შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

with(out) you (VII თავი)


22-08-2017, 22:11
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 024

„შეუძლებელია ეს სიმართლე ყოვფილიყო. მისი ლინდა ასეთი არ არის და არც არასდროს იქნება. ლინდა ასე არ მიღალატებდა, ასე არ გამთელავდა. ის ანგელოზია“ - იმეორებდა გონებაში და უკვე თავადაც არ სჯეროდა თავისი სიტყვების. სულიერი განადგურება? არა, ეს ბევრად მეტი იყო. ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური კატასტროფა. საიდანღაც მოვლენილი მწვავე, უკურნებელი სენით გამოწვეული ტკივილი, რომელიც სუნთქვას გიხუთავდა, გულს გიჩერებდა და თვალებიდან სინათლეს გართმევდა. მამაკაცი მთელი სხეულით კანკალებდა. სამზარეულოს სკამს დაეყრდნო ხელით, როდესაც სკამი გასრიალდა და მოულოდნელად ისიც იატაკზე აღმოჩნდა მომჯდარი. მაგიდის ფეხს მიეყრდნო ზურგით, მუხლები ნელა მოხარა და ხელებით დაეყრდნო. თვალი შემოსასვლელისკენ მიემართა და ელოდა. მათაც არ დააყოვნეს და ხმაურის გაგონებისთანავე სამზარეულოსკენ გაემართნენ შეშინებული სახით. ლინდა გუმანით გრძნობდა რაც მოხდა, მაგრამ ნანახმა უფრო მწვავედ განაცდევინა ყველაფერი. თორნიკეს თვალებმა კი, დიახ იმ სათვალიანმა თვალებმა, რომელსაც ლინდა ასე აძაგებდა და მამაკაცის ერთ-ერთ გარეგნულ ხინჯად მიაჩნდა, თითქოს რაღაც ატკინა. ამდენი ხნის მერე თითქოს მასში, სადღაც კუთხეში, ნაგვის ურნასთან მოსროლილმა სინდისმა გაიღვიძა. ხმა ვერ ამოიღო, ან რა ჰქონდა სათქმელი? თორნიკემ ისედაც ყველაფერი მოისმინა. „ყველაფერი დამთავრდა“ - გაუელვა გონებაში და უჩვეულო ტკივილის ტალღამ დაუარა. მიხვდა რომ თორნიკესთან ერთად მასაც სტკიოდა, მაგრამ ამის მიზეზს ვერ პოულობდა. ბოლოს ძლივს მოახერხა ხმის ამოღება:
-თიკა დაგვტოვე. სახლში წადი. - უთხრა გაოგნებულ მეგობარს.
-კი მაგრამ... -შეპასუხება სცადა გოგონამ, მაგრამ ლინდამ არ დააცადა.
-ძალიან გთხოვ.
-კარგი. - უპასუხა თიკამ ცოტაოდენი პაუზის შემდეგ. - თუ რამე აუცილებლად დამირეკე. - შემდეგ კი შებრუნდა და გავიდა. მალე კარის გახურვის ხმაც გაისმა.
ლინდამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ, თორნიკეს მსგავსად დაჯდა იატაკზე მამაკაცის წინ, კედელს მიეყრდნო და მზერა გაუსწორა.
-ამის შემდეგ როგორ ბედავ და თვალებში მიყურებ? - გაისმა ხმა, რომელიც არა თორნიკეს, არამედ სრულიად უცხო ადამიანს ეკუთვნოდა თითქოს. ლინდა ოდნავ შეკრთა. ძალიან ეუცხოვა.
-იმის შემდეგ რაც ჩემგაან მოისმინე, მას შემდეგ რაც გაიგე რისი გამკეთებელი ვარ, როგორი თვალთმაქცი, რატომ გგონია რომ არ შემიძლია უტიფრად გიყურო თვალებში? მე ყველა უღირსი თვისებით ვარ დაჯილდოებული. ეს შესანიშნავად ვიცი.
-შე ძუკნა! - უცებ წამოვარდა მამაკაცი და ხელებით ყელში წვდა, იატაკზე დაანარცხა, ზემოდან მოექცა და მთელი ძალით წაუჭირა. გოგონა თავიდან შოკისგან ვერ მოძრაობდა, შემდეგ კი აფართხალდა და თავის დაღწევა სცადა, მაგრამ ამაოდ. ნელ-ნელა ფილტვებს ჟანგბადი ეცლებოდათ, მისი წინააღმდეგობაც სუსტდებოდა, ბოლოს საერთოდ თავი მიანება და ბედს დამორჩილდა, უკვე თვალებსაც ვეღარ ახელდა, სახეზე მოლურჯო ფერი დაედო. ის ისაა გონი უნდა დაეკარგა, რომ სწორედ ამდროს მოვიდა თორნიკე გონს და ხელები გაუშვა, გვალნაკვბენივით გაიწია უკან ხოხვით. როგორც კი ფილტვებს ჰაერის მიწოდება აღუდგათ, გოგონას ხველა აუვარდა, თან ხელებს დალურჯებულ ყელზე ისმევდა. თორნიკე იატაკს დაეყრდნო, ნელა წამოიწია, უკან არც მოუხედავს ისე გავიდა სამზარეულოს კარიდან გარეთ. მანქანაში მძღოლის გარეში ჩაჯდა და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს.
ლინდა დიდხანს იწვა იატაკზე. თვალები ჭერისთვის გაეშტერებინა. ერთ ადგილას გაყინულიყო. ყელში რაღაც მახრჩობელა ბურთი გაჩხეროდა და ნორმალურად სუნთქვას უშლიდა. ამდენი ხნის მერე ასეთი მწვავე ტკივილი პირველად იგრძნო, არა ხორციელი, არამედ სულიერი. შუა ღამემდე ადგილიდან არ დაძრულა. მხოლოდ ხმებს აღიქვამდა, თორემ მთელი სხეული უგრძნობლად ჰქონდა.
პირველი იყო დაწყებული, როდესაც სახლის კარის გაღების ხმა მოესმა. მისაღებში შუქი აინთო და მძიმე ნაბიჯებით მისკენ წამოვიდნენ. ნაბიჯების ხმა სამზარეულოს შესასვლელთან შეწყდა. თორნიკე კარგა ხანს აკვირდებოდა გოგონას. არ იცოდა რას გრძნობდა, მაგრამ ერთი რამ ფაქტი იყო, ამ გრძნობებს სიყვარულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ზიზღი? ბრაზი? არა, ეს ბევრად მეტი იყო. ნელა დაიძრა და გოგონას თავთან ჩაიმუხლა. სამზარეულოში ნახევრად შემომავალი სინათლე გოგონას გაშლილ ქერა თმებს ეცემოდა, რომელიც სამზარეულოს იატაკზე იყო მიმოფენილი. მამაკაცმა უცებ ძლიერად ჩაავლო თმებში ხელი და გოგონას თავი ზემოთ წამოაწევინა. ტკივილისაგან ლინდას ოდნავი კვნესა აღმოხდა. მამაკაცს შიშით აღსავსე თვალები მიაპყრო.
-რა გიყო? - გაისმა თორნიკეს ჩახლეჩილი ხმა. - რისი ღირსი ხარ? იცი, ზუსტად ერთი დღის წინ ჩემთვის რომ ეკითხათ, შენზე ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანად არავის მოვიაზრებდი. ახლა? ყველაზე ამაზრზენი არსება ხარ. ადამიანსაც კი ვერ გიწოდებ. ყველაფერს გაზღვევინებ და წვეთ-წვეთად ამოგადენ. - ღრიალებდა მთელი ხმით და გოგონას ჩაბღუჯულ თავს მარიონეტივით აქნევდა აქეთ-იქეთ. გაგშორდე, ჩემი „მონობისგან“ გაგანთავისუფლო, როგორც შენ უწოდებ და საკმაო მსუყე ლუკმაც გამოატანო ჩემი კომპანიის სახით? მაგას ვერ ეღირსები. არ გაგეყრები! არასდროს და მთელ დარჩენილ სიცოცხლეს გაგიმწარებ! ამას გპირდები. - შეშლილივით ამბობდა მამაკაცი, შემდეგ კი ხელი გაუშვა და გოგონა ისევ იატაკზე დაეცა. თორნიკემ მძიმე ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო და კიბეებს აუყვა. გოგონა მთლიანად კანკალებდა. ნელ-ნელა მოიკუნტა, მუხლები მკერდთან მიიტანა. მიხვდა რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყებოდა მის ცხოვრებაში და ის ფაქტი რომ ეს ჯოჯოხეთი დამსახურებული იყო, უფრო აუტანელს ხდიდა ყოფას. ჯერ ერთი ცრემლი გადმოგორდა უგრძნობი თვალებიდან, შემდეგ მეორე მიყვა, მესამე... შემდეგ ღვარად მოდიოდა, თითქოს თვალებში უშრეტი წყარო ჰქონდა. ვერ ჩერდებოდა და არც სურდა გაჩერება. სამზარეულოს სარკმლიდან ცაზე გავსებული მთვარე ანათებდა. მისი მკრთალი სხივები თითქოს უფრო ყინავდნენ და ტანჯავდნენ გოგონას არსებას. გაქცევა სურდა. ამ სამყაროსგან მოშორება. ტკივილისა და სინდისის ქეჯნისგან განთავისუფლება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. გააანალიზა რა თავისი სისუსტე, უფრო მოიკუნტა და თავი ხელებში ჩარგო.
მთვარე ანათებდა აივანზე მდგომ თორნიკეს, რომელიც ზედიზედ ალბათ უკვე მეათე ღერ სიგარეტს ეწეოდა. თვალი გაეშტერებინა სადღაც შორს, დედამიწიდან რამდენიმე მილიონი თუ მილიარდი კილომეტრით დაშორებული მანათობელი სხეულისკენ და მასაც ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები. ტკიოდა, ისე როგორც არასდროს.

მზიანი დილა გათენდა. ლინდა წელის ტკივილმა გამოაღვიძა და შემდეგ მიხვდა, რომ მთელი ღამე სამზარეულოს ცივ იატაკზე გაეტარებინა. გუშინდელის გხსენებაზე ისევ ცივმა ტალღამ დაუარა სხეულში და შიში იგრძნო იმის მიმართ, რასაც თორნიკე უმზადებდა. მას კი სხვა გზა აღარ ჰქონდა მორჩილების გარდა, რადგან ახლა ვერც მისი ტკბილი სიტყვა გაჭრიდა, ვერც ალერსი და ვერც თავის შეცოდება. მის ცხოვრებას ახლა ტკივილითა და ღვარძლით დამძიმებული თორნიკე მართავდა, რომელთანაც ჯიბრი და წინააღმდეგობა კარგას არაფერს მოუტანდა. ნელა გალასლასდა მისაღებში და იქვე დივანზე ჩამოჯდა. დაბუჟებული სხეული თითქოს მოეშვა და შვება იგრძნო. ნაბიჯების ხმა მოესმა. კიბეებზე თორნიკე ჩამოდიოდა. სრულიად განადრურებული, ღამენათევი, თვალებჩაწითლებული, მოშვებული. ლინდამ ისიც კი გაიფიქრა ნუთუ იტირაო? როდესაც მის თვალებს შეხედა. შემდეგ კი საკუთარი თავის მიმართ ზიზღი კიდევ უფრო გაუღვივდა, მამაკაცს თვალი მოარიდა და მისაღების მინის მაგიდას გაუშტერა თვალი. თორნიკეს არც კი გამოუხედავს მისკენ ისე შევიდა სამზარეულოში. იქიდან საუბრის ხმა მოესმა. თირნიკე ვიღაცას აფრთხილებდა, რომ მომდევნო ორი დღე სამსახურში არ მივიდოდა. შემდეგ მსხვრევის ხმა მოესმა, სავარაუდოდ წყლიანი ჭიქა იყო. ხუთიოდე წუთის შემდეგ თორნიკე ისევ გმოვიდა და ლინდას მოპირდაპირე მხარეს სავარძელზე ჩამოჯდა.
-შემომხედე! გუშინ არ გრცხვენოდა თვალებში უტიფრად ყურების.
გოგონამ ნელა ასწია თავი და არაფრისმთქმელი მზერა გაუსწორა.
-ახვალ და ბარგს ჩაალაგებ. - აქ ოდნავი პაუზა გააკეთა. - ორივეს ბარგს. ჩემებთან გადავდივართ.
გოგონას უნდოდა გაეპროტესტებინა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. უთქმელა ადგა და ზემოთკენ გაეშურა. თორნიკე უყურებდა ბეჭებში მოხრილ, თითქოს დაბეჩავებულ და უმოქმდო გოგონას, რომ კიდევ უფრო მეტად ივსებოდა ზიზღითა და ბრაზით.
ლინდამ შუადღისთვის მთელი ბარგი გაამზადა, შემდეგ კი ჩავიდა და ისევ მისაღბში დაჯდა. თრნიკემ როგორც კი შენიშნა, მაშინვე მერაბს დაუძახა, ორივემ ერთად ჩამოიტანეს ჩემოდნები და მანქანაში დატვირთეს.
-წამოდი. - მხოლოდ ეს ერთი სიტყვე ესროლა გოგონას. ისიც უსიტყვოდ მიჰყვა უკან. მანქანაში ჩაჯდა და მთელი გზა მუხლებს მიშტერებოდა და ქურთუკის ელვას აწვალებდა.

სრულიად მოულოდნელად მისულ შვილსა და რძალს ნანა გაკვირვებული სახით მიეგება. ბარგის დანახვისას კი კიდევ უფრო დაიბნა.
-თორნიკე შვილო გამარჯობა. - მიესალმა ქალი. - რა ხდება?
-არაფერი დედა. ხომ გინდოდა თავიდანვე რომ რძალსა და შვილს თქვენთან ეცხოვრა, ხოდა აგიხდა იცნება. აქ გადმოვდივართ საცხოვრებლად.
-როგორ გამახარე შვილო. - მოეხვია ვაჟს და შემდეგ რძალს ეჭვის თვალით გადახედა. - ამას რა სჭირს? ან შენ რა გჭირს? - გადაუჩურჩულა თორნიკეს. - რა სახეები გაქვთ?
-არაფერი დედა. - ნაძალადევად გაუღიმა თორნიკემ.
-კარგი შვილო, კარგი. თუ არ გინდა ნუ მეტყვი. ოღონდ შენ იყო კარგად.
შემდეგ მერაბს მიუბრუნდა:
-მერაბ ეს ბარგი მეორე სართულზე აიტანე, თორნიკეს ძველ ოთახში.
-ყველა არა დედა. მარტო ჩემი ბარგი აიტანოს. ეს პირველ სართულზე იცხოვრებს, ბაღთან რომ ოთახია. - ეს უთხრა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა.
-რა უქენი ჩემს შვილს?! -ახლა რძალს მიუბრუნდა და განრისხებული თვალები შეანათა. - შე ჯადოქარო, მოუწამლე არა ცხოვრება? ღმერთი არ გაგახარებს! - თითის ქნევით უთხრა გოგონას და მერაბს სახლში მიჰყვა.

ოჯახმა სიხარულით, მაგრამ ამავდროულად გაკვირვებითა და ინტერესით მიიღო ეს ახალი ამბავი. აშკარა იყო, რომ წყვილის ოჯახური ცხოვრება ინგრეოდა. ამას უპირველეს ყოვლისა ცალ-ცალკე ოთახები მოწმობდნენ სხვადასხვა სართულზე. ვახშმობისას კი თრნიკემ განაცხადა, რომ ლინდა ნათიას ყველა სახლის საქმეში გაუწევდა დახმარებას. გოგონა შეაცბუნა მამაკაცის ამ განცხადებამ, მაგრამ ხმა არ ამოუღია. სუფრაზე დაძაბული ატმოსფერო იყო. მხოლოდ პატარა ნია ტიტინებდა და ოჯახის წევრებს თავის ახალ ბარბის აცნობდა.
თორნიკემ მალევე დატოვა სახლი. ლინდა ისევ ჩუმად იყო აქ მოსვლის წამიდან მოყოლებული.
-ლინდა შენ რატომ არ მელაპარაკები? - ჰკითხა პატარა ნიამ. გოგონამ საპასუხოდ მხოლოდ მკრთალად გაუღიმა. სადილის შემდეგ ნათიამ სუფრის ალაგება რომ დაიწყო, მოულოდნელად სალომემ შეაჩერა. ნათი, შენ არ დაიღალო. სხვა საქმეს მიხედე. აი ლინდა აალაგებს, აბა რისთვის არის რძალი? თან თორნიკემ თქვა რომ ლინდა ყველაფერში უნდა დაგეხმაროს ასე არ არის? - გაუღმა სალომემ. ლინდას პასუხი არ გაუცია. წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა. ნათიამ არ იცოდა უხერხულობისგან სად წასულიყო. ბოლოს ლანგარი გამოიტანა და დასარეცხი ჭურჭელი იქ დაალაგა. მას შემდეგ რაც ყველაფერი მიალაგეს, ლინდა სამზარეულოში იჯდა, ისევ უხმოდ და ნათიას აკვირდებოდა, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა. უცებ სამზარეულოში თორნიკე შემოვიდა და ლინდა იქ უსაქმოდ მჯდომი რომ ნახა წარბები შეკრა.
-აბა ესე როგორ შეიძლება ცოლო? - ირონიულად გაუღმა. - ნათიას არ უნდა მიეხმარო?
-რას ამბობთ ბატონო თორნიკე, რა მიხმარება მინდა, თან მთელი სუფრა ქალბატონმა ლინდამ აალაგა.
-რას ამბობ. ჩემი მშრომელი გოგო! - ისევ გაიღიმა ირონიულად. - ხედავ ნათია დაკავებულია, რატომ სხვა საქმეს არ მიხედავ? ზემოთ ოთახები დასალაგებელია, მტვერია გადასაწმენდი და ასე შემდეგ.
-ბატონო თორნიკე. - შემობრუნდა გაკვირვებული ნათია. - მე აქ რისთვის ვარ? ქალბატონი ლინდა რატომ უნდა გაისარჯოს.
გოგონამ კარგა ხანს უყურა თვალმოუშორებლად მამაკაცს, შემდეგ კი წამოდგა და საკუჭნაოსკენ გაემართა, სადაც ჩვრები და საწმენდი საშუალებები იყო. ვინაიდან სახლი ძალიან დიდი იყო ამ საქმეს გვიან მორჩა. ის იყო დასასვენებლად უნდა ჩამომჯდარიყო საკმზე, რომ ისევ თორნიკე
გამოჩნდა ჰორიზონტზე. ვახშამია მოსამზადებელი და ნათიას მიეხმარეო.
-იმედია ჩვენს მოწამვლას არ შეეცდები. - წასვლის წინ მიაძახა. უცებ წარბებშეკრული გოგო შემობრუნდა. ახლა მის თვალებში ბრაზს დაებუდებინა.
-დიდი სიამოვნებით ჩაგიყრიდი საწამლავს, კარგი აზრი მომაწოდე.
-შენ რა ხმა ამოიღე?! საერთოდ რამის თქმას და ჩემს წინ ხმის ამაღლებას როგორ ბედავ?!
გოგონამ მუშტები ძლიერად შეკრა და თავს ძალა დაატანა, რომ კიდევ რამე უხეშად არ ეთქვა. ძალისძალით შებრუნდა და სამზარეულოს მიაშურა.

ყოველი მომდევნო დღე ერთმანეთს ჰგავდა. სახლში დაძაბული ატმოსფერო არა და არ იცვლებოდა. ლინდა მთელი დღე სახლში საქმიანობდა, უამრავ საქმეს აეთებდა და თან გულში თორნიკეს ლანძღავდა, რომ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა სამაგიეროს გადასახდელად. მამაკაცს იშვიათად თუ შეხვდებოდა ან საუზმეზე, ან ვახშამზე, მაშინაც ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ. ნანა კი მთელი დღე რძლის ლანძღვით იყო გართული. არც სალომე არ აკლებდა. რამდენჯერმე ჩხუბიც კი მოუვიდათ, თუმცა ბოლოს მაინც შეიკავა თავი ვითარების უფრო მეტად გამწვავებისგან, რათა ამ ამბავს თორნიკეს ყურამდე არ მიეღწია, თორემ მერე ნამდვილად ვეღარ გადაურჩებოდა. მამაკაცთან კი ძალიან იშვიათად ურთიერთობდა და მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა აუცილებლობის შემთხვევაში.

ორიოდე კვირაში კომპანიის დაარსების ოცი წლის თავი იყო და ყველა ემზადებოდა ამ გრანდიოზული საღამოსთვის. თორნიკე ბოლო დღეებს სახლში თითქმის საერთოდ აღარ ატარებდა. იმდენად გადატვირთული იყო, რომ ძილისთვისაც კი ვერ იცლიდა ნორმალურად. მხოლოდ წვეულების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდა სახლში, რათა თავადაც ჩაეცვა და გამზადებულიყო და ოჯახის წევრებიც წაეყვანა.
ლინდა მაშინვე შევარდა ოთახში. მოსამზადებლად სულ რაღაც ნახევარი საათიღა ჰქონდა დარჩენილი. როგორღა მოასწრებდა არ იცოდა. თავისი კაბებიდან საუკეთესო აარჩია, თმები უბრალოდ დაივარცხნა და გაიშალა. ქერა დალალები ისეთ მიმზიდველს ხდიდა არანაირი სპეციალური ვარცხნილობა და სალონებში სიარული არ სჭირდებოდა. გარეგნობა ნამდვილად მის ერთადერთ ღირსებას წარმოადგენდა. ბოლოს მაკიაჟიც გაიკეთა და ის იყო რაიმე სამკაული უნდა შეერჩია კაბისთვის, თავისი საკმაოდ მრავლარიცხოვანი და ძვირადღირებული კოლექციიდან, რომ მოულოდნელად ხმამაღლა შეჰყვირა. არცერთი მისი სამკაული ზარდახშაში არ. იყო. ჩანთებშიც კარგად დაძებნა, იქნებ აქ გადმობარგებისას ამოლაგება დამავიწყდაო, მაგრამ ძვირფასეულობის კვალსაც ვერ მიაგნო. ჩქარი ნაბიჯით გარეთ გავარდა და იქვე მისაღებში მდგომ თორნიკესთან მივიდა. მხენობა მოიკრიბა და ჰკითხა:
-თორნიკე... ჩემი სამკაულები შენს ბარგს ხომ არ გაჰყვა? ვერსად ვერ ვპოულობ.
-და სამკაულები რად გინდა? - იკითხა თვალებმოწკურულმა მამაკაცმა.
-როგორ თუ რად მინდა. აბა წვეულებაზე ისე წამოვიდე? თან შეიძლება დაკარგული იყოს და არ უნდა ვიცოდე სად არის?
-წვეულებაზე არ მოდიხარ!
-რა?! - უნებურად ხმამაღლა შეჰყვირა გოგონამ და განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა.
მამაკაცმა კი მკლავში ხელი წაავლო და იქვე ლინდას ოთახში შეაპორწიალა.
-რაც გაიგე. წვეულებაზე არ მოდიხარ. არ მინდა შენნაირი არსება ასეთ მნიშვნელოვან დროს ჩემს გვერდით იდგეს. არარაობებს იქ არაფერი ესაქმებათ.
გოგონას ყბა აუკანკალდა და ხელები სიბრაზისგანმომუშტა. ცისფერ თვალებში ცრემლებმა გაიელვა, თუმცა რატომღაც ეს ცრემლები ნაძალადევი არ იყო.
-და კიდევ. ის სამკაულები მე ავიღე. არა მგონია სახლის დალაგებისას გამოგადგეს, იმიტომ რომ საზოგადოებაში ჩემს გვერდით აღარ გამოჩნდები.
გოგონას ხელი გაუშვა და კარი ხმამაღლა გაიჯახუნა. ლინდა კი იდგა ოთახში და ტიროდა. მისტოროდა თავის ბედს, თავის სისულელეს და უიღბლობას. მისტიროდა თორნიკეს დაკარგულ ნდობას და მის ზიზღით სავსე თვალებს. კაბა გაიხადა და გარეთ მხოლოდ მას შემდეგ გავიდა, რაც მანქანის ძრავის ხმა მოესმა. ყველა წვეულებაზე წავიდა. სახლში მხოლოდ ის და ნათია დარჩა. ისევ სამზარეულოს მიაშურა და იქვე ბარის მაღალ სკამზე ჩამოჯდა. ქალმა გამამხნევებლად გაუღიმა, თუმცა არაფერი არ უთქვამს. იცოდა, რომ ლინდასა და თრნიკეს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, მაგრამ ნამდვილად არ მოელოდა, რომ ეს პრობლემა ასეთი ღრმა შეიძლება ყოფილიყო.
-ნათია, ყავას გამიკეთებ? - იკითხა გოგონამ საწყალი ხმით.
-გაგიკეთებთ, როგორ არა. - უპასუხა ქალმა და საქმეს შეუდგა.
-და შენთვისაც გაიკეთე რაა. ერთად დავლიოთ.
ხუთიოდე წუთში ორივე მაგიდასთან ისხდა და ყავის თანხლები საუბრობდნენ. უმეტესად საკუთარ წარსულზე. ასე მშვიდად ლინდას კარგა ხანია თავი არ ეგრძნო. თითქოს რაღაც მალული კომფორტისა და სიმყუდროვის გრძნობა დაუფლებოდა. თვეების შემდეგ პირველად მოენატრა თავისი სახლი. გაახსენდა ის მშვიდი და ბედნიერი საღამოები, რომელსაც თიკას გვერდით ატარებდა. თითქოს წარსულის მონატრებაც გაკრთა მის გონებაში. იმ წარსულის, სადაც ერთადერთ პრობლემას უფულობა წარმოადგენდა... ახლა? ახლა რა დარჩა მისგან? სრული არარაობა, მიუხედავად იმიისა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანის მეუღლე იყო. საკუთარ ოჯახშიც კი პატივს არავინ სცემდა.
წვეულებიდან გვიან დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლინდას ეძინა, მანქანის ძრავის ხმამ მაინც გამოახიზლა, რადგან მისი ოთახი პირდაპირ ბაღზე გადიოდა. დაინახა როგორ გადმოლაგდნენ მანქანიდან მთელი ოჯახობა და სახლისკენ გამოემართნენ. იგრძნო როგორი უცხო იყო ის მათთვის და ისინიც მისთვის. თითქოს რაღაც მაღალი, მყარი კედელი აშორებდათ. ახლა ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან რაიმე საერთო ჰქონოდა. ისევ მოიკუნტა საწოლში და ძილი შეიბრუნა.

დილით საუზმეზე ჩვეულებრივ დაიკავა თავისი ადგილი. ოჯახის არც ერთმა წევრმა არ შეიმჩნია. მხოლოდ პატარა ნია ეტიტინებოდა და ცდილობდა საუბარში აეყოლიებინა. დაინახა რომ სუფრაზე წვენი აღარ იყო. ინსტინქტურად წამოდგა, ცარიელ ტოლჩას ხელი დაავლო და სამზარეულოსკენ გაემართა. მაცივარი გამოაღო და წვენი ტოლჩაში ჩაასხა. ამ დროს სამზარეულოს კარი გაიღო და მერაბი შემოვიდა. გოგონას მიესალმა და ახალი გაზეთები იქვე მაგიდაზე დატოვა. გოგონას უნებურად თვალი გაექცა ერთ-ერთი მათგანისკენ და სათაურმა მისი ყურადღება მიიზიდა. მაგიდისკენ დაიძრა და გაზეთი ხელში აიღო. მოულოდნელად სავსე ტოლჩა ხელიდან გაუვარდა და მეტლახის იატაკზე ნამსხვრევებად იქცა, თუმცა გოგონას რეაქცია არ ჰქონია. ისევ პირველ გვერდზე დაბეჭდილ სტატიას მისჩერებოდა, რომელზეც საკმაოდ დიდ ფოტოზე გამოსახულიყო, თუ როგორ უმშვენებდა გვერდს გუშინ გამართულ წვეულებაზე თორნიკეს ეკა. ყვითელი პრესა ახალ რომანზე საუბრობდა. სიბრაზისა და ბოღმისაგან ხელები აუცახცახდა და გაზეთი ხელში მოკუჭა. სასადილო ოთახისკენ გაემართა, სადაც ისმოდა თუ როგორ ლანძღავდა რძალს ნანა, ჩვეული დაუდევრობისთვის.
-ეს რა არის?! - თორნიკეს წინ აისვეტა და გაზეთი თვალწინ აუფრიალა. გოგონა თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა.
-რა? - არაფრისმთქმელი მზერა მიმართა მამაკაცმა.
-რა და იმ ძუკნასთან ერთად რატომ ხარ ჟურნალის პირველ გვერდძე?
-მგონი ზედმეტი მოგდის. - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
-შენ თელავ ჩემს თავმოყვარეობას და კიდევ მე მომდის ზედმეტი?
-საინტერესოა, რომელი თავმოყვარეობა? რომელიც არ გაგაჩნია? ხომ არ გაგახსენო წინა თვე? მგონი ზუსტად ეს რიცხვი იყო.
ლინდას სიბრაზისგან ხელები აუკანკალდა. კარგა ხანს მისჩერებოდა გადმოკარკლული თვალებით მამაკაცს, შემდეგ კი თავისი ოთახისკენ გავარდა სწრაფი ნაბიჯით. ჩემოდანი ჩამოიღო და ყველაფრის შიგ ჩაყრა დაიწყო.
მამაკაცი ისევ თავის თეფშს მიუბრუნდა და მშვიდად საუზმობა განაგრძო.
-თორნიკე რა მოხდა ერთი თვის წინ? - იყო ნანას კითხვა.
-დედა თავიდან ნუ დაიწყებ. - უპასუხა დაძაბულმა და საუზმობა განაგრძო.

გოგონამ ნახევარ საათში უკვე დაამთავრა ბარგის ჩალაგება და ჩემოდნები გარეთ გააგორა. მისაღებში არავინ ჩანდა, ამიტომ უპრობლემოდ გავიდა გარეთ, გამოძახებულ ტაქსში ჩაჯდა და თავისი ბინის მისამართი უკარნახა. ძალაგამოლეულმა თავი მინას მიაყრდნო და გარეთ იყურებოდა. ძლივს ამოაძვრინა ტელეფონი და თიკას ნომერი აკრიფა. მხოლოდ ეს უთხრა:
-გთხოვ, სასწრაფოთ ჩაემთან მოდი.
ტელეფონი გათიშა და ტაქსის მძღოლს მიუთითა სად გაეჩერებინა. ბარგი გადაატანინა და ფულიც გადაუხადა. ნელ-ნელა აზიდა ჩემოდნები ზემოთ და მონატრებული ბინის კარი შეაღო. აქ ყველგან მტვერს დაედო ბინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მარტი იყო და მაინც საკმაოდ ციოდა, ყველა ფანჯარა გააღო და ფარდა გადასწია. ოთახებში მარტის სუსხიანი და ოდნავ ნესტიანი ჰაერი შემოიჭრა.
კარზე ზარი იყო. თიკა ქოთქოთით შემოიჭრა სახლში.
-სად იყავი ჩემო კარგო? ნორმალურად ვერ გელაპარაკე ეს ბოლო დღეები. თორნიკესთან რომ გადახვედი როგორ გექცეოდა? რატომ წამოხვედი? დაშორდით? - ერთმანეთს მიაყარა კითხვები.
ლინდამ კი ყველაფრის თავიდან და დაწვრიელბით მოყოლა დაიწყო, იმ წამიდან, როდესაც თიკამ მათი სახლი დატოვა. გოგონას სახეზე ხან გაკვირვება, ხან აღშფოთება ეწერებოდა. ბოლოს კი ჰკითხა:
-ახლა რას აპრებ?
ლინდამ მხრები აიჩეჩა და უპასუხა:
-ძველ ცხოვრებას დავუბრუნდები.
-არ გაგიჭირდება?
-მერწმუნე იმ სახლში ყოფნა უფრო მიჭირდა.
-შენი ნებაა ჩემო კარგო. რამდენი რამ გადაგიტანია ამ ერთ თვეში. -მეგობარს ძლიერად მოეხვია და დამშვიდება დაუწყო. - აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდდი ჩემო კარგო.
ლინდა იმდენად იყო ემოციურად დაღლილი, რომ მაშინვე ჩაეძინა. თიკამ ფანჯრები მიხურა, მტვრიანი სახლი ოდნავ მოაწესრიგა და ვახშმის მზადებაც დაიწყო. ლინდას მალევე გამოეღვიძა. ნელა მოავლო არემარეს თვალი და მისი ოთახი იცნო. წამოდგა და სამზარეულოდან გამომავალ გემრიელ სუნს გაჰყვა.
-აბა რას მიმზადებ? - ღიმილით ჰკითხა მეგობარს.
-ცეზარი და შენი საყვარელი ნამცხვარიც ვიყიდე. კიდევ ღვინო გვაქვს. შეგვიძლია ძველი დრო გავიხსენოთ და კარგადაც გავერთოთ.
-აი ამიტომ მიყვარხარ. - პირველად ამდენი ხნის მერე გულიანად გაეცინა ლინდას და მეგობარს მაგიდის გაშლაში დაეხმარა.
ვახშამმა მშვენივრად ჩაიარა. ღვინოც არაჩვეულებრივი იყო. ილაპარაკეს ბევრი, უმეტესად მომავალზე და მათ გეგმებზე. თითქოს უკანასკნელი ნახევარი წელი ლინდას ცხოვრებაში საერთოდ არ ყოფილა. თავს ლაღად და ბედნიერად გრძნობდა. გოგონას ტელეფონზე ერთი ზარიც კი არ შემოსულა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამშვიდებდა. ისევ ერთად დაიძინეს, როგორც ბავშვობაში. დილით გაღვიძებულ ლინდას თიკას წერილი დახვდა, რომელიც ეუბნებოდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა და ლინდაც ტყუილად აღარ გააღვიძა. გოგონამ სახლს გადახედა. საქმე არაფერი ჰქონდა. დროა სამსახურის ძებნა დაეწყო. ისაუზმა, შესაფერისად ჩაიცვა და სახლი დატოვა. იქვე ჯიხურში შესაბამისი გაზეთი იყიდა და განცხადებების მონიშვნა დაიწყო. ბევრი სასიარულო ექნებოდა. რამოდენიმე ადგილიდან უარით გამოისტუმრეს, ზოგგან უთხრეს დაგირეკავთო, რისი იმედიც რა თქმა უნდა არ უნდა ჰქონოდა. დღევანდელი დღე უნაყოფო აღმოჩნდა. მოწყენილი მიაბიჯებდა ქუჩაში. უკვე საღამოვდებოდა, სახლში ასვლის წინ მაღაზიაში შეიარა და პროდუქტები შეიძინა, შემდეგ კი კიბეებს აუყვა. წინ ისევ აბეზარი მეზობელი შეეგება და კითხვებით აიკლო, თუმცა გოგონამ ყველა მათგანი უპასუხოდ დატოვა და სასწრაფოდ სახლის კარს უკან მიიმალა.
-უზრდელიო - ერთი მოესმა სადარბაზოდან ხმა და მერე კარის ჯახუნი. ნერვები აღარ მოშლია ამ ქალზე, ისე როგორც წინათ ემართებოდა. სწრაფად მოამზადა მსუბუქი ვახშამი და შემდეგ ტელევიზორის წინ მოხერხებულად მოკალათდა და ფილმის ყურება დაიწყო. მალევე ჩაეძინა.
დილით ხმაურმა გამოაღვიძა, უკვე ათი იყო დაწყებული. ჯერ ტელეფონზე გაისმა ზარი, შემდეგ კი მის კარზეც. გოგონა გაკვირვებული წამოდგა. არადა თიკას არ გაუფრთხილებია, რომ მისვლას აპირებდა. დაეჭვებული მივიდა კართან და ნელა გამოაღო.
თორნიკე იდგა, გახცეცხლებული და ანთებული თვალებით.

*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
წინა თავზე არსებულმა კომენტარებმა ოდნავ დამაბნია. როგორც უკვე ვთქვი ისტორია დასრულებული მაქვს და დასასრულის შეცვლას არ ვაპირებ. იმედია ძალიანაც არ გაგიცრუებთ იმედებს...



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ოხ ლინდა ლინდა. ამ გოგოს მეგონა სინდისის ნატამალი გააჩნდა, მაგრამ შევცდი. ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. როგორც გაქვს ისტორია ჩაფიქრებული ისე დაასრულე. ძაან მაგარი გოგო ხარ❤

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგი და საინტერესოა.ველი შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი Nini

Kochag gaagrddzele veli shendeg tavss .erti suli makvs rodis wavikitxavv

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

Chikochiko
ოხ ლინდა ლინდა. ამ გოგოს მეგონა სინდისის ნატამალი გააჩნდა, მაგრამ შევცდი. ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. როგორც გაქვს ისტორია ჩაფიქრებული ისე დაასრულე. ძაან მაგარი გოგო ხარ❤

მადლობა relaxed შენი კომენტარები დიდ სტიმულს მაძლევს ხოლმე. ❤

mia15
ძალიან კარგი და საინტერესოა.ველი შემდეგ თავს


Nini
Kochag gaagrddzele veli shendeg tavss .erti suli makvs rodis wavikitxavv


მადლობა)) შემდეგი თავი ტრადიციულად ხვალ იქნება.

 


№5  offline წევრი just girl

Ox linda. Wveulebaze wasasvleladac ki emzadeboda. Albat sakmarisad kargad ver gaanaliza tornikes grdznobebi. Da neta ase iolad sruldebodes yvelaferi. Bargi chaalaga da wamovida.. da is didi danashauli is rac tornikes gauketa araferi xo? Ase iolad ver gamodzvreba linda chemi azrit.

 


№6  offline წევრი ბაბუაწვერა

just girl
Ox linda. Wveulebaze wasasvleladac ki emzadeboda. Albat sakmarisad kargad ver gaanaliza tornikes grdznobebi. Da neta ase iolad sruldebodes yvelaferi. Bargi chaalaga da wamovida.. da is didi danashauli is rac tornikes gauketa araferi xo? Ase iolad ver gamodzvreba linda chemi azrit.


რა თქმა უნდა ლინდა ასე ადვილად ვერ გამოძვრება ;) მადლობა შეფასებისთვის ❤

ლუნი.
ბოდიში და თორნიკეს შიგ ხო არ აქვ :) რანაირადაც არ უნდა მოქცეულიყო ლინდა არ ჰქონდა უფლება ხელით შეხებოდა. გააწამოს? რატო პროსტა ?
თვითონ უთხრისთავის პიროვნებას ძირს. რა ვქნათ? თუ გოგო რაღაცას დაგვიაშავებს მოსამსახურედ დავიყენოთ ცოლი? და დედამისის გასარჩევი უნდა იყოს? ეს ნანა ხო მაგრად ატ"რაკებს. მის პატასკუხა ქალიშვილს ვერ მიხედა და ეხლა ლინდას აწამებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
პირველივე დღიდან ასე იყო.
იმის კი არ ეშინია რო მის შვილს გააუბედურებს, იმის ეშინია რო შვილმა ცოლს უფრო მეტი არ დაახარჯოს ვიდრე მას :)
საოცდაობაა
ერთი ნორმალური პერსონაჟიც არ არი ისტორიაში.
თორნიკეს ხო საერთოდ გადავუსვი უკვე ხაზი :)

პერსონაჟების სიძულვილის მიუხედავად მაინც მომწონს რაღაც მხრივ ისტორია.
ველი შემდეგ თავებს ❤


მოკლედ სულ გამიცამტვერე პერსონაჟები smile
შეიძლება რაღაცაში არ გეთანხმები, ვიღაცეები ძალიან გადაჭარბებულად "გალანძღე", მაგრამ ნანას შემთხვევაში 100%-ით გეთანხმები. ზუსტად აღწერე...
საერთოდ ბოლომდე კარგი პერსონაჟები იშვიათად მყავს ხოლმე ისტორიებში.
ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤ ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის სასარგებლოა ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent