შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი 7


19-08-2017, 15:32
ავტორი lola
ნანახია 1 972

მიუხედავად იმისა რო ფეხი გაჭრილი მქონდა და მტკიოდა,მაინც ვახერხებდი სიარულს, ბანაკიდან მოშორებით არ მივდიოდი.... უფრო სწორად გასვლის უფლებას არ მაძლევდენენ,გართობით მშვენივრად ვერთობოდით.ნასადილევს ბავშვები ჩანჩქერის დასალაშქრად წავიდნენ,მე კი ბანაკში ბექასთან ერთად დამტოვეს.
მდინარეზე ჩასვლა მოვინდომე,ბექა თავიდან უარზე იყო,გაცივდებიო,დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დამთანხმდა,ცალ ფეხზე ხტუნვით ჩავიარა დაღმართო,კი მითხრა დაგეხმარებიო,მაგრამ მტკიცე უარი განვუცხადე,დამოუკიდებლადაც შევძლებ მეთქი
-ამ ჯერად ფრთხილად იყავი
-ვეცდები.მდინარის ნაპირას ჩამოვჯექი,ნელა ჩავყე წყალში ფეხები,თვითონ უკვე მოესწრო მუხლამდე დასველება
-წუწაობაზე რა აზრის ხარ?
-დარწმუნებული ხარ რო გინდა?.... რო გაცივდე?
-არ გავცივდები.სწრაფად ვუთხარი და მისთვის მოულოდნელად შევასხი წყალი
-ნუ მიწვევ,მაგ ფეხით ვერსად ვერ გაიქცევი.ნიშნისმოგებით მითხრა
-ხო არათანაბარი ძალებით ბრძოლა უსამართლობაა.დავეთანხმე
-ასე მალე მნებდები? გაუკვირდა
-ვინ ახსენა დანებება?.... ისევ შევასხი წყალი,ახლა მისი ჯერი იყო,ერთიანად დამასველა მთელ თავზე ყინულივით ცივი წყალი გადამავლო,ვითომც არაფერი, არადა თვითონ მეუბნებოდა არ გაცივდეო....
-გავიყინე.ვკიოდი
-საკუთარ თავს დააბრალე,ჩემი ინიციატივა არ ყოფილა.
გაბუსხული ბავშვივით ზურგი ვაქციე,ჩემი ქცევის საპასუხოდ უფრო მეტად დამასველა, ყურებში ჩამივიდა წყალი,აღარაფერი მესმოდა
-გავცივდები ბექა!კივილს უფრო ვუმატე
-არაუშავს კოცონს დავანთებ და გაშრები. სწრაფად მომიჭრა და წყლიდან ამომიყვანა
-პირსახოცსა და ტანსაცმელს ვერ მომიტან?ბანაკში მისულმა საწყალი თვალებით შევხედე. კარავიდან ჩემი პირსახოცი მომიტანა,ტანსაცმელს ალბათ 10 წუთი მაინც ეძებდა, სველი უკვე ვკანკალებდი
-ახლა უნდა შეტრიალდე რო გამოვიცვალო,იცოდე არ გამოიხედო!
-მაგის თქმა საჭირო არ იყო.თითქოს ნაწყენმა ჩაილაპარაკა და ჩემგან მოშორებით დადგა.
მცხუნვარე მზე ღრუბლებმა ჩაანაცვლეს,წვიმა წამოვიდა,ზაფხულის თბილი წვიმა,როგორ მინდოდა იმ წვიმაში გარეთ ყოფნა,მე კიდე კარავში ვიყავი ბექასთან ერთად..... არც ეს იყო ცუდი,მაგრამ წვიმაში ყოფნა ორივესთვის უკეთესი იქნებოდა
-ალბათ წვიმა არ გიყვარს.მე წამოვიწყე საუბარი
-ხო შენგან განსხვავებით არა
-საიდან იცი რო მიყვარს?
-დაგინახე როგორ სეირნობდი მარტო წვიმაში
-ალბათ გიჟი გგონივარ.გამეცინა ჩემ სიტყვებზე
-შენ როგორ ფიქრობ?
-არ ვიცი და მაგიტო გეკითხები
-არა არ მგონიხარ გიჟი,მარტოსული უფრო მგონიხარ
-არ ვარ მარტოსული
-შენ თვითონ გჯერა შენი სიტყვების?
-ვცდილობ წვიმაში საკუთარ ფიქრებთან მარტო დავრჩე
-როგორც აივანზე მჯდომი ხო?
-ალბათ ბევრჯერ დაგინახივარ იმ სიბნელეში მჯდომი
-სადაც სიბნელეა,იქ შეიძლება სინათლეც იყოს
-სინათლეში რას გულისხმობ?
-შენ გგულისხმობ.სულისშემძვრელად ტკბილი და სასიამოვნო ხმით მითხრა
-უკან დაბრუნების შემდეგ რა მოხდება?
-არ ვიცი...მაგრამ ის ვიცი რო ძველებურად ვეღარაფერი იქნება
-ჩვენ ურთიერთობას გულისხმობ? ღამეზე უფრო ბნელი თვალები ჩემ ნაცრისფერ თვალებს პირისპირ შეხვდნენ,არც ერთს მორიდებია,პირიქით ერთმანეთთან შეხვედრას ელოდნენ
არ ვუპასუხე,ჩემი დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა,ამიტომ აღარ გაუგრძელებია ამ თემაზე საუბარი
-უკან დაბრუნების შემდეგ კარგ ადგილას წაგიყვან
-როცა სიარულს შევძლებ მაშინ წავიდეთ
-მპირდები?
-გპირდები
-იცოდე რაც არ უნდა მოხდეს მაინც წამოხვალ
-კარგი გპირდები რო წამოვალ.გამეცინა
ისე გავიდა დრო ვერ მივხვდით,წვიმაც შეწყდა,ბავშვები უკან დაბრუნდნენ და ჩვენც იძულებულნი გავხდით უკან რეალობაში დავბრუნებულიყავით.კარგ გუნებაზე ჩანდნენ, განსაკუთრებით ანუშკას უღიმოდა სახე.არ მითხრა ღიმილის მიზეზი, მაგრამ ვხვდებოდი რაღაც კარგი რო ხდებოდა.
კოცონი დაანთეს ბიჭებმა,მე და ანუშკა ვახშამვს ვამზადებდით,მოპარული სიმინდები და ძეხვი შევწვით,საქმეში გართულებს თომა მოგვიახლოვდა..... უფრო სწორად ანუშკას მიუახლოვდა და გვირილა გაუკეთა ჩაწნილ თმაში, სიცილი ძლივს შევიკავე,თვალი მოვარიდე,ნუთუ.... არა არ მჯერა,თომას წასვლის მერე ანუშკას გაკვირვებულმა გავხედე, თვალებით ვანიშნე რა ხდება მეთქი,არაფერიო თავი გააქნია, მაგრამ მისი ღიმილი სულ სხვა რაღაცას ამბობდა
-მგონი ვიღაცას ვიღაც მოწონს.სიცილით წარმოვთქვი
-კი ბექას ნანიკო.ნიშნისმოგებით მითხრა და კმაყოფილმა გამომხედა
-ნუ ხარ საზიზღარი შენ.ენა გამოვუყე,სანაცვლოდ მოვიდა და ორივე ლოყა ჩამიკოცნა
კოცონს მივუსხედით,ანუშკა და თომა მეჯდნენ გვერდით,ბექა პირდაპირ, მის გვერდით კი სესილია მოკალათებულიყო,რაღაცას გაუთავებლად უყვებოდა ის კი ყურადღებასაც არ აქცევდა,დაინახა რა ჩემი მზერა გაეღიმა,თვალი ჩამიკრა საპასუხოდ კი წარბის აწევის გარდა ვერაფერი მიიღო ჩემგან
მერე მოურიდებლად და ბოდიშის გარეშე გაშორდა სესილიას,გვერდით მომიჯდა
-არ ვეჭვიანობ.სწრაფად ვუთხარი სანამ რამეს მეტყოდა
-ვიცი და არც ვაპირებდი მაგის კითხვას.
-აბა რატო მოხვედი?
-აკრძალულია შენ გვერდით ჯდომა? შეიცხადა
-არა მაგრამ სესილია გესაუბრებოდა,შენ კიდე....
-შენთან ყოფნა მირჩევნია
-მე კიდე დუმილი და ჩემი ჟელიბონების ჭამა.ისიც გაჩუმდა, დიდხანს მიყურებდა,ცდილობდა ჩემ გონებაში შეღწევას,ლოყები ამიწითლდა,არ ვიყავი მიჩვეული მის მზერას
-ნუ მიყურებ
-შენი ყურებაც აკრძალული მაქვს?
-არა,უბრალოდ უხერხულად გვრძნობ თავს, სხვებიც არიან და ხედავენ ყველაფერს
-და რას ვაკეთებ ცუდს?
-არაფერს, მაგრამ.....ჟელიბონი გინდა? მივაწოდე( სხვათაშორის პირველი შემთხვევა იყო ვინმესთვის შემეთავაზებინა)ვცადე სხვა თემაზე გადამეტანა ყურადღება
-არ მიყვარს
-არც შოკოლდაბი არ გიყვარს
-მართალი ხარ
-საინტერესეოა საერთოდ თუ რამე გიყვარს? პირგამოტენილი პატარა ბავშვივით შევეკითხე
-კი შენ მიყვარხარ.ახლაც ისე სწრაფად მიპასუხა დავიბენი,რა მეთქვა არ ვიცოდი, ისევ დავიმორცხვე
-ყოველ ჯერზე ეგრე გემართება,როცა გეუბნები რო მიყვარხარ. გაეცინა
-ხოდა ნუღა მარცხვენ
-საყვარელი ხარ! ჩემთან უფრო ახლოს დაჯდა, კოცონის სიმხურვალე და ბექას სიახლოვე,უფრო მიწითლებდა ლოყებს,ჩუმად ვიჯექით,დრო და დრო მისკენ ვაპარებდი მზერას,საკუთარ თავზე მეცინებოდა,ბოლოს ნერვები მომეშალა და დასაძინებლად წავედი, ანუშკაც მალე დაწვა,არც ერთს არ მოგვეკარა ძილი
-რაზე ფიქრობ?შუა ღამისას მკითხა ანუშკამ
-რაზეც შენ.სიცილით ვუთხარი
-მოიცა შენ რატო ფიქრობ თომაზე? გაკვირვებული წამოხტა ფეხზე
და მისთვის რო გეკითხათ არ მოწონდა,ბევრი ვიცინე მის საქციელზე,ვერ მივხვდი როდის ან როგორ მოეწონათ ერთმანეთი,ფაქტია არც ერთი არ იყო გულგრილი ერთმანეთის მიმართ
-რა ხდება შენსა და ბექას შორის?
-ყველაფერი მშვენივრადაა
-ანუ შენც მოგწონს. სიხარულით წამოიძახა
-არ ვიცი მომწონს კი?.........მასთან თავს კარგად ვგრძნობ,მსიამოვნებს მისი სიახლოვე, მაგრამ არ ვიცი რამეს ვგრძნობ მის მიმართ თუ არა
-არაუშავს ყველაფერს გაარკვევ,უბრალოდ ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და სიამაყის მიღმაც გაიხედე,სადაც შეიძლება ბედნიერებაც გელოდოს.
-ხო მაგრამ მე საკუთარი პრინციპები მაქვს.....
-სადაც სიყვარულია იქ საკუთარი პრინციპები მეორე ხარისხოვანია
-ხო მაგრამ მე ის არ მიყვარს
-ან არ გინდა საკუთარ თავთან მაგის აღიარება.მშვიდად მითხრა და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის საშუალება მომცა
ჯერ ძალიან ადრე იყო იმისთვის რო შემყვარებოდა,შეიძლება მომწონებოდა მაგრამ სიყვარული?.......კარგად ვიცოდი რომ სულ ერთი არ იყო ჩემთვის,მაგრამ მიყვარდა კი?..... ამ კითხვებს თვითონვე ვსვაამდი,მაგრამ პასუხის გაცემას არ ვჩქარობდი


***
ნეძვიდან ჩამოსვლის მერე ორივემ ვიცოდით რომ ჩვენ ურთიერთობაში ახალი და უფრო მეტად ტკბილი ეტაპი იწყებოდა,ახლა უფრო მეტად გვჭირდებოდა ერთმანეთის ყურადღება, მაგრამ უკან დაბრუნების შემდეგ ბექა რამდენიმე დღით ზღვაზე წავიდა,მარტო დავრჩი, მიუხედავად იმისა რო ანუშკა ჩემთან იყო,თომას გარდა ვერავის ამჩნევდა,მთელი დღე ერთად იყვნენ,მე კი მათ გვერდით თავს ზედმეტად ვგრძნობდი,მოწყენილი სახლში ვიჯექი და ვკითხულობდი.....
საღამო ხანს ბექამ დამირეკა,გამეხარდა მისი ხმის გაგონება
-როდის ჩამოხვალ? ხმაში მონატრება დამეტყო
-მალე
-მალე რამდენია?
-ალბათ 2 დღეში ჩამოვალ, მოიწყინე?
-სულ მარტო ვარ...
-მარტო რატო ხარ? ანუშკა ხო ჯერ ისევ მანდაა
-ანუშკას მარტო თომა ახსოვს
-კარგი ვეცდები ხვალ ჩამოვიდე
-არ ხარ ვალდებული ჩემ გამო მალე ჩამოხვიდე
-მართალია ვალდებული არ ვარ.... მაგრამ მენატრები
მისგან ყველაზე მეტად ამ სიტყვების მოსმენა მინდოდა,გულწრფელად რო ვთქვა მისი იქ ყოფნა მიხაროდა,ფიქრისა და საკუთარ გრძნობებში გარკვევის დრო მქონდა,მის გარეშე თავს ისე ვგრძნობდი როგორც უვარსკვლავო ღამეში ცაზე ეულად მყოფი მთვარე,მასსავით მარტოსული ვიყავი
-ნატა შეიძლება ვისაუბროთ?მორიდებით ვკითხე დედას, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა
-ხო მშვიდობაა?სულ თვითონ იწყებდა საუბარს,ახლა კი როცა მე გადავდგი პირველი ნაბიჯი გაუკვირდა
-კი მშვიდობაა....
-მაშინ გისმენ.
-საიდან დავიწყო არ ვიცი..... სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს
-ვიცი რაც უნდა მითხრა, არაა საჭირო რამის ახსნა.თვალი ჩამიკრა
-არა დედა საქმე მაგაში არაა....
-აბა?თავი დაანება სამზარეულოში საქმის კეთებას,სკამზე ჩამოჯდა და ყურადღებით შემომხედა
-არ ვიცი როგორ მოვიქცე....
-ბექას მიმართ რას გრძნობ?
-საქმეც ეგაა რო არ ვიცი ზუსტად
-გიყვარს?
-მგონი..... ან არა.... ისეთი დაბნეული ვარ დედა,ახლა როცა ჩემგან შორსაა მენატრება,მაგრამ როცა დაბრუნდება ..... არ ვიცი რა იქნება
-გული რას გკარნახობს?
-გულს მასთან ყოფნა უნდა,მაგრამ გონებას...... ოხ ეს გონება,ისეთი უცნაურია
-უცნაური შენ თვითონ ხარ,ამდენს ნუ ფიქრობ
-იქნებ ბავშვური გატაცება ვარ მისთვის?
-არამგონია,მისი თვალები იმდენად წრფელია..... იმხელა სიყვარულია აღბეჭდილი მასში, გრძნობებით სავსეა ეგ ბიჭი.......
-და მე იქნებ არც ვარ მისი სიყვარულის ღირსი
-მისი ღირსი რო არ იყო არც აგირჩევდა.... მშვიდად მითხრა ნატამ
-მამას გაუმართლა შენ რო შეგხვდა დე. პირველად გვქონდა მე და დედას ასეთი გულწრფელი საუბარი,ყოველთვის ვცდილობდი ჩემი გრძნობები საკუთარი თავის გარდა არავისთვის გამემხილა,მაგრამ ახლა როცა დედას ვესაუბრებოდი მის შესახებ ვგრძნობდი როგორ მსიამოვნებდა მასთან საუბარი.
გვიანობამდე ვსაუბრობდით,მიყვებოდა თავის სიყვარულის ისტორიებს,მამას გაცნობის ამბავს,ბოლოს ძილი მოერია,მე კი აივანზე ავედი,იმ იმედით რო ბექა ისევ იქ დამხვდებოდა.
სარწეველა სკამში მოკალათებული პირვანდელივით ჩაბნელებულ აივანს გავცქეროდი, მოწყენილი თავის ღამის სტუმარს ელოდა,მე კი ჩემსას,ველოდი როდის გაიღებოდა აივნის კარი და ბექა გამოვიდოდა,მაგრამ სულ ტყუილად ველოდი
ეზოდან ჩემი სახელი მომესმა,ბექას ხმას ჰგავდა,იმდენად მენატრებოდა მელანდებოდა კიდეც
-ვიცი რო ისევ აივანზე ხარ.ტელეფონზე მისი შეტყობინება მომივიდა
სწრაფად წამოვხტი და აივნის მოაჯირთან მივირბინე,ეზოში ბნელოდა მაგრამ ვხედავდი მის სახეს,იღიმოდა..... რაღაც უცნაურად მიღიმოდა
-ბექა?
-მომენატრე მეთქი ხო გითხარი.
ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ მიყვარდა მისი ვნებიანი თვალები,როგორ მიყვარდა მისი გამოხედვა რომელიც სულში იმდენად ღრმად მწვდებოდა რომ გონებას მირევდა,მისი ღიმილი.....ის ხომ ისეთი შესანიშნავი იყო,ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რაც მას გააჩნდა,რისი ჩუქებაც ყოველ წამს შეეძლო ჩემთვის
ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ ძლიერ და თავდავიწყებით მიყვარდა მე ის!



№1 სტუმარი Guest tekla

კიდევ ერთხელ,უმაგრესია <3 <3 შენ არ იცი როგორ მახარებ,ყოველი ახალი თავით <3 <3

 


№2  offline წევრი მინდა ვწერო

მხოლოდ ერთმა მოთრობამ შეძლო ჩემამდე მოსვლა.ეს მეორეა.ისე საოცრად წერ ის წუთები როცა ვლითხულობ მეც მათთან ვარ ყველა გრძნობა რასაც ისინი განიცდიან მეც განვიცდი.ასე გააგრძელე ისეთი კარგია ნაკლს ვერ უპოვი,მაგრამ დიდი თავები მინდა თორე მალე ვუბრუნდები რეალურ საყაროს.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. <3

 


№3  offline წევრი ki si

Umagresi gogo xar shen ase gaagrdzele :*

 


№4  offline წევრი lola

Guest tekla
კიდევ ერთხელ,უმაგრესია <3 <3 შენ არ იცი როგორ მახარებ,ყოველი ახალი თავით <3 <3

ვეცდები შემდეგი თავი უფრო საინტერესო იყოს, მიხარია შენი სახით რო მყავს აქტიური მკითხველი kissing_heart
მინდა ვწერო
მხოლოდ ერთმა მოთრობამ შეძლო ჩემამდე მოსვლა.ეს მეორეა.ისე საოცრად წერ ის წუთები როცა ვლითხულობ მეც მათთან ვარ ყველა გრძნობა რასაც ისინი განიცდიან მეც განვიცდი.ასე გააგრძელე ისეთი კარგია ნაკლს ვერ უპოვი,მაგრამ დიდი თავები მინდა თორე მალე ვუბრუნდები რეალურ საყაროს.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. <3

ეს ისტორია ნაწილობრივ რეალურია და ჩემი ფანტაზიითაცაა შელამაზებული,მიხარია თუ შემიძლია მკითხველს სწორად მივაწოდო ის რისი თქმაც მინდა, ვეცდები უფრო დიდი თავები დავდო. მადლობა რო კითხულობ innocent
ki si
Umagresi gogo xar shen ase gaagrdzele :*
მადლობა yum

 


№5  offline წევრი (❤marikuna❤)

გმერთო ჩემო რა ხარ ასეთი:) ნეტავ გიცნობდე მოკლედ ისეთი მაგარი ადამიანი ხარ ისე კარგად წერ იცი რა და როგორ უნდა გააკეთო იცი როგორ უნდა მიიტანოს მკითხველის გულამდე შენი გრზნიბები და ასე შემდეგ მოკლედ ასე გააგრძელე და არადროს შეწყვიტო წერა

 


№6  offline წევრი lola

(❤marikuna❤)
გმერთო ჩემო რა ხარ ასეთი:) ნეტავ გიცნობდე მოკლედ ისეთი მაგარი ადამიანი ხარ ისე კარგად წერ იცი რა და როგორ უნდა გააკეთო იცი როგორ უნდა მიიტანოს მკითხველის გულამდე შენი გრზნიბები და ასე შემდეგ მოკლედ ასე გააგრძელე და არადროს შეწყვიტო წერა

ნეტა განახა შენ კომენტარს როგორი ბედნიერი სახით ვკითხულობ, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა სტიმულია ჩემთვის შენი როგორც მკითხველის შეფასება, მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent