შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლში მტერთან(ნაწილი 9)


14-08-2017, 20:03
ავტორი Salome5
ნანახია 2 681

დედაჩემი პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა საშინლად გაბრაზებული სახით. შევეცადე ფეხზე მყარად დავმდგარიყავი და არ გამცინებოდა.
-რომელი საათია?
-არვიცი..-ჩავიბურტყუნე ჩემთვის და საათის ძებნა დავიწყე.
-შენ რა მთვრალი ხარ?-კიდევ უფრო აუწია ხმას მაკამ.
-არაა. სულ ცოტა დავლიე, სულ ცოტა.-ცერა და საჩვენებელი თითებით ვაჩვენე რამდენია ეს ,,ცოტა'' და იდიოტივით გავეკრიჭე. მაშინვე დედაჩემის ხელი ვიგრძენი ლოყაზე. მან გამარტყა. აი ასე ყველას თვალწინ სახეში დამარტყა, მაშინვე გამოვფხიზლდი და თვალები ცრემლებით ამევსო.
-მთელი დღეა გეძებ, ვნერვიულობ შენ კი ტელეფონსაც არ პასუხობ და სახლში მთვრალი მოდიხარ. რას გავს შენი საქციელი, ლილე, მე ასეთი გაგზარდე?-მოთმინებადაკარგული ბოლო ხმაზე გაჰკიოდა მაკა. ვუსმენდი და ვცდილობდი გონზე მოსვლას.-ალექსანდრესთან იყავი?
-კი.-ვუპასუხე მშვიდად.-ალექსანდრესთან ერთად ვიყავი და ვიქნები კიდეც რაც არ უნდა გააკეთო მაინც ვერ დამაშორებ.
-ლილე, დედაშენმა უკეთ იცის რა არის შენთვის უკეთესი. ალექსი ჩემი დისშვილია და ყველაზე კარგად მე ვიცნობ. ის არ არის შენი შესაფერისი.
-რატომ გგონიათ რომ ჩემზე უკეთ იცით რა არის ჩემთვის უკეთესი? ჰა? რატომ ცდილობთ ჩემს მაგივრად იაზროვნოთ?-მთელი ხმით ვყვიროდი უკვე.
-ჩვენ შენთვის კარგი გვინდა..
-პატარა გოგო აღარ ვარ რომ შენ გადაწყვიტო რა არის ჩემთვის უკეთესი.
-რადგან 18წლის გახდი ეს იმას ნიშნავს რომ უკვე დიდი ხარ და მშობლის დახმარება აღარ გჭირდება არა?-ავთოს დამცინავმა ხმამ სულ ამჭრა ჭკუიდან.
-შენ საერთოდ არავინ გეკითხება, მამაჩემი არ ხარ და ვერაფერს გადაწყვეტ გასსგებია? შენი ადგილი იცოდე.-დავუყვირე უხეშად.
-ლილე!სიტყვები აკონტროლე და იცოდე რას ლაპარაკობ თორემ..
-თორემ? რა ისევ დამარტყამ, მაკა?-
-ლილე, დამშვიდდი გთხოვ-მეგი ჩემს გამოყვანას ცდილობდა რომ ხელი ავუქნიე და მოვიშორე.
-ის ბიჭი მატყუარაა. მალევე მიგატოვებს, შვილო, გთხოვ დამიჯერე.-უკვე მუდარაზე გადავიდა.
-მე მიყვარს ალექსანდრე და ვერ დამაშორებთ.
-დაგაშორებ, ლილე, დაგაშორებ.
-მაგასაც ვნახავთ.-იქვე მდგარ ცოტნეს შევუღრინე და ჩავუქროლე. გული მერეოდა. მერეოდა არა მარტო ალკოჰოლის გამო, მერეოდა ყველა გარშემო მყოფ ადამიანზე. დედაჩემზეც  რომელიც ცდილობდა საყვარელ ადამიანთან დავეშორებინე და რომელმაც დღეს ყველას თვალწინ გამარტყა. მასზე იმდენად გავბრაზდი რომ გადავწყვიტე რაღაც გამეკეთებინა. რაღაც ისეთი რაც შეიძლებოდა მერე მენანა.
-ალო, ალექს, სად ხარ?
-სახლში ვარ, ლილე.
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-მოხდა რამე?-გავიგონე როგორ დაუსერიოზულდა ხმა. ყველაფერი მოვუყევი, როგორ მაიძულებენ მასთან დაშორებას და როგორ დამარტყა ხელი მაკამ.
-რა? ეგენი სულ გამო*ირდნენ ხო? მოვდივარ.-გაცეცხლებული ჩანდა.
-ალექს, დამაცადე და  ყურადღებით მომისმინე.-მაშინვე დეტალურად ავუხსენი ყველაფერი.
-დარწმუნებული ხარ?-მკითხა დაეჭვებულმა.
-კი. მთავარია რომ გიყვარდე..სხვა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა.-პასუხს აღარ დავლოდებივარ, გავუთიშე და ბარგის ჩალაგება დავიწყე.
-ლილე-კარები მეგიმ შემოაღო.
-მოდი,მეგი.-ჩალაგება არ შემიწყვეტია ისე ვუთხარი.
-რას აკეთებ?
-ბარგს ვალაგებ.
-მაგას ვხედავ, მაგრამ რად გინდა? სად მიდიხარ?-მკითხა დაეჭვებულმა.
-ალექსანდრეს მივყვები.-ავხედე სერიოზული სახით და ჩანთა ჩავკეტე.
-სულ გაგიჟდი შენ?
-არა. უბრალოდ ალექსი მიყვარს და მივყვები.
-ლილე, ისეთ რამეს ნუ იზამ რასაც ინანებ მერე.
-არაფერს არ ვინანებ. მომბეზრდა მაკას კონტროლი. სულ ცდილობს ჩემს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩემს მაგივრად იფიქროს, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო მომბეზრდა გესმის?
-ამას იმიტომ აკეთებ რომ მაკაზე გაბრაზებული ხარ და დამშვიდდი ძალიან გთხოვ. ყველაფერი გაანალიზე და მაკას დაელაპარაკე კიდევ.
-აზრი არ აქვს. გადავწყვიტე უკვე, ალექსს მივყვები და რომც შევცდე მეცოდინება რომ ეს ჩემი შეცდომაა, რომ ჩემით დამოუკიდებლად გადავდგი ნაბიჯი. დროა გავიზარდო და შეცდომებზეც ვისწავლო არ მინდა მაკა ერეოდეს ჩემს ცხოვრებაში და თანაც..მიყვარს ალექსანდრე და მასთან მინდა ყოფნა.
-ლილე, მაკას თუ არ დაელაპარაკები არ გაგიშვებ.-წინ გადამეღობა.
-ახლა ხელს  თუ შემიშლი სხვა დროს მაინც წავალ, მაგრამ შენდამი ნდობას დავკარგავ.
-მაინც ვერ გაგიშვებ, შენთვის კარგი მინდა ხოიცი.
-ამიტომაც უნდა გამიშვა და დამეხმარო, გთხოვ.-ცოტა ხანს დაფიქრდა და გამატარა.
-იმედია არ ვინანებ.
-მადლობა.-მაგრად ჩავეხუტე.-ჯერ არ ვიცი სად ვიქნებით მაგრამ შეგეხმიანები, შენ კი აქაური ამბები მომიყევი კარგი?
-კარგი.-დავემშვიდობე და გარეთ ფეხაკრეფით გავედი. უცნაური გრძნობა მქონდა. ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი ეს ყველაფერი რაღაც თამაშს გავდა..
სახლთან ალექსის მანქანა დავინახე და მისკენ წავედი. ალექსი მანქანას მიყუდებოდა და სიგარეტს ეწეოდა, როცა დამინახა სიგარეტი გადააგდო და ჩემსკენ წამოვიდა.
-მეგონა გადაიფიქრე.-ჩანთა გამომართვა და საბარგულში ჩადო.
-მეგი არ მიშვებდა.
-მეგი? იმას რაღა უნდოდა.
-ნერვიულობს ჩემზე.-მხრები ავიჩეჩე და მანქანაში ჩავჯექი.
-მთავარია უკვე ერთად ვართ.-ხრიწიანი ხმით მიჩურჩულა და ძლიერად ჩამიხუტა. ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა და მუხლებზე დამისვა.ვნებიანად დამიკოცნა ტუჩები და ყელზე რომ გადავიდა შევაჩერე.-ახლა ამის დრო არ არის.-დაბინდული თვალებით შემომხედა და გამიშვა.
-სად მივდივართ?-ვკითხე როცა უკვე ჩემი ადგილი დავიკავე.
-თბილისში. ჯერ იქ ვიქნებით და როცა დავწორწინდებით სამოგზაუროდ სადაც შენ გინდა იქ წავიდეთ.
-რომელი ფულით?
-შენი მომავალი ქმარი რას საქმიანობს წარმოდგენა არ გაქვს არა?-თავი გადააქნია და განაგრძო.-მამაჩემისგან პატარა კომპანია დამრჩა და მას ვხელმძღვანელობ. სულ ახლახანს გადავიბარე ავთოსგან.
-ავთოსგან?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-ხო. სანამ 18წლის გავხდებოდი მას ებარა, მე თითქმის ერთი წელია მოვითხოვე ეს კომპანია და ავთომაც მაგის გამო ამითვალისწუნა.-მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. იქნებ ამის გამო გადაემტერა ავთო ალექსანდრეს და ამიტომ უნდათ რომ დამაშორონ? რა სისულელეა გავიფიქრე მაშინვე და ალექსს მივუბრუნდი ისევ რომ ამბობდა რაღაცას. თბილისში ჩასვლამდე არ დაგვიძინია, მომავალზე ვლაპარაკონდით დავგეგმეთ როგორ ვიცხოვრებდით სად და როგორ. ეს ყველაფერი ზღაპარს გავდა, ისე დავგეგმეთ ყველაფერი რომ ყველაზე ბედნიერი წყვილი უნდა ვყოფილიყავით. ალექსის სახლში როცა მივედით მაშინვე დასაძინებლად წავედით. ისეთი დაღლილი ვიყავი გამოცვლის თავი საერთოდ არმქონდა ტანსაცმელი იქვე მივყარე და ალექსის მკლავებში მოვკალათდი დასაძინებლად.
საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. ალექსი საწოლში არ დამხვდა და მეც მაშინვე ავდექი. სამზარეულოში შევედი საიდანაც ხმაური გამოდიოდა. ალექსანდრე წინსაფრით და ტაფით ხელში სიცილი ვერ შევიკავე.
-პირდაპირ ვგიჟდები სამზარეულოში მოფუსფუსე ბიჭებზე-ვუთხარი სიცილით.
-მე საუზმეს გიმზადებ შენ კი დამცინი არა?-სიმწრით გამომხედა და კვერცხის გადატრიალება სცადა სულ რომ დანახშირებულიყო.
-კარგი ხო. გაიწიე რაც რო არ გეხერხება ხელი კი არ უნდა მოკიდო-ვუთხარი სიცილით და მხარი მივარტყი რომ მომშორებოდა. დაძვრენა ვცადე მაგრამ უკნიდან ამეწეპა და ყელში კოცნა დამიწყო.
-შეეშვი მაგას მერეც შევჭამთ, ისე მომენატრე ვეღარ ვითმენ.-გონს ვერ მოვედი ისე შემომსვა მაგიდაზე და ტანსაცმელი შემომაძარცვა. არც შევწინააღმდეგებივარ ვცდილობდი მეც ავყოლოდი. ცოტა ხანში კი უკვე იატაკზე დაღლილები მივესვენეთ და ღრმად ვსუნთქავდით.
-ალექს, აქ მაკა ვერ მოგვაგნებს?-ვკითხე ცოტა ხნის მერე.
-არა, არ იციან ეს სახლი როდის ვიყიდე თან სხვის სახელზეა გაფორმებული. ვერ გვიპოვიან, ფისო, დამშვიდდი. მალე კი ვიქორწინებთ და აზრი აღარ ექნება.
-როდის ვიქორწინებთ?
-შაბათს. ქორწილი შაბათს გვექნება სულ ცოტაც მოითმინე და მალე ჩემი ცოლი გახდები.
-შენი ცოლი.-გავიმეორე ხმამაღლა.-კარგად ჟღერს.-ზემოდან სწრაფად მოვექეცი.-მაგრამ იცოდე სხვა ქალს რომ შეხედო მაგ ლამაზ თვალებს სათითაოდ დაგჩიჩქნი გასაგებია?
-შეხედვაც მეკრძალება?
-კი. გეკრძალება.
-სხვა რა გზაა-გამიცინა დაისევ დამაცხრა. მთელი დღე ასე გავატარეთ გარეთ აუტანელი სიცხის გამი არც ვაპირებდით გასვლას ასე ვიყავით ერთად. მხოლოდ საღამოსთვის დავგეგმეთ კლუბში წასვლა.
-მაღაზიებშიც უნდა გამყვე ტანსაცმელი თითქმის არ წამომიღია.-ავწუწუნდი მაშინვე.
-არაუშავს გავიდეთ და რაც გინდა იყიდე შენთვის.-უპრობლემოდ დამთანხმდა და მეც კმაყოფილი სახით დავათრევდი მთელი 2საათი მაღაზიებში. ბოლოს კლუბში წასასვლელად საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე, ჯერ ალექსმა ნეგობრები უნდა გაგაცნოო და მაგისი ყოფილი ნაშობა რო გაიჩითოს იქ ხო უნდა თქვან რა გოგო მოყავს ცოლად ამ სვანსო?-ჩემს ფიქრებზე მეთვითონ გამეცინა და სარკეში ჩავიხედე. მთლიანობაში ძალიან კარგად გამოვიყურები კმაყოფილმა მოვშორდი სარკეს და ალექსანდრესთან ჩავედი.
-სად ხარ ტო დავაგვიანეთ-აწუწუნდა მაშინვე, მაგრამ როგორც კი დამინახა გაჩერდა.-ან ცოტა ხანს თუ დავაგვიანებთ კიდევ არაუშავს.-მაშინვე მანქანას მიმათუდა და ტუჩებზე დამეტაკა.-ალექს, გეყოფა წავიდეთ. -მოვშორდი მაშინვე და მაკიაჟის შესწორება დავიწყე.-
-უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ, თავი ვერ შევიკავე.-ეშმაკურად გაიღიმა და საჭეს მიუჯდა.
-შენი ბაიკი მომენატრა, როდის მოიყვან.
-შესაკეთებელია ჯერ და მერე გაგასეირნებ კიდევ.-ჩვენი გაცნობა გამახსენდა და გამეღიმა.მაკამ უნებლიეთ გაგვაცნო ერთმანეთს და ახლა ჩვენი დაშორება უნდა, თანაც უმიზეზოდ. მაკას გახსენებაზე მოვიღუშე და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ვერაფრით ვიშორებდი ამ გრძნობას არადა ვცდილობდი ამ თემაზე არ მეფიქრა.
-ლილე, არ მოდიხარ?-უცებ გამოვფხიზლდი და ალექსს გავყევი. კლუბში შესვლისთანავე სიგარეტის და ალკოჰოლის სუნმა თავბრუ დამახვია. ალექსს ჩავეჭიდე და ვცდილობდი ერთი წუთითაც არ მოვშორებოდი. მისი რამდენიმე მეგობარი გამაცნო მაგრამ დიდად არც ერთი არ მომწონებია. ალექსის მეგობრებიდან ყველაზე მეტად ირაკლი მომწონს და იგორი, მაგრამ ეს ბიჭები საერთოდ არ მომწონებია რატომღაც, მაგრამ რამდენიმე ჭიქის მერე აღარც მახსოვდა არცერთი. ალექსთან ერთად გაუჩერებლად ვცეკვავდი. ერთად ვსვამდით და ვცეკვავდით, პირველად ვიგრძენი ასეთი თავისუფლება. ადრე ასეთი გართობა ძვირად მიჯდებოდა, მეშინოდა რომ დედაჩემი მიხვდებოდა და არც ვსვამდი და საერთოდაც მალე ვბრუნდებოდი სახლში. ახლა კი ჩემს მომავალ ქმართან ერთად დილამდე დავლიე და ვიცეკვე. დილით კი სახლამდე როგორ მივედით არ მახსოვს. ალექსზე გადახლართულს მისაღებში გამეღვიძა. უკვე შუადღე იყო, თავი მისკდებოდა და ყავის გასაკეთებლად გავედი.
-ლილე, მეც მინდა ყავა რა თავი მისკდება.
-გავაკეთებ ახლავე. სახლამდე რით მოვედით გახსოვს?
-ტაქსით მგონი. რა მნიშვნელობა აქვს მთავარია მოვედით.-გაიცინა.
-ამდენი არასდროს დამილევია, მართლა.
-მე თითქმის სულ ასე ვარ. კარგად გავერთეთ, კიდევ წავიდეთ ხოლმე.
-ხო ოღონდ ამდენს აღარ დავლევ, თავი მისკდება-ფინჯანი მაგიდაზე დავუდგი და საფეთქლები დავიზილე.
-დღეს კაბა შეარჩიე, ხვალ უკვე ქორწილია ხოიცი.
-ეგ საერთოდ აღარ მახსოვდა.-როცა წარმოვიდგინე ასეთ სიცხეში როგორ ვეძებ კაბას გადავწყვიტე უარი მეთქვა გათხოვებაზე.
-მეგი ხო ჩამოვა და მასთან ერთად აარჩიე თან ლილეც გამოგყვება.
-ლილე და იგორიც ჩამოვიდნენ?
-კი და ირაკლიც.
-ეგ ბათუმში არ დატოვეთ?
-ხოიცი ვერ ძლებს უჩვენოდ, მურმანის ეკალივით უნდა გაერჭოს ყველგან.
-რას ერჩი მე მომწონს, მამხიარულებს.
-მეც, მაგრამ ნერვებს მიშლის. ისე ეგ იქნება ჩემი მეჯვარე.
-ჩემი მეგი რა თქმა უნდა.
-მეგის დიდი ხანია იცნობ?
-ბავშვობიდან. ხევსურეთში როცა ჩავდიოდი მასთან ერთად ვთამაშობდი.
-დედაშენი გვიყვებოდა ბავშვობაში ძალიან ჩაკეტილი იყოო.
-და სუიციდისკენ მიდრეკილი არ დაგავიწყდეს.
-მართლა ასეთი იყავი?
-მამაჩემის წასვლამ ძალიან ცუდად იმოქმედა.-მის მზერაში რაღაც ,,თანაგიგრძნობ''ს მსგავსი ვიგრძენი და მზერა ავარიდე.
-გოგოებს დავურეკავ რომ გამომიარონ.-ოთახში ავედი და მეგის ნომერი ავკრიბე.
-ლილე, ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. როგორ ხარ?
-კარგად, შენ რაშვები რა ხდება მაქ?-უფრო მაკას ამბის გასაგებად დავურეკე.
-ახლახანს ჩამოვედი თბილისში. მისამართი მომწერე და მოვალ კარგი?
-კარგი. მეგი..კარგი არაფერი-თქმა გადავიფიქრე.
-მაკა კარგად არის, გადავეცი შენი ნათქვამი. აღარ გკითხულობს.
-არ გაბრაზდა?
-კი, მაგრამ შეეგუა. არაფერი უთქვამსშენზე.
-კარგი. გელოდები.-გავუთიშე. იმედი გამიცრუვდა, მეგონა დედაჩემი მისი საყვარელი შვილისთვის ფეხით ჩამოვიდოდა თბილისში. მეგონა გაბრაზდებოდა, მეჩხუბებოდა ან შეეგუებოდა შემირიგდებოდაა და ჭკუას დამარიგებდა. ის კი უბრალოდ შეეგუა და მორჩა. არც კი დაურეკავს. მეგის შეტყობინება გავუგზავნე და წასასვლელად მოვემზადე. სარკეში ჩავიხედე, თითქოს შევიცვალე. თითქოს უცებ გავიზარდე..
-ალექს, მივდივარ მე. -დავუძახე გასასვლელიდან და სწრაფად გამოვედი.
-სად ხარ ამდენხანს რა დავიღალე უკვე.
-ნუ წუწუნებ შენი ჭირიმე რა, ისედაც თავი მტკივა წავიდეთ მალე.-მანქანაში ჩავსხედით. მინდოდა მეკითხა მაკაზე უფრო დეტალურად მაგრამ ვერაფრით მოვახერხე. რაღაც ძალა მაკავებდა და გული მტკიოდა. ,,შენ მაიძულე, დედა''გავიფიქრე და შევეცადე ამაზე აღარ მეფიქრა.
-დაახლოებით როგორი კაბა გინდა იცი?
-სადა, ნუ რამე უბრალო მაგრამ დახვეწილი და ლამაზი.
-და რომ შეიკერო არ გინდა?
-ვერ მოვასწრებ, ხვალ არის ქორწილი.
-ხვალ?
-ხო. არ იცოდი?
-არ გითქვამს და აბა საიდან?
-სულ გამოვშტერდი რა. შენთვისაც იყიდე კაბა. ჩემი მეჯვარე უნდა იყო.
-დიდი ქორწილი იქნება?
-არც ისე. ჩემგან თითქმის არავინ, ალექსის მეგობრები იქნებიან ძირითადად.-შოპინგი ყოველთვის მშველის და ხასიათზე მოვყავარ. დიდ ხნიანი ბოდიალის შემდეგ ვიყიდეთ და კაფეში შევედით.
-ლილეც მოვა მალე.
-ვინ?
-იგორის შეყვარებულსაც ლილე ქვია.-ავუხსენი და შეკვეთა მივეცი.-მართლა მიშკას შეურიგდი?
-კი. შევრიგდით.-მითხრა ღიმილით.-მაგრამ აი კიდევ ერთი შეცდომა და საერთოდ აღარ შევურიგდები.
-კარგი ბიჭია ეგ და არ დაკარგო იცოდე თან რამდენი ხანი მოგწონდა, ახლა კი როგორც იქნა მასაც მოსწონხარ და უნდა დაშორდე?
-ვერ ვიტან მის ეჭვიანობას და ვერც ავიტან.
-და ისე დიდი სახლი აქვს?
-სახლი არ ვიცი მაგრამ ერთხელ მომიყვა იმხელა მისაღები გვაქვს მე და ჩემი ძმა ფეხბურთს ვთამაშობდითო. ანუ მისაღები დიდი აქვს.
-თუ მისაღები დიდია ზნაჩიტ სხვა ოთახებიც დიდია.-საქმიანად გავაგრძელე მსჯელობა.
-აი ნახე მაგას იმ  სახლში ,,სწენკა'' თუ არ დავუდგა რა.-თქვა სიცილით და მეც ავყევი.
-მასზე მართლა სერიოზულად ფიქრობ?
-ვისზე, მიშკაზე? ცოლობა რომ მთხოვოს დღესვე გავყვები.
-სერიოზულად?
-ხო. ბავშვობიდან მიყვარს არ გესმის?
-ოჯახის წევრები გაგაცნო?
-ჯერ არა. ისე თითქმის ვიცნობ რა.
-კარგი ოჯახი ყავს როგორც ვიცი.
-მისი ძმა ჩვენთან ერთად არ იცხოვრებს რუსეთში აპირებს წასვლას, მამამისი მოხუცია მაინც დიდი დრო არ დარჩენია ერთი დედამისი რჩება იმასაც გავაგიჟებ და მორჩა.-კმაყოფილი სახით ჩამირაკრაკა და ამაზე ისეთი სიცილი ავტეხე ძლივს დავწყნარდი.
-შენი იმ ოჯახში შესვლა იქნება დაღუპვა ოჯახის.-ვუთხარი სიცილით და წვენი მივსვი.'-
-განა მართლა.-სიცილითვე მითხრა.-ყველასთან კარგი ურთიერთობა მექნება აი ნახავ.
-კი მე მჯერა. აი ლილეც მოვიდა.-ერთმანეთი გავაცანი. კიდევ დიდხანს ველაპარაკე და ქორწილზეც მოვუყევი.
-იცი, თურმე ბავშვობაში ალექსი და იგორი შეთანხმდნენ რომ ქორწილს ერთად გადაიხდიდნენ.-სხვათაშორის მითხრა ლილემ.
-მერე რას ელოდებით?
-ჯერ არ მინდა. უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო.-ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც. ყველაზე მეტად უნივერსიტეტში სწავლაზე ვოცნებობდი და რა გამოვიდა? კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო ნათქვამია, ჩემი მომავალი ისე მქონდა დაგეგმილი და ყველაფერი სულ სხვანაირადაა.
-ლილეე-სახესთან ხელი ამიქნია მეგიმ.-რა გჭირს?
-რაღაც გამახსენდა არაფერი ისეთი. ჯობია წავიდე უნდა მოვემზადო ხვალ ვთხოვდები ბოლოს და ბოლოს.-ვუთხარი ღიმილით და წამოვდექი



№1 სტუმარი Guest bubu

ohoo, lile sulelurad moiqca

 


№2  offline წევრი ჯიჯი^^

როგორვ ყოველთვის მაგარია ❤

 


№3  offline წევრი Salome5

Guest bubu
ohoo, lile sulelurad moiqca

ველოდებოდი შენს კომენტარს, მეგონა საერთოდ აღარ კითხულობდი))) რაც შეეხება ლილეს მასაც უნდა გავუგოთ.:დ

ჯიჯი^^
როგორვ ყოველთვის მაგარია ❤

მადლობა❤❤❤ პ.ს მეგობრებს ვერ ვიმატებ საიტზე და რახდება? confused

 


№4 სტუმარი Guest keko

Saintereso sakitxavia:)momwons dzalian da ginda rom dausruleblad ikitxo magram shemdegi tavi ar devs da male dadeeb? Dasasruli dzalian mainteresebs da rodis iqnebaa :(:(:* warmatebebii:*

 


№5  offline წევრი Salome5

Guest keko
Saintereso sakitxavia:)momwons dzalian da ginda rom dausruleblad ikitxo magram shemdegi tavi ar devs da male dadeeb? Dasasruli dzalian mainteresebs da rodis iqnebaa :(:(:* warmatebebii:*

მადლობა დიდი❤❤❤ქალაქგარეთ ვიქნები ერთი კვირა და არვიცი შევძლებ თუ არა ატვირთვას, მაგრამ როცა შევძლებ ორ თავს დავდებ გპირდები)))

 


№6  offline წევრი ჯიჯი^^

Salome5
Guest bubu
ohoo, lile sulelurad moiqca

ველოდებოდი შენს კომენტარს, მეგონა საერთოდ აღარ კითხულობდი))) რაც შეეხება ლილეს მასაც უნდა გავუგოთ.:დ

ჯიჯი^^
როგორვ ყოველთვის მაგარია ❤

მადლობა❤❤❤ პ.ს მეგობრებს ვერ ვიმატებ საიტზე და რახდება? confused

ეგ ნამდვილად არ ვიცი მაპატიე <3

 


№7  offline წევრი Merri

ალექსს ბოლოში ნუ გააფუჭებ გთხოვ ანუ ლილე არ მიატოვოს..მაკამ ცუდად მოიქცა უნდა გეგო შვილისთვი..კარგი მოთხრობაა გააგრძელე ველი შემდეგ თავს

 


№8  offline წევრი modemodka

Maleee dadeeeb shemdeeeg tavs ?!

 


№9  offline წევრი Salome5

modemodka
Maleee dadeeeb shemdeeeg tavs ?!

არ ვიყავი ქალაქში, ახლა დავბრუნდი და დავიწყე წერა. მალე დავამთავრებ იმედის❤

 


№10 სტუმარი ნათო :)))

აუ დადე რა შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent