მე მოვკალი ჩემი ,,ანგელოზი" (თავი 2)
-ბატონო იოანე, გთხოვთ, ნერვებს ნუ აჰყვებით და მშვიდად განაგრძეთ, მოყოლა მესმის, როგორ გიჭირთ მაგრამ გულში ამ ყველაფერს ვერ დამარხავთ, ხომ გესმით? -ჯობია თქვათ და ცოტა მაინც მოგეშვებათ, მენდეთ, შეგიძლიათ მითხრათ, ყველაფერი -მე მოგისმენთ! მთელი გულით მოგისმენთ და შევძლებ, თქვენი დარდი გავიზიარო! -მართალია მადლობა თქვენ ! ძალიან დამეხმარეთ! -პასუხი მესროლა, არაბულმა და ისევ ღრმა მოგონებებში გადაეშვა, თითქოს მის წინ 5 წლის წინანდელმა კადრებმა მოიყარეს, თავი. -თითქოს ლილე და ლაღი არაბული მის წინ გაცოცხლებულ, კადრებში ერთად იყვნენ, თავს ბედნიერად გრძნპბდნენ, არაბული კი ამ კადრებით ბედნიერი იყო უყურებდა და ტკბებოდა! თითქოს არ უნდოდა, ამ სივრცეს ამ კადრებს მოსწყვეტოდა, - მაგრამ მის თვალებში ზღვა ღელავდა! და ცრემლები მძივებივით ერთმანეთზე ასხმულნი გრძელ კვალს და მოუშუშებელ იარებს ტოვებდნენ, მის ბაგეებზე -არაბული გაჰყურებდა სივრცეს და თითქოს ამ სივრცეში იკარგებოდა, -იგი განაგრძობდა, მოყოლას მე კი გულმოდგინედ ვუსმენდი, -იმ ღამეს ლილე აღარ მინახავს, როდესაც უკან კლუბში დავბრუნდი, -სიმართლე გითხრათ თვალებით ვეძებდი, მას მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა! მინდოდა ის ანგელოზი დამენახა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე დამაფიქრა, -დამაფიქრა, ჩემს საქციელზე. მე მის უცოდველ, უმანკო და სუფთა, თვალებში ამოვიკითხე, თუ რა იყო ცხოვრება ნამდვილი ბედნიერება ის ნამდვილი ანგელოზი იყო! და მე ამ ანგელოზმა მომხიბლა! უფრო მეტიც თავი დამაკარგინა! -- -მაგრამ ამას არ ვაღიარებდი! -არ ვაღიარებდი, - იმიტომ რომ ამპარტავნობა რომელიც ბავშვობიდანვე ჩემი მეგობარი იყო არ მტოვებდა! - ახლა რომ ვფიქრობ ნერვები მეშლება! მაგრამ მაშინ ასეთი ვიყავი! - ამ სინანულით სავსე სიტყვებს გაფართოვებული თვალებით წარმოსთქვამდა, არაბული. -ჩემს კუთვნილ ადგილს და მეგობრებს ამაყად დავუბრუნდი, ბრაზს არ ვიმჩნევდი, თუმცა შემეძლო იმ წამს ყველაფერი რაც ხელთ მომხვდებოდა დამელეწა! ფიქრებში გართული ვიყავი როცა დათს აღფრთოვანებული ხმა ჩამესმა ყურში. -ვაუუუუუუ ჩვენი გმირიც მოსულა, ---- -წამოიყვირა, დათამ და მომიახლოვდა - რაო იო? ამაზრზენი ხმით ჩამჩურჩულა ყურში -მოგეწონა ის ნაშა? ამიტომ მოიქეცი გმირივით? ჰაჰაჰაჰააჰაჰა ალბად თავს მოაწონებ საწოლში ჩაიგორებ და მერე მიაგდებ არა? --- -ასეა კი ნამდვილად ასეა კარგად გიცნობ ბიჭოო! -ამ სიტყვებს დათა ირონიული სიცილის ფონზე წარმოსთქვამდა , -ვაღიარებ მისმა სიტყვებმა გამაცოფეს ცოტაც და ჭიქას რომელიც ჩემს ხელში იყო მოთავსებული ნამსხვრევებად ვაქცევდი! დათა კი აგრძელებდა, ლაპარაკს არ ჩერდებოდა! - და აი ნერვები, საბოლოოდ ვეღარ მოვთოკე ადგილიდან გაცოფებული წამოვვარდი, დათას ყელში ვწვდი და სახეში მთელი ძალით მოქნეული, მუშტი გავარტყი და ბოლოხმაზე ვუღრიალე გაჩუმდი შე ახვარო გეყოს! მითხარი არ მოკეტავ? აღარ გაჩუმდები? -ისტერიულად ვიმეორებდი, ამ სიტყვებს - ბიჭები იმ წამსვე მოვარდნენ და გაგვაშველეს, მე აღარც მიფიქრია კიდევ რამის გაკეთება უბრალოდ გაოგნებული ვიყავი ჩემს თავს ვერ ვცნობდი, - ნუთუ მისმა ერთმა ნახვამ ასე შემცვალა? საკუთარ თავს ვეკითხებოდი და თვალჩალურჯებულ დათას მივშტერებოდი, რომელსაც თავს ეხვეოდნენ და ეეკითხებოდნენ, ხომ კარგად ხარ დათა? -ჩემთან გიგი მოვიდა, გიგი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და მას ყოველთვის კარგად ესმოდა ჩემი ! -ბიჭო იოანე! შემომბღავლა გიგიმ - -ეს შენ იყავი? მანაც ის კითხვა გამიმეორა, რაც თავში მიტრიალებდა და პასუხს ვერ ვცემდი. ეს რატო გააკეთე? რა გჭირს? - -იოანე ვერ გცნობ სახეზე ფერი არ გადევს! -არ ვიცი გიგი იმ წამს რა დამემართა, - არ ვიცი ნერვები ვერ მოვთოკე გიგი ეს მე ნამდვილად არ ვყოფილვარ! - გიგი ხომ მიცნობ? - არა მართლა ვერ გცნობ! ადრე ალბათ ამ სიტყვებზე სიცილს დაიწყებდი, ახლა კი ასე მოულოდნელად გაბრაზდი? - გიგი სახლში უნდა წავიდე, ხვალ გნახავ! კარგი მაგრამ ასე არ გაგიშვებ, შეხედე საკუთარ თავს არ გავხარ! მე წაგიყვან, - იყოს შენ აქ დარჩი! -ნუ მეკამათები და მანქნის გასაღები მომეცი! -გიგის გასაღები მორჩილად გადავეცი ვიცოდი, რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა და მანქანაში ჩავჯექით, გზაში ფიქრები არ მასვენებდა - ნუთუ ეს მე ვიყავი? -ისევ ეს შეკითხვა და ისევ დუმილი! -არა ალბათ ალკოჰოლის ბრალია გავიფიქრე, გულში. -ნამდვილად ასეა ხომ მეთანხმები გიგი? -ეს სიტყვები კი ხმამაღლა წარმოვსთქვი და გიგის ინტერესით სავსე თვალები მივაშტერე, -გიგიმ გაფართოებული თვალები მომაგება - რააა ? -რა ხომ გიგი? იოანე არ ხარ კარგად გეუბნევი ! -მომღიმარი სახით მითხრა, გიგიმ -ჩემს დაცინვას გირჩევნია გზას უყურო, ღიმილითვე დავუბრუნე, პასუხი გიგის. -როგორც იქნა ეს უსასრულო გზაც დასრულდა და სახლში მივედით, -მე წავალ იოანე იცოდე კარგად გამოიძინე! და ხვალ ისევვ ისეთი დაგვიბრუნდი როგორიც იყავი! სიცილით მითხრა გიგიმ - ნუ მაიმუნობ ! მოიცა მძღოლს ვეტყვი და წაგიყვანს -არაა საჭირო ტაქსს გამოვიძახებ -- -ნუ სულელობ როგორ ფიქრობ ტაქსით გაგიშვებ? -კარგი ხოო რა ხარ ასეთი ჯიუტი! -გიგის დავემშვიდობე და სახლში შევედი , - როგორც ყოველთვის ქალბატონი თეა მომეგება, - იოანე შვილო მოხვედი? სად იყავი ამდენ ხანს ვინერვიულე, - მამაშენი ხომ იცი ადგილს ვერ პოულობდა -დაწყნარდით! ქალბატონო თეა სანერვიულო არაფერია მე ხომ დავბრუნდი! -ეს სიტყვები ვუთხარი და ჩავეხუტე, წესისამებრ. -ქალბატონი თეა ერთადსრთი ადამიანია ვინც დედაჩემთან ძალიან ახლოს იყო -იგი ჩვენთან მუშაობს და დედას სახლის საქმეებში ეხმარებოდა, -მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი თეა გვიწევდა ძიძობას მედა ჩემს დას იგი როგორც საკუთარი დედა ისე გვიყვარდა მედა ჩემს დას. -ლიკას სხინავს? -ლიკა ისე როგორ დაიძინებდა, თავისი საყვარელი ძამიკო რომ არ ენახა? -ლიკას ხმაც გაისმა კიბეებზე უცებ ჩამოირბინა და ჩამეხუტა, - სად იყავი? - კლუბში სად ვიქნებოდი სხვაგან? -კარგი რაა! ხომ დამპირდი რომ კინოში წავიდოდით? -მე დაგპირდი თუ შენ ბრძანე ასე რომ დღეს შენთან ერთად კინოში წამოვიდოდი? სიცილით ვუთხარი ლიკას . -ლიკას გაეცინა და მიპასუხა ცუდი ძამიკო ხარ! -მეწყინა მოღუშული თვალებით ვუთხარი ლიკას და შუბლზე ვაკოცე -კარგი ახლა წავალ ჩემს ოთახში ძალიან დაღლილი ვარ დავიძინებ! -კი გეტყობა დაღლილი და ამავდროულად საშინლად მთვრალიც ხარ ! მითხრა, ლიკამ -კარგი ვიძინებ მოკლე პასუხი დავუბრუნე და კიბეებისაკენ დავაპირე წასვლა კარგი მაგრამ მამას არ ნახავ? მთელი დღეა გელოდება , -მთელი დღეა მელოდება? ხოდა კიდევ მელოდოს! -იოანნე კარგი რა! -წავედი ვიძინებ ლიკა! ვუთხარი ლიკას და კიბეებს ავუყევი -ოთახში შესვლის თანავე საწოლზე მოწყვეტით დავეშვი - ისევ ,,ჩემს ანგელოზზე'' ფიქრებმა დამატყვევეს , -მე მაშინ არ ვიცოდი მისი სახელი ამიტომ ,,ჩემი ანგელოზი'' შევარქვი და ასე მოვიხსენიებდი, ჩემს გულში - მასზე ვფიქრობდი, და ჩემს თავს არ ვჰგავდი -თან ჩემს თავზე მეცინებოდა, ოხ იოანე ეს რა გჭირს? ასეთი სისულელე ჯერ არასდროს არ მოგსვლია რა პატარა ბავშვივით იქცევი, ოცნებობ გოგონაზე რომელიც სულ ერთხელ ნახე? მისი სახელიც კი არ იცი! - არა ეს მე არ ვარ! ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს და გრძნობების მოთოკვას ვცდილობდი, - ასე საკუთარ თავთან კამათში ჩამეძინა, როგორც იქნა! -გათენების თანავე ლიკამ ტრასიცია არ დაარღვია და ოთახში შემომეჭრა, - გაიღვიძე ძილის გუდა! - ეს სიტყვები ყურში ჩამესმა და თავში რაღაც ძლიერად მომხვდა ლოგინიდან წამოვვარდი და ლიკას თავისივე ნასროლი ბალიში უკან ვესროლე -ასე ხდებოდა, ყოველ დილას ჩვენთან ჩემი პატარა დაიკო რომელსაც ძალიან ვამსგავსებდი დედას უზომოდ მიყვარდა! ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც შეეძლო ჩემი გამხიარულება, -საათი რომელია ლიკა? - პირველი საათიაა რააა? ოფისშიი 10 უნდა ვყოფილიყავი -აბა რა გეგონა ძილისგუდავ გუშინ იისეთი მთვრალი იყავი ვერც კი გიცანი ! -აღარ დალიო ამდენი და სამსახურში თავის დროზე გამოცხადდები! -გეყოს მაიმუნობბა და მოდი ძამიკოსთან ლიკას სიცილით ვუთხარი და მოვუღუტუნე მაბედნიერებდა მისი კისკისი! -აქ რა ამბებია? ოთახში ქალბატონი თეა შემოგვეჭრა -როგორც ყოველთვის თეა პასუხი ლიკამ დაუბრუნა -ჩემი გოგო ლიკა რაო ხომ არ გჩაგრავს ვაჟბატონი? - კი მერევა დაღონებული სახით უპასუხა პატარა მსახიობმა - მე მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი პატარა გოგოს დაჩაგვრა ! -დამინდეთ საცოდავი სახით შევჰბღავლე ქალბატონ თეას -კარგით ეხლა ბავშვებო გვეყოს მაიმუნობა და ჩამოდით ისაუზმეთ -უსამართლობააა ქალბატონო თეა ლიკამ ბუტბუტი დაიწყო. -არრა არა მე ვერ ვისაუზმებბ, წამოვვარდი ლოგინიდან სამსახურში მაგვიანდება -კიარ გაგვიანდება, დაგაგვიანდა უკვე! -ნუ დამცინიი და ჩადი დროზე ისაუზმე ! -როგორც იქნა ქალბატონმა ლიკამ დატოვა ოთახი ჩემი მოუსვენარი დაიკო! - მეღიმებოდა მის საქციელზე -თან სწრაფად ვიცვამდი, ტანსაცმელს -როგორც იქნა მოვემზადე კიბეები უცბად ჩავირბინე - ლიკას დავემშვიდობე და უეცრად მამაჩემის ხმამ შემაფერხა იოანე ! -გისმენ -სამსახურში ახლა მიდიხარ? -როგორც ხედავ ! -დღეს ხომ თათბირი უნდა ყოფილიყო? შენ კიდევ ასე უპასუხისმგებლოდ იქცევი? -მე ხომ გენდე და აქციების ნახევარი შენ გადმოგეცი? - შენ კი ღამეებს ისევ კლუბებში ათენებ? და შემდეგ სამსახურში ასე გვიან მიდიხარ? -რას ვიზამთ ბატონო დიმიტრი მე თქვენი შვილი ვარ და შესაბამისად თქვენი გაზრდილი ! ასეთი თქვენ გამზარდეთ ასეთი უპასუხის მგებლო და უსინდისო ეს თქვენი ბრალია თქვენი! -ეს სიტყვები ვუთხარი მამაჩემს და სახლიდან გამოვვარდი მანქანაში ჩავჯექი და ოფისის გზას გავუყევი -ბრაზ მორეული შევედი, კომპანიაში -ბატონო იოანე სად იყავით აქამდე? -შენღა მაკლდი ლიზი! იქნებ ანგარიში უნდა ჩაგგაბარო? სად ვიყავი როგორ და რანაირად! -ნერვებს ვერ ვაკონტროლებდი და ჩემს მდივანს ვუყვიროდი. -შეშინებული თვალები შემომაცეცა ლიზიმ და მითხრა -არა უბრალოდ გკითხეთ თათბირი გადაიდო, თქვენი არყოფნის გამო. -არაუშავს მოკლე პასუხით შემოვიფარგლე და მოვშორდი ლიზის, -მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა -ვფიქრობდი მამაჩემზე და ძველი ჭრილობები მეხსნებოდა ძველი ტკივილი მახსენებდა თავს -ნერვებს ვეღარ ვიწყნარებდი, -საერთოდ ასეთი რთული ფსიქიკა მაქვს - ნერვები ადვილად მეშლება და არ შემეძლო ნერვების კონტროლი! - ეს მიღებული ფსიქიკური ტრამვის ბრალი იყო ალბათ -კი ნამდვილად გეტყობათ, რომ სუსტი ნერვების პატრონი ხართ! - თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება ვისურვებდი რომ მიამბოთ, თქვენი ფსიქიკური ტრამვის შესახებ, მოკრძალებული ტონით შევსთხოვე, არაბულს და თვალები მივაშტერე, მის ყოველ მანერას და სახის მინიკას მინდოდა, რომ დავკვირვებოდი! -რათქმაუნდა ეს ჩემთვის ძნელია მაგრამ შევძლებ! 18-ის ასაკში ვიქნებოდიი როდესაც დედაჩემის განწირული ყვირილის ხმა გავიგონე, მოღალატეე! მოღალატე! ის მამას ეჩხუბებოდა, -ისინი ერთმანეთს უყვიროდნენ -დედა მას გამუდმებით მოღალატეს ეხახდა -შემდეგ კი მამამ დედას გაარტყა რაც ვერ მოვითმინე, ნერვები ვერ მოვთოკე, ალბად იმ დროს ტვინში სისხლი ჩამექცა, - იმ დონემდე გავმწარდი, რომ მთელი ვიღრიალე დედაჩემს ხელი აღარ დააკარო მეთქი! - და პირვლად მამაჩემზე ხელი ავწიე - მუშტი მთელი ძალით მოვიქნიე და მამაჩემს სახეში გავარტყი, -დედაჩემი ტიროდა, და ჩემს გაჩერებას, ცდილობდა -მამა არ მოელოდა იმას რომ მე ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდი გაფართოვებული თვალებით მიყურებდა, - არ მოელოდა ჩემგან ამ საქციელს ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა -მეკი დედა მყავდა გულში ჩაკრული -დედაჩემს წრფელი გულით უყვარდა მამა მაგრამ მამას როგორც ჩანს მისი სიყვარული არაფრად მიაჩნდა -და დედას სხვა ქალის ამჯობინა -რათქმაუნდა ის ხომ თვით დიმიტრი არაბული იყო! - მას ყველაფერი შეეძლო, რასაც მოისურვებდა ის უნდა გაეკეთებინა! -და ამ მომენტშიც ასე მოიქცა -მან ამჯობინა იმ ქალის სიყვარული რომელსაც მხოლოდ მამაჩემის ფული და სიმდიდრე აინტერესებდა -და არა მისი სიყვარული - მაგრამ მამაჩემი იმდენად იყო დაბრმავებული ამ სიყვარულით რომ ვერ ხვდებოდა ამ ყოველივეს! -ყოველდღე ერთი და იგივე ხდებოდა, - ყოველდღე ვხედავდი დედაჩემის ტანჯვას, მისი ამ მდგომარეობაში დანახვა მიჭირდა, ის ყოველთვის ამაყ ქალად მიმაჩნდა! - მაგრამ იმ დროს სულ ავადმყოფობდა, დარდისგან დაასუსტებული და ღონე მიხდილი იწვა, ლოგინში - აღარაფრის თავი არ ჰქონდა, -არადა მე სულ მხიარული და მომღიმარი მახსოვდა დედაჩემი! -რა უცნაურია არა ცხოვრება? -კითხვით მომმართა არაბულმა და ზღვისფერი თვალები მომაშტერა, -მის კითხვაში ამოვიცანი რიტორიკა, - საუბარი ისევ არაბულმა განაგრძო , - ერთ წამს ბედნიერი ხარ -მაგრამ მეორე წამს თავს რა უბედურება დაგატყდება, არ იცი! -მე სულ დედასთან ვიყავი ლიკა მაშინ პატარა იყო არ მინდოდა მას დედა ასეთ მდგომარეობაში ენახა და ასეთი დამახსოვრებოდა! მთელი ცხოვრების მანძილზე! -დედას სურვილიც სწორედ ასეთი იყო, - ერთ დღესაც დედა ძალიან ცუდად გახდა, მასთან მისი ექიმი იყო მოსული -ყოველთვის როდესაც დედასთან ექიმი მოდიოდა, ის არ მიშვებდა ოთახში -ამიტომ ამ დღეს ჩუმად მოვუსმინე, თუ რას ეუბნევოდა ექიმი -და მე იმ დღეს ძალიან მეტკინა -მეტკინა ის ფაქტი რომ გავიგე დედას დიაგნოზი გავნადგურდი -აი თურმე რა სტანჯავდა დედას ასე! - დედას კიბო ჰქონია 4 სტადია ექიმმა უთხრა რომ რამდენიმე თვეღა დარჩა და გარდაიცვლებოდა. -იმ წამს თავში ყველა კითხვამ ერთ დროულად მოიყარა თავი გავცოფდი, გავნადგურდიი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი -მამას ოფისში მივვარდი, მასთან უეცრად შევიჭერი კაბინეტში და ბოლოხმაზე ვღრიალებდი ეს შენი ბრალია !ამას არასდროს არ გაპატიებ! შენი ბრალია დედა რომ ასე ცუდადაა! - მამა მაწყნარებდა დაამშვიდდი შმილო! რა მოხდა ? მითხარი! -იოანე ! მიღრიალა -რა მოხდა? კიდევ მე მეკითხები რა მოხდა? - მძულხარ! -მეზიზღები ! - შენ დედაჩემის მკვლელი ხარ! იოანე სისულელეებს ნუ როშავ და მითხარი რა მოხდა! -დედაშენს რა სჭირს? -დედას კიბო აქვს ის რამდენიმე თვეში გარდაიცვლება და ეს შენი ბრალია! -ნამდვილი მონსტრი ხარ! მძულხარ! მრცხვენია შენი შვილი რომ ვარ! ნერვიულად წარმოვსთქვამდი ერთიდა იმავეს, გაჩერება არ შემეძლო ! -რააა ? რეებს როშავ იოანე ! დამშვიდდი! -თავი დამანებე ხელი არ მახლო! -ლიკა რომ არა გეფიცები ჩემი ხელით გაგანადგურებდი! ეს სიტყვები ვუთხარი თუ არა -სახეში მისი მუშტი ძლიერად მომხვდა, შეშლილი თვალებით მომაშტერდა და მიღრიალა -პატარა ლაწირაკო რამდენს მიბედავ? -შენ არ ხარ მამაჩემი და არც არასდროს არ იქნები მძულხარ! ვუთხარი და მისი კაბინეტიდან გამოვვარდი, -ლიკას არ მინდოდა ეს ყველაფერი გაეგო თუმცა არ შემეძლო იმ სახლში გაჩერება! ლიკას კი უყვარდა თავისი სახლი! სადაც იზრდებოდა - ამიტომ მისგამო არ შემეძლო დამეტოვებინა დიმიტრი არაბულის სახლი! -სახლში მისვლის თანავე დედა მოვინახულე მან მითხრა: -იოანე შვილო მე რომ აღარ ვიყო ლიკას ხომ მიხედავ? -დედა რატომ ამბობ ასეთ რამეს? მე და ლიკას გვჭირდები დედა! არ დაგვტოვო ისტერიული ტირილი ამივარდა, -დამშვიდდი ჩემო ბიჭო მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები არ დაგტოვებთ! დედას მთელი ძალით ჩავეხუტე და ასე ჩამეძინა მასთან. -ყოველ დილით ლიკა მე დამყავდა სკოლაში ვცდილობდი დიმიტრი არაბულის სიახლოვეს არ მიმეკარებინა ჩემი დაიკო! -რომელიც დედამ ჩამაბარა! -ასე გავიდა რამოდენიმე თვე -ერთ დღესაც ქალბატონ თეას განწირული ყვირილი მაღვიძებს, -იგი ყვიროდა ქალბატონო ეკა! ქალბატონო ეკა! - თვქლები გაახილეთ! - არ დაგვტოვოთ! -ამ ხმის გაგონებაზე მთელი ინერციით წამოვხტი ლოგინიდან და ეგრევე დადას ოთახისკენ გავიქეცი -თავი სიზმარში მეგონა! - მივრბოდი მთელი სისწრაფით და თითქოს მთელი სამყარო ფეხთით მეცლებოდა, ძალა მელეოდა -სადაცაა მუხლები მომეცელებოდა -და დედას ლოგინთან ჩავიკეცე დედაააა მხოლოდ ეს სიტყვა აღმომხდა და მთელი ძალით ჩავეხუტე მას -მისი სხეული ჯერაც თბილი იყო ვტიროდი გაუჩერებლად -ვღრიალებდ დედააა დდდიკოო! ნუ დამტოვებ მარტო! -სიტუაციიდან ლიკას ხმამ გამომარკვია მაშინ მივხვდი რომ ეს სიზმარი არ ყოფილა -იო რა მოხდა რა გატირებს ძამიკო? დდდას რა სჭირს სევდა შერეული ხმით მითხრა ლიკამ -მისი ხმის გაგონებამ საბოლოოდ გამანადგურა გულში ჩავიკარი პატარა დაიკო და სიტყვები ძლივსღა წარმოვსთქვი ლიკა დედა წავიდა! ის ზეცაშია! და იქიდან დაგვაკვირდება! ვიგრძენი პატარა დაიკოს გული როგორ აუჩქარდა ამ სიტყვების გაგონებაზე -იო დედა მოკვდა? მითხრა დაღონებული სევდა მორეული ხმით -ის არ მომკვდარა გარდაიცვალა! უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა ! იგი ზეცაშია ხომ გესმის პატარავ? - გულში უფროდა უფრო ძლიერად ჩავიკარი! - მისი პატარა გული კი ფეთქავდა, -თითქოს გაქცევა სურდა! -თითქოს არ უნდოდა ამ პასუხის მგებლობას პირისპირ შეხვედროდა! - მისი გული ბღაოდა! - მისი პატარა გული ყვიროდა გამიშვით! - მე დედასთან მინდა! - გამიშვით მე ვერ ვიცხოვრებ დედის გარეშე! - მეხომ აქამდე არ გამომიცდია უმისობა? - ახლა რა ვქნა? -მიჭირდა მაგრამ ეს ყოველივე უნდა გადამეტანა და ძლიერად დავმდგარიყავი ფეხზე მხოლოდ ლიკას გამო! -ასე ჩაიარა იმ საშინელმა დღეებმა - უფრო და უფრო მეტად მიჭირდა დიმიტრი არაბულის დანახვა! -მიჭირდა და მაღიზიანებდა ის რომ ასეთი ბედნიერი იყო თავის ბო* საყვარელთან ერთად! -დედაჩემი კი აღარ იყო -ისინი ტკბებოდნენ ცხოვრებით თავს ბედნიერად გრძნობდნენ როდესაც დედა საფლავში განისვენებდა, -მხოლოდ ლიკა მაკავებდა თორემ რას მოვიმოქმედებდი არ ვიცოდი -როგორც იყო ასე წამებაში გავიდა წლებიც -ამ დღეების თვეების, განმავლობაში დამჭირდა არაერთი ფსიქოლოგი ნერვები ძალიან ადვილად მეშლებოდა ყველაზე და ყველაფერზე! -ქალბატონი თეა ძალიან მეხმარებოდა ამ ტკივილის დავიწყებაში მადლობელი ვარ მისი -ასევე მან მირჩია ფსიქოლოგიც, -როგორც იყო გადავიტანე ეს ტკივილიც! -ალბად ეს ტკივილი და ფსიქიკური ტრამვა განაპირობებს ჩემი ნერვების ცუდ მდგომარეობას, -ამიტომაა რომ არ შემიძლია ნერვების კონტროლი -მესმის ბევრი მინახავს მსგავსი ტრამვით ბატონო იოანე! - ვხვდები რა ძნელიცაა ეს ყოველივე - დედა მეც გარდამეცვალა მაგრამ თქვენი ტკივილი და თქვენი ისტორია რადიკალურად განსხვავდება ჩემი ამბისაგან! -ზღვისფერი თვალები მიყურებდნენ ინტერესით და ცრემლები ერთმანეთზე მიყოლებით გადმოსცდებოდნენ, მის გუგებს -ასველებდნებ, მის გრძელ ლამაზ წამწამებს -მისი ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდებოდა -მისი სევდა, ტკივილი და ტრამვა დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე -ეს ადამიანი თავის გულში იმხელა დარდს და ტკივილს უყრის თავს, რომ მიკვირს! მიკვირს ასეთი ძლიერი როგორაა? -მისი ტკივილი იმხელააა, რომ ალბად რამოდენიმე ადამიანს ეყოფოდა ერთად! - მაგრამ არაბული ერთია! და ის ამ ტკივილს მარტო უმკლავდება! -ვუყურებდი არაბულს და თვალები ცრემლით მევსებოდა - მეც მასთან ერთად მტკიოდა -შეუძლებელი იყო მისთვის შეგეხედა და სევდა არ მოგწოლოდა! -მისი ტრაგიკული ისტორია მოგესმინა და შენდა უნებურად არ აგტირებოდა ! -რაც უფრო შორს მიდიოდა არაბული და მის ტკივილს მიზიარებდა მის თვალებში ზღვა უფროდა უფრო ღელავდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.