შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების მწვერვალი - სრულად


14-08-2017, 16:06
ავტორი D-roni
ნანახია 20 647

ბალიშს თავზე მაგრად ვიკრავ და ვცდილობ ის ხმაური ჩავახშო , რომელიც ყურებში მთელი ძალით ჩამძახის , რომ გაღვიძების დროა.

- შემეშვი რა შეჩ*ემა ! - ხელს ვიქნევ და საპირისპირო მხარეს ვბრუნდები.

- ბიჭო , შუალედური გაქვს აეხიკე მანდედან ! - ბალიშს დაღლილი ვიღებ თავიდან და მთელი ძალით ვუქნევ საბას.

- გააჯ*ი . - ჩხუბის თავიც აღარ მაქვს , ისე ვდგები საწოლიდან და სააბაზანოსკენ მივდივარ. -არ შემაწუხოთ , თორე შემომაკვდებით!

- ეგ იცის , ღამე ბევრმა გულაობამ დათიკო ... - ქალის ხმით შემომძახა და გამეღიმა.

- გითხარი რაც უნდა ქნა ! - ღრიალით გავძახე და წყალი მოვუშვი.

დავიღალე!

^^^

- ჩემით წავიდეთ , მაინც არ ვიშლებით დღეს. - მანქანის გასაღებს ხელს ვავლებ და გარეთ თმის სწორებით გავდივარ.

- მომნატრებია ამ ერთ თვეში მადრიდის ქუჩები ... - ჩაილაპარაკა ღიმილით და გვერდით ჩაჯდა.

- რა მოგნატრებია , გიჟივით მინდა საქართველოში ჩასვლა! - ხელი ავიქნიე და მანქანა დავძარი.

- რამდენიმე დღეც და ერთად გავფრინდებით დათიკო !

- ნუ მეძახი მაგ სახელს და მოიშორე ეგ პიდარასტული ზამაშკებითქო ! - შევუბღვირე და უნივერსიტეტთან გავაჩერე.

ბოლო დღე წამების და ჰერი საქართველოსკენ!

***

"დავშორდით" - მომდის ესემესი და ისევ მეცინება.

"მერამდენედ?" - ვეკითხები ირონიული ტონით.

"არაკაცია" - საკმარისია ამის წაკითხვა და ცალკე ოთახში გავდივარ.

ვიღაც შემომაკვდება!

- რა მოხდა ? - ვეკითხები და ვცდილობ ცალი ფეხით გადავაგდო საწოლიდან გიოს მოყვანილი კატა. -აუ გადადი რა ტოო !

- კამერა ჩამირთე რა . - მესმის ელენეს ხმა და მაშინვე ვიბადრები.

როგორ მომენტრა ეს მაწაკი!

- ჰა , მომიყევი ! - კამერა ჩავრთე და მონატრებულ ბიძაშვილს გავუღიმე.

- მოიცა ჯერ ყავა უნდა დავლიო ! - მეუბნება და თვალებს სამზარეულოსკენ აპარებს. - ნუც დროზე გამიკეთე რა , თორე ენა მეფხანება ისე მინდა ყველაფრის მოყოლა! - კისკისით გახედა ვიღაცას.

- ხო მოიცა , კეთდება ! - ჩახშულად მესმის უცხო ხმა.

- მალე რა ... - ელენე ისევ ბუზღუნებს.

- ვაიმე , შიგნით ჩავხტები და ვეტყვი მალეთქო ! - დასხმულ ყავას იქვე უდებს და ჩრდილით ვხედავ , როგორ უჯდება გვერდით.

- დათი , რომ გითხარი ორი წლის წინ გოგონები გადმოვიდნენ ჩემს გვერდითთქო გახსოვს ?

- კი მერე ? -
- რომ გითხარი , ორთან განსაკუთრებით დავვხლოვდითქო , ერთ-ერთია შემოსული! - კამერა მისკენ მიაბრუნა და დავინახე , როგორ აიფარა მობილური სახეზე .

იმდენად გამეცინა , რომ სახეზეც კი დამეტყო.
ელენეს ბღვერით გახედა , მე კი ღიმილით გამომხედა და ხელი დამიქნია.
დავინახე , როგორ ჩაეღიმა ელენეს და თვალები გადამიტრილდა.
კიდევ გარიგების პროცესშია ეს უბედური!

- გამომხედე აქ და მომიყევი რა ქნა! - მობეზრებულად ვიქნევ ხელს.

- რა და , მაგ გარეწარმა ... მოკლედ , გუშინ დავთვერი და მივწერე , აღარ შემიძლია ასეთ გაურკეველ ურთიერთობაში ყოფნა , ამიტომ ჯობს ცალ-ცალკე ვიყოთთქო .

- მერე? - ვეკითხები ნასიამოვნები.

- დამსინა ... - პანიკური სიცილი აუტყდა და დავინახე , როგორ დადგა მის უკან ფანჯარასთან მისი დაქალი ზურგით.

- ეტყობა ასაკი რა .

- მომწერს ვიცი ... მაგრამ გვიანი იქნება , ხო ნუცა ? - ფანჯარასთან მდგომი ელნესკენ ბრუნდება და სიცილით უქნევს თავს.

- არ გეწყინოს მაგრამ ... ეგ კაცის იმიტაცია რამ შეგაყვარა? - თავი გააქნია და ისევ ფანარაში გაბრუნდა.

თავს მარიდებს , თითებს იმტვრევს , ყელს კი დროდადრო ხელით იზელს.
დაბნეულია!

- ისე ლაპარაკობ , თითქოს არავინ გყვარებია! - ნიშნისმოგებით უთამაშებს წარბებს.

- არავინ მყვარებია , ჩემთვის ეს დროებითი გატაცებებია ... - თავს უქნევს და ირნოულად იღიმის.

ისეთი შეგრძნება მიჩნდება , თითქოს თავს ჩემთან იმართლებს და მეცინება.
პატარაა და ემოციებს ვერ აკონტროლებს.

- მოვალ ახლავე , ნია მეძახის ... - მობილურს იქვე დებს და სამზარეულოდან გადის.

- სულელი ... - იცინის ელენე და მის მობილურს ხელებში ათამაშებს.

- შენზე ჭკვიანია ! - სერიოზული ტონით ვეუბნები და ლუდს ვსვამ.

- ეუფ ... - ტუჩებს მანჭავს და მეცინება. - ბატონო დათი , რამე ხომ არ ხდება ? - მეკითხება და თვალებს ვატრიალებ.

- კარგი რა , პატარაა ... თან ძალიან მარტივი ჩანს! - თვალს ვუკრავ და ისეთი სიცილი უტყდება , გაოგნებული ვუყურებ.

- ჯერ ერთი , 19 წლისაა ... და მეორე , საერთოდ არ არის მარტივი ... შენ ნუცას არ იცნობ ! - თვალს მიკრავს და ნიშნისმოგებით მიყურებს.

- რა გინდა ეხა , რატო მიწვევ ? - ვეკითხები ღიმილით , ვიცი ეს მზერა რასაც ნიშნავს.

- ბატონო დათი , არ გირჩევ ... დიდ დაბრკოლებას წააწყდები ... მე გამიფრთხილებიხარ ! - მეუბნება და ვგრძნობ , როგორ მემატება ჟინი.

- ვიცი ცუდად ჟღერს , მაგრამ შენი სიტყვების მერე ორმაგად მინდება მანდ ჩამოსვლა ! - თვალს ვუკრავ და ვემშვიდობები.

ფეხბურთი იწყება!

***

არ ახსოვს ... არ ახოვს , რომ მიცნობს ...
იცის ვინ ვარ!
არ ახოვს ვიდეო , ვიდეო რომელიც ელენემ გაუგზავნა.
ვიდეო , რომელშიც უკანალს სასაცილოდ ვაქნევ.
ვიდეო , რომელზეც ჩემს დაქალთან ფრონტი მქონდა ...
ამას კიდევ არც კი ახოვს ...

სამზარეულოში ვბრუნდები და ნელ-თბილ ყავას ვსვამ.
ვგრძნობ , როგორ ვდუნდები და ვმშიდდები იმის გაცნობიერებისას , რომ გათიშა!
ელენეს ეჭვნარევ მზერას თავს ვარიდებ და სახის მანჭვით ვდებ ჭიქას მაგიდაზე.

- რატომ გახვედი ?
- ნია ...
- ნია არ გეძახდა ! - მაწყვეტინებს და ეშმაკურად მიღიმის.
- გვიანია , სახლში გავალ ... - ლოყაზე ვკოცნი და კარისკენ მივიდვარ.
- ნუცა ... დარჩი რა ! - ხელზე მექაჩება და სახეს მანჭავს.
- არა , ელე ძალიან დაღლილი ვარ დღეს , ხვალ სადმე გავიდეთ გკოცნი !
- ტაქსი გამოგიძახო ? - მეკითხება ფხუკუნით და მეც მეცინება.
- ხო , თორე ავტობუსები და მარშუტკები აღარ დადიან , გვიანია ! -გასაღებით გვერდითა კარს ვაღებ და სახლში შევდივარ.
- მომწერე ! - სიტყვას მაწევს და მეც თავის ქნევით ვხურავ კარს.

რამოდენიმეჯერ ცადა , დათიზე სიტყვის ჩაგდება ...
თუმცა რა თქმა უნდა თავიდან ავიცილე და ვუთხარი , რომ დასაძინებლად გავდიოდი.
სიმღერები ჩავრთე და მეუცნაურა ... ახალი გატაცება , სიმღერის დროს დათიზე ფიქრებმა ჩაანაცვლა.
არ მომწონს , არ მომწონს!

^^^

- რას შვები ? - ვეკითხები და თან ბარგს ვაგორიალებ აქეთ-იქით.

- ეეე , შენ ქართული ნომრით ? - გაჰკივის ელენე და მეცინება. -მოიცა , შენ რა ჩამოხვედი ?

- ჩამოვედი , ჩამოვედი და ვიწყებ ფშტვიალს ! - ბებიაჩემის საფირმო ფრაზა და სინქრონში ახარხარება.

- ვაიმე დათი ... როგორ გამახარე , ხო მნახავ საღამოს ? - მეკითხება და სახეს ვმანჭავ.

- არ ვიცი , შევეცდები ბიჭებს ცოტა ხნით გამოვეპარო ... თან ძმაკაცთან ერთად ვარ ჩამოსული .

- კაი გელოდები იცოდე ! - მეუბნება და მობილურს მითიშავს.

- საბა აქეთ , რა გორელივით დაიარები შეჩე*ა ! - თავში ვურტყავ ძმაკაცს და ისიც უკან მომყვება.

- გორელივითაც დაიარები და იმისავითაც! - მიბღვერს და გარეთ გადის. - ჯორჯიას ჰაერი , იმენა სხვაა რა ! - ნასიამოვნები შლის ხელს.

- აქ გინებასაც , იმენა სხვა მუღამი აქვს ! - სიცილით ვაქნევ თავს.

- ხო და შენი კარგიც მოვ**ან ! - ხარხარით იძახის და მანქანისკენ მიდის. - საღოლ დედაშენს , რომ გამოგიგზავნა მანქანა , თორე არ მაქვს ამ ტაქსისტების თავი , გზაში ისე ბურღავენ ტვინს , თითქოს ნამგზავრს ეგ მაკლდეს !

- აუ რამდენს წუწუნებ ? - ჩემოდანს საბარგულში ვდებ და ვხურავ.

- ჩემსას აქ ტოვებ ? - მიბღევრს და თვითონ დებს , წვალებით გაღებულ საბარგულში ჩანთებს.

- შენც დაგტოვებ თუ გინდა . - სიცილით ვეუბნები და საჭესთან ვჯდები.

- იმენა , ხიხო ხარ რა ! - ხელს იქნევს და გვერდით მიჯდება. - ნელა ატარე , გავაყოლო გოგოებს თვალი ! - მაფრთხილებს და მუსიკას უწევს. - ტანცუიუ ზვიოზდი !

^^^

- გუდვილში გამომყვები ? - მწერს ელენე და საწოლიდან ვხტები.

უცებ ვიცვამ და გაკრეჭილი გავდივარ დაქალთან გვერდით.

- უკვე ? - სიცილით აღებს კარს და სარკესთან იკეცება . -რა იყო , სტარტზე იდექი ?

- ოო , მოემზადე დროზე ! - ვუბღვერ და მის ოთახში შევდივარ. - ოო , მაკიაჟს თუ ისვამდი არ უნდა გეთქვა ? , მეც წავისვამდი !

- დათი უნდა ვნახო ... - წყალი გადამცდა და ხველა ამიტყდა.

- რომელი დათი , მადრიდში არაა ეგ ? - ნერვიულად ვახამხარემ წამწამებს.

- ჩამოვიდა , დღეს დილით .

- მომეცი ეგ კონტური და ტონალური ! - ხელიდან ვგლეჯ და გაოგნებულს თვალს ვუკრავ . -რა ?

- არა , არაფერი ! - ფხუკუნით მეუბნება და მეც ბღვერით ვუყურებ.

- გაეთრიე !

***

- არ გამოდიხარ შენ ? - დათისთან რეკავს და მე ჩისფსების თაროებთან სეინობას ვიწყებ.

- აუ არ ვიცი , საბა გაჩერებულ მანქანას დაეჯახა ... - სიცილი მესმის და ელენეს გაოგნებული ვუყურებ.

- რა გაცინებს , როგორ არიან კითხე !

- როგორ ღელავს ეგ ... ვინაა ? - ნერვები მეშლება !

- ჩემი დაქალი ... კარგი ანუ დღეს არ მნახულობ ?

- არა , გამოგივლი ხვალ და გავიდეთ სადმე ...

- ოუქეი ...

ესეც შენი მაკიაჟი ნუცა!

^^^

- ბიჭო შეანელე ! - საბას ხელს ვექაჩები და თავში თითებს ვიკაკუნებ ნერვიულად.

სიგიჟის პირას ვარ , როცა ვაცნობიერებ , რომ გაჩერებულ მანქანას დავეტაკეთ!

⁃ ხო გითხარი ნელათქო ?! - ვეკითხები და წინიდან ვუყურებ მანქანას . -შენი ბედი ნაკაწრი ,რომ არ აქვს !

⁃ თვითონ დამეჯახა ! - მის ნათქვამზე სიცილი მიტყდება .

ელენეს ზარს აღელვებული ვპასუხობ და ვცდილობ დაზარალებული მანქანა დავათვალიერო , აშკარად არ არის დაზიანებული.

ნუცას ხმა მესმის და სიცილს ძლივს ვიკავებ.
ვიცი როგორ გაბრაზდა ,როცა ვიკითზე ვინ არისთქო .
მეტისმეტად სუფთაა იმისთვის , მე რომ გამომაპაროს რამე !

მეორე დღეს ელენეს უნივერსიტეტში მივაკითხე საბასთან ერთად .
რაღაცაზე ვლაპარაკობდით ,როცა ელენემ მობილური აიღო და ვიღაჩას დაურეკა .

⁃ არ მნახავ ? - სპიკერზე ჩართო და თასმის შესაკრავად დაიხარა , მობილური კი მე მომაჩეჩა ხელში.
⁃ დღეს ვერა , ლეამ დამირეკა გამომყევი გიგის სანახავადო , მგონი გიოც იქნება .
⁃ აუ , მინდოდა შენი ნახვა , თან დათისთან ერთად ვარ .- აშკრად წელავს თასმის შეკვრას და მეცინება.
⁃ მერე რა ? - ტემბრი შეეცვალა და სუნთქვა გაუხშირდა , თუმცა არაფერი შეიმჩნია ... იცის რომ მესმის.
⁃ არაფერი , მეთქი გავავნობდითქო ...
⁃ მერე იყოს , მომიკითხე ...წავედი მე , უნდა მოვემზადო !
⁃ კარგი მიდი , თუ გადაიფიქრე დამირეკე!

⁃ ამდენი ხანი რას იკრავ ? - ვეკითხები და ისიც მხრებს იჩეჩს .
⁃ გამოსულიყო რა ...
⁃ ვინ არის ? - საბა თვალებს აცეცებს.
⁃ ჩემი უახლოესი დაქალი ... - ეშმაკურად ათამაშებს წარბებს და მეც ასე მიღიმის .
⁃ რა გინდა ? - ვეკითხები ვითომ არ ვიცი რაც უნდა.
⁃ არაფერი - თავს აქნევს და ეცინება.
- ნუცას დას დავურეკავ , ეგ გამოვა ! - მობილურს მართმევს და საბას უყურებს.

მეღიმება.

- გოგო , არ გინდა გამოხვიდე ? , ხო გამოგივლი და წავიდეთ სადმე ... ნუცას დავურეკე და არ ცალია მიდის , კაი მიდი მოემზადე!

- ეგენი ერთ სახლში არ ცხოვრობენ ? - ვეკითხები სიცილით და მანქანიკენ წასული , ელენეს მეგობარს ვხედავ ... 3 წლის წინ ძლივს , რომ დავითანხმე პაემანზე ლაწირაკმა ჩემზე დიდი გოგო .

რა სასაცილო წარსული მაქვს , ახლა რომ დამსვა წამში ისე გავიყვანდი სადმე ვერც მიხვდებოდა.
არა , აშკრად მაქვს ჩემს მამაკაცურობაში რაღაც წინსვლა როგორც საბა იტყოდა.

- ვა ნინი ... - მისკენ მივდივარ და ისიც გახარებული მეხვევა.

- როდის ჩამოხვედი ? - მეკითხება გაბადრული და ისევ მეცინება .

- გუშინ დილით ... - ვპასუხობ და მანქანას ვეყუდები.

____

- ჩემი თეთრი მაიკა სად არის ? - ოთახში შევდივარ და ჩემს დას ვეკითხები .- სად მიდიხარ ?

- ელენემ დამირეკა , გამოდიო ... - თმის უთო საწოლზე მიაგდო და ფეხზე წამოდგა. -ეს კაბა მიხდება ?

- ტყუილად არ გაეპრანჭო დათის , ნინის მოსწონდა ადრე ... - ვაფრთხილებ სიცილით და მასაც ეცინება.

- არ ვეპრანჭები ამ დათის , მიხდება ეს კაბა ?

- კი , კი გიხდება მაგრამ ჩემი თეთრი მაიკა მომიძებნე რა .

- ოო , მოძებნე შენ მე უნდა გავიდე უკვე ...

- უიმე , არაფერში გამოადგები ადამიანს!

- შენ სადღა მიდიხარ ? - კარიდან მომიბრუნდა და მოსაცმელი მოიცვა.

- ლეა უნდა ვნახო , გიგისთან მიდის ...

- გიოც იქნება ? - მეკითხება ირონიულად.

- აღარ მაინტერესებს გიო , ტყუილად მეკითხები !

- აღარ აინტერესებს გიო , ტყუილად ეკითხები !

- ეე დავაი რა ! - სიცილით ვესროლე სავარცხელი და ისიც თავის ქნევით გავიდა ოთახიდან.

- აფერისტკა ხარ ! - კარის გაჯახუნება მომესმა და გამეცინა.

რა სულელია ეს გოგო!

ძალ-ღონეს არ ვიშურებ , მთელი ემოციებით ვემზადები თუმცა რათ გინდა ...
ქვემოთ ჩასულს მხოლოდ გიგი და მისი სხვა ძმაკაცი მხვდებიან .
გული მწყდება გიო , რომ არ არის...
ვგრძნობ , მთელი დღე უნდა ვიბუზღუნო!

- სახე გაასწორე , შუბლზე გაწერია ყველაფერი ! - ლეამ კისკისით გამკრა მხარზე ხელი და მეც გამეცინა.

- რატომ არ არის ? - ვეკითხები წუწუნით.

- არ ვიცი , ალბათ არ სცალია ...

- გაეთრეს რა!

_____

ვნანობ საერთოდ, რომ წამოვედი!
წავსულიყავი , ელენე მენახა...
აქ გიგიმაც ნერვები მომიშალა , შე კაი ადამიანო თუ ხვდები , რომ გიოს არ ყოფნა ნევრებს მიშლის და ამდენ ნამიოკს მირტყავ , ადექი და მოიყვანე რა!
ეს კაცები , ნამეტანი უკუღმართები არიან ...
ერთს ამბობენ , მეორეს ფიქრობენ , მესამეს აკეთებენ , მეოთხე უნდათ და , მეხუთზეზე ოცნებობენ ... მეექვსეს გეგმავენ და ასე !

_____

- ეს რატო ლაპარაკობს ამდენს ? - საბა ანისკენ იშვერს თითს და მეც მეცინება.

- ხო ,ეს მხარე აღაარაა ჩემი უკვე ! - ირონიულად ვამბობ და ვცდილობ დავაკვირდე , საერთოდ არ გავს ნუცას.

იმდენად ჩუმად და წყნარა ზის .
ვერც გაიგებ ,რომ საერთოდ ელენეს ვინმე ახლავს ...
რაც მოვედით , მაქსიმუმ გადამბულად ორი სიტყვა ეთქვა.
დანარჩენი დრო ზის და გვისმენს.
ამის დაც თუ ასეთია , ამწყობია საქმე მთელი თვე ამათ უნდა ვუყურო .
საბას რეპლიკებზე ისე მეცინება , ნებისმიერს ქლიავის შთაბეჭდილება დარჩება ორივეზე.

- იცი რამდენს ვღადაობ , ამას უეჭველი ქათმები ვგონივართ ! - საბა ელენესკენ იწევა და ვხედავ , როგორ იწევა ელენე უკან .

საბას ხელზე ვექაჩები და სიცილს ძლივს ვიკავებ , ბიძაშვილის საქციელზე.
ვხედავ , როგორ უყურებს და შემდეგ როგორ აცეცებს თვალებს .

- გეხვეწებით , რომ მოვა ეგრე აღარ იხუმროთ ხოლმე ... თორე ამას თუ ეგონება , რომ თქვენ მართლა ეგეთი იუმორი გაქვთ აგწყობიათ საქმე! - საპირფარეშოში გასულზე გვანიშნებს და ჩვენს სიცილი გვიტყდება.

- კაი ტოო , მაცადე ყველგან ერთნაირები ხო არ ვიქნებით!

- ელენე შენ გყოლია შეყვარებული ? - საბა საზურგეზე გადაწვა და ელენეს გახედა.

- ჩემი ცხოვრების , ყველაზე დიდი და მუქი შავი ლაქა ! - ჩაიბურტყუნა თავისთვის და ისევ გამეცინა .

დ ა ი წ ყ ო !

- ბაზარი არაა , მეც მყავს ეგეთი შავი ლაქა ერთი ! - გაეცინა და თავი გააქნია.

- სიყვარული არ მცოდნია რა ყოფილა ! - უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი და ანიც მოუჯდა გვერდით.

- შენ კიდე იმაზე წუწუნებ ? - ეკითხება სიცილით და ფრის ჭამს.

- აუ ამან რაღაი ხმა ამოიღო , გისმენთ ელენე ილაპარაკე შენს ყოფილ სიყვარულზე! - საბა სიცილით წამოიწია და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.

- შენ თუ ელენეს , სასიყვარულო ისტორიის მოსმენა გინდა , პირდაპირ თქვი ! - ხელი გავკარი და სახე დავმანჭე , როცა ფეხზე მიჩქმიტა .- გაგიგდებ წიხლქვეშ! -ვემუქრები და გოგონებს ვუცინი.

- არავის უნდა შეალიო არც ერთი წამი , არც პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა , არც ადვილად უნდა მიიღო რამე ... ყველაფერი წვალებით მიღებული , უფრო ხანგრლივი და კარგია !

- ვიღაცამ ძაან გაწყენინა ხო ? - ეკითხება მეამიტური სახით და ირნოულად ვმანჭავ სახეს , საბა ასეთ ამპლუაში არ მომწონს!

- ხო , გაბრაზებული არ ვარ ... უბრალოდ ნაწყენი ვარ ! - თავს აქნევს და ანის მხარს ეყრდნობა.

- ეგ უარესია ... - დიდ ხანს საუბრობდნენ , სიყვარულზე და ურთიერთობებზე.

ის , რომ თავისას მორჩა ... მერე საბამ დაიწყო თავისი.
ისეთი მონდომებით უსმენდნენ და უყვებოდნენ დაუზარლად ერთმანეთს რაღაცეებს , რომ ზოგჯერ მეცინებოდა.
ცალკე კუნძულზე გადავინაცვლე და მგონი მეორე ანისნაირი გავხდი.
ორივე ჩუმად ვუსმენდით და მომენტებში "ვაიმე ზუსტად" - ს გამოძახილებს სიცილით ვხვდებოდით.
უგებს ეს ორი ერთმანეთს !

- სად შეგხვდეთ ? - გარეთ გამოსული ელენე მობილურზე ლაპარაკობდა . - კაი , მიდი შენც და მოვალთ ჩვენს მალე ! ... არა , არ ახვიდე დაგველოდე!

- რაო ? - ეკითხება ანი და მანქანაში სხდებიან.

- სკვერში დაგველოდება , გიო არ ყოფილა და ბრდღვნის ყველაფერს! - სიცილი წასკდა და ანიც აყვა.

- რატომ ? - საბა ჩაეკითხა და უკან მიბრუნდა .
- გაიგებ ,რომ გაიცნობ ... - გაეცინათ და მეც მანქანა დავძარი.

___

^^^

პარკში ვიჯექი , რომ მოვიდნენ.
სიცილით მომეპარენ ანი და ელენე უკნიდან და მეც ღიმილით მივატრიალე თავი მათკენ.
მარტო იყვნენ.

- ლაღიძის წყალი არ გინდათ ? - ფეხზე ვდგები და უკან მივდივარ.
- კი წამო დავლიოთ .

კაფეში შესულები მათ საუბარს ვუსმენ და გაოგნებული ვტრიალდები მათკენ.

- მოიცა , დათი ნინის არ მოსწონს ? - ვეკითხები ელენეს.

- დათის ანი მოეწონა ! - თავს მიქნევს და ორივეს სიცილი უტყდება.

- როგორ შეგიძლია ასე მშვიდად მითხრა ეგ? - გაბრაზებული ვიღებ ჩემს ჭიქას.

- რა გინდა გოგო ! - სახეს მანჭავს დაბნეული ელენე.

- რა მინდა და ... რა მინდა და ... ნინის მოსწონს დათი , ნინის ! , შენს უახლოეს მეგობარს , შენ კიდე დათის და ანის ურიგებ ერთმანეთს!

გაბრაზებული ვდგები და კაფიდან გამოვდივარ.
ორივე დაბნეული უყურებს ერთმანეთს და ისევ სიცილი უტყდებათ.
გაბრაზებულს , ბრაზი უფრო მერევა მათი საქციელის შემხედვარე.
თვალებს ვქაჩავ და ერთ მოყუდებაში გამოცლილ პლასმასის ჭიქას ნაგვის ბუნკერში ვუშვებ.

- ღირსები ხართ , ამ ჭიქას ორივე უკან მიგაყოლოთ ! - ნაბიჯს რაც შეიძლება , უფრო ვუჩქარებ.

- შენ , ნინიზე ღელავ თუ დათი მოგეწონა და ანიზე ეჭვიანობ ? - უკნიდან ელენეს სიტყვები მესმის და ლამის ტირილი დავიწყო.

ნიკაპაკანკალებული ვტრიალდები მისკენ და თავს ვაქნევ .
დამშვიდდი ნუცა!

- საერთოდ არ მიცნობ ელენე , საერთოდ ! - ნაწყენი ვაგრძელებ გზას.

- გოგო კაი რა იყო , ვიხუმრე ! , ნუცა ... ნინის დათი სამი წლის წინ მოსწონდა ადამიანო , ეგეც რომ არ იყოს ნინის საერთოდ არ იცნობ და რა განაღვლებს შენ ? , რამდენი წლისწინდელ თემას უკაკუნებ ? , კარგი ცოტა კიდევ მოსწონს მაგრამ შენ რა ? , ანი შენი დაა ... არ გინდა შენი და მოეწონოს დათის ? - ბოლოში ისევ ეშმაკური სიცილით იცინის და ნერვები ადღლეზვას მაქვს!

-იმედია მე რომ ვინმე მომეწონება ასე არ დაიკიდებ! - ვუყვირი და გზას ვაგრძელებ.

- ნუცა ხვდები მაინც რას ამბობ ?
- კი , შემეშვით ლაპარაკი რ მინდა!
- თუ გვეღადავები ძააან გავბრადები!
- რამე მეტყობა ღადაობის ? - ვეკითხები და კარშში შევდივარ . - ნუ მიმატებ ბრაზს და ნუ ცდილობთ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას!

სახლში შესულმა იმდენი ტკბილეული ვჭამე ძლივს გადავრჩი ცოცხალი . არც ერთხელ გამიცია ხმა რამდენმე დღის განმავლობაში არცერთისთვის , ორივემ იცოდა რომ სანამ არ ჩავცხრებოდი არ უნდა გამკარებოდნენ , თორემ მერე მართლა მტრისას.

სახლში ვიწექი , ტელევიზორს ვუყურებდი გვერდითა ოთახში მჯდომი ელენე და ანი მობილურს რომ მიფეთქებდნენ .
ბოლოს ელენე ოთახში დამადგა და გაბრაზებული დამაჩერდა თავზე.

- გავიგე რომ ნაწყენი ხარ მაგამ არ შეგიძლია პასუხი გამცე ? იქნებ ვკვდები ?!
- ცუდი ამბები მალე ვრცელდება...
- ნუცა ვეღარ გცნობ!
- ალბათ რომ ვერ მიცანით მაგიტომ მომტეხეთ კლუბში რომ წახვედით , რაღავ მე ვეღარ გცნობთ ვერც ერთს რაც დათი ჩამოვიდა , მგონი თქვენშია პრობლემა !
- შენ კუსტბაზე იყავი და რანაირად წამოხვიდოდი ადამიანო!
- ძაან მაგარი მიზეზია , ოცჯერ დაგიბარეთ წასვლამდე თუ რამეს გადაწყვეტთ წასვლაზე დამირეკეთ და ჩამოვქანდებითქო!
- კარგი ხო დამბაშავეები ვართ მაგრამ ხომ შეგეძლო მერე მოსვლა რას შეჯექი ვირზე !
- ელენე ძალიან გთხოვ აღარ მინდა მაგ თემის გარჩევა !
- კარგი , არც ის არ გაინტერესებს ჩემს და საბას შორის რა ხდება ? - ჭერჭი წამწამების ფახულით აიხედა და მეც გამოშტერებულა მოვატრიალებინე თავი ჩემსკენ .
- რაა???
- რო გეკითხა მოგიყვებოდი!
- რო მცოდნოდა გკითხავდი , მაგრმა არ დამესიზმრებოდა თქვენ იქ რითი ერთობოდით ! - წავკბინე ირონიულად და მანაც თვალები გადაატრიალა.
- მოუყევი ანი!!
- ნახე ნახე უკვე აცანცარდა!
- ეს ქალბატონი ისე ცეკვავდა და ისე იქცეიდა იმას ყალყზე ედგა უკვე . - ახარხარდა ჩემი და მეც ჩამეღიმა წარმოდგენილზე./ მაგიდაზე იყო შემოსკუპებული ფეხებგაშლილი , ის კიდე შუაში ედგა და მღეროდნენ ასე ტკბილად .
- დათი სუნთქავდა მაგ დროს ?
- კი და სხვათაშორის არც შემიხედავს .
- ღმერთო ჩემო !

^^^

-აუ ახლა მაინც ჩამოდი რა ...
-კარგი ოღონდ ცოტა ხნით ...

ჯინსის შარვალი ამოვიცვი და ფეხზე სპორტული კედები მოვირგე.
ნაცრისფერი მაისურიც გადავიცვი და სპორტული ჟაკეტი მოვიცვი , მსუბუქი მაკიაჟი და სწორი თმა .
მზად ვარ !


- სად ხარ ამდენ ხანს ადამიანო ?
- ვსიო , კიბეებზე ვარ და მოვდივარ !
- მალეე , შენ გელოდებით !

მე მელოდებიან ?
რა ხდება ნეტავ ის გამაგებინა ...
ქვემოთ ჩასულს კორპუსთან სამი მანქანა დამხვდა ჩამწკრივებული , გაოგნებულმა მოვავლე ბიჭების ხროვას თვალი და ძლივს გაძვრომა-გამოძვრომით ელენესთან და ანისთან მივაღწიე.
- რამდენი ხართ ღმერთმა გამრავლოთ ხალხნო ... -ამოვიკისკისე და ელენე გადავკოცნე.
- არ მჯერა ! - მომესმა უცხო ხმა ახლოს და უკან ინტენტერესით მივბრუნდი. - ეს ის არის ვინც მე მგონია ?
- ეგაა ეგ , ნუცაა ... - დაეთანხმა ელენეც და მეც დაბნეულმა დავიწყე თვალებიც ცეცება აქეთ-იქით. - ნუც ეს საბაა .
- საბა ? - ვიკითხე ისე თითქოს პირველად გავიგე მისი სახელი და სასიამოვნო ღიმილით გადავკოცნე. - სასიამოვნოა საბა.
- ბევრი მსმენია შენზე ... ამ შველივით გოგოს სად მალავდით ტოო.
- ჩვენ არა , თვითონ იმალებოდა ! - გაუცინა ანიმ და საბამაც ინტერესით მოათვალიერა ტერიტორია.
- მე რომ არაფერი არ მსმენია შენზე ? როგორც მივხვდი დათის ძმაკაცი ხარ , სამწუხაროდ არც დათის არ ვიცნობ ... - ვთქვი და ეშმაკური ღიმილით გადავხედე კმაყოფილ ელენეს , რომელიც საბას დაბნეულ სახეს გაბადრული უყურებდა.
- არაფერი გსმენია ჩემზე , არაუშავს გაიგებ ...
- სად ხარ ამდენ ხანს ? - ვიგრძენი როგორ ამომიდგა უკან ვიღაც და უნებურად შემაკანკალა.
- მობილურზე ვლაპარაკობდი ...
- გაიცანი , ეს ნუცაა ... - ღიმილით შემატრიალა მისკენ ელენემ და ვიგრძენი როგორ ამიფრიალდა გული.
- აჰ , ის ცნობილი ნუცა ბრძანდებით ? - მკითხა ირონიულად და ჩემი ხელის ზურგი თავისაში მოიქცია. - სასიამოვნოა , იმდენი მაქვს გაგებული შენზე დაუსწრებლად გიცნობ ... - მითხრა ჩვეულებრივი , ეშმაკური , მოფლირტავე ღიმილით და მეც მთელ ხმაზე აკისკისება მომინდა.
- სამწუხაროა მე რომ არ შემიძლია იგივეს თქმა ... მე არცერთს გიცნობთ არც დაუსწრებლად და არც რაიმე მაქვს თქვენზე გაგონილი , აჰჰ ელენე ეს ის არის იმ დღეს რომ ელაპარაკებოდი ? - ინტერესით მივაჩერდი ჩემს დაქალს და მანაც თვალებდაქაჩულმა დამიქნია თავი.

- თურმე გიცნობ ... - ვუთხარი სიცილით და კეკლუცურათ გამოვტაცე ხელი .
- რატო არ მიკვირს ... - ჩაიჩურჩულა ხველა-ხველით და მეც ეჭვნარევი მზერით ავათვალიერ-ჩავათვალიერე უცნაურად მომღიმარი.
- რამე მითხარი ?
- არა ... მოგეჩვენა !
- ეგ კარგია მაგრამ ... ამდენი კაცი ამ სამ მანქანაში როგორ ეტევით ? - იკითხა ანიმ და გიომაც ხარხარით გადმოწია უკანა სიდენიები ერთ-ერთიდან.
- ჯერ ორი გამაცნო , მერე ოთხი ... თანდათან ამრავლებს... - აკისკისდა ელენე.
- ჩინელებივით მრავლდებიან ... - ავყევი და ტელეფონს დავხედე.

- გავისეირნოთ რა ... - ანი ოდნავ დგავს რამდნეიმე ნაბიჯს უკან.

- წამო ! - მისკენ მივდივარ და ყველა უკან მოგვყვება.

ელენე და დათი გვერდით გვიდგებიან და ზოდიაქოებზე საუბარს იწყებენ.
მეცინება და თან ძალიან.

^^^
__

ელენეს , რომ დავურეკე დღეს გამოგივლითქო , მითხრა ქვემოთ ვართ მე და ანი გელოდებიო .
თავი გავაქნიე და ბიჭებთან ერთად გზას დავადექი.
მის კორუპუსთან მისულები , ერთ ადგილზე გაგვაშეშეს და უკვე მეცინებოდა.

- რას ველოდებით ? - კითხულობს საბა და მეც გოგონებს ვუყურებ პასუხის მოლოდინში.

- ჰა დროზე რაა ! - ანი მობილურს იცურებს ჯიბეში და ამ დროს მე კირეკავენ .

ოდნავ შორს ვიწევი და საუბარს ვიწყებ .
როგორც კი ვამთავრებ მათკენ მივდივარ და ზურგით მდგომ გოგოს ვაკვირდები.
აშკარად არც ელენეა და არც ანი ... რადგან ორივე მის წინ დგას და რაღაცაზე ლაპარაკობენ.
უკნიდან ვუდგები და როგორც კი ელენე მეუბნება , რომ ნუცას მაცნობს ოდნავ ვაკვირდები თვალებში.
მეცინება , დაბნეული აცეცებს თვალებს და ელენეს ელაპარაკება მზერით.
ხელის ზურგზე ისე ვკოცნი , მზერას მის თვალებს არ ვაშორებ და ვხედავ როგორ უნდა სიცილი.
თავისთვის ჩუმად იღიმის და ახლა უკვე საბას იცნობს.
მზერას არ ვაშორებ , იმასაც კარგად ვხედავ როგორ აბნევს ჩემი დაჟინებული ყურადღება.

- ვაიმე თევზი კაცები საშინელებაა ... - ზოდიაქოებზე ლაპრაკის დროს გაოგნებული ვუყურებ სამივეს და ნუცას განცხადება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაოცებს.

- უკაცრავად ?- ირონიულად ვუღიმი და ვცდილობ სიცილი შევიკავო მის შეშინებულ სახეზე.

- არა ? - ქვედა ტუჩს ფხუკუნით აჭერს კბილებს და მე მიყურებს.

- კი , კი და რატომ ვარ საშინელება იქნებ ამიხსნა ? - ხელს ვხვევ და ვგრძნობ , როგორ აკანკალებს.

გაოცებულმა დახედა ჩემს ხელს და მის საქციელზე ჩამეღიმა.

- გაუწონასწორებელი , უპასუხისმგებლო და უყურადღებოები არიან ... ოჯახისთვის შეუფერებელი და არამოსიყვარულე ... სულ სტარტზე უნდა იდგე , რომ ვინმემ ცხვირწინ არ აგახიოს ... ძალიან სათუთები არიან რასაც კაცში ვერ ვიტან ! - ხელი მოვაშორე და წინ გადავუდექი .

ცოტა მაკლდა ახარხარებამდე.

- ეს , რომელ ზღაპარში წაიკითხე ? - ვეკითხები და ოდნავ იბნევა.

- ვისაც ვიცნობ ,ყველა ეგეთია ... - თავს მიქნევს და ნაბიჯის გადადგმას ცდილობს , თუმცა გზას ვუღობავ.

- და შენი აზრით მეც ეგეთი ვარ ? - ვეკითხები ეშმაკური მზერით.

- შენ არ გიცნობ ... - დაბნეული ახამხამებს თვალებს და ცდილობს თვალი არ გამისწოროს. - ასე ნუ მიყურებ ! - მიბღვერს და უცებ გარბის ჩემს წინ .

მეცინება.

- ასე როგორ ? - ისევ "ასე" ვუყურებ დამის რეაქციაზე თვალები მინათდება.

- თითქოს რაღაცას ეძებ და მაკვირდები! - ერთი-ერთში არტყავს თუმცა სიტყვებს ზემდეტად აკონტოლებს.

ვგრძნობ , როგორ იბნევა და ცდილობს რამე არასწორი არ წამოცდეს.
ელენემ ძალიან დააშინა.

- შენ შემთხვევით , მართლა თევზებზე ხომ არ ლაპარაკობ ? - წარბს ვწევ ჰაერში.

- ხო აი ...- ირონიულად იღიმის და ოდნავ წინ მიდის.

თავს ვაქნევ და ვეშვები.
ისეთი სასაცილოა მასთან კამათი სიცილს ვერ ვიკავებ.
გზაში რამდენჯერმე ვცადე ისევ წამომეწყო საუბარი , თუმცა როგორც კი ავიყოლიებდი მაშინვე გადამქონდა თემა ელენესთან საუბრით.
გაბრაზებული კრავდა წარბებს და წინ ბუზღუნით მიდიოდა.
მანქანამ შემოუხვია ის , რომ გზაზე გადადიოდა.
მძღოლმა ოდნავ შეანელა სვლა და გაუღიმა.
ელენეს მხარი გავკარი და საბას გავხედე.

- შენნაირია! - გამეცინა და წარბები შევკარი , როცა ნუცამაც გაუცინა.

ნეტავ გაჩერებული იდგეს , ამას მაინც დაჯახებოდა საბა!

- წარბები გახსენი , ნაოჭები გაგიჩნდება ! - მხარი გამკრა საბამ და ირონიულად ჩაიღიმა ჩემს სახეზე.
- გახსნილი მაქვს და დაახვიე შენ ! - შევუბღვირე და სახე გავატრიალე.
- რაო ძაან პატარა და მარტივიაო ? - უცებ გამჩდარმა ელენემ წარბები ჰაერში აწია და ქვემოდან ამომაჩერდა. - მე გაგაფრთხილე !
- თქვენ ხო არ უბერავთ ტოო , შემეშვით !
- ისე მამენტ უშანსოდ ხარ შეჩემ*ა , მაგას თევზი კაცები არ ევასება ვერ გაიგე ? - აფხუკუნდა გიო და საბას გაწვდილ ხელს დაარტყა თავისი.
- რა გეშვლებათ ბიჭოო...
- კაი საბ , შეეშვი ვერ ხედავ ნერვიულობს ...
- ნერვიულობით ვინ ნერვიულობს ეტყობა ... - ირონიულად დავხედე ჩემზე დაბალს და თვალით საბაზე ვანიშნე , რომელსაც მზერას ვერ აშორებდა.
- დამპალო ! - ენა გამომიყო და ნუცასკენ წავიდა , რომელიც ისევ იმ ბიჭების თვალიერებით იყო გართული.
- ჰეი , აქ ვართ ! - ნერვებმოშლილმა უჯიკა მხარზე და ისიც წამსვე მობრუნდა ჩვენსკენ.
- გიო იყო ... - ამოიფხუკუნა და სიცილით დაუქნია გაოგნებულ ელენეს თავი. - კი , კი ეგ გიო .
- ხო არ ღადაობ ... ვაიმე ნუცა , ის მანქანა მოდის ... - თითით იგივე მანქანაზე ანიშნა და ინსტიქტურად ამოვუდექი გვერდით დაძაბულს. - ჩვენსკენ მოდის ...
- დეგენერატი ... რა უნდა რას მოდის ? - იკითხა გაბრაზებულმა და ვიგრძენი როგორ მომეჭიდა მაჯაზე. - აუ წავიდეთ რა , არ მინდა ნახვა ...
- წავიდეთ! - წელზე მოხვეული ხელით წასასვლელად ვუბიძგე და ისიც გზას აკანკალებული გაჰყვა.
- აუ იწყება სიცხეები ... მანქანასთან მისულმა ამოიწუწუნა და მხარზე დამეკიდა.
- არ ავიდეთ ? - ჰკითხა ჩურჩულით , თუმცა ყველამ მაშინ ჩაყლაპა ენა .
- აუ ცოტა ხანიც რა ...
- უნდა ავიდე , შენ და ანი დარჩით და სახლში რომ ამოხვალ მომწერე და გამოვალ , ან შენ შემოდი ჩვენთან ...
- რა პონტში მიდიხარ ტოო , იყავი ცოტა ხანს ... - გვერდით ჩამომდგარმა საბამ სთხოვა და წამში გადმოვიდნენ ბიჭების მანქანიდან.
- ხო ,იყავი და ზოდიაქოებზე ვიბაზროთ , მეც მაგრად მევასება ! - თვალი ჩაუკრა გიომ და მასაც ოდნავ ჩაეღიმა.
- ძალიან მაცდურად ჟღერს მაგრამ მართლა უნდა ავიდე ... სამეცადინო მაქვს , იმედია ისევ გნახავთ ... - ყველას გაუღიმა და ბიჭებმაც სათითაოთ გადმომხედეს და მხრები აიჩეჩეს.

ვხვდები მე მარიდებს თავს ,თვალებში ვერ მიყურებს , თითქოს ცხვენია , ან თავს იკავებს ...
ფაქტია თავს შორს იჭერს , ახლაც გარბის , ახლაც დროს წელავს , ჩემამდე მოსასვლელ დროს.
- გაგაცილებ , ხო გეშინია ... - ამოიბურდღუნა ელენემ და მისკენ წავიდა , თუმცა შუა გზაში თითქოს რაღაც გაახენდაო და ქვედა ტუჩს მწარედ დაააჭირა კბილები.
- იყავი გოგო , ნუ გამაგიჟე მივაღწევ როგორღაც ...
- დათი გაგაცილებს ! - გიომ მხარზე მხარი გამკრა და მეც თითქოს ახლა მოვფიზლდი , თავი დავუქნიე და დაბნეულს გვერდით ამოვუდექი.
- იყოს მართლ ...
- წავედით ? - ვკითხე შეუვალი ტონით და მანაც დანებების ნიშნად თავი დამიკრა. - ანუ გეშინია არა ?
- აჰამ ...
- და შენ რა ხარ ზოდიაქოთი ?
- ისა ...
- ისა ? - ირონიულად ვკითხე და მანაც კისკისი მორთო.
- თევზები ... - აფხუკუნებულმა მითხრა და მეც გაოცებული წინ ჩამოვუდექი.
- აბა რას გამლანძღე ტოო , შენ საკუთარი თავიდან გამომდინარე ხო არ იბაზრე ?
- კერძოდ ?
- კონკრეტულად ის , რომ სუსტები და არამყარები ვართ ...
- ნუ ეგ ორი შეიძლება მეც ვიყო ...
- ანუ ?
- ანუ ... მეც ვარ სუსტი , ანუ რეალურად სუსტი არ ვარ მაგრამ რაღაც თემებში ძალიან ვფლავდები , არამყარიც ვარ ... იშვიათად მაგრამ ვარ , გადაწყვეტილების მიღება არ მიჭირს , არც გადაფიქრება , აი ახლაც ვიბნევი და საერთოდ ნუ მიყურებ ასე ... მერე ...
- მერე ? - წინ გადავუდექი და მანაც დაბნეულმა წაიღო ხელები ზურგსუკან.
- მერე ...
- მერე ... - გამოვაჯავრე და სახე ახლოს მივუტანე.
- მერე კი არა ნუ მიახლოვდები , თორემ სადმე გადავიჩეხები !
- ნუ მიდიხარ უკან და არ გადაიჩეხები !
- შენ რომ მიახლოვდები სად წავიდე ?
- გასაქცევ გზას რომ ეძებდე ვერ ვხედავ ...
- ხო და ახლა ...ჯანდაბა ! - ის ის იყო გვერდი უნდა აევლო რაღაცას ფეხი წამოკრა და რომ არა ჩემი შეშველებული ხელი უკვე ძირს იქნებოდა გადებული.
- ცოტა სიფრთხილე გმართებს , იმისთვის მიდიოდი უკან მე ,რომ ჩამხუტებოდი ? - ვკითხე და დავინახე , როგორ გაუფართოვდა თვალები , ღაწვებიც წამში შეეფარკლა , მკერდი სწრაფი გულის ცემისგან ლამის ამოუვარდა , მე კი მისი რეაქციებით ისე ვხალისობდი საერთოდ არ ვფიქრობდი მომავალზე.
- დათი სახლამდე უნდა მიგეცილებინე და არა საგიჟეთამდე !
- კარგი , კარგი ... ხელს გაგიშვებ და შენ თავი შეიმაგრე კარგი ? - ვკითხე ცინიკურად და მანაც გულუბრყვილოდ დამიქნია თავი.
- გამიშვი , ვიმაგრებ ... - ამოიბუზღუნა ბავშვივით და მეც ღიმილით შევუშვი ხელი.
- თუ გინდა არ გაგიშვებ და ისე მიგიყვან სახლამდე.
- დათი !
- კარგი ,კარგი ხო ...
- უჰ ... - ამოიდუდღუნა და ჩემგან შორს დაიწყო სვლა.
- რატომ არბიხარ სახლში ? - ვკითხე შესავლის გარეშე და მანაც ნერვიულად დაიწყო წამწამების ფახული.
- სამეცადინო მაქვს ...
- სამეცადინო გაქვს ?
- ხო ...
- მე ვიცი , რომ დასვნებები გაქვს ...
- პრავის ტესტებს ვსწავლობ და ...
- კაი ტოო , რათ გინდა სწავლა აი მოდი აქ დაჯე და მე გასწავლი!
- შენ მასწავლი ? - ირონიული ღიმილით ჩამოჯდა ხის სკამზე და გაოცებული მომაჩერდა.
- რატო რა მერე ...
- შენ და შენი ძმაკაცი ისინი არ ხართ გაჩერებულ მანქანებს რო ეტაკებით ? - მკითხა თალებმოჭუტულმა .
- პატარა შესწორება ჭკუის კოლოფო , ჩემი ძმაკაცი ეტაკება და არა მე და ჩემი ძმაკაცი ვეტაკები“თ“ !
- არც ისე დიდი განსხვავებაა , მე რომ მანქანაში ვზივარ ჩემი დაქალი გაჩერებულ მანქანას წესით არ დაეჯახება.
- ეჭვი მეპარება , მგონი შენ და შენი დაქალი პირველები მიეჯახებით ... - თვალი ჩავუკარი და ამ წამს დავფიქრდი , რატომ ველაპარაკები და ვედავები ასეთ სისულელეზე გოგოს პატარა სულელი ბავშვივით ?
- რა გჭირს დათიკო ? - მეკითხე ეშმაკური სიცილით ჩაფიქრებულს.
- რა მჭირს ?
- წავედი , წავედი დრო რომ მქონოდა იმათთან ერთად დავრჩებოდი იქ ... - მეუბნება და ფეხზე დგება.
- მიგაცილებ ... - უკან გავყევი და ორ წამში მთლიანად ავათვალიერ-ჩავათვალიერე.
გრძელი ჩამოსხმული ფეხები , წვრილი წელი , ჯანდაბა საჯდომზე არ შეხედო !
არ შეხედო , არ შეხედო !
კაცი ვარ და რა გავაკეთო ?
მიდი და არ შეხედო , არა კარგი შეიძლება გადავიტანო ყურადღება მაგრამ , ასეთი თვალშისაცემი რომაა ...
ჯანდაბა მენძრევა , ნუ უყურებ დათი !
მოდი სხვა რამეზე ვიფიქროთ , მაგალითად ...
ჭკუაში რატომ მიტრიალებს მარტო მკერდი და საჯდომი ?
ვითომ ჩემი გარყვნილური და მამაკაცური აზროვნების შედეგია ?
არ შეიძლება რამე ნაკლი ვუპოვო ?
თმა ... ყავისფერი , მბზინვარე და გრძელი თმა აქვს ...
ამავე ფერის თვალები , სწორი ცხვირი , დიდი ტუჩები ...
ისე დავიზეპირე ყველა ნაკვთი დახატვად შემიძლია უკვე.
არა ნუ ფიქრობ , ელენეს ყბაში ჩაგდებას გირჩვენია შენთვის იტანჯო!

^^^
- მოვედით ... - მისკენ შევბრუნდი და ღიმილი სახეზე შემახმა ჩაფიქრებულს ლამის ზედ რომ ავეკარი.
- ხო მოვედით . - მითხრა ჩვეულებრივი ტონით და შევამჩნიე როგორ ამარიდა მზერა.
- ავალ ... - ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი და ხელები ზურგსუკან წავიღე.
- ხო ახვალ ... - დამეთანხმა და ეჭვნარევი თვალებით ავატარე მზერა.
- კარგად ხარ ? -ვკითხე სიცილით და მანაც ღიმილით დამიქნია თავი. - კარგი მადლობა , რომ მომაცილე ... ღამემშვიდობისა ! - ფეხის წვერებზე აწეულმა ლოყაზე მივაკარი ტუჩები და ღიმილიანი სახით შევირბინე სადარბაზოში.

ჯანდაბა ნუცა , ნუ იცინი ასე ... ნუ ფიქრობ , არ უნდა იფიქრო ... სანამ რამე არ მოხდება არ უნდა იფიქრო , მერე ისევ შენ დარჩები გულნატკენი ...
არა , არ ვფიქრობ ... კარს გასაღებით ვაღებ და ჩუმად მივიპარები სააბაზანოსკენ , ქაფებში ჩაწოლილი უცებ ვდუნდები და ფიქრს ისევ მასზე ვიწყებ.
ყოველი შეხება , ყოველი ბგერა თავიდან მიტივტივდება გონებაში და ვხვდები მის გარდა არავისზე აღარ ვფიქრობ.
არავისზე და არაფერზე ...
^^^
- სად ხართ ამდენ ხანს ? - ტელეფონის ხმა მაფხიზლებს და ვდილობ ქაფიანი ხელი გავიმშრალო , რომ ელენეს ვუპასუხო.
- რას სად ვართ ამდენ ხანს , მე უკვე ქაფებში ვწევარ ... არ მოსულა დათი ?
- აა , აი მოვიდა ვსიო , შენ რას შვები აპირებ დაძინებას ?
- გოგო არა პრავის ტესტებს გადავიმეორებ ხვალ ხომ უნდა გავიდე და ... ერთ საათში თუ ამოხვალთ შემოდით აქ.
- უი გადაწყვიტე ? ხვალ გადიხარ ?
- კი ... გავალ ხვალ და მოვიშორებ ბარემ ...
- კარგი , მაშინ იმეცადინე და ხვალ გნახავ , თუ ძაან არ დაიღლები დღეს მირჩევნია სალაპარაკო მაქვს .
- არა გოგო როდის იყო ლაპარაკი მღლიდა , ერთ საათში მოვრჩები და შემოკუსკუსდი.
- კარგი გკოცნი , გიოს ხო არ დაურეკავს ?
- უი არაა , საერთოდ არ გამხსენებია ...
- რატო გაგახსენდებოდა რა ...
- მანდ ნუ ლაპარაკობ ეგრე დეგენერატო !
- შენ არ იცი როგორ ჩაეღიმა ...- მითხრა ჩურჩულით და სახეზე გაბადრულს მომედო ღიმილი.
- წადი და რომ ამოხვალ მერე ვილაპარაკოთ ...

^^^
- შედი , შედი დროზე ვეღარ ვითმენ ენა მეფხანება ისე მინდა შენი გალანძღვა , სად წახვედი , რომ წახვედი ძაან მაინტერესებს , არა როგორ არ იფიქრე ჩემზე და საბაზე , ან დათის სად ტოვებდი ან ანის ?
- მორჩი ? - თვალების ტრიალით ვკითხა და საწოლზე წამოვწექი. - შენზე და საბაზე რომ ვიფიქრე ზუსტად მაგიტომ გავიღე მსხვერპლი და მარტო წავალთქო ვთქვი , ანი იმიტომ დავტოვე იქ ვიცოდი მარტო არ დარჩებოდი და ჩემს გამო , რომ წამოსულიყავი არ მინდოდა ... დათი კიდე რა შუაშია , თავის სასტავში ვტოვებდი რა მნიშვნელობა აქვს მაგისთვის მე მანდ ვიქნები თუ არა , აქამდე უჩემოდ არ დადიოდით ყველგან ? ახლა რა შეიცვალა ...
- ნუცა , თავს ზოგჯერ ასეთი დოზით რატო იდებილებ ?
- რა გინდა რა , ამჯერად რა დავაშავე ...
- რა დააშავე კი არა , გადებილებული ხო მოვიდა ჩვენთან და მერე საბამ იმდენი დასცინა ლოყაზე შერჩენილ ყავისფერ პომადაზე სული ამოხადა გიოსთან ერთად !
- რააო? - ისეთი პანიკური ხარხარი ამიტყდა მამაზეციერი ვერ მომასულიერებდა.
- რა რაო , როგორ აკოცე , რანაირად ყველაფერი მაინტერესებს!
- რა გინდა ქალო ,რომ ვემშვიდობებოდი ლოყაზე ვაკოცე , სად ვაკოცე და ტრა*ზე , სად უნდა მეკოცნა ... - დავიბუზღუნე და ბალიშს ბედნიერი ჩავეხუტე.
- მოგწონს !
- რაო ? - თავი წამოვყავი და სუნამოს კოლოფი გავუქანე თავში. -მომწონს არა ტოროლა!
- მოგწონს , მოგწონს , მოგწონს !!!

^^^
- გოგო საღამოს ფუნიკულიორზე ავდივართ , პონჩიკების საჭმელად და იცოდე და მზად იყავი გაიგე ?
- აუ ძალიან დაღლილი და დასიცხული ვარ ახლა მოვედი პრავიდან ...
- ვაიმეეეე , მერე არ უნდა მითხრა ? რა ქენიიი ? - ჩამყვიროდა გაგიჟებული და მეც სახის მანჭვით გავწიე მობილური ყურიდან შორს.
- ავიღე პრავა , მექანიკისაც და ავტომატიკისაც და რა გაკივლებს დაგირეკავდი ქალო ...
- ვაიმეეეე , გილოცააავ გოგო , როგორ გამიხარდა იციი ? მოიცა ახლა გავიაზრე და რა დასიცხული და დაღლილი ხო არ გინდა რამე ჩაგანათო თავში მძიმე და მოზრდილი ? საღამოსთვის მზად იყავი , თავი არ მომაკვლევინო ! გადაწყვეტილია , დღეს კლუბში მივდივართ და ავღნიშნავთ შენს პრავას !
- ელენე ...
- ელენე არა კვახი , გეუბნები გაემზადეთქო , ხომ იცი თავს ვერ დაიძვრენ ... აუ ისე ღამით ნინი უნდა მენახა და რო წამოვიყვანო ხო არ ტეხავს ?
- როგორც გინდა , ვისთან უნდა ტეხავდეს ...
- რავი შენ არ გაგიტყდება ? მაინც იქ რო რამე ...
- ელენე ხასიათს ნუ მიფუჭებ !
- კარგი , კარგი ხო ...
- გკოცნი და შეგეხმიანები საღამოსკენ !
- ელენე იყო ? - მკითხა ანიმ და გვერდით მომჯდარმა ცივი ყავა მომაჩეჩა.
- ხო , უეჭველი უნდა ავღნიშნოთ შენი პრავა დღესო , კლუბში წავდითო ...
- მერე რა სახე გაქვს ? ძაან კაი გავერთობით ...
- ნინი უნდა წამოიყვანოს .
- ვინ ნინი , აა , ვაიმე მოიცა ის ნინი ? დათი რო ევასებოდა ?
- ხო ...
- რა პონტში ?
- უნდა მენახაო და რო წამოვიყვანო ხო არ ტეხავსო .
- ვაახ ... კაი დაიკიდე რა , იყოს რას შეგვიშლის.
- ...
- არ გკიდია და ნუ ეჭვიანობ , ღმერთო ჩემო რა ეგოისტი და მყავს , ვინც ამისია და ვინც არაა მაინც განურჩევლად ყველაზე ეჭვიანობს !
- ოოო .... - ამოვიბუზღუნე და ფეხზე ავდექი. - არ მინდა მე წამოსვლა!
- ახლა თავი არ გამატეხინო და კბილები არ ჩამომაღებინო !
^^^
- სად წავიდეთ ? -მანქანაში ჩამსხდრებს გვკითხა დათიმ და მეც მის უკან სავარძელზე მობუზული ჩავიმალე. - ჰეი , ამ საღამოს დედოფალა , შენც გეკითხები !
- აუ სადაც გინდათ იქ წავიდეთ , ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ...
- აუ ლოლიტაში წავიდეთ ! - ტაში შემოკრა ნინიმ და მეც ბღვერით ჩავღუნე თავი მობილურში.
- გინდა ნუც ? -მკითხა და ჩემსკენ შემობრუნდა. - თუ სადმე სხვაგან ?
- მართლა არ აქვს მნიშვნელობა , იყოს ლოლიტა ...
- კარგი ! - გამიღიმა და წინ შეტრიალდა , თმა ხელით გადავიწიე და უნებურად მოვკარი თვალი ნინის შეკრულ წარბებს.
შეიძლება ძალიან ბოროტი ვარ მაგრამ , ისე მესიამოვნა წამში დამიარა ცხელმა ჟრუანტელმა.
მარტო მე არ ვხედავ დათის ყურადღებას ჩემს მიმართ , ეს ისეთი ნათელი დასანახია ნინიც კი ეჭვიანობს ... არაფერი მეჩვენება , ყველაფერი რეალურია!

^^^
- ზემოთ დავსხდეთ თუ ქვემოთ ? - იკითხა ელენემ და მეც ცალი თვალით მოვათვალიერე სიტუაცია.
- მგონი ქვემოთ ჯობს ...
- არა ზემოთ უფრო კაი პონტია ! - კიბეზე ფეხი ადგა ნინიმ და ვიგრძენი როგორ წამომახურა მის საქციელზე სიბრაზისგან.
- ქვემოთ მოგწონს? - მკითხა დათიმ და გვერდით ჩამომდგარმა საბამ ხელი გადამხვია.
- ხო , მგონი ქვემოთ უფრო კაი იქნება ...
- ხო და დავსხდეთ ქვემოთ ! - თავი დამიკრა და წელზე მოხვეული ხელით მიბიძგა პირველი სართულისკენ .

ნინის გამძვინვარებულ სახეს უყურადღებოთ ჩავუარე და გაღიმებული წავედი ჩვენი ადგილისკენ.
კუთხის სკამზე ჩამოვჯექი , ნინიმ ყველას სწრაფად აუარა გვერდი და ისე უცებ მომიჯდა გვერდით სახეზე ირონიული ღიმილის გარდა ვერაფრის ასახვა მოვასწარი.

- რა იყო ნი ? - ვუღიმი და ხელში მენიუს ვიღებ.
- არაფერი , გილოცავ პრავის აღებას სულ მწვანეზე გევლოს ... - მეუბნება ლაღი ღიმილით და მეც მადლობის ნიშნად თავს ვუკრავ. - ახლავე მოვალ ... - ჩანთას სავარძელზე დებს და ფეხზე დგება.

წამით დათის ვუყურებ , რაღაცას აჩვენებს მობილურით გოგოებს და ისინიც სიცილისგან იჭაჭებიან.
ნინი ბართან იდგა , როცა დათი ჩემთან გადმოვიდა და ნინის ჩანთა თავის სავარძელზე გადადო.

- მოწყენილი მეჩვენები .
- არა რა მოწყენილი , უბრალოდ ... რაღაცნაირად ვარ ეს დღეები , ჩამკვდარი ...
- რატო ? უმიზეზოდ ?
- არ ვიცი ... უცნაურია მაგრამ მართლა ვერ ვხვდები ... - მის თითზე წამოცმულ ოქროს ბეჭედს წავეთამაშე და ზუსტად ამ დროს დავინახე მაგიდასთან ჩამომადგარი ნინი , რომელმაც უკმაყოფილო სახით დაიკავა თავისი ადგილი ჩვენს წინ.
- საგვარეულო ბეჭედია , ბაბუასგან დამრჩა . - განმიმარტა და მეც უფრო ახლოს მოვიტანე მისი ხელი , რომ უკეთ შემეთვალიერებინა.
- ძალიან ლამაზია ... ისე ჩვეულებრივი ესპანელი მაჩოს ვიდზე ხარ ... - ჩავიფხუკუნე და მანაც მოჭუტული თვალებით მკითხა რას გულისმხობო. - აი გამოხედვას თუნდაც , ამ პირველ რამოდენიმე ჩახსნილ ღილზეც ... - თითები მაისურზე ჩამოვუსვი და ჩამოკიდებულ ჯვარზე გავჩერდი. - რა ლამაზია ...
- შენც ესპანელი ქალი ხარ ეგრე ... - დეკოლტეზე მიმანიშნა თვალებით და მეც სიცილით მივკარი ხელი მხარზე.
- დათი , არ ვიცეკვოთ ? - ნინის ხმამ გამოგვაფხიზლა, დათიმ ღიმილით დაუქნია თავი , მე კი ფეხზე წამომდგრები ეჭვნარევი თვალებით ავათვალიერე.
- წამო ვიცეკვოთ ... - საბამ და გიომ ელენე და ანი ადგილებიდან ააგდეს და საცეკვაო ადგილისკენ წაიყვანეს . - ნუც , წამოდი რა ... - გიო მომიბრუნდა და ხელი გამომიწოდა. - არა გიო არ მინდა , მალე შემოგიერთდებით ცოტა მოვიხოდო ჯერ .
- ოქეი ...


ვუყურებდი , როგორ ეტმასნებოდა სხეულზე დათის და ლამის ჭკუიდან ავწეულიყავი , ვიცოდი არ მქონდა უფლება ასეთი რეაქცია მქონოდა თუმცა ჩემი ეგოისტი მეორე მე ძალიან აქტიურობდა , ყოველთვის ასეთი მესაკუთრე ვიყავი , შემეძლო ნებისმიერესითვის დამეთხარა თვალები ჩემს სამფლობელოში შემოჭრისთვის ... თუმცა ახლა ნინი არც ჩემს სამფლობელოში იყო და არც ჩემს საკუთრებას ეტანებოდა .
იმის გააზრება , რომ მას დათი ჩემზე ადრე მოსწონდა ბოლოს მიღებდა.
იმდენად დიდ დისკომფორტს განვიცდიდი ამის გამო , რომ ლამის იყო გავგიჟებულიყავი , ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა რომ ვიცოდი დათის მიმართ ჯერაც არ იყო გულგრილი.
ნელნელა ბრაზი მემატებოდა და მემატებოდა , არ ვიცოდი რა გამეკეთებინა , მის ხელებში მოთავსებული ხმამაღალ ხმაზე კისკისებდა , არც დათი ჩანდა უკმაყოფილო მასთან სიახლოვით , ვიცოდი ახლა ყველაზე ცუდ რაღაცას გავაკეთებდი ჩემს თავთან ჩამომდგარ ბიჭს თუ საცეკვაოდ გავყვებოდი , თუმცა მზად ვიყავი ორი წამით მაინც დამენახა ის ბრაზი მის სახეზე რასაც ახლა მე განვიცდიდი.
შევეცადე ემოციურად სახეზე დავწყნარებულიყავი და სუნთქვადამშვიდებული გავყევი ბიჭს საცეკვაოდ.დავინახე როგორ ანიშნა ნინიმ სიცილით დათის ჩემსკენ და მანაც წამში გამომხედა , ზუსტად იმ დროს როცა ბიჭი რაღაცას მეჩურჩულებოდა , სახეზე ღიმილი მომედო და მის მხრებს დავეყრდენი საცეკვაოდ.

- ძალიან კეთილი ბიჭი ვარ ...
- რაში გამოიხატება შენი სიკეთე ? - ვეკითხები და მუსიკას ტანს ვაყოლებ.
- დავინახე როგორი კეთილი სახით უყურებდი იმ ორს ... - თვალით მოცეკვავე დათისა და ნინიზე მანიშნა და წამში გამეღიმა. - ხო და გადავწყვიტე სიკეთე გამეკეთებინა , მადლია შენი დახმარება ამ წამს.
- რას გულისხმობ ?
- რას და შეგვიძლია შენი ბიჭი მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ , ოღონდ ერთი პირობით ...
- პირობა ? - სიცილით ვკითხე და მის ხელზე გადავწექი.
- საცემად რომ გამოიწევს დამიცავი ! - ზემოდან დამაჩერდა და უცებ წამომაყენა. - მისაღებია ?
- რატომ ხარ დარწმუნებული , რომ ანაღვლებს ?
- იმიტომ , რომ ახლაც ლომივით მიყურებს ... - ამოიჩურჩულა ჩემს ყურთან და ეშმაკური ღიმილით გავხედე დათის .
- სიკეთისთვის ნამდვილად იმსახურებ ჯილდოს ! - ვეუბნები ღიმილით და მიმტანს ვეძახი. - ერთი წითელი ღვინო თუ შეიძლება , აი იმ მაგიდასთან ...
- ღვინოზე მპატიჟებ ? - მეკითხება ღიმილით და მეც კისკისით თავს ვუკრავ.
- შეიძლება ? - იქვე ჩამომდგარ დათის გავხედე და ჩემმა პარტნიორმაც ღიმილით გაუცვალა ჩემი თავი ნინიში. - ხელი ხომ არ შეგიშალეთ ჭუკჭუკში ? - მკითხა მშვიდი ტონით და მეც მის მხარზე მოვათავსე თითები.
- არა ... პირიქით მგონი ჩვენ შეგიშალეთ ხელი შენ და ნინის ... - ვუთხარი და ღიმილით გავუსწორე მზერა. - ავანაზღაურებ ...
- ხო ? და როგორ თუ საიდუმლო არ არის ? - მკითხა და თითები თეძოებზე მომიჭირა , შემდეგ კი თავისკენ დამქაჩა.
- ახლავე გინდა ? - ვკითხე და სახე მივუახლოვე.
- ნუ ცუღლუტებ პატარა ! - სახე უფრო ახლოს მომიტანა და მეც გულაჩქარებულმა ინსტიქტურად მოვუჭირე მის მხრებს თითები.
- ჰაერზე მინდა გასვლა , შეიძლება ? - ვკითხე და მანახ ხელები შემიშვა.
სუნთქვაშეკრული წავედი აივნისკენ , კუთხეში ჩამომდგარმა კისერზე ნერვიულად ავასრიალე თითები და ღრმად სუნთქვას მოვყევი.
- ასე რამ აგანერვიულა ?
- შემაშინე ... - ადგილზე შემხტარმა ხელი გულზე მივიდე და იქვე ჩამოვჯექი.
- მანამდეც არ ყოფილხარ დამშვიდებული ...
- მე ...
- შენ ? - მკითხა და ფეხზე წამომდგარი ჩემსკენ წამოვიდა , ინსტიქტურად ავყევი და ვერანდის მოაჯირს ავეკარი.
- ნუ მიახლოვდები ...
- ნუ ართულებ , ადგილზე გაჩერდი და ნუ კანკალებ ! - მეუბნება და თითებს ზურგზე მიცურებს. - რატომ წელავ დროს , როცა იცი რომ მოსახდენი მაინც მოხდება ? - მეკითხება და ცალ ხელს კისერში მიცურებს. - აი ასე , კარგია ...
- დათი გთხოვ ...
- ნუ მთხოვ , არ შემიძლია !
- არ შეიძლება ... - ტუჩებს ვილოკავ და ვცდილობ მისგან შორს გავიწიო.
- ნუ ფართხალებ !
- არ გააკეთო ...
- არ შემიძლია ... - თქმა და მისი ტუჩების შეგრძნება ერთი იყო , თავბრუდახვეული გავშეშდი ადგილზე და სიამოვნებისგან განაბულმა ვერც კი მოვიფიქრე რა გამეკეთებინა. - უბრალოდ მოდუნდი ... - ამოიჩურჩულა და ტუჩები უფრო ნაზად აამოძრავა ჩემსაზე.
აკანკალებულმა მხოლოდ ხელების მოხვევაღა შევძელი , მთელი სხეული ამიცახცახდა , სული ამიფორიაქდა ,ის კი კოცნას არადაარ წყვეტდა ...
- დაფიქრდი რა გინდა , გადაწყვეტილების მიღება უფრო გაგიადვილდება ... - ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებზე და მთელი ძალით ჩამიხუტა.
გაჩუმებულმა მხოლოდ ხელები მოვხვიე კისერზე და აცრემლებული თვალები მთელი ძალით დავხუჭე.
ვერც კი მივხვდი , როდის მომცილდა ...
მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი , როცა ჩემს ადგილზე ავღმოჩნდი და იმ ღვინის სმა დავიწყე რომელიც წესით ჩემს პარტნიორთან ერთად უნდა დამელია.
თავბრუს ხვევა , რომ ვიგრძენი ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და ფეხზე წვალებით წამოვდექი.
მოცეკვავეებს ცალი თვალით გადავხედე და ელენესკენ წავედი , რომელიც კისკისით ძალიან ბედნიერი ეცეკვებოდა საბას.
- ელე , ცოტა ცუდად ვარ და რომ წავიდე ხო არ გეწყინება ? ანის შენ გაბარებ , მარტო არ გამოუშვა რა ...
- რა გჭირს ? ჩვენც წამოვალთ გოგო ...
- არა , არა მართლა არ არის საჭირო , პროსტა ცოტა ბევრი დავლიე და ძაან მეძინება , ისეთი არაფერი ... გთხოვ გაერთეთ და ჩემს გამო ასე ადრე არ დაიშალოთ , მართლა კარგად ვარ უბრალოდ ჩემი საწოლი მინდა ძალიან ...
- მოიცა დათის ვეტყვი და გაგიყვანს ...
- არა ... - წამოვიყვირე და წამში გამოიხედა ნინისთან მოცეკვავე დათიმ ჩემსკენ , როგორც დანარჩენმა ყველა ჩვენმა მეგობარმა. - ჩემით წავალ ... - წავეჩურჩულე და საბას ლოყაზე ვაკოცე. - კარგად საბუნა ... - ანის თვალი ჩავუკარი და გიოც გადავკოცნე.
- სად მიდიხარ ნუც ? - კმაყოფილი სახით ჩამომიდგა ნინი და მეც უემოციოდ გადავკოცნე.
- სახლში მივდივარ ნინი , სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ...
- გაგიყვან !
- არ არის საჭირო ! - ვუთხარი და თვალი ავარიდე. - ტაქსით წავალ ...
- გვიანია და მიგიყვან და მოვბრუნდები ! - მითხრა მკაცრად ისე , რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა მივხვდი.

სანამ საბას და გიოს რაღაც ეუბნებოდა კარისკენ წავედი , ერთი სული მქონდა ამ ხმაურს და ყაყანს როდის დავაღწევდი თავს , გონება ისეთი არეული მქონდა აზრებს ვერ ვაწყობდი თავში.
ტვინში ისევ ის მხურვალე სცენა მიტრიალებდა და ახლაც ნათლად ვგრძნობდი გახურებულ ტუჩებს ჩემსაზე.
ისევ იმ მხრუვალე ჟრუანტელმა დამიარა და კანი სიამოვნებისგან დამეხორკლა.
გაბადრულმა გადავწიე უკან და ხელებგაშლილი ცარიელ ქუჩაში დავტრიალდი.
იმდენად დიდ თავისუფლებას და სიამოვნებას ვგრძნობდი , რომ დოზასაც კი ვაჭარბებდი.
ვიგრძენი , როგორ შესრიალდნენ მხურვალე ხელები მუცელზე , ზურგიდან ამეკრა და გადაწეულ კისერში წამით ისევ ვიგრძენი მისი გახურებული ხელები.
სიმსუბუქისგან შემაკანკალა და მისკენ მიბრუნებულმა მაგრად მოვხვიე ხელები კისერზე.
- ნამდვილად გინდა სახლში ? - მკითხა და შუბლზე თავის გემრიელი ტუჩები მომაკრა.
- ახლა აღარ ვარ დარწმუნებული ... - ვუთხარი და ეშმაკურად ავუთამაშე წარბები.
- ნუ მეკეკლუცები , დიდი მოთმინებით ვერ გამოვირჩევი ! - თითები თეძოებზე მომიჭირა და ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი ვენებში.
- არსად მინდა წასვლა ...
- აბა რა გინდა ? მოიფიქრე და რაც გინდა ის ვქნათ !
- ასე რო ვიდგეთ მთელი ღამე ? - ვკითხე და ისევ მთელი ძალით მივეხუტე.
- ასე ? - გავიგე როგორ ჩაეღიმა ხმით და დარცხვენილმა მის კისერში ჩავმალე სახე. - მე უკეთესი აზრი რომ მაქვს ?
- რა ? - ამოვიზმუვლე ისე , რომ სახე არც ამომიწევია.
- სახლში დაგტოვებ და რომ გამოფხიზლდები დავილაპარაკებთ ...
- კარგი ... - ვუთხარი და ისე გამოვტრიალდი არც შემიხედავს.
- ჰეი ... - მაჯაში ჩავლებული ხელით თავისკენ შემაბრუნდა და სხეულზე ამიკრა. - ნუ იბუტები , შენთვის გეუბნები ...არ მინდა ისე გამოვიდეს , რომ შენს სიმთვრალეს ვიყენებ!
- იმას რასაც მთვრალი გავაკეთებ დაიმახსოვრე , რომ სიფხიზლეშიც თავისუფლად ვიზავ , შენ თუ გგონია , რომ ისეთი მთვრალი ვარ თავს და ემოციებს ვერ ვაკონტროლებ შემცდარხარ , საერთოდ რატომ გიხსნი ... წამიყვან სახლში თუ გავაჩერო ტაქსი ?
- ნუცა ...
- კარგი , ტაქსით წავალ !
- მანქანაში ჩაჯექი ! - ხელით დამიჭირა და ფრთხილად ჩამსვა იქვე ჩამოყენებულ თავის მანქანაში.
მთელი გზა ჩუმად იყო , თვალსაც კი არ აპარებდა ჩემსკენ.
სიმძიმის გრძნობა მაწვა მხრებზე , თითქოს რაღაცას ვაშავებდი , თითქოს რაღაც სწორად ვერ გავაკეთე ...
ნერვებმოშლილმა მაგრად მოვუჭირე თითები ჩანთას და სიმწრისგან , ტირილი რომ არ მომერთო კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.
დიდი წვალების და ვაივაგლახის შემდეგ ნიკაპაკანკალებულს მაინც გადმომდგორდა თითო ოროლა ცრემლი თვალებიდან , ერთი სული მქონდა მანქანიდან როდის გადავხტებოდი და როდის გამოვლანძღავდი ჩემს თავს ხმამაღლა , ამდენი იმედგაცრუების გამო .
ვერც კი შევნიშნე როდის გაჩერდა მანქანა ჩემს სადარბაზოსთან , მისთვის არც შემიხედავს ისე გამოვაღე კარი , ის ის იყო გადავედი ხელზე , რომ დამექაჩა და კარი ჩამიკეტა.
გულაჩქარებულმა გადავხედე ჩემსკენ გადმოწეულს და სიტყვა შუაზე გამიწყდა , როცა მისი თლილი თითები ნამიან ლოყებზე აღვიქვი.
თითებით მისკენ მიმწია და ნაზად წამეპოტინა ტუჩებით ლოყაზე.
ვიაზრებდი რა ბავშვივით ვიქცეოდი , ვხვდებოდი რომ ჩემს საქციელს გამართლება არ ჰქონდა , მაგრამ იმდენად სენტიმენტალურ ხასიათზე ვიყავი შემეძლო ნებისმიერ სისულელეზე დამეწყო ტირილი.
ვგრძნობდი როგორ მეხებოდნენ მისი ტუჩები ლოყებზე და თანდათან იშლებოდა ჩემს მუცელში ყველა ჯიშის ყვავილი.
- დამშვიდდი ... - აკანკალებული მაგრად ჩამიხუტა და მეც სახე ისევ მის გრილ კისერში ჩავრგე. - ნუ კანკალებ ...
- არ შემიძლია ...
- ჯანდაბა , ნუ ტირი ! - ამოიგმინა და თითები მაგრად მომიჭირა წელზე. - გინდა ვილაპარაკოთ ?
- არ ვიცი ...
- ნუცა არ ვიცი რა გავაკეთო , ნუ მაგიჟებ !
- არ ხარ ვალდებული ჩემს გამო ინერვიულო , სახლში ავალ და ყველაფერი დამთავრდება ... - ცივად გამოვიწიე და თმა წვალებით გადავიწიე უკან.
- მეღადავები ?
- აბა რა ვქნა მირჩიე , როგორ მოვიქცე ... არ ვიცი რა გინდა ჩემგან , ჩამოხვედი და ამირიე თავ-გზა ... არ ვიცი რა გავაკეთო , როგორ მოვიქცე , ვერაფერს ვხვდები და შენ ამ დროს ჩემი დაბნეულობით ხალისობ ... ვხვდები , რომ ... არა ვერაფერს ვერ ვხვდები , მართლა ვერაფერს ვხვები , შეგიძლია ამიხსნა რა ხდება ჩვენს შორის ?
- ზუსტად ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა შენთან , ამ მდგომარეობაში , აი ამიტომ გეუბნებოდი სახლში გაგიყვან და მერე ვილაპარაკოთთქო.
- რამე ისეთია რასაც ახლა ვერ მეტყვი ? დათი არ მინდა გაურკვევლობაში ცხოვრება , ორივემ კარგად ვიცით რა გვინდა ცხოვრებაში , შენ ჩემზე დიდი ხარ , მგონი არც პირველი არ ვარ შენს ცხოვრებაში ვისთანაც ასეთი ურთიერთობა გაქვს , ჩემთვის ძნელია ამასთან შეგუება , არც კი ვიცი როგორ მოვიქცე იმიტომ რომ მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ , ჯანდაბა შენ უბრალოდ მაკოცე , მე კი უკვე ამდენი კითხვა დაგაყარე , გთხოვ გამიღე კარი და სახლში ასვლის საშუალება მომეცი , აქ რომ დავრჩე გაგაგიჟებ !
- ჰეი ... ნუ ნერვიულობ გესმის ? დაიკიდე , უბრალოდ დაიკიდე და არ იფიქრო არაფერზე , ზედმეტი თავის ტკივილი მოიშორე , დამიჯერე მერე მოგენატრება ეს პერიოდი , ახლა ყველაზე მაგარი დრო გიდგას , უბრალოდ უნდა შეირგო ის ბედნიერი მომენტები რომლებიც ახლა გაქვს და არ უნდა იფიქრო არაფერზე.
- მადრიდში როდის ბრუდები ?
- რა ? - მკითხა დაბნეულმა და თვალებში ჩამაჩერდა.
- მადრიდში როდის ბრუნდებიმეთქი !
- თვის ბოლოს ...
- აჰ ... - ირონიულად ჩამეღიმა და თვალები ავატრიალე. - შევირგო ბედნიერი მომენტები და არ ვიფიქრო არაფერზე ... - გავიმეორე მისი სიტყვები და მისგან შორს გავიწიე. - კარი გამიღე !
- ერთი წუთით შენ ეხა რაზე ფიქრობ , რომ მე აქ დროებით ვარ ჩამოსული და გიყენებ რო დრო გავიყვანო და გავერთო ?

- ეგ მე არ მითვამს , შენთვითონ თქვი !

- ვერ ვხვდები რას უმიზნებ ნუცა !

- რას ვერ ხვდები დათი , მოდიხარ ასე მექცევი , მკოცნი , მიდიხარ და ისევ ნინის ეცეკვები , იტან მის საქციელს და ატარებ ყველაფერს , მიუხედავად მისი გრძნობებისა , არ მესმის რატომ აკეთებ ამას , შეიძლება შენთვის უმნიშვნელო იყოს მაგრამ დააკვირდი სხვის თვალში თუნდაც ჩემსაში ან ნინისაში როგორ შეიძლება გამოჩნდეს ეს ყველაფერი !

- ნინის წლებია ვიცნობ , რაც თავი მახსოვს ყველას ასე ექცევა , დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ჩემზე რას იფიქრებს , მითუმეტეს ძაან ნათლად ხედავს როგორ მომწონხარ და არამგონია ამას შენს გარდა ვინმე ვერ ამჩნევდეს , მაგრად ტეხავს შენ თუ შენი თავი ვინმეს დროებითი გასართობი გგონია , მემგონი სალაპარაკო არაფერი აღარ არის , შეგიძლია გადახვიდე და სახლში ახვიდე! - კარი გამიღო და სახე გზას გაუსწორა.

უსიტყვოდ გავაღე კარი და უკანმოუხედავად გადმოვედი მანქანიდან.
სადარბაზოში შესვლა და მისი იქიდან გაქრობა ერთი იყო , გაბრაზებულმა ვკარი კედელს ხელი და სახლში შევვარდი.
არაფერზე ფიქრი არ მინდა , მხოლოდ ძილი და ყველაფრის დავიწყება მინდა ...
მხოლოდ ეს , მხოლოდ განტვირთვა !
^^^
- აუ ძააან მომენატრეეეთ ... - აბუზღუნდა ელენე და მეც გამეცინა მის მოსალოდნელ წუწუნზე.
- მეც ძაან , როდის ჩამოდიხართ ?
- გოგო ერთ კვირაში ... აუ აღარ შემიძლია ეს კვირანახევარი თქვენ გარეშე ჯოჯოხეთი იყო !
- კაი ადგილია ? კონკრეტულად სად ხარ ?
- გოგო პირდაპირ ცენტრში ... კი ძაან სილამაზეა ...
- კაი ელ ,წავედი გკოცნი ლიკა მომიკითხე და ჩამიკოცნე !
- მიდი მეც , რამე ხომ არაა ახალი ?
- არა ...
- არც მოუწერია ხო ?
- არა ... - ამოვიოხრე და თვალები დავხუჭე. - წავედი გკოცნი ...
- მიყვარხარ !
- მეც ძალიან !

- ანიიი ... - დავიყვირე და ისიც მაშინვე ჩემს ოთახში გაჩნდა.

- რა გაკივლებს ქალო ?

- მიდი დათის დაურეკე და უთხარი საბას და გიოს უთხრას ელენეს ჩავაკითხოთ დუშეთში .

- გაგიჟდი ? რამ წამოგიარა ?

- მიდი რა , უთხარი ჩვენ ვაპირებთ და თუ გინდათ წამოდითქო !

- კარგი ...

ფრჩხილების წვალებით ველოდი , როდის გაისმებოდა მობილურში მონატრებული ხმა , თუმცა ზუმერი არ წყდებოდა.
ის ის იყო ხელი ჩავიქნიე მისი ხმა , რომ გავიგე ...
გაშტერებულს გამეღიმა და ანიმაც მაგრად მომკრა წიხლი .
- დათიკოოო ...
- ანიი ? როგორ ხარ ტოო .
- კარგად ბიჭო , ასე უნდა დავიწყება ხო ? ელენეს გარეშე არ გინდა ხო არავინ ?!
- რა არავინ არ მინდა გოგო , ამასწინათ შენ არ იყავი არა არ მინდაო რო გაიძახოდი საბას დაბადების დღეზე წამოსვლაო ?
- ეგ იმიტომ რომ ნუცას არ უნდოდა , თორე ... - ამოიბუზღუნა და იმხელაზე ჩავარტყი ფეხზე მიკვირს როგორ დაიმორჩილა ხმა.
- აბა ქალაქში არ ვართო ?
- ისა ... ოო მოკლედ რაზე გირეკავ ახლა , მისმინე ელენეს მინდა მოვუწყო სიურპრიზი , ძაან მოიწყინა ისე ვენატრებით და წუწუნებს იქიდან , ხოდა ხო არ ჩავაკითხოთ ?
- ეეე ბაზარი არაა , თან გავივლით სადმე დავსხდებით , ბიჭებს ვეტყვი და დავგაზოთ კაი ?
- კაი , შემეხმიანე ოღონდ მალე წავიდეთ და იცოდე ელენესთან არაფერი წამოგცდეთ !
- კაი , მიდი დაგირეკავ და მზად იყავი ...
- საიდან მოგაფიქრდა ? - მკითხა და მობილური იქვე მიაგდო.
- რამ გათქმევინა გოგო ნუცას არ უნდოდაო!
- აუუუ , კაი რაა მიდი ამდენ წუწუნს გაემზადე .
- კაი და გაითვალისწინე დუშეთში სიცივეა და შენი ჭირიმე იქ გამოფრონცკილი არ წამოვიხვიდე ! - გავაფრთხილე და გარდერობისკენ დავიძარი.
- ოკეიოკეი !
^^^
შავი ჯინსი და მწვანე კედები ამოვიცვი , შავი მაიკა მოვირგე და სპორტული ჟაკეტიც მოვირტყი.
სახეზე მსუბუქი მაკიაჟი და მზად ვიყავი.
- მოვიდა გავედით !
სადარბაზოდან ცხვირი ნელა გავყავი და რომ დავრწმუნდი აქეთ იყურებოდა მშვიდი და თამამი ნაბიჯებით გავყევი ანის უკან.
მობილურში რაღაცეეებს ვათვალიერებდი და ლამის ნერვოზი დამწყებოდა იმაზე ფიქრში როგორ მივსალმებოდი.
- ჩვენი ზეაქტიური გოგო მოვიდააა ... - საბა და გიო ჩამეხუტნენ და მეც სიცილით მოვხვიე ხელები. - სად ხარ ტოო , ასე უნდა დავიწყება ? მაგრად დაგვიკიდე ხო ?
- როგორ ხარ ? - მკითხა დათიმ და უემოციოდ გადამკოცნა.
- შენ ? - ვკითხე მოვალეობის მოხდის მიზნით და მანქანაში შევიჭყიტე.
- ჩემო ლამაზო ! - მანქანიდან ელენეს ბიძაშვილი გადმოხტა და მეც გახარებულმა მოვხვიე ხელები.
- ნიააა , როგორ მომენატრეე !
- გავალ მაღაზიაში სიგარეტს ვიყიდი და გავიდეთ ხო ? - გვკითხა გიომ და მაღაზიისკენ წავიდა.
- ეს რა ესპანურები ჩითავს აქ ? - საბას შევხედე ფანჯარაში და რაფად დავეყრდენი. - შენც მაჩო გახდი საბუნა ?
- არ გევასება გოგო ესპანურები ?
- რას ქვია არ მევასება ! - შევიცხადე შეურაწყოფილმა.
- საბა ეგ ბავშვობიდან გიჟდება ესპანურზე , ასე იძახის ისე არ მოვკვდები რომ არ ვისწავლოო !
- მერე არ ისწავლე ?
- სხვათაშორის რაღაც მესმის , მაგრამ კარგ მასწავლებელს ვეძებ ! - ვუთხარი და შემობრუნებული პირდაპირ დათის სხეულს ავეკარი.
- ეეე მერე დათიზე მაგარ მასწავლებელს სად იპოვი ტოო , ასწავლე შეჩემ*ა გოგოს ესპანური !
- გააჩნია როგორ მოიქცევა ... - ირონიული ღიმილით მომაჩერდა და მის მუქ თვალებზე გამაჟრიალა.
- გპირდები ძალიან არ ვიცელქებ ... - ვუთხარი და კეკლუცურად გავუღიმე.
- ხო ? - მკითხა და ტუჩის ცალი კუთხე ჩატეხა. - მაშინ ვიფიქრებ ...
- ეეჰეეე , ზედმეტები ხომ არ ვართ ჩვენ აქ ?
- ეეე ნია , გაჩუმდი რა ! - საბამ უჯიკა და მის საქციელზე ყველას ხმამაღლა გაგვეცინა.
- წავედით ?
- წევეით გიო წევეით ! - უთხრა საბამ და ისიც უცებ ჩასკუპდა უკან.
- დათი კაი სონგები ჩამირთე რაა , უნდა ვისინგინგო ! - შეუკვეთა ანამ და წამში ააცუნდრუკა უკანალი.
- გაითვალისწინე რომ ფეხებზე გაზივარ და ტვინის შერყევა არ მინდა ! - ვუთხარი და მაგრად დავაჯექი.
- ქალო , დაოკდი მანდ შენ ! - მითხრა და მეც სიცილით გადავაქნიე თავი.


^^^
- მეღადავებით ? - დაიკივლა ელენემ და წამში შემოგვახტა ყველას სათითაოდ. - ვაიმე , ახლა გავაფრეენ ! შენი იდეა იყო ხომ ? ვაიმე როგორ მიყვარხარ ! - მაგრად მომხვია ხელები და მეც გაბადრულმა დავუკოცნე ლოყები.
- ჩემო სიყვარულო , ისე მომენატრე უკვე მზად ვიყავი სამყაროს დასალიერში ჩამომეკითხა ... - საბამ ხარხარით მოჰხვია ხელები გაყურსულს და ისეთი ფხუკუნი ამიტყდა ლამის აივნიდან გადავვარდი.
- ახლა დავიხრჩობი !
- კვნესა და ბნედა შენ , ცოტა ხანს გაჩუმდი და შეგვარგე ! - ამოიზმუვლა ელენემ და მეც ხველახველით ჩამოვჯექი იქვე.
- მადლობა დაო , ჯიგარი ხარ გაიხარე !

^^^
- ნათქვამია ვინც ხინკალს ისე შეჭამს , რომ წვენიც არ დაექცევა იმან ძააან მაგარი კოცნა იცისო ! - ამბობს და ეშმაკური ღიმილით უყურებს საბას.
- და ვინც არ ვიცით და ისე ვჭამთ , რომ არ გვექცევა რა ვქნათ ? - ვკითხე და მერე დავწვი , რაც წამოვროშე. - სორი მეხსიერებაში პატარა ჩავარდნა მქონდა , ყველაფერი რიგზეა განაგრძეთ ჭამა , მე ყველას დაგაკვირდებით...
- შენ ხო კარგად ხარ დღეს ? - მეკითხება გიო და აფხუკუნებული იწყებს ხინკლის ჭამას.
- საწყალი შენი შეყვარებული ! - ეუბნება დათი და მასაც სიცილისგან მთელი ხინკალი თეფშზე უვარდება.
- ერთი შენი შეყვარებულის ბედი მანახე რა ! - ხინკალზე ანიშნებს და ისიც ირონიულად იღებს ერთცალს , ისე ჭამს წვეთი არ ექცევა თეფშზე , ყველა გაოგნებული უყურებს მე კი კმაყოფილს მეღიმება , გამოცდილება მაინც სულ სხვაა რა!
- ეე როგორ ტოო ...
- მე რატო არ მიკვირს ? - ვკითხულობ და ხინკალს ისე ვჭამ , რომ ჩემს თეფს გამოყენებულის არაფერი ეტყობა. - არაა ეგ სანდრო რაღაც ,გეუბნებით მე თქვენ მემგონი ვისაც ექცევა იმან იცის მაგარი კოცნა და ელენე გვაბოლებს ...
- გეუბნები მე შენ დღეს ძააან აქტიურობთქო! - თითს მიქნევს გიო და აპილპილებულ დათის ცინიკურად უღიმის.

^^^
- ჩამირთეთ მუზიკა , უნდა ვიცეკვო რამე ლათინო-ამერიკული , მინდა თეძოს გაქნევა , რავა კუპატებივით ჩამომწკრივდით მანდ უიმეე ...
- აუ ბაზარი არაა , მიდი ელო რამე ჩაართვევინე !
- დესპასიტოო , პასიტო პასიტოო ...
- მიდი მიდი , ჩაართვევინე და ვიცეკვოთ !

სიცილით ვუყურებდი გააქტიურებულ ელენეს ანის და ნიას , იმდენად მეცინებოდა მათ ცანცარზე სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავდი.
უკვე ყველა ამდგარი იყო და დესპასიტოზე თეძოებს აქნევდნენ.
ვიგრძენი როგორ შემეხნენ ხელზე და თავი ისე უცებ ამოვყავი საცეკვაო ადგილას ვერც კი გავიაზრე.
გაოცებული ვუყურებდი ჩემს წინ მდგომ დათის და ინსტიქტურად ვიხსნეებდი ყველა სექსუალურ მოძრაობას რაც კი შეიძლებოდა მცოდნოდა და მესწავლა მანამდე.
ვგრძნობდი როგორ მეხებოდა წელზე , თეძოებზე , კისერზე ...
როგორ მიწვენდა გახურებულ ხელზე ... ჯანდაბა მგონი ცუდად ვარ !
- გასვლა მინდა ... - ჩავყვირე ყურში და მანაც ძალიან ახლოს მოწია სახე.
- სად ? კარგად ხარ ?
- კი ... გამოდი შენც ... - ხელზე დავექაჩე და არ ვიცი საით წავედი , მაგრამ ფაქტია წყნარ ადგილად ამოვყავით თავი.
- კარგად ხარ ?
- კი , უბრალოდ წყნარ ადგილზე მინდოდა გამოსვლა ...
- რაო წეღან რას ამბობდი ? ვისში შეიტანე ეჭვი ?
- მე ? ... მე ... ისა , მოიცა , მოიცა ნუ მიახლოვდები , აგიხსნი უბრალოდ ... ჯანდაბა , ნუ მოდიხარ ჩემსკენ !
- იცი როგორ მინდა ის ყველა სიტყვა განანო და თავიდან გაგრძნობინო კოცნის ჭეშმარიტება ?
- მოიცა , მე ჩემთვის ვღადაობდი... ჯანდაბა რას აკეთებ , დათი ნუ მიახლოვდები !
- არ მოგიახლოვდე ? - მკითხა თვალებმოჭუტულმა და ადგილზე შედგა . - კარგი თუ არ გინდა მე დავბრუნდები იმათთან ... -თვალებმილულუს მომშორდა და უკან გაბრუნდა.
- გაბრუნდები არა ტოროლა ! - ისე უცებ გადავუჭერი გზა და ჩამოვეკიდე კისერზე ჩემი სისწრაფის თვითონ გამიკვირდა.
- ანუ ?
- ანუ შეგიძლია მანანო და ჭეშმარიტებაც თავიდან შემაგრძნობინო ...
- ნუ თუ ასე ძალიან მთხოვ ...
- მოკეტე და გააკეთე შენი საქმე ! - მობეზრებულად შევაწყვეტინე და მე თვითონ შევეხე სასურველ ტუჩებს.
- პატარა უკარება ! - დამჩურჩულა და ღიმილით მომადო ცხელი ტუჩები შუბლზე.
მასზე ახუტებულს შემეძლო მთელი დღე დაუწუნებლად გამეტარებინა ...
მასთან ჩახუტებისთვის შემეძლო ყველაფერი დამეთმო ...
ოღონდ მისი სიმხურვალე მეგრძნო!

^^^
- რატომ ხარ ჩუმად ? - მკითხა მასზე ახუტებულს და თმაზე ტუჩები მომაკრო.
- არ მინდა , რომ წახვიდე ... - ვეუბნები და საწოლის მეორე მხარეს ვტრიალდები.
- ხომ იცი რომ საჭიროა ... - ჩემსკენ ტრიალდება და მუცელზე ხელს მხვევს.
- იმაზე ფიქრიც კი არ მინდა როგორი იქნება ერთი დღე შენს გარეშე ... დათი არ შემიძლია არ ვარ იმდენად ძლიერი , რომ უშენობას შევეგუო...
- წამოდი ...
- რა ?
- ხო , წამოდი ... იქ დახურე უნივერსიტეტი ...
- შეუძლებელია ... ჩემები ამის უფლებას არასდროს მომცემენ...
- მე დაველაპარაკები , შენ უბრალოდ დამთანხმდი ...
- მე და შენ ერთად ... იქ ... მადრიდში ...
- მე და შენ ერთად მადრიდში !
- ვგიჟდები შენზე ! - მთელი ძალით ვხვევ ხელებს და მთელ სახეს ვუკოცნი. - უსაზღვროდ მიყვარხარ !
- მე შენ მიყვარხარ ! - ცხვირზე მკოცნის და ღიმილით მეფერება თმაზე.
ბედნიერი ვარ !!!
^^^
- რა საქმე გქონდა ასე სასწრაფოდ რომ გამომაქანე ? - გვერდით ვუჯდები და ჩემთვის მოტანილ ცივ ყავას ვწრუპავ.
- შენებს ველაპარაკე ...
- რა ? - ყავა სასულეში გადამცდა და თვალებჩაწითლებული მივაჩერდი ეშმაკურად მომზირალს.
- რა კი არა , იქ საბას კატა ყავს და ელენესაც მაგრად ევასება ის კატა , ანუ ჩვენ ოთხს ერთად მოგვიწევს ცხოვრება ერთი წელი და შენ თუ რამე პრობლემა გექნება ...
- რაააა ? - უფრო ავკივლდი და ისე შევახტი ლამის ძვლებში გადავტეხე. - მითხარი , რომ არ მომესმა ... მითხარი რომ ...
- არა , უი ანიმ მეც მინდა იქ მაგისტრატურის გავლა და თუ ადგილი გაქვთო ...
- მოიცა , ვინ ანიმ ... ჩემმა დამ ? ჩემმა ანიმ ? - გაშტერებული მივაჩერდი და ისიც ხარხარით მირევდა თმას გაგიჟებულს.
- შენმა დამ , ხო შენმა დამ ! შენები მაგ პირობით გიშვებენ !
- ვაიმე ახლა გადავყირავდები ...
- თავი არ წაიქციო გოგო !
- უბედნიერესი რომ ვარ ხვდები ხომ ?
- და მადლობა რომ გაქვს გადასახდელი გავიწყდება ხო ?
- მადლობას რა დამავიწყებს ბიჭო ჰა ?
- მერე ?
- მერე მადლობა ...
- ნუცა !
- რა ...
- მადლობა გადამიხადე !
- მადლობა ცოტა , რომ გავზარდოთ არ გინდა? - ხელებს ვხვევ და დაბნეულს ტუჩებზე ვეხები. - მამენტ შენ ვინ გეკითხება , ჩემს მინდას უნდა მიგაჩვიო ...- აკისკისებული ვეუბნები და მის ირონიულად მომღიმარ სახეს თითებით ყველგან ვედები. - ვგიჟდები შენზე !


ვიცი ძალიან ცუდი ვარ ასე , რომ დავიკარგე მაგრამ იმდენად ცუდად აეწყო ყველაფერი ერთი სიტყვსი დამწერი ვერ ვიყავი ... ახლაც ახალი ისტორია მქონდა დაწყებული და იმის დამთავრებაზეც ვწვალობ და ვწვალობ , ეს ისტორია რეალურ ფაქტებზეა აწყობილი ... ადრე მქონდა დაწყებული და ახლა მომინდა პაწაწუნას მოკვარახჭინება.
მინდოდა ერთი ჩვეულებრივი პატარა ისტორია ამეტვირთა , რომელიც კიდევ ერთხელ დამაკავშირებდა თქვენთან.
მართლა ვეცდები ძალიან მალე მოვაყოლო მეორეც , უკვე ბოლოში ვარ გასული მაგრამ არ მინდა ცუდი შემოგაჩეჩოთ.
ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმ სითბოსთვის , რომელსაც ჩემთვის იმეტებთ.
მიყვარხართ და მართლა ძალიან დიდი მოლოდინით ველი თქვენც კომენტარებს !

ვნახოთ როგორ მელოდებოდით !



№1  offline წევრი SillyGirl

ისე არაფერი გამახარებდა
როგორც შენი ნიკის დანახვა
წინასწარ ვარ კმაყოფილი ისტორიით :დ
და ვემზადები სიამოვნების მისაღებად.
წავალ ახლა წავიკითხავ **

 


№2 მოდერი sameone crazy girl

ოოოო დიდო ნუციუუუს როგორც იქნა მეღირსა შენი ისტორიის კვლავ წაკითხვა. იმენად გხედავდი ზოგ მომენტში ცოტა და მოგწერდი დათი ვინაათქო ... ვიხალისე როგორც ყოველთვის და მე მაინც იმას ველოდები ჩვენ რო ვიცით heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest პანდა

აუ როგორ გამიხარდა შენი გაოჩენა შენ ხო აზრზე არ ხარ ^^ ძაან მაგარი იყო რა საყვარლები არიან. ^^ ველიდები შენდეგ ისტორია <3 ასე აღარ დაიკარგო რა :(( მომენატრა შენი თბილი ისტორიები <3

 


№4  offline წევრი Mtirala

რა კარგი ხარ, რომ იცოდე ❤
უსაყვარლესი, უთბილესი, უტკბილესი ისტორია ❤❤
ნუცა და დათი... დათი და ნუცა
რა ტკბილები არიან ❤
სხვათაშორის ანიში ჩემი თავი აღმოვაჩინე და ვხვდები, რომ ჩემნაირი ადაიმანები ალბათ მოსაბეზრებლი ვართ :დდ
ხო ალბათ ასეა...
ძალიან კარგი გოგო ხარ, თითქმის ყველა შენი ისტორია ვიცი ❤❤
ყველა ძალიან კარგია ❤❤
მოკლედ... მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები'ც ❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი თუთა პირველი

რა კარგი იყოო, ოღონდ აი მეორე ნაწილსაც სიამოვნებით წავიკითხავდი მათ "მადრიდულ" ცხოვრებაზე <3 უუსაყვარლესი ისტორია იყო :****

 


№6 სტუმარი Guest ანა

ვგიჟდები შენს სხვა ისტორიებზე, მრავალჯერ მაქვს წაკითხული მაგრამ ეს ის არ იყო რასაც შენგან ველოდი , გაუმართავი, ზერელად დაწერილს ჰგავს ჩემთვის.
ბოდიში.

 


№7  offline წევრი aNuGi

როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ!
დათი და ნუცა,
ნუცა და დათი..
მომეწონა ეს წყვილი, ხოხვდები :დდ
ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ჰო დაა რაღაც მომეწონა ისტორია ყოველგვარი დაძაბულობის და გარჩევების გარეშეე..
ველოდები შემდეგს <3
ძაან მიყვარხარ ხოიცი <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Mec vgijdebi shenzee <3 rogor momnatrebia sheni istoriebiii tkbilooo ❤️❤️ Saswauli xaar da male dagvibrundi agar daikargo raaa... warmatebebii ❤️❤️

 


№9  offline წევრი მარი,,

ise magari istoriebi gaq dawerili es istoria mattan shedarebit cota naklebad momewona,radgan gaumartavad gaqvs dawerili,cudic ar etqmis sashualo iyo...momdevno istoria ise magari unda iyos bodishebi ro gixado am sityvebze icodeee...male dade axali sulmoutqmelad gelodehi xolme.warmatebebi

 


№10 სტუმარი kusa13

აუუ ნეტა იცოდე როგორ მიმეწონა რა აუ ძალიან მაგარი იყოო კიდევ წავიკითხაავ რა :დ სულ ღიმილით ვკითხულობდი იცი? ეხლა ტკბილად დამეძინება ^^ შენც ტკბილიხარ ვჰიჟდები შენზე რა შენც მიყვარხარ და შენი ისტორიებიც <3 აი ხედავ რამაგხასიათზევარ :დ :** <333

 


№11 სტუმარი yourlover

auu maleee ra axaliii❤️vicii rom exlaxans dade magram ar mkofniss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent