შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქამელეონი - აღარ (სრულად)


15-08-2017, 01:27
ავტორი Kalina
ნანახია 5 049

იმ ღამით კუს ტბაზე რეკორდული რაოდენობის ხალხი იყო.
ოღონდ ზამთარში.
წარმოიდგინე, ისედაც ისეთ სიცივეში.
მაგრამ, ახალი წელი ახლოვდებოდა და...
27 დეკემბერს, ლიზა კუს ტბის ზედა ნაწილში, ხედების ცქერით ტკბებოდა.
მაგასაც თუ ტკბობა ერქვა.
ცხელ ცრემლებს აყრიდა მიწას.

***
-ლოჩო, წამო რა ზემოთ, საკაიფო ფოტოებს გადავიღებთ. ხო იცი, მევასება ეს თბილისის ხედები.
საბა ლოჩოშვილმა კულულებიანი თავი ღიმილით დაუქნია გიგის.
-ავიდეთ. მეც მევასება ეგ ადგილი. ოღონდ, საკაიფოდ დავტყდეთ, ხო ხვდები. არ შემიძლია ამ გოგოების მატრაკვეცობა.
გიგიმ მხრები აიჩეჩა.
-როგორც გინდა.

***
ლიზა ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა თბილისს.
რა იყო მისი ცრემლების მიზეზი?
შეუმჩნევლობა.
მუდამ ქამელეონივით იყო. ვერავინ ვერასდროს ამჩნევდა. ერჩივნათ, ლიკუნას გუჩის ფეხსაცმლისთვის შეეხედათ, ვიდრე ლიზას შავი თვალებისთვის.
უბრალო გოგო იყო ლიზა.
მაგრამ ძალიან თბილი.
მხოლოდ, ამ სითბოს დანახვა იყო საჭირო.
ვერავინ ხედავდა მის სითბოს.

***
საბა პირველი იყო.

***
-გიგი? ერწამ მოდი აქ.
-მაცადე შე*ემა, რა კადრი გავაძრე.
-მოა*ვითქო, აქ. იქ, ხედავ?
ლოჩომ ხელი შემაღლებული ადგილისკენ გაიშვირა.
გიგის გაეღიმა.
-რას შვება? თავს ხო არ იკლავს ლოჩო, დავტყდეთ, თორე დაგვენ**ევა.
-არა, ზის. ათი წუთია უკვე.
გიგიმ გაკვირვებით შეხედა.
-მოიცა, შენ ეს ათი წუთი მაგას უყურებდი?
-აუ, ერთი წამი. შემეშვი. დამელოდე რა ორი წუთი.
გიგის თვალები გაუფართოვდა.
-სად ჩემ ყ**ში მიდიხარ, ბიჭო, გააფრინე?! ჩამოა**ი ეხა ქვემოთ.
ლოჩომ შუა თითით უპასუხა გიგის და ანიშნა, წადიო.
გიგი არსად მიდიოდა.
-შე**მა გოგოა. ორი წამი წადი რა.
გიგის გაეცინა.
-დებილი ხარ ამხელა კაცი.
ლოჩომ გზა გააგრძელა.
ერთ წუთში იქ აღმოჩნდა.

***
ლიზას გვერდით.

***
იგრძნო, როგორ ჩამოჯდა ვიღაც მის გვერდით და ოდნავ ჩაიწია.
ადგილი გაუთავისუფლა.
ქურთუკში უფრო მაგრად გაეხვა და ქუდი შეისწორა.

***
საბა გაოგნებული იყო ხედებით. აქამდე ამ ადგილას არასდროს ყოფილა.
ნელა მიუტრიალდა გოგოს.
-ეს ადგილი მარტო შენია, ჰო?
გოგოს გაეცინა.
-არა.
ლოჩოს ლიზას ღიმილი მოეწონა.
-როგორ არა. აქამდე აქ არ ვარ ნამყოფი.
-აუცილებლად უნდა გენახა. აქ ყველაზე მეტად ცივა და ყველაზე წყნარი ადგილია.
საბამაც შენიშნა.
იქ უფრო მეტად ციოდა.
ზრდილობის გულისთვის იკითხა:
-გცივა?
ისევ გაეცინა გოგონას.
-არა. მცხელა.
საბამ გაკვირვებულმა შეხედა.
-რაო?
-ჰო.
ლიზამ ქურთუკი გაიხადა და ქუდიც მოიხსნა.
გაეცინა საბას.
-გაიყინები.
ლიზას გაეღიმა.
-მერე?
საბას ისევ გაეცინა.
უცნაური ჟღრუანტელი უვლიდა მთელ სხეულში.
რატომღაც, ცანცარის ხასიათზე დადგა.
-მერე მეც გავიყინები მაშინ.
საბამაც გაიხადა ქურთუკი. ქუდიც მოიხსნა და შარფიც.
ლიზას გაუღიმა.
-გინდა, მაიკაც გავიხადო?
ლიზამ მხრები აიჩეჩა.
-შენ თუ არ გაიყინები...
საბამ ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მაისური.
მერე მკერდზე ხელები მიირტყა და განათებულ თბილისს გადასძახა:
-მე კინგ-კონგი ვარ!!!!
ლიზას გაეცინა.
-შენ გიჟი ხარ.
საბასაც.
-შენ გამომიწვიე, ლამაზო გოგო.
ლიზამ დაიმორცხვა.
საბამ გაუღიმა.
-რაო, რაო? არ იცოდი, ლამაზი რო ხარ?
ლიზამ მხრები აიჩეჩა.
-მეგობრები არ გეუბნებიან ხოლმე? წესით ყოველ წუთში უნდა გიმეორებდნენ.
მეგობრების ხსენებაზე, ლიზას სახიდან ღიმილი წაეშალა.
საბა მასთან მივიდა.
-რაო? რა მოხდა?
მხარზე ხელის დადება სცადა, მაგრამ ლიზა გამოიწია და იქვე ჩამოჯდა.
-არაფერი, ისეთი.
საბას გაეღიმა.
-ესეიგი, რაღაც მოხდა.
ლიზასაც გაეღიმა.
-მე არ მყავს მეგობრები.
სევდიანად გახედა თბილისს.
-როგორ არა. მატყუებ.
საბამ გამომცდელი მზერით შეათვალიერა.
ლიზამ მხრები აიჩეჩა და თვალში ჩამდგარი მორიგი ცრემლი ცერით მოიშორა.
-მე ვარ ქამელეონი.
საბამ გაკვირვებით შეხედა.
-შანსი არაა. შენ და ქამელეონი.
ლიზამ გაუღიმა.
-ყოფილა შანსი და მაინცდამაინც მე გამიმართლა.
საბამ მაისური გადაიცვა.
-მოდი, ერთი წამი. შენ ლაპარაკი გინდა. მე აქ ვარ. საბამ ქურთუკი ჩაიცვა და ქუდი დაიხურა. შარფი შემოიხვია და გოგოს ნივთებს დაწვდა.
ლიზას გახედა.
-მოდი აქ. მოდი.
ლიზა ნელა მივიდა ლოჩოსთან.
საბამ ლიზას ქურთუკი გაშალა.
ლიზამ ქურთუკი ჩაიცვა და ქუდი დაიხურა.
საბამ ღიმილით გაუსწორა ქუდიდან ჩამოყრილი თმები და მხარზე ხელი მოხვია.
-წამო, გავიაროთ.
ლიზამ ოდნავ უკან დაიხია.
საბა თავისი სიტყვების ორაზროვნებას მიხვდა და სიცილით გადაასწორა ნათქვამი:
-მისმინე, ეს ის შემთხვევაა, როცა ზუსტად იმას ვგულისხმობდი, რაც ვთქვი. წამომყევი. ვილაპარაკოთ. ისეთი საინტერესო ჩანხარ...
ლიზას გაეცინა.
-შანსი არაა. რა სისულელეა.
ბურტყუნებდა თავისთვის და თან ნელი ნაბიჯებით მიყვებოდა საბას.
საბა თბილად უღიმოდა.
-ესეიგი, ჯერ შენი სახელი მითხარი.
-ლიზა. შენი?
-საბა. ლოჩოს მეძახიან. თუ გინდა, შენც ლოჩო დამიძახე. ანუ, ლოჩოშვილი ვარ და მაგ...
-მე საბა მირჩევნია. საბა უფრო გიხდება.
-ეხა მითხარი, რამდენი წლის ხარ.
-თექვსმეტის. შენ?
-ჩვიდმეტი. მიტყდება კითხვა, მარა... შენი აზრით, რატო არ გყავს მეგობრები? ანუ... შენშია პრობლემა თუ...
ლიზამ პირდაპირ უთხრა:
-ჩემში. მე ვარ, სულელი და კომპლექსიანი.
საბა დაინტერესდა.
-რას ნიშნავს, კომპლექსიანი...
-შარშან... აუ, არა. არა, არაფერი.
საბა დაჟინებით ჩააშტერდა ლიზას თვალებში. მხრებზე ხელები დაადო.
-ლიზ. მითხარი. მე მინდა, რო დაგეხმარო. მომიყევი.
მისი სახელის შემოკლებული ფორმა ესიამოვნა.
-მერე... თვალებში ვეღარ შემოგხედავ სირცხვილით...
საბამ თავი გააქნია.
-თუ არ მეტყვი ვიფიქრებ, რომ ჩემი გეშინია. დამიჯერე, ეგ უარესია.
ლიზამ თავი ჩახარა და ჩუმად ამოიჩურჩულა:
-შარშან... ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე...
საბა დაჟინებით უყურებდა ლამის ტირილამდე მისულ გოგოს.
-ლიზ.
-ერთი კვირის გაცნობილმა ბიჭმა... გეფიცები, ბოლომდე ვუძალიანდებოდი... აუ, არ უნდა მეთქვა...
ხმამაღლა აქვითინდა და გაქცევა დააპირა, როცა საბამ გააჩერა და მხრებზე ხელები მოხვია.
-არა, არა. რას ამბობ. ჩშ... ნუ ნერვიულობ, რა. არც კი იფიქრო, გესმის? არც კი იფიქრო, რო სადმე გავა ეგ ამბავი... მე შენს დასახმარებლად ვარ აქ... ლიზ, მერე რა მოხდა?
ლიზა დამშვიდდა.
-მერე... იმ ღამით გამოვიქეცი. მთელი ღამე დავხეტიალობდი. გთხოვ, რა არ გამლანძღო. ნახე, -მაისურის სახელოები აიწია. ლოჩომ უამრავი ნაკერი და დასერილი ადგილი დაინახა ლიზას მაჯაზე.
საბა უყურებდა მის შრამებს და არაფერს ეუბნებოდა.
ან რა უნდა ეთქვა.
არც არაფერი უთქვამს.
ერთის გარდა:
-ცხოვრებაში ბევრჯერ ვკარგავთ ჩვენივე თავებს და... მერე ჩადენილს ვნანობთ. არაუშავს. არ გამტყუნებ. არც ერთი წუთით.
ლიზა უფრო მეტად დამშვიდდა.
-ჩავიკეტე ჩემს თავში. მთელი თვეები სიცარიელის შეგრძნებით დავდიოდი. დავკარგე სიტყვა ,,თანაგრძნობა", ,,ზრუნვა" , ,,მეგობრობა".
,,სიყვარული" გაუფასურდა. მიწასთან გასწორდა იმ საშინელი ღამის მერე.
ეხლაც, ჩემი კლასელები ქვემოთ, რესტორანში ზიან და მე ვერც მამჩნევდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩემი წამოსვლაც არ შეუმჩნევიათ. არაუშავს. მე ჩემთვის მტკივა.
ლიზას თვითონ უკვირდა, სრულიად უცხო ადამიანს ასე ლაღად როგორ ანდობდა ყველა თავის შეცდომას და სამარცხვინო საიდუმლოებს. მაგრამ, ალბათ დაცლა უნდოფა. ვეღარ იტევდა შიგნით მყვირალ ხმას, რომელიც გამუდმებით უბრძანებდა, რომ ხმა ამოეღო.
-ლიზ, მშობლებმა რაო? თუ არ გითქვამს?
ლიზამ ვერც შეამჩნია, როდის ჩასჭიდა ხელი საბამ.
-არა, არ მითქვამს. ისე მრცხვენოდა, სახლში სულ გვიან ვბრუნდებოდი, მათი ნახვის მრცხვენოდა.
ლიზამ თავი ჩახარა.
საბამ თავი ზემოთ ააწევინა.
-ტყუილად მალავ მაგ სახეს. მაინც ძაან ლამაზი ხარ.
ლიზას გაეცინა და თავის ჩახრა სცადა.
საბამ ოდნავ მკაცრად უთხრა:
-არასდროს არ დახარო თავი. შენ არ.
ლიზას სახე ხელებში მოიქცია.
-რაც შეეხებათ იმათ, ვინც ვერ გხედავენ, ლიზ. ყველას დედა მოვ**ან, გაიგე?
ლიზას გაეცინა.
საბასაც.
-და ის ბიჭი კიდე?
საბამ არ დააბოლოვა.
უბრალოდ ეშმაკურად გაუღიმა ლიზას.
ლიზას გაეღიმა.
-იმ ბიჭს მივხედე უკვე.
საბას გაეცინა.
-როგორ? მოყევი აბა.
ლიზამ დაიმორცხვა.
-გადაკეტილი მქონდა და... კალათბურთზე იყო და გასახდელში შევედი. მაგის ტანსაცმელებს და ვაბშე მაგის ჩანთაში ფქვილი ჩავყარე მგონი. ისე ვიყავი, წესიერად არც მახსოვს...
საბას გაეცინა.
-შურისძიებამ დაგაბრმავა, ხო? მისმინე, ისე არ გამომივიდეს, რო იმას არაფრად არ ვაგდებ, პროსტა შენი გამხიარულება მინდა.
ლიზას გაეცინა.
-რა საყვარელი ხარ.
საბას გულში სასიამოვნოდ გაკრა რაღაცამ.
ლიზა უცებ შედგა და საბას დააკვირდა.
საბა მოტრიალდა.
-ლიზ, რაო.
ლიზა ნელა მიუახლოვდა და ქუდი მოხადა საბას.
თვალები გაუფართოვდა, მისი თმები რომ დაინახა.
ქერა, ხვეული თმები მხრებამდე სწვდებოდა.
ლიზას გაეღიმა.
საბასაც.
-რაო, აბა?
-რა მაგარი თმა გაქვს... შეიძლება?
ხელით თმაზე ანიშნა.
საბამ თავი სიცილით დაუქნია და ოდნავ დაიხარა, რომ ლიზა მის თმას კარგად მისწვდომოდა.
ლიზამ ერთი კულული ხელში მოიქცია და თითზე დაიხვია.
გადაიკისკისა.
-ბიჭზე პირველად ვხედავ ესეთ საყვარელ თმას.
საბას გაეღიმა.
-აბა, ერთი შენი თმა მაჩვენე.
საბამაც მოხადა ქუდი ლიზას. ხელში წაბლისფერი თმები მოიქცია და მათი სურნელი შეიგრძნო.
გაეღიმა.
-შენც საყვარელი თმა გაქ.
ლიზამ დანანებით ჩაილაპარაკა:
-წითური ვარ, ისე. ეს შეღებილია.
საბამ გაკირვებით შეხედა.
-რატო შეიღებე?
-შეცვლა მინდოდა ყველაფრის. გარეგნობისაც. მე ეხლა არ მომწონს. ადრინდელი "მე" მირჩევნია.
საბამ თავი დაუქნია.
-გასაგებია.
ლიზა მოულოდნელად დასევდიანდა.
-როგორი ყალბია ხო? ჩემი ყველაფერი.
საბამ მთელი სერიოზულობით უთხრა:
-შენზე ნამდვილი არაფერი არ მინახავს. ყველა გრძნობა ნამდვილი გაქვს, ყველა შენი სიტყვა ნამდვილია, პირველი უნამდვილესი ხარ.
ლიზას გაეცინა.
საბამ ხელი ისევ ჩასჭიდა.
-შენ მგონი მართლა არ გცივა. ხელი ძაან თბილი გაქ.
ლიზამ ეჭვის თვალით შეათვალიერა.
-შენც რო თბილი გაქ?
-არც მე არ მცივა.
მიდიოდნენ სიცივეში.
სეირნობდნენ
და არც ერთს არ სციოდა.
ლაპარაკობდნენ სრულ სისულელეებზე.
და თითქოს,
სამყაროს ბედს წყვეტდა ამ თემებზე ლაპარაკი.

***
საბას ინსტაგრამის გვერდზე ახალი ფოტო იდო.
ხაკისფერ შემოსაცმელსა და შავ ქუდში გამოწყობილი გოგონა, გაწითლებული თვალებითა და ცხვირით.
წარწერა: "ყველაზე ლამაზი და ყველაზე სევდიანი. ყველაზე ნამდვილი. ქამელეონი ვარო მიმტკიცებდა. ხარ რო?"
ეკრანის მიღმა მომღიმარ ლიზას მორცხვად ჩაეცინა:
-არა, აღარ.
საბამ გაუღიმა.
-რა საშინლად ვარ ამ ფოტოში.
ლიზა ბოლოს მაინც დაიჭყანა.

***
-ეს ლოჩოა?!
-ლოჩოა?
-გიგის ძმაკაცი, ხო?!
-და ლიზა?
-ვინ ლიზა?
-მესხი.
-ხო არ ღადაობ! ეგ ორი ერთად საიდან?
-რა ვიცი, ლოჩომ ფოტო დადო ლიზასი.
-ეს ლიზა ჩვენი კლასელი არაა?!
-ჰოოო!
-ეეე, აქ არიან!
-წამო, გოგო.

***
-ლიზა, სად იყავი? გეძებდით...
ლიკუნამ ,,მორცხვად" გაუღიმა საბას.
,,მტყუანს მოვ****ნ."
გაიფიქრა საბამ და ეჭვნარევი მზერა ააყოლა ლიკუნას.
-ვსეირნობდი.
-ააა. წამო, რა. შენ, ლოჩო ხარ ხო? წამო შენც ჩვენთან ერთად! თუ გინდა.
საბამ ზრდილობის გამო გაუღიმა ლიკუნას და ვიღაც თანმხლებ გოგოს.
-არა, იყოს. მადლობა. ლიზ, ხო იქნები აქ?
ლიზას გაეღიმა.
-ჰო, ვიქნები.
-მისმინე... ხვალ... რო რამე...
-როდის და სად მითხარი.
საბას გაეცინა.
-აქ ისევ. იგივე დროს. კაი?
ლიზასაც.
-იყოს.
ლიზა უკვე წასვლას აპირებდა, საბამ რომ მოატრიალა.
-ნომერი? ნომერს არ მომცემ?
გულუბრყვილოდ კითხა.
-შენით გაიგე.
მხრები აიჩეჩა ლიზამ.
-ლიზ...
საბამ საყვედურით სავსე მზერა შეაგება.
-რაო...
-მომე რა ნომერი.
-შენით მინდა რომ გაიგო.
საბამ თავი სიცილით გააქნია.
ლიზა ოდნავ ზემოთ აიწია და საბას ლოყაზე აკოცა.
-წავედი.
კიდევ ერთხელ აპირებდა წასვლას, რომ მოატრიალეს და შუბლზე ტუჩები მიაკრეს.
გაეცინა.
-უნდა წავიდე...
საბასაც.
-მერე წადი.
მაგრამ არ უშვებდა.
ლიზა ხარხარებდა.
-საბაა!
საბაც.
-რა საბა! წადი, ხო მიდიხარ!
ლიზამ თავი მხარზე მიადო.
-შენს გაცნობაზე მეტად არაფერი არ გამხარებია არასოდეს.
საბას თვალები უკაშკაშებდა.
ლიზა ოდნავ შეეხო მის კულულს.
საბამ თვალები დახუჭა.
-საბ, მელოდებიან.
-მერე გელოდონ.
ხელებს არ უშვებდა.
-ხოდა, არ შეგხვდები.
საბამ მაშინვე გაუშვა ხელები.
-ჰო, კაი. წადი და შენს ნომერს მაინც გავიგებ.
ლიზამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, სიცილით:
-წარმატებები...

***
-შენ და ლოჩო ერთად ხართ?
-არაა.
-მოგწონს?
-კი.
-მოწონხარ?
-არ ვიცი. შეიძლება.
-მაგარია.
მშრალად ჩაილაპარაკა ლიკუნამ და თავის დაქალებს გახედა, რომლებსაც მის მსგავსად სახე ჩამოსტიროდათ.

***
იმავე ღამე.
01:36
ბზზზზ... ბზზზზ...
-ვინც არ უნდა იყო, მითხარი რო რამე სასწრაფოა, თუ არადა ვთიშავ.
ყურმილში უკვე ნაცნობი სიცილის ხმა გაიგონა.
-საბ? შენ ხარ?
გოგონას გამოუფხიზლებელი ხმა ბიჭს დამაბნევლად მიმზიდველად ეჩვენებოდა.
-ჰო, ლიზ. მე ვარ. არ გაგიკვირდა?
-ჯერ გაბრაზებამ გადამიაროს. მერე მოვასწრებ მაგასაც.
-გაგაბრაზე?
ლიზამ, ჰოო.
-როგორ გაიგე, ნომერი?
საბას გაეცინა.
-ჩემი კონტაქტები მაქ. პირადი.
-გიჟი ხარ.
ლიზას ბოლოს მაინც გაეცინა.
-ჰო, ვარ. ესეიგი, ხვალ იგივე დროს, იგივე ადგილზე.
-დიახ.
-კარგი, დაიძინე მაშინ, ქამელეონო.
-აღარ, საბ. აღარ.

***


ესეც მორიგი ნახევარ საათში მიჯღაბნილი ნაწერი, რომლის მუზაც
სხვათაშორის,
ჩემი ახლო მეგობარია.
ის სიტუაცია ბანალურად ვერ მოვნათლე და გადავწყვიტე,
დამეწერა.
რა გამოვიდა, ეგ თქვენ გადაწყვიტეთ,
თქვენი მარიკუნა <3



№1  offline წევრი tatiko.1995

kargi iyo momewona dzlain yochag velodebi axals chemo kargo :)

 


№2  offline წევრი Kalina

tatiko.1995
kargi iyo momewona dzlain yochag velodebi axals chemo kargo :)

დიდი დიდი მადლობა!!♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მე ძალიიან მმეწონა. რარაცნაირი თბილი იყო.
წარატებები

 


№4  offline წევრი Kalina

nawkas12345
მე ძალიიან მმეწონა. რარაცნაირი თბილი იყო.
წარატებები

შენ მე ძალიან მაბედნიერებ!! <3
დიდი მადლობა!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline მოდერი Eleniko13

მომეწონა,
რა საყვარელი იყო.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი Kalina

Eleniko13
მომეწონა,
რა საყვარელი იყო.

დიდი მადლობა!! <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№7  offline წევრი Kalina

Hela
მომეწონა ❤️ საყვარლობა იყო❤️

მადლობა დიდი! ❤️❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline წევრი Kalina

სალანდერი
მარიკუნა, რაღაცის მოყოლა გინდოდა და მშვენივრად მოყევი.
ლექსიკური და გრამატიკული შეცდომები არის, მაგრამ ვიცი რომ იცი და გამოასწორებ ჰოდა აღარ ვუკირკიტებ სათითაოდ, მიხედე.
ისტორიას რაც შეეხება, პატარა და თბილი იყო.
მიუხედავად იმისა რომ სწრაფად განავითარე, ის მაინც თქვი რისი თქმაც გინდოდა.
შენზე ბევრი რამ გავიგე ისე, მაგრამ აქ მგონი არ იქნება სწორი ამაზე საუბარი.
ზოგადად რომ ვთქვათ, შენ ლიზასავით, უბრალო, მართალი, ბავშვური, ოდნავ სევდიანი და საკმაოდ საინტერესო ხარ.
არიან ლიზასნაირი გოგონები, შეცდომებს რომ უშვებენ და არსებობენ საბასნაირი ბიჭები რომლებიც გამოსწორებაში ეხმარებიან.
მაგრამ როცა ლიზასნაირ გოგონებს, საბასნაირი ბიჭები არ ხვდებიამ, მანდ იწყება სხვა საშინელება და ერთ დღეს გიამბობ მე შენ როგორ ხდება მერე. . .
კარგი გოგო ხარ შენ, წერე და უფრო დაიხვეწები, წერე და მეტს ისწავლი.
შენც გაუმჯობესდები და შენი ნაწერიც.
წარმატებები ❤


თუ მჯეროდეს!
სალანდერ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
ვიცი, როგორც კითხულობ და მართლა ვაფასებ, რომ აქ მოხვდი♥️
ყველა სიტყვა მართალია, შეცდომების ჩათვლით.
უბრალოდ დავწერ, თუ არა, არასოდეს ვამოწმებ ნაწერს.
ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმედია - გამოსწორებადი.
მიხარია, რომ წამიკითხე.
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№9  offline მოდერი guroo

ამ ისტორიის წაკითხვა მირჩიეს. ავდექი და წავიკითხე. არ მომეწონა. თბილია და ცოტა სევდიანიც, რადგან, რაც უნდა იყოს, ქამელეონი არ კვდება. მუდმივად იცვლება. შეიძლება, ახლა ფიქრობს ლიზა, რომ ქამელეონი აღარ არის, მაგრამ იქნებ ეს მისი ცვალების მორიგი სახეა?
ისეთია, მოწყენილ გუნებაზე რომ დაჯდები და სიამოვნებით წაიკითხავ. მოწყეილობასაც სჭირდება თავისი კატალიზატორები, როგორც ქიმიურ რეაქციებს.
ვერ ვიტან ავტორს თუ სიღღმე არ აინტერესებს და მისი გვერდის ამვლით წერს რამეს. შენ კი გახახუნებაც არ სცადე.
საიტის ფბ ჯგუფში შენი ისტორია უნდა გავიხილო, იმედი მაქვს, არ მიწყენ.

 


№10  offline წევრი Kalina

guroo
ამ ისტორიის წაკითხვა მირჩიეს. ავდექი და წავიკითხე. არ მომეწონა. თბილია და ცოტა სევდიანიც, რადგან, რაც უნდა იყოს, ქამელეონი არ კვდება. მუდმივად იცვლება. შეიძლება, ახლა ფიქრობს ლიზა, რომ ქამელეონი აღარ არის, მაგრამ იქნებ ეს მისი ცვალების მორიგი სახეა?
ისეთია, მოწყენილ გუნებაზე რომ დაჯდები და სიამოვნებით წაიკითხავ. მოწყეილობასაც სჭირდება თავისი კატალიზატორები, როგორც ქიმიურ რეაქციებს.
ვერ ვიტან ავტორს თუ სიღღმე არ აინტერესებს და მისი გვერდის ამვლით წერს რამეს. შენ კი გახახუნებაც არ სცადე.
საიტის ფბ ჯგუფში შენი ისტორია უნდა გავიხილო, იმედი მაქვს, არ მიწყენ.

ყველაფერში მართალი ხარ ცამდე და ახლა რომ ვკითხულობ ამ ჩემს ძველ შემოქმედებას, თავი მინდა ვურტყა რამე მყარ ზედაპირს. :))
აქ ჯერ კიდევ 14 წლის ვარ და შეიძლება, მეპატიება მთლად სიღრმეებს რომ ვერ ჩავწვდი.
შეიძლება, არა.
ასეა, თუ ისე, აზრის გამოთქმისა და განხილვის უფლებას გაძლევ თამამად! ❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent