შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი 2


14-08-2017, 21:59
ავტორი lola
ნანახია 2 485

იმ ღამის დავიწყებას ვცდილობდი,მის შესახებ არავისთვის მითქვამს,ან კი მქონდა რამე სათქმელი?ისიც კი არ ვიცოდი ვინ იყო
ზაფხულის მაქსიმალურად შერგება მინდოდა,მაგრამ რაღაც არ მაძლევდა უფლებას მისით დავმტკბარიყავი,გარეგნულად არაფერი მაწუხებდა,მაგრამ შინაგანად თითქოს რაღაც მჭირდა, გულს ეჭვები მიღრღნიდა.
-რამე შეიცვალა ნანიკო?
-არა დე რა უნდა შეცვლილიყო?
-მეჩვენება თუ მალე იძინებ ხოლმე?
-მივხვდი რომ ძილი აუცილებელია.საჩემოდ გამოვიყენე სიტუაცია
-მე კი ვფიქრობ,რაღაც რიგზე ვერაა.არ მომეშვა ნატა (დედა)
-ყველაფერი რიგზეა არ ინერვიულო
-დემეტრე ვნახე დღეს,გიკითხა.წარბაწეულმა შემომხედა,ჩემი რეაქცია აინტერესებდა.
-მიკითხა?სიმართლე ითქვას გამიკვირდა
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
-საინტერესოა,რა გკითხა?
-თავს როგორ გრძნობსო,საღამოს იშვიათად ვხედავ გარეთო,რამე მოხდა?
-არა არაფერი.გონებაში ვცდილობდი ყველაფრის გადახარშვას,ზუსტად ვიცოდი იმ ღამით ის არ ყოფილა,მაშინ რატო ჰკითხა დედას როგორ ვიყავი? დავიბენი,აღარ ვიცოდი რა მეფიქრა,მხოლოდ იმას მივხვდი რო რაღაც ძალიან ჩახლართული ამბავი იყო, რომლის მთავარი გმირიც მე და ის "ღამის სტუმარი" გახლდით,უცნობი ცდილობდა ჩრდილ ქვეშ ყოფილიყო, მაგრამ რატომ?... ამ კითხვაზე კი პასუხი არ მქონდა
იმ საღამოს სავახშმოდ არ ჩავსულვარ,ფილმის ყურება ვარჩიე,დაძინებამდე ცოტახნით აივანზე გავედი, სიბნელე იყო, მაგრამ იმდენად კარგად მქონდა ათვისებული ჩემი განიერი და გრძელი აივანი,რომ სულ არ გამჭირვებია სარწეველა სკამის პოვნა,მოაჯირისგან მოშორებით მოვკალათდი,იმ სიბნელეში ძლივს ვარჩევდი საკუთარ თითებს, (სანამ თვალებთან არ მივიტანე ვერ დავინახე),მაგრამ ეს სულ არ იყო საინტერესო ფაქტი, საინტერესე ის უფრო იყო მეზობელი სახლის აივანზე სინათლე რომ ენთო,აქამდე არასდროს შემენიშნა იქ სინათლე,უფრო საკვირველი კი ის იყო რომ,ბიჭი იდგა, ზუსტად ჩემ პირდაპი
-ვინმეს უთვალთვალებ? თინანოს ჩუმი სიცილი მოწვდა ჩემ ყურთასმენას,შემშინდა,მერე კი შემრცხვა,ალბათ იფიქრა იმ ბიჭს ვუთვალთვალებდი
-ამ აივანზე ოდესმე ვინმე გინახავს?
-ეგ შენ უნდა გკითხო.1:0 თინანოს სასარგებლოდ
-პირველად ვხედავ
-შორიდან ახოვანი ჩანს,გაიცანი,იქნებ კაი ტიპია.თვალებმოჭუტულმა მითხრა
-თუ ძალიან გინდა თვითონ გაიცანი,შემეშვი მე
-ისევ შენთვის თორე მე რა?აქ დარჩები და მისი ყურებით დატკბები,თუ წამოხვალ და დაიძინებ?
-მოვდივარ.
მშვენივრად მეძინა,შუაღამისას კი ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა "შენ სახლთან ვარ"
-თომა შენ ხო ჯანმრთელად ხარ? გონებაში უკვე ვეჩხუბებოდი
აივანზე როგორ გავედი არ მახსოვს,მომღიმარს ეშმაკურად უციმციმებდა თვალები
-რომელი საათია?
-01:56, გაგაღვიძე?
-გამაღვიძე?...არა რა გამაღვიძე, ჯერ ისევ მძინავს,შენ კიდე ჩემ სიზმარში დაუკითხავად შემოიჭერი... ახლა კი ვფიქრობ რა გესროლო რო წახვიდე.ირონიული სახით ხმამაღლა ვუთხარ,კარგად რო გაეგო
-ჩაიცვი და გამოდი,დემეტრესთან ვიკრიბებით
-არ მინდა გამოსვლა მეძინება
-შენით გამოხვალ თუ ძალით გამოგიყვანო
- აივანზე ამოხვალ ისე როგორც ბავშვობაში? ხო გახსოვს როგორი კრახით დასრულდა ჩემი შეშინების მცდელობა.ნიშნის მოგებით ვუთხარი და გავეკრიჭე
-არა ამ ჯერად წინა კარიდან შემოვალ.შემოსასვლელისკენ წავიდა
-მოიცა ხო ჩავიცვამ და გამოვალ,ოღონდ ჩემები არ გააღვიძო
-გელოები, დაუჩქარე
-ნუ წუწუნებ შენ თვითონ მიმათრევ,მე კი არ მომინდომებია წამოსვლა
-დროს ხარჯავ უაზრო ტლიკინში
-შენ ტლიკინებ უაზროდ,თორე მე...
-ნანიკო გეყოს!გაბრაზებულმა კბილებში გამოსცრა
-კაი.სწრაფად ვუთხარი და ოთახში გავიქეცი,ნამძინარევს რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი,თმის სწორების თავი არ მქონდა,უბრალოდ შევიკარი,პლედიც ავიღე და ფეხაკრეფით ჩავიარე კიბე
-პლედიც მოგაქვს? გაოცებულმა მკითხა
-ყოველი შემთხვევისთვის რო შემცივდეს
-კოცონს დავანთებთ,არ შეგცივა დატოვე.ამ ჯერად დავემორჩილე
ორი ნაბიჯის სავალზე იყო დემეტრეს სახლი, მე კი უხალისოდ მივაბიჯებდი,გული სახლისკენ მიწევდა,მხოლოდ თომასთან დიდ ხნიანი მეგობრობის ხათრი მაკავებდა,ეზოში ბევრნი ირეოდნენ,არავინ მეცნობოდა,ის კი არა იქაურობას სულ შეცვლილიყო,ჩემ მოგონებებში ყველაფერი უფრო მწვანე და ხასხასა იყო,ახლა კი დიდი წითელი ქვით ნაშენები სახლი მედიდურად გადმოგვყურებდა,საცურაო აუზიც გაეკეთებინათ,რაც დიდად არ მხიბლავდა.თომას არ გაჭირვებია გასართობის მოძებნა,მე კი ცარიელ ჰამაკს მივაშურე,რომელიც ერთადერთი ნაცნობი აღმოჩნდა იმ მომენტში,კოცონის დანთებას ჯერ არ აპირებდნენ,მე კი ვნანობდი თომას რო დავუჯერე
ჰამაკზე მჯდომს აივნისკენ გამექცა თვალი,ისევ სინათლე ენთო,თვალებით იმ ბიჭის ძებნა დავიწყე,იქ აღარ იყო,მეწყინა კიდეც,მაგრამ საკუთარ თავს არ გამოვუტყდი,ზოგადად ამაყი ვარ,საკუთარ თავთანაც კი ვცდილობ რაღაც დავმალო.
ჩემსკენ მომავალ დემეტრეს ურცხვად მივაშტერდი,ისე თითქოს მის გონებაში შეღწევას ვცდილობდი,მიღიმოდა,ვინ იცის რა იმალებოდა ამ ღიმილის მიღმა?
-განმარტოებით რატო ზიხარ?
-ასე მირჩევნია
-რამე ხო არ გინდა?
-კი,მაინტერესებს ყავის დალევა თუ შეიძლება.მეზობლის ბავშვივით ვკითხე (სასაცილოა მაგრამ მართლა მეზობლის ბავშვი ვიყავი)
-კი როგორ არა,ოღონდ თვით მომსახურებაა ჩვენთან
-უკეთესი,სამზარეულოს გზას მიმასწავლი?
-რა თქმა უნდა.წინ გამიძღვა
-შენით გაართმევ თავს ხო?დაეჭვებით მკითხა
-ვეცდები,ბევრი რამ შეიცვლილა,სულ სხვანაირი მახსოვდა აქაურობა
-ხალხიც იცვლება,მთავარია შენ როგორ მიიღემ მათ ცვლილებას.მშვიდად მიპასუხა და სამზარეულოში მარტო დამტოვა
რისი თქმა უნდოდა ამით?...რამეზე მიმანიშნა?... კიდევ ერთხელ დამებადა ეჭვი,იმის შესახებ ნამდვილად ის იყო თუ არა იმ ღამით?...მაგრამ მალევე ვინუგეშე თავი,რადგან დემეტრეს სურნელი იმ უცნობისას არ ჰგავდა.
ბევრი ძებნის მიუხედავად მაინც ვიპოვე ყავა,სანამ წყალი ადუღდებოდა აუზში მოხტუნავე ბავშვებს ვუყურებდი,თომაც გადასარევად ერთობოდა,ბავშვივით კიოდა,ისე როგორც ადრე ბორჯომის აუზებზე.სამზარეულოში რამდენიმე გოგონა შემოვიდა,ყავის გაკეთება მთხოვეს,ბიჭებზე საუბარს ერთმანეთს არ აცდიდნენ,ქაოსი შემოიტანეს და უძილოს თავიც ამატკიეს
-გაიცანით ის რუსი?ერთმანეთს გადაულაპარაკეს
-ახლოს არ გაგვეკარა არავის.შეზარხოშებულებმა სიცილი დაიწყეს
-თქვენნაირს არც მე გავეკარებოდი.გონებაში გავიფიქრე და სახეზე ოდნავ ღიმილი მომეფინა
-შენ რატო ხარ აქ? არ აპირებ გართობას?დალიე ჩვენთან ერთად.ერთ-ერთმა შემომთავაზა,აკრძალული მაქვს ექიმისგან ალკოჰოლის მიღება მეთქი ვიცრუე,არც მათ დაუძალებიათ.ყავა დავისხი და ეზოში გამოვედი
-არ შემომიერთდები? ბედნიერი თომა ერთიანად სველი ჩემსკენ მოდიოდა
-არა და ახლოს არ მოხვიდე.უკან დავიხიე
-მანქანის დასველებისთვის სამაგიერო უნდა გადაგიხადო ძვირფასო.ისევ ისე უელავდა თვალები,პირზე კი მელიასავით ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა
-კარგი რა თომა,არ მოხვიდე ახლოს,ცხელი ყავა მიჭირავს.ჩემი ჭკუით დავემუქრე, რამდენიმე წამიც და მის მკლავებში ვიყავი,ალკოფოლის მძაფრმა სუნმა ცხვირის ნესტოები ამიწვა,თვითონ სველმა მეც დამასველა და კმაყოფილი სახით დაიწყო სიცილი
-ახლა ხო ხარ ღირსი ეს ყავა გადაგასხა,გამკეთებელი ვარ იცი
-მაგრამ იმდენად ბოროტიც არ ხარ რო შენი საყვარელი ძმა ეგრე გაიმეტო.კმაყოფილი და თვითდაჯერებული სახით მითხრა
-საზიზღარი ადამიანი ხარ
-ვიცი,ათასჯერ მაინც გითქვამს ეგ ფრაზა
-ხოდა კიდევ ერთხელ გეტყვი
-უკვე მითხარი.ისევ არ ცხრებოდა
-გამიშვებ ახლა თუ მართლა გადაგასხა ყავა? უკვე ვუყვიროდი
-კარგი კაპასო.მაშინვე მომაშორა ხელები და ისევ აუზისკენ გაიქცა
ნახევრად სველი ვიდექი,ცხელი ყავის ჭიქით ხელში და ვფიქრობდი რა მექნა, სახლში ვერ წავიდოდი,სველი კი გავცივდებოდი,ბოლოს ისევ დემეტრე გამახსენდა,სველი რო დამინახა გაუკვირდა,უხერხულად შევიშმუშნე
-მაისურს ვერ მათხოვებ.
-ჩემი ზედმეტად დიდი გექნება,რამეს გამოვძებნი
სხვა გზა არ მქონდა, იმით უნდა დავკმაყოფილებულიყავი რასაც მთავაზობდნენ
-აიღე, სააბაზანო პირველ სართულზეა,თვითონ მიაგნებ?
-რა თქმა უნდა,მადლობა.შავი მაისური გამოვართვი და სააბაზანოს მივაშურე, ნაცნობი სურნელი უდიოდა,ის მძაფრი და ტკბილი...სწორედ ის სურნელი
უკვე ყველაფერი ნათელი ხდებოდა ჩემთვის, იმ ღამით დემეტრე კი არა სხვა იყო, ახლაც ზუსტად აქ იმყოფებოდა, მე კი არ ვიცოდი მისი ვინაობა
ეზოში გამოვედი
-კოცონი აანთეს წამოდი.ვიღაცამ მკლავზე ჩამავლო ხელი და იქით წამიყვანა სადაც ყველას მოეყარა თავი,თვალებით თომას ვეძებდი,მოპირდაპირე მხარეს გოგონას ესაუბრებოდა, მისკე
-ორი წუთიით დაგტოვე და შენ კიდე გოგოებს ეარშიყები? მისი სრულუფლებიანი შეყვარებულივით მივეჭერი თომას
-რა ერთად ვართ? მოიცა შენც დალიე? გაკვირვებულმა მკითხა
-არა და მარტო ნუ მტოვებ ამდენ ხალხში.გაბრაზებული პატარა ბავშვივით ავბუზღუნდი
-მოიცა რა გაცვია?არ გამოპარვია მის დაკვირვებულ თვალს
-შემთხვევით და ხო არ დამასველე?დემეტრემ მათხოვა მაისური
-გეთქვა ჩემ მაისურს მოგცემდი
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა,წამოდი კოცონს მივუსხდეთ.უსიტყოდ დამემორჩილა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა,უკვე გამშრალიყო,მოურიდებლად მივეხუტე მკლავზე,კოცონის სიმხურვალემ სხეული გამითბო,სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,უფრო ახლოს მივეკარი თომას,შევნიშნე როგორ ჩაეღიმა,მის შემხედვარეს მეც ღიმილი მომეძალა
-ვინმე გაიცანი? თვითონ წამოიწყო საუბარი
-ვითომ არ მიცნობდე.
-ამდენ ბიჭში საშენო ვერ მოძებნე ვინმე?
-არც მიცდია.აქ დავასრულეთ მაგ თემაზე საუბარი,თვალი ისევ აივნისკენ გამექცა,ამ ჯერად იქ იდგა,ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე რო იქ უნდა ვყოფილიყავი მის გვერდით,უნდა ავსულიყავი მასთან,წამოვდექი
-საით?
-სამზარეულოში წყალი მინდა,მოგიტანო?
-არა
თვითონაც არ ვიცი რატო მოვიტყუე,ისიც კი არ ვიცოდი სად მივდიოდი,მიღირდა კი აივანზე ასვლა?...ისევ გავხედე აივანზე მდგომს,მიყურებდა,მერე შეტრიალდა და წავიდა.
სახლის კართან ვიდექი,შესვლის მაგივრად უკან გამოვბრუნდი,ისევ თომასკენ წამოვედი
-ახლა უნდა გაიქცე? და აი ისიც ისევ ის ხმა,არც ახლა შევტრიალებულვარ მისკენ,მიუხედავად იმისა რო სინათე იყო,თვითონ კი ამ ჯერად ჩემ წინ დადგა
-უკვე მაისურის მიისაკუთრე? ახლა უკვე ნათლად შემეძლო მისი დანახვა




----------------------------------------------------------------------------------
არ ვიცი მკითხველო მოგეწონათ თუ არა მეორე თავი, ან კი მოგწონთ საერთოდ ისტორია? მაინტერესებს თქვენი აზრი,შეფასება,დადებითი და უარყოფითი ემოციები
გთხოვთ გამიზიარეთ შთაბეჭდილებები
კრიტიკის ნუ მოგერიდებათ
ვეცდები გავითვალისწინო თქვენი რჩევები



№1 სტუმარი Nini

Me momwons ara cudi matavaria gagrdzeleo da ar shewyvito wera kaiamaledadewarmatebebi

 


№2 სტუმარი Teo

Momewona,velodebi axaltavs..ar shewybito

 


№3  offline წევრი modemodka

Kargiaa gaagrdzelee weraa da dzalian gtxov nu daagvianeb dadebas

 


№4  offline წევრი lola

მიხარია თუ მოგეწონათ, ყველანაირად ვეცდები მალე დავდო heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგი დასაწყისია, მაგრამ წინა ისტორიები დაუსრულებელი გაქ და იმედია ამასაც არ დატოვებ შუა გზაში. თავები გაადიდე პატარებია.

 


№6  offline წევრი lola

lalita


პირობას ვდებ ამ მოთხრობას არ მივატოვებ შუა გზაზე

 


№7 სტუმარი Tako...^^

Dzalian momwons <3 gaagrdzele ra <3 !!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent