შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული -7-


15-08-2017, 15:45
ავტორი eleneegelovani
ნანახია 1 764

ჩემი კომის გამო ადვილად მიხვდებოდით,რომ უნივერსიტეტში ვერც ერთ ლექციას ვერ ვესწრებოდი, რის გამოც ლექტორები ჩემს ოჯახს დაუკავშირდნენ. რათქმაუნდა, იმ პერიოდში არავინ იცოდა როდის გამოვჯანმრთელდებოდი და ჩემმა მშობლებმაც უნივერსიტეტს დაზუსტებით ვერაფერი უთხრა, თუმცა ახლა როცა უკვე სიარული შემიძლია მახარეს, რომ მომავალ წლამდე ჩემს დასწრებას არანაირი აზრი არ ჰქონდა:) ერთი სიტყვით, მომავალ წელს უნდა გადამებარებინა და ოქტომბრამდე სულ თავისუფალი ვიყავი.
24 მაისი
14:46
-ვაიმე რახან მიპასუხე მადლობა - ჩამკივლა მობილურში დეიდაჩემმა მაკამ
-აუ რა გინდა მძინავს - წინადადება ისე წარმოვთქვი, რომ ჩემი ხმის თვითონვე შემეშინდა.
-რა დროს ძილია ადამიანო??
-აუ მაკა მალე მითხარი თორე გაგითიშავ
-კაი მოკლედ რა მინდა და ხო გცალია? - გამეცინა მაკას ამ კითხვაზე
-მცალია რომელია მაკა, აი ზედმეტად მცალია
-უი ხო ხო, ხოდა ძაან კაი კოჯორში ავიდეთ რა ერთი-ორი კვირა, ჩემთვისაც კაია და შენთვისაც
-რითია კარგი ან ჩემთვის ან შენთვის?
-ოოო გამომეკიდე ეხლა სიტყვებზე, რავიცი მაინც სუფთა ჰაერია და თან დავისვენებთ.
-როდის?
-საღამოს.
-ეხლავე ავიდეთ ბარემ მაკა არ გინდა?
-ვაიმე კაი ხო აბა როდის?
-ზეგ.
-კაი ზეგ. მიდი გკოცნი.
მაკას გავუთიშე თუ არა ლუკას მესიჯი დამხვდა.
-ვის ელაპარაკები გოგო ამდენს?
-მაკამ დამირეკა. რა იყო?
-ჩემთან ამოდი ყველა აქ ვართ.
-ცოტა ხანში.
-რამდენ ხანში?
-ასე ერთ საათში.
-ძაან ცოტა ხანია ხო ეგ?
-რა გინდა ხო მანდ ხართ ჯერ?
-კი არსად გასვლას არ ვაპირებთ, შაბათია და ყველა აქ რჩება დღეს.
-ჰოდა 1 საათში მოვალ რა.
-კაი მიდი.
➖➖➖➖
16:03
-გვაღირსე? - სანდროს დამაყრუებელი წივილი გავიგე შემოსასვლელში.
-მაცდი შემოსვლას?
-შემოსვლას კი არა გვშია გოგო გვიშველე რამე - საწყალი ხმით ჩაერია ლუკა.
-გოგოები სად არიან?
-ნიტას ძინავს ვერ ვაღვიძებთ და ლიზამ მაინცდამაინც ეხლა აიტეხა თავისი დის გასეირნება და ელენეც მაგას გაყვა - სიტუაციაში გამარკვია თორნიკემ
-ვაი თქვე საცოდავებო,რა გაგიკეთოთ?
-კარტოფილი შეგვიწვი რაააა - ოთხხმაში მიპასუხეს სანდრომ, გიგამ, ლუკამ და თორნიკემ. გამეცინა მათ მუდარით სავსე ტონზე და სამზარეულოში გავედი შესაწვავად. კარტოფილს ვჭრიდი, როცა ნიკა შემოვიდა. ყოველთვის ვიცოდი როდის რა სჭირდა, ახლა კი 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ პახმელიაზე იყო:) მოულოდნელი დანახვისგან უცებ თითი გავიჭერი. თვითონ თვალს არ მაშორებდა და დაჟინებით მიყურებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. წყალი დალია და უკვე კართან იდგა გასასვლელად, როცა შემობრუნდა და ღიმილით მითხრა
-ოღონდ თითები არ მიაყოლო და გავალ მე - და გავიდა. საშინლად მომეშალა ჩემს თავზე ნერვები. ”რა იყო პირველად ნახე ეს ბიჭი? მართლა თითები რო არ ჩააყოლო ისე არა?” - გონებაში ვლანძღავდი საკუთარ თავს. ასეთი ”მაგარი” ხასიათით გავუმზადე ბიჭებს საჭმელი და მე ტელევიზორის ყურება დავიწყე. რაღაც უინტერესო ფილმი გადიოდა, მაგრამ რამით ხომ უნდა გამეყვანა დრო სანამ ისინი ჭამას მორჩებოდნენ ან სანამ გოგოები დაბრუნდებოდნენ. გულში რეჟისორის დაუმთავრებელი ლანძღვით ვიყავი დაკავებული, როცა შემოსასვლის კარები ლიზამ და ელენემ ხმაურიანად შემოაღეს:
-ვაიმე მარიიი რა კაია რო აქ ხარ(ლიზა)
-სად იყავით? - გამოტენილი პირით ძლივს გამოსძახა სამზარეულოდან ნიკუშამ გოგოებს.
-ლიკუნა გავასეირნეთ ნიკუშ
-და ჩვენ რო ფეხებზე დაგვიკიდეთ არა? - ჩაერია გიგაც
-ვაიმე რაღაც გაუგებარ თამაშს თამაშობდით ისე რო ლამის ჯოისტიკები დალეწეთ და მოგვწყინდა რა გვექნა - ერთბაშად მიაყარა ლიზამ.
-მარიამი რო არ მოსულიყო ამოგვაკითხავდით 3-4 დღეში რომელიმე სასაფლაოზე(სანდრო)
-რეებს ამბობ სანი ვერ ხარ? - ვუსაყვედურე მე.
-ეგრეა ეგრე.
-კაი ჯობია მოვიფიქროთ დღეს რა ვქნათ(გიგა)
-აუ გარეთ გასვლის თავი გაქვთ ვინმეს დღეს? - შეწუხებული ხმით იკითხა ლუკამ
-არაა - თითქმის ყველამ ერთხმად აღიარა
-ჰოდა დაეტიეთ რა სადაც ხართ,თუ რამე და ძაან მოგვწყინდა დავლიოთ და ეგ არის
-რა დავლიოთ ეხლაცმისკდება თავი - ზლაზვნით უპასუხა ნიკუშამ. ხო ვთქვი უეჭველი პახმელიაზეათქო:)
-ბიჭო ეგ კი არა ნიტა ხოარ გაიგუდა რამდენი ხანია სძინავს?(სანდრო)
-აუ სერიოზულად, დახედეთ რა ვინმემ(გიგა)
-ოჰ ანერვიულდნენ. მაგას რა გაგუდავს მარა კაი დავხედავთ წამოდით გოგოებო - თქვა ლიზამ და სამივე იმ ოთახისკენ წავედით, სადაც ნიტა იწვა. რომ შევედით უკვე გაღვიძებული დაგვიხვდა და ჩვენც მასთან დავრჩით, ოთახიდან არ გავსულვართ და რაღაცეებზე ვჭორაობდით. მერე ბიჭებმა დაგვიძახეს და ყველამ ერთად რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურეთ. ფილმის ყურებისას საათი თუ საათნახევარი სულ გიგას ვეხუტებოდი ისე მეშინოდა. საერთოდ, თავიდან ბოლომდე არცერთი საშინელებათა ფილმი არ მქონდა ნანახი და ეს პირველი იყო, შესაბამისად მარტო მე ვკანკალებდი.
20:13
-ელე მაღაზიაში ჩამომყვები?
-აუ მეზარება. ისე თუ ჩახვალ მეც წამომიღე რამე
..
-ნიტა მაღაზიაშ..
-მოიცა დემე მირეკავს
..
-ლიზა მაღაზიაში ჩამომყვები? ..ლიზა..ლიიზაააა
-არ მესმის რას ამბოოობ
-მოიხსენი ყურსასმენები და გაიგებ
-რა?
-მაღაზიაში ჩამომყვებითქო?
-აუ სხვას სთხოვე რა
..
რა ჯანდაბა მექნა?:) გოგოებიდან ყველამ უარი მითხრა, ბიჭებთან ლაპარაკს კიდევ აზრი არ ჰქონდა, ისევ გამოშტერებამდე თამაშობდნენ იმ რაღაც თამაშს და ისევ ჯოისტიკების დალეწვამდე იყვნენ მისულები..არადა,მარტო ჩასვლა არ მინდოდა, მითუმეტეს იმ ფილმის ნახვის მერე, მაგრამ მომიწია. სადარბაზოში გავედი, იქაც ჩემს ბედზე შუქი არ ენთო და სანამ კიბეებამდე მივიდოდი არც აინთებოდა, ამ სენსორების გადამკიდე. ლუკას სახლის კარიდან რომ გახვიდოდი ლიფტამდე და კიბეებამდე საკმაო მანძილი იყო, საიდანღაც რაღაც ხმები მომესმა. ჩვეულებრივ სიტუაციაში ასე ალბათ არ დავიძაბებოდი, მაგრამ იმ ფილმში მომხდარმა ამბებმა სათითაოდ ჩამირბინა თვალწინ და შიშმა შემიპყრო. სრულიად სიბნელე იყო, მხოლოდ რაღაც მრგვალი, წითელი შუქი ანათებდა. ის იყო შიშისგან სახლში შებრუნებას ვაპირებდი, როცა მაჯაზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი.
-ეგრე გეშინია ჩემი?- ხმა გავიგე და შუქიც აინთო. ნიკუშა იდგა კუთხეში და სიგარეტს ეწეოდა, თან საოცარი ღიმილი უთამაშებდა სახეზე, რაც ჩემი დაბნეული სახის დანახვას მივაწერე.
-ვაიმე ნიკა გული გამიხეთქე, არ ვიცოდი შენ თუ იყავი - ვეცადე ლაპარაკისას ხმა დამემშვიდებინა.
-ფანჯარა არ გამაღებინეს და გამომაგდეს გარეთ მოწიეო. შენ რატო გამოხვედი?
-მაღაზიაში ჩავდივარ. ჰო არ გინდა რამე? - ზრდილობის გამო ვკითხე, ნიკუშამ გაიღიმა და ერთად ჩავიდეთო მითხრა.
ვგი-ჟდე-ბო-დი
საოცრად მიყვარდა მისი ღიმილი.
შემეძლო საათობით
კვირობით,
წლობით და
საუკუნოობით მივჩერებოდი მის ღიმილს, რომელშიც ყველაზე დიდ როლს მისი თვალები ასრულებდნენ. ღიმილისას ყოველთვის თვალები უციმციმებდა.
უკვე სალაროსთან ვიდექით, როცა მოლარისკენ გაწვდილი 50 ლარიანი ნიკუშამ გამაწევინა და სანაცვლოდ მოლარეს მისი ბარათი მისცა. სხვანაირად არც მიფიქრია.
მოლარე სავარაუდოდ მიხვდა სიტუაციას და ჩაეღიმა.
-მადლობა ნიკა -ვუთხარი მაღაზიიდან გამოსულ ნიკუშას, რომელსაც ვითომ ჩემი ნათქვამი არ გაეგო, იდგა და რაღაცას გულმოდგინედ აკვირდებოდა თვალების აქეთ-იქით ცეცებით.
-მანქანა სად გავაჩერე კი არ მახსოვს
-რათ გინდა მანქანა? - ეს ვკითხე და მხოლოდ ახლაღა შემომხედა.
-გავიდეთ სადმე
-ნიკა..
-სულ ცოტა ხნით
-კაი მაშინ ბავშვებსაც ვუთხრათ - ისე ვუთხარი, თითქოს ვერაფერს ვერ ვხვდებოდი
-არ უნდათ.
-რა იცი?
-ვკითხე - ღიმილით შემომხედა
-ნიკა..
-რატო ხარ წინააღმდეგი რა გინდა გამაგებინე - ხმა დაუმკაცრდა
-ავიდეთ რაა ბავშვებთან თავი მტკივა მე და ვერ წამოვალ - მოვატყუე
-დამღალე უკვე მარიამ..
-ჰოდა შემეშვი - ის იყო შევბრუნდი და უკვე ლუკას კორპუსისკენ მივდიოდი, რომ ისევ ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ, მაჯაზე მწვდა და მანქანამდე ძალით მიმიყვანა. უხმოდ ჩავჯექი.
-არ წავალთ არსად - მტკიცედ მოვუჭერი მე.
-კაი ვიჯდეთ აქ - მშვიდად მიპასუხა და მანქანის ოთხივე კარი ჩაკეტა.
გულში ბევრჯერ გავლანძღე და ვფიქრობდი რა ბანძი ტიპი იქნებოდა თუ რომელიმე კაფესთან ან სადმე ნებისმიერ დაწესებულებასთან მიმიყვანდა მაგრამ კირვალიძე არც ბანძია და არც გოიმი:) მითუმეტეს, რეალისტია და მიხვდა რო გოგოს, რომელიც მანქანაში ძლივს ჩატენა, ასეთ ადგილას ვერ მიიყვანდა და ამიტომ გასაგებიცაა რატომ აღარ გაუწევია ჩემთვის წინააღმდეგობა.
დიდი ხანი რომ ხმას არ ვიღებდი, მძიმედ ამოისუნთქა და მკითხა:
-რა გჭირს მარიამ?
-რა მჭირს?
-რატომ მერიდები..
-არ გერიდები ნიკა, საიდან მოიტანე?- აუღელვებლად ვპასუხობდი.
-ესეიგი ნიკა ხო უკვე? - დანანებით თქვა და ჩაეღიმა, მაგრამ საერთოდ არ ჰგავდა ეს ღიმილი სიხარულის, ან თუნდაც კმაყოფილების ღიმილს. ამ უცნაურ კითხვაზე დაბნეული სახით რომ შევხედე, თვითონვე გააგრძელა:
-ნიკა გავხდი ხო უკვე? ყოველთვის რომ ბრაზდებოდი ვინმე რომ ნიკას მეძახდა და სულ ნიკუშა რომ ვიყავი შენთვის ბავშვობიდან ეხლა ნიკა გავხდი?
-ვაიმე რა სისულელეებს ლაპარაკობ ადამიანო? მაგხელა მნიშვნელობა აქვს ნიკას დაგიძახებ, ნიკუშას, თუ ნიკოლოზს? - ვცდილობდი რამით გამემართლებინა თავი, არადა ვიცოდი რომ მართალი ის იყო. ყოველთვის ნიკუშა იყო ჩემთვის და არა ნიკა.
-ადრე თუ ყველაფერს ჰქონდა შენთვის მნიშვნელობა? ყველა პატარა დეტალს.. ეხლა ისე გამირბიხარ თითქოს ვიღაც ვიყო და არა ის ნიკუშა ვინც გიყვარდა - ვცდილობდი არ შემემჩნია ის გაოცება, რომელიც ნიკუშას ამ სიტყვებმა გამოიწვია.
გამომივიდა.
შევძელი.
ვაფიქრებინე, რომ აღარ მიყვარს,
რომ სულერთია,
რომ არ მაინტერესებს
და საერთოდ, ყველა დავაჯერე ჩემს გულგრილობაში საკუთარი თავის გარდა.
მხოლოდ ჩემმა თავმა იცოდა სიმართლე - რომ მე მის გარეშე არაფერი ვიყავი და ამ არაფრის არსებობაც აუტანელი იყო.
-მემგონი ლობჟანიძესთან ერთად მე არ დამიმხია ჩემი ჩამოსვლის დღეს წყნეთის სახლი ხო? - ხმა გამებზარა და ვერც ის შევამჩნიე თუ როგორ ვუმატებდი ნელ-ნელა ტონს.
-ვინ ჩემი *ლეა ანკა რო მაგის გამო ესე იქცევი გამაგებინე! - ამ დროს რომ ნიკუშასთვის შემეხედა პანიკაში ჩავვარდებოდი, ისე იყო მდგომარეობიდან გამოსული. მხოლოდ ფანჯარაში ვიხედებოდი უმისამართოდ და ვცდილობდი ნიკუშასთვის თვალი ამერიდებინა - ანკას გამო მკარგავ მეე გოგო?
-დაწყნარდი ნიკა არავინ არავის არ კარგავს, ვიქნებით ისევ მეგობრები და ცუდი ურთიერთობა არ გვექნება არასდროს - წინადადება დავასრულე თუ არა სიცილი ატეხა, თანაც ისტერიული სიცილი ბოლო ხმაზე. ჩვეულებრივ სიტუაციაში რომ ვყოფილიყავით, ალბათ პირველი რაც მომხვდებოდა იმას ჩავარტყამდი, მაგრამ ახლა ვიჯექი გაოცებული და ვუყურებდი როგორ კვდებოდა ნიკუშა სიცილით. ბოლოს დაწყნარდა, დალაგებული სახით შემომხედა, ჩაეღიმა და პარლამენტის კოლოფი ამოიღო. სიგარეტს მოუკიდა.
-კი მარიამ, მეგობრები ვიქნებით. პირველი ვინც დაოჯახდება იმის შვილის ნათლია მეორე იყოს, გაწყობს? ან ვაბშე შვილებს ერთმანეთის სახელები დავარქვათ, მაგარი იქნება ხო? - გამოშტერებული ვუყურებდი და რათქმაუნდა ვერაფერი ვუპასუხე. ჯერ მეშინოდა ისეთი გაბრაზებული იყო და ახლა ხუმრობის ხასიათზე დამდგარა ბიჭი. ხმა რომ აღარ ამოვიღე ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე - წამო ავიდეთ სახლში.
-რა სახეები გაქვთ რა მოხდა? - კარი სანდრომ გაგვიღო და ჩემი გაცოფებული სახის და ნიკუშას თვიკმაყოფილი იდიოტის ღიმილის დანახვაზე გაოცებით გვკითხა.
-სად იყავით ამდენი ხანი?
-მაღაზიაში ჩავედი და ეს შემხვდა - სანამ ნიკუშა რამე საოცრებას იტყოდა თვითონვე ვუპასუხე გიგას.
მერე ბიჭებმა ცოტა დალიეს.
უფროსწორად, ბევრი დალიეს მაგრამ ზოგს ცოტათი ეტყობოდა და ზოგს ბევრად. გოგოებმა ისევ ლაპარაკი გავაგრძელეთ და შუაღამეს ეგეც რომ მოგვბეზრდა დავწექით და დაძინება ვცადეთ.
მე რა დამაძინებდა:)
ნიკუშას უუცნაურეს საქციელზე გათენებამდე ვფიქრობდი.



№1 სტუმარი Guest bubu

au ra idiotia es nika, anka vin ariso magis gamo ro mkargavo, tviton dakarga mari ankas gamo, ar aris maris girsi magrad unda awruwunos marim nika, male dade shemdegi tavi

 


№2 სტუმარი Guest nata

au male dade ra shemdegi agar gvalodinoo kide errti tve...istoorias kide jer ver shevafaseb isevar agshpotebuli nikushas saqcieliit... :ddddd

 


№3 სტუმარი Guest მარიმი

აუ მალე დადე რა შემდგი თავი ძაან დიდხანს აღარ გვალოდინო რა heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი kiki

agar dadebb

 


№5  offline წევრი baikeri

გააგრძელე რა კარგი ისტორია გამოდის blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent