შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოქმედება? შემიყვარე (ფანფიქცია)


14-08-2017, 21:51
ავტორი ვაიოლეტი
ნანახია 1 552

-აუ, ლოლ იცი რა სიმპათიურიააა, აი ჩვენ რომ მოგვწონს იმას გავს რაღაცით...- აგრძელებს როლში შესული მილა თხრობას ახალი მეზობლის შესახებ, რომელიც როგორც გადმოცემიდან ვიცი ზუსტად ჩემს პირდაპირ კორპუსში ცხოვრობს. თუ ასეა და მართლაც საოცრად სიმპათიურია, ესეიგი ვეღარ დავდგები ყოველდღე ფანჯარასთან (რომელიც ზუსტად იმ კორპუსს უყურებს) გიჟური სახით და ვეღარ დავათვალიერებ კორპუსებს. (საოცრად ცნობისმოყვარე ვარ ამიტომ ყოველთვის როცა საქმე არ მაქვს ფანჯარასთან ვდგები და ვცდილობ გავარჩიო რა ხდება ფარდის მიღმა ამა თუ იმ ბინაში). ასე რომ, სულაც არ მიხარია. (მილასგან განსხვავებით რათქმაუნდა).
-ამ, იცი რა ჰქვია?!- ვეკითხები, არადა სერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ არ მინდა იფიქროს რომ არ ვუსმენ და გატეხილში დარჩეს, მილას აბსოლუტურად ყველა ბიჭი მოსწონს ჩვენი სამეზობლოდან. ისე რომ დავუფიქრდე ცუდები არც არიან.
-ზაინ მალიკი, ჰოროსკოპით თხისრქა დაიბადა ბრედფორდში 1993 წელს - მიღიმის სულელურად
-რა?! ამდენი რამის გაგება სად მოასწარი? – (თინეიჯერი მგელის 7x11 ეპიზოდი ნაყურები გაქვთ? სტერეკის სცენა. ზუსტად იგივე სიტუაცია განმეორდა ჩემსა და მილას შორის).
-ვითომ არ მიცნობ- ქვედა ტუჩი ბავშვივით გამოსწია
-კაი ხო გიცნობ მი...- მილა მაჩერებს
-აი ნახე იქაა- ამბობს და ფანჯარაზე მითითებს
მეც ვიხედები და... მართლა, რა სიმპათიურია... ფანჯარასთან დგას და ტელეფონზე საუბრობს
-მართლაც...- ვამბობ ინსტიქტურად
-მართლაც, რომ მართლაც- მილა საერთოდ გაშტერესბულია
-კაი, კაი გამოფხიზლდი- იდაყვს ვარტყავ
-ხო, ხო აქ ვარ- მეუბნება მაგრამ მაინც ფანჯარაზეა მიშტერებული.
-აჰაამ
-აუ წამო რა, გავიაროთ- თავს ისაწ....ბს
-რა?! არა!
-კარგი რაა, ერთხელ და მერე ერთ სურვილს შეგისრულებ
-მართლა?!- ვიღიმი ეშმაკურად
-მართლა- თვალს მიკრავს
-ოკეი, წავედით
საკიდიდან ქურთუკს ვიღებ და გავდივართ
შორიდანვე ვამჩნევ ვიღაცის მწველ მზერას. ზეინი... სადარბაზოდან გამოდის, მასაც ჩემსავით ქურთუკი აქვს ჩაბღუჯული. მილა წინ მისწრებს და უეცრად ფეხი ,,უბრუნდება’’. ,,ფრთხილად’’ ეცემა ქვაფენილზე და კვნესას იწყებს. კარგი რა მილა! ესღა მაკლდა! არაუშავრს ლოლ ერთი სურვილი! ვამხნევებ საკუთარ თავს და მილასკენ მივდივარ. ზეინიც ასე ვთქვათ ,,ჯენტლმენურად’’ გამორბის და სანამ მივალ მილას წამოდგომაში ეხმარება. არა, მართლა ,,ჯენტლმენია’’ თუ?! რაც არის არის, რა მნიშვნელობა აქვს.
-გმადლობ- ინაზება მილა და კულულების წვალებას იწყებს
-არა რა გმადლობ- თმებს იჩეჩს ზეინიც
-ჰეი, მილა- როგორც იქნა მივაღწიე- კარგი რაა
-ანუ მილა?!
-აჰაამ, ეს კი ლოლი, იგივე ლოლიტა
-ამ, კარგი წავედი, მეჩქარება მალე გნახავთ გოგოებო
ზეინი მიდის და ჩვენც რათქმაუნდა
-აბა, კმაყოფილი ხარ?! მეც სულელად გამომიყვანე და საკუთარი თავიც- ვუბრაზდენი მილას
-,,ჭკვიანმა ქალმა ყოველთვის იცის, როდის უნდა იყოს სულელი’’- იცინის
-კარგი რაა, ხომ ნახე რა საყვარელია- არ თმობს ასპარეზს
-ოხ, არ გამაგიჟო
-არ არის, ეს უბრალოდ პირველად გნახა და იმიტომ,ბევრ ეგეთს ვიცნობ
-ოჰ, კარგი რაა
თვალებს ვატრიალებ და სადარბაზოში შევდივარ. მილაც მომყვება
-მოიცა, შენ სახლში არ მიდიხარ?!- გაკვირვებული ვუყურებ
-ნწ
-ახლა რაღა გინდა?!
-საღამოს კლუბში წასვლას ვაპირებ და... გარდერობში...
-არც იფიქრო რომ ჩემს გარდერობში შეგაჭყიტებ მაინც
-კარგი რაა, შენც წამოდი
-მე?! არა გმადლობ
-ზეინი იქნება თან ძაკაცებს მოიყვანს
-შენ რა იცი- ცალ წარბს ვწევ
-გავიგონე როგორ ლაპარაკობდა- მიყურებს დაბნეული
-არა!
-გთხოვ
-არა მეთქი შენ წადი!
-კარგი რაა, უშენოდ რა გავაკეთო
-რასაც ჩვეულებრივ აკეთებ, იფლირტავე
-აუუ- თვალებს მაგრად ხუჭავს და შემდეგ ახელს, ,,ხელოვნური’’ ცრემლი ბრწყინავს.
-მაინც არ მესმის, თეატრალურზე რატომ არ ჩააბარე?!
-ანუ კი?!
წარბაწეული ვუყურებ
-მიყვარხაარ
კარებს გასაღებს ვარგებ და ვიქტორია სეკრეტიც დაიწყო. (ვერ მიხვდით ეს რატომ ვთქვი?! ა, ხო თქვენ მილას არ იცნობთ)
^^^^^^^^^
მთელი ოთახში ტანსაცმელია მიმოფანტული და მილამ მაინც ვერ გაიგო რა ჩაიცვას. შემომაკვდები ერთ დღეს! მაინცდამაინც ჩემი ოქროსფერი კაბა უნდა ვათხოვო
-აჰა, აიღე
-ვუაიმეეე, მიკვარხარ
-აუ ეს ,,მიკ’’ და ,,სიხ’’ არა რაა
-ხო კაი, მიხდება?
-ნწ
-აუუ, მართლა
-და თუ იცი რატომ მეკითხები?!
როგორც იქნა ჩემი ჯერია. არჩევანს ჯინსის ,,ზორტიან’’ შორტს, ვარდისფერ მოკლე ტოპსა და შავ ბოტასებზე ვაჩერებ.
-და ჩემი ფეხსაცმელი?!- ისევ მილას წუწუნა ხმა
^^^^^^^^^^^
კლუბში შევდივართ. არ მესმის, ამდენი ხალხი აქ ჩემს დასახვედრად მოვიდა თუ სულ ესეა?! ა, ხო აქ ზეინია! მილა მაშინვე მისკენ მიდის.
მასთან სხვა ბიჭებიც არიან. ყველა კალთაში გოგონა უზის. ზეინსაც. აბა მილას რა ეგონა?! ასეთ ბიჭს შეყვარებული არ ეყოლებოდა?! თუ სხვა მილასნაირი არ არსებობს?! არა ისე რომ დაუფიქრდე მილასნაირი ნერვების კიბო მართლაც მხოლოდ ერთია და ისიც მილა.
შორიდანვე ისმის ხმა
-გოგოებო, მოთამაშეები გვაკლია და არ გინდათ?!- გვეუბნება ერთი ქერა ბიჭი
ვინტერესდები, რას თამაშობენ?! თუმცა მათნაირები რათქმაუნდა , სიმართლე თუ მოქმედება’’-ს გარდა სხვა რას უნდა თამაშობდნენ?! იყოს ვითამაშებ, ცოტა მაინც გავერთობი
-მე მინდა- მატენ ივდივარ
-ერთიც გვაკლია
-მეც, მეც- ყვირის მია და ბარიდან ორ პუნშს მოარბენინებს. ღმერთო, ტაბურეტკა ესროლე.
მათ გვერდით ვსხდებით. ახლაღა ვამჩნევ რომ ყველა მათგანს ტატუ აქვს. გოგონებსაც და თან საშინელი კაბები აცვიათ, არა საერთოდ რატომ აცვიათ?! მაინ არაფერს უფარავთ და... ისე გამოვედი მეც რა... რა ჩემი საქმეა... კიდევ ერთი კულულებიანი ბიჭი გვიერთდება, მწვანე თვალები აქვს... გასაოცარი... მე მიყურებს... მგონი გავწითლდი, ფუ შენი ლოლ რა გემართება!
-ეს ჰარია- ამბობს ზეინი მწვანეთვალებაზე- ეს ნაილი- გვითითებს ქერაზე თამაში რომ შემოგვთავაზა- ეს ლაიმი,ეს კი ლუი.
-და გოგონები?! - მეც არ ვიცი რატომ ვკითხულობ და მაშინვე ჩემს ტუჩს ვკბენ, მწვანეთვალება ეშმაკურად იღიმის.
-უი, ხო ეს ჰოლი- ,,ვარდისფერთმიანი’’ ვფიქრობ ჩემთვის. თან ,,ჰარის’’ ვაშტერდები და უცებ მისი მწვანე თვალები ჩემსას ეჩეხება, რა სულელი ხარ ლოლ.
დანარჩენების სახელებს ვერ ვგებულობ იმდენად ვარ ფიქრებში ჩაფლული, მეორედ კითხვა კი მერიდება.
-კარგი თამაში დავიწყოთ- ამბობს ნაილი და ბოთლს ატრიალებს.
ჩემზე და ვარდისფერთმიანზე ჩერდება.
-აბა გოგონა... სიმართლე თუ მოქმედება?
-მოქმედება- ვამბობ დაუფიქრებლად და ჩემს ნათქვამს მაშინვე ვნანობ.
-ამ, კარგი... ჰარის აკოცე- იცინის, ჰგონია ვერ შევძლებ?!
ჰარისთან მივდივარ და უემოციოდ ვკოცნი (ასეთ რამეებს, მიჩვეული ვარ). როგორც ჩანს არ ელოდნენ, გაკვირვებულები მიყურებენ.
-ყოჩაღ- მეუბნება ვარდისფერთმიანი ცინიკურად და თან ისევ იცნის
რა გაცინებს იდიოტო! სიამოვნებით გავულაწუნებდი მაგ თვითკმმაყოფილ სიფათში!
-წავალ პუნშს მოვიტან- ვამბობ და ბარის დახლისკენ მივიწევ. უეცრად ხალხში ჩემს ,,სტალკერს’’ ნიკს ვამჩნევ. მაშინვე ვჩერდები ველოდები, როდის შეერევა ხალხის ბრბოს და კლუბიდან გავდივა. მისი თავი არ მაქვს. როგორც ჩანს მილაც მამჩნევს და უკან მომყვება
-რა მოხდა?!- მეკითხება გაკვირვებული
-ნიკი!
-აამ
^^^^^^^^
ნახევარი გზა გავლილი მაქვს როდესაც ჩანთა მახსენდება.
-ჩანთა დამრჩა- ვეუბნები მილას
-კარგი რაა
-დამელოდე მოვიტან
კლუბში სირბილისგან დაღლილი ქოშინით შევდივარ, ის-ისაა ჩანთა უნდა ავიღო რომ ლაპრაკი მესმის, ჩემდაუნებურას ყურს ვუგდებ
-ჰარი, სიმართლე თუ მოქმედება?!- ეკითხება ბოხი ხმა
-მოქმედება- თან იცინის
-ის გოგო ,,დაკერე’’- ისევ ის ხმა
-ის?! რომელს გულისხმობ?!
-ქერას
-რა პრობლემაა
ანუ მე?! მე თქვენ გაჩვენებთ. ჩანთა აღარც მახსოვს ისე გამოვრბივარ კლუბიდან.
.............................................
ესაც ჩემი პირველი ფანფიქცია ^,^ იმედია მოგეწონათ <3 ცოტა დიდი კომენტარები დამიწერეთ რაა ^^ პერსონაჟებზე თქვენი აზრი დააფიქსირეთ ^^ რა მაქვს დასახვეწი ^,^ რა შევცვალო <3 რომელი მომენტი მოგეწონათ <3 რომელი პერსონაჟი? <3



№1  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს და გააგრძელე.ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან კარგი იყო და მალე დადე რა და რაც შეეხება თვითონ პერსონაჟებს ძალიან საინტერესოები არიან და იმედია არ დაკარგავრგავენ თავის ეშხიანობას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent