია ისე წავიდა.
შებრუნდა და წავიდა.
არც მოუხედავს.
გახევებული ვიდექი.
მერე ინერციით დავეცი მუხლებით.
საშინელი წვა ვიგრძენი ჯერ მუხლებში.
შემდეგ მთელ სხეულში
და ბოლოს სულში !
სულშიც შეაღწია ამ ტკივილმა !
ჩუმმა ტკივილმა, რომელიც საზღვრების გამონგრევას ცდილობდა , მაგრამ თითქოს ენა ჩამივარდა.
ლაპარაკის უნარი წამერთვა.
ჩემი მე ბრძოლობდა, რომ ხმამაღლა ეტირა
ეყვირა
ეკივლა
მაგრამ...
მაგრამ ამის ნაცვლად ჩუმად ვიყავი მუხლებზე დამხობილი და ცრემლების ნიაღვარი ძირს იღვრებოდა.
გული ისე მიცემდა ცოტაც და ამოვარდებოდა
ან სულაც გასკდებოდა, გაჩერდებოდა !
ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იქნებოდა !
მაგრამ არაფერი არ ხდებოდა .
მუხლებზე დამხობილი დამტოვა
ჩემ ფიქრებთან და ტკივილებთან ერთად.
მარტო !
სულ მარტო !
ტკივილით სავსე სულით ...

****როდის ვკვდებით რეალურად?
მაშინ, როცა გვმარხავენ თუ
მაშინ, როცა ამ ყველაფერს
სულით ხორცამდე ვეჩვევით ?!

სიჩუმე..
გამაყრუებელი სიჩუმე..
სიბნელე..
და ცრემლებიი..
ცრემლების ზღვა..
ტკივილით სავსე ცრემლები..
წამოდგომა ვცადე, მაგრამ ამაოდ.
წავბორძიკდი.
და მხრებზე ვიღაცის ცივი ხელები ვიგრძენი.
-ლილე..
ერეკლეს ყელთან აღმოჩნდა ჩემი სველი სახე.
ხელის გული ნაზად დამისვა თმაზე და მსუბუქად მიმიზიდა თავისკენ.
- დამშვიდდი.
ავსლუკუნდი. ისე სწრაფად, რომ გააზრებაც ვერ მოვახერხე.
მასზე მიხუტებული ვსლუკუნებდი.
მთელი გულით.
ვგრძნობდი როგორ ასველებდა ჩემი ცრემლები ერეკლეს პერანგს.
ბავშვივით ვტიროდიდა გაჩერებას ვერ ვახერხებდი.
- ლილე დამშვიდდი.
მის სიტყვებზე უფრო მოვუმატე სლუკუნს.
თმებზე ტუჩებით შემეხო და ვიგრძენი, რომ გაეღიმა.
ნელ-ნელა დამენამა თმა, სახე, თმები.
გაწვიმდა.
ერეკლემ ხელი მომხვია და შნობის კუთხეში გადახურულ ადგილას მიმიკვანა.
ცა სევდას ცრის !
წვიმის ხმამ და სისველემ ცოტა გამომარკვია.
ერეკლეს მოვშორდი.
- გამიშვი.. - ვუთხარი ისე, რომ არც შემიხედავს. თავი დაბლა მქონდა დახრილი და მიწას მივშტერებოდი.
- წვიმს ! - ცალი ხელი მომკიდა. ცალი კი ჯიბეში ჩაიყო და თვალი მოავლო ბნელ, წვიმიან სივრცეს.
- წავალ რა..
- ლილე წვიმს !

მარტოსულად ვგრძნობდი თავს. თითქოს ქვეყანაზე არავინ და არაფერი გამაჩნდა.

- ლილე..
არაფერი მითქვამს ცრემლიანი თვალებით გავხედე
- რა მოგივიდა?
მისმა კითხვამ წამიერად დავიწყებული ტკივილი გამახსენა და ისევ ავტირდი.
კედელს ავეკარი და ჩავიმუხლე.
სახე ხელებში ჩავრგე და ხმამაღლა ავტირდი.
ძლივს ამოვიღე ხმა და დაგროვილი ტკივილი გარეთ გამოვუშვი.
ერეკლემ ხელები ჩამომაშვებინა და თვალებში შეომხედა
- მართალია შენი თვალები საოცარია, როდესაც ტირი მაგრამ უნდა დამშვიდდე და წამომყვე. ყავა დავლიოთ და მომიყევი რა მოხდა.
პირობას გაძლევ არ დაგცინებ და მოგისმენ. შეგიძლია იმდენი იტირო რამდენიც გაგისწორდება !
- არ დამცინებ?
- შეიძლება სისულელეს გამო ტირი. გოგოები ძალიან უაზროები ხართ ყველაფერზე ტირიხართ ამიტომ არ გამოვრიცხავ - სახე მომანჭა და წამოვდექით - თუმცა..
- არმინდა ვინმე მისმენდეს.
- მე მინდა რო გისმენდე
- სახლში წამიყვანე
- არ ვარ დარწმუნებული, რომ სახლში წასვლა გინდა
- არ მინდა.
- დავმშვიდდები თუ შენც დამშვიდდები. ვიცი, რომ სახლში ვერ დამშვიდდები ასე რომ..
- კარგი
მანქანაში ჩავჯექით. ერეკლემ მანქანა დაძრა და ადგილს მოვწდით.
ხმას არცერთი ვიღებდით.
ჩემი მდგომარეობის ახსნას ყველაზე მეტად შეესაბამება „სულის ტკივილი“.
ჰო სული მტკიოდა.
რადგან ვფიქრობდი, რომ გული აღარ მქონდა.
თუ ვუყვარდი როგორ დამტოვა?
არ მესმის.
ჩვენ ხო ერთად კარგად ვიყავით. ცხოვრებში პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი ! ყველაფერი მეგონა კარგად იყო. მეგონა სამუდამოდ აე გაგრძელდებოდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი... არშემეძლო ცუდზე ფიქრი...
ვერასოდეს წარმოვიდგენდი...
დემეტრე !
გაურკვევლობა.
დემეტრე!
ტკივილი.
ისევ გაურკვევლობა
და ისევ დემეტრე !
ნაწილებად დაფლეთილი გული ისე მტკიოდა თითქოს ცეცხლით მწვავდნენ.
ის მტკივა მგონია, რომ ამ ტკივილს ვერასოდეს დავაღწევ თავს.
ვიცი დრო ყველაფრის მკურნალია.
ვიცი, რომ დრო ყველაფერ დაალაგებს, მაგარმ სანამ ეს მოხდება როგორ უნდა გავუძლო?
არც იმდენად ძლიერი ვარ, რომ ამხელა ტკივილის ატანა შევძლო.
ვიცი შევეჩვევი.
მაგრამ..
მაგრამ... არ მინდა დემეტრეს გარეშე ყოფნნას შევეჩვიო.
მასთან ყოფნა ჩემთვის ბევრ ნიშნავდა !!!!!
მასთან ბედნიერი ვიყავი !!
მის გვერდით ყველაფერი შესანიშნავად იყო !
მაგარმ ის წავიდა !
მატკინა და წავიდა !
სამუდამოდ დამამახსოვრა თავი მოყენებული ჭრილობით.
რა საშინელი გრძნობაა, როცა სული გტკივა და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია!
საშინლად განიცდი მაგრამ გიწევს შეეგუო.
არაფერი შეგიძლია.
გულში უნდა ჩაიკლა ტკივილი !
იცი, რომ ის ერთადერთი ადამიანი დაკარგე ვისაც უყვარდი, ბედნიერს გხდიდა, გისმენდა და გესაუბრებოდა ყველაფერზე !
იცი, რომ მარტო დარჩი.
ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ იცი არასდროს დაბრუნდება !
წლები გავა, მაგრამ ვერ დაივიწყებ.
ყოველთვის იქნება შენს გონებაში მისი სახე და ვერ შეძლებ მასზე ფიქრი თავიდან ამოიგდო.
ყოველთვის შეეცდები ხალხით დაფარულ ქუჩაში მისი სახე იპოვო.
ყოველთვის შეეცდები ილუზიები შეიქმნა, რომ არ წასულიყო ყველაფერი როგორი იქნებოდა.
ყოველთვის გაგახსენდება ის, როცა ვინმე ოდესღაც მის ნათქვამ სიტყვას იტყვის.
გაგახსენდება, როცა იმ ადგილას გაივლი სადაც ოდესღაც ერთად იყავით.
მაგრამ არასდროს დაბრუნდება !
წავიდა და აღარ მოვა !
რა რთულია შეეგუო იმას რასთანაც შეგუება არ გინდა !


- ერეკლე.. არ მინდა ყავა.
- კარგი.
მანქანა მოაბრუნდა და პირველივე მოსახვევში შუხვია.
მანქანა სადგომზე გააჩერა და მანიშნა გადავსულიყავი.
დაახლოებით ხუთი წუთი ფეხით გავიარეთ და ბარში შევედით
ბარმენს ვისკი შეუკვეთა.
მომეწონა ის ფაქტი, რომ უხმოდ მიხვდა ჩემ სათქმელს.
ახლა ყველაზე მეტად ყველაფრის დავიწყება მჭირდებოდა.
ფიქრების შეწყვეტა.
უბრალოდ განტვირთვა !
ერთ ვისკის მეორე მოყვა
მეორეს მესამე
მესამეს მეოთხე
მეოთხეს მეხუთე
და ასე უსასრულოდ სანამ ყველაფერი არ დავივიწყე.
სანამ ბედნიერების შეგრძნება არ დამეუფლა.
უამრავი ხალხი.
მუსიკის გამაყრუებელი ხმა.
ცეკვა.
ვისკი.
სიგარეტი.
ისევ ვისკი.
ბარის საპირფარეშო.
სიბნელე.

* * *
სინათლე ჯერ ერთმა თვალმა იგრძნო მერე მეორემაც.
გვერდი ვიცვლე.
ალკოფოლის სუნმა ცხვირი ამიწვა და ისედაც გაბრუებული უარესად გავბრუვდი.
საშინელი გულის რევის შეგრძნება მქონდა.
თითქოს დოლს უკრავდნენ.
ცხოვრებაში პირველად ჩემ თავს რაძგუნი გაჰქონდა.
მთელი თავი მტკიოდა საშინლად.
სხეული დამძიმებული მქონდა თითქოს ტანზე ლოდები დამაწყეს.
თვალის გახელას ვცდილობდი და რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ჯერ ერთი გავახილე მერე მეორე.
სიტუაციიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ზომაზე მეტი დავლიე.
ძალდატანებით წამოვიწიე.
ტუმბოს უჯრა გამოვწიე და მენთოლის საღეჭი რეზინი ავიღე.
მესიამოვნა ცივი გემო.
ნაცნობ გარემოში ძირს დაგდებულმა შარვალმა ჩემი ყურადღება მიიქცია.
კარადის სარკეში შემჩნეულმა სხეულმა, რომელიც ჩემს გვერდით იწვა ჩემი აღშფოთება გამოიწვია.
ვიმედოვნებდი, რომ მომეჩვენა.
მეშინოდა, რომ რეალური იქნებოდა.
შემეშინდა მისკენ გახედვის.
სარკეში კიდევ ერთხელ დავაკვირდი და სამ თვლაზე მისკენ გავიხედე.
ნაცნობმა პროფილმა კიდევ უფრო აღმაშფოთა და სხეული სწრაფად შევანჯღრიე
- ერეკლე !
- ერეკლე !
- რა იყო - სწრაფად წამოიწია და თავზე ხელები შემოიწყო - ვახ შენი - აშკარად ისიც ჩემსავით გრძნობდა საშინელ თავის ტკივილს.
- რატო ხარ აქ?
- შენ მომიწვიე
- რა გვინდა ერთად ჩემ ოთახში? - წამოვიყვირე და წარბ შეკრულმა გადავხედე
- პანიკის გარეშე ლილე ! არ იყვირო ! ერთად ვიყავით გუშინ
- უბრალოდ ერთად გვეძინა ხომ?
- კი ოღონდ ჯერ სექსი გვქონდა და მერე ერთად გვეძინა
- ნუ მეღადავები. ეგეთი მთვრალიც არ ვყოფილვარ, რომ დაგიჯერო.
ყველაფერი მახსოვს
- მაშინ შენ ისიც გემახსოვრება როგორ მხდიდი ტანსაცმელს და როგორ მკოცნიდი.
- ნუ მაცინებ !
- ისიც ხო გახსოვს როგორ მთხოვდი ჩემთან წამოდიო?
- არაფერი მახსოვს ! ფუ შენი ! გთხოვ მითხარი, რომ მეღადავები !!!
- ისე, რომ იცოდე. ინიაციატორი შენ იყავი და მე თავი ვერ შევიკავე.
ასე, რომ ყველაფერი შენი ბრალია
- მართლა მეუბნები?
- შენი აზრით რაში დამჭირდება შენი მოტყუება ?!
- ვერაფერს ვიხსენებ..
- დემეტრეზეც მომიყევი ყველაფერი
- რა???????????????????????????????????????????

დემეტრეს ხსენებამ დამარწმუნდა, რომ ერეკლე არ მატყუებდა. თანაც არ გავდა ღადაობის მოყვარულ მატყუარა შანტაჟიორ ბიჭს.
- დამშვიდდი უარესებიც მომისმენია. - საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. - ჩემი ნათქვამი სიტყვებიც არ გემახსოვრება და კიდე ერთხელ გეტყვი. თუ მიგატოვე ანუ ვერ დაგაფასა და ვინც შენ ვერ დაგაფასებს ყველა ს*რია დემეტრეს ჩათვლით, ასე, რომ შენი ფასი იცოდე !
შევეცდები ისე გავიდე არავინ შემამჩნიოს. და ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც იყო გუშინდელ დღემდე. კარგად.

კარის უკან გაუჩინარდა და
გაოცებული დამტოვა.


****
როცა გამოვფხიზლდი და შევეცადე საკუთარი თავის მობილიზება მომეხდინა და გუშინდელი დღე გონებაში აღმედგინა ნაწილ-ნაწილ თუ ერთბაშად ზუსტად მაშინ შემოვიდა ქეთევანი !
- დედა ყოველ დილით ჩემს ოთახში შემოჭრამ და ჩემმა გაღვიძებამ სისტემატიური სახე, რომ მიიღო ხვდები?
- პირდაპირ გეტყვი ძალიან დაუმორჩილებელი გახდი და დროა შენი გაკონტროლება დავიწყო.
- დედა ყველაზე კარგი ხარ ! - თბილი ტონით მოჩვენებითად ვუთხარი და ავყვირდი - ხომ არაფერს ვითხოვ შენგან და არ შეგიძლია თავი დამანები? აი მამას მიბაძე წელიწადში ერთხელ, რომ ახსენდება ჩემი თავი და ისიც მაშინ როდესაც რამე სჭირდება ! ყელი ამოხვედით !
- არაფერი გაკლია და ასეთი ქცევებით გვიხდი მადლობას?
- აღარ მინდა ყოველი დღე შენთან ჩხუბით იწყებოდეს. მითხარი რა გინდა და წადი ძალიან გთხოვ.
- მამაშენის მეგობარი გოჩა ქარსელაძე გახსოვს?
- არა !
- მაგის შვილი დაბრუნდა საფრანგეთიდან და გვინდა ერთმანეთი გაგაცნოთ. სამზე კაფეში უნდა შეხვდე, ჩემი მძღოლი წაგიყვანს.
- ჩემით წავალ
- მინდა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად მიხვედი. მე კი წაგიყვანდი, მაგრამ არ მცალია
- შენ ოდესმე გცალია ჩემთვის?
- მოკლედ არ დაიგვიანო.
- უბრალოდ გავიცნობ და წამოვალ ხომ?
- არა ! დასხდებით ისაუბრებთ და თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც ჩვენ გვინდა შენ დასანიშნად მოვლენ. - ამ ერთმა სიტყვამ გული ამიჩქარა და ზარივით გაისმა ყურებში
- მერამდენე საუკუნე? თქვენ გინდათ, რომ გარიგებით გამათხოვოთ ? დედა ! ყველაფერში რატომ ცდილობთ მოგება ნახოთ? გოჩა ქარსელაძის ბიჭი შესანიშნავი კანდიდატია არა უზრუნველი ცხოვრებისთვის და თქვენი შემოსავლის გაზრდისთის?
- რა არის იმაში ცუდი, რომ შვილის მომავალზე ვფიქრობ.
ცინიკურად გაიცინა დ აგავიდა.
ყველანაირი სიტყვა შეეფერება მას „დედის“ გარდა !!!!!!!!
ნებისმიერი გამვლელი უფრო ლმობიერი იქნებოდა ჩემს მიმართ ვიდრე ის ! ეჭვიც არ მეპარება !
რატომ მექცევა ასე?
რატო მიკეთებს ასეთ რაღაცეებს !!
დემეტრესთან დაშორებას და ერეკლესთან ერთად ღამის გატარებას ესეც დაემატა !
მშვენიერია !
ოდესმე შევძლებ მშვიდაად ვიყო???? რატომ არ შეიძლება ისეთივე ცხოვრება მქონდეს როგორც მაგალითად სალის ან ნებისმიერ სხვა თინეიჯერს !
არამგონია კიდევ გავუძლო....
ყველაფერი ცუდი ჯაჭვივით გადაება ერთმანეთს.
მინდა, რომ გული ამოვიგლიჯო იქნებ მაშინ მაინც ვეღარ ვიგრძნო ვერაფერი.
როდის დამთავრდება ყველაფერი?
როდის მოვა დრო, როცა მეც გავიღიმებ გულით.
ყოველი დღე უფრო და უფრო აუტანელი ხდება და მომავლის იმედს თანდათან ვკარგავ.
დიდი ხანი გავატარე შხაპის ქვეშ. ცრემლები წყალში ირეოდა და თავს ვაჯერებდი, რომ არ ვტიროდი.
არ განვიცდიდი.
ემოციებისგან დაცლილი და თვალებ დასიებული გამოვედი ოთახში და კარადა გამოვაღე.
შევეცადე ისეთი ტანსაცმელი შემერჩია, რაშიც სასაცილოდ გამოვიყურებოდი და ძალიან თინეიჯერ პატარა გოგოს დავემსგავსებოდი.
დაუვარცხნელი სველი თმა უკან გადავიყარე, ჭრელი კეპი თავზე ჩამოვიფხატე და თამამად გავედი ოთახიდან რადგან ქეთი სახლში არიყო და შესაბამისად ვერც დამინახავდა.
ასე გამოწყობილი, რომ ვენახე მეტყოდა:
„ - ლილე შენ რა დამცინი?
- გინდა, რომ შემარცხვინო არა?
- ორი წლის ტუტუც გოგოს გავხარ
- ასე ჩაცმულს სახლში გავლაც კი გეკრძალება
- თავხედო !
- სასწრაფოდ გამოიცვალე ! „
მძღოლს მანქანაში ჩავუხტი და მოთმინებით დაველოდე ჩემი სატრფოს ნახვას. თუმცა მეჩქარებოდა მისი ნახვა, რადგან მაინტერესებდა მისი რეაქცია ჩემ დანახვაზე და შემდეგ რას ეტყოდა ჩემზე ქეთის. ასევე მინდოდა მომესმინა ქეთის განწირული ყვირილის ხმა !
მანქანა სადგომზე გაჩერდა
- ლილე დაგელოდები და ისევ მე წაგიყვანთ.
- კარგი.
მანქანიდან ვისკუპე. მანქანის სარკეში თმები ავიჩეჩე.
გადავწყვიტე ძალიან არა ესთეტიკური საქციელი ჩამედინა და საღეჭი რეზინი „გადამეფურთხებინა“ .
- ლილე? - უკნიდან მომესმა ხმა, სწრაფად შევბრუნდი და საღეჭი რეზინი პირდაპირ ერეკლე დადიანს „შევაფურთხე“ .
მენთოლი საღეჭი რეზინი ჯერ მის პიჯაკს მოხვდა, პიჯაკზე უმნიშვნელო ლაქა დატოვა და შემდეგ ძირს დავარდა.
ერეკლემ პიჯაკზე დაიხედა
- მადლობა
- უკაცრავად. - გაოცებულმა შემათვალიერა და მითხრა
- რას გავხარ !
- ვიცი. მეჩქარება კარგად იყავი. - ზურგი ვაქციე და ჩქარი ნაბიჯებით წავედი.
- კარგად - მომაძახა სიცილით

კაფეში შევედი და კუთხეში დავჯექი. ქეთის დავურეკე
- გისმენთ
- სად არის?
- რა?
- სად არის ის ბავშვი?
- მიხვედი?
- კი და არ არის? რამდენი ხანი ველოდო? მაგდენი დრო არ მაქვს !
- ფეხი არ გაადგა ! მანდ იყავი და რამდენი ხანიც იქნება საჭირო იმდენი ხანი დაელოდე.
ტელეფონი გავთიშე და კაფე დავტოვე.
ცოტა ფეხით გავისეირნე, მაღაზიებში გავიარე და გული გადავაყოლე.
იმ მოსაწყენ ბიჭთან ჯდომას ბევრად ჯობდა.
რათქმაუნდა დემეტრეზე ვფიქრობდი.
მისი სახე მედგა თვალწინ და ვცდილობდი დამევიწყებინა.
იმდენად გულნატკენი ვიყავი მინდოდა ბრაზით მაინც დამევიწყებინა ან შემეძულებინა.
მაგრამ ვერ ვახერხებდი.
ჩემ გონებაში გულის ტკენის მიუხედავად ის მაინც კარგ მოგონებად დარჩა, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ.
ყველაზე სამწუხაროა, რომ მოგონებად დარჩა !
და ყველაფერი ის ოცნება რასაც ერთად ვგეგმავდით ერთი ხელის მოსმით განადგურდა.
განადგურდა სიყვარული.
და ყველაფერი კარგი რაც იყო ჩვენ შორის.
მაგრამ....
საშინლად მენატრება !
მენტარება ტკივივალმდე !
ჩემი სიყვარულის ისტორიაში ანტრაქტია.
მისი ღიმილი ყველაფერი იყო ჩემთვის, რომელსაც ვეღარასდროს ვნახავ.
როცა მაგონდება მისი ცრემლები, გული საშინლად მეწვის და თან სიბრაზე მაგიჟებს.
განშორების ცრემლები.
დემეტრეს განშორების ცრემლები.
არც შემომხედა ისე წავიდა.
გადამფრენი ჩიტივით გაჰყვა ნიავს.
დაემსგავსა მას ვინც უბრალოდ მიდის.
არ დატოვა არაფერი, მაგრამ ყველაფერი წაიღო !
წაიღო ჩემი გული !
წაიღო ჩემი გრძნობები, ჩემი სიყვარული.
მაგრამ სანაცვლოდ არაფერი დატოვა.
გარდა ტკივილისა.
ჩემგან ყველაფერი წაიღო.
მის თვალებს ვენდე და მის გზას გავყევი.
მაგრამ რა მივიღე ?!
გრძნობებს ვერ ვერევი.


***
მაისის ამ მშვენიერ დილასაც არ დაარღვია ჩვეულება ქეთიმ და დილით ოთახში შემობრწყინდა. ვიფიქრე, რომ გოჩას შვილმა ყველაფერი მოუყვა მშობლებს და რათქმაუნდა ქეთიმაც გაიგო, რომ გოჩას ბიჭი არ ვნახე და ლექციებს წამიკითხავდა.
- გღვიძავს?
- კი - ტელეფონი ტუმბოზე დავდე და გავხედე
- აბა მოგეწონა? - საწოლის ნაპირას მოკალათდა და გაბრწყინებულმა შემომხედა.
- რა ?
- ბიჭი - მისმა კითხვამ დამაბნია და გამიკვირდა, რომ ჯერ არაფერი იცოდა და მეც ვიცრუე.
- კი
- როგორია?
- არაჩვეულებრივი.
- მართლა???
- რათქმაუნდა ისეთივე როგორიც გოჩა
„ ვინ არის საერთოდ ეს გოჩა?“ გავიფიქრე გონებაში და ჩემ ოსტატურ ტყუილზე გამეღიმა, ალბათ სიმართლეს მალე გაიგებს და ჯობია სანამ გადაუვლის თავს ვუშველო და სადმე წავიდე.
- ანუ ერთმანეთს გაუგეთ?
- კი
- და რა ქვია? - კითხვაზე მეგონა ჩავიჭერი, მაგრამ მე რა ჩამჭრის.
- მმმ... არაჩვეულებრივი სახელი აქვს
- მითხარი?
- არა.. ვერა... საიდუმლოა.. როცა გაგაცნობ მერე გაიგებ
- არ მატყუებ?
- არა რათქმაუნდა
- ანუ საქმე სერიოზულადაა?
- კი.. ალბათ ცოტახანში ქორწილი გვექნება.
- რაა?? ანუ? ლილე იცოდე თუ რაღაცას მატყუებ !
- არა დედა რატომ უნდა მოგატყუო? ხომ გინდოდა ჩემი სარფიანად გათხოვება ხოდა გავთხოვდები. ჯერჯერობით მომწონს
- კარგი.. მაშინ დაწვრილებით მომიყევი როგორ მოგხიბლა ასე.
- რაში გაინტერესებს..
- სანამ არ მეტყვი აქედან ფეხს არ მოვიცვლი.
- ჰმმ.. რომ დავინახე მშინვე მომეწონა.. საყვარლად მიღიმოდა.. მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭი იქნებოდა... - რათქმაუნდა მაშინვე დემეტრე გამახსენდა და გადავწყვიტე მომეყოლა ის რაც პირველად დემეტრეს დანახვისას ვიგრძენი.
- იმდენად მხიარულია, რომ შეხვედრიდან დამშვიდობებამდე ვიღიმოდი თვითნებურად.
ისე მსიამოვნებდა მასთან საუბარი, არაჩვეულებრივი ხმა აქვს, დახვეწილი მანერები და საოცრად მხიარულია. ცუდ ხასიათზე მყოფსაც კი სწრაფად გამოგიკეთებს ხასიათს, თან ისე ოსტატურად აგიყოლიებს, რომ ვერც მიხვდები. ისე სწრაფად გაიარა სააათმა, რომ ვერც გავიგე.. დამშვიდობება არცერთს გვინდოდა... როცა... - მთელი ეპიზოდი სურათივით დამიდგა თვალწინ და ტკივილი გამიორმაგდა.
- კარგი მორჩა.. შეგიძლია წახვიდე.
- მგონი შეგიყვარდა - მითხრა და ოთახიდან გავიდა.
- ჰოო აბა რაა - ჩავილაპარაკე და ძილი განვაგრძე.


მთელი დღე წოლასა და ფილმების ყურებაში გავატარე.
ბოლოს მუცელმა, რომ შემომიტია სამზარეულოში ჩავედი.
ომლეტი გავაკეთე.
მერე მაცივარი გამოვაღე და რაც კი ვნახე ტკბილი ყველაფერი ლანგარზე დავაწყე და ოთახში ავედი.
კიბესთან ქეთა შემხვდა ისეთი ბედნიერი სახით მიყურებდა ერთხელაც, რომ არ შემოუხედავს.
- რა ხდება? - შეშფოთებულმა ვკითხე და შოკოლადი შევჭამე
- გოჩას შვილმა დარეკა და მითხრა, რომ კიდევ უნდა შენი ნახვა და მთხოვა ნება მიმეცა, რომ აქ მოსულიყო და წაეყვანე. - მის სიტყვებზე ხველება ამიტყდა და ლანგარი ლამის ძირს დავაგდე
- რაო????
- ცოტახანში აქ იქნება შენ გაემზადე. შეგიძლია წახვიდე
- მოიცა როგორ?
- მითხრა, რომ უკვე მოენატრე და მეც დავთანხმდი
- ანუ.. დაიცა.. არა.. მოიცა... დედა ! მართლა.. მე.. არ.. შენ... მეეე... არაა.. შენიი... დედაა !!!!
-როცა მოვა დაგიძახებ.
ოთახში კი არ შევედი შევვარდი და ლანგარი ტუმბოზე დავახეთქე.

„ ანუ გოჩას ბიჭმა ჩემებს არაფერი უთხრა? ანუ არ დამწვა?? კარგი თუ არაფერი უთხრა მეორედ ნახვა რა საჭირო იყო. ან აქ მოსვლა საერთოდ? რა უნდა?.. არა ნამდვილი იდიოტია. „
კარადა გავაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.
დაახლოებით 20 წუთში ქეთამ დამიძახა და მივხვდი, რომ გოჩას ბიჭი მოვიდა !
„ გოჩას ბიჭი ძალიან სასაცილოდ ჟღერს „ - გავიფიქრე და კიბეებს ჩავუყევი.
მისაღებში იდგა შავგვრემანი, საყვარელი გოჩას ბიჭი, რომელიც ძალიან საყვარლად იღიმოდა. გვერდით იდგა ქეთი, რომელიც სიამაყით უყურებდა სტუმარს.
თავი ფილმის პერსონაჟი მეგონა.
შეიძლება ზღაპრისაც.
-გამარჯობა - ხმადაბლა ვთქვი და ქეთის გვერდით დავდექი
- გამარჯობა საყვარელო - შინაურულად ჩამეკონა და გვერდით დამიდგა - მაპატიე ყვავილები არ მაქვს
- ბანალური იქნებოდა.. თანაც ძალიან..
- სამაგიეროდ საღეჭი რეზინები მოგიტანე. - ცხვირწინ დიდი ლამაზი პარკი ამიფრიალა, რომელიც სულ საღეჭი რეზინებით იყო სავსე.
გამეცინა.
ვის მიაქვს გოგოსთან საღეჭი რეზინები პირველი შეხვედრისას.
- მადლობა... ოთახში ავიტან და სწრაფად ჩამოვალ. - პარკი გამოვართვი და კიბეზე ავირბინე.
პარკი საწოლზე დავდე და სიცილი ამიტყდა.
გიჟივით ვიცინოდი.
არვიცი რატომ, მაგრამ ცხოვრებაში პირველად დედაჩემის მადლობელი ვიყავი, რომ გოჩას ბიჭი გამაცნო !
იმდენად საყვარელი და სასაცილო იყო.. თანაც ისე იტყუებოდა როგორც მე.
თან ეს საღჭი რეზინები..
ღმერთო ჩემო !
სახე დავალაგე და ისევ ქვემოთ ჩავედი.
ამჯერად ჰოლში კიდევ ერთი სტუმარი დამხვდა.
გოჩას ბიჭის გვერდით ერეკლე იდგა და წარბშეკრული იყურებოდა.
კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მესროლა.
- ერეკლე.. გამარჯობა
- გამარჯობა.
- კარგი წავიდეთ - ვუთხარი გოცას ბიჭს და სახლიდან გავედით.
მანქანაში ჩავჯექით და სადღაც წავედით.
- არვიცი სად წაგიყვანო და სად გინდა წავიდეთ?
- არვიცი..
- გინდა ყავა დავლიოთ? ან ნაყინი ვჭამოთ.
- მისმინე.. არაფერი არ მინდა.. ქეთის ჩხუბის თავი არ მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე მენახე ცოტახნით.. სიმართლე გითხრა ახლა აქ ყოფნა სულ არ მინდა
- არც მე არ მინდა ეგრე შენთან ერთად ყოფნა მაგრამ ვამბობ? - ცოტახანს გაშტერებული ვუყურებდი
- აბა რა საჭირო იყო მოსვლა?
- პირველ პაემანზე არ მოხვედი.. ასე, რომ მე მოვედი შენთან
- ჰოდა თუ ჩემთან ერთად ყოფნა არ გინდა რატომ მოხვედი?
- რატომ და.. არ მიყვარს როცა მამაჩემს ვატყუებ ჰოდა მართალი, რომ ვყოფილიყავი მამაჩემთანაც და საკუთარ თავთანაც გადავწყვიტე ერთხელ მაინც მენახე.
- კარგი მაშინ მოვალეობის მოხდის მიზნით ცოტა ხნით ასე ვიაროთ და მერე სახლში წამიყვანე.
- კაი ბარემ აქ ხარ და გაგიცნობ. კაფეში წავიდეთ და ნაყინი ვჭამოთ
- ნუ კარგი..
- ჩემი საჩუქარი მოგეწონა?
- ყველა გოგოს საღეჭ რეზინს ჩუქნი?
- არა.. მაგალითად ჩემ შეყვარებულს პირველ პაემანზე ყვავილის ღეროების თაიგული ვაჩუქე
- ღადაობ ხომ?
- არა..
- აბა ღეროები რატო აჩუქე?
- ყვავილები არ უყვარს და რამე ხომ უნდა მეჩუქებინა.
- მე რატომ მაჩუქე საღეჭი რეზინები?
- რატომ და შენი პროფილი ვნახე და ყველა ვიდეოში და ფოტოში საღეჭი რეზინი გაქვს და ჩავთვალე, რომ მაგრად გევასება.
- მართალია ჰო..
- სპეცი ვარ !
- რა გქვია?
- დემეტრე - გამომხედა და გამიღიმა.
- რა? - აშკარად ვიგრძენი, რომ დემეტრეს სახელის გაგებაზე გავფითრდი
- რა მოხდა?
- არაფერი.. აშკარად ბედი დამცინის.
- რატომ?
- დაიკიდე არაფერია..
- მაინც მოგიწევს მოყოლა, როცა კაფეში მივალთ.
უბრალოდ გავუღიმე და ფანჯარაში გავიხედე..
რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ასე?
ყოველთვის ასე უნდა დამემართოს, როცა მის სახელს გავიგებ?..
ერთად არავართ მაგრამ მასზე ფიქრი მათბობს..
ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს..
ადრე თუ გვიან დასრულდება..
და ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე..
ყველაფერი ისევ ისეთი ცივი და უფერული გახდება..
ადრე თუ გვიან..
ეს უნდა მოხდეს..
მოხდება..


___________________________________________

როცა დემეტრეს, ყველაფერი ვუამბე ისეთი სახე ჰქონდა მეგონა სადაცაა იტირებდა.
- მე, ჩემ შეყვარებულთან, რომ პატარა რამეზე ვიჩხუბებ სულ მგონია, რომ სამყაროს დასასრული დაიწყო. მარა მერე ისევ, რომ ვრიგდებით ბედნიერებისგან აღარვიცი რა უნდა ვქნა ხოლმე. თან ჩვენ მაქსიმუმ ერთი საათი ვიყოთ ნაჩხუბრები და შენ რეები გადაგიტანია ეე.. იმ ს*რს თავში ტვინი აქვს შენ, რომ მიგატოვა?.. რაზე ფიქრობს ეს ხალხი ვერ ვხვდები !
- შეყვარებული გყავს?
- კი ნატუკა ბერიძე. რამაგრად მიყვარს იცი?
- აბა მე რატომ შემხვდი?
- სახლში არ იციან, რომ გაიგონ დამერხევა მაგრად.. მერე კი ყველაფერს ვეტყვი მარა ეხა არმაქ მაგათი ტვინის ჭმის თავი. შენზე, რომ მითხრეს არ გავუტეხე და გნახე.
თან შენი არ გაცნობა იქნებოდა? მაგრად გამისწორე რო გაგიცანი ! შენნაირი დაქალები, რომ მყავს მაგრად მევასება. თან ეხა ჩვენ ხო სამუდამოდ მეგობრებად დავრჩებით არა?
- ჰოო..
- კაი ნუ მოიწყინე იმ ს*რის გამო ! ვინმე ახალს გაიცნობ და აღარც გემახსოვრება
- ეგრე ადვილიც არ არის..
- მაგარი გოგო ხარ შენ ! და ყველაფერს შეძლებ !
- ჰოო..
ტელეფონის ეკრანს დავხედე 11 ხდებოდა.
- კაი დემეტრე წავიდეთ გვიანია უკვე.
- კიბატონო, მარა მიტყდება რა შენ რო ესე დაიგრუზე.
- კაი დაიკიდე გამივლის.
- ხო გინდა ნატუკა, რომ გაგაცნო?
- მართლა გამაცნობ?
- აბა რასვიზამ
- ძაან კაი
- აუ რამაგარია ერთმანეთი რო გავიცანით
- ცხოვრებაში პირველად ვარ დედაჩემის პრიკაზის მადლობელი !
ორივეს გაგვეცინა და მანქანაში ჩავსხედით.


***
ეზოში, რომ შევედი ერეკლე კართან იდგა და ეწეოდა.
უხერხულად გავუღიმე და გვერდი ავუარე.
მკალვში ხელი მომკიდა და გამაჩერა
- ერეკლე - ხმადაბლა ვუთხარი და ხელი გავინთავისუფლე.
-ლილე !
- რა გინდა?
- შენი მშობლები იმის უფლებას გაძლევენ, რომ ასე გვიან დაბრუნდე სახლში ?
- შენ არ გეხება ეგ
-რომ გეკითხები ანუ მეხება !
- ერეკლე ძალიან გთხოვ ! ის, რომ მირიანის და მამაჩემის მეგობარი ხარ არ ნიშნავს იმას, რომ ასე უხეშად მომექცე და ჩემს საქმეში ჩაერიო.
და საერთოდ აქამდე, რომ გამარჯობის მეტი არაფერი გითქვამს ახლა რა ჯანდაბა დაგემართა?
- ვინ იყო ის ბიჭი? - კბილებში გამოცრა და ცივი მზერა მომაპყრო.
-რატომ ინტერესდები ჩემი პირადულით? არ ვაპირებ შენთან რამე განვიხილო
- მოგიწევს
- მართლა? საინტერესოა როგორ ! - ცინიკურად გავიცინე და ზურგი ვაქციე.
კარისკენ წავედი. მაგრამ წინ ამესვეტა
- ლილე !
- ერეკლე არ გინდა შენ ცხოვრებას მიხედო?
- კითხვა დაგისვი !
- რაგინდა? რატომ დამღალეთ კონტროლით ! ჯერ ქეთიმ ახლა შენც დამემატე !
- ვინ იყო ის ბიჭი
- ქალბატონ ქეთის კითხე
- მასთან ერთად წახვედი და დარწმუნებული ვარ შენც შეძლებ კითხვაზე პასუხის გაცემას !
- ჩემი საქმრო !
- ვიინ?
- დამშვიდდი შეყვარებული ყავს ! ქეთის გონია, რომ დაქორწინებას ვაპირებთ.
ის კი არ იცის, რომ ორივეს სხვა გვიყვარს ! - როცა ყველაფერი გაუაზრებლად ჩამოვურაკრაკე ერეკლეს მაშინ გავიაზრე და უნებურად ხელი ვიტკიცე ტუჩებზე - იმედია ქეთის არაფერს არ ეტყვი.
- თუ გინდა, რომ არაფერი ვუთხრა მაშინ სანაცვლოდ რაღაც უნდა გააკეთო !
- ღმერთო ყველაფერთან ერთად ბავშვური აზრებიც გქონია ! რაგინდა?
- კოცნა !
- ღმერთო აჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰ - სიცილით გული, რომ ვიჯერე განვაგრძე - მაცინებ ! რაც გინდა ის ქენი მაინც გაიგებენ ყველაფერს ასე, რომ !
- იმ ღამეს უფრო სექსუალური, თბილი და დამყოლი იყავი ! - „იმ ღამის“ ხსენებაზე ვიგრძენი როგორ წამოვხურდი და სავარაუდოდ მთელი სახე ამიწითლდა !
- ღამე მშვიდობისა ერეკლე !
მკვახედ ვუთხარი და სახლში შევედი.
„ ასე ღამე, რატომ არიან ჩემს სახლში უცხო პირები ?! „ დამებადა კითხვა.
კითხვაზე პასუხი მარტივი იყო.
„ იმიტომ, რომ მამაშენი ყოველთვის მუშაობს და ყოველთვის სტუმრები ყავს ! „

დასაძინებლად დავწექი.
მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი.
ჩემს ცხოვრებაზე.
იმდენად არეული და უცნაური ცხოვრება მაქვს, ხანდახან მგონია, რომ ზღაპარში ვცხოვრობ.
და ველოდები, რომ ეს ზღაპარი დამთავრდეს.
მაგრამ არა და არ მთავრდება !


***

დილით საშინელმა შიმშილმა გამაღვიძა.
გადავწყვიტე მესაუზმა და შემდეგ აუზზე წავსულიყავი.
ცხოვრებაში პირველად ისე გადავწყვიტე დილის დაწყება, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი აკეთებს ამას.

სასტუმრო ოთახში მამა და ერეკლე იყვნენ და საუზმობდნენ.
„ ეს დილა მართლაც სასწაულად დაიწყო „ - გავიფიქრე და ჩემი ადგილი დავიკავე
- დილა მშვიდობის ! - ხმადაბლა ვთქვი და სუფრა მადა მორეულმა შევათვალიერე
- დილა მშვიდობის
- დილა მშვიდობის ლილე.
- მამა სახლში რატომ ხარ?
- არ შეიძლება?
- არასოდეს მინახიხარ საუზმეზე სახლში. თანაც სტუმართან ერთად.. - ერეკლეს შევხედე და ჭამა დავიწყე
- დღეს ასეა საჭირო. კარგი მე წავედი. ერეკლე თუ ძალიან არ შეგაწუხებ კარგი იქნება თუ აქ დამელოდები და ერთად წავალთ შეხვედრაზე.
- კარგით.


მამა გავიდა და სასტუმრო ოთახში მარტო დავრჩით.
- არ ფიქრობ, რომ უკვე ზედმეტად ხშირად მეჩხირები თვალში? - საუბარი დავიწყე და მივაშტერდი
- არა . - ირონიული სახით გამომხედა. - ანუ შეყვარებული ხარ
- საიდან მოიტანე?
- გუშინ შენ თითონ თქვი, როცა შენ საქმროზე ყვებოდი.
- კარგი.. მერე შენ რა?
- რაქვია შენ შეყვარებულს?
- შეყვარებული არ მყავს
- აბა?
- მყავდა..
- კარგი ანუ ისევ ის გიყვარს. რა ერქვა ყოფილს?
- დემეტრე
- ის დემეტრე ! გასაგებია. მიგატოვა..
- არ მინდა მა თემაზე ლაპარაკი
- ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ ამ თემაზე.
- მაშინ აღარ მინდა. დავასრულოთ.
- თუ სიმართლე გაინტერესებს ძალიან უჟმური გოგო ხარ და ცოტას თუ არ გაიღიმებ და მაგ სწერვობას არ შეეშვები შეიძლება გასათხოვარი დარჩე !
- შენ თავს მიხედე იდიოტო !
სკამიდან სწრაფად ავდექი და ჰოლში გავედი ფილმის საყურებლად.
არანაირი ცურვის სურვილი აღარ მქონდა.
შუბლზე მაწერია, რომ დემეტრე მიყვარდა და მისი გახსენება გულს მტკენს?
ეს დილაც არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მეგონა.


***
ჩვენი ტყუილი რათქმაუნდა მალე გაიგეს და მარტივად არ ჩაუვლია.
ქეთიმ მაშინვე ახალი საქმრო მიშოვა, უფრო მდიდარი და უფრო ცნობილი.
ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად საქმე ძალიან სერიოზულად იყო.
ერეკლე ისე ხშირად აღარ მეჩხირებოდა თვალში, როგორც უწინ.
თითქმის საერთოდ ვეღარ ვხედავდი და მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ვეღარავის ვეკინკლავებოდი.
ალბათ ცოტაც და ჩემი შხამი მე თვითონ მომწამლავდა.


ზაფხულის პირველი დღე იყო, დრო ისე სწრაფად გადიოდა უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებდი.
დროის მატებასთან ერთად კი თანდათან ვსუსტდებოდი,
ჩემი წონის ნახევარი ვიყავი დარჩენილი.
ისე გავილიე თავისუფლად შეიძლებოდა ჩემ სხეულზე ნეკნები დაგეთვალათ.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ქეთიმ შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და ვერ ვიტყვი ძალიან შეწუხდაო, მაგრამ ნიშნობაზე ასე ხომ ვერ იქნებიო და ექიმთან წამიყვანა.
ნიშნობა 19 ივნისს იყო. ჩემ დაბადების დღეზე, იმ დღეს, როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. ჩემი ყველაზე საყვარელი დღე გლოვის დღედ მიქციეს.
განაჩენი საბოლოო იყო ვინიშნებოდი კაცზე, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი .
კონსტანტინე თავაძე იყო ის გამოჩენილი პიროვნება, რომელმაც ქეთი ასე მოხიბლა.


***
საავადმყოფოს დერეფანში მიმავალი უკან მივყვებოდი ქეთის, წამლების სუნი ცხვირს მიწვავდა და თავბრუს მახვევდა.
ერთ-ერთი კაბინეტის წინ გაჩერდა ქეთი და დააკაკუნა
- გამარჯობათ ბატონო თამაზ.
- მობრძანდით. როგორ გიკითხოთ?
- კარგად თავად?
- გმადლობთ მეც კარგად. მოდი პირდაპირ ანალიზებზე გავიყვან ლილეს, რაღაც პროცედურებს ჩავუტარებთ და მალე დავასრულებთ. შეგიძლიათ აქ დაგველოდოთ/
- კარგით.

დამღლელი პროცედურებისა და ანალიზების შემდეგ ორი საათი ვიყურყუტე ექიმის კაბინეტში, ბოლოს როგორც იქნა შემოვიდა უამრავი ფურცლით ხელში და ჩვენს წინ მოკალათდა.
- აბა?- იკითხა ქეთიმ და პასუხს დაელოდა სწრაფად წასვლის მოლოდინში
- კარგი ამბავია.
- ჯანმრთელია?
- დიახ ლილეც და ბავშვიც
- უკაცრავად ვერ მივხვდი
- ბებია გახდებით
- ბებია ? - გაიცინა და გადმომხედა.
ისეთი გაოცებული ვიყავი თითქოს სიზმარი იყო და ველოდებოდი წუთი-წუთზე გაღვიძებას იმდენად შოკი იყო ჩემთვის უბრალოდ ვერ ვიაზრებდი მეგონა მომესმა. ან საერთოდ ხუმრობა იყო.
- იქნებ სხვისი ანალიზებია და გეშლებათ? - სიმწრით ვკითხე და დაველოდე, რომ მეტყოდა „უკაცრავად ამერია. ყველაფერი რიგზეა შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ“ მაგრამ პასუხი სულ სხვა იყო.
- არაფერი მეშლება ეს ნამდვილად ლილე შონიას ანალიზის პასუხებია.
-ეს როგორ.. არა..რაღაც შეცდომაა. ნამდვილად გეშლებათ. ჩემი შვილი ორსულად ვერ იქნება.. ესს... ესს...ისეთივე აბსურდია როგორც... არაა არაა ! -უკვე ჩხუბზე გადადიოდა ქეთი და ხელებს ნერვიულად ამოძრავებდა
- კი მაგრამ ქალბატონო ქეთევან. მე ნამდვილად არაფერი მეშლება. სწორედ ამან გამოიწვია თქვენი ქალიშვილის საგრძნობლად დასუსტება ნერვიულობის ფონზე. ნაყოფი 1 თვისაა. სრულიად ჯანმრთელი, თუმცა კარგი იქნება თუ ლილეს არ დატვირთავთ და არ მისცემთ ნერვიულობის საბაბს. ასევე დიდი ყურადღება გაამახვილე კვებაზე.
- მაგრამ... ორსულობის სიმპტომებიც კი არ მქონია.. როგოორრ.. 1 თვის...
- თუ ტოკსიკოზს გულისხმობთ სრულიად შესაძლებელია არ გამოვლინდეს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში იჩინოს თავი. მესმის მოულოდნელია, მაგრამ მაინც გილოცავ. 8 თვეში დედა გახდები. კარგი იქნება თუ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაეწერები.
- ნახვამდის - აკანკალებული ხმით თქვა ქეთიმ და კარისკენ წავიდა.
„ დედა გახდები დედა გახდები დედა გახდები დედა გახდები დედა გახდები დედა გახდები დედაგახდები დედა გახდები დედა გახდები. 8 თვეში. გილოცავთ. ბებია გახდებით. ლილე შონიას ანალიზის პასუხებია. გილოცავთ გილოცავთგილოცავთ. დედა გახდები „
გონებაში ეს სიტყვები მიტრიალებდა, თითქოს ბოროტი ხმა ჩამძახოდა და ცდილობდა ჩემს გაგიჟებას. გული სწრაფად მიცემდა. ქეთის ქმედება გავიმეორე და მეც უკან გავყევი. საავადმყოფოს დერეფანი ამ სიტყვების ტრიალით გავიარე,ვხედავდი შეშინებულ სახეებს, რომლებიც მე მიყურებდნენ, გათხაპნილი კადრებივით ჩანდნენ ჩემს თვალებში.ვხედავდი როგორ ჩურჩულებდნენ, ვხედავდი მათ თვალებს, ზოგის შიშით მომზირალ თვალებს, ზოგის ზიზღით. მარტო ვიყავი. სრულიად მარტო.
„ დედა გახდები დედა გახდები დედა გახდები დედა გახდები დედა გახდები დედა გახდები“
ისევ ეს სიტყვები. ცრემლები დერეფნის იატაკზე ეცემოდნენ და ქრებოდნენ.
ეს იყო გარდამავალი წამი.
სიბნელე.
სიჩუმე.
„დედა გახდები“
ისევ ეს სიტყვები.
თვალები შეშინებულმა სწრაფად გავახილე.
ყველაფერი თეთრი იყო. მბჭუტავი სინათლე ციმციმებდა.
კათეტერი მედგა.
ფანჯარასთან კი ქეთის სილუეტი შევნიშნე.
- დედა. - სუსტი ხმით ვთქვი და ჩემ ხმაზე ქეთი შეკრთა. საწოლთან მოვიდა.
- წასვლა მინდა
- ახლა ვერ წახვალ.
- სახლში მინდა.
- ექთანმა თქვა, რომ ცოტახანში გაგვიშვებს.
- რა მოხდა?
- გული წაგივიდა .
- რატომ არ მოვკვდი. - საპასუხოდ მხოლოდ ქეთის შემოხედვა მივიღე, რომელიც ბრაზით იყო სავსე. ყველაფერი ნათელი იყო.
- მამას ეტყვი?
-არა
- მე.. მე რა მელის?
- მაგაზე მაშინ გეფიქრა როცა... - არ დაასრულა პალატიდან გავიდა და კარი მოიჯახუნა.

სახლში ისე მივედით არ გვილაპარაკია. ოთახში ავედი.შხაპმა ცოტა გამომაფხიზლა.
სარკის წინ ვიდექი და საკუთარ თავს თვალებში ვუყურებდი.
ამოღამებულ თვალებში, რომელშიც ვერაფერს წაიკითხავდით ტკივილის გარდა.
ვუყურებდი საკუთარ თავს და იმხელა ზიზღს ვგრძნობდი საკუთარი თავის მიმართ,რომ მინდოდა არსებობა შემეწყვიტა, რომ კიდევ ერთ ბილწ სხეულს ჩემი სახით დედამიწა არ დაემძიმებინა. მიინდოდა რამე გამეკეთებინა, რამე დამეშავებინა საკუთარი თვისთვის, მინდოდა სულიერი ტკივილი ხორციელი ტკივილით ჩამენაცვლებინა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. თითის განძრევაც კი არ შემეძლო !
ჩემი ცოდვილი ხელებით შევეხე მუცელს და სადაც 1 თვის ნაყოფი იყო და კიდევ უფრო შემზიზღდა ჩემი თავი იმ ფიქრების გამო რაც გონებაში გავივლე.
მაგრამ იქნებ ეს იყო ერთადერთი გზა ამ გამოსავალიდან.
ბავშვის მოშორება.
იქნებ ჯობდა ასე მოვქცეულიყავი. ერთი ტკივილით დასრულდებოდა ის ტკივილი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდაა.
არ მეყოფოდა გამბედაობა ამის გასაკეთებლად და ყველაზე მეტად ეს მტკენდა. ისე მწვავდა თითქოს მთელი სხეული ნაკვერჩხლით მქონდა სავსე და იარებს მიტოვებდა.
იმხელა ტკივილს ვგრძნობდი გადმონთხევა მინდოდა, თითქოს ყველაფერ გამოანგრევდა და გარეთ გამოვიდოდა. თითქოს ბოროტი სული იყო ჩემში, რომელიც ისე მტკენდა, რომ გაუსაძლისი იყო ტკივილის ატანა. იმდენად დიდი იყო ეს ყველაფერი, იმდენად დიდი, რომ ვერაფერ ვაკეთებდი და ეს მკლავდა. უბრალოდ ვიდექი და საკუთარ თავს ვუყურებდი. სული კი ბობოქრობდა. გული ცოტახანში ალბათ გასკდებოდა.
მეგონა ვულკანი ვიყავი, რომელიც მალე ამოიფრქვეოდა და ერთბაშად გაანადგურებდა ყველაფერს კარგსაც და ცუდსაც.
1 თვის ნაყოფი..
მამა ერეკლე იყო.
ზუსტად ვიცოდი.
ზუსტად ერთი თვის წინ იყო ის ღამე... როცა დემეტრეს დავშორდი და მერე..
იმ ღამის ნაყოფი იყო ეს ბავშვი.
როგორ მიიღებდა ამას ერეკლე? ან საერთოდ მიიღებდა კი?
რა ბედი ეწეოდა ბავშვს?
როგორ გაგრძელდებოდა ყველაფერი.
ტვინი მიდუღდა.
ძალაგამოლეული დავეშვი საწოლზე და თვალები ჭერს გავუშტერე.
ისევ იგივე ფიქრები.
„ დედა გახდები „ მიტრიალებდა ექიმის სიტყვები და გული მეკუმშებოდა.
ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ თავი ერთი ციცქნა მეგონა და ეს ტკივილი ჩემს ძალებს აღემატებოდა. ტკივილმა გამანადგურა.
ვერ ვბედავდი მომავალზე მეფიქრა. ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვფიქრობდი მხოლოდ და გამოსავალს ვერ ვპოულობდი.
თითქოს იმდენად დავპატარავდი, რომ ამ უსასრულო სამყაროში მთლიანად დავიკარგე.
„ ერეკლე მამა. დედა. ერეკლე მამა და მე დედა. ჩვენი შვილი. 1 თვის ნაყოფი, რომელიც ჩემს მუცელშია. „ - ამის გაფიქრებაც კი იმდენად სასწაული იყო, რომ სიხარულით ავტირდი.
იმის გაფიქრება, რომ უბრალოდ ჩემში რაღაც იყო მახარებდა.
ნეტავ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო და ნათლად შემეგრძნო ის ბედნიერება რასაც ქალი განიცდის ორსულობის დროს.
სამწუხაროა, რომ ამას ვერ შევიგრძნობ.
ვერ მივხვდები რა გრძნობაა,როცა შენი სიყვარულის ნაყოფი ცხოვრობს შენში. და ის სულ ციცქნაა. მუჭის ხელა. სულ პატარა.
კონსტანტინე ალბათ წარსულს ჩაბარდება. ნიშნობა ჩაიშლება.
ერთადერთი დადებითი მხარე. თუმცა ამდენ ტკივილად ნამდვილად არ ღირს.

- ლილე - ოთახში ქეთი შემოვიდა და სავარძელზე ჩამოჯდა. - უნდა დავილაპარაკოთ
- გისმენ - არც შემიხედავს ისე ვუპასუხე. ისევ ერთ წერტილს ვიყყავი მიშტერებული
- ვინ არის მამა?
- არვიცი
- რას ნიშნავს არ იცი?
- რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის. მე. შემიძლია.. მე .. ბავშვს მოვიშორებ
- რას იზავ? მეორედ მაგის თქმა არ გაბედო ! რას ნიშნავს ბავშვს მოიშორებ ? როგორ შეგიძლია ეგ გაიფიქრო? გული საერთო არ გაქვს? როგორ შეგიძლია ის არსება მოკლა რაც შენში ცხოვრობს . - მისმა სიტყვებმა იმდენად გამაოცა.. იმდენად გამაკვირვა.. მისმა ასეთმა ლაპარაკმა.. თითქოს ჩემს წინ ქეთი კი არა ვიღაც სხვა ყოფილიყო. მეგონა დაჟინებით მოითხოვდა, რომ ბავშვი მომეშორებინა.
- რა? მეგონა.. მე მეგონა, რომ სწორედ ამას მომთხოვდი.
- მაგაზე ფიქრიც არ გაბედო !
- აბა რა უნდა ვქნა.. ბავშვს ვერ გავზრდი.. არშემიძლია ბავშვი გავზარდო.
- კონსტანიტეს ცოლი გახდები ! და მერე ეტყვი, რომ ორსულად ხარ. ისეთი სუსტი ხარ ალბათ მუცელი არც გაგეზრდება.
- რა? ? კიმაგრამ ეს ბავშვი ხომ კონსტანტინესი არა რაის ! როგორ შეგიძლია მასე გამიმეტო? როგორ შეგიძლია კონსტანტინეც კი მოატყუო. მან რა დააშავაა??
არავიზე არ ფიქრობ?
- შენ ვიზე ფიქრობდი, როცა ვიღაცას უხტებოდი ლოგინში ?!
- დედა !
- 19ში ნიშნობა იქნება ! და მოვითხოვ ის ღამე კონსტანტინესთან გაატარო !
ქორწილს დავაჩქარებთ და ყველაფერი ისე ჩაივლის ვერავინ ვერაფერს გაიგებს !
- შენ არ შეგიძლია.. შენ ვერ მეტყვი რა გავაკეთო.
- შენ აღარაფერი გეხება ! ისე მოიქცევი როგორც მე ვიტყვი ! თუ გინდა, რომ მამაშენმა არაფერი გაიგოს და არ მოგკლას ! შენ უფლებები აღარ გაქვს ! გათხოვდები და დაივიწყებ , რომ ოჯახი გყავს ! - თქვა და კარი ხმაურით გაიხურა. მისმა სიტყვებმა იმდენად მატკინა, რომ ხმამაღლა ავტირდიო. საბოლოოდ დამარწმუან იმაში, რომ ერთადერთი ქალიშვილი ვიყავი, რომელიც არასდროს ყვარებია .

***
დილიდან სალონში ყოფნით გადაღლილი ოთახში ვიწექი და ველოდებოდი როდის დასრულდებოდა ჯერ არ დაწყებული ტრაგედია.
19 ივნისი.
დღე როდესაც ჩემი ცხოვრების ახალი ტანჯვის ეტაპი იწყებოდა.
მორთულ-მოკაზმული ჩავედი დაბლა და სტუმრებს შევხვდი, ნაძალადევი ღიმილით.
შეზარხოშებული სტუმრები ისტორიებს იხსენებდნენ. ყაყანებდნენ და ცოტახანში თავი გამისკდებოდა.
გვერდს კონსტანტინე მიმშვენებდა.
კულმინაციის დრო როცა დადგა, გადამწყეტი წამი რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდებოდა. როცა ბატონმა გოჩამ სიტყვა წარმოთქვა და კონსტანტინემ ბეჭედი ამოიღო.
სისხლი გამეყინა, ტვინში ამასხა. გავფითრდი. გული ამიჩქარდა. პირი გამიშრა. ხელები გამიოფლიანდა. სიმწრით მუჭი შევკარი და ფრჩხილები კანში შემესო.
გაუბედავად წამოვდექი
- ფეხმძიმედ ვარ - შეშინებულმა ვთქვი და რეაქციას დაველოდე.
ქეთის სიმწრის სიცილი ისმოდა მხოლოდ.
- რას ამბობ ლილე - შემდეგ მამაჩემის სასოწარკვეთილი ხმა გაისმა
- მამა..
- რას ნიშნავს ფეხმძიმედ ხარ? ქეთი ამიხსენი რას ამბობს?
- ლილე ნუ სულელობ ! ჯობია გავაგრძელოთ.
- ექიმთან ვიყავი ! დედაც იყო. მან თავისი ყურით მოისმინა.
კონსტანტინე შენი ცოლივერ გავხდები. ფეხმძიმედ ვარ. - კონსტანტინეს შევხედე, რომელიც უძლური იდგა ჩემს გვერდით. ბეჭედი, რომელიც წამის წინ ჩემს თითზე უნდა აღმოჩენილიყო ახლა ძირს ეგდო.
- როგორ ? როგორ ? ეს.. როგორ გაბედე ! - ისეთი სიძლიერით შეეხო მამაჩემის ხელი ჩემს ლოყას, რომ შევბარბაცდი. საშინელ წვას ვგრძნობდი.
კონსტანტინემ ხელი მომხვია და სკამზე დამაჯინა. ხელს არ მიშვებდა. თითქოს ცდილობდა დავეცავი.
- მაპატიე.. - ისე ვთქვი, რომ არავის გაუგონია.
კონსტანტინეს ავხედე, ისე მჭიდროდ ეჭირა ჩეემი ხელი უკვე ტკივილსაც ვგრძნობდი.
ისეთი თვალებით მიყურებდა.. წამით არ მაშორებდა მზერას. რაღაცის თქმას ცდილობდა. მის თვალებში იმხელა სევდა იყო, ისე მიყურებდა.. მივხვდი როგორი არარაობა ვიყავი მასთან.

გაშეშებული ვიჯექი სკამზე. ხალხი აირია. მესმოდა მამაჩემის ბოდიშები. ბოლოს კარის ბრახუნი. მამაჩემის უმისამართოდ გინება. დედაჩემი სიტყვები. მამაჩემის გაბრაზებული ხმა.
- ვინ არის ბავშვის მამა ?! - მისმა ხმამა დაიგრგვინა და მთელი სასტუმრო ოთახი გადაკვეთა.
- არიცი - ქეთის ხმა ზედმეტად მშვიდი იყო
- ერეკლე. ერეკლე დადიანი - გაუბედავად ვთქვი და შეპარვით შევხედე მამაჩემს. მისმა გამოხედვამ სული შემიძრა. მისი ზიზღით აღსავსე მზერა და მისი სახე ახლა სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორც კოშმარები ჩემი ბავშვობიდან.


****


ვიდრე ქეთი ან მამა ყველაფერს ეტყოდა ერეკლეს, გადავწყვიტე თვითონ წავსულიყავი მასთან და ყველაფერი მეთქვა.
ჩანთა ავიღე და მისღებში ჩავედი.
ფეხის ხმაზე ყველამ მე შემომხედა.
საშინელი სიცივე ვიგრძენი.
მათი ცივი მზერა, რომელიც ჩემსკენ იყო მომართული პირდაპირ თვალს მჭრიდა.
ფანჯარასთან ერეკლე იდგა და გაცრეცილი, ჩამქრალი თვალებით მიყურებდა.
მის დანახვაზე უნებურად თავი დავხარე და ერთ წერტილს მივაშტერდი.
ფეხის გადადგმა მინდოდა,მაგრამ ვერც წინ მივდიოდი და ვერც უკან.
ქანდაკებასავით ვიყავი გაშეშებული.
მინდოდა გერეთ გავსულიყავი და ჰაერი ჩამესუნთქა, მაგრამ რაღაც ძალამ მიმაჯაჭვა ერთ ადგილს და გახევებული ვიდექი.
სამარისებური სიჩუმე იდგა.
ზედმეტმა სიმშვიდემ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ საშინლად გავხდი.
თვალებში დამიბნელდა და იმის მცდელობაში, რომ კიბეზე დავმჯდარიყავი წავბარბაცდი.
წამში ვიგრძენი ხელები ჩემს წელზე.
- ერეკლე ოთახში აიყვანე.
ბუნდოვნად ჩამესმა დემეტრეს მკაცრი ხმა.
მისი ხელები იმდენად ცივი იყო, მაგრამ ამასთანავე საშინლად თბილი, იმდენად თბილი, რომ მთელი სხეული ამიწვა და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
რბილი ზედაპირი იგრძნო სხეულმა და მოვდუნდი. არ მინდოდა თვალები გამეხილა, რადგან მეშინოდა.. მეშინოდა, რომ წავიდოდა და ისევ მარტო დავრჩებოდი ამდენ ტკივილთან ერთად.
მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. საშინლად მსიამოვნებდა მისი სიახლოვე.
არვიცი როდიდან დამეუფლა ასეთი შეგრძნებები ერეკლესთან ყოფნის დროს, მაგრამ საშინლად მინდოდა მის გვერდით ყოფნა.
საწოლის ნაპირას იჯდა.
მისი სუნთქვა ისევ მეფინებოდა სახეზე და ყელზე.
ცივი იყო, როგორც ყინული, მაგრამ იყო თბილიც.
ერთდროეულად შეეძლო ყოფილიყო ცივიც და თბილიც.
მისი ხელი ყინულივით ცივი იყო მაგრამ მისი შეხება საშინლად მწვავდა.
ეს შეგრძნება ისეთივე იყო როგორც ცხელ ყავის დალევის შემდეგ ცივი წყლის დალევა.

ამ ფიქრებში ისე ჩამეძინა, რომ ვერც კი გავიგე .
ყველაზე ცუდი მომენტი ის იყო, რომ ერეკლეს სუნთქვას ვეღარ ვგრძნობდი. და ირგვლივ სიცარიელე იყო.
მაგრამ სადღაც გულში მაინც მქონდა იმედი, რომ ერეკლე ისევ ჩემს გვერდით იქნებოდა.
ალბათ იმიტომ იყო ასე, რომ ახლა ის ერთადერთი იყო ვისი იმედიც მქონდა და ვისაც ვეჭიდებოდი.

თვალების გახელისთანავე გულში რაღაც ჩამწყდა.
ერეკლეს გამჭოლ მზერას, რომ ვერ წავაწყდი.
ტელეფონი ავიღე და სალის დავურეკე:
- ხოო ლილე
- სალი რას შვები ?
- ფილმს ვუყურებ გოგო შენ?
- ჩემთან მოხვალ?
- რა ხდება?
- რაღაც უნდა მოგიყვე..
- აუუ მეც მაქვს მოსაყოლი ისეთი ამბები, რომ გაგიჟდები.
- მიდი გელოდები.

ქვემოთ ჩავედი, ჰოლში მხოლოდ ქეთი და ერეკლე იყვნენ.
- როგორ ხარ? - მკითხა ერეკლემ დანახვისთანავე.
- ისე როგორც უნდა ვიყო.
მისი თვალები ისევ ისეთი ცივი იყო,როგორც დილით, როგორც გუშინ, გუშინ წინ, ისეთივე როგორიც ყოველთვის.
- ქეთი სალი უნდა მოვიდეს.
- ახლა მეგობრების მისაღებად სწორი დრო არ არის
- ყველაფერი იცის
- რას ნიშნავს ყველაფერი იცის ლილე !?
- იცის, რომ ფეხმძიმედ ვარ.
- რატომ იქცევი ყოველთვის დაუფიქრებლად? ერთხელ მაინც ერთხელ ! არ შეგიძლია სწორედ მოიქცე?! რატომ უთხარი ?? რატომ ენდობი ყველას? არსებობს ისეთი საიდუმლოები, რომლებიც მხოლოდ ოჯახში უნდა დარჩეს რატომ არ გესმის!
- დედა სალი ჩემი მეგობარია ! ერთადერთი ადამიანია რომელსაც ვენდობი ! ის ერთადერთი მეგობარია შენი წყალობით ! მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს. რატომ არ შეიძლება ?!
- მიხარია, რომ ცოტახანში შენი უაზრო საქციელებისგან დავისვენებ ! კარგია,რომ მიდიხარ - მომახალა და ოთახიდან გავიდა.
მწარედ ჩავიცინე და გაკვირვებულ ერეკლეს შევხედე.
- იცი.. მე.. ჩვენ შეგვიძლია, რომ.. თუ შენ.. არმინდა ტვირთად დაგაწვე.
- ლილე ! ცოლად იმიტომ მომყავხარ, რომ ჩემ შვილს ატარებ. მიუხედავად იმისა, რომ ეგ ბავშვი სიყვარულის ნაყოფი არ არის, არ მინდა რამე დაუშავდეს.
ბავშვი, რომელიც მუცელში გყავს ღირსია სიცოცხლის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგი მომავალი შევუქმნა.
მართალია ვერ გაიზრდება სიყვარულით სავსე გარემოში სადაც მოსიყვარულე მშობლები იქნებიან მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებსთ მისთვის ! მნიშვნელობა არ აქვს ერთად თუ ცალ-ცალკე, ის მაინც ბედნიერი უნდა იყოს ! და მის მოშორებაზე ფიქრს თავი დაანებე.
ამის უფლება არ გაქვს ! დედა ხარ და უნდა გაიაზრო რამხელაპასუხისმგებლობაა.
ზოგს შვილი არ ყავს და ოცნებობენ ისეთ მდგომარეობაზე, როგორშიც ახლა შენ ხარ. შენ კი ამას ვერ აფასებ. ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიფიქრო
- არ მინდა შვილი... არ მინდა.
- შეიძლება არ გინდა, მაგრამ ეს ბავშვი აუცილებლად დაიბადება ! პირადად მე ვიზრუნებ ამაზე დარჩენილი 8 თვე. ბავშვი აუცილებლად დაიბადება და მერე შენ შეგიძლია შენი არჩევანი გააკეთო. მე ამ ბავშვის დათმობას არ ვაპირებ. - ბოლო სიტყვებისას კიდევ ერთხელ გამომხედა და უხმოდ დატოვა სახლი.
ერეკლე მართალი იყო. იმ მომენტში მთელს დედამიწაზე ყველაზე გულწრფელ ადამიანად ერეკლე აღვიქვი. შემრცხვა ჩემი თავის იმის გამო, რომ ერეკლეს უფრო უყვარდა ჯერ არდაბადებული არსება, რომელსაც მე ვატარებდი მუცლით.
როგორი დედა ვიყავი მე. ან როგორი დედავიქნებოდი?
საერთოდ არც კი ვიყავი ღირსი ამ სახელის.
ქეთიც კი ჩემზე ლმობიერი აღმოჩნდა ამ საკითხში.
როდის გავხდი ბავშვების მიმართ ასეთი ცივი ?
გულგრილი?
სასტიკი.

***
კართან მდგარ სალის მაგრად ჩავეხუტე და ოთახში ავედით.
- როგორი დასუსტებული ხარ ლილე ! - შეიცხადა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა
- ვიცი. არინერვიულო მალე გავსუქდები
- ეგრე ადვილია გასუქება?
- სალი ფეხმძიმედ ვარ. არ იკივლო ძალიან გთხოვ. - რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოილუღლუღა - რა ხარ?
- ფეხმძიმედ ვარ
- არ მჯერა
- ექიმთან ვიყავი. ერთი თვის ვარ
- ვაიმეეე არააააააა ! როგორ? ვისგან? აქამდე რატომ არ მითხარი? ვაიმეე ნათლული მეყოლებააააა რამაგარი ამბავია ეე ! გილოცავ ! - ჩამეკონა ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი.
- რას მილოცავ. ყველაფერი ეგრე მარტივად არ არის.
- არ გიხარია?
- არა.. უფრო სწორად არვიცი.
- გოგო პატარა გეყოლება რას ნიშნავს არგიხარია ნუ გადამრიე.
- სალომე ჯერ პატარა ვარ .. როგორ უნდა გავზარდო ბავშიი.. მთელი ცხოვრება წინ მქონდა... ახლა რაიქნება?..
- დაგეგმილი არგქონდა?
- რა დაგეგმილი გოგო. ახლაგავიგე თქო..
- მეგონა სპეციალურად დაორსულდი დემეტრესგან, რომ ერთად ყოფილიყავით.. არა?
- რა დემეტრე კარგად ხარ?
- მოიცა აბაა? დემეტრე თუ არა აბა? მამა? მმოიცა ვერაფერი გავიგე.. თავიდან ამიხსენი ყველაფერი.
- ერეკლე დადიანი ხომ იცი?..მოკლედ იმ ღამეს დემეტრე, რომ წავიდა, რომ დამშორდა.. ერეკლემ დამინახა, რომ ვტიროდი და წამიყვანა. დავლიეთ..
ხოდა დილით ჩემ ოთახში გავიღვიძეთ.
ერეკლეა ბავშვის მამა. და ახლა ერეკლეს უნდა გავყვე ცოლად..
მითხრა ბავში უნდა გააჩინო და შემდეგ შეგიძლია არჩევანი გააკეთოო..
არც კი ვიცნობ. როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად? მგონი ვეზიზღბი. ისე მიყურებს ხოლმე. ზიზღიანი და ცივი თვალებით.. თითქოს მე მინდოდა, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო..
- ვაიმე....... დედა . - თურქულ სერიალში მგონია საკუთარი თავი..
- სალი ხუმრობის დროა ახლა?
- არ ვხუმრობ დედას გეფიცები.. ახლა რა იქნება?
-არვიცი.. არვიციი... არვარ მზად.. არაფრისთვის არ ვარ მზად. აღარაფერი არ მინდა საერთოდ.
როცა მიყურებს ხოლმე ადგილზე ვიყინები. საკმარისია თვალებში შევხედო, რომ შიშმა ამიტანოს. მგონია,რომ ჩემი მოკვლა უნდა.. ერთხელაც ალბათ დილით ვეღარ გავიღვიძებ.
როგორ უნდა ვიცხოვრო უცხო ადამიანთან? როგორ უნდა მოვიქცე? არ მინდა ერეკლესთან ცხოვრება..
ისევ ის დრო მინდა დაბრუნდეს, ის დღეები ერეკლეს და დემეტრეს გარეშე.
ის დღეები მინდა ჩემს ცხოვრებაში არანაირი ბიჭი,რომ არ იყო.
ის დღე მინდა გაქრეს, როცა გაჩერებაზე ვიდექი, შემდეგ კი წვეულებაზე წავედით.
ყველაფერი მინდა ჩემი გონებიდან გავაქრო.. ვერ გავუძლებ სალი.. არ შემიძლია.. - ცრემლებმა უნებურად დაიწყეს სვლა თვალებიდან.. ერთამენთს მიჰყვებოდნენ ისე, როგორც ნაბიჯები, რომლებსაც გაუაზრებლად ვდგამთ.
მიდიოდნენ არეულად და ტკივილიც მიჰქონდათ.
- ლიილეე დამშვიდდი გეხვეწები.. ნუ ტირი რა.. - ჩამეხუტა და თავზე მაკოცა.
- სალი.. მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხარ.. ახლა ისე მჭირდება ვინმე.. სულ მარტო ვარ..
- დამშვიდდი ჩემო საყვარელო.. დრო ყველაფერს დაალაგებს.. მთავარია ამ რთულ პერიოდს გაუძლო.. ყველაფერი კარგად იქნება...
- მომიყვები რაღაც, რომ უნდა გეთქვა?
- სხვადროს მოგიყვები.. არვიცოდი ესეთ ამბებში თუ იყავი შენ..
- მომიყევი მიდი. ისევ შენი ამბები თუ გამამხიარულებს
- ერთი ბიჭი გავიცანი.. ოღონდ ინტერნეტით. ისეთი საყვარელია.. სულ ვწერთ ერთმანეთს ვლაპარაკობთ ხოლმე სულ.. ისეთი ბედნიერი ვარ.. არ მახსოვს ასე კარგად როდის ვიყავი..
როცა არ ვწერ სულ იმაზე ვფიქრობ..
- ჩემო სიხარულო რა კარგია.. ისე გიბრწყინავს თვალები მგონი ეგ ბიჭი შეგიყვარდება..
- არვიციი.. არვიცი.. ისეთი საყვარელია მაგიჟებს..
- როდის აპირებ, რომ ნახო?
- ჯერ საქართველოში არ არის.. მითხრა მალე ჩამოვალ და პირველი რასაც გავაკეთებ ისაა, რომ შენ გნახავო.. ღემრთო როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი იყოს !
- ჩემო პატარა ისემიხარია.. რაღაც შყვარებულის სუნი მცემს
- ლილე კარგი რა.. ჯერ ეგრე სერიოზულადაც არ არის საქმე. მაგრამ იმედია იქნება
- ვაიმეე ვაიმეეე ჩემი სულელი
- აუ ისე მიყვარხარ.. არ შემიძლია შენი სევდიანი სახის ყურება.. იქნებ ყველაფერი იმაზე კარგად იყოს ვიდრე წარმოგიდგენია. იქნებ შეეჩვიო ერეკლეს და ბედნიერები იყოთ.
- მეეჭვება ყველაფერი მასე მოხდეს.
- ხო იცი ყოველთვის შენთან ვიქნები.. არ იდარდო. ორსულად ხარ და რაც არ უნდა ბევრი პრობლემა გქონდეს მაინც ბედნიერი უნდა იყო და დატკბე.. სულ გაიღიმე ხოლმე.
- ჩემო გოგო მადლობა.


***
დილიდან სამზადისი იყო შონიების სახლში.
ვიზაჟისტებისა და სტილისტების თავშეყრა იყო ნამდვილად.
მკვდარი სახით დავდიოდი ოთახიდან ოთახში. ზემოდან ქვემოთ. ქვემოდან ზემოთ.
ნიშნობამდე ერთი საათი იყო დარჩენილი.
ქორწილის მაგივრად ნიშნობა მომიწყვეს გრანდიოზული. უამრავი ხალხით, ცეკვებითა და სადღეგრძელოებით.
სალი ჩემ უხასათობას იტანდა და მთელი დღე გვერდიდან არ მშორდებოდა.
როცა ჩემი „მოკაზმვა“ დაასრულეს და სარკეში ჩავიხედე უნებურად გამეღიმა.
ცხოვრებაში პირველად მომეწონა ჩემი თავი.
რა იქნებოდა ყველაფერი, რომ სხვანაირად ყოფილიყო და ახლა სევდიანი თვალების მაგივრად სიხარულით გაბრწყინებული თვალები მქონოდა?
რატომ არ შეიძლება ადამიანს ერთხელ მაინც ქონდეს შანსი თავისი შეცდომის გამოსწორების.
რატომ ანგრევს მთელ ცხოვრებას ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი?!


თეთრი, სადა, ტანზე მომჯდარი კაბა მეცვა. სადა მაკიაჟი და სადა ვარცხნილობა.
- ლილე ანგელოზს გავხარა - მითხრა სალიმ და დამატრიალა
- კაი რა
- ერეკლე, რომ დაგინახავს ალბათ შეუყვარდები.
-სამყაროში მაგის გარდა ყველაფერი შეიძლება მოხდეს
- გეგონოს !
- მგონია.
- ქმართან ერთად ვერ წარმომიდგენიხარ
- და მე წარმომიდგენია ჩემი თავი ქმართან ერთად? ან მე დედა ?
- მიეჩვევი მიეჩვევი დიდი გოგო ხარ უკვე.
- ალაბთ მისაჩვევად წლები დამჭირდება თუ მეორე დღესვე არ გავშორდებით.
- ბედნიერი ცხოვრების სუნიმცემს.
- ეჰ სალი რა ოპტიმისტი ხარ.
- ოპტიმისტი კი არა რეალისტი ვარ.


***
გაბრუებული ვიყავი ხალხის ხმაურით, ეს გარემო უკვე იმდენად მაღიზიანებდა ალბათ ცოტახანში თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი აქედან.
ტელეფონის ეკრანი განათდა და მესიჯი მოვიდა უცხო ნომრისგან
„ ლილე რესტორნის წინ ვდგავარ გამოდი გთხოვ“
ტანში გამცრა. მაშინვე თავში გამიელვა აზრმა, რომ დემეტრე იყო,მაგრამ მივხვდი,რომ ის ვერ იქნებოდა რადგან საქართველოში არ იყო და ვერც გაიგებდა იმის შესახებ, რომ ნიშნობა მაქვს.
ფეხზე წამოვდექი, რომ გავსულიყავი, მაგრამ ერეკლემ შემაჩერა თავი გააქნია და მკითხა:
- საით?
- ჰაერზე გავალ.
ვუპასუხე და რესტორნიდან გავედი. კიბეებზე ჩავედი თუ არა დემეტრე დავინახე, ისევ ისე იდგა და მელოდებოდა, როგორც იცოდა ხოლმე.
იღიმოდა, მაგრამ სევდიანი სახე ჰქონდა.
მისი დანახვისას გული ამიჩქარდა, სუნთქვა შემეკრა, თითქოს ფილტვები გამეყინა.
არეული ნაბიჯებით მივედი მასთან და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავდექი
- ნეტა იცოდე რა ლამაზი ხარ - არეულმა მითხრა და თვალებში შემომხედა. - ნეტავ ახლა მე ვიჯდე შენს გვერდით და არა სხვა.
- არ გინდა..
- ხომ გითხარი დავბრუნდები თქო, ხომ გითხარი, რომ მოგძებნიდი.
დავბრუნდი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ შენთან მოვსულიყავი და შერიგება მეთხოვა შენს ნიშნობაზე მოვედი.
- საიდან გაიგე?
- მაგას მნიშვნელობა არ ააქვს
- და შენ დაბრუნებას... შენ დაბრუნებას ააქვს მნიშვნელობა?
- აღარ.. ახლა აღარ.. უკვე აზრი არ აქვს.
- დამიჯერე, ნიშნობაც, რომ არ მქონდეს მაინც არ ექნებოდა აზრი.
- მაგრამ ხომ გითხარი, რომ დავბრუნდებოდი.
- მერე? რა გინდა, რომ მთელი ცხოვრება დაგლოდებოდი? ასე არ ხდება დემეტრე. ჩემთან ყოფნას წასვლა არჩიე ხოდა მე ,შენ სხვა გარჩიე. არაფერი გაქვს სათქმელი, ვერაფერს ვერ იტყვი. შენ გინდოდა წასვლა და წახვედი. ახლა კი გამომეცხადე უცოდველივით და ცდილობ მე დამადანაშაულო?. თავი შემაყვარე და წახვედი ! შენ საქციელს ახსნა აქვს? - საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა ლაპარაკი და თავისუფლად შეეძლოთ ეზოში მყოფებს თითოეული სიტყვის გაგება.
- ხომ გითხარი რატომაც მივდიოდი, ხომ იცი, რომ მეც მიყვარდი და ახლა უფრო ძლიერად მიყვარხარ. არ შემიძლია შენს გარეშე ყოფნა.
- მაშინ შეგეძლო?
- არც მაშინ შემეძლო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
- ახლაც არ გაქვს სხვა გზა. უბრალოდ წადი, ისევე მარტივად როგორც მაშინ წახვედი.
- ლილე არ შემიძლია. წამოდი. ჩემთან ერთად წამოდი. ვიცი, რომ ისევ გიყვარვარ.
- მეზიზღები !!!
- მაგას ნუ ამბობ ლილე.
- დემეტრე არ მინდა შენი დანახვა აღარასდროს.
ერეკლემ მხარი გამკრა და დემეტრესთან მივიდა:
- გამარჯობა - მშვიდად უთხრა
- გაგიმარჯოს - აღელვებული ხმით უპასუხა დემეტრემ
- სმენასთან პრობლემები არ გაქვს აარა?
- არა
- მაშინ აქმადე წასული უნდა იყო უკვე და შენ კიდევ აქ დგახარ?!
- შენ საერთოდ ვინ ხარ, რომ ერევი.
- მოკლედ ! ლილემ გასაგებად გითხრა, რომ შენი დანახვა აღარ უნდა და სიმართლე, რომ გითხრა არც მე მინდა შენი დანახვა ჩემი ცოლის გვერდით. იზვინი, მაგრამ არავის სიამოვნების შენი დანახვა გესმის ხო? ასე,რომ მაგრად არ მესიამოვნება მეორედ თუ ჩემ ცოლთან საქმეს დაიჭერ, ნახვაზე ლაპარაკი ზედმეტია გესმის?! ჯობია იქ წახვიდე საიდანაც ჩამოხვედი და აღარასდროს შეაწუხო ეს გოგო, ჩემი კეთილი რჩევაა !
კეთილი მგზავრობა.


დემეტრე ცოტახანს გაშეშებული იდგა ხან ერეკლეს უყურებდა ხან მე. მერე გამომხედა, ნაძალადევად გამიღიმა
- ბედნიერებას გისურვებ. - მითხრა და წავიდა. ცრემლები წამომივიდა და ავტირდი.
როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო?.როცა შებრუნდა გავიფიქრე „ არ წახვიდე „ თქო, მაგრამ რა აზრი ექნებოდა დარჩენას? არანაირი,ისევე როგორც აქ მოსვლას არ ჰქონდა აზრი. ისედაც დამძიმებული დღე უარესად დამიმძიმა.
ერეკლეც შემობრუნდა და ჩემ წინ დადგა
- ისევ გიყვარს. - უეცრად მითხრა და წავიდა რესტორნისკენ. რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა. ისევ ჩემთან მოვიდა, ხელსახოცი გამომიწოდა და მითხრა:
- ცრემლები მოიწმინდე.

****
ნიშნობამ ჩვეულებრივად ჩაიარა ყოველგვარი ჩხუბის გარეშე, მაგრამ ჩვენი ცხოვრებაც ჩაივლიდა ჩვეულებრივად? მშვიდად? ჩვენ ოჯახსაც ექნებოდა ისეთი სახე, როგორიც ყველა ოჯახს?.
ღამის 2 საათი იყო დადიანების სახლში, რომ შევედით.
დადიანები და მე, ერთი შონია.
ერეკლეს დედამ საძინებელი მაჩვენა და დასაძინებლად ავედი.
მყუდრო და ამასთანავე ცივი საძინეველი იყო ზუსტად ისეთი , როგორიც ერეკლე.
სხვანაირად ვერც იქნებოდა.
მარჯვენა მხარეს დავწექი და საწოლს მივეყუდე, არ მეძინებოდა დაღლილობის მიუხედავად.
ტელეფონი ავიღე და ჩავაშტერდი, ერეკლეს შემოსვლა ვერც გავიგე.
- მეგონა გეძინა - კართან გაჩერდა და თმა ხელით აიჩეჩა.
- არა. - მაისური ერთი ხელის მოძრაობით დააგდო სავარძელზე და შარვალიც მიაყოლა. ჩემს გვერდით მოკალათდა და ჩემსკენ გადმობრუნდა
- ვის წერ? -მოულოდნელად მკითხა და ამომხედა
- მეგობარს
- გოგოს თუ ბიჭს?
- ბიჭს
- რა უნდა?
- მომილოცა. - ტელეფონი გამომართვა, არც დაუხედავს ისე დაბლოკა და ტუმბოზე დადო
- დაიძინე
- რომ მეძინებოდეს ვერ დავიძინებდი?
- ღამე მშვიდობის. - სანათი ჩააქრო და გვერდი იცვალა. ცოტახანი ვიწრიალე და, რომ ვერ დავიძინე ჩემი სანათი ავანთე. წამოვიწიე და ხელი ერეკლეს ტუმბოსკენ გადავწიე ტელეფონის ასაღებად.
- დაიძინე რა
- ერეკლე არ მეძინება და რა გავაკეთო?
- ლილე ვერ ხვდები, რომ უნდა დაისვენო? და ღამეების თენების პერიოდი არ გაქვს?
- ერთი ღამის გათენებით არაფერი მომივა
- როგორც გინდა. - მითხრა და ძილი განაგრძო. მელოდრამა ჩავრთე და დრო ისე გაიპარა ვერც გავიგე, ფანჯრიდან სინათლე, რომ შემოიპარა მაშინ დავხედე საათს. გათენებას დასიებული თვალებით და ცრემლებით შევხვდი. იმდენი ვიტირე, რომ უკვე ვეღარ ვჩერდებოდი. ფილმის ტრაგიკულ ისტორიას ჩემი დარდიც დაერთო და ავსლუკუნდი, ისე ხმამაღლა, რომ სადაცაა "ბღავილს" დავიწყებდი.
- რახდება ტოო? - ნამძინარევი ხმით თქვა და გაკვირვებულმა შემომხედა. - რა გატირებს? - პასუხის მაგივრად ვსლუკუნებდი და ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი.
- ლილე იქნებ გამარკვიო
- ფილმს ვუყურეე - ამოვისლუკუნე და გაეცინა
- მერე მაგის გამო მასე უნდა იტირო? მეთქი ვიღაც მოკვდა ტოო
- მოოკვდააა კიიი ! რიჩარდიი მოკვდაა - ვუთხარი და უფრო ვუმატე ტირილს
- ვაახ ჩემიი - სიცილი დაიწყო და თავისი ტელეფონი აიღო. - შენ მთელი ღამე არ გეძინა?
- არა ვუყურებდი
- იმედია ყოველ ღამე ფილმების ყურებას და ტირილს არ აპირებ
- არა.. - ტელეფონმა დაურეკა, აიღო და ტრუსიკით გატანტალდა აივანზე. ხუთ წუთში შემოვიდა, ჩაიცვა, სიგარეტი აიღო და კარებისკენ წავიდა.
- მიდიხარ? - შეშინებულმა ვკითხე და იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემი შვილის მამა სხვა ქალთან მიდიოდა ტვინში სისხლმა ამასხა.
- კი - საწოლიდან ავდექი და ერეკლეს მივუახლოვდი
- არ წახვიდე
- სასწრაფო საქმე გამომიჩნდა -ხელები წელზე შემოვხვიე და მივეხუტე
- გთხოვ - ჩუმად იყო, მერე ორივე ხელი თმაზე ჩამომისვა და თავზე მაკოცა
- კაიი. - გამეღიმა და მის სხეულს მოვშორდი,გაშეშებული იდგა, მიყურებდა.. მერე მოვიდა, თმა ყურზე გადამიწია და ყელში მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა. ერეკლემ ტანზე გაიხადა ისევ დაწვა, მეც გვერდით მივუწექი. გაუნძრევლად ვიწექით და მომენტებში ერთმანეთს გადავხედავდით ხოლმე. გონებაში ვიაზრებდი რამოდენიმე წუთის წინ მომხდარს. << მე ერეკლეს ჩავეხუტე ?! მერე თვითონ მაკოცა?? და ჩემს გამო სახლში დარჩა???? შანსი არაა ! ესეთი თბილები და საყვარლები ვიყავი ერთმანეთის მიმართ? ღმერთო ჩემო ! რა ჯანაბა დამემართა ! არადა, რომ ვხედავ სულ მინდა მასთან ახლოს ვიყო, ჩავეხუტო და ვაკოცო ! >>. ჩემივე ფიქრებზე გამეღიმა
- რატო იღიმი? - <<აჰა ანუ მიყურებდა >> გავიფიქრე და ისევ გამეღიმე
- ლილე
- რაღაც გამახსენდა - ახლოს მივიწიე, მხარზე თავი დავადე და გავინაბე. ისე მშვიდად ვიყავი მასთან. ჩემი ხელი აიღო და ჩემი თითები თავის თითებში ახლართა.
მერე ხელი ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა. მისი ყოველი შეხება სიგიჟემდე მსიამოვნებდა და ბედნიერს მხდიდა.
- ხვალ ალბათ ელენე საყიდლებზე წაყოლას გთხოვს
- რატომ?
- ბინისთვის ავეჯის შესარჩევად
- ბინისთვის?
- ხო ჩვენი ბინისთვის
- უნდა გადავიდეთ?
- აბა აქ აპირებ ცხოვრებას?
- მეგონა აქ ვრჩებოდით.
- არა.
- კარგი
- არ გინდა გადასვლა?
- ჩემთვის რა აზრი აქვს აქ დავიტანჯები თუ სხვაგან..
- იტანჯები ანუ? მგონია, რომ ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს.
- ახლა კი..
- კარგი სუნი გაქვს იცი?
- ვიცი.. ერეკლეე
- გისმენ
- მართალია მხოლოდ ერთი დღეა რაც ერთად ვართ, მაგრამ.. შენს გვერდით მშვიდად ვარ
- ხოდა იყავი ჩემს გვერდით.
- ვიქნები.


გაღვიძებისთანავე ერეკლეს სუნი ვიგრძენი.
სახით მასზე ვიყავი მიკრული, ხელები მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული, ისე, რომ განძრევის საშუალებაც არ მქონდა.
ქვემოდან ავხედე მის ტუჩებს და მისი კოცნა მომინდა. გამეღიმა და თვალები დავხუჭე.
ისე მშვიდად ეძინა, ისეთი თბილი იყო, მოგინდებოდა კოცნით დაგეხრჩო.


***
მთელი დღე დედამთილთან ერთად სახლის ავეჯს ვარჩევდი, მერე დაიჩემა ტანსაცმელი მინდა გიყიდოო და მთელი მაღაზიები შემოვიარეთ.
ისეთი დაღლილი ვიყავი ყველაფერი მტკიოდა.
ყველაფერს, რომ მოვრჩით კაფედი შევედით.
ცეზარი შევუკვეთე და მიმტანის მოლოდინში სული დამელია.
- ლილე როგორ მიხარია იცი ყველაფერი ასე, რომ მოხდა? მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი გამომიგზავნა.
როცა გავიგე, რომ ერეკლესგან ვიღაც ორსულად იყო მეგონა ვინმე თავხედი, გაუნათლებელი და უწესო გოგო იქნებოდა და არ მინდოდა ნიშნობა და საერთოდ შენი ნახვა. მაგრამ ახლაა ისეღი ბედნიერი ვარ შენ, რომ ჩემი რძალი ხარ სიხარულით ლამის ცას ვეწიო.
- მადლობა... იცით თავიდან ბავშვის მშორება მინდოდა... არ მინდოდა არც ბავშვი და არც გათხოვება.. მეშინოდა, მაგრამ ახლა მიხარია, რომ თქვენ შეგხვდით.. თქვენგან ის დედობრივი სითბო ვიგრძენი რაც დედაჩემისგან არასოდეს მეგრძვნია და ალბათ ვერც ვიგრძობდი, რომ არა თქვენ..
არასოდეს წავსულვარ დედაჩემან ერთად მაღაზიებში, არასოდეს მისაუბრია მასთან გულახდილად და არასოდეს მიცინია მასთან ერთად ამდენი. დიდი მადლობა. - მასთან მივედი, მოვეხვიე და ვაკოცე.
- ნეტა იცოდე როგორი საყვარელი ხარ, უკვე ისე მიყვარხარ როგორც საკუთარი შვილი. როცა გადახვალთ ნეტა რა მეშველება.
- დამიჯერეთ სულ თქვენთან ვიქნები ხოლმე - გავუცინე და ჭამა დავიწყე.




ერთ საათში სახლში მივედით, უკვე გვიანი იყო და დასაძინებლად ავედი.
კმაყოფილი ვიყავი დღევანდელი დღით, მესიამოვნა ელენესთან ერთად გატარებული დღე..
შხაპი მივიღე და დავწექი, ერეკლე კიდევ არ იყო მოსული.
თავი მის ბალიშზე დავდე და დავიძინე.
დილით ისევ ერეკლეს ბალიშზე ჩახუტებულს გამეღვიძა.
ერეკლე არ იყო.
ტანსაცნელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
დედამთილ- მამამთილი საუზმობდნენ
- დილამშვიდობის - ვუთხარი და მეც მაგიდას მივუჯექი
- დილამშვიდობის - ერთხმად მითხრეს და გამიღიმეს
- ერეკლე არ მოსულა?
- არა ლილე არ იცი სად არის? - მკითხა შეშინებულმა ელენემ
- არა მეგონა თქვენ იცოდით
- არაფერი უთქვამს ნეტა სად დადის ეს ბიჭი. ვაიმე ამე ხომ არ დაემართა?
- ნუ გეშინია ცოლო რამე, რომ მომხარიყო უკვე გავიგებდით
- ასე მშვიდად როგორ ხარ?
- ელენე დიდი ბიჭია უკვე ცოლიც ყავს და აგერ მალე შვილიც ეყოლება დაანებე თავი. საკუთარ თავს თვითონ მიხედავს
- როგორ შეიძლება ასე, რომ გვანერვიულებს კაცო
- ელენე დამშვიდდი.

სახლის კარების ხმაზე სხეული დამეძაბა, ერეკლე შემოვიდა მშვიდად და მოგვესალმა :
- დილამშვიდობისა ოჯახო - ზევით ავიდა.
- უკაცრავად მეც ზევით ავალ - ვთქვი და ერეკლეს მივყევი.
ოთახში შესვლისთანავე შევეცადე მშვიდი სახე მიმეღო, მაგრამ რათქმაუნდა არ გამომივიდა:
- სად იყავი?
- საქმეზე
- მთელი ღამე რა საქმე გქონდა ასეთი??
- დამშვიდდი ლილე.
- მოგეწერა მაინც ან დაგერეკა?
- ლილეე რა იყო??
- ვნერვიულობდი
- რა განერვიულებდა მერე პატარა ბიჭი ვარ?
- მოდი მეც დავიკარგები მთელი ღამე, არც მოგწერ, არც დაგირეკავ და ნახავ თუ არ ინერვიულებ !
- შენ ვერ იზამ მაგას - მომიახლოვდა და ყელში მაკოცა მთელი ვნებით. მთელი სხეული გამიხურდა და დამაჟრიალა.
- მიდი ჩაალაგე ტანსაცნელი და წავიდეთ
- სად ?
- ახალ ახლში
- უკვე?
- ხო უკვე აბა აქ გინდა დარჩენა?
- არ მეგონა თუ ასე მალე გადავიდოდით
- ლილე რაც მალე მოწესრიგდები მით უკეთესი. - მომახალა და ოთახიდან გავიდა.

_____________________________________________
ბარგით დატვირთულები ახალ სახლში მივდიოდით.
- ერეკლე, რომელი სართულია?
- მეოთხე
- იმედია ლიფტი არის
- ხო აბა ჩემ ორსულ ცოლს ულიფტო ბინაში ხომ არ ვაცხოვრებ.

ბინა საკმაოდ დიდი იყო.. მისაღები მუქ ფერში გადაწყვეტილი მაგრამ საკმაოდ გემოვნებიანი და თანამედროვე. სულ სამი საძინებელი იყო, აქედან ერთი სრულიად ცარიელი ოყო, დიდი ალბათობით ეს მომავალი დადიანის ოთახი იქნებოდა.
- მოგწონს სახლი?
- კი საკმაოდ კარგია
- დიასახლისის მსგავსდ
- ჰოო? ეგრე ფიქრობ?
- საჭმელი, რომ დაგვავიწყდა იცი?
- იქნება რამე და მოგიმზადებ
- პროდუქტის ნასახსაც ვერ იპოვი
- მაშინ მოგვიწევს მარკეტში წასლა
- მოგვიწევს?
- ხო აბა მარტო წავიდე?
- ანუ ჩემთან ერთად წამოხვალ პროდუქტების საყიდლად?
- მერე რა მოხდა??
- არმინდა, რომ დაიღალი
- თუ დავიღლები გეტყვი. ზედმეტ მზრუნველობას იჩენ ჩემს მიმართ.
- მერე ეგ ცუდია? კაროჩე ეხა ჩვენ წავიდეთ და საღამოს ბიჭებს დავურეკავ ახალი ბინის თემა ავღიშნოთ.. ყველაფერს მე გავაკეთებ, შენ პროსტა შენი ნივთები მოაწესრიგე კაი?
- კაიი
- კაი წავედით მაშინ მოვიხოდოთ
- ერეკლე შეიძლევა სალიც მოვიდეს?
- ღადაობ ტო?
- იმიტომ გითხარი, რომ ბიჭები იქნებით და მე რავაკეთო.. მააგრამ თუ არ გინდა მე წავალ სალისთან არ მაქვს პრობლემა
- მაგას რა პონტში მეკითხები? უნდა მოიყვანო აბა რა ვინც გინდა ის მოიყვანე ტოო
- კარგი მადლობა..
- ლილეე მეზობლის ბავშვივით ლაპარაკს შეეშვი რა და ისე მოიქეცი, როგორც შეგეფერება. ეს შენი სახლიცაა და რაც გინდა ისუნდა გააკეთო გესმის? და მასეთი სისულელეები აღარ მკითხო ჩემ თავს გაფიცებ.
- კაი კაი.. წავიდეთ მაშინ

პროდუქტები, რომ ვიყიდეთ კაფეში შევედით ერეკლეს დაჟინებული თხოვნით, სახლამდე შიმშილით მოვკვდებიო..
სახლში, რომ დაბრუნდით უკვე საღამო იყო და ერეკლემ დიასახლისობა დაიწყო.
- ლილე ეს ჩიფსები რამეში ჩავყარო თუ ასე დავაწყო?
- ჩაყარე
- ჯამში ჩავყარაო?
- არა არის მანდ სპეციალური თეფშები
- ვერ ვიპოვე
- დაიცადე მოვალ
- არა დაიკიდე ასე დავაწყობ - სამზარეულოში სიცილით შევედი და მის გვერდით დავდექი
- მომეცი - ყველაფერს თავისი ადილი მივუჩინე და მისაღებში გავიტანე. სამზარეულოში, რომ შევედი ერეკლე სოსისებს ქვაბში ყრიდა.
- რას აკეთებ
- სოსისები არ მოვხარშო?
- ჯერ წყალი უნდა ადუღდეს...
- აუუუუ გარტყმაში არ ვარ რაა
- მიდი წადი მე მივხედავ
- არა ტოო მითხარი და მე გავაკეთებ
- ერეკლე წადი მივხედავ თქო..
- კაიი ჯანდაბას, მე მაინც ხელს შეგიშლი.
***
მშვენიერი საღამო იყო, მხიარული და სიყვარულით სავსე..
ერეკლეს მადლობელი ვიყავი, რომ ესეთი დღე მაჩუქა.. მე ხომ პირველად ვიყავი მეგობრების გარემოცვაში. პირველად აღმოვნდი ისეთ ვითარებაში სადაც ვგრძნობდი, რომ ყველას ვუყვარდი, მოვწონდი და ვაინტერესებდი. მათთვის სულერთი არ ვიყავი.. შემეძლო მომეყოლა ჩემი ისტორიები და არ მქონდა იმის შიში, რომ არ მომისმენდნენ.
ისინი მისმენდნენ და ცხოვრებაში პირველად ჩემს მოყოლილ ამბებზე იცინოდნენ.
მათ ესმოდათ ჩემი.
და მე მომწონდა მათთან ერთად.
იმ საღამოს მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო მეგობრობა.
ისინი გახდნენ ჩემი მეგობრები.
ისინი არ საუბრობდნენ ჩემთან იმის გამო, რომ მე ვიყავი მაღალი საზოგადოების წევრი და ვიყავი დემეტრე შონიას ქალიშვილი.
ისინი ჩემთან იყვნენ იმის გამო, რომ მე უბრალოდ ლილე ვიყავი.
ოთახში შევედი და ერეკლეს შეტყობინება გავუგზავნე
" შეგიძლია ოთახში შემოხვიდე?"
წამებში ოთახში გაჩნდა.
მივუახლოვდი.
თვალებში ვუყურებდი.
სულ უფრო ახლოს მივედი მასთან.
ოდნავ ავიწიე ფეხის წვერებზე და ტუჩებზე მსუბუქად შევეხე.
გავუღიმე და გამიღიმა
- მოხდა რამე? -მკითხა და წელზე ხელები მომხვია
- არა არაფერი
- რომ მომწერე მეგონა, რომ რამე გინდოდა,
- მინდოდა კი.. ეს.. - ვუთხარი და ვნებიანად ვაკოცე.

----
სტუმრები გავაცილეთ, უკვე ღამის 3 საათი სრულდებოდა.
ერეკლე და მე მდივანზე ვიჯექით. მხრებზე მის ხელს მძიმედ ვგრძნობდი თუმცა მსიამოვნებდა.
-არ გეძინება? - მკითხა და ყელში მაკოცა
- ნწ - უარის ნიშნად თავი გავაქნიე და წიწაკის ჩიფსი დავაგემოვნე
- გამასინჯე მეც - მაგიდისკენ დავიხარე, ჩიფსი ავიღე და პირთან მივუტანე
- არა შენ შეჭამე
- გამასინჯეო და.. -გაკვირვებით ვუთხარი და ჩიფსი მადიანად ავახრამუნე.
სწრაფად მიეკრო მისი ტუჩები ჩემსას და მააამააა მიაააა ! ისე გემრიელად მაკოცა ნერწყვი გადამცდა და ხველება ავტეხე
- ნელა არ დაიხრჩო.. რა გჭირს ტო?
- ნერწვი გადამცდა - საპასუხოდ გაიცინა. - მივალაგებ მე
- დაიცა რა არ დაიღალე?
- არაა..
- ხვალ დავალაგოთ ორივემ.
- არა დაალაგებ მე
- კაი როგორც გინდა..
ცარიელი ბოთლები სამზარეულოში გავიტანე, თეფშების ასაღებად, რომ დავიხარე, უკნიდან ცალი ხელით დამიჭირა ერეკლემ
- მოდი ჩემთან რა.. - ისე დავიბენი ლამის თეფშები გამიცვივდა ხელიდან.
- ხო აი გავიტან და... - დავნეულმა ვთქვი და სამზარეულოში გავედი. ჭურჭლის რეცხვა დავიწყე, მაგიდა ჯერ კიდევ მისალაგებელი იყო მაგრამ ახლა სულ, რომ მამა ზეციერი ჩამოსულიყო და მისაღებში გავეგდე მაინც არ გავიდოდი.
მინდოდა დრო გამეწელა იმის იმედით, რომ ერეკლეს დაეძინებოდა.
იმდენჯერ ვხეხავდი თითოეულ ჭურჭელს, რომ ალბათ ყველაფერი გამჭვირვალე გახდეოდა, რომ არა ერეკლეს ხელები ჩემს მუცელზე.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორიც მაშინ გეუფლება, როდესაც რაიმე საშიშ ატრაქციონზე ზიხარ, მუცელში რაღაცეები ხდება და გული ყელში გებჯინება.
თმები მეორე მხარეს გადამიყარა და ყელში მაკოცა.
მისკენ შევბრუნდი, იმდენად ახლოს იყო სუნთქვაც მიჭირდა.
მისი შუბლი და ცხვირი ჩემსას ეხებოდა და ხელებს უფრო მჭიდროდ მხვევდა.
იმდენად დაძაბული ვიყავი, ნიჟარაზე დადებულ მინის ჭიქაზე მქონდა ხელი ჩაჭიდებული და ერეკლე რაც უფრო მეტად მეკვროდა მით უფრო მეტად ვუჭერდი ხელს.
- გგონია ვერ ვამჩნევ, რომ გამირბიხარ?
- სულ ორი დღეა რაც ერთად ვცხოვრობთ და როდის მოვასწარი გაქცევა?
- ამ ორ დღეში..
ვნებიანად დასწვდა ჩემს ტუჩებს და ტანში დამაჟრიალა, მეგონა სამზარეულოში კი არ ვიყავი ცაში დავფრინავდი. მისი შეხევით იმხელა სიამოვნებას განვიცდიდი სადღაც სხვა სამყაროში ვიკარგებოდი.
გაღმა გასულმა ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემი საჯდომი ნიჟარის ზედაპირს და ერეკლეს კოცნაში ავყევი..
საშინელი ტკივილი და ტკივილისგან თვალები გავახილე, დავინახე როგორ ასხავდა სისხლი (ჩემი ხელიდან ! ) შადრევანიით და ყველაფერი ფერადდებოდა, მათ შორის ერეკლეც.. ტკივილისგან ცრემლები წამომივიდა.
საჩქაროდ დავუბრუნდი იატაკს.
ერეკლემ ნამსხვრევები მომაშორა, ხელი გამისუფთავა და მისაღებში გამიყვანა.
ჩემი ცრემლები სისხლთან ერთად იატაკზე ეცემოდა.
- დაიცადე სპირტს და ბამბას მოვიტან.
ჩემი ხელი ნაზად აიღო და შემომხედა თვალებით, რომელშიც ამოიკითხავდით " მაპატიე, მაგრამ სხვა გზა არ არისო". და როცა სპირტიანი ბამბა ჩემ ჭრილობას შეეხო ჩემი ხმა ალბათ კოსმოსში ისმოდა ჩაკრულოს ნაცვლად
- შენ ერთ ჭრილობაზე რამხელას წივიხარ და მშობიარობაზე რას იზავ ტოო??
- ერეკლეეეეეე მტკივაააა ერეეკლეეეეეეეე... აააუუუუუაუაუაუუაუაუ აღარ მინდაააა მომაშორე ეეგგგგგგგგგგ მტკივააააააააააა
- ორი წუთი და ვსო
- გთხოოოოვვვვვვ ერეკლეე ძალიან მწარეააა
( რაღაც უხერხული დიალოგი კი შედგა ჩვენ შორის, მაგრამ მხოლოდ ჭრილობაზე იყო საუბარი )
- ვსოო ვსოო შეგიხვევ და ვსო.
ტირილისგან იმდენად დაცლილი და გამოფიტული ვიყავი, მდივნის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.
- მორჩა - თბილად მითხრა და ნაზად მაკოცა.
თვალები გავახილე და დამშრალი თვალებით შევხედე.
ფეხები ზევით ააწყო და თავი ჩემს კალთაში ჩადო.
- არა იმ ჭიქას რას ერჩოდი ტო?? - სიცილით მითხრა და ჩემი დაბინტული ხელი შეათვალიერა.
- არვიცი..
- კიდე გტკივა?
- კიი
- აღარ იტირო, ხვალ ექიმს ვაჩვენოთ..
- ექიმს?
- ჰოო.. დამავიწყდა თქმა ელენემ დარეკა დღეს, ხვალ 12ზე ექიმთან ჩაგწერეთ.. ეხოო თუ რაღაც თქვა კაროჩე.. მგონი ისაა ბავშვი რო ეკრანზე ჩანს რაღაც ეგეთი როა ხო აზრზე ხარ რას ვამბობ?
- კი
- ჰოდა იქიდან, რომ გამოვალთ შენი ხელიც ვაჩვენოთ ექიმს.
- კარგიი კარგი..
- წამო და დავიძინოთ
- ჰო დავიძინოთ.

***
დილა ექიმებით დაიწყო.
- ერეკლე ბავშვის სქესი ხომ არ გავიგოთ? - ვკითხე და ფანჯრის მინა ავწიე
- მართლა ტო?
- არ გინდა?
- მაგრად მინდა
- მაშინ გავიგოთ და თან გვეცოდინება რეები უნდა ვიყიდოთ.

---
ერეკლე ჩემთან იდგა და ჩემი ხელი ეჭირა.
როცა მონიტორზე ჩვენი პატარა გამოჩნდა ერეკლე ისეთი ბედნიერი სახით უყურებდა სითბო ჩამეღვარა გულში.. ისე ბრწყინავდნენ მისი თვალები.. სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა და თითქოს გაოცებულიც იყო. ბედნიერებისგან იცინოდა, ხან მე მიყურებდა ხან ჩვენ პატარას..
- სქესის გაგება გინდათ თუ სიურპრიზად დავტოვოთ?
- გვინდაა კი - ერთად ვუპასუხეთ და პასუხის მოლოდინში ექიმს შევხედეთ
- ბიჭია. თანაც ჯანმრთელი, ყველაფერი რიგზეა მაგრამ შეეცადეთ არ ინერვიულოთ და სწორად იკვებოთ.
- ბიჭიაო ლილეე გესმის? ბიჭიოოო. - ბედნიერმა დამხედა და თვალები სითხით აევსო.
- მამას პატარა კაცი.


როცა მას ვუყურებდი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაადამიანი ვიყავი იმის გამო, რომ ამ პატარა არსებას მოკვლა მინდოდა..
ამდეი ხნის სასოწარკვეთილება და იმ ერთი ღამის შეცდომა მხოლოდ ამ წუთისთვის ღირა, მხოლოდ ერეკლეს თვალების გამო ღირდა ამ ყველაფრის გადატანა.
გულწრფელად უხაროდა, სიხარულით ტიროდა და არ მალავდა.
მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო ჯერ არ დაბადებული არსების მიმართ, რომ დავრწმუნდი როგორი ბედნიერი ვიყავი ერეკლეს გამო.
რომ ის ჩემი იყო, ჩემი ქმარი და ჩემი შვილის მამა.
აზრი არ აქვს რა მოხდება მერე. ამ წამს მე ბედნიერად ვიგრძენი თავი, ცხოვრებაში პირველად.
ერეკლე საოცრება იყო ! ადამიანი საოცრება !
და მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი დედამიწის ზურგზე რადგან ერეკლეს ვიცნობდი!
და ვიყავი კიდეც !
სხვა ბედნიერება არ მჭიდებოდა !
ერეკლე საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება გამღიმა.
შეიძლება შემიყვარდეს კიდეც.
ან ახლაც მიყვარს.
არ ვიცი რა იქნება შემდეგ.
შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს ან პირიქით ყველაფერი არაჩვეულებრივად იყოს.
მაგრამ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს,
რადგნ არ ვიცი რა გველის.
ჩემთვის დღევანდელობაც საკმარისია.
ახლა მე ბედნიერი ვარ !
ყველაზე ბედნიერი ქალი დედამიწის ზურგზე !
და არ მადარდებს რა იქნება შემდეგ ! მე ახლა ბედნიერი ვარ.



№1  offline მოდერი GodeMarr

ძალიან კარგი წასაკითხია ველოდები ახალს innocent innocent

 


№2 სტუმარი NG

გაგრძელება არ იქნება?!
ვფიქრობ, მეორე ნაწილიც უნდა დაწერო.
შესანიშნავია!

 


მადლობა ♥️♥️

 


№4  offline მოდერი Nanaga

კლინიკის ახალი გენერალური დირექტორი იყო ერეკლე და ლილეს რომ უხსნიდა ''აი ბავშვი რო ჩანს თუ რაღაცაო'' არ იცოდა რაც ერქვა? მდაა..
ლილეს რაც შეეხება ერთი ემოციურად გაუწონასწორებელი გოგოა, ქუჩაში გამვლელმა რომ აკოცოს გონს დაკარგავს. ორ თვეში ოთხი კაცი გამოიცვალა :D
ისტორიას რაც შეეხება, ბევრი უზუსტობა იყო და აცდენილი რეალობას მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ისტორიის დაწერა შენგან. ცოტა უფრო მგრძნობიარე რომ გახადო რომელიმე, მარტო დიალოგები არა რობოტებივით არიან...
ხო და რავიცი გადახედე შენ თვითონ..

 


№5  offline წევრი ქრისტინე777

ზოგადად არ მჩვევია ხოლმე კომენტარების წერა მაგრამ ძალიან კარგი წასაკითხავი იყო ^^ თვალს ვერ ვაშორებდი და ისე მალე გავიდა დრო კიტხვისას რო ვერც კი შევამჩნიე ^^ იმედია მეორე ნაწილიც იქნება და ისევ ისეტი შეგრძნებები დამეუფლება როცა წავიკითხავ ^^

 


№6  offline წევრი mariam m.k

Uime amas tu gagrzeleba araqvsda me kvdebi p.s kargi iyo wow gogo xar

 


ძალიან მაგარი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent