შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული, ტკივილი, იმედგაცრუება (თავი I)


12-08-2017, 22:12
ავტორი Neptun
ნანახია 1 412

გამარჯობათ,მე მოგიყვებით ერთი ჩვეულებრივი,მეოცნებე,არეული,უცნაური გოგოს ისტორიას,არა არ გეგონოთ რომ მე მესამე პირივარ ,მე თავად გახლავართ ის გოგო . მე 17 წლის ვარ,მარია მქვია და ჩვეულებრივი თინეიჯერული ცხოვრებით,ვცხოვრობ,მაგრამ არის ერთი მაგრამ..ვარ ზედმეტად ჩაკეტილი,ვარ მოეცნებე,რის გამოც რეალურ სამყაროში ნაკლებად მიმართლებს.არა არ გეგონოთ,ეს ჩვეულებრივი მწერლის მოფიქრებული ტექსტი,რომელიც საოცარ ისტორიებს იგონებს,მე ვარ გოგო,მე ვარსბობ ვარ რეალური ,და შესაძლოა ნებისმიერი მკითხველის გარშემო დავდივარ,ვიცნობ ვეკონტაქტები,მაგრამ ვერასდროს ვერავინ მიხვდება ვინ ვარ მე რეალურად.,უბრალოდ გადავწყვიტე გადმომეცა ჩემი ემოციები, ჩემი გულის ტკენა,რომელსაც გული ძლივს იტევს და რაც მთავარია ჩემი სიყვარული,რომელიც წელიწად ნახევარია მჭამს,მაშრობს,გულს მტკენს ,მკლავს და სიძულვილს მიჩენს სმაყაროს მიმართ და რაც მთავარია ჩემი თავის მიმართ.მე მძულს ჩემი თავი,რაც ცუდია,ასე ვერ წავალ წინ.ბევრს ვმუშაობ ჩემ თავზე,მაგრამ,მაგრამ სიყვარული ჩემზე მაღლა დგას,ჩემზე ძლიერია. მკითხველო,ნუ მოტყუვდებით,რომ სიყვარული საოცარი რამაა და ბედნიერების მომტანი,არა არა ეს სამწუხაროდ ასე არაა . ყოველ შემთხვევაში ჩემთვის,შეიძლება ეს გრძნობა რაღაც წუთს თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებს,მაგრამ დგება მომენტი,როდესაც ხვდები,რომ ეს გრძნობა განადგურებს,როგორც ფიზიკურად ისე სულიერად,მორალურად ძირს გაგდებს,გატყვევებს .ყველაფერი გტკივა ,ყველა კუნთი,ყველა ძვალი,ვერ იტან გამოსახულებას,რომელსაც სარკეში ჩახედვისას ხედავ. მაგრამ სიცოცხლეს აგრძელებ.ატარებ ამტვირთს,ყოველი ნაბიჯის გადაგმისას გიმძიმს სუნთქვა,ნაბიჯის გადაგმა გიჭირს .., ეცემი,დგები, ისევ ეცემი დგები,კი მაგრამ როდემდე შეძლებ ადგომას? იქნებ მოვიდეს დრო და ვერ ადგე? რამოხდება შემდგომ? მოკვდები? ან უბრალოდ საკუთარ თავში ძალას იპოვი? იქნებ დაიკიდებ ამ სიყვარულს? მე არვიცი სად ვარ,როდის მოვა დრო რომ დავეცემი და ვეღარ ავდგები,არვიცი რამოხდება შემდგომ..გავაგრძელებ არსებობას,თუ უბრალოდ სადაც დავარდი იქ გავჩერდები? არვიცი,არაფერი არვიცი,ერთი რამის გარდა, რომ მე შეყვარებული ვარ იმდონემდე რომ ეს სიყვარული მკლავს. არვიცი,როდის შემიყვარდა,როდის მივხვდი რომ მკლავდა ეს გრძნობა,რეალურად იმ დრომდე სანამ გავეცნობოდი ამ გრძნობას,რომელსაც ხალხი აღმერთებს,და თვლის,რომ მის გარშემო არაფერია,მასზე ლამაზი ნაზი და საოცარი. დიახ,შეიძლება ცუდი დამოკიდებულება გამაჩნია ამ გრძნობის მიმართ,რომელსაც სულაც არვთვლი საოცარ რამედ და არ ვაღმერთებ,შეგიძლიათ გამლანძღოთ,მაგინოთ ტალახი მესროლოთ,მაგრამ სიყვარულს ვერასდროს,ვერასდროს ვუწოდებ საოცარ რამეს,ყოვეელ შემთხვევაში ახლა,რადგან ძალიან ცუდად ვარ.მომავალში არვიცი,რამოხდება,არვიცი მეყვარება თუ არა, არვიცი ვიცოცხლებ თუ არა.
გაინტერესებთ ყველაფერი,როგორ დაიწყო და რამოხდა? მაშინ ამ მძიმე შესავლის შემდეგ გადავარდეთ წარსულში და შევხედოთ იმდროს,როდესაც მე პირველად დავინახე მისი მწვანე თვალები.მისი ღიმილი,რომელსაც ვერანაირი ეპითეტი ვერ მოვუძებნე,მიხვდებით ალბათ,რომ საოცარია. არ ვაბუქებ ის მართლა საოცარი იყო,ოქროსფერი ხვეული თმა ,სიმაღლით არიყო მაღალი მაგრამ მისი სახე მისი ღიმილი,თვალები იმდენად გატყვევებდა,რომ ყველაფერი გავიწყდებოდა. მაგრამ პირველ შეხვედრისას ასე არვყოფილვარ,როგორც მეორე შეხვედრისას ხელი,რომ ჩამოვართვით და ერთმანეთის სახელეიბი რომ გავიგეთ. ის ჩემი მეზობელია..აჰაჰაჰ შეიძლება ზოგისთვის ეს მოულედნილი იყო.. დიახ,ის ზუსტად ჩემი სახლის გვერდით ცხოვრობს,ისიც კერძოში , ჩემი ოთახის ფანჯარა მისი სახლში შესასვლელი კარის გვერდზეა. რა დამთხვევაა არა?
როგორ დაიწყო ყველაფერი......
-მარია,იცი დღეს ახალი მეზობლები გადმოდიან?- შემომძახა დედამ მხიარული ხმით.თუმცა ახალი მეზობლების გადმოსვლა რატო უხაროდა მაინც არმესმის.
-კი, დე ვიცი.
-კარგია,ნამცხვარს ვამზადებ მოვლენ დაბინავდებიან და აუცილებლად გავიდეთ და მივესალმოთ.
-კარგი რა დე მე რაღა საჭირო ვარ? სირცხვილია.. არა არ წამოვალ..- გავძახე ჩემი ოთახიდან შემაცოდებელი ხმით,რომ გადაეფიქრა.. მაგრამ ,თუ დედაჩემმა რამე გადაწყვიტა ვერაფერს ვერ გადააფიქრებინებ.
მოვიდნენ და სადღაც ერთ საათში,დედასთან ერთად მომმიწია მათი სახლის კართან მისვლა.
-სახე გაასწორე. რას იფიქრებენ? -მითხრა და ცინიკურად გავუღიმე..
დედამ ზარის მიცემა გადაწყვიტა ეს ეს იყო,თითი უნდა მიეჭირა კარები გამოიღო და გამოვიდა ის...
-უკაცრავად,დედაჩემთან ხართ? ჰკითხა მან დედაჩემს ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის და არცმე შემიხედავს დიდად.
-დიახ,ჩევნ აი აქ ვცხოვრობთ. -უთხრა და მიუთითა ჩვენ სახლს.
-ძალიან,კარგი სასიამოვნოა..უკაცრავად, მეჩქარება და მე წავალ.. უთხრა და წასვლამდე დედამისს გასძახა.
-დე,ჩვენი მეზობლები მოვიდნენ .. შეეგებე.. უთხრა და კარებიდან გავიდა.
-ოჰ,გამარჯობათ..მობრძანდით ყავას დაგალევინებთ.- მიმართლა ქალბატონმა
-არა,არაა საჭირო,მადლობა. უბრალოდ მე და ჩემ ქალიშვილს მისალმება გვინდოდა,რადგან ასე ახლო მეზობლები ვართ,პატივისცემის ნიშნად აი ეს ნამცხვარი თქვენ.
-ოჰ,რატომ შეწუხდით.. არიყო საჭირო..- ღიმილიანი სახით მიმართა დედაჩემს..ძალიან თბილი ქალი ჩანდა..
-რას ამბობთ, რა შეწუხება.
-თუ დღეს არა ერთ დღეს დავლიოთ ყავა.. თან გავიცნობთ ერთმანეთს და გავაცნობთ თქვენ ქალიშვილს ჩემ ვაჟს,ბოლო ბოლო მეზობლებმა უნდა იცოდნენ ერთმანეთი..
-დიახ,რაზეა საუბარი... -კარგით,აღარ მოგაწყენთ თავს ჩვენ წავალთ.
-არა ,არ მაწყენთ..დავლაგდებით და აუცილებლად გელით ..
-მადლობა.-და წამოვედით სახლში შემოსვლისთანავე დედაჩემმა ხელზე მიჩქმიტა..
-დააფიქსირე რაკარგი ბიჭი იყო? -იქნებ გაიცნოთ და მოგეწონოთ ერთმანეთი? ოჯახიც კარგი ჩანს..
-კარგი რა დედა,კარგი რა... ნუ აფასებ ადამიანს გარეგნობით.. გაიცნობ ახლოს და შეიძლება ისეთი არიყოს როგროიც გგონია არც ბიჭი და არც ოჯახი..
-უფროსის თვალი მაინც სხვაა..- თქვა და ხვანცალით გავიდა... ძალიან მხიარული ქალია მეგობრულად ვართ და ყოველთვის ვუყვები ჩემ პრობლემებს..ხშირად ვუზიარებ ჩემ ბედნიერებას, რადგან ეს მას აბედნიერებს.. მამამ მიგვატოვა და მარტო მზრდის არც და- ძმა მყავს .მშობლები 20 წლის ასაკში გარდაეცვალა..მეღა დავრჩი მის იმედად და ყველაფერს გავაკეთებ იმედი,რომ არ გავუცრუო..
საღამოა და როგორც წესი სასეირნოდ გავედი.. მისი სახლის გვერდით ჩავიარე,როდესაც ის სახლში შედიოდა.. გამომხედა გამომაყოლა თვალი უცხო ვიყავი და აინტერესებდა.. მაგრამ მე არ გავჩერებულვარ და დიდხანს არ შემიხედავს თან სიბნელე იყო.. წამოვედი.. იმღამეს უკვე დამაინტერესდა ეს პიროვნება.. დავწექი დავიძინე,როცა ჩემი ოთახის ფანჯარაზე კაკუნია გავიხედე და..
-გამარჯობა.. გახსოვარ?მე შენი მეზობელი ვარ ნათია მქვია..გაგაღვიძე?? ბოდიში..
-არა,არაა პრობლემა .. გისმენთ.
-დღეს მინდოდა დედა და შენ დამეპატიჟეთთ ყავაზე..ხომ მოხვალთ?
-მმ..არვიცი დედას ვკითხავ. თუ მოვა დედა ,მე არამგონია.. საქმეები მაქვს.
-თუ არგექნება საქმეები დედაშენთან ერთად მოდი..
-კარგით. აუცილებლად..
დედაჩემმა გაიღვიძა თუ არა ვუთხარი..
-კარგია.. გავიდეთ,გავიცნოთ.
-დედა!
-რა დედა?? შენც წამოხვალ.
-კარგი რა ...
-არმაინტერესებს..
-კარგი.-ერთი ეს ჰქონდა დედაჩემს ცუდი.ვერ გაიტანდი შენსას თუ ეს მას არ სურდა.
===========================================================================
-ძალიან მიხარია რომ მოხვედით ორივე.. -თქვა ნათია დეიდამ.
-ჩვენც ძალიან გვიხარია,რომ აქვართ.. ხომ მარია?-დედამ მკითხა და მაშინ დავაფიქსირე როგორ შემომხედა მან მისი თვალებით,და ცოტათი ჩაიღიმა.
-დიახ ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ.
-ამ,ეს ჩემი ბიჭი თოკოა.გაიცანით მეზობლები ხართ.
-სასიამოვნოა თოკო ..მარია.
-ჩემთვისაც.-ამდროს შეეხო ჩვენი ხელები ერთმანეთს ,მაშინ გამიელვა ტანში რაღაც უცნაურმა გრძნობამ..მაგრამ არვიცოდი ეს რაიყო მაგრამ ,თითქოს ამ ხელის ჩამორთმევით მე დაკარგული ნაწილი ვიპოვე და მასთან დავკავშირდი.. სულელურია არაა? მაგრამ ეგრე იყო..
-თოკო,არგინდა მარიას ჩვენი ეზო დაათვალიერებინო,სანამ მე და სოფო ვსაუბრობთ? (სოფო დედაჩემის სახელია)
-კარგი დედა..-ისიც ჩემნაირად ძალ დატანებით იჯდა იქ.
-წამოდი,მარია.- მითხრა, ავდექი და გავყევი..
-ვიცი,შენც ჩემნაირად დაგაძალა არა დედაჩემმა?
-ხო.. ახლა შემეძლო მეგობრებთან ვყოფილიყავი..
-მეც შემეძლო სახლში ყოფნა და წერა,მაგრამ ..
-გინდა გავიპაროთ?
-კი,მაგრამ როგორ.
-მომყევი მითხრა და ლაბირინთებით გავედით ქუჩაში. ჩვენი გზები გაიყო ის მარცხნივ წავიდა მე მარჯვნივ..იმის მერე მე ის არმინახავს ,მე მხოლოდ მისი სახელი და ასაკი ვიცოდი ამითი ვიპოვე ის სოციალურ ქსელში..ისე ხშირად ვათვალიერებდი,რომ გაგიჟებამდე მივედი და შემიყვარდა.ვერ ვიმატებდი,რადგან მრცხვენოდა,ვერ ვწერდი,რადგან მრცხვენოდა..კარებთან გამარჯობასაც არ ვეუბნებოდით,თითქოს არ ვიცნობდით ერთმანეთს.. თავიდან ცუდად ვიყავი,მტკიოდა ყველაფერი..ბოლოს მივეჩვიე,და მისი ნახვაც კი ბედნიერებას მგვრიდა.ასე ვიყავი ნახევარი წელი,სანამ ნელ,ნელა არ დავახლოვდით..
====================================================================================
12 ივლისი..2016 წელი.
სახლიდან გამოვედი ,მაღაზიაში ჩსვლას ვაპირებდი,მისი სახლის გავლის დროს ის გამოვიდა ..ერთმანეთს დავეჯახეთ,მან ყავა შემასხა.
-ჯანდაბა..ცხელიაა.- დავიყვირე მე
-ვაიმე,ბოდიში არვიცოდი და სასწრაფოდ სალფეტკი მომაწოდა..
-არაუშავს,თორნიკე.
-მაიცა ჩემი სახელი საიდან?
-შენი მეზობელივარ.დავიჯერო იმ საღამოს იმდენად გეკიდა რომ ჩემი სახელიც ვერ დაიმახსოვრე?
-მე..მე..
-კაი არაუშავს -ვთქვი და სახლში შევედ-.
ამდროს დედა გამოვარდა.
-რახდება?
-არაფერი,თოკომ ყავა გადამასხა შემთხვევით.
-თოკომ? მეზობელმა?
-ხო დე.
-ხო ვამბობდი...
-რას დედა?
-ეგ ბიჭი შენი ბედია ბედია!



№1  offline წევრი Daniela

ჩამითრია უკვე :დ :დ
ძალიან მაინტერესებს მომდევნო თავი, ნეტავ როგორი იქნება. წარმატებები!

 


№2  offline წევრი Neptun

Daniela
ჩამითრია უკვე :დ :დ
ძალიან მაინტერესებს მომდევნო თავი, ნეტავ როგორი იქნება. წარმატებები!

მადლობა,

დაიდება დღეს 10-ისკენ ..

 


№3 სტუმარი Guest ნინო

აუ ძაან მომეწონა. <3 სიღრმისეული ნაწარმოები ჩანს.. წარმატებები

 


№4  offline წევრი Neptun

Guest ნინო
აუ ძაან მომეწონა. <3 სიღრმისეული ნაწარმოები ჩანს.. წარმატებები

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent