შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 8-9 თავი


13-08-2017, 20:23
ავტორი zia-maria
ნანახია 1 885

უდარდელი,ხალისიანი და ზედმეტად გიჟი,სულ რომ რაღაც უნდა გააფუჭოს,მაგრამ ახლა ზის და ხასიათზე არ არის,არც საუბრობს,არც იცინის რაც ყველას უცნაურად ეჩვენება.ის ზის და არ აქცევს ყურადღებას მასზე მიჩერებულ გაოცებულ სახეებს და ისიც ზის წყნარად.მიშოს გაუკვირდა,ვერ აიტანა თინის სიჩუმე სულ ხმაურს მიჩვეულმა და ახლოს დაუჯდა,ჯერ უცქირა და შემდეგ შეეკითხა.
---რა მოგივიდა. თინი რა სახე გაქვს,კარგად ხარ?
---შემეშვი.შეუბღვირა თინიმ.
---რა მოგივიდა მეთქი აღარ იტყვი?მკაცრად უთხრა მიშომ.
---რაღა რა მომივიდა,სახლიდან რომ გავედი საფულე სავსე მქონდა საყიდლებზე რომ წავედი.სახლში დაბრუნებულს კი ჯიბეც ცარიელი მაქვს და ნაყიდიც ბევრი არაფერი არ არის,რატომ იხარჯება ეს ფული ასე მალე,რატომ?
---მერე,მაგის გამო ხარ ასე ყურებ ჩამოყრილი?ჰაიდა ჰაიდააა,უცებ თავში ხრისტოს ტერმინით ნათქვამი სიტყვები ამოუტივტივდა.-ელისო არ მოსულა?იკითხა თვალში რომ არ მოხვდა და უეცრად თვალი შეასწრო ტელევიზორში ავარიის მოვლენებს.
.---აუწიეთ,აუწიეთ ხმა,ვაიმე რა საშინელებაა.იყვირა თინიმ და მიშო ტელევიზორს მიაჩერდა და თავზე შემოიწყო ხელები.
---დღეს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი შეტაკება მოხდა,ყოფილი ბიზმესმენი ჯიმი ჯიმშელეიშვილი სიკვდილს ებრძვის.რა მოხდა, და რამ გამოიწვია შეტაკება,უახლოეს ახალ ამბებში გაგაცნობთ.მეტი აღარაფერი გაუგონია და შეტაკების შედეგად მომხდარ კადრებს აჩვენებდნენ და თავადაც, იქვე მის გვერდით მდგარ შაკოს უთხრა.
---შაკო მოუწყვეს,ჯიმის მოუწყვეს ეს შეტაკება.მართალი ყოფილა,რომ თქვა მალე აღარ ვიქნებიო,მეტირება რომ მახსენდება მისი თხოვნით სავსე თვალები.ნუთუ არ გადარჩება?ჩემს გულში და სულში ცრემლი იწყებს მღვრევას და სულ ასე იქნება აწი,სულ ვფიქრობდი დავიცავთქო,მაგრამ ვერ შევძელი.მართალია დამნაშავეა ჩვენი ოჯახის წინაშე,მაგრამ თინის სიცოცხლე მან გადაარჩინა და მე დავაგვიანე მისი დაცვა,რადგან მეგონა სიცოცხლე ჯერ აქ არისთქო და ხედავ რა ახლოს ყოფილა?გაუსაძლისად მწარეა ეს ტკივილი უნდა ვნახო,საავადმყოფოში უნდა წავიდე.მიშო წამოდგა და კარებში გაშეშებული მდგარი ელისო დაინახა,რომელიც ტელევიზორს უცქერდა.ეწყინა რა თქმა უნდა,მაგრამ გაახსენდა ის ტკივილით გამოწვეული წყენა.ტკივილი მარტო ის არაა,რომ გაიქცე და ფეხი იტკინო,ყველაზე მწარე ტკივილი სულის ტკივილია და მასზე მწარე ის არის,რომ შენს გარშემო ადამიანებს არ შეუძლიათ მისი დანახვა და ვერც ამჩნევდნენ თუ როგორ გტკივა,ჩუმად გტკივა და ეს სიჩუმე უფრო გტანჯავს და განადგურებს.ხშირად დუმილში უფრო მეტი გრძნობა დევს,ვიდრე სიტყვებში.ხრისტო გაოცებული შეხვდა ამ სიჩუმეს და მიშოს შეეკითხა და დადარდიანებულ ოჯახის წევრებს თვალი გადაავლო.
---რამე უბედურება მოხდა,თქვენი ახლობელი დაიღუპა?
---ეს ის არის,ვინამაც ძალიან მატკინა,მაგრამ ახლა თავად ებრძვის სიკვდილს.უთხრა ჩუმად ელისომ.ელისოს აღარ ჰქონდა შემორჩენილი ძველი გრძნობების სითბო.ეგონა ის ადამიანი,რომელიც უყვარდა და მის გვერდით უნდოდა მთელი მისი ცხოვრების გატარება,ვერ იგრძნო განშორების ტკივილი მასთან,მაგრამ შეეცოდა როგორც ადამიანი.
---რას გრძნობ მის მიმართ ელი.
---უკვე აღარაფერს,მაგრამ უგულო არა ვარ,შემეცოდა როგორც ადამიანი.
---აპატიე ტკივილი?
---მეგონა არასოდეს ვაპატიებდი,მაგრამ ესეც შევძელი და ვაპატიე.
---კარგია,რომ ეს შეძელი.მხოლოდ,ასე არა ელი.მასთან უნდა მიხვიდე და ახლოს უნდა უთხრა პატიება.
---რომ ვერ გაიგოს?
---თუნდაც ვერ გაიგოს,ის მაინც იგრძნობს შენგან პატიებას და მისი სული დამშვიდდება.ელისომ საბრალო თვალებით შეხედა ხრისტოს და შეეკითხა.
---შევძლებ კი მასთან ახლოს მისვლას?
---გულმა ის თუ შეძლო,რომ ის დიდი ტკივილი აპატიოს,მასთანაც მიგყვება და შენ შეგაძლებინებს მის ნახვასაც.ვიცი გიჭირს,და მეც შენს გვერდით ვიქნები და ძალას მოგცემ.
---რატომ ხარ ასეთი კარგი ექიმო.
---ელისო ჩვენ ყველა უფლის შვილები ვართ,ყველა მომკვდავი. შეშლით შესაძლებელია ყველას შეგვეშალოს,უნდა შევძლოთ ერთმანეთის პატიებაც და თუ საჭირო შეიქნება ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ.უნდა შევძლოთ კიდეც შეცდომის ღიარებაც,სულ ესაა მეტი არაფერი და არ მგონია დიდ პრობლემას წარმოადგენდეს ამის გაკეთება.ელისოს მკრთალად ჩაეღიმა და ხრისტოს გულწრფელი მადლობა გადაუხადა.
---მადლობა ამ წუთში,რომ ჩემს გვერდით ხარ.
---თუ საშუალებას მომცემ,სულ შენს გვერდით ვიქნები და ყოველთვის გაგიმაგრებ მხარს.თინიმ მაგიდა გააწყო და ერთად მოჟღურტულე ბეღურები მაგიდასთან მიიწვია.რამოდენიმე წუთის წინ,ყველას სევდიანი სახე ჰქონდა,ახლა კი ყველა იღიმის მაგრამ აშკარად იგრძნობა ამ ღიმილის მიღმა ტკივილი.მიხვდა ხრისტო რომ ეს ღიმილიც,მის გამო არის.არ უნდა მასპინძელმა მასში გაჩენილი სევდა სტუმარს დაანახოს.ელისო მიუხვდა ფიქრებს ხრისტოს და უთხრა.
---ქართველ ადამიანს საოცარი განწყობის უნარი აქვს.რაცარუნდა უხასიათოდ იყოს,არ აგრძნობინებს მის ტკივილს უცხო ქვეყნის შვილს და თავის თავს დახარჯავს ბოლომდე კარგი განწყობის შენარჩუნებისათვის.ჩვენს ფესვებში ჩვენი სულის ფოთლები ტორტმანებს და ძალიან ძნელია ამ ფოთლების გაუფერულება.ქართველი ქალი,ეს არის თავით ფეხებამდე აბრეშუმისა და ხავერდის ტანისამოსში გახვეული მეჩვიდმეტე საუკუნის ცივილიზაცია,ეს არის ვენეცია,ეს არის სიცილია,ეს არის თვით საბერძნეთიც კი.მაგრამ მუდამ გახსოვდეს,საქართველო წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყანაა და თავად ის გამოიყვანს მას განსაცდელიდან.მე მჯერავს რომ თვით წმინდა მარიამ ხვთისმშობლის ლოცვა გადაარჩენს მას.არ ვიცი როდის,მაგრამ გადავწყვიტე იმ ადგილას წაგიყვანო,სადაც ბერძნები ცხოვრობენ.ქართველი-პონტიელი ბერძნები,აქ ორი სოფელი ეჭირათ მათ და ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად.
---მართლა?ძალიან დამაინტერესე. გაეხარდა ხრისტოს ელისოს შემოთავაზება.
---მართლა და ამ ინტერესს,აუცილებლად დაიკმაყოფილებ.
მიშიკომ საავადმყოფოში შევიდა და ჯიმი იკითხა მისაღებში,თუ სად ენახა,სადაც არასასიამოვნო ამბავი უთხრეს.შემდეგ კი პატარას პალატისაკენ წავიდა და იქ ჯერ კიდევ სისხლიანი ტანისამოსით იჯდა ლელი თვალებდახუჭული და ელოდა საშინელი ამბის გაგებას.მიშო ახლოს მივიდა და ფრხილად შეეხო მხარზე,რაზედაც ლელი დაფეთებული წამოხტა ფეხზე.
---ნუ გეშინია,დაწყნარდი.ჯიმის მეუღლე ხართ ხომ?
---დიახ,თქვენ?
---ჩვენ მეგობრები ვართ მისი,ვწუხვართ რომ მის გვერდით არ ვიყავით და ვერ დავიცავით ის.ბავშვს სერიოზული ჭირს რამე?
---ტასოს ხელი აქვს მოტეხილი,ძინავს დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული,ძალიან ტკიოდა ჯერ ხომ ის მხოლოდ 3 წლისაა.
---ხომ არ წახვიდოდით სახლში და გამოიცვლიდით,მე დავრჩები აქ.თუ გინდათ ჩემთან წაგიყვანთ.
---სახლში არ მინდა მისვლა,სასტუმროში წავალ.
---არა,სასტუმროში არ წახვალ.შაკო წაგიყვანს ჩემს ბინაში და იქ მოწესრიგდით.არ მოგერიდოს ჩემს საცოლეს დაურეკავ და ის მოგეხმარებათ.შაკოს გასაღები მისცა და სახლში გაუშვა ლელისთან ერთად.შემდეგ თინის დაურეკა და აუხსნა ყველაფერი,თინიც სასწრაფოდ წამოვიდა სახლიდან და შაკოს მისვლამდე ის უკვე მისული იყო.ლელის შეხედვამ კი ძალიან ააფორიაქა,სულ ერთიანად სისხლიანი რომ იყო,დაიბნა თინი.პირველი რაც გააკეთა ლელიმ აბაზანაში შევიდა დაიბანა,მოწესრიგდა,გამოიცვალა და არც დამჯდარა ისევ საავადმყოფოში წავიდა.ტასოს გამოღვიძებოდა და მიშოსთან ერთად ხელებზე წიბუ-წიბუს თამაშობდნენ და იცინოდნენ.მოულოდნელად დედას შეასწრო თვალი და ბედნიერი ხმით დაუძახა.
---დედაააა,სად იყავი.მამიტო ნაქე?
---მამას, დღეს ვერ ვნახავთ ტასო. ხვალ ვნახოთ.მიშოს მიუბრუნდა და მადლობა მოუხადა.ამ საუბარში პალატაში გურამი შემოვიდა და ლელიმ გაცეცხლებული თვალებით შეხედა.
---როგორ გაბედე აქ მოსვლა,არ აგიკანკალდა ფეხები?
---არ გინდა ლელი გთხოვ.შეევედრა გურამიმ და შვილისკენ წაიწია.
---არ მომეკარო გადი,გადი აქედან.არ იფიქრო ჩემთან მოსვლა,არ გაბედო და არასოდეს მომიახლოვდე.
---მაპატიე გთხოვ შვილო.ვაღიარებ,რომ ბევრი შეცდომა დავუშვი,მაგრამ გამოვასწორებ.ყველას ბოდიშს მოვუხდი,მხოლოდ შენ ნუ მკრავ ხელს.
---გამოასწორებ?მიდი გამოასწორე და ჩემს შვილს ჯამრთელი და ისევ ისეთი მამა დაუბრუნე როგორიც იყო ჯიმი.მიდი,რატომ გაჩერდი შენ ხომ ყოვლის შემძლე ხარ.ერთადერთი ქალიშვილისთვის რას არ გააკეთებ და რას არ გაიღებ.ხოდა მიდი გააკეთე ეს.ახლოს მივიდა,ხელით ტასუნასკენ მიატრიალა და ტირილით უთხრა.-რა დაგიშავა იმ ანგელოზმა,ასე რომ გაწირე.რატომ წაართვი მამა ასეთ პატარას.გურამი თავდახრილი იდგა და თვალს ვერ უსწორებდა ვერც შვილს და ვერც შვილიშვილს.შაკო და მიშო გაოცებულები იყვნენ ლელის მტკიცე ხასიათით.ამ დროს ექიმი შემოვიდა პალატაში და დამწუხრებულად უთხრა.
---ვწუხვარ,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ,მაგრამ ვერ შევძელით.ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა.აქ კი სამყარო გაშტერდა და გაშეშდა ლელის თვალში და უეცრად გურამის ზიზღიანი თვალებით შეხედა და მთელი ხმით უყვირა,თან მისკენ წაიწია,რომ არა იქვე შაკო ალბად მშობელ მამას ხელითაც კი შეეხებოდა.ვერ მიაღწია მათან და მთელი ხმით იღრიალა.
---მოისვენე,აღარ შეგაწუხებს მასზე ფიქრი,როდის და როგორ მოიშორო თავიდან.პირველივე მცდელობაზე შედეგი გამოიღო შენმა ბინძურმა გეგმამ.ცოდვები როგორ გაძინებს,როგორ.ნუთუ არ გრძნობ დანაშაულის გრძნობას?ნუთუ დავიჯერო მართლა ასეთი უგულოა ჩემ მამა?მამა რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.მე დღეს დავობლდი,რადგან აღრ მყავ ს მამა,არ მინდა მყავდეს შენისთანა მამა,არააააა.გურამიმ თავი დახარა და პალატიდან გავიდა მძიმე ნაბიჯებით.შაკომ გულზე აიკრა ლელის დაუძლურებული სხეული და მის დაწყნარებას შეეცადა.როდის-როდის ჩაწყნარდა და მიშომ ჯიბიდან ამოიღო ჯიმის მიერ დატოვებული კონვერტი და ლელის გაუწოდა ცრემლიანი თვალებით.არ ქონდა ამ წერილის კითხვის თავი,მაგრამ მაინც შეძლო და ბოლომდე ჩაიკითხა.
ჯიმის აღსარებითი წერილი ლელის.

---ვიშლები,ნელ-ნელა ვიშლები,მე ჩემს ნაწილებს ვკარგავ და ვიფანტები ისე,თითქოს არც არადროს მიარსებია.ვიშლები და არც ის შემიძლია,ჩემი ნაწილები რომ შევინახო და ვიცი,არც შენ მოხვალ ჩემს სანახავად.არ გამოგიშვებს მამაშენი და ლელი მე კი უთქვენოდ ვიცლები.ეს ისეთი გრძნობაა,თითქოს შენიდან ერთიანად ცდილობს ყველაფერი გამოსვლას,გაქცევა გინდა და თავად საკუთარი თავიც,რომ გამირბის არ შემიძლია დავამშვიდო,ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება,რადგან ვიცი რომ არც არაფერი არ იქნება კარგად.ვერ დაგაიმედებ იმით,რაც თვითონაც არ მჯერავს სასიკეთოდ შემობრუნების.თანდათან მიპყრობს საშინელი გრძნობა და დღითი დღე ვგრძნობ მაკლდება რაღაც მნიშვნელოვანი,ეს რაღაც კი ძალაა.ძალა რომელიც არ აქვს,გამოფიტულ ორგანიზმს.მაპატიე,რომ ღია იარა დაგიტოვე,რომელიც ყოველ ჩემს გახსენებაზე მწარედ აგეწვება.არ მინდა წასვლა,თუმცა სიკვდილი ძალიან ახლოსაა და უკვე ვეღარც შევაჩერებ მას.რომც შევეხვეწო ცოტა ხნის სიცოცხლე,ვიცი უკან ცარიელი არ დაბრუნდება,მეც თან უნდა წამიყვანოს.დასრულდა ჩემი ყოფა ამ ქვეყნიურ სამოთხეში,უმჯობესია ასე წავიდე და არა ისე დავრჩე როგორც ჩამსხვრეული და დასახიჩგრებული მინა,ყველას რომ შეეშინდეს ჩემთან მოახლოვების.მე მამაშენის ხელში მისი მარიონეტად ვიქეცი შენი და ტასუნას დაბრუნების გამო,საბოოლოოდ კი გავანადგურე თვით ჩემი თავი.შენ ნუ იზამ ამას,რომ ბოლოს ჩემსავეთ ინანო და თან მწარედ ინანო.ჩემი სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს,შენთან ვტოვებ გაუფრთხილდი მას.მაპატიე რომ თურმე ვერ შეგიყვარე,მაპატიე რომ ჩვენი ქორწინება,ტყუილზე აგებული ქორწინება იყო.ვცდილობდი ყოველთვის თავი ისე დამეჭირა,მოსიყვარულე ქმარი და მეუღლე ვყოფილიყავი შენი საახლობლოს თვალში,ვახერხებდი კიდეც ამას,მაგრამ ვხვდებოდი რეალურად შენც იგივეს აკეთებდი ჩემს გვერდით ყოფნისას,ამიტომ ვერასოდეს გადავლახეთ და ვერასოდეს დავამსხვრიეთ ჩვენს შორის აღმართული მყარი კედელი.რატომ,რატომ დავუშვით ლელი თავიდანვე და ჩვენს შორის რატომ ჩავაშენეთ ეს ყრუ კედელი?ფაქტია,რომ ალბად ორივეს ასე გვინდოდა.მე ყველაფრის და მიუხედავად,რაც არ უნდა ბევრი მინუსები მქონდეს შენს წინაშე,მაინც ბევრჯერ ვცადე ამ კედლის დარღვევა შენს გარეშე,მაგრამ საბოლოოდ მაინც მარტო ვიდექი კედლის მიღმა,მეორე მხარეს.არ შემეძლო მეყურებინა ისე,თითქოს ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენდი.არ შემეძლო მეყურებინა შორიდან და არ გამეკეთა ის,როცა შემეძლო არ მიმეშვი დიდ ნაპრალთან.შენც არსოდეს გიცდია დაგენახა გულით,ყოველი სიტყვით,ყოველი მზერით რომ გეუბნებოდი და გაფრთხილებდი უხმოდ და უსიტყვოდ.რამდენჯერ გადავლახე ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემს ცხოვრებაში და შორს მინდოდა შენთან ყოფნა,მაგრამ რეალურად საკმარისი იყო შენი სურნელის შეგრძნება და ისევ მაბავდი შენთან და ისევ მაკარგვინებდი თავს არც კი მეკითხებოდი,მინდოდა თუ არა თავის დაკარგვა.ვეღარ ვატევ გულში ამდენ დარდს,აღარ შემიძლია,აღარ მინდა ეს სევდა გულში დავიტოვო და დამძიმებული გულით წავიდე,აქამდე მეგონა არაფერს არ ვგრძნობდი შენს მიმართ,მაგრამ ახლა მეშინია,მეშინია რომ საკუთარ თავს გამოვუტყდე,თურმე ასეც არ ყოფილა.მაპატიე ძვირფასო,ერთადერთი ახლა რაც გამომდის შენზე ფიქრია და კიდევ და კიდევ მაპატიე.უკვე ვიშლები ნაწილებად და ისევ ჩემში იფანტება ეს ჩემივე ნაწილები.ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი რჩება შენთან და წასვლის წინ გულით გაგიღიმებ და ჩუმად გეტყვი.
გაუფრთხილდი ჩემს საჩუქარს, რომელიც ტასუნას სახით გყავს გვერდით.იცი ახლა რა ადვილია ჩემთვის სუნთქვა?რადგან თავისუფალი გულით მივდივარ და გთხოვ ცხოვრება გააგრძელე,მაგრამ ფრთხილად იყავი,რადგან იცოდე ამ ყველაფრის უკან მამაშენი დგას.ლელი ნუ ენდობი მას,იცოდე ის გადაგჩეხავს იმ ნაპრალში,რომელშიც ჩავარდნისგან მე გიცავდი და ჩემს თავზე ვღებულობდი ყველაფერს.ამ წერილით ბევრი რამის გაგება შეიძლება,თუ გულდასმით წაიკითხავ,რადგან ამდენი საუბრის დრო არ მქონდა,ამ წერილით გეუბნები ჩემს უკანასკნელ სათქმელს,სინანული გვიან არის ჩემგანაც და შენგანაც,ამ სიტყვებს წაიკითხავ და ცრემლით დაასველებ თითოეულ სიტყვას,მაგრამ გახსოვდეს,ახლა მე კიარა,შენი და ტასუნას ცხოვრებაა მნიშვნელოვანი.დამპირდი,რომ ფრთხილად იქნები,მყარად დადექი და შენი თავი დაიცავი,შენი და ტასოს სიცოცხლე,მხოლოდ შენს ხელშია.ადამიანს რომელსაც სხვისი ბედნიერება უხარია,ის აუცილებლად იქნება ბედნიერი,შენ იმსახურებ იყო ბედნიერი ლელი.იმაზე სწრაფად გავიდა დრო,ვიდრე ჩვენ გვეგონა.არასოდეს,არასოდეს დაუხარო თავი სულმდაბალ ადამიანებს,არც მოწყენილი უჩვენო მათ შენი სახე და გაიღიმე,გაუღიმე იმათსაც ვისაც შენი სევდიანი სახის დანახვა უნდათ.შენ ძლიერი ხარ,ვიცი რომ შენს ცხოვრებას კარგად გაუძღვები.ეს ბოლო დღეები სულ შენზე ვფიქრობ ლელი.როცა ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში ვიწექი და აზრზე მოვედი,პირველი შენი სახე მომელანდა და ჩემი ბოლო ამოსუნთქვაც შენს სახელს წარმოთქვამს.ვცდილობ სხვა რამეზეც ვიფიქრო,მაგრამ ყველა ფიქრს შენი სახე ასრულებს.არაფერი არ იდარდო ლელი ისევ შემოაღებს გაზაფხული კარებს მისი უჩვეულო სურნელით და ისევ აყვავდება ენძელები.ცივი ნიავიც დაუბერავს და მას სითბო შეცვლის.დრო კი არ გაჩერდება,მიდის და დროსთან ერთად,ქარს მიაქვს ჩემი უამრავი აუსრულებელი ოცნებები.დავიღალე ლელი და ძალიან მიჭირს.მიუხედავად იმისა ბევრი ვიბრძოლე ჩემი ბედნიერების დასაბრუნებლად,საბოლოოდ მაინც იმ ადამიანმა მომიღო ბოლო,ვინც ჩემი გრძნობები და ოცნებები გათელა,ყველა და ყველაფერი წამართვა და გააუფერულა ჩემში.გახსოვდეს ლელი ყველა ჩვენს ირგვლივ შექმნილი უბედურებების და უდანაშაულო ხალხის სიკვდილიანობის მიზეზი მამაშენია.ჩემთვის სულ მალე დაღამდება სამუდამოდ და დავისვენებ,მაგრამ არ მომასვენებს ფიქრი იმ ხალხზე ვისაც ამ წუთში საფრთხე ემუქრებათ.ხომ ხედავ არეულად ვწერ,ხელი დამეღალა მაგრამ იმედია გაიგებ რას ვწერ და რა მინდა გითხრა.ძალიან მიჭირს ძვირფასო,მაგრამ არც ის მინდა ჩემი სევდა მოვახვიო ვინმეს თავს,მინდა რომ ყველას ისეთი ვახსოვდე,მხიარული და არა დეპრესიული. ცხოვრებაზე ხელჩაქნეული და გულჩათხრობილი.შენ ყველა ადამიანში ეძიე სულის სილამაზე,არ მიაქციო ზურგი ღარიბ ქოხში მცხოვრებ მეგობრებს,რადგან ასეთ ადგილებში გაზრდილი ადამიანის სულში უფლის სავანე ბუდობს.გიყვარდეს,ყველა გიყვარდეს ლელი თუ გინდა სულის სიმშვიდე ჰპოვო უფალთან.რაც ვერ გავაკეთე შენ გეუბნები გააკეთე და ბოლომდე დაასრულე,რადგან ჩემსავით რომ არ გქონდეს გული დამძიმებული და ტასუნამ ლაღად იცხოვროს მომავალში.მშვიდობით ლელი და მაპატიე,რომ აქამდე გულწრფელი არ ვიყავი შენთან,არ მქონდა ამდენი გამბედავობა.მშვიდობით.
ლელიმ წერილი წაიკითხა და მუხლებზე დაემხო,იტირამანამ სანამ სანამ გული არ წაუვიდა და რომ გამოიხედა უკვე დაღამებული იყო,მის საწოლთან კი შაკო იჯდა დაფიქრებული სახით.ტასოსაც ჩასძინებოდა და საყვარლად აცმამუნებდა პატარა ტუჩებს,რადგან შაკოს მისი საწოვარა ვერ ენახა,თითი ჩაედო პირში და მას წუწნიდა.შაკომ სახლში წავიდა და ყველა ვახშამზე იჯდა,სახლში შესვლა და ყველამ ამოიკითხა მის სახეზე ღრმა მწუხარება. ყველას ეწყინა ჯიმის გარდაცვალება,მიშომ ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ელისოს გაუწოდა.უხმოდ გამოართვა წერილი,ბოდიში მოიხადა ადგა და თავის საძინებელში შევიდა.
ჯიმის წერილი ელისოს.

ამ წერილს ვწერ და გარეთ ღამე არის,ირგვლივ სიწყნარეა და მე მტანჯავს ის,რომ შენამდე ვერ მოვედი პატიების სათხოვნელად.შენ ვარსკვლავად შემოხვედი ჩემში და ასევე ვარსკვლავად დარჩი,რომელიც ჩემს ცაზე კაშკაშებს მხოლოდ.გეფიცები არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება,ესეც ერთ ერთი ჩვენი საერთო მტრის გეგმა იყო და მე კი მისი მარიონეტი,რადგან მქონოდა უფლება ჩემი პატაა ტასოს ნახვის საშუალება მქონოდა,მაგრამ მადლობა შენ რომ დროზე ადრე მიხვდი ყველაფერს და ყვ ელაფერი ჩაიშალა.შენ ელისო კოვზაძე იშვიათი ადამიანი ხარ და არასოდეს არ შეიცვალო,ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სხვა ძვირფასი სამკაულებისთვის.მე ვერ დაგაფასე და მე გატკინე,მაპატიე ელისო,მაპატიე,რომ ჩემმა გულმა მშვიდად წავიდეს ამქვეყნიდან.ესაა სულ რაც შენთვის მინდოდა მეთქვა,მაგრამ ბოლოს მინდა სათხოვარი გთხოვო,მხოლოდ ერთი და უკანასკნელი სათხოვარი.მე რომ შავი კაბა მიყვარდა შენს ტანზე,იმ კაბით მოდი ჩემს ცხედართან და ჩუმად მითხარი გაპატიეო,ნუ გეგონება და ნუ იფიქრებ,რომ მე ვერ გავიგონებ.მე გავიგონებ და ჩემი გულიც მშვიდად იქნება.ერთადერთი ქალი ხარ,რომელიც ასე ძალიან მიიღო ჩემმა გულმა.ვიცი ამ წერილის კითხვისას იტირებ და ტირილშიც კი ჩაგეძინოს,მაგრამ მეორე დღეს კი ისევ მზე გამოანათებს და ახალი დღე დადგება.შენ ძლიერი ხარ,გაუძლებ კიდევ ერთ ტკივილს.მე არავის არ დავუთმობდი შენს თავს,მაგრამ არ მინდოდა შენც ჩამეთრიე ბინძურ თამაშში და შენც ჩემსავით სხვისი მარიონეტი გამეხადე.შენ შეგიძლია ყველასგან დაიმალო,მაგრამ არა შენს თავთან,შენ ისეთი სუფთა ხარ,როგორც წყარო და არ გჭირდება არავინისგან დამალვა.ჩემი წასვლიდან სულ მალე მორჩება ყველაფერი და ცხოვრება გააგრძელეთ უშიშრად,რადგან საზოგადოებას ძალიან დიდი გველეშაპს მოაშორებენ.მშვიდობით ელისო და მაპატიე.
დილით თვალებდასიებული გამოვიდა საძინებლიდან და ხრისტოს შეეჩეხა პირველს.
---ელი როგორ ხარ.შენთან მოვდიოდი,არ გიძინია ხომ?
---არც შენ გიძინია,თვალები გაქვს ჩაწითლებული.
---მართლა ვერ დავიძინე,გინდა ვისაუბროთ?თავის საძინებელში შებრუნდა ელისო და ხრისტოს მიაჩერდა უძილარი,ამღვრეული თვალებით და უთხრა.
---შემოდი,ახლა მხოლოდ შენთან საუბარი დამიმშვიდებს გულს და მაგრად მომხვიე ხელები,რომ სუნთქვას შემიკრას, რომ ძვლები ამატკივოს.ახლა მხოლოდ შენ მჭირდები და ისეთი რამე მითხარი,რომ ამატიროს და ამავდროულად ძლიერიც გამხადოს,ისეთი ძლიერი,რომ ცხოვრების დაწყება სულ თავიდან მომინდეს.გადამარჩინე,ხრისტო და ჩემი სულიც გადაარჩინე,ჩემი სული რომელიც შენ გეძებს,მოგძებნა და უშენობას ვეღარ უძლებს.შენთან სიახლოვეს რომ მიაჩვიე,უშენოდ ცხოვრებაც ასწავლე,რომ შენგან სიშორე არ გაუჭირდეს.ნუ დამტოვებ უგულოდ,ნუ წამართმევ შენც გულს რადგან უგულოდ და უსულოდ უგუმბათო ტაძარივით ვიქნები.გადამარჩინე,ჩემი სული გადაარჩინე,გთხოვ,ეს ხომ მარტო შენ შეგიძლია.ხრისტო ჯერ უსმენდა და შემდეგ ახლოს მივიდა,ხელები მართლა შემოხვია და მის მკერდზე დაადებინა თავი,თან უთხრა.
---ვიცი,ძალიან მძიმე დღეებია შენთვის,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ჩემს ცხოვრებას კიდევ მერამდენედ მივეცი აზრი შენი არსებობისთვის და შენი ჩემს გულში ჩასახლებისთვის არც კი მახსოვს.მე უკვე დარწმუნებული ვარ,ვისთვის უნდა ვიბრძოლო და ვიცხოვრო.მე ძალიან ბედნიერი ვიქნები ელი,რომ დილით შენთან ერთად გავიღვიძო და შენი სუნი შევიგრძნო ჯერ კიდევ შენს გვერდით მძინარემ.ჩვენ ერთმანეთს გადავარჩენთ საყვარელო.დღეს, მხოლოდ დღეს და ამ დღეებს გაუძელი და უნდა შეძლო მის დასაფლავებაზე წასვლა.
---არ ვიცი ოდესმე თუ დავივიწყებ,თუ როგორი მტკივნეულია როცა გულში ნაკვერჩხალი ღვივის,მაგრამ შენ შეძელი ეს მიმქრალი ნაკვერჩხალი გააღვიძე და ცეცხლად აქციე.ჩემი გაყინული გულიც გაათბე და ნატკენი ჭრილობები მომიშუშე.მინდა ამ ტკივილებ მოშუშებულმა სიამაყით,რწმებით და სიდიდით დავდგე მკაცრი ცხოვრების წინ,შენთან სიახლოვით დრომ ნელა-ნელა ჩამორეცხოს ეს სევდიანი წარსული და მინდა ვიყო ბედნიერი,შენთან ერთად.
---მე შენთან ვარ,ტკივილს შეგიმსუბუქებ და სიყვარულს გაჩუქებ.იცი როგორ მივეჩვიე შენს ღიმილს?ღიმილს რომელიც უღვინოდ მათრობს.გეფიცები ვერავინ ვერ შეგიყვარებს ასე ძლიერ,როგორც მე ჩემო სიხარულო.
---მინდა,მინდა შენს ტკივილად ვიქცე,იცი რატომ?იმიტომ, რომ არასოდეს დაგავიწყდე.ხრისტომ თავი ააწევინა მაღლა და მათი ბაგეებიც შეერთდა.ვნება აღძრული გამოხედვით შეხედა ელის და მისკენ მჭიდროდ მიიზიდა,მის ტანზე აიკრა,ტანი-ტანს შეახო,ტუჩი-ტუჩს და ვნება მიზიდულობაში გადაიზარდა და ორივე თავდავიწყებას მიეცა.
---შენი თვალები მიყვარს,ის ისეთი სუფთა და წმინდაა.შენი ტუჩებიც მიყვარს,ჯერ კოცნაც რომ არ იციან წესიერად.იცი?ჩემი დილის პირველი სხივი რომ ხარ? შენი თბილი ღიმილიც მიყვარს გაზაფხულივით,ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და შემოვიაროთ დედამიწა,ერთად ვიყოთ აქაც და იქ იმ ცხოვრებაშიც.
სამი დღის განმავლობაში მიშო და შაკო არ მოცილდა ლელის და გვერდით დაუდგა ეს უცხო ადამიანები,ვერ მიატოვა და მის გვერდით იყვნენ,რასაც არ ელოდა ლელი და ძალიან დიდი მადლობელი იყო. ირგვლივ სიჩუმეა უტყვი და მდუმარე, სანთლები ტირიან,იღვენთებიან და სუსტად ციმციმებს.სათქმელი ბევრია და შენი თხოვნა იგივეა ფიქრი კი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ.დრო ნელა, ალბათ, არც გადის.ცრემლები? ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრია, ძალიან ბევრი,ყველა ტირის,ყველას თვალზე ცრემლს ვხედავ.არ ვიცი მხოლოდ შენს ახალგაზრდობას ტირიან ასე უდროოდ რომ მიდიხარ,თუ ასეთი კარგი იყავი,ყველას ენანები ასე ადრე წასასვლელად იქ,საიდანაც არავინი არ ბრუნდება უკან.უჩვეულოდ შავი ფერი დაჰკრავს დღეს საღამოს.წელს უშენოდ დადგება გაზაფხულიც,ზაფხულიც და წელიწადის ყველა დრო,შენ კი აღარ მოხვალ.ო რა მწარედ ამატირა ჩემმა უიღბლობამ შენს მონატრებას შეტოვებულმა.მონატრება, რომელსაც შენი სახელი ჰქვია და ეს გრძნობა გაუსაძლისია.ვერასოდეს ვეღარ ამოვავსებ და ასე ცარიელი იქნება სულ ყოველთვის. მიყვარხარ,ხო მიყვარხარ ამ სიტყვას ახლა გეუბნები,რადგან შენს დავისწყებას ვგრძნბ,ვიცი რომ ვერასდროს ვერ შევძლებ.შენთან მინდა,შენი მოფერება მინდა და შენი ჩახუტება შენი სუნი რომ შევიგრძნო.ის დრო მომენატა შენს სახეს უდარდელი და უშიშარი ღიმილი რომ ამშვენებდა.ის დღეები სამწუხაროდ გაქრა,აღარ დაბრუნდება აღარასოდეს,გული ვეღარ ითმენს და თვალები ყველგან შენ გეძებს,მაგრამ ვერ გპოულობს.იქ სადაც უნდა იყო ახლა,სრული სიცარიელეა და ქაოსი.მენატრები ახლაც და მომენატრები ყოველთვის ჯიმი.არ იღლებოდა არც ფიქრით და არც ტირილით.გვიან,ძალიან გვიან გააცნ ობიერა მის გულში,თუ რაოდენ დიდი სიყვარული ყოფილა და გული დაწყდა,რომ ეს ახლა შეიგრძნო,ჯიმის სკვდილის შემდეგ.
დილას უჩვეულო სიჩუმემ გააღვიძა წამოდგა და მოემზადა და ელისოს საძინებელთან მივიდა.ფრთხილად დააკაკუნა და ელისომ გაუღო კარი,არ შესულა მხოლოდ შუბლზე აკოცა და უთხრა.
---ჩაიცვი,მე ქვემოთ დაგელოდები.ელისომ შავი კაბა ჩაიცვა,ის შავი კაბა რომელიც ჯიმის უკანასკნელი თხოვნა იყო და ასევე შავი მოსასხამი მოიმცვა.ხრისტო გააოცა დასაფლავებაზე მისულმა აუარებელმა ხალხის ნაკადმა.ელისოს ტირილი უნდოდა,გულზე აწვებოდა ცრემლი მაგრამ არც ის უნდოდა,ვინმეს დაენახა ატირებული და ცრემლიანი.მიუხედავად იმისა სული ძალიან ტკიოდა და არ ჰქონდა მიზეზი ღიმილის,მან ტასუნას შეხედა და მკრთალად გაიღიმა.ამ ღიმილში შეეცადა დაემალა მისი განცდები.წასვლა უნდოდა იქედან,უნდოდა გაქცეოდა ამ ტკივილით დამძიმებულ გარემოს,მაგრამ ხრისტოს ხელმა შეაჩერა ადგილზე.გაბედა და ახლოს მივიდა ჯიმის სხეულთან,დაიხარა და ჩუმად უნდოდა ეთქვა გაპატიეო,რომ ამ დროს ხალხში ჩოჩქოლი ატყდა და გურამს რომელსაც ეგონა ლელის სიბრაზე გადაუვლიდა,დასაფლავებაზე ჩვეულებრივად მივიდა,მაგრამ გურამის შესვლა სახლში და ლელის ღრიალი ერთი იყო,რამაც პატარა ტასო შეაშინა და ატირდა და თინიმ ჩაიკრა გულში.ლელი ძუ ვეფხვივით აეფარა ჯიმის ცხედარს,ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან,წამოდგა ფეხზე და წინ აღუდგა ხელებგაშლილი.
---არ გაბედო და ახლოს არ მოხვიდე,არ მიეკარო,არ წაბილწო კიდევ მისი მონანიებული სული.შეეშვი,საკმარისია რაც გააკეთე,რა გინდა,იქაც გინდა დაავალო რამე სიბინძურე და ააწიოკო იმ ქვეყნად დაწყნარებული ხალხი?წადი,წადი არ მჭირდები,აღარ მყავს მამა,მამა რომელიც ასე მიყვარდა,ის ჩემი ქმრის მკვლელია,ისე როგორც ჩემი დედიკოსი.ახლა ვხვდები წლების წინ მომხდარს,მაშინ 6 წლის პატარა გოგო ვიყავი,როცა საძინებელში შემოვედი და დედის გაფითრებული სახე და ტკივილისაგან გაფართოვებული თვალები დავინახე.შემეშინდა მაშინ და დამაწყნარე,დედას ყელსაბამი ვუყიდე და ვუკეთებ,გადი და მეც მალე გამოვალო.უხმოდ გამოვედი თქვენი საძინებლიდან და მალე მომყევი უკან.შემდეგ კარგად ითამაშე,დედა დაღლილია და სადილი მე და შენ მოვამზადოთო,სადღაც ერთ საათში დედის დასაძახებლად გამიშვი,არც შეგეცოდე,არ მოერიდე პატარა ბავშვის ფსიქიკას თუ რა დამემართებოდა მკვდარი დედის ნახვისას.ბევრი ვეძახე დედას,მაგრამ მე ის ვეღარ დავაღვიძე,მაგ ბინძური ხელებით მოუსწრაფე სიცოცხლე.მკვლელი ხარ,მკვლელი.ახლა ვეღარ დაიმალები,ახლა ვეღარ ჩაფარცხავ შენს სიბინძურეს.ყველაფერი ვიცი,ჯიმის ყველა ჩანაწერები გადავიკითხე.,მე მამა კიარა სატანა მყოლია,არადა როგორ ვამაყობდი შენითანა ადამიანი რომ მედგა გვერდით,ამ დროს კი საშიში ყოფილხარ,ასე თავისუფლად როგორ დადიხარ,მიწა როგორ ზიდულობს შენისთანა ცოდვით დამძიმებულს.წადი,წადი აქ სრულიად ზედმეტი ხარ.გურამი გაფითრებული იდგა და შებრუნდა წასასვლელად,მაგრამ მის წინ ორი ფორმიანი დადგა და არ მისცეს წასვლის ნება.
---უკაცრავად ბატონო გურამ განყოფილებაში უნდა გადაგიყვანოთ,რადგან საკმაოდ გვაქვს სამხილები თქვენი დაკავების შესახებ.ისე იყო გათიშული,სხვა დროს ალბად თავს გაიგიჟებდა და მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდებოდა,მაგრამ ახლა არც გაუწევია წინააღმდეგობა,კარებში გასვლისას ერთი მოხედა ლელის და მისი სიტყვებიც კარგად გაიგონა.
---ეს უნდა მომხდარიყო,ის რომ დაეჭირათ და სამართალი აღმსდგარიყო?შენ უნდა მომკვდარიყავი,რომ მას თავი დამნაშავედ ეგრძნო და ასე უბრძოლველად დანებებულიყო?შენი შეპირება და შენი თხოვნა,შევასრულე ჯიმი.შენი დაუსრულებელი საქმე დასრულდა საყვარელო,აღარ დაიღვრება სისხლი,აღარ იქნება ამდენი ბოროტება.გული მომიკლა შენმა წერილმა და ადგილზე გამათავა,მართალია წლების განმავლობაში ჩვენს შორის მყარი და ურყევი კედელი იყო ჩაშენებული და ვერცერთმა ვერ შევძელით ამ კედლის დამსხვრევა.მე ახლა დავინახე რაოდენ სუფთა გულის ყოფილხარ და რა სუფთა სული ყოფილა შენში.გული მტკივა ახლა ასე მდუმარეს რომ გხედავ,მაგრამ მე ხმამაღლა ვიტყვი ყველას გასაგონად,რომ ვამაყობ შენით.არა,არ ჩავიქნევ ცხოვრებაზე ხელს და ვიქნები ყველა გაჭირვებულის შემფარე,ყველას დავეხმარები შენი სახელით,რომ დიდხანს იარსეოს შენმა სახელმა,ამავე დროს ჩვენმა ტასომ იამაყოს შენისთანა მამით.ტასო თინის ყავდა და ისე შეეჩვია ამ ფუმფულა და ცისფერთვალება თოჯინას,რომ ძალიან გაუჭირდებოდა მასთან დაშორება.შაკო ლელის ახლოს ტრიალებდა და გული ტკიოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა.ყოველი მისი შეხება სულ სხვაგვარ გრძნობებს იწვევდა მასში.დასაფლავების დღეს გასავათებული იდგა ცხედართან,როცა ელისო მივიდა ახლოს საფლავთან წითელი ტიტებით ხელში და ახლოს დადგა სასახლესთან მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა,მაგრამ ლელის თვალებიდან მხოლოდ დიდი ტკივილი მოდიოდა.ფრთხილად დაადო მხარზე ხელი და გულით უთხრა სამძიმარი გაუბედურებულ ქალს.შემდეგ ისევ ხრისტოს დახმარებით მივიდა ჯიმის ცხედართან და ყურში ჩასჩურჩულა.
---გაპატიე,მაგრამ შენ ისეთი უგულო გამოდექი,პასუხსაც არ მიბრუნებ.გასწორდა და თითქოს იგრძნო ჯიმის მის გვერდით ყოფნა,რადგან ნელი სიო მოეფერა სახეზე.ერთმა ცრემლმა გაიკვლია სახეზე გზა და ცრემლიანი და დაბინდული თვალებით შეხედა როგორ დააფარეს სასახლეს თავი,როგორ ჩაასვენეს და ხელში დაჭერილი ტიტები საფლავში ჩაყარა,რომელიც სასახლის თავზე პირდაპირ გულზე დაეცა და თან მუჭით მიწაც კი ჩაყარა.
ეს არის სულის ტკივილი,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იქნება მის გულში და შიგადაშიგ თავსაც კი შეახსენებს წლების განმავლობაში,სანამ არ მიეცემა მასში მისი არსებობა სრულიად დავიწყებას.


მეცხრე თავი
იქ სადაც მართლმადიდებლობა უპირველესია.იქ სადაც,მართლმადიდებლებს უპირატესობა ენიჭებათ.იქ სადაც, არაჩვეულებრივი ქართველი მომღერალი მღერის ,,წინწყაროს'',დაუშვებელია მათ სიახლოვეს სხვა აღმზრდელობითი არსებობა.დილით ადრე ადგა ელისო და უნდოდა ხრისტო გაეღვიძებინა და ფეხაკრებით მიდიოდა მისი საძინებლის კართან,რომ უეცრად შიშისაგან ლამის გული გაუსკდა.
---სად მიიპარები და ვის უდარაჯებ მანდ. დაიგვირგვინა მის უკან მამაკაცის ბოხმა ხმამ და შიშისაგან მთელი ხმით ცივად იკივლა.რამაც მიშოს გულიანი ხარხარი გამოიწვია და ელისო ძალიან გააბრაზა მისმა უაზრო საქციელმა,ხელი კრა და ისედაც კიბის თავზე მდგომმა თავი ვეღარ შეიკავა და სულ ჯდომით დასრიალდა კიბეზე.ბოლო საფეხური ჩაამთავრა თუ არა,სიმწრის ხმით თქვა გაჭირვებულად.
---ელისოოო თუ გაპატიოოოო და თუ არ გადაგიხადოოოოო.თავი მაღლა ასწია ტკივილისგან წარბებშეკრულმა და დაინახა, თავზე ადგა გაოცებული სახით ხრისტო და ვახო რომელიც ეს ბოლო სიცილს ძლივს იკავებდა.
---მიშა რამდენი წლის ხარ.კითხა ვახო.
---მიშას ნუ მეძახი არ გაიგონოს მაღლა გველი რომ ჩამოსრიალდება ახლა,და რაც შეეხება ჩემს წლოვანობას,დავიწყებული ვყავარ ღმერთს.თქვა სიმწრით და წამოდგა საჯდომზე ხელმოკიდებული იქვე სავარძელამდე მივიდა და გაჭირვებით დაჯდა.ელისომ ვითომ აქაც არაფრიო,ჰაეროვნად ჩამოირბინა კიბეები და მიშოს წინ გავლისას თქვა.
---რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი შტერი თავითაო.შემდეგ კი თავად მოუწია მძღოლობა,რადგან მიშოს უარი განაცხადა, ,,საჯდომი მტკივა და ვერ ვატარებ რადგან მთელი დღე მოუწევდა მძღოლობა.
---მოაგვარე ის საქმე რაც გთხოვე?სარკეში გახედა მიშოს და მკაცრად შეეკითხა,ჯერ კიდევ მასზე გაბრაზებულმა.მიშომაც დაბღვერილმა შეხედა და შეუღრინა.
---თეთრწყაროში დაგვხვდება და იქედან დავაწვებით მისივე მარშუტით.ხრისტომ მიუბრუნდა მიშოს და შეპარული ღიმილით უთხრა.
---გტკივა?
---მაშ,ასე მალე გამივლიდა?კილომეტრიანი კიბე თ ჩამოვირბინე.ელისოს ხმამაღლა გაეცინა გულიანად და მანქანა გადააყენა,რადგან ვერ შეძლებდა წინ წასვლას სიცილისაგან.შემდეგ ხრისტოს გადახედა,სიცილისაგან აცრემლიანებული თვალები მოიწმინდა და უთხრა.
---ვიცი გაინტერესებს რა მოხდა.შენს გასაღვიძებლად კარებზე უნდა დამეკაკუნებინა,რომ შემაშინა ამ უტვინომ და აი იმ შეშინების შედეგია ეს ახლა,რაც ტკივა.თქვა და ისევ გადაიკისკისა და სარკეში გახედა მიშოს რომელსაც ენა გამოუყო საყვარლად.მიშომ ჩაიცინა,ხელი ჩაიქნია და თინის მხარზე მომგვანებულმა ძილს მისცა თავი.
---საშიში ქალი ხარ ელისო.ღიმილით უთხრა ხრისტომ.ელისომ ისევ გადაიკისკისა და ასევე მხიარული სახით უთხრა ხრისტოს.
---მიფრთხილდი იმ კიბესთან მდგარმა რამე არ მითხრა,რადგან ეს ძალიან კარგად გამომდის და შენც ჩაწმინდავ თ კილომეტრიან კიბეს.ასე გულიანი სიცილით და მხიარულებით მიუყვებოდნენ გზას.გზაში გააჩერეს ცხელი ხაჭაპურები იყიდეს,ისაუზმეს და ისევ ენერგიულად გააგრძელეს გზა.თეთრწყაროში შესულებს მიშოს მეგობარი დახვდათ და მან გაუწია ხრისტოს გიდობა.ელისოს მანქანა თავის ეზოში დააყენა და გზას მისი მარშუტკით გაუდგნენ.გოჩა წლები ცხოვრობდა საბერძნეთში და ძალიან კარგად საუბრობდა ბერძნულად,ამიტომ გზაში ნახულს თითოეულ დეტალს უხსნიდა ხრისტოს.
---ბერძნული მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში არიან დასახლებულები.მათგან გამოიირჩევა ქვემო ქრთლის რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში.სადაც ე.წ.ანატოლიელი ბერძნები ცხოვრობენ.პონტიელი ბერძნები კი ძირითადად შავიზღვისპირეთში არიან.
---როდიდან გაჩნდა ბერძნები საქართველოში და საიდან.ძალიან დააინტერესა ამ თემამ და გოჩას შეეკითხა.
---საქართველოში ბერძნების პირველი დასახლების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ინტენსიურ ბერძნულ კოლონიზაციას უკავშირდება.აქ მცხოვრები თანამედროვე ბერძნები,უმთავრესად ე.წ პონტოს ბერძნები არიან,რომლებიც თურქეთიდან,ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან გადმოსახლდნენ.მათი პირველი დასახლება საქართველოში XVlll-ს-ში გაჩნდა,როდესაც ახტალის სპილენძის,ვერცხლისა და ოქროს დასამუშავებლად ერეკლე მეორემ აღმოსავლეთ ანატოლიიდან ბერძენი მუშები და ხელოსნები მოიწვია და სოფელ მისხანაში დაასახლა.1806-1807 წლებში ბერძენთა ცალკეული ჯგუფები ქვემო ქართლში დამკვიდრდრდნენ.1812 წელს 32 ბერძნულ ოჯახს გადაეცა სახაზინო მიწა თეთრიწყაროს რ-ნის დაცარიელებულ სოფელ წინწყაროში..სხვათა შორის უნდა ვაღიარო,სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით ბერძნები ხელოვნებაში ადამიანურ გრძნობებს ადიდებენ.ჯერ კიდევ პირველი ბერძნების გამოჩენამდე,ეგეოსის ზღვაში მდებარე კიკლადების კუნძულზე შეიქმნა უძველესი ხელოვნების ნიმუშები,რომლებიც ძირითადად მარმარილოს ქანდაკებებს წარმოადგენდა.ბერძნულ კულტურაზე ასევე დიდი გავლენა ჰქონდა კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის კულტურას.ასევე კარგად შეისწავა და დახვეწა თიხისა და ლითონის ნაკეთობები ბერძნულად მოლაპარაკე ხალხმა რომლებიც XXს-ში საბერძნეთის მიწაზე დასახლდა.სერიოზულად ჩაერთო ელისო ამ ორის დისკუსიაში,ხრისტო გააოცა იმან,რომ ელისომაც იცოდა მცირე ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ-ბერძნებზე და ძალიან გაუხარდა.
---კიდევ არიან შემორჩენილი ბერძნები ამ მხარეს?ძალიან უნდოდა ენახა ქართველი ბერძნები, თავის თვალით შეეხედა იქაური ცხოვრებისათვის თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობდნენ ისინი უცხო მიწაზე.იყო კი იქ მცხოვრებისთვის ქართული მიწა უცხო მიწა?ისინი ხომ იქ დაიბადნენ,ამიტომ ისინი ქართველი-ბერძნები იყვნენ.
---უნდა გითხრა,რომ სოფელ წინწყაროში და წალკაში ბერძნული მოსახლეობის რაოდენობა 21,97% რეალობას აღარ შეესაბამება.ამ ორ სოფელში მცხოვრები ბერძნები მოსახლეობის უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა 1990 წლიდან,ძირითადად საბერძნეთში რადგან აქ ეკონომიური მდგომარეობა ძალიან ცუდი გახდა,ამიტომ 2009 წლიდან მათი რაოდენობა მხოლოდ საგრძნობლად შემცირდა.
---უნდა ვაღიარო მეც,რომ საოცარი ქვეყანაა თქვენი მხარე გეოგრაფიულად. გოჩას გაეღიმა და უთხრა.
---საქართველო გეოგრაფიულად,ეთნიკურად და კულტურულად მრავალეროვანი რეგიონია.აქ ერთმანეთს ენაცვლება მთაგრეხილები,ზეგნები,დაბლობები,ტყეები,ჭაობიანი ველები,მშრალი სერები.მდინარეები,ტბები.მდებარეობამ და გეოგრაფიულმა გარემომ მნიშვნელოვნად განსაზღვრა კავკასიის რეგიონის ხალხთა ცხოვრების წესი,ურთიერთობა ერთმანეთთან და გარესამყაროსთან მათი ისტორია.კავკასიას და მათ შორის საქართველოს ხშირად უწოდებენ ხალხთა მუზეუმს,რადგან აქ ცხოვრობს უამრავი სხვადასხვა ხალხი, რომელთა ენაზე რამოდენიმე ასეული ადამიანი ლაპარაკობს,დამთავრებული დიდი ეთნიკური ჯგუფებით,რომლებიც რამოდენიმე მილიონ ადამიანს აერთიანებს.ასეთი მრავალფეროვნება,საქართველოს ძველთაგან მოსდევს.უნდა ვაღიარო ამაყად ისიც,რომ რომაელებს კავკასიაში 80 თარჯიმანი დაჰყვებოდა,არაბი გეოგრაფები კი ქართულ ენას ,,ენათა მთას''უწოდებდნენ.საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებიდან ქრისტიანებს და მართლმადიდებლებს აღიარებდა ჩვენთან ძმურად მცხოვრები ბერძნები.მრავალფეროვნება ჩვენს სამშობლოს კი განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს.რამოდენიმე წუთი ხრისტო მდუმარედ იჯდა და გოჩამ იფიქრა რამე არასწორად ვთქვიო.უნდა შეკითხვოდა,რა გჭირსო,რომ ხრისტომ გაოცებულმა უთხრა.
---ისე ჩამოაყალიბე თითოეული დეტალი,მართლა გაოცებული ვარ.მოსახლეობაში როდესაც შევიდნენ,ხრისტომ მოინდომა მცირე მონაკვეთი ფეხით გაევლო და ბევრ ადგილზე შემოგარენი წლებისგან უპატრონოდ ქცეულ ნანგრევებს იცავდა,ზოგან უზარმაზარი ორ სართულიანი სახლები იყო წამოჭიმული ერთმანეთზე მიყოლებით და ერთნაირი ნაგებობით.
---ეს ხუთი ერთნაირი სახლი,ერთმანეთს რომ ჰგავს,ხუთი ძმისაა.ამ ხუთი ძმიდან,ოთხი საბერძნეთშია წასული თავიანთი ოჯახებით და ერთი ძმა კი მათ სახლებს არწივივით დასტრიალებს თავზე და ინახავს.ხუთივე ეზოში მიწა ერთნაირად დამუშავებული იყო,მეორე მხარეს გაიხედა და უზარმაზარ ეზოს წინა შესასვლელში წლების ნაზარდი მაყვალს გადაევლო მაღლიდან და მოეჩვენა, თითქოს ეზოს შუა გულში მდგარი სახლი შველას ითხოვდა,მაგრამ მშველელი არსაიდან არ იყო.სოფლის შუა გულში წყარო იყო,რომელსაც ირგვლივ მობეტონებული ჰქონდა და ასევე ჩამდგარი იყო დასაჯდომი სკამები,სადაც სოფლის უხუცესობა იყრიდა ზაფხულზე თავს და მზის ჩეროში საუბრობდნენ ტკბილად ამ ქვეყნის ავან-ჩავანზე.ამ წყაროდან სასმელ წყალს ეზიდებიან,ზოგს დიასახლის კი დასახეხი ქვაბებიც იქ გამოჰქონდა და იქ ხეხავდნენ ქვაბებს.ერთ-ერთი ბებოს სახლში შევიდა ხრისტო და დიდი ხნის,წლების წინ გარემონტებული სახლები ისევ ადამიანის ძლიერ ხელს საჭიროებდა.საბერძნეთიდან ბერძენი ჩამოვიდაო და სოფლის მოსახლეობას სწორედ იმ წყაროსთან მოეყარათ თავი,მათ შეხედვაზე ხრისტოს ცრემლი მოერია,რადგან მათ სახეებზე ეტობოდათ გაჭირვების კვალი,მგრამ არიან შემძლე ოჯახებიც,რომლებიც 90-იან წლებში სწორედ ეკონომიურ მდგომარეობას გაექცნენ საქართველოდან და საბერძნეთს შეაფარეს თავი,დღეს როცა თავად საბერძნეთს უჭირს,ოდესღაც წასული დაუბრუნდა თავიანთ კერას და მოიწყვეს კომფორტული ცხოვრება.
---წინწყარო დაიცალა ქართველი-ბერძნებისგან, ჩემო მეგობარო.მაგრამ როდესაც ეგრეთ წოდებული ,,რკინის ფარდა''გაიხსნა,ბევრმა დატოვა საქართველო,მაგრამ სიამაყით უნდა აღვნიშნო,სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ბერძნები ადგილიდან არ დაძრულა და არ წასვლის მიზეზიც დაასახელეს.
---ჩვენ, იქ უცხოები ვართ.ჩვენ, ჩვენს აშენებულ სახლში გვინდა ცხოვრება,სადაც ჩვენი ოფლი დაგვდინდა,ბალღობაში გვირბენია და შემდეგ ჩვენს შვილებსაც იმ ადგილზე ბურთი უთამაშნიათ.როგორც ჩვენ,მათმაც აქ გაატარეს ბავშვობა,ჩვენ აქ დავიბადეთ,აქ გავიზარდეთ,აქ დაირწა ჩვენი ლერწმისაგან მოქსოვილი აკვანი,აქვე დავბერდით კიდეც,აქ იოლად ვსუნთქავთ,რადგან ჩვენია ეს ყველაფერი,ჩვენი შექმნილია.წყალიც გემრიელია და პურიც ტკბილია,რადგან ჩვენი მოყვანილია.ვაღიარებ და არ ვფიცავ,ბერძნები ვართ,მაგრამ წარმოშვებით ვართ ჩვენ ბერძნები,მაგრამ ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ და ქართულ მიწას უნდა შევესისხლხორცოთ,რადგან ჩვენი წინაპრებიც აქ ამ მიწას მივაბარეთ.ჩვენ მათ გვერდს ვერ ავუვლით,ვერ მივატოვებთ,ჩვენც აქ უნდა ვიყოთ მათ გვერდით.სოფელში ხრისტომ შეამჩნია გაზის გაყვანილი მილები,რამოდენიმე ოჯახს კი ვერ შეუყვანია,რადგან ის გადასახდელი 160 ლარიც კი არ ჰქონიათ.იმ დღეს შეკრებილმა ხალხმა გაზის თაობაზეც ისაუბრა და ხრისტომ ელისო გაიყვანა გვერდით,ჯიბიდან ფული ამოიღო და უთხრა.
---გთხოვ გადაეცი ეს თანხა იმ სამ მოხუც ბებოს,რომ გაზი მათმაც შეიყვანოს.ელიმ ჯერ გაოცებულმა უცქირა ხრისტოს და შემდეგ უთხრა.
---ეს თანხა თუ დამიჯერებ,გოჩას მივადოთ და ის გააკეთებს ყველაფერს.
---შენ უკეთ იცი,როგორც ჯობია ელისო და გააკეთე როგორც საჭიროდ ჩათვლი.ელისო ბებოსთან მივიდა გაღიმებული სახით და უთხრა ბედნიერი ხმით.
---ეს თანხა,აი სტუმარმა ბერძენმა მოგაწოდათ,რათა თქვენც გქონდეთ გაზი და ამ მხრივ მცირე კომფორტი.მაგრამ ამ საქმეს ვთხოვ ყველას წინაშე გოჩას,რომ მან მიხედოს. გოჩას გაუხარდა და უთხრა ხრისტოს.
---ნამდვილად არ ველოდი თქვენგან ასეთ ხელგაშლილობას,არ დაგაღალატებ მეგობარო და თავად ვიზრუნებ ამ საქმეს მივხედო.გპირდები,მე თავად დავადგე თავზე და უახლოეს დროში ფოტოებს გადმოგიგზავნი,რომ გაიგო თქვენმა კეთილმა საქმემ შედეგი გამოიღო.მე ასეთი დიდი ნდობისთვის,მადლობას გიხდი ყველას წინაშე.ერთ ერთმა მოხუცებულმა,ხრისტოს მოეფერა თავის შრომისგან დასუსტებული ხელით და სამახსოვროდ პატარა ქართული ხუთჯვრიანი დროშა აჩუქა,ასევე პატარა ბერძნულ დროშასთან ერთად.ხრისტომ სიხარულით ჩამოართვა ორი ქვეყნის სიმბოლო,დიდი ისტორიის მქონე ხუთჯვრიანი დროშა და გული მადლიერებით აევსო.მაგრამ ისე არავინმა არ გამოუშა,რომ არ აეხსნათ რას ნიშნავდა დროშაზე ხუთი ჯვარი.
---ამ დროშაზე ბებო ხუთ ჯვარს რომ უყურებ,ოთხი მცირე ზომის ჯვარი ზოგადქრისტიანული სიმბოლოა,რომელიც მაცხოვრისა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო,როგორც ჰერალდიკული ნიშანი,პირველად 1099წელს ჯვაროსან გოდვრუა ბრუიონელის გერბზე დაფიქსირდა ვინაიდან ამ პიროვნებამ,მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო.ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს,იერუსალიმს განასახიერებს.იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი.გოდრუა ბუიონელის გერბი,იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი.ამ დროშაზე თეთრი ფერი-ჰერალდიკურად უმანკოებას,უბიწოებას,სიწმინდეს,სიბრძნეს აღნიშნავს.ხოლო წითელი ფერი-სიმამაცეს,ვაჟკაცობას,სამართლიანობას და სიყვარულს.მაგრამ ბებო ჩვენ დროშასაც აქვს ახსნა,შეიძლება ამოდენა ისტორია არ აქვს,მაგრამ მე ძალიან მცირედით გეტყვით ბერძნული დროშის ახსნას,ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის,ჩვენც ბერძნები ვართ,ქართველი-ბერძნები.აქ გამოსახული ეს პატარა ჯვრები,როგორც ქრისტიანული და მართლმადიდებელი ერის სიმბოლოა.ლურჯი ფერი არის ცის ფერი,უსასრულობას რომ ნიშნავს და თეთრი ფერი არის ზღვის ქაფი.
---გაოცებული ვარ,თქვენ ისეთი საოცარი ისტორიის მატარებელი ხალხი ხართ,რომ ასე მგონია ძილის წინ ძღაპარს მიკითხავენ და მიხარია,რომ აქ ამ დიდ ისტორიულ ქვეყანაში მომიწია ჩამოსვლამ.მაპატიე ელი მაგრამ,ახლა სულაც არ ვნანობ,იმას რომ შენ ამნეზია დაგემართა და აი აქედან მოდის ჩვენი ნაცნობობა.
---ხომ არ გავიმეოროთ?
---არა, აrას არ ვისურვებ.ღიმილით უთხრა ხრისტომ.უკვე მარშუტკაში ჩასასხდომად ემზადებოდნენ და ერთერთმა მამაკაცმა ხრისტოს ხელი მოჰკიდა და გოჩას დახმარებით უთხრა.
---ბერძენი არ ვარ და შესაბამისად არც ბერძნული ვიცი.მაგრამ ჩემს შვილს ბერძენი ნათლია ყავს.მე კი გლეხი კაცი ვარ იმერეთიდან და აქ წლებია ვცხოვრობ.მე ავთანდილ ფერაძე ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს,დღეს ეს სტუმარები ჩემს ოჯახში მესტუმროს და თუნდაც ერთი ღამით დარჩეთ.ხრისტომ გადახედა გოჩას და გოჩამაც აუხსნა რას ითხოვდა მის წინ თბილი ღიმილით მდგარი მამაკაცი.მიშოს ძალიან ეზარებოდა ისევ მგზავრობა და თან ღამით და სიხარულით დათანხმდა.თინის ხელი გადახვია და მითითებულ სახლისაკენ პირველი წავიდა.ოჯახის წევრებს უთხრა ახალი დაქორწინებულები ვართო და თინი მის მეუღლედ წარადგინა.შემდეგ ელისოზე შურისძიება გაახსენდა და ხმამაღლა თქვა.
---ისინიც ახალი დაქორწინებულები არიან,უბრალოდ სიძე პირველად ესტუმრა საქართველოს და გაგონილი ჰქონდა აქ მცხოვრები ბერძნების შესახებ,ამიტომ პატარა ექვსკურსია მოვუწყვეთ სიძეს.ელისოს არ გაუგონია,მიშოს სიტყვები რადგან ხრისტოს რაღაცას უხსნიდა გაცხარებით.სტუმრებით კმაყოფილმა მასპინძელმა ქალბატონმა მადონამ მათ საპატივცემულოდ თონის პურები ამოაცხო.გაოცებული უცქერდა ხრისტო თონეში ჩაკიდებულ ქალს და შემდეგ იქ ჩაკრულ პურს და ისეთი გემრიელი მოეჩვენა იმ წუთში ის პური,რომ მის გემოს ვერასოდეს ვერ დაივიწყებდა.კარგად ივახშმეს,ბევრი ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე,ოჯახის უმცროსმა ვაჟმა ზვიადიმ გიტარაზეც დაამღერა,რომელსაც უფროსი ძმა ზურაც აყვა და დაიკო მიმი.კარგად გაერთნენ და დაწოლის წინ დიასახლისმა წყვილების საწოლები ერთად გაამზადა.მიშომ თინის მოკიდა ხელი და მისთვის განკუთვნილი საძინებლისაკენ წავიდა,ელისომ და ხრისტომ ერთმანეთს შეხედეს და ვერაფერი ვერ თქვეს,მაგრამ ელისომ მამის მკვლელი თვალებით შეხედა მიშოს.მიშომ ხელი დაუქნია და გვერდძე რომ ჩაუარა უთხრა.
---ნუ მებღვირები,ოცნება აგისრულე.ახალდაქორწინებულები ხართ.
---რააა?შენ გააფრინე?
---იყვირე ახლა,თორემ არ გინდოდა ასე რომ მომხდარიყო.
---გველო,სამაგიეროს ელოდე.
---წადი,წადი გზებიც დამილოცნიაააა. ჩაუმღერა მიშომ და მათთვის ნაჩვენებ საძინებლის კარის მიღმა მიიმალა.ელისომ სახე-აწითლებულმა აუხსნა ხრისტოს რაც მიშომ გააკეთა და ხრისტომ მხრები აიჩეჩა,ვითომ მერე რა მოხდაო.ელისოს კი მასთან სიახლოვემ კიც გააცია,კიც გააცხელა და კიც დაამუნჯა.ორსართულიან სახლში სადაც ისინი მოთავსდნენ 5 სული ცხოვრობდა, სახლი კი სისუფთავით ბრწყინვალებდა.არც ისე ვიწროდ ცხოვრობდა ოჯახი,მაგრამ მოეწონა იქ არსებული სიმყუდროვე.დარწმუნებული იყო ხრისტო რომ მათი საძინებლები ბავშვებმა დღეს სტუმრებს დაუთმეს და ეს ოთახიც ერთ-ერთი მათგანისაა.შევიდნენ საძინებელში და ხრისტომ ელისოს დაელოდა პირველი ის დაწოლილიყო,მაგრამ ისინი ხომ დარჩენას არ აპირებდნენ,ამიტომ არც საღამური ჰქონდა რომ ჩაეცვა.ხრისტო სარკმელში იხედებოდა და რამოდენიმე წუთში რომ შემობრუნდა და ელისო ისევ იმ პოზაში დაინახა გაკვირვებულმა უთხრა.
---რატომ არ წვები,ელი ჩემი გერიდება?
---როგორ დავწვე,რომ არაფერი არ მაქვს თან?ხრისტოს ჩაეცინა,პერანგი გაიხადა და იქვე საწოლთან მდგარ სკამზე გადაკიდა,პერანგის შიგნით ყოველთვის მაისური აცვია და ის მაისური გაიხადა,მიაწოდა ელისოს და უთხრა.
---თუ არ შეგეფიზიკება,ჩაიცვი.ელისოს თვალები გაუბრწყინდა და ხრისტოს ზურგს უკან მდგარმა გაიხადა,მაისურის ჩაცმისას ღრმად შეისუნთქა მისთვის ეს თავბრუდამხვევი სურნელი და კმაყოფილი სახით შეწვა თეთრ ქუნქულა თეთრეულში.ელისოს ეგონა ხრისტო ვერ ხედავდა,მაგრამ ის ფანჯრის ანარეკლში უცქერდა ელისოს ჩამოქნილ სხეულს და ყელში ნერწყვის დიდი გორგალი გადააგორა.შემდეგ შარვალი გაიხადა თავადაც და საწოლში შეწვა.საწოლში ერთი ბალიში იყო და ამიტომ იძულებული იყვნენ ახლო-ახლო ყოფილიყვნენ ერთმანეთთან,რომ ბალიში ორივეს მოეხმარა.
---ნუ კანკალებ,განა არ ვიცი რომ უცხო სახლში ვართ?ხელი შემოხვია ელის აკანკალებულ სხეულს და მჭიდროდ მიიკრა თავის სხეულზე.ყელში ცხვირი ჩაუდო,ნაზად აკოცა და უთხრა.-მიყვარხარ ელი.ამ სიტყვის გაგონებაზე ელისოს გააკანკალა,რაც კარგად შეიგრძნო ხრისტომ ბედნიერების ღიმილით ჩაიღიმა,გაბრუებული ელისო გულში ჩაიხუტა,მის თმებში ცხვირი ჩარგო და გააგრძელა ელისოს უფრო მეტად გაბრუება..
-შენი გაცნობის შემდეგ,ჩემი ცხოვრება უფრო ხალისიანი გახდა და ზოგჯერ ნაზი ჰარმონიული ხმებიც მესმის შორიდან.მე გპირდები მანამ მეყვარები,სანამ მე პირადად ვიარსებებ უფლის მიერ ნაჩუქარი წლებით,ვიდრე ზღვა დაშრება,ვიდრე მყინვარწვერი დადნება და ჩამოიშლება.საითაც არ უნდა წავიდეს ჩემი გრძნობების გზები,გჯეროდეს მე თან ვატარებ ჩემს სიყვარულს და ბოლოს მაინც შენამდე მომიყვანს გზა.ნარკოტიკივით მიგეჩვიე და შენ ჩემი ძლიერი გამაბრუებელი ჰეროინი ხარ.იმდენად შევეჩვიე უკვე შენზე ფიქრს,რომ ძალიან მიჭირს შენს გარეშე ჩემი სამყაროს აღთქმა.მე შემიძლია ძალიან შორს წასვლა,მაგრამ მარტო არა,შენთან ერთად წავალ სადაც წავალ,მხოლოდ შენთან ერთად.ახლა დავიძინოთ,ორივესთვის ასე სჯობია,უთხრა მის ყელში თავჩარგულმა და თავისი ცხოვრების მანძილზე,პირველად დაიძინა,ასე ტკბილად და გემრიელად.მას ხომ გვერდით საყვარელი ქალი ჰყავდა და შეეძლო შეხებოდა,მართალია ყველაფრის უფლება არ ჰქონდა,მაგრამ დასაწყისისთვის ესეც ძალიან ბედნიერი ნაბიჯი იყო.ელისომ მასზე შემოხვეულ ძლიერ მკლავებს თავისი თლილი თითებით მოეფერა და ჩუმად თქვა.
---ნუთუ ვერ ხვდები,როგორ მაბედნიერებ საყვარელო.ეგონა ჩუმად თქვა,მაგრამ ხრისტომ გაიგონა და ვნებით სავსე ხმით უთხრა.
---ვიცი,განა ვერ ვხედავ და განა გგონია ვერ ვგრძნობ?მაგრამ გთხოვ ახლა დაიძინე,არ შემობრუნდე ჩემსკენ,ასე დავიძინოთ თორემ..................ელისო ჩვენს შორის დღემდე არაფერი იყო,მაგრამ დღეიდან იქნება ყველაფერი.ის ყველაფერი,რომელიც უსასრულობით იქნება გაჯერებული და ჯერ ჩვენში დასეირნობს ახლად შემოჭრილი გრძნობებით.
---ამ ყველაფერს კი ჭირდება დრო,დრო რომელიც დიდ დუმილს იწვევს და ამ დუმილშია სწორედ ის არაფერი,რომელიც ყველაფრად გადაიქცევა.ხრისტოს სათქმრლი ელისომ დაასრულა.შემდეგ მის ხელებში ამოტრიალდა და მის პირისპირ იყო,ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ და უკვე ვერ შეკავებული ვნებით უთხრა.
---დროსა და სივრცეს შორის აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ერთმანეთის ფიქრად ქცეულები,ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობენ ჩვენს გასაღიზიანებლად.ელისომ სახეზე ჩამოუსვა ხელი და მის ოდნავ წამოზრდილ წვერს შეეხო,ელისოს ხელის შეხებამ გააკანკალა,მგრამ მისმა სიტყვებმა დაამშვიდა და საბოლოოდ დაარწმუნა მის გადაწყვეტილებაში.
---ჩვენს შორის, არის ყველაფერიც და არის არაფელიც.



№1 სტუმარი marina

es zalian kargi siurprizi gamikete dabadebis dges.gaixare hemo nihiero gogo zalian momesona es tavebi.kvelaperi ise emosiit moiyane mkitxvelamde kides gamkvirvebia.tanas kvelaperi istoriulad rogor daasabute.gaixare nihiero gogo.me vamakob rom hens axloblad vtvli tavs.sarmatebebi da sarmatebebi korisimu.sagapo poli.

 


№2  offline მოდერი zia-maria

marina
es zalian kargi siurprizi gamikete dabadebis dges.gaixare hemo nihiero gogo zalian momesona es tavebi.kvelaperi ise emosiit moiyane mkitxvelamde kides gamkvirvebia.tanas kvelaperi istoriulad rogor daasabute.gaixare nihiero gogo.me vamakob rom hens axloblad vtvli tavs.sarmatebebi da sarmatebebi korisimu.sagapo poli.

პასუხის დაგვიანებისთვის დიდი ბოდიში მარინა დეიდა.უღრმესი მადლობა ამ საოცრად სასიამოვნო სიტყვებისთვის.მეც ვამაყობ რომ თქვენ ჩემი ახლობელი და მეგობარი გქვიათ. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent