შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გასეირნება. თავი 2


15-08-2017, 17:26
ნანახია 1 384

მეორე დღეს გდავწყვიტე მარკი და გვინევრა მომეკითხა. გზაში ლამაზი თაიგული ვიყიდე და სავადმყოფოში შევედი. გვინევრა ოთახში მარტო იყო, როდესაც შევედი ძალიან გაუხარდა ლოგინიდან წამოიწია და თაიგული გამომართვ.
-გმადლობ ტომას ყურადღებისათვის, დაბრძანდი მალე ექიმი შემოვა გასაწერად. მარკი მასთან სასაუბროდ გავიდა მალე მოვა. მე და გვინევრა ვსაუბრობდით, როდესაც მარკი შემოვიდა და მომესლმა.
-ექიმი მალე შემოვა და გაგწერენ, საშიში აღარაფერია ყველაფერი კარგადაა...
-ძალიან კარგი, ვთქვი მე.
დაახლოებით ნახევარ საათში ექიმი შემოვიდა გვინევრამ და მარკმა საბუთებზე ხელი მოაწერეს. გამოჯანმრთელებას გისურვებთ, თქვა ბოლოს ექიმმა და ოთახიდან გავიდა. სამივე სავადმყოფოდან გამოვედით, მე მარკს გავყევი რომ სახლამდე მიმეცილებინა. მალე ერთმანეთს დავცილდით და სახლში წამოვედი. ბინაში ავედი კარები შევაღე და ჩემი მონატრებული ტომი შემომახტა.გარეთ ციოდა ფანჯრები დავხურე და მისაღებ ოთახში თბილად მოვკალათდი. ჩემი სიზმარი გამახსენდა, ნეტავ რისი თქმა სურდა ურსულას ან რატომ დამტოვა რატომ წავიდა იქნებ დრო დადგეს და გავიგო სიმართლე. 2 დღე გავიდა მარკი არ ჩანდა თუმცა გასაკვირი არ იყო რადგან მის მეუღლეს ახლა ვერ დატოვებდა. მესამე დღეს მოვიდა მარკი საღამოს, სახლში შემოვიპატიჟე ყავა გავუმზადე და ღუმელის წინ მოვთავსდით...
-ტომას შენს ცოლზე მეტი მინდა გავიგო,მანამდე არ გიხსენებია. მითხრა მარკმა.
-ამოვიქვნეშე... კარგი მოგიყვები... ჩემს ცოლს ურსულა ერქვა ის 1926 წლის 5 დეკემბერს დაიბადა ლისაბონში. მამამისი დიდგვაროვანი იყო ლისაბონში ყველა იცნობდა. ერთმანეთს კაფეში შევხვდით კარგად მახსოვს ის დღე მზე ანათებდა ძალიან ცხელოდა, კაფეში ვიჯექი კარი გაიღო და ულამაზესმა გოგომ შემოანათა, ჩემს მოპირდაპირე მხარეს დაჯდა და შენიშნა რომ ვუყურებდი. ჩანთიდან წიგნები ამოალაგა და კითხვა დაიწყო, სწორედ იმ წიგნს კითხულობდა რომელიც მე უზომოდ მიყვარდა. გადავწყვიტე მივსულიყავი, მივესალმე და საუბარი დავუწყე ასე დაიწყო ყველაფერი ერთმანეთს 2 წლის მანძილზე ვხვდებოდით და 1948 წლის პირველ იანვარს დავქორწინდით. ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ჩვენს ბედნიერებას ერთი რამ აკლდა... შვილი, ურსულას შვილი ძალიან უნდოდა, მახსოვს როდესაც ქუჩაში გამვლელ პატარა ბავშვს დაინახავდა სახეზე ღიმილი არ სცილდებოდა შემდეგ კი ნაღვლიანი სახით გამომხედავდა. ასე მიდიოდა ჩვენი ბედნიერების დღეები, კვირები, თვები. სანამ უკვალოდ გაქრებოდა შევნიშნე რომ რაღაც აწუხებდა, გამუდმებით გარეთ იყურებოდა დაწოლის წინ კარებს შეამოწმებდა თუ იყო ჩაკეტილი. ბევრჯერ ვკითხე, ვეცადე გამერკვია რა ხდებოდა მაგრამ ამაოდ. მეუბნებოდა რომ არაფერი არ ხდებოდა გამიღიმებდა და ჩამეხუტებოდა.1950 წლის პირველი თებერვალი იყო, გარეთ ძალიან ციოდა. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. სახლში შევედი მაგრამ ურსულა შინ არ დამხვდა, რაღაც ვიეჭვე გარეთ ძალიან ციოდა და არ გავიდოდა. ყველგან ვეძებე მაგრამ არსად იყო, მეორე დღეს მის ძმასთან მივედი, რომელთანაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა მქონდა. არც ურსულას მოსწონდა მაფრთხილებდა ჩემი ძმა საშიში ვინმეაო. ურსულა ღარიბი არ იყო საკმაოდ დიდი ქონება ერგო წილად, მამამისმა დაუტოვა სწორედ ამის გამო ვერ იტანდა მისი ძმა ურსულას. მასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი, მან კი მიპასუხა რომ ურსულა აქ დილით იყო საბუთები მომიტანა სადაც ხელი აქვს მოწერილი რომ ქონებას მე მიტოვებს, მითხრა რომ ქალაქიდან მივდივარო ამდენის ატანა აღარ შემიძლიაო. გავვოგნდი მოვბრუნდი და შინისაკენ წამოვედი გზაში ვფიქრობდი რომ ურსულა ამას არ გააკეთბდა ჩემგან არ წავიდოდა მისი ძმა კი მატყუებდა, მაგრამ ურსულას გარკვევით ქონდა ხელი მოწერილი რომ ყველაფერს მის ძმას უტოვებდა. 2 თვე ვეძებდი ყველა პორტი დავათვალიერე ყველანაირი ინფოემაცია მოვიძიე, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაგენი. მას შემდეგ სახლში ჩავიკეტე და ველოდებოდი იქნებ გამოჩენილიყო ჩემი ურსულა...
-ძალიან სამწუხაროა ტომას არ მეგონა ასეთი რამ თუ გქონდა გადატანილი მითხრა მარკმა.
-ასეა ძალიან მიყვარდა ახლაც ძალიან მიყვარს დღემდე ველოდები, იქნებ წერილ იმაინც აქვს დატოვებული ნებისმიერი რამ თუნდაც ერთი სიტყვაც ოღონდ ვიცოდე რომ კარგადაა. ცოტახანი სიჩუმე იყო ორივე ყავის ორთქლს ვუყურებდით შემდეგ კი გავბედე და ვუთხარი..
-მარკ დედაშენი ვინ იყო სად დაიბადა...
-დედაჩემს ელენი ექვა ელენ ფიცჯერალდი. ის ლისაბონში დაიბადა 1926 წელს... მის მშობლებზე არაფერი ვიცი. როცა ვკითხე ლისაბონიდან ლონდონში რატომ გადმოხვედი თქო, მიპასუხა რომ ლისაბონში საფრთხე ემუქრებოდა მაგრამ რა საფრთხე არ უთქვამს... მეტი არაფერი ვიცი მასზე სამწუხაროდ...
-მამა? მამაზე არაფერი იცი? ვკითხე მე
-მამა?... სიმართლე გითხრა ეგ არის მიზეზი რატომაც ჩამოვედი ლისაბონში, უნდა ვიპოვო და ვუთხრა რომ მისი შვილი ვარ...
-პოვნას როგორ აპირებ თუ მასზე არაფერი იცი??
-მხოლოდ მისი სახელი ვიცი, რაც დედაჩემმა მითხრა მას... ჯეიმი ერქვა...
- ჯეიმი? არ ვიცი რატომ მაგრამ თავში ცუდმა აზრმა გამიარა ეს იყო სახელი რომელსაც მხოლოდ ურსულა მეძახდა. მეუბნებოდა სახელი ტომასი არ მომწონს შენ ჯეიმი ხარო... ჯეიმი? კიდევ გავიმეორე...
-ხო ჯეიმი ქვია... რამე მოხდა? სახეზე ფერი არ გაქვს, კარგად ხარ ტომას?
-კი კარგად ვარ უბრალოდ რაღაც გამახსენდა.
კარგი ტომას უნდა წავიდე გვინევრა სახლში მარტოა ხვალ გნახავ... კარებამდე გავაცილე და კარები გათიშულმა დავხურე. ლოგინზე დავეცი და უცნაურ რამეს ვფიქრობდი... ნუთუ შესაძლებელია? არა არა რა სისულელეა სხვა ჯეიმიც ხომ არსებობს დედამის ელენი ერქვა, მას კი ურსულა არც გვარი ყოფილა ფიცჯერალდი... უეცრად გამახსენდა როდესაც პირველად შევხვდი მარკს რაღაც უცნაური ვიგრძენი, თითქოს მასში ჩემი თავი დავინახე... თვალები ურსულას მსგავსი ქონდა... ის სიზმარი როდესაც ურსულა ვნახე ნუთუ იმის თქმას ცდილობდა რომ მე შვილი მყავს... არა არა ეს შეუძლებელია ასე რომ ყოფილიყო წერილს მაინც მომწერდა რომ შვილი მყავს, ნუთუ ჩემი სანაპიროზე გასეირნება ჩემი ბედისწერა იყო. ამას გავარკვევ თუ ეს სიმართლეა მარკმა უნდა გაიგოს.
******************
მთელი ღამე არ მძინებია. გადავწყვიტე რომ ვილთან, ურსულას ძმასთან წავსულიყავი და გამეგო ყველაფერი დეტალურად რაც წარსულში მოხდა. ვილს დიდი 3 სართულიანი სახლი ქონდა გარეთ დაცვა ეყენა როდესაც სახლს მივუახლოვდი დაცვამ გამომხედა და წინ გადამიდგა.მე ვილთან მოვედი თუ შეიძლება გამოახედეთ ან შემიშვით. ვინ ბრძანდებით მკითხა ერთმა კაცმა.
-უბრალოდ უთხარით რომ ტომასი მოვიდა.
ცოტა ხნის შემდეგ დაცვა გაიწია და გზა მომცეს, თავი დავუკარი და სახლისაკენ გავწიე. ვილი კარებთან დამხვდა, ირონიულად მომესალმა და შინ შემიძღვა.
-გისმენ ტომას. აქ რისთვის მოხვედი?
-მინდა ჩემს მეუღლეზე სრული სიმართლე გავიგო.
-მე ყველაფერი გითხარი რაც მოხდა სათქმელი მეტი არაფერია, ამიტომ თუ სხვა საქმე არ გაქვს შეგიძლია წაბრძანდე.
-მაინც გავარკვევ ვიცი რომ რაღაც რიგზე არაა, თუ გავიგე რომ ამ საქმეში შენი ხელი ურევია განანებ.
-მემუქრები?
-არა უბრალოდ გაფრთხილებ.
შეგიძლია მიბრძანდე და გაარკვიო.
იქედან პირდაპირ ფოსტაში წავედი. შვამოწმე ჩემს სახელზე რამე წერილი ხომ არ იყო მართალია ბევრჯერ მაქვს შენამოწმები მაგრამ მაინც შევამოწმე.ნახევარი საათი ვიცდიდი და ბოლოს მითხრეს რომ არანაირი წერილი არ იყო. ნაღვლიანი გამოვბრუნდი და როდესაც კარებში გამოვდიოდი, რაღაც გამახსენდა გახარებული მოვბრუნდი, ასისტენტთან მივვარდი და ვუთხარი რომ ისევ მოეძებნათ მაგრამ ამ ჯერად სხვა სახელზე ჯეიმსზე. 10 წუთის შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს რომ წერილი არის 1955 წელს მოწერილი მისამართი მითითებული არ აქვს ამიტომ წერილი ჩვენთან იყო და პატრონს ველოდებოდითო. წერილი გახარებული გამოვართვი დავხედე წინ ჩემი სახელი ეწერა ჯეიმი, უკან კი ელენ ფიცჯერალდი. სახლში ავედი კარები დავხურე და წერილს დავხედე, გახსნა დავაპირე მაგრამ შევჩერდი, მოგვიანებით გავხსნითქო ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავძლებდი, წერილი გავხსენი და და კითხვა დავიწყე:
,,ჯეიმ, შეიძლება იფიქრე რომ მიგატოვე ან რამე მსგავსი. სინამდვილეში მე ქალაქი ჩემი ძმის ვილის გამო დავტოვე. სანამ წამოვიდოდი 1 კვირით ადრე ვილი ჩემთან მოვიდა და მითხრა თუ ქონებას არ გადავცემდი ის შენ მოგკლავდა და მეც ქონებას ხელში მაინც ჩავიგდებო. შენი დაცვის მიზნით დავთანხმდი, ქონება გადავეცი და ქალაქის დატოვება მომთხოვა ახალი პასპორტი მომიტანა სადაც ახალი სახელი და გვარი ეწრა, რადგან ვერ გეპოვნე.იმ დილით გელოდებოდი მინდოდა ერთად გავქეულიყავით მაგრამ სახლში მომაკითხა და ძალით წამიყვანა პორტამდე მიმაცილა და გამაფრთხილა, თუ ტომას წერილს მოწერ და ამ ყველაფერს მოუყვები გპირდები გიპოვი და შენც და შენს ტომასსაცო.ეს ყველაფერი ასე იყო, მაგრამ მინდა კიდევ ერთი რამ იცოდე ჯეიმს. შენ შვილი გყავს, როდესაც ლონდონში გადმოვედი ცოტა ხანში გავიგე რომ ფეხმძიმეთ ვიყავი, წერილის მოწერა დავაპირე მაგრამ გამახსენდა ჩემმა ძმამ რაც მითხრა. 1950 წლის 22 ნოემბერს გაჩნდა ჩვენი ვაჟი, მას მარკი დავარქვი, თვალებით მე მგავს. ახლა უკვე 5 წლისაა თუ ოდესმე მოვახერხე ჩამოვალ ან იქნებ შენ ჩამოხვიდე. მიყვარხარ ჯეიმს. შენ და ჩემი შვილი ერთადერთი ხართ ვინც გამაჩნია, მხოლოდ თქვენთვის ვცოცხლობ.
შენი საყვარელი:-ურსულა
*********************
წერილი ხელიდან გამივარდა. ურსულა ბოლოს წარმოვთქვი და ძირს დავეცი.გონს რომ მოვედი თეთრი კედლები დავინახე, თავზე მარკი და გვინევრა მადგა. ხმა ვერ ამოვიღე თითქოს ენა ამომაჭრეს. მარკის სიტყვები არ მესმოდა რაღაცას მეუბნებოდა, გვინევრას გავხედე ცხარე ცრემლებით ტიროდა. ბოლოს კი რაც დავინახე წერილი იყო რომელიც მარკს ეჭირა ეს იყო წერილი რომელიც ჩემმა ურსულამ მომწერა.მარკი ხელზე მეფერებოდა ვიგრძენი, თან ტიროდა. უკვე მივხვდი რაც ხდებოდა, მარკმა ყველაფერი გაიგო. შემდეგ ისევ სიბნელე, წინ მივდივარ, ვიღაცას მივყვები, სინათლისკენ მივდივარ რომელიც მეორე ბოლოდან მოდიოდა. თვალები გავახილე პალატაში ვიყავი ჩემს გვერდით ისევ მარკი იდგა.კარები გაიღო და ურსულა შემოვიდა, ჩემსკენ წამოვიდა მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა. ბოლოს რაც გავიგონე და დავინახე ეს მარკის სახე იყო რ ომელმაც სახეზე ხელი მომისვა და ხმამაღლა მითხრა ,,მამა''.
*********************
ტყეში მივდივარ, ლამაზი მზე ანათებს გვერდით ურსულა მომყვება რომელიც იცინის და მიყურებს. ბედნიერი ჩანს მეც გავიცინე და და ჩავეხუტე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent