შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

with(out) you (IV თავი)


18-08-2017, 20:59
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 013

ზაფხულის ჩვეული ცხელი დღის შემდეგ საღამო მოულოდნელად შეიცვალა, ცაზე გოროზად წამოვიდა ღრუბლები და კარგა გვარიანადაც იწვიმა, თიმცა სიცხისგან გაუხეშებულმა მიწამ და გახურებულმა ასფალტმა სწრაფად შეიწოვა და შეიშრო მაცოცხლებელი გრილი წვეთები. საღამოს ქალაქში მძაფრი, წვიმისა და ჩახუთულობის სურნელი დატრიალდა. ლინდას უკვე მოესწრო ჩაცმაც, მაკიაჟის გაკეთებაც და ფანჯარასთან მდგომი ელოდა თორნიკეს გამოჩენას, რატომღამ მამაკაცი იგვიანებდა და გოგონას უფრო და უფრო ეშლებოდა ნერვები. ბოლოს როგორც იქნა შორს დალანდა მისი სახლისკენ მომავალი მანქანა და ფანჯარას მოშორდა. მალე ზარის ხმაც იყო ტელეფონზე და გამზადებული გოგონა ჩქარი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე. მანქანისკენ მოხდენილად, ტანის რხევით გაემართა და თორნიკე გვერდით დასკუპდა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები, თითქოს დამშეული თვალებით აათვალიერა მამაკაცმა მისი სხეული და ტუჩი მოიკვნიტა, შემდეგ კი მანქანა დაძრა და გზას გაუდგა. ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ მაშინ გამოფხიზლდა გოგონა, როდესაც ქალაქს გასცდნენ.
-სად მივდივართ? - იკითხა დაეჭვებულმა.
-აქვე ახლოს. - მიიღო მოკლე და ზოგადი პასუხი. შემდეგ კი აღარ ჩასძიებია.
რამოდენიმე წუთში მანქანამ მთავარი გზიდან გადაუხვია და მოშორებით მდგარი შენობისკენ გაემართა. თორნიკე მანქანიდან გადმოვიდა, სასწრაფოდ გარს შემოუარა და ლინდასაც გაუწოდა ხელი, რათა მანქანიდან გადმოსვლისას დაყრდნობოდა. გოგონამაც შეაგება თავისი სუსტი მტევანი და თორნიკეს გვერდით ამოუდგა. უხმოდ გაიარეს მანძილი შენობამდე, როდესაც წინ მიმტანის ფორმაში ჩაცმული ბიჭი მოუახლოვდათ. ბატონო თორნიკე ყველაფერი მზადაა. წამობრძანდით. - ანიშნა ხელით. მამაკაცმაც მადლობა გადაუხადა და უკან მიჰყვა.
ვერანდაზე, სანთლების შუქზე ულამაზეს ადგილას შუაში მხოლოდ ერთი მაგიდა იდგა. გარშემო ყველაფერი ყვავილებით იყო მორთული. წინ კი ულამაზესი ხედი იშლებოდა, საღამოს გარე განათებების ფონზე, მათ წინ, რესტორნის გასწვრივ მდებარე ჩანჩქერი სხვადასხვაფრად კიაფებდა. ეზოშიც მრავალფერი ყვავილები იწონებდა თავს. ირგვლივ კი სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა და ლამაზი მუსიკაც უკრავდა.
მამაკაცმა ლინდა მაგიდამდე მიაცილა და შემდეგ დაიკავა თავისი ადგილიც.
გოგონა ჯერ კიდევ მონუსხული ათვალიერებდა ყველაფერს.
-ღმერთო რა ლამაზია. - ისმოდა ხანდახან მისი აღფრთოვანებული წამოძახილები.
-მიხარია თუ მოგეწონა.
-თავი ზღაპარში მგონია. - გაბადრული საუბრობდა ლინდა და თვალს არ აშორებდა ულამაზეს ხედს.
მათ მაგიდას მალე ისევ ის მიმტანი მიუახლოვდა. მენიუ წინ დაუდო და ჰკითხა თუ რას ინებებდნენ. მამაკაცმა დიდი დაკვირვებით გადახედა მენიუს, შემდეგ კი შეკვეთა მისცა და კვლავ ლინდას მიუბრუნდა.
-ძალიან ლამაზი ხარ. - თვალს არ აშორებდა გოგონას. რომელიც მის კომპლიმენტებზე კიდევ უფრო იბადრებოდა და იღიმოდა. - ასე მგონია არარეალური ხარ და უბრალოდ მეჩვენები. - ნელა გაიწვდინა ხელი მისკენ და სახეზე ნაზად ჩამოუსვა, გოგონამაც მისი ხელის მიმართულებით გადახარა თავი და სახეზე აიკრო. - ლინდა, მგონი მიყვარხარ. - დაძაბულმა ძლივს ამოთქვა მამაკაცმა.
გოგონას ჩაეღიმა, თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები გაუკრთა და მინაზებული ხმით უპასუხა. - თორნიკე არ ვიცი რას ვგრძნობ შენს მიმართ, მაგრამ მგონი ეს მოწონებაზე მეტია. ბედნიერი ვარ ახლა აქ შენს გვერით რომ ვზივარ. ბედნიერი ვარ ასეთი თვალებით რომ მიყურებ. შეიძლება ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი იმაზე სწრაფად განვითარდა ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მე მჯერა ამ გრძნობების სიმტკიცის. - მამაკაცი გაბადრული უსმენდა გოგონას სიტყვებს და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, რომ მათი შეკვეთაც მოიტანეს.
-გმადლობთ - უთხრა ოფიციანტს და ახლად ჩამოსხმული ღვინით სავსე ჭიქა ასწია. -ჩვენ გაგვიმარჯოს ლინდა. იმას გაუმარჯოს, რომ ერთმანეთს ისევ შევხვდით. მართალია არც ისე სასიამოვნო სიტუაციაში, მარამ რომ არა ის ავარია, ახლა ორივე ჩვენს ძველ, მოსაწყენ რუტინაში ვიქნებოდით გახვეულები. შენ გამიფერადე ყველა დღე რამაც შენი გაცნობის შემდეგ განვლო. შენ გამაბედნიერე. - მამაკაცმა ჭიქა ასწია და ლინდას სუსტ ხელში ერსებულ ნახევრად სავსე ჭიქას მიუახუნა შემდეგ კი რამდენიმე ყლუპი მოსვა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა.
-ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს. - გაუღიმა ლინდამაც და მშვიდად მოსვა წითელი ღვინო.
ვახშამმა სასიამოვნო ვითარებში ჩაიარა. წამოსვლის წინ კი თრნიკემ ცეკვა შესთავაზა გოგონას. ლინდამაც არ დააყოვნა, თავისი ხელი შეაგება და შუა ვერანდაზე, სრულიად მარტოებმა, მთვარის, სანთლებისა და მკრთალი განათებების ფონზე დაიწეს ცეკვა. მამაკაცს ძლიერად ჰქონდა შემოჭერილი მის წელზე ხელები და მთელი ძალით უხუტებდა სხეულზე, თავი გოგონას ფაფუკ, ქერა თმებში ჩაერგო, რომელსაც სასიამოვნო, ვარდის სურნელი ასდიოდა. მუსიკაც დამთავრდა, თუმცა თორნიკე გოგონას არ მოშორებია. არ ეთმობოდა. ისევ ლინდა დაუსხლტა ნელა ხელებიდან და ორიოდე ნაბიჯით მოშორდა.
-მგონი დროა წავიდეთ.
-მგონი. - უპასუხა მისით მონუსხულმა მამაკაცმა.
გოგონამ თავისი ხელჩანთა აიღო. თორნიკემ რესტორნის მენეჯერს მადლობა გადაუხადა და იქაურობა დატოვეს. მთელი გზა სასიამოვნო, გამაბრუებელი მუსიკა უკრავდა მანქანის სალონში, გოგონას თავი მანქანის მინაზე მიედო და ლამპიონების შუქით განათებულ გზის კიდეებს აკვირდებოდა. ქალაქში მალე დაბრუნდნენ. თორნიკემ მანქანა გოგონას სახლთან მიაყენა და გადასვლის წინ მხურვალედ აკოცა, შემდეგ კი კარგა ხანს აკვირდებოდა მიმავალ სილუეტს, სანამ სადარბაზოდან გამომავალ სიბნელეში არ ჩაიკარგა.
დრო სწრაფად გაეპარათ. დადიოდნენ ერთად კაფეებში, კინოში თეატრში. თვალისუფლა დროს თითქმის მთლიანად ერთმანეთს უთმობდნენ. რა თქმა უნდა ოფისში ბევრს ჭორაობდნენ ამაზე, თუმცა თორნიკე ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა და ლინდასაც იგივეს ურჩევდა. მამაკაცი ხვდებოდა, რომ ამ გოგონათი შეპყრობილი იყო და მისგან თავის დაღწევას სავარაუდოდ ვერასდროს შეძლებდა. ეს გრძნობა კი რაღაც მხრივ სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო. ერთ ჩვეულებრივ პარასკევ საღამოს, როდესაც თორნიკემ ლინდა სახლამზე მიაცილა, მანქანიდან გადასვლის წინ მკლავზე ხელი ჩაავლო და შეაჩერა.
-ლინდა, ერთი წამით მოიცადე.
გოგონაც შემობრუნდა და ინტერესით აღსავსე მზერით მიაჩერდა.
-ვიცი, რომ შეიძლება ჩემი ნათქვამი არ მოგეწონოს, მაგრამ იძულებული გავხდი. ხვალ ჩემთან სახლში მოგიწევს სტუმრად მოსვლა. დედაჩემს ძალიან უნდოდა შენი გაცნობა.
გოგონამ დაბნეული თვალები მიანათა.
-კი მაგრამ, ჯერ ძალიან ადრეა.
-მგონი არ არის ადრე. თან დედაჩემს მართლა ძალიან უნდოდა იმ გოგონას გაცნობა, ვინც მისი ვაჟი დაატყვევა. - თვალი ჩაუკრა.
-იცის ვინ ვარ?
-არა. სიურპრიზი იქნება.
-ოხ შენ და შენი სიურპრიზები. - ამოიბურტყუნა გოგონამ. რომელ საათზე მოხვალ?
-ასე შვიდისთვის.
-კარგი მზად დაგხვდები. - ტუჩებზე მსუბუქად აკოცა გადასვლის წინ და მანქანა დატოვა.
მეორე დღეს შვიდი საათისთვის საკმაოდ მოხდენილად გამოწყობილი გოგონა უკვე თორნიკეს მანქანაში იჯდა და სახლისკენ მიდიოდა. უკანა სავარძელზე კი ყვავილები და პატარ-პატარა საჩუქრები ეწყო თორნიკეს ოჯახის წევრებისთვის. ნახევარ სააათში კი უკვე კართან იდგნენ და აზარუნებდნენ. კარი მალევე გაიღო და საკმაოდ კარგად მოვლილი, თუმცა ასაკოვანი ქალი გამოჩნდა ზღურბლზე. ეს თორნიკეს დედა ნანა იყო. ქალმა ერთი აათვალიერა შვილის რჩეული და თვალი მის ჩახსნილ დეკოლტეზე შეაჩერა, თითქოს რაღაც ამოიბურტყუნაო, ძალით გაუღიმა და სახლში შემოატარა შვილი და პერსპექტიული სარძლო.
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო ნანა? ეს თქვენ. - ყვავილები გაუწოდა ქალს, მანაც ძალით აკრული ღიმილით ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა.
-დედა ლინდა არ გახსოვს?
-ვინ ლინდა?
-დეიდასთან რომ მივდიოდით ხშრად ვთამაშობდით ხოლმე.
-ის ქაჯი? რამ გაგახსენა?! - ცხვირი აიბზუა ქალმა.
-ის ქაჯი მე ვარ. - ძალისძალით გაუღიმა გოგონამაც.
-უი შვილო რას ამბობ. - იგივე მიმიკით უპასუხა ნანამაც შემდეგ კი უხერხული ღიმილით გააგრძელა - წამოდით, სუფრა გაშლილია. სალომე და ლიზი თქვენ გელოდებათ.
ლინდაც უკან მიჰყვა ქალს და საკმაოდ დიდი და დახვეწილად მოწყობილ სასადილო ოთახში ამოყო თავი. თორნიკეს დანარჩენი ოჯახის წევრებიც ჩვეულებრივ მოიკითხა და საჩუქრებიც გადასცა.
-ლინდა რას საქმიანობ? - იკითხა თორნიკეს მამამ.
-ამჟამად თორნიკეს კომპანიაში ვმუშაობ.
-საინტერესოა. ჩემს ძმას აქამდე არ უხსენებიხარ და ახლა რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ნეტავ. -ჩაილაპარაკა წარბაწეულმა სალომემ.
-ჩვენ არც ისე დიდი ხანია ვხვდებით.
-და ასე მალე დაასერიოზულეთ ურთიერთობა? - გაკვირვება დაეტყო სახეზე. - საინტერესოა რით მოხიბლე? როგორც ვხედავ ტანისა და ოთხი დიდი ფორმის გარდა არაფერი არ გაგაჩნია.
-სალომე გეყოს!-დაძაბულმა ჩაილაპარაკა თორნიკემ და ჩანგალი მაგიდაზე დააგდო. შემდეგ კი გაჩუმებულ სალომეს მკაცრად შეხწდა. - ლინდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, აქ ამჟამად სტუმრად არის და იმედია პატივს სცემთ პირველ რიგში საკუთარ თავს, შემდეგ კი მე!
-არ გინდა სანდრო. - დაბნეული და შეშფოთებული სახით ჩაილაპარაკა ლინდამ და ხელი ფრთხხილად მოუჭირა მაჯაზე. მამაკაცმა ფრთხილად მოიშრა მისი ხელი, საკუთარ მტევანში მოიქცია და შემუჩნევლად მოუჭირა, შემდეგ კი შეცბუნებულ ლინდას გამამხნევებლად გაუღიმა. - სჯობს ვახშამი განვაგრძოთ. - ოჯახმაც უხმოდ განაგრძო საღამოს რიტუალი შემდეგ კი სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს.
ლინდა საყოველთაო გამოკითხვის ობიექტი გახდა და ეს ფაქტი ძალიან აწუხებდა. ერთი სული ჰქონდა აქაურობას თავს როდის დააღწევდა. განსაკუთრებით კი ნანა აქტიურობდა, რომელსაც აინტერესებდა თუ ვინ უნდა შემოეშვა ოჯახში მისი ვაჟის თავნებობისა და დაუდევარი საქციელის გამო. აშკარად იგრძნობოდა არამეგობრული დამოკიდებულება და ლინდას მთელი საღამოს განმავლობაში დაძაბულობის შეგრძნება არ მოშორებია. ბოლოს ისევ თორნიკემ დაიხსნა ამ კოშმარისგან და სახლის დათვალიერება შესთავაზა. გოგონაც დიდი სიამოვნებით დასთანხმდა. საკმაოდ ხანგრძლივი ექსკურსიის შემდეგ თორნიკესთან ერთად ბოლოს უკანა ეზოში გავიდა, სადაც თავს ულამაზესი ბაღი და საკმაოდ ფართო აუზი იწონებდა. გოგონა აღფრთოვანებული ათვალიერებდა ყველაფერს.
-აქაურობა ნამდვილ სასახლეს ჰგავს.
-მგონი გადაჭარბებული ნათქვამია.
-სულაც არა.
-ბოდიში მინდა მოგიხადო.. ჩემი ოჯახის წევრების გამო. არ ვიცი რა დაემართა დღეს ყველას, როგორც წესი სტუმრებს საკმაოდ კარგად და გულღიად ვიღებთ.
-არა უშავს, შენ რატომ მიხდი ბოდიშებს. გული მიგრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა. -თავი ჩაღუნა გოგონამ.
თორნიკე ნელა მიახლოვდა, ცალი ხელით ნიკაპი ნელა ააწევინა და მის სახესთან საკმაოდ ახლოს მისულმა ჩაილაპარაკა.
-შენ ჩემთვის ყველაფერს ნიშნავ და ისინი ვალდებულნი არიან პატივი გცენ... პატივი სცენ ჩემს გადაწყვეტილებას. - შემდეგ კი ნელა დაიხარა და მხურვალედ აკოცა განაბულ გოგონას. ლინდამაც შემოხვია ხელები და მთელი ტანით აეკრო.
-უსირცხვილო გოგო. - ჩაილაპარაკა ნანამ, რომელიც წყვილის ყოველ ქმედებას ფანჯრიდან აკვირდებოდა.
-მაგ კახპას თორნიკესგან მარტო ფული უნდა. აი ნახავ ბოლოს აღმოვჩნდები თუ არა მართალი. -ჩაილაპარაკა სალომემ. იქვე მისაღებში დაგდებულ ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა.

უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც მომავალი ოჯახის გაცნობის შემდეგ საკმაოდ დაღლილი და თავმობეზრებული ლინდა თორნიკემ სახლამდე მოიაცილა. საკმაოდ ხანგრძლივი კოცნით გამოემშვიდობა და იქაურობა დატოვა. გოგონამ სახლის კარი შეაღო, შემდეგ კი გაკვირვებულმა მიხურა, როდესაც სამზარეულოდან გამომავალი შუქი შეამჩნია.
-თიკა შენ ხარ?
-კიი, ლინდა მოდი. ყავა არ გინდა? - გაღიმებული ახლად გაკეთებული ცივი ყავით სავსე ჭიქით ხელში იდგა თიკა და მეგობარს უღმოდა.
-კიი, გამიკეთე რაა... - დაღლილი სახით დაიკნავლა გოგონამ და ფეხსაცმელები იქვე კუთხეში მიაგდო.
თიკაც მაშინვე საქმეს შეუდგა.
-აბა. მომიყევი როგორ ჩაიარა სტუმრობამ.
-უფ... იდიოტების ოჯახია. - სახე დაჭყანა ლინდამ.
-რა იყო რა დაგიშავეს? - გაეცინა გოგონას.
-ნეტა გენახა როგორი სახით მიყურებდნენ დედიან-მამიან-შვილიანად. გეგონება რაღაც ნაგავი ვყოფილიყავი, რომელიც მათ შვილს შემთხვევით აჰყვა. რაღაც უაზრო კითხვებს მისვამდნენ და მოკლედ რა ვიცი რაა. თორნიკე რომ არ ყოფილიყო იქ მაგრად მივალანძღავდი. იმ გაფხორილ ინდაურებს ისე უჭირავთ თავი თითქოს ჩემზე რამით მეტნი იყვნენ და თუ ასეა მარტო ფულით არიან ასე კისერწაგრძელებულები, სხვა არაფრით. ეს თორნიკეც კი სუფთა დედიკოს ბიჭია. - უცებ გაეცინა და დაიწყო მოყოლა თუ როგორ მზრუნველად და გაფრთხილებებით გააცილა დედიკომ სახლიდან და მოსაცმელიც მიაყოლა არ გამიცივდე შვილოო. ამაზე გულიანად იცინეს.
-და სალომე რას შვება?
-ეგ ძუკნა ყველაზე მეტად მეზიზღება მაგათ ოჯახში. ერთი ჰყავს ვიღაცისგან და დედამისისა და დამხმარეს იმედზე ჰყავს მიგდებული. თვითონ ყურადღებასაც არ აქცევს. - ზიზღით ჩაილაპარაკა სალომემ.
თიკამ გაკვირვების ნიშნად წარბები აწკიპა და ყავა მოსვა. შემდეგ კი საუბარი განაგრძო.
-თქვენ რას აპირებთ?
-თორნიკე უკვე ჩემზე არის შეყვარებული, უგონოდ. ხომ გეუბნებოდი? - თვალი ჩაუკრა მეგობარს.
-შენგან ნამდვილად არ მოველოდი. ასე მალე?
-დამიჯერე უკვე ხელში მყავს.
საღამოს მათი საუბარი ასე დამთავრდა. მომდევნო დღე კი იყო სავსე მოვალეობებით, სამსახურით და არასასურველი ურთიერთობებით.

კვირა კვირას მისდევდა... უკვე შემოდგომა დამდგარიყო. შეყვითლებული ფოთლები ქარის ოდნავ დაბერვაზეც კი ირხეოდნენ და ცვიოდნენ. ახალი ნაწვიმი იყო და ჯერ კიდევ სველ ტროტუარზე ქუსლების კაკუნით გამოაბიჯა მაღალმა, მოხდენილმა ფიგურამ. უკან კი მამაკაცი მიჰყვა.
-ეკა, ძალიან გამახარეთ თქვენი სტუმრობით ჩემს კომპანიაში. იმედია ჩვენი პარტნიორობა ხანგრძლივი იქნება.
-მადლობა თორნიკე. პირველ რიგში მშვენიერი მასპინძლობისთვის და მეორეც თქვენი პროექტისთვის, რომელიც ამდენს აკეთებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. - გულწრფელად გაუღიმა ოფიციალური ტონით მოსაუბრე შავგვრემანმა, საკმაოდ ეშხიანმა გოგონამ და მამაკაცს ხელი ჩამოართვა.
-გამიხარდება თუ სახლამდე მიცილების უფლებას მომცემთ. სამუშაო საათები უკვე დამთავრდა და თავისუფალი ვარ, თან გზაში შეგვიძლია უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ ყველაფერზე.
-იცით არ მინდა შეგაწუხოთ. - დაბნეულად გაუღიმა ქალმა და სახეზე ოდნავი სიმორცხვე შეეტყო.
-რას ამბობთ, რა შეწუხებაა. პირიქით, ძალიან გამეხარდება თუ თქვენთან ერთად მგზავრობის საშუალებას მომცემთ.
-მაშინ.. რატომაც არა? - გაუღიმა გოგონამ. და მამაკაცს მიჰყვა, რომელიც იქვე გაჩერებული მანქანისკენ მიემართებოდა. თორნიკემ გოგონას ჯენტლმენურად გაუღო მანქანის კარი, შემდეგ კი თავად დაიკავა მის გვერდით ადგილი.
შენობის კუთხესთან გოგონას სილუეტი ჩანდა, რომელიც ამ სცენას თვალმოუშორებლად შესცქეროდა. გული თანდათან ბოღმითა და ბრაზით ევსებოდა. არ მოსწონდა ეს სიტუაცია, განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნიდა მის გეგმებს.
მანქანის უკანა სავარძელზე მსხდომნი მთელი გზა საქმის ვითარებას განიხილავდნენ, უფრო სწორად თორნიკე ლაპარაკობდა, ეკა კი მონუსხული შეჰყურებდა მამაკაცს. არ იცოდა რას გრძნობდა, თუმცა ეს გრძნობა იმდენად ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო, რომ მისგან თავის დაღწევაც კი არ სურდა. თორნიკე კი იმდენად მამაკაცური და დახვეწილი, ამვდროულად საყვარელიც ეჩვენებოდა, რომ ეშინოდა თავისი თავის, მომავალში გრძნობების გაჩენის შესაძლებლობისა და იმედგაცრუების.
თორნიკემ როგორც იქნა საუბარი დაასრულა, საჩვენებელი თითით ქვემოთ ჩამოცურებული სათვალე შეისწორა და გზას გახედა. დარჩენილი დრო სრულ სიჩუმეში გაატარეს.

ლინდა აღშფოთებული დააბიჯებდა ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში და თან ილანძღებოდა. ის კახპა ყველაფერს მართმევს გესმის? ყველა გეგმას მიშლის.
-მგონი აზვიადებ. - შეეპასუხა თიკა.
-არაფერსაც არ ვაზვიადებ. - დაიყვირა წარბებშეკრულმა გოგონამ. - ნეტა განახა როგორი დადებილებული თვალებით უყურებს თორნიკეს. თან სულ მის გვერდით აგდია ამ ბოლო ხანში. და დღეს... წარმოიდგინე... იმის მაგივრად რომ თორნიკეს მე მოვეცილებინე სახლამდე, ის ეკა წაათრია.
-კარგი რაა გეყოფა! - სახე დაჭყანა თიკამ. ამასობაში მობილურის ზარის ხმაც გაისმა.
ლინდამ ერთი დახედა ტელეფონს, შემდეგ კი დაყენებული ხმით უპასუხა.
-თოკო როგორ ხარ? - ამ სიტყვების გაგონებისთანავე თიკამ ფხუკუნი ატეხა. საპასუხოდ კი ლინდას მოღერებული მუშტიც მიიღო და ოთახიდან გაიძურწა.
-კარგი საყვარელო. დღეს საღამოს გელოდები. - განაზებული ხმით დაემშვიდობა ხანმოკლე საუბრის შემდეგ და ტელეფონი გათიშა. - იდიოტი - ჩაიბურტყუნა და დღევანდელი საღამოსთვის გეგმების შედგენა დაიწყო.
დროდადრო უფრო ხშირად ხედავდა ამ საზიზღარ ეკას თორნიკეს ვერდით და ერთი სული ჰქონდა თუ როდის დამთავრდებოდა მათი თანამშრომლობა და თავსაც დააღწევდა ამ პრობლემას, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ კარგა ხანი იყო დარჩენილი და ეკასთან ურთიერთობას შეიძლება ცვლილებები მოჰყოლოდა თორნიკესა და მის რომანში. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს მომხიბლავი, მასზე ბევრად განათლებული და დახვეწილი ქალი მოდიოდა ოფისში ლინდა ბოღმითა და შურით ივსებოდა. გაბოროტებული გააყოლებდა ხოლმე თვალს და ყოველ მის შეკითხვას უხეშად პასუხობდა. გოგონა კი გაოგნებული იყო უბრალო მდივანის ასეთი საქციელით, თუმცა თორნიკესთან არაფერს ამბობდა. ნამდვილად არ სურდა მის გამო ვინმეს სამსახური დაეკარგა, რადგან ეს სამსახური უბრალო ადამიანისთვის შეიძლება ელემენტარული ერთადერთი საარსებო წყარო ყოფილიყო. მხოლოდ ერთხელ გადაუკრა საუბარი თორნიკეს ლინდაზე, მისი ვინაობა აინტერესებდა, თუმცა თორნიკესგან მხოლოდ ზედაპირული პასუხი მიოსმინა და აღარც ჩასძიებია. სამაგიეროდ მთელი ყურადღება მამაკაცზე ჰქონდა გადატანილი. გრძნობდა, რომ მისი ემოციური დამოკიდებულება თორნიკეს მიმართ საკმაოდ ძლიერდებოდა. შესაბამისად ცდილობდა მამაკაცის გვერდით მეტი დრო გაეტარებინა. ხშირად დადიოდნენ ერთად სავახშმოდ. მართალია ამ დროს ძირითადად საქმეზე საუბრობდნენ, მაგრამ ეკას ეს სრულიად აკმაყოფილებდა. მისთვის მთავარი მხოლოდ თორნიკესთან ახლოს ყოფნა იყო. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. პირველს გაემხილა მამაკაცისთვის თავისი გრძნობების შესახებ, თუ დალოდებოდა როდის შეამჩნევდა მამაკაცი თავისით. თან ერთი რამ აეჭვებდა. იქნებ თორნიკეს არ მოსწონდა როგორც ქალი? და მხოლოდ მეგობრად და პარტნიორად მიიჩნევდა. ამის გაფიქრებაც კი მაშინვე გულს უკლავდა და სასოწარკვეთაში აგდებდა.
ლინდამ კი არ იცოდა როგორ ჩემოეშორებინა ეს მეტიჩარა გოგო. ხშირად დაჰყვებოდა ეკას უკან ჩუმად, რათა მის შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოეჩინა, თუმცა გოგონა სრულიად ჩვეულებრივი, მისთვის ოდნავ მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობდა. და ამ დროს ლინდას კიდევ უფრო სძულდა ის.

შემოდგომმის ნესტიანი საღამო იყო. ეკა პარკში ნელი ნაბიჯით მიაბიჯებდა, კისერზე ფოტოაპარატი ჩამოეკიდა. ეს მისი ჰობი იყო. უყვარდა უბრალო ადამიანებისა და ჩვეული ცხოვრებისეული კადრების ფირზე აღბეჭდვა. თითქოს ასე უფრო მეტ სიმშვიდეს იკრებდა საკუთარი თავის გარშემო და სითბოთი ივსებოდა. კარგა ხნიანი სეირნობისგან დაღლილი იქვე სკამზე ჩამოჯდა. მის წინ საბავშვო მოედანზე ორი გოგონა თამაშობდა. დაახლოებით ხუთი წლისები თუ იქნებოდნენ. ქვიშისგან კოშკების აგებას ცდილობდნენ თან ერთმანეთში რაღაცას ბურტყუნებდნენ. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი წაიქცა, მთლიანად სილაში ამოიგანგლა და ტირილიც დაიწყო. მეორემ კი მაშინვე მიანება თამაშს თავი და მაშინვე მეგობრის დასახმარებლად გაემართა. ძირს დავარდნილ გოგონას წამოდგომაში მიეხმარა და მისი დასვრილი ტანსაცმლის გაწმენდა დაიწყო, თან მეგობარს ამშვიდებდა და ეუბნებოდა რომ არაფერი იყო, ოღონდ დაწყნარებულიყო და თავის ნიჩაბს აჩუქებდა სილაში სათამაშოდ. ამ უბრალო ადამიანურ მომენტზე გოგონას გაეღიმა. ბავშვები ყველაზე გულწრფელი არსებები არიან. ზუსტად იმას ამბობენ, რასაც გრძნობენ. ასაკის მატებასთან ერთად კი, რაც უფრო ემსგავსებიან ზრდასეულებს, უფრო მეტად მახინჯდება მათში შინაგანი ბუნება.. სწავლობენ ტყუილს, ღალატს, სისასტიკეს. ეს გარდაუვალი პროცესია.
ეკამ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და მის წინ მდგომ გოგონებს რამოდენიმე სურათი გადაუღო, შემდეგ კი კამერა ქვემოთ ჩამოსწია და კვლავ ღიმილიანი სახით მიაჩერდა მის წინ მდგომთ. უცებ გვერდიდან ჩახველების ხმა მოესმა. თავი მოაბრუნა და გაკვირვებულმა წარბები აწკიპა. მის გვერდით ლინდა იჯდა. არ ეჩვენებოდა. ეს გოგო ნამდვილად დავითის მდივანი იყო.
-საყვარლობაა. -ჩაილაპარაკა ირონიული სახით.
-გამარჯობა. - ჩაილაპარაკა გაკვირვებული სახით.
-გამარჯობა.
-აქ თქვენს ნახვას არ ველოდი.
-მე კი ველოდი.
გოგონამ კითხვის ნიშნებით აღსავსე გამომეტყველებით შეხედა.
-ვიცი რომ აქ დადიხაარ ყოველ საღამოს.
-საიდან იცით? ადრეც დაგინახივართ?
-არა. უკან გამოგყევი.
-რატომ? - კიდევ უფრო მეტი გაკვირვება გამოესახა სახეზე გოგონას.
-რაღაცის სათქმელად.
-ეს საქმეს უკკავშირდება?
-არა, პირადია. თორნიკეს ეხება.
-თორნიკესთან რა საერთო გაქვს?
ლინდამ ამის გაგებაზე ხმამაღლა გადაიხარხარა.
-მე კი არა შენ რა საერთო გაქვს? გგონია ვერ ვამჩნევ როგორ დაძრწიხარ მის ირგვლივ?
-რას ნიშნავ დავძრწივარ? ჩვენ პარტნიორები ვართ. ან თორნიკე რომც მომწონდეს შენ ვინ ხარ რომ აქ საქმეებს მირჩევ?! - ბრაზი შეეტყო გოგონას ხმას.
-მე ვინ ვარ? მგონი არ იცი რომ მე და თორნიკე უკვე დიდი ხანია ვხვდებით. თორნიკე ჩემი საქმროა და გირჩევ მისგან თავი შორს დაიჭირო, თორემ ძალიან განანებ. შენ არ იცი რისი გამკეთებელი ვარ.
-გგონია შენი მუქარით შემაშინებ და დაგიჯერებ? თორნიკეს შენზე სიტყვაც არ დასცდენია. ალბათ მისთვის არაფერს ნიშნავ.
ამ სიტყვებზე ლინდა აენთო.
-მე გაგაფრთხილე. რას იზამ ეგ უკვე შენი საქმეა და შედეგსაც მოიმკი. და კიდევ, გირჩევნია თორნიკეს ჰკითხო თუ ვინ ვარ მისთვის.
-აუცილებლად, და როდესაც მეტყვის რომ არაფერს წარმოადგენ მისთვის და ერთი უბრალო მდივანი ხარ ძალიან მაინტერესებს რას იზამ! - მიაძახა უკნიდან მიმავალ გოგონას.
მთელი დღე ჩაუშხამდა. დაბღვერილი იყო და თორნიკეს ზარსაც არ უპასუხა.
საღამოს ლინდას კარებთან აყუდებულ თორნიკეს ისიც დაბღვერილი სახით შეეგება.
-დღეს რა გჭირთ ყველას?
-არაფერი. რა უნდა მჭირდეს.
-გინდა სადმე გავისეირნოთ?
-არა.
-რატომ?
-უბრალოდ არ მინდა. - უხეშად უპასუა გოგონამ.
-ლინდა. - მამაკაცი ნელა მიუახლოვდა და წელზე ხელი მოხვია. შემდეგ კი თავი გოგონას კისერჩი ჩარგო და ლავიწზე აკოცა. - რატომ ხარ გაბრაზებული? - თბილი ხმით იკითხა.
-არ ვარ გაბრაზებული. - მობეზრებული ხმით უპასუხა გოგონამ და მკლავებიდან გაუსხლტა მამაკაცს.
-გეყოფა! - ხმა გაიმკაცრა თორნიკემაც. - მითხარი რა გჭირს.
-რა უნდა მჭირდეს. თვეში ერთხელ გახსენდები, შემდეგ კი სულ გადაიკარგები ხოლმე. სამსახურშიც ვერ გნახულობ წესიერად და იქაც მხოლოდ ფორმალური ურთიერთბა გვაქვს. მთელ დროს იმ ეკასთან ატარებ, მერე კი მოულოდნელად მეცხადები და მოითხოვ ისევ ძველ ურთიერთობას, რომ მერე ისევ გადაიკარგო და საერთოდ აღარ გაგახსენდე.
-ეჭვიანობ? - გაეღიმა მამაკაცს. - ნამდვილად ეჭვიანობ.
-აბა არ ვიეჭვიანო? - დარბილებული ხმით მიეტმასნა მამაკაცს და ხელები მხრებზე შემოხვია. ათასი ვიღაც გახვევია გარშემო. ჩემთვის კი საერთოდ ვერ იცლი.
-ეგ მალე შეიცვლება.
-რას გულისხმობ?
-არაფერს, ისეთს. სიურპრიზია.
-ხომ იცი სიურპრიზებზე არ ვგიჟდები.
-ვიცი. ახლა კი ჩაიცვი. ერთ ადგილას გავისეირნოთ.
-ეხლავე საყვარელო. - მხურვალედ აკოცა მამაკაცს და თავისი ოთახისკენ გაემართა.
მეორე დღეს თორნიკე სამსახურში არ მისულა. ლინდა ნერვიულობდა ისევ ეკას ხომ არ ხვდებაო. ურეკავდა, მაგრამ მამაკაცი ტელეფონს არ ღებულობდა.
ამ დროს კი თორნიკე საიუველორო მაღაზაიში იმყოფებოდა და დიდი რუდუნებით არჩევდა სიურორიზს. იქიდან გამოსულს კი ნაცნობი ხმა შემოესმა.
-ეკა როგორ ხარ? - გადაეხვია გაბადრულ ქალს.
-გმადლობ თორნიკე. კარგად შენ?
-მეც არაჩვეულებრივად.
-ვაუ. ვის უყიდე სამკაული? სალომეს დაბადების დღეა თუ ნანას?
-არა, სრულიად სხვა ადამიანს. მომილოცე, ცოლი მომყავს.
-რა?! - სრულიად გაფითრდა ეკა. თორნიკემ მისი ეს ცვლილება შეამჩნია და ხელი შეაშვლა.
-კარგად ხარ?
-კი, ოღონდ დღეს ცოტა გადავიღალე. სულ ეს არის. - ნაძალადევად გაუღიმა ქალმა. - ვინ არის ის ბედნიერი საიდუმლო ხომ არაა?
-არა რა საიდუმლო, ლინდა ხომ გახსოვს? ჩვენთან მუშაობს, დათოს მდივანია. დღეს ხელი უნდა ვთხოვო.
-მართლა? ძალიან მაგარია. გილოცავთ.
-გმადლობ. თუ გცალია შეგვიძლია სადმე კაფეში დავსხდეთ.
-არა, მაპატიე მაგრამ მეჩქარება. სხვა დროს იყოს.
-კარგი როგორც გინდა. გამიხარდა შენი ნახვა. - გაუღიმა გოგონას და მის ზურგს გააყოლა თვალი, რომელიც თანდათან შორდებოდა და ხალხის მასაში იკარგებოდა.
ძნელი გადმოსაცემია თუ რას გრძნობდა ეკა. იმედგაცრუებას? - ეს ცოტაა. აუტანელ ტკივილს? - ეს ცოტაა. სასოწარკვეთას?- ესეც ცოტაა. ალბათ ყველა ამ გრძნობის კომბინაციას აღმატებულ ხარისხში. განადგურებული მიდიოდა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. „ყველაზე სულელი არსება ვარ ამ ვეყნად. როგორ ვიფიქრე რომ თორნიკეს რაიმე გრძნობა შეიძლება ჰქონოდა ჩემს მიმართ, როდესაც მეგობრობისა და თანამშრომლობის ფარგლებს არასდროს გასცდენია. უნდა დავივიწყო. ძალიან რთლი და მტკივნეული იქნება, მაგრამ უნდა შევძლო“ - შთააგონებდა საკუთარ თავს.
ხელის თხოვნის ცერემონია ერთი შეხედვით იმდენად რომანტიული იყო, რომ ძალიან ბანალური გამოდიოდა. ლინდა რა თქმა უნდა სიხარულით დასთანხმდა თორნიკეს შემოთავაზებას, როგორც იქნა მის მათხოვრულ ცხოვრებას ბოლო მოეღებოდა.
ქორწილი ერთ თვეში დანიშნეს.

*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც მომდევნო თავი)) რატომღაც მკითხველის აქტიურობას ვერ ვამჩნევ, ნახვებიც ცოტა აქვს ამ ისტორიას... მაინტერესებს თქვენი აზრი მოვლენების განვითარებაზე...



№1 სტუმარი ნიაკა

მე ძლიანმომწოწონს და მინდოდა რომ ამ შტერ გოგოს შეჰყვარებოდა

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

ნიაკა
მე ძლიანმომწოწონს და მინდოდა რომ ამ შტერ გოგოს შეჰყვარებოდა


ლინდა მართლა შტერია და თავისი სიშტერე დაღუპავს smile
მადლობა შენ რომ კითხულობ და აკომენტარებ blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უჰ როგორი იმედი მქონდა ლინდა გამოფხიზლდებოდა და რაღაც გრძნობა მაინც გაუჩნდებოდა თორნიკეს მიმართ, მაგრამ მგონი ლინდას არაფერი და ვერაფერი შეცვლის. ძალიან მეცოდება ასეთი ხალხი.
შენ კი ჩემო კარგო არაჩვეულებრივად და გამართულად წერ. მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა❤

 


№4 სტუმარი oliko

Ar momwons es Linda mgonia rom tavisi sixarbe pulis mimart dagupavs ar Minda tornike mastan iyos uketess imsaxurebs es bichi aseti materialistic qalebs ver vitan

 


№5  offline წევრი just girl

Lindaze veuxvar radgan simdidreze fiqrobs da siyvarulis grdznoba ar gaschenia aqamde. Am bichs kide ra etaka am mokle xanshi :) ise sainteresoa ra moxdeba. Da kidev sheidzleba me meshleba tumca mgoni erti organ saxeli shecdomit weria? :)

 


№6  offline წევრი ბაბუაწვერა

Chikochiko
უჰ როგორი იმედი მქონდა ლინდა გამოფხიზლდებოდა და რაღაც გრძნობა მაინც გაუჩნდებოდა თორნიკეს მიმართ, მაგრამ მგონი ლინდას არაფერი და ვერაფერი შეცვლის. ძალიან მეცოდება ასეთი ხალხი.
შენ კი ჩემო კარგო არაჩვეულებრივად და გამართულად წერ. მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა❤


დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤ მეც ძალიან მსიამოვნებს შენს კომენტარებს რომ ვხედავ ჩემი ისტორიების ქვემოთ.

oliko
Ar momwons es Linda mgonia rom tavisi sixarbe pulis mimart dagupavs ar Minda tornike mastan iyos uketess imsaxurebs es bichi aseti materialistic qalebs ver vitan


სიმართლე გითხრა მეც ვერ ვიტან ლინდასნაირ ქალებს, თუმცა ამ ისტორიას ასეთი პერსონაჟი სჭირდებოდა. გმადლობ რომ კითხულობ ❤

just girl
Lindaze veuxvar radgan simdidreze fiqrobs da siyvarulis grdznoba ar gaschenia aqamde. Am bichs kide ra etaka am mokle xanshi :) ise sainteresoa ra moxdeba. Da kidev sheidzleba me meshleba tumca mgoni erti organ saxeli shecdomit weria? :)


თავიდან გადავიკითხე ისტორია და სახელები სწორად მიწერია. შეიძლება ის მოგეჩვენა არასწორად, რომ როდესაც თორნიკე ლინდას ურეკავს ლინდა თოკოთი მიმართავს. smiley და რაც შეეხება ისტორიის განვითარებას. ოოო აქ ისეთები მოხდება ))
ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა რომ კითხულობ და აკომენტარებ ❤

 


№7 სტუმარი oliko

Veli shemdeg tavs. Warmatebebi. Tu lindas tornikestan toveb. Chkuis swavleba ar awyenda. Ar damichagro tornike.

 


№8  offline წევრი ბაბუაწვერა

oliko
Veli shemdeg tavs. Warmatebebi. Tu lindas tornikestan toveb. Chkuis swavleba ar awyenda. Ar damichagro tornike.


თორნიკე თავს არავის დააჩაგვრინებს smile მადლობა რომ აკომენტარებ ❤
შემდეგი თავი უკვე ავტვირთე და წესით მალე უნდა დაიდოს.

 


№9  offline წევრი just girl

ბაბუაწვერა
Chikochiko
უჰ როგორი იმედი მქონდა ლინდა გამოფხიზლდებოდა და რაღაც გრძნობა მაინც გაუჩნდებოდა თორნიკეს მიმართ, მაგრამ მგონი ლინდას არაფერი და ვერაფერი შეცვლის. ძალიან მეცოდება ასეთი ხალხი.
შენ კი ჩემო კარგო არაჩვეულებრივად და გამართულად წერ. მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა❤


დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤ მეც ძალიან მსიამოვნებს შენს კომენტარებს რომ ვხედავ ჩემი ისტორიების ქვემოთ.

oliko
Ar momwons es Linda mgonia rom tavisi sixarbe pulis mimart dagupavs ar Minda tornike mastan iyos uketess imsaxurebs es bichi aseti materialistic qalebs ver vitan


სიმართლე გითხრა მეც ვერ ვიტან ლინდასნაირ ქალებს, თუმცა ამ ისტორიას ასეთი პერსონაჟი სჭირდებოდა. გმადლობ რომ კითხულობ ❤

just girl
Lindaze veuxvar radgan simdidreze fiqrobs da siyvarulis grdznoba ar gaschenia aqamde. Am bichs kide ra etaka am mokle xanshi :) ise sainteresoa ra moxdeba. Da kidev sheidzleba me meshleba tumca mgoni erti organ saxeli shecdomit weria? :)


თავიდან გადავიკითხე ისტორია და სახელები სწორად მიწერია. შეიძლება ის მოგეჩვენა არასწორად, რომ როდესაც თორნიკე ლინდას ურეკავს ლინდა თოკოთი მიმართავს. smiley და რაც შეეხება ისტორიის განვითარებას. ოოო აქ ისეთები მოხდება ))
ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა რომ კითხულობ და აკომენტარებ ❤

ერთგან ლინდა თორნიკეს სანდროთი იხენიებს და მეორე ლინდა ამბობს სალომეზე რაღაცად და შენ გიწერია რომ სალომემ თქვაო. დააკვირდი აბაა? ჩვენ კი მივხვდით მარა გადახედე მაინც სხვა დროს რომ აღარ მოხდეს შეცდომები :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent