მე არ დამისრულებია...(V თავი)
სამსახურში, რომ მივედი გაბრიელი არ იყო ჯერ. ყველა საქმე მოვაგვარე დიზაინერსაც შევუთანხმდი. ჩემ კაბინეტში ვიჯექი, ოთახში ერთ-ერთი თანამშრომელი, რომ შემოვიდა. ხელში კი თაიგული და ტკბილეულით სავსე კალათი ეჭირა. ფეხზე წამოვდექი და გაკვირვებულმა ვკითხე: -რა ხდება? -ეს შენ გამოგიგზავნეს._კალათი და თაიგული გამოვართვი. -მადლობა._მაგიდაზე დავაწყე, მარი კი ოთახიდან გავიდა. ყვავილებში წერილი იდო. იქ კი ეწერა: „მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ და ჩემი თავი გეკავა. ქვემოთ ჩემი ნომერი წერია და დამირეკე“ გონებაში მაშინვე ამომიტივტივდა 2 საათის წინ მომხდარი ავარია. ნომერი სწრაფად ავკრიფე და დავრეკე. რამდენიმე წამის შემდეგ გავიგე იმ ბიჭის ხმა. -როგორც ჩანს მიიღე საჩუქარი._აშკარად გაიღიმა. -კი. საიდან გაიგე სად ვმუშაობ? -თბილისში ყველაფრის გარკვევაა შესაძლებელი. -როგორ ხართ? -კარგად. ბიჭებიც კარგად არიან, სერიოზული არაფერია. -მიხარია, რომ კარგად ხართ. -მე ბექა მესხი ვარ. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც ქეთა. მადლობა, რომ იქ იყავი ჩემთან, თორემ არ ვიცი რას ვიზამდი. -ასე უნდა მოვქცეულიყავი. -შეიძლება შევხვდეთ? -ახლა სამსახურში ვარ. -სამსახურის შემდეგ. თუ, რა თქმა უნდა გეგმები არ გაქვს. -არა, არ მაქვს გეგმები. -მაშინ მისამართს მოგწერ და შვიდ საათზე შევხვდეთ. -კარგი. -დროებით._დამემშვიდობა, გავთიშე და სავარძელში ჩავჯექი. ყვავილებისთვის ვაზაში წყალი ჩავასხი და შიგ ჩავაწყე. კალათიდან რძიანი შოკოლადები ამოვარჩიე და თნამშრომლებთან გავედი. ყავა მოადუღეს, მაგიდას მივუსხედით და ცოტახანი ვისაუბრეთ. მერე გაბრიელი მოვიდა და მასთან შევედი კაბინეტში. სავარძელში ჩაჯდა და გამიღიმა. -კახეთის გზაზე ავარია იყო მომხდარი. -ვიცი, ჩემ თვალწინ მოხდა._ფეხზე წამოდგა და ჩემ წინ მაგიდაზე ჩამოჯდა. -ხომ კარგად ხარ?_ლოყაზე მომეფერა და თვალებში ჩამაშტერდა პასუხის მოლოდინში. -კი კარგად ვარ. -კარგია. დაუნიშნე შეხვედრა დიზაინერს? -შენ რომელ საათზეც გაწყობს მითხარი და შევუთანხმდები. -ნახევარ საათში. -კარგი. კიდევ გინდა რამე? -თანამშრომლები შეკრიბე, მინდა გავესაუბრო. -საკონფერენციო დარბაზში შევკრიბავ. -კარგი. შეგიძლია გახვიდე._მისი კაბინეტი გონება არეულმა დავტოვე. თანამშრომლები შევკრიბე და გაბრიელს დავუძახე. სანამ ვაჟბატონი სიტყვით გამოდიოდა დიზაინერთან შეხვედრაც შევათანხმე. იქ ისეთი მზერები დავიჭირე, რომ თვალების დახუჭვა და აღარასდროს გახელა მომინდა. ისე უყურებდა გაბრიელი გოგოებს, როგორც ნადირი უყურებს მოსანადირებელ მსხვერპლს. ყველას მაგივრად მე მრცხვენოდა, უჰაერობა ვიგრძენი და გარეთ გავედი. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მოაჯირს დავეყრდენი. სანამ მე ჰაერს ვსუნთქავდი დიზაინერიც მოვიდა. ქალი გაბრიელის კაბინეტში შევიპატიჟე და სასმელი შევთავაზე. ყავა მოითხოვა, მეც მივუტანე და იქ ვიყავი სანამ ვაჟბატონი არ მოვიდა. როცა მოვიდა ღიმილით გამოვედი კაბინეტიდან და ჩემთან შევედი. ეს მინა მაინც არ იყვეს აქ რაა. თავიდან ჩვეულებრივად საუბრობდნენ, მაგრამ გაბრიელმა მის გვერდით, რომ გადაინაცვლა მივხვდი, რომ ამის ყურება არ მინდოდა. მინას ჟალუზები ჩამოვაფარე და სავარძელში მოწყვეტით ჩავვარდი. ცალ ყურში ყურსასმენი გავიკეთე და „Merk & Kremont-sad story” ჩავრთე. ეს სიმღერა იმდენად მიყვარს, რომ ცოტახნით სამყაროს მოვწყდი. გონს კარების ბრახუნის ხმამ მომიყვანე, ყურსასმენი მოვიძრე და ფეხზე წამოვდექი. ოთახში ლექსო ისეთი სახით დადიოდა რკინას გაადნობდა. -რა მოგივიდა.? -მოვკლავ. -ვის? -არა, როგორ გაბედა მისი შეხება იმ ნაბიჭვარმა?! -ეე დაჯექი, ნუ დამახვიე თავბრუ._სიცილით ვუთხარი. დაჯდა მაგრამ ერთ ადგილას ცმუკავდა. -მომიყევი ახლა რა მოგივიდა. -ერთი გოგო მომწონს და ყოფილთან ერთად დავინახე. საქმეზე, რომ არ ვყოფილიყავი მოვკლავდი იმ ნაბიჭვარს. -შენ ვინმე მოგწონს და არ ვიცი? -ოო კარგი ეხლა, მე მეგონა დამამშვიდებდი._სიცილით მითხრა და მინაზე ჩამოფარებულ ჟალუზს შეხედა. -პორნოს მოყვარული არ ვარ._სიცილით ვუთხარი და მის წინ სავარძელში ჩავჯექი. გულიანად გადაიხარხარა და სავარძელში კარგად მოკალათდა. -აუ ძაან მაქვს ნერვები მოშლილი და ვინმე მეცემინება დღეს. -კარგი ერთი. წადი და დაელაპარაკე იმ გოგოს მერე, თავს რატომ იტანჯავ. -მართალი ხარ. დღეს აუცილებლად უნდა ვნახო. -ხოდა ეგრე, რაღას ნერვიულობ. -კიდევ კარგი შენ მაინც მამშვიდებ._საყვარლად გამიღიმა -არაფრის._სიცილით ვუთხარი. ცოტახანი კიდევ ვისაუბრეთ, შემდეგ კი ლექსო წავიდა. დიზაინერის წასვლის შემდეგ სულ რამდენჯერმე შევედი გაბრიელთან, ყურადღება არც მიმიქცევია, ყველა საქმე დავასრულე და ჩემი ოთახი დავტოვე. ლიფტთან გაბრიელი შემხვდა, უბრალოდ გავუღიმე და ლიფტში შევედი, ისიც შემოვიდა. ამ დროს შეტყობინება მომივიდა, გავხსენი და ბექას სახელი, რომ ამოვიკითხე გამეღიმა. ზუსტად იმ ბარში დამინიშნა შეხვედრა, რომელშიც ხშირად დავდიოდი. გაბრიელის მზერა კი ცალ ლოყას მიწვავდა. მოსვენება დაკარგა და მითხრა: -შეყვარებულია? -არა, ჯერ ნაცნობია. -ჯერ? -ავარიაში, რომ მოყვა ის ბიჭია. -შენი ნომერი საიდან იცის? -რამე პრობლემა გაქვს? მგონი ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხება._ამის მერე ხმა აღარ ამოუღია. მის აღმატებულებაზე გამარჯვებულმა დავტოვე ლიფტი და შეხვედრის ადგილისაკენ ავიღე გეზი. დანიშნულების ადგილას მისულს, ბექა იქ დამხვდა. მომაჯადოებლად გამიღიმა და სკამი გამოწია, რომ დავმჯდარიყავი. სკამზე მოვკალათდი და მის სახეს დავუწყე ცქერა, რომელსაც შუშის ნამსხვრევების მიერ დატოვილი კვალი ეტყობოდა. შეკვეთა მივეცით, ბევრი ვისაუბრეთ და ამ საუბარში დრო უცებ გაგვეპარა. 21:00 ხდებოდა ბარიდან, რომ გამოვედით. ღიმილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიშალეთ. *** ძალიან, ძალიან მიყვარხართ მე თქვენ მადლობა, რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.