შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი პეპლები


19-08-2017, 14:20
ავტორი sadmoon
ნანახია 1 625

ცოტნე
ყველაფრის მოყოლა მინდა. მინდა ავღწერო თითოეული წამი, თითოეული განცდა. თუმცა ყველაფრის გახსენებისას კანკალი მიტყდება. კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობ ემოციებს, ტკივილს , ბედნიერებას. მაშინ სულელი ბავშვი ვიყავი არ ვიცოდი რა იყო სწორი , რა არა. სად გადიოდა ზღვარი. რისთვის უნდა მებრძოლა და რა უნდა დამეთმო. ერთი უბრალო უფერული გოგონა ვიყავი , რომელსაც ეგონა მისი სული უამრაფერი ფერისგან , ყველა"ფერის"გან შედგებოდა. დღეს რომ ვიხსენებ , ჩემს სისულელეზე მეცინება . არ ვვნანობ, არა მართლა არ ვნანობ. ვიცი რაც არ უნდა ყოფილიყო ესე მოვიქცეოდი , მაგრამ.. მაგრამ..
ზღაპრების ყოველთვის მჯეროდა , მიყვარდა რომანების კითხვა , დრამების ყურება. მჯეროდა დაუვიწყარი და უსასრულო სიყვარულის. ახლა კი , ახლა ვიცი რომ სიყვარული სინამდვილეში მწერლების და რეჟისორების გამოგონილი გრძნობაა. ჯერ კიდევ ჩვენს დაბაბდებამდე , ფილოსოფოსები , მწერლები , მუსიკოსები , ყველა იგონებდა არნახულ გრძნობას , რათა შეევსოთ მარტობაა, რათა ადამიანებისთვის მიეცათ იმედი რომ ყველაფერი იქნება კარგად.
მეათე კლასში ვიყავი მაშინ ცოტნე რომ გავიცანი. მაშინ მწვავე დეპრესია მქონდა , როკი , სიგარეტი და ყავა. შავი ფერი იყო მაშინ მოდური. და მეც ფრჩხილებზე შავი ლაქით, დასერილი ხელებით , როკ ჯგუფის ლოგოებით სავსე მაიკით და ბათინკებით დავაბიჯებდი ქუჩებში. მყავდა ისეთი სამეგობრო, ყველა დედა რომ უკრძალავს საკუთარ შვილს მათთან მეგობრობას და მეც ზუსტად ეგეთი ვიყავი , ვისზეც ჩემი მშობლები მაფრთხილებდნენ. ალკოჰოლი , ნარკოტიკი და როკი . რომ ვუფიქრდები მაშინ რამაც გამომაფხიზლა იყო ის , რომ სწავლა მიყვარდა, ბევრს ვკითხულობდი და ალბათ ჩემ აზრონებას სწორი გზა სწორედ ამან მისცა. თუმცა ალბათ გარკვეულ წილად ცოტნესაც მიუძღვის წვლილი.
მე და ცოტნე , ეს სასწაულად რადიკალური ადამიანების სინთეზი იყო. არასოდეს ვეთანხმებოდით ერთმანეთს. უბრალოს ასე ხდებოდა , სხვადასხვა წამოდგენა გვქონდა ცხოვრებაზე. ცოტნე სიკვდილზე ოცნებობდა , თუმცა დინჯი და გაწონასწორებული იყო , ლაპარაკობდა დამაჯერებლად , ტონს არასოდეს უწევდა , თუმცა როცა როლებში შეიჭრებოდა ვეღარ გააჩუმებდი. მე კიდევ პირიქით მოსმენა მიყვარდა, თითოულ დასამახსოვრებელ მომენტს ვიწერდი გონებაში , შემდეგ კი ფურცლებზე გადამქონდა.
გაცნობის დღიდან რაგაც განსაკუთრებული ვიგრძენი. ჩემს მეგობართან გავიცანი. თავიდან ძალიან მარტივ და უბრალო თემებზე ვილაპარაკეთ , გავცვალეთ მოკლე ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ მას ჩოგბურთი უყვარდა , აბოდებდა ფედერერზე და თვითონაც საკმაოდ კარგად თამოშობდა , უყვარდა კინო და მუსიკა . კევინ სპეისზე გიჟდებოდა , საყვარელი ფილმი კი "ამერიკული სილამაზე იყო". შემდეგ შემთხვევით შევხვდით ქუჩაში და ასედა დაიწყო მე და ცოტნე ისტორია. ვხვდებოდით ერთმანეთს და ვსეირნობდით ,ვსვავდით და ვეწეოდით.
- ყოველთვის ვოცნებობდი მოგზაურებაზე- მეუბნება ცოტნე- მინდა შემოვიარო მთელი ცხოვრება , ვნახო როგორ ცხოვრობენ სხვა ქვეყნებსი , გავეცნო მოხეტიეალე ადამიანებს. ყველა ის ადგილი მინდა ვნახო სადაც ლეგენდები ცოცხლობდნენ .
- ვისთან ერთად ?
- მარტო მინდა ავიხდინო ოცნება. საკუთარ თავსი გავერკვევი , გავიგებ ნამდვილი ვარ თუ არა , გამოვცდი ყველა ემოციას და ვისწავლი ახალს . ყველაფრის გადაფასება და დაფასება მინდა ვიცოდე
გადიოდა დრო მე და ცოტნე უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.
ამდენი ტკივილის მიუხედავად მაინც ტკბილად მახსენდება. ცოტნე იყო ის ვინც ცხოვრება მასწავლა , მასწავლა რა უნდა გამეკეთებინა ცხოვრებაში , მასწავლა რომ არვის უნდა ენდო და რომ ადამიანი ყოველთვის მარტოა.
შაბათი საღამოა, ჩაბნელებულ ოთახში გულაღმა ვწევა სიგარეტს ვაბოლებ და ცოტნეს ვემესიჯები.
-ჩემი მშობლები შემიწირავენ - ვწერ და შეტყობინებას ვაგზავნი
-ისევ ჩხუბობენ?
-ჰო , ყოველდღე ერთი და იგივე , აღარ შემიძლია , გაქრობა მინდა . ვეჩხუბე ორივეს.
-დაანებე თავი ,თვითონ მორიგდებიან.
- რომ ვერ რიგდებიან მაგაზე მეშლება ნერვები. თუ არ უნდათ ერთად ყოფნა , რატომ ცხოვრობენ ერთ ჭერ ქვეშ ვერ ვხვდები. მამაჩემს კიდე საყვარელი ყავს
- ერთგული არავინაა , ამ ცხოვრებაში ვერავინ გიერთგულებს ჩემო ნინაჩკა
- ვიცი და მაგის გააზრება მტკენს გულის, ყველასთვის მშობელი მაინც განსაკუთრებულიო რამაა , უცოდველ არსებებად მივიჩნევთ დ ის ფაქტი რომ მამაჩემი ესეთია გულს მტკენს , დედაჩემი ჰომ საერთოდ კატასტროფაა , არც მიკვირს მამაჩემი სხვასთან რომ წავიდა. შენ რას შვები?
- დავლიეთ დღეს , და შენი კოცნა მინდა საშინლად .
- გავიდეთ ?
- ნაღდად გამოიპარები?
- ჩემებს არასდროს ეცალათ და რაღა ეხლა მომაქცევენ ყურადღებას
-15 წუთში ვიქნები
ჩვენ ადგილას გავედი , მიტოვებული და დანგრეული შენობაა, რომელიც ადრე სასტუმროს როლს ასრულებდა, შემთხვევით აღმოვაჩინეთ და გავასუფთავედ . ოთახში ერთი ლეიბი და სკამი დგას მხოლოდ. როცა განმარტოება გვინდა ყოველთვის აქ მოვდივართ.
- დაგაგვიანდა -მეუბნება ცოტნე
- მოთმინებისუნარი საერთოდ არ გაგაჩნია -კალთაში ვუჯდები და ლოყაზე ვკოცნი. გარეთ საშინელი ამინდია , ქარი და წვიმა ერთმანეთს ერწყმის.
- დავლიოთ?- სასმლით სავსე პარკისკენ მანიშნებს
- ოფ ქოურს ბაეიბი.
ცოტნე ლუდი ქილას იღებს , ხნის და მაწვდის . მეც ერთი ამოსუნთქვით ვცლი. ცოტნეც სვავ და მეორე ქილა იღებს. რამდენი დავლიეთ იმ საღამოს არ მახსოვს .
-მინდიხარ - ჩემეკენ იწევა და ტუჩებში მკოცნის , მეც ვყევიბი. საშინლად მსიამოვნებს მისი კოცნა . შემდეგ ლეიბზე მაწვენს და ვიკარგებით სიამოვნების მორევში. მაშინ პირველად მიხვდი რა იყო როცა იმ ადამინთან გაქვს სექსი , რომლიც შენთვის მნიშვნელოვანია.
მაშინ მართლა მეგონა რომ სიგიჟემდე მიყვარდა. ეხლა ვერ გეტყვით დანამდვილებით მაშინ რას ვგრძნობდი. ალბათ ბავშვური გატაცება უფრო იყო ვიდრე სიყვარული. თუმცა მაშინ ცოტნეზე რომ მაფანატებდა ყველამმ იცოდა.
-მიყვარხარ - ყელში ვკოცნი, შემდეგ ტუჩებსში , ისიც მყვება.
-მეც - ამბობს თავი ბოხი ხმით, რომელზეც ვდნები.
-მოვწიოთ?
-ოკსი ბაი
ცოტნე ბოთლს მაწვდის რამდენიმე ნაფაზს ვურტყავ და ისევ მას ვაწოდებ მერე ვგრძნობ , რომ თავბრუ მეხვევა და ცოტნეს ვუყრებ და მეცინება , ვიცინი დაუსრულებლივ . მერე ტანზე ნელ ნელა ვიხდი , ცოტნე თვალს არ მაშორებს. საღაც სხვა პლანეტაზე ვართ. როცა ტანსაცმელისგან ვთავისუფლდები, ცოტნესკენ მივდივარ, გინებაში საკუთარ მუსიკას ვქმნი და ამ მუსიკას ტანს ვაყოლებ , თან ნელნელა ცოტნესაც ვაშიშვლებთ და ვიწყებთ ცეკვას , ცეკვას ჯადოსნური ,მუსიკის ფონზე , რომელიც ამ მომენტისტვის და ჩვენთვის თავად შევქმენით. ეს დღე გონებიდან არ ამომდის , ასეთი მძაფრი განცდა არასოდეს მქონია
- მოგზაურობაზე კიდევ ოცნებობ?
- რა თქმა უნდა , ეს ის მომავალია , რომლის იმედითაც ვცოცხლობ, გახსოვ ადრე გითხარი მარტო მინდა მოგზაურობათქო-თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ - გადავიფიქრე , მინდა ჩემთან ერთდ წამოხვიდე , მინდა თითოეული ჩემი ემოცია შენ გაგიზირო.-ისეთი სითბოთი ამობობს , გული მევსება და ნაზად ვკოცნი ლოყაზე , ვეხუტები და ასე ვიძინებთ.
მიუხედავად იმისა , რომ ცოტნე ჩემთან იყო. ჩემი დეპრესი უფრო და უფრო ღრმავდებიდა . მშობლები , მეგობრები , ცოტნე , საკუთრი თავი , მარტოობა საშინელ ტკივილს მაყენებდა და უფრო და უფრო ვიკეტებოდი საკუთარ თავში. არ ვიცი ალბათ გარდამავალი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში , მშობლები გამუდმებით ჩხუბობდნენ , მეგობრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვურეკავდი თუ დალევა ან მოწევა მინდოდა. ისინიც ასე მიყენებდნენ და ეს საშინლად მაღიზიანებდა. მერე გამოცდების პერიოდიც მოვიდა , ეროვნულები ცალკე სტერი იყო ჩემთვი . სიბნელეში ვიჯექი და ბოლო ხმაზე ვტიროდი , რამდენიმე კვირა საჩმელს არ ვჭამდი ,არ ვსვავდი , საერთოს არ ვმოძრაობდი. და როცა ცოტნე დამჭირდა ყველაზე მეტად , მაშინ აორთქლდა.უბრალოდ გაქრა. გაუფერულდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent