შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 10 თავი


14-08-2017, 22:28
ავტორი zia-maria
ნანახია 1 662

მეათე თავი.
არასოდეს არ თქვათ არასოდეს.ელისო რომელიც ასეთი თავშეკავებული და გაწონასწორებული ადამიანია, მიშომ ვერ მოისვენა და ჩუმად იმ საძინებელში შეიპარა,სადაც ხრისტოს და ელისოს ეძინათ,გარედან შემოსულ დილის სუსტ სინათლეზე მის საკუთარ თვალებს არ დაუჯერა და გაოცებულმა დააცქერდა ელისოს რომ დარწმუნებულიყო,ნამდვილად თუ ის იყო,ხრისტოს მკლავებში და ერთმანეთის სუნთქვით სუნთქავდნენ?ხედავდა მის წინ იყო ორი ადამიანი,რომლებიც ერთ სხეულად შექმნილიყო.ამიტომ მზაკრულმა აზრმაც გაუელვა თავში,რომ ტელეფონით ფოტოები გადაეღო და შემდეგისთვის გამოეყენებინა მის სასარგებლოდ,მაგრამ უკუ აგდო ეს აზრი,გაეცინა და როგორც ჩუმად შემოიპარა,ასევე ჩუმად გაქრა იქედან კმაყოფილი სახით.
ყველა ფიქრი თვალებში ჩახედვით იწყება,თვალები რომლებიც მუდამ სევდას გადმოცემდნენ,მაგრამ ოდესღაც დიდი სევდის მატარებელ თვალებს ახლა მშვიდად დაეხუჭათ ლამაზი ქუთუთუები და რეალურ ბედნიერებას,აქამდე რომ ოცნებებში ხედავდა,ახლა მის მკერდზე თავმიდებულს ეძინა ოცნებების გარეშე, მშვიდი და სიყვარულით გამთბარი გულით,რომელიც საოცარი სინაზით ავსილიყო.ერთმანეთზე მჭიდროდ შემოხვეული ხელები არც ფიქრობდნენ ერთმანეთისგან დაშორებას,ამ ორმა ადამიანმა,ერთმანეთის ფარულად ეზიარეს თავიანთ სამყაროს და ვერც კი გაიგეს,ვერც კი გაანალიზეს,როგორ გახდნენ ერთმანეთის სულის სტუმრები,არა მარტო ეს აკმარეს ერთმანეთს,ერთმანეთის გულებიც კი მოიპარეს უჩუმრად.როგორც ამბობენ ადამიანს სიყვარული დაუკითხავად აკითხავს და მის მიერ არჩეულ სულს მთლიანად ეპატრონება,ღრმად იდგამს ფესვებს ერთმანეთის გულებში და უკვე ცხოვრების წუთები,წამები ერთმანეთის თანაზიარი კი ხდება. ცრემლიანია, სევდიანია, ტკივილიანია, ძალზე ძნელია ხანდახან გაუგო შენს რჩეულს, მაგრამ მაინც სასიამოვნო გრძნობაა. ხანდახან გინდა გაიქცე მისგან დაიმალო,მაგრამ ხანდახან ნატრობ და მასთან გინდა,მისი ყველა შეცდომის მიუხედავად.ხანდახან სევდა გიპყრობს,რომ დაგივიწყა და იმ ბობოქარ ვნება აშლილ დღეებზე ფიქრობ,რომელიც წინ გელოდება მასთან შეხვედრისას.ერთი სული გაქვს როდის შემოხვევ ხელებს და გაიგონებ იმ სანატრელ სიტყვებს,რომლებიც აქამდე უნდა გაგეგონა.ნუ გგონიათ,რომ ლამაზი სიყვარული მხოლოდ სიზმარში ან ოცნებებში შეიძლება მოხდეს.ასეთი სიყვარული იშვიათია,ასეთი სიყვარული არსებობს და ის ძალიან ძლიერია.ზოგჯერ ნამდვილი გრძნობით სავსე სიყვარული ცხოვრებისეულ სიძნელეებსაც უძლებს,ხანდახან კი სწორედ ძლიერი გრძნობა ანადგურებს ლამაზ სიყვარულს. ადამიანის უდიდესი დანაშაული,არ დამიჯერებთ, მაგრამ უნდა გითხრათ,რომ სწორედ სიყვარულია.გარედან ლამაზი, მრისხანეც, საყვარელიც, დაუნდობელიც, საბრალოც, სწორედ ამ საბრალო თვალებით დაგიმონებს და ამ საბრალო გამოხედვით,შენს გულშიც იდებს ბინას.რამდენს ატირებს,რამდენს აცინებს და რამდენი ლამაზი ისტორიებიც დადის ლეგენდებად ხალხში.ის ჯერ ეძებს,ეძებს და დიდი ხნის ძებნის შემდეგ უკვე ნაპოვნს იმისებს და აი უკვე ნაპოვნს,უკვე დამისებულს და თითქმის მისად ქცეულს,მშვიდი ძილით ძინავს და ასევე მშვიდად სუნთქავს იქ ,სადაც ეპოვნა მშვიდი და მყუდრო სავანე.
როგორი საზიზღარი და უგულო ხარ დილავ,რატომ გათენდი ასე მალე?როგორ უნდა დაშორდეს,ეს ორი გული ერთმანეთს,გათენდა და ბედნიერი წუთებიც მიიცვალა.გაეღვიძა წარმოუდგენელი ბედნიერებით და სიამოვნებით გაბადრულ სხეულს,მის მკლავებში,მის მკერდზე თავ მიდებულ ელისოს ზემოდან დახედა ღიმილით.როგორ არ უნდოდა ამ წუთების დასრულება,არ უნდოდა ელისოსაც ადრიანად გაღვიძებოდა.ჯერ კიდევ ადრე იყო და ღიმილით გაუსწორა ოთახში არსებულ მუქ- ნაცრისფერ-სივრცეს თვალი და გაიფიქრა.
---რამდენი რამ ვნახე ამ მცირე დროში,უსიამოვნოც და სასიამოვნოც.ეს საოცარი ხალხიც ვნახე და ჩემს ირგვლივ დღითი დღე ნათდება ყველაფერი სინათლით და სიყვარულით.თმებზე შეეხო და სუნი შეისუნთქა თმების.
-მოულოდნელად აღმოგაჩინე და ჩემს სამყაროში დაუფიქრებლად მოგეცი ბინა,რადგან გულმა მიგიღო იმიტომ რომ ჩემს გრძნობებს კარგად მოერგე.გეფიცები მხოლოდ იმას ვაკეთებ,რასაც ჩემი გონება მკარნახობს.ძალიან კმაყოფილია ჩემი სული შენი არსებობით,ხელი ჩამჭიდე მყარად,რომ არასოდეს არ გაგიშვა.შენ ჩემი ოცნება ხარ,ჩემი იმედიც ხარ და ჩემი ცხოვრების ლამაზი სიზმარიც ხარ,მაგრამ უკვე ახდენილი სიზმარი.შენ მე ნახვის დღიდან,ცაში ამაფრინე და გულში სითბოდ ჩამეღვარე.აქამდე, ჩემ გარშემო სიბნელე იყო ,მაგრამ თანდათან ამ სიბნელეს სინათლე მოედო და სილამაზემ უფრო გააკაშკაშა ის ისე,რომ თავი ზღაპრულ სამყაროში მგონია.როგორც იქნა ცამ ფერი იცვალა და ნელა-ნელა განათდა ოთახი დილის შუქთან ერთად მარტის სუსტ მზის სხივთან ერთად.ფრთხილად წამოდგა,მაგრამ ელისომ შეიშმუშნა და ხელები ძლიერად მოხვია,უფრო მაგრად მიეკრა და მისკენ შებრუნებულმა მის ყელში ჩადო თავი.არ განძრეულა,არ დააფრთხო და რამოდენიმე წუთი ასე ნეტარებით გაატარა.ელისოს დავიწყებოდა სად იყო და გემრიელად დაამთქნარა და უეცრად თვალი შეასწრო მის გვერდით მომღიმარ ხრისტოს რომელმაც ცხვირზე აკოცა და ძალიან ჩუმი ხმით მიესალმა.
---დილა მშვიდობისა ჩემო.
---დილა მშვიდობის ჩემო.მისივე სიტყვები გაიმეორა და შემდეგ ფართო სარკმლიდან შემოსულ დილის სინათლეს გახედა.-ჯერ ხმაური არ ისმის,მაგრამ არ ავდგეთ?
---ჩემი ნება რომ იყოს,დღეს ასე გავატერებდი მთელი დღე შენს გვერდით.
---მმმმმმმმ,მაგრამ მაინც მოგვიწევს ადგომა.გაეღიმა ელისოს და პირველი წამოდგა.შემდეგ ხრისტოს საბანი გადააფარა თავზე და მაისური გადაიძრო,ჩქარა-ჩქარა ჩაიცვა და უკვე გამზადებული მაისურს კეცავდა,რათა ჩანთაში ჩაედო,მაგრამ ხრისტომ გამოართვა და თვალის დახამხამებაში სანამ ელისო აზრზე მოვიდა,მან უკვე ჩაიცვა.გაკვირვებულ ელისოს თვალი ჩაუკრა და უთხრა.
--შენი სურნელი აქვს ჩემს სურნელს შეზავებული და მთელი დღე ჩემთან ახლოს იქნები.ორივეს გაეცინა,საწოლიც ერთად გაასწორეს და მყუდრო სახლის აივანზე დილის რიჟრაჟზეც ერთად გამოვიდნენ.ვერანდაზე მყოფებმა შეხედეს უკვე ზოგი ხე აყვავებულიყო,ზოგს კი კვირტები ახლად ებერებოდა.აქა-იქ ხეებს ვარდისფერი კვირტები ამშვენებდა,ეს ატამის ხეები მალე ჩამოთოვდა ვარდისფრად.ამ ხეხილს შორის ბროწეულის ხეებიც იდგა ალაგ-ალაგ,თავისი ულამაზესი წითელი გაუშლელი ყვავილის კოკრებით.როგორი სილამაზე სუფევდა ირგვლივ,ეს იყო ბუნების რეალური შერწყმა მასთან.უამრავი ფოტო გადაიღო.ასევე შენიშნა ხეებს შორის ერთ დიდი ხე იდგა და მას ჯერ კიდევ ესხა მსხლის ყავისფერი ნაყოფი.გაუკვირდა,ელისოს კი თვალები გაუბრწყინდა და ხეზე ასვლა დააპირა.ხრისტოს შეეშინდა და დაუშალა,მაგრამ ელისო უკვე ხეზე კატასავით აძვრა და სიმაღლისკენ მიიწევდა.გემრიელად შეექცა იქვე ნაზამთრალ მსხალს და მოულოდნელად ერთმა აზრმა გაუელვა თავში.ხე სწორედ იმ საძინებელთან იდგა სადაც მიშოს და თინის ეძინათ.ერთი მორჩილი მსხალი აიღო და ფანჯარას ესროლა,ბედად მინა არ ჩამსხვრეულა,მაგრამ მიშო კი წამოაგდო დაფეთებული ფეხზე და ფანჯარას მივარდა,რა ხდებაო და ხეზე ასული ელისო რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა,თან ჩაილაპარაკა.
---სად იქნება მაიმუნის ადგილი,თუ არა ხეზე.
---ელისოა რომ იცინის?
---ელისოა,ელისო.
---ხეზე რა უნდა?
---სოკო უნდა დაკრიფოს.უთხრა სერიოზულად,მაგრამ გაოცებულ თინის რომ შეხედა გაეცინა.რა უნდა ხეზე და ჯერ ერთი მაიმუნია და მეორე მსხლის ხე უნდა იყოს ეს,აბა ბალი ჯერ ადრეა.ხო ზამთრის მსხალია,კვიჭა მსხალი,ჩვენც გვაქვს სოფელში.იცი რა გემრიელია?
---ვიცი,მეც მიყვარს ეს მსხალი.ვაუუუ რა მაგარია.საწოლიდან წამოფრინდა და ისე სწრაფად მოემზადა,სანამ მიშო რამეს იტყოდა,ის უკვე ხეზე იყო ასული ელისოს გვერდით.
---მომეჭრა თავი,სტუმარი ჩემზე ადრე ამდგარა.ქოთქოთით გამოვიდა გარეთ ოჯახის ძალიან თბილი დიასახლისი მადონა.
---დეიდა თხები შემოსულან ეზოში და ვერ გადავდენეთ,ხეზე აგვასწო.თქვა მორიდებულად მიშომ.მადონამ გაოცებულმა მიმოიხედა გარშემო,მაგრამ ვერ დაინახა ვერსად თხები.უეცრად კისკისი შემოესმა გოგონების,მაღლა აიხედა ხეზე და გაეცინა.
---აი შეგერგოთ,შეგერგოთ.რამე აგეტანათ და დაგეკრიფათ,კარგია მსხალი დილის არაყზე.შენ რას ელოდები,აი ჩემი წინსაფარი გაიკეთე და ადი,დაკრიფე მსხალი.
---მე,მე,მე?მეეე ვერა,ვერ ავალ.მიშოს ეშინოდა სიმაღლის და ამაზე ელისო ყოველთვის ხალისობდა და მის სასარგებლოდ იყენებდა.
---წუხელ ხომ არ შეგშინებია თინის გვერდით დაწოლა,ხეზე ამოსვლის გეშინია?
---ენას ნუ ატრიალებ ქარქაშიდან ამოღებული ხმალივით,ფეხი არ აგისდეს ტოტზე და ძირს არ მოადინო ზღართანი.თქმა დაასრულა თუ არა ტოტის მოტეხვის ხმაც გაიგონა.მიშომ გულზე მიიდო ხელი და შეშინებულმა აიხედა მაღლა,ფერი არ ედო და აკანკალებული ხმით უთხრა.
---ჩამოდით გოგო ძირს,ნუ გამიხეთქეთ გული.ერთი გული მაქვს განა ორი?გოჩა ხრისტოს უთარგმნიდა ამათ საუბარს და ორივე იცინოდნენ.
---ორი გულით გინესის წიგნში შეხვალ მიშკა.
---ჩამოდით გოგო ძირს,უცხო ხალხში ხართ არ გრცხვენიათ?
---რისი უნდა შემრცხვეს,მსხალს ვჭამთ.ნუთუ ხილის ჭამა სირცხვილია?როგორც იქნა ჩამოვიდნენ და რამოდენიმე ცალი მსხალი ეჭირა ელისოს ხელში და ხრისტოს მისცა.მიშომ შეხედა ჯერ ერთს და შემდეგ მეორეს და გაკვირვებულმა უთხრა.

---მართლა ცარიელი ჩამოდით?

---თუ გინდა,აი იქაა და აბრძანდი.ნახე რა საყვარლად გიცქერს აი სულ ზემოთ რომ არის ისინი.მასპინძელმა დილის საუზმის გარეშე არ გაუშვა სტუმრები და სოფლის მაცხოვრებლებმა ლოცვით გააცილა მხიარული სტუმრები.ავთანდილმა კი გულით მიიპატიჟა ისინი ზაფხულში და კმაყოფილებმა დატოვეს თბილი და ტკბილი ოჯახი.
---დღეს დავისვენებთ,მაგრამ შემდეგი მარშიტი საითაა?ხვალ სად მივდივართ?იკითხა ელისომ.
---რატომ სად?თბილიში ხომ ბევრი სანახაობებია,მაგრამ მე ვფიქრობ დასავლეთში წავიდეთ.ძირძველი ქალაქი ქუთაისი ვაჩვენოთ სტუმარს.
---გოჩა ძმაო უნდა წამოხვიდე ჩვენთან,თუ ძალიან მოძალებული საქმე არ გაქვს რამე.
---არა,წამოვალ.უფასო მგზავრობას რა ჯობია,როცა შენი არაფერი არ იხარჯება.გაეცინათ და ასე მხიარუად მიდიოდნენ და მიშომ ელისოს წყნარი ყოფნა ვერ აიტანა და მასთან გადაჯდა.ელისომ წარბაწეულმა გადახედა და შეუღრინა.
---რა გინდა,რისთვის მომისკუპტი აქ.
---კი როგორ არა,შენ მოგისკუპტი,გეგონოს.უბრალოდ მომინდა აქ დაჯდომა.
--არ მჯერავს,რაღაც გაქვს ჩაფიქრებული.
---ჭკვიანად ვიქნები,შენს სუნთქვას ვფიცავარ.
---ვერ გიტან. უთხრა სიცილით ელისომ.ახლა მიშომ გახედა წარბაწეულმა და უთხრა.
---მართლა? დავიჯერო?რაღაც დაუჯერებლად ჟღურტულებ.
---ნუ ჭამთ ერთმანეთს თქვენ და მომისმინეთ,შემოთავაზება მაქვს.თქვა გოჩამ.
---გისმენთ უფროსო.უთხრა მიშომ.
---ადრე ჩავალთ დღეს,ცოტა დავისვენოთ და შემდეგ სადმე წასვლას ძველი თბილისის ხედები ვაჩვენოთ სტუმარს.მოეწონათ გოჩას აზრი და სახლში მისულებმა გამოიცვალეს,ისადილეს კიდეც და დაღლილობა გვერძე გადადეს და ძველი თბილისის ხანდაზმული ქუჩებიც მოინახულეს.
---ხრისტო ეს თბილისის უძველესი დასახლებაა და დღემდე ძველი თბილი ჰქვია ამ უბანს.აახლებენ,იერ-სახეს უცვლიან,მაგრამ ჩემთვის ეს ძველი კედლებია უფრო ლამაზი,პატარა აივნებით და დიდი გაშლილი გულით.ამ უბანში როცა გავივლი ხოლმე,რაც არ უნდა დაღლილი ვიყო,აქ მოსვლა და ყოველგვარი დაღლილობა მეხსნება.თან ეს უბანი მაგონებს კეკლუც და მორცხვ პატარძალს,ასევე ძალიან ჰგავს დიდსულოვან რაინდს,ყველას რომ იფარებს და პატრონობს.მოგზაურობიდან დაბრუნებულ ადამიანებს,უამრავი ფოტოები ჩამოაქვს სამახსოვროდ,რომ იქ განცდილი შთაბეჭდილებები ფოტოებით სხვებსაც გაუზიაროს,მაგრამ ხრისტომ ფოტოები არ გადაიღო,მას გულით მიჰქონდა თავისი თვალით ნანახი რეალური სილამაზე.მან სულით შეიგრძნო ეს კიდევ ერთი ულამაზესი გასეირნება.,მაგრამ წვიმამ მოუსწროთ და სახლში სულ სველები დაბრუნდნენ.ჭექა -ქუხილი გაისმა ცაზე და ელვამაც გასერა ცა.უეცრად წამოდგა ფეხზე,თავისი ქურთუკი ვერ ნახა და მიშოს ქურთული მოიმცვა და მძიმე და მტკიცე ნაბიჯებით გავიდა სახლიდან.იქ მისვლამდე ძლიერი იყო,მაგრამ კარებთან მისულმა მორიდებულად დარეკა ზარი.ცოტა ხანში კარი გაიღო და მის წინ არაფლისმთქმელი თვალებით იდგა ლელი.ცდილობდა და უნდოდა ცრემლების დამალვას,მაგრამ მისმა ცხელმა ცრემლებმა შაკოს მკერდზე დაიდო ბინა.
---სიკვდილი მინდაააა.თქვა ტირილით შაკოს მკერდზე მიკრულმა.
---ჩშუუუუ,შენთვის ჯერ ადრეა სიკვდილი.შენ ხომ ტასო გყავს გასაზრდელი,პატარა ტასო.ნელა-ნელა ჩაწყნარდა და მის სიცოცხლე ჩამქრალ თვალებში ცრემლი შეწყდა.
---მგონია ახლა დამირეკავს და კიდევ გამაფრთხილებს,არ ჩამოხვიდე ლელი,ტასოს მიხედე და გახსოვდე.წვიმა გადაუღებლად წვიმს არ წყდება,შაკო მან იცოდა მე წვიმის რომ მეშინია.
---მე აქ ვარ ლელი.შენთან ერთად,ის აღარ არის,მაგრამ ბოროტებაც დასრულდა,ყველაფერი ცუდი დასრულდა.
---ჩემს გრძნობებს წვიმაც დასტირის.არ მეგონა თუ ასე გამიჭირდებოდა,არ მეგონა უმისობა ასე თუ გამტანჯავდა.არ მეგონა,თუ ასეთი სასტიკი დასასრული გვექნებოდა შაკო.ყველაფერი იმაზე ადრე დასრულდა,რომ არ ველოდი.უფალს ვთხოვ დამიბრუნოს,მაგრამ ვაი რომ ეს შეუძლებელია.ცოტა დრო ვიცხოვრეთ ერთად,მაგრამ ახლა ვხვდები მაინც ძალიან ბედნიერი ყოფილა ის დღეები და ის წუთები.ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა მისი თავი,იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა,ზედმეტი სიამაყე და მასწავლოს გზა როგორ მოვინანიო ჩემი შეცდომები.
---დაწყნარდი ლელი ყველაფერი კარგად იქნება.მე არ მიგატოვებ,მე შენთან ვიქნები.
---აქ არავინი არ მყავს შაკო.უზარმაზარი კომპანია,მე ვერ შევძლებ იმ კომპანიის მართვას,ეს ძალიან გამიჭირდება.
---ყველაფერს შევძლებთ.ძია ვახოს ვეტყვი და ის დაგვეხმარება,ჩვენ ყველა შენს გვერდით ვიქნებით და დაგაძლევინებთ ამ ყველაფერ სიძნელეებს.ნელა-ნელა ამ მწუხარებით და სევდით სავსე დღეებს სამსახური დაგვავიწყებს,დამიჯერე ისე გადაეშვები საქმეში და გახდები საქმიანი ქალი,ფიქრის დროც არ გექნება და შეიძლება ხანდახან ტასუნას გამოყვანაც დაგავიწყდეს ბაღიდან.გაეღიმა ლელის და მისმა ღიმილმა შიგ გულში გაუარა შაკოს.მართლა როგორ სხვანაირია ამ ქალის წინაშე,რა ემართება თავადაც ვერ გაუგია.შაკოს ტელეფონმა შეახსენა თავი და მიშო ურეკავდა.
---ხო, გისმენ მიშო.
---სად ხარ,სად წახვედი.
---ლელისთან ვარ.წვიმის ეშინია და ცოტა ხნით გავჩერდები და მოვალ ისევ.
---გეთქვა და ჩვენც წამოვიდოდით.
---თუ წვიმა იქნა ხვალ და გარეთ ვერ გავედით,აქ მოვიყაროთ თავი და ცოტა გულს გადააყოლებს.ლელი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა,ჩაი მოადუღა და შაკოსაც გაუტანა.შაკომ მიმოიხედა სახლში და სიწყნარე გვიან შეამჩნია და ლელის შეეკითხა.
---ტასო სად არის?
---ძინავს.ადგა ბავშვს შეაკითხა საძინებელში,ტასოს ყურსასმენები გაერჭო ყურებში და მიუსიკის ჰანგებში ჩასძინებოდა.თითქოს იგრძნო ძილში დაჟინებული მზერა და მისი ლამაზი ცისფერი თვალები გაახილა,ღიმილით შეხედა შაკოს და ხელები გაუშალა,მასთან თამაში მოუნდა.შაკო გვერდით მიუწვა და იცინოდნენ ხმამაღლა,ლელი კი აივანზე კარებთან იდგა შიგნიდან და ხედავდა როგორ ასხამდა გარედან ფანჯრებს ზეცის ცრემლები.დრო როგორ გავიდა ვერ გაიგო,ტასოს შაკოს ხელებში ჩაეძინა და ისევ მიაწვინა საწოლში და შემდეგ ლელის გვერდით დადგა.
---შაკო მე ვიცოდი, ჯიმის იმ დღეს ბოლოჯერ რომ ვხედავდი.
---ეს როგორ,იცოდი რომ მოკლავდნენ?
---არა, ეს არ ვიცოდი.მაგრამ ვგრძნობდი,რომ ის შეხვედრა ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო და იმ დღეს ბოლოჯერ მოვეხვიე,იმ დღეს ბოლოჯერ ვაკოცეთ ერთმანეთს,ეს ორივესთვის ბოლო შეხება იყო.რომ შემძლებოდა რამის შეცვლა,გეფიცები სიცოცხლესაც კი დავთმობდი,მაგრამ ვერ შევძელი და მე ის საბოლოოდ დავკარგე.ძალიან უძლური გავხდი და ვერ ვუშველე,მე ეს მტკივა ყველაზე ძალიან.იცი?წუხელ ვიგრძენი რომ სახლში შემოვიდა,ნელა-ნელა მომიახლოვდა,ყველაფერი ტკიოდა შაკო და არც ძალა არ ჰქონდა სიტყვების სათქმელად.აი იქ,იმ მდივანზე დაჯდა გაჭირვებით,მე კი მის წინ ვიდექი და ვერ ვინძრეოდი,ბოლოს აზრზე მოვედი და ნაბიჯი გადავდგი მისკენ,მაგრამ ახლოს მისვლის საშუალება არ მომცა.მე ვტიროდი,შემომხედა მაგრამ წარბიც არ შეუხრია ჩემს ტირილზე.მაინც გადავდგი ნაბიჯი და შეშინებულმა შემომხედა და მკაცრად მითხრა.
---არ მომიახლოვდე ლელი.
---რატომ,რატომ არ მოგიახლოვდე,რატომ არ მელაპარაკები?ვკითხე ხმის კანკალით,შემეშინდა გულმა იფეთქა ძლიერად,ცრემლებმა უარესად იწყეს დენა და მომეჩვენა,რომ თითქოს ჩემს ყველა რეაქციას მის წინაშე იმახსოვრებდა.შემდეგ ისევ გაჭირვებით წამოდგა,მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და კარებისაკენ წავიდა.
---არ წახვიდე გთხოვ,დარჩი.შენ ჩვენ გვჭირდები,ტასო ხომ ჯერ პატარაა,ის შეიცოდე და მე თუ არა მას დაუბრუნდი.კი არ ვტიროდი,შაკო ვღრიალებდი.-რატომ მიდიხარ,ჩემი გული გიხმობს ჯიმი არ გესმის,ჩემი გულის ხმა?მომიბრუნდა კარებში გასვლამდე,ჯიბეში ხელი ჩაიყო,გასაღები ამოიღო,ხელი მაღლა ასწია და იქვე დადო,სადაც ვდებდით ხოლმე.კარები გამოაღო,გასვლამდე ისევ მომიბრუნდა და მითხრა.
---მადლობა,რომ ჩემი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანე.მე აღარ მეშინია,ლელი მე შენ კარგი ადამიანის ხელში გტოვებ.ბოლოჯერ შემომხედა სევდიანი თვალებით და წავიდა.ის წუხელ,ჩემგან და ამ სახლიდან ნამდვილად და საბოლოოდ წავიდა.
---ლელი მომისმინე.რთულია იარო ცხოვრებს გზაზე ისე,რომ არ დაიღალო,რომ არ წაიქცე.ხანდახან ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია,ხან ხავსს ვეჭიდებით და რატომ?იმიტომ რომ იმედი არის,იმედი მუდამ არსებობს.შეხედე,დღეს წვიმს,მაგრამ ხვალინდელი დღეც იმედის მომცემია.ის წავიდა,მაგრამ შენ მარტო არ ხარ,შენს ირგვლივ უამრავი კარგი ადამიანია,უამრავი ბოროტია,უამრავიც ბოღმიანი და შურიანი.ამათგან ზოგი შენ დაგეხმარებიან,ზოგს შენ დაეხმარები,ის შურიანი და ბოღმიანი ხალხიც საჭიროა,რადგან ეს სულ მცირე ბიძგია იმისა,რომ გაიხსნა და ცხოვრება გააგრძელო.შენ მარტო არ ხარ,ვიცი ძნელია იმ კადრების დავიწყება,ყველაფერი შენს თვალწინ მოხდა და ეს საშინელებაა,ამიტომ გიჭირს ჯერ კიდევ გადახარშო სწორად რა მოხდა.
---გადავხარშე შაკო და მივხვდი,რომ ჩემმა მამამ ღირსება ძალიან დიდი ხნის წინ დაკარგა,ადამიანობასთან ერთად.მე მაშინ, დაბადებულიც კი არ ვიყავი.მაგრამ გპირდები ყველაფერი შეიცვლება,პირველი რაც მინდა გავაკეთო,ყველა თანამშრომლები უნდა გავანთავისუფლო და ახლებით შევავსო კომპანია,რადგან მინდა იმ კედლებს ის სიბინძურე მოვაშორი,რაც აქამდე ტრიალებდა .მინდა იქედან ბოროტება გავაქრო და ძალიან გამიჭირდება,მაგრამ მინდა იქ დაიბუდოს ერთმანეთის მიმართ პატივისცემამ და ერთგულებამ.შაკო ადამიანებად არ იბადებიან,ადამიანები ხდებიან ზრდასთან ერთად,მაგრამ მამაჩემი ვერც ჩამოყალიბდა ადამიანად,იმიტომ რომ როგორც ადამიანი ვერ გაიზარდა.ის ცხოველია და იქაა მისი ადგილი სადაც ახლა ზის.
---ნუ იჩქარებ,ყველაფერს თავისი დრო აქვს,ახლა კი დაისვენე გვიანი არის.უთხრა თბილი ხმით და საძინებლისკენ უბიძგა წასასვლელად.
---შენ?შენ წახვალ?შეეკითხა და თვალებში შიშმა დაიდო ბინა.შაკოს გაეცინა და სითბოთი სავსე ხმით უთხრა.
---არა,არ წავალ.აქვე დავწვები.
---მე,მე არ მეძინება და აქვე დავრჩები.
---დაისვენე ლელი.ნუ ჯიუტობ,წინ ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი და ამ საქმეებს გამოძინება უნდა,რათა საღი გონება გქონდეს.
---კარგი ხო.ჩაიბურდღუნა და წავიდა.შაკომ ღიმილით გააყოლა თვალი და იქვე სავარძელში ჩაესვენა,მთელი დღის დაღლილს.მთელი ღამე ისე დაათენდა თავზე,რომ თვალი არ მოუხუჭავს.გარეთ აღარ წვიმდა,მაგრამ ცა ისევ გაბერილი იყო და გამზადებული საწვიმრად.ლელი რომ ადგა,აივანზე შაკო დალანდა,გავიდა და გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა.,საფერფლე სავსე იყო სიგარეტის ნამწვევებით.
---ეს,ეს რაა მთელი ღამე ეწეოდი?
---არ დამეძინა,ვერ დავიძინე.უთხრა და სივრცეს გახედა შაკომ.
---შაკო მართლა იქნები ჩემს გვერდით და არ მიმატოვებ?შაკომ გაოცებულმა შეხედა და ცალთვალ მოჭუტულმა უთხრა.
---რა მოიფიქრე,შეგიძლია გამენდო?
---მაქვს რაღაც გეგმაში და აუცილებლად უნდა გავაკეთო.
---მაინც რა,რამე სისულელე არ ჩაიდინო.
---არა,არ არის სისულელე.ხვალ შეხვედრას დავნიშნავ მამაჩემთან და უნდა დაველაპარაკო.ლელი საუბრობდა,მაგრამ საუბრის დროს მისი თვალები ელავდნენ და ადვილი ამოსაკითხი იყო შაკოსთვის ის თვალები,როგორ ემზადებოდნენ ახალი ბრძოლითვის.
---მე მოვაგვარებ მაგ საქმეს,რომ ხვალ კი არა დღესვე ნახო.ლელიმ შეხედა ჯიქურ შაკოს და მტკიცედ უთხრა.
---დღესვე იყოს,მაგრამ ტასოს რა ვუყო სად დავტოვო/?
---ჩვენთან წავიყვან,გაართობენ და საერთოდ არ მოიწყენს.შაკომ ვახოს დახმარებით,მართლაც მოაგვარა ყველაფერი და ლელი უკვე მამას ელოდა მნახველთა ოთახში.აი გაიღო კარი და გურამიც შემოიყვანეს.ლელის წინ დაჯდა თავდახრილი და ვერ ბედავდა სიტყვის თქმას.ისევ ლელიმ დაიწყო,გაბედა და კითხა.
---როგორ ხარ.გურამმა თავი ასწია და ჩუმად,ძლივს გასაგონი ხმით უთხრა.

---ძალიან ცუდად ვარ.ძალიან ვწუხვარ შვილო,მაპატიე.
---მეც მაპატიე,ძალიან ცუდად მოგექეცი.გურამს გაუკვირდა და თან გაუხარდა.
---მართლა მაპატიებ?მითხარი რა გავაკეთო შემთვის შენი ნდობა რომ დავიბრუნო,მე ყველაფერზე თანახმა ვარ.
---პირდაპირ გეტყვი,ბევრ რამეზე დავფიქრდი და ამიტომ მოვედი შენთან,ამიტომ ვარ დღეს აქ ამ ოთახში.როგორც იცი, იმოდენა კომპანიას მართვა ჭირდება.მე არ შემიძლია რამე გავაკეთო,კომპანია ჩაძირვის პირასაა და უნდა გადავარჩინო.ის შენი წყალობითაა ყველაზე ბოლო ადგილზე,დედას სიცოცხლეში კომპანია ქუხდა და შემოთავაზებებს ვერ უთავდებოდა სხვადასხვა ქვეყნებისგან.მინდა,იმ კომპამნიის მართვის უფლება მქონდს და როგორც დედა,მეც თავდაუზოგავად ვათენო ღამეები დედის დატოვილ იმპერიაში.მტკიცე იყო ლელის ხმა და მისი სახე მკაცრი,ცივი და არაფლისმთქმელი.გურამიმ შეხედა და უთხრა.
---ეს მე ისედაც უნდა გამეკეთებინა,უკვე დავავალე ჩემს იურისტს.
---არა მარტო კომპანია,სახლიც და ყველაფერი ჩემს სახელზე გადმოაფორმებინე.მე საჩივარს გამოვიტან და ყველაფერი ისე იქნება თითქოს არაფერი.
---ერთად ვიცხოვრებთ?შეეკითხა ლელის რადგან მიხვდა,ის ახლა მის ხელში იყო.
---თუ შენი სურვილია,ეს ასეც იქნება.სულ ერთ კვირაში ყველაფერი ლელის სახელზე იყო,ლელიმ კი თანხა ტასუნას სახელზე შეიტანა,იმ თანხას ვერ შეეხებოდა ვერავინი ტასოს 18 წლამდე.ისევ მიაკითხა ლელიმ გურამს და უთხრა მტკიცე ხმით.
---დღეს საბოლოოდ ვხვდებით ერთმანეთს,ახლა ვეღარ დააშინებ ვერავის,რადგან ფული და ძალა აღარაგაქვს,ვერ დაიქირავებ გაჭირვებულ ხალხს სიბინძურის გასაკეთებლად,რადგან ვერ გადაუხდი.აღარაფერი აღარ გაქვს,ამ ყველაფერში ჩემმა ქმარმაც მიიღო წვლილი შენი წყალობით,რომ შენი კაპიტალი გაზრდილიყო.მას შენ სიცოცხლე მოუწამლე და შენს მარიონეტად აქციე და ბოლოს არ იკმარე ეს ყველაფერი,სიცოცხლეც კი მოუსწრაფე.ჯერ 40 დღეც არ გასულა,მოვედი და ჩემი მოსვლით დაიჯერე,რომ გაპატიე?არასოდეს,არასოდეს გაპატიებ ჯიმის ასეთ სასტიკად წამებით სიკვდილს,არასოდეს.თავი ასწია და ლელის რისხვით ანთებულ და ბრაზით ანთებულმა თვალებმა უთხრა,რომ ზედმეტი იყო შეპასუხება მასზე.მხოლოდ ეს თქვა.
---მე ეს დავიმსახურე.შეხედა ლელის და თავი ჩაღუნა.მეორე დღეს აცნობეს ლელის რომ გურამმა მის საკანში თავი ჩამოიხრჩო.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მაინც შემეცოდა გურამი,სასიკვდილოდ და თან ასეთისთვის,ვერავის ვიმეტებ.შაკოს გულში ხომ არ ჩაუვარდა ვითომ ლელი wink ნონეწონა ძალიან.მიშო და ელო სულ სხვა განყოფილებაა რა,მათი მეგობრობა მომწონს ძალიან.ბევრიც ვიცინე. laughing ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
მაინც შემეცოდა გურამი,სასიკვდილოდ და თან ასეთისთვის,ვერავის ვიმეტებ.შაკოს გულში ხომ არ ჩაუვარდა ვითომ ლელი wink ნონეწონა ძალიან.მიშო და ელო სულ სხვა განყოფილებაა რა,მათი მეგობრობა მომწონს ძალიან.ბევრიც ვიცინე. laughing ველი ახალ თავს

მავსებ და მახარებ შენგან წამოსული სიტკბოთი. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent