შეშლილი! (srulad)
შეშლილი! (srulad) ცხოვრება ის მექანიზმია რომელიც ადამიანის ნერვულ სისტემას უკანასკნელ ჭანჭიკებამდე შლის... მეც დამშალა, ყველა ნაწილი გამინადგურა... ცხოვრებამ ის შემახვედრა რაც არ მსურდა... ყველაფერი ერთი უბრალო ყვითელი ფერის დღით დაიწყო... დავინახე... დამინახა... ამეკვიატა.... დამაფიქრა.... ყურადღება გამეფანტა... საფეთქლები ამიხურდა.. გული ამიჩქარდა... შემიყვარდა... შევუყვარდი.... შემდეგ ყველაფერი კარგად იყო... მისი სახის ყოველ კონტურს ვინახავდი, მისი მიმიკებიდან ყველაფერს ვიმახსოვრებდი, ვხატავდი, ჩემი ფუნჯები მხოლოდ მას ხატავდნენ, ჩემი ტილოები მხოლოდ მის სახეს იმჩნევდნენ, ჩემი თვალები მხოლოდ მას ხედავდნენ. ემოციებს ვსწავლობდი, მისით ვსუნთქავდი, ცხოვრება მიხაროდა... მან გამზარდა, მან მასწავლა ცხოვრება, მან მასწავლა სიყვარული, მან მასწავლა, ტირილი და მანვე მასწავლა სიკვდილი... მახსოვს მეუბნებოდა რომ.. -შენი პატარა გული მიყვარს, ასე რომ ფეთქავს, შენი მწვანე თვალები მიყვარს ჩემი დანახვისაა რომ ინთება, შენი სურნელი მიყვარს ყველასგან რომ გამოგარჩევს, შენი ქერა თმა მიყვარს ქარში რომ დაფარფატებს, უბრალოდ შენ მიყვარხარ ჩემში რომ იხარებ... ვერაფერს ვამბობდი, ვდუმდი ღრმად ვსუნთქვდი... გული მიჩქარდებოდა... ვქრებოდი... და მხოლოდ ჩახუტებით ვპასუხობდი... მიყვარდა მისი სახის ყურება, შავგვრემანი , კუპრივით შავი თვალები, წარბები, ფერმკრთალი ტუჩები, ფუნჯივით წამწამები, და უხეში გამოხედვა... მახსოვს როგორ ვკითხულობდით ,,ჯინსების თაობას"... როგორ მიმშრალებდა თვალებს, როგორ ცდილობდა თვალბიდან წამოსული ცრემლი ლოყას არ მოხვედროდა... -ჩვენი სიყვარული ხომ სამუდამოა?! გეგას და თინას რაც დაემართებათ ის ჩვენ ხომ არ დაგვემართება, ჩვენი სიყვარული ხომ გაშლის ფრთებს... მტირალი ხმით ძლივს ვაბავდი სიტყვებს ერთმანეთს.. დუმდა... უსასრულიბაში გაიხედავდა... ღრმად ამოისუნთქავდა... მის გრძნობებს სიგარეტის კვამლს ამოაყოლებდა... ცალ თვალს მოჭუტავდა სიგარეტს პირში მოიქცევდა, მის გრძელ თითებს სახეზე მომკიდებდა, მაკვირდებოდა სადღაც ჩემს იქეთ იხედევოდაბდა ცოტა დროის შემდეგ გამცემდა პასუხს... არასოდეს თქვა, არასდროს... უფრო შემიყვარდა... მთელი არსებით ჩემში დაიდო ბინა... ერთ ღამეს მისი შეშლილმა რომანტიკულმა ბუნებამ მაიძულა შუა ღამით სახლიდან გამოვსულიყავი, ცარიალ ტროტუატზე, შუა გზაზე, მისი მანქანის ,,კაპოტზე" ვისხედით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდით... ის კვლავ ეწეოდა... -იცი რა, აი ცაზე იმ ვარსკვლავებს ხედავ?! მეც ავხედავდი და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ინტერესით ვაკვირდებოდი... ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს შეხედავდა და ამბობდა- მე როცა აღარ გეყოლები, როცა მოგენატრები აიხედე და როცა მას დაინახავ მე გაგახსენდები რადგან მე ის ვარსკვლავი ვიქნები... ასეც მოხდა... ის წავიდა... მე მონატრება მშლიდა... ადგა და გაქრა... მისი სამაჯური დამიტოვა ინიციალებით ,, ი მ ე დ ი ♥ " ორი დაწყევლილი თვის შემდეგ წავიდა... დამტოვა... გაუჩინარდა... ვეღარ ვხედავ... აღარ მაღვიძებს შუაღამის 3 საათზე მისი წერილი: ,,ვერ ვიძინებ ჩემში ღელავ და კანს მიწვამ'', ,, მშვიდად იძინე შენი ძილის დარაჯს ღვიძავს" ახლაც ვზივარ და ვარსკვლავებს ვაკვირდები ღრუბლები,რომ ნელ- ნელა ფარავს... და ის მოკაშკაშე ვარსკვლავიც ქრება... მეც ვქრები... ვკვდები... დეპრესია მეწყება... უმისობა მეწყება... ვერ ვსუნთქავ... ვერ ვჩერდები.... მელანდება.... ღამე მსტუმროს... ლოგინის თავთან მიჯდება... და მეფერება... ის წავიდა... მე მოვკდი... დროის შეგრძნება დავკარგე... ცარიელი ფიტული ვარ... დამიბრუნდი... უშენობით ვერ ვსუნთქავ... დამიბრუნდი... მასწავლე უშენობა... მასწავლე ტირილი... მასწავლე როგორ გავძლო უშენოდ... ნუ მელანდები... დაბრუნდი... ნუ მტოვებ... ვიშლები... შეშლილი ვარ... გიჟი ვარ... უსასეულოდ მიყვარხარ... დაგელოდები.... ვიცი რომ მოხვალ... 04:11 წუთი... მოგესალმებით.. ჩემი გაუჩინარების მიზეზი, მგონი შევიშალე, ვერ შევძელი გავმკლავებოდი, წუხელ შემომიტია გრძნობებმა კვლავ და დავწერე ის რაც რეალურადმე გადამხდა... იმედია თქვენს ძვირფას დროს დიდხანს არ წავიღებ... წინასწარ მადლობა ამ დებილობისთვის... აუცილებლად დავბრუნდები და იმ ორ მოთხრობას სრულად შემოგთავაზებთ... სიყვარულით sad writer_ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.