შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

with(out) you (VIII თავი)


23-08-2017, 21:12
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 125

ლინდა უკან გაიწია და მამაკაცი სახლში შეატარა.
-სად ჯანდაბაში წახვედი? აქ რა გინდა?
-შენ თვითონ რა გინდა აქ? რატომ მოხვედი?
-იმიტომ რომ სახლში წაგიყვანო.
-ის ჩემი სახლი არ არის.
-მართალია, შენი სახლი არ არის და არც არასდროს იქნება, მაგრამ მე დაგპირდი, რომ ჩემგან ვერასდროს განთავისუფლდებოდი და ასეც იქნება.
-საიდან მომაგენი?
-რა მიხვედრა უნდოდა რომ აქ იქნებოდი. მოვდივარ სახლში დაღლილი, მგონია ჩემი ცოლუკა მომემსახურება. - ირონიულად იღიმის. - თურმე სად ვარ. მოუსწრია ქალბატონს გაქცევა და სხვაგან სად წახვიდოდი.
-აქამდე რატომ არ მოხვედი?
მამაკაცმა გაკვირვებულმა შეხედა. - რას ნიშნავს აქამდე?
-არ შეგიმჩნევია არა? - ისტერიული სიცილი აუტყდა ქალს. - ორი დღეა სახლიდან წამოვედი. მაშინვე, რაც შენი ოჯახის თვალწინ ვიჩხუბეთ. ბარგი ჩავალაგე და სულ რაღაც ნახევარ საათში წამოვედი. თითქმის ორი დღეა აქ ვარ და ჩემი არ ყოფნა მხოლოდ ახლა შეამჩნიე. არც კი გიკითხავს სახლში აქამდე ჩემი ცოლი სად წავიდაო, რა თქმა უნდა იმათაც სიტყვა არ დასცდენიათ - გაფითრებული საუბრობდა გოგონა. მამაკაცსაც უცებ შეეცვალა გამომეტყველება. - შეიძლება ისე მოვკვდე ესეც ვერ შეამჩნიო. - ჩურჩულით ჩაილაპარაკა გოგონამ და იქვე სავარძელზე მძიმედ ჩამოჯდა. მამაკაცი კარგა ხანს უყურებდა შემდეგ კი კარისკენ შებრუნდა და გასვლის წინ მხოლოდ ეს სიტყვები მიაძახა:
-თხუთმეტ წუთში მზად იყავი. იმედია ბარგი ბოლომდე არ ამოგილაგებია. ქვემოთ მერაბი დაგხვდება და წამოგიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მომიწევს ამის ძალით გაკეთება.
ნახევარ საათში ლინდა მანქანაში იჯდა, თრნიკეს გვერდით. მამაკაცისკენ ერთხელაც კი არ გაუხედავს. რას გრძნობდა? საშინელ ტკივილს, დამცირებას, წყენას და იმედგაცრუებას. თიკას გარდა თორნიკე ერთადერთი ადამიანი იყო ამ ქვეყნად, ვისაც გულწრფელად უყვარდა. ყოველთვის გრძნობდა ამას, თუმცა არ აღიარებდა. ეშინოდა, რადგან შემდეგ სინდისის გრძნობა გაიღვიძებდა და იმასაც აღიარებდა რომ არარაობა იყო და თორნიკეს უსამართლოდ ექცეოდა. ცდილობდა მამაკაცი ყოველთვის დაემცირებინა, თუნდაც მხოლოდ საკუთარი მეგობრის თვალში, რათა ამის შემდეგ თავის გამართლების მორალური უფლება ჰქონოდა, მაგრამ მისი ქმედებები კარგა ხანია გასცდა მორალის ფარგლებს. გაანადგურა ყველა ძირითადი პრინციპი და ფასეულობა, რაზეც ადამიანი უნდა იზრდებოდეს, მისი სინდისისგან აღარაფერი დატოვა.
მანქანიდან უხმოდ გადმოვიდა და ისევ თავის ოთახში შეიკეტა. საშინელ დაღლილობას გრძნობდა, არა მარტო ფიზიკურს, არამედ სულიერსაც. საწოლზე მოიკუნტა და ძილის სამყაროში გადაეშვა.

ბარის ნაკლებად განათებულ კუთხეში ორი მამაკაცი იჯდა, საუბრობდა და დროდადრო ვისკისაც წრუპავდა.
-რატომ დააბრუნე?
-არ ვიცი.
-მე ვიცი, ისევ გიყვარს.
-არ მიყვარს მეზიზღება.
-არა, გიყვარს და არ გინდა შენგან შორს იყოს. გეშინია რომ ვეღარასოდეს ნახავ და ამიტომ რაღაც ყურით მოთრეული შურისძიების თემით ცდილობ გადაფარო, თუ რატომ აიძულებ შენს გვერდით ყოფნას. უკვე იმდენად დაგიმორჩილა რომ უმისოდ ერთ დღესაც ვერ ძლებ.
-ასე არ არის! - ხმა აიმაღლა მამაკაცმა.
-არის თორნიკე, არის. ჩემს თავზე უკეთ გიცნობ, შენზე გამოცდილიც ვარ, ამიტომ ყველაფერს ვხვდები. დაგღუპავს ეგ გოგო! იცოდე საბოლოოდ გაგანადგურებს! შენ ბევრად უკეთესს იმსახურებ.
-მაგალითან ეკას? - გაეცინა თორნიკეს.
-თუნდაც ეკას. რას უწუნებ მშვენიერი გოგოა. და მგონი შენს მიმართ გულგრილი არ არის.
-სწორედ მაგას ვუწუნებ! გგონია ვერ ვხვდები რომ ვუყვარვარ? მე კი არ შემიძლია იგივე გრძნობით ვუპასუხო. ეკასთან თუ ვიქნები ვიცი ვერ შევიყვარებ და ამით გავანადგურებ. ეკა კი ამას არ იმსახურებს. ის ჩემზე ბევრად უკეთესის ღირსია...
-შენი ნებაა ძმაო. მე კი მხოლოდ ის შემიძლია გირჩიო, რომ ლინდას სასწრაფოდ გაეყარო. -დავითი წამოდგა და მეგობარს მხარზე ხელი გამამხნევებლად დაჰკრა, შემდეგ კი ბარიდან გავიდა.
გაეყაროს? არა, ამას ვერასდროს შეძლებს. ლინდა არ ემეტება არავისთვის. მხოლოდ მას შეუძლია ხედავდეს ყოველდღე, მხოლოდ ის უნდა ეხებოდეს, მხოლოდ მას უნდა ჰქონდეს გოგონას თუნდაც ტანჯვის უფლება, მხოლოდ მას უნდა ჰქონდეს ლინდას ქმრის სტატუსი და ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. თორნიკემ მიმტანი მოიხმო და ანგარიში მოითხოვა. ბარი მალევე დატოვა.

თვეები ერთმანეთს სწრაფად მისდევდნენ. გაზაფხული აშკარად დაეტყო ლინდას ფანჯრის წინ გადაშლილ უზარმაზარ ბაღს. კვირტები ნელ-ნელა იშლებოდნენ და საამო სურნელს აფრქვევდნენ ირგვლივ. გარემო მწვანით იმოსებოდა, ახალ სიცოცხლეს იძენდა, ლინდა კი ისევ ძველს მისტიროდა. ყოველი მომდევნო დღე აუტანელი ხდებოდა ამ სახლში. გარშემომყოფებისგან მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს გრძნობდა. გამონაკლისი მხოლოდ თამუნა და პატარა ნიაკო იყო. ბოლო პეროიდში ძლიერი სიცხეები დაიჭირა, ამიტომ ნიას გარეთ სათამაშოდ ხშირად უშვებდნენ. სახლის უკან მდებარე საკმაოდ დიდი აუზიც კი აავსეს. ნია კი მასში ჩასვლა, მხოლოდ უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ შეეძლო.
ჩვეული თბილი საღამო იყო. ლინდა ბაღში იჯდა და თან თაკოს ესაუბრებოდა. ახალ ამბებს უყვებოდა და თან წუწუნებდა. მოულოდნელად ხმაურისა და წყლის ჩქაფუნის ხმა მოესმა. მეგობარს უთხრა რომ მოგვიანებით დაურეკავდა. სკამიდან წამოდგა და აუზის მიმართულებით გაეშურა. ის იყო კედელს გასცდა და აუზიც გამოჩნდა, რომ შოკირებულმა მაშინვე ნიას სახელი დაიყვირა და აუზისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. სახლიდან ჩუმად გამოპარული, ვარდისფერ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ლინდა, თავის თევზის ფორმის კამერასთან ერთად აუზში ჩასულა. მოულოდნელად კი კამერა ხელიდან გამოეცალა და ჩაძირვა დაიწყო. ბევრი ფართხალისა და წყლის ყლაპვის შემდეგ ძალა გამოეცალა და ბრძოლაც შეწყვიტა. უკვე ფსკერისკენ მიდიოდა, როდესაც რაღაც ტალღები მოხვდა მის სხეულს, შემდეგ კი წელზე მოხვეულმა ხელმა პატარა სხეული ზემოთ აქაჩა და ჰაერით სუნთქვის საშუალება მისცა. ლინდამ გოგონასთან ერთად, როგორც იქნა მიაღწია აუზის კუთხემდე და ნელა ამოლასლასდა.
-ნიაკო კარგად, ხარ? - ეფერებოდა და შეშინებული იხუტებდა გოგონას, რომელიც მთელი მისი ბავშვური ძალით ახველებდა და ცდილობდა ნაყლაპი წყალი ამოეღო.
მოულოდნელად ორივეს თორნიკეს ხმა შემოესმათ, რომელიც ნიას სახელს ყვიროდა. თავი რომ მიაბრუნეს თორნიკე მათკენ შეშლილი სახით მორბოდა. ლინდას სწრაფად გამოსტაცა გოგონას ხელიდან და ჩაიხუტა. ხელებაკანკალებული ძლიერად ეხვეოდა პატარას და ვერც კი ამჩნევდა როგორ უჭერდა მკლავებს. ბოლოს ისევ გოგონამ ამოისლუკუნა, თორნიკე ბიძია მეტკინაო. მამაკაცმა ელდანაკრავივით მოაშორა ხელები და გოგონას დაკვირვებით შეხედა.
-ნიაკო რა მოგივიდა? რატომ ტიროდი? მითხარი ვინმემ რამე გაწყენინა თუ დაგიშავა? - ამ სიტყვებზე კი ეჭვნარევი მზერით და წარბშეკრულმა ლინდას გახედა. თან ეს ყველაფერი ზიზღნარევი ხმით გამოსცრა. გოგონა შეცბა, სახეზე ფერები გადაუვიდა და წყენა და ბრაზი ერთიანად ჩარღვარა სხეულში. სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე და სახლისკენ გავარდა. მამაკაცმა თვალი გააყოლა, შემდეგ კი ისევ ნიაკოს მიუბრუნდა.
-ჩემი კამერა დავკარგე აუზში როცა ვიყავი და ვიძირებოდი... მერე ლინდამ გადამარჩინა.
-მართლა საყვარელო? არაფერს მატყუებ?
-რატო უნდა გატყუებდე? - გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები გოგონამ.
-კარგი, წამოდი ნია, სახლში შევიდეთ. მამაკამა უცებ აიტაცა ხელში გოგონა და სახლისკენ გაემართა.
-ბებო ან დედიკო სად იყვნენ ამ დროს?
-არ ჩანდნენ და ჩემით წამოვედი.
-ასე აღარასოდეს მოიქცე კარგი? აუზში სხვისი მეთვალყურეობის გარეშე არ ჩახვიდე.
-კარგი ამოიბურტყუნა გოგონამ და თორნიკეს მკლავები კისერზე შემოაჭდო.
-სალომეე! - დაიგრგვინა სახლში შესულმა თორნიკემ. - სალომე! დედა!
ამასობაში ნანა შეშინებული სახით გამოვარდა სამზარეულოდან, ხოლო მეორე წამს კი სალომე გამოჩნდა კიბეებზე ჩამომავალი.
-რა მოხდა? შვილო რატომ ყვირი ასე? - იკითხა შეშინებული ხმით ნანამ.
-მე მეკითხებით რა მოხდა? სახლში თქვენ ხართ და ვერ ამჩნევთ ბავშვი გარეთ როგორ მიიპარება და აუზში ჩადი, შემდეგ კი ლამის იხრჩობა და მე მეკითხებით რა მოხდა?
-ჩემი სიკვდილი. -სახეში ცელები შემოირტყა ქალმა.
-და შენ კიდე ქალბატონო. გირჩევნია შენს შვილს მიხედო, თორემ ნიას რამე რომ დაემართოს, ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს! - ამოიყვირა გაღიზიანებულმა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა ოთახში შეკრებილთ. ნანა ბავშვს მაშინვე მივარდა და გულში ძლიერად ჩაიხუტა. სალომეც მაშინვე მივიდა ნიასთან და ათასი კითხვით აავსო. მალე ვითარება შედარებით ჩაწყნარდა სახლში. ამჯერად ნია ძლიერი კონტროლის ქვეშ იყო ოჯახის ყველა წევრის მხრიდან.
-ნიაკო სად მიდიხარ?
-ლინდასთან.
-იქ რა გინდა? - ჰკითხა გაღიზიანებულმა სალომემ.
-მინდა. - ამოიბუზღუნა გოგონამ.
-კარგი. - ამოიოხრა სალომემ. - დიდხანს არ დაიკარგო.
ნიაკოც ხტუნვის თანხლებით გაემართა და ლინდას კარი უნებართვოდ შეაღო. გოგონას რა თქმა უნდა სველი ტანისამოსი კარგა ხანია გაეხადა. აუზში ჭყუმპალაობის კვალი კი მხოლოდ ოდნავ სველ თავზე ეტყობოდა.
-ნიაკო როგორ ხარ? - ჰკითხა გოგონამ და პატარაც საწოლზე გვერდით მიისვა.
-კარგად, შენ?
-მეც კარგად. არ გელოდი პატარა ალქაჯო. - სევდიანად გაუღიმა გოგონამ.
-მე მადლობა უნდა გითხრა.
-რატომ? თორნიკემ დაგავალა?
-არა. ბაღში მასწავლეს, როცა ვინმე დაგეხმარება მადლობა უნდა გადაუხადოო. დღეს კიდე შენ დამეხმარე და გადამარჩინე.
-რას ამბობ საყვარელო, რისი მადლობა. - ნაძალადევად გაუღიმა გოგონამ.
-შეიძლბა ჩაგეხუტო?
ლინდა დაიბნა, თუმცა თანხმობის ნიშნად თავი მაინც დაუქნია და გოგონაც ძიერად მოეხვია.
არასდროს უყვარდა ბავშვები. ყოველთვის ეჯავრებოდა მათთან ურთიერთობა. თუმცა ამჯერად მსგავსი გრძნობა არ დაუფლებია. მოულოდნელად კარი გაიღო და თორნიკე გამოჩნდა. ეჭვნარევი მზერა მიაპყრო გოგონებს.
-ნიაკო წავედით.
გოგონაც სწრაფად მოშრდა ლინდას და ბიძამისისკენ გაიქცა. მამაკაცმა კიდევ ერთი მტრული მზერა ესროლა ლინდას და კარი მიხურა. გოგონას სუნთქვა შეეკრა. დაეფიცება, რომ ასე ძლიერ ტირილი არასდროს მოსდომებია, არადა ერთი ცრემლიც კი ვერ გადმოაგდო. სამაგიეროდ უხილავი მარწუხები ძლიერად უჭერდა გულზე და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძევდა. იმედსაც ნელ-ნელა ჰკარგავდა.

დროდადრო იგებდა ამბებს ეკასა და თორნიკეს შესახებ. ჟურნალისტები ხან სად დააფიქსირებდნენ ერთად, ხან სად. ლინდას ყველა კითხვას კი ამ საკითხთან დაკავშირებით თორნიკე უპასუხოდ ტოვებდა. თითქოს გოგონას ვერც ამჩნევდა. ლინდა უმეტეს დროს სახლში ატარებდა. იშვიათად თუ გავიდოდა გარეთ ისიც თიკას სანახავად. ბევრჯერ უფიქრია აქედან წასვლაზე, მაგრამ რაღაც ფაქტორი აკავებდა. ვერ ხვდებოდა რა აჯაჭვებდა ამ ადგილს ასე ძალიან. თითქოს სადღაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი რომ თორნიკე აპატიებდა. სადღაც მის გონებას ჯერ კიდევ სჯეროდა ამ ფაქტის. თანდათან ეჭვიანობის ტალღაც ეპარებოდა. ვერ გაიგო თუ რატომ ჰქონდა ასეთი მწვავე რეაქცია ეკასთან ყოველ შეხვედრაზე, როცა თორნიკეს ოფიციალური ცოლი ისევ ის იყო? იქნებ მხოლოდ თავმოყვარეობა არ იყო? იქნებ თრნიკეს დაკარგვა არ უნდოდა, რადგან მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა? ამის გააზრებაზე კი საკუთარ თავზე ეცინებოდა. როგორ შეიძლება ლინდას თორნიკე შეუყვარდეს, როდესაც სულ რამოდენიმე თვის წინ მისი ოჯახის მსგავსად ეზიზღებოდა. როდესაც ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში, თუნდაც სიტყვიერად და თუნდაც მხოლოდ საკუთარი მეგობრის თანდასწრებით ამცირებდა. საკუთარი აზრები რაღაც ბოდვად მიაჩნდა და სერიოზულად არ იღებდა ამ ყველაფერს.

მაისის ბოლო დღეები იყო. ლინდა აუზის წინ შეზლონგზე წამოწოლილიყო და თან მზეზე ირუჯებოდა. ახლა მაინც არ იყო თორნიკე სახლში და შეეძლო თავისუფლად მოქცეულიყო. ოჯახის სხვა წევრების სიტყვებს კი აინუშიაც არ აგდებდა. ის იყო მეორე გვერდზე გადაბრუნდა, როდესაც მზეზე ჩრდილი ჩამოეფარა. გოგონამ უკმაყოფილო სახით მიაბრუნა თავი და თავზე დამდგარ დათოს გახედა. სწრაფად წამოდგა შეზლონგიდან და იქვე დაგდებული შარფი წელზე მოიხვია.
-გამარჯობა დათო. დიდი ხანია არ შევხვედრივართ. როგორ ხარ?
-როგორც მახსოვს შენთვის ბოლოს ბატონი დავითი ვიყავი. -ამრეზილი ხმით უთხრა მამაკაცმა.
-აჰა - გაეღიმა გოგონას. - ახლა ყველაფერი გასაგებია. ყველაფერი დაწვრილებით ჩაუკაკლავს. ყოჩაღ ბატონო თორნიკე. მაგრამ მეგობრებთან ცოლის გაჭორვით ვერც ღირსებას დაიცავ და ვერც სახელს.
-ღირსებაზე უღირსები არ უნდა საუბრობდნენ. ეს თქვა მამაკაცმა. შემდეგ კი სხვა თემაზე გადაერთო. - სახლში როგორც ჩანს არავინაა. ამიტომ ამ საბუთებს შენ გიტოვებ და თორნიკეს გადაეცი.
-მე რატომ მიტოვებ? თორნიკე არ ვიცი როდის მოვა, თან შეგეძლო ჩემზე მალე გენახა.
-მე თვითმფრინავის რეისზე მაგვიანდება. ორ საათში საფრანგეთში მივფრინავ.
-კარგი, გადავცემ. - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-კარგად.
-მშვიდობიანი მგზავრობა. -მიაძახა გოგონამ, შემდეგ კი თავისთვის ჩაიბურტყუნა - იდიოტი - შებრუნდა და საბუთებიანად სახლისკენ გაემართა. თორნიკეს კაბინეტში დატოვა, თვითონ კი ისევ აუზს დაუბრუნდა.
მამაკაცი გვიან დაბრუნდა სახლში და მთელი ოჯახიც თან მიჰყვა.
-გამარჯობა. - ჩაიბურტყუნა ლინდამ ყველას მისამართით. თუმცა მისი მისალმება უპასუხოდ დარჩა. შემდეგ კი მოღუშულსახიან თორნიკეს მიუბრუნდა და უთხრა:
-დათო იყო შუადღით მოსული. რაღაც საბუთები დატოვა და შენს კაბინეტშია.
მამაკაცმა უბრალოდ თავი დაუქნია და კაბინეტისენ გაემართა.

ამ საღამოს ვახშამზე თორნიკე არ ჩამოსულა. არ მომდევნო დილით გამოჩენილა. ნანა ნერვიულობდა, „ასე მგონია ჩემს შვილს პრობლემები აქვსო.“ იმ დღის შემდეგ თორნიკე სახლში იშვიათად მოდიოდა და თან სულ განერვიულებული. ხშირად იკეტებოდა თავის კაბინეტში და იქიდან ცხვირსაც არ ჰყოფდა მთელი დღე. ერთ ჩვეულებრივ საღამოს კი ოჯახის ყველა წევრი, ლინდას ჩათვლით მისაღებში შეკრიბა და მძიმედ დაიწყო:
-ძალიან მიჭირს თქვენთვის ამის თქმა... მეგონა პრობლემას მოვაგვარებდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელი.
-შვილო რა ხდება? - შეშინებული ხმით შეეკითხა ნანა.
-დედა. ერთი წუთით. ძალიან გთხოვ დამამთავრებინე... ბოლო დროს კომპანიაში სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. რამოდენიმე პარტნიორმა უარი განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე. ფინანსურად დიდად ვიზარალეთ. თანამშრომლების დაუდევრობის გამო კი საჩივრები შემოვიდა ჩვენზე. მოკლედ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით. ამჯერად სამი სასამართოლო პროცესი მაქვს წინ. კომპანია პრაქტიკულად გაკოტრებულია. მარტო ვალების გადახდაზე უნდა ვიზრუნო, რომლისთვისაც საკმაო ფინანსები არ მაქვს. შეიძლება ციხეშიც აღმოვჩნდე. იმიტომ გითხარით, რომ მინდა ყველაფრისთვის მზად იყოთ. არ მინდა ეს ამბავი ბოლოს გაგეგოთ და უფრო დიდი დარტყმა გადაგეტანათ. მაპატიეთ რომ ამის გადატანა გიწევთ, მაპატიეთ რომ ასე დაგაღალატეთ. - ბოლო სიტყვები თავჩაღუნულმა ამოთქვა თორნიკემ.
-შენ მოგიკვდეს დედა! - ლოყებზე ხელები შემოირტყა ნანამ. თამაზი უხმოდ მისჩერებოდა ვაჟიშვილს, ხოლო სალომეს კი თვალები გაფართოებოდა და შოკისგან სიტყვასაც ვერ ძრავდა.
-ალბათ ამ სახლის გაყიდვაც მოგვიწევს.
-შენი ბრალია! - იყვირა მოულოდნელად სალომემ. - ყველაფერი შენი ბრალია. ხომ კარგად დაასამარე მამაჩემის ნაშრომ-ნაღვაწი? შესანიშნავი პრეზიდენტი გამოხვედი თორნიკე, ერთი ხელის მოსმით დაანგრიე ყველაფერი და ახლა მათხოვრებად უნდა ვიქცეთ! - გაჰკიოდა გოგონა მთელს ხმაზე.
-სალომე გეყოს! - დაიგრგვინა თამაზმა. -შენ ყველაზე ნაკლლებად გაქვს ხმა ამოსაღები თორნიკეს ბრალეულობაზე. შენ არაფერი გაგიკეთებია იმისთვის, რომ თორნიკეს გაკრიტიკებისა და მით უმეტეს გალანძღვის უფლება გქონდეს!
გოგონა სახეაწითლებული იდგა შუა ოთახში და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. მოულოდნელად მოსწყდა ადგილს და კიბეებს სირბილით აუყვა ზემოთ. ამასობაში ნანამ ერთი შეჰყვირა ვაიმეო და გონებაწასული მიესვენა იქვე სავარძელზე. მაშინვე გარს შემოეხვია თამაზი თორნიკე და ნათია და ქალის მოსულიერებას შეეცადნენ.
ლინდა კი მის თვალწინ განვითარებულ სიუჟეტს თვალებგაფართოებული უყურებდა და სიტყვასაც ვერ ძრავდა. თორნიკეს საფრთხე ემუქრება? თორნიკე შეიძლება დაიჭირონ? - მხოლოდ ამ კითხვებს იმეორებდა მისი გონება რუტინულად. უნებურად შეეპარა შიშისა და მღელვარების გრძნობები.
როდესაც დაინახა, რომ ქალი მოსულიერდა და ვითარებაც ცოტათი ჩაწყნარდა, იქაურობა ყველასგან შეუმჩნევლად, წყნარი ნაბიჯებით დატოვა. საწოლზე გადაწვა და ფიქრი დაიწყო. ბოლოს კი სიცილი აუტყდა საკუთარ თავზე. „აი ჩემი ბედიც ეს არის. თორნიკეს ფულის გამო გავყვი ცოლად და რამოდენიმე თვეში გაკოტრდა და ყველაფერი დაკარგა. ბედის ირონიაც სწორედ ამას ჰქვია.“ არადა თავიდან ისეთ გეგმებს აწყობდა, რომ სხვისი ფანტაზია ვერც გასწვდებოდა. ახლა კი ხახამშრალი დარჩა. თუმცა ეს უფრო ადრე მოხდა, როდესაც თორნიკემ მის შესახებ სიმართლე შეიტყო. მაშინაც არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, ახლა მითუმეტეს. საკუთარ თავზე ეცინებოდა. თავიდან გულიანად, შემდეგ კი ნელ-ნელა სახის ნაკვთები დაუსერიოზულდა და მოიღუშა. „და თორნიკეს რა მოუვა?“ ისევ ამოუტივტივდა ეს კითხვა. უკვე იცოდა რომ არ უნდოდა მამაკაცს რამე ცუდი დამართნოდა. არ სურდა თორნიკეს დაკარგვა, რადგან ეს მისდაუნებურად დიდ ტკივილს მიაყენებდა. და უცებ გაიელვა აზრმა „რატომ?ის ხომ არაფრად მიმაჩნია“ შემდეგ ისევ გაიელვა „მომწონს? - არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი რომ თორნიკე მჭირდება. ძალიან მჭირდება და მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება... უბრალოდ მჭირდება“ გული მტკივნეულად შეეკუმშა, საწოლზე მოიკუნტა და ხელები თავქვეშ ამოიდო. მალე ღრმად ჩაეძინა. მშვიდი, უსიზმრო, უშფოთველი ძილით. გვიან გამოეღვიძა. უკვე საღამოვდებოდა. გარეთ რომ გავიდა ვერავის ვერ მოკრა თვალი. ალბათ ყველა თავის ოთახში შეყუჟულიყო. თავადაც არ იცის რატომ, ნელა აუყვა კიბეებს და თორნიკეს საძინებლისკენ გაემართა. ნელა შეაღო კარი. შიგნით არავინ არ ჩანდა. მხოლოდ აივნის ღია კარებიდან შემომავალი ნიავი აფრიალებდა თეთრ ფარდას. მიხვდა რომ თორნიკე აუცილებლად აივანზე იქნებოდა და მტკიცე, ნელი ნაბიჯით გაემართა გარეთ. მართალიც აღმოჩნდა. მამაკაცი იდაყვებით აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა, თეთრი პერანგი მაჯებზე აეკეცა. ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა და ნერვიულად აბოლებდა, თვალი კი სადღაც შორს, ჰორიზონტისკენ გაეშტერებინა. ლინდას შემოსვლა არ უგრძვნია, სანამ გოგონამ მის გვერდით არ დაიკავა ადგილი. აივნის მოაჯირს ზურგით, ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო და მამაკაცს მიაჩერდა.
-რა გინდა? - მშვიდი და მობეზრებული ხმით ჰკითხა მამაკაცმა.
-ის რაც ქვემოთ თქვი მართალია? შეიძლება დაგიჭირონ?
-მერე შენ რა? ალბათ გაგიხარდება. თავიდან მომიშორებ.
-ამას ნუ ამბობ. - მზერა მოაცილა გოგონამ.
-თუმცა არა, არ გაგიხარდება. ამით „მდიდარ“ ქმარს დაკარგავ და ჩვეულებრივი „პატიმრის ცოლი“ დარჩები. რა თქმა უნდა არ გაგიხარდება.
-გეყოს! -დაძაბულმა ამოთქვა გოგონამ.
-მეყოს? ეს შენ უნდა გეყოს უკვე ამდენი ფარსი. რისთვის მოხვედი?
ლინდა დუმდა.
-შეგიძლია წახვიდე.
-რა? - გაფართოებული თვალები მიანათა გოგონამ.
-ხო, შეგიძლია წახვიდე. დაბრუნდე შენს სახლში. მე მაინც აღარაფერი გამაჩნია. შენთვის ჩემი ცოლობა მომგებიანი აღარაა. სანამ ჩამსვამენ შეგიძლია გამეყარო და სხვა საკბილო იპოვო შენი გეგმების განსახორციელებლად.
-და შენ გგონია, აქამდე იმიტომ ვრჩები რომ შენი მეშინია? - წარბაწეულმა გახედა გოგონამ. -წასვლა რომ მდომოდა ვერავინ გამაკავებდა. მაგრამ არ მინდოდა და არც ახლა წავალ.
-თავს ნუ ისულელებ. მე აღარაფერი დამრჩა და ტყუილი იმედებით ნუ გამოიტენი თავს. შენ მე არ გიყვარვარ. მხოლოდ ფული გიყვარს, რომელიც აღარ გამაჩნია და ვეღარც დავიბრუნებ. - მიაძახა გოგონას, რომელიც კარებში გაუჩინარდა.

საღამო ხანი იყო. ოფისი თანამშრომლებისგან იცლებოდა. აქა-იქ თუ შემორჩენილიყო ერთი-ორი ადამიანი. ლინდა ჩქარი ნაბიჯით შევიდა ოფისში და ლიფტი გამოიძახა. საკმაოდ დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ მობეზრებული, ის იყო კიბისკენ აპირებდა წასვლას, რომ მოულოდნელად კარი გაღო და იქ დავითი გამოჩნდა. გოგონა სწრაფად მობრუნდა:
-გამარჯობა დათო. სწორედ შენ გეძებდი.
მამაკაცმა გაკვირვებულმა შეხედა.
-გამარჯობა. რა მოხდა?
-შეიძლება თორნიკეზე ვილაპარაკოთ?
-კი ბატონო. - აიჩეჩა მხრები. - ზემოთ კაბინეტში ავიდეთ, თუ სადმე დავსხდეთ?
-სულ ერთია.
-მაშინ წინ რომ პატარა კაფეა იქ შევიდეთ.
-კარგი. უკან მიჰყვა ანერვიულებული ლინდა.
-აბა, რასთან დაკავშირებით გინდა თორნიკეზე საუბარი?
-შენ ხომ იურისტიც ხარ არა?
-კი. გაყრა გინდა არა? მაგრამ ქონების გაყოფაზე არც იფიქრო.
-ძალიან გთხოვ დამაცადე. - ამოილაპარაკა ანერვიულებულმა ლინდამ. - მაინტერესებს რამდენად სერიოზულადაა საქმე? შეიძლება დაიჭირონ?
-შეიძლება. თუ ვალებს ბოლომდე ვერ დაფარავს. ამისთვის კი მთელი მისი ქონებაც არ არის საკმარისი.
-იქნებ რამე მოვახერხით? - ამ პროცესის გადავადება შესაძლებელია?
-მე ყველაფერს შევეცდები.
-რა თანხა სჭირდება დამატებით?
-დაახლოებით ნახევარი მილიონი.
გოგონამ თავი ჩახარა და რაღაცაზე დაფიქრდა.
-შენ რატომ ხარ ასე დაინტერესებული თორნიკეს თავისუფლებით?
-რატომ არ უნდა ვიყო? მისი ცოლი ვარ.
-ახლა უკვე ფიქტიური ცოლი. ვიცი რომ თორნიკეს აღარ უყვარხარ.
-ტყუილია. - წამოიძახა გაგულისებულმა გოგონამ.
-სიმართლეა. კარგად ვიცნობ ჩემს მეგობარს და კიდევ ერთხელ გეტყვი. უმჯობესია გაეყარო და ერთხელ და სამუდამოდ დაასვენო შენი ინტრიგებისგან.
ლინდა კარგა ხანს შეჰყურებდა ბრაზმორეული, შემდეგ კი ფეხზე წამოხტა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაფე. დათომ მინის კედლის მიღმა თვალი გააყოლო ჩამავალი მზის მიართულებით მიმავალ გოგონას. მოწითალო-ოქროსერი სხივები გოგონას ოქროსფერ თმას ერეოდნენ და გააოცარ, სასწაულისებრ ელფერს ანიჭებდნენ.

რთული პერიოდი დადგა მათ ოჯახში. ყველა მსახური და დამხმარე დაითხოვეს, ყველა უძრავი თუ მოძრავი ქონება გაყიდეს მათი სახლის გარდა. სახლსაც ალბათ ბანკი მალე დააყადაღებდა, რადგან ისიც თორნიკეს სახელზე იყო გაფორმებული. შინ გაჩერება დღითი-დღე აუტანელი ხდებოდა. სალომე მთელი დღე ილანძღებოდა და ყველაფერს თორნიკეს აბრალებდა. მშობლებიც დუმდნენ, თითქოს ამით პროტესტს გამოთქვამდნენ შვილის დაუფიქრებელი ქმედებების მიმართ. ლინდასა და თორნიკეს შორის კვალვ დაძაბული ურთიერთბა იყო. ორივე მათგანი თითქოს თავს არიდებდა ერთმანეთს.

საღამო ხანი იყო. ოჯახი ჩვეულებრივ ვახშმისთვის ემზადებოდა. მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა, ნანა გასაღებად გაემართა.
-უი შვილო შენ ხარ? როგორ გამახარე. მობრძანდი შვილო. თორნიკე ახლავე გამოვა. - ისმოდა ნანას ბედნიერი ხმა. ლინდა სამზარეულოში იყო, როდესაც ნანას სიტყვები შემოესმა. მაშინვე კართან გაჩნდა და გარეთ გაიხედა. ელდა ეცა. ეკას აქ ნამდვილად არ ელოდა. დაბოღმილი ისევ სამზარეულოში შებრუნდა და მთელი საღამო გარეთ ცხვირი აუ გაუყვია.
-გამარჯობა ეკა. - ღიმილით შეეგება თორნიკე.
-გამარჯობა. - ღიმილიანი სახით გადაკოცნა გოგონამ. - როგორ ხარ?
-არც ისე კარგად. იცი რა მდგომარეობაში ვარ მგონი.
-ხო, ვიცი. ყველაფერი მოგვარდება თორნიკე. - უფრო ახლოს მიიწია ქალი და ხელი ხელზე თბილად დაადო. თორნიკემ შეამჩნია გოგონას სიყვარულით მომზირალი თვალები და უხერხულად შეიშმუშნა. ეკას ხელი ნაზად მოიშორა და თავის ადგილას დააბრუნა.
-სამწუხაროდ არა მგონია ეს პრობლემა მოგვარდეს.
-მამაჩემს დაველაპარაკე და იმ ფულს ორ დღეში გადაიხდის.
-არა! - მკაცრად გაისმა თორნიკეს ხმა.
-რატომ თორნიკე? ეს ერთადერთი გზაა. ყველაფერი მოგვარდება.
-მე ვერ შევპირდები მამაშენს, რომ იმ ფულის დაბრუნებას შევძლებ.
-არც გთხოვთ...
-შეწყვიტე ძალიან გთხოვ. მე უბრალოდ არ შემიძლია. მამაშენის ვალი იქით მაქვს და ფულს ვერ გამოვართმევ, მით უმეტეს საჩუქრად. მომისმინე. ეს არასწორი საქციელი იყო შენი მხრიდან. მამაშენისთვის ასეთი რამე არ უნდა გეთხოვა და ჩემს დაუკითხავად არ უნდა გემოქმედა. ეს ჩემი პრობლემაა და მე უნდა მივხედო.
გოგონამ თავი ჩახარა და გადახლართულ თითებს დააჩერდა, შემდეგ კი ისევ წამოიწყო.
-შენი ნებაა თორნიკე. მე უბრალოდ დახმარება მინდოდა.
-ძალიან დიდი მადლობა. ვაფასებ შენს მცდელობას, მაგრამ არ შემიძლია ის დახმარება მივიღო შენგან, რომელიც არ დამიმსახურებია.
გოგნამ გაფართოებული თვალებით შეხედა. თოთქოს მიხვდა თუ რას გულისხმობდა თორნიკე არ დამსახურებაში. უფრო შეეშინდა საკუთარი საიდუმლოს გამჟღავნების და ფეხზე წამოდგა.
-მგონი უმჯობესია წავიდე.
-ასე აჯობებს მგონი. - თავდახრილამ მიუგო მამაკაცმაც. გოგონამ მკრთალად გაუღიმა და კარისკენ მოხდენილი ნაბიჯით გაემართ. თორნიკეც უკან მიჰყვა და გააცილა.
სახლში დაბრუნებულს ნანა შეეგება დივანზე მისვენებული. თან შვილს ლანძღავდა ასეთი გოგოს გაგდებისთვის და უარყოფისთვის.
-დედა გეყოფა! - ერთი დაიგრგვინა და იქაურობა დატოვა.

ვითარება ნელ-ნელა მწვავდებოდა. ორიოდე დღეში ალბათ სახლსაც დააყადაღებდნენ. იმედი არსაიდან არ ჩანდა. თორნიკე ისევ აივანზე იდგა და გამწარებული ეწეოდა.
-ამდენი სიგარეტი მავნებელია. - მოესმა გვერდიდან.
-შენი ირონიის თავი არ მაქვს.
-ეს ირონია არ არის... თორნიკე მისმინე, ის სახლი ჩემზეა გაფორმებული არა, რომელშიც ვცხოვრობდით?
-კი მერე?
-გავყიდოთ. შენი ნაჩუქარი მანქანაც, ისევ იმ სახლთან აყენია. ეს მგონი საკმარისი არ იქნება. კიდევ რაღაც ფული მაქვს.
-და ამ ყველაფრით აპირებ ნახევარი მილიონი დოლარის ანაზღაურებას? -გაეცინა კაცს.
-ვცადოთ, თან ის ფულიც საკმაოდ ბევრია, მეგობრებიც დაგეხმარებიან.
-ნუთუ ასეთი გულუხვი გახდი ჩემო ცოლო, რომ შენს ფულს მთავაზობ? მაინც რამდენია?
-ორასი ათასი. - ამოიჩურჩულა გოგონამ.
-რა?!
-ორასი ათასი მეთქი.
-ეგ ფული საიდან გაქვს? - ეჭვნარევი მზერით შეხედა თორნიკემ.
-მე... ულიმიტო ბარათი რომ მომეცი იქედან ვხსნიდი დროდადრო და რამდენიმე თვეში დაგროვდა.
-ანუ ყველა სიკეთესთან ერთად მძარცვავდი? - გაეცინა მამაკაცს.
-თორნიკე გთხოვ...
-ყველაფერი გასაგებია. - სიგარეტი ერთი ხელის მოსმით მოისროლა აივნიდან და იქაურობა დატოვა. ლინდა კი კიდევ ერთხელ წყევლიდა საკუთარ თავს და გაჩენის დღეს.


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც მომდევნო)) სულ ორი თავი დარჩა



№2  offline წევრი dzadzamia25

ძალიან,ძალიან გავს ნიუანსებით "მეხსიერების მუდმივობას"
ძალიან ცუდი.

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეე ვითომ ეშველა ლინდას და გამოიღვიძა? მაინც მეცოდება ეს გოგო სიმარტოვისთვის

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

dzadzamia25
ძალიან,ძალიან გავს ნიუანსებით "მეხსიერების მუდმივობას"
ძალიან ცუდი.

მგონია რო საერთოდ არ გავს, სრულიად სხვაა შინაარსია ჩემი აზრით, თან აბსოლიტურად სხვა :-)

მოუთმენლად ველოდებიიი გაგრძელებასსს, ძალიან მაინტერესებს რა მოხდებაა, რა მოითმენს ხვალამდე :-P

 


№5  offline წევრი dzadzamia25

ablabudaa
dzadzamia25
ძალიან,ძალიან გავს ნიუანსებით "მეხსიერების მუდმივობას"
ძალიან ცუდი.

მგონია რო საერთოდ არ გავს, სრულიად სხვაა შინაარსია ჩემი აზრით, თან აბსოლიტურად სხვა :-)

მოუთმენლად ველოდებიიი გაგრძელებასსს, ძალიან მაინტერესებს რა მოხდებაა, რა მოითმენს ხვალამდე :-P

ვერ დაგეთანხმები საერთოდ,არ ვამბობ რომ პერსონაჟები გავს,სიტუაცია თითქმის იგივეა,წაიყვანა თავიანთი მშობლების სახლში,ექცევა ძალიან ცუდად,ვერავინ იტანს ოჯახში,რძალთან არააქვს კარგი ურთიერთობა,ბავშვის ფაქტორი,როგორც ერთადერთი მეგობარი,აქაც არსებობს,ოჯახი კოტრდება,ამის გამო ჩხუბი ხდება და დაძაბულობა.

კარგი რა,მართლა.

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

dzadzamia25
ablabudaa
dzadzamia25
ძალიან,ძალიან გავს ნიუანსებით "მეხსიერების მუდმივობას"
ძალიან ცუდი.

მგონია რო საერთოდ არ გავს, სრულიად სხვაა შინაარსია ჩემი აზრით, თან აბსოლიტურად სხვა :-)

მოუთმენლად ველოდებიიი გაგრძელებასსს, ძალიან მაინტერესებს რა მოხდებაა, რა მოითმენს ხვალამდე :-P

ვერ დაგეთანხმები საერთოდ,არ ვამბობ რომ პერსონაჟები გავს,სიტუაცია თითქმის იგივეა,წაიყვანა თავიანთი მშობლების სახლში,ექცევა ძალიან ცუდად,ვერავინ იტანს ოჯახში,რძალთან არააქვს კარგი ურთიერთობა,ბავშვის ფაქტორი,როგორც ერთადერთი მეგობარი,აქაც არსებობს,ოჯახი კოტრდება,ამის გამო ჩხუბი ხდება და დაძაბულობა.

კარგი რა,მართლა.



არ ჩათვალო რომ გეკამათები, მაგრამ ეგრე რომ მივუდგეთ აბსოლიტურად ყველა მოთხრობაში შეიძლება ვიპოვოთ ერთმანეთთან მსგავსება. იმ მოთხრობის არსი სრულიად სხვა იყო, საერთოდ სხვა მოცემულობაზე აგებული და მხოლოდ ცალკეული ასე ამოგდებული ნაწილების მსგავსებად ჩათვლა არამგონია სწორო იყოს. თუმცა ეს შენი დამოკიდებულებაა და შენი გადასაწყვეტია რას იფიქრებ, უბრალოდ მინდოდა რომ მეც დამეფიქსირებინა ამაზე ჩემი აზრი

 


№7  offline წევრი ბაბუაწვერა

dzadzamia25
ძალიან,ძალიან გავს ნიუანსებით "მეხსიერების მუდმივობას"
ძალიან ცუდი.


"მეხსიერების მუდმივობა" ჩემი ფავორიტია იმ ისტორიებს შორის რაც აქამდე წამიკითხავს და ალბათ ფავორიტადაც დარჩება ბოლომდე. ძალიან ვწუხვარ, თუ გგონიათ რომ რამე მოვიპარე ამ მოთხრობიდან. საერთოდ არ მეგონა მსგავს დასკვნას თუ გამოიტანდით, რადგან ეს ორი ისტორია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ერთადერთი რაშიც მსგავსება შეიძლება ვიპოვოთ არის აუზის სცენა და თორნიკეს გაკოტრება, მაგრამ ეს ეპიზოდებიც იმდენად განსხვავებულია ერთმანეთიგან, რომ ასეთი ბრალდების აზრს ვერ ვხედავ.
რაც შეეხება თქვენს არგუმენტებს:
1. თორნიკეს და სანდროს ქცევა და დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია ცოლის მიმართ.
2.სალომე ამ ოჯახის რძალი კი არაა თორნიკეს დაა და ამავდროულად ლინდას მარტო მასთან კი არა, მთელ ოჯახთან არა აქვს კარგი ურთიერთობა. "მეხსიერების მუდმივობაში" კი როგორც მახსოვს მხოლოდ რძალი ვერ იტანდა.
3.ნია აქ გოგონას ერთადერთ მეგობარს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ბარბარეს სანდროს დედაც აქტიურად ედგა გვერდში და თვითონ სანდროც ზრუნავდა მასზე.
4.ისტორიის ძირითადი ხაზი სრულიად განსხვავებულია.
მადლობა ყურადღებისთვის))

Chikochiko
ვაიმეე ვითომ ეშველა ლინდას და გამოიღვიძა? მაინც მეცოდება ეს გოგო სიმარტოვისთვის


რა ვიცი... შეიძლება ეშველა, შეიძლება არა smile ვინ იცის.

 


№8  offline წევრი dzadzamia25

ბაბუაწვერა
dzadzamia25
ძალიან,ძალიან გავს ნიუანსებით "მეხსიერების მუდმივობას"
ძალიან ცუდი.


"მეხსიერების მუდმივობა" ჩემი ფავორიტია იმ ისტორიებს შორის რაც აქამდე წამიკითხავს და ალბათ ფავორიტადაც დარჩება ბოლომდე. ძალიან ვწუხვარ, თუ გგონიათ რომ რამე მოვიპარე ამ მოთხრობიდან. საერთოდ არ მეგონა მსგავს დასკვნას თუ გამოიტანდით, რადგან ეს ორი ისტორია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ერთადერთი რაშიც მსგავსება შეიძლება ვიპოვოთ არის აუზის სცენა და თორნიკეს გაკოტრება, მაგრამ ეს ეპიზოდებიც იმდენად განსხვავებულია ერთმანეთიგან, რომ ასეთი ბრალდების აზრს ვერ ვხედავ.
რაც შეეხება თქვენს არგუმენტებს:
1. თორნიკეს და სანდროს ქცევა და დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია ცოლის მიმართ.
2.სალომე ამ ოჯახის რძალი კი არაა თორნიკეს დაა და ამავდროულად ლინდას მარტო მასთან კი არა, მთელ ოჯახთან არა აქვს კარგი ურთიერთობა. "მეხსიერების მუდმივობაში" კი როგორც მახსოვს მხოლოდ რძალი ვერ იტანდა.
3.ნია აქ გოგონას ერთადერთ მეგობარს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ბარბარეს სანდროს დედაც აქტიურად ედგა გვერდში და თვითონ სანდროც ზრუნავდა მასზე.
4.ისტორიის ძირითადი ხაზი სრულიად განსხვავებულია.
მადლობა ყურადღებისთვის))

Chikochiko
ვაიმეე ვითომ ეშველა ლინდას და გამოიღვიძა? მაინც მეცოდება ეს გოგო სიმარტოვისთვის


რა ვიცი... შეიძლება ეშველა, შეიძლება არა smile ვინ იცის.


არა,საერთოდ არ გეუბნები,რომ გავს და უბრალოდ "დააკოპირე" გეუბნები იმას,რომ გავს.შეიძლება ეს სწორედ მაგის ზეგვალენის ბრალია,როცა ასე ძალია გიყვარს "მეხსიერების მუდმივობა".
აზრს ჩავწვდი ამ ისტორიის და გავაანალიზე,რომ სულ სხვაა
უბრალოდ მსგავსებები ავღნიშნე
მაპატიე,თუ ჩემმა კომენტარმა გაგანაწყენა,არ მქონდა მიზნად.

 


№9  offline წევრი ბაბუაწვერა

არა,საერთოდ არ გეუბნები,რომ გავს და უბრალოდ "დააკოპირე" გეუბნები იმას,რომ გავს.შეიძლება ეს სწორედ მაგის ზეგვალენის ბრალია,როცა ასე ძალია გიყვარს "მეხსიერების მუდმივობა".
აზრს ჩავწვდი ამ ისტორიის და გავაანალიზე,რომ სულ სხვაა
უბრალოდ მსგავსებები ავღნიშნე
მაპატიე,თუ ჩემმა კომენტარმა გაგანაწყენა,არ მქონდა მიზნად.[/quote]

არა რას ამბობ)) რაც სათქმელია უნდა ითქვას... დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთცის რას ფიქრობს მკითხველი ჩემს ისტორიებზე და ამ კომენტარსაც ნამდვილად არ გავუნაწყენებივარ.
უბრალოდ ძალიან სამწუხაროა თუ ჩემმა ისტორიამ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა. აქამდე ნამდილად არ მიფიქრია თუ "მეხსიერების მუდმივობას" ჰგავდა რამეთი.

 


№10  offline წევრი ბაბუაწვერა

ლუნი.
ერთი თხოვნა მაქვს :)
ერთმანეთი არ შეაყვარო და არ გააბაბალურო


თორნიკეს ლინდა ისედაც უყვარს... თავიდანვე უყვარდა. ეს აშკარაა.))
ვერაფრის პირობას ვერ მოგცემ სამწუხაროდ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent