შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(VII თავი)


23-08-2017, 00:04
ავტორი nina.d.
ნანახია 3 284

***
დაწყნარება აუცილებლად სჭირდებოდა. სახლში დაბრუნდა, სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და ტრენაჟორების ოთახში გავიდა. უკვე გამოძახებული ყავდა ახალი ნაშა, დიზაინერი, რომელიც გუშინ გაიცნო. არაა ღირსი ეხლა რამე დამართო და ჩააქვესკნელო? ღირსია ნამდვილად. ჰორმონები და ნერვები, რომ დაიწყნარა, ზემოთ ხსენებულ ქალთან ერთად სამსახურში წავიდა. ქეთა ტელეფონში იყო ჩამძვრალი და რაღაცას კრეფდა, ისე ჩაუარა გვერდით ერთხელაც კი არ შეხედა. გაბრიელი კიდე მისი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, რომ ზედმეტად შეეხედა მისთვის. არა რა, ქეთა ჩემი გოგოა.

***
მობრძანდა ვაჟბატონი ჰორმონების მეგობართან ერთად, უი ხო ამ დროს ბექამ მომწერა, მართლა ოღონდ. ღიმილით ვწერდი შეტყობინებას, გაბრიელი კი უშედეგოდ ცდილობდა ჩემი ყურადღების თავის თავზე გადატანას. ჩემ ოთახში ვიჯექი, რომ დამირეკა და მითხრა შემოდიო, ბლოკნოტი მოვიმარჯვე და მის კაბინეტში შევედი.
-გისმენთ._უემოციო სახით ვუთხარი და მზერა გავუსწორე.
-რატომ ვერ ვმოქმედებ შენზე?
-ალბათ მექალთანე, რომ ხართ და სამსახურში ყველას ისე უყურებთ როგორც საწოლში შესათრევ მსხვერპლს იმიტომ. ხოდა კიდევ თქვენნაირებს ვერ ვიტან.
-მამაშენის გამო?_ოჰ, რა ჭკვიანი ხარ გენაცვალე.
-ზუსტადაც. თუ სათქმელი არაფერი გაქვთ მე გავალ, არ მსურს თქვენი ხმის გაგონება.
-მგონი გავიწყდება, რომ შენი უფროსი ვარ._თვალების ბრიალით მითხრა.
-თქვენ კი გავიწყდებათ, რომ არასერიოზული ხართ. თუ არ მოგწონვართ შეგიძლიათ გამიშვათ დარწმუნებული ვარ ხვალ ისეთი მდივანი გეყოლებათ, რომელსაც პრობლემა არ ექნება თქვენ საწოლში აღმოჩენის._თვალი ჩავუკარი და კარისკენ მივბრუნდი.
-მე არ მითქვამს, რომ თავისუფალი ხარ.
-მაშინ საქმეზე მითხარით რამე.
-შეხვედრა მაქვს ერთ საათში და რესტორანში 6 კაციანი მაგიდა დაჯავშნე.
-უკვე დაჯავშნულია._ფეხზე წამოდგა და ჩემ წინ მაგიდაზე ჩამოჯდა. ხელი წამოიღო, რომ სახეზე შემხებოდა, უკან გავიწიე და ირონიულად გავიღიმე.
-უფროსი და თანამშრომელი. ახლაც ცდილობთ ჩემს მოხიბვლას და ვერ ვხვდები რატომ.
-შენ სულ ჩემი საწოლი რატომ გელანდება?_ირონია დააყოლა თან.
-თქვენი საწოლის გარდა შეიძლება ნებისმიერი მომელანდოს._ოხ, ეს ენა უნდა ამომაძროს ვინმემ. ძაან ცუდი რაღაც იფიქრა ახლა ამან, მაგრამ არაფერს არ ავუხსნი, იჭყლიტოს ტვინი ცოტა. გაბრაზდა, ისევ დილანდელ ფორმას დაუბრუნდა დრაკონს, რომ ჰგავდა. წამის მეასედში წელზე მთელი ძალით მომხვია ხელი და სხეულზე ამიკრა. იმდენად უსიამოვნო შეგრძნება მქონდა წელზე შეხებისას, რომ ვერ აღვწერ.
-წელი._ამოვიხავლე და მისი ხელები სწრაფად მოვიშორე. გაოგნებული მიყურებდა და არ იცოდა რა ექნა.
-რა გჭირს წელზე?_გულწრფელად მკითხა.
-რომ მეხებიან ყველა ნერვი მტკივდება.
-ბოდიში._დამნაშავე ბავშვივით ჩაღუნა თავი და ქვემოდან კატის თვალებით ამომხედა, თუმცა როგორ ამომხედავდა ჩემზე მაღალია.
-ამის მერე აღარ შემეხო და ბოდიშის მოხდა აღარ დაგჭირდება._ტკივილისგან კუთებდაჭიმულმა ვუთხარი და კაბინეტიდან გავედი. წელს ვინ ჩივის, მისი შეხებისას ჩემმა გულმა მიკრო ინფარქტი გადაიტანა. როგორც იქნა მოვსულიერდი, ახლა ლექსო მოვიდა. შემიკლავენ მე ეს ძმაკაცები ხელში. სავარძელში ჩავჯექი და მოსმენისთვის მოვემზადე.
-დღეს იმ გოგოს უნდა შევხვდე._გაცისკროვნებული სახით მითხრა.
-გეღირსა? რა კარგიაა._შვებით ამოვისუნთქე და სავარძელზე გადავწექი.
როგორც იქნა სახლში წასვლის დრო მოვიდა, გაბრიელთან ბოლოჯერ შევედი. მაგიდასთან იჯდა და ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა.
-კიდევ გჭირდება რამე?
-მიდიხარ?
-კი.
-შეგიძლია წახვიდე._ისეთი სახით მითხრა, რომ სულ გადამავიწყდა სახლში წასვლა.
-რამე პრობლემაა?
-ფინანსებში რაღაც რიგზე ვერაა.
-მაგას ხვალ მიხედე, ახლა კი სახლში წადი და დაისვენე. დღეს ძალიან დაიღალე ალბათ.
-შეფარული ირონია არ მომწონს._კოპები შეკრა და თავი ოდნავ გადახარა.
-კარგი. ადექი ეხლა და სახლში წადი.
-ოჰ ჩემზე ზრუნავ?
-რაღაც მსგავსი._გავუღიმე და ხელი მხარში ჩავავლე, რომ ამდგარიყო.
-აუ რამხელა ხარ._მასთან ჯაჯგურით დაღლილმა ვთქვი და მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი.
-ახოვანი, სიმპათიური, ლამაზი ღიმილით და შეუდარებელი სხეულით.
-მექალთანეობა დაამატე და ეგ ხარ. მხოლოდ ეგ თვისება მაკარგინებს შენზე კარგ შეხედულებას.
-როცა ვინმე შემიყვარდება ასეთი აღარ ვიქნები.
-იქნები და ჩათვალე, რომ შენს დაკრძალვაზე მომიწევს მოსვლა._სიცილით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
-მოიცადე._მისკენ მივბრუნდი, ფეხზე წამოდგა და ნელა მომიახლოვდა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და შემდეგ მთელი სიჩქარით ამუშავდა. ხელები ნელა წამოიღო ჩემი სახისკენ, ნაზად შემეხო და თვალებში ჩამაშტერდა. ცერა თითებით ლოყებზე მეფერებოდა, ეხლა სულს განვუტევებ.
-ჩაგეხუტები რა._ისეთი სახით მითხრა, რომ უარი ვერ ვუთხარი. ხელები ზურგზე მოვხვიე. გულწრფელად გაეღიმა, ხელები მხრებზე მომხვია და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. ახლა ისეთი თბილი და საყვარელია, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემი უფროსი მექალთანე გაბრიელია. ხელებს უფრო ძლიერად მხვევს და თავს ჩემს კისერში მალავს. სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და მის მკლავებში გავიტრუნე. კარის კაკუნი, რომ არა ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე. სწრაფად მოვშორდი და განზე გავდექი, ისიც გონს მოეგო და სავარძელში ჩაჯდა. კარი გაიღო და ოთახში დიზაინერი შემოვიდა. გაბრიელს აგდებული მზერით შევხედე, ჩემი ჩანთა ავიღე და კარისკენ წავედი.
-ნახვამდის._უკან მოუხედავად მოვშორდი იქაურობას. მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ მიმავალ გზას გავუყევი, პროდუქტებიც ვიყიდე და სახლში ავედი. უი ხო ბირჟავიკებიც გარეთ ისხდნენ და ისე მიყურებდნენ, რომ მათი ცემა მომინდა. ნიაც ავიყვანე სახლში და ნამცხვრის ცომის მომზადება დავიწყე. ჩემი პრინცესა მისაღებში იჯდა და თამაშობდა, თან მულტფილმი ჰქონდა ჩართული. ყველაზე მეტად ''ტომი და ჯერი'' და ''პატარა ბოსი'' მოსწონს. შეუძლია მილიონჯერ უყუროს, მეც ასეთი ვარ. ნამცხვარი მზადაა, სხვა სასუსნავებიც გავამზადე. ლოდინისგან დაღლილმა ნუცას ნომერი ავკრიფე.
-სად ჯანდაბაში ხართ ამდენ ხანს?
-სადარბაზოში ვარ, გარეთ ის ბიჭები არიან და მარტო არ გამოვალ.
-კაი მოიცა ეხლავე გიპოვი დამცველს._გავუთიშე და ბექას დავურეკე.
-გისმენ ქეთი.
-მოხვედი?
-კი შენს კორპუსთან ვარ.
-ჩემი მეგობარია მეორე კორპუსის კართან და ერთად ამოდით რა.
-ბიჭების გამო?
-რა ჭკვიანი ხარ. მოიცა ვეტყცი, რომ გამოვიდეს და.
ნუცას მივწერე, რომ გარეთ ბექა ელოდებოდა და 5 წუთში უკვე ჩემთან იყვნენ. ბექამ წითელი ღვინო და შოკოლადები მოიტანა, ლოყაზე მაკოცა და ნიას მიუჯდა.
-შენ ხარ ნია?
-კი.
-ძალიან ლამაზი ხარ ნია.
-მადობა._ ლ-ს ჯერ ვერ ამბობს კარგად.
-შეიძლება გაკოცო?
-კი._ბექამ კალთაში ჩაისვა და ორივე ლოყა დაუკოცნა, ისეთი საყვარლები იყვნენ ამ მომენტში ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და გული ბედნიერებით მევსებოდა.
ცოტახანში ზურა და ნიკაც მოვიდნენ. ერთმანეთის დანახვაზე სახეები გაუნათდათ და გულთბილად მოეხვივნენ ერთმანეთს. შემდეგ ბექა ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
-ნეტავ იცოდე რა კარგი ხარ._ჩუმად მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
მისაღებში პატარა მაგიდას მივუსხედით. ნია ბექას ჩაუხტა კალთაში და თავის სათამაშოზე დაუწყო საყვარელი ტლიკინი. ბევრი ვილაპარაკეთ, ბავშვობის სასაცილო ამბები მოვყევით და ასე გავირთეთ თავი. ნიამ ნამცხვარი ჭამა თუ არაა ბექას მკლავებში მიეძინა. რატომ ხართ ხალხო ასეთი კარგები?
-მომიყვანე, მე დავაწვენ.
-იყოს, მე დავაწვენ._მითხრა და ფეხზე წამოდგა. ნიას ოთახში შევედით, საწოლში ფრთხილად ჩააწვინა და გვერდით გაიწია, რომ ტანსაცმელი გამეხადა პატარა თოჯინასთვის. საბანი გადავაფარე, შუბლზე ვაკოცე და ბექასთან ერთად ბავშვებთან დავბრუნდი. ზურამ ჭიქები ღვინით შეავსო და დივნის საზურგეს მიეყრდნო.
-აბა ყავა ვის გინდათ?
-მე._მითხრა ბექამ და გამიღიმა. ფეხზე ავდექი თუ არა კარზე ზარმა დარეკა, ბავშვებს გადავხედე, ისინი მე მიყურებდნენ.
-კარგით რა, ტყეში არ ვართ და დარწმუნებული ვარ არც ვინმე ნაჯახიანი დგას იქ._სიცილით ვუთხარი და კარის გასაღებად წავედი. კარი გამოვაღე და იქ დანახულმა სრულიად დამაკარგვინა საუბრის უნარი.



***
ვიცი დავაგვიანე არ მეჩხუბოთ :დ ესეც ახალი თავი <3 მიყვარხართ ყველა <3



№1  offline წევრი mendes98

ინტრიგაანოო :დდდ როგორ დამაინტრიგე წარმოდგენაა არ გაქ :დდ აიი უფრონძაალიან ველი შემდეგ თავსს და წარმაებებიი :დ

 


№2 სტუმარი Guest nuki

shemdegi tavi minda, dzalian miyvars qeti miuxedavad imisa rom gabrieli cudia mainc gabrieltan minda ogond advilad ar unda chauvardes mklavebshi gabriels cema ar awyenda

 


№3  offline წევრი nina.d.

mendes98
ინტრიგაანოო :დდდ როგორ დამაინტრიგე წარმოდგენაა არ გაქ :დდ აიი უფრონძაალიან ველი შემდეგ თავსს და წარმაებებიი :დ

მადლობა <3 ინტრიგანი ვარ, ვაღიარებ :დ შევეცდები მალე დავდო :დ

Guest nuki
shemdegi tavi minda, dzalian miyvars qeti miuxedavad imisa rom gabrieli cudia mainc gabrieltan minda ogond advilad ar unda chauvardes mklavebshi gabriels cema ar awyenda

გაბრიელი დაისჯება :დ ამას მე გპირდები :დ
--------------------
ნათია მწითური

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ჰააა? რა დროს გაწყვიტეე რააა ინტრიგანი ხარ ოოოო

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი რააა, რა ცოტა იყო. ისე ნელა ვკითხულობ, მეშინია მალე არ შემომეკითხოს. გაზარდე თავწბი გთხოოვ. ისედაც სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ.
უსაყვარლესი ისტორიაა და უმაგრესი გოგო ხაარ❤

 


№6 სტუმარი Guest bubu

ox gabriel mainc ver daaneba tavi meqaltaneobas, qeti amastan advilad ar unda modundes, qetis patara da dzalian sayvarelia

 


№7  offline წევრი nina.d.

Anuki96
ჰააა? რა დროს გაწყვიტეე რააა ინტრიგანი ხარ ოოოო

:D :D :D

Chikochiko
კარგი რააა, რა ცოტა იყო. ისე ნელა ვკითხულობ, მეშინია მალე არ შემომეკითხოს. გაზარდე თავწბი გთხოოვ. ისედაც სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ.
უსაყვარლესი ისტორიაა და უმაგრესი გოგო ხაარ❤

მადლობა <3 <3 :დ

Guest bubu
ox gabriel mainc ver daaneba tavi meqaltaneobas, qeti amastan advilad ar unda modundes, qetis patara da dzalian sayvarelia

პატარა ნიაკო
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent