with(out) you (I თავი)
ზაფხულის მცხუნვარე საღამო იყო... მიუხედავად საღამოს საათებისა, მზე მთელი სიმხურვალით აჭერდა და უმოწყალო ხვატში ახვევდა ქალაქში მყოფთ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სახლებში შეხიზნულიყო. მხოლოდ აქა-იქ ისმოდა ბავშვების გნიასი, რომლებიც ეზოებში გამოფენილიყვნენ და ზაფხულის სიცხესთან გამკლავებასა და გაგრილებიას ერთმანეთის გაწუწვით ცდილობდნენ. -გადმომიგდე. ბოთლი გადმომიგდე! -მთელი ხმით ყვიროდა შორტებში გამოწყობილი, თავიდან ბოლომდე გაწუწული ათიოდე წლის გოგონა. გრძელი ქერა თმები გაეშალა და წამდაუწუმ მათ სახიდან მოშორებას ცდილობდა, რომლებიც ასე ეტმასნებოდნენ სველ სახეზე. თან დროდადრო იცინოდა ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე გამაღიზიანებლად. - გიორგი რამდენჯერ უნდა გითხრა! - დოინჯი შემოირტყა და მის წინ ატუზულ შვიდიოდე წლის ბიჭს შეუბღვირა. -ეეე, გამანებე თავი რაა.. - ამოიბუზღუნა ბიჭმა. - მეც ხომ მჭირდება ბოთლი. შენი გააფუჭე და ჩემსას აღარ მოგცემ. -ხომ არ გავიწყდება რომ ერთ გუნდში ვართ?! - წარბები შეკრა გოგონამ. -რადგან შენზე პატარა ვარ უნდა დამჩაგრო?! - საწყლად წამოიკნავლა ბიჭმა. გოგონამ ცოტა ხნით უცადა და როდესაც მიხვდა, რომ მისი ლოდინი ამაო იყო თავად მივიდა და ხელიდან გამოგლიჯა ბიჭს წლით სავსე ბოთლი და მისი აბღავლებაც გამოიწვია. -მოდიან თიკოო! - იყვირა მთელი ხმით და ყერადღებაც კი არ მიუქცევია პატარა გიორგისთვის ისე ამოეფარა იქვე წამოჭიმულ ძველ დაჟანგულ ავტოფარეხს. მათი მოწინააღმდეგე ავტოფარეხთან მიახლოებისას შედგა და დაკვირვებით მოათვალიერა არემარე შემდეგ კი ფრთხილად წავიდა წინ, როდესაც იგრძნო, თუ როგორ გადაესხა თავიდან ბოლომდე ცივი წყალი. თვითონ შედგა და სანამ გამოფხიზლებას მოასწრებდა, მანამ მოახერხეს მისმა მეგობრებმა სწრაფად რეაგირება და ახტაჯანა გოგოსა და მის თანაგუნდელებს წყლის თოფებით გამოუდგნენ. მთელი ძალით მირბოდა ლინდა და დროდადრო თავს აბრუნებდა უკან, რათა კარგად დაენახა რამდენად ახლოს იყო მათთან მტერი. როდესაც თავი სამშვიდობოს დაიგულა და ჰორიზონტზეც არავინ არ ჩანდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა საიდანღაც მისთვის საძულველი და საძაგელი აწოწილი, მუდამ ავადმყოფური გამოხედვით მყოფი თორნიკე და ცივი წყლით სავსე თოფოთ კიდევ ერთხელ გაწუწა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცხელოდა და ცივი წყალი ერთი შეხედვით სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, გოგონა მაინც მოიღუშა და სახედამანჭულმა გაცლა სცადა, თუმცა ამაოდ. ცივი წყალი უსიამოვნოდ ედებოდა კანზე და ერთი სული ჰქონდა როდის დასრულდებოდა ეს წამება. -კარგი გეყოფა! - წამოიყვირა ნერვიულად. - გავიგეთ რომ გაიმარჯვე. -დიახაც გავიმარჯვე! - ამაყად და თავდაჯერებულად უპასუხა თორნიკემ. - თანაც მესამედ. - უფრო მეტად დასაზუსტებლად კი თითებიც მოიშველია. - თქვენ კი კიდევ ერთხელ წააგეთ. გოგონამ ერთი შეუბღვირა შემდეგ დაეჯღანა, ზურგი აქცია და ხტუნვა ხტუნვით გაემართა დანარჩენებისკენ. პირველად თორნიკე რომ დაინახა ცხრა წლის იქნებოდა. მაშინ როგორც სჩვევია ბავშვებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, როდესაც მოულოდნელად ბურთი ხეზე აუვარდათ და ისიც მაშინვე აძვრა ჩამოსაგდებად. ის ის იყო მისწვდა ბურთს და ჩამოაგდო კიდეც, რომ მოულოდნელად ფეხი აუცდა და თავით დაეშვა ქვემოთ. მისდა გასაკვირად სკმაოდ რბილად დაეშვა, მაგრამ როდესაც გაარკვია რაში იყო საქმე, ეს ამბავი დიდად არ გახარებია. პირდაპირ თორნიკეს დაეცა და ხელიც მოსტეხა. რა თქმა უნდა იყო ბევრი საყვედურები, დასჯა, მუქარა და ყოველ მეორე დღეს მის მოხუც ბებიასთან ერთად თორნიკეს სანახავად სიარული. ლინდას არავინ არ ჰყავდა ბებოსს გარდა. მამის ვინაობა არ იცოდა, ხოლო დედა კი მისი დაბადებიდან ორიოდე წელიწადში გარდაიცვალა მკერდის სიმსივნით. ერთადერთი შემწე და მარჩენალი კი საკმაოდ ასაკოვანი ბებია იყო, რომელიც ყველანაირად ცდილობდა გოგონასათვის ხელი შეეწყო და კარგად აღეზარდა, თუმცა ასაკი თავისას შვრებოდა და უკვე დაძაბუნებულ მოხუცს აღარ შეეძლო მისთვის სათანადო ყურადღება მიექცია. ისინი ერთ გარეუბანში, საკმაოდ მიყრუებულ და საშიშ ადგილას ცხოვრობდნენ. გოგონაც დილიდან საღამომდე გარეთ იყო და მეზობლის ბავშვებთან ერთად აქეთ-იქეთ დარბოდა. სწავლა საშინლად ეზარებოდა და სკოლაშიც რა თქმა უნდა ცუდი ნიშნები ჰყავდა. ბევრჯერ დაუბარებიათ ამის გამო ბებიამისი, თუმცა ყველა მისი შეგონება და მცდელობა, რომ გოგონასთვის ტვინში რამე ჩაენერგა ამაო იყო. გოგონაც ამის გამო მოპოვებული სრული თავისუფლებით სარგებლობდა. დადიოდა ვისთანაც უნდოდა და როდესაც უნდოდა. მთელი უბნის ბიჭები მის ძმაკაცებად ითვლებოდნენ. მხოლო თორნიკე არ მოსდიოდა თვალში და თვითონაც არ იცოდა რატომ. თორნიკე ერთი საოცრად მაღალი და გამხდარი ბიჭი იყო, მასზე ორიოდე წლით უფროსი. მუდამ სათვალეს ატარებდა და მუდამ ავადმყოფობდა. მიუხედავად ამისა, ბიჭი საკმაოდ ხშირად მოდიოდა დეიდას მოსანახულებლად დედასთან ერთად და იმის მაგივრად რომ სახლში დარჩენილიყო იქ ყოფნის მთელ პერიოდს უბნის გიჟებთან ატარებდა. ასე გადიოდა თვეები... დრო იცვლებოდა, მეგობრები ემატებოდათ და აკლდებოდათ, წუწაობიდან გუნდაობაზე გადადიოდნენ, მაგრამ არ იცვლებოდა ის ფაქტი, რომ თორნიკე მათი უბნისთვის მოუშორებელ ჭირად იქცა. ხანდახან იტყოდა გაღიზიანებული გოგონა ნეტა საერთოდ გაქრეს და თავიდან მომშორდეს ეს აბეზარი და საზიზღარი ბავშვიო, თუმცა მის სურვილს ასრულების პირი არ უჩანდა. -ლინდა! - ისმოდა მოხუცის ყვირილი. - ლინდა დაყრუვდი?! -რა გინდა ბებო რაა! -მე უნდა გავიდე მეზობელთან და ალბათ ცოტა შემაგვიანდება, საჭმელი მაცივარშია და გააცხელე. კარი არავის გაუღო და არსად არ გახვიდე სანამ არ მოვალ. - ცოტა ხანს შეიცადა - გასაგებია?! -გასაგებია, გასაგები! - უპასუხა გოგონამაც. მოხუცი რა თქმა უნდა დარწმუნებული იყო, რომ გოგონა არცერთ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა თუმცა ამას უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ეუბნებოდა. როგორც კი სახლის კარი გაიხურა მოხუცმა, გოგონა მაშინვე წამოხტა და გამოვარდა თავისი ოთახიდან. სახლი დაკვირვებით მოათვალიერა და გასაფუჭებელი რომ ვერაფერი ნახა, გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. კარი გამოაღო და საოცრად მხიარული გარეთ გავარდა. თითო საფეხურის გამოკლებით ჩაირბინა კიბეები და ეზოში შეკრებილი ბავშვებისკენ გაემართა. -რას შვებით? -არაფერს - მხრები აიჩეჩა პატარა გიორგიმ. -მოდი რამე ვითამაშოთ. - წამოაყენა ახალი იდეა. -მოდი. მაგრამ დედამ გამაფრთხილა არ იხმაუროთო. -რატო? - იკითხა გოგონამ, პასუხად კი პატარა ბიჭისგან აჩეჩილი მხრები მიიღო. -ამას რა სჭირს? - იკითხა ლინდამ და მოშორებით მანქანაზე მიყრდნობილი, თავჩაღუნული თორნიკესკენ მიუთითა ბვშვებს, მას კი ერთხელაც არ გამოუხედავს. -დეიდამისი მოკვდა როგორც ვიცი და ამიტომ არ უნდა ვიხმაუროთ. სირცხვილიაო დედამ მითხრა. - უპასუხა თიკომ და ხელები გადააჯვარედინა. -ჰმ. - ერთი ჩაიფრუტუნა ლინდამ და ბიჭს მზერა მოაშორა. ეს დღე იყო და მას შემდეგ თორნიკეთვის თვალიც არ მოუკრავს. მისი ამბით არც დაინტერესებულა. უბრალოდ ისე გაქრა თითქოს არც არსებულა. გოგონას მეხსიერებიდანაც ნელ-ნელა წაიშალა. თუმცა ლინდასთვის ნამდვილად არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება მის გაქრობაზე ოდნავ მაინც რომ ეღელვა. სამაგიეროდ გოგონა განაგრძობდა ჩვეულ ახტაჯანობას. განაგრძობდა უბნის ბავშვებთან მთელი დღის უქმად გატარებას, სიზარმაცეს, ბებოსთვის მუდმივი წინააღმდეგობის გაწევას და დაუმორჩილებლობას. დრო გადიოდა... იზრდებოდა და უფრო მშვენიერი და მიმზიდველი ხდებოდა. თხუთმეტი წლის იყო, როდესაც პირველი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა მისი ერთ-ერთი კლასელის სახით. კარგა ხანს უთმინა გოგონამ გამოხტომები და შეყვარებულის როლიც მოირგო, მხოლოდ იმის გამო რომ ქიმიასა და ფიზიკაში საკონტროლოების გადაწერის საშუალება ჰქონოდა. ბოლოს კი როდესაც სასწავლო წელი დამთვარა, ბიჭის ყურადღებისგან თავმობეზრებულმა გოგონამ მისი ნაჩუქარი ყვავილების თაიგული პირდაპირ თავზე გადააპუტა და მასთან მოიახლოებაც აუკრძალა. შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე, თუმცა გოგონა მათ დიდ ყურადღებას არ უთმობდა. და ეს ხანმოკლე რომანებიც მალევე დასრულდა. სკოლა დიდი წვალებით დაამთავრა. რამდენიმე საგანში ჩაჭრას ძლივს გადაურჩა. თუმცა საბედნიეროდ საკუთარი იღბალითა და ზოგიერთი თანაკლასელის დახმარებით უბრალოდ ბარიერები გადალახა. ახლა კი სრულიად თავისუფალსა და უსაქმურს რა გაეკეთებინა არ იცოდა. ძირითად დროს ისევ ქუჩაში, ბირჟაზე მეგობრებთან ერთად ატარებდა. უნივერსიტეტში ჩაბარებაზე არც უფიქრია, რადგან, საკმარისი არც ცოდნა ჰქონდა, არც ფინანსური სახსრები და არც სურვილი. ამიტომ ჩვეული უსაქმურობა განაგრძო. ერთადერთი რაც აღელვებდა და აინტერესებდა საკუთარი თავი და საკუთარი სურვილები იყო. ხშირად სთხოვდა ფულს ბებოს, რომელიც ამჟამად ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მისი შემოსავალიც მხოლოდ პენსიისა და სახლიდან აქა იქ გაყიდული ნივთებით შემოიფარგლებოდა. ბევრი ეჩიჩინა თავის ერთადერთ შვილიშვილს სამსახური დაეწყო, თუმცა ამაოდ, ლინდა ყურსაც კი არ იბერტყავდა. ძალიან ეზარებოდა მუშაობის დაწყება და უპირატესობას უსაქმოდ წოწიალს ანიჭებდა. იმისდა მიუხედავად რომ საკმარისი ფული არასდროს არ ჰქონდათ, თავი ძლივს გაჰქონდათ და ხშირად გასჩენია შური სხვების მიმართ, რადგან არ ჰქონდა მათი მსგავსი ტანსაცმელი, ტელეფონი, ვერ დადიოდა დასასვენებლად, ვერასდროს ვერ იღებდა იმას რაც სურდა, არასდროს არ ცდილობდა წარმატებისთვის და საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასასრულებლად რთული გზა აერჩია. ამის მაგივრად გულხელდაკრეფილი ელოდა თუ როდის გაუღიმებდა იღბალი, ის კი რატომღაც იგვიანებდა. წლები გადიოდა, ოცი წლის რომ გახდა ბებომ ძლივს შეკოწიწებული ფულით საჩუქრად ახალი ტელეფონი უყიდა, ისეთივე როგორიც მის მეგობრებს ჰქონდათ. ლინდამაც დიდი სიხარულით სინდისის ქეჯნის გარეშე გამოართვა და გახარებული მაშინვე მეგობრებთან გავარდა თავისი საჩუქრის საჩვენებლად. სახლში გვიან დაბრუნდა და ბებოს საყვედურიც ჩვეულებრივად მიიღო, ისე როგორც ყოველდღე იღებდა. იმ საღამოს მშვიდად დაწვა და დაიძინა. მეორე დილით კი უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა. -ლიინდა.. - ისმოდა ქალის ჩახლეჩილი ხმა. - ლიი..ნდა.. - კიდევ ერთხელ მოესმა და როდესაც გაარკვია, რომ ბებო ეძახდა, მაშინვე წამოხტა ლოგინიდან და გვერდით ოთახს მიაურა. -ბებო რა გჭირს? - შეშფოთებულმა იკითხა და ქალის დანაოჭებულ, დასუსტებულ და გაფითრებულ სახეს მიაჩერდა. -არ ვიცი... რაღაც ვერ ვარ კარგად. სუნთქვაც მიჭირს და გულის არეშიც მაწუხებს რაღაც. -დიდი ხანია ასე ხარ? რამე წამალი დაგალევინო? - იკითხა შუბლშეკრულმა და საწოლზე ჩამოჯდა. -მანდ ტუმბოში ჩემი წამლები დევს და ამომიღე. - ხელით სუსტად მიუთითა ქალმა და თვალები მილულა. გოგონამაც სასწრაფოდ ამოაძვრინა უჯრიდან წამლები და ქალს დაალევინა, შემდეგ კი სასწრაფოში დარეკა. დაახლოებით თხუთმეტიოდე წუთში სასწრაფოც გამოჩნდა. ექიმებმა დიდი დაკვირვებისა და ნახევარსაათიანი გასინჯვის შემდეგ დაასკვნეს, რომ ეს ინფარქტის ნიშნები იყო და ბებოც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. -რა ამბებია? - იკითხა თიკომ ტელეფონზე საუბრისას. -ისევ შეყვანილი ჰყავთ და რაღაც გამოკვლევებს უტარებენ. მგონი კარგა ხანს მოუწევს აქ დარჩენა. - ამოიოხრა ლინდამ და სკამზე ჯდომისგან დაღლილი წამოიმართა. -ხოო.. ძალიან ცუდია. მე შემიძლია რამით დაგეხმარო? -არა თიკო მადლობა. ჯერ არაფერი არ მჭირდება. -კარგი მაშინ თუ რამეა დამირეკე კარგი? -კარგი. - ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩააბრუნა. შემდეგ კი საავადმყოფოს დერეფანში ბოლთის ცემას მოჰყვა. ორიოდე საათი იყო გასული, როდესაც ექიმი გამოვიდა გარეთ და მაშინვე მომლოდინე სახით მომზირალი ლინდასკენ გაემართა. -როგორ არის? -მდგომარეობა რთულია. სისხლძარღვები შევიწროებული, არითმიაც აქვს. გამოკვლევები ჩავუტარეთ და ოპერაცია სჭირდება. - საკმაოდ მძიმე ხმით უთხრა ექიმმა. -დაა.. ამ ოპერაციის შემდეგ კარგად იქნება? -ვერ გეტყვით. შანსები ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. ყოველ შემთხვევაში სიცოცხლე მაინც გაუხანგრძლივდება. -და ოპერაციის გარეშე?.. -ოპერაციის გარეშე სამ თვესაც ვერ გაძლებს. -ახლა სად არის? - იკითხა საკმაოდ მისუსტებული ხმით. -ახლა პალატში გადავიყვანეთ. ნახევარ საათში შეძლებთ რომ მოინახულოთ. -კარგით... გმადლობთ გელა ექიმო. - უპასუხა წაშლილი მზერით და იქვე მოსაცდელ სკამზე ჩამოჯდა. მაშინ გამოფხიზლდა როდესაც თავზე ექთანი წამოადგა და უთხრა რომ ბებოს მისი ნახვა უნდოდა. პალატაში რომ შეაბიჯა კიდევ უფრო მოიღუშა და სახეზე უსიამოვნო გრძნობა აღებეჭდა. ბებო კიდევ უფრო ავადმყოფი, კიდევ უფრო ფერდაკარგული და დაპატარავებული ჩანდა. გული შეეკუმშა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვის შემდეგ. რა თქმა უნდა უყვარდა, მიუხედავად მისი ქცევისა, მიუხედავად უყურადღებობისა და არ გამომჟღავნებული ინტერესისა. ახლა მიხვდა რომ უყვარდა ეს ქალი... თავისებურად მაგრამ მაინც. თავისი ერთადერთი მარჩენალი და გულშემატკივარი. ის ვინც მუდამ ცდილოდა მასზე ეზრუნა და დედის მაგივრობა გაეწია. ის ვინც ცდილობდა სწორ გზაზე დაეყენებინა, თავად კი ამაგს არ უფასებდა. ახლა მიხვდა თუ როგორი უსუსური იყო ეს ერთი შეხედვით ძლიერი ქალი, ამჟამად კი ცხოვრებისგან დაღლილი და დასუსტებული. ნელა მიუახლოვდა საწოლს, სკამი გამოსწია და მასთან ახლოს ჩამოჯდა. - როგორ ხარ ბე? - ასე თბილად პირველად მიმართა მთელი მათი თანაცხოვრების განმავლობაში და ამ სიტყვებმა ქალს უნებურად გული აუჩუყა და ცრემლები წასკდა. -მე არა მიშავს.. შენ როგორ ხარ ჩემო კარგო? გოგონამ მხრები აიჩეჩა და თავი დახარა. -ექიმმა მითხრა რომ ოპერაცია გჭირდება. - ამოილაპარაკა ბოლოს და თავი ასწია. -ვიცი შვილო მეც მითხრა. -მერე კარგად იქნები არა? - ცრემლმორეული თვალებით ამოხედა და ხელზე ხელი მოუჭირა. -ლინდა.. ბებო.. ეს ოპერაცია ძალიან ძვირი ჯდება და ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ფული. არ გამოვა. -რას ქვია არ გამოვა?! - გაცეცხლდა გოგონა. - ამას როგორ ამბობ?! ასეთი ცივსისხლიანი გგონივარ? ფულს აუცილებლად ვიშოვი. -როგორ შვილო. ვინ მოგცემს ამხელა ფულს. -სესხს ავიღებთ ბანკიდან. ის ბინა ხომ ჩემზე გადმოაფორმე? გარანტად გამომადგება. მერე მუშაობას დავიწყებ და რამეს ვიზამ. -შვილო ის ბინა შენია. მე უკვე წარსული ვარ და შენ მომავალი. არ შეიძლება ასე. -როგორ არა. ასე გავაკეთებ. მთელი ცხოვრება შენ მივლიდი.. ახლა ჩემი ჯერია. -კი მაგრამ ლინდა... -კმარა! - მკაცრად ჩაილაპარაკა. - მე ახლა უნდა გავიდე. ნახვის საათებიც იწურება. რამოდენიმე საათში დავბრუნდები და შენთან ალბათ აღარ შმეომიშვებენ, თუმცა დერეფანში დავრჩები. ნელა დაიხრა, მოხუცს შუბლზე ეამბორა და პალატა დატოვა. მთელი დარჩენილი დღე გადარბენაზე გაატარა, ხან მეგობრებს მიაკითხა დახმარების სათხოვნელად, ხან ბანკებში დარბოდა იმ იმედით, რომ სესხს მისცემდნენ. საღამოს კი ისევ საავადმყოფიში დაბრუნდა. დღეები ნელა მიიზლაზნებოდა, ქალის მდგომარეობა კი უცვლელი იყო. ოპერაციაც მალე უნდა გაეკეთებინათ. როგორც იქნა ერთ-ერთ ბანკში შეძლო სესხის აღება და გახარებული მაშინვე საავადმყოფოსკენ გაემართა მდგომარეობის გასაგებად და ბებოსთვის ახალი ამბის შესატყობინებლად. საბუთებიც მალე მოაწესრიგა და ოპერაციის თარიღიც დანიშნეს. ახლა მთავარი იყო ოპერაციას წარმატებით ჩაევლო და შემდეგ მკურნალობის კურსიც გაევლოთ. საავადმყოფოს მოსაცდელში იჯდა და თიკას ელოდა. მალევე გაჩნდა გოგონა მის გვერდით. -აბა რა ხდება? -უკვე ერთი საათია შეყვანილი ჰყავთ. ალბათ კიდევ კარგა ხანი გაგრძელდება ოპერაცია. -შენ ნუ იღელვებ. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. -იმედია. -ლინდა...- გოგონამ შეიცადა, საუბრის გაგრძელება ეუხერხულებოდა ამ თემაზე. - შენ რას აპირებ? სესხი როგორ უნდა გადაიხადო? ლინდამ მხრები აიჩეჩა და ჩვეული უდარდელობით უპასუხა: -მუშაობას დავიწყებ. -კი მაგრამ აქამდე არასდროს გიმუშავია. ყოველთვის გეზარებოდა. თან არანაირი გამოცდილება არ გაქვს და სამსახურის პოვნას როგორ აპირებ? -რამეს მოვახერხებ! - ცოტა არ იყოს უხეშად უპასუხა გოგონამ. -კარგი მაპატიე. - შეშინებულმა ოდნავ ნაწყენი სახით უპასუხა თიკამ და თავი გვერდით გააბრუნა. -არა.. შენ მაპატიე. ძალიან გაღიზიანებული ვარ. მოდი ახლა არ გვინდა ამ თემაზე. -კარგი, როგორც გინდა. ოპერაცია კიდევ სამ საათს გაგრძელდა. როდესაც ექიმი გამოვიდა ორივე ანერვიულებული წამოდგა ფეხზე და სწრფი ნაბიჯით გაემართა თეთრხალათიანი სანდომიანი სახით მომღიმარი მამაკაცისკენ. -ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გილოცავთ. -გმადლობთ. დიდი მადლობა... - გაბადრული სახით უპასუხა ლინდამ და შვებით ამოისუნთქა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი აღმოჩნდა ბებიისა და შვილიშვილისთვის. გოგონას თითქმის სულ მის გვერდით ყოფნა უწევდა, ამიტომ სამსახურსაც ვერ იწყებდა, სესხს კი პროცენტები უფრო და უფრო ემატებოდა. -ლინდა არ გინდა. ჩემით მივხედავ თავს შვილო. -კი მაგრამ მარტო როგორ დაგტოვო? თიკაც ახლა გავიდა ქალაქიდან. -როგორ და ჩვეულებრივად. შენ მიდი და საქმეებს მიხედე. ვერ ნახე რამდენჯერ დაგირეკეს ბანკიდან? -კარგი ბებო. მაშინ სულ რაღაც ორი საათით დაგტოვებ და მალე მოვალ. -კარგი შვილო. მე იქამდე წავუძინებ ცოტას. გოგონამ გაუღიმა, ტელეფონს დაავლო ხელი და სახლი დატოვა. ბანკში საკმაოდ გაიწელა დრო. დიდხანს უხსნიდა ლინდა რომ ხვალ მუშაობას იწყებდა და სესხსაც დაფარვასაც დაიწყებდა. როგორც იქნა გამოღწია და შვებით ამოისუნთქა. სასწრაფოდ სამსახურის ძებნა უნდა დაეწყო. ჯერ აფთიაქში შეიარა და წამლები იყიდა, შემდეგ კი გაჩერებაზე მდგომ გაზეთების ჯიხურთან მივიდა და განცხადებების გაზეთიც გამოაყოლა თან. სახლში მისვლა საკმაოდ შეაგვიანდა. კარები შეაღო და დაიძახა: -ბებო მოვედიი. - თუმცა მისი სიტყვები უპასუხოდ დარჩა. რამოდენიმე პარკი ჭრაჭუნით დადო მაგიდაზე და საძინებელი ოთახისკენ გაემართა. -ბებოო! - დაიძახა კიდევ ერთხელ და კარი შეაღო. საღამოს გრილი ნიავი შემოდიოდა ღია ფანჯრიდან და ფარდას აფრიალებდა. მზე დამრეცად ეცემოდა საწოლს და ქალის გაფითრებულ სახეს დაჰნათოდა. გოგონა შეშინებული ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და საწოლის პირდაპირ დადგა. -ბეე... პასუხი გამეცი რაა. -საწყალი ხმითა ამოიკნავლა. თუმცა ქალის გაციებულ სხეულს მისი ხმა არ გაუგია. დაკრძალვამ ჩვეულებრივ ჩაიარა. რა თქმა უნდა ერთადერთი ნათესავის გარდაცვალება ლინდამ მძიმედ გადაიტანა, თუმცა მალევე მოეგო გონს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, თუმცა რატომღაც მუდმივ დანაკარგს გრძნობდა, თითქოს სხეულის რაღაც ნაწილი მოჰკვეთესო. მისი შევსება კი არავის შეეძლო. თუმცა დრო ყველაფერს ანელებს და ლინდას განცდებიც აღარ იყო ისეთი მძაფრი და საშინელი. მალევე იშოვა სამსახური ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტად. მაგრამ მალევე დაითხოვეს უყურადღებობისა და სამსახურეობრივი გულგრილობის გამო. შემდეგ დამლაგებელი გახდა, თუმცა იქაც კონფლიქტი მოუვიდა თავის უფროსებთან და მალევე წამოვიდა. ბოლოს დიდი ძებნის შემდეგ მიაგნო ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის პოზიციას, მართალია ანაზღაურება დაბალი იყო, თუმცა ეს სამსახური სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად მოსწონდა. მიუხედავად ამდენი მცდელობისა, მისი ფინანსური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. ბანკის სესხს ვეღარ იხდიდა, არადა პროცენტები თვიდან თვემდე ემატებოდა და მალე საკმაოდ კოლოსალურ თანხას მიაღწევდა. საბოლოოდ კი სახლის დატოვება მოუწევდა. გამოსავალს ყველგან ეძებდა მაგრამ ამაოდ. უნდოდა, ძალიან უნდოდა ბევრი ფული ეშოვა და სრულიად უზრუნველი მომავალი შეექმნა. მაგრამ ამას მისი განათლებითა და გამოცდილებით და ვერც მისი თავდაუზოგავი შრომით ვერ მიაღწევდა. ოცდასამი წლის გოგო იყო და ამ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არაფერს წარმოადგენდა. ეს ფაქტი კი ძალიან თრგუნავდა და ამავდროულად სტიმულს უღვიძებდა, ნებისმიერ ფასად მიეღწია რამეს ამ ცხოვრებაში. ერთადერთი კარგი რაც გააჩნდა - ეს მისი გარეგნობა იყო. ბევრჯერ სცადა ბედი სამოდელო სააგენტოებში, თუმცა ეს ყველაფერი ამაო იყო. არავის არ სჭიდებოდა გამოუცდელი, ნაწილობრივ დაკომპლექსებული და საკუთარ თავზე რატომღაც სრულიად უმიზეზოდ დიდი წარმოდგენის მქონე მოდელი. ისიც ნელ-ნელა ურიგდებოდა ბედს, თუმცა უკეთესის იმედს არასდროს არ კარგავდა. სამსახური როგორც ყოველთვის გვიან დაამთავრა. ღამის ორი საათი იყო, როდესაც გერეთ გამოვიდა. კარგა ხნიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ტაქსი გამოჩნდა მანაც ამ ფაქტით გახარებულმა ხელი აუწია. უკანა სავარძელზე დასკუპდა და მისამართი უკარნახა. სახლთან უკვე ახლოს იყო, როდესაც ტელეფონზე ზარი შემოვიდა. გაუკვირდა, რადგან თიკა ასე გვიან არასდროს ურეკავდა ხოლმე. -გისმენ? - უპასუხა ოდნავ გაკვირვებულმა. -ლინდა შეიძლება ამაღამ შენთან დავრჩე? - როგორ არა თიკა. სად ხარ? -შენს ბინასთან ვდგავარ და კარს არ მიღებ. მეგონა გეძინა. -არა, ახლა მოვდივარ. ხუთ წუთში მანდ ვიქნები და დამელოდე. -კარგი ლინდა. დიდი მადლობა. -არაფრის. -ტელეფონი გათიშა, ჩანთაში ჩააგდო, მძღოლს ფული გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. ნელი, მძიმე ნაბიჯით აიარა კიბეები და მის კარებთან აყუდებულ თიკას გადაეხვია. შემდეგ კი სახლში შეუძღვა. -რას შვები? სად დაიკარგე? -რავი.. ვეღარ მოვიცალე ამ ბოლო დროს რომ მენახე. -შენ სულ მაგას იძახი. ნეტავ რითი ხარ დაკავებული. -ძალიან გთხოვ შენებურბი არ გინდა. - უკმაყოფილოდ მოჭმუხნა სახე, მარცხენა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღი, ერთი ღერი ამოაცურა და სანთებელით რამოდენიმე ცდის შემდეგ ძლივს მოუკიდა. - გინდა? - ახლა გაახსენდა მეგობარიც. -როგორ არა. - უპასუხა ლინდამაც და ერთი ღერი ამოაცალა. გამოცდილი მწეველივით მოიქცია ტუჩებს შორის, სანთებელით მოუკიდა, შემდეგ ოდნავ გაყვითლებულ თითებს შორის მოიქცია და ნეტარად გააბოლა. - ცხონებაა, ის გურამი სამსახურში მოწევის უფლებას არ გვაძლევს ხოლმე. ლამისაა დავიხრჩო. - ფეხები მის წინ მდგარ სამზარეულოს სკამზე მოათავსა და საზურგეზე გადაწვა. -ძალიან იღლები. -ვიცი. -მერე? ასე აპირებ გაგრძელებას? -სხვა გზა მაქვს? უკეთესი ვარიანტი როგორც კი გამოჩნდება მაშინვე თავს დავანებებ. -კარგი ერთი! ელოდე მაგ უკეთეს ვარიანტს და იქამდე სახლს გაგიყიდიან. ასე ვერაფერს მიაღწევ. -აბა რას მთავაზობ? მითხარი.. მოდიხარ აქ და მორალს მიკითხავ. იქნებ შენ იცი უკეთესი რამ და მეც მასწავლო? რადგან ახლა სხვა გზას ვერ ვხედავ! კაპიკებზე უნდა ვიმუშაო ამ დამპალ სამსახურში ან შიმშილით სული ამომძვრეს. -კარგი... გასაბრაზებლად არ მითქვამს. უბრალოდ რჩევის სახით გეტყვი ერთ რამეს. ლამაზი ხარ. მეტიც, ძალიან ლამაზი. შენს ადგილას რომ ვიყო გარეგნობით ბევრს მივაღწევდი. - ეშმაკურად მოწკურა თვალები, მთელი ტანით გადაიხარა ლინდასკენ და თან ანთებული სიგარეტით ჰაერში გოგონას გამოსახულება მოხაზა. -და რა თავში ვიხლი მარტო გარეგნობას? - ხომ ხედავ ყველა სააგენტომ და ყველა კონკურსმა უარით გამომისტუმრა... თუ რამე ისეთს მთავაზობ რომ.... - შეცბუნება დაეტყო სახეზე ლინდას. -არა - გადაიხარხარა თიკამ - უბრალოდ გეუბნები რომ შენი გარეგნობა უნდა გამოიყენო. ლიკუნა გახსოვს? ჩევი კლასელი. ვიღაც ფულიანი ბობოლა ტიპი ჩაიგდო ხელში. -კარგი რაა. - უკმაყოფილოდ მოწკურა თვალები. -შენ იძახე კარგი რაა და რეალურად ეს ყველა შენს პრობლემას გადაჭრიდა. თან რატომაც არა? შეეყვარებული არ გყავს, არც ისეთი ვინმე ვის გამოც ამაზე უარს იტყოდი. ასე რომ დაფიქრდი. -მერე სად უნდა ვიშოვო ასეთო ბობოლა ტიპი? -მაგათი მეტი რა არის. მთავარია კარგად მიუდგე და სიყვარულით დაბრმავებული ქალის როლი მოირგო. -და შენ რატომ არ გააკეთებ იგივეს? -მე ზურა მყავს და ვერ ვუღალატებ. -კარგად რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი, რომ რაიმე ნარკოტიკი მიიღე ან ფსიქიატრიულიდან გამოიქეცი. - გულიანად გადაიხარხარა გოგონამ. -კარგი გეყოფა ჩემი დაცინვა. მეძინება საშინლად ასე რომ გამიძეხი ჩემი ოთახისკენ. -ახლავე. - გოგონამ გასარეცხი ფინჯნები ნიჟარაში ჩაალაგა, სამზარეულოში შუქი ჩააქრო და თიკასთან ერთად გაიხურა კარები. -დილა მშვიდობისაა. - მთქნარებით შემოაბიჯა სამზარეულოში და იქვე კარადასთან ატუზულ თიკას შეავლო თვალი. -დილა მშვიდობისა. ყავა უნდა გამეკეთებინა და დალევ? -რატომაც არა. - მხრები აიჩეჩა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. - ზეზეულად მძინავს. ცოტას გამომფხიზლებს მაინც. -დღეს ისევ საღამოს ცვლაში ხარ? -კიი. - უკამყოფილოდ ამოიბუზღუნა და თავი ხელებში ჩარგო. -დალიე. - წინ ქაფქაფა ყავით სავსე ფინჯანი დაუდო, რომელსაც გასაოცარი სურნელი ასდიოდა. -მოიცაა... ეს ტიპი არ გეცნობა? -ვინ ტიპი? -ტელევიზორს აუწიე. ლინდამაც პულტი მოიმარჯვა და ტელევიზორის ხმას აუწია, სადაც ახლადგამომცხვარ წარმატებულ ბიზნესმენზე საუბრობდნენ, რომელიც საკმაოდ დიდ ინვესტიციებს აბანდებდა განათლების სფეროში. ერთი შეხედვით უფერული, აწოწილი, სათვაალიანი სილუეტის მიღმა მარტივად ამოიცნობდით თორნიკეს - ლინდას ბავშვობის კოშმარს. -კიი ეგ არის... თორნიკეა. უყურე მაგ მურთხს, რისთვის მიუღწევია. -გახსოვს ერთმანეთს როგორ აწვალებდით ხოლმე ბავშვობაში. მაგრამ შენ ქაჯი იყავი და ჯობნიდი. -არც ახლა ვარ ნაკლები. ამის შემდეგ გოგონებმა უხმოდ ისაუზმეს. ლინდამ მაგიდა მიალაგა, ჭურჭელი დარეცხა და სკამზე ისევე უხმოდ ჩამოდჯა. -რა გჭირს შენ? რას ჩაფიქრდი? - ჰკითხა ეჭვით აღსავსე ხმით თიკამ. -შენს წინადადებაზე დავფიქრდი. -რა წინადადებაზე? -წუხელ რაც მითხარი. -მოიცა, შენ რა სერიოზულად მიიღე? - გულიანად გადაიხარხარა. -კი... და გადავწყვიტე ბატონი თორნიკე მოვინახულო. *_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_* მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ახალი ისტორიით დავბრუნდი. ველოდები თქვენს შეფასებებს...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.