მე არ დამისრულებია...(IV თავი)
ვუსმენდი მის ხმას და არ მჯეროდა, რომ ეს გაბრიელისგან წამოსული სითბო იყო. აღარ იყო ირონიული, უბრალოდ იმ წუთას გაბრიელი იყო, რომელსაც დაკვრა და სიმღერა სიამოვნებდა. ჩვენც მივედით და კოცონის გარშემო დაწყობილ სკამებზე დავსხედით. ლექსომ დამინახა თუ არა გვერდით მომისკუპდა. მიყურებდა გაშტერებული და თვალს არ მაშორებდა. -რა იყო?_მობეზრებულმა ვკითხე. -შენ და გაბრიელი. -რა მე და გაბრიელი?_მართლა ვერ მივხვდი და რა ვქნა. -რა უქენი? -ოო, პირდაპირ მითხარი რა გინდა!_გაბრაზებულმა ვუთხარი და თვალები დავუჭყიტე. -რაც შენ გაგიცნო იმის მერე სულ ასეთი კარგი და საყვარელია. -დამიჯერე აქ მარტო მე არ გავუცნივარ, ამიტომ მე ნურაფერს დამაბრალებ._თვალი ჩავუკარი და გავუღიმე. -აქამდე ასე არასდროს დაუკრავს, თან შენ გიყურებს. -ვაა მართლა? მიყუროს მერე._სიცილით ვუთხარი, არა და გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც. -რა გულქვა ხალხი ხართ რაა._გაბრაზებულმა თქვა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ნიკამ ლუდი მოიტანა, ბოთლი გამოვართვი და ცოტა მოვსვი. მართლაც მე მიყურებდა გაბრიელი, მე კი ხანდახან. ლექსო ასე, რომ ვთქვათ წამყვანი იყო. ჩემი სახელი, რომ თქვა გაშტერებულმა შევხედე. აი გიტარაც, რომ ჩემკენ წამოიღო ერთი სული მქონდა გავქცეულიყავი. ნიამ გადამარჩინა, ჩემი პატარა დაიკო. ზურას გამოექცა და კალთაში ჩამიხტა. -ქეთი, ძილი მინდა._მითხრა ბუტბუტით და თვალები მოისრისა. -კარგი ჩემო პატარავ, წამოდი და დავიძინოთ მე და შენ ხომ?_შუბლზე ვაკოცე და გულზე მივიხუტე. -ვაა მართლა? მიყუროს მერე._სიცილით ვუთხარი, არა და გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც. -რა გულქვა ხალხი ხართ რაა._გაბრაზებულმა თქვა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ნიკამ ლუდი მოიტანა, ბოთლი გამოვართვი და ცოტა მოვსვი. მართლაც მე მიყურებდა გაბრიელი, მე კი ხანდახან. ლექსო ასე, რომ ვთქვათ წამყვანი იყო. ჩემი სახელი, რომ თქვა გაშტერებულმა შევხედე. აი გიტარაც, რომ ჩემკენ წამოიღო ერთი სული მქონდა გავქცეულიყავი. ნიამ გადამარჩინა, ჩემი პატარა დაიკო. ზურას გამოექცა და კალთაში ჩამიხტა. -ქეთი, ძილი მინდა._მითხრა ბუტბუტით და თვალები მოისრისა. -კარგი ჩემო პატარავ, წამოდი და დავიძინოთ მე და შენ ხომ?_შუბლზე ვაკოცე და გულზე მივიხუტე. -ხო._ჩუმად მითხრა და თვალები დახუჭა. -არ გიმართლებს ლექსო._ჩემთან მოსულს ჩურჩულით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. ნია ოთახში წავიყვანე. კართან, რომ მივედი ბარათი ჩამივარდა. ფუ ამის, გავიფიქრე და აღება ვცადე მაგრამ ვერანაირად მოვახერხე. ისევ ბარათის აღებას ვცდილობდი უცხო ხმა, რომ მომესმა. -დაგეხმაროთ?_ბარათი აიღო და მომაწოდა. -მადლობა._კარი გავაღე და ოთახში შევედი. პატარა ქალბატონს ტანსაცმელი გამოვუცვალე და დავაწვინე. ისე საყვარლად ეძინა თვალს ვერ მოაშორებდი. მე სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე და დასაძინებლად მოვემზადე, მაგრამ ვინ გაცდის. კარი ხალათის ამარამ გავაღე, იქ კი ვისაც არ ველოდი ზუსტად ის დამხვდა. თქვენც მიხვდებით ვინ, გაბრიელი, რა თქმა უნდა. რამდენჯერმე აათვალიერა ჩემი სხეული, მზერა თვალებზე კი არა მკერდზე შეაჩერა. ხალათი შევისწორე, გაეცინა და თვალები შემომანათა. -რამე გინდოდა? -ყავა დავლიოთ. -მაგრამ დაძინებას ვაპირებდი. -ცოტახანი._ისე საყვარლად მითხრა, რომ უარი ვერ ვითხარი. -კარგი შემოდი._ოთახში შემოვიდა, სავარძელზე ჩამოჯდა და ისევ მე მომაშტერდა. ყავა შევუკვეთე და საწოლზე ჩამოვჯექი. -მე ჩავიცმევ და მოვალ._ჩემოდნიდან ტანსაცმელი ამოვიღე და სააბაზანოში შევიკეტე. თავი მოვიწესრიგე და გაბრიელთან დავბრუნდი. ყავაც მოიტანეს, მის პირდაპირ ჩავჯექი სავარძელში და მის ქცევას დავაკვირდი, თითქოს ნერვიულობდა. თითებს ვერ აჩერებდა. -მომეცი ხელი._გაკვირვებულმა შემომხედა. მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და თვალებში შევხედე. -რაზე ნერვიულობ? -ხვალ სამსახურში პირველი დღეა._მის პასუხზე გამეცინა და ხელი გავუშვი. -არ მჯერა, რომ შენ რამეზე ნერვიულობ. -არც მე._სიცილით მითხრა და ყავა მოსვა. -არაფერი არ არის სანერვიულო. მე იქ ვიქნები, ლექსოც და ეგ არის. -კაბინეტის გადაკეთება მინდა. -რატომ? -ყვითელი არ მიყვარს. -მაშინ მითხარი რა ფერი გიყვარს და ხვალიდანვე დაიწყებენ შეღებვას. -შენ ხვალ ინტერიერის დიზაინერი მიპოვე და მერე გადავწყვიტავ. -კარგი._მობილური ავიღე და ჩავიწერე, რომ არ დამვიწყებოდა. ყავა დავლიეთ, ცოტახანი ვისაუბრეთ და მორჩა, სულ ეს იყო. გავაცილე და დასაძინებლად დავწექი. *** გაბრიელი რას აკეთებდა ამ დროს? ყველანაირად ცდილობდა ქეთა დაეიგნორებინა, მაგრამ ეს სასტიკად არ გამოსდიოდა. ახლაც მისგან წამოსული ბარში იჯდა და ვისკის სვამდა, იმ ემოციების ჩასახშობად რაც ქეთას ნაზი კანის შეხებამ გამოიწვია. თვალწინ ედგა ხალათში გამოწყობილი, რომელიც ყველა კაცს ჭკუას დააკარგვინებდა. მისი თავშეკავებულობა კი საოცრება იყო, იცოდა რა და როდის უნდა ეთქვა. ბოლოს მაინც ჰორმონებმა სძლია და დილით უცხო ნომერში გაეღვიძა, უცხო გოგოსთან ერთად, რომელიც ისე ეტმასნებოდა შიშველ სხეულზე როგორც მახრჩობელა გველი მსხვერპლს. როგორც იქნა მოიშორა, ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და ნომრიდან გავიდა. კარი მიხურა თუ არა, რომელიღაც ნომრიდან ვიღაც გამოვიდა და ეს ვიღაც ქეთა იყო. ვერაფერი ვეღარ მოიმოქმედა, ქეთა სხვანაირი თვალებით უყურებდა. ყველაფერი გუშინდელი ქეთასი იყო თვალების გარდა, თუ უბრალოდ მას ეჩვენებოდა ასე? ნია და ქეთა მიუახლოვდნენ, საროჩკა შეისწორა და მათ გაუღიმა. -დილამშვიდობისა._პირველი მიესალმა და ისევ გაიღიმა. -დილამშვიდობისა._ქეთაც ჩვეულებრივად მიესალმა. -მიდიხართ? -კიი. დიზაინერს შევუთანხმდები და როცა სამსახურში მოხვალ მაშინ დავუნიშნავ შეხვედრას. -კარგი._ვეღარაფერი ვერ უთხრა. ეგონა ქეთა მაინც ეტყოდა რამეს, მაგრამ სულ ტყუილად. -კარგი, წავალთ ჩვენ. დროებით._დაემშვიდობა და უკან მოუხედავად გაუჩინარდა დერეფანში. *** რა უნდა მეკითხა?! ისედაც ხომ აშკარა იყო, რომ ველურული ღამე ჰქონდა. ყელზე ნაკბენები და პერანგზე წითელი ტუჩსაცხი. ისეთი სახით მიყურებდა, დარწმუნებული ვარ ვერც კი მიხვდა, რომ მისი ცოცხლად დაწვა მინდოდა. რაც შეიძლება სწრაფად გავეცალე და სასტუმროდან გავედი. ბავშვები ჩემ მანქანასთან იდგნენ და მე მელოდებოდნენ. -მოდიხართ?_ვკითხე და ჩემოდანი საბარგულში ჩავდე. -არა, საღამოს წამოვალთ ჩვენ. -კარგი მაშინ წავედით ჩვენ._ყველას ჩავეხუტე და წამოვედით ნიას გზაში ჩაეძინა. მოულოდნელად მოპირდაპირე მხრიდან ჩემ გზაზე მანქანა გადმოვიდა. წინ მიმავალმა მანქანამ გვერძე გადაუხვია და ხეს შეასკდა. მანქანა გზიდან გადავიყვანე და მათ დასახმარებლად გადავედი. მხოლოდ სამი ბიჭი იჯდა, უკან მჯდომს გონება ჰქონდა დაკარგული. სასწრაფოში დავრეკე იმის იმედით, რომ მალე მოვიდოდნენ. საჭესთან მჯდომი შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, პულსი გავუსინჯე და ნორმალური ჰქონდა. სახეზე მინის ნამსხვრევებმა ჭრილობები დაუტოვა და სისხლი მოსდიოდა, მეორეც იმავე მდგომარეობაში იყო. უკან მჯდომი ბიჭი ცოტა შეფხიზლდა, მასთან მივედი და ხელი თავზე დავადე. -მისმინე თავი არ გაამოძრაო, კაი? -კაი._ჩახლეჩილი ხმით მითხრა. -სასწრაფო მალე მოვა, არ ინერვიულო. -ბიჭები როგორ არიან? -პულსი ნორმალური აქვთ. ყველაფერი კარგად იქნება. საბედნიეროდ სასწრაფო მალე მოვიდა, სამივე გადმოიყვანეს მანქანიდან და საკაცეზე დააწვინეს. -რა გქვია? -ქეთა, ქეთა ბიბილური._ვუთხარი და ჩემი მანქანისკენ წავედი. ახლა ერთ-ერთმა პოლიციელმა დამიძახა, უკან მივბრუნდი. -შეგიძლიათ გვითხრათ რა მოხდა? -მოპირდაპირე მხრიდან ჩვენ გზაზე მანქანა გადმოვიდა, ამ ბიჭმა აარიდა მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა. -კარგით, გმადლობთ. შეგიძლიათ წახვიდეთ. ხელები მიკანკალებდა ნერვიულობისგან. მანქანას რაც შეიძლება ნელა ვატარებდი. ჩემ კორპუსთან, რომ მივედი ღრმად ამოვისუნთქე და მანქანიდან გადავედი, ნიაც გადავიყვანე და ბებოსთან ავიყვანე. სახლში ავედი, საბუთები ავიღე და სამსახურში წავედი. *** ჩემო ტკბილებო ძალიან მიყვარხართ <3 მაბედნიერებს თქვენი თბილი კომენტარების წაკითხვა. მეც გაგახარეთ ახალი თავით. იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.