შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 3 თავი


9-06-2017, 23:09
ავტორი zia-maria
ნანახია 1 905

---არ დამირეკია,აპც მის ზარებს არ ვპასუხობ,რომ სათქმელი მქონდეს შენ თავად არ მომეშვი,მე დაფიქრების დრო მოგეცითქო.ეს ერთი და მეორე რა უნდა ვიფიქრო ნონა.ქორწილი შედგება,მის ქონებას დავეპატრონები და დავალება როგორც არის,ისე შესრულდება.ნელა-ნელა ქონება განიავდება,შემდეგ კი ჩემს გზას ვეღარ მოძებნის ვეღარავინი.
---და განქორწინება?
---განქორწინება?მას ელისო ჩემგან ვერასდროს ვერ მიიღებს,რადგან ჯიმი ჯიმშელეიშვილი უბრალოდ აღარ იარსებებს.
---იცი რომ საშინელი ადამიანი ხარ?
---ვიცი და მიფრთხილდი.დაფიქრებულად უთხრა ჯიმიმ.
---რას ერჩი,რა გინდა.ელისო კარგი გოგოა ჯიმი და რა გინდა მისგან,შეეშვი და გაუშვი მის გზაზე.უბრალოდ შეეშვი,უმტკივნეულოდ დაშორდი,უკეთესია.დამიჯერე და არ ინანებ,თორემ მთელი ცხოვრება ტკივილი გაგაწამებს,შენ არახარ ასეთი,მაგრამ მივხვდი,რომ სხვა გმართავს.აიყვანე შენი თავი ხელში და შეეშვი ბოროტებთან ერთად ბოროტულ საქმეების ჩადენას,გთხოვ ჯიმი.
---მე არაფერს, ნონა მე საერთოდ არაფერს.მე ის მართლა შემიყვარდა,მაგრამ ბრძანება რომელსაც მე ვასრულებ,მასზე ჩემი შვილის სიცოცხლეა დადებული.ამ დროს ელისომ პირზე მიიფარა ხელი ხმამაღლა რომ არ ეღრიალა.მიშიკო გაოგნებული იჯდა და ისმენდა ამ ყველაფერს..---ახლა სად მიდიხარ,შედი დაიძინე მნიშვნელოვანი დღეა შენს ცხოვრებაში ხვალ და როგორ არ მინდა ეს დღე გათენდეს.იმედს ვიტოვებ,რომ ხვალამდე გონება გაგინათდეს მეგობარო.
---დიახ, მართალი ხარ.ხვალ მეორედაა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე.პირველად 4 წლის წინ იყო ჩემთვის ეს დღე ამაღელვებელი და მოლოდინით სავსე,თურმე მაშინ შევმცდარვარ ნონა.ახლა გგონია მიხარია?არ მინდა,მართლა არ მინდა ეს გოგო ამ ტყუილის მსხვერპლი გახდეს.მან რა დააშავა,როცა დამნაშავე უფროსებია.დედამისს რომ ვახო არ აერჩია და არ გაჰყოლოდა მას ცოლად,არაფერიც არ მოხდებოდა.ახლა კი ელისომ უნდა გადაიხადოს მათი დანაშაულის საფასური.კარგი წავიდეთ,სახლში მიგიყვან და დილით ისევ გამოდი,ხვალ ჩემს გვერდით მინდა რომ იყო.გოგონამ ხელზე მოკიდა ხელი,მისკენ შეაბრუნა ჯიმი და ცრემლიანი თვალებით უთხრა.
---კიდევ გიმეორებ და საბოლოოდ,ჯიმი შეჩერდი.ნუ გააკეთებ ამას,უბრალოდ უარი თქვი ამ ყველაფერზე.
---მე რომ შევჩერდე,ნონა ის არ შეჩერდება.თითი მაღლა ასწია ჯიმიმ.-მე თუ არა, ხვალ სხვას მიუგზავნის და მის ჩანაფიქრს მაინც გააკეთებს და მერე ჩემს პატარას,ჩემს ანასტასიას რა ვუყო,ის ხომ ჯერ სამი წლისაა.
---მე გაგაბრთხილე,იცოდე შენც მწარედ გეტკინება ხვალინდელი დღე და სინანული გვიან დაგრჩება.არ მინდა შენი გაცილება,მე ტაქსი გამოვიძახე და ტაქსით წავალ,აი მოვიდა უკვე.ნონა გაშორდა ჯიმის და ტაქსში ჩაჯდა,ჯიმი კი თავდახრილი და დაფიქრებული წავიდა ბინისკენ.მიშო და ელისო თითქმის ერთი საათი ისხდნენ მიწაზე და აზრზე ვერ მოსულიყვნენ,ვერ აეხსნათ ის თუ რაც მოისმინეს,ნუთუ ის ყველა სიტყვა ნამდვილი იყო?სიჩუმე ელისომ დაარღვია და თავადაც ჩუმად თქვა.
---მიშო ნუთუ ეს ყველაფერი სინამდვილეა რაც მოვისმინეთ,ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება?მიშომ ხელი მოხვია ელისოს და გულზე მიიკრა,ნელა-ნელა წამოდგა და ელისოც წამოაყენა და უხმოდ გაეცალეს იმ ადგილს.დაძრა მანქანა,მაგრამ არ იცოდა მიშომ საით წასულიყო და უაზრო ხეტიალის შემდეგ ელისოს შეეკითხა.
---საით წავიდეთ,ელი შენთან თუ ჩემთან?
---შენთან წავიდეთ.მიშო ახლა სახლში ვერ მივალ,ასეთ მდგომრეობაში.მიშიკოსთან მივიდნენ და ორივე მისაღებში დასხდნენ უხმოდ.მიშომ შეხედა ელისოს განადგურებულ სახეს,თვალები დაეხუჭა და ფიქრებს მისცემოდა.ადგა,ახლოს მივიდა და შეეკითხა.
---ყავას დალევ?
---არა,ყავა არ მინდა მიშო. რამე მაგარი დამისხი რა?
---არა ელო.ახლა შენ ყავას დალევ,დამშვიდდები და შემდეგ ვისაუბრებთ.მიშომ ორივესთვის მოადუთა მაგარი უშაქრო ყავა და დაელოდა,ელისო როდის დამშვიდდებოდა.ნელა-ნელა დაუწყნარდა სახე ელისოს და სუნთქვაც მშვიდი გაუხდა წინანდელთან შედარებით.თვალები გაახილა და მიშოს უთხრა ყოველგვარი აღელვების გარეშე.
---ქორწილი შედგება მიშო.
---რააააა?გაკვირვებულმა შეხედა ელისოს მიშომ.ის კი თვალებდახუჭული იჯდა და აგრძელებდა მშვიდად საუბარს.
---ჩვენ არაფერი დაგვინახავს,არაფერი მოგვისმენია,ჩვენ დღეს იქ არ ვყოფილვართ.
--დარწმუნებული ხარ ელისო რასაც აკეთებ?
---1000%-ით მიშო.გთხოვ მომენდე და მხოლოდ ჩემი ცხოვრების თუნდაც ერთი დღე მაჩუქე ხვალ.
---მაშინ უნდა გამოიძინო,თვალები იცი რას გიგავს?აქ დაიძინებ თუ სახლში წაგიყვანო.

---გაწუხებ,მაგრამ უნდა გამიყვანო.ვერ წავალ მანქანით,სადღაც რაღაცას შევასკდები.საწყლად შეხედა და მიშოს გაეცინა მის გამოხედვაზე.
---იცი როგორ ვერ ვიტან,ამ კურდღლის გამოხედვას და მაინც ვერ გადაეჩვიე.ღიმილით გავიდნენ სახლიდან და ელისო სახლში ჩუმად შეიპარა.არ გაუშვა მიშო და ასე გაუხდელად მიწვა ორივე ძალა გამოცლილები.ორივე ჩუმად იწვა და ორივემ თავიდან გააიანალიზა და ყველაფერი გადახარშა რაც ცოტა ხნის წინ მოხდა მათ თავს და ამ ფიქრში ჩაეძინათ და სადღაც ორ საათში ციცოს ხმა ნანასავეთ ჩაესმა ყურში.გაეღიმა ორივეს ერთად ჩაძინებული რომ დაინახა და ორივე გაუხდელი.ელისო ტკიპასავეთ აკროდა მიშოს და მშვიდად ფშვინავდნენ მთელი ღამის უძილარები.
---ელისო გაიღვიძე,ადექი ჩემო ლამაზო.დღეს ხომ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ცხოვრებაში.დღეს ამ სახლიდან გამიფრინდები დე და როგორ მომენატრები.ელისომ ზანტად გაახილა თვალები და მომღიმარ დედას შეხედა.შემდეგ კი მიშოს კრა ხელი და ისიც გააღვიძა.
---რა გინდა გოგო,რა არ გასვენებს.შეუღრინა მიშომ.მაგრამ უეცრად თავში წუხანდელი საუბრი გაახსენდა ორივეს და ორივემ წამოჯდა.ციცო ღიმილით უცქერდა ორივეს,მაგრამ ელისოს ერთ-ერთმა ფრაზამ გაუელვა თავში და დედას მიაჩერდა, ,,დედამისი რომ ვახოს არ გაჰყოლოდა,არაფერიც არ მოხდებოდა''.
---დე ცხოვრებაში ძალიან გყვარებია?
---რომ მიყვარდა, იმიტომ გაჩნდი შენ შვილო.უთხრა ღიმილით ციცომ.
---მამას გარდა იყო ვინმე შენს ცხოვრებაში?ციცოს გაუკვირდა ელისოს შეკითხვა და გაოცებულმა შეეკითხა
---რას ჰქვია,მამას გარდა თუ მყავდა ვინმე?ამ დროს ვახო შემოვიდა და ისიც გაოცებული მიაჩერდა ჯერ ელისოს და შემდეგ ციცოს.ელისო ადგა,კარები დაკეტა და გაოცებული მშობლები წინ დაიჯინა.
---ვიცი რომ ჩემმა შეკითხვამ გაგაკვირვათ და დაგაბნიათ კიდეც,მაგრამ დღეს აქ რაც მოხდება,ეს არა მარტო ჩემს ცხოვრებას გადაარჩენს,არამედ ჩვენს ქონებასაც.
---რა ხდება, ელისო შეგიძლია თქვა ყველაფერი.ვიცი, რომ რაღაც გაწუხებს ეს დღეებია.ამ დროს მიშიკოს გადახედა ვახომ და ორივემ ერთად მოყვა რაც მოისმინეს წინა ღამით.ციცომ ვახოს შეხედა და გაკვირვებულმა უთხრა.
---გეფიცები ჩვენს წმინდა სიყვარულს,მე შენს მეტი ცხოვრებაში არავინ არ მყვარებია ვახო.
---ვიცი,ვიცი საყვარელო და უკვე ისიც ვიცი,ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.ვახომ ხელი მოხვია საყვარელ მეუღლეს და გულში ჩაიკრა,შემდეგ კი მიშიკოს შეეკითხა
---ახლა რას ვაკეთებთ მიშო?
---მხოლოდ გთხოვთ,პანიკაში არ ჩავარდეთ და ქორწილი შედგება იქამდე,სანამ მე არ ვიტყვი საბოლოო სიტყვას.ვიღაცას ჩვენი განადგურება უნდა და მე დავასწრებ,მე გავანადგურებ მორალურად დღეს მას,თუმცა ვიცი მის უკან კიდევ ვიღაც დგას,უფრო დიდი.ახლა დამტოვეთ,უნდა მოვემზადო.
---ელისო შვილო დარწმუნებული ხარ?
---დედა განა გაზარდე ისეთი შვილი,რომ ვირთხების შეეშინდეს?ჩვეულებრივი სახეები მიიღეთ,სტუმრებს შეხვდით.შენ მიშო მეჯვარე ხარ ჯიმის და მასთან წადი,მასთან ერთად უნდა მოხვიდე და რაც მთავარია,არაფერი არ შეიმჩნო.ხო კიდევ, მამა ძალიან გთხოვ ჩემი ანგარიში დაბლოკე ან კოდი გამოცვალე,დღესვე და ახლავეს.
---ეს ყველაფერი გაკეთდება,მაგრამ შენ გაუძლებ ამ ყველაფერს,დარწმუნებული ხარ?
---სავსებით მიშო.მან ხომ ითამაშა ჩემი გრძნობებით და მასხრად ამიგდო,ახლა დღეს ჩემი ჯერია,რადგან დავანახო ხალხს მისი ნამდვილი სახე.კარგად ვარ და გთხოვ,ჩემზე არ იდარდო.მპირდები?
---შენ მპირდები,რომ მართლა კარგად იქნები?შენი კარგად ყოფნით, მეც კარგად ვიქნები და შენს გვერდით ვარ ბოლომდე,არ მიგატოვებ ელო და ერთად გადავიტანთ ამ ტკივილს.
---მეც გპირდები, მიშო კარგად ვიქნები.მიშომ გულში ჩაიკრა ელისო და შემდეგ სახლში წავიდა,მოემზადა და ჯიმისთან მივიდა.ღრმად ამოისუნთქა კარებთან მისულმა და ზარი მისცა.კარი კი ნახევრად შიშველმა ჯიმიმ გააღო,მთელი ღამის უძილობა მასაც ეტყობოდა სახეზე,მაგრამ არ იმჩნევდა.მიშომ თავი მოთოკა და გაბრაზებულმა უთხრა;
---რას გავხარ,არ გიძინია?
---არა,არ მქონდა ძილის დრო
---სად ხარ ეს დღეები,რომ დაივიწყე სამსახური.
---დღეს, ჩემი თავისუფალი ცხოვრება სრულდება მეგობარო და ამ დღეებით ტკბობის უფლება მივეცი ჩემს თავს.ურცხვად იცრუა ჯიმიმ.იდგა მიშიკოს წინ,თვალებში უცქერდა და ურცხვად ატყუებდა.მიშომ გვერძე გაიხედა,თავი ხელში აიყვანა და უთხრა.
---მიდი ჩაიცვი და შენი თავისუფალი დღეები, დღეს ეკლესიაში დასრულდება.ჯიმის ჩაეღიმა და საძინებელში გავიდა.ჩაიცვა ნონას მომზადებული ტანისამოსი და ბოლო შტრიხი მის თმებში შეიტანა.თმები ლამაზად გადაივარცხნა და თავისი თავით კმაყოფილი გავიდა მიშიკოსთან მისაღებში.მიშომ შეხედა ჯიმის და უთხრა.
---ზოგჯერ მგონია,რომ არ უნდა შეიყვარო,რადგან იცი ეს სიყვარული ძალიან გეტკინება.ჯიმი ადამიანში სიყვარული ცვლილებებს ახდენს,შენში რა შეიცვალა.შენ შეგიყვარდა ქალი ლამაზი,ამ ქალში რას შეხედე მის ამაღლებულ სულს თუ მისმა წყნარმა და მშვიდმა ცხოვრებამ მიგიზიდა,თუ მისმა სიმდიდრემ?ჯიმიმ გაოცებულმა შეხედა მიშიკოს და შეეკითხა.
---რატომ მეკითხები,მიშიკო რამე შემამჩნიე?
---არა არაფერი.მინდა დავრწმუნდე,გიცნობ თუ არა ბოლომდე.მინდა ვიცოდე, ჩემი ელისო იქნება შენთან ბედნიერი?აქცევ მას ბედნიერ ქალად,გყოფნის ამის ვაჟკაცობა?
---რა თქმა უნდა მიშო.რაღაც,ვერ გცნობ დღეს.
---ვერ მცნობ,მართალია დღეს სულ სხვანაირი მიშიკო დგას შენს წინ.გაგიკვირდა,რადგან მე შენთან ასე სერიოზულად არ მისაუბრია.გიმეორებ ჯიმი თუ დარწმუნებული არ ხარ იმაში,რომ ელისოს ვერ გააბედნიერებ გთხოვ,ახლავეს და აქვე დაასრულე ყველაფერი.შენს გულში ჩაიხედე და ყველას შეუმჩნევლად წადი მისი ცხოვრებიდან,ნუ ატკენ მას.გთხოვ,ელისო ტკივილს არ იმსახურებს.გულზე მოხვდა მიშოს თითოეული სიტყვა ჯიმის მაგრამ სიამაყე არ დათმო და შეცვლილი ხმით უთხრა დაძაბულმა.
---რაღაც დღეს ძალიან უცნაური ხარ მიშიკო.წავედით.წავიდნენ და მამა დავითის ეკლესიაში მივიდნენ,რადგან იქ ყავდა ელისოს მისი მოძღვარი და მან უკვე ყველაფერი იცოდა.ძალიან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი ეკლესიაში და საათნახევრის ლოდინის შემდეგ პატარძალიც მოვიდა.ულამაზესი,შეუდარებელ სილამაზეს ასხივებდა ელისო და ციცომ ცრემლით სავსე თვალებით შეხედა.ელისომ ვახოს წინ შეჩერდა,ჩაეხვია მამას ყურში უჩურჩულა.
---დაბლოკე ბარათები რომ გითხარი?
---კი დაბლოკილია,არ ინერვიულო.უთხრა ვახომ და ძლიერად შემოხვია ხელები.-მაპატიე,მაპატიე შვილო რომ შენ მოგიწია აგო პასუხი იმაზე, რაც არც შენი დანაშაულია და არც ჩვენი.
---ყველაფერი კარგად იქნება მამიკო.შემდეგ ციცოს მიუბრუნდა და ჩაეხუტა.ყურში კი უჩურჩულა.-არ ინერვიულო,გთხოვ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვიცი რთულია როცა შენი შვილით გევაჭრებიან,მაგრამ მაინც ვერ ვამართლებ ქალბატონო მზია ჯიმის და რა ვქნა. disappointed საინტერესოა ვინ არის ის,ვინც აიძულებს ამ ყველაფრის გაკეთებას.ნონასთვის უნდა დაეჯერებინა.მართალია პატარა თავი ოყო,მაგრამ ბევრი თქვა ამ ისტორიაზე,იმედია მალე დადებ ახალ თავს. kissing_heart
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი ნარგიზი ჯაფარიძე

არვიცი ვინ მისცათ ადამიანებს სხვის ბედზე და გრძნობებზე თამაშის უფლება, ყველას დაუბრუნდება უკან ასმაგად იმედი მაქვს. გაიხარეთ ქალბატონო მზია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent