შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი 4


16-08-2017, 15:55
ავტორი lola
ნანახია 2 350

"დროა გავარკვიოთ ყველაფერი" ეს ფრაზა ისე ჟღერდა თითქოს ნაჩხუბრები ვიყავით და ურთიერთობის დალაგებას ვცდილობდით... სასაცილოდ მომეჩვენა,ჩვენ ხო ერთმანეთს არც კი ვიცნობდით,მხოლოდ ის შემთხვევა,ის საღამო გვაკავშირებდა ერთმანეთთან
-კარგი გავარკვიოთ ყველაფერი.
-მგონი შესაფერისი ადგილი არა,გავისეირნოთ.ახლა უფრო მშვიდი და ტკბილი ხმა ჰქონდა
-მე კი პირიქით ვფიქრობ სწორედაც რო შესაფერისი ადგილია.შუა ქუჩაში ლამპიონების მკრთალი შუქის ქვეშ ვიდექით,იქ სადაც ერთმანეთის კარგად დანახვას შევძლებდით
-კარგი.
ცოტა ხანი დუმილი ჩამოვარდა,იმ ხნის განმავლობაში პირისპირ მდგომს სახეზე ვაკვირდებოდი,ვცდილობდი აღმექვა და დამემახსოვრებინა მისი სახის მოყვანილობა,
პირმრგვალი გამოკვეთილი ნაკვთების მქონეს ღია წითელი ტუჩები ერთმანეთზე მაგრად მიჰკვროდა,ოდნავ გრძელი თმა კაპიუშონის ქვემოდან მოუჩანდა არ ვიცი ღიმილის დროს ლოყაზე ფოსო თუ უჩნდებოდა,მაგრამ მის გარეგნობაში ყველაზე მეტად ღამეზე უფრო მუქი თვალები მხიბლავდა
მოულოდნელად დაიჭირა ჩემი მზერა,გაეღიმა მე კიდე შემრცხვა,გვერძე გავიხედე,რათა უხერხულობისგან თავი დამეღწია
-ისევ იასამნის სურნელი აგდის,როგორც მაშინ... იმ დღეს შენი შეშინება არ მინდოდა... უბრალოდ...
-უბრალოდ ასე გამოვიდა.მე დავასრულე მისი დაწყებული ფრაზა
-ხო.დანანებით ჩაილაპარაკა
-ალბათ ახსნას მოუძებნი შენს საქციელს,გისმენ.რა ვთქვი თვითონაც ვერ გავიაზრე,ნუთუ მე ვლაპარაკობდი?.... არა,ჩემი მეორე მე საუბრობდა ჩემ მაგივრად
-თავისთავად ყველაფერს მოეძებნება ახსნა,მაგრამ არ ვიცი როგორ გითხრა
-პირდაპირ მითხარი
-მენატრებოდი.
-გენატრებოდი? გამეცინა ამის გაგონებაზე
-როგორ შეიძლება უცხო ადამიანი გენატრებოდეს?
-არ ხარ ჩემთვის უცხო,იმაზე ახლობელი ხარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია.ნაზად შემეხო თმაზე,მერე მკლავზე,ბოლოს კი თავის ხელში მოიქცია ჩემი გაყინული თითები.ვცადე მისი ხელის მოშორება,სანაცვლოდ კი უფრო ძლიერად ჩამჭიდა
-არ ვიცი რას გულისხმობ,მაგრამ მე არ გიცნობ,არაფერი არ ვიცი შენ შესახებ,ასე მოულოდნელად გაომეცხადე და მეუბნები მენატრებოდიო... არარეალურ ამბავს ჰგავს, სინამდვილეში ასეთი რამ არ ხდება ყოველდღიურობაში,ფილმისთვის კარგად დადგმულ სცენას მაგონებს ეს ყოველივე.... თუნდაც ის სპექტაკლი,რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა,შენ ფიქრობ რომ რეალურია? ფიქრობ რომ ასეთი რამ დასაშვებია?ასე უბრალოდ შეგიძლია მოხვიდე და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენო?გიფიქრია კი საერთოდ ამაზე?არ ფიქრობ რო მიუღებელია ეს ყოველივე ჩემთვის.
ისევ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა
-მგონი დღეისთვის საკმარისია.მშვიდად მითხრა და ხელი გამიშვა
-არა არ არის საკმარისი,მე პასუხები მჭირდება კითხვებზე,პასუხები რომელიც ყველაფერს ახსნის,შენ არ შეგიძლია ასე უბრალოდ შეწყვიტო საუბარი.ნერვებ მოშლილი შეტევაზე გადავედი
-გელოდებიან.ზურგს უკან ჩემი სახლისკენ მიმითითა
მხოლოდ ახლა გავიაზრე რო გვიანი იყო,სახლში არ მითქვამს სად მივდიოდი,არც ის მითქვამს რო შემაგვიანდებოდა,ახლა კი ამ შუა ღამისა ხელჩაკიდებული ბიჭთან ერთად ვიდექი შუა ქუჩაში... წარმოდგენაც არ მინდოდა რას იფიქრებდნენ
-ახლავე მოვალ დედა.ხმამაღლა დავუძახე და ისევ ბექას მივუბრუნდი
-საუბარი არ დაგვისრულებია.ზურგი ვაქციე,ის ის იყო წასვლას ვაპირებდი მკვეთრი მოძრაობით თავისკენ შემატრიალა,მეგობრულად გადამკოცნა და დამემშვიდობა
-არაფერი შეიმჩნიო,შეხვედრამდე
კიბეებზე ასვლისას უცნაური სიმძიმის შეგრძნება დამეუფლა,თითქოს რაღაც ისევ ქუჩაში მექაჩებოდა სახლში დაბრუნების საშუალებას არ მაძლევდა,ვიცოდი დედა გაბრაზებული იქნებოდა... ნუ გაბრაზებული უფრო რბილი ნათქვამია,ალბათ გაცეცხლებული,მაგრამ ემოციურად იმდენად დაღლილი ვიყავი არაფრის ახსნის თავი არ მქონდა
-დედა გთხოვ ხვალ ვილაპარაკოთ ამ თემაზე.სახლში შესულს დედა კართან წარბ აწეული დამხვდა,საწყალი სახე მივიღე და ისიც სულ ცოტათი მოლბა
-ხვალ აუცილებლად ვისაუბრებთ.
-კარგი.დავთანხმდი და კიბეებზე ასვლა დავიწყე
-ხო მართლა შეგეძლო გეთქვა შეყვარებულის შესახებ.
-არაა ჩემი შეყვარებული.გიჟივით წამოვენთე
-ნანიკო დედაშენი ვარ და მე მაინც ნუ მატყუებ,ჯერ არ დავბრმავებულვარ,კარგი მხედველობა მაქვს.ხელზე მანიშნა,აშკარად დაენახა
-დედა!გაოცებულმა შევკივლე
-როდის გაგვაცნობ?კმაყოფილი სახე მიიღო
-არაა ჩემი შეყვარებული.ისევ გავუმეორე და კიბეები ავირბინე.საძინებლის კარი ლამის ჩამოვიღე,გაბრაზებულმა ძლივს მოვთოკე საკუთარი თავი
-უნდა დავმშვიდდე და დავფიქრდე,ყველაფერს ახსნა უნდა ვუპოვო,არ შეიძლება ყველაფერი ისე რთულად იყოს როგორც მე ვფიქრობ,მენატრებოდიო რატო მითხრა?გამოდის აქამდეც გვინახავს ერთმანეთი,მაგრამ რატო ვერ ვიხსენებ? სასოწარკვეთილებისგან ტირილი მომეძალა
ბავშვობის მოგონებებიდან იმ ბიჭის გახსენება ვცადე,რომელიც დემეტრესთან ჩამოდიოდა სტუმრად...მაგრამ ვერ გავიხსენე მისი სახე,არც სახელი მახსოვდა...მაშინ ალბათ 5წლისა ვიყავი,ახლა კი 17წლის გოგო ვერ ვახერხებდი 12წლის წინანდელი ამბების გახსენებას...იქნებ ისაა,იქნებ ბექა იყო ის ბავშვი რომელიც მთელი დღე ჩემთან და თომასთან ერთად თამაშობდა? მაშინ სად იყო ამდენ ხანს?რატო არ ახსოვს ჩემს გონებას მისი არსებობა? ეს კითხევბი ეჭვებს უფრო მიმძაფრებდა,სასწრაფოდ უნდა მეპოვა პასუხი.... ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე დედასთვის მეკითხა იმ ბიჭის სახელი.
კიბეები ისე ხმაურიანად ჩავირბინე არც კი მიფიქრია რო შეიძლებოდა ვინმეს გაჰღვიძებოდა,მშობლების ოთახში დაუკითხავად შევიჭერი მოურიდებლად ავანთე სინათლე,დედას მივვარდი და კითხვების კორიანტელი დავაყარე,ნამძინარევი ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი,ცოტა გამოფხიზლება დავაცადე და მერე ისევ გავუმეორე შეკითხვა
-გახსოვს დე მაია დეიდასთან სტუმრად რო ბიჭი ჩამოდიოდა ხოლმე?
-არ მახსოვს,რა იყო? გაუკვირდა ამ შუა ღამისას რამ გამახსენა ის ბიჭი
-როგორ არ გახსოვს დედა,ჩემზე ორი წლით დიდი იყო.ვაძალებდი მის გახსენებას
-ბუნდოვნად მახსოვს,რატო გაგახსენდა ახლა? მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
-დედა მისი სახელი დამავიწყდა
-და რა მოხდა მერე?
-როგორ რა მოხდა,ის ხომ...
-სახელი არ გახსოვს?არ მოვეშვი
-არა ნანიკო არ მახსოვს
-რატო დედა,რატო არ გახსოვს? სასოწარკვეთილების პიკზე ვიყავი,მეგონა დედა დამეხმარებოდა,ის გამიქარწ....ბდა იმ გულის ნადებს რაც შიგნიდან მჭამდა
ერთადერთი იმედი-ღა მრჩებოდა,თომასთვის უნდა მეკითხა
02:25 ტეელფონზე დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა,შეტყობინება დავუტოვე.
03:14 წუთზე ისევ დავურეკე,მაგრამ ამ ჯერადაც ავტო მოპასუხე ჩაირთო,კიდევ რამდენიმე გამოტოვებული ზარი და ნერვებზე საბოლოოდ მოვიშალე
-ახლა ავდგები და თომასთან წავალ,მაშინ მაინც მიპასუხებს.გაბრაზებული ისევ პირველ სართულზე ჩავედი,ფეხზე ბოტასები ჩავიცვი,აკეცილი შარვალი ჩამოვიწიე,ქურთუკი მოვიცვი,სახლიდან ისეთი სისწრაფიდ გამოვედი კაცი იფიქრებდა რამეს გავურბოდი.
სანამ თომას სახლამდე მივედი მეგონა საუკუნე გავიდა,ჩემდა საბედნიეროდ მის უბანში მაინც იყო ნორმალური განათება,ეზოში ქურდივით შევიპარე,ვცდილობდი მისი ძაღლი არ გამეღვიძებინა,შოტლანდიური სეტერი ყავდა,ტოდი დაარქვა არ მახსოვს რატო საკმაოდ დიდი ზომითა და კარგი ყნოსვით გამორჩეულს არ გაუჭირდებოდა ჩემი გარჩევა უცხოსგან,მაგრამ მაინც ვნერვიულობდი.თომას ოთახი პირველ სართულზე უკან,ბაღის მხარეს ჰქონდა,იქამდე მთელი ლაბირინთების გავლა დამჭირდა,ბოლოს ფანჯარაზე მივუკაკუნე,მაგრამ არც ახლა გამცა ხმა
-სად ხარ ადამიანო.გაბრაზებულმა ჩემთვის ჩავილაპარაკე,ისევ მივუკაკუნე ფანჯარაზე
-ოხ რა საზიზღარი ბიჭია,სად გდია ამდენ ხანს.უკნიდან მომესმა ხმა,დავეთანხმე ისიც დავამატე ალბათ შუა ძილშია მეთქი და კიდევ მივაკაკუნე
-მოიცა რა? ახლა გავაანალიზე რო ეზოში ჩემ გარდა სხვაც იყო,შეშინებულმა თვალები მაგრად დავხუჭე,მეგონა მეძინა,მაგრამ რო გავახილე ადამიანის სილუეტი დამხვდა ჩემ წინ,პირი გავაღე დაკივლება ვცადე,მაგრამ ხელი მიმაფარა და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა"ჩუმად იყავი"-ს ნიშნად
-აქ რას აკეთებ? გამოიპარე? შენებმა რო გაიგონ? გოგო ხო არ გაგიჟდი?! შეკითხვების კორიანტელი დამაყარა,პირიდან ხელი მოვიშორე და ახლა მე ავქოთქოთდი
-ტელეფონზე რო გეპასუხა აქ არ ვიქნებოდი,სად გიგდია იცი რამდენჯერ დაგირეკე
-რამე მოხდა?
-ხო ე.ი მოხდა რაღაც ამ შუა ღამისა რო მოგაკითხე
-სახლში შევიდეთ თორე აქ ცივა,იქ მომიყევი
-გახსოვს ის ბიჭი დემეტრესთან რო ჩამოდიოდა?
-ვისზე ამბობ? თავიდან ვერ მიხვდა,ცოტა ხანს დაფიქრდა
-უი გამახსენდა,დემეტრესთან ვნახე,კარგა ხანს არ მყავდა ნანახი, ძლივს ვიცანი, გიკითხა. ბედნიერი ხმით წამოიწყო საუბარი, მაგრამ გადააწყდა რა ჩემ დაბღვერილ სახეს,მაშინვე დასერიოზულდა
-მოიცა შენთვის არ მითქვამს?
-არაფერი არ გითქვამს თომა
-რატო მახსოვდა რო გითხარი? უხერხულად გაიღიმა
-ახლა მაგას მნიშვნელობა არ აქვს,რა ჰქვია?ვცადე მღელვარება დამეფარა, არ მინდოდა თომას რამე ეეჭვა
-ვის რა ქვია? დაბნეულმა შემომხედა
-ვის და იმ ბიჭს თომა, ნუ გამოიშტერებ ხოლმე თავს.უკვე ცოფებს ვყრიდი
-აა იმ ბიჭზე ამბობ, დემეტრესტან ჩამოდისო და.....
-ხო ადამიანო.ვკიოდი უკვე
-ნუ დამაგლიჯე ნერვები,მითხარი ეს დაწყევლილი სახელი
-კაი დამშვიდდი,ბექა ქვია
ისევ სამარისებური სიჩუმე,ცუდად მხდიდა ეს გულის შემძვრელი დუმილი
-ახლა ყველაფერი გასაგებია.სახლიდან გამოვვარდი,უკვე აღარ მადარდებდა ძაღლი გაიღვიძებდა თუ არა,აღარც ის მადარდებდა ვინმე დამინახავდა თუ არა,თომა გაკვირვებული უკან გამომყვა,მიყვიროდა მაგრამ არ მესმოდა მისი ხმა,ქუჩაში სწრაფად მივაბიჯებდი,ყურები დამიგუბდა,ვეღარაფერს ვგრძნობდი,აღაფერი მესმოდა,მხოლოდ საკუთარი გულის ცემის ხმა ჩამესმოდა ყრუდ,ისევ ისე ზღვასავით აწყდებოდა გულ-მკერდს
არ მახსოვს ჩემ უბანში რამდენ ხანში ავედი,უკან რო მივიხედე თომა აღარ ჩანდა, დაღლილს სუნთქვა მიჭირდა,სახლამდე ქოშინით მივაღწიე,იმის ნაცვლად რო სახლში შევსულიყავი მეზობლის ეზოში დაუკითხავად შევედი.
არ ვიცოდი რომელი საათი იყო,შუა ღამე გადასულყო,ალბათ ეძინათ მაგრამ იმ მომენტში სულ არ მადარდებდა,კარებზე მაგრად დავაკაკუნე,დიდხანს მომიწია ლოდინი სანამ კარს გამიღებდნენ
-ნანიკო? გაკვირვებული მაია დეიდა შემრჩა ხელში
-ბოდიში მაია დეიდა ასე გვიან რო გაწუხებთ, მაგრამ სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო ბექას შეგიძლიათ დაუძახოთ?
-მშვიდობაა? გაკვირვებულმა სახლში შემიყვანა
-არა მაია დეიდა,მშვიდობას ვერ დავარქმევდი იმ ყველაფერს რაც ჩემს თავს ხდება
-შენი ფეხით მოხვედი?დამცინავი ტონით მკითხა ბექამ
-საუბარი არ დაგვისრულებია მეთქი გითხარი
-მაია დეიდა თქვენ დაისვენეთ,ახლა მე მივხედავ მას.
-ღამის კოშმარების გამო გამოიქეცი თუ რა ხდება?ცდილობდა პატარა ბავშვივით დაეცინა
-სიმართლე რო გითხრა ჩემი ღამის კოშმარი შენ ხარ
-მიხარია თუ ღამე გესიზმრები.არც ახლა დამაკლო და კმაყოფილი სახით მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებისკენ წავიდა
-სად მიდიხარ?
-აივანზე, უფრო მშვიდად მომიყვები შენ სიზმრებს,აქ კი შეიძლება ოჯახის სხვა წევრები გააღვიძო.
-არ ვაპირებ აივანზე ამოსვლას. მტკიცე უარზე ვიყავი,მაგრამ ვინ დამაცადა,მკლავში ჩამავლო ხელი და მეორე სართულზე ძალით ამიყვანა
-მატყუარა ხარ,ხო შეგეძლო გეთქვა შენი ნამდვილი ვინაობა
-ასე უბრალოდ მოვსულიყავი და მეთქვა ვინ ვიყავი? აივანზე ისევ ბნელოდა,ახლოს იდგა მაგრამ მიჭირდა მის სახეზე ემოციის ამოკითხვა
-ხო უნდა მოსულიყავი და თვითონ გეთქვა,თომასგან არ უნდა გამეგო
-მოვსულიყავი და მეთქვა როგორ მენატრებოდი,როგორ მინდოდა შენი ნახვა? ჩურჩულით წარმოთქვა ეს უკანასკნელი და უფრო ახლოს მოიწია
-ხო გეთქვა.
-ყველაფერი ასეთი მარტივი არაა.
-რა ართულებს ამ ყველაფერს?
-დრო.მოკლედ მომიჭრა
-დრო თუ შენ? არ ვაპირებდი ასე მარტივად დანებებას
-უფრო ჩემი გრძნობები
-და რას გრძნობ?
ვინანე ამ შეკითხვის დასმა,მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო,მისი ცხელი ტუჩები უკვე ჩემსას ეხებოდა,თავიდან ვიგრძენი როგორ გამაჟრჟოლა,მერე უცნაურად დამცხა,გული ამიჩქარდა, მერე ისეც რიტმულად განაგრძო მუშაობა.მინდოდა მომეშორებინა თავიდან,მაგრამ უძლური აღმოვჩნდი მის წინაშე
ბოლოს როგორც იქნა უკან დაიხია,არც ამ ჯერად აანთო სიანთლე,როგორც კი გონს მოვეგე,ხელით მოვიწმინდე მისი ნაკოცნი და აივნიდან გამოვიქეცი.

-----------------------------------------------------------------------------------
ესეც მეოთხე თავი, ვეცადე კარგი გამომსვლოდა, ახლა შეფასებას თქვენ მოგანდობთ ჩემო ერთგულო მკითხველო, მაინტერესებთ რას ფიქრობთ innocent heart_eyes



№1 სტუმარი nini

მალე დაე სიხარულო წარმატებები დზაან ტკბილი და ტბილი ტავი იყოო <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უჰ, ძალიან კარგი იყო. როგორც იქნა გავარკვიეთ ეს უჩინმაჩინი ბიჭი:დდ

 


№3 სტუმარი Guest bubu

momewona kargi iyo

 


№4  offline წევრი modemodka

Kargiiaa.. velodebi shemdeg tavss imedia male dadeb

 


№5 სტუმარი Guest nuciko

es beqa ra tavxedia magram mainc momwons, shemdegi tavi male dade

 


№6  offline წევრი lola

დამატებული მაქვს მეხუთე თავი, ახლა ველოდები ადმინისტრაცია თვითონ როდის ატვირთავს sweat

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent