შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (სრულად)


19-08-2017, 18:29
ავტორი tatiachelo
ნანახია 39 404

ზანტად ჩამოვდივარ ავტობუსიდან. ბილეთს, რომელიც ხელში დაიკუჭა უფრო მეტად ვჭმუჭნი.ორ ნაბიჯში მდგომ მწვანე ნაგვის ყუთს ვუმიზნებ და ვისვრი.
მარა ბედი არ გინდა ?
არ ვარდება .
შემეცოდა ეს დიდუბე ისედაც ერთი დიდი ნაგვის გროვაა, ადამიანების ხელშითქო ,ამიტომ იმ პატარა ფურცელს ძირიდან ვიღებ და ახლა ნამდვილად ვაგდებ ნაგავში . ისე მეზარება იმ ცათაბჯენზე ასვლა და გადასვლა მეორე მხარეს, რომ ვკვდები. ისიც არ მინდა გზაზე გადავიდე და საგინებლად გავიხადო საქმე. ეს წვიმაც ეხლა დაიწყო, ისედაც ნაწვიმარ ქუჩებს თავიდან ასველებს. მეორე მხარეს გადასული დიდუბის მეტროსკენ მივემართები.
ბარათის წრუპუნით ვიგებ, რომ ჩემი სტუდ ბარათი დაბლოკილია , ეტყობა დავალიანების გამო. აბა რა იქნება 2თვია დავდივარ ასე.
20 წუთიან ჩახვეულ “ხომ არ დამეხმარების” ახალგაზდა ბიჭი აქცევს ყურადღებას და თავისი ბარათით ,ჯერ მე მატარებს შემდეგ კი თვითონ გამოდის. მადლობას ვეუბნები და მეტროს ვაგონისკენ თავქუდ მოგლეჯილი მივრბივარ. თითქმის დახურულ კარს მთელი ძალით ვწევ , შიგნით შევდივარ და კარებთან ვდგები.
გოცირიძეზე გაჩერებულ მეტროში 6 -7 წლის ბიჭი შემოდის , ხელში პატარა ვერცხლისფერი ჯამი უკავია, ჯინსის დახეული შარვალი და თეთრი ჭუჭყიანი მაიკა აცვია , როგორც კი მეტრო ადგილიდან იძვრება ბავშვი მონოლოგს იწყებს „დეიდებო ბიძიებო დამეხმარეთ, პატარა ძმა მყავს ცუდად არის პურისფული არ გვაქვს გთხოვთ დამეხმარეთ ღმერთმა დაგლოცოთ დამეხმარეთგთხოვთ „..უემოციოდ უყურებს საზოგადოება ბიჭს, არავინ უგდებს ხურდას გამოწვდილ თასში.. ჩემს პირდაპირ მდგარ, ახალგაზრდა მამაკაცთან მიდის, დახმარების სათხოვნელად .. მამაკაცი ამაზზენი თვალებით ათვალიერებს . თავს აქნევს იმის ნიშნად ,რომ ფული არ აქვს .
თვალებს ვაწვრილებ, კაცს ვაკვირდები .
მის მაჯას ოქროს საათი ამშვენებს, ჩაცმულობითაც ეტყობა, რომ კარგი თანამდებობა უკავია .
20 თეთრის ჟმოტი.
მზერა ბავშვისკენ გადამაქვს , ჩანთას ვხსნი და რკინის 2 ლარიანს ვიღებ, ჯერ მოღუშული დავყურებ, ამის მეტი ფული არ წამომიღია სახლიდან, მაგრამ როცა ბავშვის თვალებში ჩამდგარ სევდას ვხედავ დაუფიქრებლად ვაწვდი ფულს. გახარებული მართმევს და ჩემს დალოცვას იწყებს .. უხერხულად ვიღიმი ..
ნაძალადევზე 2 ახალგაზდა ბიჭი შემოდის და ჩემს გვერდით დგებიან.. უაზრო ლაპარაკით და რელსის გამაყრუებელი ხმით ყურებში სმენა მიქვეითდება , მაგრამ ბიჭების ლაპარაკი მაინც წვდება ჩემს ყურთასმენას .
_ხვალ მიდიხარ ხო დაკძალვაზე ? საშვალო სიმაღლის, შავგვრემანი ბიჭი მიმართავს გვერდით მდგომს .
_რავი ბიჭო ვნახოთ რა, ან წავალ ან არა .. ეუბნება მხრების ჩეჩვით .
_ ტეხავს ტო ბებიის დაკრძალვაზე ,როგორ არ უნდა წახვიდე? არ ეშვება შავგვრემანი .
_მაგრად მეზარება სოფლის გზაზე ჯანჯღარი, მერე იქ ჭორიკნების ატანა, ქვითინი და კაროჩე რა .. სახეს მანჭავს . გავიფიქრე ეტყობა ძაან უყვარდა ბებიათქო და ამ ჩემს გაფიქრებულზე გამეღიმა .
_ მაინც უნდა წახვიდე, მიცვალებულს პატივი ხო უნდა სცე? იმეორებს თავის მოსაზრებას.
_ ვიზამ რამეს .
სადგურის მოედანზე ჩადიან . ხალხისგან იცლება ვაგონი და თავისუფალ ადგილს ვიკავებ სკამზე, მაგრამ როცა მოხუც ქალს ვხედავ ადგილიდან მაშინვე ვდგები.
ვაკვირდები ჩემს წინ მსხდომ წყვილს , რა ამაზრზენია , მეტროში რომ არ ეხვეოდნენ ერთმანეთ მოკვდებიან ? თან მათ გვერდით მყოფი მოხუცი, ვატყობ მეტს ვერ გაუძლებს და განგრევინებს ამ ბიჭს თავით ამ მეტროს ფანჯარას ..
ვაგონში ჩოჩქოლი ატყდა, დამაინტერესა რა ხდებოდა და ინტერესით შევხედე ქერათმიან ქალს.
ნეტავი რა აყვირებს ?.
ბინძურო. გაჰკივის მთელი ხმით
მის წინ მდგომი პატარა გოგონა დგას და გაოცებით შეჰყურებს ალქაჯს, როგორც სიტუაციიდან დავასკვენი გოგონამ ფეხზე დააბიჯა შემთხვევით, ამან კიდე გამართა კონცერტი .. 250 დოლარიანი ჩექმა გამიფუჭეო..
ეხლა სასაცილო არ არის 250 დოლარიანი ჩექმა, სადღაც 300 დოლარიანი შუბა, რომ გაცვია თან ამრეზით უყურებ ხალხს, და მეტროში დგახარ ? როგორც ჩანს ფული შემოელია და ტაქსით ვეღარ დაბძანდება .. როგოცკი მეტრო გაჩერდა მაშინვე გავარდა გარეთ.
.. კონცერტიც მორჩა ..
რუსთაველზე ახალგაზრდა გოგო შემოდის, ისეთი კაბა აცვია ამ ნოემბრის დასაწყისში მის მაგივრად მე მცივა .. კაბის სიგძეს დეკოლტეც ემატება და მისი მიხვრა მოხვრა ხომ საერთოდ .. ჩემს გვერდით მდგარი ბიჭი გამოშტერებული ათვარიელებს, ერთი დღის გასართობს. ეშმაკურად იცინის და ისე უახლოვდება იმ გოგოს, რომ მე ხელის კვრით მაგდებს გვერდით .. გაცოფებული შევყურებ და გაბოროტებულ მზერას ვაყოლებ მიმავალ უცნობს .. რა ბანალურია .. მეტროში დგახარ ასეთი ჩაცმული , ბიჭი მოდის და სიყვარულს გიხსნის მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი დღე გაერთოს შენთან, ნუ ამას ისეთი ტანი აქვს არც მეორე დღეს იტყოდა კაცი უარს.
იდიოტი , ქალის ხამი...
როგორც კი მეტრო ჩერდება ბიჭი გოგონასთან ერთად ტოვებს ვაგონს . ..
ნერვებ მოშლილი ვდგავარ ...
ყველაზე მაგარი ის მომენტია კარი, რომ იღება და ამდენი ადამიანი შემოდის, თან ისე შემოდის გასვლასაც, რომ არ გაცდის .. მერე აქეთ გეჩხუბებიან რა არის ზედ გადამიარეო ..ისე მეც რას ვბოდიალობ, ეს ხო ადამიანის ბუნებაა თავდასხმა თავდაცვააო ..
მეტროში ხალხის თვალიერებითა და დაკვირვებით კი მივაღწიე უნივერსიტეტამდე, მარა მეტროში იმ ბიჭის საქციელმა და უბოდიშოდ გავლამ, ისე მომითხარა ნერვები მთელი დღე მოშხამულმა უნდა ვიარო ..
ლექციაზე დაგვიანებით შევედი, თავაზიანი ბოდიშის მოხდით და ჩემი ადგილი დავიკავე .
აკადემიური წერის ლექტორი, გაცხარებით განიხილავდა ოჯახური ძალადობის თემას, ჩემს „ძერსკ“ ჯგუფელთან ერთად .ხმას არავინ იღებს, აუდიტორიაში მხოლოდ ლექტორისა და ლენკას დიალოგი ისმის , ნუ ეს არც არის გასაკვირი ,აბა ვინ
გაბედავდა ხმის ამოღებას , როდესაც თვით ლექტორის შვილი ლენკა კილაძე გამოდის სიტყვით ?..
ეს ლექციაც მომაბეზრებლად დასრულდა ..
ჯგუფელების ნახევარზე მეტს არც კი ვიცნობდი, რადგან უნივერსიტეტში ჯგუფები არ არსებობდა. აკადემიურზე სხვა ბავშვები იყვნენ, ბიზნესზე სხვები და ასე ..
აი შოკი მაშინ უნდა გენახათ შაბათ დღეს, ისტორიის ლექციაზე ზემოთ აღნიშნულმა , ქალების ხამმა, რომ შემოაღო აუდიტორიის კარები და ისე ჩამიარა თითქოს კედელი ვიყავი ან უსულო საგანი .. ლექტორის წინ დაბძანდა და ფეხი ფეხზე გადაიდო ..
ქვიზის დაწერისას გადაწერა, რომ მთხოვა ჩემმა ნერვებმა პიკს მიაღწია. თავი ძლივს შევიკავე გემრიელად, რომ არ გამომელანძღა ..... ჩემი სახის დანახვისას ხელები ზევით აწია და სხვას მიუჯდა გვერდით ქვიზი, რომ დაეწერა ..
ესეც შენი ბედნიერი შაბათი დღე.
***
სახლში მისული, მაშინვე ოთახში ავედი და გემრიელად გამოვიძინებდი, ჩემი ძმის ღრიალს, რომ არ წამოვეგდე დაფეთებული ფეხზე..
-იოანე რამე მოხდა? მთქნარებით გავედი ვაჟბატონის ოთახში. თვალები მაშინვე გამიფართოვდა ჩალურჯებული, რომ დამხვდა საწოლზე გაწოლილი .. თან ყინულს იდებდა და ბოლო ხმაზე იგინებოდა .. ამას უკვე მიჩვეული ვიყავით ოჯახი, ის ხო უბნის თავი იყო ..
როცა დამინახა გინება შეწყვიტა.
-ნიდა ეხლა არ დაიწყო შენი თავი არ მაქვს, ისედაც დედამ წაიღო ტვინი ..
-ვინ მიგილამაზა ცხვირპირი ? სიცილით ვკითხე
-ის უფრო გალამაზებულია, დამერწმუნე .. გაიჯგიმა
-ნუ ეხა შენს სისასტიკეში, არასდროს მეპარებოდა ეჭვი..
ჩემი „გასიმპატიურებული“ ძმა თავის ოთახში დავტოვე .
ჩემს ოთახში შევლასლასდი და ძილი გავაგძელე ..
მთელი დღეები უაზროდ გადიოდა.. შუალედური გამოცდებისთვის ვემზადებოდი , რათა პირველი კურსი ნორმალური ქულებით დამეხურა, ამ გამოცდის ქულები კი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო , მაგრამ იყო ყველაზე საშინელი საგანი , მათემატიკა სადაც არც თუ ისე სახარბიელოდ მქონდა საქმე ..იმ რვაფეხა ლექტორის გამო, აუდიტორიაშიც ვერ შევდიოდი შიშით . ლექტორის შეცვლა მხოლოდ მეორე სემესტრში იყო შესაძლებელი, მეც სხვა გზა არ მქონდა და ვაკლავდი ჩემთვის საძულველ საგანს თავს ..
ერთი და იგივე ხდებოდა სასწავლებელშიც და ოჯახშიც .. ჩემი 21 წლის ძმა უბნის საქმეების გარჩევით იყო დაკავებული .. დედა ბიოლოგიაში ამზადებდა აბიტურიენტებს.. მამა კი ურეკში ჩვენს სასტუმროს უძღვებოდა.. მე ტურიზმის სფეროს ვსწავლობდი.
ისტორიის ლექციაზე შევედი, ლექტორს მივესალმე და ჯგუფელის გვერდით დავიკავე ადგილი ..
ლექციის პირველი საათი უკვე სრულდებოდა, კარი იმ იდიოტმა ,რომ შემოაღო გაღიმებული, გაცისკროვნებული სახით თითქოს ჯეკპოტი მოეგოს.
თეთრი მაისური , შავი ქურთუკი და შავი შარვალი ეცვა ჩაჩაჩული , ეტყობა ამან ქამრის არსებობის შესახებ არაფერი არ იცის, გავიფიქრე ჩემთვის.... უკან კიდევ ერთი ბიჭი მოყვებოდა .. ლექტორს მიესალმა და ჩემს წინ მოთავსდა, ის ბიჭიც გვერდით მიუჯდა ..
ლუკა წამო რა კაფეტერიაში ავიდეთ და ქვიზის დროს ჩამოვიდეთ .. გადაულაპარაკა თავისმა მეგობარმა ქალების ხამს ნუ ,როგორც გავიგე ლუკას .. მაშინვე დატოვეს აუდიტორია და არც ქვიზის დროს შემოსულან ..
უნივერსიტეტიდან გავდიოდი იმ ორს, რომ მოვკარი თვალი .. სიგარეტს ეწეოდნენ გოგოებთან ერთად და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ .. ამრეზით შევხედე სიგარეტით ხელში მომღიმარს და გზა გავაგძელე ..
შუალედური გამოცდები, იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა.
ბევრი ნერვიულობის, კონსპექტების წერაში და სწავლაში გათენებული ღამეების მიუხედავად, წარმატებით ჩავაბარე შუალედურები.
უნივერსიტეტში სწავლა ჩვეულებრივ გაგძელდა , მეც თითქმის ყოველ დღე უნიში ვატარებდი..
ორი კვირა გავიდა ფინალურებიდან ,იმ ვაჟბატონს თვალი ვერც უნიში და ვერც, ისტორიის ლექციაზე ვერ მოვკარი ..
შაბათი დღე იყო.. ისტორიის ლექცია უკვე მთავდებოდა კარი ლუკამ, რომ შემოაღო თავის ძმაკაცთან ერთად.. მხარზე გადასაკიდი ჩანთა იღლიაში ამოედო, მარჯვენა ხელი წელზე ქონდა მიდებული და კოჭლობით მოიწევდა ჩემსკენ .. ჩემს წინ მდგარი სკამი გამოწია .
-ბექა მოდი მომეხმარე ბიჭო .. გადაულაპარაკა თავის ძმაკაცს ..
ჩანთა მაგიდაზე დადო, ერთი ხელით ბექას დაეყრდნო, მეორე ხელით მაგიდას და ძლივს ძლიობით დაჯდა .
ყველა გაოცებული აკვირდებოდა მათ მოქმედებას .
- რა სიყვარულის გამოხატვაა აქ ? რა ხდება ? გაკაპასდა ლექტორი .
ლუკამ თვალები გადაატრიალა .
- წელი მაქვს გაშეშებული .. სახის მანჭვით თქვა და ლექტორის მიერ ირონიული ნათქვამი დააიგნორა ..ბექამ ლუკას გვერდით დაიკავა ადგილი ..რამდენიმე წამის შემდეგ ლექტორს მიმართა
-ქალბატონო ქრისტინე ,მაგარი დარხევა მაქვს თქვენთან და პრეზენტაცია, ხომ არის თქვენთან ქულა, რომ ამოვქაჩო?
- არ იარო შვილო ლექციაზე და ქულა თვითონ დაიწერება ..
- ცუდად ვიყავი და ვერ მოვახერხე მოსვლა ..ამ შუალედურში მიღებულმა 4მა ქულამ ,ხო გამიფუჭა საქმე რა .
- ორითვია წინ, იარე და დაწერე ქვიზე.
მათი დიალოგიც ამით დასრულდა ..
ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის შესახებ დამიწერეთ და თავისუფლები ხართ, თქვა ლექტორმა და თავისი ადგილი დაიკავა .. ბექა გადმოჯდა გაღიმებული სახით ჩემთან ..ქვიზი დავწერე და აუდიტორია, ნოესთან და ნიასთან ერთად უნდა დამეტოვებინა ლუკას ხმა, რომ მომესმა ..
-ბიჭო რას მირბიხარ მოდი აქ ამაყენე .. შეუღრინა ბექას .
-აუ რა შემიჭამე ტვინი ტო . აბუზღუნდა ძმაკაცი
ამათ საცოდაობაზე გულიანად გამეცინებოდა ეხა მარტო, რომ ვყოფილიყავი .
მეტროში ვიდექით და ველოდებოდით, როდის მოვიდოდა ვაგონი .. ნოე ანეგდოტს ყვებოდა და სიცილისგან ვიგუდებოდი , თვალი ხეიბარ ლუკას და მის ყავარჯენ ბექას, რომ მოვკარი
.. ჩვენთან მოვიდნენ და გვერდით დადგნენ ..
რამდენიმე წამში, მეტროც მოვიდა და ყველა შევლაგდით ..
აი სიცილი მაშინ უნდა გენახათ .. ბექამ ლუკა სკამზე, რომ დასვა და მზრუნველი შეყვარებულივით რო კითხა- ხომ არ გტკივაო ?
ლუკას გაბრაზებულ სახეს, რომ გადააწყდა მოსცილდა და გვერდით დამიდგა .
მე ვითომაც აქ არაფერი ზედ არ ვუყურებდი ჩემს წინ მჯდომს , მხოლოდ მაშინ შევხედე ფეხი , რომ დამაბიჯა .. ტუჩების მოძრაობით მანიშნა ბოდიშიო და თვალი ჩამიკრა .. თვალები გადავატრიალე და გაბრაზებულმა ნაოშნიკი ყურებშიი გავირჭე .
***
დედამიწა ბრუნავს.
ხო და ჩვენც ვბრუნავთ მის შიგნით . ქაოსურად ვმოძრაობთ, ვცდილობთ შევცვალოთ ერთფეროვნება..ვპოულობთ მეორე ნახევარს და ვრწმუნდებით, რომ აი ამისთვის ღირდა სიცოცხლე.
ზოგს ჯერა სიყვარულის, ზოგს არა, ზოგი პოულობს თავის ნახევარს, ზოგი ვერა, მაგრამ ყველა ვეძებთ მას.. შესაძლებელია არც ვეძებდეთ და ის თავად მოდის ჩვენთან.
ინგლისურის ლექციაზე ვზივარ, ფანჯარას მიშტერებული გავყურებ, მოცეკვავე ხეებს, ქართან ერთად, რომ აყოლებენ ტანგოს ტანს. ლექტორის მიერ, ახსნილი ახალი მასალა იავნანასავით ჩამესმის, თვალებს ვხუჭავ და ჩემს ილუზიაში შექმნილი სიმშვიდით ვტკბები..
ლექცია დასრულდა.
ლექტორს დავემშვიდობე და აუდიტორია ღიმილით დავტოვე.
აკადემიურში პრეზენტაცია უნდა გამეკეთებინა, ჯგუფელთან ერთად.. თიას მივწერე ბიბლიოთეკაში დაგელოდები და ლექცია, რომ დაგიმთავდება აქ მოდითქო .. სანამ თია ლექციაზე იმყუფებოდა , მანამდე დრო მქონდა ..
კომპიუტერთან დავჯექი, ნაოშნიკი დინამიკს მოვარგე და რაპუნცელის ყურება დავიწყე.. 15 წუთი არ იყო გასული გვერდით ლუკა, რომ მომიჯდა, ერთი ნაოშნიკი მომხსნა და თვითონ გაიკეთა... ჩუმად ვუყურებდით მუტფილმს, კაი შეყვარებული წყვილივით..
-აუ ის ცხენი რა ტიპია , ცხენძაღლა. იცინის ბოლო ხმაზე და მუცელზე ხელს იდებს .. ბიბლიოთეკაში მყოფები გაკვირვებულები გვაკვირდებიან .
-ის მწვანე ხო საერთოდ,კვლავ აგძელებდა როხროხს.... მეც ვკისკისებ მასთან ერთად ...
-არადა როგორ უხდებოდა ის ქეარა თმა, მაინც არ უნდა მოეჭრა. დანანებით თქვა ბოლოს .
-ასეც მშვენივრად გამოიყურება, ნიშნის მოგებით გადავხედე
- არა ისე უფრო მომწონდა . ჯიუტად იმეორებს.
ტელეფონზე ესემესი მომივიდა თეასგან, ბოდიშს მიხდიდა, რადგან დღეს ვერ შეძლებდა მოსვლას ..
სკამიდან წამოვდექი, წასვლას ვაპირებდი ლუკამ, რომ შემაჩერა
-აუ წამომაყენე რა, წელი მტკივა და ვერ ვდგები დაუხმარებლად .
ხელი მოვკიდე, წამოდგომაში დავეხმარე
- მადლობა
-არაფრის
სახლში მისული ჩემს ოთახში ავედი . ტელეფონი ავიღე, სოციალურ ქსელში შევედი. მესენჯერში ლენკა კილაძის შეტყობინება დამხვდა .თავისი ახალი ფოტოს ლინკი იყო , დამილაიქე და გულის სმაილი.
ჩარლზ ბუკოვსკის გამონათქვამი გამახსენდა :
„ამ მსოფლიოს პრობლემა იმაშია, რომ აღზრდილი ხალხი, აღვსილნი არიან ეჭვებით, ხოლო იდიოტები თავდაჯერებით „
მესენჯერი ჩავხურე. ლუკას ძებნა დავიწყე, მაგრამ რას მივაგნებდი , როდესაც მისი გვარიც კი არ ვიცოდი..
ორი საათის განმავლობაში მხოლოდ სახელით ვეძებდი..
მთელი ფბ გადავქექე.
ვერ მივაგენი .
ნერვები ამეშალა .
ინტერნეტი გამოვრთე და ტელეფონი საწოლზე მივაგდე.
სამზარეულოში გავედი , მოფუსფუსე დედას ლოყაზე ვაკოცე და მისი გამომცხვარი ხაჭაპური გემრიელად ჩავკბიჩე.. კედელზე დაკიდებულ საათს ავხედე, 10 საათი სრულდებოდა .
-წადი დედა ტელევიზორი ჩართე მაია ასათიანის შოუა დღეს . გადმომხედა დედაჩემმა
-ჯაჯანიძეს უნდა ვუყურო მე, საინტერესო გადაცემა აქვს, გამოსძახა მამაჩემმა და ტელევიზორი ჩართო ..
-უფ რაღა გვიჭირს . ნეტა ამის მეტი პრობლემა არ მქონდეს ასათიანს ვუყურო თუ ჯაჯოს, ღრენით ვთქვი .. ავედი მე ჩემს ოთახში, მეძინება .. გავძახე დივანზე მსხდომ ოჯახს , მაგრამ ვის ვაინტერესებდი , ჯაჯანიძის შოუმ გადამფარა ..
შაბათ დღეს ისტორიაზე დაგვიანებით შევედი, აუდიტორიას მოვავლე თვალი , როგორც ჩანს არ მოსულა..
მესამე რიგში ნოესა და ნიასთან დავჯექი
-გიორგი პირველი, ქართლის მეფეზე დაწერეთ . გამუაცხადა ლექტორმა .
-ნიდა იცი?
-არა არ წამიკითხია .. მარა ინტერნეტი მაქვს და მოვძებნი
-აი გოგო ესაა . წამოიყვირა ნიამ ვიკიპედიაში გიორგი პირველს , რომ მოკრა თვალი
-არა გოგო ეს გიორგი პირველია ერთიანი საქართველოს მეფე , ლექტორმა კიდე ქართლის მეფე გიორგი პირველი თქვა .
-ოოო რა მნიშვნელობა აქვს , დავწეროთ რა ეს ,არა ის ქართლის მეფე , თან ხო იცი არ კითხულობს ხოლმე და ქულას მანც დაწერს.
-რავი რა .. მხრები ავიჩეჩე ყოყმანით ..
-მიდი მიდი ეგ მასალა გადავწეროთ.
ნოემ, ნიამ და მე ტელეფონიდან გადავწერეთ , გიორგი პირველის შესახებ ინფორმაცია .
ამ დროს ,შემოაღეს კარები ლუკამ და ბექამ ..
პირდაპირ ჩემსკე წამოვიდნენ ..
-რას ვწერთ ? ინტერესით მკითხა
- ქვიზს. პასუხის გაცემა ნოემ დამასწრო
-აუ ფურცელი მომე რა . მომაბეზრებლად გავუწოდე ორი ფურცელი, ერთი ბექას მიუგდო .
-აქ დამაჯინე! ნოეს მიმართა, რომელიც ნიასა და ჩემს შორის იჯდა.
- არის თავისუფალი ადგილებიც . გაღიზიანებულმა შევხედე
-მე აქ მინდა. გაჯიუტდა 2 წლის ბავშვივით. ნოემაც დაუთმო თავისი ადგილი , მომღიმარი დამიჯდა გვერდით და ნოეს დაწერილი ქვიზის გადაწერა დაიწყო .
ფურცლები, ლექტორს ჩავაბარეთ და აუდიტორია დავტოვეთ .
მეტროს ვაგონში ვიდექით.
ავლაბარში თითქმის დაკეტილ კარებში, ექვს წლამდე გოგო შემოძვრა. ტანსაცმელი დახეული და ჭუჭყიანი ეცვა , ხელში პლასმასის წითელი ჭიქა ეჭირა. დაბნეული აცეცებდა თვალებს, ვიღაცას ეძებდა .. მისი მზერა, მეორე ვაგონში მყოფ თავის ტოლ გოგოზე შეჩერდა. ორ ვაგონს შორის დამაკავშირებელ კართან მივიდა და ჯაჯგური დაუწყო , იგივეს იმეორებდა მეორეც . ცდილობდნენ ერთმანეთი დაებრუნებინათ. მეორე ვაგონში მყოფმა რაღაც ანიშნა მანაც თავი დაუქნია და კარებს მოსცილდა.
როდესაც მეტრო გაჩერდა, მეორე ვაგონში მყოფი შემოვიდა და პატარა გოგოს გადაეხვია .. გაღიმებული შევყურებდი მათ.
ადამიანებს დახმარება სთხოვეს, მაგრამ ყველა უარის ნიშნად თავს აქნევდა . ვაგონში ახალგაზრდა ბიჭი ,ლეიკემიით დაავადებული ბავშვისთვის ფულს აგროვებდა .. გოგონები ბიჭისკენ წავიდნენ , ჩალისფერთმიანმა ჯიბიდან ოცთეთრიანი ამოიღო და ღიმილით გაუწოდა .
თვალები ცრემლებით ამევსო, თავი უფუნქციოდ ჩავთვალე ამ ბავშვების დახმარება, რომ არ შემეძლო.
მიტრიალებისას ლუკას წაბლისფერ თვალებსა და მომღიმარ სახეს წავაწყდი . თვალი ავარიდე, გვირაბში გამეფებულ სიბნელეს მივაშტერდი, რომელიც სწრაფად გადადიოდა ხან ყავისფერში, ხან უკუნით სიბნელეში .
***
„ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც შენს დღეს გააფუჭებს - აი ესაა ცხოვრების არსი „ ჩ.ბუკოვსკი
ცარიელ აუდიტორიაში მთქნარებით შევდივარ ,თვალს ვავლებ ცარიელ ოთახს და ჩემს ადგილს ვიკავებ . ხელის აწევით ვესალმები მომავალ ნოეს , რომელიც სიცილით მოემართება ჩემსკენ ..
-ნიდაჩკა რავახარ ?
-კარგად, თავად როგორ ბრძანდები ?
-ნარმალნა. მაინც ადრე მოვედით და წამო რა კაფეტერიაში ავიდეთ, ყავას მანც დავლევთ, გამოვფხიზლდებით .
-ყავა თუ მიშველის ეხა მე .. ვამბობ სიცილით და წინ მიმავლ ნოეს მივყვები .
მეცხრე სართულზე ფეხით ავდივართ ,ნახევრად დაცარიელებულ ბუფეტს ვათვარიელებ .. აი ამიტომ მიყვარს, შაბათს უნიში მოსვლა .. სანამ მე ჩემს ფიქრებში დავფრინავდი, ნოეს უკვე მოესწრო ყავისა და ნამცხვრის ყიდვა.
სინი მაგიდაზე დადო და გაღიმებულმა შემომხედა ..
-შემდეგში მე გპატიჟებ .. წარბ აწეულმა, მტკიცედ განვუცხადე .. თვალი ჩამიკრა და ეშმაკურად გაიღიმა, ყავის სმა ისე გააგძელა, ვითომაც არაფერი არ მეთქვას მისთვის.
კაფეტერიაში ხმაურით შემოვიდა ნიკა დვალი , რომელსაც უკან თავისი სასტავი და ჭიაყელასავით გაწელილი ლენკა კილაძე მოყვებოდა . ეს ის ბიჭი იყო ზე ბიჭად, რო ითვლებოდა და ყველას რომ უყვარდა, ისიც იმიტომ , ჩაჩაჩული შარვლით, პირში გაჩხერილი სიგარეტით, აუდიტორიაში დაუკითხავად შესვლით, ლექტორებთან „კაჩავით“, ყოველდღიური ჩხუბით, ბაბნიკობითა და სითავხედით, რომ გამოირჩეოდა .. მგონი ამ უნივერსიტეტში და არა მარტო, უნივერსიტეტში ერთადერთი ვიყავი ვისაც ეს ბიჭი ეზიზღებოდა. ამრეზით გადავხედე თავმომწონედ მოსიარულეს .
-შოკოლადი არ გიყვარს ? ნოეს კითხვამ, უეცრად გადაფარა სიჩუმე
- კი როგორ არა , რა არის რო ?
- თუ გიყვარს, რატო არ ჭამ? თვალით ნამცხვარზე მანიშნა.
-შევჭამ მაცადე.. დაბღვერილმა შევხედე
-ხო კაი არ მცემო.. ახითხითდა ..ისე ვერ გამიგია, ამ გოგოებს რა მოსწონთ ამ ნიკასი ? დვალს გავხედე რომელიც მე მომშტერებოდა ცალ მხარეს ჩატეხილი ტუჩით.
-ვიღაცას ვიღაცის შურს .. სიცილით წარმოვთქვი
-მაგის რა უნდა მშურდეს ? უბრალოდ ამ გოგოების ტვინის შესწავლას ვცდილობ .. სერიოზული სახით თქვა, მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინა ..
ნამცხვარი გემრიელად მივირთვი და ტუჩებიც გემრელად გავილოკე, უეცრად ნიკოლოზ დვალის მზერას გადავაწყდი, პირდაპირ თვალებში მიყურებდა. თავი აქეთ იქით გააქნია და ტუჩებზე ენა გადაისვა. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი ეს მიმიკა, ამიტომ მხრების ჩეჩვით დავტოვე კაფეტერია
- მომინდომა ბიჭმა ლიფტით ჩასვლა . ხო გითხარი არ გვინდა ჩავიდეთ ფეხითთქო ? ბოლთას ვცემდი დერეფანში მიმავალი.
-მე რა ვიცოდი რო გაიჭედებოდა . ქოთქოთით მივდიოდით აუდიტორიისკენ.
- მაინც არაა დაგვიანებული .
-ოხ ნოე რა ..
აუდიტორიაში შესულებს ლექტორი არ დაგვხვდა , მეც თავისუფლად ამოვისუნთქე და ნიას მივუჯექი გვერდით .. ლექტორიც სწორედ ამ დროს შემოვიდა ..
-თქვენ , ხუთი გენიოსი .. ჩვენსკენ გამოიხედა ლექტორმა და როდესაც დარწმუნდა, რომ ხუთის ნაცვლად სამი ვიყავით დაამატა.. ორი გაკლიათ .. აქოშინებული დაჯდა სკამზე და გაბრაზებული მზერით გამოგვხედა. დაბნეულები და გაოცებულები შევყურებდით, მოლაპარაკე ლექტორს.
-კაი ჯანდაბას ეს გოგოები ბატები , ეს ბიჭები რამღა გამოგაშტერათ მეათე საუკუნე, რომ ვერ გაარჩიეთ მეთხუთმეტე საუკუნისგან ? მე მასალას გავდივარ , მგონია წინ მივიწევთქო და თქვენ ჩარჩენილხართ გიორგი პირველის დროში და დაგიღუპივართ .. ის ორი მოვიდეს , მე მაგათ ვანახებ სეირს , მომინდომა ვაჟბატონმა ქულის ამოქაჩვა . შეგიძლიათ წაიღოთ თქვენი სანიმუშო ნაშრომები, დღევანდელ კვირას ქულა არ გექნებათ .. ძლივს დაამთავრა მონოლოგი. ჯგუფელების ხარხარი ანგრევდა აუდიტორიას , ისედაც ვიცოდი რაც უნდა დამეწერა რათ მინდოდა ამის განმარტებები ?
-აბა არ წაიკითხავსო ? გადავხედე გაბრაზებულმა ნიას და სკამიდან წამოვდექი ის სასირცხვილო ფურცლები, რომ გამომერთმია ლექტორისთვის .
-თავჩაღუნულმა ავიღე ჩვენი ნაშრომების კრებული , ნიას და ნოეს გავუწოდე თავიანთი ფურცლები , ჩემი მაგიდაზე დავდე .. ორი ფურცელი ხელში დავიკავე ,ერთს ბექა ეწერა მეორეს კი გეგა .. უაზროდ დავყურებდი ფურცლებს ..
ლექციას უაზროდ ვუსმენდი , არაფერი არ შემდიოდა თავში .ფურცლებს ნერვიულად ვათამაშებდი ხელში და ანერვიულებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი . გულში ჩემს თავს ვლანძღავდი , როცა
-აუდიტორიაში ლუკა და ბექა შემოვიდნენ , როგორც კი ლექტორმა დაინახა, მაშინვე წაკბინა ..
-გენიოსებიც მოსულან , წადით ნახეთ თქვენი სამარცხვინო საქციელი.
დაბნეულები წამოვიდნენ ჩვენსკენ .
-თურმე გიორგი პირველი ორი ყოფილა , სიცილით თქვა ნოემ და მის ნათქვამზე ჯგუფელებმა უარესი ხარხარი ატეხეს ..
-ბექა მესხი ხო ?
-კი
-აი აიღე . ფურცელი გავუწოდე, სიტუაციიდან გაკვირვებულს .
არ მეგონა ამ სამარცხვინო სცენას, რაიმე თუ დამავიწყებდა ოდესმე , მაგრამ როდესაც ლუკამ, გეგა მეტრეველის ფურცელი აიღო ხელში , აი მაშინ დამავიწყდა არა მარტო ეს სამარცხვინო წუთები, არამედ გაქრა მთლიანად ყველაფერი და გაოცებულმა შევხედე ლუკას, რომელიც თურმე გეგა ყოფილა..
ვისღა ახსოვდა ისტორია..ლექცია..აუდიტორია..ჯგუფელები.
დაბნეული ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით.
რა ტყუილად დავითხარე თვალები , ფბზე მაგის ძებნით , ეჰ სასაცილო იქნებოდა სატირლად, რომ არ მქონდეს საქმე .
რა დონის რეგვენი უნდა იყო ადამიანი, ძმაკაცის სახელს, რომ ვერ არჩევდე ?
სად გეგა და სად ლუკა ? გაღიზიანებულმა შევხედე ბექას . ისკი უინტერესოდ ჩასჩერებოდა ფურცელს.. მე კი მისი გაგლეჯვის სურვილით ვიწვოდი და სულ არ მანტერესებდა აუდიტორიაში მომცინარი ჯგუფელების შეძახილები , რასაც ნოს კომენტარი და ნიას სიცილი, ახლდა თან ..
არავისთვის არ მცხელოდა, მხოლოდ გაქცევა მინდოდა, რომ თავი დამეღწია ამ უაზრო სიტუაციიდან , მაგრამ არსებობს უდიდესი პრობლემა ვალდებულება , რაც გაქცევას ხელს უშლის და ჩემს ნერვებს უარესად იყვანს წყობიდან.
***
ისტორიაზე მომხდარმა, ისე გამაღიზიანა, არც ბექას და არც ლუკას სახელის ხსენება აღარ მინდოდა .. მთელი დღეების განმავლობაში, ვცდილობდი გეგაზე ფიქრი შემეწყვიტა . თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მეორე სემესტრში აღარ დაემთხვეოდა ჩვენი ლექცია და არც მას ვნახავდი .
პირველი სემესტრის დასრულებამდე, თითქმის ერთი თვე იყო დარჩენილი.
ერთკვირაში ახალი წელი მოდიოდა.
იმისდა მიუხედავად, რომ ხუთშაბათობით ლექცია არ მქონდა არჩეული, უნივერსიტეტში მისვლა მანც მომიწია, ლექტორის მიერ გაცდენილი ლექციის აღდგენაზე, რათა პრეზენტაცია წარმედგინა..
თავაწეული მივიწევდი უნივერსიტეტისკენ.
უეცრად, გეგა მეტრეველს მოვკარი თვალი. უნივერსიტეტიდან გამოსულ, ნიკა დვალს სიგარეტს ართმევდა.
-პრივეტ ნიდა. გეგა მომესალმა თავისი გასაოცარი ღიმილითურთ. ნიკამ წარბები შეკრა და თავი რამდენიმეჯერ გააქნია.
ცხვირაბზუებულმა გადავხედე ორივეს და შენობაში შევაბიჯე.. ლიფტის ლოდინს აზრი არ ქონდა, ამიტომ ფეხით ავუყევი მეშვიდე სართულს .. 719ე აუდიტორიის კარი შევაღე ..
-ნიდა, როგორ ხარ ? ღიმილით შემეგება აგათონიკე.
- რავი არამიშავს აგა, შენ როგორ ხარ ?
- თუ არ ჩავთვლით, რომ მიკრო მეტენება მაშინ მშვენივრად. აბარებ დღეეს? თვალით პრეზენტაციაზე მანიშნა ..
-ხო. გავუღიმე და იმწამს შემოსულ ლექტორს შევხედე. აუდიტორია უკმაყოფილოდ მოათვალიერა .
-ამ ათი კაცის მეტი, არ ხართ ?
-შეიძლება შემოგვემატონ.. პასუხი აგათონიკემ გასცა.
-რაც უნდა ის ქნან, მე კი არ ვაძალებ ლექციაზე სიარულს..
ჯგუფელები პრეზენტაციას აბარებდნენ, მეც ველოდებოდი როდის დადგებოდა ჩემი ჯერი, ნერვიულად ვათამაშებდი კალამს ხელში .
ფურცლები ავიღე და ლექტორის წინ დავდექი. კარები ნიკა დვალმა შემოაღო და აგათონიკეს გვერდით მოთავსდა.
ბედი არ გინდა? მთელი სემესტრი ლექციებს აცდენდა და ეხლა მოუნდა შემოსვლა . გაღიმებული მომაშტერდა .
სხვა რა გზა იყო? დავიწყე ჩემი ბიზნეს გეგმის წარდგენა ..
-„Drywash კომპანია, რომელიც ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეგობრებმა.
ადამიანებს შეუძლიათ ადგილზე გამოიძახონ მომსახურე პერსონალი , რომლებიც მაშინვე მივლენ და 25 წუთში მანქანას გარეცხილს ჩააბარებენ. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ღრუბლით გარეცხილი მანქანა იფხაჭნება, გარდა ამისა, ნარეცხი წყალი ისხმევა ძირს და იქაურობას აჭუჭყიანებს, რაზეც საკმაოდ დიდი ჯარიმაა. drywash-ით რეცხვას კი ეს პრობლემები არ ახლავს. “ლექტორი კმაყოფილი სახით ისმენდა, ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ „ვითომ კომპანიის“, ბიზნეს გეგმას .. აზარტში შესული, ემოციებით ვყვებოდი ჩემს კომპანიის შესაძლებლობებზე...
-ნიდა ეხა შენ ის მითხარი, რა ღირს თქვენი მომსახურეობა ?
-პატარა მანქანები - 15ლარი, ხოლო ჯიპი 18. პასუხის ბოლომდე გაცემც არ მაცალა, ნიკა დვალმა საუბარში, რომ ჩაერთო.
-რატო უნდა ისარგებლოს ადამიანმა შენი კომპანიით, როდესაც უფრო იაფია სხვა სამრეცხაოები ? გამომცდელად მკითხა და ტუჩის ცალი მხარე ჩატეხა .. ნერვები ამეშალა , ამ რეგვენის გამო ათს კი არა 5საც ვერ ავიღებ ..
-რა გინდა რას დამინგრიე ჯერ არ, აშენებული კომპანია ? გაღიზიანებულს ლექტორის იქ ყოფნაც კი დამავიწყდა, დაბღვერილი შევხედე დვალს..
-უბრალოდ მაინტერესებს, 18 ლარი რატო უნდა გადავიხადო, როცა 12 ლარადაც მშვენივრად გავრეცხავ ჯიპს? ისევ აგძელებდა თავისას. ლექტორი გაღიმებული ისმენდა ორი, აწ მომავალი ბიზნესმენ-ვუმენის კამათს.
-იმიტომ რომ, წყლით გარეცხვა აზიანებს ძვირად ღირებულ მანქანებს, თან ჩვენს მომსახურეობაში VIP პაკეტიც შედის . წარბ აწეულმა შევხედე . მისი თაფლისფერი თვალები შემომანათა და გაიცინა .
-ველოდები, როდის შექმნი შენს კომპანიას.. აუცილებლად ვისარგებლებ DRYwashით. თვალი ჩამიკრა და ტელეფონს ჩააჩერდა.
-ერთადერთი იყავი ვინც განსხვავებული თემა შემოგვთავაზე ამიტომ, 10 ქულას გიწერ . მახარა ლექტორმა ..
გაღიმებული დავჯექი აგას გვერდით .
-ნიდა ამ კვირას კლუბში მივდივართ და ხო წამოხვალ ? ჩემსკენ შემოტრიალდა აგა.
-არა.
-ლაიკო პატალა ალ გიშვებენ ? ენის ჩლიფინით თქვა დვალიმ. აგამ თავი ვერ შეიკავა და როხროხი ატეხა..
-შენგან განსხვავებით, მე თავმოყვარეობა გამაჩნია და ფინალურ გამოცდებს არ ვიკიდებ, ამიტომ მირჩევნია გამოცდებისთვის მოვემზადო და არა კლუბში ვიარო , განსაკუთრებით მაშინ თუ შენც იქნები იქ.. ჩემი მონოლოგის დასრულებისას, გავუსწორე თვალი და მამის მკვლელ სახეს, რომ გადავაწყდი, მაშინვე მივტრიალდი ..
-გატლეკილი.. ჩაიბურტყუნა თავისთვის.
-უზრდელი.. მეც ჩემთვის დავიჩურჩულე . წარბაწეულმა გამომხედა .
-ქაჯი.
-უსაზიზღრესობა. ცხვირ აბზუებულმა შევხედე.
-მიგახჩობ ეხლა ინდაურივით. გვერდულად გამომხედა.
-ეჰ რას ვიზამთ კრეტინები, რომ იბადებიან.. არა აგა? გავუღიმე ბიჭს
-გოგო ზედმეტები ხო არ მოგდის? გამოსცრა კბილებში.
-არა ბიჭო არ მომდის. მეც არა ნაკლებ გავღიზიანდი.
-ენა გძელი. ცხვირის აბზუებაში მომბაძა, მარა მე მაინც უნაკლოდ გამომდის.
-აი ეხლა ის პონტია ყვავი ყვავს, რომ ეუბნება შავი ხაარო. წარბები ზევით ავწიე.
-ვაა რაღაცაში მოვგვარდით. ჩაიღიმა
-კი არ მოვგვარდით შევთანხმდით. ეგეც რომ არ იცი . ხელი ავიქნიე.
-აუ ამტკივდა თავი უკვე ..როგორც ჩანს შუაში მჯდომი აგა, ჩვენმა აგრესიამ შეაწუხა.
უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, მაწანწალა ძაღლი, რომ გამომეკიდა .. ჰამერის წინ მდგარი დვალი , შევნიშნე და ისე ჩავაფრინდი მკლავში, იმ წამს კაციშვილი ვერ მომაგლეჯდა მას .. ორ თითს შორის, დაჭერილი სიგარეტის ღერი ხელიდან გაუარდა, საწყლად დაიხედა ძირს, მერე კი განრისხებულმა ამომხედა.. როგორც სიტუაციიდან მივხვდი , ეს ერთი ღერი ქონდა ამ საცოდავს და ისიც მე „შემომწირა“..მაგრამ სად მეცალა მაგისი სიგარეტისთვის? ნიკას ქურთუკს ვიყავი ჩაბღაუჭებული და ძაღლისგან თავდასაცავად დავაპროწიალებდი აქეთ იქით ..
-ვაიმეეეეე მიშველე ძაღლი..
-თუ ხელს გამიშვებ კაი იქნება . ბძანებასავით გაისმა მისი სიტყვები.
-წავიდეს და გაგიშვებ.. ისევ ვაგძელებდი პანიკას..
გონს მაშინ მოვეგე, წინ მდგომი ჰამერიდან სამმა ბიჭმა ერთდროულად, რომ გამოყო თავი და ახარხარდნენ .. მათ ხარხარზე ძაღლს შეეშინდა და გაიქცა, მაშინვე ვუშვი ხელი ნიკას .. რამდენიმე წამი ჩუმად ვიდექი, მერე კადრებივით გამიელვა ამ სიტუაციამ თავში და ისეთი სიცილი დავიწყ, იქ მყოფი ხალხი გაშტერებული მიყურებდა. ნიკაც მოეგო გონს და მანაც ატეხა როხროხი ..
-ბოდიში და მადლობა .. მივაძახე მოხარხარეს , ხელი ზევით ავწიე დამშვიდობების ნიშნად და კისკისით გავუყევი გზას მეტროსკენ .
-არაფრის. მომესმა უკნიდან სიცილშეპარული ბარიტონი.
ესეც შენი ხუთსაბათი და საძულველი ნიკოლოზ დვალი, რომელიც გადამრჩენლად მომევლინა.
***
საახალწლო არდადეგების გამო, უნივერსიტეტში ერთკვირიანი დასვენება მქონდა.
ოჯახში სამდაზი მიმდინარეობდა.
აი მე კი, სულ არ მახარებდა ახალი წელი და არც მესმოდა რა იყო კარგი, როცა ერთი წელი ემატებოდა ცხოვრებას .
დილით იოანეს წუწუნმა გამღვიძა, რომელიც ერთი და იგივეს იმეორებდა, ვინ იცის მერამდენედ.
-მაგრად მეჩქარება.. გთხოოვ რა
-იო მეც მაქვს საქმე , რავქნა? ვერ მოვახერხებ .ილოს თხოვე
-ილო ჩემთან ერთად მოდის ადამიანო. აუ მიდი რა, ხოიცი როგორ მიყვარხარ?
-ღმერთო რა შეგცოდე? კარგი ჯანდაბას, დამიტოვე ფული.
-ფული მე უნდა მოგცე?
-მოიცა ჩემი ფული გადავცე ? აღშფოთებულმა გადავხედე
-დიდი ამბავი 300 ლარია მეტი ხო არა? თან დღეს იღებ ხელფასს . ეშმაკურად გაიღიმა
-ოჰ გცოდნია კიდეც ჩემი ხელფასის დღე, მაგრამ დღეს ფულს ვერ ვეღირსები, იმ ერთკვირიანი შვებულების გამო, გადაიდო ჩემი ხელფასი და მეც ვარ უფულოდ .. ისე მაგ 300 ლარს 100 ან 200 ლარიც დაამატე ჩემთვის. ბოლოსდა ბოლოს მეკუთვნის 19 წელია გიძლებ.
ჩავიხითხითე და საბანი თავზე გადავიფარე.ძილის გაგძელებას ვაპირებდი, როდესაც რაღაც მფრინავი არსება დამეცა თავზე... ნუ რათქმაუნდა ეს სულაც არ ყოფილა მფრინავი ჩიტი , ჩემი აუტანელი ძმა იყო ბატონი იოანე , რომელიც დილის 8 საათზე შემომივარდა ოთახში და ყვავივით დამჩხავის . ვაჟბატონი თავის ძმაკაცებთან ერთად მიბძანდება ბაკურიანში, საახალწლო გართობისთვის და იმ წუთას მის ერთადერთ გადამჩენელს მთხოვს თავის ძმაკაცს გადავცე ფული, რადგან თავად ვერ მოახერხებს .
-ბიჭო მძიმე ხარ . გადაეთრიე ახლავე.. გავკაპასდი
-ვინც შენ ცოლად მოგიყვანს ჯილდო ეკუთვნის და ორ დღეში ჩემგან საჩუქრად კუბო. აბა მეტხანს ვერ გაგიძლებს .. გადაიხარხარა ბოლო ხმაზე და გვერდით გადაგორდა . თან ამ კუბოს ექნება წარწერა, თვალები დააწვრილა და ხელების ქნევით წარმოსთქვა“
„შტორმი, წვიმა, ქარიშხალი
გადავლახე მთა და ბარი ,
მაგრამ მე ვერ გაუძელი
ჩემი ცოლის სიქოფაკეს“
-ვაი რა გეშველება. სიცილით ავიქნიე ხელი და საწოლიდან წამოვდექი..
-ნიდ ხო მისცემ ფულს?
-ვინ ხარ ? რა გინდა? რას გაუჩნდი ამ ჩემს მშობლებს ? რას შემოგვისახლდი?
-ბოთე, მე კი არა შენ შემოგვისახლდი, კი ვიყავი 2 წელი უშენოდ მარა შენ გამოეზარდე დედაჩემს მუცელში და ჩამაშხამე ცხოვრება.
-მე დებილებს არ ავყვები .მშვიდად ვთქვი და ოთახიდან გავედი ,რათქმაუნდა ბატონი იოც თან გამომყვა .
- კაი გვეყოფა ბავშვობა , ნახალოვკაში აი ამ მისამართზე მიხვალ და მისცემ ფულს . პატარა ფურცელი დამიდო მაგიდაზე.
-რა არის ეს ? თვალით ფურცელზე ვანიშნე
-იკას ვესესხე ეს თანხა და იმის მისამართია, კაროჩე მაგ მისამართზე მიდი, იზამ რა რამეს . -ხვალ ააქვს მაგასაც ბანკში თანხა შესატანი და დაჭირდება.. გავედი ეხლა მე ბიჭები მელოდებიან აჰა ფული. 500 ლარი დადო ფურცელთან, შუბლზე მაკოცა, დივანზე მიგდებულ ზურგჩანთას და ქურთუკს დასწვდა, სახლიდან გასვლამდე მომაძახა ჭკვიანადო და კარი ხმაურიანად გაიხურა.
- მიკვირს ეხა ფეხზე ხარ და არ მელანდები ? სამზარეულოში დედაჩემი შემოვიდა.
სკოლის დამთვარების შემდეგ არასოდეს ავმდგარვარ ადრე, ამიტომ გაკვირვებულმა შემომხედა.
- აუ კაი რა დალი, ისედაც შენმა შვილმა ამატკია თავი დილიდან და სწორედ მისი დამსახურებაა ეხლა , აქ რომ ვდგევარ და არ გელანდები ..
-ჩემი შვილი, შენი ძმა სხვათაშორის .
-კიდე კაი შემახსენე დედა, თორე არ მახსოვდა . გამეღიმა
-სად ბძანდება ვაჟბატონი ? გუშინ რაც იკონცერტა, შერცხვა და გაიქცა ხო?
-რა იკონცერტა ? ინტერესით შხევხედე დედაჩემს და მაგიდას მივეყუდე.
-მოვიდა მთვრალი და მომიყვანა აქ ის ნანაო თუ ნინა . ამრეზით თქვა
-ვაიმე ცუდად ვარ, ის გოგო მოიყვანა ააქ ? ის .. ის .. მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ? სიცილით ძლივს ამოვთქვი..
-მოათრია და მეუბნება ვქორწინდებითო .. რამის გული გამისკდა .. მოვკიდე მერე იმ ქაჯს ხელი და საიდანაც მოვიდა იქ მივაბძანე.. თვალით არ დამენახოს შენი ძმა.
-ეჰ სად არ ვიყავი .. დანანებით ვთქვი . მეც მაინდამაინც მაგ დროს ვიყავი წასული ანასთან რა .. ხტფუი რაკაი კომედია გამოვტოვე, თან უფასო.
-ეჰ რა გეშველება დედა შენ ?
-უსაშველობა მჭირს .. ისე შენს ვაჟს ვერ ნახავ, ერთი კვირა წაბრძანდა ბიჭებთან ერთად ბაკურიანში საგულაოდ ... რამდენიმე წამით აცდით რა ..
-სუ ნუ ჩამოსულა, იყოს იქ .
-შენი ქმრის ბუზღუნი არ მესმის და რახდება? ხომ მშვიდობა გვაქვს ოჯახში? თუ დაარღვია შენმა ქმარმა ტრადიცია და დილას დუმილით იწყებს ? სიცილით დავასრულე მონოლოგი..
-წაბძანებულია ურეკში ბერდიასთან ერთად , მაგ კაცმაც დამღალა, თავის დროზე დაეჯერებინა კი ვიქნებოდით ახლა აშენებული, მარა რათგინდა აი ეგაა არაფერს, რომ არ მიჯერებთ კი ხედავთ მერე რაც მოგდით .. ამასწინ რო გითხარი დაიხურე ქუდი ნუ გახვალ ამ სველი თმიითთქო, რომ არ დამიჯერე მიტომ გაცივდი .. ტყვილა კი არ არის დედა ნათქვამი „ დედისწინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის შვილიო „?
-კაი რა დალი
- იპროწიალე მასე ქარში და მერე მე არ შემომჩივლო ცუდად ვაარო . ისედაც ჭირიანიხარ ამხელა გოგო, რაც დავადებაა ყველაფერს იკრავ და ეს გაციებები ხო საერთოდ. დღეს არ მიდიხარ შენ არსად ?
- 5ზე უნდა ვიყო სამსახურში . ეს ერთი კვირა ანამ შემცვალა და ეხლა ანას ვცვლი მე. მანამდე ამ შენი ბიჭის ვალი უნდა გავისტუმრო. ფურცელი და ფული ავიღე. ჩემს ოთახში შვედიოდი დედაჩემის ხმა, რომ მომესმა.
-არ წახვიდე უჭმელი არ მანერვიულო..
-გავიგე შევჭამ.
ოთახში შესვლისას ტელეფონის ზუზუნი მოესმა .. ლოგინზე მიგდებული მობილური ხელში ავიღე და ჩემს საუკეთესო დაქალს, მომღიმარმა ვუპასუხე..
-გისმენ ანიჭკა
-გაგაანიჭკებ რო აგაკრავ კდელზე შპალიერივით ..
-ხტფუ რა უჟმური ხარ კაი ხო, რა გინდა რას მირეკავ ამ დილა უთენია ,დალოდებოდი მაინც მზის ამოსვლას .
-ამოსულია მზე უკვე.. რაღადროს დილაა 9საათია .
-მერე 9 საათი დილა არაა?
-არა
-რა გინდა ?
- ცუდ ხასიეთზე ვარ
-რატო ? რა გჭირს ?
-რატო და გამომიშვა იმ დებილმა სამსახურიდან
-ვინ დებილმა? ჩვენმა უფროსმა ვატომ ?
-აღარც მიხსენო ეგ .. თურმე რატისთან უნდა დამეტოვებინა ფული დისტრიბუტორებისთვის, რომ მიეცა, ეგ ხო იცი ახალი მოსული რომაა, დაბალი გამხდარი ბიჭი?
-ხო მერე ?
-მერე დამავიწყდა წამოვედი სახში და დავიძინე. კარგადაც გამოვიძინებდი 9ის ნახევარზე, რომ არ დაერეკა რეგვენს, არც შოკოლადებია დამატებული სექციაში და არც ხორცეულობაო .. ისე ეგეც კაი ვინმია, რანაირად იქნებოდა არ დამიტოვებია იმ ცალტვინა რატისთვისის დისტრიბუტორებისთვის მისაცემი ფული ..ხოდა ეგ, რომ გაიგო ასე მითხრა არაა ბიძია მარკეტში შენი ადგილიოოო.
-ნისიაზე ვერ დატოვეს მერე იმათმაც ? ეხა რაუნდაქნა?
- წინაზე დატოვეს ეგრე და ეხლა აღარ დატოვებდნენ. დაველაპარაკები და შევაცოდებ თავს ,მართლა ესე ხო არ გამომიშვებს ?
-შენ თუ ესე გავიწყდება ყველაფერი რავი.
-რავქნა ეხა მე, დაღლილი ვიყავი და დამავიწყდა
-კაი არაუშავს, გამოგივლი დღეს, სანამ სამსახურში მივალთ და მოვიფიქროთ რამე ..
-კაი .
მოვწესრიგდი ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი.. დედაჩემის დაძალებით საჭმელიც მივირთვი და სახლი დავტოვე..
გზაზე გადავდიოდი ქარმა ქუდი, რომ მომაძრო და გააქროლა, იმდენი ვსდიე ბოლოს იმედი დავკარგე მისი დაბრუნების, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო და ქუდიც იქვე მდგარი ხის გვერდით გაჩერდა, გაწამებული სახით მივედი და ქუდი ავიღე, ჩანთაში ჩავტენე.. ამ დიდიღომში ცხოვრება ერთხელაც იქნება, ბოლოს მომიღებს ..
გაჭედილ მარშუტკაში ავეტენე, სანამ ნახალოვკაში მივიდოდა, იოანე ცხრაათასჯერ ვაწამე გონებაში, დაჟე ცხელ შამფურზეც ავაგე გოჭივით და მარილიც მოვაყარე, როცა ყოველ გაჩერებაზე ჩასვლა ამოსვლა მიწევდა .
გავწამდი .
დავიტანჯე.
დავიქანცე.
როგორც იქნა მივაღწიე „სანატრელ“ ადგილს. ჯავის ქუჩას მივუყვებოდი, თან ფურცელს დავყურებდი და ვათვარიელებდი სახლებს..
წითელი აგურის ორ სართულიან სახლთან გავჩერდი, ნაცრისფერ ჭიშკარზე დავაკაკუნე, სადაც შავი ფლომასტერით ეწერა იკა. სანამ მუშტების დარტყმაზე და ჩემი ნერვების აშლაზე, არ გადავედი მანამდე არ გააღეს კარი.
-ნუ ჩამოიღებ ამ კარს ვაღებ . დაიძახა აშკარად ნაცნობმა ხმამ ..
კარი გაიღო და წინ თმა აბურძგნული, ნამძინარები ნიკოლოზ დვალი დამხვდა . გამოშტერებულმა შევხედე.
-შენ აქ რა გინდა ? არანაკლებ გაოცებულმა მკითხა .
-შენს სანახავად მოვედი, ამ არდადეგების გამო ვერ გნახე და მომენატრე.. ირონიულად მივმართე..- იკასთან მაქვს საქმე, მეტი საქმე არ მაქვს შენ გსდიო. გაბრაზებულმა შევხედე.
ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მობძანდი.. გვერდით გაიწია შიგნით, რომ შევეტარებინე..
-არ მინდა. იკას დაუძახე .
-არ არის , მარა მალე მოვა . შემოდი გავიყინე. დაბღვერილმა შემომხედა და თავალით თავის თხელ მაიკაზე მანიშნა..
-ხო კაი . მორიდებით შევედი სახში და დივანზე დავჯექი. ნიკა გვერდით ოთახში შებძანდა.
-რაო რა საქმე მაქვს იკასთანო? გამომძახა ოთახიდან
-სწორედ აღნიშნე, საქმე მაქვს იკასთან და არა ნიკასთან . მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები .
-ფუ მწარე.
-ფუ აუტანელი. მეც არ ჩამოვჩი .
-ვა ნიდუ.. იმ წუთას შემოსულმა იკამ წამოიყვირა.. რამდენი ხანია არ მინახიხარ, მომანატრე თავი.. მომეხვია მონატრებული .რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ ?
-ქარბორბალა იომ . გავუღიმე მომცინარს. მეც მომენატრე სხვათაშორის.
-იკა ამას საიდან იცნობ? ...დაინტერესებულმა ნიკამ თვალით ჩემზე ანიშნა..
-იოს დაა.. მომცინარმა დაუბრუნა პასუხი..
-ეს ქაჯი იო ჩოხელის დაა? ამათვალიერა .. გეგონება პირველად მხედავს.
-რა ვარ ? გაცოფებულმა შევხედე.
-საყვარელითქო . სწერვულად გაიღიმა.
-მოიცა და თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს ? იკამ ჯერ მე შემხედა მერე, დვალის.
-ჩემი ჯგუფელია ბიზნესში.. თქვა ცხვირ აბზუებულმა, ჩემგან დაამუღამა აშკარად.
-ეხლა მე გამარკვიე, ეს არსება რატომაა აქ? იკას შევხედე
-რატო და მისი დეიდაშვილი, რომ ვარ მიტო. გამარჯვებული მზერით შემომხედა ნიკამ და დივანზე დაეხეთქა
-ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი თავხედი დეიდაშვილი თუ გეყოლებოდა ..ჩუმად გადავჩურჩულე იკას . ეშმაკურად ჩაიხითხითა.
- ნიდ ყავას ხო დალევ ? კურტკის გახდით გართულმა მკითხა.
-რატომაც არა . ღიმილით გავხედე.
-ნიკა... წადი მიდი ყავა გააკეთე . მიმართა დეიდაშვილს, დვალმა გაოცებულმა ამოხედა იკას.
-მე რაპონტში უნდა გავაკეთო ტო ? ვისაც უნდა იმან გაიკეთოს ..თქვა გაბრაზებულმა
-ჯოკერში, რომ წააგე აი მაგ პონტში .. გაიცინა გამარჯვებულმა და თვალი ჩამიკრა .
-ხტფუი.. გაღიზიანებული წამოდგა და სამზარეულოში გავიდა . მე კი კმაყოფილებით აღსავსემ, გავხედე მიმავალს ..
-იკა ეხა რისთვის მოვედი, იომ გამომატანა ფული და მაგის გადმოსაცემად მოვედი, თვითონ ვერ მოახერხა მოსვლა, ბიჭებთან ერთად წავიდა ბაკურიანში. ჩანთიდან 300 ლარი ამოვიღე და იქვე მდგომ სკამზე დავდე.
-ხო ვიცი დილას დამირეკა. მეც მაგრად მინდოდა წასვლა მარა, დედაჩემს ხო იცნობ ახალი წელი, იმიტომაა ოჯახთან ერთად, რომ გაატაროოო .. მობეზრებულად თქვა და დივანს მიეყუდა ..
-მერე რაღას ანერვიულებ ლილეს, შეხვდი ახალწელს აქ და მერე წადი .
-მეც მაგას ვაპრებ.. წამო ისე შენც , მაგარი იქნება თან ანიც წამოიყვანე.. მორცხვად თქვა და თვალი ამარიდა. ეშმაკურად გადავხედე
-ანი შეყვარებულთან ერთად ატარებს ახალ წელს . ვითომაც არაფერი ისე ვთქვი და იმ წამს შემოსულ დვალს შევხედე , რომელსაც ორი ყავა დიდი სინაზით მოჰქონდა ..ერთი ფინჯანი იკას, მეორე კი მე დამიდგა წინ .. მტრული მზერა მესროლა , ერთი ღმად ამოისუნთქა და იკას მიუჯდა გვერდით ..
-რა გჭირს შენ რას გაფითრდი ? გადახედა გვერდით მჯდომს .. იკას მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მე შემომხედა..
-ვინ შეყვარებული? ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
-არც მე არ ვიცნობ .. მხრები ავიჩეჩე
-გავაშეყვარებულებ მე მაგას. აფეთქდა გვიჩიანი.. ნიკა გაკვირვებული იყურებოდა ..
-შენ რა გაღელვებს ? ეჭვის თვალით მივაშტერდი
-რას ქვია ტო რა მაღელვებს ? რა მაღელვებს და. რა და.. აი შენ, რომ შეყვარებული გყავდეს ეხა არ უნდა მანაღვლებდეს ? იქნებ ცუდი ბიჭია .. დაბნეულმა ამოთქვა
-ძაან კაი ბიჭია, არ იღელვო მაგაზე ..
- აბა არ ვიცნობო? თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა .
-როგორც ანის შეყვარებულს არ ვიცნობ მარა, როგორც მეგობარი ისე კი. გავუღიმე
-სახელი და გვარი დროზე. დაიღრიალა სვანმა
-ირაკლი გვიჩიანი.. გავიცინე და ნიკას გადავხედე ..მომღიმარი მიყურებდა ..
-რაა? გაბრაზება სახიდან წაეშალა
- ირაკლია გვიჩიანითქო . მისი სახის უეცვარ ცვლილებაზე გულიანად გამეცინა.
-აუ ნიდა რა .. მოვკვდი კინაღამ ..ნერვიულად გაიცინა ..-იომ გითხრა რო მიყვარს ?
-რათ მინდოდა მაგის თქმა, ისედაც გეტყობა..
-მარტო შენი დაქალი ვერ ამჩნევს მგონი.. ნაწყენმა თქვა.
-მერე,მიდი და უთხარი..
- ნორმალურად ვერ ვნახულობ და სად ვუთხრა ? დაცანცარებს აქეთ იქით ..
-წამოვალთ ბაკურიანში და იქ უთხარი .წინ დადგმული ყავა მოვსვი . გაბწყინებული სახით შემომხედა.. - აღარმინდა ეს ყავა მწარეა. ხელით გავწიე ფინჯანი გვერდით- უქნარა, რომ დაიბადები ადამიანი, რა უნდა თქვა? ყავის გაკეთებაც, რომ არ გეცოდინება .ჩავიბურტყუნე
-ეეეე ხანუმ, მეც აქ ვარ და საერთოდ მადლობა თქვი, რომ გავაკეთე. გადმომხედა ჩემი მონოლოგით გაღიზიანებულმა ..
-წავედი მე იკუშ, მეჩქარება სამსახურში ზოგიერთი ადამიანივით კი არ ვარ, რომ დაბოდიალობენ უაზროდ .
-იმ ძაღლს უნდა შეეჭამე. წამკბინა
-უი ნიკა წვერი გაიპარსე? არარსებულ წვერზე ვუთხარი .. გაბრაზებულმა მოისვა ხელი ლოყაზე..იკამ იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი, ლამის სახლი შეირყა..
-ამომივა.. ამაყად თქვა ..
-ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო .. სინანულით გავიქნიე თავი..
-ეხა ამას მოვკლავ . ფეხზე წამოიჭრა დვალი.. იკა სიცილით ჩადგა, ჩემსა და ნიკას შორის .
- ირაკლი გიწიე, ჭკუა უნდა ვასწავლო ამ ტიკტიკას .. იკას ექაჩებოდა, ჩემამდე რომ მოეღწია .
-ვაიმე რა გოგოსავით წიკვინებს , ხელი ავიქნიე .. -წავედი მე იკუშ, აღარ შემილია ამის ატანა , გნახავ მალე ანასთან ერთად .. თვალი ჩავუკარი სიცილით აწითლებულს ..
-ერთ დღეს შემომაკვდება ეს ტიტინა . სახლიდან გამოსულს მომესმა ნიკას ღრიალი..მე კი ამაყად მომღიმარი მივიწევდი წინ .
სანამ სამსახურში მივიდოდი, ანისთან გავიარე.
კორპუსში, ლიფტის არქონის გამო, მეოთხე სართულზე ქოშინით ავედი. სული, რომ მოვითქვი კარებზე დავაკაკუნე.. რამდენიმე წამში გააღო ქალბატონმა კარი და ისე შებრუნდა არც მომსალმებია.. ღიმილი სახიდან წამეშალა, გაბრაზებულმა შევუტიე..
-ისე გამარჯობის თქმა ზდილობაზე მიანიშნებს . კარი მივხურე და სამზარეულოსკენ მიმავალს გავყევი.
ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
- ის უნამუსო ვატო, არ დამტოვა უფულოდ .. როგორ გამომაგდო ვერ ვიჯერებ ..მაცივრიდან წვენი გამოიღო, ჭიქაში დაასხა და ჩემს წინ დადგა..
-დღეს წამოდი შენც და დაველაპარაკოთ.. კურტკა გავიხადე და სკამზე ჩამოვჯექი.
-მივიდეთ ხო.. ყავა არ გინდა ?
-არა იყოს , წვენს დავლევ მარტო.. გოგო იო და თავისი ძმაკაცები წავიდნენ ბაკურიანში, ბედობას უნდა ჩავაკითხოთ ჩვენც და გაამზადე შენი ბარგი-ბარხანა .
-ანუ ბაკურიანში მივდივართ მე და შეენ ?
-რაო რაო სადმივდივართო? სამზარეულოში შემოვიდა ანის ძმა.
-უი ლუკა შენც სახში ხარ ? როგორ ხარ ? გადავეხვიე მეგობარს..
-რავი არამიშავს ნიდუ, შენ რავახარ ?
-მე გადასარევად ვარ .. გავეკრიჭე მოღიმარს...
-სად მივდივართო რა თქვით ? წარბაწეულმა გადმოგვხედა
-ბაკურიანში.
-თქვენ რაპონტში მოდიხართ ? დაბნეულმა შემომხედა
-რასქვია რაპონტში? დასვენება მაქვს ერთკვირიანი უნივერსიტეტში და სახში ხო არ დავჯდები ? მოიცა შენც მიდიხარ ? გაღიზიანებული მივაჩერდი
-იომ შემომთავაზა და მივდივარ საგულაოდ ..გაიბადრა.
-ჩვენც მოვდივართ .. მტკიცედ ვთქვი.
-აი რა გინდათ გოგო ბაკურიანში ? თხილამურებზე დადგომა არ იცით, სრიალზე არაფერს ვამბობ .. ბოროტულად ჩაიცინა
-და შენ რაღა გინდა ერთი იქ .. ანაც ჩაერთო დიალოგში
-ეხლა თქვენ დაგეკითხებით მე და იო სად წავალთ ..ხმა არ გავიგო ბაკურიანზე.. ზაფხულში წადით თქვენ სოფელში ან რავიცი...ეხლა კიდე იმეცადინეთ ფინალურები გაქვთ , თან სამსახურიც.
-ჩემი ძმა , შენ მგონი დაგავიწყდა ჩემზე პატარა, რომ ხარ ? ნიშნის მოგებით გადავხედე წაგებულს .. ვატო კიდე საფრანგეთში მიდის ოჯახთან, ამიტომ დასვენებას გამოაცხადებს..
-სულ რაღაც ერთი თვით ხარ დიდი და ნუ მებლატავები. სახის მანჭვით თქვა . ხო და დაისვენეთ სახლში და მოემზადეთ გამოცდებისთვის..
-ბავშვი , დაიწყო ბაბილინა წადი უყურე .. გაღიმებულმა შევხედე
-თქვენს ხელში გავგიჟდები.. ხვალ მივდივარ მე ბაკურიანში, სურათებს დავდებ და იქიდან დაინახავთ თოვს, აბა ისე ვერ ეღირსებით ფიფქების ნახვას .. გადაიხარხარა და სამზარეულოდან ღიღინით გავიდა - ფიფქებიიიიი ცვივადაა ფიფქეეეებიი მღერიან..
-წაბძანდეს ჩვენც დავადგებით თავზე.. ბოროტულად ჩავიცინე, როცა იოანეს გაცოფებული სახე წარმოვიდგინე.
- ანუ ორში მივდივართ? გამხიარულებულმა წამოიძახა
-აჰამ.
-მოცადე და რითი მივდივართ ?
-რათქმაუნდა ფეხით .. ჩემს სიტყვებზე წვენი გადასცდა ..
-რითი ?
-მართლა ფეხით ხო არ წავალთ, შენ კიდე . ირაკლიც მოდის და იმას წავყვებით .. ანის გაკვირვებულ სახეს, რომ გადავაწყდი დავამატე .. იოანეს ძმაკაცი რომაა სვანი იკა გვიჩიანი...
-ააა ხო ვიცი.. ამასწინ იყო მოსული მარკეტში შენ გიკითხა ..
-სულ ჩემს სანახავად მოვიდა რა .. ჩავიბურტყუნე ჩემთვის..
-რამე თქვი ?
-არა რა უნდა მეთქვა ? ვაიმე მოჩვენებები დაგეწყო.. წადი მიდი ჩაიცვი, გავიდეთ სამსახურში თორემ, მეც გამომაგდებს იქიდან და დავჩები ისე ..
-კაი მოვემზადები მაშინ და 5ის ნახევრისკენ გავიდეთ ..
მარშუტკაში ვიჯექით და ვუსმენდით მძღოლის მიერ ჩართულ, ნინო ჩხეიძის დისკს.. მოთმინების ფიალა მევსებოდა .. გაღიზიანება სახეზე მეტყობოდა, მკვლელის თვალებით მივჩერებოდი მოხუც მძღოლს, რომელიც სიმღერას ჰყვებოდა .. ანი ჩემი სახის დანახვისას კისკისებდა , რაც უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს ..
გაღიმებული შევედით მარკეტში, თანამშრომლებს მივესალმეთ და სალაროსთან მდგომ ვატოსკენ ავიღეთ გეზი ..
-ბატონო ვატო, როგორ ხართ ? მორიდებით შეეკითხა ანი
-როგორ ვიქნები, ნახევრად ცარიელ მარკეტში ? კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა ..
-ბატონო ვატო, ვიცი ანი დამნაშავეა, მაგრამ ვინ არ უშვებს ამ ქვეყნად შეცდომებს ? ერთი შანსი კიდევ მიეცით და პირობას გაძლევთ აღარ განმეორდება იგივე.. დამთბარი ხმით მივმართე .
რამდენიმე წამი ჩუმად იდგა ჩაფიქრებული, მერე ძლივს ამოთქვა
-კარგი ანი გაძლევ შანსს საბოლოოს..მკაცრად თქვა. -ვიცი დღეს შენი ცვლა არ არის, მაგრამ ნინომ დატოვა სამსახური , ამიტომ შენ უნდა იმუშაო დღეს მის მაგივრად, ბონუსები დაგერიცხება..ხო კიდევ ერთი კვირით განთავისუფლებულნი იქნებით, ახალი წლის გამო . საფრანგეთში მივფრინავ და მაღაზია დაკეტილი იქნება მანამდე, რომ ჩამოვალ მერე გავაგძელოთ მუშაობა.. მომღიმარი მოგვაშტერდა.
-ვაიმე მადლობა , ახლავე დავიწყებ. ვატო დავტოვეთ და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში შევედით .. მთელი დღე ფეხზე ვიდექით , უამრავი ხალხი შემოდიოდა მაღაზიაში. ღამის 12 საათი იყო სახში, რომ მივაღწიე .. არაფრის თავი არ მქონდა მაშინვე ,ოთახში შევედი და საწოლზე დავებეთქვე .
დილით დედაჩემის ქოთ ქოთმა გამღვიძა ..
-ნიდა დედა, ადექი დამეხმარე იმდენი რამე გვაქვს გასამზადებელი ვერ მოვასწრებთ ..
-რომელი საათია . თვალების სრესვით ძლივს ვთქვი
-შუადღის 2 საათია უკვე, დაღამდა და ეგაა..
-კაი რა დე, მოვასწრებთ არ ინერვიულო..
მე სახლს ვალაგებდი, დედაჩემი საჭმელს აკეთებდა .. აბა მე ვნ მიმაკარებდა სამზარეულოს, როცა დედა იყო იქ .. ნუ არც ვიცოდი ბევრი რამის გაკეთება, ამიტომ რაც მეხერხებოდა ის დამევალა.. ეზოშიც მოვაწესრიგე ყველაფერი და იქვე დაკიდებულ ჰამაკში ჩავსკუპდი.. წელის ტკივილით ვკვდებოდი..
12ის ნახევარზე ყველაფერი მაგიდაზე ეწყო, ხაჭაპურიდან დაწყებული ხიზილალით დამთავრებული..
ახალწელს ოჯახთან ერთად შევხვდი, მერე ჩვენი ნათესავები და მეზობლებიც შემოგვიერთდნენ და წავიდა ქართული ქეიფი და ღრეობა .. ბოდიშის მოხდით დავტოვე სუფრა და დაღლილს მაშინვე ჩამეძინა თავი ბალიშზე, რომ დავდე..
მეორე დღეს , მობილურის ხმამ გამაღვიძა. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი .
-გისმენთ .. თვალები ზანტად გავახილე და ლოგინზე წამოვჯექი..
-ნიდა გილოცავ ახალ წელს.. იკას მხიარული ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას ..
-იკუშ მეც გილოცავ .
-რას შვები აბა? დღეს ხომ მივდივართ ?
-დღეეს ?
-ხო რა .. დღეს წავიდეთ ..
-მე ხვალ ვფიქრობდი წასვლას . იმედია არ ჩავჩებით თოვში..
-დღეს წავიდეთ, 2 საათში გამოგივლი და კი ვიქნებით საღამოს იქ. არ იღელვო მაგაზე, ჰამერით მივდივართ და ჩარჩენის შანსი ნოლი ..
-იცი ისინი სადაც არიან ?
-რო არ ვიცოდე, ხო არ წაგიყვანდით ისე ?
-ხო რავიცი .. ხელი თმებზე გადავისვი.
-რაო ანიმ ? ხო მოდის ?
-ხო მოდის .. კაი მაშინ დავურეკავ ეხლა იმასაც და 2 საათში იყავი, ჩემი სახლის წინ ..
-იმენა ხანუმა ხარ რა .. კეთილი ხანუმა .. სიცილით თქვა და ტელეფონი გათიშა..
საწოლიდან წამოვდექი.. თავი მოვიწესრიგე, ანას მივწერე ბარგი გაამზადე და ჩემთან გამოდი, დღეს მივდივართთქო.
ჩემი ბარგი შემოსასვლელში მივაგდე და დედაჩემთან გავედი სამზარეულოში.
-დედუ დღეს მივდივარ ბაკურიანში და ფული მომე რა.
-ხვალ არ მიდიოდი?
-რავი დღეს გადავწყვიტეთ. ხო მომცემს მანის?
-ადი ოთახში პიანინოზე მიდევს საფულე და აიღე 100 ლარი, თუ დაგაკლდება იო მოგცემს თანხას, მამაშენმა მისცა საკმარისზე მეტი მაინც.
-კაი ავიღებ. მამიკო სად არის?
-მამამისთან წავიდა და მოვა საღამოს. შენ ჭკვიანად იყავი იქ.
-როდის ვარ დალი არა ჭკვიანად? შევიცხადე.
ანიც მალევე მოვიდა და გაღიმებული სახით ჩამოჯდა მისაღებში მდგომ სკამზე.
-რა სახე ექნება ლუკას რო დამინახავს... გადაიხარხარა ანიმ..
-ან იოს .. მეც ავყევი.
-ნიდა კარები გააღე ზარია ..სამზარეულოდან გამომძახა დედაჩემმა
-გავიგე დე.. სიხარულით გამოვაღე კარები და რამის ინფაქტი დამემართა ირაკლის გვერდით მდგარი დვალი, რომ დავინახე ..
-ამას აქ რა უნდა ? საჩვენებელი თითი ნიკასკენ გავიშვირე ..
-შენს სანახავად მოვედი, ამ არდადეგების გამო ვერ გნახე და მომენატრე.. ჩემი ფრაზა გაიმეორა .. მეც მოვდივარ ბაკურიანში, მეტი საქმე არ მაქვს შენ გსდიო.
-სიტყვის ლექსიკონი, შენ არ გაგაჩნია და ატრიალე ჩემი სიტყვები გრთავ ნებას.. სწერვულად გავუღიმე..
-აუ გეყოფათ რა .. გვერდით გამწია იკამ და სახში შევიდა , ნიკამაც შემოაბიჯა . დივანზე მჯდარ ანის მიესალმა და შემდეგ მე მომიბრუნდნენ
-წავედით ხო?
-კი წავედით .. მხიარულად შემოვკარი ტაში .. დედაჩემს გავძახე მივდივართქო, ჩემი ბარგი ნიკას მივაჩეჩე და ფრენა ფრენით წავედი მანქანისკენ.. რაღაც კი ჩაიბუტბუტა, მარა მაგას მივაქცევდი ყურადღებას ?
ღამის 9 საათი იყო ორ სართულიანი კოტეჯის წინ, რომ გავჩერდით ..
-იკა შენ ბარგი გადმოიღე, აი ანიც მოგეხმარება.. მე ავალ და ვნახავ ერთი რა სიტუაციაა.. ეშმაკურად ჩავიხითხითე და კოტეჯისკენ გავიქეცი..
რამდენჯერმე დავაკაკუნე და ვიღაც, ჩემთვის უცნობმა ბჭმა გამიღო კარი.. გაღიმებულმა ამათვალიერა .. მეც დაბნეულმა შევხედე ..
-ნაშაც მოსულა .. თვალებ ანთებულმა თქვა ... როცა სიტყვის არსს ჩავწვდი, ხელი მოვიქნიე და წინ მდგომს მთელი ძალით გავარტყი .ნიკას ხარხარი მისწვდა ჩემს ყურთასმენას, მაგრამ მაგას მერე მოუვლიდი. ჩემ წინ მდგარმა ხელი ლოყაზე მიიდო , გაოგნებული სხეული გვერდით გავწიე და სახში გაცოფებული შევარდი.. მუსიკა, რომელიც მთელ სახს ანგრევდა , გამოვრთე და ჩემს ძმას გავხედე, დივანზე იჯდა და კლთაში მჯდომ, ვიღაც ქუჩის ქალს თმებზე ეფერებოდა .. ჩემი დანახვისას ფეხზე წამოხტა , იმ გოგომაც ვერ შეიკავა თავი და ძირს დავარდა ..
-შენ აქ რა გინდა გოგო ? დაიღრინა
-მორჩა გუგუნი, აბა გოგონებო კარგად იყავით, სხვა დროს მოაკითხეთ ამ ქალის ხამებს .. შავგვრემან გოგოს, მკლავში მოვკიდე ხელი და კარებამდე „მივაცილე“ .. დარჩენილმა ორმა „მანდილოსანმა“ ჩემი გაცოფებული სახე, რომ დააფიქსირეს თვითონ, ახვეტეს ნივთები და გავიდნენ .. კარებთან მდგომმა დვალმა, ხარბი მზერა გააყოლა მიმავალ ქერათმიან გოგონას .. ფუ დებილი..
-გოგო შენ ხომ არ გაგიჟდი? მიღრიალა იომ ..
-კაი რა იო , ამხელა გზა გამოვიარე შენს სანახავად და შენ კიდე მეჩხუბები ?
-ეხლა ადგები, ჩაჯდები მანქანაში და მაგ გზას ხელახლა გაივლი..
-მეც მიყვარხარ .. რაო რა თქვი, რომელია შენი ოთახიო?
-რა ოთახი გოგო ? ადექი მოკიდე მაგ ბარგს ხელი და წადი სახშითქო.. წყობილებიდან გამოსული ხელებს აქეთ იქით იქნევდა ..
-რათქმაუნდა იო.. ნიკა მომეცი ჩემი ბარგი. გაოცებულს ხელიდან გამოვგლიჯე, ჩემი ზურგ ჩანთა.. იოსთან მივედი, ლოყაზე ვაკოცე და მეორე სართულზე ამავალ კიბეებს ავუყევიი..
- რა ძმა მყავს რა, როგორ ზრუნავს ჩემზე, რათქმაუნდა დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო ..ისე გილოცავთ ახალ წელს ბაღნებო და ძილინებისაააა.. ხო კიდე, კარგ გართობას გისურვებთ ..ანი მოდი გოგო, შენც დაღლილი ხარ და დავისვენოთ .. გაღიმებულმა ავიარე საფეხურები, ანიც უკან გამომყვა.. სიცილს ძლივს იკავებდა ..
ლუკა განრისხებული სახით უყურებდა დას.. იოც მის დღეში იყო.. ხახა მშრალზე დანარჩენი საზოგადოება კი, განცვიფრებული მადევნებდა თვალს..
ერთ-ერთ ოთახში შევედი ..
-აუ ცუდად ვარ .. ახარხარდა ოთახში შემოსული ანი..- რა ჩაუტარე.. ვაიმე ასე მეგონა იოანე გისვრიდა სახლიდან..
- კაი შევეშვათ მაგას .. მოდი რა ეს ზეწარი გამოვცვალოთ, თორე მე აქ არ დავწვები.. ზიზღით შევავლე თვალი საწოლს ..
-ლუკას საწოლია ეგ უეჭველი
-შენ რა იცი?..
-მაგის ოდეკოლონის სუნი აქვს. მხრები აიჩეჩა
-ნუ ლუკიტოსი თუ არი, კი დავწვები მე აქ, ეგ ისეთი პეწენიკაა , ჯერ ნახე როგორ ლამაზად აქვს დალაგებული ეს ბალიშები ..სიცილით ჩამოვჯექი ლოგინზე..
-ეს საწოლი ვისია ნეტა ? მეორე საწოლზე მანიშნა თვალით ..
-აზზე არ ვარ, მაგრამ ხოიცი ჩემი წიკები , ამიტომ ჩანთაში მიდევს სუფთა თეთრეული და გადააფარე ის .. გაღიმებულმა ვუთხარი.
ჩემი პანდებიანი პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი.. ანი ზეწარს აფარებდა ..
დილით ადრე გამეღვიძა...ზანტად წამოვდექი საწოლიდან..ანის ტკბილად ეძინა და აღარ გავაღვიძე.. მთქნარებით ჩავდიოდი კიბეებზე , ბიჭები დივანზე ისხდნენ და ლუდს სვავდნენ .
-ბარო სასტავ. ხელის აწევით წამოვიძახე
-შენი ხმა არ გამაგონო.. გაბრაზებულმა იომ გამომხედა.. ნიკა სიცილს ძლივს იკავებდა, ჩემი დანახვისას . რას ხედავს სასცილოს ამ პიჟამაში ვერ ვხვდები. ეს დებილი, როგორ მოსწონს ყველას? ვერ არიან ეს გოგოები კარგად, მაგრამ ისე უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სიმპატიურია არა ზე სიმპატიურია. თან რა საყვარლად იღიმის. წვერიც მოუხდებოდა . იმედია მართლა მალე ამოუა. ვაიმე რაზე ვფიქრობ . იდარდოს ამან თუ არც ამოუა, მე რა მენაღვლება. თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად.
-ილიჩკა რავახარ ბიჭოო? ჩემი ძმისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ლუკას გვერდით მჯდომ ილოს შევხედე..
-ნარმალნა.. სიცილით მომეხვია..
-ამას რა უქენი ტო ? ილომ ღიმილით მიმითითა, უცნობ ბიჭზე რომელსაც ლოყა ჩალურჯებოდა და თავდახრილი იდგა. ეტყობა ჩემი ბეჭედი მოხვდა კარგად . კიდევ კაი ბევრი არ ავისხი თორე დალურჯება მერე ენახა.
-ეტყობა გადაკოცნისას ჩემი პომადა მოეცხო.. მხრები ავიჩეჩე უდარდელად ..
-ხო ალბათ.. ჩაიფხუკუნა ილომ.-ისე გაიცანი ეს დაჩია ჩვენი ძმადნაფიცი. ხელი გადახვია იქვე აწურულ ბიჭს.
-გამარჯობა და ბოდიში გუშინდელისთვის. თვალს ვერ მისწორებდა ახალგაზრდა ყმაწვილი.
-არაფერია დავივიწყოთ. გავუღიმე და ხელი კაი კაცივით ჩამოვართვი.
გაიღიმა ..
მეც გამეღიმა.
სხვებს გაეცინათ.
სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად..მისაღებში, რომ დავბრუნდი ბიჭები კურტკებს იცვამდნენ..
-სადმე მიდიხართ ?
-სასრიალოდ .. მხიარულად წამოიძახა ლუკამ
-მერე დაგველოდეთ მე და ანის და ჩვენც წამოვალთ
-მაყურებლები არ გვჭირდება.. მომიგდო რამდენიმე სიტყვა ჩემმა ძვირფასმა ძმამ..
-მერე მასწავლე სრიალი და არ ვიქნები მაყურებელი.. გაღიზიანებულმა ვთქვი.
-ღმერთო რა შეგცოდე? ხელები ზევით აღმართა, იომ და თავი უკან გადააგდო.
-კაი მიდი, გაემზადეთ დაგელოდებით და ერთად გავიდეთ . იკამ თქვა და გამიღიმა.
-ისევ ჩემი იკათუ დამიდგება გვერდში თორე ვის რაში ვადარდებ .. იკას ლოყაზე ვაკოცე და ბიჭებს ენა გამოვუყავი ..
ანი გავაღვიძე.. გავემზადეთ და კიბეებზე ჩავირბინეთ მხიარულად ..
კარები გამოვგლიჯე და ბიჭებს მივაძახე წავედითთქო..
-იცოდეთ ჩვენ არ შეგვაწუხოთ .. ღრენით გადმოგვხედა ლუკამ
-არ შეგაწუხებთ გენაცვალე ვიქნებით ჩვენთვის .. ძირს დავიხარე და თოვლის გუნდა გავაკეთე .. წინ მიმავალ ილოს დავუმიზნე და ვესროლე .. მაინდამანც მაშინ გაიწია ესიც და ილოსთვის განკუთვნილი გუნდა ნიკას მოხვდა თავში.. სიბრაზისგან აწითლებულმა გამომხედა და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ, ხელში ამიყვანა და თოვლში ჩამრგო, ახალი დარგული ნაძვისხესავით, თან თოვლს მაყრიდა .
-ვერგიტან, მეზიზღები ნიკა დვალო , მძულხარ.. ვკიოდი და თან ანას ხელს ვეჭიდებოდი, რომ წამოვმდგარიყავი.
-არც მე მეხატები გულზე, მახინჯო . მომაძახა და ბიჭებისკენ გაემართა, რომლებიც სულ არ გვაქცევდნენ ყურადღებას და აჩქარებული ნაბიჯებით მიემართებოდნენ წინ.
-ანი შენც გაიგე რა მითხრა ? ამ .. ამ დამპალმა ზვიგენმა. გაბრაზებულმა გადავხედე მოკისკისეს.
-შენ დაიწყე იმან დაამთავრა.. მხრები აიჩეჩა
-არსადაც აღარ მოვდივარ, აღარმინდა. სახლისკენ მივბრუნდი, მაგრამ როცა გავაცნობიერე , რომ სახლის გასაღები არ მქონდა, ანის სევდიანად შევხედე.
-მე მაქვს. სიცილით ამოიღო ჯიბიდან ვერცხლისფერი პატარა გასაღები.. გახარებული მივარდი ანისთან და გასაღები ხელიდან გამოვგლიჯე..
-ისე სუ არ მინდოდა წასვლა, უფ რა კაია დავისვენებთ ჩვენ მაგათგან, თან სრიალიც არ ვიცოდით და რა გვინდოდა იქ. ხელი აიქნია ანიმ და სიხარულით შევარდა სახლში..
ტელევიზორის წინ მოვკალათდით.
- ისე გოგო, საიდან გაქვს ეს გასაღები?
-ლუკას გამოვართვი. რას ესვროდი შენ კიდე იმ გუნდას ?
-ილოს ვესროლე მარა ჩემი ბედი ხომ იცი? ხოდა მაგ დროს გაიწიე ესეც და მოხვდა იმ გველს . არა როგორ მითხრა მახინჯოო? ეხა ვგავარ მახინჯს ? ანის შევხედე..
-ეტყობა ბრმა არის ეგ და ვერ აღიქვამს, შენს ლამაზ თვალებს.. მანუგეშა დაქალმა
-ბრმა კი არა, დალტონიკი ყოფილა მაშინ . დავანებოთ მაგას თავი, მაგის ხსენებაც არ მინდა, მაინდამაინც ეგ არის იკას დეიდაშვილი, ხო ვამბობ ბედი არ მაქვს .. ის გეგა მანც ყოფილიყო იკას დეიდაშვილი, ან მამიდაშვილი, ან ბიძაშვილი .. გავინაზე გეგას ხსენებაზე. ანამ სიცილი დაიწყო.
-რომელი გეგა? ლუკა, რომ იყო და გეგად რო გაგეჩითა?. ამას მეტი ხო არაფერი უნდა ეხლა იცინებს და იქნება ასე.
-ჩემი რა ბრალია? ძმაკაცი ყავს ჩლუნგი.. აი ეხლა მე, რომ ნია დაგიძახო არ ეგონება ვინმეს, რომ ნია გქვია?
-აუ ეგ მაგარი იყო რა, თან ის მთელი თვე სულ ლუკაზე რომ ლაპარაკობდი , მართლა არაგაქვს შენ ბედი მოწონებებში..
-მოწონებას ვინ ჩივის ისე მანც მქონდეს ბედი..რა ვქნათ ეხლა იმათ ველოდოთ ?
-რატომ უნდა ველოდოთ ? ავიღოთ არაყი, რამე საჭმელიც, ჩავთოთ სიმღერები და გავერთოთ .. წარბები აათამაშა და ეშმაკური ღიმილით წავიდა სამზარეულოსკენ. ჟურნალების მაგიდიდან ყველაფერი გადავაწყვე და ანის მიერ გამოტანილი თუთის არაყი დავდე.
-ანი შენ დაასხი, მე მანამდე საჭმელს და სასუსნავებს გამოვიტან.
უკვე კაი შეზარხოშებულები ვიყავით, ან უფრო ვარესი, ოთახში იკა, რომ შემოვიდა ნიკათურთ, ფაქტიურად იკას ნიკა ზედ ეკიდა . გაოგნებულებმა გადავხედეთ ბიჭებს. ჩავთვალე მეჩვენებათქო და ანის მივუტრიალდი ..
-გოგო მგონი ძალიან ბევრი დავლიეთ.
-რატო?
-ის გველი მეჩვენება შენი იკათურთ. ვითომ გადავუჩურჩულე, არადა მათაც მშვენივრად გაიგეს.
-ხო ჩემ იკას ვხედავ, შენს ნიკასთან ერთად.. გაიღიმა ფართოდ და თავი დამიქნია იმაში დასაწრმუნებლად რო ერთსა და იმავეს ვხედავდით.. მარა მოიცა „რაო შენი ნიკათიო?“ ამას ჩემზე ბევრი დაულევია.
-ის გველი ჩემი არ არის . შევუბღვირე ანის .. ბიჭებისკენ გავიხედე, რომლებიც მომღიმარი სახით შემოგვყურებდნენ.
- რატო არ ქრებიან ? არაა ეს მოჩვენევნება? თქვა ანიმ და თვალი იკას გაუშტერა. იკა თითქოს ეხლა მოვიდა გონს, ნიკა კედელს „მიაყუდა“ და ანისკენ წავიდა.
-ანი რა თქვი? გაბრწყინებული თვალებით უყურებდა აღელვებულ გოგონას.
-რა ვთქვი? რამე ვთქვი? გადმომხედა დაბნეულმა
-ჩემი იკაო , რომ თქვი მაგაზე გეუბნება გოგო .. უდარდელად ავიჩეჩე მხრები და კიდევ ერთი ჭიქა დავლიე.
-ა ხო ვთქვი.. გაიკრიჭა . შენ ხარ ჩემი. ამაყად თქვა და გაშეშებულ იკას ჩაეხუტა . >აუფ რა მთვრალია ეს გოგო<
-ანი მიყვარხარ. გაუბედავად ამოთქვა იკამ
-ეგ ისედაც ვიცი. გაიღიმა და ბიჭს ლოყაზე აკოცა . ბედნიერი ვუყურებდი მათ და ანაზე ბრაზი მომდიოდა, რომ გეკითხა არაფერს გრძნობდა იკას მიმართ და საერთოდ არ აინტერესებდა, აფერისტი ეს . თურმე არ მალავდნენ ამ სიყვარულს ნესტან დარეჯანივით და ტარიელივით.
-ეს სიყვარული შენ, რომ მაჩუქე აღარ მინდა . წავიღიღინე და ფეხზე წამოვდექი, შეძლებისდაგვარად, რათა წყვილი მარტო დამეტოვებინა. კიბებზე ავდიოდი უკნიდან ნიკას ხმა , რომ მომესმა
-ეს სიყვარული შენ, რომ მაჩუქე კიდევ მინდა. უცბად მივბრუნდი უკან და ალბათ კიბეზე დავგორდებოდი ნიკას, რომ არ დავეჭირე.
-ფრთხილად . გამიღიმა . ხმაც არ გამიცია, მოვცილდი.. დავინახე კოჭლობით, რომ ამოდიოდა კიბეებზე. თან სახეს სასაცილოდ მანჭავდა.
აივნისკენ გავემართე
-ლოთო, შენი ოთახი აქეთაა. ხელით მანიშნა მარჯვენა მხარეს
-აივანზე გავდივარ გველო, დავეჭყანე.. ჩაიცინა და კოჭლობით გამომყვა უკან . სკამზე ჩამოვჯექი, ისიც გვერდით სკამზე დაჯდა. რამდენიმე წუთი ჩუმად ვადევნებდით თვალს მოცეკვავე თოვლის ფიფქებს. ფეხზე წამოდგა . ალბათ მობეზრდა ჩემთან ერთად ყოფნა, ცხვირაბზუებულმა გავხედე ფეხის ტკივილით მიმავალს. ფეხები სკამზე ავწიე , ხელები შემოვხვიე და ნიკაპით მუხლებს დავეყრდენი.
-გამომართვი. სიჩუმეში მომესმა ბოხი ბარიტონი, ნიკასკენ შევბრუნდი, ხელში პლედი ეჭირა
-არმინდა . ნაწყენმა ვთქვი
-გაიყინები მასე. მარცხენა წარბი ზევით აწია და თავიც გადახარა. - აუ რა ჯიუტი ხარ ტო , გაყინვა გირჩევნია იმის აღიარებას, რომ გცივა . თვალები გადაატრიალა და პლედი თვითონ მომახურა .
-ვერვიტან მაგ ტოს.
-არც მე მიყვარს, ჩაიცინა . პროსტა უხდება სიტყვას .
-არ უხდება . ნიკას ხმა აღარ ამოუღია მომღიმარი აკვირდებოდა, მთვრალ გოგოს .
-ნიკა
-გისმენ
- გოგოებს რატომ მოსწონხარ ? ამ უცაბედ კითხვაზე ბიჭი გაშეშდა , მერე გაიაზრა რაც უთხრა ნიდამ და სიცილი დაიწყო .
-სერიოზულად გეუბნები. შეუბღვირა მოხარხარეს
- რა იყო შენც მოიხიბლე ჩემით ? თვალებგაბწყინებულმა შეხედა, პლედის სწორებით გართულს
-არა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.. უბრალოდ ნოეს აინტერესებს ეგ კითხვა, რა უდევთ ამ გოგოებს თავში ასეთი, რომ შენზე აფრენენ. ნიკას ნერვები აეშალა, სიცილი სახეზე შეეყინა და გაღიზიანებული მიუბრუნდა ქალბატონს
-ნოე გულედანს ? და მაგას ვაფშე, რა პონტში აინტერესებს ვის მოვწონვარ და ვის არა ? ძარღვები დაებერა ყელთან.
-ხო.. გოგოების ტვინის შესწავლას აპირებს . გულუბყვილოდ თქვა, ფეხზე წამოდგა სკამი ნიკასთან ახლოს დადგა და დაბრძანდა..ნიკა გაკვირვებული აკვირდებოდა ნიდას მოქმედებას... თავი ბიჭის მხარზე დადო, პლედი მასაც გადააფარა და თვალები დახუჭა ....
დვალმა თვალებ დახუჭულ გოგონას დახედა, რომელსაც მის მხარზე ჩაძინებოდა. რამდენიმე წამი გაღიმებული უყურებდა მას . ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეს უჩვეულო, დაუჯერებელი მომენტი დააფიქსირა.
-იმედია ამ ბედობას დამებედები.. ჩაიღიმა ნიკამ და გოგონას შუბლზე ეამბორა . ტელეფონში ირაკლი ჩარკვიანის “emotions” ჩართო. აფორიაქებული უსმენდა მუსიკას და თავადაც ვერ გაერკვია, რას გრძნობდა იმ წამს, ან რატომ იყო მისი გულისცემა ასეთი ჩქარი.
-ნიკა ..მოესმა იკას ხმა და კარისკენ გაიხედა
-რა არის?
-ნიდა როგორაა?
-ჩაეძინა.
-ძაან ბევრი დალიეს. გაეღიმა ანის წარმოდგენისას .
-ხო . დაეთანხმა დეიდაშვილს. ანიმ და შენ რა ქენით ?
-ჩემი გოგოა მორჩა ბაზარი.. გაიცინა იკამ ... ოთახში შევიყვანე და სძინავს, შენ ფეხი გტკივა და მე წავიყვან ამასაც ცოდოა ასე, კისერი ეტკინება .
-ხო მასე ჯობია .. იკამ ნიდა ხელში აიყვანა და მისი ოთახისკენ დაიძრა .. ნიკამ თვალი გააყოლა იკაზე მიხუტებულ მძინარე გოგოს.. თავისთვის ჩაიბურტყუნა მანდამანც ეხლა ვიტკინე ეს ფეხიო.. გაღიზიანებულმა გამორთო ტელეფონში ჩართული მუსიკა და მომღიმარმა გაუშტერა თვალი სურათს, სადაც ნიდა და თვითონ იყვნენ გამოსახულები.
-ძინავთ იმათ და წამო ჩვენ ქვევით ჩავიდეთ, ავღნიშნოთ ჩემი და ანის ამბავი. დვალმა იკას გაბრწყინებულ სახეს, რომ შეხედა, გაეცინა .
-წამო.. წამო.. იბედნიერე მანამ სანამ გამოფხიზლდება, თორემ მერე არაფერი ემახსოვრება .. გადაიხარხარა და დეიდაშვილს გვერდი გაკრა კარებში გასვლისას . იკამ გაბრაზებულმა შეხედა ..
-ემახსოვრება .. მკაცრად თქვა და წინ მიმავალს ფეხი გაკრა ნატკენ ფეხზე.
-ფუ შენი.. ტკივილისგან ჩაიკეცა ნიკა .. - გამასწარი ეხლა აქედან.. დაიღრიალა და ძლივს ძლიობით წამოდგა .
-კაი ხო ძაან არ მინდოდა .. წყობიდან გამომიყვანე .. სინანულით თქვა და სევდიანად შეხედა
-დამეხმარე მაინც , ვერხედავ რო მტკივა.. სიმწრით ამოთქვა
-ბიჭო მოტეხილი ხო არ გაქვს ? შეშინებული მივარდა ნიკასთან
-მე რა ვიცი, ტრანვატოლოგი კი არ ვარ .. შეუღრინა
-შენ, რომ რამე მოგივიდეს დედაშენი მომკლავს ტო ..
-ხო ჩემზე არ ინერვიულო, შენს თავზე იფიქრე..
კიბეზე წვალებით ჩავიდნენ, ირაკლიმ ნიკა დივანზე დასვა და გვერდით მიუჯდა..
-შენც რაღა იმ თოვლში მოგინდა, ტრიუკების შესრულება?
-ნუ დაიწყებ ეხლა დედაჩემივით . ხელი აიქნი დვალმა.. იქვე მიგდებულ პულტს დასწვდა და ტელევიზორი ჩართო.
-ვსო ვრეკავ მე ბიჭებთან და ვინმე ექიმს ნახავენ რა, ჯობია გავიგოთ რა გჭირს მაგ ფეხზე .. ნიკა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ირაკლიმ ხელით ანიშნა გაჩუმდიო.. თავისი დეიდაშვილის ამბავი რომ იცოდა თავი დაანება და ტელევიზორს უაზროდ მიაშტერდა ..იკამ ტელეფონი აიღო და იოანეს დაურეკა:
-იო ვინმე ექიმი მოიყვანეთ, მგონი მოტეხილი აქვს ამას ეს ფეხი ... ხო კაი მაშინ .. არა რას აფუჭებენ სძინავთ უკვე .. გაეცინა .. არაფერი არ ჭირთ, დათვრნენ და მალევე ჩაეძინათ .. ხო კაი ..
-რაო .. ინტერესით გადახედა ნიკამ
-მოვალთ მალე და მოვიყვანთ ექიმსო.. ისე ბედობაზე მაგარი რაღაც დაგებედა რა . გაიცინა ირაკლიმ
-ხო ძაან .. ბედნიერს გაეღიმა ნიდას წარმოდგენისას .
-რა გაცინებს ტო, ფეხზე გითხარი...რამეს მიმალავ ? ეჭვისთვალით შეხედა დვალს
-წადი ანის დახედე, ცუდად არ იყოს და ნიდასაც შეხედე.. თავი აარიდა კითხვას
-უი ხო ავალ ვნახავ როგორ არიან, შენ მერე დაგელაპარაკები. თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და სწრაფად აიარა კიბეები. გაღიმებულმა შიაღო ოთახის კარი, მძინარე გოგოებს გადახედა..
-როგორ არიან ? კითხა ნიკამ ირაკლის ,როდესაც დივანზე დაეხეთქა
-ძინავთ. შენ, ფეხი ისევ გტკივა?
-ესე უცებ გამივლიდა? მობეზრებულმა კითხა
-მე რას მიღრენ ტო? გკითხე უბრალოდ, არაფრის ღირსი არ ხარ რა. დივანზე დაგდებული ბალიში ესროლა ნიკას და იმწამს შემოსულ ბიჭებს გახედა.
-სადაა ბიჭო ექიმი ?
-ილო წავიდა მოსაყვანად, პასუხი გასცა გეგამ და იოსთან ერთად ჩამოჯდა დივანზე, ნიკას გვერდით .
ექიმის მოლოდინში ორმოცი წუთი გავიდა, დაჩი მობეზრებული იჯდა და უყურებდა ტელევიზორს..
იკა, გეგა და ლუკა კარტს თამაშობდნენ .. ნიკას ტკივილისგან სახე დამაჭვოდა და დივანზე წამოწოლილიყო.
-საღამო მშვიდობის.. დაიძახა კიბეებზე ჩამომავალმა ნიდამ.
-რა უზრდელი ძმაკაცი გყავთ იო რა უბედურებაა? რას გაწექი აქ პითონივით და რას მიჭეჭყე ეს ბიჭები ? სწრაფად მიაყარა სიტყვები გაოგნებულ ბიჭს და ფეხები „ჩამოაწევინა“ ნუ ჩამოაგდებინა უფრო.. ნიკამ იმხელა ხმაზე იღრიალა ნიდა შიშისგან შეხტა
-რასაც არ გეკითხებიან, რატომ აკეთებ იმას ? გამოეთრიე გოგო უარესად ატკინე... მკლავში მოკიდა ხელი იომ და გვერდით გასწია.. -ველური ხარ, რომელ გოგოობაზეა ლაპარაკი სინაზეც არ გაგაჩნია..
-კი მარა, რა გავაკეთე ასეთი ?
-ფეხი აქვს გოგო ნატკენი .. იღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა იომ
-მერე რა გაღრიალებს ისედაც თავი მისკდება..ორივე ხელი თავზე მიიდო და მაგრად მოიჭირა..
-მაგაზე მერე დაგელაპარაკები, გადი ეხლა იქით .. მკაცრად თქვა იომ. ნიდამ მხრები აიჩეჩა და უდარდელად გააბიჯა სამზარეულოში. -მოვკლავ ეხლა ამას.. გაბრაზდა იო თავისი დის უგულობით .
-კაი დაანებე თავი არ იცოდა. სახე დამანჭულმა თქვა ნიკამ .
-ისიც სად არიან აქამდე ვით ვერ ნახა ექიმი. დვალის შეწუხებული სახის შემყურე დაჩიმ გაბრაზებით თქვა..
-ნაკა ხო იცი ნათქვამია ძაღლი კოჭლობით არ კვდებაო. ნაბეღლავის ბოთლით ხელდამშვენებული გამოვიდა სიტყვით ქალბატონი. იომ ისეთი სახით გადახედა, ლუკას გაეცინა, იოს დასამშვიდებლად ნიდას ჩაკიდა ხელი და სამზარეულოში გაიყვანა..
-რა მოუვიდა იმას ? დაინტერესებულმა გადახედა ლუკას და სკამზე ჩამოჯდა .
-დაიჯინა რაღაც ახალი „ტრიუკი“ დავამუღამე უნდა გაჩვენოთო , ჰო და აჰა მაგრად დაამუღამა ვერაფერს იტყვი.. თქვა და დივანზე მწოლიარეს გახედა..
-რა ტრიუკი?
- პარკურის მიმდევარია ეს დებილი და ამუღამებს რაღაც ილეთებს.. მობეზრებულმა აიქნია ხელი. -ხო იცი რა მაგრად მეშინია სიმაღლის? ეს კიდე გიჟია რეებს აკეთებს, რომ ნახო გაგისკდება გული.. მაგ პარკურის გამო რაც მე შიში ვჭამე.. ეხლა კიდე ეს სქაიდაივინგი აქვს ტო აკვიატებული, გამაგიჟა რა. მაგის ახალმა ილეთებმა ხო შეგვიკლა .. კაი ეს ჩემი სათუთი გული არ ეცოდება მარა თავის თავს როგორ იმეტებს ტო.. ერთხელაც შეიწირავს ეგ პარკური. აღშფოთებული ლაპარაკობდა ლუკა.
ნიდა შოკში იყო.. არ ეგონა იმწამს დივანზე გაწიოლილი „ლოქო“ ასეთი აზარტული თუ იქნებოდა .
-აუუუ მეც მინდა. იყვირა ნიდამ და გახარებული ფეხზე წამოდგა, როცა მის ტვინთან სიტყვა სქაიდაივინგმა მიახწია.
-რა გაყვირებს. შეუღრინა სამზარეულოში შესულმა ანიმ . გასკდა თავი
-ნეტავ რატომ ? შეუბღვირა ლუკამ და იკას გახედა, რომელიც ღიმილით უყურებდა მის წინ მდგარ გოგონას. ანიმ მორცხვად შეხედა ირაკლის..
-რატო გვისკდება ჩემო ლუკა თავი და აი ამიტომ.. ორივე ხელი გავშალე და წყვილზე მივუთითე.. გაშტერებულმა შემომხედა ჯერ მე და შემდგომ „ გვრიტები“ აათვალიერა .
-გოგო შენ თავი სადმე ხო არ მიარტყი? სერიოზული სახით მკითხა ლუკამ .
-ფუ უჟმური, მინდოდა თვითონ მიმხვდარიყავი მარა სად გაქვს ტვინე . სიძე გიდგას წინ და იმას ებღვირე მე რას მიღრენ ვერ გავიგე რა ?
-რაა ? გაოცებულმა გადახედა იკას
-რა და ჯანდაბა ნიდას. გაღიზიანებულმა გამომხედა ანამ -მეთვითონ ვერ ვეტყოდი ? ტლიკინა ეს
-აჰა გააკეთე სიკეთე.. ხტფუ რა უმადურ ხალხში ვარ ..
-ლუკა გამო რა გარეთ ვილაპარაკოთ .. აღელვებულმა ირაკლიმ ლუკას გახედა.. უხმოდ ადგა ლუკა ფეხზე და კარისკენ წავიდნენ. ჩვენ სასტუმრო ოთახში გავედით..
-რა სჭირთ ამათ ე ? იკითხა დაჩიმ
-გარჩევა აქვთ .. მხიარულად ვთქვი და სკამზე ჩამოვჯექი ..
-რა გარჩევა ნიდა? გაკვირვებულმა გამომხედა ჩემმა ძმამ.
-ოოო მოკლედ იკას და ანის წყვილი შედგა , ხოდა სიძეს ებლატავება ეხლა“ ჩემ დას გაუფთხილდი თორემ დაგლეწავ ძვლებში ბიჭოოოო“ .. ლუკას ხმით წარმოვთქვი.. იოანეს გადავხედე, რომელიც სიცილის შეკავებას ცდილობდა - იუნა მანც დაგინახე ულვაშებში, რომ ჩაგეღიმა ამიტომ შეგილია ხმამაღლაც გადაიხარხარო ძამი.
-რა ბოთე ხარ რა . გაიცინა იომ... ნიდასთან მივიდა და თავზე აკოცა .
-აუ მართლა სად არის ის აქამდე? ექიმის ჩამოსაყვანად წავიდა თუ საგულაოდ? ნიკას საცოდაობით შეწუხებულმა იკითხა გეგამ..
-აი მოვიდა მგონი.. ფანჯარასთან მდგომმა ანიმ წამოიძახა.
-გვეშველა ჩაიდუდღუნა იომ.
რამდენიმე წუთში კარი შემოაღო ილომ და თან შემოყვა ექიმიც.. მარა ჩემს წარმოდგენაში ეს ექიმი ქალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წარმოდგენა მაშინვე გაქრა როდესაც ილიას გვერდით მომღიმარი ბიჭი დავინახე. შავ თვალებს აქეთ იქით დააცოცებდა .. გაშტერებული ვუყურებდი „ზე სიმპაწიურ ტიპს“.
-აბა რომელია პაციენტი ? იკითხა ახალგაზრდა ექიმმა
-მე . წამოვიძახე დაუფიქრებლად.
-გოგოოო .. თვალები დამიბრიალა იოანემ .
-უბრალოდ ხუმრობს .. სიტუაციის გამოსწორება სცადა გეგამ - აი ეს არის .. მიუთითა დივანზე მწოლიარე ნიკაზე.
- ხო ეს არის .. დავეთანხმე გეგას და ექიმს მივუახლოვდი .. - მე ნიდა ვარ .. გავეკრიჭე.. ბიჭმა გაიცინა და ხელი ჩამომართვა
-მე გეგა ვარ . გაიცინა .. ამ სახელის გაგონებაზე ხელი გამოვგლიჯე და ცხვირ აბზუებული მოვცილდი .. ჩემი საქციელით გაკვირვებული მიუახლოვდა ნიკას .. იოანეს შევხედე, რომელიც თავს ძლივს იკავებდა ჩემთვის, რომ არ ეღრიალა..
-ფეხი აქვს მგონი მოტეხილი.. შეწუხებულმა გეგამ გადახედა მოსახელე ექიმს. ბიჭმა ნიკას შარვალი აუკეცა და გასიებულ ფეხს დააკვირდა.
-შეშუპებულია თან ჩალურჯებული.. სერიოზული სახით თქვა ექიმმა .. გტკივა? მიმართა ნიკას
-კი .. ამოიღმუილა ტკივილისგან
-დაცემისას რაიმე ტკაცუნის ხმა ხომ არ ქონია ? გააგძელა ნიკას დაკითხვა ექიმმა
- არა .. გაღიზიანებულმა უპასუხა
-მცირედი მოტეხილობაა ანუ პატარა ზომის ბზარები თუ ექნება ძვალს, მაგრამ აუცილებელია თაბაშირის დადება გართულებa, რომ არ იყოს შემდგომ .. თბილისში მოგიწევთ წასვლა, რადგან დღეს დასვენებაა და ჩემი კოლეგა , რომელიც ტრანვატოლოგი გუშინ დაბრუნდა თბილისში .
-აქ არაა ვინმე სხვაა? იკითხა დაჩიმ
-სამწუხაროდ აქ არავინ არ არის .. ტკივილ გამაყუჩებელი მაქვს წამოღებული და იმას მოგცემ, ეცადეთ ფეხი ზედნეტად არ ამოძრაოთ ..
-ნიდა წადი ბარგი ჩაალაგე თბილისში მივდივართ.. ბძანება გასცა ჩემმა ძმამ. სხვა რა გზა იყო წარბებშეკრული გავემართე მეორე სართულისაკენა, ანაც გამომყვა. ხო ვამბობ ბედი არ მაქვსთქო რა .. დასასვენებლად ჩამოვედი და დაუსვენებლად მივდივარ ფუი შეაფურთხებდა ადამიანი ამ ცხოვრებას .. გაბრაზებული ვტენიდი ჩანთაში ტანსაცმელს. ყველაფერი მანქანაში ჩააწყვეს, „ხეიბარი“ სახლიდან გამოიტანეს და მანქანაში ჩასვეს.. იომ დაქირავებული სახლის ფული გადაიხადა და გასაღებიც გადასცა მეპატრონეს. ლუკას გადავხედე, რომელიც ღიმილით შეჰყურებდა წყვილს .. როგორც ჩანს მოგვარდნენ. ილიამ „გვრიტებს“ თავისი მანქანა დაუთმო და ისინი მარტო წავიდნენ თბილისისკენ. გეგა, დაჩი და იოანე ბატონი ლუკას მანქანაში მოთავსდნენ .. მე და ნიკა მისივე თხოვნით, მის ჰამერში, უკანა სავარძელზე მოვკალათდით , საჭესთან ილია დაჯდა. სიცივისგან დაორთქლილ მინას მივადე თავი და თვალები დავხუჭე. რამდენიმე წუთში მხარი დამიმძიმდა, თვალები ზანტად გავახილე. ჩემს მხარზე მოუნდა ამასაც დძინება, მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები.. მაგრამ ღიმილი ვერ შევიკავე მის აცმაცუნებულ ტუჩებს, რომ დავხედე . გაღიმებული ვაკვირდებოდი ნიკა დვალს.. სარკეში ეშმაკურად მომცინარი ილიას გავუსწორე მზერა, შეცბუნებულმა სწრაფად მივაბრუნე თავი ფანჯრისკენ, ამ სწრაფმა რიაქციამ კი ნიკას თავის ჩამოვარდნა გამოიწვია, რომელიც ჩემს კალთაზე დაეცა. რამდენიმე წამი გავშეშდი მერე უნებურად წავიღე ხელი თმებისკენ .აჩეჩილ თმებს უარესად ვურევდი და ღიმილის შეკავება მიჭირდა მისი მძინარე სახის დანახვისას . ჩემი საქციელის გაცნობიერებისას ხელელი სასწრაფოდ მოვაცილე ..
-აუ გაგძელე რა .. ნამძინარები ხმით დაიჩურჩულა დვალმა.. ისევ შევუცურე თმებში ხელი და კვლავ გავაგძელე მისი თმით თამაში.. მარჯვენა ხელი აწია, ჩემი ხელი დაიჭირა და ხელის გულზე მაკოცა.
გაოგნებულმა შევხედე ნიკას, რომელიც ჩემს ხელს ნაზად ეფერებოდა.. ტკივილისგან დამანჭული სახით გადმობრუნდა, თვალები მანქანის ჭერს გაუშტერა... რამდენიმე წუთი ასე იყო, მერე წამოიწია, ლოყაზე მაკოცა და თვალები გაღიმებულმა დახუჭა.
გავქვავდი.. ვერც გავაცნობიერე რა მოხდა ..
-თმებზე მომეფერე .. თვალებ გაბრწყინებულმა ამომხედა ქვევიდან.. მექანიკურად დავუწყე თმებზე მოფერება ... მალევე ჩაეძინა..
ავირიე.
თუ აქამდე მისდამი სიძულვილით ვიყავი გაჟღენთილი ახლა არც კი ვიცოდი რას ვგძნობდი , ან საერთოდ ვგძნობდი, რომ რამეს?
ა ვ ი რ ი ე.
დაბნეულმა გავხედე ილოს..
-ნუ გეშინია არ ვეტყვი შენს ძმას.. გაეცინა ილიას, ნიდას გადაფითრებულ სახეზე.
ღამის ათ საათზე ჩააღწიეს თბილისში.. ილიამ მანქანა ტრავმატოლოგიური კლინიკის წინ გააჩერა.. მძინარე ნიდას და ნიკას გადახედა, მათი შემხედვარე გაეღიმა .. მობილური ამოიღო და სურათი გადაუღო.
-მოვედით უკვე, გამოფხიზლდი. ხელით შეარხია მძინარე ნიკა. ზანტად გაახილა თვალები და მძინარე ქალბატონს ახედა.. ფრთხილად წამოდგა, რათა გოგონა არ გაეღვიებინა.
მათ წინ მდგარი ლუკას მანქანიდან იო გადმოვიდა , მძინარე დას, რომ შეხედა ჩაიღიმა..
-იყოს ეს აქ, მაინც ყველა ხო არ შევალთ . ლუკა და მე ავყვებით ნიკას, ილო შენ აქ დარჩი რა, მიხედე ამ ქაჯს.. ილიამ თანხმობის ნიშნად იოს თავი დაუქნია..
-აუ ბოდიში რა ძმა, ბებიაჩემი გახდა ცუდად და უნდა წავიდე დედაჩემმა დამირეკა.. ანერვიულებულმა გეგამ ნიკას შეხედა.
-წადი ტო, მე რას მითანხმდები . გაგვაგებინე მერე როგორ იქნება.
-მეც გამოგყვები. დაჩი ამოუდგა გვერდით ძმაკაცს.
-ჩემი მანქანით წადით ბიჭო. მანქანის გასაღები ესროლა ლუკამ გეგას..
-კაი მაშინ წავალ და თუ რამე გაგაგებინებთ რა. გეგა და დაჩი ლუკას მანქანით წავიდნენ ..
იომ ნიკა ინვალიდის ეტლით შეაგორა შიგნით . იკამ სურათები გადაუღო გაღიზიანებულ დვალს. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ კი, გამოიყვანეს თაბაშირით დამშვენებული..
-იკა ორივე ფეხით მყარად, რომ ვიდგები მიწაზე დაგერხევა..წარბებ შეკრულმა გადახედა დეიდაშვილს ..
-ჯერ დადექი და მერე იბლატავე.
-ირაკლი მოაცილე ეგ ტელეფონი და ეს ბორბლებიანი სავარძელიათუ რაცაა შეიტანე შენობაში .. დაიღრინა ლუკამ
-არ მცალია მე, მეჩქარება ჩემი შეყვარებული სახში უნდა მივაცილო, ძაან მკაცრი ძმა ყავს .. დაამატა სიცილით.. აბა კარგად იყავით ძმებო.. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, მომღიმარ ანის ხელი წელზე მოხვია და მანქანაში ჩასვა..თვითონ საჭესთან მოკლათდა და მანქანაც დაძრა..
-ამას თუ ჩემი და მივათხოვო , აი ნახეთ .. უკმაყოფილოდ გახედა მიმავალ ავტომობილს.
-კაი დაანებე მაგას თავი, უხარია რა ქნას?. ილო ნიდას ისევ ძინავს? იომ ილიას გახედა
-აღარ, თქვენმა ბურდღუნმა გამაღვიძა.. გამოსძახა ნამძინარები ხმით, მანქანაში მყოფმა ნიდამ
-ჰო და ძაან კაი, თუ გღვიძავს ...
იოს დახმარებით ჩაჯდა ნიკა მანქანაში, ილიაც მოთავსდა საჭესთან, მის გვერდით იო დაჯდა ლუკა კი ნიკას და ნიდას მიუსკუპდა..
-რა თქვა ექიმმა? ნიკასთვის არც შეუხედავს ისე იკითხა ნიდამ.
-იცოცხლებსო.. ილომ სიცილით გადმოხედა უკან მსხდომებს
-ხო ვთქვი ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებათქო.. წარბაწეულმა შეხედა ეშმაკურად მომღიმარ დვალს. ნიკას ყურადღება არ მიუქცევია ნიდას სიტყვებისთვის, ტელეფონში ილიას მიერ მესენჯერში გაგზავნილ სურათს ჩასჩერებოდა, სადაც მძინარე ნიდა და ნიკა იყვნენ გამოსახულები.
-აი დედას გეფიცები სახლში, რომ მივალთ ზრდილობის გაკვეთილები უნდა ჩაგიტარო.. კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა იოანემ..
ნიდა საკადრისი პასუხის გაცემას აპირებდა ძმისთვის, მაგრამ მისმა ტელეფონმა არ დააცადა და გაღიზიანებულმა უპასუხა მობილურს ისე, რომ ეკრანისთვის არც შეუხედავს.
-გისმენთ
-ნიდუ რავახარ ? გილოცავ ახალ წელს ..
-უი ნოე შენ ხარ .. რავი არამიშავს შენ როგორ ხარ ? მეც გილოცავ ..
ნოეს სახელის ხსენებაზე ნიკამ ტელეფონიდან ამოიხედა და ინტერესით მიაშტერდა გოგონას . იო კი წინიდან შემობრუნდა, დაწვრილებული თვალებით უყურებდა გაღიმებულ დას ,თან სიგარეტს ეწეოდა .
-ვარ რა .. ნიდა რაზე გირეკავ ეხლა, ჩვენი სასტავი, მივდივართ კლუბში და წამო რა შენც .. არ გამიტეხო გთხოოვ რა . ნიაც მოდის ..
-არვიცი ნოე ვნახოთ რა .. ეხლა ჩამოვედი ბაკურიანიდან და ზუსტად ვერ გეტყვი .. მაგრამ ვეცდები, რომ მოვიდე..
-ვეცდები არ ვიცი მე .. უეჭველი მოხვალ, ესემესს მოგწერ სადაც უნდა მოხვიდე.. პასუხის გაცემაც არ აცადა გოგოს ისე გაუთიშა.. მობილური ყურიდან მოცილებულიც არ ქონდა ნიკას და იოს კატეგორიული ნათქვამი არ წახვალ, რომ გაიგო..
-რასქვია არ წავალ ? გადახედა ნიკას ..
-არ წახალ და ვსო.. ჯერ საათს შეხედე 12ის ნახევარია და ამ ღამეს სად უნდა იბოდიალო გოგო შენ ტვინი შვებულებაში გაქვს ? გაცოფებულმა დვალმა ფანჯარაში გაიხედა დასამშვიდებლად.
იომ ნიკას შეხედა, სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და დას მიუტრიალდა..
-ვინაა ნოე ?
-ჩემი ჯგუფელი. გაბუტულმა თქვა
-და ამ ღამე, რომ არ გაგიშვებ ხო იცი ? წარბაწეულმა შეხედა დას
-მომიტაცებენ ?
-შენი ენის პატრონს ეჭვი მეპარება, მარა დღეს არსად არ წახვალ და მორჩეს ამაზე ლაპარაკი. წყნარად უთხრა ნიდას და იმ წამს გაჩერებული მანქანიდან „გადახტა“ . ნიკაც გადავიდა ლუკას დახმარებით და ცალი ფეხით დადგა მიწაზე.
-შენ არ აპირებ გადმოსვლას ? წყნარად უთხრა ნიკამ გაბუსხულ ნიდას
-არა .
-ბიჭებო ცოტახანი ნიდასთან მარტო დამტოვეთ რა და ნიდას დახმარებით შემოვალ, როგორგაც მერე.. გაღიმებულმა შეხედა იოს. იოანემ თავი დაუქნია და ნიკას ჩასჩურჩულა -ამაზე ცალკე დაგელაპარაკებიო.. ბიჭები სახში შევიდნენ .. მანქანაზე მიყრდნობილი ნიკა კი ისევ მანქანაში ჩაჯდა, ნიდას გვერდით..
-გინდა წასვლა ? გახედა გაბუტულს
-ჰო
-ამ ღამე?
-მერე რა, 19 წლის ვარ 15ის ხო არა .. თან ნოეც იქ იქნება და ნიაც, ვინ რა უნდა დამიშაოს.. სლუკუნით ამოთქვა ..
-ასე ძაან ენდობი მაგ ნოეს ?
-ჰო
-გსაგებია. ისე წარმოთქვა ეს სიტყვა თითქოს რაიმე კატასტროფას ამბობდა .. -დამეხმარები გადასვლაში?
ნიდა უხმოდ გადავიდა მანქანიდან, ნიკას მხარეს კარი გააღო და გადასვლაში მიეხმარა .. ეგონა ნიკა სახლისკენ წავიდოდა, მაგრამ შეცდა .. საჭესთან დაიკავა ადგილი.. გაოცებული აკვირდებოდა დვალს..
-რაღას უყურებ? დაჯექი და წავიდეთ .. გასაღები გადაატრიალა .. ნიდა ნიკას გვერდით მოთავსდა .. გონს ვერ მოდიოდა , უკვირდა ნიკას საქციელი, რომელიც სულ არ იყო დამახასიათებელი ნიკა დვალისთვის.
-ნიკა რას აკეთებ ? ამ ფეხით როგორ უნდა მართო შენ ხო არ გაგიჟდი?
-ხომ თქვი მინდა წასვლაო ? ხო და წაგიყვან, სულ რაღაც ერთი საათით.. ნუღელავ მარჯვენა ფეხით ვმართავ, ორივე არ მომიტეხია ..
-კი, მაგრამ შენ იოს არ უბამდი მხაარს?..
-ნიდა მე შენ გენდობი, ვიცი რომ არაფერს ისეთს არ იზამ აი ნოეს კი არ ვენდობი და მაგიტომ ვუბამდი მხარს შნს ძმას.. იოს მე დაველაპარაკები და არ გეჩხუბება ახლა კი, მითხარი რა მისამართზე უნდა მიგიყვანო ?
გახარებულმა შეხედა ნიკას..
-აი .. ტელეფონში ნოეს გამოგზავნილი სმს ანახა, სადაც მისამართი იყო მითითებული..
უხმოდ მიიყვანა ნიკამ ნიდა ადგილზე..
-მე აქ დაგელოდები, მაგრამ ჯერ გულედანი გამოვიდეს, დალაპარაკება მინდა .. ამ ფეხით ვერ ჩამოვალ ეხლა იქ.
-რაზე უნდა დაელაპარაკო ?
-უბრალოდ საქმე მაქვს .. უთხარი, რომ გამოვიდეს. ნიდამ ნოეს დაურეკა და უთხრა კლუბის წინ ვარ და გამოდიო . ნოეც მალე გამოჩნდა .. უკმაყოფლოდ გადახედა მანქანაში მჯდომ დვალს.. ნიდა გადაკოცნა და გაუღიმა.. ნიკა ნიდას აკვირდებოდა..
-გამარჯობა .. ნაგლურად გაუღიმა ნიკამ ნოეს
-გაგიმარჯოს .. არა ნაკლებ ირონიულად გახედა ნოემ დვალს..
-ნიდა მიდი შენ და ერთ საათში იყავი აქ კაი ? გახედა მომღიმარ გოგონას ნიკამ
-კარგი .. თავი დაუქნია და გამხიარულებული შევიდა კლუბში.. ნოე ნიკას გვერდით დაჯდა მანქანაში და მოულოდნელად კითხა ნიკას ..
-გიყვარს ?
-რაა? გაკვირვებულმა სწრაფად გახედა მომღიმარ ნოეს
-კი გიყვარს .დასაბუთებით თქვა ნოემ. აი თურმე რატომ აკვირდეოდი უნიში მასე უცნაურად.. ცოტახნით გაჩუმდა მერე ისევ ალაპარაკდა - დაგივიწყებია შენი სიამაყე, არა და ვინ წარმოიდგენდა ნიკა დვალი თავისი ფეხით თუ მოიყვანდა მის „საყვარელ გოგოს კლუბში „..გაეცინა ნოეს .. ნიკას ხმა არ ამოუღია.. - შენ ჩემთან იმაზე სალაპარაკოდ თუ მოხვედი, რომ ნიდას ჩამოვცილდე ეგ აფსურდია .. აი მეკი გეტყვი, რომ ნიდას თუ გულს ატკენ, დის სულს ვფიცავარ არ გაცოცხლებ .. ჩემს დას ძაან გავს, ნიდა მართლა ძაან მიყვარს როგორც და , მერე რა რომ 4 თვეა რაც გავიცანი? ყველაზე თბილი ადამიანია ვინც კი მინახია .. არ ელოდა ნიკა ამ მონოლოგს, გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა ნოეს.. - ისე მართლა ვერ წარმოვიდგენდი უნის „ზე ტიპი“ ნიდასნაირ ჩვეულებრივ „არა ძერსკულ“ გოგოს თუ შეიყვარებდა .. გაიცინა ნოემ ..
-და მერე როგორ შემიყვარდა? ..ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს საყვარელ გოგოს ასე ფეხმოტეხილი თუ წამოვიყვანდი კლუბში , იმისდა მიუხედავად, რომ ვიცი ბევრი ბიჭია შიგნით და შეიძლება ვინმეს დაევასოს და აი სწორედ ამის გაფიქრებაც კი მშლის ჭკუიდან.. -აი ზე ტიპად კი უბრალოდ შემრაცხეს. გაეცინა ნიკას.
-ვაააა ..არადა სულ სხვანაირი ჩანდი უნიში .. სვეცკი ტიპაჟი რა .. გადახედა დვალს . ისე ესეც კაი ჯიუტია, შეეძლო უარი ეთქვა და არ მოსულიყო, მაგრამ ხომ უნდა აწვალოს კაცი. გაიღიმა გულედანმა. კაი წავალ მე, ნიდას მივხედავ, გეტყოდი ჩამოდითქო მარა მაგ ფეხით არამგონია ცეკვა შეძლო, ამიტომ თუ გინდა წადი და მე მივიყვან სახლში ..
-არა იყოს დაველოდები .. ისე ვინები ხართ ?
-რავი ჩვენი სასტავი უნდა ვყოფილიყავით მარა, ლენკა კილაძეც აქაა ..
-ეგ მაგრად , ბიჭები თქვი .
-აგათონიკე, გიო ბახუტიშვილი გეცოდინება.... „ზე“ ნიკა დვალი რო არ იცნობდეს ბახუტას გამიკვირდება ჩაიცინა
-კი ვიცნობ აგასაც და ბახუტიშვილსაც, კიდე ვინები არიან ?
-ტაბიძე, ლორთქიფანიძე, გოგინაშვილი და ფერაძე ..
-ვსოო ?
-ხო დანარჩენი გოგოებია .
-გასაგებია .. კაი წადი აღარ შეგაყოვნებ, მარა თვალი ადევნე რა ნიდას, რაიმე პრობლემა, რომ არ შეექმნას .. თხოვნით გადახედა ნოეს
-მაგის თქამა არც მჭირდებოდა ..ნაწყენმა შეხედა … კაი აბა კარგად ..
ჩაფიქრებული იყო დვალი, ფიქრობდა თავის საქციელზე.. ნიდას კი ენდობოდა მაგრამ იქ მყოფთა ნდობა სულაც არ გააჩნდა.
ტკივილი ახსენებდა ფეხი, რომ ქონდა დაშვებული, მაგრამ იმასაც აიგნორებდა და ანერვიულებული დასცქეროდა ტელეფონში გამოსახულ ნიდას სურათს . მანქანაში გამეფებული სიჩუმე ნიკას მოზუზუნე ტელეფონის ხმამ დაარღვია .
-ხო იო ?
-ბიჭო შენ ნორმალურიხარ ? სად წახვედით? მაგ ფეხით, როგორ დაგყავს მანქანა? ..
-ნორმალური რო ვიყო არ წამოვიდოდი ამ ფეხით და მითუმეტეს ასეთ სი*ობას არ გავაკეთებდი ..
-რა გააკეთე ?
-ნიდა წამოვიყვანე კლუბში .. ოღონდ ეხლა არ იყვირო გთხოვ რა ისედაც ცუდად ვარ ..
-მართლა სი*ი ხარ .. რატო არ მითხარი ნიდა თუ გიყვარდა ? ან ვაფშე, რომ იცნობდი ?
-მობილურში არგვინდა რა ამის გარჩევა, სხვა დროს დავილაპარაკოთ ..
-ნიკა შენ კი გენდობი, მაგრამ მანც გაგაფრთხილებ ნიდას, რომ თმის ღერი ჩამოუარდეს, დაგბრიდავ .. მალე მოიყვანე ეგ ჩერჩეტი .
-ფუ რა უჟმური ცოლის ძმა მეყოლება ტო .. ჩაიბურტყუნა დვალმა
- ჭკვიანად მოიქეცი თორემ ჩემ ფეხებს გაგატან .
-აუ დავაი რა .. თქვენ რას შვებით ?
-დედაშენმა გაგვიშალა სუფრა და ვქეიფობთ.. არ გვითქვამს ფეხი რომ მოიტეხე .
-რომოვალ ხო ნახავს და .. კაი ნიდა გამოვიდა ეხლა კლუბიდან და ნახევარ საათსი მოვალთ .
სწრაფად გათიშა ტელეფონი და გაღიმებულმა შეხედა მანქანაში მოთავზებულ გოგონას ..
-აღარ მივდივართ ? იკითხა ნიდამ
-ჯერ მხოლოდ 25წუთი გავიდა და ასე მალე მორჩი გართობას ?
-უბრალოდ ბავშვების ნახვა მინდოდა.. ლენკას წიკვინმა კიდე ისე ამატკია თავი, სურვილიც დავკარგე გართობის . უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები .. ნიკამ ეშმაკურად ჩაიცინა და მანქანა დაძრა..
-მადლობა .. გაღიმებულმა გადახედა ნიკას . დვალმა ნიდას ხელი ჩაკიდა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა ხელის გულზე .. ავტომობილში იმწამს გაჟღერებულ დიმა კობეშავიძის red wineს გამხიარულებული აჰყვა .
-And we are there
In the mountains on a house and a tree
And we are talk about our future
That we want to achieve
That we want to have money and gold and cars
Bright parties with old stars
But all we have on the table at night
Bottle of red wine
And we are dancing dancing
And singing singing we are creeping
And stars at night are looking at us
And than we are along with
Bottle of red wine
Then story goes again and again
Until the next day will come
Something's will lost but somethings will stay
Oh and we realized that we had
On the table
Bottle of red wine
სიმღერის ბოლომდე გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ნიდას, რომელიც ღიმილით შეჰყურებდა ნიკას.
-თავიდან ჩართე რა.. თხოვნით შეხედა ნიკას ..
-როგორც მიბძანებ .. სიცილით გადახედა საყვარელ გოგონას .
ნიკამ მანქანა სახლის წინ გააჩერა .. ნიდა სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ნიკას კარი გაუღო ..
-წესით ეგ მე უნდა გამეკეთებინა .. გაიცინა დვალმა
-წესით კი.. სიცილით დაეთანხმა ნიდა ბიჭს ..
ნიდას დახმარებით შევიდა სახლში ..
-ოჰ რახან თქვენ მოხვედით . კარგად შეზარხოშებულმა ლუკამ, ხელში მომარჯვებული ღვინის ჭიქა მაღლა ასწია
- თქვენს მოსვლას და ჩვენს წასვლას გაუმარჯოს .. ჭიქა მოიყუდა და მთლიანად გამოცალა ..
ნიდამ წარბი აწია .
-ვაიმე დედა მოხვედი .. სამზარეულოდან გამოვიდა ქალბატონი ნათია - მოგიკვდეს დედა შენ, რა დღეში ხარ შვილო .. რა მოგივიდა ნიკოლოზ მითხარი .
-კაი რა დედა.. რა უნდა მომსვლოდა უბრალოდ ფეხი გადამიბრუნდა .. მობეზრებულმა აიქნია ხელი და სავარძელში ჩაესვენა . ნათიამაც გაბრაზებით გახედა უმადურ შვილს და ნიდას მიუბრუნდა
-დედა ვინაა ეს ლამაზი გოგო ? აათვალიერა ნიკას გვერდით მდგომი ნიდა
-იოანეს და და ჩემი ჯგუფელი უნიში .. ხო კაი გოგოა დეე ? გახარებულმა ახედა დედას .
-კი კაი ბავშვია .. გაუღიმა ნიდას ნათიამ .. მოდი შვილო დაჯექი..
ნიდა დაბნეული აცეცებდა თვალებს .
იოანეს გვერდით დაიკავა სუფრასთან ადგილი და გაღიმებულ ნიკოლოზს გახედა, რომელიც მის პირდაპირ წვალებით დაჯდა .
დვალმა ფეხზე წამომდგარ ლუკას შეხედა.
-ეხლა მოვედი ბიჭო და სად უნდა წახვიდეთ, მოიცა რა . ილო სადაა ე?
-რავი გავარდა გიჟივით სახლში. მხრები აიჩეჩა იომ
-რამე ცუდი ხო არ მოხდა?
-არა, თავის ძმა ჩამოვიდა და ... მხრები აიჩეჩა იოანემ და დას ხელი გადახვია.
-დე თენგო სადაა ? ეხლა დედამისს მიუბრუნდა.
-მამაშენი ბიძაშენთანაა წასული.. სამზარეულოდან გამოსულმა ნათიამ ღიმილით შეხედა შვილს და იმწუთას გამომცხვარი ხაჭაპური სუფრაზე დადო.
-რა გქვია შვილო შეენ ? გადახედა მორცხვად მჯდომ ნიდას.
-ნიდა .
-ხო დედიკო გაიცანი შენი მომავალი რძალი .თავისთვის ჩაიბურტყუნა, ეშმაკურად მომცინარმა ნიკამ.
-ლამაზი სახელი გქონია.. გაუღიმა ქალმა გოგონას.. აბა მითხარი, როგორ სწავლობს ეს ვაჟბატონი? ამ კითხვის გაგონებაზე დვალმა ნიდას თვალებით რაღაც ანიშნა, მაგრამ ქალბატონს ყურადღებაც არ მიუქცევა.
-საერთოდ არ დადის ლექციებზე და რა ვიცი ..უდარდელად თქვა და კოკა-კოლის ბოთლს დასწვდა, რათა ჭიქაში დაესხა. ნიკამ მკვლელი მზერა ესროლა ნიდას და მოსალოდნელი ქოთქოთისგან თავ დასაცავად წამოიყვირა .
-ვაიმე ფეხი ..
-რა მოგივიდა დედა ? მივარდა შვილს ნათია
-დედა ძაან მტკივა მიდი რა, რაიმე ტკივილ გამაყუჩებელი მოიტანე.
-ეხლავე . როგორც კი ნათია გავიდა, ნიკამ გოგოს შეუღრინა.
-ერთი ტყუილი, რომ გეთქვა არ შეგეძლო ?
-რატო უნდა მომეტყუებინა ? თავი „გაისულელა“
-აუ ამას ხო ტვინი არ ააქვს რა .. იომ მობეზრებულმა აიქნია ხელი და იმწამს შესულ ნათიას შეხედა
-აჰა დედა დალიე. წამალი გაუწოდა შვილს, წყლის ჭიქასთან ერთად . ნიკამ წამალი გამოართვა, მაგრამ მხოლოდ წყალი მოსვა. წამალი კი მაგიდის ქვეშ დაგდო..
-ამხელა ბიჭი ბრუციანივით დადიხარ.. რანაირად გადაგიბრუნდა შვილო ფეხი გამაგებინე? ნიდამ ჩაიფხუკუნა.. დვალმა კი თვალები გადაატრიალა..
- მიდი რა დაასხი თუ ძმა ხარ . ნიკამ ჭიქა გაუწოდა იოს.. ნათიამ ხელი ჩაიქნია და ახალგაზრდები მარტო დატოვა.
სადღეგძელოები სადღეგძელოებს ემატებოდა, ბიჭების სისხლი აჩქარებით მოძრაობდა, სასმელთან ერთად და მათ გონებას თიშავდა.. ნიდა უყურებდა მთვრალებს სკამზე, რომ ქანაობდნენ, მაგრამ ჭიქას ხელიდან მაინც არ უშვებდნენ .. ლუკა უკვე გათიშული იყო, უბრალოდ სკამზე ესვენა .. იოანე ფორთხავდა ცოცხალ მკვდარი თევზივით.. ნიკა კი ნიდას მიშტერებულიყო და იმ გათიშული გონებითაც კი მთელი არსებით უყვარდა. ჯიბიდან „მალბორო“ ამოიღო, ერთი ღერი სიგარეტი ამუაცურა, მოუკიდა და მოწევა დაიწყო.
-იო .. მაგიდაზე მძინარე ძმა შეარხია..
-მმმმმმ
-მ შენ და ზმუკი. ხო გეუბნებოდით არ დალიოთთქო? ნეტავი სად გეტევათ ეს სასმელი ? გაბრაზებულმა შეხედა ერთადერთ არაფხიზელ, მაგრამ ჯერ ჯერობით „მღვიძარე“ ნიკას. ბიჭი ამღვრეული თვალებით შესცქეროდა ანერვიულებულს.
-ეხლა რა ვქნა ? მოწყენილმა გახედა დვალს
-არც არაფერი.. დარჩებით ჩემთან.. გაღიმებულმა ბლუყუნით თქვა .
-სხვა გზა მაინც არ არის.
იოანე და ლუკა იქვე გასაშლელ დივანზე ძლივს გადაიყვანა და „მიაგდო“. შემდეგ კი გონება გათიშულ ნიკას მიუბრუნდა .
-სადაა შენი ოთახი ?
-იქით .. ხელი მარჯვენა მხარეს მდებარე კარისკენ გაიშვირა..
-ადექი ოღონდ ფრთხილად, ზედ არ დამეცე ოღონდაც . ხელით ჩაებღაუჭა ერთ ფეხზე დამდგარ, მოქანავე დვალს . მის მიერ მითითებულ ოთახში შეიყვანა, ნიკას დამანჭული სახე ფეხის ტკივილზე მიუთითებდა, მაგრამ ბიჭი შეძლების და გვარად არ იმჩნევდა ტკივილს.. ლოგინზე გადაწვა და ღიმილით ახედა ნიდას..
-რას მიყურებ? მიიწიე .. ხელით გაწია დვალი და თვითონაც ლოგინზე წამოგორდა ..
-რას აკეთებ?. თვალებ გაფართოებულმა ჩლიფინით ამოთქვა
-ეხლა დედაშენს ვერ გავაღვიძებ, ვერც ბიჭებს მივუწვები იმ ვიწრო დივანზე, ამიტომ აქ ვიძინებ . იქვე მდგარ სკამზე მიგდებული პლედი აიღო და დაიფარა, ნიკასაც გადააფარა .
- ძილინებისა ნიკოლოზ.. ბიჭს სიმთვრალისგან ამღვრეული თვალები, უარესად აემღვრა. ბედნიერმა დახუჭა თვალები და ოთახში გამეფებული ნიდას სურნელი ღრმად შეისუნთქა.
დილით თვალები ძლივს გაახილა, იდაყვებით დაეყრდნო საწოლს. კედელზე დაკიდებულ საათს მიაშტერდა, რომლის ისრებიც 11ს უჩვენებდა. თავის ტკივილი ისე ტანჯავდა, რომ ადგომის თავიც არ ქონდა, ამას ფეხის ტკივილიც ემატება, მაგრამ რაიმე რო არ დაელია წყურვილისგან მოკვდებოდა. ზანტად წამოჯდა საწოლზე, მარჯვენა ხელი თავზე მიიდო , თითქოს ასე შეძლებდა ტკივილის დაამებას . ამ დედააფეთქებული თაბაშირის გამო, ნორმალურად გავლასაც ვერ ახერხებდა, ამიტომ ერთი ფეხით ადგა, მეორე ფეხი კი ჰაერში მოხარა.. ოთახიდან გასვლას აპირებდა თვალი მძინარე ნიდას, რომ მოკრა.. ჯერ ეგონა, რომ მოეჩვენა, შემდეგ ნელა შებრუნდა, კედელს მიეყრდნო და გაღიმებული მიაშტერდა მძინარე გოგონას. გუშინდელი ბუნდოვნად გაახსენდა, წვალებით მივიდა საწოლთან და კიდეზე ჩამოჯდა. გოგონას შუბლზე აკოცა, რამდენიმე წამი უყურა და ოთახიდან ჩუმად გავიდა. სამზარეულოში „ასკინკილით“ შევიდა, მაცივარი გამოაღო, ბორჯომის ბოთლი აიღო და მოიყუდა. იქვე დივანზე მწოლიარე ბიჭებს გახედა, ერთმანეთზე გადახლართულებს ტკბილად, რომ ეძინათ .. მაგიდაზე „მალბორო’’ დაინახა, როგორღაც მიაღწია და სიგარეტის ერთი ღერი ამუაცურა კოლოფიდან, ასანთი მოუკიდა და გააბოლა. ტელეფონის ხმამ დაარღვია დილის იდილია, მტანჯველი ტკივილი თავის აერში უფრო უძლიერდება, შუბლ შეკრულმა დახედა მაგიდაზე მოზუზუნე მობილურს და სწრაფად აიტაცა ხელში.
-ხო დაჩი
-სად ჯანდაბაში ხარ? რმდენი ხანია გირეკავ.
-მეძინა.. ბიჭო ნელი ბებო როგორ არის? გუშინ ვერ დავრეკე, გადამავიწყდა.
-მოკვდა.. შესავალისა და გაფორმებების გარეშე „მიახალა“
-ვიინ ბიჭო ? დაბნეულმა ნიკამ, გონებაში ვერ გადახარშა დაჩის ნათქვამი.
-ჩემი მეზობელი ჟორა .გაღიზიანებულმა ამოიღრინა. ვისთან ვარ ეხლა?
-როდის მოკვდა? გულდაწყვეტილმა ამოთქვა
-დღეს გამთენიისას. ბიჭებს ვურეკავდი მარა, არც ერთმა არ მიპასუხა, შენ გააგებინე რა.
-აქ არიან ესენიც, ეხლა ჩავიცმევთ, გავემზადებით და წამოვალთ . ჰო კახეთში ხართ?
-ჰო აბა სად ვიქნებით.
-რა ვიცი თბილისში ხო არ არისთქო.. კაი მაშინ, თუ რამე დარეკე. მობილური გათიშა და მაგიდაზე ხმაურით მიაგდო.
- რა ხდება ? ნამძინარებმა ლუკამ, კითხა გაფითრებულ დვალს და იოანეს ფეხი, რომელიც მის ფეხებზე იდო ხელის კვრით მოიცილა.
-ნელი ბებო გარდაცვილა.
-რატო ტო?
-რა ვიცი, მიქელამ მიაკითხა და წაიყვანა.. ადექით გავემზადოთ და წავიდეთ.
ნიკას ფეხის გამო, ბიჭებმა უარი თქვეს მის წასვლაზე, მაგრამ დვალის მიერ დაჟინებულ „მაინც წამოვალს“ გვერდი ვერ აუარეს და იძულებულები გახდნენ წაეყვანათ.. ლუკამ ბაბუამისის ჯოხი „გაუჩითა“ დვალს და იმის დახმარებით „დადიოდა“. მიცვალებულებისადმი შიშის გამო კი ნიდამ ვერ შეძლო წასვლა..
რამდენიმე საათში ჩავიდნენ კახეთში, ოჯახს მიუსამძიმრეს და გეგას გვერდში „ამოუდგნენ“.
ნიკას ფეხზე დგომა უჭირდა ამიტომ, ოთახში მდგარ დივანზე ვიღაცა „მძინარე მოხუცის გვერდით დაჯდა“.
-ბიჭო მიცვალებული სადაა? გადაუჩურჩულა გვერდით მდგომ გეგას
-შენს გვერდით ზის. უდარდელად მიუგო ძმაკაცს. ნიკა დაფეთებული წამოხტა ფეხზე და იქვე მდგარ იოს მიახტა. ფეხის ტკივილმა შეახსენა თავი და იოანეს მხარზე დაეკიდა..
-მკვდარი არ არის ტო ? გაოგნებულმა იკამ ამოიხრიალა
-უნდა ჩააცვან და გაამზადონ , მაგიტომ ჯერ არ ჩაუსვენებიათ.. აუღელვებლად თქვა დაჩიმ
-თავიდანვე ვერ თქვით მერე? გასკდა გული ტო.. შიშისგან გაფითრებულა დვალმა ძირს დაგდებული ხელჯოხი აიღო და ხელში დაიკავა..
ყველაფერს ბიჭები აგვარებდნენ.
ხუთშაბათს დაკძალეს..
ერთი კვირა გავიდა. ნიდას სამსახური და სწავლა დაეწყო. ნიკა ბედობის შემდეგ არ უნახავს, უნიშიც არ მისულა. გეგას დაურეკა და მიუსამძიმრა, იოანესგან იგებდა ბიჭების შესახებ ამბებს..
შაბათ დღეს ისტორიის ლექციაზე, დაღლილი შევიდა .
-როგორ ხარ ნიდ? შესვლისთანავე შეეგება ნოე
-ვარ რა .. თავი გადააქნია
-რა გჭირს ტო ?
-არაფერი .. გაიღიმა ნოეს დასამშვიდებლად .
ლექცია კაი ხნის დაწყებული იყო, აუდიტორიაში გეგამ რო შეაბიჯა. ნოეს გვერდით დაჯდა და ცხვირ აბზუებულ, ნიდას გახედა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ხელი კარების გაღებამ და ლექტორის წიკვინმა შეუშალა .
-დვალი ? რა გინდა ბიჭო აქ ?
-აუ ვიქნები რა . გაღიმებულმა შეხედა ლექტორს და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ნიდასკენ.
-არ მომიცია უფლება ჯერ..
-თქვენი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ დამთანხმდებოდით. გაიკრიჭა ნიკა. გაშტერებულ ნიდას ხელი მოკიდა და უკანა სკამზე დასვა, თვითონ კი გვერდით მიუჯდა.
-ერთი გამაგებინე? როდიდან სწავლობ შენ ისტორიას? ნეტავ ის ისწავლო რასაც გასწავლი და აღარაფერს ვჩივი .
-ქვიზი როდის უნდა დაწეროთ ? ყურადღება არ მიუქცევია ლექტორისთვის, რაც იმ წამს აინტერესებდა ის იკითხა
-მესამე საათზე.
-ანუ ერთ საათში?
-ჰო.. დაეთანხმა გაღიმებული ნოე
-ჰო და ძაან კაი, მე და ნიდა გავალთ რა და ერთ საათში დაგიბრუნებთ.. თვალი მაცდურად ჩაუკრა ქალს. ნიდა პირდაღებული უყურებდა, ხან ლექტორს ხან ნიკას და ვერ გაერკვია რა უნდოდა დვალს მისგან. ნიკა ფეხზე წამოდგა .. ამ დროს აუდიტორიაში ქალბატონი მეგი შევიდა..
-ნუ მოკლედ, დვალი ყველგან შენ როგორ ხარ? 410ში არ უნდა იყო ეხლა ?
-დამიმთავდა უკვე და ეხლა ისტორიის ლექციას ვესწრები.. ამაყად აწია თავი ნიკამ და სკამზე ჩამოჯდა ..
-ეხლა რაზე შემოვედი ბავშვებო.
-ეხლა რაზე შემოვედი ბავშვებო. გააჯავრა ნიკამ..
-ძველი ახალი წლისთვის კარნავალს ვაწყობთ, ამიტომ ვარჩევთ ბავშვებს, თუ ვინ ითამაშებს ფიფქიას და პრინცის როლს.
-ფიფქია და შვიდი ჯუჯა თუ არ დავდგით ისე როგორ.. ირონიულად ჩაიცინა ნიკამ და ქალს გახედა , რომელიც ნიდას მიშტერებოდა..
-აი ეს გოგონა იქნება ფიფქია, გაბრწყინებული სახით წამოიძახა ქალბატონმა მეგიმ..ნიდამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა..
-მე ვიქნები პრინცი. ხმამაღლა გამოაცხადა გეგამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ნიკამ პირი დააღო...ნოემ ჩაიცინა და ნიკას ჩასცურჩულა..
-გოგო აგახიესო..
-არა მე ვიქნები პრინცი.. წამოხტა დვალი
-წეღან, რომ გითხარი იყავითქო, კი ამიგდე ამხელა ქალი მასხრად და ჩამოანგრიე უნივერსიტეტის კედლები შენი როხროხით.. ეხლა რამღა შეგაცვლევინა აზრი? ... გადახედა გაბრაზებულმა დვალს
-რამ არა ვინ ..ნოემ ხმადაბლა შეუსწორა ქალბატონ მეგის ნათქვამი.
- დავფიქდი და მივხვდი, რომ პრინცად ვარ დაბადებული.. გაიღიმა ნიკამ და ხელი თმაზე გადაისვა.
-შენ იქნები შვიდი ჯუჯიდან ერთ ერთი .. გამოაცხადა ქალმა ამაყად. ნიკას ღიმილი სახეზე შეეყინა.. ნოემ სიცილი ვეღარ შეიკავა და აფხუკუნდა
- ბავშვებო ორშაბათიდან დავიწყებთ დადგმას, ამიტომ 5საათზე მეთერთმეტე სართულზე იყავით. ვისაც გინდათ კიდევ მონაწილეობის მიღება მომმართეთ, სხვა დადგმებიც გვაქვს.. გაღიმებულმა დატოვა აუდიტორია.
ნოე სიცილით მიჩოჩდა გაქვავებულ დვალთან და წარბაწეულმა აათვალიერა. მერე კი უდარდელად შეეკითხა:
-ბიჭო ისე ფიფქია ბოლოს პრინცს ხო კოცნის?
ნიკამ როცა ნათლად წარმოიდგინა „მუტფილმის“ დასასრული ნაწილი, თავი სწრაფად მიატრიალა ნიდასკენ..
-შანსი არ არის ?
-რა?
-შენ არ ითამაშებ!
-შენ ვინ გეკითხება?
-იოს ვეტყვი, რომ ცუდად იქცევი. ტუჩის კუთხე გამარჯვებულმა ასწია.
-ჩამშვებო
-აუტანელო
-უსაზიზრესო
-უსაყვარლესო.. გაუცინა თვალების ფახუნით გაშტერებულ გოგოს და ლოყაზე უჩქმიტა.
-მორჩებით ეხლა მანდ განხილვებს? გაღიზიანებულმა ლექტორმა გამოხედა დვალს
- მოვრჩით უკვე.. მხრები აიჩეჩა ნიკამ, ნიდას ხელი დაავლო და აუდიტორიიდან გაიყვანა..
-რას აკეთებ ?
-მიმყავხარ .
-ლექცია მაქვს ნიკა
-რამდენი ქულა გყავს, ამ საგანში?
-47
-მშვენიერი, ფინალურებში აიღებ გადამსვლელს, თან პრეზენტაციასაც ჩააბარებ და არ ჩაგჩება. თვალი ჩაუკრა დაბნეულს..
-გამიშვი ხელი
-ნუ მიშლი ნერვებს..
-სად მიმათრევ, ის მაინც მითხარი?
-გეგმ დამირეკა რაღაც საქმე მაქვსო
-მერე მე რა შუაში ვარ?
-თავში ხარ.. მიდი მანქანაში ჩაჯექი და წავიდეთ.
ავტომობილში ისხდნენ გატრუნულები. ნიდა ნიკოლოზს აკვირდებოდა.
-მოგრჩენია ფეხი.
-ხო რამდენიმე დღის წინ მომხსნეს თაბაშირიც.
-კარგია.
-შენ რო..
-რაა?
-არაფერი... დაივიწყე..
***
ყველა გეგასთან იყვნენ შეკრებილები და ანერვულებულს შესცქეროდნენ..
-ამ საუკუნეში ამოიღებ ხმაას ? მოუთმენლობამ სძლია ლუკას
-ბიჭო, ბებიაჩემს ჰქონდა ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში..
-მერე?.. აზარტში შესულმა ლუკამ ინტერესით კითხა
-მერე ის მიწის ფართობი, დამიტოვა მე ..
-ვააა გილოცავ ძმა.. მხიარულად დაუტყაპუნა ხელი მხარზე იკამ..
-რას მილოცავ ტო.. იმ მიწის ფართობს ვერც გავყიდი და ვერც რაიმეს ავაშენებ..
-რატო? იოანემ შეხედა დადარდიანებულ გეგას
-მოკლედ, ანდერძი თუ რაღაც დატოვა რა.. კაროჩე , ეს მიწა უნდა დავამუშაო და მოვიყვანო რაიმე, თუ არა და ჩემფეხებს მომცემენ.. ბებიაჩემს დაუბარებია შრომა უნდა ვასწავლო მაგასო და აჰა .. ხელები გაშალა გაღიზიანებულმა..
-მერე მოიყვანე რამე .. უდარდელად აიჩეჩა მხრები ნიკამ
-ბიჭო ერთი ჰექტარია.. მე რა უნდა მოვიყვანო ტო? ერთად ვქნათ რა რამე.. საცოდავად შეხედა ბიჭებს
-ისე ეგ კაი ვარიანტია, შენი ფართობი, ჩვენი ფული.. რაიმე დავთესოთ და მერე გავყიდოთ .. ბიზნესიც გვექნება და შემოსავალიც .. თან ჩვენი შრომით მოპოვებულ ფულს რა ჯობია ტო. სიტყვით გამოვიდა დაჩი
-რა მოვიყვანოთ? გეგა ინტერესით მიაშტერდა ბიჭებს
-კიტრი.. წამოიყვირა ლუკამ
-ვინმე ბიოლოგი გვინდა ეხლა , კიტრის ჯიშები, რომ იცოდეს და გვითხრას მოვა თუ არა იმ მიწაზე . იოანემ გეგას შეხედა
-მე მყავს ერთი მეგობარი, ბიოლოგია დედამისი და მაგანაც კარგად იცის ეგეთი რაღაცეები. ნიდამ მხარი აუბა ბიჭებს.
-ხვალ წავიდეთ მაშინ კახეთში, ის შენი მეგობარიც წამოვიდეს და ვნახოთ აბა რას იტყვის იმ მიწაზე, მოვა თუ არა ვაფშე რამე.
-ილიკო სადაა? ნიდამ დაჩის შეხედა
-არ მცალიაო და რავი. მხრები აიჩეჩა დაჩიმაც.
***
მეორე დღეს, ნიდა ლიკასთან ერთად მივიდა გეგასთან..
-გაიცანით ეს არის ლიკა.
-სასიამოვნოა ერთად თქვეს ბიჭებმა.. ნიდამ ბიჭების სახელებიც ჩამოუთვალა და გაცნობის ეტაპიც გადააგორეს.
-წავიდეთ ხო უკვე ? გოგონას შესწავლით დაკვირვებულმა ლუკამ ამოთქვა
-კი წავიდეთ .. დაეთანხმა ნიდა
ნიკას ჰამერში ჩაჯდნენ ლუკა, ნიდა, გეგა, ნიკა და ლიკა.. ირაკლის მანქანაში კი იოანე, იკა,ანი და დაჩი მოთავსდნენ..
ავტომობილები კახეთისკენ დაიძრნენ.
-ლიკა აბა მოგვიყევი რა იცი კიტრის შესახებ ? გადახედა წინ მჯდომმა ლუკამ დამცინავად. გოგონამ ღიმილით გადახედა ბიჭს..
- კიტრი შედის გოგრისებრთა ოჯახში. ის ერთსახლიანი და გაყოფილსქესიანი მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მცენარეზე მამრობითი და მდედრობითი ყვავილები ცალ-ცალკე სხედან.
-რას შვებიან ? სიცილით იკითხა ლუკამ
-სხედან .. გაღიზიანებულმა კბილებში გამოსცრა..
-არ მიაქციო ამას ყურადღება, დებილია.. საჭესთან მჯდომმა გეგამ, ღიმილით შეხედა სიბრაზისგან გაწითლებულ გოგონას.
-ეტყობა.. ნიშნის მოგებით შეხედა სარკეში, „დასერიოზულებულ“ ლუკას და თვალი ჩაუკრა.
***
მანქანა გზატკეცილზე მიქროდა.. ოდნავ ჩაწეული ფანჯრიდან შემოსული, გრილი სიო ნაზად ეფერებოდა ნიდას სახეზე. ნიკოლოზი გოგონას უყურებდა და ყურადღებას არ აქცევდა ლუკას, რომელიც ლიკას ნერვებზე თამაშობდა.. მოწყენილობა შეატყო დვალმა, მის გვერდით მჯდომს და თვითონაც დანაღვლიანდა.
-ნიდა, ხო კარგად ხარ? ჩუმად კითხა დასევდიანებულს
-კი . გაბრაზებულმა მიუგდო
-არა, არ ხარ.. რა გჭირს? შეწუხებულმა აათვალიერა, ხელებ გადაჯვარედინებული, გაბუტული ნიდა.
-კახეთში შევალთ მალე და აქედან ვერაფერს ვხედავ .. არა და პირველად ვარ აქ.. რო გითხარი ფანჯარასთან დავჯდებითქო არ დამსვი.. გაბრაზებულმა შეხედა სახე გაბწყინებულს, რომელიც სიცილის შეკავებას ცდილობდა.
-გეგა გააჩერე რა მანქანა . გადახედა საჭესთან მჯდომს.
-რა იყო ? ცუდად ხარ ? ანერვულებულმა სარკიდან შეხედა ძმაკაცს და მანქანა გზიდან გადააყენა. ნიკას პასუხი არ გაუცია, მანქანიდან გადავიდა და გახარებულ ნიდას ხელით ანიშნა გადმოდიო.. ლუკას ჩაეცინა .. გეგაც ჩასწვდა სიტუაციის არსს და მათ შემხედვარე გაეღიმა .
- კმაყოფილი ხარ ? ლიკასა და ნიდას შორის მჯდომმა დვალმა, კითხა ფანჯრის ჩაწევით გართულ გოგონას ..
-ძალიან.. გაუცინა დვალს
-ეხლა შეგვიძლია წასვლა ? საჭესთან მჯდომმა იკითხა.
-შგიძლი გააქროლო ეს რაში .. გამხიარულებულმა ნიდამ სიცილით ჩაუკრა თვალი, სარკეში გაღიმებულ დადეშქელიანს .
ნიკა ბედნიერებისგან ბრილიანტივით ბრწყინავდა.
-ნიდა გაცივდები მასე, შემოყავი თავი. თბილი ტონით მიმართა ნიკოლოზმა, ფანჯარაში გადაყუდებულ გოგოს..
-არ გავცივდები, მაცადე.. დაუბღვირა ბიჭს..
ნიდა მთელი გზა წუწუნებდა პირველად ვარ აქ და რაიმე მაინც მანახეთ ნორმალურადო, მის ჯუჯღუნზე ნიკას ეცინებოდა, ლუკა და გეგა კი უკვე მეათასედ უმეორებდნენ იქიდან, რომ წამოვალთ მერე დაათვალიერეო.
-აუ ნახეთ რა ლამაზია .. გრემის დანახვისას გამოხატული ემოციების შეკავება ვერ შეძლო ნიდამ და განათებული თვალები მიაპყრო, კახეთის ღირსშესანიშნაობას. ავტომობილი გრემს გასცდა.. ნიდამაც უკმაყოფილოდ შემოყო თავი მანქანაში და ფანჯარა შუბლ შეკრილმა ასწია..
-რომ გამოვივლით მერე ნახავ. გაუღიმა ნიკამ
-აღარ მინდა.. საერთოდ რას წამოგყევით რა..
ნიკა გეგასკენ გადაიწია , ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.. დადეშქელიანმა ჩაიცინა და სარკიდან გადახედა გაბუტულს..
რამდენიმე წუთში მანქანა გაჩერდა .
გაკვირვებულმა ნიდამ, დვალს შეხედა .
-რატო გავჩერდით ?
-გადადი.. ყურადღება არ მიუქცევია ნიდას კითხვისთვის.
დაბნეული გადავიდა ..
იკას მანქანაც მიუახლოვდათ .
-რატო გაჩერდით ტო? იკამ გადმოყო თავი ფანჯრიდან
-მე და ნიდა ილიას ტბაზე ვიქნებით, თქვენ წადით და ჩვენც მოვალთ რა .. აქვეა გეგას სახლი და არ გაგვიჭირდება მოსვლა.. თვალი ჩაუკრა მომცინარმა ბიჭებს და გაოგნებულ გოგოს, წელზე ხელი მოხვია.. ნიკამ იოს სახეს, რომ შეხედა დაამატა
-არ იღელვო თმის ღერიც არ ჩამოუარდება.. იოს გაეცინა , თავი დაუქნია და დუტის კურტკა გაიხადა..
- ნიდა აჰა ეს მოიცვი, ცივა.. ფანჯრიდან მიაწოდა, დას თავისი კურტკა..
-ფრთხილად იყავით, თუ რამე დარეკეთ და მოგაკითხავთ . დაამატა ბოლოს იომ
-გავიგეთ.. შეუბღვირა მობეზრებულმა ნიკამ .. გოგონას ხელი მაჯაზე მოკიდა და ტბისკენ წაიყვანა .
- არა რა, ბიჭი ჯობია .. ნიკაზე თვალ გაშტერებულმა იკამ, თავის დაქნევით თქვა. იოანემ თავში წამუარტყა.. ირაკლის გულიანად გაეცინა, ძმაკაცის გაბრაზებულ გამომეტყველებაზე..
-ანი მიდი რა იმათთან გადადი, უხერხულია ლიკასთან .. მარტო ხო არ იქნება იმ ორ დებილთან .. იოანემ გადახედა ანის.. გოგონამ თავი დაუქნია და სწრაფად გადაჯდა გეგას მანქანაში..
-ვა რძალო .. რა იყო გამოგაგდეს იმათმა?.. გამხიარულებულმა გეგამ შეხედა ანის . გოგონამ უბრალოდ გაუცინა და ლიკასთან გააბა ბაასი.. დადეშქელიანმა მანქანა დაძრა და გაზს მიაწვა.. რამდენიმე წუთში ესემესი მიუვიდა იკასგან „ ნელა ატარე თორე ჩაგცხრილავო“. ბიჭს გაეღიმა და სიჩქარეს უკლო..
****
-ზაფხული მაინც იყოს .. დანანებით თქვა ნიდამ და ტბას გახედა.
-ზაფხულშიც წამოვიდეთ .. თვალი მაცდურად ჩაუკრა, ბუნების თვალიერებით გართულს .
ნიკა იქვე მდგომ მოხუც კაცთან მივიდა, ფული გაუწოდა და ორი ველოსიპედი იქირავა..
-ხო ნამდვილად იცი ტარება? ეჭვისთვალით გადახედა მომღიმარ გოგონას..
-უკვე მერამდენედ მეკითხები მაგას? დაღლილმა კითხა დვალს
-მეშინია ტო, რამე არ მოგივიდეს . ანერვიულებულმა შეხედა ნიდას.. -მოდი დაჯექი.. ნელა და ფრთხილად იარე .. უბრძანა ველოსიპედზე მჯდომს, რომელიც კისკისით დაეშვა აღმართზე..
-ფრთხილადთქო.. დაუყვირა დვალმა და ველოსიპედს მოახტა..
-ნიდა.. ნუ ატარებ ეგრე სწრაფად.. უსაყვედურა ნიკამ
-აუ რა მოხუცი ქალივით ხარ რა. ნიდა ესე ქენი.. ნიდა ისე ქენი.. მაცადე რა ..
-კი ბატონო.. გაბრაზებულმა გადახედა გოგონას
-ნიკა შეხედე.. წინა ბორბალი ასწია და უკანა ბორბლით დაიწყო ტარება.. ნიკამ ლამის გააფრინა
-ნიდა ნუ მაგიჟებ.. წესიერად ატარე.. ნიდათქო..
- ეხლა ნახე რა ვქნა ..
-არაფერი არ ქნა . დააყენე ეგ დედაფეთქებული ველოსიპედი ნორმალურად და ისე ატარე .. გაღიზიანებულმა დაიღრიალა.. ნიდამ ველოსიპედი ჩვეულ მდგომარეობაში დააბრუნა, თვითონ სკამიდან წამოდგა და ისე მართავდა.. გოგონას საქციელით გაგიჟებული ნიკა კი ცოფებს ყრიდა..
-ნიკაააა
-ჰო
-შემომხედე
დვალმა ნიდას გახედა, მაგრამ ნეტა არ გაეხედა.. ველოსიპედზე „მდგომი“ წინ დადებულ ლოდზე გადახტომას აპირებდა..
-არ გაბე... სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ნიდას, რომ მოკრა თვალი, რომელიც აი ბილივ აი ქენ ფლაის ღიღინით გადაახტა ლოდს. გაფითრებულმა ნიკამ ველოსიპედი გააჩერა და ასფალტზე გაწვა.. ნიდა დვალთან მივიდა და ზევიდან დააცქერდა, გაბრწყინებული სახით ..
-დაინახე?
-ნეტა არ დამენახა .. ამოიხრიალა ნიკამ და თავზე ხელი გადაისვა
-ნახე რა ჩავატარე.. გაიცინა ნიდამ
-შენ ის იკითხე მე რა ჩამიტარე.. გაბრაზებული წამოიწია.. ვსო აღარ დაჯდები შენ მაგ ველოსიპედზე . გადმოდი მაქედან..
-არა
-ნუ მიშლი ნერვებს .. გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებში და ნიდას ველოსიპედს დაეჯაჯგურა..
-მეტს აღარ ვიზამ მეტს .. წაიღიღინა რეზო და ბავშვების სიმღერა .. ნიკას გაეღიმა, გოგონას მიუახლოვდა, მისი სწორი თმა ყურს უკან გადაუწია. მერე იქვე მიგდებული ველოსიპედი წამოაყენა ..
-ჩემ თავს გაფიცებ ნუ დაიხვევ თმებს . აჰყვა დვალიც ნიდას.
-ეე მასე არ არის .
-მასეა.. მასე.. სიცილით თქვა და ველოსიპედი დაძრა - ნელა ატარე, „ტრიუკების“ გარეშე მოაძახა წინ მიმავალმა..
-კაი.
ილიას ტბას ორი წრე დაარტყეს.. შმდეგ კი ველოსიპედები გამქირავებელს ჩააბარეს ..
-მოიღრუბლა, წვიმა დაიწყება ალბათ .. ცაზე მიშტერებულმა ნიკამ თქვა.. -ჯობია წავიდეთ..
-ხო.. დაეთანხმა ნიდაც.. -იოს კურტკაში სასაცილოდ გამოვიყურები ხო?
-მთავარია არ შექცივდეს .. ხელი მოკიდა ნიკამ გოგონას .. დვალი გზისპირას მდგომ ქალთან მივიდა, რომელიც სამაჯურებს, ნაქსოვ ქუდებს და პატარა სუვენირებს ყიდიდა.
-აი ეს მომეცით .. ლამაზი ქუდი აიღო დვალმა.
-ეგ რათ გინდა ?
-ცივა და გაცივდები ეგრე თავ შიშველი ..
-მე მყიდულობ? თვალებ გაფართოებულმა შეხედა
-ხო..
-მე არ მინდა
-გინდა
-ამ სამაჯურსაც ავიღებ.. თქვა ნიკამ და ლამაზად დაწნული სამაჯური აიღო.. ნიდას მარჯვენა ხელი დაუჭირა და გაუკეთა..
-გიხდება.. თვალებში ჩახედა დაბნეულს.. ეს ქუდიც დაიფარე.. ქუდი მიაწუდა გოგონას. თანხა გადაუხადა ქალს და გაღიმებული გაუყვა გზას .. ნიდა უკან აედევნა..
-მადლობა.
- რატო არ დაიფარე? ხელში დაკავებული ქუდი გამოართვა, ნიდას წინ დაუდგა და ქუდი თავზე დააფარა. -წავიდეთ ეხლა თორემ წვიმა მოგვისწრებს.. ხელი ჩაკიდა გოგონას..
-ეს იკას მანქანა არ არის? მომავალ მანქანას გახედა ნიდამ.
-ხო ეგაა.. ესენი ხო არ შეგარგებენ რა ცხოვრებას .. ჩაიბურდღუნა დვალმა
საჭესთან იო იჯდა, გვერდით კი გეგა მოკალათებულიყო.. ავტომობილი შემობრუნდა და მათ წინ გაჩერდა..
-სად ხართ ამდენი ხანი? გაბრაზებულმა იომ გახედა ნიკას
-რა ამდენი ხანი ? ორი საათიც არ გასულა. შეუღრინა აწ მომავალ ცოლის ძმას.. ნიდა მანქანაში ჩაჯდა, ნიკაც მის გვერდით მოთავსდა..
-რა ქენით? ნახეთ ის მიწა ?
-კი .. ლიკამ თქვა სათბურები უნდა ააშენოთ კიტრის მოსაყვანადო.. ნიადაგიც კარგიაო.. მარა ნახევარი ფართობი ძაან მშრალია და იქით სხვა რამე მოიყვანეთო.. ხარისხიან ჩითილს იყიდით და დათესავთო.. გახარებულმა გეგამ გააცნო სიტუაცია.
-ვა ანუ გამოგვივა რაღაც? ნიკამ გადახედა გეგას
-რაღაც კი არა ..ყველაფერი გამოვა.
-ნიდა თავზე რა გაფარია? იკითხა იომ
-ქუდი..
-მაგას მეც ვხედავ ..
-ნიკამ მიყიდა .. გაღიმებულმა შეხედა ძმას.. დვალმა დამნაშავესავით ჩახარა თავი.
-ოჰ .. უკვე საჩუქრებზე გადავედით .. წარბები აათამაშა გეგამ და საჭესთან მჯდომს ეშმაკურად გადახედა..
მანქანა მწვანე ჭიშკარის წინ გაჩერდა.
- მოვედით ? იკითხა ნიდამ
-კი აი ეს არის ნიდაჩკა ჩემი ბებიის სახლი .. გეგამ ხელი გადახვია გოგონას..
-თქვენ წადით და ჩვენც მოვალთ .. იოანემ გეგას შეხედა..
-სად მიდიხართ? თვალებ დაწვრილებულმა შეხედა ძმას
-არსად .. მალე შემოვალთ შედი შენ .
-წამო ნიდუ, ჩაპა უნდა განახო.
-ვიინ?
-მეზობლის ძაღლი..
-რა ძაღლი ბიჭო ? ეშინია მაგას ძაღლების .ნიკამ გეგას მკვლელი მზერა ესროლა..
-ჰო კაი მაშინ სახლს დავათვალიერებინებ.. ჩაიფრუტუნა გეგამ და ჭიშკარი გააღო. ნიდა შიგნით შეატარა და ბიჭებს მიუბრუნდა
-ეხლა ის პონტი არ გაიჩითოს, ორი გადის და ერთი შემოდის რომაა. გაიცინა გეგამ და დაბღვერილ ბიჭებს ეზოში შეასწრო.
მანქანაზე მიყრდნობილმა დვალმა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მოწევა დაიწყო.
-იმას უყვარხარ ?
-არა .. არ ევასება „ჩემნაირები“ .. დასევდიანებულმა შეხედა იოს
-შენნაირები?
-თითქოს ძერსკი ტიპები რა ..
-შენ რომელი ძერსკი ხარ ერთი .. გაიცინა იომ .. - რას აპირებ?
-არ ვიცი.. მართლა მიყვარს ტო .. თავიდან, რომ დავინახე უბრალოდ მომეწონა.. თავისი ჩვეულებრივობით .. გაეღიმა ნიკას .. ოქტომბერში ვნახე პირველად, მართლა არ ვიცოდი შენი და, რომ იყო .. ისე ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა, შენი და იქნება თუ არა .. მე მაინც აი ასე მეყვარება.. მინდა იგივეს გძნობდეს.. ხო იცი რამდენს ნიშნავს ჩემთვის პარკური? ნიდამ რომ მითხრას შეეშვიო გეფიცები შევეშვები, აი ამ დედა ნატირებ თამბაქოსაც მოვეშვები .. ოღონდ ერთხელ მაინც დამანახოს, რომ იგივეს გძნობს.. მისი დანახვისას, მგონია რომ ფრთები მაქვს , შემიძლია გიჟივით მთელი დღე ვიღიმოდე. სულელივით ვუყურებდე, ბილწი წარმოდგენების გარეშე.. მინდა ხელი ჩავკიდო და არასოდეს გავუშვა..მე შენ მიყვარხარს თქმა არ მინდა.. მხოლოდ მის თვალებში, გამოჩენილი სიყვარულის ნაპერწკალიც საკმარისი იქნება .. ამ 20წლის მანძილზე შეყვარებულიც არ მყოლია , ნუ რომელ შეყვარებულზეა ლაპარაკი, როცა არც არავინ მყვარებია .. იმ ერთს ვეძებდი და აი ახლა შემიძლი დარწმუნებით გითხრა, რომ ვიპოვე.. ის არის ვინც მჭირდება, ვისთან ერთადაც ვიცოცხლებ, ვიცხოვრებ და გავიხარებ . ხო, ბევრი გოგო ამ დედამიწაზე და ნებისმიერის შეყვარეება შესაძლებელი , მაგრამ ნიდას ის აქვს რაც მე მომწონს, მიყვარს, მხიბლავს. შეიძლება არ არის 180:40ზე თუ როგორცაა მარა მე 165:50ც ძალიან მიყვარს.. ამაზე იოანემ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა..
-მაგარი შეცვლილი ხარ ტო.. ვეღარ გცნობ. რა გაგიკეთა ჩემმა ალქაჯმა დამ ? გადაიხარხარა იოანემ
-გული მომპარა .. ჩაიცინა ნიკამ და ჩამწვარი სიგარეტი გადაგდო.
-მჯერა ნიკა, რომ მართლა გიყვარს.. იომ სერიოზული სახით შეხედა დვალს. ნიდა ჯერ პატარაა, მერე რა რო 19 წლისაა 2 წლის ბავშვივითაა , საქანელის დანახვაზე ხტუნვას, რომ იწყებს.. ნიკას გაეღიმა.. გენდობი და იმედია ამ ნდობას გაამართლებ... იომ ხელი მხარზე დაარტყა დვალს.. ნუ იჩქარებ ჯერ.. მის მიყვარხარს ჯობია წლები ელოდო, ვიდრე ერთხელ გითხრას, 2 წელი ერთად იყოთ და მერე გაქრეს შენი ცხოვრებიდან.. მართლა გამიხარდება ნიდას და შენი ურთიერთობა..
-მთელი ცხოვრება დაველოდები.. თავი ჩახარა ნიკამ..
-აუ რა ბმა არის ეს გოგო, ჩემი და მაინც არ იყოს ტო.. ეს ბოთე როგორ შეგიყვარდა? . გაიცინა იომ. -კაი ნერვები გინდა ამის ხელში..
-უკვე აღარ მაქვს. გამხიარულებულმა უთხრა იოს.
ეზოში შესულმა სახლთან მდგომ ნიდას მოკრა თვალი, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა.. იოანე სახლში შევიდა..ნიკა კედელს მიეყრდნო და გოგონას მიაშტერდა.
-კარგი მაშინ ხვალ გნახავ.. გაღიმებულმა გათიშა მობილური.
-ვის ნახავ ხვალ ? წარბაწეულმა შეხედა წინ მდგომს
-გეგას
-ვინ გეგას?
-ჩემს პრინცს .
-რა პრინცი გოგო ? გაცოფებული მოსცილდა კედელს და ნიდას წინ აესვეტა..
-ხვალ არის სპექტაკლის დადგმა,ხო და პრინცმა ანუ გეგამ დამირეკა . ხო მოხვალო ?
-რათ უნდა მერე მაგას ლაპარაკი ? არ წახვალ და ვსო .
-უკაცრავად ? წარბებ ქვემოდან ახედა ბიჭს
-რა ვერ გაიგე ? ამხელა გოგო ხარ, რა გეფიფქიება? ფინალური გაქვს ჩასაბარებელი , დაჯექი და იმეცადინე ..
-მაგას მე მეუბნები ? საჩვენებელი თითი გულთან მიიტანა გაოცებულმა..
-აქ კიდე ვინმე არის ? დახედა მასზე დაბალ გოგონას
-მოეშვი ცინიზმს . გაცოფდა ნიდა. მშვენივრად ვიცი მასალა.. შენ იკითხე საგნები, რომ გჩება .
-ძაან ბევს ტლიკინებ.. მომეცი ეგ ტელეფონი. ხელი გაუწოდა ნიკამ ..
-რატომ ?
-პრინცს უნდა დაველაპარაკო და მიტომ.. ზიზღით დამანჭა სახე
-შენ ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის ? გაგიჟებულმა კითხა
-სულაც არა . მომეცი ტელეფონითქო .. გოგოს ხელში დაჭერილ ტელეფონს სწვდა
-ნიკა გაუშვი ხელი .. დვალმა ნიდას მობილური ხელიდან გამოგლიჯა, მაგრამ თვითონაც ვერ დაიჭირა და ხელიდან გაუარდა.. სწრაფად დახედა ძირს დავარდნილ ნივთს, რომელსაც ეკრანზე ბზარები გასჩენოდა..
-მოგკლავ .. გაცოფებული მივარდა ნიკას და ყელში წვდა. სახლიდან გამოვარდნილი ბიჭები დაბნეულები უყურებდნენ ერთმანეთს .. ვერ გაეგოთ რა ხდებოდა ...ლუკა მოვიდა გონს და გოგო ბიჭს „მოაგლიჯა“..
-მოვკლავ , ცოცხლად დავმარხავ, მივახრჩობ.. გაჰკიოდა ნიდა, თან მუშტებს სასაცილოდ იქნევდა ჰაერში და ნიკასკენ მიიწევდა
-მოგეცა წესიერად და არაფერი მოხდებოდა . დვალმა ყელზე მიიდო ხელი და დაბღვერილმა შეხედა გაკაპასებულს. -ალქაჯო
-ალქაჯს გაჩვენებ ეხლა .. კვლავ ნიკასკენ გაიწია.
-გაფხორილო ინდაურო.. წარბ აწეულმა ხელები გადააჯვარედინა ..
-შენ ვის რას ეუბნები გაპუტულ ქათამს გავხარ ... ქოსა.. ნიშნისმოგებით გადახედა აწ უკვე განრისხებულ, გაცოფებულ, გაველურებულ დვალს .
-მოიცა რა თქვა ? გადახედა ბიჭებს - ეხლა ამას მივაკლავ კოღოსავით .. თმა დაქაჩა გოგოს
-ეხლა დაგდებ ლელოსავით .. გაიფხორა ნიდა და ნიკას ჩააფრინდა თმებში..
ლუკა ძირს იწვა და ფოფხავდა, სიცილისგან მუცელ ატკივებული.. გეგაც მის დღეში იყო . იოანე გაშველებას ცდილობდა, მაგრამ თავისი დის ხელში არაფერი გამოსდიოდა..
-აააა .. იყვირა ნიკამ და ნატკენი ხელი დაიზილა, რომელზეც ნიდას კბილების კვალი ეტყობოდა.
-მაგ კბილებს დაგაცლი ..თითი გამაფრთხილებლად დაუქნია კმაყოფილ გოგოს .
-ნეტა ერთი კარგად მაბეგვინე .. თვალები დააწვრილა და მუშტი აუფრიალა ცხვირ წინ დვალს .. ნიკას გაეცინა ნიდა ხელში აიყვანა და დააბზრიალა
-დამსვი.. დაიყვირა ქალბატონმა -ნიკა შემეშვითქო.. იო უთხარი შენს კრეტინ ძმაკაცს გამიშვას ხელი ..
-აუ ნიკა გადააგდე რა .. თხოვნით ახედა იომ დვალს
-ააა მასე ხო .. კაი მასე იყოს ..ნაწყენმა შეხედა ძმას.. ნიკამ ძირს დასვა . ნიდა დაგდებულ მობილურს დააშტერდა.
-კაი არაუშავს ახალს გიყიდი.. თქვა ნიკამ
-არ მჭირდება
-თუ არც .. მხრები უდარდელად აიჩეჩა ნიკამ და სახლში შევიდა
-არა და მე ვიფიქრე შეიცვალათქო .. რა შეცვლის აუტანელ ადამიანს ? ამოიფრუტუნა ნიდამ ..
-როდესღაც გაჩერდები ? იოანემ დას შეხედა
-შენ არაფერს ეტყვი ?
-და რა უნდა ვუთხრა ?
-ტელეფონი დამიმტვრია ..
-ახალს გიყიდიო მარა ეგ შანსი ხელიდან გაუშვი , ამიტომ მორჩი ეხლა და შედი სახლში .. თვალები დაუბრიალა დას
-ნუ ატრიალებ მაგ თვალებს სოჩიკივით.. შეუღრინა ძმას
-ერთხელაც იქნება დავივიწყებ ჩემი და, რომ ხარ და გცემ ..
-დედიკოს ვეტყვი ყველაფერს .. გაბრაზებულმა მიაძახა იოს.. ძირს დაგდებული ტელეფონი ხელში აიღო და სახლში შევარდა . ლიკაც და ანიც მას მიყვნენ..
-დედიკოს ეტყვის .. გამოაჯავრა იოანემ და ბიჭებს გადახედა..
-დაერხა ნიკას. სიცილით თქვა დაჩიმ
-არა და რამდენიმე წუთის წინ ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ გზაზე, მარა შავმა კატამ გადაირბინა მათ წინ .. ჩაიფხუკუნა გეგამ..
-შავი კატის რა გითხრა მარა, შავი მერსედესი კი იყო .. აჰყვა იოც..
სახში შელაგდნენ ბიჭებიც..
ლუკა ლიკას გვერდით დაჯდა..
-ლიკუ
-მერამდენედ უნდა გითხრა, რომ ლიკა ვარ ? მობეზრებულმა შეხედა ბიჭს
-რა მნიშვნელობა აქვს?.. მხრები აიჩეჩა.. ლიკა ლიკუ ლიკუნა ლიკაჩკა .. ყველა ერთი არ არის?
-შენნაირი ჩლუნგისთვის ყველაფერი აჯაფსანდალივით იქნება .
-ენას ამოგაცლი.. გამწარებულმა ამოთქვა
-ნუ რას ვიზამთ სიმართლე მწარეა..
-ლუკა .. ანიმ თვალებით ანიშნა გადი იქითო.. ლუკაც გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში შევიდა.
ნიკა ტელეფონში იყო ჩამძვრალი.. ნიდა განრისხებული თვალებით უყურებდა დვალს.
-იო ტელეფონი მათხოვე რა..
-დამჯდარია ნიდ..
-მერე დამტენი არ გაქვს?
-არ წამომიღია..
-აჰა ჩემი აიღე.. ნიკამ თავისი მობილური გაუწოდა . ნიდამ ბოროტული ღიმილით გამოართვა.. სოციალურ ქსელში ბოდიალის შემდეგ გალერეაში შევიდა და ფოტოების თვალიერება დაიწყო. ერთი ფოტოდან მეორეზე გადავიდა და გაშეშდა.. ფოტოზე გამოსახულ ნიდას ნიკას მხარზე ეძინა.
-ეს რა არის? ტელეფონი ნიკასკენ მიატრიალა
-ფოტო.. უდარდელად აიჩეჩა მხრები
-რატომ გადაიღე?
-კარგად გამოვიყურებოდი მაგ დროს და მაგიტომ .
-მე რაღატომ გამომაჩინე ?
-შენც არაგიშავდა. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა
-ვშლი.. მკაცრად თქვა ნიდამ
-არა. დაიღრიალა ნიკამ და ნიდასთან მივიდა ტელეფონის წასართმევად.
ნიკასა და ნიდას კინკლაობით შეწუხებულმა იომ, ხელიდან გამოგლიჯა მობილური დას..
-ეხლავე წახვალ თბილისში.. გაღიზიანებულმა იომ ამოთქვა ..
-მე რო ვერაფერი ვნახე. დასევდიანებულმა ნიდამ იოს გახედა
-ამ წვიმაში ვერაფერს ვერ ნახავ.. თან არ ხარ არაფრის ღირსი.. საერთოდ აღარ წამოგიყვან აქ..
-ამან დაიწყო.. თითი ნიკასკენ გაიშვირა.
-ხო და შენ დაამთავრე.. ეხლა ჩაჯდებით ორივე და წახვალთ .. თან ხვალ ლექცია გაქვს.. ნიკამ თავი დაუქნია იოს და მობილური გამოართვა.
***
ნიკას მანქანაში იჯდნენ ანი, ლიკა, ნიდა , ლუკა და ნიკა.. რადგან ხვალ ლექციები ქონდათ დარჩენა ვერ შეძლეს.. ნიდას გული წყდებოდა ვერაფრის ნახვა, რომ ვერ შეძლო.. დასევდიანებული უყურებდა ფანჯარაზე დაცემულ წვიმის წვეთებს.. ნიკა სარკიდან ადევნებდა თვალს გოგონას..
-კაი რა ნიდუ, რას ჩამოგიშვია ცხვირი. აი შენ თავს ვფიცავარ ფინალურის შემდეგ ჩამოგიყვან და ყველაფერს განახებ რაც არის ამ კახეთში. გაამხნევა ლუკამ ნათლული. ნიდამ უბრალოდ გაუღიმა ..
-ანი ან ხმა გაუთიშე მაგ ტელეფონს ან არა და ვისვრი ფანჯრიდან.. ესემესების წრუპუნით შეწუხებულმა ლუკამ დას გადახედა. ანიმ შეუბღვირა წინ მჯდომს და ისევ თავი ჩარგო მობილურში..
დარჩენილი გზა სიჩუმეში გაიარეს..
-ლიკა შენ სად ცხოვრობ? ღიმილით კითხა საჭესთან მჯდომმა ნიკამ გოგოს, როცა თბილისში შევიდნენ..
-მე საბურთალოზე.
-აუფ . დაუშტვინა ლუკამ და ლიკასკენ შებრუნდა.. ჩვენ ბოდიში, პროვინციიდან ვყოფილვართ .. სწერვულად გაიღიმა..
-პროვინციელი კი არა ტყიური ხარ .. გაბრაზებულმა აარიდა თვალი ლუკას და ფანჯარაში გაიხედა.
-ტარზანიც ვყოფილვარ.. ჩაიცინა ლუკამ - ხმლიანი კაცი, რომ არის ხო იცი?
-სააკაძის ძეგლს გულისხმობ?.. სიცილით კითხა ლიკამ
-ნუ რაც არი.. გაბრაზებულმა გადახედა მოხარხარე საზოგადოებას..ანუ გეპეისთან ახლოს ცხოვრობ?
-კი..
-გეპეიში ვსწავლობ, მე6 კორპუსში.. დააზუსტა ლუკამ და სიამაყით აღსავსემ გახედა ლიკას.
-შეგეკითხე? წარბ აწეულმა შეხედა ბიჭს
-ვიცი ინტერესი გკლავდა და მაგიტომ გითხარი.. თვალი ჩაუკრა ლიკას
-ლიკა რომელ ქუჩაზე ცხოვრობ ? იკითხა ნიკამ
-იოსებიძეზე.
რამდენიმე წუთში, ნიკამ მანქანა ლიკას სახლის წინ გააჩერა ..გოგონა მანქანაში მსხდომებს სათითაოდ დაემშვიდობა.. ლუკასთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, უსულო საგნად ჩათვალა და გვერდი აუარა..
-ამ თქვენ დაქალს ზრდილობა კახეთში დარჩა? გაბრაზებული მიუბრუნდა ანის და ნიდას..
-ლუკა .. წამოიყვირა ნიდამ
-ჰო
-ბიჭო მაინც აქ უნდა გამოხვიდე ხვალ და ეხლავე რო დარჩე გეპეიში არა?
-სად გავიცინოთ თავში თუ ბოლოში? გადახედა მომცინარ გოგონას
-სუ იცინე.
ნიდა ლუკასკენ გადაიწია და ლოყაზე აკოცა.. შემდეგი გაჩერება ანისა და ლუკას სახლთან იყო..
-არ დაჭამოთ ეხლა ერთმანეთი მშვიდად იმგზავრეთ.. მანქანიდან გადასულმა ანიმ მოაძახა ნიკას და ნიდას.
-ნიდუ მიკროს კონსპექტი მომე რა ხვალ.. თხოვნით შეხედა ლუკამ.
-ხვალ საღამოს გამო ჩემთან და მოგცემ..
-ჯიგარი ხარ.. გამოცდის მერე გამოვალ, დალის უთხარი ხჭაპური გამოაცხოს აი მე, რომ მიყვარს ლორით.
-ხვალ დაგახვედრებ... დამშვიდობების მიზნით ხელი დაუქნია სადარბაზოში შესულებს.
-მეც ამოვალ ხვალ.. ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა და მანქანა დაძრა.
-მგონი რაღაც მომესმა.
-არა მშვენივრად გაიგე..
-შენი ნერვები არ მაქვს ეხლა.. ხელი აიქნია და ფანჯარას თავი მიადო..ბიჭმა ნიდას სახლის წინ გააჩერა მანქანა.. გოგონა სწრაფად გადავიდა ავტომობილიდან და კარი მიაჯახუნა.
-ხვალ გნახავ ცხოვრება.. მიაძახა ეზოში შესულს..
-ჯანდაბაში წასულხართ შენც და შენი ცხოვრებაც.. ყვირილით უთხრა ნიდამ და გაცოფებული შევარდა სახლში.
-რა გაყვირებს შვილო რა ხდება? სამზარეულოდან გამოვიდა დედამისი..
-ჩემს ალვის ხეებს ველაპარაკებოდი ხომ იცი, როგორ მიყვარს? სიცილით მიუახლოვდა დედამის და ჩაეხუტა..
-ნუ გამაგიჟებ დედა ეხლა შენი ბოდიალით.. სად არის შენი ძმა? ან ესე მალე რატომ ჩამოხვედი?
-კახეთში დარჩა, ხვალ საღამოს ჩამოვლენ მგონი. რავი მომწყინდა და წამოვედი. აუ დედა ძაან მშია მაჭამე რა რამე.. კურტკა გაიხადა, დივანზე მიაგდო და სამზარეულოში გავიდა.
-რა ლამაზი ქუდი გაფარია ნიდა, სად იყიდე?
-იკა ხომ იცი? იოს ძმაკაცი პატარა, ლამაზი ცხვირი, რომ ააქვს..
-ლილეს შვილზე ამბობ დედა ?
-ხო. აი მაგის დეიდაშვილმა კახეთში მიყიდა.. გაიღიმა ნიდამ - შეგცივაო და .. გაბრწყინებული თვალებით შეხედა დალის. სხვათაშორის მაგან მომიყვანა სახლში, გაგაცნობ, რომ მოვა.
-დედა რა კაი ბიჭი ყოფილა. გაღიმებულმა თქვა და შვილს კრაბის სალათი დაუდო წინ..
-ნუ იტყვი.. ჩემი ჯგუფელია თან.. ამოიფრუტუნა ნიდამ.
***
დილით ლექციაზე დაგვიანებით შევიდა.. სკამზე ჩამოჯდა, ლექტორს ტესტი გამოართვა და ქვიზის დაწერა დაიწყო.. რამდენიმე წუთში კარი ნიკამ შემოაღო..
-ძლივს გიპოვე.. ხელები მაღლა აწია .. ლექტორმა გაკვირვებულმა შეხედა ბიჭს..
-უი უკაცრავად .. ნიდას გავიყვან რა ორი წუთით..
-ვიის ? ქალმა დაბნეულმა აათვალიერა დვალი..
-აი იმ ლამაზ გოგოს .. ნიდასკენ გაიშვირა თითი.. ლექტორს გაეცინა და თავი დაუქნია..
-არა იყოს.. დასვენებაზე გავალ. მორცხვად თქვა აწითლებულმა ნიდამ
-გამოდი რა .. ხელი დაავლო დვალმა და გარეთ გაიყვანა.
-საიდან იცოდი ლექცია აქ, რომ მქონდა? გაბრაზებულმა შეხედა აქოშინებულ ბიჭს..
-რომ არ ვიცოდი იმიტომ შემოვიარე აუდიტორიები, მესამე სართულიდან დაწყებული აქამდე..
-რატომ მეძებდი? რა გინდა? ხელებ გადაჯვარედინებულმა ახედა ბიჭს..
-აჰა.. ქურთუკიდან რაღაც ყუთი ამოიღო და გაუწოდა.. ნიდა გაოცებული დააშტერდა ნიკას ხელში დაჭერილ NOTE5ს.. - შენს „ყოფილ“ NOTE4ს ჯობია.. თვალი ჩაუკრა ნიკამ.. - გამომართვი ეხლა..
-არა მე ამას ვერ ავიღებ..
-რატომ ? თუ არ მოგწონს სხვა ფირმის ვიყიდოთ.. იომ მითხრა ამ ფირმის ფანატი, რომ ხარ და მაგიტომ ვიყიდე ეს.. ანერვიულებულმა შეხედა გოგოს
-ეგ რა შუაშია? უბრალოდ ამას ვერ გამოგართმევ. თან ჩემი ტელეფონი ძაან არ დაზიანებულა შევაკეთებ.
-აუ კაი რა .. თავი გადააქნია ნიკამ და ნიდას გაუშტერა მზერა.. - ჩათვალე შენი ვალი მქონდა და გიბრუნებ. თვალი ჩაუკრა გოგოს და ტელეფონი კურტკის ჯიბეში ჩაუჩურთა.. -ამ ლექციის მერე გამოგივლი და ერთად წავიდეთ.
-სპექტაკლის დადგმაა დღეს..
-მერე შენ რა შუაში ხარ ?
-მე ვარ მთავარ როლში.. გაინაზა გოგო და თმა ზურგს უკან გადაიყარა..
-შენ თავი ანჯელინა ჯოლი ხო არ გგონია? ჰოლივუდში კი არა სეუში ხარ და წესივრად მოიქეცი სანამ მოთმინება არ დამიკარგავს. განრისხებულმა შეხედა ნიდას.
-შენ ხომ არ შეიშალე?
-კი შევიშალე და სადაცაა საგიჟეთში მოვხვდები, შენი უაზრო ქცევებით..
-ხო და წადი ფსიქიატრს გაესინჯე.. წამლებიც გამოგიწეროს დიდი რაოდენობით.. სწრაფად მიახალა გაცოფებულს და აუდიტორიაში შევარდა..
-მე შენ განახებ სპექტაკლს. ჩაიდუდღუნა დვალმა და დეკანატში ავიდა ქალბატონ მეგისთან..
-რა ხდება დვალი ისევ ბატონ ნუგზარს ეკამათე? მობეზრებულმა კითხა ქალმა..
-არა .. სხვა საქმე მაქვს.. იმ სპექტაკლს, რომ დგამთ.. ფიფქია თუ რაცაა.. მანდ მე უნდა ვიყო პრინცი..
-პრინცის რა გითხრა შვილო, მაგრამ გაბრაზებული ჯუჯის როლს მშვენივრად შეასრულებ.. შენ ითამაშებ ბუზღუნას როლს.. ნიკას მოთმინების ფიალა აევსო.
-რა ბუზღუნა? დაიყვირა დვალმა
-არ გინდა და რავქნა მე ?
-პრინცის როლში, რომ ვიყო არა ?
-გეგა მეტრეველია ამ დადგმაში პრინცი.. სხვა დადგმებიც გვაქვს და იქ იყავი.
-მე ამ დადგმაში მინდა.. მკაცრად თქვა ნიკამ.
-თავიდანვე დათანხმებულიყავი და ახლა წუწუნი არ მოგიწევდა..
-ფუ ამის.. გამწარებული გამოვარდა კაბინეტიდან და კარი მოაჯახუნა..
***
საღამოს სპექტაკლის დადგმაც დაიწყეს.. გეგა გაღიმებული უყურებდა ნიდას.. ნიკა კი გაღიზიანებული მიშტერებოდა ქალბატონ მეგის და ამქალის გაგლეჯვის სურვილით კვდებოდა.
-დვალი მშვენიერია.. მოესმა ქალბატონი მეგის წიკვინი. ზუსტად ასრულებ ბუზღუნას როლს .. ტაში დაუკრა გაბრაზებულ ნიკას.. ბიჭი რამის აფეთქდა, ნოემ სიცილით გადახედა ნიკოლოზს.
-კაი დაწყნარდი კარნავალია სხვა ხო არაფერი.
- კოცნის სცენა ხო არ იქნება? საწყლად შეხედა ნოეს.
-იმედი მაქვს, რომ არა .. თავისთვის ჩაიბურდღუნა ნოემ..
-ეხლა ბოლო მომენტი განვიხილოთ აწიკვინდა ქალი.. ნიკამ ყურები ცქვიტა.. - ნიდა შენ გარდაცვლილი დაელოდები პრინცს..
-აუ ეხლა ამას მართლა გარდავცვლი.. ფეხზე წამოხტა დვალი, მაგრამ ნოემ შეაჩერა
-მოიცა ერთწამს უსმინე..
-გეგა შენ ფიფქიასთან უნდა მიხვიდე და აკოცო.. ვითომაც არაფერი ისე თქვა..
-ამას თავი რეჟისორი ხომ არ გონია ? დაიღრინა ნიკამ.
-ქალბატონო მეგი კოცნის სცენა, რომ არ იყოს არ შეიძლება? ნიდამ ქალს შეხედა
-შვილო შენ რომ თავი არ გებას ეგ შეიძლება?.. დაბნეულმა ნიდამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.. -სპექტაკლიც მასეა, სრულად უნდა იყოს ყოველივე. თეატრალურად წარმოთქვა და ხელები გაშალა..
-ააა კოცნის სცენა გინდათ ? წარბებ აწეულმა ნიკამ ქალბატონ მეგის შეხედა..- ცოცხლად ნახავთ .. თვალი ჩაუკრა ქალს.. ნიდასთან მივიდა და აკოცა.. როცა გოგონას ტუჩებს მოსცილდა გაბრაზებულმა გდახედა მეგის.
- დაკმაყოფილდით .. თუ თიატრალური არ იყო გავიმეორებთ .. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა. ქალი გაოცებული უყურებდა მის წინ მდგომ ბიჭს. ნიდა კი ერთ ადგილზე გაქვავებულიყო..
-მორჩა სპექტაკლი.. 14ში საერთოდ არ მოვალთ უნივერსიტეტში რაც გინდათ ის დადგით უჩვენოდ .. კარგად ბრძანდებოდეთ.. ხელი ნიდას მოკიდა, მისი ჩანთა აიღო და ოთახი მასთან ერთად დატოვა - არ მომინდომა აქ სპექტაკლი და დადგმები .. თავისთვის ბუზღუნებდა ნიკა.. - ისე ამაზე კარგ დადგმას ვერც ვინატრებდი .. ჩაიხითხითა ნიკამ და ნიდას შეხედა..
-ეს რა იყო? დაბნეულმა ახედა დვალს.
-რაც იყო კი კაი იყო და რას ჩივი. ჩაიცინა დვალმა და ლიფტში შევიდა, ნიდასთან ერთად..
-ნიკა რა გაკეთე? ამოხრიალა ნიდამ
-გაკოცე..
-ასე ადვილად ამბობ მერე მაგას?
-აბა რთულად უნდა ვთქვა?
-რთულად კი არა საერთოდ არ უნდა თქვა.. რატომ მაკოცე?
-გავბრაზდი და მაგიტომ..
- მასე მეც გაბრაზებული ვარ ეხლა და უნდა გაკოცო?
-ისე ეგ კაი იდეაა ხო იცი.. ნიკა ნიდასკენ მიბრუნდა
-შენ მართლა ვერ ხარ შენ ჭკუაზე .. გამიშვი .. ხელი გამოგლიჯა ნიკას, ჩანთა ზურგზე მოიკიდა და ლიფტიდან გავარდა..
-მოიცა ერთად წავიდეთ.. უნივერსიტეტიდან გასულ ნიდას კიბეებთან დაეწია დვალი და ხელი ჩაკიდა..
-არ შეგიძლია მომშორდე?
-არა .
-ფეხით გავლა მირჩევნია, ამიტომ კარგად იყავი..
-მეც ფეხით მოვდივარ..
-შენი მანქანა რა უყავი? გაკვირვებულმა კითხა
-გავყიდე.
-ასე მალე? გუშინ არ გყავდა?
-რაღა მალე, ერთი თვია რაც ვყიდიდი და ძლივს იყიდა ვიღაცამ.. დღეს დილას მივუყვანე.
-რატო გაყიდე?
-ძაან ბევს წვავს, ამიტომ მაგ მანქანას მდიდარი ტიპი სჭირდება. სხვას ვიყიდი რამეს.. თვალი ჩაუკრა ნიდას..
-რას იყიდე თუ არ გინდოდა?
-მე არ მიყიდია ბიძაჩემმა მაჩუქა.
მეტროში შევიდნენ, მაგრამ ნიკას სტუდბარათი ჯიბეში არ აღმოაჩნდა, ამტომ გამვლელებს თხოვდა გატარებას.. ვიღაცამ „უჯიგრა“ და გატარა. ექსკალატორზე დგომა დაეზარა და ფეხით ჩაუყვა კიბეებს გოგონასთან ერთად.. მეტროს ვაგონში კმაყოფილი შევიდა და ნიდას გვერდით დადგა.
თავისუფლების ხსენებაზე ნიკამ, ნიდას ხელი მოკიდა და ვაგონიდან გიჟივით გაიყვანა..
-რას გამომაქენ? რა გვინდა აქ ? როგორც მახსოვს შენ ვეძისში ცხოვრობ, ნუთუ მეტროთი არასდოს გიმგზავრია? ამოიფრუტუნა ნიდამ და მეტროსკენ შებრუნდა
-ძაან კარგად ვიცი სად, როგორ და რანაირად უდა ვიარო, ამიტომ წამო..ხელი მოკიდა ნიდას და ექსკალატორისკენ წაიყვანა.. ფეხით გაუყვნენ გზას და ბარათაშვილზე ჩავიდნენ.
პატარა ფიფქები ეცემოდა მათ სახეზე.. თბილისის ქუჩები თეთრ სამოსს იცვამდა... გაღიმებულები მიუყვებოდნენ ქუჩას.. იმ წამს არავინ და არაფერი აღელვებდა ნიკოლოზს.. ნიდა კი ნიკას საქციელზე ფიქრობდა და ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს..
-გციავა? სიჩუმე ნიკამ დაარღვია
-შენ მგონი ტვინი გაგეყინა... შემცივდება აბა რა იქნება გამომაქანე ამ ყინვაში და დამაბოდიალებ აქთ იქით უაზროდ.. ამოიღრინა ნიდამ და ცხვირი კურტკაში ჩამალა..
-მერე მაგაშია მუღამი.. ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიკამ და გოგონას ხელი წელზე მოხვია..
-საერთოდ ვერ ვხედავ მუღამს ქათამივით აბუზულ სიარულში. გაკაპასებულმა გახედა ნიკას..
-არა რა .. ყველაფრის მუღამს დააკარგვინებ ადამიანს.. გაღიზიანებული მოსცილდა გოგოს..
-ნიკა მართლა მცივა.. საცოდავად ამოიკნავლა და წინ მიმავალს შეხედა... დვალი უკან შებრუნდა.. სიცივისგან აკანკალებული ნიდა, რომ დაინახა თავის თავზე გაბრაზდა.
-კაი წამო კაფეში შევიდეთ, ყავა დავლიოთ და გათბები.. ხელი ჩაკიდა ნიკამ და კაფისკენ წაიყვანა.
-არ მინდა მე ყავა.. წარბებშეკრულმა ახედა
-კაი შენ ჩაი დალიე.. გაეღიმა ბიჭს.
კაფეში შევიდნენ და მგვალ მაგიდასთან, ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.. ნიკამ ჩაი და ყავა შეუკვეთა, ნამცხავრთან ერთად.. მათი იდილია ნიდას მობილურმა დაარღვია..
-ხო ლუკიტ
-ლუკიტს განახებ, რომ გნახავ.. სად ხარ ?
-ნიკასთან ერთად ვარ კაფეში..
-მოიცა და მე გადამაგდე? ორი საათია გელოდები
-უიიი სუ დამავიწყდი ..
- მოსალოდნელი იყო .. როდის მოხვალ?
-ეხლა მალე წამოვალ და ერთ 40 წთში ვიქნები მანდ..
-კაი გელოდებით, ილოც აქაა.. იოანეც ჩამოვიდა სხვათაშორის..
-დიდი ვინმე ჩამობძანებულა.. ამოფრუტუნა ნიდამ და ტელეფონი გათიშა
-რაო ? ინტერესით შეხედა გოგოს და ოფიციანტის მიერ, მიტანილი ყავა მოსვა..
-მოდი მალეო.. მიკროს კონსპექტი მაქვს მისაცემი..
-მიდი დალიე ჩაი და წავიდეთ . გაუღიმა ნიკამ ..
-ილიაც ჩემთანაა, რამდენი ხანია არ მინახია.. აი შენ, რომ ფეხი მოიტეხე იმის მერე.. თვალები დააწვრილა ნიდამ და ცხელ ჭიქას ხელები მოხვია..
-ხო.. თავისი ძმა ჩამოვიდა და დაგვივიწყა ჩვენ... სერიოზული სახით თქვა ნიკამ და ნამცხვარს ჩანგალი ჩაარჭო.
კაფიდან მალევე გამოვიდნენ.. თბილი შენობა ცივმა გარემომ ჩაანაცვლა.. დვალმა გოგონა გულზე მიიხუტა და ტაქსი გააჩერა... ნიდა ფანჯრიდან აკვირდებოდა მოძრავ მანქანებსა და მომცინარ ხალხს.. ნიკა გოგონას მიშტერებოდა. ტაქსის მძღოლი მომღიმარი შეჰყურებდა უკან მსხდომ „წყვილს“..
მანქანა ნიდას სახლის წინ გააჩერდა.. ნიკამ მძღოლს ფული გადაუხადა და გოგონასთან ერთად შევიდა ეზოში.. სახლში შესულს გაბრაზებული ლუკა მივარდა..
-რახან შენ მოხვედი რაღა მიჭირს.. მომეცი გოგო ის დასაწვავი კონსპექტი, ხვალ მაქვს გამოცდა..
-შემოსვლა მაინც მაცადე.. გაღიზიანებულმა შეხედა ლუკას და მისაღებისკენ გაემართა.. ილიჩკაა , როგორ ხარ ? გამხიარულდა ილიას დანახვისას და ბიჭს გადაეხვია..
-რავი არამიშავს..
-სადაა შენი ძმა?
-ოჯახთან ერთად წავიდა ბაკურიანში..
-მეც ქე ვიყავი ბაკურიანში მარა ვინ მაცადა გულავი? შეუბღვირა დივანზე გაწოლილ ნიკას და ძმას წვენის ჭიქა ხელიდან გამოსტაცა.. იომ შეწუხებული სახით გახედა დას..
-წადი ეხლა და მომიტანე.. თითით ფორთოხლის წვენზე ანიშნა..
-სამზარეულოშია?
-ჰო..
-აგერ ნიკა გავა და მოგიტანს.. გაიღიმა ნიდამ და მეორე სართულზე ავიდა..
-შენ რა გჭირს ბიჭო? რა შტერივით იღიმები? გახედა ლუკამ დვალს..
-ვაკოცე.. ჭერს მიშტერებულმა ნიკამ ხმადაბლა ამოიბურტყუნა ..
-რა ქენი ? იოანემ თავი სწრაფად მიაბრუნა ნიკასკენ.
-ვაკოცე რა..
-მოიცა .. სიტუაციაში ვერ გაერკვა ილო და დაბნეულმა ხელების ტრიალით დაიწყო გარკვევა.. - ანუ შენ ნიდას აკოცე და ეხლა ცოცხალი ხარ ?
-აჰამ.. თავის დაქნევით დაეთანხმა ნიკა
-მოიცა ეგ როგორ? ინტერესით იკითხა ლუკამ და ნიკას წინ დადგმულ სკამზე დაჯდა.. ნიდას გამოჩენამ ბიჭების სიჩუმე გამოიწვია..
-აი აიღე გენოსო .. ლუკას რვეული გაუწოდა.. ოღონდ კვირას მომიტანე უკან, მეც გამოცდა მაქვს..
-აუ რამდენია.. სახე დამანჭა ლუკამ
-20 თავია შესული და .. კარებზე კაკუნმა სიტყვა გააწყვეტინა ნიდას.. მობეზრებული გაემართა კარისკენ და გააღო.. 18 წლამდე ხუჭუჭა ბიჭი შერჩა ხელში..
-ქალბატონ დალისთან ვარ ბიოლოგიაზე.. გაიღიმა „ბუჩქმა“
-ერთწამს თავი გადააქნიე აქეთ იქით. სერიოზული სახით უბძანა ნიდამ.. ბიჭმა დაბნეულმა შეასრულა გოგოს ბრძანება.. -რა ტიპიხარ ეეე .. სიცილით ამოთქვა ნიდამ და ბიჭის კულულებს წაეთამაშა..
-ნიდა .. უკნიდან მოესმა ნიკას ბოხი ხმა..-დასტოინად.. დაუბღვირა დვალმა.. ნიდას ვითომ არაფერი გაუგია ისე გააგძელა „ჩიჩილაკთან“ საუბარი.
-მე ნიდა ვარ .. ხელი გაუწოდა გოგონამ .. შენი მასწის შვილი.. ბიჭმაც სწრაფად ჩამოართვა ხელი ..
-ცოტნე..
-დითხანს გიყუროთ.. წარბ აწეულმა ნიკამ გადახედა კარებში მდგომებს..
-არ მიაქციო ამას ყურადღება, ნერვებზე თამაშის მეტი არაფერი არ იცის.. ხელი აიქნია ნიდამ და ბიჭი სახში შეატარა..
-დალიიიიიი შენი მოსწავლე მოვიდა უკვეეეე .. დაუყვირა სამზარეულოში მოფუსფუსე დედას.. მალევე გამოვიდა ქალი სამზარეულოდან და ბიჭებს მიესალმა.. უცნობ ბიჭს შეხედა ქალბატონმა დალიმ.. ნიდამ დედამისის მზერას გააყოლა თვალი და სწრაფად გააცნო მის გვერდით მდგომი ნიკოლოზი..
-დე აი ეს არის ნიკა, ირაკლის დეიდაშვილი.. ქალმა თბილად გაუღიმა და ცოტნეს მიუბრუნდა.. ნიკოლოზი ნერვიულობისგან დაიბნა.. ვერ გაეგო როგორ უნდა მოქცეულიყო.. გადაეკოცნა, ხელი ჩამოერთმია თუ ხელზე ეამბორა.. მაგრამ ამ ჩამოთვლილთაგან ვერც ერთი ვერ გააკეთა.. ბოლოს და ბოლოს ყოველდღე ხომ არ ნახულობდა მომავალ სიდედრს.. პირველად ნახა და ისიც ჩაფლავდა..
-წამოდი ცოტნე ახალი მასალა უნდა აგიხსნა.. პატარა ოთახისკ გაიყვანა ბიჭი.. - ნიდა ლუკას რომ უყვარს ხაჭაპური ლორით, ეგ გავაკეთე ღუმელშია შედებული და მიხედე არ დაიწვას..გამოსძახა ლუკას ლოყების გაწელვით დაკავებულ შვილს.
-კაი დედუ.
-ნიდა მეტკინა.. ხელი ლოყაზე მიიდო ლუკამ.
-აუ რა წელვადი ხარ ბიჭოოოოო. გაიწელა ნიდა და ლუკას კიდევ ერთხელ უჩმიტა..
-ველურო.. გაბრაზებულმა ახედა წარბებ ქვემოდან..
ტელეფონზე ესემესი მიუვიდა ნიდას .. იომ გაკვირვებულმა დახედა თავის მობულურს, როცა მიხვდა, რომ თავისი ტელეფონი არაფერ შუაში იყო ბიჭების ტელეფონს გადახედა..
-ვისი ტელეფონია? გაკვირვებულმა ილომ მოავლო თვალი საზოგადოებას
-ჩემი.. გამხიარულებული წამოხტა და ჩანთიდან მობილური ამოიღო.
-ეგ რა ტელეფონია? ხელიდან გამოგლიჯა დას მობილური
-ნიკამ მიყიდა.. გაღიმებულმა შეხედა კუთხეში მდგომ დვალს..
-ვაააააააა.. პირი დააღო ილომ
-ფუ ამ ცხოვრების დედა ვატირე... მე ეს დანგრეული ნოკია ლუმია უნდა მქონდეს და ამას ეეს?. დაიღრინა იომ და ტელეფონი შეათვალიერა.. - ფული საიდან ე? იოანემ ნიკას გახედა
-მანქანა გავყიდე.. თან ამ ბიზნესშიც ხო უნდა ჩამედო ფული... სხვას ვიყიდი რამეს.. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო..
-აქ რომ მოვწიო „მოჟნა“? დვალმა ნიდას გადახედა.. გოგონამ თავი დაუქნია და მობილური იოს წაართვა..
-ჩემია ეს მობილური .. წარბებ შეკრულმა თქვა
-მერე ვინ გართმევს? შეუღრინა დას
-მგონი დამწვრის სუნია.. წამოიყვირა ილომ
-ჩემი ლორიანი ხაჭაპური.. იყვირა ლუკამ და ნიდასთან ერთად, თავპირისმტვრევით გავარდა სამზარეულოში..
-აუ ნიდა დამიწვი რა .. ჯუჯღუნებდა ლუკა
-აი ნახე რა ლამაზია.. სად ეტყობა ახლა ამას დამწვარი რომაა ? ხაჭაპურს დაშტერებულმა ახედა ლუკას..
-ნახე კუთხეები სუ შავი აქვს.. საწყლად დახედა მის საყვარელ საჭმელს..
-მოვაჭრათ მერე .. იპოვა გამოსავალი..
-რაღა დარჩება? შეუბღვირა ნიდას
-რავი რაც დარჩება.. აიჩეჩა მხრები და ხაჭაპურის დაჭრა დაიწყო.. დამწვარი კუთხეები მოაჭრა მარა ძირს რას უზამდა ? არც არაფერს ადგა ლამაზად დააწყო და მისაღებში გაიტანა თეფშებთან ერთად..
-გემრიელად მიირთვით.. გაიღიმა ნიდამ და დივანზე ჩამოჯდა..
-დამწვრის გემო აქვს.. ცხვირი შეჭმუხნა იომ
-უფ რას მელაპარაკები? უდარდელად თქვა ნიდამ. -მიდი ჭამეთ კაია .. რაღას მიყურებთ გადაიღეთ.. თეფშებზე გადაუღო ბიჭებს. თვითონ კაი ნაჭერი დაიდო და გემრიელად ჩაკბიჩა..
-არახარ შენ სხვა ოჯახში შესაშვები.. დაბღვერილმა ლუკამ ნიდას შეხედა
-კულინარიის გაკვეთილებზე ვატარებ.. გადაუჩურჩულა ნიკამ ბიჭებს.. ამათაც მეტი რა უნდოდათ და აფხუკუნდნენ..
-არ მოგწონთ და რაღას ჭამთ მაშინ? შეუღრინა ნიდამ .
-ერთი ლორი არ დამწვარა და ის მაინც შეგვარგე. არ დაუთმო იომ
-რას უწუნებთ ვერ გავიგე რა? მშვენიერია..
-რატო არ იქნება მშვენიერი? დამწვარი რაც არ იყო ის შენ შეჭამე ..გადახედა ლუკამ ნიდას
-ამომაშხამეთ ეხლა ორი ნაჭერი ხაჭაპური..
-ნიდა ხაჭაპური ხომ გამოიღე ღუმელიდან? ქალბატონმა დალიმ ოთახიდან გამოსძახა ნიდას.
-კი გადმოდგა მარა... იოანე დის „ჩაშვებას“ აპირებდა, მაგრამ ნიდა მივარდა ძმას და პირზე ხელი ააფარა..
-კი დე .. ისეთი კაი იყო სუ შეჭამეს ბიჭებმა..
-მეორე ხაჭაპურიც არის გაკეთებული, მაგიდაზე დევს და შედე ღუმელში..
-ეხლავე .. გამხიარულებული გავარდა სამზარეულოში.
-ეგ მანც არ დაწვა.. გასძახა ლუკამ ნიდას.
***
დრო მალე გადიოდა.. ნიკა ბიჭებთან ერთად წავიდა კახეთში. ნიდა უნივერსიტეტის გამო ვერ წაყვა მათ .. თან იომ მკაცრად უთხრა, რომ გასართობად არ ეცალათ, თავიანთი ბიზნესის „ასაყვავებლად“ მიდიოდნენ.. ნიდამაც ხელი ჩაიქნია კახეთზე.. ფინალური გამოცდები ეწყებოდა, ამიტომ მთელ დღეს კონსპექტებისა და წიგნების კითხვაში ატარებდა.. ექვსი დღე გავიდა რაც დვალი არ უნახავს, ნუ ნიდას სულ არ აინტერესებდა ნიკოლოზი.. აი ნიკა კი ნიდას გარეშე ვერ ძლებდა.. ფბზე მეგობრობაც გაუგზავნა ქალბატონს, მაგრამ ნიდამ არ დაიმატა.. ამაზე ნერვებ მოშლილმა მაშინვე დაურეკა გოგოს.. აქაც ყურადღება არ მიუქცევია ნიკას ზარებისთვის.. ესემესიც მიწერა, მაგრამ ეგეც არაფერი.. ასე ნერვებ დაგლეჯილი შუა ღამით ტაქსით ჩამოვიდა თბილისში და პირდაპირ ნიდასთან მივიდა.. მეორე სართულზე „ პარკურის“ ილეთებისა და თავისი მოხერხებულობის წყალობით მშვენივრად აძვრა.. რამდენიმეჯერ დააკაკუნა აივნის კარებზე, სადაც ნიდას ოთახი იყო. გოგონა დაფეთებული წამოხტა საწოლიდან. ჯერ ძილბურანში მყოფმა ვერ გაიგო რა ხდებოდა , შემდგომ აივანზე მდგარი, გაბრაზებული ნიკა დაინახა.. თავიდან ეგონა ელანდებოდა ამიტომ უდარდელად დაწვა, საბანი გადაიფარა და გვერდი იცვალა.. კვლავ დააკაკუნა ნიკამ ფანჯარაზე..ნიდა სწრაფად გადაბრუნდა კარისკენ და თვალებგაფართოებულმა შეხედა დვალს.. საწოლიდან წამოდგა და კარი გაუღო..
-აქ რა გინდა? თან ამ დროს? გაოცებულმა ნიდამ კითხა..
ნიკა ოთახში შევიდა და აივნის კარები დაკეტა.. საწოლზე ჩამოჯდა და მშვიდად დაიწყო..
-ჩემს ზარებს, რატომ არ პასუხობ?
-ნიკა სამსახურში ვიყავი მაგ დროს და ვერ გიპასუხებდი..
-ეს სამი დღე სულ სამსახურში ხარ ?
-როცა შენ მირეკავ კი.. მერე სახში ისეთი დაღლილი მოვდივარ მავიწყდება. ამ გამოცდების გამო საერთოდ ვერ ვაზროვნებ. ამოიფრუტუნა ნიდამ და ნიკოლოზის გვერდით დაჯდა საწოლზე..
-არც სმსზე მიპასუხე? კვლავ მოძებნა ნიკამ საჩხუბარი თემა..
-დამავიწყდა
-ხო ფბზეც დაგავიწყდა ჩემი დამატება..
-და მე რატომ უნდა დამემატებინე? გამოგეგზავნა მეგობრობის თხოვნა და დაგამატებდი.
-გამოგიგზავნე.. ამოიღრინა ნიკამ
-უიი... ფბზე არ შევსულვარ, რამდენი ხანია.. მესენჯერით ველაპარაკები ბავშვებს.. ნიდამ ნიკას გაუღიმა თავი მხარზე ჩამოადო და თვალები დახუჭა.. -ბიჭებიც ჩამოვიდნენ?
-არა.. ნიკამ გოგოს ხელი წელზე მოხვია და თავზე აკოცა.. ნიდა ნიკას მოსცილდა..გაოცებულმა შეხედა დვალს.
-ნიკა მარტო წამოხვედი ამ ღამე ?
-რა იყო მგელი შემჭამდა?... გაიცინა ბიჭმა
-იკას მანქანით ჩამოხვედი?
-არა .. ტაქსით წამოვედი.. ძლივს დავითანხმე, რომ აქ ჩამოვეყვანე..
-ფსიქიატრთან ხარ მისასვლელი სასწრაფოდ.. ამოღრინა ნიდამ
-კაი რა .. იცი როგორ მეძინება? ეს დღეებია ნორმალურად არ მიძინია.. ხელი თმაზე გადაისვა ნიკამ და აიჩეჩა - ჩაწექი მიდი არ გაცივდე მასე.. ნიდა საბანში გაეხვა.. ნიკამ კეტები გაიხადა და ნიდას გვერდით მოთავსდა..
-გიხდება ეგ პანდა პიჟამა. ჩაეცინა დვალს.
-ვიცი. გაეღიმა ნიდას..-აქ როგორ ამოძვერი? ინტერესით შეხედა ნიკას..
-ჩვეულებრივ.. ნიდასკენ გადაბრუნდა ლოყაზე ხმაურიანად აკოცა, ნიკაპი თავზე დაადო და თვალები დახუჭა.. ღმად ჩაისუნთქა გოგონას სურნელი და გაღიმებულმა ამოთქვა - ძილინებისა ნიდუ..
-ძილინებისა..
ღამისეული სიჩუმე გამეფებულიყო თბილისში.. მთვარეც გაქცეულიყო დედამიწიდან.. უმთვარო ღამეში და სიბნელეში ჩაკარგულიყვნენ ადამიანები. ალვის ხეები ისევ ამაყად შეჰყურებდნენ ერთმანეთს.. ღრუბლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და დღის დაბრუნებს ლამობდნენ..
დილით გაღვიძებულმა ნიდამ ნიკას გადახედა.. მშვიდად სუნთქავდა დვალი.. მისი კულულები სასაცილოდ ჩამოფხატოდა თვალებზე.. საბანი ნახევრად ეფარა.. ერთი ხელი ნიდასთვის ჩაებღაუჭებინა მკლავზე..
-ნიკა.. რამდენჯერმე დაუძახა ნიდამ ბიჭს. - გაიღვიძე რა..
-ჰმ.. ამოზმუილა ნიკოლოზმა.. ზანტად გაახილა თვალები და გოგონას დანახვისას გაიღიმა.. - ნიდა დაიძინე რა.. ნერწყვი გადაყლაპა დვალმა, გამშრალი ყელის დასასველებლად.. ნიდასკენ მიჩოჩდა და ჩაეხუტა..
-ნიკა გამოცდა გვაქვს დღეს..
-რა გამოცდა?. თვალ გაუხელლად ამოთქვა.
-ბიზნესის..
-კომპიუტერზეა ხო ეგ?
-ხო
-რომელ საათზეა?
- 12ზე იწყება .. 11საათია ეხლა.. ადექი მიდი იოს ტანსაცმელს შემოგიტან გამოიცვალე, მეც გავემზადები და წავიდეთ..
-ჰო კაი.. ნიდმ ტავისი ტანსაცმელი აიღო, იოს ოთახში გავიდა და იქ გამოიცვალა.. ნიკასთვის ტანსაცმელიც მოძებნა და ოთახში შებრუნდა.. ნიკა ისევ საწოლში იწვა თვალებ დახუჭული..
-ნიკა.. დაიყვირა ნიდამ
-რა გაყვირებს გოგო? საწოლზე წამოჯდა დვალი
-გვაგვიანდება.. მალე ჩაიცვი და წამოდი.. ნიდა კიბეებზე ჩადიოდა დედამისი, რომ შეეჩეხა..
-ნიდა მივდივართ მე და მამაშენი... უნივერსიტეტში სანამ წახვალ მანამდე ჭამე რამე, კარები გასაღებით დაკეტე თაროზე დევს..
-კაი დე.. მხიარულად გააცილა მშობლები და კარი მიხურა..
როგორც იქნა ნიკა მოწესრიგდა და საშველი დაადგათ სახლიდან, რომ გასულიყვნენ.. გადაჭედილ მარშუტკაში ავიდნენ და ფეხზე დადგნენ.. ნიკამ ნიდას ხელი მოკიდა, რომ არ წაქცეულიყო. მძღოლი ინტერესით უსმენდა რადიოს.. ნიკას კი უკვე ყელში ამოუვიდა უაზრო წამყვანის სიტყვები. გაღიზიანებულმა გააჩერებინა მარშუტკა მძღოლს.. ფული გადაიხადა და ნიდასთან ერთად ჩამოვიდა..
- აქ არ უნდა გაგეჩერებინა, შეგეშალა.. ამოიბუზღუნა ნიდამ
-არ შემშლია.. დვალმა ტაქსი გააჩერა.. გაოცებული ნიდა მანქანაში ჩასვა.. თვითონ გვერდით მიუჯდა.. მძღოლს უნივერსიტეტის მისამართი უკარნახა და მშვიდად მიეყრდნო სკამს.. რადიოს ჩართვას აპირებდა „ტაქსისტი“, მაგრამ ნიკამ შეაჩერა.. -რომ გადავალთ მერე ჩართე თუ ძმა ხაარო..
უნივერსიტეტში შევიდნენ.. დვალმა კიბეებთან მდგარ ბიჭებს ხელი ჩამოართვა.. ნიდას ხელი ჩაკიდა.. მეშვიდე სართულზე ფეხით ასვლა დაეზარა, ამიტომ ლიფტს დაელოდნენ..
კომპიუტერების ოთახს მიუახლოვდნენ და ბავშვების ჯგუფს შეუერთდნენ..
-ნიდა აქ იყავი ბიჭებს ვნახავ და მოვალ კაი ? ნიდამ თავი დაუქნია.. იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და კონსპექტი ამოიღო.. თვალი გადაავლო ნასწავლ მასალას .. ნიკა მეცხრე სართულზე კაფეტერიაში ავიდა ყავის საყიდლად.. თავისი ძმაკაცი დაინახა და მისკენ გაემართა.
-გივი რავახარ ტო?
-დვალი შე დაკარგულო.. სად ხარ ბიჭო? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ ?
-კახეთში ვიყავი წასული საქმეზე.. შენ რას შვები?
-რავი დავდევ ქელაბაშვილს ქულა, რომ მომიმატოს..
-ერთი მაგისიც..
ნიკამ ორი ჭიქა ყავა იყიდა და კიბეებზე ფრთხილად დაეშვა.. მეექვსე სართულზე კომბიუტერების, კაბინეტის წინ მჯდომ ნიდას გვერდით დაჯდა და ყავა გაუწოდა..
-მადლობა..
-ნერვიულობ? ნიკამ გოგონას გახედა
-მენერვიულება.. გაიღიმა ნიდამ..
რამდენიმე წუთი ჩუმად იყვნენ და უხმოდ სვავდნენ ყავას..
-მომე გადავაგდებ..თვალით მიანიშნა ცარიელ ჭიქაზე.. ნიდამაც სწრაფად მიაწოდა. -თან აივანზე გავალ სიგარეტს მოვწევ და შემოვალ..
***
ნიდა და ნიკა კომპიუტერების ოთახში ერთად მოხვდნენ გვერდი გვერდ კომპიუტერთან..
ნიკა ნიდას კომპიუტერში იყურებოდა ხშირად .. გოგონა მის ნაკარნახებ კითხვებს პასუხობდა..
-ნიდუ ლიზინგის სახეები მითხარი რა.. გადაუჩურცულა გვერდით მჯდომს ..
-ფინანსური ლიზინგი და ოპერატიული ლიზინგი. ჩუმად უპასუხა ბიჭს.
-ბიზნესის ძირითადი მახასიათებლები რაღაა?
-მოგება, რისკი, მეტოქეობა, ნოვატორობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ჩუმად ჩამოთვალა ნიდამ..
-რაა? წარბ აწეულმა გადახედა გოგოს.
-უკაცრავად ხელს ხომ არ გიშლით? დამკვირვებელი დაადგა თავზე ნიკას
-ამ წამს კი.. უდარდელად გადახედა ნიკამ დამკვირვებელ ქალს.
-უზრდელო.. გაცხარდა ქალი.. ახლავე დატოვე ოთახი.. თითით კარისკენ მიანიშნა.. ნიკაც ფეხზე წამოდგა და უხმოდ გავიდა.
ნიდა ქალს მიუტრიალდა.
-რომ არ გაგეგდოთ რა იქნებოდა?
-ეხლა შენც მიყვები.. გააფრთხილა ქალმა ნიდა..
-დიახაც მივყვები.. გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და დაუფიქრებლად გავიდა კომპიუტერების ოთახდან..
-ნიდა რა ქენი? .. გარეთ გასულს ნიკა მიუახლოვდა
-გავბრაზდი შენ, რომ გამოგიშვა იმ ქალმა და მეც გამოვედი ასე.. ნიკას თვალები შუბლზე აუვიდა..
-რა ქენი? ჩაეკითხა გაოცებული.
-რა და ჩამჩა ეს საგანი.. თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა ნიდამ.. ნიკას გაეღიმა გოგოს საქციელზე , მაგრამ ერთი მხრივ ნერვები მოეშალა .
-კაი რა ნიდ რა გატირებს? ხელახლა გაივლი ამ საგანს და ვსო.. ნიკა გოგონას ჩაეხუტა და მისი დამშვიდება სცადა.
-მაგაზე არ ვტირი.. ამოისლუკუნა ნიდამ და ბიჭს ხელები შემოხვია..
-აბა რაზე ტირი?
-იოს და მშობლებს როგორ ვუთხრა საგანი, რომ ჩამჩა? დვალმა ნიდას თავზე აკოცა და თმაზე მოფერება დაუწყო..
-არ ვუთხრათ და ვერაფერს ვერ გაიგებენ.. ამ საგნის თანხას მე გადაგიხდი და ერთად გავიაროთ. აღარ იტირო.. აი რა გატირებს ტო? მე ვიკითხო ექვსივე საგანი მეტენება..
-შენ არ დადიოდი და მაგიტომ გჩება .. ამოიკნავლა ნიდამ და ბიჭს მოსცილდა.. ნიკას თვალები ნიდას ცრემლიან თვალებს, რომ გადააწყდა გაეღიმა.. ძალიან მოეწონა მწვანე თვალებში ჩამდგარი ცრემლი, რომელიც თვალის ფერს უფრო აღიავებდა..
****
მთელი კვირა საშინელება იყო ნიდასთვის. ნიკას სულ არ ადარდებდა, საგნები ჩარჩებოდა თუ არა.. ბოლო გამოცდაზე არც მისულა.. ბიჭებთან ერთად იყო წასული კახეთში.. ნიდას მხოლოდ ბიზნესი ჩარჩა, მაგრამ არაფერი უთქვამს, არც მშობლებისთვის და არც იოსთვის.. პირველი კურსის, პირველი სემესტრიც აი ასე ერთი საგნის ჩარჩენით დაასრულა.. ნიკამ კი მესამე კურსის პირველი სემესტრი დახურა, აწ უკვე 6 საგნის ჩარჩენით, რასაც წინა სემესტრში ჩარჩენილი 2 საგანიც ემატებოდა.. სანამ მეორე სემესტრი დაიწყებოდა, მანამდე ერთ თვიანი დასვენება ქონდათ უნიში..
ორი კვირა უაზროდ "გაფრინდა“..
ნიდა სამსახურში იყო და მუშაობდა..
ნიკა ნიდას დაყვებოდა აქეთ იქით..
ლუკა ლიკას უშლიდა ნერვებს..
გეგა ბებიამისის ორმოცს აგვარებდა, რაშიც ბიჭებიც ეხმარებოდნენ..
ილიამ ვიღაც გოგო გაიცნო და სასტავში იშვიათად ჩნდებოდა..
დაჩის ნაშები ყავდა და რა ენაღვლებოდა.
იო უბნის გარჩევებში იღებდა მონაწილეობას.. ამის გამო კი უფრო „გასიმპატიურებული“ დადიოდა..
იკა და ანი კვლავ ერთად იყვნენ, ბედნიერები და გახარებულები.
ერთ დღეს ირაკლი მოულოდნელად დაადგა ანის სახლში და მის მშობლებს მისი ხელი სთხოვა .. ანი სულ არ ჩქარობდა გათხოვებას.. 1წელი კიდევ უნდოდა მოეცადა.. ბარემ უნისაც დავამთავრებ და მერე გამოგყვებიო გაიძახოდა, მაგრამ ირაკლის კატეგორიულად ნათქვამმა არავითარი დაცდაო , ანის გეგმები შეცვალა.. ხოდა აი ასე პირველ მარტს დაიგეგმა ქორწილი.. მეჯვარეებად ნიდა და დაჩი „დასახელდნენ“.. ნიდას ისე გაუხარდა სიხარულით ტირილიც დაიწყო ..
-ანი მართლა მე ვიქნები შენი მეჯვარე? თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა და გაბწყინებული თვალებით უყურებდა გაღიმებულ „წყვილს“.
-ვაიმე გოგო მერამდენედ მეკითხები? აბა ვინ უნდა იყოს ? შენს გარდა ვის ავირჩევდი? ბოლოს და ბოლოს ჩემი ძმის ნათლული ხარ.. გადაიკისკისა ანიმ და ნიდას გადაეხვია.
-არ გაგატან.. დაბღვერილმა ნიდამ იკას გახედა.
-ეჰ ნიდაჩკა მეც არ ვატანდი, მარა გადამახტნენ. დანანებით გააქნია თავი ლუკამ და გოგოებთან მივიდა.. ჩახუტებულებს მოეხვია და ორივე ერთად ჩაიკრა გულში..
-ისე დაო ჯერ მარტამდე დროა და ჰო არ გადაიფიქრე? ჰა? გამომცდელად შეეკითხა ლუკა ნიას.
-ეეეე ცოლის ძმაა.. ირაკლი ნიასთან მივიდა, ხელით „მოაგლიჯა“ ნიდას და ლუკას, და თვითონ ჩაიხუტა..
-„მომავალი“ ცოლის ძმა.. ჩაუსწორა ლუკამ
-მომავალიც, წარსულიც და ახლანდელიც.. გაიცინა იკამ და გოგონას შუბლზე აკოცა..
-ნიდა.. ლუკა გვერდით მდგომისკენ მიიწია.. -აი აესე თუ შემიყვარდა და დავშტერდი, მაგრად შემომცხე.. კაი?
-ბაზარი არაა.. გაიცინა ნიდამ და ლუკას ხელი მხარზე დაარტყა „კაი ძმაკაცივით“.
-თითქმის ორი კვირაა დარჩენილი ქორწილამდე და რო გადავწიოთ არა? ჩაერთო დიალოგში დაჩი.
-რა უნდა გადავწიო ბიჭო ძლივს ცოლად მომყავს.. შეუღრინა იკამ მეჯვარეს..
-ეეე ხო უნდა ვიყიდო რამე ნორმალური სამოსი?.. წარბები შეკრა დაჩიმ
-მერე ორი კვირაა წინ..
-აუ ვერ მოვასწრებ.. ამოთქვა დაჩიმ..
-ბიჭო რას ვერ მოასწრებ, პატარძალი ხარ თუ სიძე? გადახედა იომ გვერდით მჯდომს..
-მეჯვარე ვარ ტო... კამერები სულ ჩემსკენ იქნება მომართული... ხელი თმაზე გადაისვა და გაიკრიჭა..
-აუუუ ეხლა ამას ვცემ.. დაიღრინა იომ და ძმაკაცს გვერდში მუშტი ჩაარტყა..
-შენ ამოწყდი.. სახე დამანჭულმა მიაწყევლა მეგობარი.. აბა გოგოებთან ვერ შეიგინებოდა და..
-არ დაგავიწყდეთ ხვალაა ნელი ბებოს ორმოცი.. ყველაფერი მოგვარებულია ... დილაუთენია წავიდეთ კახეთში, გეგა იქაა უკვე. ნაწყვეტ ნაწყვეტ ამოთქვა იომ და ჩალურჯებულ თვალზე მიიდო ხელი, რომელიც ერთ ერთი გარჩევის შედეგად ლამაზად გამოესახა..
-დილით შევიკრიბოთ აქ და წავიდეთ.. დეთანხმა დაჩი
-ნიდა კარებზეა ვიღაც წადი გააღე.. უბძანა დას.. ნიდაც წუწუნით გაემართა კარის გასაღებად.. კარს მიღმა გაღიმებული ნიკოლოზი დახვდა.. თვალები მობეზრებულად გადაატრიალა..
-დღეს არ მივდვარ სამსახურში, ამიტომ შენი გაცილებები არ მჭირდება..
-დღეს, რომ არ მუშაობ ისედაც ვიცი.. გოგონა გვერდით გაწია და მისაღებში შევიდა.. თითზე დაკიდებული გასაღების ტრიალი დაიწყო, თან უშტვენდა.. ბიჭები გასაღებს დააშტერდნენ.
-მოიცა იყიდე უკვე? ფეხზე წამოხტა დაჩი
-აჰამ.. ღიმილით დააქნია თავი ნიკოლოზმა და გასაღები ხელში შეათამაშა..-ბიჭები ერთდროულად გაცვივდნენ გარეთ, მაგრამ ეზოდან მანქანა საერთოდ არ მოჩანდა ან ეზოს კარები ფარავდა.
-ბიჭო ასეთი რა მანქანა იყიდე ვაფშე არ ჩანს.. თვალები დააწვრილა ლუკამ და ხელი შუბლზე მიიდო, თითქოს მზეს დაფარავდა ამით და მანქანასაც უკეთ დაინახავდა.. ნიკას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვინ რა აცადა? დადეს თავი და გავიდნენ გარეთ .. ნიდა ნიკოლოზის გვერდით იდგა.
-არ არსებობს.. მოესმათ ლუკას ყვირილი
-შენ არ გაინტერესებს რა ვიყიდე? ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიკამ და ნიდას გადახედა
-არა .. მკაცრად თქვა და სახლში შევიდა.. ნიკოლოზი გაბრაზებული გავიდა ეზოდან..
-აუ გადმოაგდე რა გასაღები.. იამაჰაზე მჯდომმა ლუკამ ნიკას მიმართა.. ნიკამაც ესროლა გასაღები და ღიმილით დაიწყო მისი კუთვნილების შეთვალიერება..
-რა ძმაა ნახე ტო.. აჟიტირებული იყო ლუკა და ვერ ისვენებდა.. - მეც უნდა ვიყიდო.
-მხეცია.. დაეთანხმა დაჩიც
-მე მანქანა მირჩევნია . უდარდელად თქვა იკამ და ნიას მოეხვია.- ბიჭო ისე მანქანა არ ჯობდა, რომ გეყიდა?
-თავიდან მანქანის ყიდვა მინდოდა მარა მე ეს მირჩევნია.. ჩაფიქრებულმა თქვა ნიკამ და სახლისკენ გაიხედა იმ იმედით, რომ ნიდას დაინახავდა ფანჯარასთან მაინც, მაგრამ იმედი გაუცრუვდა..
-გამოვა.. თქვა იომ და თვლა დაიწყო.. -ერთი - ორი- სამი..
-მანახეთ ერთი რა იყიდა ასეთი ყველა, რომ ბუზებივით ეხვევით.. შემოესმათ ნიდას ხმა, რომელიც მათკენ მიემართებოდა..ნიკოლოზს მის დანახვაზე თვალები გაუბწყინდა.. ნიდამ იამაჰა, რომ დაინახა თვალები რამდენიმეჯერ დაახამხამა. ხო არ მეჩვენებაო. თვალებ გაფართოებული მიუახლოვდა მის წინ მდგარს და მასზე მჯდომს ეცა..
-გადმოეთრიე ბიჭო .. იამაჰაზე მჯდომი ლუკა სწრაფად გადმოაგდო იქიდან და თვითონ დაჯდა.. - რო დავქოქო წავალ? იკითხა ინტერესით
-კი ჯანდაბაში.. შეუღრინა ლუკამ
-გინდა გაგასეირნო? სწრაფად მივიდა ნიკა ნიდასთან და მოფლირტავე კაცივით კითხა.
-ნუ თუ ასე დაჟინებით გინდა კი.. მხრები აიჩეჩა ნიდამ
-ნიკა ფრთხილად ატარე რა.. იომ დვალს შეხედა.. მანაც თავი დაუქნია და ნიდას წინ დაიკავა ადგილი..
-ჩაფხუტი ხომ კარგად გაფარია ნიიდ? გადახედა გოგონას
-კი
-ხელები მაგრად მომხვიე და წავიდეთ. ნიდამ ხელები წელზე შემოხვია - უფრო მაგრად.. უბძანა ნიკამ.. ნიდამაც შეასრულა მისი ბძანება..
-ნიკა გაგსრისავ ასე.. ნიკას გაეცინა ნიდას ამ სიტყვებზე..
ნელა მიდიოდა ტრასაზე და სიჩქარის მომატებაზე არც ფიქრობდა..
-ნიკა რა კუსავით მიცოცავ, ასე ფეხითაც კი გავივლიდი.. ამოიბურდღუნა ნიდამ..
-აქ დიდი მოძრაოვბაა და ვერ მოვუმატებ სისწრაფეს.. მცხეთისკენ გავალ და იქ თუ არ იყო მანქანები მერე ვივლი სწრაფად..
-ნიკა ნუ მაგიჟებ.. ყველგან იქნება მასე მანქანა აბა უმანქანო ქალაქი არ გამიგია ჯერ მე.. ოდნავ შეუშვა წელზე მოხვეული ხელი..
-ხელი მომხვიე.. დაიყვირა ნიკამ.. ვაფშე არ შემიშვა ხელი ოდნავადაც კი თორემ აქედან ფეხით წავალთ..
-ლუკასთვის უნდა მეთხოვა გასეინება რას გადმოვაგდე აქედან.. დანანებით თქვა..
-ნიდა კი ვივლი ჩქარა, მაგრამ შენ, რომ რამე მოგივიდეს.. რომ რამე მოგივიდეს... წინადადება ვერ დაამთავრა და ნერწყვი მძიმეთ გადაყლაპა..
-არაფერი მომივა გენდობი ნიკოლოზ.. ნიკას ჩაეღიმა და სიჩქარეს უმატა
-ნიდა თუ შეგეშინდება მითხარი კაი ?
-არ შემეშინდება.. უფრო სწრაფად წადი.. გამხიარულდა ნიდა.
მცხეთაში პატარა ორსართულიან სახთან გააჩერა.. ჩაფხუტი მოიძრო და გადავიდა.. გოგონასაც მოხსნა და დაბნეულს მიაშტერდა..
-წამო.. ხელი ჩაკიდა ნიდას და ჭიშკარი შეაღო.
-ვისი სახლია?
-ჩემი ძმის.. გაღიმებულმა უთხრა..
-ძმა გყავს?
-ჰო ჩემზე უფროსია..
-ესე მე სახლში არ შემოვალ.. ჭიშკარს მოეჭიდა ნიდა
-როგორ ესე? მშვენივრად გამოიყურები.. ხელზე დაქაჩა ნიკამ, რომ გოგონა სახლში შეეყვანა..
-ნიკა შენ ხო არ შეიშალე? არა მეც გეკითხები რა.. შეშლილი კი არა დაუნი ხარ.. გამანებე თავი არ შემოვალ.. გაჯიუტდა ნიდა ..
-ძაან მშვენივრად შემოხვალ.. მოაცილდი მაგ ჭიშკარს .. ხელზე დაეჯაჯგურა დვალი..
-ნახე რას ვგავარ .. ხელი გაუშვა ჭიშკარს და ნიკას წინ დატრიალდა..
-ანგელოზს.. გაღიმებულმა ამოთქვა, ნიდას ხელი დაავლო და მხარზე გადაიკიდა..
-ნიკა არ წამოვალ ასეთქო.. დამსვი.. აფართხალდა გოგონა. დვალს ყურადღება არ მიუქცევია მხარზე გადაკიდებული ნიდასთვის.. კარზე დააკაკუნა და კარების გაღების ხმა, როგორც კი გაიგო ნიდაც ჩამოსვა. სხვა გზა აღარ ქონდა ქალბატონს გაქცევაც გვიანი იყო და დამალვაც, ამიტომ ასე თმა გაწეწილი დახეული ჯინსებით, შავი მაისურით და ტყავის კურტკის ამარა წარსდგა ნიკას ძმის წინაშე..
-ნიკა შე ძველო.. გადაეხვია თავის ძმას.. შემდგომ გოგონასკენ მიტრიალდა .. -ესაა რძა... სიტყვის გაგძელება არ აცადა ნიკამ
-ჰო ესაა ნიდა.. მკვლელე მზერა ესროლა ძმას..- ნიდ ეს ჩემი ძმაა ომიკო . გააცნო ერთმანეთი აწ მომავალ რძალს და მაზლს.. -შემოგვიშვი ეხლა რას დაგვაყუდე?
-ოჰ მე ბოდიში.. მობძანდით. გაიღიმა ბიჭმა და გვერდით გადგა -ნიდა ყავას ხო დალევ? გადახედა ძმის გვერდით მორცხვად მჯდომ გოგონას..
-არა არ მინდა.. მადლობა. გაუღიმა ბიჭს.. კარებზე კაკუნი გაისმა.. ნიკა წამოდგა დივნიდან და კარი გააღო.. ხელში კი ომიკოს ძმაკაცები შერჩა.. გურო და გიკო.
-ვა ვა ვა რა კაცი.. გაისმა გუროს ბოხი ხმა და ნიკას გადაეხვია..
-გამოიწიე მეც ვნახო ტო.. ეე ბიჭო წვერი ისევ არ გაქვს შეენ ?.. ხელი აიქნია გიკომ და გაბრაზებულ ნიკას გვერდი აუარა.. -ომაარ მოვედი ბიჭოო .. დაიყვირა კარებიდანვე და მისაღებში შევიდა.. დივანზე მჯდარი გოგონას დანახვისას უკან გაბრუნდა, კარებში მდგარ სარკეში თმები გაისწორა და მისაღებში ნელი ნაბიჯებით შევიდა.. გუროს უკვე მოესწრო ნიდას გაცნობა და მის გვერდით მდგარ სკამზე მოკალათებულიყო.
-ოოოოოჰ კრასავიცა..ამოთქვა გიკომ.. გოგონას ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.. ნაზად ეამბორა და თვალი ჩაუკრა.. -მე გიკო ვარ.. თავმომწონედ თქვა და ნიკა გვერდით გააჩოჩა ნიდას გვერდით, რომ დაეკავებინა ადგილი..
-ეეეე ჩემი ძმა.. მოთმინების ფიალა აევსო ნიკოლოზს.. -ჩემთანაა ეს გოგო.. ხელი მოკიდა ნიდას და თავის გვერდით გადასვა..
-ხტფუი.. სინანულით გადახედა მომღიმარ გოგოს.. - ეს უწვერო რამ მოგაწონა ტო? გიკომ ნიდას გახედა.. გოგომ სიცილი ვერ შეიკავა და აფხუკუნდა..
-ეხლა ამას თავს გაუტეხავ .. ამოიღრინა ნიკამ და ფეხზე წამოდგა..
-გაანებე თავი ხომ იცი ნერვებზე თამაშობს.. დაამშვიდა გურომ გაღიზიანებული.
-რაო რა მქვიაო ლამაზო? გადახედა გიკომ გოგონას
-ნიდა..
-გიკო ნუ შეაწუხე ეგ გოგო გამოდი აქეთ.. გურომ გიკოს გახედა
-მოიცა რა.. ხელი აიქნია გიკომ. -სად გაიცანით ერთმანეთი? ინტერესით იკითხა
-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ... ამოიღრინა ნიკამ..
-მერე?
-მერე ბიზნესი ხო ჩამჩა პირველ კურსზე? ხო და ავირჩიე ეხლა ხელახლა, რომ გამევლო ჩარჩენილი.. ნიდა პირველ კურსზე არის და სავალდებულოში აირჩია თან ჩემს ჯგუფში მოხვდა ..
-მერე? აზარტში შევიდა გიკო
-რაღა მერე? გაღიზიანდა ნიკა..
-ფუ რა უჟმური ძმა გყავს ტო.. გახედა მომცინარ ომიკოს...
-თუ გინდა წავიდეთ? ჩუმად გადაჩურჩულა ნიკამ ნიდას..
-არა ვიყოთ.. გაუღიმა გოგონამ ბიჭს..
გიკო ანეგდოტებს ყვებოდა, რაზეც სიცილით იხოცებოდნენ.. გურო კომენტარს უკეთებდა გიკოს მოყოლილ ანეგდოტს. ნიდა გულიანად კისკისებდა გუროს და გიკოს კამათზე.. ომიკო მშვიდად უყურებდა გაღიმებულ ძმას ,რომელიც გოგონას მიშტერებოდა.
***
საღამომდე მცხეთაში იყვნენ, მერე ნიკას ესემესი მოუვიდა იოსგან 9საათამდე სახლში იყოს ჩემი დააო.. დვალმა ჩაიცინა და ნიდას გახედა, რომელიც გიკოს ელაპარაკებოდა.
-უეჭველი წავიდეთ ერთად.. წამოიძახა გიკომ
-სად მიდიხართ ერთად? წარბებშეკრულმა ნიკოლოზმა ათვალიერა ნიდას გვერდით მჯდომი, გაკრეჭილი გიკო..
-კინოში .. ნიდასთვის თვალი არ მოუცილებია ისე დაუბრუნა გიკომ პასუხი.
ნიკა აიჭრა.
-შენ ხომ არ უბერავ? გაცოფდა დვალი..
-შენც წამოდი თუ გინდა. უდარდელად უთხრა და გუროს პირთან მიტანილი ვაშლი წაართვა..
-ბიჭო მაგიდაზე არ იდო? .. გაბრაზდა გურო ძმაკაცის საქციელზე.
-რადროს ესაა.. ნიკოლოზმა ხელიდან გამოგლიჯა გიკოს ვაშლი, რომელიც გუროს „აახია“.
-აუუუ რა ტვინი მოხსენი შენკიდე რა.. გაბრაზდა გიკო და წართმეული ვაშლი „აწაპნა“ დვალს..-პატარა ბოსი გამოდის ტო.. მე და ნიდაჩკა მივდივართ პრემიერაზე ვო ტაკ.. სიტუაციაში გაარკვია გაცოფებული დვალი და ვაშლს „ უკბინა“
-სად მიდიხართ? სიცილით შეეკითხა ომიკო
-პატარა ბოსის სანახავად.. გაიკრიჭა გიკო
-ღმერთო ამას ტვინი მიეცი მეტი არაფერი მინდა. ხელები ზეცისკენ აღმართა და არტისტულად თქვა გურომ.
-შენ არ გვჭირდები მე და ნიდა წავალთ ერთად.. გამხიარულდა ნიკოლოზი და ნიდას მიუსკუპდა გვერდით..
-ნახე რა? არ მომტეხა პონტიდან.. დაუშტვინა გიკომ..
-ნიდუ წავიდეთ ჩვენ გვიანია უკვე.... გიკოს სიტყვები გაატარა ნიკამ და ნიდას თბილი ღიმილით გადახედა.. გოგონამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.. ნიკოლოზმა ხელი მოკითა და დივნიდან წამოაყენა..ნიდა სათითაოდ დაემშვიდობა ბიჭებს და გამხიარულებული გამოვიდა სახლიდან.
-ნიკა ნახე რა ლამაზია.. ეზოდან გამოსულმა მთვარისკენ გაიშვირა თითი.. ნიკამ ღიმილით დაუქნია თავი..
-ნიდა მოდი დაჯექი და წავიდეთ. გოგონა ბიჭს დამორჩილდა და იამაჰაზე დაჯდა..
ნიკოლოზმა ნიდას სახლთან გააჩერა და გადმოვიდა.. ნიდასაც მიეხმარა გადმოსვლაში..
-ნახვამდის ნიკოლოზ.. დაემშვიდობა დვალს.. შემდეგ ჭიშკარი შეაღო და ეზოში ჩავიდა..
-ძილინებისა ნიდუ.. გაუღიმა ნიკამ გოგონას და თვალი გაყოლა მიმავალს. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.. რამდენიმე წუთი ასე იდგა და ნიდას ოთახს უყურებდა. როცა ნიდას ოთახში შუქი აინთო… გაიღიმა.. ჩამწვარი სიგარეტი გადააგდო, იამაჰას “შემოაჯდა” და მაშინვე მოწყდა ადგილს..
***
მეორე დღეს ყველა კახეთში წავიდა.. ნიდა სახლში დარჩა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთ რაღაცეებზე არ დადიოდა, რადგან ცუდად ხდებოდა მიცვალებულების გახსენებაზე..იომაც არ დააძალა წასვლა და ქალბატონიც სახლში დარჩა..
ორ დღეში ბიჭებიც ჩამობძანდნენ თბილისში და ქორწილისთვის მზადება დაიწყეს.. ნიდა ანის გაყვა კაბის ასარჩევად.. ბიჭებიც ცალკე წავიდნენ სამოსის საყიდლად..
-გოგო აიღე ეს დასაწვავი კაბა თუ იღებ... რა მნიშვნელობა აქვს ყველა თეთრია.. დაღლილმა ნიდამ ანის შეუღრინა.
-ყველა თეთრი კია მარა სხვადასხვა დიზაინია.. კაბების თვალიერებით გართულმა ისე ამოილაპარაკა ნიდასთვის არც შეუხედავს.- აი ამას გავისინჯავ.. გასახდელისკენ წავიდა კაბითურთ...
როგორღაც აარჩიეს წელში გამოყვანილი გიპიურის კაბა, რომელიც მართლა საოცრად უხდებოდა ანის..
-გოგო ის მეორე კაბა ხომ არ ჯობდა გძელი შლეიფი, რომ ქონდა? ტაქსში მჯდომმა ანიმ ნიდას გახედა.
-არა .. ამოიფრუტუნა ნიდამ და ფანჯარას თავი მიადო..
ტაქსი ნიდას სახლის წინ გაჩერდა.. ანიმ ფული გაუწოდა მოხუც მძღოლს და მანქანიდან გადავიდა.. კაბა ნიდამ „გადაათრია“ უკმაყოფილო სახით..
-გოგო დაიჭირე ეს შენი კაბა.. მე რას მომაჩეჩე? შეუბღვირა წინ მიმავალს.. ანის თითქოს არც გაუგია ნიდას სიტყვები.. ნარნარით მიემართებოდა სახლისკენ.. კარი ნიკამ გააღო..
-საღამო მშვიდობის.. გაიღიმა ანიმ და სახლში შევიდა.. ნიკამ ნიდას გახედა, რომელსაც იმხელა ყუთი ეჭირა, თვალები ძლივს უჩანდა..
-გამომართვი.. ნიდამ ნიკას მიუგდო ყუთი და გაბრაზებული შევიდა მისაღებში.. ნიკამ ყუთი სკამზე დადო..
-რა ქენით თქვენ იყიდეთ „კოსწუმები და ჰალსტუხები“? ნიდამ დაღლილი თვალებით გადახედა ბიჭებს..
-შარვლებიც და ფეხსაცმლებიც.. გაიკრიჭა ლუკა
-აბა მე მკითხეთ? ამის ხელში ვერაფერი ვერ ვიყიდე.. წარბებშეკრულმა გადახედა იკას გვერდით მჯდომ გოგონას..
-ხვალ იყიდე.. უდარდელად თქვა ნიამ და იკას მიეხუტა.
-ხვალ ვმუშაობ.. ამოიბუზღუნა ნიდამ..
-ერთი კვირაა წინ რაიმეს აარჩევ.. დაამშვიდა ნიკამ .
***
დღეები სწრაფად გადიოდა.. ნიდა ხან სამსახურში იყო, ხან ნიას ქორწილის დეტალებს აგვარებდა.. კაბა ნიკამ უყიდა და სახლში გაუგზავნა.. ნიდას ძალიან გაუხარდა .. ზუსტად ისეთი კაბა იყო როგორიც უნდოდა, თან ბოდიალიც არ მოუწია კაბის ასარჩევად..
როგორც იქნა ქორწილის დღეც დადგა..
ნიდა ანისთან გავიდა, რამეში მანც დავეხმარებიო. თვითონ უკვე მზად იყო.. ნიკოლოზის ნაჩუქარი, მუქი წითელი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა .. თმები სალონში გაიკეთა.. დიდი არაფერი უბრალოდ კოსად დაიდგა თავზე, ძალიან უხდებოდა ის უბრალო ვარცხნილობაც.. მის სახეს გამოკვეთდა და მწვანე თვალებს უფრო ალამაზებდა..
-ნიდა ხო ლამაზად ვარ ? უკვე მეათასედ ეკითხებოდა ანი.
-კითქო გითხარი უკვე..
-ეს ვარცხნილობა უხდება ამ კაბას?
-ეხლა გისვრი აქედან.. გაღიზიანდა ნიდა.
ლუკა ბედნიერი შესცქეროდა ერთადერთ დას , რომლის გაშვებაც სულ არ უნდოდა სახლიდან..
ნიას მშობლები თვალცრემლიანნი უყურებდნენ შვილს და ვერ იჯერებდნენ მათი ქალიშვული ასე სწრაფად, რომ გაიზარდა..
სიგნალების ხმაც გაისმა....
იკა გაღიმებული შევიდა სახლში და წითელი ვარდები გაუწოდა ანის დედას.
იო როგორც ყოველთვის სერიოზული გამომეტყველებით და მკაცრი გამოხედვით შემოყვა იკას და ლუკას გვერდით დადგა.. დაჩის ტუჩის კუთხე ქონდა ჩატეხილი და ისე მოძრაობდა კამერების წინ, გეგონებოდათ მისი ქორწილი იყო.. ილარიონს თან ეხლდა ლამაზი შავგვრემანი გოგო, რომელიც მორცხვად შესცქეროდა ხალხს..გეგა ბაბნიკის იმიჯს ირგებდა.. სათვალე, რომელიც სულ არ იყო საჭირო, რადგან მზე ჰორიზონტზეც არ მოჩანდა, ცხვირზე „დაესკუპებინა“...
ნიდამ თვალი იმწამს შემოსულ ნიკას მოკრა და გაშრა.. ისეთი სიმპატიური იყო კლასიკურ ფორმაში... ნიდას ნება, რომ ყოფილიყო სულ ასე ჩაცმულს ატარებდა დვალს.. ნიკა საყვარელი გოგონას დანახვისას მისკენ წავიდა.. წელზე ხელი მოხვია და ლოყაზე ნაზად აკოცა..
-ულამაზესი ხარ.. ძალიან გიხდება ეგ კაბა. ჩასჩურჩულა ნიკამ გაღიმებულ გოგოს
-შენც ძალიან სიმპატიურად გამოიყურებითქო კი გეტყოდი, მარა ისე რას პონტში ხარ.. ცხვირი შეჭმუხნა ნიდამ..
-რა გეშველებოდა ენა, რომ არ გქონდეს? დაინტერესებულმა ნიკოლოზმა ნიდას შეხედა
-უენო ვიქნებოდი.. ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიდამ..
-მაგრამ მაინც ლამაზი იქნებოდი.. გაიღიმა დვალმა და შამპანურით სავსე ჭიქა გამოართვა ილოს..
-ნიკა იქნებ ხელი გამიშვა?
-რატო?
-ბევრი სიმპატიური ტიპია და რაიცი იქნებ ბედი გამეხსნას.. ნიდამ სწერვულად გაუღიმა, სახეზე ღიმილ შეყინულ ნიკას..
-შენი ბედი უკვე გაიხსნა და დაიხურა კიდეც ამიტომ, ჯობია ჭკვიანდ იყო.. ამოიღრინა ნიკამ და შამპანური ერთი ამოსუნთქვით დალია.
წყვილმა ჯვარი სამებაში დაიწერეს.. ირაკლი ბედნიერებისგან დაფრინავდა, ანიც მის დღეში იყო.. მანქანაში იჯდნენ და მცხეთისკენ მიდიოდნენ რესტორანში.. საჭეზე ნიკოლოზი იჯდა , დაჩი მის გვერდით იყო მოკალათებული.. უკან კი ნიდა, იკა და ანი ისხდნენ.. გაღიმებული შესცქეროდა დვალი ნიდას და ნატრობდა, როდესღაც იკას და ანის ბედი მას და ნიდას გაეზიარებინათ..
რესტორანთან გააჩერა ნიკოლოზმა მანქანა. ახალ დაქორწინებულები ერთად შევიდნენ შენობაში.. აბა ისე როგორ იქნებოდა? .. დაჩიმ ნიდას მოკიდა ხელი, მაგრამ ნიკამ გამოსტაცა ხელიდან ქალბატონი და თვითონ შეიყვანა.. გაბრაზებული დაჩიც უკან მიჰყვა..
სადღეგძელოს სადღეგძელო მოყვებოდა...
ერთ ჭიქას კი მეორე მოსდევდა...
საზოგადოება უკვე კარგად შეზარხოშებული იყო.. ნიკამ ნიდა დაინახა, რომელიც ირაკლის თანამშრომელს ეცეკვებოდა.. სასმლისგან გაბრუებული უფრო მეტად გაგიჟდა.. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მათკენ და ბიჭს ნიდას წელზე მოთავსებული ხელი უხეშად მოაცილებინა.. გოგოს მაჯაში ჩაავლო ხელი და რესტორნის აივანზე გაიყვანა..სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა..
-კიდევ ვინმე ოდნავადაც კი, რომ შეგეხოს შენ თავს ვფიცავარ გაუერთიანებ ძვალრბილს და სულ დავიკიდებ ქორწილი რომაა.. ამოიღრინა ნიკამ და აივნის მოაჯირს ცალი ხელით დაეყრდნო.. ნიდა გაოგნებული შესცქეროდა დვალს..
-ნიკა შენ რა ეჭვიანობ ? გაოცებულმა შეხედა განრისხებულ ბიჭს..
-მე ეჭვიანი არ ვარ .. მესაკუთრე ვარ .. რაც ჩემია ჩემია და ვსო. გასაგებია? წარბ აწეულმა გადახედა თვალებ გაფართოებულ ნიდას..
-ნიკა მე შენი არც შეყვარებული და მითუმეტეს არც საცოლე არ ვარ , ამიტომ არავითარი უფლება არ გაგაჩნია შენი მეძახო.. ამის გათვალისწინებით ეჭვიანობის მიზეზიც არ გქონია.. მშვიდად თქვა ნიდამ.
-კი მაქვს და იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ხარ.. სუ ფეხებზე ყოველდღე ხელჩაკიდებული თავისუფლებაზე ან რუსთაველზე თუ არ დავდივართ.. კინოში ბოლო რიგში თუ არ ვჯდებით და არ ვდოდღნით ერთმანეთს.. ისიც უაზროდ მიყვარხარს, რომ არ ვიძახით.. ის ესემესებიც ღამე მშვიდობისას და დილამშვიდობისას, რომ არ ვუსურვებთ ერთმანეთს.. ყვავილები, რომელიც არასოდეს მიჩუქებია შენთვის.. ფეხებზე ის ბანალური სიტყვებიც, რომლებიც არ მითქვამს. ის დაპირებებიც რასაც საყვარელ გოგოს პირდებიან . ხელისგულზე გატარებო, რომ ეუბნებიან აი ეგეც .. არც ის მაინტერესებს შეყვარებულები გვერქმევა თუ არა .. ფეხებზე ის ფაქტიც, რომ გამო*ირებულივით ვიქცევი.. მთავარია მე მეკუთვნი .. ჩემი ხარ და ასე იქნება სანამ ცოცხალი ვიქნები.. გინდა თუ არ გინდა ეგეც მამენტ არ მადარდებს.. მთავარია ჩემს გულს ჭირდები.. აი ამ გულს, რომელიც ვერ გეშვება. მე ასე მიყვარხარ და ასე მეყვარები. მარადიულად გაგძელდება ასე.. არც გაიფიქრო, რომ მოგეშვები.. ვერასოდეს ვერ გაგიშვებ .. ვერასოდეს..
მონოლოგი დაასრულა, ჩამწვარი სიგარეტი მოისროლა და შოკირებულ გოგოს წინ დაუდგა... შუბლზე ნაზად აკოცა და ჩაიხუტა..
-ჯობია შევიდეთ, აქ ძაან ცივა და გაცივდები.. კარები გააღო და დაბნეული შეიყვანა შიგნით.. გოგონას მოსცილდა და ბიჭებისკენ წავიდა..
ნიდას გონება ვერ ხარშავდა ნიკას ნათქვამს..მისი გულისცემა უფრო და უფრო ჩქარდებოდა.. ხელები უკანკალებდა.. ტუჩები უთრთოდა... ვერ გაერკვია რა პასუხი გაეცა დვალისთვის ან საერთოდ რა ეთქვა.. ბარბაცით მივიდა ანისთან და გვერდით დაუჯდა.. ღვინით სავსე ჭიქა აიღო და ბოლომდე ჩაცალა.. ნიკას გახედა, რომელიც იოს ელაპარაკებოდა და გულიანად იცინოდა.. თითქოს ეხლა დაინახა ნიკა დვალი.. ის ზიზღი, რომელსაც მის მიმართ როდესღაც გძნობდა (თუ გძნობდა საერთოდ) სადღაც გადაიკარგა ან „რაღაც გძნობამ“ ჩაანაცვლა.. აღელვებული აცეცებდა თვალებს.. ნერვიულად ათამაშებდა თითებს მაგიდაზე და ნიკას სიტყვებს ხმადაბლა იმეორებდა.. ჩაფიქრებულს ნიკას ხმა მოესმა და სწრაფად მიაბრუნა თავი სცენისკენ.. გაოცებულმა გაუსწორა თვალი თაფლისფერ თვალებს..
დვალი მიკროფონით ხელდამშვენებული მღეროდა კობეშავიძის red wine-ს.
ნიკოლოზს უნდოდა ეს სიტყვები როდესღაც ახდენოდა.. დარჩენილიყო ნიდასთან ერთად მარტო სადმე მთაში და დაეკიდებინა, სამყარო სადაც მათ გარდა კიდევ სხვებიც იყვნენ.. სიმღერა ისე დაასრულა, მწვანე თვალებს არ მოშორებია.. გაღიმებული გაემართა საყვარელი ადამიანისკენ.. ხელი გაუწოდა, წამოდგომაში დაეხმარა.. წელზე ხელი მოხვია და საცეკვაოდ გაიწვია..
ცეკვავდნენ ის ორი..
ცეკვავდნენ უაზროდ...
უსმენდნენ მუსიკას, მაგრამ ვერ აღიქვამდნენ ტექსტს. დაფრინავდნენ თავიანთ ფიქრებში და არ აღელვებდათ მათზე მიშტერებული საზოგადოება.. გძნობდნენ ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას, რომელიც ცხადს ხდიდა მათ გრძნობას..
-ნიკა
-ჰო
-წეღან რა თქვი?
-დაიკიდე.
-რომ ვერ ვიკიდებ?
-მაშინ დაფიქრდი... რაც გითხარი კარგად გადახარშე და პასუხი გამაგებინე. ჩუმად ჩასჩურჩულა გოგოს.. მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა, თავზე აკოცა და მარტო დატოვა ჩაფიქრებული.
***
ქორწილი ჩვეულებრივ მიმდინარეობდა ..
ყველა მხიარულობდა, ცეკვავდა, ერთობოდა.. მხოლოდ ნიდა იჯდა ფანჯარასთან განმარტოებით.. ღვინის ჭიქა ეჭირა ხელში და ჩაფიქრებული მიშტერებოდა დვალს .
-ნიდუ რა გჭირს? გვერდით მიუჯდა იო და ნიდას ჭიქა ხელიდან გამოართვა..
-არ ვიცი . თავი გააქნია და იოს ჩაეხუტა.. -თურმე ვუყვარვარ.. ამოისლუკუნა ნიდამ
-ვის ?
-იმას.. თითი ნიკასკენ გაიშვირა და ცრემლი თვალიდან მოიცილა..
-შენ ?
-არა ..
-როგორ არა ? გიყვარს .. უბრალოდ არ გინდა მაგის გააზრება.. ნიდა დაფიქრდი .. ნიკას მართლა უყვარხარ.. აი შენ თავს ვფიცავარ რო უყვარხარ.. მშვიდად თქვა და გოგო ფეხზე წამოაყენა.. მაგაზე მერე... ეხლა კი წამო ვიცეკვოთ..
-კარგი რა იო .. არ მინდა ცეკვა.. მკლავზე მოკიდებულ იოს ხელს დაეჯაჯგურა..
-გინდა..
ცეკვავდნენ წყნარ მელოდიაზე ..ნიკა გაღიმებული აკვირდებოდა საყვარელ გოგონას..
-წამო ჩვენც ვიცეკოთ.. ხელი ჩაავლო ლუკამ ლიკას და სწრაფად წაიყვანა საცეკვაოდ.
-იქნებ გეკითხა მინდოდა თუ არა შენთან ცეკვა? გაბრაზებულმა შეუბღვირა ბიჭს
-რათ უნდოდა კითხვა მაგას? თვალებით მჭამდი მოდი მეცეკვეო ..
-შენ გეპეის კიბეებიდან ხო არ დაგორებულხარ ?
-არა... რა იყო რო? წარბაწეულმა დახედა გაღიზიანებულ ლიკას
-ტვინის შერყევის ნიშნები გაქვს .. ამოიღრინა ლიკამ და „ვითომ შემთხვევით“ ბიჭს ქუსლი დაადგა ფეხსაცმელზე. ლუკამ ამოიოხრა.. -ვაიმე ბოდიში.. დანაღვილიანებულმა ახედა სახე დამანჭულს..
-აუტანელი ხარ .. ხელი უშვა ქალბატონს და კოჭლობით წავიდა სკამისკენ, რომ დამჯდარიყო.. ლიკამ ჩაიცინა და კმაყოფილი დაუბრუნდა თავის ადგილს..
-ნიკუშ ნახე ის გოგო რა ლამაზია.. მაგარი ნაშაა .. გეგა ნიკას ამოუდგა გვერდში და თვალით ანიშნა შავგვრემან გოგონაზე..
-ერთი მაგის დედაც ვატირე.. გოგოსთვის არც შეუხედავს ისე თქვა. ღვინის ჭიქას მოკიდა ხელი და „გადაკრა“..
- ბიჭო რა გჭირს ? გეგამ ნიკას გადახედა, რომელიც მოცეკვავე და ძმას შესცქეროდა
-ვუთხარი, რომ მიყვარს. ნიდაზე თვალმოუცილებლად ამოთქვა
-ვა მერე.. ინტერესით შეხედა გეგამ..
-არაფერი..
-ნეტა იმ ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდეს .. ბოროტულ ფიქრებში გართული ლუკა ნიკას გვერდით დაჯდა.. -არა ფეხსაცმელს რას ვერჩი? თვითონ იმას უნდა მოტყდეს ფეხი..
-ვიზე ამბობ? გეგამ გაბრაზებულ ბიჭს გახედა..
-იმ ალქაჯზე .. თვალით ლიკასკენ ანიშნა, რომელიც ანის ელაპარაკებოდა.
გეგამ ჩაიხითხითა.. ნიკას არც მოუსმენია ძმაკაცების საუბარი.. „რაღაც“ სცენას თვალებდაწვრილებული აკვირდებოდა.. შემდეგ სწრაფად წამოხტა ფეხზე და ანის თანამშრომლისკენ გაქანდა.. მუშტი მოუქნია ბიჭს და ძირს დააგდო.. არც მერე გაჩერებულა.. ლუკაც ჩაწვდა სიტუაციას და მაშინვე მივარდა ნიკასთან.. სიტუაცია ასეთი იყო.. ანის თანამშრომელმა ზუკამ, სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა იკას ბიძაშვილ იას.. ეს ყოველივე ვერ აიტანა ნიკამ და ატყდა ჩხუბი.. ნუ ეს მოსალოდნელიც იყო.. აბა ისე როგორ? ქართული ქორწილი მამა პაპური გინებითა და ჩხუბით, რომ არ დამთავრებულიყო..
იოც მოსცილდა ნიდას და მაშინვე დვალისკენ წავიდა..
-ანი ეს ტორტი კაია? გადახედა მის გვერდით მდგომ გაოცებულ პატარძალს, რომელიც შეჯგუფებულ ხალხს უყურებდა და სადაც იყო ტირილს დაიწყებდა..
-ნიდა რა დროს ტორტია? არ გამაგიჟო ეხლა.. შეხედე რა ხდება?
-ანუ კაია? ტორტის ნაჭერს ჩანგალი ჩაარჭო.. აკანკალებული ხელით „ვითომ“ გემრიელად ჭამდა და ნერვიულად აკვირდებოდა მოჩხუბარ საზოგადოებას..
-გოგო წადი დროზე ნიკა დაამშვიდე.. თხოვნით გახედა ანიმ ნიდას.
-ვაიმე მართლა გემრიელი ყოფილა ეს ტორტი.. ხო გეუბნებოდი შოკოლადის ტორტი ყველაზე კაიათქო? ანის სიტყვები დააიგნორა, რადგან სულ არ უნდოდა ახლოს მისულიყო ნიკასთან.. იცოდა ემოციებს ვერ შეიკავებდა და ტირილს დაიწყებდა, ამიტომ არჩია „ჩხუბისთვის“ გვერდი აევლო..
-ნიდა წადითქო.. გაბრაზებულმა გაიშვირა თითი ნიკასკენ, რომელიც „ ლამაზი სიტყვებით“ ამკობდა ზუკას..
-ოოო მოიცა რა .. ხელი აიქნია ნიდამ..
-დროზე.. უბძანა ანიმ და ნიდას თვალცრემლიანმა შეხედა ..
-ხო კაი.. კანკალით წამოდგა ფეხზე და ნიკასკენ გაემართა.. გულისცემა აუჩქარდა ნიკას გაცოფებულ სახეს, რომ გადააწყდა.. ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა..
-ნიკა შეეშვი.. მკაცრად უთხრა იომ და როგორც იქნა მოგლიჯეს, ძირს დავარდნილ ბიჭს დვალი.
-ნიკა.. ამოიკნავლა ნიდამ .. ნიკოლოზმა მაშინვე შეხედა აწყლიანებულ მწვანე თვალებს.. იმ თვალებს რომელიც ძაან უყვარდა.. განსაკუთრებით მაშინ თუ მასში ცრემლიც იყო ჩამდგარი.. მაგრამ ახლა ის წყლიანი თვალები არ მოეწონა, საშინლად გაბრაზდა, ნიდას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წაიყვანა.
***
მანქანაში ისხდნენ და თვითონაც არ იცოდნენ სად მიდიოდნენ.. ნიდა ნიკას ხელს მიშტერებოდა, რომელიც ჩაწითლებული ქონდა.. ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა.. საშინლად ანერვიულდა..
-ნიკა სისხლი მოგდის..
-არაუშავს... ხელით მოიწმინდა ტუჩიდან წამოსული სისხლი.. -ნიდუ დღეს დარჩი რა ჩემთან..თხოვნით შეხედა გოგოს.. - მხოლოდ დღეს.. შენ თავს ვფიცავარ ამის შემდეგ თვალით აღარ დაგენახვები.. საერთოდ გავქრები .. ოღონდ დღეს ბოლოჯერ მაინც იყავი ჩემთან.. ნიდას ხელი აიღო და ხელისგულზე აკოცა..
-ნიკა მე.. დაბნეულმა შეხედა ბიჭს ..
-არაფერი თქვა.. გოგონას სიტყვა გააწყვეტინა დვალმა... უბრალოდ აი ამ წუთებით ვიცხოვროთ.. მე და შენ.. მხოლოდ მე და შენ.. ამოიოხრა ნიკოლოზმა.. მანქანა დიღმის ტრასაზე გააჩერა.
-ნიკა მომწონხარ. ნიდას ჩურჩულით ნათქვამი გაიგო და თავი სწრაფად მიატრიალა მისკენ.. -თავიდან სხვანაირი იყავი ან უბრალოდ მე მეგონე ისეთი, როგორიც არ ყოფილხარ.. ნიკას არც უყურებდა ისე ამბობდა გულში დაგროვილ სიტყვებს.. პირველად ბათიაშვილის ლექციაზე გნახე გახსოვს?
ლეპტოპის წასაღებად გამომგზავნა ლექტორმა.. შენ ბატონ ზურას ეჩხუბებოდი თან თითებს შორის დაკავებულ სიგარეტს ცხვირ წინ უფრიალებდი .. არ მომეწონა შენი ქმედება .. აი აქედან დავიწყე შენთვის მინუსების დაწერა... მერე მეორედ ლიფტში ლენკასთან ერთად გნახე.. ისიც გავიგე, როგორ შიაგინე. ეგეც მინუსში ჩაგითვალე და აი ამ დრომდე მინუსებში იყავი, მაგრამ ეხლა არ ვიცი.. ავირიე..
ადრე ასე ახლოს არც ვიყავით.
საერთოდ არც მიცნობდი... ნუ რაში გაინტერესებდი ? შენ შენი სასტავით მოძრაობდი, მე ჩემით. ნიკოლოზ დვალი, რომელიც ყოველთვის არის უნივერსიტეტის შუაგულში.. მუდმივი ჩხუბების, „კაჩავის“ და გინების დამსახურებით .. რა იქნებოდა იოს და, რომ არ ვყოფილიყავი ? შენ ვერც გამიცნობდი და ვერც გაიგებდი ჩემი არსებობის შესახებ... ნიკა მე არ ვეკუთვნი იმ შენს სამყაროს, რომელიც შენ შექმენი .. მე მე ვარ.. აი ასეთი ჩვეულებრივი ნიდა . არაფრით არ გამოვირჩევი ადამიანებისგან .. ნუ თუ ასეთი გიყვარვარ ნიკოლოზ? ასეთი ნიდა გიყვარს ?
-ნიდ ეს არც მე არ დამიგეგმავს , უბრალოდ გულს შეუყვარდი .. შენ ხარ ის ვინც ჭირდება.. ხო აი ეს უბრალო ალქაჯი, უმაკიაჟო, შარვლით მოძრავი, თმაგაწეწილი ნიდა შემიყვარდა ... თავისი შხამიანი ენითურთ. ჩაიცინა ნიკამ და ნიდა თავის კალთაში გადასვა, რომ ჩახუტებოდა.
-არ მინდა რომ იმედი გამიცრუვდეს.. ჩაიბურტყუნა ნიდამ და ნიკოლოზის ყელში ჩარგო გაყინული ცხვირი.
-არ გაგიცრუვდება ნიდ. არც იმაზე იდარდო, რომ ჩემს შექმნილ სასტავს არ ეკუთვნი. მთავარია მე მეკუთვნოდე.. გაიღიმა დვალმა და ნიდას შუბლზე აკოცა.. პირველად ბათიაშვილის ლექციაზე კი არა, ბიბლიოთეკაში გნახე .. გაიცინა ნიკოლოზმა.. ჩემს სიგარეტის ცხვირ წინ ფრიალს კი ქონდა მიზეზი.. მაგ დროს შესვენება უნდა ყოფილიყო და გავიდოდი კიდევაც შარი, რომ არ მოედო ბატონ ზურას.. სხვანაირად იყო კაროჩე ყველაფერი.. შენ სულ სხვა დასკვნა გაგიკეთებია და მინუსიც შეცდომით დამიწერე.. თითი ჩამოკრა გოგონას ცხვირზე.. ლენკა კი ნამდვილად იმსახურებდა იმ გინებას, მაგრამ გეთანხმები არ უნდა შემეგინა.. მაგრამ წყობიდან გამომიყვანა და წამომცდა.
-გიხდება ეს სამოსი.. ნიდამ დვალს ახედა.
-ჰო წლოვანებას მმატებს და დასტოინ იმიჯს კარგად ვირგებ .. გაიცინა ბიჭმა.
-რატომ ეჩხყბე ზუკას ?
-იმიტომ, რომ არაკაცია... არ მინდა მაგაზე ლაპარაკი მაგას მერე მივხედავ. დასერიოზულდა დვალი..
რამოდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, მარტო მათი სუნთქვის ხმა ისმოდა.. ნიდას გული გამალებით ცემდა იგივე მდგომარეობაში იყო ნიკა..
-იოს და, რომ აღმოჩნდი მაგან ყველაფერი გაადვილა...სიჩუმე დვალმა დაარღვია.. მაგრამ გინდაც იოს და არ ყოფილიყავი, მე მაინც შემიყვარდებოდი.. შენ ჩემი პლიუსი ხარ, მე კი შენი შეცდომებიანი მინუსი.. ჩაიცინა ნიკამ და გოგონას თავზე აკოცა... რომ ამბობენ მეორე ნახევარიო.. აი ეგაა რა .. ვიპოვეთ ჩვენ ჩვენი თავი და გავმთლიანდით. გოგონას წელზე ხელები მოხვია და ჩაეხუტა..
-რა იცი, რომ ერთმანეთის ნახევრები ვართ? დაეჭვებულმა შეხედა.
-ვგძნობ.. გაიღიმა დვალმა..
ნიკას მობილური „ამღერდა“.
-ხო იკა..
-ბიჭო სად გავარდი ? ხო კარგად ხარ ?
-კარგად ვარ .. ბოდიში რა ჩაგიშალე ქორწილი..
-მეც იგივეს ვიზამდი არ იღელვო მაგაზე..
-ია როგორაა?
-გეგამ წაიყვანა სახლში.. ბიჭო ნათიამ გიკითხა.
-ფუ შენი... დაინახა? მაგ დროს ხომ აივანზე იყო?
-არა არაფერი არ დაუნახია, პროსტა გიკიტხა. ომიკომ უთხრა დაიღალა და წავიდაო ამიტომ მოგვარებულია შენი აორთქლება .. ჩაიცინა ირაკლიმ. ხო მართლა, იომ სახლში მიიყვანოს ჩემი და დროზეო.
-აუ მაგანაც რა შეჭამა ტვინი რა.. ვაფშედა ცოლად მომყავს .. ისეთი კატეგორიული ხმით თქვა ნიდა მაშინვე „გადაძვრა“ მეორე მხარეს.. დვალმა გაიცინა.
-იკუნა შენს მეუღლესთან ვიცეკვებ რა ? მოესმა დვალს ყურმილის იქით გიკოს ხმა
-არათქო. კატეგორიული ნათქვამიც გაიგო. -წავედი ნიკუშ მე თორე შემჭამა ამან. ჩემს ცოლთან მე ვერ მიცეკვია მოკლედ რა. ჩაიბუზღუნა..ხვალ დაგირეკავ კიდე ჭკვიანად. მოაძახა დეიდაშვილს და მობილური გათიშა.
ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა დაბნეული გოგოს დანახვისას.. მანქანა დაქოქა და ნიდას სახლისკენ გაემართა..
იმ დღეს ნიკა ნიდასთან დარჩა, სანამ იო არ დაადგა თავზე..ბიჭი მძინარე ნიდას გვერდით იწვა და მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა..
-ოჰ მოგვიწყვია კომფორტი.. ამოიღრინა იომ და ოთახის კარი ნელა მიხურა.. -რაო მიყვარხარო? ტუჩის კუთხე ჩატეხა იოანემ და მძინარე დას იქვე მიგდებული პლედი დააფარა..
-არა მომწონხარო.. გაიღიმა ნიკამ და საწოლიდან ფრთხილად წამოდგა.
-მიყვარხარსაც გეტყვის.. ჩაიცინა იომ
-არ მინდა მაგის თქმა . გაიღიმა დვალმა და ძმაკაცს გახედა.. - დღეს დავინახე მის თვალებში ის სხივი, რომელიც მინდოდა, რომ დამენახა. მარა სხვა სიტუაცია, რო ყოფილიყო კაი იქნებოდა.. დანანებით თქვა და მძინარე ნიდას გახედა..
-იოანე რატო ჩაკეტე შვილო კარი? ნიდა ხო კარგადაა? კარებზე დააკაკუნა ქალბატონმა დალიმ..
-დედაჩემია. გაფითრებულმა იომ ნიკას გახედა..
-დამერხა? პირდაღებულმა ამოთქვა
-არა დაგვერხა..შეასწორა იომ დვალის ნათქვამი. იოანე კარებთან მივიდა და გააღო.. თავი გაყო გარეთ .. -რა იყო დალი?
-გააღე კარი რა გჭირს შვილო?
-პირსახოცის ამარავარ დალი რა გავაღო.. ნიდასთან შემოვედი ფენი მინდოდა .. სხვა ვერაფერი მოიფიქრა იოანემ და რაღაც უაზრობა „დაბეთქვა“
- მშრალი გაქვს შვილო თმა.. ეჭვისთვალით გადახედა შვილს და კარებში მდგარი გვერდით „გაწია“.. ჩაცმული იოს დანახვისას ქალი გაკვირვებული დარჩა.. სწრაფად მოავლო თვალი ოთახს და უფს....ნიკაც დაინახა.
-გამარჯობათ.. გაიკრიჭა ნიკოლოზი.. იომ შუბლზე იტკიცა ხელი..
-აქ რა ხდება? კითხა შვილს
-მე აგიხსნით ყველაფერს, ოღონდ სხვა ოთახში გავიდეთ ნიდა, რომ არ გავაღვიძოთ.. თბილად გადახედა მძინარეს შემდგომ კი , მომავალ სიდედრს შეხედა.
მისაღებში იჯდნენ ბატონი ზაზა, ქალბატონი დალი, აღელვებული იო და ანერვიულებული ნიკა..
-ბატონო ზაზა მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს.. პირდაპირ აჯახა კაცს.-შეყვარებულობანის თამაშს არ ვაპირებ. ვიცი ნიდა ჯერ არ არის ოჯახის შესაქმნელად მზად, ამ მიზეზის გამო კი ჩვენი ქორწილი, რამდენიმე წლით გადაიწევს, მაგრამ აუცილებლად შედგება.. მკაცრად თქვა ნიკამ. ვიცი აქამდეც უნდა მეთქვა ამის შესახებ. დამნაშავესავით ჩაღუნა თავი..
- ბიჭო.. ბატონმა ზაზამ შვილს გახედა. რას დამიდექი აქ ხესავით მოიტანე ღვინო დავლოცოთ აწ მომავალი სიძე.. ჩაიცინა კაცმა და ნიკას შეხედა.. დვალს გაეღიმა და ღმად ამოისუნთქა.. იოანე ეგრევე სარდაფში გავარდა ღვინის მოსატანად.. ქალბატონი დალი ლამის გაგიჟდა..
-რა დროს დალევაა კაცო რესტორანში ვერ ჩაისხი კარგად? გაბრაზებულმა შეხედა ქმარს.. კაცმა ხელი აიქნია და სახე დამანჭა ცოლის ქოთქოთით შეწუხებულმა..
იოანე ღვინის დოქით ხელდამშვენებული, გაღიმებული „შევარდა“ მისაღებში.
ბატონმა ზაზამ სიძეც და შვილიც დალოცა ნუ ამაზე რათქმაუნდა არ გაჩერდებოდნენ, ამიტომ ახალ-ახალი სადღეგძელოებიც შეამატეს და კარგადაც დათვრნენ.. იოანემ ნიკა ნიდასთან დააწვინა.. მასაც დაეზარა თავის ოთახში გაბოდიალება და გვერდით მიუწვა ძმაკაცს.. აი რა კარგია ორ საწოლიანი და მისი ჯანი.. ამოიბურდღუნა იომ ..
დილით ნიდას ბიჭებზე ადრე გაეღვიძა და გაღიმებულმა შეხედა ნიკოლოზს.. ნიკოლოზმაც იგრძნო გოგოს მზერა და ქუთუთოები ერთმანეთს დააცილა..
-დილამშვიდობისა ნიდუ. გაუცინა საყვარელ გოგოს და მისკენ მიჩოჩდა.
-ხელი უშვი ჩემ დას .. დაბოხებული ხმით ბრძანა იომ.. ნიკა იოს ხმის გაგონებაზე შეხტა და სწრაფად გადაბრუნდა მისკენ..
-შენ აქ რა გინდა ტო? წარბებშეკრულმა იოანეს შეხედა.
-შენ მგონი გავიწყდება ნიდაჩკა, კაი ბიჭის და რომაა.. გაიცინა იომ და ლოგინიდან წამოდგა.. აუ თავი მისკდება. შეწუხებული სახით თქვა იომ და სიცილი უკმაყოფილო სახემ ჩაანაცვლა..
-ხვალ უნივერსიტეტი იწყება.. ნიდამ ნიკოლოზს გახედა..
-ვიცოდი რაღაც გამიხარდებოდა დილიდან და აი თურმე რა.. ირონიულად თქვა ნიკამ.
-ხვალ კახეთში არ უნდა წავსულიყავით? შენ არ მოდიხარ? იომ ნიკოლოზს კითხა
-მოვდივარ .. მაინც პირველი კვირა ქულებს არ წერენ და მისვლასაც აზრი არ ააქვს.. თქვა და საწოლიდან წამოდგა..
სამზარეულოში ჩასულებს ქალბატონი დალი და ბატონი ზაზა შეეგებათ..
-სიძეც მოსულა.. გაიცინა კაცმა და ნიდას გადახედა, რომელსაც ამის გაგონებაზე წყალი გადასცდა და ხველება აუტყდა..
-ვინაო? გვერდით მდგომ ნიკას გახედა.
-სიძეო.. ამაყად თქვა და გაიჯგიმა.. ნიდამ გაფართოებული თვალებით შეხედა დვალს. -რა არ ვარ სიძე ? .. რათქმაუნდა ვარ .. გაიკრიჭა ნიკა..
-რეგვენი.. ამოიბურტყუნა ნიდამ.
***
ერთი კვირა ისე გავიდა ნიკას ნიდა არ უნახავს.. კახეთში წავიდა ბიჭებთან ერთად, სათბურების გასაკეთებლად.. ამასთანავე კიტრის ჩითილიც უნდა ეყიდათ. ნუ თავიანთ ბიზნესს ხედავდნენ, ამიტომ სიყვარულისთვის აღარ ეცალა ნიკოლოზს.. თან ნიდას ფიქრის საშვალებაც მისცა..
ნიდა უნივერსიტეტში მოწყენილი დადიოდა. ნიკოლოზის ყოველდღიურ „სიგიჟეს“ და ყურადღებას ისე იყო შეჩვეული, რომ დვალის არ გამოჩენამ მის ცხოვრებაში რაღაც დაუკმაყოფილებლობისა და სიცარიელის გძნობა დატოვა.. არაფრის ხალისი არ ქონდა.. ყოველწუთს ამოწმებდა ტელეფონს და ელოდა ზარს ან ესემესს დავალისგან..
-უყვარდა?
რა თქმა უნდა უყვარდა .. ის თმა გაბურძგნული, თაფლისფერ თვალება, საყვარელი გამოხედვითა და გულწრფელი სიტყვებით მოლაპარაკე ნიკოლოზი..
-ენატრებოდა?
და მერე როგორ .. ყოველ ღამით კადრებივით იხსენებდა ნიკასთან გატარებულ დღეებს..
ორშაბათი დღე იყო, სამ საათიანი ლექციიდან გამოსული კაფეტერიაში ავიდა, ნოესთან ერთად.. ღიმილი სახეზე შეეყინა ბატონი ნიკოლოზი, რომ დაინახა ლენკას გვერდით მჯდომი .. თავის სასტავთან ერთად ბძანდებოდა .. გულიანად ხარხარებდა და სულ არ ეტყობოდა მოწყენილობა, რომელიც ნიდას ნახვით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ბიჭმა მაშინვე შენიშნა გოგო. სკამიდან წამოდგა და გღიმებული წავიდა მისკენ.. ნიდამ გაცოფებულმა გახედა დვალს და კაფეტერიიდან გავარდა.
-ნიდა .. კიბეებზე დაეწია საყვარელ გოგონას, მკლავში ხელი ჩაავლო და ჩაეხუტა.. -მომენატრე.. ამოთქვა ჩუმად..
-გეტყობა.. ამოიღრინა გაბრაზებულმა.
-ეხლა არ თქვა ლენკაზე ვიეჭვიანეო.. სახედამანჭული მოსცილდა ნიდას და თვალებში ჩახედა.
-მე ეჭვიანი არ ვარ მესაკუთრე ვარ .. რაც ჩემია ჩემია და ვსო.. გაიმეორა ნიკას ფრაზა და წარბ აწეულმა გახედა ბიჭს.. დვალს ჩაეცინა..
-ხო ატრიალე ჩემი სიტყვები მეტი ლექსიკონი შენ არ გაგაჩნია და.. მიბაძა ნიკამ გოგოს, ცხვირი აიბზუა და ხელები გადაჯვარედინა.
-რატომ არ მნახე, რომ ჩამოხვედი? ნაწყენმა ახედა ბიჭს
-ეხლახანს ჩამოვედი შენ თავს ვფიცავარ.. სახლშიც არ მივსულვარ, პირდაპირ აქ წამოვედი. ნოეს მივწერე კაფეტერიაში ამოეყვანე, სურპრიზი მინდოდა ყოფილიყო ჩემი აქ ნახვა, ასე მოულოდნელად მაგრამ, როგორც ჩანს არ გამომივიდა..
-და რატომ არ დამირეკე იქიდან?
-და შენ? შენ რატომ არ დარეკე? ნიდა გაჩუმდა. ნიკამ გაიღიმა, გოგონას ლოყაზე აკოცა. -ჯიუტი ხარ მაგრამ რა ვქნა რომ მანც მიყვარხარ? თავი გააქნია. - წამო რა სადმე წავიდეთ... ხელო ჩაკიდა ნიდას და კიბეზე დაეშვა.
-ჯერ ბიბლიოთეკიდან წიგნს გამოვიტან და მერე წავიდეთ.. თვალები გაუნათდა ნიდას.. გული სწრაფად უცემდა და ისეთი გძნობა ქონდა თითქოს ფრენა შეეძლო..
წიგნი გამოიტანეს და უნივერსიტეტიც დატოვეს..
-გიკომ დამირეკა ამოდით ჩემთანო და ავიდეთ, რამდენიმე საათით და მერე სადმე წავიდეთ, მხოლოდ მე და შენ.. ღიმილით შეხედა გოგონას და მანქანის კარები გაუღო..
-მეგონა იამაჰათი იყავი.. გახედა საჭესთან მჯდომს..
-ლუკამ წამართვა ლიკა უნდა გავასეირნოო და ასე გავცვალეთ.. გაიცინა დვალმა
-გააგიჟებს მაგ გოგოს.. თავი გააქნია ნიდამ და თვალები გადაატრიალა.
კორპუსის წინ გააჩერა ავტომობილი.. სადარბაზოში შევიდნენ და ლიფტი გამოიძახეს. როგორღაც ააღწიეს და კარებზე დააკაკუნეს.. გაკრეჭილმა გიკომ გააღო კარები ..
-ნიდაჩკა კიდე ამ უწვეროსთან ერთად ხარ ტოოო? გაიწელა გიკო
-გადი იქით რა .. გაბრაზებულმა დვალმა შეუღრინა ბიჭს და ხელი კრა სახლში, რომ შესულიყო. მისახებში შევიდნენ და გუროს გადააწყდნენ.
-სადაც გიკოა იქ გუროცაა. სიცილით თქვა ნიკამ. -რა გინდა რას მომიყვანე თქვი ეხლა? გახედა გიკოს.
-შენ ვაფშე ვინ დაგპატჟა მე ნიდას მოყვანა გთხოვე თორე შენ თუ გინდა წადი.. უდარდელად თქვა და დივანზე დაჯდა. -ნიდა წამო ეხლა მე და შენ წავიდეთ კინოში.. ახალი იდეით გახარებულმა გიკომ გახედა გოგონას..
-წავიდეთ.. დაეთანხმა ნიდაც.
-და რა ვნახოთ? .. სიტყვა ჩააკვეხა ნიკამ
-ა შენც მოდიხარ.. სახე დამანჭა ბიჭმა. -ნიდას ხელი მოკიდა და კარებისკენ გააქანა..
-დაგველოდე ბიჭო ჩვენც მოვდივართ.. მიაძახა გურომ გამხიარულებულ ძმაკაცს..
გიკომ სახლის კარები კარგად ჩარაზა და ლიფტში შევიდა..
-გაზი ჩართული ხომ არ დამჩა? გიკომ გუროს კითხა.
-არა ..
-შუქი?
-არა
-წყალი?
-არათქო.. გაბრაზდა გურო
-და ფანჯარა ღია ხო არ....
-არა .. ერთდროულად იყვირეს ნიკამ და გურომ...
-ფუ რა უჟმურ სასტავთან ვმოძრაობ ტო.. ამოიფრუტუნა გიკომ
მანქანაში იჯდნენ და რუსთაველისკენ მიემართებოდნენ..
-პიპიაში ვზივაროოოო ვზივაროოო.. კინოში მივდივაროოო მივდივაროოო.. ყროყინებდა გიკო და გაჩერებას არ აპირებდა.. საჭესთან მჯდომ ნიკას მოთმინების ფიალა ამოეწურა..
-ეხლა ამას მოვკლავ.. ხელი გაუშვა საჭეს და უკან მიბრუნდა გაცოფებული..
-ბიჭო საჭეს მიხედე.. ყვიროდა გურო და თვალებს ხუჭავდა სიკვდილის მოლოდინში.. ნიდა საჭეს ჩაფრენოდა..
-ნიკაააა .. იყვირა ნიდამ და როგორც იქნა ნიკაც მობრუნდა წინ..
-კიდევ ერთხელ ხმას ამოიღებ და ცოცხლად დაგწვავ.. გააფრთხილა ნიკამ
-გიჟი.. შეშინებულმა გიკომ ნიკას მიმართულებით თქვა.
-რამე მითხარი? სარკიდა გამოხედა ნიკამ
-არა .. სწრაფად თქვა და ფანჯარაში გაიხედა..
კინოში გაღიმებულები შევიდნენ..
-მე წავალ პოპკორნს და კოლას ვიყიდი. თქვენ ბილეთები იყიდეთ.. ბძანება გასცა ნიკოლოზმა..
უკვე სკამებზე ისხდნენ და კინოს დაწყებას ელოდნენ.
დადამ ...დაიწყო... მარა მოიცა.. ეს რა არის.. „ტროლები“? ..ნიკამ და გურომ მაშინვე გიკოს გახედეს, რომელიც თვალებ გაბწყინებული უყურებდა მუტფილმს..
-ამის ნაყიდი ბილეთები რა იქნებოდა.. მუჭში დაჭერილი პოპკორნი ისევ ყუთში ჩაყარა გურომ..
-ნიდა წამო ჩვენ სხვა რამეს ვუყუროთ გადაუჩურჩულა ნიკამ გოგონას.
-მოიცა რა ნახე რა საყვარლები არიან .. ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია ისე თქვა.
სხვა რა გზა იყო . უყურებდა „ რაღაც“ არსებებს და გიკოს „ მშვენიერი“ ფრაზებით ამკობდა..
რამდენიმე წუთის შემდეგ კი უფრო საინტერესო გახდა სიტუაცია..
გუროს გიკოს მხარზე კომფორტულად ეძინა..
გიკო გაღიმებული უყურებდა ეკრანს..
ნიდაც იგივე პოზიციას ინარჩუნებდა..
ნიკა კი გოგონას უყურებდა და სულ არ აინტერესებდა ტროლი...
-გურო ბიჭო ნუ ხვრინავ .. ვერ ვუყურებ მასე.. მუტფილმის ყურებაში ხელის შემშლელ მეგობარს მუშტი ჩაარტყა გვერდში. გურო დაფეთებული წამოხტა.. სიტუაციაში გარკვევაც ვერ მოასწრო უკან მჯდომი ქალის წიკვინი, რომ გაისმა.
-იქნებ დაჯდეთ თქვენს ადგილას, ხელს უშლით ბავშვებს ..
-ოჰ ბოდიში.. ამოიღრინა გურომ და თავის ადგილს დაუბრუნდა.. შემდეგში ბილეთების საყიდლად წავალ მე..გაბრაზებულმა გახედა ნიკას..
-გიკოსთან ერთად აღარ წამოვალ კინოში.. აჰყვა ნიკაც..
-გაჩუმდით ხელს მიშლით ყურებაში.. წარბებშეკრულმა ნიდამ ბიჭებს გადახედა..
ეს დღე ასე ლამაზად დასრულდა, გიკოს წყალობით.
***
ოთხშაბათი დღე იყო.. ნიდა ტურიზმის გეოგრაფიის ლექციას ესწრებოდა.
აუდიტორიაში ნიკოლოზ დვალი შევიდა და ნიდას გვერდით მოკალათდა.
-ტურიზმის გეოგრაფიაა ნიკა.. გადაუჩურჩულა ბიჭს.
-ვიცი.. არჩევითიდან ავირჩიე..თვალი ჩაუკრა ნიდას და ლექტორს გახედა..
-დვალი მენეჯმენტზე არ ხარ შეენ? ქალბატონმა ლარისამ ნიკას შეხედა
-კი .. უბრალოდ ეს მინორში ავიღე..
-გასაგებია.. წინაზე როგორც ტურიზმის საფუძვლებში აიღე 82 ქულა, წელსაც იგივეს ველი ამ საგანში.. გაიღიმა ქალმა..
-ვეცდები.
-რახან ყველა შევიკრიბეთ მაშინ დავიწყებ.. ჯერ იმას გეტყვით, რომ ხუთ დღიანი ტურის უფლება გვაქვს .. ვისაც გინდათ წამოდით .. თანხა თქვენ შეკრიბეთ.. ტურიზმის ბავშვები ხართ უმეტესობა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ბევრნი ვიქნებით.. მარშუტს ახლავე გაგაცნობთ.
მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - ქორულდის ტბები - თბილისი;
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო..
სატრანსპორტო საშუალება: მიკრო-ავტობუსი;
კვება: სამჯერადი
განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო;
ტურის ხანგძლიობა: 5 დღე;
ტურის ღირებულება 350 ლარი..
ვისაც გსურთ ამ ტურში მონაწილეობის მიღება შაბათს მომიტანეთ თანხა.. კვირას კი ჩვენი მარშუტი გავა.. ღიმილით დაასრულა ლექტორმა მონოლოგი და ბავშვებს გადახედა..
-მე და შენ მივდივართ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა და გოგონას შეხედა.
უნივერსიტეტიდან ერთად გამოვიდნენ.. ნიკოლოზი გამხიარულებული იყო.. ბიჭებმა დაურეკეს რესტორანში მივდივართ და წამოვო.. ნუ რა თქმა უნდა დვალს უარი არ უთქვია.. ნიდასაც ჩაკიდა ხელი და თან წაიყვანა.
რესტორნის წინ იდგნენ იო, დაჩი, ლუკა, ლიკა, გეგა, ილო და უცნობი გოგო, რომელიც ნიდამ ნიას ქორწილში ვერ გაიცნო..
-სდაროვა სასტავ . ნიდამ იამაჰადან „გადმოალაჯა“ , ჩაფხუტი ნიკას მიუგდო და ბიჭებს გაეკრიჭა..
-წესიერად მოიქეცი.. თვალები დაუბრიალა იომ.. ნიდამ წარბებშეკრულმა გახედა..
-ნიდაჩკა გაიცანი ეს არის ჩემი განო.. გაიღიმა ილიამ და გოგონას ჩაეხუტა..
-სასიამოვნოა.. ერთდროულად თქვეს და ერთმანეთს გაუღიმეს..
-აუ შევიდეთ რა გახმა კუჭი . საცოდავად დამანჭა სახე ლუკამ
-ტვინი გაქვს შენ გამხმარი.. წაკბინა ლიკამ
-შენ ენა გაქვს გასახმობი.. არ შეარჩინა სიტყვა გოგოს.
-რა გაბურღეთ ტვინი ტო.. შედით თუ შედიხართ.. მათი კამათით მობეზრებულმა გეგამ ხელით უბიძგა ლუკას, რომ შესულიყო..
-რას მეჯიკავები. შეუბღვირა ლუკამ დადეშქელიანს.
ნიკამ ნიდას წელზე მოხვია ხელი და ასე ერთად შებძანდნენ რესტორანში.. ჯენტმენის როლი კარგად მოირგო და მაგიდასთან მისულს სკამიც გამოუწია. მის გვერდით გაღიმებულმა დაიკავა ადგილი ..
ლუკამ ოფიციანტს ანიშნა მასთან მისულიყო.. მანაც არ დააყოვნა ..
-რას ინებებთ? ხუჭუჭა გოგონამ იოანეს შეხედა. იო გოგოს თვალებს, რომ გადააწყდა დაიბნა.. ამიტომ მშიერმა ლუკამ მისცა შეკვეთა. აბა სად სცხელოდა ეხა ლუკიტოს, იოს „ლავსთორისთვის“? გოგონა გაღიმებული მოსცილდა მათ.. იოანემ თვალი გააყოლა მიმავალს. ნიდამ ჩაიცინა..
-ნიდუ წამო რა ვიცეკვოთ.. გაიღიმა ნიკამ და გოგონას ხელი ჩაკიდა.
-არავინ არ ცეკვავს ნიკა.. თვალით სცენისკენ ანიშნა, რომელიც სრულიად ცარიელი იყო..
-ხო და ჩვენ ვიცეკვოთ.. საცეკვაო ადგილისკენ წავიდნენ და წყნარ მუსიკას აჰყვნენ..
-ნიკა
-ჰო
- მე ვერ წამოვალ იმ ტურზე.
-რატო?
-სამსახურს ვერ გავაცდენ.. თან ლექციებიც მაქვს მაგ დღეებში..
-მეთქი რაღაც სასწაული ხდებათქო.. კაი რა. მაგას მოვაგვარებ.. თვალი ჩაუკრა გოგონას და ლოყაზე აკოცა.
-ნიკა მგონი წვერი ამოგდის.. ლოყაზე, რომ მკოცნი მჩხვლიტავ.. გადაიკისკისა ნიდამ
-აუ კაი რა ნიდუ .. ნაწყენმა გახედა გოგოს. ეხლა ეგ რა საღადაოა?
-ნუ წვერიანი უფრო სიმპა იქნები, მარა ესეც არაგიშავს. სახე სასაცილოდ დამანჭა და გაბრაზებულ ბიჭს ლოყაზე აკოცა.. ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მშია.. ამოიკნავლა ნიდამ
-წამო ვჭამოთ და მერე სახლში წაგიყვან. გოგონამ თავი დაუქნია ..
საჭმელი გემრიელად მიირთვეს და რესტორანიც დატოვეს..
-მგონი ტელეფონი დამჩა.. იომ სასტავს გადახედა
-მე ვიცი შენ რაც დაგჩა. ჩაიცინა ლუკმ და ლიკას მანქანის კარი გაუღო.
-ჰო კაი იმ გოგოს გაცნობა მინდა. ჩაიცინა იომ..
-მული ვიქნები სასწაული.. გაიკრიჭა ნიდა და ძმას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
იომ თავი გააქნია სიცილით
-კაი მაშინ მე ლუკას დავემგზავრები.. შენ ჩემი მანქანა გყავდეს.. გასაღები ესროლა გეგამ „უმანქანო“ ძმაკაცს..
იომ გასაღები დაიჭირა და რესტორანში შებრუნდა.
ლიკა, დაჩი და გეგა, ლუკას მანქანაში მოთავსდნენ..
განო და ილო ერთად წავიდნენ.
ნიკამ ნიდა მოისვა „მოტოზე“ და ადგილს მოწყდა.. გოგონას სახლის წინ გააჩერა და გადმოსვლაში დაეხმარა..
-ძილინებისა ნიდ..
-ძილინებისა.. ბიჭს გაუღიმა და ეზოში შევიდა..
მეორე დღეს ნიკას მონაწერი დახვდა - კახეთში წავედით ბიჭები და ჭკვიანად იყავიო.. ნერვები ისე აეშალა უნივერსიტეტში წასვლაც გადაიფიქრა.. მთელი დღე სახლში იყო მოწყენილი და ტელევიზორში გასულ უაზრო გადაცემებს უყურებდა.. ტელეფონის ხმამ მოიყვანა გონს და სწრაფად უპასუხა ნიკას ზარს..
-გისმენ.. გაბრაზებულმა მიმართა
-როგორაა ჩემი ცხოვრება?
-მშვენივრად ..
-რაღაც არ გეტყობა.. რა გჭირს ტო? გამხიარულებულ ნოტაზე მყოფი ნიკა სწრაფად დასერიოზულდა.
-რატო არ მითხარი გუშინ თუ კახეთში წასვლას აპირებდი?
-არც მე არ ვიცოდი აქ, რომ წამოვიდოდი და რა მეთქვა? ჩითილი რომელიც დაგვაკლდა წინა ჩამოსვლაზე, ეხლა მოიტანეს და დარეკეს დილაუთენია მაგაზე, მაგიტომ ჩამოსვლა მოგვიწია.. იომ მითხრა ძინავსო, ხო და მეც აღარ დაგირეკე რო არ გამეღვიძებინე და სმს მოგწერე. შაბათს წამოვალთ და გნახავ ეგრევე..
-ლექციები არ გაქვს შეენ ?
-დღეს არა.. ხვალ კიდე გოგოჭურის ლექცია მაქვს, მარა ვაცდენ..
-ნიკა კიდევ რამე, რომ ჩაქჩეს ხმას არ გაქცემ საერთოდ.. გაიბუსხა ნიდა
-არ ჩამჩება შენ თავს ვფიცავარ.. აი იქით კვირიდან დავიწყებ მეცადინეობას და ვაფშედა სტიპენდიაზე გავალ.
-იცოდე ვიმახსოვრებ ამ სიტყვებს.. გაიცინა ნიდამ
-ბიჭო რას ჩამოეკიდე მაგ ტელეფონზე მოდი მოგვეხმარე.. ტელეფონში დაჩის ხმა გაისმა.
-ესენი ხო არაფრის მაქნისები არ არიან უჩემოდ..გაიჯგიმა დვალი.- ნიდუ წავედი მე და შაბათს გნახავ.. მანამდე დაგირეკავ კიდეც.. ჭკვიანად იყავი..
შაბათს ლექციაზე იყო ნიდა ნიკოლოზის ესემესი, რომ მიუვიდა.. რომელ აუდიტორიაში ხარო? .. სიხარულით ლამის გული გაუსკდა. ფართოდ გაიღიმა და ლექტორს, რომ შეხედა ბედნიერებაც წაერთვა..
-ნიკა ბათიაშვილის ლექციაზე ვარ, რომ გამოვიდე აღარ შემომიშვებს .. მიწერა დვალს
-აუდიტორია მომწერე.. ბრძანებასავით გამოუვიდა. ნიდაც დამორჩილდა დვალს და მიწერა სადაც იმყოფებოდა.
რამდენიმე წუთში აუდიტორიის კარი გაიღო და დვალიც გამოჩნდა.. ნიდას ნიკოლოზის დანახვაზე სახე გაუბწყინდა..
-დვალი დატოვე აუდიტორია.. გაისმა ბატონი ზურას ხმა
-ნიდას გავიყვან და წავალ.. არც შეუხედავს ლექტორისთვის ისე გაემართა მონატრებულ გოგონასკენ.
-ჩემი ლექციიდან ვერავის ვერ გაიყვან.. ახლავე გადი.. მკაცრად თქვა კაცმა
-გავიყვან.. წარბაწეულმა შეხედა ბატონ ზურას და ნიდას ხელი ჩაკიდა.
ოთახიდან გავიდნენ .
გოგონას ჩაეხუტა და მონატრებული სურნელიც ჩაუშვა ფილტვებში..
-მომენატრე.. გაიღიმა ნიკოლოზმა და გოგონას შუბლზე აკოცა.
-ნიკა მეც მომენატრე, მაგრამ ასე მოქცევა არ შეიძლება. გაბრაზებულმა ახედა ბიჭს..
ნიკოლოზს გოგოს საყვედურისთვის სულ არ ეცალა.. მონატრებულ სხეულს ჩაბღაუჭებოდა და სულ არ უნდოდა მისგან შორს ყოფნა. ნიდას გული აჩქარებით ფეთქავდა და არ ანაღვლებდა ის ფაქტი, რომ კურსელები ჩახუტებულებს მიშტერებოდნენ..
მთელი დღე ერთად გაატარეს.. თბილისის ქუჩებში ხელჩაკიდებულები დადიოდნენ.. მთაწმინდაზეც ავიდნენ .. დვალმა ღამე მიიყვანა ნიდა სახლში , მაგრამ მისი გაშვება სულ არ უნდოდა, ამიტომ როცა ნიდას ოთახში შუქი ჩაქვრა მეორე სართულზე აძვრა და კარებზე დააკაკუნა.. ნიდა სწრაფად წამოდგა საწოლიდან და კარი გამოაღო..
-ნიდუ შენთან დავჩები რა .. საწყლად შეხედა გოგოს.
-არა
-მოვკვდები
-არაფერი მოგივა
-აი აქედან გადავხტები თუ არ დამტოვებ შენთან.. მოაჯირს იქით გადავიდა ნიკოლოზი..
-ნიკა გაგიჟდი? გადმოდი აქეთ
-ჯერ მითხარი, რომ შენთან დამტოვებ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა
-ჰო კაი დარჩი.. ოღონდ გადმოდი მანდედან.. ნიკოლოზი აივანზე გადავიდა, გოგონა ხელში აიყვანა და გაღიმებულმა დააბზრიალა .. ნიდას გაეცინა..
ოთახში შევიდნენ .
-ასე არ შეიძლება. წარბებშეკრულმა შეხედა ბიჭს და საწოლზე ჩამოჯდა.
-ხო აი ასე არ შეიძლება.. არაფერი არ გაქვს ჩალაგებული არა და ხვალ ტურზე მივდივართ..
-არც ფული მაქვს და არც დრო ნიკა. სად უნდა წამოვიდე?
-გადავიხადე უკვე ფული და ნუ წუწუნებ .. მშვენივრად გაქვს დრო . ამიტომ ადექი ეხლა და გაამზადე ბარგი.. ლოყაზე აკოცა გაოგნებულ გოგოს..
-მოიცადე ანუ მე და შენ მივდივართ?
-მე და შენ რა, ცვენთან ერთად 20 ბავშვიც მოდის.. გაიღიმა ნიკამ..
-შენი ბარგი?
-გამზადებული მაქვს. შენ ეხლა ჩაალაგე თორე ხვალ ვერ მოასწრებ.. დილას ჩემთან გავიაროთ ბარგს ავიღებ და მერე უნის წინ უნდა შევხვდეთ იმათ..
-მართლა მივდივართ? თვალებ გაფართოებულმა შეხედა ბიჭს
-ჰო .. გაიცინა დვალმა
-სამსახურს რო ვერ გავაცდენ?
-ვატოს დაველაპარაკე და გიშვებს ერთი კვირა.. ოღონდ ხელფასს დაგაკლებს მარა ეგ არაფერი .
-აუ რა მაგარია .. გარდირობს მივარდა ნიდა და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო ჩანთაში..
-თბილი ტანსაცმელი ჩააწყვე ყინავს სვანეთში... გაუღიმა გოგოს ..
დილით ნიკოლოზმა გააღვიძა ტკბილად მძინარე ნიდა.. ოჯახისწევრებს სიტუაცია აუხსნა ნიკოლოზმა, იომ ნიკოლოზს ჩააბარა ნიდას თავი. ბატონმა ზაზამ თბილად გაუღიმა წყვილს, ქალბატონმა დალიმ კი ლოცვით გააცილა შვილი და მომავალი სიძე. ჯერ ნიკოლოზთან გაიარეს ბარგი აიღეს.. ნათიამ ნიდა, რომ დაინახა ეშმაკურად გაიღიმა.. ბავშვები დალოცა და ასე გაღიმებულმა გააცილა. ტაქსი გააჩერეს და უნივერსიტეტამდეც მიაღწიეს. ბარგი მიკრო ავტობუსში აიტანეს და ადგილიც დაიკავეს .. გვერდიგვერდ იჯდნენ და ბედნიერები შეჰყურებდნენ ერთმანეთს.. ნიკოლოზი ნიდას ხელს ეფერებოდა, ნიდას ნიკას მხარზე დაედო თავი და თვალები დაეხუჭა...
-ყველა აქ ვართ? იკითხა ქალბატონმა ლარისამ და სიის წაკითხვა დაიწყო, ყოველი შემთხვევისთვის.. როცა დარწმუნდა, რომ არავინ არ აკლდათ მძღოლს მიუბრუნდა და წასვლისკენ მოუწოდა..
პირველი საათი იყო ავტობუსი ზუგდიდში, რომ შევიდა.
მალევე გაჩერდა ..
ქალბატონმა ლარისამ ბავშვებს მიმართა..
-ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ დადიანების სასახლე, ამიტომ მომყევით..
ნიკამ მის მხარზე ჩაძინებულ გოგონას შეხედა.
-ნიდუ გაიღვიძე რა ლამაზო.. ლოყაზე აკოცა მძინარეს. -ნიდ .. ზანტად გაახილა თვალები გოგონამ და 2წლის ბავშვივით მუჭებით დაისრისა..
-ყველა ჩავიდა ნიდუ და წამო ჩვენც თორემ ვერაფერს ვნახავთ.. გაუღიმა ნიკოლოზმა გოგოს და სკამიდან წამოდგა..
ავტობუსიდან ჩავიდნენ.. ნიდას არ ესიამოვნა ცივი ჰაერი, რომელიც თმებს უწეწავდა და სიცივისგან მის სხეულს აბუჟებდა.. დვალმა თავისკენ შემოატრიალა საყვარელი გოგონა, კურტკა შეუკრა, კაპიშონიც დააფარა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.. ხელი ჩაკიდა კარგად ჩაფუთნულ ნიდას და ჯგუფისკენ გაემართა..
-ახლა ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიუ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც დაარსდა 1921 წელს. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან , კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად მუზეუმში დაცულია 44 475 ექსპონატი, მათ შორის: ძვ. წ. I ს. - ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები . -ლექტორი გაუჩერებლად, თვალე გაბწყინებული და გაღიმებული ყვებოდა ისტორიას, რომელიც საინტერესო და გასაოცარი იყო.. ნიდა აღფროვანებული შესცქეროდა ულამაზეს სასახლეს და ინტერესით უსმენდა ლექტორს..
ყველაფერი დაათვალიერეს .. ისტორიაც მოისმინეს და იმის დროც დადგა, რომ წასულიყვნენ სხვა ღირსშესანიშნაობის სანახავად..
შემდეგი გაჩერება ენგურის კაშხალი იყო.. ულამაზესი და გასაოცარი სილამაზე, რომლითაც ნიდა გაოცდა..
- უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. რომელიც მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ნიკო ნიკოლაძის მიერ მოწვეულმა ცნობილმა პეტერბურგელმა ინჟინრებმა ფიოდორ როპმა და ბორის ბახმეტევმა მისი რჩევით ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ენგური აირჩიეს. მიზეზთა გამო, რაც მშენებლობის სიძვირესაც უკავშირდებოდა, პირველ მსოფლიო ომსაც და მოწვეული ინვესტორების ყოყმანსაც, ამ საკითხვისთვის თანხის დაბანდების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისათვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. -ლექტორი გიდობას აგძელებდა და ისტორიას, რომელიც ამ შესანიშნავ ადგილს უკავშირდებოდა მშვენივრად ფლობდა..
ბავშვები უკვე დაღლილები იყვნენ, აიტომ ლექტორმაც არ გააწვალა ისინი და პირდაპირ მესტიაში წავიდნენ, სასტუმროში დასაბინავებლად . ღამის 8 საათი იყო , რომ ჩააღწიეს.. ნიდა გაბწყინებული თვალებით უყურებდა მესტიის სილამაზეს.. იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან ციოდა... ციოდა კი არა ყინავდა..
ყველამ ერთად ივახშმა და დაღლილები განაწილდნენ ოთახებში. ნიკას ნიდასთან ყოფნა კი უნდოდა მარა რას იზამდა, ლექტორისთვის ის, რომ ეთქვა ნიდა და მე ერთ ოთახში ვიქნებითო, ეს ნიდას უპატივცემულობა იქნებოდა, ამიტომ მოღუშული შევიდა ბიჭებთან ერთად თავის სამყოფელში..
-დვალი ბიჭო, ნიდა და შენ ერთად ხართ? გოგამ შეხედა მოწყენილ ნიკოლოზს.
-ჩათვალე, რომ ჩემი ცოლია.. მტრული მზერა ესროლა ბიჭს..
-მე კი არ გართმევ ტო.. ადექი და მოიყვანე მერე ცოლად თუ მასეა.
-ჯერ ადრეა.. ოჯახისთვის მზად არაა..ამოიოხრა ნიკამ და ხელი სახეზე მოისვა..
-რაღა ადრეა შეჩე*ა 20წლის ხედება გოგო.. თან ნიდა არ გავს იმ გოგოების კატეგორიას თამაში, რომ უყვართ სიყვარულთან.. თუ სერიოზულადაა საქმე ბარემ ვაფშე სერიოზულად იყოს.. აკომ აუბა მხარი გოგას და ძმაკაცს რჩევა მისცა.. ნიკოლოზი სულ დაიბნა.. როგორ უნდოდა მართლა მოეყვანა ნიდა ცოლად, მაგრამ ნიდას პასუხი აშინებდა.. მის თვალებში, უარყოფითი პასუხი, რომ ამოეკითხა ან დაენახა მოკვდებოდა.. ამას ისიც ემატებოა, რო ნიდას ნიკასთვის მიყვარხარ არასდროს უთქვამს.. ნიკოლოზს ამის თქმაც არ ჭირდებოდა, ისედაც ხვდებოდა ნიდას სიყვარულს და არც ეპარებოდა გოგონას გძნობებში ეჭვი.. ანერვიულებული გავიდა აივანზე და სიგარეტს მოუკიდა. რამდენიმე საათი სიცივეში იდგა და თავის გონებაში ალაგებდა გეგმებს..
მეორე დღეს დილაუთენია ისაუზმეს.. შმდგომ კი სასტუმრო დატოვეს .. ქალბატონმა ლარისამ მკაფიოდ თქვა, რომ სირცხვილი იყო სვანეთში ჩამოსულებს მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი არ ენახათ, ამიტომ პირველ რიგში მარშუტი სწორედ ამ მუზეუმის სანახავდ დაიძრა..
-გეძინება? ღიმილით გახედა ნიკოლოზმა გოგონას..
-ჰო.
-დაიძინე თუ გინდა და მერე მე გაგაღვიძებ.. შუბლზე აკოცა გოგონას და ჩაიხუტა.. -კაშნე რატომ არ გიკეთია? გაბრაზებულმა დახედა ნიდას.
-დამავიწყდა.. წარბებშეკრულმა შეხედა ნიკოლოზს..
-რომ ჩავალთ შეიკარი ეგ კურტკა.. უბძანა დვალმა ნიდას.
***
მუზეუმში შევიდნენ და დათვალიერებაც დაიწყეს.. ქალბატონი ლარისა არც გაჩერებულა, როგორც კი მუზეუმი დაინახა ისტორიის თხრობაც დაიწყო - მუზეუმი მესტიაში, რომელიც დაარსდა 1936 წელს.მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური, უძველესი ხელნაწერები, ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა..
-ეს უეჭველი გუგლიდან ამოიღო და დაიზეპირა..გაოცებულმა ნიკოლოზმა ნიდას გადაჩურჩულა..
-გაჩუმდი და უსმინე.. ჩუმად დაუბრუნა პასუხი გოგონამ და მოაკეტინა..
რაა მამული თუ ხერგიანების მუზეუმი არ ვნახეთო, ხოდა მოკიდა ბავშვებს ხელი და სულ ძალით „წაათრია“ სანახავად..
-აუ დავიტანჯე რა .. ამოიწუწუნა ნიკამ.. ქალბატონო ლარისა სადმე, რომ გავჩერდეთ და ვჭამოთ არ შეიძლება? შეწუხებული სახით შეხედა გამხიარულებულ ქალს, რომელიც გაბწყინებული თვალებით იყურებოდა ფანჯრიდან..
-ნიკოლოზ, როგორ შეიძლება ასეთ ადგილზე იყო და საჭმელზე ფიქრობდე?
-თვითონ მეფიქრება და რა ვქნა? საწყლად შეხედა ქალს ..
-შვილო მივიდეთ მოვინახულოთ ეს შესანიშნავი ადგილები და შევჭამოთ მერე..
-ნიკა მოისვენე.. რა ჭამა აგიტყდა ეხლა? გადახედა ნიდამ გვერდით მჯდომს..
-ეე მშია და .. წარბებშეკრულმა შეხედა გოგოს..
-მორჩითქო.. თვალები დაუბრიალა გოგონამ.. ნიკას გაეცინა... ნიდასკე გადაიხარა და ყელში აკოცა..
-აუ შენ თავს ვფიცავარ მაგრად მშია.. ცხვირი მოჭმუხნა და ნიდას თავი მხარზე ჩამოადო.. ნიდამ ზურგჩანთა აიღო და ჩანთიდან „ პლიტკა“ ამოაძვრინა..
-აიღე.. შოკოლადი ნიკას გაუწოდა .. დვალმა მშიერი მზერა დაასო საჭმელს, მაშინვე გახსნა და ერთი ფილა პირისკენ გაიქანა.. გაღიმებულმა შეხედა გოგოს, მისკენ გადაიწია და ლოყაზე აკოცა..
როგორც იქნა მიაღწიეს მუზეუმამდეც.. ქალბატონმა ლარისამ მაშინვე დაიწყო ისტორიის თხრობა..
მუზეუმის პირველ სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარებისისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ...
ნიკოლოზი უკვე დაღლილი იყო ლექტორის გაუჩერებელი ლაპარაკით, რომელიც „უბრალო კენჭის“ ისტორიასაც კი ყვებოდა.. ნიდა სურათებს უღებდა უმშვენიერეს გარემოს ..
ყველაზე მაგარი სათხილამურო საბაგირო იყო..მაგრამ ლექტორმა კატეგორიული უარი განაცხადა ბავშვების იქ ასვლაზე..
ჰაწვალის მთა შესანიშნავად მოჩანდა.. ულამაზესი და გასაოცარი იყო მზის ჩასვლის სცენაც..
სასტუმროში ღამე დაბრუნდნენ და ივახშმეს.. ნიკა უკვე ნაჭამი იყო, ამიტომ აღარც წუწუნებდა და გაბადრული დადიოდა.. ნიდა ძალიან დაიღალა და ვახშმის შემდეგ დასაძინებლად წავიდა.. ნიკოლოზმა დრო იხელთა სანამ ბავშვები შევიდოდნენ იმ ოთახში და ნიდას შეაკითხა. მძინარეს დახედა, შუბზე აკოცა და ოთახიც გაღიმებულმა დატოვა.
მესამე დღეს სიყვარულის კოშკის სანახავად წაიყვანა ქალბატონმა ლარისამ.. ისტორიის მოყოლა რა თქმა უნდა არ გაჭირვებია.. ნიკოლოზი კოშკის წინ იდგა და თვალებ დაწვრილებული უყურებდა..
-ნიდუ
-ჰო
-არ გეშინია?
-რისი ნიკოლოზ? გაოცებულმა კითხა კოშკზე მიშტერებულ ბიჭს..
-ბეშქენის და მირანგულას "მსგავსი" ამბავი ჩვენც, რომ გამოვცადოთ ..
-ეგ როგორ?
- შენ არ გითქვამს, რომ მე გიყვარვარ.. მე კი მიყვარხარ, მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.. შეიძლება დრო გავიდეს შენ სხვა შეგიყვარდეს, წახვიდე და გაქრე ჩემი ცხოვრებიდან.. ნიდა შენზე არასოდეს ვიტყვი უარს, მაგრამ დავუშვთ წახვედი ჩემგან, დრო გავიდეს და მე ცოლი მოვიყვანო.. ერთ დღეს შევხვდეთ ამ ცინიკური ბედის წყალობით და აღმოვაჩინოთ, რომ ერთმანეთი "გვყვარებია".. რა იქნება? გეყვარები მერე ? იტყვი უარს ჩემზე, რომელმაც შეცდომა დავუშვი და ცოლი მოვიყვანე, თან ის ადამიანი, რომელიც არ მყვარებია? მიპასუხე ნიდა .. გეყვარები ?
-მე... არ ვიცი.. დაბნეულმა შეხედა დვალს
-მაშინ „მიყვარხარს“ ნუ დააგვიანებ.. შესაძლებელია მერე გვიანი იყოს.. სევდიანად გაიღიმა ნიკოლოზმა და გაჩერებული მიკრო ავტობუსისკენ გაუყვა გზას.. ნიდა კი იქნებოდა ნიკას ცოლის სტატუსით .. თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა, სიყვარულის კოშკს გახედა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ნიკოლოზისკენ.
აღარაფრის დათვალიერების სურვილი არ ქონდა, მაგრამ იძულებული იყო ავტობუსიდან ჩასულიყო და ლექტორისთვის ესმინა..
ღამე დაბრუნდნენ სასტუმროში.. ნიდას არც უვახშმია ისე ავიდა ოთახში.. აივანზე იყო გასული და არემარეს უყურებდა თან ნიკოლოზის სიტყვებზე ფიქრობდა.. უკანა ჯიბეში ჩადებული ასანთი ამოიღო და დააშტერდა.. ეშმაკური ღიმილით გაემართა ნიკოლოზის ოთახისკენ..
-ნიკა.. კარი დაუკაკუნებლად შეაღო.
-ჰო ნიდ.. ფეხზე წამოდგა ნიკა ..
-არ მეძინება და გავისეირნოთ რა .. თხოვნით ახედა ბიჭს
-კაი წამო.. ნიკოლოზმა კურტკა ჩაიცვა და გოგონას ხელი ჩაკიდა..
სასტუმროს წინ მდგომ ხის საქანელაზე ჩამოჯდა ნიდა.. ნიკოლოზმაც მის გვერდით მდგომ საქანელაზე დაიკავა ადგილი.
-იომ დამირეკა დღეს .. ღიმილით თქვა ნიკამ .. მიხედე ჩემ დაასო..
-ოო... არ მომასვენოს რამოდენიმე დღე.. ამოიბუზღუნა ნიდამ.. ნიკოლოზს ჩაეცინა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.. ტუჩებს შორის მოიქცია ერთი ღერი და სანთებელა მოუკიდა.. ჯიბეში ჩაბრუნებას აპირებდა ნიდამ , რომ შეაჩერა..
-ნიკა მანახე ეგ სანთებელა.. ხელი გაუწოდა ბიჭს.. ნიკამ დაბნეულმა შეხედა ნიდას და სანთებელა მიაწოდა.
-ლამაზია.. ამოთქვა ნიდამ
-ჩვეულებრივი სანთებელაა.. უცნაურად შეხედა გოგონას და მხრები აიჩეჩა.. ნიდამ სანთებელა გაუწოდა.. დვალმა ისე გამოართვა არც შეუხედავს ..
-ცივა .. ჯობია შევიდეთ . სიჩუმე ნიდამ დაარღვია და ნიკოლოზს გახედა..
-შენ შედი მე სიგარეტს მოვწევ და მერე შემოვალ. გაუღიმა გოგონას .
-კარგი მაშინ.. ძილინებისა ნიკოლოზ..
-ძილინებისა ნიდ..
რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა ჩაფიქრებული ნიკოლოზი და სიგარეტს ეწეოდა.. ერთი ღერი სწრაფად ჩაწვა, ამიტომ მეორე ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან .. როგორც ყოველთვის ტუჩებს შორის მოიქცია, სიგარა და სანთებელა მოუკიდა.. განათებული ჩააქრო .. ეგონა მოეჩვენა, მერე ისევ აანთო და იგივე წარწერა დაინახა .. გონებაში სწრაფად გადახარშა მომხდარი და ბედნიერებისგან გაიღიმა.. სანთებელაზე დაწერილ „მიყვარხარ“ს დააშტერდა.. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და დაანათა კიდეც, რომ ნამდვილად დარწმუნებულიყო რეალობაში.. აი თურმე რაში ჭირდებოდა ნიდას სანთებელა.. უბრალოდ გაცვალა ..
ფეხზე წამოდგა და სირბილით წავიდა ნიდას ოთახისკენ.. ბედნიერებისგან დაფრინავდა.. მუჭში მოქცეულ სანთებელას ჩაბღაუჭებოდა..
ოთახის წინ დადგა, მაგრამ ქალბატონმა ლარისამ შეაჩერა..
-ნიკოლოზ, როგორ შეიძლება ამ ღამით გოგოების ოთახში შესვლა? სძინავთ უკვე .. თუ ვინმესთან რაიმე საქმე გაქვს ხვალ უთხარი .
-ნიდას ნახვა მინდა.. გაღიმებულმა შეხედა ქალს და კარის შეღება სცადა..
-ხვალ ნახე .. დაღლილი იქნება ეხლა და ეძინება..
ნიკოლოზმა სანთებელას დახედა.. ქალს თავი დაუქნია და თავისი ოთახისკენ წავიდა.. ახლა ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა..
საწოლზე მიგდებული ჩანთა აიღო და გახსნა. იქიდან პატარა, ბარხატის ყუთი ამოიღო და მობილურით სურათი გადაუღო, მერე წარწერაც გაუკეთა. შემდგომ სასტუმროში დაყენებული wi-fi დაიჭირა და ფბზე სურათი ატვირთა, რომელზეც ნიდა მონიშნა.. ყურებამდე გაღიმებული უყურებდა სანთებელაზე დაწერილ „მიყვარხარს“ და ნიდას ეშმაკობაზე მომენტებში ეცინებოდა..
დილით გაღვიძებულ ნიდას ანისგან სმს დახვდა .. (და არა მარტო ანისგან)... "ამას როგორ მიმალავდიო".. ვერაფერი ვერ გაიგო.. მერე ლუკიტოს სმს გახსნა.. "გილოცავ ბოთეო". დღეს არც ნიდას დაბ დღე იყო და არც რაიმე დღესასწაული, ამან უფრო დააბნია.. დანარჩენ მონაწერებშიც სულ მოლოცვები და კეთილი სურვილები იყო..
-ეს ხალხი სულ გაგიჟდა.. ამოიფრუტუნა ნიდამ და ფბზე შევიდა, იქნებ რაიმე ხდება და მე არ ვიციო..
Nika dvali added a photo of you - სახე შეეცვალა ფოტოს გახსნისას... ფოტოზე გამოსახული იყო ბეჭედი და მასზე დაწერილი „ცოლად გამომყვები?“ ...მაშინვე სიცილი დაიწყო .. მერე თითქოს გაიაზრა ფოტოზე დაწერილი სიტყვები, მაგრამ ბოლომდე ვერც ჩააღწია მის გონებამდე იმ ფაქტმა, რომელიც ახლა აოცებდა.
რამდენიმე წუთი გაოგნებული უყურებდა მობილურს. შემდგომ გაიაზრა რაც ხდებოდა... სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ოთახი დატოვა.. დერეფანში გაღიმებული ნიკა დახვდა..
-ნიკა ეს რა არის? ტელეფონი აუფრიალა ცხვირ წინ.
-ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შემცვლელი, რომელსაც მხოლოდ შენი კი აკლია.. ტუჩის კუთხე ჩატეხა, გოგონას ხელი მოკიდა და თავის ოთახში შეიყვანა.. ბიჭები ოთახიდან გაყარა და ნიდას წინ დადგა.. ცოტახანს ორივე ჩუმად იდგა . ნიკოლოზი ნიდას გაბწყინებულ, დაბნეულ, გაოცებულ და სიყვარულით სავსე თვალებს ჩასჩერებოდა.. თითქოს პასუხი მის თვალებში დაინახა.. ფართოდ გაიღიმა, გოგონას ჩაეხუტა და თავზე აკოცა..
-ვიცი ნიდ, რომ მზად არ ხარ ოჯახისთვის.. ჯერაც პატარა ხარ, მაგრამ მე შენ მჭირდები.. რა აზრი აქვს ლოდინს ? შენ ხომ მაინც ჩემი იქნები ორი, სამი, თუ ხუთი წლის შემდეგ.. მე არ შემიძლია, ვერ ვსუნთქავ შენს გარეშე... იმ სი*ობებს არ დავიწყებ პატარა ხარ და მე გაგზდითქო..არც მე ვარ დიდი, ჩემი 22 წელი არაფერია ამ ცხოვრებაში.. კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი და მე მინდა ერთად გავიაროთ .. შენ თუ დაეცემი მინდა, რომ მე ვიყო ის ვინც წამოგაყენებს.. მე თუ დავეცემი შენ იქნები ჩემი"ყავარჯენი" .. ეხლა არც ვიცი რას ვბოდავ მარა ერთი ის ვიცი , რომ მართლა ბედნიერები ვიქნებით.. არ ვმუშაობ მარა მუშაობას დავიწყებ, თან ვისწავლით კიდეც.. შენ თუ მოგინდება მუშაობა გაგძელე თუ არა, არც ეგ იქნება პრობლემა. მილიონერი არ ვარ , მაგრამ ოჯახის რჩენას შევძლებ. შენ თავს ვფიცავარ ყველაზე მაგარი ოჯახი გვექნება..
-ნიკოლოზ გაიმეორე სურათზე დაწერილი სიტყვები. ბძანება გასცა ქალბატონმა და ბიჭს მოსცილდა.
-ცოლად გამომყვები? ეშმაკურად გაიღიმა ნიკამ და პატარა ბარხატის ყუთი ზურგჩანთიდან ამოიღო..
-მართალია მომავალი 7წლის განმავლობაში გეგმაშიც არ მქონდა გათხოვება, მაგრამ ისე გამომაშტერე, რომ გთანხმდები.. ხელი გაუწოდა მომცინარ დვალს, რომელმაც ბეჭედი გაუკეთა..მაგრამ იცოდე.. გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ნიკას.. ღალატს არასოდეს არ ვპატიობ ადამიანს ..
-შენს იქით ვერც ვერასდროს ვერ გავიხედავ. მე შენ პატივს გცემ და ვერასოდეს გადავაბიჯებ ამ პატივისცემას , სიყვარულს და ღირსებას..
-ნიკოლოზ ქორწინება მარტო ის არ არის გიყვარვარ, მიყვარხარ ჰოპ და მორჩა წავედით შევქმენით ოჯახიო.. მინდა რეალური იყოს ეს , მინდა სწორი ნაბიჯი გადავდგათ.. არ მინდა წლების შემდეგ ვთქვათ, რომ ერთმანეთს ვერ გავუგეთ.. მეშინია .. ნიკა შენი დაკარგვის მეშინია. თვალებში ცრემლი ჩაუდგა ნიდას და თავი ძირს დახარა.. დვალი გოგონასთან მივიდა, ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა..
-მე და შენ ვიქნებით ჩვენ და მარადიულად ასე იქნება .. შენ ხარ ჩემი ნაწილი და ვერასოდეს ვერ დაგკარგავ.. ადამიანს, როგორც სუნთქვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია , მე შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ღმად ჩაისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი..
-როდის იქნება ჩვენი ქორწილი? თვალებ გაბწყინებულმა ახედა დვალს..
-თუ გინდა დღესვე იყოს .. გაიღიმა ნიკამ.. მაგრამ ჯერ მამაშენს უნდა დაველაპარაკო.. მე 2წლის შემდეგ ვვარაუდობდი ამ მოვლენას, მაგრამ აზრი არ აქვს ლოდინს. თან სულ შენთან ვარ, ამიტომ დღესვე ვბრუნდებით თბილისში. გეგას დავურეკე და ჩამოგვაკითხავს.. ქორწილის დეტალები ერთად განვიხილოთ.
-ვერ ვიჯერებ, რომ ვთხოვდები და თან ვისზე? თვით ნიკოლოზ დვალზე. გადაიკისკისა ნიდამ..
-ვერ ვიჯერებ, რომ ვქორწინდები 22 წლის ასაკში . აჰყვა ნიკაც ნიდას. დვალმა კარები გამოაღო ოთახიდან, რომ გასულიყვნენ .. კარების გაღება და ბიჭების ოთახში "შემოგორებაც“ ერთი იყო.. როგორც ჩანს ყური ქონდათ მიდებული კარისთვის . ნიკოლოზმა ძირს გართხმულ ბიჭებს შეხედა.
-გილოცააავთ. ფეხზე წამოხტა აკო.
-ჭორიკნები.. ამოიღრინა ნიკამ.. თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ?
-კი როგორ არ გვაქვს.. შენს ქორწილში რა ჩავიცვათ იმაზე ვფიქრობთ .
-ნეტა ვინ გპატიჟებთ. სიცილით თქვა დვალმა..
-რას ქვია ვინ? რა თქმა უნდა ნიდაჩკა.. არა ნიდუ ? გოგა ნიდას ამოუდგა გვერდით.
ნიდამ თავი გააქნია სიცილით და ნიკასთან ერთად გავიდა ოთახიდან . ბავშვებთან ერთად ისადილეს .. ყველა ულოცავდა და იდეებს სთავაზობდნენ თუ სად უნდა დაეწერათ ჯვარი და სად გადაეხადათ ქორწილი. ნიკოლოზი ბედნიერი შეჰყურებდა გოგონას და აღარაფერი არ ანაღვლებდა.
გეგა რამდენიმე საათში ჩავიდა მათთან .
სმს მიწერა ნიკას სასტუმროს წინ ვარ და ჩამოდითო.
ბავშვებს და ლექტორს დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ.. წინ იოანე იჯდა გაბრაზებული სახით. საჭესთან რა თქმა უნდა გეგა. დვალმა თავით ანიშნა რა ჭირს ამასო. გეგამ კი ტუჩებით დაუბრუნა პასუხი "მოგკლავსო"..
ნიკამ საწყალი თვალებით შეხედა იოს და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-ნიდა.. იოანე დისკენ შებრუნდა .. თანახმა ხარ ? წარბაწეულმა გახედა ნიდას და დვალს მკვლელი მზერა ესროლა .
-ჰო .. ამოიკნავლა და მომავალ ქმარს ხელი მკლავში ჩაავლო ..
- და რომ მოიცადოთ ?
-რას დაველოდოთ ? ნიკამ იოს შეხედა
-და რატომ უნდა გათხოვდეს ჩემი და ეხლა?
-იმიტო რომ, ეს ეხლა, რომ არა მერეც მოხდება
-ჯობს მერე მოხდეს..თვალებ ანთებულმა შეხედა უკან მჯდომებს..
-მე ნიკა მიყვარს.. ჩუმად თქვა ნიდამ და თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა.. იოს ჩაეღიმა.. ნიკოლოზს კი სიხარულისგან რა გაეკეთებინა არ იცოდა..
- კაი ჯანდაბას შევეგუები შენს გარეშე ცხოვრებას. ბედნიერმა გახედა დას და გეგას მიუტრიალდა.. გააჩერე ბიჭო მანქანა ჩემ დას უნდა ჩავეხუტო.. სიცილით თქვა იომ.. გეგამ მანქანა გადააყენა და თვალი გააყოლა იოანეს, რომელიც სწრაფად გადახტა მანქანიდან და ნიდას გვერდით დაჯდა.. გოგონა გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.. ასე როდის გაიზარდე ნიდ, რომ უკვე ბუდიდან მიფრინავ? არა და მაინც ჩემი პატარა გოგო იქნები.. თბილად დახედა გაღიმებულ დას..
-შენი აღარაა ნიკოლოზისაა უკვე. გეგამ სარკიდან გახედა უკან მჯდომ იოს..
-შენ წინ იყურე. დაუბღვირა საჭესთან მჯდომს.
თბილისში როდესაც ჩავიდნენ ნიკა ატყდა სადმე მარკეტთან გააჩერე ბამბანერკა და შამპანური უნდა ვიყიდოო. ბიჭებმა გაოცებულებმა შეხედეს ანერვიულებულ დვალს..
-ბიჭო შენ თავი სადმე ხომ არ მიარტყი? იოანემ ნიკოლოზს შეუტია..
-სირცხვილია ასე ხელცარიელი ვერ მივალ, ხელის სათხოვნელად..
-ხელცარიელი ვერა და მაგ დახეული ჯინსებით კი კარგად მიდიხარ.. სიცილით თქვა გეგამ
-ფუ შენი.. მაგაზე არ მიფიქრია.. ჯერ ჩემთან წავიდეთ და მერე გამოვიდეთ მაშინ აქეთ...
-აუ მოიცა რა . წამოდი მასე შენი რეალური სახით ხომ უნდა იყო.. დასცინასავით იომ ბიჭს..
- მართლა ტეხავს.. გეგა მიდი რა ჯერ ჩემთან წავიდეთ..
-არა .. წამოიკივლა ნიდამ... ნახე რა მაცვია ასე შენთან ვერ წამოვალ.. ახლა ნიდა გაჯიუტდა..
- კაი რა .. დედაჩემს ისედაც ნანახი ყავხარ... ისე დედაჩემის მოწონება რა შუაშია, როცა მე მომყავხარ ცოლად?
-აღარ მოგყვები.. წარბები შეკრა ნიდამ..
-ნუ მაბრაზებ.. ცალი წარბი აწია ნიკოლოზმა და გოგონას ხმაურიანად აკოცა ლოყაზე.
იოს და გეგას მათ შემყურე ეღიმებოდათ...
ნიდას წინააღმდეგობის მიუხედავად ნიკასთან წავიდნენ. გეგამ სახლის წინ გააჩერა მანქანა.. ნიკამ ეზოს ჭიშკარი შეაღო და კარებზე "დააბრახუნა" .. ქალბატონმა ნათიამ გააღო კარი..
-ნიკოლოზ ასე მალე დაბრუნდით დედა ?
-ჰო.. საქმე მაქვს შენთან .. სერიოზულ სახეს ინარჩუნებდა დვალი..
-რა მოხდა დედა ხო ყველაფერი კარგადაა.? თვალი მოავლო ბავშვებს..
მისაღებში შელაგდნენ და დივანზე დასხდნენ. ნიდა ნერვიულობით კვდებოდა.
-მოკლედ... ნათი ცოლი მომყავს.. პირდაპირ ახალა დედამისს.
-ცოლი ? გაოცებულმა შეხედა შვილს
-ჰო
-ვინ?
-ნიდა
-ვინ ნიდა?
-მე .. ძლივს გასაგონად ამოთქვა ნიდამ და ქალს შეხედა..
-დადადადადააააამ .. სიტუაციას მუსიკა დაადო გეგამ..
ქალბატონი ნათია ვერ იაზრებდა შვილის ნათქვამს.. როცა გონს მოვიდა თვალცრემლიანმა შეხედა ნიკოლოზს და მოეხვია ..
-დედა შვილო სულ ბედნიერები ყოფილიყავით ერთად.. ცრემლებს იწმენდდა ქალი და ნიკოლოზს ეხვეოდა..
-ნათია .. სახლში შესულმა თენგომ ცოლს უხმო.. ჩამოხვედი ბიჭო შენ უკვე? ნიკოლოზს შეხედა მისაღებში შესულმა კაცმა.. - რა გატირებს ქალო შენ კიდე?
-ჩემს შვილს ცოლი მოყავს და აღარც ვიტირო ბედნიერებისგან? შეუბღვირა ქმარს..
-მამა გაიცანი შენი რძალი .. გაღიმებული ნიკა ნიდას გვერდით დადგა და გოგონას ხელი წელზე მოხვია..
-ამაზე კარგ გოგოს რძლად ვერც ვინატრებდი.. ღიმილით შეხედა ნიდას, რომელიც მორცხვად იდგა და თვალებს აქეთ იქით აცოცებდა. -ბიჭებიც აქ ყოფილან..ბატონი თენგო ბიჭებს მიუბრუნდა.. როგორ მიდის თქვენი ბიზნესის საქმე?
-მიდის რა.. თავი გააქნია გეგამ..
ბატონმა თენგომ ღვინო მოითხოვა ბავშვები, რომ დაელოცა.. ქალბატონმა ნათიამ სუფრა გაშალა და ბიჭები მიიპატიჟა.. ნიკამ ნიდას მოკიდა ხელი და თავის ოთახში შეიყვანა..
-ეს იქნება ჩვენი ოთახი.. გაიღიმა ნიკოლოზმა და ოთახში შუქი აანთო.. ჯერ აქ ვიცხოვროთ, მერე ფულს დავაგროვებ და გადავიდეთ სადმე.. მანქანა, რომ გავყიდე იქიდან ნახევარი იმ ბიზნესში ჩავდე, მეორე ნახევარი კი მაქვს და იმ ფულით გავაკეთოთ ქორწილი.. გაბრწყინებული თვალებით უყურებდა გოგონას..
-მეც მაქვს შეგროვებული თანხა.. მიამიტი თვალებით ახედა ბიჭს
-ეგ შენი შეგროვებული თანხა გამოიყენე შენ.. თვალი ჩაუკრა ნიდას -ვერ ვიჯერებ ტო.. მე და შენ ვიქნებით ჩვენ სულ მალე. ლოყაზე აკოცა და გარდირობთან მივიდა ..მუქი ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და შავი ტყავის კურტკა გამოიღო..
-მე გავალ და მერე გამოიცვალე.
-თუ გინდა იყავი.. მაცდურად გაუღიმა დაბნეულ გოგოს..
-ნიკოლოზ ..
-ჰო კაი.. იყავი შენ აქ.. აბაზანაში შევალ და იქ გამოვიცვლი .. აი ან რა საჭიროა ? კი არ ვტიტვლდები ტო.. ამოიბუზღუნა ნიკოლოზმა და ტანსაცმლიანად შეაბიჯა სააბაზანოში.. რამდენიმე წუთში გამოვიდა „გამოწკეპილი“..
-ხო ვარ ზე სიძე.. გადაიხარხარა ნიკოლოზმა. ნიდამ თავი გააქნია სიცილით და ბიჭთან ახლოს მივიდა..
-თმები გაქვს შესაჭრელი. ნიკას აჩეჩილი თმების გასწორება სცადა ნიდამ..
-ხვალ გადავიპარსავ დაბალზე.. თბილად გაუღიმა გოგოს და ოთახის კარი გამოაღო.. სამზარეულოში შესულებს, მოხარხარე ბიჭები დახვდათ, რომლებიც თენგოს მოყოლილ ანეგდოტზე სიცილით კვდებოდნენ.
-ადექით ეხლა წამოდით.. მაგიდიდან აყარა ძმაკაცები.
***
მანქანაში ისხდნენ და ნიდას სახლისკენ მიემართებოდნენ.. ნიკოლოზს შამპანური და ბამბანერკა ეჭირა ხელში.. იოს მის ასეთ ოფიციალურობაზე ეცინებოდა..
-ნიკუშ ერთი ჰალსტუხი გალია . საჭესთან მჯდომმა გეგამ სიცილით გახედა ნიკას.
-უნდა გამეკეთებინა? ანერვიულებულმა შეხედა ნიდას..
-არ უსმინო მაგას.. შურს შენი სიმპატიურობის. გაიცინა ნიდამ და ნიშნის მოგებით გადახედა დაბღვერილ გეგას
-ჩემზე სიმპატიური კაცი შვილი არ არის.. გაიჯგიმა გეგა.. ნიდას რაღაც უნდა ეთქვა მარა მისმა მომღერალმა მობილურმა ხელი შეუშალა.
-ლუკიტოოო.. მხიარულად ჩასძახა
-ეუფ შენ მაგრად ხარ უკვე.. დალიე გოგო ?
-არა
-აააა მივხვდი
-რას მიხვდი?
-სიყვარულით ხარ მთვრალი.. გაიცინა ლუკამ
-ვაი რა გეშველება.. სად ხარ ?
-ვაგდივარ სახლში ..
-ადექი და გამოდი ჩემთან.. ჩემი ხელის სათხოვნელად მოდის დღეს ნიკა. გაინაზა ქალბატონი.. ნიკოლოზს მის ქცევაზე გაეცინა.. მისკენ მიიწია და ყელში აკოცა.
-პროშნა კოცნა დაქორწინების მერე. სარკიდან გამოხედა იოანემ ბატონ ნიკოლოზს.. დვალს ვითომაც არაფერი გაუგია, ისევ მიიწია ნიდასკენ და კვლავ ყელში აკოცა.. იოანემ თვალები დაუბრიალა.. ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა..
-ეხლა მოდის ? ლუკამ მხიარულად ჩასძახა ტელეფონში ..
-ხო
-აუ მოიცა რა მეც მოვალ ..
-წამოდი მალე ..
მანქანა სახლის წინ გააჩერეს ..
ნიკა ამაყად გადმოვიდა მანქანიდან და ნიდასთან ერთად ჩავიდა ეზოში.
-ეხლა რა მაგარი იქნება მამაშენმა ის შამპანურის ბოთლი თავზე თუ დაალეწა და ბამბანერკაც მიაყოლა.. ჩაიფხუკუნა გეგამ და მომცინარ იოს შეხედა..
კარები ქალბატონმა დალიმ გააღო..
-მოხვედი დედა ? შემოდით ბავშვებო მე მოსწავლე მყავს და ხელს არ შეგიშლით გავალ იქით ოთახში. მისაღებში შევიდნენ და დასხდნენ.. ნიკამ შამპანიური და ბამბანერკა მაგიდაზე დადო..
-დედა ერთი წუთით მოდი .. იომ გასძახა დედამისს.. ქალბატონი დალიც შებრუნდა მისაღებსი..
-დე ვთხოვდები.. გაიკრიჭა ნიდა ..
-მითხრა ახლა ამანაც ახალი ამბავი.. ნათიამ დამირეკა და მითხრა უკვე.. მერე დაგელაპარაკებით მოსწავლეს, რომ გავაცილებ.. ქალბატონმა დალიმ ოთახი დატოვა.. ყველა გაოცებული იჯდა.
-დედაშენს საიდან იცნობს დედაჩემი? გაკვირვებულმა ნიკამ ნიდას გახედა .
-ეტყობა რესტორანში გაიცნეს ერთმანეთი ანის ქორწილში. მხრები აიჩეჩა ნიდამ და ბამბანერკა გახსნა.
საღამოს ბატონი ზაზაც მოვიდა .. ნიკოლოზმა ნიდას ხელი სთხოვა მის მშობლებს . ამ ყოველივეს ლუკა მობილურით იღებდა . მარა ყველაზე მთავარი ის იყო , რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ვიდეო კი არ იყო, არამედ "ლაივი" ქონდა ფბში ჩართული, წარწერით "როგორ არ უნდა თხოვო გოგოს ოჯახს მისი ხელი"..
სუფრაც გაშალა ქალბატონმა დალიმ და დაიწყეს მოლხენა. ისე დათვრნენ არსად წასვლის თავი არ ქონდათ, ამიტომ ოთახებში განაწილდნენ.. ნიკოლოზი კი ნიდას ოთახში შებარბაცდა და ნიდასთან ერთად ტკბილად დაიძინა.
ეს დღე ასე მშვიდობიანად დასრულდა.
მეორე დღეს ყველა ნიდას სახლში იყო შეკრებილი და ქორწილის ამბებს განიხილავდნენ..
-22 მაისს იქნება ანუ ? ქორწილის თარიღის გადამოწმება სცადა ილიამ.
-ორი თვე რათ გვინდა ქორწილის დასაგეგმად მაინც ვერ გავიგე.. ამოიფრუტუნა ნიკამ და ნიდას გაბრაზებულმა შეხედა ..
-თუ ქორწილი გეჩქარება მოიყვანე სხვა .. მე მაისში მინდა. თან სითბო იქნება მაგ დროს..
-ხო და ჩოხას არ ჩავიცმევ . წრბები შეკრა ნიკოლოზმა
-ჩაიცმევ.. ეშმაკურად გაიღიმა ნიდამ..
-შანსი არ არის.
-არის. ..
-არათქო
-კიითქო
-ნიდა ჩავიხარსები იმ ჩოხა-ახალუხში.
-არაფერი მოგივა .
-მორჩით კამათს და გამაგებინეთ რას აპირებთ ზუსტად .. მათი კამათით მობეზრებულმა გეგამ წყვილს შეხედა..
-ნუ მოკლედ .. დაიწყო ნიდამ
-მოკლედ არ მინდა გძლად მოყევი.. შეაწყვეტინა გეგამ ..
-მაცადე.. შეუბღვირა დაინტერესებულ ბიჭს. ჯვარს დავიწერთ ჩოხში, გუდამაყარში, ჩოხის წმინდა გიორგის პატარა ტაძარში მთაზე, რომ დგას. მარტო ჩვენი სასტავი წავალთ რა.. ორი მანქანა კი გვეყოფა .. 20ში დავიწერთ ჯვარს და 22ში გვექნება ქორწილი, რადგანაც ჩოხში წასვლა წამოსვლას მინიმუმ 4-5 საათი სჭირდება ქორწილს იმ დღესვე ვერ მოვასწრებთ, ამიტომ მასე ჯობია. გაიღიმა ნიდამ და მის მომავაკ ქმარს ჩაეხუტა. ჯვრისწერაზე ყველას გეცმევატ ჯინსები და სარუჭკები ჰალსტუჰის გარეშე, კეტებითურთ, რათა ასვლა შევძლოთ იმ მთაზე, თან სასურათედაც მაგარი იქნება.. იქიდან წამოსულებმა სადმე შევიაროთ და ავღნიშნოთ. ნუ ქორწილს რაც შეეხება... რესტორანი ნაპოვნი არ გვაქვს ჯერ, მაგრამ მე ვფიქრობ სადმე ცის ქვეს გავაკეთოთ . ჩოხა ახალუხს კი ყველა ჩაიცმევთ მაგ დღეს, ფოტოსთვის მაინც. ერთხელ მაქვს ქორწილი და შემარგეთ.. თვალებ გაბრწყინებულმა გადახედა ბიჭებს .. გაბრაზებულ ნიკოლოზს ხმაურიანად აკოცა ლოყაზე და ღიმილით მიუბრუნდა ილოს..
-ილარიონ შენ და აგათონიკე იქნებით ჩემი ქმრის მეჯვარეები..
-მეეე? ილიამ ნიკას შეხედა.. დვალმა თავი დაუქნია.
-ჩემი მეჯვარეები კი იქნებიან ლიკუნა და ერთი ჩემი მეგობრები, არ იცნობთ და გაგაცნობთ ამ დღეებში..
-გამიკვირდებოდა ეგ ქაჯი, რომ არ ყოფილიყო.. ამოიღრინა ლუკამ.
***
ქორწილისთვის მზადება უკვე დაწყებული იყო. ნიდამ ანი და იკაც არ მოასვენა და სასწრაფოდ დააბრუნა თაფლობის თვიდან .. თუ მაგას თვე ერქვა .
ნიდას საქორწინო კაბას დიზაინერი უკეთებდა და იყო გადარბენებში.. თან სამსახურში და უნიშიც დადიოდა.
ბიჭები რესტორნის ამბებს არკვევდნენ.. ნიდას რაც რესტორანი ანახეს არც ერთი არ მოეწონა.. ხან კიბებს იწუნებდა.. ეს რა უბედური კიბეებია ქუსლიანებით ფეხს მოვიტეხო.. ხან საცეკვაო სცენას.. ეს რა პატარა დარბაზია ვერავინ ნორმალურად ვერ იცეკვებსო.. ხანაც მენიუ არ მოსწონდა .. ნუ მოკლედ ..ნიკას ნერვები აღარ გააჩნდა ნიდას ხელში..
-ნიდუ იმედია ეს რესტორანი მაინც იქნება შენი მოსაწონი და უაზრო მიზეზით არ დაიწუნებ . საჭესთან მჯდომმა ნიკოლოზმა ნიდას შეხედა ..
-უაზრო მიზეზია ის, რომ ნორმალურად მინდა ყველაფრის ჩატარება? იწყინა გოგომ.
-ყველაფერი ნორმალურად იქნება ისეც .. მანქანა რესტორნის წინ გააჩერა .. ნიდას ავტომობილის კარი გაუღო, გადმოსვლაში მიეხმარა და წელზე ხელი მოხვია..
-წამოდით ეხლა რაღას უცდით? წინ წასულმა იომ წყვილს შეხედა.
-ჰო მოვდივართ. შეუღრინა ნიკამ.
ნიდა გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ულამაზეს რესტორანს.
-ნიდუ ხო ლამაზია ?.. უკნიდან ჩაეხუტა საყვარელ გოგოს და კისერში აკოცა..
-ჰო მარა...
-რა მარა ? ცალი წარბი ზევით ასწია ნიკოლოზმა და ნიკაპი გოგონას მხარს ჩამოადო.
-კლასიკური სამოსი უფრო მოუხდება ამ რესტორანს.. ჩოხა ახალუხი უფრო ტრადიციულია და ბუნებას უხდება . მგონი ჯობია ქორწილი რაჭაში გავაკეთოთ..
-ისე ეგ მეც მინდოდა ტო.. მთაში სადმე.. მაგარი იქნება რაჭაში. იმენა დაგლიჯავს . გაიცინა ნიკამ და გოგონას ყელში ჩააცოცა ტუჩები..
-მაშინ პატარა წრეში გავაკეთოთ. თან ისედაც დიდი ქორწილი არ მინდოდა...მასე უფრო გავერთობით ფულიც დაგვჩება და სადმე წავიდეთ. თვალებ განათებულმა შეხედა ნიკოლოზს..
-ანუ გადაწყდა? გაიღიმა დვალმა..
-კი
-ამ კვირაში ჩავიდეთ მაშინ ჩემთან სოფელში , თუ მოგეწონება ჩემი ეზო იქ გავაკეთოთ თუ არა რამე მოვიფიქროთ კაი?
-აუუუ რა მაგარია.. ნიდა ნიკას ჩამოეკიდა კისერზე..
-აქ გექნებათ ხო ქორწილი? გეგა დაჩი და იო მიუახლოვდა წყვილს..
-აქ არა რაჭაში... ამაყად თქვა ნიკამ
-ესენი ვერ არიან ტო.. გეგამ იოს გადაუჩურჩულა..
-თქვენ ხომ არ უბერავთ? გაცოფდა იო. 200 კაციანი ამალით იქ უნდა წავიდეთ?
-პატარა წრეში ვაკეთებთ. ვსო გადაწყდა ქორწილი გვექნება ჩვენს გემოზე . ნიკოლოზმა ნიდა ხელში აიყვანა და რამოდენიმეჯერ დააბზრიალა.
***
ნიკას და ნიდას იდეით აღფრთოვანებულები არ დარჩენილან მათი მშობლები. მაგრამ რა ექნათ? ბევრი ახსნითა და ლაპარაკით დაიღალნენ და ბოლოს მაინც დათანხმდნენ ახალგაზდებს..
მეორე დღეს რაჭაში ჩავიდნენ, ნიკოლოზის სოფელში. ნიდა აღფრთოვანებული უყურებდა მის წინ გადაშლილ სილამაზეს.
-რა ლამაზია. ამოთქვა სახლზე მიშტერებულმა ნიდამ ..
-ნიდ შეგცივდება მასე, შეიკარი კურტკა. ბძანება გასცა ნიკოლოზმა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ნიდას მისი ნათქვამი სულ არ ადარდებდა თვითონ მიუახლოვდა გოგოს, შესაკრავი ყელამდე აუწია და კაპიშონიც დააფარა.. ბოლო დეტალიც არ დავიწყებია და საყვარელ გოგონას ყელში აკოცა..
-მოგწონს? ღიმილით შეხედა წინ მდგომს.
-ძაან..
-ანუ აქ გვექბება ქორწილი?
-აჰამ.. კმაყოფილმა დაუქნია თავი ..
დღეები სწრაფად მიდიოდა .. თითქმის ორი თვე გავიდა უაზროდ..
ამ ორთვეში ბევრი რამ შეიცვალა..
იოანე იმ ხუჭუჭა გოგონას დაუახლოვდა.. ასე, რომ ვთქვათ ურთიერთობის დაწყების ეტაპზე იყვნენ..
ლუკიტო ისევ ლიკას აწვალებდა და ნერვებს უშლიდა. ..
დაჩი კახეთში იყო გეგასთან ერთად .
ილია განოსთან ერთად დაბოდიალობდა აქეთ იქით.
იკა და ანი ბედნიერები იყვნენ ერთად..
ნიკოლოზმა სამსახური დაიწყო ბუღალტრად.. ამის გამო ლექტორებს თხოვა ღამის ცვლაში მოვალო და საღამოს 7 საათზე მიდიოდა უნიში.. ნიდას დილით ქონდა ლექციები, საღამოს კი მუშაობდა.. შაბათს და კვირას იყვნენ თავისუფლები და ისიც ქორწილის ამბებს აგვარებდნენ.. ერთმანეთის ნახვას ვეღარ ახერხებდნენ, ამის გამო კი ნიდა დაღვრემილი დადიოდა.
-ნიდუ სად ხარ? სამსახურიდან გამოსულმა ნიკოლოზმა მაშინვე დაურეკა ნიდას.
-ეხლა ვამთავრებ მუშაობას და სახლში წავალ.
-დამელოდე გამოგივლი და მე წაგიყვან კაი?
-კაი.. მხიარულად ჩასძახა ბიჭს.
მარკეტის წინ, მანქანაზე მიყრდნობილი ნიკოლოზი სიგარეტს ეწეოდა და ნიდას ელოდებოდა .
-ჩემი ლამაზი.. გოგონას დანახვისთანავე გადააგდო ჩამწვარი სიგარეტი, მანქანას მოსცილდა და ნიდასკენ წავიდა.. ხელები მაგრად მოხვია და გულში ჩაიკრა.
-დღეს არ გაქვს ლექცია?
-კი მარა შენი ნახვა მერჩივნა იქ მისვლას. 5 დღეა არ მინახიხარ ტო.. დავიღალე რა .. ერთი სული მაქვს ეს ორი დღე სწრაფად გავიდეს, რომ მოვიდეს ქორწილის დღე.
-მეც მომენატრე თან გაუსაძლისად.. ცხვირი ნიკოლოზის ყელში ჩარგო ..მშობლები წასულები არიან ნათესავთან, იოც არ იქნება სახლში და შენ ხომ დარჩები ჩემთან?
-აბა რას ვიზამ.. შუბლზე აკოცა ნიდას და ხელით ანიშნა მანქანაში ჩაჯექიო..
-მოტოთი აღარ დადიხარ? მანქანაში ჩაჯდომისთანავე კითხა საჭესთან მჯდომ ბიჭს.
-გიკომ წამართვა .. გაიცინა დვალმა.. გოგოებს ევსებათ მოტოზე მჯდომი ბიჭებიო. გაიმეორა გიკოს ფრაზა.. მე კიდე მომიგდო თავისი მანქნა , როგორც თვითონ ამბობს ხოლმე პიპია.. რამდენიმე წუთი გაჩუმდნენ, მერე ნიკა დასერიოზულდა და ნიდას გახედა..
-უნივერსიტეტში როგორაა საქმები?
-სწავლის მხრივ მშვენივრად..
-და სხვა?
-ის თუ გაინტერესებს ვინმე მაწუხებს თუ არა ? გეტყვი, რომ არა.. ამოიღრინა ნიდამ და გაბრაზებულმა შეუტია დვალს.. ჯერ ჩვენი სასტავის ბიჭები არ მეყოფოდა, ახლა შენი დავალებით ნოე დამდევს უნივერსიტეტში. იმ დღეს კურსელმა დავალება ჩამანიშნინეო და ამან კიდე ისეთები დაუწყო ბიჭი საერთოდ აღარ მცემს ხმას..
-ვააა საღოლ ნოეს.. თავი კმაყოფილმა დააქნია.
-ნიკა ხანდახან ნერვებს მიშლი..
-მე სულ მიშლი ნერვებს მარა არაფერს ვამბობ.. და საერთოდ ჩემს საკუთრებას ვიცავ და სრული უფლება მაქვს ამის..
-რომელ უფლებებზე მელაპარაკები როცა შენ ვიღაც გოგოსთან ერთად სურათს დებ ფბში..
-შესწორება .. თვითონ დადო და მომნიშნა.
-როგორც არის. მთავარი ისაა, რომ ვირაც გოგოსთან ერთად სელფებს იღებ
-ხო იცი, რომ შენს გარდა არავინ მანტერესებს? ჩემი კურსელია ეგ გოგო ბიზნესზე , სურათიგადავიღოთო და უარს ხომ არ ვეტყოდი?
-არა რასამბობ .. უარი როგორ უნდა გეთქვა .. ირონიულად ჩაიცინა და გაცოფებულმა შეხედა დვალს.. წამო სადმე გავიაროთო, რომ ეთქვა მაგაზეც უნდა დათანხმებოდი..
-აუ კაი რა ნიდ .. ნუ მიჭედავ უაზროდ.
-აჰ უაზრობა ყოფილა თურმე.. ამოიღრინა და ფანჯარაში გაიხედა.. იცი რას ვიზამ? სწრაფად მიატრიალა თავი ნიკასკენ
-რას? დაინტერესებულმა შეხედა..
-რას და დილის ცვლაში ვიმუშავებ და საღამოს ვივლი უნიში..
-მართლა ? თვალებ გაბწყინებულმა შეხედა გოგონას. მანქანა გადააყენა და ნიდა თავის კალთაში გადასვა..
- ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ..
იმ დღეს ნიკოლოზი ნიდასთან დარჩა..დილით ჩუმად გაიპარნენ სახლიდან. დვალმა ნიდა უნივერსიტეტში მიიყვანა, თვითონ სახლში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად და მერე სამსახურში გავარდა..
სამსახურიდან გამოსულს ბიჭებმა დაურეკეს გეგასთან ვართ წყნეთში და ამოვო.. დაღლილი მანქანაში ჩაჯდა და მათქენ წავიდა.. სახლის წინ გააჩერა ავტომობილი და გადავიდა..
კარები კარგად შეზარხოშებულმა ლუკამ გაუღო.. ნიკოლოზი წარბ აწეული შევიდა მისაღებში და გაქვავდა, როცა ნახევრად შიშველი გოგოები დაინახა..
-აქ რა ხდება? ძლივს ამოთქვა დვალმა
-რა და ვერთობით და ვგულაობთ ბოლომდე.. შენს თავისუფლებას ავღნიშნავთ დღეს, რომელიც ზეგ დაიბლოკება .. გაიკრიჭა დაჩი და მუსიკას ტანი ააყოლა..
-თქვენ ხომ არ უბერავთ ? თვალი მოავლო ბიჭებს..
-დაეგდე რა და დალიე.. გეგამ კონიაკი დაუსხა ჭიაქაში და გაუწოდა. დაბნეული დვალი დივანზე დაებერტყა.. ცდილობდა გამომწვევად ჩაცმული გოგოებისთვის თვალი აერიდებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.. შავგვრემანი გოგო გვერდით დაუჯდა დვალს.. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და კონიაკი დაცლილ ჭიქაში დაასხაა.. იოანეს გახედა, რომელიც ქერათმიან გოგოს ელაპარაკებოდა და გულიანად იცინოდა.. გულში კარგი სიტყვებით შეამკო მომცინარი ბიჭები..
-რა გქვია ? გაიწელა გვერდით მჯდომი ძერსკი გოგო. ნიკამ მის გძელ ფეხებზ ააყოლა თვალი. გოგონამ ბიჭს მუხლზე დაადო ხელი... ნიკოლოზმა ფეხი გაწია და ხელი მოაცილებინა..
-ნიკა.. მიუგდო ნაგლურად
-ნიკოლოზი
-ნიკა. გაღიზიანებულმა შეხედა.. გოგომ ცხვირი აიბზუა .
კარებზე ზარი იყო და დვალმაც უშველა თავს.. მაშინვე წამოხტა ფეხზე და კარი გამოგლიჯა.
-ნიდა. თვალებ გაფართოებულმა შეხედა გაბრაზებულ გოგოს..
-ნიკოლოზ არ შემომიშვებ? ირონიულად ახედა საყვარელ ბიჭს..
-არა.. წამოიყვირა დვალმა, მაგრამ ნიდას მისთვის არც მოუსმენია სწრაფად შევიდა მისაღებში .. თვალცრემლიანმა ახედა ნიკას.
-შენ თავს ვფიცავარ იმათი ბრალია. თითი გაშეშებული ბიჭებისკენ გაიშვირა..
-და შენ ფრთიანი ანგელოზი ხარ ხო? გაცოფებული გავარდა სახლიდან, გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. ნიკა მანქანით გაყვა უკან..
ნიდა მანქანაში ტიროდა.
ნიკოლოზი ბოლთას სცემდა..
ნიდა ნიკოლოზს ლანძღავდა..
ნიკოლოზი ბიჭებს "ამკობდა".
ნიდას ტაქსის მძღოლი ამშვიდებდა..
ნიკოლოზს ტელეფონში აწყნარებდნენ, ანერვიულებული ბიჭები.
ტაქსს გადაუსწრო ნიკამ და მძღოლიც იძულებული გახდა ავტომობილი გაეჩერებინა.. ნიკოლოზი სწრაფად გადახტა მანქანიდან .. ნიდამ მძღოლს ფული გადაუხადა და ტაქსიდან გადავიდა..
მოხუც მძღოლს მათი შემყურე გაეღიმა.. ავტომობილი დაძრა და წყვილს მოსცილდა.
დვალმა გოგოს ხელი მოკიდა და მანქანაში ძალით ჩასვა.. ავტომობილი ადგილს მოსწყდა.. ხმას არც ერთი არ იღებდა.. ნიდა ფანჯარას მიშტერებოდა და ცრემლებს შეუმჩნევლად იწმენდდა..
ნიკამ მანქანა თავის სახლთან გააჩერა.. ნიდას ხელი დაავლო და სახლში შეიყვანა.
-ნიდა მისმინე..გოგოს აწყლიანებულ თვალებს მიაჩერდა..
-და რა მოგისმინო ? მოაწყვეთ იქ "მალჩიშნიკობა" და ეხლა იტყვი ბიჭების იდია იყოვო..ტირილით ამოთქვა..
-შენ თავს ვფიცავარ არ ვიცოდი რას აწყობდნენ.. უბრალოდ დამირეკეს და მითხრეს ამოდიო. ნიდა არ მენდობი?
-კი გენდობი, მაგრამ შენ ხომ ბიჭი ხარ?
-მერე რა, რომ ბიჭი ვარ? გოგონია თავს ვერ შევიკავებ და ასე ადვილად გიღალატებ ვინმესთან? გოგონია ასე მარტივად გადავაბიჯებ ამ გძნობას? გოგონია ღირსება არ გამაჩნია? ნიდა შენ ვერ დაგკარგავ რამდენიმე საათიანი გართობის გამო.. ნიდა ნუთუ არ გესმის , რომ მიყვარხარ . ნიდას მონოლოგს არც დალოდებია ისე დასწვდა მის ტუჩებს . გოგონას ბაგეებს მოსცილდა და თვალებში შეხედა. მის თვალებში დანახულმა ვნებამ ნიკას გონება მთლიანად არია.. გაუაზრებლად თუ გააზრებულად ველურივით დაეძგერა საყვარელი გოგონას ბაგეებს . ნიდა ხელში აიყვანა და თავისი ოთახისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა........
***
დილით გაღვიძებულ ნიკოლოზს საყვარელი ქალის დანახვისას ბედნიერებისგან გაეღიამა.. ფრთხილად მოხვია წელზე ხელები და ნაზად აკოცა ლოყაზე.. ნიდამ თვალები ზანტად გაახილა და ნიკას თვალებს , რომ გადააწყდა სირცხვილით ლამის მოკვდა, წინა ღამის ფრაგმენტები, რომ დაუტრიალდა გონებაში. ტუჩები სატირლად დაბრიცა და ხელები სახეზე აიფარა. ნიკოლოზი გადაფითრდა.
-ნიდა ეხლა არ იტირო თორე გავგიჟდები. ხელები სახიდან ჩამოაწევინა გოგოს. -ცუდად ხარ? ანერვიულებულმა აათვალიერა ..
-არა .. ძლივს გასაგონად თქვა ნიდამ
-აბა რა გჭირს ტო?
-მშობლებს როგორ შევხედო თვალებში? ამოისლუკუნა და თვალები ნიკოლოზის თვალებს გაუშტერა.
-ჩვეულებრივ.. უდარდელად თქვა ნიკამ და "თავის ნიდას" ხელები ძლიერად მოხვია.. აბა შვილიშვილები, რომ უნდათ საიდან ეყოლებათ? გაიცინა და სირცხვილისგან აწითლებულს ბაგეებზე წაეტანა.
-ისე საიდან გაიგე შენ გუშინ იქ, რომ ვიქნებოდი?
-ანიმ მითხრა იკაც დაპატიჟესო და არ წასულაო.
-ჩემთვისაც რომ ეთქვათ გოგოები ავიყვანეთ იიქო, არც მე არ წავიდოდი.
-ხო აბა რა.. ირონიულად თქვა ნიდამ
-შენ თავს ვფიცავარ..
ალბათ დითხანს გააგძელებდნენ ნებივრობას ქალბატონ ნათას, რომ არ შეეწუხებინა წყვილი..
-ნიკოლოზ დედა სამსახურში გაგვიანდება.. კარებს დაეჯაჯგურა ქალი, მაგრამ კიდევ კაი ჩაკეტილი იყო.
-დედა გავიგე, წყალს გადავივლებ და გამოვალ.
-კაი შვილო ..
-დავიღუპე.. საწყლად ამოთქვა ნიდამ და საბანი თავზე გადაიფარა..
-კაი რა.. გაღიმებულმა მოაცილა თავზე გადაფარებული საბანი და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. -მიდი ჩაიცვი და გავიდეთ..
-სად გავიდეთ ნიკა ? შენს ოჯახს როგორ უნდა დავენახო, ხომ არ გაგიჟდი?
-ხვალ ვიწერთ ჯვარს მაინც და რა პრობლემაა ერთი ვერ გავიგე. ჩვენი ცხოვრება ჩვენ არ გვეკუთვნის? ამოიფრუტუნა ნიკამ და საწოლიდან წამოდგა.. ფანჯრიდან გადადი მაშინ და მე კარებიდან გამოვალ.
-მასე ჯობს..
ჭიშკართან შეხვდნენ ერთმანეთს და უკვე მანქანაში ჩაჯდომას აპირებდნენ, ომიკოს ხმა, რომ მოესმათ.
-ესენი ნახე რა.. ორი დღეც არ მოიცადოთ ეხლა... სიცილით ამოთქვა ბიჭმა და მანქანის კარი გამოაღო, რომ დამჯდარიყო - მე არაფერს ვიტყვიიიი.. გადაიხარხარა და ძმას თვალი ჩაუკრა.. ნიკოლოზმა ტუჩის კუთხე ჩატეხა.. ნიდამ კი თვალების ცეცება დაიწყო ..
მეორე დღეს ნიკოლოზი ნიდას სახლის წინ იდგა და ქალბატონს ელოდა.
-ბიჭო ეხლა, რომ უარი გითხრას და აღარ გამოგყვეს? ინტერესით შეხედა გიკომ დვალს..
-ომო მომაცილე ეს აქედან.. ანერვიულებულმა ძმას გახედა.
-არ მიაქციო ყურადღება და შეგეშვება.. ხელი აიქნია გურომ..
ნიკოლოზმა, როცა სახლიდან გამოსული ნიდა დაინახა.. გაშეშდა..
ლამაზად დაწნულ თმაზე ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ედგა, თეთრი კეტები და თეთრი გიპიური სარაფანა ეცვა, რომელზეც თეთრი ლამაზი მოსასხამი მოესხა..
ბიჭებს თეთრი სარუჭკები, კეტები და ჯინსის შარვლები ამშვენებდათ.
-წავედით?. გაღიმებულმა შეხედა დვალს.
-ხო წავიდეთ. დაბნეულმა ნიკამ ძლივს უპასუხა..
ნიდას მშობლებმა ბავშვები ლოცვა კურთხევით გააცილეს.
ლუკას მანქანაში იო, დაჩი, ანი და იკა ჩასხდნენ.. ილოს მანქანაში ნიდა, ნიკა, განო, ლიკა და სალო მოთავსდნენ . სალო ნიდას მეორე მეჯვარე გახლდათ. ომიკოს მანქანაში კი გურო, გიკო, ნოე და აგათონიკე ისხდნენ.
-ულამაზესი ანგელოზი ხარ.. ჩემი ანგელოზი.. ნიკოლოზმა ნიდას ყურში ჩასჩურჩულა.. ნიდას გაეღიმა, დვალისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა.
გუდამაყარში ჩასულები ღიმილით უყურებდნენ მშვენიერ ბუნებას. სოფელ ჩოხში შევიდნენ, მთაზე ულამაზესი პატარა სალოცავი გამოჩნდა.. ავტომობილებიდან მალევე გადმოვიდნენ და ფეხით აუყვნენ წვრი ბილიკს.. ნახევარ საათში ააღწიეს და სალოცავის წინ დადგნენ.
-რა ლამაზი კუთხია.. გაოცებულმა თქვა ნიკოლოზმა .
-ჰო ლამაზია. აი იქ ქვევით პირიმზის სალოცავია.. წიკლაურები და აფციაურები დადიან .. აქ კი მხოლოდ ჩოხელებისაა. 28 აგვისტოს მარიამობას ამოვდივართ ხოლმე ჩოხელები აქ. მომლოცველობის მიზნით. აი იმ ადგილზე კლავენ ცხვარს, მაგრამ ქალების ასვლა აკძალულია.. მხოლოდ კაცები არიან და ხევისბერი. თვალებ გაბწყინებული საუბრობდა ნიდა თავის კუთხეზე და ეამაყებოდა ის ფაქტი, რომ თვითონაც ჩოხელი იყო.. -ბევრი ტრადიციები აქვთ და თავისებური ხედვა გუდამაყრელებს.. იცი ჩოხელს, რომ გიორგი ერქვას არ შეიძლება..
-რატომ? დაინტერესებულმა ნიკამ გოგოს შეხედა..
-იმიტომ, რომ ჩოხის წმინდა გიორგი მხოლოდ ერთია.. ბებიაჩემი მიყვებოდა ხოლმე ლეგენდას.. თურმე ჩოხელს ბიჭი გასჩენია.. დედას გიორგი დაურქმევია.. ის ბავში კი რამდენიმე თვეში მომკვდარა .. ასე განმეორდა კიდევ რამდენიმე ოჯახში. ხოდა ამის შემდეგ გიორგის აღარავინ არქმევს ჩოხელს.. ასე ამბობენ წმინდა გიორგის არ უნდა გაუტოლდეო..
კიდევ ამბობენ, რომ თუ ჩოხელმა გოგოს ხელი ითხოვა უარი არ უნდა უთხრა, თორემ გოგოს ბედი ცუდად წაუაო.
-მღვდელი გელოდებათ მოდით ეხლა.. გეგამ იდილია დაურღვია წყვილს..
ნიკოლოზმა გოგონას ხელი ჩაკიდა და გაღიმებული შეიყვანა სალოცავში..
ბედნიერები გამოვიდნენ სალოცავიდან და მთაზე დაეშვნენ..
-უფლის წინაშე უკვე ცოლ-ქმარი ვართ.. გაღიმებულმა შეხედა ნიდას.
ბევრი იპოზიორეს, ვიდეოებიც გადაიღეს და კარგადაც გაერთნენ.
შავ არაგვთან გაჩერდნენ.. ნიდამ ხელები ჩაყო წყალში , მუჭაში ჩაიგროვა წყალი და ნიკოლოზს შეასხა.
-ნიდა . მოულოდნელობისგან იყვირა დვალმა.. გოგომ სიცილი დაიწყო. -მასე ხო? კაი.. ნიკოლოზმაც შეასხა წყალი მომცინარს.
-ნიკა დავსველდი
-სხვათაშორის მეც.
-არაუშავს სიცილით მიუახლოვდა ბიჭს. კისერზე სველი ხელები მოხვია და ჩაეხუტა..
-ჩემი ხარ ნიდუ .. სულ ჩემი. გაღიმებულმა თქვა და გოგონას შუბლზე აკოცა..
-ლიკუუ .. ლუკამ ლიკას გახედა, რომელიც წყვილს ბედნიერი სახით შეჰყურებდა.
-რა გინდა?
-ცოლად გამომყვები?
-შენ ხომ არ გაგიჟდი?
-პასუხი?
-რა თქმა უნდა არა.. მტკიცედ თქვა ლიკამ
-რატო ტო?
-რა რატო ლუკა? ერთმანეთს ნორმალურად არ ვიცნობთ და ცოლად რანაირად უნდა გამოგყვე?
-აი რანაირადაც ესენი ქორწინდებიან იმნაირად..
-შენ ვერ ხარ საღ გონებაზე..
-ძაან მშვენიერ გონებაზე ვარ.
-არ გეტყობა..
-რას შემატყობ ბოღმით გაქვს ეგ თვალები სავსე.
-ლუკა რა გინდა? გამწარებულმა შეხედა ბიჭს.
-შენ მინდიხარ.. ურცხვად უთხრა გაოცებულს და მის ტუჩებს წაეტანა.. მალევე მოსცილდა გოგოს ბაგეებს და გახევებული დატოვა.
თბილისში ცასულებმა ხელიც მოაწერეს, მტრედებიც გააფრინეს გამოსულებმა და მანქანები დაჯავშნულ რესტორანტან შეაჩერეს. ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი და ოფიციანტს შეკვეთა მისცეს. ლიკა უხმოდ, ჩაფიქრებული იჯდა, ლუკას გვერდით... ლუკა კი ეშმაკურად იცინოდა.
-შენ სალო გქვია ხო? გეგამ მის გვერდით მჯდომ გოგონას შეხედა.
-დიახ.. მორცხვად თქვა და ბიჭს თვალი აარიდა.
-მე გეგა ვარ. ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
-სასიამოვნოა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა სალომემ..
-წამო ვიცეკვოთ. ხელი ჩაავლო გოგონას და საცეკვაოდ წაიყვანა.
***
გიკომ ვიღაც ნაცნობი გოგო დალანდა და მისკენ წავიდა..
-გვანცა . მკაცრად თქვა და მომცინარს მიუახლოვდა
-გიკო. ბიჭის დანახვაზე ღიმილი სახეზე შეეყინა.
-რა გინდა აქ? გაცოფებულმა შეხედა აღელვებულს.
-მეგობრის დაბადების დღეზე ვარ.
-ფეხებზე.. ახლავე მოსცილდები ამ სასტავს და წამოხვალ ჩემთან ერთად. გოგონას ხელი ჩაკიდა და რესტორნიდან გაიყვანა.
***
-ბიჭო სადაა გიკო? ომიკომ გუროს გახედა.
-თავის გოგოსთან ერთად წავიდა სადრაც.
-გვანცასთან ერთად?
-ჰო
-მერე მანქანა?
-ტაქსით წავიდოდნენ..
***
ლუკა ვიღაც გოგოსთან ერთად ცეკვავდა.. ამის შემყურე ლიკა კი განრისხებული თვალებით უყურებდა ლუკას და ვინ იცის მერამდენე ჭიქა ღვინოს სვავდა.. უკვე კარგად იყო, როცა გაღიმებული ლუკა მიუახლოვდა. ღვინის ჭიქა ხელიდან გამოსტაცა და მაგიდაზე დაახეთქა..
-წამო ვიცეკვოთ . ხელი გაუწოდა გოგონას.
-არ მინდა წადი და ისევ იმ ქერას ეცეკვე.
-მე შენთან ერთად მინდა ცეკვა..
-აი ჩემს ფეხებს.
-ლიკა წესიერად. კბილებში გამოსცრა ლუკამ
***
იკა და ანი მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე მხიარულად ლაპარაკობდნენ..
დაჩიმ ვირაც უცნობი გოგო დაპატიჟა საცეკვაოდ და იმასთან ერთად ცეკვავდა.
ილიკო და განოც ცეკვავდნენ..
ნიკოლოზი ნიდას ეცეკვებოდა
-ხვალ უნდა წავიდეთ ხო რაჭაში?
-აჰამ..
-გამო ბიჭო მაცეკვე ჩემს დასთან . გაღიმებულმა იოანემ მოაცილა ნიდას ნიკოლოზი.. დვალმა უკმაყოფილოდ შეხედა იოს და მაგიდისკენ გაემართა..
-მომენატრები..ყურში ჩასჩურჩულა დას და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა..
-იო ისე ამბობ თითქოს ამსტერდამში მივდიოდე მრავალი წლით.
-ხო მარა ყოველდღე, რომ ვერ დაგინახავ, რომ ვერ გაგაწვალებ და რომ ვერ ამიშლი ნერვებს აი ეგ მაწუხებს . ნაღვლიანად შეხედა დას..
-ისეც აგიშლი ნერვებს და სულ შენთან ვიქნები მაინც. ძმას ლოყაზე აკოცა .
-ნიდა რაც გავიზარდეთ შენთვის არ მითქვამს , რომ მიყვარხარ. იმის მიუხედავად, რომ სულ მამწარებ და ნერვებს მითხრი მაინც მიყვარხარ. ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი . არ ვიცი მე ქმარი და ოჯახი. რაც არ უნდა მოხდეს პირველი მე დამირეკე . კაი? ნიდამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა..
-საზიზღარი ხარ რა იო. ეხლა იმიტომ მეუბნები ამ თბილ სიტყვებს, რომ მატირო.
-რა სულელი მყავხარ . გაიცინა იომ და დას შუბლზე აკოცა..
ღამის სამ საათზე დაიშალნენ..
ნიკამ ნიდას არსად არ გავუშვებო და თავის სახლში წაიყვანა.. იომ გაბრაზებულმა შეხედა ნიკას. ნიდა და იო 19 წელი ერთად იზდებოდნენ ახლა კი ნიკამ წაართვა თავისი პატარა დაიკო, ამიტომ ნიკოლოზზე ეჭვიანობდა, რადგან ნიდას მასზე მეტად ნიკა შეუყვარდებოდა მისი ჭკუით.
დილით წავიდნენ თავიანთი სასტავი, ვინც ჯვრის წერაზე იყვნენ ისინი, უნის რამოდენიმე მეგობარი და რათქმაუნდა დაქირავებული სურათისა და ვიდეოს გადამღებნი.
-ესეიგი აქ დავკიდებთ ფერად ნათურებს.. ბძანებას აძლევდა ნიდა ბიჭებს. აი აქ კი გავშლით სუფრას. "დინამიკებს" ფანჯარაში დავდებთ. ლუკ შენ კაი გემოვნება გაქვს და "დიჯეი" შენ იქნები.. ნიკა ჩოხა ახალუხი ხომ წამოიღეთ?
-დღეს ჩამოიტანენ დაჩი და გეგა.. თან საჭმელიც უნდა წამოიღონ გამზადებულები და ბარემ გავშლით.. ხელები წელზე მოხვია გოგოს..
- რა მაგარია ტო მარტო ახალგაზრდები , რომ ვიქნებით.. ჩვენს პონტში შევუბერავთ. ისე მშობლები რანაირად დაითანხმეთ? გაღიმებულმა ლუკამ ნიკას გახედა.
-რა დათანხმება უნდოდა ტო.. ჩვენი ქორწილია და თუ გვინდა მწვერვალზე გადავიხდით . უდარდელად თქვა ნიკამ და ნიდას საფეთქელზე მიაკრო ტუჩები.. .. მარა თენგოს მაინც ვერ გაუტეხავ, მერე რომ ჩავალთ თბილისშიც გავაკეთებთ სუფრას რა სანათესაო და რამე.
ყველაფერი მოაწესრიგეს ბიჭებმა.. მაგიდები ეზოში დააწყვეს, ფერადი ნათურებიც ჩამოკიდეს და ოთახებშიც განაწილდნენ..
გოგოები მეორე სართულზე იყვნენ.. ბიჭები კი პორველზე..
დილიდანვე დაიწყო ნიდამ მზადება.. მაკიაჟი სალომ გაუკეთა რადგანაც ვიზაჟისტი იყო. ანი და ლიკა სუფრას აწყობდნენ ქვევით..
ბიჭები ჩოხა ახალუხს იცვამდნენ წუწუნით..
ყველაფერი თითქმის მზად იყო.. ნიკოლოზი ნიდას ელოდა ვარდებით ხელ დამშვენებული ..
მეორე სართულის კიბეებს მოუყვებოდა ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ნიდა.. დვალი გაღიმებული ათვალიერებდა მის გოგოს..
-ჩამოაღწიე გოგო მალე გახმა კუჭი. როგორც ყოველთვის მშიერმა ლუკამ მშვენიერი ვიდეო გააფუჭა თავისი უტაქტობით.
-უზდელი .. ცხვირ აბზუებულმა ლიკამ ლუკას შეხედა..
-ჩემი ცხოვრება . ლუკა ლიკასკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა.. დაბნეულ გოგოს ენა მუცელში ჩაუარდა და ვერაფერი ვერ უთხრა გამხიარულებულს..
ჯერ სურათები ერთად გადაიღეს. მერე წყვილი განმარტოვდა და ახლა ისინი "პოზიორობდნენ"..
***
-ნიდა გავიხდით ამ დასაწვავ ჩოხებს რა? მაინც ხო გადაღებული გვაქვს სურათები? ლუკამ ნიდას შეხედა.
-ჯანდაბას გაიხადეთ.. ამოიფრუტუნა ნიდამ.
-ეხლა გამოვიცვალოთ და წავიდეთ ჩემი სოფლის დასათვალიერებლად.. მერე მოვიდეთ და შეუბეროთ. გამხიარულებული ნიკოლოზი სახლში შევარდა..
ყველამ გამოიცვალა და სახლიც დატოვეს .. მხოლოდ ლიკა დარჩა.. არ მინდა წამოსვლა ვიქნებიო. ნიდამც არ დააძალა და სახლში დარჩენაზე დათანხმდა..
-ლიკა არ მოდის? ლუკამ ნიდას გახედა
-არა .. ვერაა ხასიათზე რაღაც..
-აუ მეც დავჩები რა.. მეზარება წამოსვლა. სახლისკენ გაიქცა ვაჟბატონი..
***
-შენ აქ რა გინდა .. ლიკამ ლუკას შეხედა, რომელიც ქოშინით მიუახლოვდა გოგოს..
-რა მინდა და აი ეს.. ტუჩებში აკოცა
-ლუკა ნერვებს მიშლი.
-მეც მიშლი, მაგრამ მაინც მიყვარხარ..
-მეც მიყვარხარ. ლიკამ გაიღიმა და ბიჭს ახედა.
-აი მარტო ამის გაგონებისთვის ღირდა იმ მანძილის გამორბენა .. გაიცინა ლუკამ
***
გზას მიუყვებოდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ ბიჭები..
-აუ ომო გახსოვს ნიკამ, რომ ჭინჭრებში ჩაგაგდო.. გაიცინა გიკომ..
-რა დამავიწყებს ..კბილებში გამოსხრა და ძმას მტრული მზერა ესროლა..
-არ გაგემწარებინე და არაფერი მოგივიდოდა.. გაიცინა დვალმა და ცოლს წელზე ხელები მოხვია..
ნიდა და ნიკა ნელა მიდიოდნენ .
-ცოლო ეს რამოდენიმე დღე დავჩეთ რა აქ ?
-ქმარო უნივერსიტეტი გვაქვს.. სიცილით ახედა ნიკოლოზს.
-გავაცდინოთ..
-არა..
-კი.. გოგონას ბაგეებს ეამბორა.
-ცუდ ზეგავლენას ახდენ ნიკოლოზ ჩემზე.
-ნეტავი იცოდე რა ბედნიერი ვარ ეხლა.. გაიღიმა ნიკამ ..
- მეც ბედნიერი ვარ შენ, რომ მყავხარ.. ლოყაზე აკოცა ქმარს..
ბევრი ბოდიალის, სურათების გადაღების და გამხიარულების შემდეგ დაბრუნდნენ სახლში და მოლხენაც დაიწყეს.. ლუკამ მუსიკა ჩართო.. გოგოებმა სუფრა გაშალეს და წავიდა ქართული სადღეგძელოები. პირველი იო წამოდგა ფეხზე.
-გილოცავთ შეუღლებას.. ბედნიერები ყოფილიყავით მუდამ და სულ გყვარებოდეთ ერთმანეთი..აი ახლა როგორც უყურებთ თვალებში ერთმანეთს ისე შეგეხედოთ მრავალი წლის შემდგომ. ნიკოლოზ ნიდა ახლა შენია და იმედი მაქვს ამ ჩემს "განძს" რომელიც ახლა შენ გეკუთვნის გაუფრთხილდები და არ დამჭირდება შენი ცემა.. გამაფრთხილებლად გადახედა ნიკას. დვალმა თავი დაუქნია ღიმილით..
-შენ ძმას ისე უყვარხარ მეშინია შენი თავი არ წამართვას.. ჩაიცინა ნიკოლოზმა და ნიდას შეხედა..
-ხო და ჭკვიანად მოიქეცი.. თვალი ჩაუკრა ქმარს..
სადღეგძელოს სადღეგძელო მოყვებოდა, დალოცვას დალოცვა, ჭიქას ჭიქა ემატებოდა და აი ასე გამოთვრნენ კიდეც.. ბევრიც იცეკვეს და ბევრიც იცინეს . უკვე ღამის 2 საათი იყო და ძილიც ერეოდათ გოგოებს..
ნიკოლოზი ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა ცოლს.
-გეძინება? უჩურჩულა გვერდით მჯდომს..
-დავიღალე..
-წამო დავიძინოთ.. ფეხზე წამოდგა ნიკა და შებარბაცდა..
-ნიკა რამდენი დალიე რა უბედურებაა ? აჯუჯღუნდა ნიდა და ოთახისკენ წაიყვანა..
-შეხვედი უკვე ცოლის როლში? გაიცინა დვალმა.. ნიდამ ბიჭი ოთახში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა.. თვითონ გასვლას აპირებდა ნიკოლოზმა, რომ შეაჩერა..
-სად მიდიხარ? ამოიჩლიფინა დვალმა
-გოგოებს მივეხმარები ალაგებაში და მოვალ..
-ოო მოიცა რა. მოდი ჩემთან .. ხელზე დაქაჩა და თავის გვერდით მიიწვინა..-ასე მგონია სიზმარში ვარ და თვალს , რომ გავახელ გაქრები.. ჩემი ახდენილი ოცნება ხარ ნიდ.. ჩემი ბავშვი, ჩემი გოგო, ჩემი ქალი.. თვალებ დახუჭული ბურდღუნებდა და ნიდას წელზე მაგრად ხვევდა ხელს..
-შენ კი ჩემი აუტანელი ქმარი ხარ, რომელიც ამის შემდეგ წვეთს არ დალევს.
-როგორ არა.. ჩაიცინა დვალმა.. დავლევ თან სულ შენს სადღეგძელოებს. გაიღიმა .. ნიდას ყელში ჩააცოცა ტუჩები და ხმაურიანად აკოცა.
დილით გაღვიძებულ ნიკოლოზს თავის ტკივილი ტანჯავდა.
მის დღეში იყვნენ ბიჭებიც.
-რა ღვინო იყო ასეთი, რომ დაგვყარა ჭაჭა ნაჭამი ინდაურებივით? ლუკამ იოს შეხედა, რომელსაც ნაბეღლავის ბოთლი შუბლზე მიედო..
-მე რას მეკითხები ამას კითხრე რა ჯანდაბა ჩამოიტანა კახეთიდან? იომ გეგას გახედა ..
-ჩემი რა ბრალია ტო? ნაღდი კახური ღვინო იყო.. დივანზე ჩამოჯდა გეგა .
-ნიდუ ნაბეღლავი მომაწუდე რა.. სახე დამანჭულმა ნიკამ ცოლს მიმართა.. გოგონამაც შეასრულა ქმრის ბრძანება და ბოთლი გაუწოდა..
-თქვენ დღეს მოდიხართ თუ დარჩებით კიდევ რამდენიმე დღით? ომიკომ ცოლ-ქმარს გახედა.
-არა უნივერსიტეტს ვერ გავაცდეთ, ამიტომ ჩვენც თქვენთან ერთად წამოვალთ.. გაღიმებულმა ნიდამ შეხედა მაზლს..
- საღამოს გავიდეთ ერთად. თავის დაქნევით დათანხმდა ნიკა და ნიდას მიუტრიალდა.. თხლად გაცვია და გაცივდები მასე..
-ნიკა ცხელა.
-ეგ ეხლა გცხელა თორემ საერთოდ არაა სიცხე.. მიდი გამოიცვალე და თბილად ჩაიცვი.. წარბ შეკრულმა გადახედა დვალს და ბუზღუნით წავიდა ოთახისკენ.
- მიდით რა მაგიდა გაშალეთ, რამე რო ვჭამოთ.. ლუკამ გოგოებს მიმართა.
-ბიჭო შენ სულ როგორ გშია? დაჩიმ ძმაკაცს გახედა
-მოიცა რა .. ხელი აიქნია ლუკიტომ ..
გოგოები სამზარეულოში გავიდნენ სუფრის გასაწყობად.. ნიდაც შეუერთდა მათ და ერთად გაშალეს მაგიდა.. საუზმობის შემდეგ სახლიც მოაწესრიგეს და დაღლილები ჩაესვენნენ სკამებში.
-ნიდუ ჩემი თეთრი სარუჩკა გუშინ , რომ მეცვა სად დევს? ოთახოდან გასძახა ნიკამ მეუღლეს.
-გიკოს აცვია..
-რა პონტში გაცვია ბიჭო ჩემი სარუჩკა? წარბშეკრული გამოვარდა ოთახიდან და გიკოს წინ აესვეტა..
-ღვინო დამექცა ჩემს სარუჩკაზე და ჩავიცვი შენი.. უდარდელად თქვა და ბიჭს გაეკრიჭა
-მერე რაღა ჩემი აიღე, აი აგეღო გუროსი. .
-გუროს ეცვა და რანაირად ამეწაპნა ? ინტერესით მიაშტერდა..
-აუუუ ეს ვინა ტო.. ამოიღრინა დვალმა.. რა ჩავიცვა ეხლა მე?
-გეცვას ეგ შავი მაიკა რას ერჩი ? ხო უხდება ნიიდ? თვალები დაახამხამა გიკომ
-კი კაია.. დაეთანხმა ბიჭს... ნიკამ ბოროტული მზერა სტყორცნა „სარუჩკის ქურდს“ და ოთახში შევიდა..
საღამოს ყველა თბილისისკენ გამოემართა, ათი საათისთვის ჩამოვიდნენ კიდეც.
-ნიდა ჭკვიანად იყავი და წესიერად მოიქეცი.. მანქანიდან გადასულ დას დააწია სიტყვა იომ..
-გავიგე .. გაბრაზებულმა შეხედა ძმას და ეზოში შევიდა. კარები ნათიამ გაუღო წყვილს..
-მოიცადეთ არ შემოხვიდეთ . იკივლა ქალმა და ცოლ-ქმარი კარებში შეაჩერა.
-დედა რა ხდება? დაბნეულმა ნიკამ ნათიას გახედა
-იდექით მანდ არ შემოხვიდეთ. სწრაფად შევიდა სახლში და თეფშით ხელში გამოვიდა.
-რა არის დედა ეს?
-ფეხი დაარტყით, ასეთი ტრადიციაა.. ბძანება გასცა ქალმა . ნიდამ ნიკას შეხედა. დვალმა მხრები აიჩეჩა და ფეხი ჩაარტყა წინ დადებულ ფაიფურის თეფშს, რომელიც ნაწილებად დაიფშხვნა..
-ბევრ ინდურ სერიალს უყურებ ნათი.. ჩაიფხუკუნა ნიკამ.. ცოლს ხელი მოხვია და სახლში შეიყვანა. ბატონი თენგო დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა..
-ოხ მოსულა ახალდაქორწინებული წყვილიც.. რა გეჩქარებოდათ კაცო ჩამოსვლა? მხიარულად გახედა კაცმა შვილსა და რძალს
-რა ვიცი მამა ცოლმა დასვენება გვეყოსო და... ნიკამ გოგოს ლოყაზე აკოცა..
-ომიკო სადრაა?
-მცხეთაში წავიდა თავისთან. ოთახში შევალთ რა ჩვენ დავიღალეთ.
-მოიცა ჯერ .. თენგომ ტელევიზორს ხმა გამოურთო და ნათიას დაუძახა.. ქალიც მალევე შევიდა მისაღებში და ქმრის გვერდით დაიკავა ადგილი. -თქვენ რაც იცანცარეთ არ ვიცი მარა მე ასე ვერ დავტოვებ ამ ამბავს, ხვალ საღამოს შევიკრიბებით და ნორმალურად ავღნიშნავთ თქვენს დაოჯახებას.
-კაი თენგო მასე ვქნათ..ნიდას ხელი მოკიდა და ოთახისკენ წავიდა..
-ბიჭო მოდი აქ... თენგომ შვილს დაუძახა. ნიკა ნაწამები სახით მობრუნდა .. -ახალ დაქორწინებულები ხართ და ალბათ ერთად ცხოვრებაც გინდათ, ამიტომ ზაზამ და მე სესხი გამოვიტანეთ ბანკიდან და ბინა გიყიდეთ .. ეს იქნება თქვენი საჩუქარი მშობლებისგან. თბილად გაუღიმა კაცმა პირდაღებულ წყვილს..
-თენგო ღადაობ ? გაოცებულმა ნიკამ წინ მსხდომებს შეხედა.
-წესიერად ილაპარაკე ბიჭო და მოეშვი ჟარგონებს.. გაბრაზდა თენგო.. მასე ჯობია თქვენთვის, დედაშენი ისეთია გააქცევს მაგ ბავშვს ორ დრეში .. ჩაიცინა კაცმა.. ნათიამ გაბრაზებულმა გახედა მეურლეს და ცხვირი აიბზუა..
-აუ აუ რა მაგრად მიყვარხართ თქვენ ხო არ იცით . ნიკოლოზი ჯერ მამამისს და მერე დედამისს გადაეხვია. ნიდა უხერხულად იყო და უბრალოდ იღიმოდა..
-ჯიგრები ხართ რა.. სიცილით თქვა და გამხიარულებული მოეხვია ნიდას.
-ბიძაშენმა ამოვიდეს ჩვენთან რძალი მაინც გვანახოსო.. თენგომ ძმის ნათქვამი გადასცა შვილს.
-ხვალ გაიცნობს რესტორანში.. დაღლილები ვართ და გვეძინება, არ მაქვს ეხლა ბოდიალის თავი.. ამოიფრუტუნა და გაღიმებული შევიდა ოთახში, უკვე ცოლთან ერთად.
დილით ნიდას მობილურმა გააღვიძა მძინარე წყვილი.
-ნიკა აიღე რა ტელეფონი შენსკენ დევს.. ამოიბურდღუნა გოგომ ისე, რომ თვალი არ გაუხელია..
-გისმენთ..
-შენ რა გინდა ნიდას მობილურთან? იოს ხმა მოესმა ნიკოლოზს
-შენ მგონი დაგავიწყდა მე და ნიდა ცოლ-ქმარი, რომ ვართ.. გაიღიმა ბიჭმა და თვალებდახუჭულ გოგოს ცხვირზე აკოცა..
-დავიწყებული, რომ არ მაქვს მაგიტომ ვრეკავ. სადაა ნიდა?
-ძინავს.. ესე უნდა გვირეკო და გვამოწმო ყოველ დღე? მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები.
-ჭკვიანად იყავი ცხვირ-პირი არ მიგენაყოს.. ჩაიღრინა იომ.
-შენ სიდედრის როლში ხარ ხო? ჩაიცინა ნიკოლოზმა და სიგარეტს დასწვდა, რომელიც ტუმბოზე იდო..
-დაყენდი რა.. გაბრაზდა იოანე.. დაჩისთან ვართ ეხლა და ამოდით თქვენც.
-არ გვცალია ..
-რატო ე? დაინტერესებულმა კითხა
-დღეს რესტორანში ხო მივდივართ? ხო და მე და ნიდამ ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ.
-რა ტანსაცმელი ბიჭო? ადექი და ჩაიცვი სარუჩკა რაც გეცვა გუშინ.
-რომელ სარუჩკაზე ლაპარაკობ გიკომ რო ამახია?. ამოიბუზღუნა დვალმა... დღეს გელოდებით რესტორანში, მოგწერთ მისამართს სადაც უნდა მოხვიდეთ და საღამოს 7საათზე იქ იყავით..
-კაი ..
ტელეფონი გათიშა ..
-ნიკა ჩააქრე ეგ დასაწვავი სიგარეტი.. გაბრაზებულმა შეუღრინა მეუღლეს..
-დასაწვავი რომაა იმიტომაც ვწვავ.. გაიცინა ბიჭმა და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო..
-მოწევა კლავს.
-რა სისულელეა... ნიკა ნიდასკენ მიიწია და ყელში აკოცა..- პირველი საათია უკვე.. მიდი გაემზადე და გავიდეთ..
-სად მივდივართ?
-ტანსაცმლის საყიდლად.. წარბები აათამაშა დვალმა..
-მეზარება..
-მერე მოიხსენი ეგ ზარები და წამოდი.. გაუცინა გამხიარულებულს.
-ხო კაი წავიდეთ .. გაიცინა ნიდამ და ლოგინიდან წამოდგა.
***
ნიკამ იმდენი აბოდიალა ნიდა, რომ გოგოს ყველაფრის სურვილი გაუქრა..
-ნიკა იყიდე ეგ ცისფერი სარუჩკა კაია..
-აი ნახე ვაფშე არ უხედა ამ შარვალს.
-ეხლა გცემ....ნერვები აეშალა ქმრის აუტანელ საქციელზე..
-მართლა არ უხდება ტო.. სარუჩკა მიიდო და სარკეში ჩაიხედა..
-უხდება უბრალოდ შენ ვერ ხარ კარგად..
-არ მომწონს.. სახე დამანჭა და სხვა სექციისკენ გაემართა..
- ნახე ეს რა კაია.. ცხვირ წინ აუფრიალა ბიჭს თეთრი მაიკა შავი წარწერით "მსოფლიოში შენ მიყვარხარ მხოლოდ".. ნიკას გაეღიმა.
-მშვენიერია მაგას უეჭველი ვყიდულობთ. მოიცა და მასეთი ჩემი ზომა არაა?
-კი .. ოღონდ შავია..
-იყოს შავი.. მთავარია ეგ ფრაზა იკვეთებოდეს. ტუჩის კუთხე ჩატეხა და თეთრი მაისური ხელიდან გამოსტაცა ცოლს. -აი ამ მიკიმაუზიან მაისურსაც ვყიდულობთ.
***
-დავაგვიანეთ. ნიდამ გაბრაზებულმა გახედა ქმარს და რესტორანში შევიდა.. ყველას მიესალმნენ და ასე გაღიმებულები დაჯდნენ სუფრასთან. ნიკოლოზმა ცოლს ბიძამისიც გააცნო, ბევრი იცეკვეს და იმხიარულეს, მაგრამ ნიდას მაინც არ მოსდიოდა თვალში შავგვრემანი გოგო რომელიც თვალს არ აცილებდა დვალს და ამრეზით უყურებდა ნიდას..
-ნიკა..
-ჰო
-ის გოგო ვინაა? მათ წინ მჯდომ გოგოზე მიანიშნა ..
-არავინ. აღელვებულმა ნიკამ ღვინის ჭიქა მოიყუდა.
-რა არავინ ნიკა, თვალებით გჭამს .. გაბრაზებულმა გახედა დვალს..
-მერე მე რა ვქნა ?
-შენ არაფერი მარა ცოტახანში მე დავთხრი თვალებს.
-ტყუილად იშლი ნერვებს. ცოლს ლოყაზე აკოცა...არ მიაქციო ყურადღება მაგას, მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და ვსო..
-ნიდ წამო რა ვიცეკვოთ... გიკომ ნიდას დაავლო ხელი და საცეკვაო სცენისკენ წაიყვანა..გაღიმებული ნიკა ცოლს უყურებდა და ბედნიერებით ივსებოდა..
-გილოცავ ნიკოლოზ დაქორწინებას.. იდილია მის წინ მჯდომმა გოგონამ დაურღვია..
-მადლობა ნანკა.. ნაგლურად გახედა გოგოს.. დიალოგის გასაწყვეტად ფეხზე წამოდგა და მოცეკვავე წყვილისკენ წავიდა...
-ჩემი ცოლი ჩემთან.. გიკომ გაიღიმა და ნიკას ნიდა ‘გადაულოცა“ ..
-არ მომწონს ის გოგო.. წარბაწეულმა გახედა მათზე მიშტერებულს..
-დედაჩემის დაქალის შვილია.. ამრეზით გადახედა ნანკას .
-უყვარხარ..
- კაი რა ნიდ..
-რა კაი ნიკა.. მართლა უყვარხარ..
-სიყვარული რა არის ის არ იცის და რომელ უყვარხარზე მელაპარაკები?
-ნიკოლოზ წავიდეთ რა აქედან.
-ნანკას გამო ?
-არა . უბრალოდ აღარ მინდა აქ ყოფნა და ამდენი მთვრალის ყურება.
-რას ერჩი მთვრალს? ნახე ლუკიტო რა საყვარლად ბარბაცებს.. ჩაიცინა ნიკამ
-შენც საყვარლად ბარბაცებ ხოლმე.. ყელში აკოცა მეუღლეს და ეშმაკურად გაიღიმა. დვალმა ხელი ჩაავლო ნიდას და გასასვლელისკენ წავიდა..
-გვრიტებო სად მიიპარებით? გეგა გადაუდგა წინ
-ნეტა ვიცოდე შენი რა საქმეა.. შეუღრინა დვალმა
-ფუ უჟმური..
-წავედით ჩვენ და შენ მიხედე სტუმრებს ჩემს მაგიერ..
-ხვალ კახეთში მივდივართ ბიჭები და შენ წამოხვალ?
-სამსახურში გავდივარ ხვალ და თან ეს უნივერსიტეტიც .. კაროჩე რა.. სახე დამანჭა ნიკამ
-კაი არაუშავს .. წადით ეხლა სანამ იო მოსულა და დაუწყია სიდედრ დედამთილობა.. გაიცინა გეგამ.
ნიკოლოზმა მომცინარ ცოლს ხელი წელზე მოხვია და ასე გამოიყვანა რესტორნიდან. ტაქსი გააჩერეს .. ნიკამ მძღოლს მისამართი უკარნახა და ავტომობილიც დაიძრა..
-ნიკა
-ხო ნიდ
-მიყვარხარ. ლოყაზე აკოცა ბიჭს და თავი მხარზე ჩამოადო..
-ჩემი ცხოვრება ხარ.. გაიღიმა ნიკამ და გოგოს თავზე აკოცა..
მანქანა სახლის წინ გაჩერდა.
დვალმა მძღოლს ფული გაუწოდა.. მძინარე ნიდა ხელში აიყვანა და ფრთხილად გადაიყვანა ავტომობილიდან .. წვალებით გააღო სახლის კარები და შიგნით შეიყვანა საყვარელი ქალი.. დივანზე დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.. ღიმილით უყურებდა მძინარე ნიდას და ვერ იჯერებდა ნიდა თუ მისი ცოლი იყო. დითხანს აკვირდებოდა გოგონას და ნაზად ეფერებოდა თმებზე..მერე თვალები დახუჭა და მორფეოზის სამყაროში გადაეშვა..
-ნიდუ... დილით გაღვიძებულმა ნიკამ ცოლის გამოფხიზლება სცადა..
-ნიდ გაიღვიძე რა. სახე დაუკოცნა გოგონას..
-მეძინება.. ამოიფრუტუნა და გვერდი იცვალა.
-სამსახურში დამაგვიანდება სიცოცხლე.
-დღეს მიდიხარ? მოწყენილმა შეხედა ქმარს და თვალებზე ხელი გადაისვა..
-კი დავეთხოვებოდი მარა გამოცდებისთვის მირჩევნია შვებულების აღება თან დასასვენებლადაც წავალთ მერე..
-მე რა გავაკეთო უშენოდ სახლში?
-ნათიასთან ერთად მოამზადე რაღაცეები.. ლოყაზე აკოცა და გაუცინა
***
ერთმა თვემ სრული სისწრაფით განვლო..
ბიჭები ძირითადად კახეთში იყვნენ და თავიანთ ბოსტნეულს, რომელიც სათბურში მოიყვანეს უვლიდნენ.. გაყიდვასაც გეგმავდნენ და ბიზნესის განვითარებისკენ მიისწრაფოდნენ..
ლუკიტო და ლიკუნა ერთად იყვნენ..
იკა და ანი ბავშვს ელოდებოდნენ, ნუ ეს ფაქტი დიდ ზარ ზეიმს , რომ გამოიწვევდა სასტავში აღსანიშნი არც არის. ერთ დღეს იკა სახლში დაღლილი მივიდა და დაძინებას აპირებდა, ანის კატეგორიული „წადი ნაყინი მიყიდე რომ გაიგო“ .. ბიჭი ლამის ჭკუიდან გადავიდა, რა თქმა უნდა არსად წამსვლელი არ იყო, ამიტომ საწოლზე დაეხეთქა და საწყალი თვალებით ახედა გოგოს , იმ იმედით, რომ შეეეცოდებოდა დაღლილი მეუღლე და ნაყინის საყიდლად არ გააგდებდა. მარა ცოლის მიერ ნათქვამმა „ნაყინი გვინდა“ ყველაფერი შეცვალა და სიხარულით გავარდა საყიდლად..
ნიდა და ნიკა მთელი დღე სამსახურში იყვნენ, საღამოს მიდიოდნენ უნიში და ლექციებს ესწრებოდნენ.. ახალ სახლში გადასვლაც მოასწრეს ამ დროის მანძილზე და ახლა მარტო ცხოვრობდნენ სრული სიმშვიდით..
-ნიკა დამეხმარე რა.. ოთახში შესულ ქმარს შეხედა.
-რა გინდა აბა.?. ღიმილით გახედა მეუღლეს, მოტოს გასაღები ლოგინზე მიაგდო და სკამზე ჩამოჯდა..
-პროექტი მაქვს გასაკეთებელი მენეჯმენტში ინოვაციური პროცესების დაგეგმვა..
-როდისთვის უნდა ჩააბარო?
-ზეგ.
-კაი მაშინ ეხლა გავაკეთოთ ერთად.. ლოყაზე აკოცა გოგოს და ლეპტოპი თავისკენ მიწია.
***
-მოვრჩით..ღრმად ამოისუნთქა ნიკამ და ცოლს ყელში აკოცა .
-გამოცდები გვეწყება იქით კვირას.
-ვიცი ხო.. დაიჭყანა ნიკა.. ერთად ვიმეცადინოთ მერე და დავხუროთ ეს დედა აფეთქებული სემესტრიც. გაუღიმა საყვარელ ქალს..
-ნათიამ დარეკა დღეს..
-რაო? ინტერესით შეხედა ცოლს
-თენგომ ხვალ თუ ეცლება სოფელში გამომყვესო.
-ვმუშაობ ხვალ.. ომიკოს ვეტყვი და გაყვეს ის, თან გაიყოლოს გიკო და გუროც და გაერთობიან.. ტუჩის კუთხე ჩატეხა, ნიდა ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა..
-ისე დღეს იმ გეგასთან ერთად რა გინდოდა? თვალებში გაბრაზება გამოესახა ნიკას.
- შემხვდა და უბრალოდ მომესალმა..
-უბრალოდ მოგესალმა და თან ხელზე გეამბორა? გაღიზიანდა იმ მომენტის გახსენებისას
-შენც შეამჩნიე ხო მისი ჯენტმენობა? გაღიმებულმა ნიდამ ქმარს გადახედა, რომელიც საწოლზე წამოჯდა და გოგოს განრისხებული თვალები გაუშტერა.
-ის ლიფტი მაინდამანც მაშინ არ გაიღო თორემ ვანახებდი მაგას ჯენტმენობას..
-რას ერჩი ნიკოლოზ? ძალიან სიმპატიური ბიჭია..ეშმაკურად გადახედა ბიჭს..
-ხოო? წარბები აწია ნიკამ.. - ნანკაც ძალიან ლამაზია.. ნიდას ბოროტული ღიმილი სახეზე შეაშრა.. ახლა დვალმა აიკრა დამპლური ღიმილი და ბოროტული გამოხედვა სახეზე..
-გეგა ძალიან ჭკვიანია.
-ნანკაც არ ჩამორჩება.
- გეგამ მაკოცა.. რაღაც უაზრობა დაბეთქვა გაბრაზებულ გულზე..
-ნანკამაც მაკო.. მოიცა რა თქვი? იღრიალა ნიკოლოზმა და საწოლიდან წამოხტა.. ნიდას გაეცინა, ნიკას მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა..
-ხანდახან მგონია, რომ მართლა ცხოვრებაზე მეტად გიყვარვარ.. გაღიმებულმა ახედა ნიკოლოზს.
-ხანდახან არა.. მუდამ გჯეროდეს მაგის.. თავზე აკოცა ბედნიერს. - მეორედ, რომ გაგეკაროს ის გეგა, შენ თავს ვფიცავარ მაგრად ვცემ.
-ნუ ამბობ უაზრობას ნიკა რა.. ადამიანი მომესალმა რა არი აქ ცუდი?
-მოწონხარ.. აი ეს არის ცუდი.. წესივრად მოიქცეს თუ სიცოცხლე უნდა და მოეშვას უაზრო ჯენტმენობას..
-ნუ მაბრაზებ ..
-ნურც შენ.. გოგონას მიუახლოვდა და ბაგეებზე ეამბორა.
***
შემდეგი ერთი კვირა გამოცდების ჩაბარებასა და მეცადინეობას დაუთმეს.. წარმატებითაც დაასრულეს და ეს სემესტრიც დახურეს.. უნივერსიტეტისგან სამი თვე ისვენებდნენ.. ნიდა სამსახურიდან გაენთავისუფლა ვატოს, ნიკოლოზიც შვებულებას აიღებდა მალე და წავიდოდნენ დასასვენებლად..
-ნიდ ჩემი სპორტული, ნაცრისფერი შარვალი სად დევს? ოთახიდან გამოვიდა და სამზარეულოსკენ გაემართა სადაც ცოლი ეგულებოდა..
-გარდირობში იქნება. გოგონამ ქმარს გახედა და მწვანილის დაჭრა განაგძო.. -სადმე მიდიხარ?
- ხო.. უკნიდენ ჩაეხუტა ნიდას და კისერში აკოცა..-ლუკიტომ დამირეკა ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ ბიჭები და წამოო, თან დააყოლა ნამდვილ ფეხბურთს უნდა გაზიაროთო.. გაიცინა დვალმა.
-ტყუილა ვაკეთებ ამას? მწვანილს დახედა ..
-რატო ტყუილად? .. რომ მოვალ შევჭამ მერე.. გაიღიმა ნიკოლოზმა.. წამო რა მომიძებნე ჩემი სპორტულები.
- მე შენ გამაგიჟებ.. თვალები გადაატრიალა და ოთახისკენ გაემართა..
-მე უკვე გამაგიჟე და ვარ გაგიჟებული შენზე.. გაიცინა და ცოლს უკან მიყვა..
****
ბიჭები კორპუსის წინ ელოდებოდნენ დვალს..
-სად ჯანდაბაშია ესეც კიდე ვით ვერ ჩამოგორდა? მოუთმენელმა ლუკამ ამოიღრინა
-მართლა რაჭველია რა.. აჰყვა გეგაც..
-აჰა მოდის.. ხელი სადარბაზოსკენ გაიშვირა დაჩიმ.
-სდაროა სასტავს.. გაიკრიჭა ნიკოლოზი და სათვალე ცხვირზე დაისკუპა
-ეს „სდაროვა სასტავს“ ნიდამ გასწავლა? ჩაიცინა იომ
-ჩემი ცოლის სკოლაა.
-არაფერი ეშველება. ხელი ცაიქნია იკამ
-ჩაჯექი მანქანაში ბევს ნუ ბლატაობ.. საჭესთა მჯდომმა ილიამ ნიკოლოზს გახედა..
ნიკას გუნდში იყვნენ იო, დაჩი, ილო და გეგა..
ლუკას გუნდში კი აგა, ნოე, იკა და ნიკას კურსელი სერგო.
ფეხბურთის თამაშიც ამას ერქვა...
ნიკოლოზმა ორი გოლი გაიტანა რითაც თავისი გუნდი დაწინაურდა. მაგრამ ბოლოს აქტიურად მორბენალმა ლუკამ და აგამ იმდენი ქნეს ანგარიში შეცვალეს და მოიგეს კიდეც..
3:2 დასრულდა ლუკიტოს გუნდის სასარგებლოდ..
-ჰა არ განახეთ კლასი? მინდორზე გაწვა დაღლილი ლუკა..
-მოკეტე რა.. შეუღრინა იომ და წყლის ბოთლს დასწვდა..
***
ბინის წინ გაუჩერეს დვალს მანქანა..
-ამოდით ბარემ აქ ხართ.. შესთავაზა ნიკამ დაღლილებს
-არა წავალთ ეხლა და ხვალ ამოგივლით .. იომ ნიკას გახედა ეშმაკურად -ნიდას უთხარი პირველ სათამაშოს მე ვყიდულობო.. გაიღიმა იოანემ და დაბნეულ ნიკოლოზს ბედნიერი თვალებით შეხედა..
-რა სათამაშო? წარბები შეკრა დვალმა და თვალი მოავლო მომღიმარ სასტავს..
-გეტყვის თითონ.. თვალი ჩაუკრა ლუკამ დაბნეულს.
-ვერაფერი ვერ გავიგე.. ხელი ჩაიქნია ნიკამ და სადარბაზოში შევიდა..
სახლის კარები გაღიმებულმა ნიდამ გაუღო. ბიჭმა ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ოთახისკენ.. გოგონაც გაყვა..
-ნიკა რაღაც უნდა გითხრა..
-წყალს გადავივლებ და, რომ გამოვალ მერე მითხარი კაი?
-ხო კაი.. მოწყენილი გავიდა სამზარეულოში..
-ნიდუუუუ.. მაიკის ბრუნებით დაკავებულმა ნიკოლოზმა გასძახა მეუღლეს და მისაღებში გააბოტა..
-ჰო.. ოთახში შევიდა გოგონაც
-რა გინდოდა აბა? ინტერესით შეხედა ცოლს და მაიკა გადაიცვა..
-ერთი... ორი.. და სამი ნიკა ორსულადა ვააააარ... გაიკრიჭა ნიდა და ხელები გაშალა იმის მოლოდინში, რომ მისი ქმარი მასთან მივიდოდა ჩაეხუტებოდა და დააბზრიალებდა მარა..........
-რას მელაპარაკები? გაიცინა დვალმა და დივანზე ჩაესვენა...-აუ ნიდ მიდი რა წყალი მომიტანე.. თხოვნით შეხედა ცოლს..
-ნიკა ორსულად ვარ... დასერიოზულებულმა შეხედა ბიჭს..
-ვიხუმრეთ.. გავიცინეთ.. გავატარეთ.. გვეყო.. წადი ეხლა წყალი მომიტანე..
-მართლა ორსულად ვარ.. ამოისლუკუნა ნიდამ და თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა..
-ჰა? ნიკამ თავი სწრაფად წამოწია დივნიდან.. -პატარა გვეყოლება? დაბნეული მივიდა ცოლთან.
-ჰო.. სლუკუნით ამოთქვა.
-ანუ მე და შენ... ანუ.. აბლუყუნდა ნიკა.. -მამა ვიქნები? თვალები გოგონას აცრემლიანებულ თვალებს გაუსწორა..
-ასე გამოდის.. მხრები აიჩეჩა ნიდამ.. ნიკოლოზმა გაიცინა ცოლი გულში ჩაიკრა და ტუჩები საფეთქელზე მიაკრო.
-მიყვარხართ. ჩუმად ჩაიჩურჩულა და თვალები სწრაფად დახუჭა ბედნიერების ცრემლი, რომ არ ჩამოვარდნილიყო მის ლოყაზე.
***
ნიკოლოზი ბედნიერებისგან გასხივოსნებული დააბიჯებდა დედამიწაზე. გაღიმებული აკვირდებოდა ქუჩაში გამვლელ ორსულებს და ერთი სული ქონდა ნიდაც ასეთი დაენახა.
მშობლების რიაქცია სასწაული იყო.. გახარებულები ულოცავდნენ შვილებს პაწუკას არსებობას და ხელისგულზე დაატარებდნენ ნიდას.
***
ნიდა უკვე 2 თვის ორსული გახლდათ.. დვალი შოკოლადებით ანებივრებდა ცოლს..
პირველი საჩუქარი იომ აჩუქა, ჯერ არ დაბადებულ დიშვილს, ხის საკატაო ცხენი, რომელიც მთელი ბავშვობის მანძილზე უყვარდა და ნიდას თითსაც არ აკარებინებდა.. ლუკიტომ მანქანა აჩუქა, გიკომ თავისი შეგროვებული მუტფილმების დისკები „გადაუსახსოვრა“ მუცელში მყოფ დვალს, იკამ და ანიმ ფუმფულა დათუნია უყიდეს, ილიკომ შოკოლადების კალათა აჩუქა და დააყოლა ეხლა ეს უფრო უნდა მაგას და რომ დაიბადება მერე ვუყიდი სათამაშოებსო.. ომიკომ და გურომ რაგბის , კალადბურთის, ფხბურთის ბურთები და ბარბები გადასცეს წყვილს .. ნუ ორიგინალურობით გამორჩეულებმა დაჩიმ და გეგამ მჟავე კიტრის მწნილის ორმოცდაათამდე ქილა აუტანეს ნიდას.. ნიკა ჯერ ღიმილით შეეგება ორ აყლაყს, რომლებსაც მხოლოდ ორი ყუთი ეჭირათ, მაგრამ როცა რამდენიმე წრე გააკეთეს და ყუთს ყუთი მოყვა , ლამის ინფაქტი მიიღო, მითუმეტეს მაშინ ცოლმა, რომ განუცხადა ეს ქილები აქედან მოაცილე გული მერევა მჟავე კიტრზეო..
***
ივლისის შუა რიცხვები იყო .. ყველა თავუსებურ დასვენებას იწყობდა ზოგი ზღვაზე იყო, ზოგი მთაში და ზოგიც ბარში.. ნიკა და ნიდა რაჭაში წასასვლელად ემზადებოდნენ .. იკა და ანი უკვე ბათუმში იყვნენ წასულები ..
ლუკიტო და ლიკა ყაზბეგში..
გეგა, დაჩი, იო, გიკო, ომიკო და გურო თურქეთში გულაობდნენ..
ილარიონი და განო სოფელში იყვნენ წასულები ..
-ნიკა ეს ბარგი ჩაიტანე ქვევით და ჩადე მანქანაში..
-მარტო ესაა? ოთახში შესულმა ხელი მოკიდა მოზრდილ ჩანთას..
-ეგ შენია და აი იქ დევს ჩემი.. თითი გაიშვირა კედელთან მიდებულ 4 ჩანთაზე და ნიკას გაუღიმა.
-რა ამბავია გოგო იქ კი არ ვჩებით მთელი ცხოვრება..წარბები გაოცებულმა აწია ზევით და ცოლს გახედა..
-ნუ ლაპარაკობ ბევრს ადექი მოკიდე ხელი და წავიდეთ მალე.. უდარდელად თქვა და ბედნიერი გავიდა ოთახიდან ..
-5 ჩანთა მარტო მე უნდა ჩავიტანო? ოთახიდან გასულს მიაძახა
-ჩემთვის არ შეიძლება მძიმის აწევა
-მძიმის აწევა არა და დღე და ღამე ჭამა კი ხო? სიცილით კითხა ნიკამ
-დიახაც..
გიკოს პიპიით მიემგზავრებოდნენ რაჭისკენ.
-ნიდა გადადი თუ გინდა უკან და დაიძინე, დაიღლები მასე და თან კისერი გეტკინება.. მზრუნველი ტონით უთხრა ცოლს და ხელისგულზე აკოცა..
-მაშინ საბარგულის გახსნა მოგიწევს.
-რატო? მანქანა გზიდან გადააყენა დვალმა..
-პატარა ბალიში მიდევს ლურჯ ჩანთაში ..
-კაი მე გადმოვიღებ შენ უკან ჩაჯექი . ღიმილით გადავიდა მანქანიდან.. საბარგულიდან ბალიში გადმოიღო და უკან მჯდომ მეუღლეს გაუწოდა. თვითონ საჭესთან მოკალათდა და გზაც განაგძო. - ტკბილი ძილი ლამაზო. სარკიდან გახედა თვალებდახუჭულ ნიდას .
-ფრთხილად ატარე და თუ მოგშივდება მანდ დევს ხაჭაპური და ჭამე.. თვალები არ გაუხელია ისე ამოთქვა.. ნიკას ესიამოვნა ცოლის მზრუნველობა..
ავტომობილი ჭიშკართან გააჩერა..ბარგი სახლში შეიტანა და მძინარე ცოლსაც მიუბრუნდა.
-ნიდ გაიღვიძე მოვედით უკვე. ღმად ჩაძინებული ფრთხილად შეარხია..
-ჩამოვედით ?.. მთქნარებით ამოიჩურჩულა..
-ხო . მოდი ჩემთან .. ხელში აიყვანა ძილბურანში მყოფი , მანქანიდან გადაიყვანა, ავტომობილის კარები ფეხით მიკეტა და სახლში შეაბრძანა.. ოთახში შეიყვანა საყვარელი ქალი და საწოლზე დააწვინა. ლოყაზე ნაზად აკოცა, შემდგომ კი ოთახიდან გავიდა .. მანქანიდან საკვები პროდუქტი გადმოიტანა და სამზარეულოში შეიტანა..
სწრაფად მოამზადა პომიდვრისა და კიტრის სალათა, კარტოფილიც შეწვა და კვერცხიც მოხარშა.. თეფშზე გადაიღო შემწვარი კარტოფილი, რომელიც პატარა სინზე მოათავსა, სინი ხელში დაიკავა და ოთახისკენ გაემართა... ნიდას ისევ ეძინა.. იქვე მდგარ ტუმბოზე დადო ხელში დაკავებული სინი .. საწოლზე ჩამოჯდა, თმები ყურს უკან გადაუწია, ხელი მუცელზე მიადო და ღიმილით დაუძახა ცოლს..
-ნიდ .. ყელში აკოცა გაღვიძების მიზნით.. გოგონა შეიშმუშნა.
-ნიდუ.. ტუჩები ყელიდან ნიკაპზე ააცოცა..
-ნიკა ნუ მაიმუნობ.. ჩურჩულით თქვა და ბიჭისკენ გადაბრუნდა..
-გაიღვიძე, ჭამე და დავიძინოთ მერე.. გაუღიმა მეუღლეს..
-არ მინდა დაწექი და დავიძინოთ. თვალები დახუჭა და ბალიშზე თავი კომფორტულად მოათავსა.
-შენ არ გინდა ჩემს პაწუკას უნდა, ენაცვალოს მამა ..თავი ამაყად გააქნია და ბედნიერებისგან დაბურძგლა..
-ნიკა დაეგდე რა და დაიძინე თუ იძინებ, თუ არა და მაცადე ძილი.. შეუღრინა ნიდამ..
- ნახე კარტოფილი შეგიწვი . სინი საწოლზე გადმოდო..დილის მერე არაფერი არ გიჭამია, ამიტომ ეხლა შეჭამ ჩემს მომზადებულს.. ნიდას გაეცინა , არასდროს არ გაუკეთებია საჭმელი ნიკოლოზს ან უბრალოდ ნიდას ეგონა, რომ დვალმა საჭმლის მომზადება არ იცოდა..
-აი მხოლოდ იმიტომ შევჭამ, რომ შეგიფასო .. გაღიმებული წამოჯდა საწოლზე.
-ეჭვი არ მეპარება 10დან 10 რო იქნება .. თვალი ჩაუკრა ცოლს და ფეხზე წამოდგა.. სამზარეულოში გავიდა..
ოთახში სალათითა და წვენით ხელდამშცენებული შევიდა.
-10 დან 10ს ვერ ქაჩავ მარა რვიანზე ადიხარ. გაუცინა ბიჭს...
-რვიანსაც არაუშავს.. სახე დამანჭა დვალმა..ესეც შემიფასე სალათა დაუდო სინზე, წვენი კი ტუმბოზე დადგა..
-იომ დამირეკა სანამ შენ გეძინა. საწოლზე წამოგორდა ნიკა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-რაო? ინტერესით შეხედა ბიჭს..
-რაო და რა ჩამოვუტანო ჩემს დიშვილს აქედანო ?
-ჯერ აცადეთ ამ ბავშვს დაბადება და მერე აჩუქეთ რაც გინდათ ის.. თვალები მობეზრებულმა გადაატრიალა..
-უხარია ბიძიას პატარა კაცუნა ან პრინცესა რაგინდა შენ? წარბები ზევით აწია და მზერა მუცელზე გადაიტანა .. -ისე მართლა როდის გავიგებთ რომელია მაანდ?
-რომ დაიბადება მაშინ.
-მანდამდე რა გამაძლებინებს..
-გაძლებ..
-ისე მე პატარა პრინცესა მინდა .. მამიკოს გოგო რო იქნება . გაცისკროვნებული თვალებით შეხედა ცოლს..
-ბიჭი, რომ იყოს?.. ცალი წარბი ზევით აწია ნიდამ და წვენის ჭიქას დასწვდა.
-იყოს . მე ვინ მეკითხება უფლის ნებაა. მთავარია ჩვენი სისხლი და ხორცი იქნება, ჩვენი პატარარა კაცუნა ან ქალუნა.. ნიდასკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა.
***
დილაუთენია გაიღვიძა ქალბატონმა.. მეუღლეს გახედა, რომელსაც მშვიდათ ეძინა.. საწოლიდან წამოდგა, მოწესრიგდა და ეზოში გავიდა. ულამაზესი იყო რაჭა.. მწვანედ მობიბინე მინდორს, მზის კაშკაშა სხივები დანათოდნენ. ჩიტების ჭიკჭიკი სიმშვიდესა და სიწყნარეს სასიამოვნოდ არღვევდა. ნიდა ჰამაკში ჩაჯდა ..
რამდენიმე წუთში ნიკოლოზიც გამოვიდა ეზოში . მხოლოდ შარვლის ამარა , სიგარეტის ღერი თითებს შორის მოექცია და სანთებელას უკიდებდა პირთან მიტანილს..
-ეგ სიგარეტი მოგკლავს. ფეხზე წამოდგა, ნიკოლოზთან მივიდა, ყელში ხმაურიანად აკოცა და სიგარეტიც წაართვა..
-თამბაქო არა, მაგრამ შენ შემიწირავ.
- რათ გინდა ეს სიგარეტი?
-პროსტა მინდა.. ღიმილით აიჩეჩა მხრები და თმები ყურს უკან გადაუწია საყვარელ ქალს. აი შენ კი მჭირდები.. უსაზღვროდ მჭირდები.. ღრმად ჩაისუნთქა გოგონას სურნელი..
-გააჩნია რამდენი ხნით? თვალები დააწვრილა და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
-ჩემი ცხოვრების ბოლო დღემდე და იმის იქითაც.. თვალი ჩაუკრა ბედნიერებისგან სახე გაბადრულს..
***
აგვისტოს ათი იყო ნიდას დაბადების დღე..
ბიჭები დილაუთენია დაადგნენ წყვილს.. პირველი ლუკა შევარდა სახლში..
- რააააააა ლაააამაზი დღეააააააა... ყროყინებდა ბოლო ხმაზე.. - რა ნათელიიიიი მზეაააა, იმიტოოოორომ დღეს ნიდუნიას დაბი დუბის დღეაააააა.. ოთახში შეუარდა მძინარე ცოლქმარს.. როცა ჩახუტებული ნიდა და ნიკა დაინახა თვალებზე აიფარა ხელი..
-ტიტუუუუ რას ხედავს ჩემი ამოსაჩიჩქნი თვალები.. არტისტობა დაამატა თავის ქმედებას..
-აუ რა გაღრიალებს გაჩუმდი რა.. ბალიში გაუქანა ნიკამ ლუკას..
-ეხლა არის სწორედ ღრიალ ჟრიალის დრო.. გაიცინა ლუკამ და საწოლზე დაებეთქვა.. ნუ ნიკოლოზს დაახტა ზევიდა..
-ვაიმე ხელი .. ამოიკნავლა ნიკამ და ოთახიდან გავარდნილ ლუკიტოს გაეკიდა.. ნიდა საყვარლად კისკისებდა..
-ჩემი მონატრებული დაიკო. იოანე ნიდასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა.. -გილოცავ ნიდუ სუ ასეთი გახარებული მენახე.. თავზე ხელი გადაუსვა გაღიმებულმა.
-ჩვენც გილოცავთ რძალო.. გაიკრიჭა გიკო და საცუქარი გაუწოდა გოგონას. ნიდამ ინტერესით გახსნა წითელი ბარხატის ყუთი, რომელშიც ვერცხლის ულამაზესი ყელსაბამი იდო..
-მადლობა გიკო... თვალებ აცრემლიანებულმა გახედა ბიჭს, ფეხზე წამოდგა და გადაეხვია..
-რა გულჩვილი გამხდარხარ გოგო შენ.. გაიცინა გიკომ..
-მოიცა ტო ჩვენი საჩუქრებიც ნახე.. გაღიმებულმა დაჩიმ თითი გაიშვირა საჩუქრებისკენ, რომლებიც ტუმბოზე იდო..
-დაჩიმ -სამაჯური აჩუქა.
-გეგამ -სუნამო
-ლუკიტომ- საათი.
-გურომ და ომომ საყურეები.
-იოანემ- მაიკა აჩუქა რომელზეც ნიდას და ნიკოლოზის ფოტო იყო..
-აუ რა ბედნიერი ვარ თქვენ, რომ მყავხართ.. ცრემლები მოიწმინდა ნიდამ..
-მოიცა ჩემი საჩუქრის ჯერია.. გაღიმებული მოეხვია ნიკოლეზი საყვარელ ქალს.. -გიკო ხო ჩამოიტანე რაც გთხოვე?
-რა თქმა უნდა . თვალი ჩაუკრა ნიკოლოზს გიკომ და ჯიბიდან დისკი და პატარა ყუთი ამოიღო ამოიღო..
-ეს რა არის? გაოცებულმა შეხედა ქმარს.
-ჩვენი ცხოვრების განვლილი წლები, რომლებიც ამ დისკზეა ასახული ნუ სრულად არაა ყველაფერი მარა ნახევარი მაინც არის.. ყელში აკოცა ცოლს.. და ეს კიდე გახსენი და ნახე.. ნიდამ ყუთიდან ყელსაბამი ამოიღო, რომელზეც ქართული ასოებით ეწერა „სამუდამოდ ნიკასი“
-ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩემი ხარ..
-ხო ძაღლივით ჩამომკიდე ეს ყელსაბმელი და თოკიც მომაბი.. გაბრაზებულმა შეხედა ბიჭს.. ნიკას გულიანად გაეცინა.
***
თვეები უსწრაფესად გადიოდა.. ნუ ბევრი არაფერი არ შეცვლილა ნიკასა და ნიდას ცხოვრებაში მხოლოდ ის, რომ ნიდა უფრო გაიბერა და დამშვენდა.. აი რომ იტყვიან ორსულობა მოუხდა.. ოქტომბერში სწავლაც დაეწყოთ უნივერსიტეტში.. ნიკა ბოლო კურსზე იყო, ჩარჩენილ საგნებსაც ამ წელს გადიოდა და უნისაც ამთავრებდა.. ნიდა მეორე კურსის სტუდენტი გახლდათ..
ბიჭებთანაც არაფერი შეცვლილა ნუ თავიანთ ბიზნესს ხედავდნენ..ბოსტნეულის ბიზნესი კარგად წაუვიდათ, ამიტომ ეს საქმე კიდევ გაგძელეს.
ლუკა და ლიკამ იჩხუბეს ამიტომაც უკვე ერთი თვეა ერთმანეთს ხმას არ სცემენ.. არ გაინტერესებთ რაზე იჩხუბეს?
ლიკა თავის მეგობრის დაბ დღეზე წავიდა, ეს ამხანაგი კიდე ლუკიტოს არ მოსწონდა.. ნუ რატო არ მოსწონდა ეს სხვა თემაა.. ის გოგო მსუბუქი ყოფაქცევის კატეგორიას მიეკუთვნებოდა.. ხო და ლუკამ კატეგორიულად უთხრა ლიკას, რომ იმ დაბადების დღეზე არ წავიდოდა .. არჩევანის წინაშეც დააყენა ქალბატონი, ან იქ წახვალ და მე დამივიწყებ ან ჩემთან დარჩები და იმ დაბ დღეს დაიკიდებო..
ლიკას ნერვები აეშალა ლუკას ამ არჩევანზე და სპეციალურად წავიდა იქ . აი ამის გამო დადიან ახლა ცალ ცალკე გაბუტული ბავშვებივით..
გიკო და გუროც დაბორიალობენ მარტოდ მარტოები.. გიკოს კი ყავს გვანცა მარა ჯერ არ ჩქარობს არაფრის დაწყებას..
ილიკო და განო დაოჯახებას აპირებენ..
იო და აი ის ოფიციანტი ხომ გახსოვთ .. ხო იმას და იოს ვერ აეწყოთ ურთიერთობა..
დაჩის ვიღაც მოწონს ..
გეგას სალომე უყვარს მარა ჯერ არაფერი არ ხდება.
იკას და ანის პატარა გოგონა ეყოლათ, რომელსაც გაიანე დაარქვეს.. ირაკლი ისეთი დაბნეული იყო საავადმყოფოში ძლივს მიიყვანა ცოლი.. ექიმი, რომ გამოვიდა და უთხრა გილოცავთ პატარა გოგონას მამა გახდითო ისე გაუხარდა ამდენი ემოციით გულიც წაუვიდა და ჩაესვენა ბიჭების ხელებში.. ნუ ამ კადრებს ლუკიტო თავისი ტელეთი აფიქსირებდა .. იმ დღეს იმდენი დალიეს არაფერი აღარ ახსოვდსთ ბოლოს.
***
უკვე დეკემბრის ბოლო დღეები იყო.. ახალიწელიც მალე დადგებოდა.. ბავშვს თებერვლის დასაწყისში ელოდნენ, ამიტომაც პატარას ოთახს ეხლა აწყობდნენ.. ნიკამ ოთახი ვარდისფრად შეღება .. ნიდამ, რომ ოთახი ნახა ლამის გადაირია..
-ეს რა არის ?
-ხო ლამაზია? საღებავებით დათხაპნილმა ნიკოლოზმა ცოლს გახედა..
-ვარდისფერია .
-ხო
-ეს გოგოს ოთახია მერე
-ახალი ამბავი
-ბავშვი გეი უნდა გაზარდო ? აღრიალდა ქალბატონი
-ჯერ ეგ ერთი არაა დადგენილი ბიჭი რომაა, ამიტომ ეს გოგის ოთახია..
-მე გეუბნები, რომ ბიჭია
-მე ვამბობ, რომ გოგოა
-ახლავე გადაღებე ოთახი ცისფრად
-მერე ჩემი პრინცესა ბიჭის ოთახში ვამყოფო? გაიოცა დვალმა
-არ არის გოგოთქო გითხარი უკვე
-შენ რა იცი?
-ვიცი
-არაფერიც არ იცი..
-ან გადაღებავ ან არა და ხმა აღარ გამცე.. გაბუტული გავიდა ოთახიდან.
-რას ერჩის ამ ფერს ვერ გავიგე .. თავისთვის ჩაიბურტყუნა ნიკამ.. ისე ამ კედელზე პეპლებიც მოუხდება.. თავის თავს ელაპარაკებოდა დვალი..
როცა ოთახის მორთვა დაასრულა მისაღებში გავიდა და გაბრაზებულ გოგოს გვერდით ჩამოუჯდა. ნიდამ ცხვირი აიბზუა და ზურგი აქცია ქმარს..
-ნიდ იცი როგორ მიყვარხარ?
...............
-ჩემი ცხოვრება ხარ
...........
-ჩემი ანგელოზიც
...........
-აი ქვეყანას, რომ მირჩევნიხართ ის ხართ შენ და ეგ პატარა ნამცეცა..
...........
-ჩემი ლამაზი ქალი ხარ..
რიაქცია ნოლი.
ნიკოლოზმა ბოროტულად გაიღიმა და ვითომ არაფერი ისე თქვა..
-ნინიზე ლამაზიც ხარ..
-ვინაა ნინი? სწრაფად შეუტრიალდა ქმარს..
-მე რა ვიცი ვინაა. გაიცინა დვალმა და გოგონას გაბერილ მუცელზე აკოცა. -თუ ბიჭი გვეყოლება გადავაკეთოთ ის ოთახი, მარა დარწმუნებული ვარ გოგოა.. -ხო მაა? ჩასძახა მუცელში მყოფს .. პატარამ ფეხი მოარტყა მუცელს ან ხელი..
-აი ნახე დამემოწმა . ამაყად შეხედა მეუღლეს და ბაგეებზე ეამბორა ..
-ბიჭი იქნება და მაგ ოთახის გადაკეთება მოგიწევს ხელახლა..
-ხო და გაგვეგო სქესი და კი გვეცოდინებოდა ვის ველით..
-არ ვენდობი ეგეთ რაღაცეებს.. მირჩევნია, რომ დაიბადება მერე გავიგოთ..
-ნუ მერე ისედაც გავიგებთ.. თვალები აატრიალა ნიკამ..
***
ახალი წლის საღამოს ბიჭებმა ააკითხეს წყვილს..
-მოგესალმებით თქვენო უდიდებულესობავ .. კარგად შეზარხოსებულმა გიკომ რევერანსი გააკეთა ..
-შეეგდე ბიჭო თუ შედიხარ.. ხელი კრა გურომ..
-გილოცავთ ახალ წეეეელს.. გიჟივით შევარდა ლუკიტო სახლში და კამფეტები მიმოფანტა შესასვლელში..
-აუ ეს რა გიჟი გვყავს ამ სასტავს ტო.. ამოიწუწუნა გეგამ..
-რა ვქნათ შენნაირი დასტოინი ვერ იქნება ძმაო ყველა.. გაიკრიჭა ლუკა.. -აბა სადაა საცივი? გახედა ნიდას..
-მაგიდაზე დევს უკვე და შეგილია მიირთვა.. გაუღიმა ბიჭს ქალბატონმა..
-იო სადაა? იკითხა კარებში თავგაყოფილმა ნიკამ, რომელიც სადარბაზოს ათვალიერებდა გაკვირვებული..
-დახურე კარი ეგ, დაჩი და ომიკო მერე ამოვლენ.. უთხრა ილიკომ და მოზუზუნე მობილურს უპასუხა..
-ანი და იკა არ მოვლენ ? ნიდამ ლუკას შეხედა, რომელიც სუფრას ათვალიერებდა..
-გაიანეს ვერ დავტოვებთ მარტოო, ამიტომ სახლში შეხვდებიან ეგენი ახალ წელს. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა შემწვარ ქათამს, რომ გაუსწორა თვალები ვაჟბატონმა.
-აუ მე უნდა გავიდე და შემოგიერთდებით მერე .. განოსთან გავდივარ ეხლა. გაღიმებული ილიკო სწრაფად გავარდა სახლიდან..
-ერთი ამის დაოჯახებას მომასწრო მეტი არაფერი არ მინდა.. თვალიდან არარსებული ცრემლი მოიწმინდა ლუკამ და სკამზე დაებეთქვა..
-11საათია უკვე, დასხედით სუფრასთან რაღას უცდით. ბძანება გასცა ნიკამ
-მეც მაგას არ ვამბობ.. დაეთანხა "ფრონტზე მყოფი"ლუკიტო..
სიყვარულის სადღეგძელოს სვავდნენ როცა კარებზე ზარი გაისმა..
ნიდამ გააღო კარები რომლის მიღმაც მომცინარი ბიჭები იდგნენ და ლიკუნაც თან ახლდათ..
-როგორაა ბიძიას ვაჟკაცი? იომ ხელი მუცელზე მოუსვა დას..
-პრინცესა უნდა გეთქვა.. უკნიდან ნიკოლოზის ხმა მოესმა ნიდას და მეუღლისკენ შებრუნდა..
-გაიგეთ უკვე სქესი ? გაოცებულმა ომიკომ იკითხა
-არა ვარაუდით ამბობს.. ხელი აიქნია ნიდამ.
მისაღებში შევიდნენ და სუფრაზე მოთავსდნენ.. ლუკამ თვალი აარიდა ქალბატონს.. მაგრამ ნიდამ ისე გააკეთა, რომ ლიკა სწორედ ლუკიტოს წინ დასვა.
-ლიკა შენი ჭიქა მომაწოდე. იომ გოგოს მიმართა რათა ჭიქაში ღვინო დაესხა.. მანაც სწრაფად გაუწოდა . სევდიანად შეხედა მის წინ მჯდომს, რომელიც საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას..
-ნიკას ტელეფონზე დაურეკეკა ნათიამ .. მიულოცა ახალი წლის მოსვლა და დააყოლა გამოვალთ ხვალ და გნახავტ მე და თენგოო.
12 საათზე ყველა აივანზე იყო გასული და ფერადად განათებულ ცას უყურებდნენ.. ნიკოლოზი ნიდას ჩაეხუტა უკნიდან და ხელები გაბურთულ მუცელზე მოხვია .
-იცი როგორ მიყვარხართ? თქვენ ხართ ჩემი სუნთქვა.. უბედნიერესი ვარ ნიდუ..მავსებთ .. მთლიანად მავსებთ, შენ და ეს პაწუკა.. ტუჩები საფეთქელზე მიაკრო გაღიმებულს. -გილოცავ ახალ წელს. აი იმ წელს როცა ჩვენი შვილი ამ ქვეყანას მოევლინება.. ამაზე მაგარი წელი ვერ იარსებებს ვერასდროს .. გოგონას მთელ სხეულზე მოედო ბედნიერება.. თვალებში ცრემლი ჩაუდგა და ნიკოლოზს უფრო მეტად მიეკრო..
სუფრასთან უნდა დამსხდარიყვნენ როცა ნიდას სუნთქვა გაუხშირდა..
-ნიდ ხო კარგად ხარ? ანერვიულებულმა მოკიდა ხელი მეუღლეს..
-დაიწყო..
-რა დაიწყო ნიდა დასრულდა უკვე ის შუშხუნები.. დაბნეულმა გაიხედა აივნისკენ თავის სიტყვებში, რომ დარწმუნებულიყო..
-ეგ კი არა მშობიარობა დამეწყო.. იკივლა ნიდამ.
-ჰა?
-გამოდი აქეთ. გვერდით გაწია იომ ნიკა და და ხელში ფრთხილად აიყვანა..
-ნიკა ჩანთა წამოიღე.. ძლივს თქვა ნიდამ და ოთახისკენ გაიშვირა ხელი.. დვალი აზრზე ვერ მოდიოდა. ლუკამ მხარი გაკრა გაინძერიო. ლიკა შევარდა ოთახში და ჩანთა გამოიტანა .. იომ ნიდა მანქანაში ჩასვა.. ნიკაც უკან დაუჯდა გოგონას..
-ღრმად ისუნთქე .. წინიდან მობრუნდა ლიკა.
-ხო ღრმად ვისუნთქოთ .. გაიმეორა სიტყვები ნიკამ ბლუყუნით და თვითონაც დაიწყო ღრმად სუნთქვა.
-შენ კი არა ბიჭო ნიდამ უნდა ისუნთქოს ღრმად.. არა ნაკლებ ანერვიულებულმა იომ სარკიდან გახედა უკან მსხდომებს..
სავადმყოფოში, როგორც იქნა მიაღწიეს.. ნიდა სამშობიაროში შეიყვანეს .. ნიკოლოზმა შესვლაზე უარი თქვა ცუდად გავხდები იქ ვერ შევალო..
ანერვიულებული დააბიჯებდა აქეთ იქით.
-ბიჭო მშობლებს უთხარი? ომიკომ ძმას კითხა..
-არა.
-მე დავურეკავ ..
-მე დედაჩემს გავაგებინებ.. იომაც აუბა მხარი ომოს.
-უნდა შევყოლოდი.. თვალცრემლიანმა ნიკამ ამოთქვა და კედლისკენ შებრუნდა.
-ნუ ნერვიულობ ნიკა ყველაფერი კარგად იქნება.. გაამხნევა ლიკამ მეგობარი.
-რამდენი ხანია იქაა.. რამე ხო არ მოხდა? ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა დვალს..
-კაი რა ტო . რა ცუდზე ფიქრობ შენ კიდე. ყველაფერი ჯიგრულად იქნება აი ნახე.. გიკომ მხარზე დაკრა ხელი ანერვიულევულს..
ექიმის გამოსვლა და ნიკას გადაფითრება ერთი იყო..
-ყველაფერი კარგადაა? მივარდა ექიმს დვალი..
-დიახ ყველაფერი კარგად დასრულდა, იმის მიუხედავად , რომ ნაადრევი მშობიარობა იყო.. გაუღიმა კაცმა ბიჭს. პალატაში გადმოვიყვანთ ცოტახანში და მერე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი მეუღლე .
ისეთი დაბნეული იყო ბავშვის ამბავიც ვერ კითხა ექიმს, სქესზე ხომ ლაპარაკი არ იყო..
ბიჭები გადაეხვივნენ ნიკოლოზს და მამობას ულოცავდნენ.. იოანე შამპანურით ხელ დამშვენებული შემოვარდა საავადმყოფოში .. ხმაურიანად გახსნა ბოთლი და ყვირილი დაიწყო ბიძა გავხდიო.. ლუკა ვიდეოს იღებდა სადაც ნიკას გაშტერებულ , ომიკოს გახარებულ, იოს გაგიჟებულ და ბიჭების გაბედნიერებულ სახეებს აფიქსირებდა..
ნიკოლოზი რამდენიმე წუთში შევიდა მეუღლის სანახავად.
-ჩემი ლამაზი გოგო.. თვალებში ცრემლ ჩამდგარი მიუახლოვდა ცოლს, რომელსაც პატარა არსება ეკავა ხელში.
-ნიკა ხომ გითხარი ბიჭი იქნებათქო? გაბედნიერებულმა დახედა შვილს და ქმარს გაუღიმა..
-ბიჭია? გაოცებულმა კითხა
-ხო.. ჩვენი პატარა კაცუნაა.
-იმ ოთახის გადაღებვა მოგვიწევს. მარა სიამოვნებით გადავღებავ და კედლებზეც დავახატავ პიპიებს.. გაეღიმა დვალს.. რამე ხომ არ გტკივა?
-ცოტა მარა არაუშავს. ამას, რომ ვუყურებ ყველაფერი მავიწყდება.
-რა დავარქვათ პატარა კაცს? გაიღიმა შვილის აცმაცუნებულ ტუჩების დანახვისას.
-რა ვიცი შენ სუ გოგოზე ლაპარაკობდი და ბიჭის სახელი არც გქონია გეგმაში .
-მომიყვანე ჩემი პატარა კაცი..
-ფრთხილად აიყვანე.
-ნუ გეშინია არ ვატკენ არაფერს. ისე რამდენ რამეშია გახვეული სახის მეტი არაფერი უჩანს .. უკმაყოფილოდ დახედა მის მკლავებში მოთავსებულს..
-პატარაა და მაგიტო..
-აბა თქვი მა მა .. თქვი მამა ..
-ნიკა რა სულელი ხარ.. ბავშვი ეხლა დაიბადა და მამას რანაირად იტყვის?
-პირველი მინდა, რომ მამა თქვას.. შვილის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა.
-დედაჩემი აქ არის?
-არა ჯერ არ მოსულან .. ომომ და იომ დაურეკეს მშობლებს და მოვლენ მალე.. ბიჭები გარეთ არიან და ამ ცქნაფას სადღეგძელოს სვავენ.
-მომიყვანე ეხლა მე..
-შენ ისედაც უნდა გყავდეს და მაცადე ცოტახანს. -ნიდ მე ვიცი რაც უნდა დავარქვათ..
-რა ?
-მაქსიმე..
-მაქსიმე. გაიმეორა ნიდამ.. მომწონს... მაქსიმე დვალი..
-ჩემი ვაჟკაცი.. ისე პრინცესა რატომ მეგონე მაა?
-უტვინო, რომ ხარ მაგიტომ.
***
რამდენიმე დღეში სახლში გამოწერეს პატარა, კაცუნა დედიკოსთან ერთად..
-იო ნიკა რატომ არ მოვიდა ჩვენს წასაყვანად ? ნაწყენმა შეხედა ძმას..
-რავი რაღაც საქმე ქონდა..
-ლუკა გამორთე ეგ კამერა .. შეუღრინა გაბრაზებულმა მომცინარ ბიჭს.
-რა გინდა ტო ვაფიქსირებ ამ დასამახსოვრებელ მომენტს..
-არაა საჭირო..
-არი..
-ნიდა შვილო წავალთ ჩვენ მაშინ და იოანე წამოგიყვანთ თქვენ.. ნათიამ გახედა მოწყენილ გოგოს..
-კარგით.
-იოანე ფრთხილად ატარე მანქანა.. გააფრთხილა ქალბატონმა დალიმ შვილი..
-როდის ვატარებ დედა სწრაფად? .. გაიკვირვა ბიჭმა.
-სულ.
-გამონაკლისს დავუშვებ დღეს. ტუჩის კუთხე ჩატეხა.
***
მანქანაში ისხდნენ და სახლისკენ მიემართებოდნენ.. ნიდას მაქსიმე ეკავა ხელში და სევდიანად აკვირდებოდა ფანჯრიდან გამოჩენილ ხალხს.
-მოვედით..მხიარულად თქვა ლუკიტომ და ვიდეო ჩართო..
-დაგიმტვრევ მაგ კამერას. დაემუქრა გოგო..მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოში ბუშტებით ხელდამსვენებულ ქმარს შეხედა .. ბუშტებზე მათი სურათები იყო მიკრული.. ნიკოლოზი royal bliss I love you-ს მრეროდა.. ბიჭები სათითაოდ მიდიოდნენ ნიდასთან და თითო წითელი ვარდი მიქონდათ.. შემდგომ ნიკას გვერდით დგებოდნენ და სიმღერაში ყვებოდნენ, თან სიმღერის რიტმზე უკრავდნენ ტაშს რაც უფრო მეტ ეშხს მატებდა ცოცხლად შესრულებულ სიმღერას..
როცა სიმრერა დაასრულეს ნიკოლოზმა ბუშტებს ხელი გაუშვა , ლამაზად გაიშალნენ ერთად შეჯგუფებულები და ცისკენ ნელი სვლით წავიდნენ.. დვალი ნიდასკენ გაემართა გოგონას შუბლზე აკოცა და შვილს დახედა..
-ნიდა მიყვარხრთ . ამ ცხოვრებაზე მეტად მიყვარხართ..
-ყველაზე მაგარი ქმარი ხარ.. გაუღიმა ბიჭს და ბედნიერებისგან ავსებული შევიდა სადარბაზოში.
***
ნიკას და ნიდას მშობლები პატარას ეფერებოდნენ.. ბატონი თენგო და ბატონი ზაზა სუფრაზე ისხდნენ და ლოცავდნენ პატარა კაცს..
ბიჭებიც ლოცავდნენ სასტავის ახლად შემატებულ წევრს.. იო და ომიკო ჯერ ვერ ეჩვეოდნენ ბიძების როლს.. ხელშიც არ იყვანდნენ პატარას, რამეს ვატკენთო.. ნუ რომც სდომებოდათ ნიკა არ მისცემდა მაქსიმეს აყვანის უფლებას..
-მოდი მა ჩემთან.. ნათიას ხელებში მოთავსებული ბავშვი თვითონ აიყვანა..
-ფრთხილად დაიკავე ნიკა.. ქალბატონმა ნათიამ აღელვებულმა გახედა შვილს..
-ჩემი შვილია.. წარბებ შეკრულმა შეხედა დედამისს
-მერე კი არ გართმევ.. შეუბღვირა ქალმა..
-ნიკა მომიყვანე ბავშვი უნდა ვაჭამო. ნიდა ნიკასთან მივიდა..
-მეყოლება რა ცოტახანი და მერე აჭამე, ძლივს გაჩუმებულია ეხლა..
-მიდი შენ სუფრასთან და საღამოს სულ შენ გყავდეს. უკმაყოფილოდ გაუწოდა ბავშვი ცოლს და მაგიდასთან მივიდა.
საღამოს დაიშალნენ და დატოვეს წყვილი მარტო, პატარა ჩხავანასთან ერთად..
-ნიკა გაიწიე ბავშვი აქ უნდა დავაწვინო..
-და მე სად დავწვე?
-აი იმ ვარდისფერ ოთახში..
-შანსი არაა .. თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. -აქ შემოვიტან იმ აკვანია თუ რაცაა და აი აქ დავდოთ..
-ჩემთან მინდა ახლოს, რომ მყავდეს.. გაიბუტა ნიდა..
- ხო და დაიდგი მერე ის აკვანი გვერდით და გყავდეს.. რაღა მე მაძევებ აქედან.
***
ღამის 3 საათი იყო ტირილის ხმამ, რომ გააღვიძა ნიკოლოზი. ფეხზე სწრაფად წამოდგა და პატარას დააცქერდა ..
-რა გატირებს მაა?
-ხელში აყვანა უნდა ალბათ ან შია.. მოესმა ცოლის ხმა .. ნიდა საწოლზე წამოჯდა..
-მოიცა არ ადგე მე მოგიყვან.
***
ერთი თვის ასაკში, ნიკოლოზის დაბადების დღეზე მონათლეს მაქსიმე, ნათლიები ნიდას და ნიკას მეჯვარეები იყვნენ. ეს ფაქტიც და ნიკას დაბ დღეც რესტორანში აღნიშნეს..
-ჩემი სიცოცხლე ხარ მა შენ. კარგად შეზარხიშებული ნიკა ბავშვს ელაპარაკებოდა..
-ნიკა კიდევ თუ დალევ მართლა იმ ვარდისფერ ოთახში მოგიწევს დაძინება.
-ნუ ბუზღუნებ რა . ყოველდღე კი არ ვნათლავ შვილს.
-ბავშვი ცოდოა ამ ხმაურში, წავიდეთ რა სახლში.. თხოვნით შეხედა მეუღლეს..
-კაი წამო. გეგას ხელით ანიშნა მათთან მისულიყო.
-რა ხდება ? მათთან მისულმა იკითხა..
-გეგა შენ ხო არ დაგილევია და გაგვიყვანე რა სახლში და დაბრუნდი მერე უკან .. ნიდამ შეხედა ბიჭს
-არაა პრობლემა... თვალი ჩაუკრა გოგოს.
***
სახლში მისულმა ნიდამ ბავშვი დააძინა და ოთახიდან ფრთხილად გავიდა.. ნიკოლოზს გახედა, რომელიც სველ თმებს იმშრალებდა. გაღიმებული მიუახლოვდა ქმარს, კისერში აკოცა და მოეხვია..
-ნიდა ცუღლუტობ.. გაიღიმა დვალმა და სველი ტილო დივანზე მიაგდო.. გოგოსკენ შებრუნდა და ტუჩებზე ეამბორა..
-ნახე ჩემი საჩუქარი.. წარბები აათამაშა ნიდამ და ბიჭს ყელსაბამი გაუწოდა წარწერით - სამუდამოდ ნიდასი..
-მომწონს ეს ფრაზა.. ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე და გოგონა სხეულზე აიკრა.
-მეც ვგიჟდები..მაცდურად ჩაუკრა თვალი და კოცნაში აყვა მეუღლეს.
***
მაქსიმეს დღე და ღამე არეული ქონდა ამიტომაც ღამით ეღვიძებოდა.. დილით კი ეძინა.. 3 თვე ასეთ წამება რეჟიმში იყვნენ.. ნიდასთვის უფრო რთული იყო ეს, რადგან უნივერსიტეტიც ემატებოდა ოჯახურ ცხოვრებას .. ძილითაც ვერ იძინებდა მაქსიმეს ხელში..ამ არეული სიტუაციის გამო სამსახურიც ვერ გაგრძელა..ქალბატონი ნათია და დედამისი ეხმარებოდნენ, რაც უფრო უადვილებდა უნიში სიარულს და სწავლას.. ნიკოლოზიც ყველანაირად ხელს უწყობდა .. როცა ნიდას ლექცია ქონდა ბავშვს ნიკა უვლიდა.
სწრაფად იზდებოდა პატარა ვაჟკაცი და უფრო საყვარელი ხდებოდა. ბიჭები ხელიდან არ უშვებდნენ ბავშვს. რიგი იდგა ვინ დაიჭერდა და ვინ ეთამასებიდა. იკას და ანის გაიანეც მოყავდათ მაქსიმესთან ..
ივნისის თვე იყო ..
უნივერსიტეტში გამოცდები დაიწყო .. ნიკოლოზმა მე-4 კურსი დაასრულა და მისი წამებაც მორჩა..
ნიდამაც დაასრულა მეორე კურსი წარმატებით.. სხლში მისული სიხარულით მოეხვია შვილს.
-ჩავაბარე დე .. მორჩა ეხლა ვიქნები სუ შენი. გაუცინა მომცინარს.
-სუ ჩემი იქნები .. შეასწორა ნიდას ნათქვამი ნიკამ - ხვალ წავიდეთ და ვუყიდოთ ჩასაცმელი ამ მაიმუნს, თან გავასეირნებთ კიდეც.
-კაი აზრია.
***
მეორე დღეს ბავშვის ჩასაცმელის საყიდლად წაბრძანდნენ..
-ეს ბაჩია ჯობია თუ ეს? ნიკამ ფეხსაცმელზე მიუთითა ნიდას..
-ეს ბაჩია რაღა უბედურებაა?
-ბაჩია ქვია და.. ხო ბაჩიაა ეს მაა? ხელში აიყვანა შვილი და სოსკა გამოგლიჯა პირიდან.. გამოიღე რა ეგ სოსკა რათ გინდა ეგ მატყუარა რაღაც?. ბავშვს არ ესიამოვნა მამამისის მოქმედება და ატირდა.. ნიკამაც სწრაფად ჩაუდო სოსკა პირში.. - დორბლიანო.. დორბლი მოწმინდა შვილს და დაბურთულ ლოყაზე აკოცა.
-ეს შარვალი და ფეხსაცმელი ვუყიდოთ .. ხელში დაიკავა ნიდამ ბავშვის ტანსაცმელი..
-აუუუუ აი ეს პანდის ფორმა ვუყიდოთ რა? თვალებ გაბწყინებულმა შეხედა ცოლს. ნიდას გაეცინა და თავი დაუქნია. ყველაფერი საჭირო ნივთი იყიდეს და მაღაზიაც დატოვეს.
***
ივლისში აპირებდნენ რაჭაში ჩასვლას პაწუკასთან ერთად, რათა თბილისში გამეფებული სიცხისთვის დაეხწიათ თავი..
-ნიკა სად ხარ? ანერვიულებულმა დაურეკა მეუღლეს.
-სამსახურიდან გამოვდივარ ეხლა და მალე მოვალ.. რამე გინდა რო წამოვიღო?
-არა არაფერი.. უბრალოდ, რომ დააგვიანე მაგიტომ დაგირეკე..
-კაი არ ინერვიულო მოვალ მალე.
ტაქსი უნდა გაეჩერებინა გზის მეორე მხარეს, სათამაშოების მაღაზიაში ფუმფულა პანდა, რომ შენიშნა. მაშინვე გადაწყვიტა იმ პანდის ყიდვა.. ფეხით მოსიარლეების გზა ჯერ არ იყო, „ბარდიურზე“ დადგა.. ჯიბეში მოზუზუნე ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.
-ხო იო?
-ნიკუშ სად ხარ?
-ეხლა გამოვედი სამსახურიდან და სახლში მივდივარ.. რამე ხდება?
-არა არაფერი. ეხლა მოვდიოდით თქვენთან და მაგიტომ გირეკავ რა წამოვიღოთქო.
ნიკამ შუქნიშანს ახედა. წითელი, რომ დაინახა სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ..
უეცრად რაღაც მოხდა.
იოანეს კარგად ესმოდა ყურმილს მიღმა , შეჯახების, ყვირილის და შეძახილების ხმა.. მოკვდა, მანქანა დაეჯახა, მკვდარია. იოანე ყურმილში ღრიალებდა, მაგრამ მის ძახილს სირენების საზარელი ხმა ფარავდა.
***
აი ასეც ხდება ხოლმე.. როცა ადამიანებს გვგონია, რომ ჩვენი იდილია დითხანს გაგძელდება, სწორედ მაშინ ანგრევს ცხოვრება ბედნიერებას, სადაც ტკივილი ჩნდება და ის სიმშვიდე ქრება, რომელიც თურმე სამარადისო არ ყოფილა..
-იო რა მოხდა ? იყვირა გეგამ და მობილური ხელიდან გამოგლიჯა, გაგიჟებულ ბიჭს..
ყვირილის ხმები ისევ არ გაჩერებულა, ამას თან ახლდა მანქანების სიგნალიც . გეგა მთელი ხმით ყვიროდა ნიკოლოზის სახელს.. ეტყობა ვიღაცამ შეამჩნია გზაზე დაგდებული მობილური და გეგას ღრიალს უპასუხა. საავადმყოფოს მისამართი უკარნახა უცნობმა ქალმა, სადაც ნიკოლოზი უნდა გადაეყვანათ. გაფითრებულმა იომ ბიჭებს გადახედა.. ლუკა, დაჩი და ილო ხმას ვერ იღებდნენ. გეგამ მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა. საავადმყოფოს წინ გააჩერეს ავტომობილი და შენობაში შეცვივდნენ. შესასვლელში მდგარ ექთანს მივარდა გეგა .
-ეხლახანს შემოიყვანეს აქ ახალგაზრდა ბიჭი, მანქანა დაეჯახა . ხომ ვერ მეტყვით რომელ პალატაშია?
-საოპერაციოში შეიყვანეს..
-რომელ სართულზეა? აღელვებულმა ლუკამ იკითხა
-მესამე..
კიბეებით სწრაფად ავიდნენ და მეორე სართულის დერეფანში დადგნენ , რადგან დაცვამ მესამე სართულზე ასვლის უფლება არ მისცა. იოანე მთელ ხმაზე ყვიროდა. ლუკა გაშეშებული იდგა.. ილოს და დაჩის ცრემლები მოსდიოდათ..
-იო ტელეფონი გირეკავს.. გეგამ ხელით ანიშნა ჯიბეში მოზუზუნე ტელეფონზე.. ბიჭმა სწრაფად ამოაძვრინა მობილური და ეკრანს დააშტერდა..
-ნიდაა. აღელვებულმა თქვა და ხმის დასაბრუნებლად რამოდენიმეჯერ ჩაახველა. სანამ იოანე აზრზე მოვიდოდა და პასუხს გასცემდა, მანამდე ტელეფონიც გაითიშა.
-რა უნდა ვქნათ? დაჩი ფეხზე წამოდგა და იოს წინ აესვეტა..
-თქვენ აქ იყავით.. მე ნიდასთან წავალ.. თუ დაგირეკათ არ უპასუხოთ, მე მივალ და მე ვეტყვი.. ნაწყვეტ ნაწყვეტ ამბობდა სიტყვებს იოანე და ანერვიულებული სახეზე ისვამდა ხელს..-ილო შენ ომოს დაურეკე და უთხარი . გეგა თუ რამეს გაიგებთ დამირეკეთ.. ბიჭებმა თავი დაუქნიეს თანხმობის ნიშნად.
იომ გეგას მანქანის გასაღები გამოართვა და აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა დერეფნიდან..
ილია ფეხზე წამოდგა და საავადმყოფოს ეზოში მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.. ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა, ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ნაგვის ყუთში ჩააგდო და აკანკალებული ხელით აკრიფა მობილურზე ომიკოს ნომერი..
-ილიკო შე ძველის ძველო რავახარ ტო? გიკოს ხმა მოესმა ტელეფონში..
-გიკო ომოს დაუძახე .. მკაცრად თქვა ილომ
-შხაპს იღებს.. რა იყო ბიჭო? რამე მოხდა? დასერიოზულდა გიკოც..
-ნიკა.. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი ჩაღუნა..
-რა ჭირს ? რა მოუვიდა ნიკას? იყვირა გიკომ.
-მანქანა დაეჯახა..
-ეხლა როგორაა? ხო კარგადაა? ილო თქვი როგორა? ხმა აუკანკალდა ბიჭს.
-საოპერაცუოშია..
-მისამართი მომწერე სადაც ხართ ეხლავე წამოვალთ..
***
ომიკომ ნიდას კორპუსის წინ გააჩერა ავტომობილი.. ნელი ნაბიჯით წავიდა სადარბაზოსკენ. კიბეები აირბინა და კარებთან გაჩერდა . ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და დააკაკუნა.
-ნიკა ღიაა კარები .. მოესმა დის მხიარული ხმა.. იოს გული გაუჩერდა, ფეხი ვეღარ გადადგა და კედელს მიეყრდნო. სანამ გონს მოვიდოდა ნიდამ გააღო კარი .. იოს დანახვისას თვალებში გამოსახული ბჭყვიალა სხივი გაუქრა..
-შენ ხარ? მე ნიკა მეგონა . შემოდი ბიჭო რას დამდგარხარ კარებში. გაღიმებულმა შეხედა ძმას..
-მაქსიმე სადაა? იკითხა მისაღებში შესულმა
-ძინავს.
-ნიდა რაღაც უნდა გითხა. ჩასისხლიანებული თვალები დის თვალებს გაუსწორა
-რამე მოხდა? ფერი გადაუვიდა სახეზე გოგოს. იო დასთან მივიდა და ჩაეხუტა.. ხელს თმებზე უსვავდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა.
-ნიკა ? ძლივს ამოთქვა და ცრემლები წამოუვიდა..ხელი გულზე მიიდო და ძმას საწყალი თვალებით შეხედა.. - იოანე თქვი, რომ ნიკას არაფერი ჭირს . ერთადერთ მანუგეშებელ სიტყვას ელოდა ბიჭისგან..მაგრამ იო ვერ ახერხებდა ვერაფრის თქმას.. -ნუ მაწამებ იო თქვი. მკლავში მოკიდა ხელი ბიჭს..- გეხვეწები იო.. გთხოვ, გემუდარები მითხარი.. იო მითხარი, რომ ჩემი ნიკა კარგადაა ... მითხარი იო.. გთხოვ მითხარი . ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ეხვეწებოდა ძმას..
-ნიკას მანქანა დაეჯახა.. ძლივს ამოთქვა ეს სიტყვები და დას მზერა აარიდა..
-მატყუებ. გაიცინა ნიდამ და სამზარეულოში გავიდა..-ნიკამ გითხრა ხო ასე უთხარიო?. უბრალოდ აინტერესებს რა რიაქცია მექნება... იოანეს თვალებში ცრემლები ჩაუდგა. როგორ უნდოდა მართლა ეთქვა, რომ ეს ყოველივე ტყუილი იყო. რას არ იზამდა მართლაც ტყუილი რო ყოფილიყო.. ოღონდ ნიდა ასეთი არ დაენახა. გოგო გაშეშდა როცა ძმის თვალებს წააწყდა.
-სიმართლეა? იკითხა სახე წაშლილმა.. ფეხები მოეკვეთა და ძირს მუხლებზე დაეცა.. სიმართლეა . სიმართლეა.. სიმართლეა.. ჩუმად თავისთვის იმეორებდა და თვალიდან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა..
-ნიდ, ყველაფერი კარგად იქნება. ძირს დაიხარა იო და დას მოეხვია.. -ნიკა არ მიგატოვებთ, მხოლოდ შენი და მაქსიმეს გამო გაუძლებს ყველაფერს. აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება.
-მასთან მინდა.. ამოიტირა ნიდამ.. ნიკასთან მინდა..
-მაქსიმე გაამზადე და წავიდეთ..
ავტომობილში იჯდა, შვილი გულთან მიეხუტებინა და თავზე კოცნიდა..
-მამიკო კარგად იქნება დე. ჩურჩულით ამბობდა ნიდა და ბავშვს ეფერებოდა.. არ მიგვატოვებს .. სულ ჩვენთან იქნება . შენი მამიკო კარგად იქნება. ისევ მოვა და ისევ გაკოცებს მძინარეს, დილით გაგაღვიძებს ხოლმე როგორც ყოველთვის.. გაეღიმა ნიდას .. სათამაშოებს მოგიტანს და ბევრს გეთამაშება.
საავადმყოფოს ეზოში გააჩერა იომ ავტომობილი და ნიდას კარი გაუღო..
-ნიდ ყოველთვისა გახსოვდეს, რომ მაქსიმეს ჭირდები.
-ნიკაც ჭირდება..
-ყველაფერი კარგად იქნება .. თავის დაქნევით თქვა იომ და მაქსიმე ხელიდან გამოართვა..
მეორე სართულზე ასულებს გახარებული ლუკა შეეგებათ.
-საოპერაციოდან გამოიყვანეს. 303 პალატაშია, მაგრამ ჯერ შესვლა არ შეიძლება.. ნიდას ბოლო სიტყვები არც გაუგია მაშინვე პალატებზე დაკიდებულ რიცხვებს დაუწყო თვალიერება.. დერეფანს გაუყვა და 303 პალატის წინ გაჩერდა. კარის შეღებას აპირებდა ექიმმა, რომ შეაჩერა.
-ჯერ ძინავს, ამიტომ აზრი არ აქვს მასთან შესვლას თან დასვენება ჭირდება.. თქვენ პაციენტის ვინ ბძანდებით? კაცმა გოგონაა აათვალიერა..
-ჩემი ქმარია. ამაყად თქვა და ჭაღარა თმიან ექიმს შეხედა.. - როგორ არის?
-სხეულზე დაზიანებები აქვს.. ეს არც არის გასაკვირი, ასეთი შეჯახების დროს უარესებიც ხდება.. მთავარი თავია, რომელიც დაცემისას დაარტყა. სწორედ ეს მაშინებს, რადგან საფეთქლის არე მთლიანად დაზიანებული აქვს.
-რას გულისხმობთ?
-ჯერჯერობით ზუსტად ვერაფერს გეტყვით, უნდა დაველოდოთ პაციენტის გონზე მოსვლას. რაც მთავარია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება .. გაუღიმა კაცმა ნიდას..
ბიჭები მაქსიმეს ართობდნენ. ომიკო მშობლებს ურეკავდა რათა ნიკოლოზის ამბავი შეეტყობინებინა.
-ვეღარ ვძლებ უნდა შევიდე. აქეთ იქით მოსიარულე ნიდა, პალატის კარისკენ დაიძრა. ფრთხილად შევიდა ოთახში და თვალცრემლიანი ჩამოჯდა მძინარე ნიკოლოზის გვერდით.
ბიჭს თავი ბინტით ქონდა შეხვეული, წარბთან რამდენიმე ნაკერი ედო , ტუჩები გალურჯებოდა და დასიებოდა.
ნიდა ნაზად ეფერებოდა სახეზე საყვარელ მამაკაცს და თან ლოყაზე ჩამოვარდნილ ცრემლსებს იშორებდა..
-ნიკა მიყვარხარ. უსაზღვროდ მიყვარხარ. გახსოვს, რომ მითხარი მე შენი მინუსი ვაარო? ეგ სიტყვები არასოდეს დამავიწყდება.. ჩვენ მართლაც მინუსი და პლიუსი ვართ, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს ამ ქვეყნად და სამუდამოდ.. გესმის ნიკა? სამუდამოდ ერთად ვიქნებით.. ხელზე აკოცა ნიკოლოზს და თავი საწოლზე ჩამოდო... -ვერ გავძლებ უშენოდ. მაქსიმეს გამო თუ ვიარსებებ როგორც სხეული. თვალები ბიჭის დახუჭულ თვალებს მიანათა.. ნიკა ჩემი სული და გული შენ გეკუთვნის.. ვერ წარმოვიდგენდი ასე ვინმე თუ დამისაკუთრებდა, შევიყვარებდი და შევეჩვეოდი, მაგრამ შენ ისე უეცრად შემოხვედი ჩემში, რომ შეწინააღმდეგებაც ვერ მოვასწარი. მონოლოგის დასრულება იოანემ არ აცადა..
-ნიდა მაქსიმე ტირის და გამო რა ცოტახანს. გოგონამ თავი დაუქნია.. მეუღლეს სევდიანმა შეხედა და პალატიდან გავიდა.
-მოდი დე ჩემთან ..ილიას ატირებული შვილი გამოართვა..
-მაქსიმე ცოდოა აქ. ჩვენ წავიყვანთ ნიდ.. ანიმ ნიდას შეხედა.
-მასე ჯობს.. დაეთანხმა იო.
***
დერეფანში იყვნენ და ნიკას გონზე მოსვლას ელოდნენ.. ქალბატონი ნათია გაგიჟებული შემოვარდა . ომიკომ ძლივს დააწყნარა დედამისი. ის წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა ნიდას. ექთანი შევიდა პალატაში, რომელიც გაღიმებული გამოვიდა ოთახიდან და ყველას ახარა პაციენტი გონს მოვიდაო.. გახარებული ნიდა სწრაფად შევიდა მეუღლესთან..
-ნიკა. ბიჭს მიუახლოვდა და შეძლებისდაგვარად მოეხვია.. ნიკოლოზმა წარბები შეკრა, უცნაურად შეხედა გოგონას და თავი გაინთავისუფლა, მისი მკლავებისგან. ნიდამ გაოგნებულმა შეხედა ქმარს..
-ვინ ხარ? იკითხა დვალმა და წინ მდგომი აათვალიერა.. ბიჭები გაშეშდნენ. იომ ომოს გახედა.. ნათიამ ლოყაზე მიირტყა ხელი და უარესად აქვითინდა.. ქალბატონი დალის წნევა აეწია და პალატიდან ბატონმა ზაზამ გაიყვანა..
ნიდას კი ჯერაც ნიკას დასმული კითხვა უმეორდებოდა გონებაში ..
-რას ქვია ვინაა ბიჭო? რას მაიმუნობ ? ისედაც არ გეყო რაც გვანერვიულე? ლაპარაკში ჩაერთო ლუკა..
-საიდან მიცნობ ? გაკვირვებულმა ნიკამ თვალები ლუკიტოს გაუშტერა.
-რა ჭირს ტო? ამოიხრიალა გიკომ..
-ვა გიკო.. წამოიყვირა დვალმა..
-ეეე შენ რა პონტში ახსოვხარ და მე არა ? იწყინა ლუკამ..
-მე დაუვიწყარი ვარ. თვალი ჩაუკრა გიკომ გაბრაზებულს.. ნიდა ნიკას გვერდით ჩამოჯდა..
-ნიკა კარგად ხარ? ჩუმად შეეკითხა ქმარს..
ბიჭმა ეჭვისთვალით აათვალიერა გოგონა.
-როგორ არის პაციენტი? სიტუაცია ექიმის ხმამ განმუხტა.თუ მაგას განმუხტვა ერქვა საერთოდ.
-ჩვენ არ ვახსოვართ.. წამოიყვირა ლუკამ
-აქედან ვის იცნობთ? შეეკითხა ექიმი ნიკოლოზს და პალატაში მყოფებს თვალი მოავლო..
-ესენი ჩემი მშიბლები არიან.. ესენი კი ჩემი ძმის კლასელები გურო და გიკო არიან. ეს კიდე ირაკლია ჩემი დეიდაშვილი.. დანარჩენს არ ვიცნობ.. ცალი წარბი აწია ნიკამ და ჩაფიქრდა.
-თუ შეილება პალატა დატოვეთ, პაციენტი უნდა გავსინჯო..
ოთახიდან ყველა გამოვიდა და დერეფანში მდგომ სკამებზე ჩამოსხდნენ.. ყველა აღელვებული და დაბნეული იყო.. ამას ნამდვილად არ ელოდნენ.. განსაკუთრებით ნიდა, რომელიც ამ კოშმარს ვერასოდეს წარმოიდგენდა..
ნიდა დერეფანში იჯდა გაქვავებული. ფიქრის თავიც არ ქონდა, სხეული ისე დასუსტებოდა ფეხზე, რომ ამდგარიყო ნამდვილად დაეცემოდა. იოანე დასთან მივიდა და გვერდით დაუჯდა. გოგონამ თავი მხარზე ჩამოადო და თვალები დახუჭა..
-ნიდ აჰა დალიე. ლუკამ წყლის ჭიქა მიაწოდა და გაღიმებულმა ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. -არ იღელვო ნიდუ ყველაფერი მაგრად იქნება.. თვალი ჩაუკრა სევდიანს.. იომ თავი გააქნია უიმედოთ..
-ნიდ ანიმ მაქსიმეს საწოვარა ვერ ვნახე ჩანთაშიო და სახლის გასაღები მომე და მე გავუტან.. იკამ გადასცა მეუღლის ნათქვამი..
-იკა შესასვლელთან, რომ თაროა იქ დევს მეორე უჯრაშია და სამზარეულოში არის მაგისი საჭმელი გამზადებული და ისიც წაუღე გთხოვ.. ხმა ჩამწყდარმა უთხრა და გასაღები გაუწოდა..
-რათ მინდა გოგო თხოვნა.. არ ინერვიულო ჩვენთან იქნება დღეს მაქსიმე, შენ კიდე მიხედე შენ ქმარს. მივუტან და მოვბრუნდები ისევ.. თავზე აკოცა ნიდას და სწრაფად წავიდა გასასვლელისკენ..
ექიმის გამოსვლა და ყველას ერთად შეჯგუფება ერთი იყო.
-რა ჭირს ჩემს შვილს? ნათია მივარდა კაცს ..
-ამნეზია აქვს. ბოლო წლებში მომხდარი მოვლენები არ ახსოვს..
-და როდის გაახსენდება? იკითხა გურომ
-მასე ვერ გეტყვით. შეიძლება სამ, ოთხ ან ხუთ თვეში, შესაძლებელია რამდენიმე წელშიც ან...
-ან არასდროს. ექიმის მონოლოგი ნიდამ დაასრულა.. კაცმა სევდიანად გახედა სკამზე მჯდომ გოგოს, რომელიც ფეხზე წამოდგა და პალატაში ბარბაცით შევიდა. ბიჭებიც უკან მიყვნენ..
-ნიკოლოზ. ცრემლები წამოუვიდა ქმრის დანახვისას. დვალმა წარბები შეკრა და გაკვირვებულმა ახედა უცნობს.
-ნუ თუ ასე ხდება? იკითხა გამწარებულმა ნიდამ.. როგორ შეიძლება ცოლი არ გახსოვდეს? გაოგნებული შლიდა ხელებს . - ნიკა მაქსიმე? კაი ჯანდაბას მე თუ არა მაქსიმე ხო უნდა გახსოვდეს? ტირილით ძლივს ამბობდა სიტყვებს .. -ნიკოლოზ ასე არ შეილება .. ამ სიყვარულს ვერ წაშლიდი .. ასე უეცრად ვერ ამომშლიდი შენი ცხოვრებიდან. თვალებში დაუბნელდა და ამდენი ნერვიულობით გული წაუვიდა.. იომ სწრაფად მიაშველა ხელი დას და დაცემს გადაარჩინა.. ლუკა ოთახიდან გავარდა და ექთანს დაუძახა.. გვერდით პალატაში დააწვინეს გულწასული ნიდა. იოანე გაოგნებული იყო, არა ნაკლებ დღეში იყვნენ ბიჭები.. ვერავინ ვერ იღებდა ხმას, დამამშვიდებელ ერთ სიტყვასაც ვერ ამბობდნენ. ილია თავჩაღუნული იჯდა სკამზე. ომიკო გიკოს გვერდით იდგა დერეფანში და ნიდას პალატას მიშტერებოდა.. გურო აქეთ იქით დადიოდა.. ლუკიტო უკვე ვინ იცის მერამდენე ჭიქა წყალს სვავდა. ლიკაც მივიდა საავადმყოფოში ატირებული. სასტავს გადახედა და ლუკას გვერდით ჩამოჯდა. გაფითრებულ ბიჭს მოეხვია..
-ყველაფერი კარგად იქნება.. ამოისლუკუნა გოგომ.. ლუკამ მაგრად მოხვია ხელი იმ წამს დამამშვიდებელ არსებას და მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა..
-იქნება. ღიმილით დაეთანხმა ლუკა.
ნიდა, რომ გონზე მოვიდა ბიჭებიც შელაგდნენ..
-ნიდ შენ თავს ვფიცავარ გავიგდებ იმას წიხლ ქვეშ და ყველაფერს გავახსენებ.. ანუგეშასავით ომიკომ.
-ვერასოდეს, რომ ვერ გამიხსენოს? შიშნარევი ხმით იკითხა და აკანკალებული ხელები სახეზე მიიდო..
-შანსი არაა ტო.. გიკომ თავი გააქნია.. როგორ ვერ გაგიხსენებს.. მაქსიმეს რო დაინახავს ყველაფერი გაახსენდება, თან ჩვენც დავეხმარებით წარსულის გახსენებაში და ყველაფერიც გახსენდება..
-შენ რა გენაღვლება შენ ახსოვხარ.. ამოიღრინა ლუკამ
-ისე ცინიკური არ არის ეს ცხოვრება? ბიჭს ცოლ-შვილი დაავიწყდა და ეს ჩლუნგი ახსოვს. გეგამ თავში ხელი წამოარტყა გიკოს.
-მეტკინა ტო. ამოიკნავლა გიკომ
-არაა ეხლა უაზრობების დრო.. მკაცრად თქვა იომ..
ომო ნიკასთან გავიდა.
-ნათი დაგვტოვე რა ორი წუთი... დედამისს შეხედა ომომ..
-ის გოგო ვინაა? ნიკამ თავით ანიშნა გვერდით პალატაზე..
-შენი ცოლი. ნიკოლოზმა სიცილი დაიწყო.
-ბიჭო შენ თავი სადმე ხო არ მიარტყი? რა ცოლი ტო?
-ეტყობა ვისაცააქვს მირტყმული.. თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა სიბრაზე, რომ მოეთოკა.
-მართლა ჩემი ცოლია? დაბნეულმა კითხა ძმას..
-კი.. ნიდა მართლა შენი ცოლია.. ერთი წლის წინ მოიყვანე ცოლად. ნიკა გაიხსენე რა ყველაფერი. შენი შვილის გამო მაინც .. დასევდიანებულმა გახედა დვალს..
-ვაააა შვილიც მომისწრია. ტუჩები გადმოაბრუნა და თავი დააქნია.. კიდე ?
-ეხლა გაგიგდებ წიხლ ქვეშ. გაბრაზებული წამოხტა ფეხზე. მერჩივნა მე დაგვიწყებოდი და არა ნიდა.. ფუ ამის.. ხელი კედელს მიარტყა ომიკომ.. ამ დროს გიკომ შეაღო კარები.
-ჰა გაიხსენა რამე?
-ჩემი ფეხები.. ამოიღრინა ომომ..
-არ მახსოვს ის გოგო, არც ჩემი ქორწილი მახსოვს და არც ბავშვი, როგორც შენ ამბობ.. მხრები აიჩეჩა ჩაფიქრებულმა ნიკამ..
-დავიღუპეთ. საწოლთან მდგარ სკამში ჩაესვენა გიკო.
***
ერთ კვირაში გამოწერეს ნიკოლოზი საავადმყოფოდან.. არაფერი არ შეცვლილა.. მხოლოდ 18 წლის განვლილი წლები ახსოვდა, სადაც მშობლები, კლასელები და ნათესავები იყვნენ.. 18 წლის შემდგომ შეძენილი სასტავი და ცოლი კი მის გონებაში აღარ არსებობდა. ნიდა აღელვებული სახლში ელოდა მეუღლის მისვლას და სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო , რომ ნიკოლოზი გაიხსენებდა..
-ეს ვისი სახლია? იკითხა მანქანიდან გადმოსულმა ნიკამ და კორპუსს ახედა..
-შენი. გაღიზიანებულმა ომიკომ აგდებულად მიმართა..
-კი მარა აქ როდის გადმოვედით? გაკვირვებული ათვალიერებდა გარემოს.
-შენ გადმოხვედი შენ. იღრიალა ომომ..
-რა გაღრიალებს ბიჭო აუხსები წესივრად.. გიკო ამოუდგა ნიკას გვერდში.-კაროჩე შენ და ნიდა, რომ დაქორწინდით, ბატონმა ზაზამ, ნიდას მამამ და თენგო ძიამ გიყიდათ ეს სახლი თქვენ.. სიტუაციაში გაარკვია დვალი ჭორიკანა გიკომ.
-ომო ჩვენ წავალთ, ჯობია ნიდა და ნიკა მარტოები იყვნენ. მანქანიდან გადმოსულმა იომ ომიკოს შეხედა..
-ჩევნც წამოვალთ, ოღონდ ჯერ ავიყვან ამ დებილს სახლში. ამოიღრინა ომომ. იომ თავი დაუქნია და ნიკას გახედა..
სადარბაზოში შევიდნენ და ფეხით აუყვნენ კიბეებს....
კარები თვალებ ჩაწითლებულმა ნიდამ გააღო . ნიკოლოზის დანახვისას სევდიანად გაიღიმა.
-ნიდ ჩვენ წავალთ თუ რამე დაგჭირდება დარეკე.. ომიკომ გაუღიმა ძმის ცოლს . ნიკას კი ხელით უბიძგა სახლში, რომ შესულიყო..
გოგონამ აკანკალებული ხელით მიხურა კარები და ბინის შესწავლით დაკავებულ მეუღლეს შეხედა.. სურვილი კლავდა, რომ საყვარელ მამაკაცს მოხვეოდა, მასთან მისულიყო და მონატრებული სურნელი ღრმად ჩაესუნთქა.
-ანუ ჩემი ცოლი ხარ? მისაღებში შესულმა ნიკამ ნიდას მიმართა..
-კი. გოგონას ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. მაქსიმეს ტირილის ხმა მისწვდა მათ ყურთასმენას. ნიკოლოზმა თავი სწრაფად მიაბრუნა ოთახისკენ.. ნელი ნაბიჯით წავიდა და ფრთხილად შეაღო კარები. ბავშვის დანახვისას თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. მტირალ პატარას მიუახლოვდა და ხელში აიყვანა.. მაქსიმემ ტირილი შეწყვიტა.. ნიდა გაღიმებული აკვირდებოდა სიტუაციას.
-რა ქვია? თავით ბავშვზე ანიშნა დვალმა.
-მაქსიმე. შვილთან მივიდა და თმები გვერდით გადაუწია.. პატარამ ხელები გაშალა და დედას გაუცინა..
-შენთან უნდა. ნიკოლოზმა ნიდას შეხედა.
-შია. ხელიდან გამოართვა ბავშვი დვალს. -დედას ცხობრება. დაბურთულ ლოყაზე აკოცა კაცუნას.
ნიკას გაეღიმა. ხელი ლოყაზე მოისვა და მზერა სამზარეულოში გასულ ნიდასა და პატარას გააყოლა.
მაქსიმეს აჭამა, მისაღებში გაიყვანა და ძირს დადებულ ხალიჩაზე დასვა, სადაც სათამაშოები ეყარა.. ნიდამ ტელევიზორზე მიშტერებულ ბიჭს შეხედა. პატრა კაცუნა მამასთან მიხოხდა..
-დადადა.. თავის ენაზე ბურდღუნებდა რაღაცას და ნიკას ფეხზე ექაჩებოდა. ნიკოლოზმა გაიცინა და პაწუკა ხელში აიტაცა.
-რა მოუსვენარი ხარ. გაუცინა შვილს.
ნიდა ოთახში შევიდა და ხმამაღლა ატირდა.. იცოდა , რომ ძველებურად არაფერი იქნებოდა.
***
იომ ტელეფონზე დაურეკა დას.
-ნიდ როგორ ხარ? თბილად კითხა
-როგორ ვიქნები? ჩახლეჩილი ხმით დაუბრუნა კითხვა.
-ნიდა მაბრაზებ. ხმა გაუმკაცრდა იოს.. ყველაზე საშინელიც შეიძლებოდა მომხდარიყო.. ღმერთს მადლობა, რომ გადარჩა.. მთავარია, რომ გვერდით გყავს.
-არ მყავს იო. ეს არ არის ჩემი ნიკა. ამოიტირა გოგომ.
-კაი დაწყნარდი. დრო გავა და გაახსენდები . აი ნახე, ყველაფერი კარგად დასრულდება.. ანუგეშა და.
-იმედია .. საწყლად ამოთქვა და მობილური გათიშა. ტირილის გაგონებისას მისაღებში გავიდა.
-მგონი რაღაც უნდა. ბიჭმა მტირალ მაქსიმეს დახედა, რომელიც ხელით რაღაცას ანიშნებდა..
-შენი ყელსაბამი უნდა. ნიდამ თითით მიანიშნა ყელისკენ. ნიკოლოზმა დაბნეულმა მოიხსნა ყელსაბამი და მასზე დაწერილ წარწერას დააკვირდა "სამუდამოდ ნიდასი".. თავი სწრაფად აწია და გოგონას თვალებს გაუსწორა მზერა.
-დაბადების დღეზე გაჩუქე. გაიღიმა ნიდამ. მეც მაქვს მასეთი.. ყელზე დაკიდებული ყელსაბამი აჩვენა.. პირველად შენ მაჩუქე..
-არ მახსოვს.. თვალები დააწვრილა ნიკამ. -არც შენ მახსოვხარ, არც ეს პატარა. -თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.. არ ვიცი საერთოდ აქ რას ვაკეთებ, უცხო გარემოში. გაურკვევლობაში ვარ. ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიხსენებ.
ნიდას ცრემლები გადმოსცვივდა..ხმამაღლა ატირდა, ნიკასთან მივიდა და მაგრად მოეხვია.
ნიკოლოზი დაბნეული დაჰყურებდა ატირებულ გოგოს, რომელიც კისერზე ჩამოკიდებოდა და ხელის გაშვებას არ აპირებდა. ყოყმანის შემდეგ მოჰხვია ხელები წელზე და ნაცნობი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა. უცნაური გძნობა ჰქონდა, თითქოს უცხო და თითქოს ნაცნობი სიტუაცია მეორდებოდა მის გონებაში. ხელები უკანკალებდა, გული გამალებით უცემდა, თავბრუს ახვევდა ნიდას სითბო, სიყვარული, ემოციები, მაქსიმეს კისკისი, გამეფებული სიმშვიდე და უსაზღვრო ბედნიერება, რომელიც ამ ჩახუტებით იყო გამოწვეული.
-ჩემი ნიკა მინდა. ჩუმად იმეორებდა ამ ფრაზას და ნიკოლოზს ხელებს მაგრად ხვევდა. -მეზიზღება ეს კოშმარი.. მძულს ეს დღეები .. ვერ ავიტან უშენობას ნიკა. ბიჭს მოსცილდა და ჩაწითლებული თვალები გაუსწორა.
-იმაზე მეტად მყვარებიხარ ვიდრე მე მეგონა.. ნაღვლიანად ამოთქვა, მაქსიმეს ხელი მოკიდა და ოთახში შევიდა, შვილთან ერთად.
ნიკა დივანზე ჩამოჯდა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.. ჩაფიქრებული იმეორებდა ნიდას ნათქვამს "იმაზე მეტად მყვარებიხარ ვიდრე მე მეგონა". რატომღაც ამ სიტყვებმა მისი გული გაახარა, უცნაური გძნობა დაეუფლა, გაურკვევლობამ მოიცვა და დააფიქრა.
რამდენიმე საათი ასე ჩუმად იჯდა და ტელევიზორთან მდგარ მის და ნიდას სურათს უყურებდა. მერე ფეხზე წამოდგა და ოთახში შეიხედა. კარებს მიყრდნობილი აკვირდებოდა მძინარე ნიდას.. თითქოს პირველად ხედავდა.
ცდილობდა გაეხსენებინა მეუღლე, შვილი, მეგობრები და ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც სურათებში იყო ასახული. მაქსიმეს გახედა, რომელსაც გაღვიძებოდა და მამამისს უცინოდა.
-მოდი ჩემთან. ჩუმად თქვა და ფრთხილად ამოიყვანა საწოლიდან.
მისაღებში გაიყვანა და დივანზე თავის გვერდით დააწვინა. ნაპირზე თვითონ დაწვა პაწუკა, რომ არ ჩავარდნილიყო ძირს. ბავშვს პლედი დააფარა და თვითონაც გადაიფარა.
-დავიძინოთ ეხა ხო? შვილს დააცქერდა. მაქსიმე ისევ კისკისებდა, თან ხელებს იქნევდა ჰაერში.
-ვატყობ შენ ხელში დაძინება არ მიწერია. თავი გააქნია უკმაყოფილოდ. მოკისკისე ხელში აიყვანა და მისი დაძინება სცადა. იავნანიდან დაწყებული ზღაპრებით დამთავრებული ყველაფერი მოუყვა და უმღერა , მაგრამ ბავშვის დაძინება ვერ მოახერხა. დაღლილი ჩამოჯდა მაქსიმესთან ერთად დივანზე.
-ისე რა ცქნაფა ხარ და რამხელა თავის ტკივილი.. წარბებ შეკრულმა შეხედა მთქნარებით დაკავებულს.
სადღაც ღამის 4 საათი იყო, როცა მაქსიმეს ჩაეძინა . ნიკოლოზი აღარც ინძრეოდა ბავშვი, რომ არ გაეღვიძებინა. ფანჯრიდან გამოჩენილ მთვარეს აკვირდებიდა და ყველაფრის გახსენებას ცდილობდა.
დილით გაღვიძებულ ნიდას თვალზე ცრემლი მოადგა, როცა საწოლის მეორე მხარე ცარიელი დაინახა.
დაღვრემილი წამოდგა ფეხზე.
მაქსიმეს, რო ვერ მოკრა თვალი, თავის საწოლში, ანერვიულებული გავარდა მისაღებში. სადაც მშვიდათ ეძინათ მამა-შვილს.
ოთახში შებრუნდა გახარებული. მოწესრიგდა, ოთახიც მიალაგა და სამზარეულოში გავიდა, მაქსიმესთვის საჭმელი რომ მოემზადებინა. წყალს ადუღებდა ყავისთვის, როცა ნიკოლოზი პატარა კაცუნასთან ერთად შებრძანდა .
-დილამშვიდობისა. დაბოხებული ხმით თქვა და მაქსიმე ცალი ხელით დაიკავა .
-დილამშვიდობის. გაუღიმა გოგომ. -ცოტახანი გყავდეს და მერე გამოგართმევ. ნიკამ უხმოდ დაუქნია თავი მეუღლეს.
სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ. ნიკოლოზი ნიდას მომზადებულ კატლეტს მიირთმევდა.. მაქსიმეს კი დედიკო აჭმევდა ფაფას. ნიკა უცნაურად აკვირდებოდა მის წინ გადაშლილ სურათს ბედნიერებას,რომ იწვევდა მის სხეულში.
-ნიდა მე და შენ სად გავიცანით ერთმანეთი? სიჩუმე ნიკოლოზმა დაარღვია.
-ინსტიტუტში. მე პირველ კურსზე ვიყავი, შენ მესამეზე. თვალებში შეხედა დვალს. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმის ძმაკაცი ყოფილხარ სწორედ მაქედან დაიწყო, ნუ დაწყებასაც ვერ დავარქმევთ ყველაფერი სწრაფად მოხდა.
-შენი ძმა ის მაღალი ცისფერთვალება რომაა? იკითხა ინტერესით.
-კი. თავი დაუქნია გოგომ. დვალი ფეხზე წამოდგა და სკამი გაასწორა.
-მაღაზიაში ჩავდივარ. შენ რამე ხომ არ გინდა?
-არა არაფერი. რა უნდა იყიდო?
-სიგარეტი.
-მე ამოგიტან.
- არაა საჭირო მე ჩავალ, არ დავიკარგები როგორღაც მოვაგნებ აქაურობას. ნაწყენმა შეხედა ცოლს
-ნიკა შენი საფულე ჩვენი ოთახის უჯრაში დევს. თითქმის სამზარეულოდან გასულს დააწია სიტყვა.
ჩვენი ოთახის გაგონებაზე ნიკამ ნიდას გახედა. რაღაც არ ესიამოვნა. ოთახიდან საფულე აიღო და კიბეებზე დაეშვა.
სადარბაზოდან გასულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. თვალებით მარკეტის ძებნა დაიწყო. ახლო მახლო , თვალი ვერაფერს მოკრა ამიტომ ქუჩას დაუყვა. თან ნიდაზე და მაქსიმეზე ფიქრობდა.. ვერ ეგუებოდა ქმრის სტატუსს, ოჯახის ყოლას, მამის ამპულას. გონების აღდგენა სურდა. ქუჩის ბოლოს დაინახა მაღაზია და იქ შევიდა. სიგარეტი იყიდა.. მაღაზიიდან გამოდიოდა ვიღაცას, რომ შეეჯახა.
-ვა ნიკუშ? გაიოცა ბიჭმა და ნიკას გადაეხვია. რავახარ ტო?
-არამიშავს ვეკო.. შენ?
-ვარ რა . სკოლის მერე არც მინახიხარ . იკა ვნახე რამდენიმე თვის წინ მითხრა ცოლი მოიყვანაო.. გილოცავ .
-ხო მოვიყვანე. ჩაფიქრებულმა თქვა და სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან.
-აქეთ გადმოხვედი საცხოვრებლად?
-ხო იმ კორპუსში ვცხოვრობ.. თითი გაიშვირა ნიკამ თავისი ბინის მიმართულებით.
-გამიხარდა შენი ნახვა. ისე ნიკუშ ხვალ კლასელები ვიკრიბებით, ვინც თბილისში ვართ ეხლა, თეკო ჩამოვიდა ლონდონიდან გუშინ და ... გირეკავდი ტო მარა, როგორც ჩანს მობილურის ნომერი შეგიცვლია. თეკოს ხსენებაზე ნიკოლოზმა უსიამოვნოდ დამანჭა სახე.
-შენი ნომერი მითხარი და მე დაგირეკავ. ვეკომ ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო და გაუწოდა. სად იკრიბებით? სავიზიტო ბარათის თვალიერებით დაკავებულმა ისე კითხა წინ მდგომისტვის არც შეუხედავს..
-ჯერ არ ვიცით სადმე რესტორანს ავარჩევთ რა.. დამირეკე საღამოს და ზუსტ მისამართს გეტყვი.
-კაი მაშინ. ხვალ გნახავ. თვალი ჩაუკრა დვალმა ბიჭს და გასცილდა.
სიგარეტს ეწეოდა და ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას. თავს საშინლად გძნობდა. უცნობი სიტუაცია ნაცნობად ეჩვენებიდა. მისი გონება დანაწილებული იყო. ომიკოს, ნიდას და ბიჭების მონაყოლებით ცდილობდა, იმ გამოტოვებული წლის გახსენებას, რომელიც ამ წამს ტანჯავდა.
სადარბაზოში შესულს უკნიდან ვიღაცის ხმა მოესმა.
-ნიკუშ. უკან შებრუნებულს იმ სასტავის ერთ ერთი ბიჭი შერჩა ხელში, რომელსაც ვერ იხსენებდა.. თვალები დააწვრილა და ქერათმიან, გაკრეჭილ ბიჭს შეხედა.
-ლუკიტო ვარ, ანუ ის რა რო არ გახსოვაფ. მოიღუშა ლუკა.
-ჰო.
-რა ჰო გახსოვარ? თვალები გაუბწყინდა ბიჭს..
-არა. ლუკას სახე დაუნაღვლიანდა. წარბებშეკრულმა შეხედა ნიკას და ლიფტის ღილაკს ხელი მიარტყა..
-შენ ნიდას მეგობარი ხარ ხო?
-შენიც ვიყავი. ლიფტში შევიდა გაღიზიანებული. ნიკოლოზმა ტუჩები დაბრიცა და უკან მიჰყვა. უხმოდ ავიდნენ მეხუთე სართულზე. ლუკამ კარებზე დააკაკუნა.
-ნიდაჩკა .. გაუცინა გოგოს და ლოყაზე აკოცა.
-აბა ნაყინს მოგიტანო? თავი გვერდით გადააგდო და ბიჭს შეხედა.
-გეგა და დაჩი ამოვლენ და ამოიტანენ. თვალი ჩაუკრა ნათლულს. ნიკამ ლუკა გვერდით გაწია ხელით და სახლში შევიდა..
-გაძლება მოგცეს ღმერთმა. ლუკიტომ ჩუმად გადაუჩურჩულა ნიდას..
მისაღებში შესულ ნიკოლოზს ომიკო და იო დახვდნენ..
-გამარჯობა. თავი დაუკრა მისალმების ნიშნად იოს და ომოს უცნაურად შეხედა.
-სადაა ილო იკა და სასტავის სხვა წევრები? იომ ლუკას კითხა
-ილიკომ განოს მოკიდა ხელი და წავიდნენ ბათუმში. იკა და ანიც წაბძანდნენ გაიანესთან ერთად.. ლიკაც წავიდა თავის დაქალუჩკებთან წყნეთში და ვარ ასე მარტოსული. ისე ტო ჩვენც წავიდეთ რა სადმე. აი მაგალიტად ისევ თურქეთში.. იფ რა ნაშები იყო ალანიაში.. ტუჩებზე ენა გდაისვა. ნიდამ თავში წამოარტყა ბიჭს ხელი და დაბღვერილმა შეხედა..
-ლიკას ვეტყვი. დაემუქრა ნიდა
-უთხარი. იქნებ მერე მაინც დაფიქრდეს და გამომყვეს ცოლად.
-ისე ეგ კაი იდეაა.. დაეთანხმა იო ლუკიტოს.. -მომიყვანე რა.. დას შეხედა და ბავშვისკენ გაიშვირა ხელები.
-ბიძიას კაცუნა ხარ.. ლოყაზე აკოცა პატარას.
-თუ ბავშვის ჩაპროშვნა გინდათ გაიპარსეთ წვერი.. უწითლდება მერე და უღიზიანდება კანი.
-ნუ ბურდღუნებ რა..ხელი აიქნია ლუკამ და მაქსიმე იოს ხელებიდან ააცალა.
-კიჭები ამოგდის ტოოო? შეეკითხა ბავშვს ლუკა.
-ხო ამოსდის და მაგიტომაც იდებს ყველაფერს პირში..
-აი უკვე ორი კიჭი აქვს. ლუკამ იოს დაანახა . იომაც გაიცინა და ბავშვის თვალიერება დაიწყო. რა მალე იზდება ე.
-აბა სუ პატარა ხო არ დარჩება. გაუცინა ომომ ბავშვს და ლოყაზე უჩქმიტა.
-ნიკას ასლია ტო. ლუკამ ნიკოლოზს შეხედა, რომელიც ჩუმად იჯდა.
-არა ნიდას გავს. შეეწინააღმდეგა იო.
-აი რანაირად გავს ? იკითხა ლუკამ
-ნიდას თვალები აქვს.. ნიშნისმოგებით გადახედა იომ
-სამაგიეროდ ნიკას თმები აქვს, ხუჭუჭა.
-ნიდას ყურები.
-ნიკას ტუჩები.
-ნიდას ცხვირი.
-ნიკას ასლია.. გაჯიუტდა ლუკა.
ნიკოლოზს მათ ბავშვურ კამათზე გაეღიმა. გულში სითბო ჩაუდგა და გული დაწყდა, ამ ადამიანებს, რომ ვერ იხსენებდა. სევდიანად გახედა მომცინარ ცოლს.
-ორივეს გავს . სიტუაცია განმუხტა ომიკომ და ბავშვი ნიდას გადააწოდა.
-დღეს ნათიასთან ავიდეთ თორემ თვითონ გამოვა.. ისე მორალურად და ფიზიკურადაც, მოემზადე მაგის ქოთქოთისთვის.. ომომ ძმას გახედა. ეხლა კი წამოდი ექიმთან ხარ დაბარებული 2 საათზე, ნაკერები გაქვს მოსახსნელი. წამლებიც უნდა ვიყიდოთ თან. ისე შენ გითხრეს ერთი კვირა უნდა იწვეო. მონოლოგი ჩაამთავრა ომიკომ.
-და წოლა რას შეცვლის? მეხსიერება აღმიდგება? ფეხზე წამოდგა დვალი..
-მეც წამოვალ. ნიდამ ნიკას შეხედა..
-იყავი ნიდ თან მაქსიმეს ამათ ხელში ხო არ დატოვებ.. სიტყვა სიტყვით გეტყვი რასაც იტყვის ექიმი. უთხრა მაზლმა.
-კაი.. ფრთხილად იარე რა ომო. ბიჭმა თავი დაუქნია და ძმასთან ერთად გავიდა სახლიდან.
კორპუსიდან გასულები სადარბაზოსთან მდგარ მანქანაში ჩასხდნენ.
-ნიკა ჯერ ბანკში გავიდეთ შენ კარტაზე კოდი, რომ გავიგოთ და მერე ტელეფონიც ვიყიდოთ რა ბარემ.
-ხო მეც ეგ უნდა მეთქვა.. ფანჯარაში გაიხედა ნიკამ და ხალხის თვალიერება დაიწყო. ომომ თავი გააქნია და საჭეს ხელები მაგრად მოუჭირა.
-დღეს ვეკო ვნახე.
-ვინ ვეკო?
-ჩემი კლასელი ვეკო ვაჩნაძე..
-ვა მერე.?
-ხვალ იკრიბებიან კლასელები, თეკო ჩამოსულა ლონდონიდან. წარბი აწია ზევით ნიკამ და ომოს გახედა.
-თეკო ?
-ხო. ან ვაფშედა როდის წავიდა ლონდონში?
-სკოლის დამთავრებისთანავე წაბრძანდა.
-საშინლად ვგრძნობ თავს.. ასე მგონია უფუნქციო ვარ, მხოლოდ ქვასავით ვაგდივარ ამ დედამიწაზე. მინდა, რომ გავიხსენო ეს წლები. ჩუმად თქვა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
***
ბანკში საქმეების მოგვარების შემდეგ ექიმთან წავიდნენ.
-ბატონო გოგა შეიძლება? ოთახში შეიხედა ომომ
-მობძანდით. თავი დაუქნია ჭაღარათმიანმა კაცმა. როგორ ხართ ? თავის ტკივილი ხომ არ გაქვთ?
-არა.
-კარგია. ეხლა ნაკერებს მოგხსნით და მერე ტომოგრაფია გადაიღეთ, მეორე სართულზეა.
ნიკამ თავი დააუქნია, თანხმობის ნიშნად.
საავადმყოფო ნიკოლოზის ჯუჯღუნით დატოვეს..
-არა ისე მაგარი ფრაზა აქვთ ამ ექიმებს რა. "თქვენზეა დამოკიდებული" ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული კი გავიხსენებდი ყველაფერს, ამასთან კი არ მოვიდოდი.
-ნუ წაიღე რა ტვინი. მომეცი ეგ დანიშნულება რაც მოგცა.
ნიკამ უკმაყოფილოდ გაუწოდა ფურცელი ძმას.
-წამო ეხლა ეს წამლები ვიყიდოთ და მობილურზეც გავიაროთ. მერე ნათიასთანაც ავიდეთ თორემ საღამოს დაგადგება სახლში და მოხსნის ტვინს . იმასაც დაგავიწყებს რაც ეხლა იცი.. თვალები გადაატრიალა და ავტომობილის კარები გააღო.
ტელეფონიც იყიდეს და წამლებიც. კარტაც აიღეს და მობილურიც ჩართეს, მერე მაღაზიებიც დაიარეს და ნათიასაც აუარეს სახლში.. ომიკომ ძლივს დაარწმუნა ქალი, რომ არაფერი უჭირდა ნიკოლოზს.
***
ღამის 10 საათი იყო სახლში, რომ დაბრუნდა ნიკა.
ნიდამ გაუღო კარი და ხელში დაჭერილი პარკები გამოართვა.
-ეს რა არის?
-მაქსიმეს ვუყიდე ჩასაცმელი და სათამაშოებია -აქ ჩემი წამლები დევს და აი ეს შენთვისაა.. გაუღიმა გოგოს. ომიკომ ამარჩევინა.
-ჩემთვის? გაოცებულმა წარბები ზევით აზიდა.
-ხო.. ჩემი კლასელი შემხვდა დღეს.. ხვალ ვიკრიბებით კლასელებიო, მაგიტომ კაბა გიყიდე ხვალისთვის, რომ ჩაიცვა.
ნიდა გაქვავებული იდგა შესასვლელში. არ იცოდა რა გაეკეთებინა.. თითქოს არაფერი შეცვლილა.. ყველაფერი კოშმარი იყო და დასრულდა, მაგრამ ნიკა მაინც არ იყო ისეთი როგორიც ადრე და სწორედ ეს წყვეტდა გულს ნიდას.
-გშია?
-არა ნათიასთან ვიყავი ასული და იქ ვჭამე.. მაქსიმეს ძინავს?
-კი ეხლახანს დაიძინა..
-ის ვარდისფერი ოთახი ვისია? ინტერესით იკითხა ნიკამ..
-ორსულად, რომ ვიყავი მაშინ შეღებე ვარდუსფრად.. გაეღიმა გოგოს . პატარა პრინცესა იქნებაო მარა ..
-გასაგებია.
ნიდა ტელევიზორს მიუახლოვდა და დისკი ჩართო. აი ის დისკი ნიკოლოზმა დაბადების დღეზე რო აჩუქა.
ნიკოლოზი უყურებდა ტელევიზორში გამოსახულ კადრებს. ნიდას ცრემლები მოსდიოდა იმ ბედნიერი წამების გახსენებისას. უყურებდნენ მათ ჯვრისწერის, ქორწილის, დაბადების დღეების, ორსულობის და სხვადასხვა დროს გადაღებულ ვიდეოების კოლაჟს.
ბოლოს ნიკოლოზი გამოვიდა, რომელიც ნიდას სიყვარულს უხსნიდა.
ნიკა თავის თავს უყურებდა , იმ ბიჭს, რომელიც ერთ გოგოზე იყო შეყვარებული და იმით არსებობდა.. იმ ბედნიერ ბიჭს, რომელიც გულიანად იცინოდა. ბიჭს რომლის თვალებშიც სხივი იყო, სახელად ნიდა.
უცნაურად აკვირდებოდა იმ მომენტებს, როცა ნიდას ეხუტებოდა. თვალი გვერდით მჯდომისკენ გააპარა ცრემლებს, რომ იწმენდდა მალულად.
ნიდა ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა. ნიკამ ტელევიზორი გათიშა და დივანზე გაწვა.
ორივეს ტკიოდა,
ორივე განიცდიდა,
ორივე ღელავდა,
ორივე ფიქრობდა..
ნიდას ნიკოლოზისგან შორს ყოფნა ამწარებდა..
ნიკას კი ის უცნაური გძნობა კლავდა, რომელსაც გაუხსენებლობა ერქვა..
ნიკოლოზს გამთენიისას ჩაეძინა. ნიდამ კი მთელი ღამე ტირილში გაატარა.
მეორე დღეს არაფერი შეცვლილა. ერთმანეთისთვის ხმაც არ გაუციათ..
ნიკა დილით ომიკოსთან გავიდა მცხეთაში.
ნიდა დედამისთან წავიდ მაქსიმე, რომ დაეტოვებინა.. თვითონ კი გამზადება დაიწყო.. ნიკოლოზი საღამოს დაბრუნდა სახლში..
ოთახიდან გამოსული ნიდა, რომ დაინახა გაშრა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ჩაახველა, როცა ამოღებულ დეკოლტეს მოჰკრა თვალი.
ნიკოლოზს ჯინსის მუქი ლურჯი შარვალი, ცისფერი სარუჩკა და კეტები ეცვა. ნიდას შინდისფერი ტანზე გამოყვანილი კაბა.
-წავედით? გაღიმებულმა შეხედა მეუღლეს.
-კი წავიდეთ ტაქსი გველოდება.. საფულე და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ნიდას გახედა.
რესტორნში ისე შევიდნენ თითქოს ნაჩხუბარი მეგობრები ყოფილიყვნენ.
ნიდა დანაღვლიანებული, ნიკა კი გახარებული იყო..
ვეკო დვალის დანახვისას ფეხზე წამოდგა. კლასელებიც წამოიშალნენ სუფრიდან.. ყველა ეხვეოდა მონატრებულ ნიკოლოზს. ნიდა განზე იდგა, ალბათ ვეკოს, რომ არ შეემჩნია უხერხულად მდგომი გოგო ნიკას არც გაახსენდებოდა..
-ეს ულამაზესი გოგო შენი ცოლია? გაიოცა ვეკომ და ნიდას გაუღიმა. ამ სიტყვების გაგონებისას ნიკა უკან შებრუნდა და მეუღლის გვერდით დადგა.
-კი ეს ნიდაა ჩემი ცოლი.. ამაყად თქვა და თეკოს შეხედა, რომელსაც ღიმილი ბოროტულად დასთამაშებდა სახეზე.
-სასიმოვნოა შენი გაცნობა. გულწრფელად გაუღიმა ვეკომ გოგოს. ნიდამ უბრალოდ თავი დაუკრა მისალმების ნიშნად და თვალი მოავლო ახალგაზრდებს.სუფრაზე ადგილები უკვე დაკავებული იყო, ნიკოლოზსაც არ მოუკლია თავი მეუღლის გვერდით დამსვითო, ამიტომ ნიდას ვეკოს გვერდით მოუწია დაჯდომა, ნიკას კი თეკოს გვერდით. ცოლ-ქმარი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
ნიდას ვეკო ართობდა.
ნიკას კი თეკო.
სკოლის პერიოდს იხსენებდნენ და კარგადაც ხალისობდნენ.
დვალი ყურადღებასაც არ აქცევდა წინ მჯდომს.. ზედაც არ უყურებდა მეუღლეს, თეკოსთან ლაპარაკით იყო გართული..
ვეკო უცნაურად უყურებდა ნიკას. ვერ გაეგო რა ხდებოდა ცოლ-ქმარს შორის, მაგრამ კაი რომ არაფერი ხდებოდა მაგაში დარწმუნებული იყო.
-გინდა ვიცეკოთ? ვეკომ ღიმილით შეხედა მოწყენილ გოგოს.
-არა არ მინდა. გაუღიმა ბიჭს და მომცინარ მეუღლეს შეხედა, რომელმაც თეკო საცეკვაოდ დაპატიჟა.
უყურებდა თავის ნიკოლოზს, იმ ნიკოლოზს, რომელიც მთელი არსებით უყვარდა და სტკიოდა.. იმდენად სტკიოდა, რომ თავის შეკავება ვერ შეძლო და ატირდა. ფეხზე წამოდგა და რესტორნის აივანზე გავიდა.. მოაჯირს დაეყრდნო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ეზიზღებოდა ეს დაწყევლილი ცხოვრება, დამცინავი ბედი და ის სიყვარულიც, რომელიც ასე აწამებდა.
***
აივანზე მყოფი, უსასრულობას გაჰყურებდა და იმ ბედნიერ თვეებს იხსენებდა, რომელიც ნიკოლოზთან ერთად გაატარა. ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და ემოციები გაეკონტროლებინა.
ცრემლები მოიწმინდა და თავაწეული შევიდა შიგნით. მუსიკის ხმა უსიამოვნოდ მოხვდა მის ყურთასმენას.
თვალით მეუღლის ძებნა დაიწყო.
-ვეკო, ნიკა ხომ არ იცი სად არის? უხერხულად კითხა ბიჭს.
-თეკოსთან ერთად იყო. თვალები რამდენიმეჯერ სწრაფად დახუჭა და გაახილა ვეკომ, მხედველობის გასაუმჯობესებლად.
ნიდამ სიმწრით გაიღიმა და შემოსასვლელისკენ გაიხედა.
-ნიკას და შენ .... ანუ .... შენ და ნიკას, პრობლემები გაქვთ? კითხა ვეკომ თვალცრემლიანს და მზერა აარიდა..
-არა.. სწრაფად უარყო ნიდამ.. უბრალოდ მე და ნიკა. მოღალატე ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან, რამაც ააღელვა და სიტყვის გაგძელებაც ვერ შეძლო..
-კაი არაუშავს, ვის არ ქონია პრობლემა ოჯახში .. თვალი ჩაუკრა ვეკომ.. -ნი მოდი.. ხელით ანიშნა შავგვრემან გოგონას მასთან, რომ მისულიყო.
-ნი ეს არის ნიკა დვალის ცოლი.. ღიმილით გახედა მასთან ახლოს მისულს და ხელი წელზე მოხვია.. -ეს კი ჩემი მეუღლეა ნინი ამაშუკელი, თავის სამსახურის გამო ეხლა შემოგვიერთდა..
-სასიამოვნოა..ორივემ ერთდროულად თქვა..
ვეკოს ბიჭებმა "უხმეს", ამიტომ გოგოები მარტო დატოვა.
-რას საქმიანობ ნიდა? გაუღიმა ნინიმ წინ მდგომს და ლაპარაკი წამოიწყო..
-ჯერ ვსწავლობ, მესამე კურსზე გადავედი.. ეს სიტყვები ისე თქვა გოგოსთვის არც შეუხედავს.. აქეთ იქით აცეცებდა თვალებს და ნიკას გამოჩენას ლამობდა.
ნინი თითქოს მიხვდა ნიდას საქციელის მიზეზს და მის ფიქრებს პასუხი გასცა..
-ნიკას თუ ეძებ, თეკოსთან ერთად გავიდა რესტორნიდან.
ნინის მადლიერი თვალებით გადახედა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ. კიბები ფრთხილად ჩაიარა და რესტორნის ეზოში გავიდა.
თეკომ რესტორნიდან გამოსული გოგო შენიშნა და ნიკოლოზს მიუახლოვდა..
ნიდა, ნიკას დანახვისას მისკენ წავიდა, მაგრამ თეკოს მოქმედებამ ადგილზე გაყინა.
გოგო ნიკას ჩამოეკიდა კისერზე და ბაგეებზე აკოცა.. რამდენიმე წამი ნიკოლოზი უმოქმედოდ იდგა, შემდგომ რაც ხდებოდა გაიაზრა თუ გააზრება ერქვა და გოგოს კოცნაში აჰყვა.
ნიდა ადგილზე შებარბაცდა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და უხმოდ გასცილდა "წყვილს".
***
ტირილით მიუყვებოდა გზას, რომელსაც ლამპიონები ანათებდნენ და სულ არ ადარდებდა ხალხი, სიმარტოვე და სიბნელე. ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და იქვე "ბარდიურზე" ჩამოჯდა. ხმამაღლა ღრიალებდა და გულს იოხებდა ამით.
-ღმერთო რატომ? განა რა დაგიშავე ასეთი? რატომ მტკენ? რატომ მართმევ მას? .. ცაში გამოჩენილ ვარსკვლავებს უყურებდა და ხმამაღლა ყვიროდა, თითქოს ვინმე ამ კითხვებზე პასუხს გასცემდა.. -ის ავარია, რომ არა ახლა ჩემი ნიკა მეყოლებოდა... ჩემი ნიკოლოზი .. ჩემი. სლუკუნით თქვა და თავი ხელებში ჩარგო. ჩანთაში მოზუზუნე ტელეფონი, რომ არა ასე იქნებოდა დითხანს...
-გისმენთ.. ისე უპასუხა მობილურს, რომ ეკრანისთვის არ შეუხედავს..
-ნიდა კარგად ხარ? შეშინებული ლუკას ხმა მოესმა ყურმილს იქით.
-არ ვარ კარგად . ლუკა ცუდად ვარ .. ძალინ ცუდად ვარ. ატირდა ისევ და ხმა ჩაეხლიჩა..
-სად ხარ? ჩაყვირა მობილურში ანერვიულებულმა.
-აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე .. იოს არ უთხრა რა გთხოვ. ლუკას არც გაუგია ბოლო სიტყვები, ტელეფონი გათიშა და გაგიჟებული გავარდა სახლიდან. მანქანას არანორმალური სისწრაფით ატარებდა და შუქნიშანსაც არ აქცევდა ყურადღებას. ბელიაშვილის ქუჩას, რომ მიაღწია სიჩქარეს უკლო და თვალების ცეცება დაიწყო. მალევე დაინახა "ბარდიურზე" მჯდომი გოგო. ავტომობილი გააჩერა და გადახტა.. ლამის გადაირია ნიდას სახეს, რომ შეხედა.
-ნიდა .. მიუახლოვდა ატირებულს და გაყინული ხელში აიყვანა.. მანქანაში ჩასვა.. მისი ნივთები უკან შეყარა და საჭესთან ადგილი დაიკავა..
-ნიდა გამაგებინე რა ხდება? ხმის ტონს აუწია ლუკამ და ნათლულს შეშლილივით მიაშტერდა..
-ლუკა მტკივა.. ძლივს ამოიხრიალა და ბიჭს ხელი ძლიერად ჩაჭიდა მკლავში..
-ნიდა რამე გჭირს? დაბნეულმა აათვალიერა . გოგომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა..
ლუკამ მანქანა დაძრა, ნერვიულობით კვდებოდა, მაგრამ არც თვითონ ცდილობდა ლაპარაკის წამოწყებას. ჯერ ნიდას ტირილს უსმენდა და გული სტკიოდა ასეთ ნიდას, რომ ხედავდა..
-გუშინ ნიკას თავისი კლასელი შეხვდა.. დაიწყო გოგომ მოყოლა. თურმე მაგათი კლასელი, ვიღაც თეკო ჩამოსულა საიდანღაც, მაგიტომ კლასელები იკრიბებოდნენ რესტორანში დღეს.. სლუკუნით თქვა და ფანჯარაში გაიხედა.
-მერე? ინტერესით გადახედა გოგოს..
-სახლში, რომ მოვიდა მაშინ მითხრა. აი ეს კაბაც მიყიდა. ხელით დაანახა თავისი კაბა. იცი როგორ გამიხარდა? მეგონა ისევ ძველი ნიკოლოზი დაბრუნდათქო, მაგრამ შევცდი.. ლუკა ძველებურად უკვე აღარაფერი აღარ იქნება.
-მერე იყავით რესტორანში? ავტომობილი თავის კორპუსთან გააჩერა და ნიდასკენ მიბრუნდა.
-ხო წავედით. ისე შევედით რესტორანში თითქოს ერთმანეთს არც ვიცნობდით. სევდიანად გახედა ლუკას. ეგ კიდევ არაფერი. ის თეკო აი ის ვის საპატივცემულოდაც შეიკრიბნენ, გვერდიდან არ სცილდებოდა.. მე ვიღას ვახსოვდი.. იმ თეკოსთან ერთად ერთობოდა, სვავდა და ცეკვავდა.. ლუკამ მუჭი შეკრა და კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.-ბოლო მომენტი კი ნამდვილად გამაოგნებელი იყო. ჩემი ნიკა .. ჩემი ნიკოლოზი იმ გოგოს კოცნიდა. ლუკა ნიდასკენ გადაიწია და მოეხვია.
-გაუძელი ნიდ. ეხლა არ იცის რას აკეთებს.. არეულია მისი გონება.. მასაც გაუგე რა. გოგონას დამშვიდება სცადა.
-ნიკას მე აღარ ვჭირდები.
-ჭირდები. ნიდა ეხლა უფრო მეტად ჭირდები.. თავზე აკოცა და თბილად გაუღიმა.
-დღეს ჩემთან დარჩი კაი? ნიდამ თავი დაუქნია და მაგრად მოეხვია ლუკას.
***
ნიკოლოზს ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს. გაურკვევლობა ტანჯავდა. გონება არეოდა.
კლასელების გარემოცვა ახარებდა, რადგან ისინი მის გონებაში არსებობდნენ, ნიდასგან განსხვავებით. თეკოსთან თავს უფრო კარგად გრძნობდა, რადგან თეკო მის გონებაში იყო.
გოგოს ტუჩებს მოსწყდა და დაბნეულმა შეხედა. თეკო გამხიარულებული შეჰყურებდა ბიჭს. ეზოში სკამზე ჩამოსხდნენ და ლაპარაკი უაზროდ დაიწყეს.
შიგნით შესულს როცა ვემო და ნინი დაინახა, სწორედ მაშინ გაახსენდა თავისი ცოლი..
გულმა ფეთქვა დაიწყო.
სისხლმა ვენებში სწრაფი მოძრაობა.
სხეულმა კანკალი.
-ვეკო, ნიდა ხომ არ დაგინახავს?
-ნახევარი საათი იქნება რაც რესტორნიდან გავიდა. უცნაურად შეხედა დვალს.
ნიკა აღელდა. ხელი სახეზე მოისვა და თეკოს გახედა, რომელსაც გამარჯვებულის ღიმილი ქონდა აკრული.
-რამე მოხდა? ჩუმად იკითხა ვეკომ
-არა არაფერი.. მე უნდა წავიდე.. ფეხზე წამოდგა დვალი..
-კი მაგრამ რატომ ? თეკოს წრიპინა ხმა გაისმა.
-ასეა საჭირო.. მშვიდად თქვა ნიკამ.. ყველას სათითაოდ დაემშვიდობა და რესტორანი დატოვა.
ტაქსი კორპუსის წინ გააჩერა. მეხუთე სართულზე აიხედა და ჩაბნელებულ ფანჯარას შეხედა. სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა. ასე იდგა და სადარბაზოში შესვლას ვერ ბედავდა.
ჩამწვარი სიგარრტი იქვე მდგარ ნაგვის ყუთში ჩააგდო. გზას დაუყვა და გეზი ომიკოსკენ აიღი.
ნამძინარებმა ომომ გაუღო კარი დვალს.
-რა გინდა ბიჭო ამ დროს აქ? დაბოხებული ხმით კითხა ძმას.
-შენს სანახავად მოვედი. უემოციოდ უთხრა და იქვე მდგომ დივანზე ჩაესვენა..
-ნიკა რამე მოხდა ? ეჭვისთვალით შეხედა ბიჭს..
-დღეს არა რა.. ხვალ მოგიყვები ყველაფერს.
-ნიკა მესმის, რომ არ გახსოვს ეს ბოლო წლები, მარა გთხოვ აი თუ პატივს ოდნავ მაინც მცემ, ნიდას ნუ ატკენ. ნამდვილად არ იმსახურებს შენგან გულის ტკენას . მხარზე ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ და თავის ოთახში შევიდა.
დილით გაღვიძებულ ომიკოს ნიკოლოზი სახლიდან წასული დახვდა..
ნიდა კი ლუკამ წაიყვანა მაქსიმეს წამოსაყვანად..
-მოხვედი დედა? კარი ქალბატონმა დალიმ გააღო.
-დე სადაა მაქსიმე? მონატრებული შვილი იკითხა..
-შენი ძმის ოთახშია, იოანემ დააძინა გუშინ თავისთან. -ლუკა როგორ ხარ ? ქალბატონმა დალიმ გაღიმებულ ბიჭს შეხედა.
-ვარ რა.. მხრები აიჩეჩა და ნიდას უკან მიჰყვა.
ოთახის კარი შეაღო და შიგნით შევიდა. იოს და მაქსიმეს ტკბილად ეძინათ. ნიდას გაეღიმა. პატარას გაღვიძება არ უნდოდა, მაგრამ იმდენად უნდოდა ჩაეხუტებინა, რომ შვილთან მივიდა და ხელში აიყვანა.
-იო. ხელით შეარხია მძინარე ბიჭი ლუკამ.
-ჰმმმმ..
-ნუ ზმუი ძროხასავით.. გამოფხიზლდი ეხლა ჰა. მუშტი ჩაარტყა მხარში. იო გინებით წამოვარდა ფეხზე და ლუკას გაეკიდა..
-ბიჭო რა ხარივით დამსდევ წითელი ნაჭერი კი არ ვარ ტო? დაქანცული მიეყრდნო კედელს და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
-წითელი ნაჭერი კი არა წითელი კოჭი ხარ.. არა მკითხე.. შეუღრინა იომ ლუკიტოს და დივანზე მიგდებული პატარა ბალიში გაუქანა.
მაგიდის ირგვლივ სირბილს კაიხანი ვერ მორჩებოდნენ ქალბატონ დალის, რომ არ გაეჩერებინა.
-იოანე დაანებე ლუკას თავი და ჩაიცვი რამე, რა ტიტველი დადიხარ ამხელა ბიჭი. უსაყვედურა შვილს..
ლუკამ იოს ენა გამოუყო და კმაყოფილმა გახედა დაბღვერილს.
-ორი წლის ბავშვის ტვინი გაქვს რა. ხელი ჩაიქნია იომ და დაღლილი ჩამოჯდა დივანზე.
-მიდი ჩაიცვი და ომოსთან გავიდეთ. დასერიოზულდა ლუკა.
იო რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ ნიდას დანახვისას გაჩუმდა.
-ისე რა კაი ვინმეა ეს ციცქნა.. გაიანე ჩემთან სუ არ მოდის ჩხავის ბოლო ხმაზე, ეს კიდე ბიძამისთანაც რჩება და უცხოსთანაც მიდის. გაიკვირვა ლუკამ მომცინარ მაქსიმეს, რო შეხედა.
-ბიძიას კაცია ეს და მაგიტომაც რჩება ჩემთან. გაიღიმა იომ და მაქსიმე დას გამოართვა.. -შენ რა გჭირს? მოწყენილ დას შეხედა.
-არაფერი.
იოანემ ლუკას გახედა მერე ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა მოსაწესრიგებლად.
-ნიდ შენ ეხლა წამოხვალ თუ იქნები საღამომდე? კითხა ოთახიდან გამოსულმა იომ.
-ეხლა წამოვალ.
ავტომობილში სრული სიჩუმე იყო. ლუკა ნიდას გახედავდა ხოლმე, რომელიც უემოციოდ გაჰყურებდა ფანჯარაში გამოჩენილ სივრცეს. იო აღელვებული მართავდა საჭეს.
ნიდა სახლში მიიყვანეს, თვითონ კი მცხეთისკენ გაემართნენ.
სახლში ასულს იმედი ქონდა, რომ ნიკა იქ იქნებოდა, მაგრამ შეცდა. სრული სიცარიელე სუფევდა. მაქსიმე "ჭოჭიალაში" ჩასვა და სამზარეულოში გავიდა. ჭიქა წყლით გაავსო და ბოლომდე დალია. ცრემლები ახჩობდა, მაგრამ ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა და არ ეტირა.
ომიკოსთან იყვნენ ასულები გიკო, გურო, ლუკა, იო, დაჩი და გეგა. ლუკიტომ გუშინდელი ნიდას მონაყოლი უამბო.
-ვინაა ის თეკო? ფეხზე წამოდგა იო და მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტს დასწვდა..
-მაგის კლასელი. აგდებულად თქვა ომიკომ. -ამ თეკოს უყვარდა ადრე... ნიკას როგორც კლასელი ისე რა. მერე ისე მოაწყო ამან რო ბანკეტის დღეს ერთად იყვნენ. ნიკამ მითხრა არაფერი არ მომხდარა ან რისი რა თავი მქონდა გათიშული მთვრალი ვიყავიო, მაგრამ ამან ისე გააკეთა ვითომ რაღაც მოხდა. ნიკას რო ცოლად მოეყვანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მაგიტომ წავიდა მერე უცხოეთში.. გაექცა თბილისის ჭორებს , მაგაზე რომ დადიოდა. ეს პერიოდი ნიკას როგორც ჩანს არ ახსოვს, თორემ მაგასთან საქმეს არ დაიჭერდა. მონოლოგი დაასრულა ომომ და იოს გახედა.
-რა ვქანათ ეხლა? გოგოს დაუპადიეზდოთ? იუმორი შემოიტანა ამ დაძაბულ მომენტში გიკომ.
-დაეგდე და გაჩუმდი.. უბძანა გურომ.
-დღეს უნდა დავლაპარაკებოდი ნიკას, მაგრამ ისე წავიდა არაფერი არ უთქვამს.
-ჩვენ ვერაფერს ვიზამთ ყველაფერი ნიკაზეა დამოკიდებული. თქვა იომ და გეგასა და დაჩის გვერდით ჩამოჯდა.
***
ნიკა მთვრალი შუაღამეს მივიდა სახლში. ნიდას მოლოდინისგან ჩასძინებოდა დივანზე. დვალი კედელს მიეყრდნო და მეუღლეს შეხედა. ადგილზე შებარბაცდა და იქვე მდგომ პატარა მაგიდას დაეჯახა. ამ ხმაურზე ნიდას გაეღვიძა.
-ნიკა მოხვედი? ფეხზე წამოდგა და აათვალიერა. -სად იყავი?
-ნაშებში. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა და დივანზე ჩამოჯდა.
-რატომ იქცევი ნიკა ასე? ნუ თუ ასე ძაან მოგწონს ჩემი ტანჯვა?
-არაფერი არ მომწონს. საერთოდ არაფერი. ვერ გამიგია რა უნდა გავაკეთო. ყველა სათითაოდ მიმითითებს, როგორ უნდა მოვიქცე. ჩემთვის შენ მონაყოლი ხარ გესმის? ჩემ გონებაში არ ხარ.. ვერ ვეგუები ამ სიტუაციას.
ნიდამ სევდიანად გაიღიმა. ნიკოლოზს შეხედა და ცრემლი მოიწმინდა.
- ნიკა, იყოს ისე როგორც შენ გინდა. მე მაინც ამოშლილი ვარ შენი ცხოვრებიდან, უბრალოდ ის დაიმახსოვრე, რომ მაქსიმე შენი შვილია და ჭირდები. მე კი როგორღაც გავძლებ.
***
ამ დღის მერე ყველაფერი შეიცვალა.
ნიკა ყოველ ღამე მთვრალი მიდიოდა სახლში. ფხიზელს იშვიათად ნახავდით. თუ ფხიზელი იყო მაშინ მაქსიმესთან ერთად ატარებდა დროს. წამლების მიღებაზეც უარი თქვა და ექიმთან მისვლაზეც. ბიჭები ცდილობდნენ მისი მდგომარეობიდან გამოყვანას მარა უშედეგოდ.
-ნიდუ გილოცავ დაბი დუბს. გამხიარულებული შევიდა ლუკა სახში და ტორტი, რომელიც ხელში ეჭირა მაგიდაზე დადო. -ბიჭებიც ამოვლენ კარი არ ჩაკეტო. -ნიკა სადაა? თვალი მოავლო სახლს.
-ეგ ღამე მოვა. უკვე შეეჩვეული იყო მეუღლის ცხოვრებას, ამიტომ რიაქციაც არ ქონდა მის მოქმედებებზე.
-ნიდაჩკა გილოცავ ტო, სუ ბედნიერი იყავი. სახლში შესული ომიკო რძალს გადაეხვია.
-მადლომა ომო. გაუღიმა ბიჭს.
ნიდას დაბ დღე აღნიშნეს ბიჭებმა. ღამამდე მასთან იყვნენ მერე დაიშალნენ და წავიდნენ სახლებში. ნიდას ბედნიერებაც გაქრა. სუფრას ალაგებდა ნიკოლოზმა, რომ შემოაღო კარი. ტორტის დანახვისას მიხვდა რაც ხდებოდა და ნიდას შეხედა.
-რამდენი წლის გახდი?
-21 . ისე უთხრა ნიკასთვის არც შეუხედავს.
-გილოცავ. სევდიანად გახედა ცოლს.
ნიდას ხმაც არ გაუცია.
ნიკოლოზი მაქსიმესთან ერთად თამაშობდა, როცა ბავშვმა მა-მა თქვა.
-რა თქვი? გაოცდა ნიკა .
-მა-მა. იმეორებდა პატარა.
-ნიდა მამა თქვა. მამა დამიძახა.. ყვიროდა დვალი და სამზარეულოში გასულ მეუღლეს ეძახდა. ნიდა სწრაფად შევიდა ოთახში.
-მაქსიმე თქვი მამა. უბძანა ნიკამ შვილს.
-მა მა
-ნახე ? ამბობს.. მამას ამბობს. თვალზე ცრემლი მოადგა დვალს. მაქსიმე ხელში აიყვანა და ჩაიხუტა. ნიდას ცრემლები გადმოსცვივდა და ის სიტყვა გაახსენდა ნიკამ, რომ უთხრა "პირველი მინდა, რომ მამა თქვაასო".
-პატარა კაცი.. მამას კაცი. ღიმილით უყურებდა მომცინარს და ლოყაზე კოცნიდა.
თითქოს რაღაც შეიცვალა მაგრამ არა.
ნიკა მეორე დღეს ისევ მთვრალი მივიდა. ნიდას ყელში ქონდა ამოსული ნიკოლოზის სიმთვრალეც და მის პერანგზე აღმოჩენილი ტუჩსაცხიც.
აგვისტოს შუა რიცხვებში მაქსიმესა და ლიკასთან ერთად წავიდა სვანეთში, გეგას სახლში. ორი კვირა გაატარა იქ. სიმშვიდესა და სიწყნარეში.
ნიკას მაქსიმე ენატრებოდა.. ნიდას დანაკლისსაც გძნობდა.. სახლში აღარც მიდიოდა ომიკოსთან რჩებოდა.
ვეკომ თეკოს აუკძალა ნიკასთან მიახლოვება, ნიკას კი სასმელთან, ამის გამო შეკამათება მოუვიდათ მას და ვეკოს. ყველაფერი თავზე ენგრეოდა ნიკოლოზს და არაფრის გამოსწორებას არ ცდილობდა. ომიკო ცალკე უჭამდა ტვინს, იო და ლუკა ცალკე.
სექტემბრის დასაწყისში ჩამოვიდა ნიდა. იმ დღეს ნიკოლოზი სახლში არ მისულა, ვეკოსთან იყო, ამიტომ ცოლ-შვილი ვერ ნახა.
მეორე დღეს ნიკა დაღვრემილი შევიდა სახლში.. არ ეგონა ნიდა თუ ჩამოსული დახვდებოდა. თვალები გაუბწყინდა მაქსიმეს დანახვისას.
-მა მა .. გაუცინა იატაკზე მჯდომმა .
-მოდი მა ჩემთან. ხელში აიყვანა ბავშვი და მონატრებული ჩაიხუტა. ნიდას გახედა, რომელიც ზედ არ უყურებდა დვალს.
-დღეს ჩამოხვედით? ლაპარაკის წამოწყება სცადა.
-გუშინ..მოუჭრა მოკლედ.
-როგორ დაისვენეთ?
-მშვენივრად.
-ნუ მენაგლები. გამაფრთხილებლად უთხრა ცოლს. -რომ გეუბნები წესიერად მიპასუხე.
-და არაწესიერად რას გპასუხობ?
-აი ამ ტონით, რომ მელაპარაკები ეგ შლის ნერვებს.
-და შენ ნიკა?
-რა მე ? ბავშვი ჭოჭიალაში ჩასვა და ცოლს შეხედა.
-შენ მცეემ პატივს? შენ ტონზე მიგიდგა საქმე, მე კი ჩემს ღირსებაზე. კაი მესმის,რომ არ გახსოვარ, მარა ასეთ მოქცევას არ ვიმსახურებ.
-და რას ითხოვ? დავჯდე და ვიცადო სანამ არ გამახსენდება რამე?
-ნამდვილად ეგ ჯობია იმას რასაც შენ აკეთებ.
-შემეშვი. იყვირა დვალმა.
-უკვე შეგეშვი ნიკა, რაც გინდა ის ქენი. თხელი ჟაკეტი მოიცვა და კარებისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?
-ნაშებში. იღრიალა ნიდამ.. ნიკა ნერვებზე აიშალა.. ცოლისკენ წავიდა და ხელი მკლავში ჩაავლო.
-შემომაკვდები. ცალი წარბი ზევით აწია და გოგო ძალით შეათრია მისაღებში. -ვერსად ვერ წახვალ აი მაგ ტონისა და ნაგლობის გამო.
-მეხსიარებასთან ერთად შეშლილხარ კიდეც. იღრიალა ნიდამ და აწითლებულ მკლავზე ხელი მოიკიდა..
-გაჩუმდი და მიხედე ბავშვსვს ტირის. გასცა ბრძანება.
ნიდამ ბავშვი ხელში აიყვანა, ოთახში გავიდა და პატრა თავის საწოლში ჩააწვინა. რამდენიმე წუთში მაქსიმემ ჩაიძინა. ნიდაც ფრთხილად გამოვიდა ოთახოდან.
ნიკა აივანზე იყო გასული და სიგარეტს ეწეოდა.
-მუშაობას ვიწყებ. განუცხადა ქმარს შესავლის გარეშე.
-სად? ცოლისკენ შებრუნდა და აივნის მოაჯირს უკნიდან მიეყრდნო.
-ვატოსთან მაღაზიაში. ვატო სახელი არ ესიამოვნა ნიკოლოზს და სახე დამანჭა.
-ვინაა ვატო?
-მაღაზიის მფლობელია, ადრეც მაგასთან ვმუშაობდი.. მაქსიმეზე, რომ ვიყავი ორსულად დავანებე თავი სამსახურს.
ნიკამ ჩამწვარი სიგარეტი აივნიდან მოისროლა.
-და მაქსიმეს ვინ მიხედავს? გამოჩხრიკა პრობლემა დვალმა.
-დედაჩემს დავუტოვებ ხოლმე.
-არა .
-რა არა?
-არ იმუშავებ.
-შენ დაგეკითხები. სწერვულად გაიღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ნიკაც უკან გაყვა.
-სწორედაც, რომ მე დამეკითხები. ფული თუ გინდა მე მოგცემ მააქვს ჯერ ჯერობით საკმარისი.
-ნიკა მე ფული კი არა ამ ჩაკეტილი სივციდან გასვლა მინდა .
-ხო და წამოდი გავისეირნოთ.
-შენ გაკლია. ხვალ გავდივარ სამსახურში.
-კაი მაქსიმეს პრობლემას ჭრი და უნივერსიტეტს რას უპირებ ?
-საღამოს ვივლი უნიში და დილას ვიმუშავებ. დღე დედაჩემთან ან ნათიასთან იქნება ბავშვი, საღამოს კი კეთილს ინებებ და მიხედავ.
-ჯიუტი ხარ. გაეცინა დვალს - ეტყობა მაგიტომ შემიყვარდი. თვალი ჩაუკრა მომღიმარ ცოლს.
-შესაძლოა. ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიდამ და სამზარეულოდან გავიდა.
-ვნახოთ ვინ უფრო ჯიუტია. თავისთვის თქვა დვალმა და მიმავალს თვალი გააყოლა.
***
ნიკას ცხოვრება თავდაყირა იდგა, მაგრამ ნიდას სამსახურის დაწყებამ უფრო არია.
დილით გადიოდა სახლიდან და ვინ იცის სად დადიოდა, საღამოს კი ბრუნდებოდა ისიც იმიტომ, რომ მაქსიმე დაეტოვებინა, რადგან ნიდა სამსახურში მიდიოდა.
ნიდა და ნიკა ერთმანეთს იშვიათად ხედავდნენ. როცა ნიდა სახლში იყო მაშინ ნიკა იყო გასული სახლიდან... ხოლო როცა ნიკა იყო სახლში მაშინ ნიდა იყო სამსახურში.
ყველაფერი შეიცვალა..
ნიკოლოზმა თეკოსთან ურთიერტობა ააწყო.. თითქმის ყოველდღე მასთან ერთად იყო. ნიდამაც კარგად იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ყურადღებას არ ამახვილებდა და მაინც იმედს იტოვებდა, რომ მისი ნიკა არ გასწირავდა მათ სიყვარულს.
ერთი თვე ასე არეულ სიტუაციაში განვლეს.
სასტავშიც მოხდა ცვლილებები.
ილიკო განოსთან ერთად, რომ წაბძანდა დასასვენებლად შეყვარებულის სტატუსით იქიდან ქმრის სტატუსით დაბრუნდა.. ბიჭები ამ მალული ქორწინების გამო ხმასაც არ სცემდნენ ერთი კვირა. მერე კი შეურიგდნენ და რესტორანში აღნიშნეს მისი დაოჯახება. იმ დრეს კარგად შეზარხოშებულმა ლუკამ ხელი სთხოვა ლიკას . ისიც რათქმაუნდა დათანხმადა და ახლო მომავალში ისინიც დაქორწინდებიან.
გეგამ სალომე დაისაკუთრა..
დაჩი ისევ ფარული სიყვარულით შემოიფარგლება. გიკო გვანცასთან ერთად არის.
მგონი ომიკოსაც მოწონს ვიღაც..
გურომ ერთი სიყვარულის დედაცო და არის გულავში.
იოც გუროს ბაძავს.
იკა და ანი გაიანეს უვლიან.
ქალბატონი ნათია და ბატონი თენგო ნიკას საქციელით გაგიჟებულები არიან და ნიდას თვალებშიც ვერ უყურებენ, მათი შვილის გადამკიდე.
ნიდას უნივერსიტეტი დაეწყო. საშინელი გრაფიკი ქონდა. დილით ლექცია, მერე მეცადინეობდა და საღამოს სამსახურში მიდიოდა. მაქსიმესთვისაც გამოძებნიდა ხოლმე დროს. აი ნიკას კი უკვე ყურადღებასაც არ აქცევდა.
***
ოქტომბრის შუა რიცხვები იყო.
დილით გაღვიძებული ნიდა სწრაფად მოწესრიგდა. ნიკოლოზი როგორც ყოველტვის სახლსი არ დახვდა..
მაქსიმე მოაწესრიგა, მისი ჩანთა ხელში აიღო, პატარაც ხელში აიყვანა და სახლი დატოვა.. დედამისთან გაიარა და შვილი დაუტოვა.. შემდგომ კი უნივერსიტეტისკენ გაემართა. ლექციის დაწყებამდე კაფეტერიაში ავიდა და მაგიდასთან მარტოდ მჯდომ აგათონიკესკენ გაემართა.
-ნიდა როგორ ხარ? აგა გადაეხვია მონატრებულ ჯგუფელს.
-არამიშავს. რატომ არ დადიხარ უნიში?
-არ ვიყავი თბილისში ეხლა ჩამოვედი.. რას შვება ნიკოლოზი? გაახსენდა რამე?
-ისე გაახსენდეს ჩემ მტერს. თავი გვერდით მიატრიალა და ნოეს დანახვისას ხელის ქნევა დაიწყო. -როგორ ბძანდებით დიდო ნოე? გაიღიმა ნიდამ.
-რა მიჭირს ვარ ხარივით .. გაიჯგიმა ნოე და ნიდას გვერდით ჩამოჯდა.
-რატო არ იქნები? ყოველ დღე სავარჯიშო დარბაზსი აგდიხარ. ცხვირ აბზუებულმა აგამ ნოეს გახედა. ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს და ნიდას მიუბრუნდა..
-როგორ არიან მაქსიმე და ნიკა?
-ნიკაზე ლაპარაკი არ მინდა. მაქსიმე კიდე უფრო იზრდება და ბუთქუნდება. გაეღიმა შვილის გახსენებისას.
-გამოვალ ამ დღეებში და ვნახავ ჩემს ნათლულს. გაიღიმა აგამ
-გამობძანდით. გაუღიმა ნიდამ ბიჭებს და ფეხზე წამოდგა.. წავედი მე კავლაშვილის ლექცია მაქვს.. სახე დამანჭა და გასასვლელისკენ წავიდა. კიბეებზე ჩასვლას აპირებდა როცა ვიღაცას შეეჯახა. ეს ვიღაცა კი არც მეტი, არც ნაკლები გეგა მეტრეველი იყო..
-ბოდიში. ჩუმად თქვა ნიდამ და ბიჭს გვერდი აუარა. კიბეებზე ჩამავალ ნიდას გეგამ ხელი მკლავში მოკიდა და თავისკენ შემოატრიალა..
-დიდი ხანია არ მინახიხარ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ნიდას თვალებში მიაშტერდა. ნიდა დაიბნა.. ასეთ ქცევას მეტრეველისგან ნამდვილად არ მოელოდა -როგორ ხარ? ხელი ფრთხილად გაუშვა გოგოს..
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-ვარ რა.
-გეგა არ მოდიხარ? კაფეტერიის შესასვლელში მდგარმა ბექამ კითხა მეტრეველს.
-არა.. ლექციაზე შევდივარ უკევე. შესვენებაზე ამოვალ . ხელით ანიშნა თავიდან მომწყდიო .. ნიდამ კიბეებზე ჩასვლა დაიწყო, გეგაც გვერდით ამოუდგა.
-როგორია ოჯახური ცხოვრება? ნიდასთვის მტკივნეულ თემას შეეხო ბიჭი..
-იდიალური. სიმწრით გაიღიმა.
-მერამდენე აუდიტორიაში მიდიხარ?
-614ე
-კავლაშვილის ლექცია გაქვს?
-კი
-ვა მეც მაგასთან ვარ .. მარა წინაზე არ მინახიხარ.
-დრეს პირველად ვესწრები.
-გასაგებია.
ლექცია დასრულდა და აუდიტორიაც დატოვა.. გეგამ შესთავაზა მე გაგიყვან სახლშიო, მაგრამ ნიდამ უარი განაცხადა.
ჯერ დედამისთან გაიარა..
კარი იოანემ გაუღო და დას გადაეხვია.
-მომენატრე გოგო საერთოდ ვეღარ გხედავ ეეე. თვალებ დახუჭულმა ამოთქვა და თმებზე ხელი ჩამოუსვა..
-არ მცალია იო ეხლაც სამსახურში უნდა გავიდე და მაქსიმეს მოვაკითხე, რომ წავიყვანო..
-იყოს აქ და სამსახურში მოგაკითხავთ მერე ერთად.
-ხო მასეც შეილება. მისაღებში შევიდა და დივანზე მჯდომ შვილს მიუახლოვდა, რომელიც მუტფილმს ინტერესით უყურებდა.
-დედას სიცოცხლე. ხელსი აიყვანა პატარა კაცუნა. მაქსიმემ ტირილი დაიწყო. ნიდამ ისევ დივანზე დასვა.
-მუტფილმში როგორ გამცვალე დეე?
-მეც მასე გადამაგდო ამ ლაწირაკმა. იომ ღიმილით შეხედა დიშვილს, რომელიც გამალებით აკვირდებოდა ტელევიზორს.
-დედიკო სადაა?
-ზაზასთან ერთად გავიდა საყიდლებზე... ნიდ რა ხდება ნიკასთან ?
-არაფერი შეცვლილა.
იომ საუბარი აღარ გააგძელა ამ თემაზე და ყურადრების გადატანა სხვა რამეზე სცადა..
-დღეს ქეთა ვნახე.. თქვა იომ
-ვინ ქეთა?
-ქეთა ჩარკვიანი.
-ეგ დაბრუნდა საქართველოში?
-როგორც ჩანს.
-რაო მერე?
-მაგარი შეცვლილია.. იცი რა ნაშაა? პირი დააღო ქეთას გახსენებისას.
-რა ვიცი მაგას, რომ უყვარდი მეათე კლასში შენ ცხვირს იბზიებდი და ..
-მაშინ სად მქონდა გოგო ტვინი.
-ეხლა ხო გადმოგდის. გაიცინა ნიდამ. იო წავალ მაშინ მე და მაქსიმე შენ გყავდეს.
-სამსახურიდან სანამ გამოხვალ მომწერე და მოგაკითხავთ.
-კაი.
სახლიდან გამოსულმა ტაქსი გააჩერა და სამსახურისკენ გაემართა. ავტომობილში იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. უცებ ნიკოლოზს მოკრა თვალი და ტაქსის მძღოლს მანქაა გააჩერებინა. უყურებდა ნიკოლოზს, რომელიც თეკოსთან ერთად ქუჩაში მისეირნობდა. ნიდას უნებურად ჩამოუარდა თვალიდან ცრემლი.
-ცუდად ხართ? ტაქსის მძღოლი მიბრუნდა გოგონასკენ.
-არა. ხელით ცრემლი მოიწმინდა.. თუ შეიძლება მანქანა მოაბრუნეთ.
ტაქსი კორპუსის წინ გააჩერა, მძღოლს ფული გადაუხადა და სადარბაზოში შევიდა.. კიბეებს აუყვა.. სანამ სახლში შევიდოდა იოს მიწერა დღეს მაქსიმე შენთან იყოს, მე სამსახურში მაქვს საქმეო.. მერე ვატოს დაურეკა და სამსახურიდან დაეთხოვა. სახლში განადგურებული შევიდა . ჩანთა ძირს დააგდო და ოთახისკენ გაემართა. საწოლზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. როცა გული ტირილით იჯერა, გამწარებული ფეხზე წამოდგა, "გარდერობი" გამოაღო და ტანსაცმელის ჩალაგება დაიწყო. ყველაფერი ჩაალაგა და ჩანთები მისაღებში გაიტანა. მისი და ნიკას სურათებიც აიღო.. გადასაყრელად მაინც ვერ გაიმეტა, ამიტომ თავის ოთახში მდგარ "კამოდის" უჯრაში ჩაყარა. დაღლილი დივანზე ჩამოჯდა..
ასე იჯდა ჩაბნელებულ ოთახში თვალცრემლიანი, როცა ნიკამ შეაღო კარი.. შუქიც აანთო და გაოცებულმა შეხდა შესასვლელში დადებულ ჩანთებს.
-სადმე მიემგზავრები? წარბებშეკრულმა გადახედა ნიდას..
-არა.
-აბა ეს რა არის?
-შენი ბარგი.
-რაა?
-რაც გესმის.. ფეხზე წამოდგა გოგო და ნიკას თვალებში ჩახედა. -შეგიძლია წახვიდე ჩემგან. წახვიდე იმ თეკოსთან.. ყვირილზე გადავიდა ნიდა.. რაც გინდა ის გააკეთე. შენს ცხოვრებაში მაინც აღარ ვარსებობ .. აზრი არ ააქვს ლოდინს თუ როდის დამიბრუნდები. თავისუფალი ხარ ნიკა იმ მოვალეობისგან, რომელსაც ოჯახი ქვია. ნიკა დივანზე ჩამოჯდა და თავი ჩახარა. -მიკვირს აქამდე როგორ ავიტანე შენი უპატივცემულობა. თავი გააქნია და ნიკოლოზი ზიზღით აათვალიერა. დვალს ზურგი აქცია და ფანჯარასთან დადგა .
ბიჭმა კარგად იცოდა თავისი დანაშაული. არც ამტყუნებდა ცოლს. ყველაფერი სძულდა. განსაკუტრებით ის გაურკვევლობა ეზიზღებოდა, რომელიც მის თავში იყო. ნიდას სიტყვებმა თითქოს გაანადგურა.. ადგილზე გააქვავა. სტკიოდა . ისევე სტკიოდა ნიკას, როგორც ნიდას იმ წუთას. თვითონაც არ იცოდა რა ტანჯავდა . შვილის გახსენებისას უფრო მეტად ეტკინა.
-მაქსიმე?
-შეგიძლია ნებისმიერ დროს ნახო. ნიკასთვის არც შეუხედავს ისე თქვა და ოთახში შევიდა. რამდენიმე წუთში გაისმა კარების ხმა , რაც ნიკოლოზის წასვლისა და ნიდას ცხოვრების შეცვლის მაუწყებელი იყო.
ნიკოლოზი მცხეთისკენ გაემართა. ომიკოს ლამის გული გაუსკდა ნიკა ჩანთებით ხელში, რომ დაადგა.
-სადმე მიდიხარ?
-სად წავალ? მოვედი უკვე.
-ვერ გავიგე. დბნეულმა შეხედა ძმას.
-ნიდამ გამომაგდო სახლიდან. ჩანთები შესასვლელში მიყარა და მისაღებში შევიდა.
-რა გააკეთე ამისთანა?
-თეკოს ვხვდები. თავჩაღუნულმა ამოთქვა.
-რას შვები? იღრიამა ომომ.
-ნუ დაიწყებ ეხლა რა. არ წაიღეს ტვინი. ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას ვიზამ. მომწონს ის გოგო, ერთმანეთს კარგად ვეწყობით, რატო არ შეილება ერთად ვიყოთ?
-შენ ბიჭო თავში ტვინი თუ გაქვს? რეებს მებოდიალები ? საერთოდ სრულ ჭკუაზე ხაარ?
-კი . მშვენიერ ჭკუაზე ვარ. იღრიალა ნიკამ.
-ნიკა ვერ გცნობ. ანერვიულებულმა ომომ ხელი სახეზე მოისვა.
-არ ვარ ის ნიკა რომელიც ვიყავი. შეიცვალა. ყველაფერი შეცვალა. აი ასე მოხდა და ასე გაგძელდება. შეიძლება ადრე ნიდა მიყვარდა, მაგრამ ახლა .... ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ნიკამ და მონოლოგი ვეღარ დაასრულა.
-ახლაც გიყვარს. სინანულით გააქნია თავი ომიკომ და სახლიდან გავარდა.
ავტომობილი კორპუსის წინ გააჩერა, სადარბაზოში შევიდა და სირბილით ავიდა მეხუთე სართულზე. კარი ატირებულმა ნიდამ გაუღო.
-ომო,. მე გავიშვი ... მე თვითონ გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან. ბიჭს გადაეხვია.
-ვიცი. ეგ დებილი მე დამადგა თავზე. ისე მაგრად მინდა, რომ ვცემო ვერ წარმოიდგენ.
-თეკოსთან ერთად იქნება? ომოს მოსცილდა და თვალებში შეხედა.
- არა. ჩუმად თქვა და მისაღებში შევიდა. -მაქსიმეს ძინავს?
-იოსთანაა.
-მაქსიმეს გამო არ უნდა იტირო, ძლიერი დედაჭირდება. გინდა სადმე წავიდეთ?
-არა არ მინდა.
-მაშინ იოს დავურეკავ და გამოიყვანოს ის გოჭი. ნიდამ თავი დაუქნია. ომო ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა..
-იო.
-ხო ომო.
-იო ნიდასთან გამოდი რა.. მაქსიმეც წამოიყვანე.
-რამე მოხდა?
-ნიდამ ნიკას ჩაულაგა ნივთები და ასე, რომ ვთქვათ გააგდო სახლიდან.. ის დებილი კიდე დამადგა მე . ნუ კაროჩე გართულდა სიტუაცია.
-ფუ ჩემი როგორ ვერ მივხვდი, რომ მომწერა . ეხლავე წამოვიყვან. შენ ნიდასთან ხარ?
-ხო.
-კაი მანდ იყავი და მოვიყვან მაქსიმეს.
ომომ ტელეფონი გათიშა და გიკოს დაურეკა.
-რაო ომიჩკ?
-არამაქვს შენი უაზრობების თავი.
-ოჰ.. დასტოინობის პიკზე ხარ..
-გაჩუმდი ორი წუთი და მისმინე. -ნიდა და ნიკა დაცილდნენ თუ რაღაც მასეთი რა და ნიკა არის მცხეთაში ჩემთან, მე ნიდასთან ვარ.. შენ კიდე ადექი ეხლა და რაც შეიძლება მალე გადი ნიკასთან.
-არაა დღეს პირველი აპრილი.
-რა მეპირველაპრილება ბიჭო? იღრიალა გაცოფებულმა.. ადექი დროზე გადი მცხეთაშითქო.
-მოიცა სეროზულად? აუ ჩემი.. იმ თეკოს გამო ტო?
-ხო
-კაი. გუროსაც ვეტყვი და ერთად გავალთ მცხეთაში.
-რომ მიხვალთ დამირეკე..
- კაი.
ომო მისაღებში შებრუნდა. ნიდა გამორთულ ტელევიზორს მიშტერებოდა. ომომ თავი გააქნია და მისაღებიდან, სამზარეულოში გავიდა. მაცივრიდან კვერცხი გამოიღო და კალბასთან ერთად შეწვა. სამზარეულოში მდგომ მაგიდაზე დაალაგა თეფშები და ნიდასთან გავიდა.
-ნიდუ, მოდი რა ვჭამოთ.
-არ მინდა.
-როგორ არ გინდა? დარწმუნებული ვარ არაფერი გიჭამია მთელი დღის განმავლობაში.
-ომო არ მაქვს ჭამის თავი.
-რა თავი უნდა ჭამას? ადე მიდი ჰე. ჩემი ხათრით რა.
-ჰო კაი. ფეხზე წამოდგა ნიდა. ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა. ომომ კარი გააღო და იოს მაქსიმე გამოართვა.
-როგორ გაზდილა ეს მაიმუნი. ღიმილით აათვალიერა ბავშვი.
-ხო სწრაფად იზრდება. დაეთანხმა იოც.
მისაღებში შევიდნენ.
იომ დას გახედა.
-ნიდ მოდი ჩემთან. ხელები გაშალა იოანემ. ნიდაც ფეხზე წამოდგა და ძმას ჩაეხუტა. უთქმელად ესმოდა იოს, დის ტკივილი.
-ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჩუმად თქვა იომ.
-და როდი?
-ნუ ხარ სულ სწრაფი. თითი ცხვირზე ჩამოკრა დას.
-აუ გაცივდა საჭმელი მოდით რა. სამზარეულოდან გამოსძახა ომომ.
-ვააა საღოლ შენ. სამზარეულოში შესულმა იომ გაკვირვებულმა შეხედა ომოს.
ნიდა მაგიდასთან დაჯდა და შვილი კალთაში ჩაისვა.
-ჭამე გოგო რამე.. რა სუვენირივით დაგვიდექი აქ. შეუბღვირა ომომ და თეფშზე საჭმელი გადაუღო.
-თქვენ, რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა? თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა და ბიჭებს შეხედა. ომომ რძალს გაუღიმა.. იომ კი ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დას. გაღიმებულმა ნიდამ მაქსიმე გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.
***
ერთი კვირა გავიდა, რაც ნიდას ნიკოლოზი არ უნახავს. სიგიჟემდე ენატრებოდა, მაგრამ ამაში თავის თავსაც არ უტყდებოდა. თავისუფალ დროსაც არ იტოვებდა საფიქრად. სწავლობდა, მუშაობდა და თან მაქსიმეს უვლიდა. ბიჭები ყველანაირად ეხმერებოდნენ, არც ერთ დღეს არ ტოვებდნენ მარტოს.
ნიკა ამ "განშორების" მეორე დღესვე ავიდა თეკოსთან. რატომღაც არ ესიამოვნა გოგოს ნათქვამი ნიკოლოზი. მაშინვე ნიდა გაახსენდა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად, სიყვარულითა და სინაზით იძახდა მის სახელს. თეკოს უყურებდა, მაგრამ მის წინ ნიდას ხედავდა. გაფითრებულმა ხელი სახეზე მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა. თეკოს არც დამშვიდობებია ისე წამოდგა ფეხზე და სახლი დატოვა.
დვალი გაურკვევლობაში იმყოფებოდა. ყველაფერი სძულდა, არავის და არაფრის დანახვა არ უნდოდა. მთელი დღე სახლში იყო და სვავდა. სვავდა იქამდე სანამ გონებას არ დაკარგავდა. თეკოს ზარებს აღარ პასუხობდა.
მაქსიმეს ნახვა უნდოდა, მაგრამ ნიდასთან მისვლასაც ვერ ბედავდა. იცოდა თავისი დანაშაული და შიში ქონდა იმისა, რომ ნიდას თვალებში ისევ იმ სიძულვილს დაინახავდა, როგორც მაშინ, იმ ბოლო დღეს ერთმანეთს რომ დაცილდნენ...
ომიკოს მონაყოლებით აღიქვამდა იმ წლებს, რომელიც მის მეხსიერებაში აღარ არსებობდა და ნიდას მონატრებას ომოს მონაყოლით იკლავდა.
უკვე ნოემბრის დასაწყისი იყო.
დილით ნიდა უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, ამიტომ მაქსიმე, დაჩისა და გეგას დაუტოვა.
-აი იქ დევს ფაფა და იმ კარადაში არის ტანსაცმელი. სამ საათზე დააძინეთ თორე ღამე აღარ დაიძინებს, თუ რამე დამირეკეთ.
-უკვე მერამდენედ იმეორებ მაგას? კითხა დაჩიმ და მაქსიმე ხელიდან გამოართვა.
-ვნერვიულობ.. შვილს პირველად ვტოვებ თქვენნაირ გიჟებთან.
-არ ინერვიულო ისეთივეს ჩაგაბარებთ, როგორიც ეხლაა. გაუღიმა გეგამ ნიდას.
-იმედია. თავი ღიმილით გააქნია და სახლიდან გავიდა.
-წამო სადმე წავიყვანოთ ეს პატარა კაცუნა. დაჩიმ თავისი იდია გაუზიარა გეგას.
-სად წავიდეთ?
-მთაწმინდაზე.
-რა გვინდა ბიჭო ამ სიცივეში მთაწმინდაზე?
-აბა სხვა ადგილი შენ მოიფიქრე. შუბლშეკრულმა გახედა ძმაკაცს. გეგამ ეშმაკური ღიმილით შეხედა დაჩის.
-ეხა რაღაც საოცრებას დაახეთქებ.
-აჰამ. გაიღიმა გეგამ.. -ბიჭო წამო წავიდეთ ქალებში.
-აუუუუუ. დაჩის გეგას მოკვლის სურვილი გაუჩნდა. -შენ ტვინის ნატამალი თუ გქონდეს მე მოვკვდე. რა ქალებში უნდა წავიდეთ ტო? გაბრაზებულმა დაჩიმ ძმაკაცს გახედა.
სახე უკმაყოფილოდ დამანჭა გეგამ და დივანზე ჩამოჯდა.
-ადექი გასართობ ცენტრში წავიყვანოთ ბავშვი, თან ჩვენც გავერთობით. გიკოსაც დავურეკოთ გზაში.გაიღიმა დაჩიმ და მაქსიმეს ლოყაზე აკოცა.. -მიდი ამის კურტკა მოიტანე და ის ჩანთაც წამოიღე.
მაქსიმეს კურტკა და ბოტასები ჩააცვეს. კაშნეც მოახვიეს, ქუდიც დააფარეს და სახლიდან გავიდნენ.
***
ნიდა უნივერსიტეტში შედიოდა გეგამ, რომ დაუძახა.
-დილამშვიდობისა.. გაუღიმა ბიჭმა.
-დილამშვიდობის. დაუბრუნა საპასუხოდ.
-გუშინ გეძებდი მარა ვერ გნახე. მასზე დაბალს დახედა და გაუღიმა. -გეოგრაფიის წიგნი გვაქვს საყიდელი. ქალბატონმა ლიამ თქვა "გეპეიში " არის ის წიგნი მარტოო. ზეგისთვის გვჭირდება.
-ავტორები ჩამაწერინე და დღეს ვიყიდი.
-მეც დღეს ვაპირებ ყიდვას და ერთად გავიდეთ კაი?
-კარგი. თავი დაუქნია ნიდამ. -712ე აუდიტორიაში ვიქნები და იქ მოდი.
-გვერდი-გვერდ ვყოფილვართ.. 711ეში ვარ მე. გაიცინა გეგამ.
-მშვენიერი. გაიღიმა ნიდამ და ლიფტში შევიდა.
აუდიტორიაში იჯდა, მაგრამ გონებით სულ სხვაგან იყო. როგორც იქნა დასრულდა ლექციაც და უნი გეგასთან ერთად დატოვა.
გარეთ გასულს გაგიჟებული ნიკა დახვდა. ნიკოლოზმა გეგას დანახვისას ნიდა აათვალიერა, მერე გეგას შეხედა გაცოფებულმა და კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.
-ნიკა შენ აქ რა გინდა? გაოცებულმა ნიდამ შეხედა დვალს.
-წამოდი და ყველაფერს აგიხსნი. ომოს მანქანისკენ მიუთითა.
-სად უნდა წამოვიდე? დაბნეულმა ნიდამ ნიკას გახედა.
-წამოდი. ხელი ჩაკიდა მკლავში. გეგამ მეორე ხელი დაუკავა ნიდას. ასე აღმოჩნდა ორ ბიჭს შორის . ნიკოლოზმა ჩაიცინა. ნიდას ხელი გაუშვა და გეგას მუშტი დაარტყა სახეში. არც გეგა დაბნეულა და ნიკასაც მოხვდა საკმარისად. ნიდა გაოგნებული უყურებდა წინ გადაშლილ სცენას. ბოლოს უნივერსიტეტის დაცვამ გააშველა მოჩხუბარი ბიჭები. დვალი ისევ გაიწია გეგასკენ, მაგრამ ნიდა გადაეფარა წინ და ჩხუბის ახლიდან დაწყების მცდელობას ხელი შეუშალა.
ნიდას ხელი მოკიდა და მანქანისკენ სწრაფად წაიყვანა. ავტომობილში ჩასვა, ღვედი გაუკეთა, თვითონ საჭესთან დაჯდა და მანქანაც სწრაფად მოწყვიტა ადგილს. ნიკამ ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და ენა სახე დამანჭულმა გადაისვა გახეთქილ ბაგეზე.
-ნიკა გამაგებინე რა გინდა? იყვირა წყობიდან გამოსულმა.
-სად არის მაქსიმე? თვალები არ მოუცილებია ნიდასთვის ისე იკითხა დვალმა.
-გეგასთან და დაჩისთან ერთად სახლში.
-ხო და სწორედ ეგაა პრობლემა, რომ სახლში არ არის. იღრიალა ნიკამ და ხელი საჭეს დაარტყა.
-რას ქვია სახლში არ არის?
-იმას, რომ სახლში არ არის.. აი ასე იმ ორმა ჩვენი შვილი გასართობ ცენტრში დაკარგა.. სიტყვა ჩვენ გამოკვეთილად თქვა ნიკამ და ნიდას აღელვებულმა შეხედა.
-ნიკა ეს სახუმარო არ არის..
-და მე ვთქვიი, რომ ვხუმრობ? .. გიკომ დამირეკა. გეგასთან და დაჩისთან ერთად ვარ მაქსიმეს ვეძებთო.. იმ კრეტინებს ჩვენი შვილი როგორ ანდე?
-მაქსიმე მარტო ჩემია.. ნიკას გაბრაზებულმა შეხედა და ანერვიულებულმა გეგას ნომერი აკრიფა ტელეფონზე.
-მაქსიმე შენი ვერასოდეს იქნება, ის სიტყვა ჩვენს ეკუთვნის და სანამ მე და შენ ცოცხლები ვიქნებით ასე იქნება. ნიდას სიტყვებით უკმაყოფილომ წარმოთქვა.
-გეგა მაქსიმე სადაა? როგორც კი გეგამ ტელეფონს უპასუხა მაშინვე კითხა.
-დაჩიმ აიჩემა გინდა თუ არა წავიყვანოთ გასართობ ცენტრშიო.. ხო და წამოვედით. პასუხის გაცემას თავს არიდებდა გეგა.. თან თბილად ჩავაცვით.. კაშნე მოვახვიეთ და ქუდიც დავაფარეთ.. ხო და.
-გეგა.. იყვირა წყობიდან გამოსულმა ნიდამ
-დავკარგეთ.
-რანაირად დაკარგეთ ჩემი შვილი?
-ჩვენი. შეასწორა ნიკამ.
-რა ვიცი ტო.. დაფორთხავდა აქეთ იქით და უცებ გაქრა .
-გეგა არ გადამრიო.
-მერე რას ირევი? დაწყნარდი, დამშვიდდი და ვიპოვით.
-გეგა ჯობია მანდ არ დამხვდეთ არცერთი და მალე იპოვოთ მაქსიმე. ტელეფონი გათიშა, გამწარებულმა და თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა.
-არ ინერვიულო ვიპოვით. სევდიანად გადახედა ნიკამ ცოლს.
გასართობ ცენტრში გაგიჟებულები შეცვივდნენ და მომცინარ გეგას მივარდნენ.
-მოგკლავ.. ნიდამ გეგასკენ გაიწია და სილა გააწნა. გეგამ ხელი ლოყაზე მოისვა.
-აუ რა მწარე ხელი გაქვს გოგო რა არის.. ამოიწუწუნა საწყლად. აი იგერ არის მაქსიმე გიკოსთან ერთად კატაობს პიპიებზე.. თითი გაიშვირა გიკოსკენ.
ნიდამ როგორც კი მაქსიმე დაინახა, გახარებული მივარდა შვილთან და ხელში აიყვანა..
-მა მა.. მაქსიმემ ნიკას დანახვისას ხელები გაშალა და თვალებ გაბრწყინებულმა შეხედა. დვალმა ნიდას ბავშვი გამოართვა.
-როგორ მომნატრებიხარ მა. შვილს ლოყაზე აკოცა..
-მოიცადეთ ეს ყველაფერი ტყუილი იყო? გაბრაზებულმა ნიდამ ბიჭებს თვალი მოავლო.
-გიკომ მოიფიქრა. ნიდას წინ ატუზულმა დაჩიმ წამში ჩაუშვა.
-თქვენ მერე მოგივლით. თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, ნიკოლოზს ბავშვი გამოართვა და გასასვლელისკენ წავიდა..
-სპასიბა ძმებს. გაუცინა ნიკამ ბიჭებს და ნიდას უკან გაყვა.
-მგონი ამ სილად ღირდა ეს ჩვენი ს*რობა .. თქვა გეგამ და თვალი გაყოლა "წყვილს".
-ნიდა.. დამელოდე .. ნიდათქო.. წინ გადაუდგა გოგოს.
-მამა. ატიტინდა ბავშვი. ნიკამ მაქსიმე აიყვანა.
-რა გინდა? ცრემლებ ჩამდგარი თვალები ბიჭს მიანათა.
-მე წაგიყვანთ რა.. როცა ყოყმანი შეატყო გოგოს მაშინვე დაამატა. გთხოვ.
-კარგი.. თავი დაუქნია.
მანქანის უკანა კარი გამოაღო ნიდამ.. ნიკამ კარები დაუკავა..
-წინ დაჯექი დავილაპარაკოთ.
-აქედანაც მშვენივრად დავილაპარაკებთ. მაქსიმე გამოართვა ბიჭს, მანქანაში ჩაჯდა და კარიც მიხურა.. ნიკას გაეღიმა.. ავტომობილს მოუარა და საჭესთან მოთავსდა.
-ნიდ მე მართლა...
-ნიკა არ მინდა შენი საქციელების განხილვა.. სიტყვა გააწყვეტინა ნიკოლოზს.
-იქნებ მაცადო ? სარკიდან გახედა ცოლს.
-და რა გაცადო? როდის მეტყვი მე და თეკო ვქორწინდებითო? ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.
-ხო ხვალ გვაქვს ქორწილი და დასაპატიჟებლად მოვედი.. წყობილებიდან გამოსულმა იყვირა.
-ტონს დაუწიე. შენ თვითონ გინდოდა ესე ყოფნა და ახლა პრეტენზიები შენ თავს წაუყენე.
-ნიდა ნერვებს ნუ მიშლი. ხელი საჭეს დაარტყა ნიკამ.
-ნუ ღრიალებ.
-ერთხელაც იქნება მიგახრჩობ.
-მეც იგივე სურვილი მკლავს.
ნიკამ თავი გააქნია.
ავტომობილი კორპუსის წინ გააჩერა.. მანქანიდან გადმოვიდა, ნიდას ბავშვი გამოართვა და სადარბაზოში შევიდა.. გაღიზიანებული გოგო უკან მიჰყვა.. სახლში შესულმა მაქსიმე იატაკზე დასვა და ცოლს გახედა..
-ვინ იყო ის ს*რი?
-წესივრად ილაპარაკე და გეგას შეურაწყოფას ნუ აყენებ.
-ააა ბოდიში ბატონოებით, რომ ვერ ვლაპარაკობ. ირონიულად ჩაიცინა.
-ნიკა რა გინდა ? გაცოფებულმა შეხედა.
-შენი კარგად ყოფნის მეტი რა მენდომება?
-შენი ასეთი ტონი ნერვებს მიშლის. სამზარეულოში შევიდა ნიდა და ჭიქა წყლით აავსო.
-ნიდა..
-ნიკა შემეშვი.
-საქმეც ეგარის, რომ ვერ გეშვები. მითხარი როგორ შეგეშვა და შეგეშვები. ნიდა მეზიზრება ჩემი თავი. მძულს.. ვერ ვიტან ჩემს ქმედებებს. უაზრო ქმედებებს.. ნიდამ ტირილი დაიწყო, ნიკა გოგოს მიუახლოვდა და ჩაეხუტა. -მაპატიე კაი? მაპატიე ის გაუხსენებლობა, ის ტკივილი, რომელიც მოგაყენე.. ის უპატივცემულობაც და ჩემი ქმედებების სრული სისაძაგლეც.
-ნიკოლოზ მე..
-ვიცი გატკინე..ნიდას სიტყვები ნიკამ დაასრულა. ცოლთან მივიდა, ლოყაზე აკოცა და მისაღებში მაქსიმესთან გავიდა.
-მამას კაცუნა. შვილი გულში ჩაიკრა.
-მამა პიპი. ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა მაქსიმემ.
-ხო მა პიპიაა ის. გაუღიმა შვილს და დაბურთულ ლოყაზე აკოცა. -დღეს წავიყვან გთხოვ. მისაღებში შესულ ნიდას თხოვნით შეხედა დვალმა.
ნიდამ თავი დაუქნია.
-ტაქსით წავალ თორე ეს მანქანაში არ გამიჩერდება . ის ბავშვის სავარძელიც არ მაქვს და.
-მიხედე წესიერად, მარტო არ დატოვო და საჭმელიც აჭამე.
-არ იღელვო. ცოლს ბავშვის ჩანთა გამოართვა და სახლიდან გავიდა..
ნიდა ფანჯარასთან დადგა.
სადარბაზოდან გასულმა ნიკოლოზმა ტაქსი გააჩერა და მცხეთისკენ გაემართა პატარა კაცუნასთან ერთად.
-პიპი. ფანჯარაში იყურებოდა მაქსიმე და მინას ხელებს უტყაპუნებდა. დვალს შვილის შემყურეს ეღიმებოდა.
მცხეთაში ასულებს სახლის კარები ომიკომ გაუღო.
-მაქსიმიუს შე ძველო¬.. გაუცინა ომომ მომცინარ ძმიშვილს და ნიკას ხელიდან გამოართვა "პატარა ბურთი".
-სად იყო ეს მაიმუნი დაკარგული?
-გიკომ მოიგონა ეგ სისულელე.
-ნიდა და შენ ანუ?
-ანუ არაფერი.
-ფუი ესეთი რა დონდლე ხარ. თავში ხელი წამოარტყა ძმას. -ჩემი მანქანით მოხვედი?
-ეგეთი დებილიც არ ვარ ბავშვი მასე წამომეყვანა. ტაქსით წამოვედით. მაქსიმეს ჩანთა დივანზე მიაგდო და ხელები გაშალა. -მომიყვანე ეხლა.
-მაცადე რა .. ხელი აიქნია ომომ.
-მომიყვანე ტო ჩემი შვილი. წარბშეკრულმა შეხედა ძმას. -წადი გააკეთე შენ და გყავდეს მერე ის.
-ხტფუ მეხი დაეცეს ჩემ ცხოვრებას .. მეტის ღირსი ხარ ომიკო დვალო. სინანულით გააქნია თავი და ბავშვი მამას გადაულოცა.
-მამას ცხოვრება. ხელში ააფრიალა შვილი.
ომიკომ მამაშვილს გაღიმებულმა შეხედა და მობილურზე ნიდას ნომერი აკრიფა.
-ნიდ სახლში ხარ?
-ეხლა გავდიარ. რამე ხდება?
-არა არაფერი.. მანქანის წამოსაყვანად უნდა გამოვიდე და ამოგივლი შენც.. როდის რჩები მუშაობას?
-10ზე ვამთავრებ. ნიკა და მაქსიმე ხომ მოვიდნენ?
-ხო აქ არიან .. არ ინერვიულო კარგად არის ერთობა მამამისთან, ისედაც მაქსიმეზე მეტი ტვინი არ აქვს ამას და..
-საღამოს ამოხვალ ?
-სამსახურში მოგაკითხავ ტაქსით და მერე ერთად გავიდეთ შენთან.
-კაი ომო გელოდები საღამოს.
-ხო მოვალ.. იო სადაა ხო არ იცი? არ პასუხობს ჩემს ზარებს და ხო მშვიდობა აქვს?
-ქეთასთან ერთად არის ეგ, ეხლა რომ აუფეთქო ტელეფონი არც გაგაგონებს..
-ოჰ ჩვენ ბოდიში. კაი მაშინ არ შევაწუხებ ბატონ იოანეს.. საღამოს გნახავ კაროჩე.
-არ მალოდინო იმ დღევანდელივით.
-ადრე გამოვალ სახლიდან .. ჩაიცინა ომომ.
-გავდივარ მე უკვე სახლიდან.. მიხედე შენ მაგათ.
-არ იღელვო სანდო ხელშია მაქსიმეც და შენი ქმარიც..
ტელეფონი ისე გათიშა ნიდას პასუხს არც დალოდებია..
ნიკამ ომოს გადახედა, მაქსიმე დივანზე დასვა და ფეხზე წამოდგა.
-ნიკა.
-ჰო
-სახეზე რა გჭირს?
-ვიჩხუბესავით. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო ნიკამ.-ნიდას ვიღაც ყავს? წამდენიმე წამიანი პაუზის შემდგომ კითხა ომიკოს.
-ვის ? ვიინ? ომომ ნიკას გახედა.
-ნიდასთქო..
-შენს მეტი ვინ უნდა ყავდეს?
-არც არავინ. სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა.
-ნიკა მობილური გირეკავს. მისაღებიდან გასძახა ძმას.
-ვინაა?
-თეკო.
-გათიშე.
-რა იყო ვერ აგეწყოთ ურთიერთობა? ირონიულად ჩაიცინა ომიკომ
-კაი გოგოა მარა ჩემთვის არ არის შექმნილი.
-ნიკა შენ მაინც თუ იცი რას აკეთებ?
-არ ვიცი.. მართლა არ ვიცი ომო. გულს ის უნდა გონებას ის ..სხეულს ის .. ცუდად ვარ .. მართლა ცუდად ვარ.. თავი დახარა ნიკოლოზმა და ცრემლიც შეუმჩნევლად დავარდა ძირს.
-შენ თვითონ იტკიებ მაგ აუტკივარ თავს. დღეს სამსახურში უნდა გავაკითხო ნიდას და მანამდე ნათიასთან ავივლი. შენ არ წამოხვალ?
-არ მელაპარეკება ნათია მე და სად წამოვიდე?
-ღირსი ხარ.. მოქცეულიყავი ნორმალურად და იქნებოდი ეხლა მშვენივრად.წავედი მე და მიხედე ბავშვს ნორმალურად.
-ნუ მასწავლი ჩემს შვილს როგორ მივხედო. შუბლი შეკრა დვალმა, სიგარეტი იქვე მდგარ მაგიდაზე დადებულ საფერფლეში ჩაწვა და მაქსიმესთან მივიდა. -მამას ფუმფულა. ლოყაზე უჩქმიტა შვილს..
-აი მა ცუდი ძია... მაქსიმე კალთაში ჩაისვა და ხელი ომიკოსკენ გაიშვირა.
-ფუ რა დებილი ხარ.. თავში წამოარტყა ხელი ნიკას და სახლიც დატოვა.
ნიკოლოზმა მაქსიმე საწოლში დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა..
-პიპი
-არაა მა აქ პიპია. ხო იკატავე გიკოსთან ერთად პიპიებზე? აბა რაღათ გინდა ეს პიპი. თმები გადაუწია ხელით და ლოყაზე აკოცა.
მაქსიმეს მალევე ჩაეძინა. დვალი დითხანს უყურებდა მძინარე შვილს, გაღიმებული. საწოლიდან ფრთხილად წამოდგა. ნაპირებზე ბალიშები დააწყო მაქსიმე რომ არ გადმოვარდნილიყო. მისაღებში გავიდა და სიგარეტს მოუკიდა.
***
-ნიდა სამსახურში მიდიოდა ლუკიტომ რო დაურეკა.
-ნიდუუუუუ რავახარ ტო?
-შენგან ყურადღება მოკლებული როგორ ვიქნები?
-ნუ ეგეც მართალია. სახლში ხარ?
-სამსახურში მივდივარ. ღამე ვიქნები სახლში და ამო.
-ამოვალ იმ გოჭსაც ვნახავ და დავჩები კიდეც სალაპარაკო მაქვს შენთან.
-ის გოჭი მამამისთანაა მცხეთაში, ამიტომ მარტო ჩემს სანახავად ამოხვალ.
- გაახსენდა შვილი რო ყავს?
-ლუკა ნუ დაიწყებ ეხლა..
-კაი ხო, რომ მოვალ მერე ამოვანთხევ შხამს. მითხარი რომელზე ამთავრებ და მოგაკითხავ.
-10ზე. ომოც უნდა ამოვიდეს ჩემთან.
-ვაა შევკრებილვართ შავი სასტავი. შენი უქნარა ძმა სადაა?
-ქეთასთან ერთადაა ეგ. მერე ეგეც ამოვა ჩემთან.
-ვააააა . ეგ და ქეთა? რაღაც ქორწილის სუნი მცემს.. ჩაიხითხითა ლუკამ
-ისე ქორწილზე გამახსენდა შენ და ლიკა რას შვებით?
-რო მოვალ მოგიყვები, მეზარება ტელეფონში ლაქლაქი..
-ნეტავი როგორ გიტანს ლიკა.
-მშვენივრად მიტანს და ამიტანს კიდეც ცხოვრების ბოლომდე..
-ეჰ ვის ხელში ვაგდებ ჩემს ლიკუნას.
-ვის ხელში და ჩემ ხელში. აი რა გინდა ტო? ჩემზე „საგვარელ, სიფორცხლე და სიღვარულ“ ბიჭს სად ნახავდა?
-არაფერი გეშველება რა.
-აჰა. წავე მე ლილე მეძახის თავისი დაქალები მოუვიდნენ და ხო უნდა მნახონ და შემაფასონ.
-უი ის წითელ თმებაც მანდაა..
-ლეილა ქვია მაგას. ეგაა თუა. თავისი შვილიშვილი მომიყვანა აქ ...ბებია ამისამ ეხლა ლიკაზე უარს ვიტყვი და ამას მოვიყვან ცოლად.
-წადი მიდი და ღამე გამო.
-ხო გამოვალ უეჭველი.
***
ნიდა სამსახურში იყო ნიკოლოზმა რო დაურეკა.
-გისმენ.
-ნიდ მაქსიმეს სოსკა ვერ ვნახე და სადაა?
-ჩანთის წინა ჯიბეში ჩავდე.
-ააა ვნახე ხო.
-როგორაა მაქსიმე?
-ძინავს.
-მერე მძინარეს სოსკა რათ უნდა?
-რო გაიღვიძებს ხო მოუნდება?
-ნიკა სამსახურში ვარ არ მცალია ეხლა შენი უაზრობებისთვის..
-ბოდიში გეგასავით დასტოინი ქცევები თუ არ მაქვს.. ისე ხო არ მივბაძო ტო?
-ჩემი ნერვების ასაშლელად დარეკე?
-აქეთ მიშლი ნერვებს.
-ნუ დამირეკავ და არ აიშლები ნერვებზე.. გაბრაზებულმა გათიშა მობილური.
***
სამსახურს უკვე ამთავრებდა ომომ რო მიწერა -“მარკეტის წინ ვარ და გამოდიო“. სწრაფად მოწესრიგდა თანამშრომლებს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა.
ტაქსთან მდგომი ომო გადაკოცნა.
-მიდი ჩაჯექი და გავიდეთ შენთან.. ომომ ნიდას ღიმილით შეხედა.
-ლუკა უნდა მოვიდეს აქ და ბარემ იმას დაველოდოთ.
-კაი მაშინ გავუშვებ ამ ტაქსს. ომომ მძღოლს ფული გადაუხადა, ნიდას გვერდით დადგა და სიგარეტს მოუკიდა.
-რაო იმან? ომიკომ ნიდას შეხედა და მარკეტის ასასვლელ კიბეებზე ჩამოჯდა.
-ომო დავიღალე. აღარ შემიძლია. ვერ გამიგია რა უნდა?
-შენ რა უნდა გაიგო თვითონ არ იცის.
ლუკას მისვლამ საუბარი გააწყვეტინა ომიკოს და ნიდას.
-ბაზარში მიდიან ბავშვები ნიდუ როგორ ხარ? რას შვებიიიი? გაიკრიჭა მანქანიდან გადმოსული ლუკიტო..
-ეს რაღა მოიგონე? გაიღიმა ნიდამ და ლუკა გადაკოცნა.
-რა ცანცარა ხარ .. თავი გააქნია ომომ, ლუკას მანქანის გასაღები გამოართვა და საჭესთან ადგილი თავად დაიკავა -ორი კაცი და გავდივარ.. დაიყვირა დვალმა.
ლუკა ომიკოს გვერდით დაჯდა ნიდა კი უკანა სავარძელზე მოთავსდა. ლაპარაკში ისე გაერთნენ ვერც გაიგეს კორპუსს როგორ მიუახლოვდნენ.. სახლში შედიოდნენ ომიკოს მობილური რო ამღერდა. ეკრანზე გამოსახულ მომცინარ ნიკას ფოტოს დახედა.
-ჰა რა გინდა ?
-თუ ნიდასთან ხარ მიეცი მობილური.
-ნიდ ნიკაა.. ომიკომ ტელეფონი გაუწოდა დივანთან მდგომ გოგოს. ნიდამ მობილური სწრაფად გამოართვა და ოთახში შევიდა.
-გისმენ
-მობილური სად გაქვს ? იმენა აგიფეთქე.
-ხო და აფეთქებული გდია ჩანთაში.
-ნიდა.. ნიდა .. ნუ მაღზიანებ.
-ნიკა უკვე ზღვარს ცდება შენი საქციელი, ჯობია ფსიქიატრს გაესინჯო.
-გავესინჯები შენს ხელში აბა რა იქნება, ისე შენც თუ გამომყვები უკეთესი, შენც გაგსინჯავენ.
-ისევ ნერვების ასაშლელად თუ დარეკე ნამდვილად გამოგივიდა, ახლა კი ვთიშავ მობილურს.
-არა მოიცა.. რამდენიმე წამი გაჩუმდა... მხოლოდ ნიკოლოზის სუნთქვა ისმოდა... ნიდ ..
-ჰო
-არა არაფერი.
-ნიკა . ხმა გაიმკაცრა გოგომ
-ნიდ მოდი რა ჩემთან.
-რა იყო ნიკოლოზ გეშინია? გადაიკისკისა ნიდამ
-ხო ძაან .. გაიცინა დვალმა .
-მერე თეკოს ვერ დაურეკე?
- ამ მომენტში ეგ რო არ გეხსენებინა ისე ვერა? თეკო ჩემთვის არავინ არაა და ი ვსო. შენ კი იყავი, ხარ და იქნები, გასაგებია?
-ნიკა..
-არ მინდა აქ ლაპარაკი მერე განვიხილოთ ეს თემა. უბრალოდ შენი ხმის გაგება მინდოდა და კიდევ, ჩემს ზარებს ნუ აიგნორებ.
-ნიკა მთვრალი ხო არ ხარ?
-მთვრალი არა.. მარა გაგიჟებული რო ვარ ეგ კი... ხვალ დილით გამოგიყვან მაქსიმეს.
-ძინავს კიდევ?
-ეხლახანს გაიღვიძა აი ნახე.. მა ნახე იქ რა არი? სათამაშო მანქანისკენ გაიშვირა თითი ნიკამ.
-პიპი.
-ნეტა ამ მამას და პიპის მეტი რამე ისწავლოს.. მობეზრებულმა ნიკოლოზმა შესწუწუნა ცოლს.
-ჰო ერთი სული მაქვს დედას როდის იტყვის.. სევდიანად ამოთქვა ნიდამ.
-ნიდ ვით ვეღარ მორჩით ლაპარაკს? ოთახში შეიჭრა ლუკა
-ხო გამოვალ მაცადე . შეუბღვირა ბიჭს
-ვინ იყო? ხმა შეეცვალა ნიკოლოზს
-ლუკა.. დღეს ჩემთან რჩება..
-ააა კაი მაშინ მიაქციე მაგათ ყურადღება. ხვალამდე.
ნიდამ მობილური გათიშა და მისაღებში ვავიდა..
-რაიო რა მინდაო? ინტერესით შეხედა ლუკამ ნიდას.
-არ ვიცი.. რაღაც რო უნდა ეგ კი, მარა რა უნდა ეგ არა.. თავი გააქნია ნიდამ და ომიკოს მობილური მიაწოდა.
-რაღაც კი არა შენ უნდიხარ, მარა აი ვერ ვხვდები რა რაკურსით ბრუნავს შენს გარშემო. თავი ამაყად აწია ლუკიტომ
-სიყვარულის რაკურსით, მარა თვითონაც ვერ ხვდება ან ხვდება და არ ამბობს. თავის დაქნევით დაეთანხმა ომო.
-ისე თეკოსთან რას შვება? ლუკამ ისე კითხა ომოს, რო ნიდასთვის თვალი არ მოუცილებია. გოგო შეიშმუშნა თვალებში ცრემლი ჩაუდგა და თავი სწრაფად დახარა ძირს. ომიკომ ნიდას შეხედა.
-კაი გოგოაო.... ამ სიტყვის თქმა და ნიდას თავის აწევა ერთი იყო... მარა ჩემთვის დაბადებული არ არისო.- ნიდას რო დაცილდა მაშინ ავიდა ერთხელ და იქ აზრზე არ ვარ რა მოხდა, მარა იმის მერე არც უნახია. სვავდა და იყო ასე, მთელი კვირა..დღეს რაც ნიდა ნახა სახიდან ღიმილი არ მოსცილებია, თან სულ წარსულზე მეკითხება, ცდილობს რო გაიხსენოს. ნიდ მართლა არ ვამართლებ მაგის საქციელს, მარა დაიმახსოვრე ცხოვრებაში შეცდომებიც საჭიროა, ადამიანები ხო შეცდომებზე ვსწავლობთ.
-ვერც გაამართლებ და ვერც გაამტყუნებ . არაკაცობაა მეხსიერების გამო ხელი კრა ოჯახს და დაიკიდო მარა, რო დავფიქრდეთ წარმოიდგინე 4 წელი რაც გიცხოვრია არ გახსოვს და გეუბნებიან ოჯახი გყაავსო.
-არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ისევ მიყვარს... ჩემს თავზე, ცხოვრებაზე, სამყაროზე მეტად მიყვარს და სწორედ მაგიტომ მტკივა . ჩუმად თქვა ნიდამ.
-ჩვენ კიდე თქვენი შემყურე გვტკივა. ლუკა ნიდას გვერდით დაჯდა და გოგოს ჩაეხუტა. ცოტახანი ასე იყვნენ ხმას არავინ იღებდა.. სიჩუმე ზარის ხმამ დაარღვია..
-მე გავაღებ..ფეხზე წამოხტა ომო.
-მერე ვინ გასწრებს.. წაუგველა ლუკამ.
კარები გააღო და გაღიმებული იო აათვალიერა .
-რაო იო მოგიკაკუნა სიყვარულმა. დასცინა ომომ, სახე გაბრწყინებულს.
-მე კი მომიკაკუნა და აი შენ რა გეშველება ? სიცილი სახეზე შეაშრა ომოს.
-ნიდაჩკი რაფერ მომენატრე დაია. იომ ლუკა გვერდით გაწია და ნიდას ჩაეხუტა. -სადაა ჩემი ბურთი?
-მამიკომ წაიყვანა ატაში. ლუკამ სწრაფად უპასუხა იოს. კარებზე ზარის ხმის გაგებაზე ომიკო ფეხზე სწრაფად წამოდგა.
-რა ატა? გაკვირვებულმა იოანემ ძმაკაცს გახედა.
-ხტფუ ამას ბავშვიბა არ ქონია.. ხელი ჩაიქნია ლუკიტომ და იმწამს შემოსულ იკას შეხედა. -შენ რაღა გჭირს?
-ანის ვეჩხუბე. ანერვიულებულმა იკამ ხელი შუბლზე მოისვა და დივანთან მდგომ სკამზე დაჯდა..
-რატო ? ლუკა ფეხზე წამოდგა და ირაკლის დააცქერდა.
-ჩემი თანამშრომელი ქერა გოგო რომაა ხო იცი?
-ნინა?
-ხო და მაგ ნინაზე ეჭვიანობს.
-ეტყობა შენ მიეცი საბაბი. ნიდამ იკას გახედა.
-რა საბაბი ტო? ანის მეტს არავის არ ვუყურებ, გინდ გოგო კისერზე ჩამომეკიდოს. მითუმეტეს ეხლა, რაც გაიანე გაჩნდა მას შემდეგ არ მოვცილებივარ, ამან კიდე სამსახურში ისეთი სცენა გამიმართა მისი მიხრჩობის სურვილიც გამიჩნდა.
-აბა...აბა... ლუკამ ცალი წარბი ასწია.. -ის ნინა მოგესვა თავის ადგილას და იქნებოდი მშვენივრად .
-არაფერი ხდებოდათქო..
-კაი ხო მჯერა. შოკოლადი და ყვავილები მიუტანე და დაავიწყდება უცებ იდეა მიაწოდა ნიდამ.
-ეხლა იცი რა უნდა ვქნათ? იკითხა იომ
-რა? ინტერესით შეხედა ომიკომ
-რა და დავლიოთ . ფეხზე წამოდგა იოანე და სახლიდან გავიდა. რამდენიმე წუთში არყის ბოთლებითა და კოკაკოლის ბოთლით გატენილი პარკით ხელში დაბრუნდა.
უკვე კარგად შემთვრალები იყვნენ ლუკიტოს ლიკამ რო დაურეკა. ერთმანეთს მოესიყვარულნენ, ძილინებისაც უსურვეს და ლუკამაც გაბადრულმა გათიშა მობილური.
-რაო ჩიტმა მომენატრეო? ჩაიფხუკუნა იომ
-მონატრება მონარებააოო წაიღიღინასავით ლუკამ. ისე არ დაგავიწყდეთ ამ შაბათს არის მე და ლიკუნას ქორწილი. მაგიტომ მოვედი ნიდუსთან, ხვალ უნდა გამომყვეს უეჭველი საყიდლებზე. ხო გამომყვები ნიიდ?
-რა თქმა უნდა გამოგყვები თან მეც ვიყიდი რაიმე კაბას. თვალი ჩაუკრა გაღიმებულმა ნიდამ ბიჭს.
იმ ღამეს იმდენი დალიეს არსად წასვლის თავი არ ქონდათ ამიტომ ყველა ნიდასთან დარჩა. დილით გაღვიძებულებს თავის ტკივილი კლავდათ. ზარის ხმამ დაარღვია სახლში გამეფებული სიმშვიდე.. ლუკიტო ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და კარები გამოაღო.. კარს მიღმა ნიკა და მაქსიმე იდგნენ.
-ვა ბურთიც მოსულა. გაუცინა ბავშვს და ხელში აიყვანა..
-გამარჯობა. ნიკოლოზი თავის დაკვრით მიესალმა გაღიმებულ ბიჭს და მისაღებში შევიდა. ლუკამ თავი დაუქნია მისალმების ნიშნად, კარი ხმაურიანად დაკეტა და ნიკას უკან მიჰყვა.
-ნიდა ოთახშია? იკითხა დვალმა
-ჰო ძინავს. დაეთანხმა ლუკიტო და მაქსიმესთან ერთად დივანზე დაჯდა. ნიკა ოთახში ფრთხილად შევიდა..იქვე მდგარ "გარდირობს" მიეყრდნო და მძინარე მეუღლეს მიაშტერდა. რამდენიმე წუთი უყურებდა ჩუმად, მერე საწოლს მიუახლოვდა მეორე მხარეს დაწვა და გოგონას თმები სახიდან გადაუწია. ლოყაზე თვალებ დახუჭულმა აკოცა და ღრმად შეისუნთქა მონატრებული ქალის სურნელი. ნიდა შეიშმუშნა და ქუთუთოები ერთმანეთს, შუბლ შეკრულმა დააცილა.
-ნიკა? გაოცებულმა შეხედა მეუღლეს
-ხო. გაღიმებულმა შეხედა ნიდას თვალებში.
-აქ რას აკეთებ?
-კონკრეტულად აქ გაინტერესებს თუ საერთოდ აქ რას ვაკეთებ?
-გინდ კონკრეტულად თქვი და გინდაც საერთოდ.
-იმას ვაკეთებ რასაც გული მკარნახობს.. უდარდელად თქვა და ნიდას ჩაეხუტა.
-ნიკა გაიწიე.. ნუ მეკარები .. ნიკათქო.. ნიკოლოზ თუ არ გახსოვს შეგახსენებ, რომ ჩვენ დავშორდით.
-და ვინ თქვა ეგ სისულელე?
-შენ თქვი
-მეე? და რა ვთვი?
-რო სუ არ გჭირდები და ის თეკო გინდა, აი რა თქვი.. და ამასთან ერთად შენი ქმედებებიც ამას ამტკიცებდა, რომელსაც ნათლად ვხედავდი შენს სარუჩკაზე დამჩნეული წითელი ტუჩსაცხით.
-თეკოსთან ვაფშე არაფერი მქონია.. მაქსიმეს თავს გეფიცები მასთან არ ვყოფილვარ. უბრალოდ ვცადე, ხო ვცადე რაღაცის დაწყება, მარა რა უნდა დამეწყო, როდესაც სიყვარული მე უკვე დასრულებული მქონდა და დასაბუთებულიც შენთან. რამდენჯერაც შენი ღალატი ვცადე არ გამომივიდა. მაგარი ს*რი ვარ შენ, რომ გკარგავ... მაქსიმეს, რომ ვკარგავ... ჩვენს ოჯახს, რომ ვანგრევ. ნიდ მაპატიე კაი? ჩემი უაზრო დამამცირებელი და გულსატკენი სიტყვები მაპატიე .ჩემი ქმედებებიც ის სარუჩკებიც წითელი ტუჩსაცხის ლაქები, რომ ქონდა .. თეკოს ტუჩსაცხის კვალი, რომლებთანაც არაფერი მქონია. მაქსიმეს გეფიცები არაფერი მქონია .. შენ თავს და ნათიას თავს ვფიცავარ არაფერი მომხდარა.. შენ მინდიხარ ნიდუ. ჩემ გულს შენ უნდიხარ. მჭირდები ჰაერივით მჭირდები. გოგონას მაგრად მოხვია ხელები და შუბლზე აკოცა. ნიდამ ტირილი დაიწყო..
-მეზიზღები ნიკოლოზ .. მეზიზღები ასე, რომ მტკენ. ამოისრუტუნდა ნიდამ და ნიკოლოზს მოსცილდა.
-არ გჯერა ? ნიდა ჩემი არ გჯერა? საწოლზე წამოჯდა, ნიკა და ნიდას მკლავში ჩააფრინდა.
-ნიკა მტკივა. მკლავზე მოჭერილი ნიკოლოზის ხელისგან განთავისუფლება სცადა.
-მეც მტკივა... ახლა იმაზე მეტად მატკინე ვიდრე ის გაუხსენებლობა, რომელიც დღემდე გულს მიღრნის. ნიდას განრისხებულმა შეხედა, საწოლიდან სწრაფად ადგა და სახლიდან გაცოფებული გავარდა. ომიკო ნიკოლოზს გაეკიდა.
ლუკა ნიდასთან შევარდა და ატირებული გოგოს დანახვისას გაშეშდა.. იომ მაქსიმე გამოართვა ლუკიტოს და ნიდას მიუყვანა .
-ეხლა მარტო ყოფნა უფრო გჭირდება, მაგიტომ წავალთ ჩვენ.. თუ რამე დარეკე.. იომ დას შუბლზე აკოცა და ბიჭებს თავით ანიშნა გადითო.
***
ისე მოვიდა ქორწილის დღე, რომ ნიკოლოზს ნიდა არ უნახავს. არც ნიდას უნახავს ნიკა. ომიკომაც არ იცოდა სად იყო თავისი ძმა. სამაგიეროდ იოანემ იცოდა თავისი სიძის ამბავი, მაგრამ არაფერს ამბობდა, ჯერ აცდიდა თუ როდის მოვიდოდა გონს ნიკა.
იკა და ანი მეორე დღესვე შერიგდნენ, მაგრამ ირაკლის სამსახურის დატოვება მოუწია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომელსაც ნინა ერქვა.
ილიკო და განო პატარას ელოდებოდნენ..
დაჩი და გეგა თავიანთ საყვარელ გოგონებს თვალს ადევნებდბენ.
შაბათი დღეც დადგა და ლუკიტოც ანერვიულდა. აბა პატარა აბავი ხომ არ იყო ლიკუნა მოყავდა ცოლად. ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
-იმენა პატარძალზე უარესი ხარ.. დაასკვნა იკამ და გაიანე გულში ჩაიკრა.
-მოდი აქ ეს "ბაბაჩკა" გაგისწორო.. უბრძანა ნიდამ ანერვიულებულ ბიჭს. ლუკაც სწრაფი ნაბიჯით დაიძრა გოგოსკენ.
-გითხარი სუ არ მინდათქო, მარა ვერ გაგაგებინე, რომ არ გვეყიდა. მომაბეზრებლად გააქნია თავი და შუბლი შეჭმუხნა.
-აუ ეს ვინა ტო.. ლუკიტოს წუწუნით შეწუხდა დაჩი.. -გამოადგი ფეხი მივდივართ უკვე ლიკასთან.
-ნიკა რო არ მოსულა. მოწყენილმა ნიდამ მაქსიმე გეგას გამოართვა.
-მოვა . ომიკომ გოგოს გაუღიმა
მანქანაში ჩალაგდნენ და სიგნალებით დაიძრნენ ლიკასკენ. ლუკა ყოველ წამს საათზე იხედებოდა და წითელ ვარდებს ხელს უჭერდა, გეგონებოდათ ვინმე წაართმევდა. სადარბაზოს წინ გააჩერეს ავტომობილები. სასტავი და ოჯახის წევრები სახლში აბძანდნენ.. ვერც ავხწერ ლუკიტოს რეაქციას როცა თეთრ კაბაში მომცინარი ლიკა დაინახა.. იმ წითელი ვარდების გადაცემაც დაავიწყდა და საერთოდ სუნთქვაც შეწყვიტა.. იომ წაკრა ხელი, რომ გამოფხიზლებულიყო. ხელი სახეზე მოისვა, ლიკას გვერდით დადგა და ვარდები გოგონას მიაწოდა.
-მოიცა არაფერს მეტყვი? იკეკლუცა ლიკამ და ბიჭის წინ დატრიალდა.
-ხო.. თვალებ გაბრწყინებულმა ლუკამ თავი დაუქნია.. -საშინელი კაბაა.
-იდიოტი ხარ.. ღიმილი სახეზე შეაშრა ლიკას. ლუკიტომ გაიცინა, გოგოს ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა.
-ჩემი ქალი ხაარო..
ჯვარი სამებაში დაიწერეს, ხელიც მოაწერეს და ქეიფის დროც დადგა. რესტორანში უკვე ცოლ-ქმრის სახელით შევიდნენ და თავიანთი ადგილიც დაიკავეს.
ნიდა მოწყენილი იჯდა სასტავთან ერთად, მაგრამ ნიკას გამოჩენამ მისი სევდიანი სახეც შეცვალა. ჯერ ახლად დაქორწინებული წყვილისკენ წავიდა და მიულოცა ეს ბედნიერი ფაქტი. მერე კი სასტავისკენ წაბრძანდა გაღიმებული. თავის დაკვრით მიესალმა ბიჭებს და სპეციალურად ნიდას წინ დაჯდა. გოგოს მაქსიმე უხმოდ გამოართვა და თავის კალთაში ჩაისვა.
-სად იყავი ეს დრო? ომიკომ ძმას უჩურჩულა
-განმარტოება მჭირდებოდა.
-ნიკა წესიერად მოიქეცი. გაბრაზებულმა გახედა დვალს.
-ნუ გაახურე რა. ღვინის ჭიქა ხელში აიღო და თამადის მიერ წარმოთქმული უფლის სადღეგძელო სულმოთქმელად დალია.
სადღეგძელოს, რომ სადღეგძელო მოყვება ეგ ისედაც კარგად ვიცით.. ნიკოლოზი კი არცერთ სადღეგრძელოს არ ტოვებდა და კიდევაც ამატებდა ჭიქას ჭიქაზე. ბოლოს კი ისე დაითვრა ფეხზე ძლივს დგებოდა..
ნიდას მთვრალი ნიკოლოზის მზერის ატანა აღარ შეეძლო, ბავშვი იოს მიაწოდა, თვითონ რესტორნის აივანზე გავიდა. დვალმა თვალი გააყოლა მოწყენილ მეუღლეს, ღვინის ჭიქა ხელში აიღო და ბანცალით გაყვა საყვარელ ქალს.
ნიდა მოაჯირს დაყრდნობოდა და თბილისს გადაჰყურებდა. კარის ჯახუნმა და ნიკოლოზის ხმაურიანობამ, ნიდა შეაშინა და სწრაფად მიტრიალდა კარისკენ. ნიკა კედელს მიყრდნობოდა და სასმლით ავსებულ ჭიქას ჩაბღაუჭებოდა.
-მაგარი ს*რი ვარ.. არაკაცი და ლაჩარი ვარ.. ნიკა ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე.. -შემეშინდა.. ხო შემეშინდა, რომ ვერ შეგიყვარებდი და დაგტანჯავდი, მაგრამ მე დებილს თავიდანვე მყვარებიხარ ნიდ. მეხსიერების დაკარგვას შენდამი სიყვარული არ გაყოლია. როცა მეგონა რო შენთან დაცილებით ყველაზე სწორ რამეს ვაკეთებდი აი მანდ შევცდი. ბედის შეცვლა ადვილი არ არის . ვერც ვერავინ შეცვლის და ვერც ვერავინ აცდება დაწერილს. ავადმყოფი ვარ.. შენი სიყარულით დაავადებული, ავადმყოფი. გაიღიმა ნიკამ .. ომიკოს მოყოლილი ჩვენი ცხოვრება იმდენად ზღაპრული იყო, რომ ამ ზღაპრის დანგრევა მტანჯავს .. მაქსიმე ჩემი ჰაერია.. შენ ჩემი გული. ჩვენ ერთნი ვართ და ვიქნებით.. ფეხებზე ყველა .. არ მანაღვლებს ხალხი რას და როგორ იყტყვის .. ჩამთვალონ გიჟად, არაკაცად, არაადამიანად, მაგრამ მე მართლა მიყვარხარ.. აუხწერელი გრძნობით მიყვარხარ.. ამ ცხოვრებაში ერთადერთი ხარ ვისთან ერთადაც მინდა ვისუნთქო, ვიცოცხლო, ვიცხოვრო.. ჩემი ხარ ნიდ .. ის თეკოც ფეხებზე და სხვებიც, შენ ხარ ერთადერთი , რომელსაც მთელი ცხოვრება მინდა ვუყურო. ხო მთვრალი ვარ.. ეხლა იტყვი რაღაცას ბოდავსო , მაგრამ შენ ხომ მიცნობ თუ მართლა ასეთი ზღაპრული ცხოვრება გვქონდა, შენ ჩემს სულშიც გექნება ჩანახედი, შენ იცი ნიდ, ხომ იცი როდის ვამბობ წრფელ სიტყვებს? ხო და ეხლა რასაც ვამბობ გულით ვაბობ, გინდ ბოდვა უწოდე და გინდაც თხრობა. მე მართლა მიყვარხარ. ბანცალით წავიდა ნიდასკენ, გოგონამ ხელი შეაშველა მეუღლეს, რომ არ წაქცეულიყო და ღვინის ჭიქა ხელიდან გამოართვა.
-ზომაზე მეტი გაქვს დალეული.. უკმაყოფილოდ გააქნია თავი გაღიმებულმა..
-მე მეგონა.. მეგონა.. მეტყოდი რო... თვალების ფახუნით დახედა გოგონას.
-გეგონა გეტყოდი, რომ მიყვარხარ? ასეთი გონება დაკარგული, მთვრალი, აბლუყუნებული და საზიზღარი ნიკოლოზი? ხო მართლაც, რომ მიყვარხარ. ნიკა გოგოს მოეხვია..
-ღვინის სუნი აგდის.. ნიდამ ცხვირი შეჭმუხნა.
-შენ ქოქოსის სუნი გაქვს.. გაიცინა დვალმა და გოგოს ოდნავ მოცილდა თვალებში, რომ ჩაეხედა.რამდენიმე წუთი დუმილით უმზერდნენ ერთმანეთს.
-ჩემი სული ხარ.. ნიკოლოზმა ტუჩები შუბლზე მიაკრო და ძლიერად მოხვია ხელები მეუღლეს..
-ნიკა დამექცევა ეს ღვინო ასე. ხელში დაკავებულ ჭიქაზე მიანიშნა.
-იცი რაა?
-რა.? დაბნეულმა შეხედა ბიჭს.
-აი ამ ჭიქით.. მეუღლეს ჭიქა გამოართვა ნიკამ. -იმ ბედს გაუმარჯოს, რომელშიც ჩვენ ვეწერეთ. გაუღიმა გოგოს და ღვინოც გადაჰკრა. დაცლილი ჭიქა აივნის მოაჯირზე დადო.
-მიყვარხარ.. გაბედნიერებულმა ამოთქვა.
-მე კი მესიცოცხლევები.
-გეტყობა მთვრალი, რომ ხარ და საერთოდ რო ვერ ხარ.. გადაიკისკისა ნიდამ..
-შენი დამსახურებით ვერ ვარ.. გაუღიმა ცოლს
-ნიდ ქეთა უნდა გავიყვანო სახლში მე და გიკოს ყავს მაქსიმე. აივანზე გამოსულმა იომ ნიდას მიმართა.. უკან გაბრუნებას აპირებდა მისმა გონებამ ჩახუტებული წყვილის აღქმა, რომ მოასწრო.. ქარიშხალივით შებრუნდა უკან და ცოლ-ქმარს წინ აესვეტა.. -მოიცა თქვენ? აბჭყვიალებული თვალები ნიკოლოზს გაუშტერა. სიძევ შე ძველის ძველო.. მხიარულად დაჰკრა მთვრალ ბიჭს ხელი მხარზე.. დვალს გაეღიმა. ნიდმ მორცხვად ჩახარა თავი და ნიკოლოზს უფრო მაგრად მიეხუტა გულ-მკერდზე.
-აღარ მოხვალ? ჩუმად კითხა ძმას
-რას ქვია აღარ მოვალ ტო? თქვენი შერიგებაა თუ რაცაა ხო უნდა ავღნისნოთ სასტავმა. ქეთას მივიყვან და მოვალ.. თვალი ჩაუკრა წყვილს და აივანიც დატოვა.
-წამო შევიდეთ.. მაქსიმე იმ გიჟთან ერთადაა და უკვე შიში მიპყრობს.
-შესვლის რა გითხრა და აქედან გაპარვას კი შემოგთავაზებ. მთვრალი მზერით დახედა ცოლს..
-გაპარვის არსს ვერ ვხედავ... ტუჩები დაბრიცა ნიდამ და ქმარს ეშმაკურად ახედა..
-არსი? მაგალითად მაქსიმესნაირი მეორე.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გოგონას მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.
-ეხლა მაგის თავი ნამდვილად არ გაქვს, ამიტომ ეგ მომავალში განვახორციელოთ. გაუცინა მთვრალს.
-ოჰ ნიდა.. თავი უკმაყოფილოდ გააქნია, ნიდას ხელი მოხვია და კარებისკენ დაიძრა.
-მოიცა ჭიქას ავიღებ.. უკან მიბრუნება სცადა ნიდამ , მაგრამ ნიკოლოზმა არ გაუშვა.
-იყოს მანდ.
შიგნით შესულები სასტავისკენ წავიდნენ.. ნიდამ გვერდით მჯდომ გიკოს მაქსიმე გამოართვა.
ნიკოლოზი ისევ ნიდას წინ მოთავსდა..
ომიკომ ძმას ღვინის ჭიქა მიაწოდა.
-აპ აპ აპ.. ნიკოლოზი აღარ სვავს...წარბები შეკრა ქალბატონმა, ფეხზე წამოდგა და ომიკოს თავზე დაადგა..
-მაზლო ადგილი გამიცვალე რა. გაღიმებული და ბედნიერი დააცქერდა ბიჭს.. დაბნეული ომო ფეხზე ადგა და სკამი გამოუწია გოგონას..
-მოიცადე.. გიკომ საჩვენებელი თითი ასწია ზევით.. -შერიგდით? ნიდამ თავი დაუქნია და ბედნიერ ნიკოლოზს ლოყაზე აკოცა.
-აუ ჩემი..გიკო ფეხზე წამოხტა.. დამისხი შენ კიდე ეს ღვინო.. მხარზე ხელი დაარტყა გუროს.
-ჩემი რძალი ხარ რა.. ომიკომ ნიდას ლოყაზე აკოცა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა -ჯიგარი ხაარო..
-ეეეე ჩვენი ნიდაა. ფეხზე წამოდგნენ ბიჭებიც და ნიდას მოეხვივნენ.
-ჩემი დაქალია.. სიცილით ჩააკვეხა სიტყვა ანიმ და მეგობარს გადაეხვია..
-ჩემი ცოლია.. ყველას მოუჯოკრა ნიკამ..
-აქ რა ამბებია აბა? სასტავთან მოახლოებულმა ლუკამ იკითხა.
-შერიგდნენ. გურომ თვალით ანიშნა წყვილზე..
-ღადაობ? პირი ღია დარჩა ლუკიტოს. -აი ხო ვთქვი შერიგდებიანთქო?
-ეგ მე ვთქვი. დაჩიმ წარბ აწეულმა გახედა ლუკას.
-შენ სანამ იტყოდი მანამდე ვთქვი.. გამხიარულებული მიუახლოვდა ნიდას და თავზე აკოცა.. ნიკოლოზს კი მხარზე დაკრა ხელი და თავი კმაყოფილი ღიმილით დაუქნია.
ჩახუტებულები ისხდნენ და თვალს ადევნებდნენ მოცეკვავე წყვილებს. ნიკოლოზი ნაბეღლავის სმით ცოტა გამოფხიზლდა. ნიდას ხელში მოთვსებულ შვილს დახედა, რომელსაც დედის ხელებში მშვიდად ეძინა.
-ნიდ ჯობია სახლში წავიდეთ.. ღიმილით შეხედა გოგონას და ლოყაზე აკოცა. -ესეც ცოდოა ასე..
-იოს ვეტყვი და გაგვიყვანს..
-შენ იყავი მე დავუძახებ.
-არ მინდა დაძახება ეგერ ვარ.. გაკრეჭილი იოანე ნიდასთან მივიდა და მაქსიმე ფრთხილად აიყვანა ხელში.
ყველას დაემშვიდობნენ და რესტორნიდან ხელჩაკიდებულები გავიდნენ.. ნიდა უკან დაჯდა, იომ ჩაძინებული დიშვილი მიაწოდა და საჭესთან მოთავსდა. ნიკოლოზმა ნიდას გვერდით დაიკავა ადგილი და თავი მხარზე ჩამოადო. მანქანაში გამეფებული სიჩუმე იოანემ დაარღვია და მუსიკა ჩართო, დაბალ ხმაზე.
-მიყვარხარ. თვალებ დახუჭულმა დვალმა ამოთქვა და გოგონას ყელზე მიაკრო ტუჩები. ნიდამ გაიღიმა.
-ძაან დათვერი..
-გამოვფხიზლდები.
-გრილი შხაპი გიშველის.
იოანემ ავტომობილი სადარბაზოს წინ გააჩერა .
-იო ამო ცოტახნით და მერე წადი.. მანქანიდან გადმოსულმა ნიდამ ძმას გახედა.
-არა ნიდ.. მშობლები უნდა გავიყვანო სახლში და მივაკითხავ იმათ. ხვალ ამოგივლით..
-კაი მაშინ.. სახლში, რომ მიხვალ დამირეკე.
-კაი.. კარგად ნიკუშ. ხელი აუწია სიძეს.
-სპასიბა.. თვალი ჩაუკრა ბიჭს და ცოლს წელზე ხელი მოხვია..
სახლში ფრთხილად შევიდნენ.. ნიდამ მაქსიმე თავის საწოლში ჩააწვინა და მისაღებში გავიდა.. ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც უკვე გაუსაძლისი იყო მისთვის, სწრაფად გაიხადა და იქვე მიყარა.
-ეგ კაბა ზედმეტად მოკლეა.. სამზარეულოდან გამოსულმა ნიკოლოზმა ცალი წარბი ზევით აწია..
-არც ისე. მხრები აიჩეჩა ნიდამ, კედელზე მიყრდნობილ დვალს მიუახლოვდა და ხელი ლოყაზე მიადო. ნიკას გააჟრჟოლა .. გოგონას ხელი თავის ხელში მოიქცია და ხელის გულზე აკოცა.
-რა არის არა ცხოვრება? თვალებ დახუჭულმა ისე ამოთქვა, რომ ტუჩებიდან გოგონას ხელი არ მოუცილებია. -ის წლები, რომელიც ერთად გავატარეთ არ მახსოვს, მავრამ გულს ახსოვხარ. ნახე როგორ ცემს. ნიდას ხელი გულთან დაიდო.. უბედნიერესი ვარ შენ რომ გხედავ, გეხები და გგრძნობ.
-ნიკოლოზ.
-არაფერი თქვა.. დავიძინოთ და ხვალ ვილაპარაკოთ. ნიდას სურნელი ფილტვებში ჩაუშვა და ოთახისკენ წავიდა ცოლთან ერთად.
-აბაზანაში შედი, წყალი გადაივლე... მე მანამდე მაქსს გამოვუცვლი ტანსაცმელს. კაი? ნიკამ უხმოდ დაუქნია თავი და გოგონას პირსახოცი გამოართვა.
აბაზანიდან გამოსულს ნიდა უკვე საწოლში დაწოლილი დახვდა, რომელსაც ჩაძინებული მაქსიმე ეწვა გვერდით.
-პატარა გოჭი. ჩაძინებულ შვილს აკოცა, თავის საწოლში ფრთხილად ჩააწვინა და ცოლის გვერდით მოთავსდა..
-ხვალ ნათიასთან ავიდეთ, მერე შენებთანაც გავიდეთ და დავიწყოთ ცოლ-ქმრული თანა ცხოვრება ახლიდან.
-ხვალ უნივერსიტეტში მივდივარ დილით..
-კვირას მეგონა ისვენებდი.
-ტურიზმის შესახებ არის ლექცია უცხოელი მოწვეული ლექტორები ატარებენ. მეც არ ველოდი კვირას, რომ დაამთხვევდნენ მაგრამ..
-კაი არაუშავს უნის მერე გავიდეთ. მეუღლეს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა. გოგონა გაიტრუნა და ნიკოლოზის ყელში ჩარგო ცხვირი..
დილით გაღვიძებულ ნიკოლოზს თავი სტკიოდა. თვალები გაახილა და მძინარე ცოლს გახედა, რომელსაც ტკბილად ეძინა.
-რა საყვარელი ხარ ტო.. თავისთვის ჩაილაპარაკა და ჩაიღიმა. ცოლს გემრიელად აკოცა ლოყაზე, მძინარე შვილსაც დახედა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში შებრძანდა, ბორჯომი გამოიღო მაცივრიდან და მოიყუდა. სიგარეტის ასაღებად ისევ ოთახში შებრუნდა.. სკამზე გადაკიდებულ შარვალს დასწვდა, ჯიბეში ჩადებული სიგარეტი ამოიღო და ფანჯარა გამოაღო.
-ნიკოლოზ ჩაიცვი რამე.. ნიდას ხმის გაგონებისას უკან მიბრუნდა.
-შენც მაგას გირჩევ, რომ მალე ჩაიცვა ან მაგ გამჭირვალე პენუარზე დროზე მოიცვა რაღაც.. თვალებში ჭინკები აუხტ-დაუხტა ვაჟბატონს.
-ნიკა მე სერიოზულად გეუბნები, კი არ ვხუმრობ.. მაქსიმეს დახედა ნიდამ და გაღიმებული გაემართა ქმრისკენ.
-არც მე ვხუმრობ.. ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა, მოახლოებულ ცოლს ხელები წელზე შემოხვია და მის ბაგეებს დაეწაფა. ტუჩებით გოგონას ყელიც დალაშქრა, ყურის ბიბილოებზეც წაეტანა და ვნება აშლილმა გადააწვინა საწოლზე, მაგრამ მაქსიმეს ტიტინმა ხელი შეუშალა ცოლით ტკბობაში. ნიდა სიცილით წამოდგა ფეხზე და შვილთან მივიდა..
-კაი რა მამა.. კაი რა. საწყლად ამოიბუზღუნა და ლოგინზე გაიშოტა -მგონი ამ შენს სიყვარულში იმპოტენტი გავხდები..
-იმპონტენტიც მეყვარები.. გაიცინა ნიდამ
-ჯობია უიმპოტენტო გიყვარდე. წარბ შეკრულმა გახედა ცოლს.
-მობილური გირეკავს. მოზუზუნე მობილურს გახედა ბატონმა ნიკამ.
-მესმის, მაგრამ მაქსიმე მიკავია ხელში და ვერ ვუპასუხებ.. შენ აიღე. ნიკოლოზი საწოლიდან წამოდგა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა. კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, როდესაც ეკრანზე დაწერილი ასოებით გეგა ამოიკითხა.. სისხლი აუდუღდა და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა ნიდას..
-ვინაა?
-გეგა მეტრეველი. ამოიღრინა და მობილურს უპასუხა. -გისმენ..
-მე ნიდა მინდოდა..მეტრეველი აშკარად არ ელოდა ბიჭის ხმას.
-ჩემი ცოლი, ჩვენს შვილს უვლის და არ ცალია ვიღაც ვიღაცეებთან საბაასოდ. კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა.
-ვა ნიკუს შენ ხარ.. გამხიარულებულმა უპასუხა გეგამ და გაიცინა.. ნიკამ მობილური ყურიდან მოიცილა და ხელში დაატრიალა .. ხომ არ მომესმაო. გაცოფებული შეგინებას აპირებდა ნიდამ ხელიდან რო გამოსტაცა ტელეფონი.
-გისმენ გეგა.. გოგომ მაქსიმე ნიკას მიაჩეჩა რო დაწყნარებულიყო.
-ნიდ თხოვნა მაქ შენთან..
-მითხარი.. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გოგომ და გაცოფებულ მეუღლეს ნაძალადევად გაუღიმა.
- გარკვეული მიზეზის გამო ორი დღით მივდივარ ბათუმში, არა და უნის ბიბლიოთეკაში მაქვს მისატანი წიგნი და გთხოვ რა შენ მოგაწვდი და მიუტანე თორე დამბლოკავენ.
-არაა პრობლემა დღეს 12ზე უნდა ვიყო იქ და სადმე შემხვდი მაშინ.. ნიკა ვაფშე გაგიჟდა..
-შენ გოგო შოკში ხო არ ხარ? იღრიალა ნიკოლოზმა . ნიდამ ხელი ტუჩებზე ააფარა.
-აუ ჯიგარი ხარ ნიდ.. ეხა გამოვალ შენთან და მოგაწვდი .
-11ამდე გელოდები..
-კაი..
მობილური როგორც კი გათიშა ნიკას აალებულ თვალებს შეეჩეხა..
-გეგამ დამირეკა წიგნი უნდა გადმომცეს უბრალოდ.. სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს..
-ვაააააა.. გადავრჩენილვარ ხო იცი პაემანზე რო არ დაგპატიჟა.. ისე მაგას უნდა ველოდო ხო? მაქსიმე ლოგინზე დასვა და გოგოს ალმაცერად შეხედა.
-ნიკოლოზ.
-რა ნიკოლოზ? კედელთან მდგომ ცოლს მიუახლოვდა.
-ჯობია ჩაიცვა.. ნერწყვი გადაყლაპა და საცვლის ამარა მდგომ ბიჭს თვალი აარიდა.
-რა იყო გაწუხებ? ტუჩის კუთხე აუხტა, გოგოს უფრო მიუახლოვდა და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა.
-აშკარად.. დაბნეულმა ძლივს თქვა.
-მე არ ვწუხდები რატომღაც. წარბი ზევით ასწია და ნიდას ზევიდან დახედა.
-არა? ეჭვნარევი ხმით კითხა
-არა.
-კაი.. პენუარი გადაიძრო ნიდამ. ნიკას ტუჩის კუთხეში გამეფებული ღიმილი სახეზე შეეყინა.. თვალებ ამღვრეულმა აათვალიერა "თითქმის" შიშველი სხეული .
-როგორც ჩანს ვიღაც ძალიან შეწუხდა.. გამარჯვებულმა ასწია ცალი წარბი და ბიჭს ხელები კისერზე მოხვია..
-თან ძაან. დაეთანხმა ნიკოლოზი და გოგონას ტუჩებს დაეწაფა.
ნიდა მოსცილდა დვალს და გაუღიმა..
-დროა ჩავიცვათ.
-რა დროს ჩაცმაა ესეც უნდა გავიხადოთ.. სუნთქვა გახშირებულმა ამოთქვა.
-რა უნდა გავიხადოთ ნიკა უნივერსიტეტში მეჩქარება, თან მაქსიმეა აქ..
-დავაძინოთ..
-შენ ვერახარ კარგად. ეხლა გაიღვიძა რა უნდა დავაძინოთ? ქმარს მოსცილდა და შვილი ხელში აიყვანა. -წადი წყალი გადაივლე და გიშველის. გაუცინა ბიჭს.
-არ მიშველის. წარბები შეკრა, გარდირობიდან პირსახოცი გამოიღო და აბაზანისკენ გაემართა. -ასე უნდა მაწამო და იძიო შური ხო?
-უი რა ჭკვიანი ხარ. როგორ მიხვდი? ეშმაკურად შეხედა ქმარს.
-რა მიხვედრა უნდოდა? გაბრაზებულმა შეუბღვირა მოკისკისე ცოლს.. -რო გამოვალ ჩაცმული დამხვდი..
-ოქეი..
-ეგ რა ქართულია.. აბაზანაში შესული ისევ უკან გამოვიდა და ცოლს გახედა..
-კაი ხო ვიცმევ .
-ეგრე ჯობს. კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა "მადის აღმრძვრელი" სხეული და აბზანაში შებრძანდა..
ნიდამ ფანჯარა მიხურა, მაქსიმეს ტანსაცმელი ჩააცვა, მოაწესრიგა თვითონ ატლასის ხალათი მოიცვა და მისაღებში გავიდა "გოჭთან ერთად". მაქსიმე ხალიჩაზე დასვა და სამზარეულოში შევიდა.
-გეგმაში ჩაცმული უნდა დამხვედროდი.. ნიკოლოზის ხმა გაიგო და მისკენ მიბრუნდა.. ვაჟბატონი კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა..
-გეგმაში შენც ჩაცმული უნდა ყოფილიყავი . თვალით პირსახოცზე ანიშნა, რომელიც ნიკოლოზის ღირსებას ფარავდა.
-ჩავიცმევ ხო... ტიტველ სიარულს მაინც აზრი არ ააქვს. არაო და.. მხრები საწყლად აიჩეჩა.. ნიდას უკნიდან ჩაეხუტა, მარცხენა ხელი მუცელზე მოხვია და კისერში აკოცა.
-ნიკა ბევრს ეწევი.. ქმრისკენ შებრუნდა, მარჯვენა ხელით დაკავებული სიგარეტი გამოართვა და თვითონ დაიკავა.. -მიხდება ხო? სიგარეტის ღერი ტუჩებთან მიიტანა. დვალი უემოციოდ აკვირდებოდა ცოლის მოქმედებას, მაგრამ ტუჩებთან მიტანისთანავე ჩაუდგა თვალებში სიწითლე.
-სიგარეტი არავის უხდება.. ცოლს სიგარეტი ხელიდან გამოართვა და საფერფლეში ჩასრისა. -იცი რატომ ვეწევით? აი აკრძალული, რომ არის მაგიტომ. კიდევ იმიტო რო ვეჩვევით და კიდევ იმიტომ რო გვგონია მაგარი ტიპები ვართ სიგარით ხელში... ეგ ყველაფერი მამენტ მაგრად მარა შენ, რომ სიგარეტით ხელში დაგინახო მიგახრჩობ.
-კოცნით? თვალები გააფართოვა და სერიოზული გამომეტყველებით შეხედა ბიჭს.
-ოხ ნიდა.. ნერვიულად გაიცინა და გოგონა ჩაიხუტა.. -ნეტავ იცოდე რამდენად ხარ ჩემში შემოსული და გამჯდარი..თავზე აკოცა, ტუჩები საფეთქელზე მიაკრო და "ქოქოსის სურნელი" უფრო ღრმად ჩაისუნთქა.
-ნიკა ჩაიცვი მართლა... გაცივდები მასე.. მზრუნველად უთხრა და ბიჭს მოსცილდა.
-მაგრად მეზარება ეხა იმ კოსტუმით სიარული.. თვალები აატრიალა..
-არ ჩაიცვა მერე.. გამოსავალი უცებ იპოვა ქალბატონმა..
-აბა რა ჩავიცვა?
-რაც გუშინ გეცვა ის, მარა კოსტუმის გარეშე.
-მეზიზღება კლასიკური სამოსი. სახე ზიზღით დამანჭა.
-არა და ძაან გიხდება..
-ხოო?
-აჰამ.
-კაი ჯანდაბას წავალ ჩავიცმევ და დღეს უკვე აქ გადმოვბარგდები, შენი თანხმობით. სამზარეულოდან გასვლისას ცოლს მიაძახა ყავა მეც მინდაო და ოთახში შევიდა.
ყავის ფინჯნებით ხელში შებძანდა ოთახში ნიდა და ღიმილით შეხედა "გამოწყობილ" მეუღლეს..
-აჰა და შენ იძახი მეზიზღებაო.. ყავა ტუმბოზე დადო და ქმარი უფრო უკეთ აათვალიერა.
-დაილოცოს ამ კეტების მომგონი თორე რა გეშველებოდა... სიცილით თქვა გოგომ..
-აბა.. გაიცინა დვალმაც .. აი ამ კოსტუმსაც ავიტან მარა იმ "სვეცკ ფეხსაცმელს" ვერ ვქაჩავ.. ჩემი კეტები მირჩევნია თან შავი.. დააზუსტა ნიკოლოზმა და ღიმილით დახედა კეტებს.-ამას წინ ვიყიდე ისე ხო კაია? სარკესთან დადგა და ფეხების ტრიალი დაიწყო.
-ჩვეულებრივი კეტია.. მხრები აიჩეჩა ნიდამ
-ჩვეულებრივი კეტი არაა.. დაუბღვირა მომცინარს.. -შენ და იმ გოჭსაც გიყიდეთ ოღონდ თეთრები, ომიკომ ამარჩევინა. ბედნიერებისგან გააჟრჟოლა და თვალებ გაბრწყინებული შებრუნდა ცოლისკენ. -უნიში აღარ მიდიხარ?
-რომელია?
-11ს აკლია 10წუთი.
-ჩავიცმევ ეხლა, ყავას დავლევ და გავარდები.. ნიკა შენ მაქსიმე წაიყვანე ნათიასთან და მე იქ ამოვალ პირდაპირ.
-აუ არა რა..
-რა არა?
-ნათია მე არ მელაპარაკება. მოღუშულმა თქვა და საწოლზე ჩამოჯდა..
-არ იღელვო დაგელაპარაკება. უბრალოდ მიდი შენ, თან მაქსიმესთან ერთად რო დაგინახავს უფრო მოლბება.
-კაი მაშინ ჯერ ნათიასთან ავალ, მერე შენც ხო მოხვალ და ერთად გავიდეთ შენებთან. შენ მშობლებთანაც მაგარი არაკაცის სახელი დავირქვი ხო? სევდიანად თქვა და თავი ჩახარა.
-ჩემი არაკაცი ხარ..გაიცინა ნიდამ და ნიკოლოზს კალთაში ჩაუჯდა..
-ნიდა.
-შენ თვითონ თქვი..
-შენ მაინც ნუ მიმატებ.. ხელები მოხვია საყვარელ ქალს..
-ნიკოლოზ
-ჰო
-შემცივდა
-ჰომ გითხარი ჩაიცვითქო..მხარზე ხელი გაუსვა ნიდას.
-ეხლა კი არა.. შენ, რომ ჩემ გვერდით არ იყავი მაშინ.. იცი როგორ მციოდა? გაუსაძლისად . თავი ქმრის მხარზე ჩამოდო..
-მეც მციოდა.. თავზე აკოცა მის კალთაში მოთავსებულს. -სული მქონდა გაყინული.. ახლა კი ისე მშვიდად ვარ, ასე მგონია ის ვიპოვე რასაც ვეძებდი. კაი მიდი ჩაიცვი მალე თორე დაგაგვიანდება უნიში.
-უი ხო. სწრაფად წამოხტა და გარდირობთან მივიდა.
-ნუ მოკლედ ჩემთან, რომ ხარ ყველაფერი გავიწყდება.. ჩაიცინა ნიკამ, ყავის ფინჯანი ხელში აიღო და მაქსიმესთან გავიდა მისაღებში.
ნიდა მალე მოწესრიგდა და სახლიც ერთდროულად დატოვეს.
-ტაქსს გავაჩერებ და ერთად წავიდეთ.. ჯერ შენ მიგაცილებთ უნივერსიტეტში და მერე წავალთ ჩვენ ბებოსთან.. პიპი პიპის ძახილით გართულ მაქსიმეს ლოყაზე აკოცა და ტაქსი გააჩერა..
-ნიკა შენ წაიყვანე ეს ჯობია, დითხანს მგზავრობას ვერ იტანს მაინც და მე ჩემით გავალ.. თან გეგას წიგნი უნდა გამოვართვა..
-კაი მაშინ. ფრთხილად იყავი და ტელე არ გამორთო. იმ გეგას კი გადაკოცნების გარეშე მიესალმე.. საფეთქელზე აკოცა საყვარელ ქალს და ავტომობილში შვილთან ერთად მოთავსდა..
ნიდამ მობილური ამოიღო და გეგას დაურეკა.
-ნიდ 5 წუთში ვიქნები შენ კორპუსთან..
-კაი გელოდები.
რამდენიმე წუთში მივიდა მეტრეველიც. მანქანიდან გადმოვიდა და გაღიმებულმა შეხედა გოგონას..
-ბოდიში რა ნიდ, რო შეგაწუხე.
-რა შეწუხებაა.. უხერხულად გაიღიმა
-მე კი წავიღებდი მარა ძაან მეჩქარება, ეხა პირდაპირ ბათუმში მივდივარ...სამას არაგველზე გასვლას კიდე ,შენთან გამოსვლა ჯობდა.
-კაი არაა პრობლემა, მომე წიგნი და მივიტან ბიბლიოთეკაში.
-აი აიღე.. მანქანიდან გადმოიღო ყვითელ ყდიანი, სქელი წიგნი.. -ხუთშაბათს გნახავ ლექციაზე.
-დროებით. გაუღიმა ბიჭს და მომავალ ტაქსს ხელი დაუქნია..
ტაქსში იჯდა, ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით, შვილი კალთაში ეჯინა და დროდა დრო თავზე კოცნიდა. ომიკოს მონაყოლი წარსული ცხოვრებით შთაგონებული და რეალობით გაბედნიერებული სახიდან ღიმილს ვერ იცილებდა. უყვარდა მთელი არსებით... უყვარდა თავისი ცოლი.
ნიდაც მის დღეში იყო. სულელივით იცინოდა და გულზე ხელს იდებდა, რომ აჩქარებული გულისცემა დაემშვიდებინა.
***
ტაქსიდან გადმოსული ნიკოლოზი, სწრაფად მიაბიჯებდა სახლისკენ. მაქსიმე აჩქარებულ გულზე უფრო ძლიერად ყავდა მიკრული და ნერვუყლად ათვალიერებდა გარემოს. ეზოს კარი ხელის კანკალით შეაღო, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ნელი სვლით წავიდა სახლისკენ. კარებზე სუნთქვა შეკრულმა დააკაკუნა და ოდნავ უკან დაიწია.
კარები ომიკომ გააღო.
-ვააა გოჭი. აღელვებულ ნიკას ბავშვი ხელიდან გამოართვა..
-მცხეთაში არ წასულხარ? წარბ შეკრულმა გახედა ძმას და სახლში შესულს უკან მიჰყვა.
-რო წახვედით შენ და შენი ცოლი მაშინ დაიწყო გრიალი და ქეიფი.. დავიმხეთ სასტავმა თავზე ყოლიფერიიიი.. ჩაიხითხითა ომიკომ და ძმიშვილს ლოყაზე აკოცა.. ხო და ისე დავთვერი და გამოვტყვერი რო ნათიამ არ გამიშვა მცხეთაში. უი მოიცა... ნათიიიი შენი შვილიშვილი მოგიყვანა შენმა ბედოვლათმა შვილმააა.. გასძახა სამზარეულოში მყოფს. ნიკა ნერვიულად ისვამდა კისერზე ხელს და მომცინარ მაქსიმეს მიშტერებოდა. ქალბატონი ნათია გახარებული გამოვიდა მისაღებში, ომიკოს შვილიშვილი ხელიდან გამოართვა და შვილს გაბრაზებით გახედა.
-კაი რა დედა როდემდე უნდა იყო გაბუტული?
-სანამ ჭკუას არ ისწავლი.
-ვისწავლე უკვე.. ერთად ვართ მე და ნიდა. გაღიმებულმა შეხედა დედამისს
-ომიკო სიმართლეს ამბობს ეხლა ეეს?
-კი დედა გუშინ შერიგდნენ. ღიმილით დაეთანხმა ძმის ნათქვამს..
-ნიდასი რო ვყოფილიყავი სუ არ გაპატიებდი. ცხვირი აიბზუა ქალმა..
-კიდევ კაი ნიდა შენი ხასიათის არ არის.. ჩაიქირქილა თავისთვის და ომიკოს გვერდით ჩამოჯდა დივანზე.
-თენგო სადღაა? ნიკამ ომიოს გაკრა მხარი.
-ბიძაშენთანაა წასული.. აუ თავი მისკდება.. ამ პახმელიამ ხო გააწყალა საქმე.. ამოიწუწუნა ომომ და ფეხზე წამოდგა. წამო ლუდი დავლიოთ.
-მიდი რა დაელაპარაკე ნათიას.. სამზარეულოში შესულმა თხოვნით შეხედა ძმას.
-ჯობია ნიდა დაელაპარაკოს ეგ უფრო დაარწმუნებს. ხო ისე ნიდა სადაა? მაცივრიდან გამოღებული ლუდის ბოთლი ძმას დაუდო, მეორე კი თვითონ დაიკავა ხელში.
-უნივერსიტეტში.. უცხოელი ლექტორები ჩამოვიდნენ და ტურიზმის შესახებ ატარებენ ლექციასო.. ამ კვირას მოუნდათ იმათაც რა.. როგორც კი დაუმთავდება წამოვა ეგრევე აქ.. მერე მაგისიანებთან უნდა გავიდეთ..
-იმენა დღის გეგმა გაქვთ შედგენილი.. გაეცინა ომოს.. რას აპირებ შენ ? სერიოზული სახით შეხედა წინ მჯდომს.
-ეხლა ნიდას და მაქსიმეს მეტი არავინ რო არ მინდა ერთი ის ვიცი და მეორე კიდე, უეჭველი სადმე უნდა დავიწყო მუშაობა.. გეგამ კი მომცა ფული აი იმ ბიზნესიდან მარა ის არ მეყოფა, ნიდას სწავლის ფულია გადასახდელი ამასთან ერთად, ბინის ფულია შესატანი. მართლა თენგოს და ზაზას ხო არ გადავახდევინებ ტო..
-ბიჭო ეხლა ტენდერი მოვიგე და ჩემი ავტოსახელოსნო უნდა გავაფართოვო, მეორე ფილიალი ავლაბარში, რომ მაქვს იმას გიკო და გურო უძღვებიან მე ლილოსკენ ვარ და შენ კიდე, რომელიმე ადგილი ამოირჩიე და იქ გავხსნათ. ნუ მერე მოვგვარდებით რა უფრო..
-ეგ კაი ვარიანტია ტო.. ჩაფიქრდა ნიკოლოზი.
-კაი ვარიანტი კი არა საუკეთესოა.. თვალი ჩაუკრა ძმას..
-მოვილაპარაკოთ კაროჩე ამაზე გიკოსთან და გუროსთან ერთად. ბიჭო ჩემი მოტოს გაყიდვა მინდა ..
-რატო?
-მაქსიმეს მოტოზე ხომ არ დავსვავ ტო. მანქანა უფრო მჭირდება ვიდრე იამაჰა.. მერე თუ ფული მექნება ვიყიდი ახალ მოდელს..
-რა მანქანა გინდა?
-ჩემი კლასელი, რომ იყი ზუკა. ხო იცი? ის ყიდის თავის მანქანას... მამამისმა ახალი უყიდა და ეს აღარ უნდა... თან ფული არ უჭირს მაგას და ნელნელა გავუსტუმრებ. დაჟე თვითონ შემომთავაზა და დამიჯდა ტვინში.
-რა მანქანაა?
-ფორდ მუსტანგი.
-ვა საღოლ. ტუჩი დაბრიცა ომიკომ და ნიკას ამღერებულ ტელეფონს დახედა..
-ხო ნიდ.. სწრაფად უპასუხა მობილურს.
-ნიკა. ტირილით ჩასძახა ყურმილს მიღმა მისუსტებულმა ხმამ..
-ნიდუ რა გჭირს ? რამე მოხდა? ანერვიულდა ბიჭი.
-ხელი მოვიტეხე. ამოისრუტუნა გოგომ
-სად ხარ?
-უნის წინ, რომ კერძო საავადმყოფოა იქ..
-კაი მოვალ მალე . ტელეფონი გათიშა და ინტერესით მომზირალ ომიკოს შეხედა.
-რა მოხდა ტო?
-ნიდამ მოიტეხა ხელი.. მაქსიმე შენ გყავდეს რა და მე გავალ ნიდასთან..
-მოიცა მეც წამოვალ.. კარებში გავარდნილს უკან გაყვა.. ნათი ნიდასთან მივდივართ ჩვენ და მაქსიმე შენ გყავდეს..
-კაი დედა ფრთხილად იარეთ.. მიაძახა კარებში გასულ შვილებს..
უნივერსიტეტის წინ გააჩერა ომომ მანქანა.. ნიკა მანქანიდან ანერვიულებული გადავიდა და საავადმყოფოში გიჟივით შეიჭრა. დერეფანში მდგომ სკამზე მჯდომი მეუღლე დაინახა და მისკენ წავიდა.
-ნიდ
-ნიკა. აცრემლებული თვალები შეანათა ბიჭს. ნიკოლოზმა თაბაშირ დადებულ ხელს დახედა.
-გტკივა?
-ეხლა იმდენად აღარ. ნიკოლოზი ფრთხილად ჩაეხუტა გოგონას და შუბლზე აკოცა.
ექიმს დანიშნულება გამოართვა, მისი მითითებებიც გაითვალისწინეს, ხარჯიც დაფარეს და საავადმყოფოც დატოვეს.
-რძალო რა დაგემართა? სიცილ შეკავებულმა ომიკომ, უკანა სავარძელზე მსხდომ წყვილს გახედა და ავტომობილი დაძრა.
-უნივერსიტეტში რო მივედი, ჯერ ბიბლიოთეკაში ჩავედი წიგნი დავტოვე და მერე ლექციაზე ვაპირებდი ასვლას. ვიფიქრე ლიფტი სანამ მოვა მე ფეხით ავალთქო, ხო და ავუყევი კიბეებს. მეხუთე სართულზე ვიყავი, როცა ფეხი დამისრილად და გავადინე ბათქვანი. მთელი უნივერსიტეტი მე მიყურებდა... ამოიტირა ბოლოს..
-დაეცი? სიცილი ვეღარ შეიკავა ომიკომ და ახარხარდა. ნიკას გაეღიმა და მეუღლე უფრო მეტად მიიკრა გულზე.
-რა გაცინებს? ნამტირალები ხმით შეუტია მაზლს.
-წარმოგიდგინე როგორ გორავ უნის კიბეზე და.. ომიკომ ისე გადაიხარხარა გეგონებოდათ მაგარი ანეგდოტი მოუყვესო.
-ნიკა დამანებოს თავი შენმა ძმამ..
-ვსო ხმას არ ვიღებ, მარტო ვიცინი.
-ომო ჩვენთან წაგვიყვანე რა .. ეხლა ნათიას თავი არ მაქვს დაიწყებს ხელი შენ მოტეხეო და ვაფშე ამშლის ნერვებზე.. თვალები გადაატრიალა ნიკამ
-კაი. სიცილით დაუქნია თავი.
-შეგირიგდა? ნიდამ ნიკოლოზს შეხედა
-არა.
-მე დაველაპარაკები და შეგირიგდება..
-შენი იმედი მაქვს.. გაუცინა ცოლს და ცხვირზე აკოცა. ნიდას ტელეფონი ამღერდა..
-ხო იო
-ნიდ ლუკიტომ დამირეკა. ყველანი შეიკრიბეთ ნიდასთან კატასტროფა რაღაც უნდა გითხრათო.
-მოიცა ეგ და ლიკა თურქეთში არ უნდა წასულიყვნენ თაფლობის თვეში?
-მაგას რას გაუგებ..
-იო..
-ხო
-ხელი მოვიტეხე
-რანაირად ?
-კიბეზე დავგორდი უნიში
-ეხლა სად ხარ? ხო კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ თაბაშირი დამადეს და სახლში მივდივარ
-ეხლავე წამოვალ თქვენთან
-დედიკოს არ უთხრა რა
-კაი არ ვეტყვი მარა ხო გაიგებს.. კაი წამოვალ შენთან.
-კაი გელოდები.
-რაო? ომიკომ გახედა სარკიდან რძალს
-ლუკიტოს დაურეკია ყველა ნიდასთან იყავით შეკრებილებიოოო
-აჰა. კაი მაშინ ეხლა ავიდეთ თქვენთან და ღამე გამოგიყვანთ იმ გოჭს, მანამდე იყოს ბებიასთან..
ნიკოლოზმა ნიდა ხელში აიყვანა და ისე შეიყვანა სახლში..
-ნიკა ფეხი კი არ მომიტეხია, ხელი მოვიტეხე.
-მერე რა.. მე მოგივლი . მისაღებში მდგომ დივანზე დასვა და გვერდით მიუჯდა.
ომიკო ღიმილით ადევნებდა თვალს ცოლ ქმარის ჟღურტულს.
რამდენიმე საათში გურო, გიკო და იოც მივიდნენ. ყველაფერი დაწვრილებით მოაყოლა გიკომ ნიდას თუ როგორ დაეცა, ვინ ააყენა, როგორ გაიგო ნიკამ და მოკლედ .. მერე ბევრიც დაცინეს და ძლივს დამშვიდნენ.
სასტავს ილიკო, განო, ანი და იკაც შეუერთდნენ. ამათ უკვე გიკო უყვებოდა და თან აფორმებდა ნიდას ხელის მოტეხვის სცენას..
გეგა და დაჩის მოსვლაზეც , გიკომ დაიწყო მოყოლა ამჯერად უკვე სხვა გაფორმება გააკეთა..
ნიკა და ნიდა ერთმანეთზე მიხუტებულები იჯდნენ და სუ არ ანაღვლებდათ გიკოს ტიქტიკი..
გურო გაღიზიანებული დადიოდა აქეთ იქით..
-რა ჭირს ე? ომიკომ გიკოს გახედა.
-ძაღლმა აპოვნინა ბედი რა.. ჩაიცინა გიკომ
-რაა?
-ნუ კაროჩე. ხელები ერთმანეთს შემოარტყა და ამბის თხრობაც დაიწყო.. ამის დას რო პუდელი ძაღლი ყავს ჩაპა... აი ეს რო ვერ იტანს. აი მაგ ძაღლმა აპოვნინა გოგო რა.. მოკლედ ნინო წავიდა დაქალთან ერთად ბაკურიანში.. ეს ძაღლი კიდე დაუტოვა ამას.. ამისი მშობლები იმ ძაღლის გამსეირნებლები არ იყვნენ, ამიტომ გასეირნება, დაბანა, მოწესრიგება დაევალა გუროს.. გუშინ წინ გაიყვანა სასეირნოდ .. გაიყვანა და ეს ძაღლი გაექცა . რო დაეწია ეს ჩაპიტო ვიღაც ნაშოჩკასთან ერთად დაინახა... იმ ნაშოჩკას პატრონი კიდე აღმოჩნდა ეს გოგო.. ვიღაც მარიამი.. ხო და არი ეხა ტარიელასავით შეყვარებული და იხოკავს ლოყებს ტელეფონის ნომი, რომ ვერ კითხა.. მხრები აიჩეჩა და ღიმილიანი სახით გახედა ძმაკაცს..
-გამოვართმევდი შენ რო არ მოთრეულიყავი და არ წაგეთრიე კოსტუმის საყიდლად.. დაუბღვირა მომცინარ გიკოს.
-მადლობა მითხარი მერე რო ის სვეცკი კოსტუმი გაყიდინე, ბაბაჩკითურთ..
გურო საკადრისი პასუხის გაცემას აპირებდა გაცეცხლებული ლუკა, რომ შემოვარდა და ხმის ამოღება არ აცადა ..
-რა დონის ს*რი უნდა იყო, რომ ვიდეო ვერ გადაიღო ნორმალურად .. გაჰყვიროდა გაგიჟებული ლუკა, რომელსაც უკან მოკისკისე ლიკა მოჰყვებოდა..
-რა მოხდა ე? გაოცებულმა ილომ ლუკიტოს შეხედა.
-რა მოხდა და უნდა გავფრენილიყავით თურქეთში, უკვე თვითმფრინავში ვიჯექით, როცა ბატონმა ლუკამ ჩვენი ქორწილის ვიდეოს ნახვა მოისურვა. ამოიღო კამერა და უყურებდა კიდეც რამე, რომ წერებოდა შიგნით მარა... მხრები სასაცილოდ აიჩეჩა ლიკამ და გულიანად გაიცინა
-რააა? გაურკვევლობაში მყოფებმა ერთდროულად წამოიძახეს
-რა და ჯანდაბა იმ გადამღებს. ვერ გადაიღო ვერაფერი არაფერი არ წერია იმ კამერაში. დაავიწყდა ალბათ ჩართვა.. გაცოფებულმა ლუკამ მიახალა გაოგნებულებს
-კაი არაუშავს ტელეში ხო გვაქვს ვიდეოები. დაამშვიდასავით დაჩიმ.
-შენ ხო არ გაგიჟდი? გაგიჟებულმა შეანათა თვალები დაჩის. ჩემ შვილებს როგორ ვანახო მერე ჩემი ქორწილის ვიდეო ? რა ვუთხრა? ტელეთი გადავიღეთქო? გაბრაზებული აქეთ იქით დადიოდა. მხოლოდ ის მამშვიდებს რო ფბში ლაივი მქონდა ჩართული, ჩემი ქორწილის ..ტუჩის კუთხე კმაყოფილმა ჩატეხა .. მაგრამ ეგ არაა საკმარისი. კმაყოფილება სახიდან გაუქრა..
-მაინც ვერაფერს ვერ უშველი ეხლა ამიტომ დამშვიდდი. აქეთ იქით მოსიარულეს მიმართა იომ..
-როგორ ვერა.. ეშმაკურად გაიღიმა და სასტავის შუაში ჩადგა.. თავიდან ვიხდი ქორწილს..
-შენ ხო არ გააფრინე? იკას სწრაფად მოსცილდა ანი და ძმას წინ დაუდგა.
-ჩვენ სასტავმა ავღნიშნოთ რა ეგ ვიდეო მაინც შემჩება ტო.. აბა შენ რო გაქვს ქორწილის ვიდეო კაია? შეუბღვირა დას
-რა ვქნა? დებილი გადამღები კი არ მყავდა მე. ჩემი ვიდეო გადამღები პროფესიონალი იყო.. გაიჯგიმა ამაყად და იკას ისევ მიეხუტა.
-ნუ მიშლი ნერვებს.. ისედაც აფეთქებას ვარ..ლამისაა მივარდე და მივახჩო ის არაფრის გადამღები. ეხლა კიდე ჯობია სასტავი მოემზადოთ კვლავ ჩვენი ქორწილისთვის... ამჯერად ვიდეოს გამო.. გულ დამშვიდებული ჩამოჯდა ნიდას წინ მდგომ სკამზე და გაოცებისგან პირი დააღო როცა გოგონას მოტეხილი ხელი დაინახა.. რა გჭირს ტო?
-გიკო დაიწყე მოყოლა. სიცილით უბრძანა ნიკოლოზმა გაღიმებულ ბიჭს. ნიდას შუბლზე მიაკრო ტუჩები და თვალები ბედნიერმა დახუჭა.
გიკომ დაწვრილებით მოყვა ნიდას დაცემის ისტორია, რომელიც თავისებურად დახატა და გააფორმა ვინ იცის მერამდენედ..
იკა და ანი მალევე წავიდნენ, გაიანეს გამო. ილიკო და განოც მათ მიჰყვნენ, ამიტომ დარჩა სასტავის ოხუნჯები..
-წამო დაჩი დასალევი ამოვიტანოთ და ჩავუჯდეთ.. იომ დაჩის გახედა. ბიჭმაც თავი დაუქნია და იოანეს მიჰყვა..
სიჩუმე ნიდას ტელეფონმა დაარღვია..
-ნიკა ჩანთაში მიდევს და ამოიღე რა.. თხოვნით გახედა ქმარს. ნიკოლოზმა უხმოდ დაუქნია თავი და მობილური ჩანთიდან ამოაძვრინა.
-ნოეა
-გისმენ ნოე..
-ნიდ როგორ ხარ?
-რავი არამიშავს . ხელი მოვიტეხე მხოლოდ..
-კიდე კარგად გადარჩი. გაგივლის მალე.. ხვალ ანუ არ მოხვალ ხო უნიში?
-არამგონია... რა იყო რამე ხდება?
-რა? სად? როდის? შეჯიბრია ხვალ.
-გადიხარ?
-ხო რავი.
-წარმატებები აბა შენ იცი, არ შეარცხვინო უნი.
-ვეცდები.. ჩაიცინა ბიჭმა..
-მოვედით.. იყვირა სახლში შესულმა იომ და პარკები მაგიდაზე დადო..
-კაი ნიდ მერე დაგირეკავ ვატყობ ეხლა არ გცალია ჩემთვის. გაიღიმა ნოემ..
-კაი რას ამბობ. რას ქვი არ მცალია შენთვის? ამოდი ეხლავე ჩემთან. იცოდე უარი არ მითხრა თორე ხმას არ გაგცემ..
-კაი კაი ამოვალ აი აგერ აგასაც წამოავათრევ. გაეცინა ბიჭს მეგობრის სიჯიუტეზე.
-გელოდებით.. მხიარულად ჩასძახა და მობილური გათიშა..
-ვინ იყო? იომ ნიდას კითხა.
-ნოე..კბილებში გამოსცრა ნიკამ
-ტყუილად ღელავ ნოე ნიდას არ წაგართმევს.. უბრალოდ კურსელია და მაგარი ძმაკაცი..იოანემ ხელი მხარზე დაკრა სიძეს..
-ანუ სანერვიულო არ მაქვს? ცოლს შეხედა.
-ნწ.. თავი გააქნია გოგონამ..
-ნწ რა არი? გაბრაზებული დაუჯდა გვერდით.
-არათქო.. წარბები შეკრა ქმარზე გაბრაზებულმა..
-მასე ჯობს. საფეთქელზე აკოცა შუბლ შეკრულ მეუღლეს.
დაჩიმ არყისთვის ჭიქები და ცოტაოდენი დასაყოლებელი გამოიტანა სამზარეულოდან.
ლუკამ დაჩექინბაც მოასწრო სანამ დაჩი არაყს დაასხავდა -"ნიდასთან სახლში ვოდკას ვსვაავთოოო" და სასტავიც მონიშნა.
ნოე და აგაც შეუერთდა მათ მხიარულებას.. ნიკოლოზმა აწ დავიწყებული ხალხი თავიდან გაიცნო..
უკვე ორი არყის ბოთლი მიაგდეს... მხოლოდ ომიკო არ სვავდა და ფხიზელი აკვირდებოდა თითოეულის მოქმედებას. მაქსიმე ყავდა მოსაყვანი ამიტომ ერთი წვეთიც არ დაულევია, როგორც ნიდას და ლიკას...
-ნიკა მიდი რა გიტარაზე დუკარი რამე მხიარული. ომიკომ ნიკას შეხდა..
-მომე გიტარა.. სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა ნიკოლოზმა და ძმას გიტარა გამოართვა..
-ნახე რა მანქანით ვარ.. დაიწყო ნიკოლოზმა სიმღერა... დამიჯდა გოგო და წავიყვანე ბარში, დავლიეთ და მერე.. წავედით მასთან სახლშიიიი.. აუ რა ბაითი აქვს.. დავეცი ხალიჩაზე, გოგომ გაიღიმა და გაიხადა ტანზე ..მაგარი ქალი იყავიიი.. მაგარი ტანიც გაქვს ...მაგარი თვალებიც გაქვს უცებ ვიღაცა რეკავს ზააარს.. ჩქარა ავდექი და ჩავიცვი მე ტანზე, ავიღე კურტკა და გავედი აივანზე .უცებ იღება კარი, შემოდის მაგარი ნაშა ...უცებ მესმის ხმა.. გოგო დავლიოთ ყელი გააააშრა.. შევედი ოთახში და წამოვწექი ტახტზე ..ორივე გოგომ უცებ გაიხადეს ტანზე .. მაგარი ქალები ხართ .. მაგარი ტანებიც გაქვთ.. მგონი ვკარგავ თავს..კიდე ვიღაცა რეკავს ზააააარს ..ადგა ერთი ქალი და გააღო კარი, უცებ ყვირის ქალი .. ვაიმე ჩემი ქმარი. ორი კვირსი მერე .. გავახილე თვალი ტრამვატოლოგიურში ამოვყავი თავი..მაგარი ექთანი ხარ . მაგარი თვალებიც გაქვს. მაგარი ტანიც გაქვს ..უცებ იღება კარი.. შემოვიდა ქმარი.. ბიძია ნუღარ მირტყავ მეტკინა თაააავი..მაგარი გოგონა ხარ .. გაჩერებაზეეე დგახარ...ნახე რა მანქანით ვარ, მაგრამ შენ არ გაგიყვან.. -მხიარულად ჩაამთავრა საღლაბუცო სიმრერა და ბიჭებმაც შტვენითა და სიცილით გადახედეს.
-იმენა მაგარი ნაშა იყო რა.. აჰყვა ხუმრობაში ლუკიტო
-მაგარ ნაშას განახებ დღეს აივანზე რო დაიძინებ.. გაბრაზებულმა ლიკამ ქმარს გახედა..
-ჩემი ცხოვრება .. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გაბრაზებულს
ნიდა ქმრისკენ გადაიწია და ყურის ძირში აკოცა. მერე ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩუმად ჩასჩურჩულა ამ სიმღერისთვის დაისჯებიო.. ნიკოლოზს ტანზე ბუსუსებმა დააყარა.. გოგონას ჩაეღიმა ბიჭის რეაქციაზე და ეშმაკური ღიმილით გავიდა სამზარეულოში, წყლის დასალევად.
-რაო? დაისჯებიო? ნიკა უკნიდან ჩაეხუტა საყვარელ სხეულს.
-ხო.. გაიღიმა. ჭიქა იქვე დადო და ბიჭისკენ შებრუნდა.. ცალი ხელი კისერზე მოხვია და შუბლი შუბლზე მიადო.. -გული ძაან გიცემს.. გაეცინა ნიდას..
-იმიტომ რო შენ მყავხარ გვერდით. ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა... -ჩემი სიგიჟის ერთადერთი წყარო ხარ. გაუღიმა გოგოს.
-მიყვარხარ..
-მთელი არსებით..
***
ნიკოლოზისა და ნიდას ურთიერთობა იმაზე მეტად დატკბა ვიდრე სასტავი წარმოიდგენდა . მთელი ერთი კვირის განმავლობაში ნიდას ბატონი ნიკა უვლიდა, რადგანაც გოგონას მარჯვენა ხელი ჯერ ჯერობით „პარალიზებული“ ქონდა.
ლუკიტოს გადარეული, მანიაკალური ახირება ვიდეოზე სასტავს ჭკუიდან შლიდა. განსაკუთრებით ლიკას აგიჟებდა ქმარის აკვიატება. აი ლიკუნას გადარევა მაშინ უნდა გენახათ ლუკამ საქორწილო კაბა, რომ უყიდა აწ უკვე მეორედ. ნუ ლიკას კი გაუხარდა ეს კაბა მარა ეს იმაზე იყო გაბრაზებული რო ლუკიტომ ის კაბა ნახა. გოგონას კატეგორიულ ნათქვამს " მე ამ კაბას არ ჩავიცმევ" ლუკამ გვერდი აუარა და ძალით ჩააცვა, იმ დღეს ის საქორწილო კაბა. სასტავსაც აიძულა „გამოპრანჭვა“.. ბიჭებმა რა თქმა უნდა სარუჩკები ჩაიცვეს. ნიკოლოზმა მაქსიმესაც უყიდა პატარა ცისფერი სარუჩკა და შავი ბაბაჩკა.
-აუ ტო ნახე რა კაცია? შვილის სიმპატიურობით კმაყოფილმა დვალმა ბავშვი ხელში აიყვანა და ნიდას დაანახა თუ როგორ უხდებიდა ის პატარა ბაბაჩკა ბავშვს ყელზე, რომ ებჯინებოდა.
-ნიკა გაცივდება მასე. უკმაყოფილოდ აათვალიერა შვილი - ჩაუკეცე ეგ სარუჩკა შარვალში ..
-რო გავალთ მერე ჩავუკეცავ თორე ეხლა აზრი არ აქვს მაინც ამოიჩაჩავს. ბავშვს ლოყაზე აკოცა და თავის სათამაშიებთან დასვა. -შენ რას შვები აბა?
-ამ ხელის გადამკიდე ვერაფერსაც ვერ ვშვები . წარბ შეკრულმა დახედა მარკერებით დაჯღაბნილ თაბაშირს, რომელზეც სასტავმა უკვე მოასწრო მაიმუნობა .
-მერე მე რისთვის ვარ ტო? ცოლს ლოყაზე აკოცა და გარდირობთან მივიდა.. აბა რომელ კაბას იცმევ?
-აი ის შავი.
-არა .. ეს მუქი მწვანე კომბინიზონი ჯობია .. თან შენს თვალებს დაამშვენებს . თვალი ჩაუკრა და საკიდიდან ჩამოხსნა..
-არ მინდა მე ეგ, დამოუკიდებლად ვერც გავიხდი და ვერც ჩავიცმევ ..რამე თავისუფალი ჯობია ამჯერად..
-ხო და მაგიტომაცაა კაი. წარბები ეშმამურად აათამაშა. -მოდი ჩავიცვათ.
-აუ ნიკა რა .
-არ უნდა მაგას აუ. დაჯექი მოდი აქ..
ნიკოლოზმა კმაყოფილი სახით ჩააცვა მეუღლეს მისთვის საყვარელი და ნიდასთვის მტანჯველი კომბინიზონი ..
-კიდევ კაი უმკლავოა. სარკეში შეათვალიერა თავისი თავი.
-მოიცა მაკიაჟიც მე უნდა გაგიკეთო? ბოლო შტრიხი თვალში აღარ მოუვიდა ნიკას.
-რადგანაც დაიწყე საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.. ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიდამ
-მე დაწყებულ საქმეს არასდროს არ ვტოვებ შუაში.. ორ აზროვნად ჩაილაპარკა და ცოლს მიუბრუნდა.-შენი დამახინჯება გეგმაში რახან არ მაქვს ჯობია მასე წამოხვიდე ან ანისთან გავიდეთ და ის გაგიკეთებს... მერე კი იქიდან წავიდეთ ერთად. ჰა?
-ჰო ნამდვილად ჯობია ანისთან გავიდეთ.. დაეთანხმა ნიდა
-კაი მაშინ ეს ფეხსაცმელი ჩაიცვი და წავიდეთ.. თუ გინდა მე მოგეხმარები .
-არ მინდა დაუხმარებლადაც ჩავდგავ ფეხს ამაში. თვალები აატრიალა და მაქსიმეს ხელი მაჯაში ჩაკიდა..
-ნიდა მაქსიმეს აყვანა არც ცადო. წარბი ზევით აწია დვალმა და ცოლს მკაცრად შეხედა..
უხმოდ დაუქნია თავი ქმარს და მისაღებში ბაჯბაჯით გასულ შვილს მიჰყვა.
მალევე გავიდნენ სახლიდან და გეზი ანისა და იკასკენ აიღეს.. წყვილი უკვე მზად დახვდათ. ანიმ მაკიაჟი გაუკეთა ნიდას და თმებიც გაუსწორა.
-ლუკიტომ დამირეკა უკვე რესტორანში ვართ და მალე მოდით ვიდეოში, რომ დროულად გამოჩნდეთო. სიცილით თქვა იკამ .. ნიკას კალთაში მჯდომ მაქსიმეს თმები აუჩეჩა და სოსკა გამოაცალა პირიდან.. ამ უსიამოვნო ფაქტმა მაქსიმეს ჩხავილი გამოიწვია... ნიკოლოზმა ძლივს დააწყნარა..
-იმენა შენნაირია რა.. უკმაყოფილოდ გააქნია თავი იკამ და ნიკოლოზს თავში წაუთაქა.. ერთი შენ იყავი თმაზე შეხება რო არ გევასებოდა და ბღაოდი და მეორე ეგაა..
-ჩემი ციცქნაა ეს.. ძლივს დამშვიდებულს ლოყაზე მსუბუქად აკოცა ..
-წავედით? მისაღებში გასულმა ნიდამ ნიკას მიმართა.
-ჰო გავიდეთ . ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი შვილითურთ და ირაკლის გახედა. ჰა აღარ მოდიხართ?
-წამო წამო. სიცილით მოხვია იკამ ხელი ცოლს და მის ხელში მოთავსებულ შვილს ლოყაზე უჩქმიტა.
რესტორანში მისულებს ხალხით სავსე დარბაზი დახვდათ .. ლუკიტო ვიდეო გადამღებს მითითებებს აძლევდა თუ საიდან, როგორ და რა რაკურსით გადაეღო. როდესაც კიბებზე ჩამომავალი წყვილები შენიშნა თავიანთი შვილებით გაღიმებული გაემართა მათკენ .
-ოჰ პინგვინებიც მოსულან. ნიკოლოზის ხელში მოთავსებული მაქსიმე ხელში აიყვანადა და პატარა ბაბაჩკა შეუსწორა..-პატარა კაცია ტო. ხითხითით შეათვალიერა ბავშვი. -წამოდით დასხედით რა უცხოებივით დგახართ.. წინ გაუძღვა მომღიმრებს და სასტავთან მიიყვანა.
-ვა ნიდუ.. იმენა გხატავს რა ეგ თაბაშირი მაგ სამოსზე.. გაეკრიჭა გიკო გოგონას.
ნიდა იოს გვერდით მოთავსდა, გვერდით კი ნიკა მიუჯდა. იოანემ მაქსიმე ლუკას წაართვა და თვითონ დაუწყო თამაში.
მხიარულად ატარებდნენ დროს. თუ ლუკას ახირებებს არ ჩავთვლიდით.. ამ ლაივებით ისე შეუღონა გული სასტავს,რომ რესტორანში wi-fi გამოართვევინეს. მერე კი ინება ტელედან თავის აწევა.
რამდენიმე საათში ნიკოლოზისა და იოანეს გარდა, ყველა კარგად შეზარხიშებული იყო.
ნიკა ნიდას აჭმევდა საჭმელს და ღიმილით აკვირდებოდა.
-იცოდე ამის მეტს აღარ შევჭამ.. წარბები შეკრა ნიდამ და ნიკოლოზის ხელში მოთავსებულ ჩანგალს დახედა, რომელზეც ნიგვზიანი ბადრიჯანი იყო წამოცმული.
-ესეც და ვსო.. თეფშზე დადებულ ბოლო ლუკმაზე მიუთითა დვალმა..
-ნახე რა ბიჭი შემოვუშვი შენთან ოჯახში . ომომ იოს შეხედა.. იმენა თავის ხელით აჭმევს ცოლს . ინატროს ბევრმა ამისნაირი სიძე.. ახარხარდა ომიკო..
-წამო ვიცეკოთ თორე ვიღაცას მივუნგრევ სიფათს. ნიდას პასუხს არც დალოდებია ისე ააყენა სკამიდან. ნიკამ გოგონას მარცხენა ხელი თავის ხელში მოათავსა და კისერზე დაადებინა, თვითონ ორივე ხელი მოხვია წელზე და ასე ააყოლეს ტანი კლასიკურ მუსიკას.
-ხო არ გტკივა?
-არა. ერთი სული მაქვს როდის მომხსნიან ამ თაბაშირს..
-არ იღელვო მოგხსნიან, მაგრამ მანამდე მე მოგხედავ. მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და გაუღიმა..
როდესაც ცეკვა დაასრულეს სასტავისკენ გაემართნენ .. ნიკოლოზმა ნიდას სკამი გამოუწია, მარა გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-სად მიდიხარ? მაჯაში ჩაავლო ხელი.
-საპირფარეშოში..
-ა კაი წამო..
-ნიკა..
-ნიდა წავედითთქო..ხელი წელზე მოხვია და საპირფარეშოსკენ წაიყვანა.
-მოიცა შენ უნდა შემომყვე?
-უჩემოდ ვერ გაიხდი. ცალი წარბი კმაყოფილმა ასწია და მის სამოსს თვალი ააყოლა.
-მაგიტომაც გითხარი ის თავისუფალი კაბა ჩამეცვა..
-არაუშავს მე გაგხდი.. წარბი აათამაშა დვალმა და ცოლთან ერთად შევიდა ქალების საპირფარეშოში. ზურგზე მიმაგრებული ზმეიკა გაუხსნა და ზედა ტანი გაუნთავისუფლა კომბინიზონისგან. -ჰმ .. ჩაახველა ნიკოლოზმა როდესაც ბოლო დეტალი დარჩა. კომბინიზონი უნდა ჩაეწია ვიღაცის ყვირილი, რომ გაიგო..
-უზრდელები. ხნიერმა ქალმა ზიზღით აათვალიერა წყვილი და გასვლისას კარები ხმაურიანად მიაჯახუნა.
-კარები როგორ არ ჩაკეტე ნიკა აქამდე? შეუღრინა ჯერაც დაბნეულმა ქმარს.
-რავი დამავიწყდა.. მხრები აიჩეჩა და წყლის ნიჟარას მიეყრდნო..
-როგორ ხარ მშვიდად როდესაც იმ ქალმა აქ ამ მდგომარეობაში დაგვინახა?
-რას ვაკეთებდი ერთი ცუდს? ჩემს ცოლს ვხდიდი . მხრები უდარდელად აიჩეჩა.
-ნერვებს მიშლი.
-ეხლა მართლა მოხდება აქ ის რაც იმ ქალმა წარმოიდგინა თუ ასე იდგები ჩემს წინ. თითქმის მოშიშვლებულ გულ-მკერდზე დაასო მზერა..
-გადი.. თითი კარისკენ გაიშვირა
-ნეტავი იცოდე როგორ გიხდება ალქაჯის იმიჯი. ხითხითით გავიდა მარა ორ წამსი ისევ შემოყო თავი.. -აქ ვარ თუ რამე და დამიძახე ..
უკვე ძალიან გვიანი იყო რესტორნიდან, რომ გამოვიდნენ და სახლის გზას დაადგნენ.. მაქსიმეს მშვიდად ეძინა ნიკოლოზის მკლავებში.. ტაქსმა კორპუსის წინ გააჩერა.. ნიკამ ფული გადაუხადა და ასე ბედნიერი ოჯახთან ერთად შევიდა სადარბაზოში.
სახლში შესულებს სრული სიჩუმე და სიბნელე დახვდათ. ნიკამ მაქსიმეს ტანსაცმელი გამოუცვალა, მოაწესრიგა და დააწვინა. დაღლილი გაწვა საწოლზე და მომღიმარ ცოლს შეხედა.
-რაო?
-ასეთი ოღონდ გოგო.
-არ ვიტყოდი ურას. გაეღიმა ნიკას და გოგონასკენ წავიდა. ნიდას ხელები წელზე მოხვია და მის ტუჩებს დაეწაფა. -მიყვარს ეგ კომბინიზონი.
-მე ვერ ვიტან..
-მაშინ ჯობია მოვიცილოთ.
-არა
-როგორ არა
-ნიკა
-ნიდა
-შენ არ იხდი? ამღვრეული თვალებით შეხედა ქმარს და ტუჩები გაილოკა.
-ნიდა რა გარყვნილი აზრები გიტრიალებს ნეტავ მაგ თავში.
-მეე?
-აჰმ მარა ჩემზე გარყვნილი აზრები ვერასოდეს ვერ გექნება. ტუჩები ყელში ჩააცოცა, კომბინიზონი ფრთხილად გახადა და ოთახში შუქიც ჩააქრო.
***
დღეები სწრაფად გადიოდა. ნიდას ის საშინელი თაბაშირიც მოხსნეს ხელიდან და უკვე დამოუკიდებლად ხედავდა თავის თავს.
ახალი წლის საღამოს სასტავი ნიდასთან და ნიკოლოზთან ავიდა და ასე ერთად შეხვდნენ ახალი წლის მოსვლასა და მაქსიმეს დაბი დუბს. ნიკა ბედნიერებისგან სად წასულიყო აღარც იცოდა. იმ დღეს ბიჭები ისე დაითვრნენ, რომ ცოლებმა ძლივს "წაიღეს" .. ნუ ვისაც ცოლი და შეყვარებული არ ყავდა ქე ეგდო ულამაზეს ხალიჩაზე მისაღებში.
მეორე დღეს მაქსიმეს დაბადების დღის სუფრაც მიაბეს და ასე გადააბეს სმაც. ნიკამ ტორტი ამოიტანა და მაქსიმეს ახალი პიპიაც უყიდა, რომელზეც სულ მთლად გადაირია მაქსიმე. აი ბავშვის გადარევა არა მარა ნიდა მართლა გადაირია ნიკოლოზმა რო უთხრა 420 ლარი მივეცი ამ პატარა სათამაშო მანქანაშიო.
ნიდა ნიკოლოზზე ძალიან ბრაზობდა. ეგონა ახალ წელს რაიმეს აჩუქებდა, მარა არა უბრალოდ ცოლი დაავიწყდა მეტი კი არაფერი. არ იმჩნევდა წყენას, მაგრამ ნიკა კარგად ხვდებოდა რაშიც იყო საქმე.
-ნიდ..
-რა
-ბრაზობ?
-რაზე?
-იცი რაზეც.
-...........
-ნუ იბუტები გიყიდი იმ ჩექმებს
-მართლა?
-ჰო
-ზუსტად ისეთს ?
-ჰო. ფულს ავიღებ ამ დღეებში და გავიდეთ საყიდლად თან მაქსიმესაც ვუყიდოთ რაღაცეები, დაუპატარავდა უკვე ტანსაცმელი.
-რა საყვარელი ქმარი ხარ ტოოო ..
-ეს ტოოო რა იყო?
-შენ მოგბაძე
-რა სულელი მყავხარ.. თავი სიცილით გააქნია და ცოლს მკლავები მოხვია. -წადი თბილად ჩაიცვი, რამდენიმე დღის ჩასაცმელიც ჩააწყვე და ერთ საათში იყავი მისაღებში გამზადებული.
-სადმე მივდივართ?
-კახეთში. შენ ხომ გინდოდა იქ წასვლა?
-ნიკა. ნუ თუ შენ ?
-სამწუხაროდ არა. ისევ "სკლეროზიანი" ქმარი გყავარ.. გაიცინა სევდიანად და გოგონას თმებზე ხელი ჩამოუსვა.. -გეგამ მითხრა ერთხელ კახეთზე და იქიდან ჩამჩა .. კაი იქნება განტვირთვა რამოდენიმე დღე დავისვენებთ, სანამ სწავლა დაგეწყება, მერე სასტავტან ერთად ბაკურიანში ავიდეთ..მაქსიმე დედაშენთან დავტოვოთ ან ნათიასთან და მოვტყდეთ აქედან. და მერე იწყება თავდავიწყებაააააა... წარბები აათამაშა ნიკამ. -წადი ეხლა მოწესრიგდი.. თბილი ტანსაცმელი ჩააწყვე სულ. კაშნე და ქუდი არ დაგავიწყდეს..
-ვაიმე ნიკა ან მაცადე ან შენ ჩაალაგე.
-სანამ მაგეებს ჩააწყობ ჯერ ამ კაცუნას მოუმზადე თავისი პაწუკა ბარგი, რო ბებიკოსთან გადაბარგდეს რამდენიმე დღე..
მაქსიმე ქალბატონ დალისთან დატოვეს, თვითონ კი კახეთისკენ გაემართნენ, ნიკოლოზის ახალი პიპიით.
ნიდა მთელი გზა უყვებოდა ნიკას კახეთში გატარებულ თითოეულ დეტალს.. ველოსიპედიდან დაწყებული ტელეფონით დამთავრებული. დვალი ღიმილს ვერ იცილებდა სახიდან. იმდენად მოსწონდა მკერდში გაჩენილი ბედნიერების ბაგა ბუგი, რომ მელოდიასავით ჩაესმოდა..
მასში იყო გამჯდარი ის ერთადერთი გოგო, რომელიც მის გულში ცოცხლობდა... უყვარდა მისი ღიმილი, ცხვირი, თვალები, თმები, სურნელი, ტუჩები, კანი , სხეული.. და არა მარტო თვალით დანახული უყვარდა არამედ შინაგანი ნიდას თვისებებიც მოსწონდა . ის იყო მისი ნიდა, რომლის დანახვაზეც ნიკოლოზის თვალები ინთებოდა და გული რიტმულად ცემდა.
უკვე მოსაღამოვებული იყო სიღნაღში, რომ ჩავიდნენ.. ნიკას სასტუმრო დაჯავშნული ქონდა, ამიტომ ღამის გასათევის ძიება არ დაუწყიათ.
-ერთი ორი დღე აქ დავჩეთ და მერე სასტავთან ერთად ავიდეთ ბაკურიანში. საიდანაც დავიწყეთ. გაიღიმა დვალმა.
-ისე რა ლამაზია არა აქაურობა?. ზამთარშიც არ კარგავს თავის ხიბლს.
-ხო ლამაზია..
-წამო შევიდეთ თორე გაიყინები მასე.. არა ისე ვის ეპრანჭები ნეტავი მაგ მოკლე კაბაში ? გაგაფრთხილე თბილად ჩაიცვითქო მარა ჩემი სიტყვა ძაღლის ყეფასავითაა. ბუზღუნებდა ნიკოლოზი და ბარგს მანქანიდან იღებდა..
-იომ მაჩუქა რას ერჩი ამ კაბას ვერ გამიგია. თვალები აატრიალა და შენობაში შებრძანდა.
-არ არის ზამთარში ჩასაცმელი. მარა რამე გესმის?
-ნიკა შენ აქ საჩხუბრად თუ წამომიყვანე ჯობია ეხლავე წავიდეთ.
-ვსო ხმას არ ვიღებ.
ნიდამ ქმარს გასაღები წაართვა და კიბეებს აუყვა. ოთახში შევიდა და ლოგინზე მოწყვეტით დაეცა..
-ჩემი ბუტია. ბარგი იქვე მიაგდო ნიკამ და გვერდით მიუწვა გაბრაზებულს.
-ნუ მეხები.
-რატო ტო? წარბები შეკრა დვალმა
-ნერვებს მიშლი და მაგიტომ
-ისე რაღა ეგ მოკლე კაბა გიყიდა იმანაც ? სხვა მეტი არაფერი იყო?
-ეს კაბა მომწონს.
-მეც .. მარა შენს გარეშე უფრო მშვენიერი იქნება. ეშმაკური ღიმილით მოექცა გოგოს ზემოდან, მაგრამ კარების გაღებამ მისი ძირს გადმოვარდნა მოახდინა.
-თქვენ აქ რა გინდათ ტო? კარებში მდგომმა დაბნეულმა გიკომ არანაკლებ გაოცებულ ნიკასა და ნიდას შეხედა.
-მეც ეგ მანტერესებს შენ აქ რა გინდა, თან გოგოსთან ერთად? წარბ აწეულმა ნიკოლოზმა გიკოს გვერდით მორცხვად მდგომ გოგოს გახედა.
-მოვიტაცე. თავით გოგოზე ანიშნა, გაოგნებულ წყვილს შეხედა და გვანცას წელზე ხელი მოხვია..
- რაა? ერთდროულად წამოიყვირეს
-ხო რა... მომბეზრდა ასე მარტო ხეტიალი დავავლე ხელი ამ ჩემი მარტოობის მიზესს და დავტყდით თბილისიდან.
-მერე? აზარტში შევიდა ნიკოლოზი და ინტერესით შეხედა გიკოს
-მერე ჩამოვედით სიყვარულის ქალაქში და შემოგეჭერით ოთახში, მეტად უხერხულ მომენტში. ისე ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ საქმეში დომინანტობას არ დათმობდი. თვალები დააწვრილა და ეშმაკურად გაიცინა. ნიდა გიკოს სიტყვების გაგონებაზე აწითლდა და ერთ ადგილზე გაშეშდა .
-მე კი ეჭვი მეპარება შენს დომინანტობაში. გიკოს ეშმაკური ღიმილი სახეზე შეაშრა.
-გიკო.. ამოიკნავლა გვანცამ
-არ დაუჯერო ამას საწოლში დომინანტი კი არა მხეცი ვარ..სერიოზული სახით, ხმამაღლა "გადაუჩურჩულა" მის გოგოს.
ნიკამ სიცილით თავი გააქნია..
-ამ ოთახში რანაირად შემოხვედი აი მაგას ვერ ვხვდები. დვალი საწოლზე დაჯდა და გიკოს თავით ანიშნა წინ მდგომ დივანზე დაბძანებულიყვნენ..
-ბიჭო იმ გოგომ ქვევით რომაა მომცა ექვსი ნომერი ოთახის გასაღები ხო და მე ეს გასაღები ცხრა ნომრად წავიკითხე და აი ასე შემოგივარდით აქ. ჰო სულ დამავიწყდა ეს არის ჩემი გვანცა. გაიღიმა გიკომ და გოგონას ხელზე ხელი დაადო.
-ისე რა გეჩქარებოდათ? იკითხა ნიდამ და ნიკოლიზს თავი მხარზე ჩამოადო
-გაჩუმდი გოგო ისედაც მთელი გზა მაგას გაიძახის რა გვეჩქარებაო. შეშინებულმა გიკომ გვანცა გულზე მიიხუტა და ხელები მოხვია.
-რაღა დაგვჩენია ავღნიშნოთ თქვენი ამბავი წავალ მე ღვინოს ამოვიტან და შეუბეროთ. ფეხზე წამოხტა ნიკოლოზი და ოთახი დატოვა..
უკვე კარგად ქონდათ ღვინო დალეული გიკო რო ატყდა სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ, ოღონდ მოქმედების გარეშეო. სხვა რა უნდა ეკეთებინათ, ამიტომ დათანხმდნენ.
გიკო ნიკოლოზს:
-აი მაშინ 17 წლისები, რომ ვიყავით რაჭაში და რო დატყდი სადღაც ხო გახსოვს? ნიკა უხმოდ დათანხმდა თავის დაქნევით. -ხო და სად წახვედი?
-თბილისში
-კონკრეტულად?
-საგანი ჩამჩა მაგ ზაფხულს სკოლაში. ხო და მომიწია აგვისტოში რუსულის ჩაბარება. გეგა ახარხარდა.
-აი თურმე რატო გეჭირა მთელი დღეები რუსულის წიგნები. მე კი სულ სხვა რაღაც ვიფიქრე.
-შენ კარგს ვერაფერს იფიქრებდი. ხელი აიქნია და კიდევ ერთი ჭიქა ღვინო ჩაცალა.
ნიდა გვანცას:
-სად გაიცანი ეს ვაჟბატონი?
-უნივერსუტეტში, შემთხვევით ლიფტში გავიჭედეთ , მარა მაქედან არ დაწყებულა ჩვენი ურთიერთობა. მაგ წელს დაასრულა გიკომ სწავლა, მე კი პირველ კურსზე ვიყავი.
-მაქედან დაიწყო სწორედაც. რაღაც არარსებულმა ძალამ დაგვაკავშირა იმ დღეს. უბრალოდ ვერ მივხვდით. საუბარში ჩაერთო გიკო. -მაგ შემთხვევის მერე ერთი წელი გავიდა. ერთ დღესაც ეს ქალბატონი თავისი მანქანით მომადგა ავტოსახელოსნოში, ისე კარგად ატარებდა მანქანას, რომ ხეს შეასკდა.. ხო და მაშინ დავახლოვდით . ღიმილით იხსენებდა წარსულს.
-მშვენივრადაც ვატარებდი.
-ეტყობოდა მანქანას. გაიცინა ბიჭმა და გოგოს საფეთქელზე მიაკრო ტუჩები. ნიკოლოზი და ნიდა გაღიმებულები აკვირდებოდნენ წყვილს.
ნიკა ნიდას:
-როდის გაკოცე პირველად? ღიმილით შეხედა გვერდით მჯდომ ცოლს.
-ნიკა
-მაინტერესებს. თან ეგ მნიშვნელოვანი ეპიზოდი აუცილებლად უნდა ვიცოდე. ნუ კიდევ არის პირველი ღამის ეპიზოდიც მარა ეგ მერე იყოს. ბოლო წინადადება ყურში ჩასჩურჩულა .
-მეც მაინტერესებს. თვალები ააფახულა გიკომ
-უნივერსიტეტში საახალწლო სპექტაკლს დგამდნენ და იქ იყო კოცნის სცენა, როდესაც მე უნდა მეკოცნა პრინცისთვის.. რეპეტიციის დროს მომვარდი და მაკოცე თან გამომათრიე იქიდან და სპექტაკლსი მონაწილეობის მიღებაზეც უარი მათქმევინე.. ჭიქისთვის თვალი არ მოუცილებია ისე თქვა ნიდამ. ნიკას ეღიმებიდა და მეუღლეს თვალს არ აცილებდა..
გვანცა ნიკოლოზს
-როდის გაიცანი ნიდა?
-არ მახსოვს. სევდიანად შეხედა ცოლს.
-ეგ როგორ?
-ამათი ისტორია ერთი დიდი "ლავ სთორია"... გიკომ ცადა გვანცასთვის სიტუაცია აეხსნა.. -რამდენიმე თვის წინ ნიკა ავარიასი მოყვა. ნიდას გაცნობას ვინ ჩიოდა თვითონ ნიდაც არ ახსოვდა. მერე აგიხსნი რა..
ნიკოლოზმა მდუმარედ მჯდომ მეუღლეს წელზე ხელი მოხვია და გულზე მიიკრო.
გიკომ გვანცას ჩაავლო მკლავში ხელი და სწრაფად დატოვეს ოთახი.
ნიკოლოზი და ნიდა იატაკზე ისხდნენ ზურგით საწოლს ეყრდნობოდნენ და ხმას არ იღებდნენ..
-ნიდუ ისე პირველ ღამეს რა ფერის საცვლები გეცვა? სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიკამ. მაგრამ იმასაც ვერ იტყოდა, რომ არ აინტერესებდა ამ კითხვის პასუხი..
-ნიკოლოზ. სწრაფად მოსცილდა ბიჭს და ფეხზე წამოხტა..
-თეთრი? სერიოზულად კითხა დვალმა. ნიდა აიჭრა.. ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა.. -ანუ თეთრი. გოგონას მიუახლოვდა. ტუჩებსი მოწყვეტით აკოცა და თვალებში ჩახედა..
-რატომ შეგიყვარდი? მოულოდნელი კითხვა დაუსვა ცოლს.
-ეგ რა კითხვაა?
-მიპასუხე
-იმიტომ, რომ შენი გული ცემს. გულუბრყვილოთ უპასუხა კითხვას..
-რაა? ჯერ დაიბნა ნიკა მარა როცა ნიდას სიტყვები მის გონებაში დატრიალდა გულიანად ახარხარდა...-მხოლოდ იმიტომ შეგიყვარდი, რომ ჩემი გული სწრაფად ცემს?
-იმიტომ შემიყვარდი, რომ შენი გული მხოლოდ ჩემთვის ცემს. ნიდამ ხელი გულზე მიადო წინ მდგომს.
ნიკას ნიდას შეხებაზე გააჟრჟოლა.. გოგონას თვალებში დანახულმა სიყვარულმა მოიცვა და ღიმილით ჩააჩერდა მწვანე თვალებს.
-ეხლაც სწრაფად ცემს. თვალები ააფახუნა ნიდამ
-შენთვის ცემს და მაგიტომ. ნიკოლოზმა ნიდას ხელი აიღო და ხელის გულზე აკოცა..
-მხოლოდ შენთვის ცემს ასე გამალებით
არღვევს გამეფებულ სევდას, სიმარტოვეს
ფეთქავს გაგიჟებით ))) ფეთქავს გამალებით
შენი სიყვარულით ძლიერ გაჟღენთილი.
***
დილით კარებზე ბრაგუნმა გააღვიძა ნიკოლოზი. მძინარე მეუღლეს ცალი თვალით გადახედა და ზანტად წამოდგა საწოლიდან. კარი მთქნარებით გამოაღო და წინ მდგომ გაკრეჭილ გიკოს შეეჩეხა.
-რა გინდა?
-რა აგრესიული ტიპშა ხარ ე? დილამშვიდობისა მაინც გეთქვა. ხელი აიქნია და ოთახში შესვლა სცადა.
-ნიდას ძინავს და დროზე თქვი რა გინდა და წადი. დაუღრინა ძმაკაცს და ხელით შეაჩერა.
-უიმე.. რა მინდა და მე და გვანცუ მივდივართ კაფეში და თქვენო უდიდებულესობავ წამოხვალთ ჩვენთან ერთად?
-ამ დილა უთენია?
-11 ის ნახევარია.
-ჰო კაი. ნიდას გაეღვიძება და ჩამოვალთ ალბათ ერთ საათში ქვევით.
-დაგელოდები ჩიტო. გაიცინა გიკომ და მაშინვე გასცილდა დვალს.
თავი გააქნია უკმაყოფილოდ და კარები დახურა. სკამზე დადებული ტელეფონი ხელში აიღო და გავიდა აივანზე.
-ვა სიძევ რავახართ აბა? ჩასძახა ტელეფონში იომ
-მშვენივრად ვართ არ იღელვო. ჩემი გოჭი როგორაა?
-ომიკოსთან ერთად თამაშობს ეხლა. გაიცინა იოანემ.
-მანდაა?
-ხო დილაუთენია დამადგა და გამიღვიძა ძლივს დაძინებული ბავშვი.
-არ გამიგიჟოთ ჩემი შვილი. გაიღიმა ნიკამ.
-როდის ჩამოხვალთ თქვენ?
-ერთი ორი დღე ვიქნებით კიდევ და აქედან პირდაპირ წამოვალთ ბაკურიანში. თქვენ როდის მიდიხართ?
-ხვალ ავდივართ სასტავი, ჩავლაგდით უკვე. ისე გიკო გაქრა ტო. ვერაფრით ვერ დაუკავშირდით.
-აქაა ეგ გვანცასთან ერთად გამოიპარა.
-რაა?
-ხო რა. დატყდა თბილისიდან გოგოსთან ერთად.
-აფრენს ეგ. ნუ კაროჩე ამოდით იქ. მაგ შეშლილსაც უთხარი და გადაეცი ტელეფონი ჩართოს..ამ ბუშტსაც წავიყვანთ და გავართობთ.
-კაი და ამოვალთ ჩევნც.. თბილად ჩააცვით მაგას და ის დათუნიაც წაიღეთ თორე იქ არ მოგასვენებთ.მითითება მისცა ცოლის ძმას და მობილურიც გათიშა. ოთახში შესულს ნიდა გაღვიძებული დახვდა.
- დილამშვიდობის ჩემო ფერია. ტუჩებში მოწყვეტით აკოცა ცოლს და მისი სხეული გაბრჭყვიალებული თვალებით ათვალიერა.
-მგონი მკერდი გაგეზარდა. თავი გვერდით გადააგდო და მზერა ორ ბურთს დაასვა. -და საერთოდ ძაან გასექსუალდი .. ჩაიხითხითა და ტუჩები ყელზე ჩააცოც ამოაცოცა.
-ნიკ ნუ ცუღლუტობ.
-ეხლაა ცუღლუტობის დრო თორე მერე სადღა ვიცუღლუტებთ დაგვადგებიან თავზე და.. ტუჩებს წაეპოტინა.. მერე ყურის ბიბილოს გაჰკრა კბილი და მოშიშვლებულ მხარზეც შეეხო თავისი ცხელი ტუჩებით.
-ეხლა დავდნები..
-მაინტერესებს როგორი გემო აქვს დამდნარ შოკოლადს.. გაიღიმა და გოგონა საწოლზე გადააწვინა.. -თან ქოქოსის არომატით გაჟღენთილს.
***
იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან ციოდა მაინც გადაწყვიტეს სიღნაღში გასეირნება. თოვლის წვრილ წვრილი ფანტელი ქართან ერთად ქროდა. ნიკას ხელი მოეხვია ნიდასთვის და ასე გაღიმებული მიაბიჯებდა ქუჩაში.
გიკო და გვანცა სურათებს იღებდნენ.
იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდნენ ცოლ ქმარი და ახლად შექმნილ წყვილს გადახედეს.
-ნიდა. ვიღაცის ხმა მოესმათ ზურგს უკან და სწრაფად მიატრიალეს თავი. ნიკას ლამის ინფაქტმა დაარტყა გეგა მეტრეველს, რომ გაუსწორა მზერა, ნიდა კი ღიმილით წამოდგა და გეგა გადაკოცნა.
-გილოცავ გეგა ახალ წელს. გაუღიმა გოგომ.. არ მეგონა აქ თუ გნახავდი..
-მეც გილოცავ. თავი ღიმილით დაუკრა და ნიკას გახედა.. მეც არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდით.. ძმაკაცთან ჩამოვედი რამდენიმე დღით. გამიხარდა შენი ნახვა . გულწრფელად გაუცინა და დამშვიდობების მიზნით უკან დაიწია.. აბა კარგად ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნიდამაც გაუღიმა და ნიკოლოზს ხელი ჩაკიდა. მეტრეველი სწრაფად გასცილდა ცოლსა და ქმარს.
-ვერ გამიგია სულ თვალში რატომ მხვდება? ჩაიღრინა ნიკამ
-ტყუილად ბრაზობ. ლოყაზე აკოცა დვალს.
-მოდით რა თქვენც ერთად გადავიღოთ ამოიწუწუნა გიკომ და სელფის ჯოხით გაკრეჭილი დადგა მათ წინ. -ნიკა ნუ იბღვირები ფოტოში ღრენია ძაღლს გავხარ. გაიცინე ეხლა ჰა..
-მოკეტე და გადაიღე თუ იღებ..
***
საღამოს მივიდნენ სასტუმროში. ნიდა ძალიან კმაყოფილი იყო, რასაც ნიკაზე ვერ ვიტყოდით.
-ნახე ეს რა კაი სურათია. მობილირში გადაღებული მათი ფოტო აჩვენა დვალს.
-არაუშავს რა.. თავი გადააქნია.
-მშვენიერი იქნებოდა, რომ გაგეღიმა.
***
მეორე დღემაც მშვენივრად ჩაიარა. ნიდა უკვე ვერ იტანდა უმაქსობას, ამიტომ მოღუშული დადიოდა. მაქსიმიუსი უკვე ბაკურიანში ბრძანდებოდა, სასტავიც იქ იყო, რა თქმა უნდა აბა ისე როგორ იქნებოდა.
-ნიკა წავიდეთ რა ხვალ ბაკურიანში.
-ხო წავიდეთ.. უკვე მომენატრა ის წიწილა. გაეღიმა შვილის გახსენებისას. გაემზადე შენ და დღესვე წავიდეთ. მოიცა გიკოსაც ვეტყვი და დავგაზოთ.
-მართლა?
-ხო . მიდი გაემზადე
-მიყვარხარ. ნიკოლოზთან მივიდა გამხიარულებული და ყელში აკოცა.
***
ღამის პირველი საათი იქნებოდა იმ კოტეჯთან, რომ გააჩერეს მანქანა, რომლის მისამართიც იომ მიწერა. პირველი ნიდა გადახტა მანქანიდან, შიგნით მაქსიმე ეგულებოდა და აბა რას იზამდა .
-ნიდა ნუ გარბიხარ დაეცემი. დააწია სიტყვა სახლისკენ გაქცეულ ცოლს.
ახალი შემდგარი წყვილი კი ხელი ხელ ჩაკიდებული, ნელი ნაბიჯით გაემარტა კოტეჯისკენ.
ნიდას კარები ომიკომ გაუღო, ხელში დაჭერილი მაქსიმე გაუწოდა და თვითონ გიკოს და გვანცას მიუბრუნდა.
-ჩემი პატარა.. ლოყები დაუკოცნა შვილს და მისაღებში გახარებული შევიდა. ბიჭებს მიესალმა და დივანზე ჩამოჯდა.
ნიკაც შევიდა, ბარგიც შეიტანა ოთახში და ნიდას მაქსიმე ხელიდან წაართვა.
-მამიკოს გოჭი. გაიღიმა დვალმა და ბავშვს ყელში აკოცა. მაქსიმეს გაეცინა და ის ორი კიჭიც გამოუჩნდა.
-დე და.. პირველად თქვა მაქსიმემ დედა. ნიდა გაშეშდა. გაოცებულმა შეხედა პატარას და თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა.
-ნიკა გაიგე?
-გავიგე ტო. უკვე ამბობს.. გაუღიმა ნიდას და პატარა გოჭს ნიდასთან ერთად ჩაეხუტა.
***
გადიოდა
საათები
დღეები
კვირები
ყველაფერი ძველებურზე უკეთ იყო.
თებერვალში ნიკას დაბ დღე აღნიშნეს, მარტში გიკოს ქორწილს გამოკრეს ხელი, აპრილში ილიას და განოს შვილის დაბადება იზეიმეს. პატარა მართა 25ში გაჩენილი ანგელოზი იყო.
მაქსიმე უკვე კარგად დადიოდა და ანგტევდა და ამტვრევდა ყველაფერს. ბიჭებმა იმდენი ქნეს პიპი, დედა, მამას კიდევ ბიძაც დაუმატეს და ახლა ამ წინადადებების გარდა კიდევ ცდილობდნენ ცუდი სიტყვების სწავლებას, რაზეც ნიდა კაპასდებოდა.
ყველაფერი დალაგდა.
სასტავშიც იყო ცვლილებები..
ლიკუნა და ლუკას სულ რაღაც 8 თვეში პაწუკა ეყოლებოდათ.
გეგამ და სალომ შეყვარებულების სტატუსით დაიწყეს მოძრაობა..
ანი და იკამ იმდენი იმაიმუნეს, უკვე მეორეს ელოდნენ.
იომ ქეთის მოკიდა ხელი და დედამის წარუდგინა როგორც საცოლე.
დაჩი აი იმ ვიღაცას, რომ დასდევდა ხომ გახსოვთ? ხო და იმ გოგოსთან, ვიკასთან ერთად დაბოდიალობს ქალაქში ნუ უყვარს რა, მაგრამ ჯერ თვითონაც არ იცის მგონი.
გიკო და გვანცა თაბლობის თვეში არიან ეგვიპტეში.
გურომ იმდენი ხანი ატარა ჩაპა სასეირნოდ, რომ მარი ისევ ნახა და ამჯერად ტელეფონის ნომერიც იგდო ხელთ .
ნოე და აგა ისევ ასე მარტო დაბოდიალობენ, ნუ თუ ასე პირდაპირ ეტყვით ასე მარტო რას დაბოდიალობთო ? ასე გეტყვიან "ასე მარტო რატო ტო ნაშების მეტი რა გვყაავსო" თან გამვლელ გოგოებს გახედავენ და გაიღიმებენ.
ომიკომ ვიღაც გაიცნო მარა ჯერ არავინ არ იცის, საიდუმლოდ ინახავს ამ ამბავს. მაგრამ ნიკას და ლუკას რას გამოაპარებს? ერთხელ უკან გაყვნენ ეს ორი გამომძიებელი და დასკვნაც გააკეთეს. "ომიკოს ვინცხა უყვარსო" ღამე დაადგნენ ბიჭები ომოს მცხეთაში და ასე ჩაბნელებულ ბინაში ელოდნენ. ომიკოს შუქის ანთება და ბიჭების ადგომა ერთი იყო.. ომომ შიშით ლამის ჩაიფსა, თავად თქვა ეს სიტყვები. ბიჭებმა იმდენი იცინეს ძირს ფოფხავდნენ.. მერე როგორც ყველაზე "ცელქს" ლუკიტოს "შეტენეს" ამან მოიფიქრაო. ნუ მაინც ვერ ათქმევინეს ომიკოს ვერაფერი და დაანებეს თავი.
ნიდა მესამე კურსს ხურავდა, ამიტომ მთლიანად სწავლაზე იყო გადართული და სამსახურსაც შეეშვა.
ნიკოლოზი?
ოოოო აი ნიკოლოზთან ყველაფერი განსაკუთრებულად კარგად, არა უკარგესად იყო. თავისი საკუთარი ავტოსახელოსნო ქონდა და მის გაფართოებას ცდილობდა, დაჟე ბიჭებმა კახეთში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს და წილი ნიკოლოზსაც ქონდა ჩადებული.
ნიკას და ნიდას ურთიერთობა განსხვავებული და როგორც ლუკა იტყოდა რაღაცნაირი იყო.. აი ნიკოლოზის თქმით კი ზეარაჩვეულებრივად..
ყველაფერი, აფსოლიტურად ყველაფერი დ ა ლ ა გ დ ა.
***
როდესაც დრო მოვიდა იმისა, რომ უკვე პატარა კაცს სხვაგან უნდა დაეძინა აი მანდ გაჭედა ნიდამ.
-მე ჩემს ბიჭს ვარდისფერ ოთახში ვერ დავაძინებ.
-ეხლა გადაღებვის დრო არაა. აკვას მოკიდა ხელი და გატანა სცადა.
-ხო და იყოს ჩვენთან. იქითა მხრიდან დაექაჩა ნიდაც.
-უკვე დიდი ბიჭია და ჯობია ცალკე ოთახში იყოს. ცოლის გადარწმუნება სცადა.
-არა.. როცა გადაღებავ მაშინ გაიტან ამას აქედან .. შეუბღვირა ქმარს და აკვანს ხელი უფრო მჭიდროდ მოკიდა. ნიკამ ამოიოხრა და თავი ანება აყალ მაყალს მარა ეხლა დვალი იმის დვალი იყო ისე გაჩერებულიყო? ამიტომ როდესაც ნიდამ დაიძინა სწორედ მასინ გაიტანა ის აკვანი მაქსიმიანად იმ ვარდისფერ ოთახში. დილით მაღვიძარას პონტში ნიდა იყო იმხელა იყვირა აკვანი, რომ არ დახვდა ნიკოლოზი დაფეთებული წამოვარდა ფეხზე.
-რა ხდება?
-რატომ გაიტანე?
-მეე?
-აბა თვითონ გავიდა?
-ხო იცი რა ჭკვიანი პიჭი გვყავს? ალბათ თვითონაც დაფიქრდა მამიკოს და დედიკოს ხელი არ შევუშალო ჩემნაირი კიდე ერთი რომ მაჩუქონო და გადავიდა იმ ითახში აკვნითურთ.
-ხმა არ ამოიღო .. დაუღრინა ქმარს და ის აკვანი ისევ ოთახში შემოაჩოჩა..
ასე გძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში ღამით ქმარს გაქონდა, დილით ცოლს შემოქონდა. ბოლო პარტია მანც ნიკამ მოიგო რადგან ის აკვანი იატაკზე მიაწება და ნიდამაც ვერ შეძლო იქიდან ვერც აწევა და ვერც გამოტანა. ნიკა ისეთი ამაყი იყო თავისი საქციელით გეგონებოდათ ოსკარი მიიღო. ნუ ასე დაამარცხა ნიდა 1:0ით..
***
უკვე მაისის 22 იყო.
დილით გაღვიძებულ ნიკას საწოლი ცარიელი დახვდა...არ ესიამოვნასავით, მაგრამ რა ექნა ? ფეხზე წამოდგა და იმ ვარდისფერ ოთახში გავიდა სადაც დიდი დავი დარაბის შედეგად შეასახლეს მაქსიმე. ბავშვიც არ დახვდა თავის აკვანში, მაგრამ ვარდისფერი ფურცელი ეგდო შეგნით. წარბებ შეკრულმა აირო ხელსი და კითხვა დაიწყო.
- "აწ უკვე 2 წელია რაც გიძლებ და კიდევ მრავალ წელს გაგიძლებ ))) ჩვენი ქორწინების 2 წლის თავი რომ არ გახსოვს მხოლოდ იმიტომ გპატიობ, რომ სკლეროზი გჭირს :)) ps:საღამოს 7 საათზე გელი ქვევით მითითებულ მისამართზე... სამზარეულოში საჭმელი მზადაა და ჭამე მე ნათიასთან ვარ.. საღამოშ შევხვდებით "
გაღიმებულმა ჩაამთავრა პატარა ფურცელზე დაწერილი სიტყვები და ბედნიერი გავიდა სამზარეულოში..
***
საღამოს შვიდ საათზე რესტორანში ელოდა ნიდას. თეთრ ღვინოს სვავდა და შემოსასვლელ კარს თვალს არ აცილებდა.
ნიკოლოზის მაგიდასთან ულამაზესმა გოგონამ დაჯდომას მოინდომა. დვალმა გოგო აათვალიერა. ტანზე მოტკეცილი შავი კაბა ღრმა დეკოლტით, მაღალქუსკიანი კრემისფერი ფეხსაცმელი, სავი მზის სათვალე და შავი დიდი შლიაპა ეფარა.
-უკაცრავად ეს ადგილი დაკავებულია.. მიმართა უცნობ გოგონას ნიკამ და შესასვლელისკენ გაემართა.
-ვინმეს ელოდებით?
-დიახ... ცოლს.. ხმამაღლა თქვა და გოგოს უცნაურად შეხედა.
-სამწუხაროა ცოლი, რომ გყავთ..
-სულაც არა..
-ანუ არა?
-არა. გოგონამ სათვალეები და ქუდი მოიხსნა და პირდაპირ თვალებში ჩახედა ნიკას..
-ნიდა?. გაოცებულმა წამოიკივლა
-აჰამ.. თავი დაუქნია და მის წინ დატრიალდა -ხომ მიხდება მოკლე თმა ?
-ასე თუ მოგიხდებოდა მე თვითონ შეგჭრიდი აქამდე. ფეხზე წამოდგა სასიამოვნოდ გაოცებული ნიკოლოზი.. ნიდამ სკამი გამოწია, რათა დამჯდარიყო.
-რას აკეთებ? კითხა დვალმა
-ვჯდები. გაიოცა გოგომ
-რა დროს დაჯდომაა წავედით სადმე განმარტოებულ ადგილას.. ტუჩებზე ენა გადაისვა და ნიდას ხელი მკლავში ჩაავლო. ცოლი ისე გააცუნცულა რესტორნიდან ნიდა აზრზეც ვერ მოვიდა.
****
ზაფხულიც დადგა.
ნიდამ უნი დაამთავრა.
ნიკამ სამსახურის საქმეები მოილია. ყველა შეთანხმდნენ და დააწვნენ რაჭაში მთელი სასტავი..
-ლიკა გამომხედე აქეთ.. ლუკა უკვე მერამდენე ფოტოს უღებდა ჰამაკში მჯდომ ცოლს ვინ იცის.
-დავიღალეთ ლუკა უკვე შენი ფოტოებით. წადი საზამთრო მოგვიტანე მოგვშივდა მე და ჩვენს შვილს.. გაუღიმა ბიჭს
-ახლავე მოგიტანთ თქვენო აღმატებულებავ.
***
გეგა, სალომე, დაჩი და ვიკა მდინარეზე წაბძანდნენ.
იო და ქეთა ვინ იცის სად იყვნენ.
ომიკოს ტელეფონი ვერ ააგლიჯეს ხელიდან.
იკა და ანი გაიანესთან ერთად ტკბებიდნენ რაჭის მშვენიერი ხედით.
ილიკო და განო თავიანთ პრინცესაზე ზრუნავდნენ.
-ნიდ ამ ფაფას წყალი დაასხიო განომ და ცივი უნდა თუ ცხელი? სამზარეულოში შესულმა ილიკომ ნიდას გახედა.
-მომე მე გავაკეთებ და აუტანე შენ. გაუღიმა მეგობარს..
-ჯიგარი ხარ რა.. ხელში დაჭერილი ყუთი გაუწოდა გოგოს. მაგიდასთან დაჯდა და ხელი თავზე მიიდო .
-როგორაა პაწუკა? გაბრაზებთ?
-იმენა ვულკანია ტო. ძილი რა არის ისიც არ იცის 24 საათი მარტო ბღავის. ჩაწითლებული თვალებით გადახედა გაღიმებულ ნიდას.
-ნიდ საზამთრო დამიჭერი რა თუ ძმა ხარ .. ლუკიტო შემოვიდა სამზარეულოში და ნათლულს მიმართა.
-მაცადე ცოტახანს.
-ნიდაა მაქსიმე ტირის და სოსკა სად დევს? ახლა ნიკოლოზი შევიდა.
-ვაიმე იცით რაა? მეც ორსულად ვარ და არ შეილება ჩემი დატვირთვა უკვე წაიღეთ ტვინი. ამოიღრინა მობეზრებულმა .. აჰა ილო აიღე ეს საჭმელი ოღონდ გაცივდეს ჯერ, ლიჯა საზამთრო მაცივარშია და დაწერი თვითონ, ნიკა მაქსიმეს სოსკა მაგიდაზე დევს მისაღებში ეხლა კიდე გვაცალეთ მე და ჩემს შვილს ატმის წვენი გვინდა და დაგვალევინეთ. სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და მაცივრიდან ატმის წვენი გამოიღო.. ბიჭები პირდაღებულები უყურებდნენ.. ნიკა კარებში გახევებულიყო და გონს ვერ მოდიოდა .
-ვაიმე რა მაიმუნი ხარ ბიჭო შენ? როგორ გივაშკაცია... ჩაიხითხითა ლუკამ და ნიკოლოზს გადაეხვია -გილოცავთ ეს მეორე სხვა მრავალიც .. გაიცინა და ოთახიდან ილიკოსთან ერთად გაიძურწა.
-თქვი ნიკა ეხლა რამე სუ ესე ნუ ხევდები. ნერვები აეშალა ნიკას ურეაქციობით.
-მიყვარხართ.. გოგონასთან მივიდა და დააბზრიალა..
ყველამ მიულოცათ მეორე პატარის არსებობა და მათი სიხარული გაიზიარეს.
ღამის საათები იყო . ყველა ჰამაკში იჯდა და იხსენებდა 2 წლის წინანდელ ამბებს. ნიკა ვერაფერს იხსენებდა ამიტომ მონაყოლებით ტკბებოდა და გაღიმებული უსმენდა სასტავს.
-აუ ის გახსოვთ ნიკა კახეთიდან რო გაგვეპარა თურმე ნიდასთან რო წამოვიდა ჩვენ კიდე გვეგონა ვიღაცამ ძმაკაცი მოგვტაცა და პოლიციაში დარეკვას ვაპირებდით.. გადაიხარხარა გეგამ.
-არა ბიჭო ის უფრო მაგარი იყო გიკომ მუტფილმზე რო წაიყვანა ამხელა მთასავით კაცი.. ლუკამ გუროსკენ გაიშვირა ხელი.
ყველა ბედნიერი თვალებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს, ნიდა აივანზე გავიდა და მოაჯირს დაეყრდნო.
-კარგად ხარ? უკნიდან მიეხუტა ნიკა
-იმაზე კარგად ვიდრე შენ გგონია. გაუღიმა ნიდამ.. ნიკა ?
-ჰო . გოგოს მხარზე ჩამოადო თავი.
-გიყვარდი, მერე დაგავიწყდი, არც ახლა არ გახსოვარ და მაინც გიყვარვარ. გაიცინა.. ნუთუ ასე ხდება ხოლმე?
-ასეც ხდება ხოლმე როცა გულს ძლიერ უყვარს მეხსიერება უძლურია. გოგოს ყელში აკოცა და გაღიმებულმა დაუსვა ხელი მუცელზე.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ომგ
კივილი მიმნდოდა რო დაგინახე მაგრამ თვალებბს არ დავუჯერე ხოდა სანამ შევამოწმე ნამდვილად შენ იყავი თუ არა სისულელე იქნებოდა კივილი ხოდა არ მიკივლია და რტი სული მაქვს როდის წავიკიტხავ......
აუ არ ვიცი რას ვამბობბბბ:დდდ

 


№2 სტუმარი Guest მარიმი

ვუაიმეეე იმდენიხანია არ დაგიდია აგარცმახსოვდა წინა თავში რა მოხდა და ახლიდან წავიკითხე მარა მართლა მაგარი ისტორია გამოგივიდა ძაან მაგარი ხარ შენ და ეს ისტორიაც უმაგრსია heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი თ.მ

საყვარლობააა ძალიან

 


№4 სტუმარი Ani

Dzalian momewona bevric vitire da vicine kidec, da saertod magari iyo mitumetes racchuli qorwili... miyvars rachvelebiiii...

 


№5 სტუმარი Ana

Vaime es raiyooo salcrebaa vkitxulobdi da vtkbebodii❤️

 


№6 სტუმარი gvanca

dzaan dzaan magari iyo

 


№7 სტუმარი Ana

Aii ubralod sityvebi ar myofnis eseti magari istoria chems Cxovrebashi Ar wamikitxia ai arachveulebrivad iyo titoeuli detali da emocia gadmocemuli arachveulebrivi personajebi da saertod yvelaferi idealuri iyo , ukve measejer vkitxulob da ar mbezrdeba da pirdapir bravo❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი მართაა

ასეც ხდება ხოლმე, ემოციებს ვერ იკავებ იმდენად ლამაზი ისტორია, კითხულობ ან სიცლით კვდები ან ტირილით. უუფ სუპერ ისოტია იყო. აი ისეთი ერთ კვირა, რომ იფიქრებ არაჩვეულებრივ წყილზე. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№9  offline წევრი veroo

არა რა სასწაულად მომეწონა რა იყო ეს ნიდას ტკივილს მეც განვიცდიდი რა მწარე იყო ნიკას მეხსიერების დაკარგვა სასწაული ისტორიაა თან ვიცინოდი თან ❤ვტიროდი არგიცნობ გამიხარდება თუგაგიცნობ ავტორო საოცრად მომწონს ეს ისტორია ყოჩაღ შენ ასე გააგრძელე❤

 


№10 სტუმარი miyvarxar zalian

heart_eyes heart_eyes












































მიყვარხარ ზალიან

 


№11 სტუმარი Richard William

მე ვეძებდი სესხს, რომ განვსაზღვრო ჩემი გადასახადები და სესხები, შემდეგ დავინახე შენიშვნები ცარიელი ბანკომატის საკრედიტო ბარათის შესახებ, რომლის საშუალებითაც შეიძლება გარჩეულიყო თანხის ამოღება თქვენს გარშემო არსებულ ნებისმიერ ბანკომატში. ამაში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ decided rickatmcardoffer @ gmail- ზე დაუკავშირდით. com} მათ უპასუხეს თავიანთ მითითებებს, თუ როგორ მუშაობს ბარათი. დავრწმუნდი, რომ ბარათს შეუძლია დღეში 5000 დოლარი გამოიტანოს დაუყოვნებლივიდან და დაერიცხა $ 50,000,000.00, ასე რომ, მე ვთხოვე ერთს და გადავიხადე ბარათის მისაღებად მიტანის საფასური, 24 საათის შემდეგ, მე შოკში ვიყავი, რომ UPS- ის აგენტს ვხედავდი ჩემს რეზიდენტში. ამანათი {ბარათს signed ხელი მოვაწერე და დავბრუნდი შიგნით და ვადასტურებ ბარათის მუშაობას აგენტის წასვლის შემდეგ. ეს უეჭველია, რადგან მე მაქვს ბარათი და გამოვიყენე ბარათი. ეს ჰაკერები აშშ – ს დაფუძნებული ჰაკერები არიან, რომლებიც ფინანსური თავისუფლების მქონე ადამიანებს ეხმარებიან !! დაუკავშირდით ამ ელ.წერილს, თუ გსურთ გამდიდრდეთ ამ ვილით: rickatmcardoffer @ gmail. com} ან whatsApp +254750078353 მეშვეობით

 


№12  offline წევრი duchi_duchi

როგორ მიყვარს ეს ისტორია????

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო სასიამოვნო ისეთი გადარეული სასტავი სიყვარულშიც და მეგობრობაშიც მომეწონა კარგი დასასრულით ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent