შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 15-16 თავი


23-08-2017, 21:55
ავტორი zia-maria
ნანახია 1 757

--ძალიან დამაინტერესა ქუთაისის ნახვამ.უთხრა ხრისტომ ელისოს.ელისომ გაკვირვებულმა შეხედა და უთხრა.
---აქედან რომ წავალთ,გავჩერდეთ ქუთაიში და ვნახოთ ამაყად მდგარი ბაგრატის ტაძარი,გელათი,პეტრე-პავლოვის ეკლესია,წავიდეთ სათაფლიაზეც ავიდეთ.ამათ გარდა ძალიან ბევრი ღირშესანიშნავი სანახაობებია ქუთაიში.
---წავიკითხე ისტორია საქართველოსი და ქალაქი ქუთაისი,ძალიან დიდი ხნის ქალაქია,ყველაზე ძველი ქალაქებს შორის.თითქმის ბებერი,მაგრამ მაინც ყველას საყვარელი ქალაქი.
---მართალია ქუთაისი 36საუკუნოვანი ქალაქია.ანტიკური დროის,არგონავტების ოცნების ქალაქი,კოლხი მედეას და ოქროს საწყმისის კურთხეული მიწა.
---მომაჯადოვებელი ისტორია აქვს თქვენს ქვეყანას,ის არა მარტო თქვენი სტუმართმოყვარეობით და თქვენი უნიკალური კერძებით არის მდიდარი,ის მდიდარია მისი განვლილი ისტორიით.მე მაქვს ერთი უნიკალური ბოთლი.ელისომ შეხედა და გაეცინა.-რას იცინი,ხო ბოთლი მაქვს ღვინის და ვინც მაჩუქა, ისეთი ლამაზი და საინტერესო ისტორია მომიყვა გაოცებული დავრჩი.ის ჩემი ქართველი მეგობარია.
---ქართველი მეგობრებიც გყავს?გაუხარდა მიშოს.
---მყავს?კი მყავს და უნდა ვაღიარო,რომ ძალიან მიყვარს ის ადამიანი.საქართველოდან სპეციალურად გამოაგზავნინა ჩემთვის ის საჩუქრად მის ერთ გოგონას,იმ გოგონასაც ვიცნობ მაგრამ კომპიუტერით.მოიცა რა ჰქვია?ელისო?არა,არა სალომე,ხო სალომე ჰქვია.
---და რა ახატია ბოთლს, ასე აღფრთოვანებული რომ დარჩი?
---იმ ბოთლის საიდუმლო ის არის,რომ ულამაზესი ქალის პორტრეტი ახატია,მიუხედავად იმისა,რომ ქალის სქესი სუსტი და მიუსაფარია მამაკაცის ფრთის გარეშე,ეს ქალი კი იტორიით ძალიან ძლიერი არის და ყველაზე საინტერესო ისაა,რომ ეს ქალი არ არის გამოგონილი,ის ნამდვილად არსებობდა საქართველოში და ცხოვრობდა კიდეც საუკუნეების წინ.გოჩამ და მიშომ ერთმანეთს გადახედეს,რადგან ვერ მიხვდნენ ვიზე საუბრობდა ხრისტო.
---მე არ ვთვლი,რომ ქალები სუსტი არსებები ვართ.ქალი სულაც არ არის სუსტი,მამაკაცს არ შეუძლია იმის ატანა და გაკეთება,რასაც აიტანს და გააკეთებს კაცი.მამაკაცები კი მხოლოდ კუნთებით ხართ ძლიერები, თორემ სხვა ყველა შემთხვევაში ქალი,ქალი და კიდევ ქალები ვართ ყველაფერი.თქვა ელისომ ამაყად.
---აი სწორედ მაგიტომ ხართ სუსტი ქალები,ყოველთვის მარტო თქვენს თავზე რომ ფიქრობთ.აბა მითხარი,კაცს ქალი რითინ ჯობია,არ დაგავიწყდეს რომ ქალი,მამაკაცის ნეკნების რაოდენობაა.არც გოჩა ჩამორჩა ელისოს.
---რა ნეკნები,შენ კარგად ხარ?მამაკაცებმა ისიც კი არ იცით,რომ ერთნახევარსფეროთი აზროვნებთ,ქალები კი მთელი ტვინით.მიშომ გადაიხარხარა,ელისომ გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა.-ნუ იცინი შენ,მართალს ვამბობ ეს მეცნიერებმა დაამტკიცეს.
---მე კი დავადგინე,რომ იმ ნახევარსფეროს მარტო ტექნიკურ საკითხებზე ფიქრისას იყენებენ,დანარჩენ შემთხვევაში კიდე სხვა ტვინით ფიქრობს,რომელიც წელს ქვემოთაა.უთხრა ხრისტომ ელისოს ნიშნის მოგებით და თვალიც ჩაუკრა.ხრისტოს ნათქვამზე დაფიქრდა და შემდეგ მომღიმარ ხრისტოს რომ შეხედა,თავადაც გაეცინა.

---სინამდვილეში,არსებობს ძლიერი ქალები და არსებობს ქალები რომლებიც თამაშობენ ძლიერი ქალის როლს.თქვა გოჩამ და გააგრძელა ისევ ისე დეტალურად ახსნა ყველაფერი,რომ ყველა მდუმარედ უსმენდა.
-შენ ის ქალი მიგაჩნია ძლიერად,ვისაც მკერდის მაგივრად კუნთები აჩნია სხეულზე?არა ჩემო კარგო,ძალიან სცდები.ქალი ძლიერია მაშინ,როცა შეუძლია საყვარელი ადამიანისადმი თავდადება,დათმობა,პატიება,სითბო,მოფერება.ზოგჯერ მის ცრემლშიდაც მეტი ძალაა,ვიდრე შეკრულ მუშტში.ბავშვის აღზრდას ძალიან დიდი ძალა და ენერგია ჭირდება.ადამიანი კი რომ გააბედნიერო აქაც დიდი ძალისხმევაა საჭირო,რატომ იხედებით მარტო კუნთებზე?არის რაღაც,სადაც მამაკაცია და ეს ასეც უნდა იყოს,არის რაღაც,სადაც მხოლოდ ქალის სიძლიერე სჩანს და იმდენად ბევრია ასეთი რაღაცეები რომ შეუძლებელია აწონო ვინ,სად და როდის უფრო ძლიერია,აქ მთავარი კი ბუნებრივობაა.მოდით იყოს ქალი იქ ძლიერი,სადაც უნდა იყოს და მამაკაცი კი იქ სადაც ევალება გამოაჩინოს მისი ძალა.არცერთი ძლიერი ქალი არ ყვირის ხმამაღლა მის სიძლიერეზე,სიმართლე არსოდეს არ არის მყვირალა ის ჩუმია,უბრალოდ უნდა შეიმჩნიო ის სიჩუმე.
---ყველა ქალს უხარია მის გვერდით ძლიერი მამაკაცი,ასევე მამაკაცსაც ხიბლავს მის გვერდით ლამაზი და დახვეწილი ქალი.ქალი კი რომელიც მხოლოდ მისი ძალის დემონსტრირებით არის დაკავებული,ვერასოდეს აღიარებს მას ვერცერთი მამაკაცი ქალად,ნუ ქალად აღიარებს,მაგრამ ვერ აღიარებს სასურველ ქალად,ასე კი ქალი ყოველთვის დადგება დილემის წინაშე,უსასრულო და უიმედო ძიებების მსხვერპლი გახდება.ასეთი ქალები კი მე ვფიქრობ მარტოობისთვის არიან განწირულები,მარტოობისთვის და უსასრულო ძიებისთვის.თქვა მიშომ.ელისო კი მაინც მის ჯიუტი ხასიათის გამო,მის პოზიციას არ თმობდა.
---არა,არა მე მიმაჩნია,რომ ორივე სქესმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს,ქალი ოდნავ დაბლა დადგეს მამაკაცთან,რომ მამაკაცს დომინირების საშუალება ქონდეს ოჯახში და საერთოდ, რა საჭიროა იმის მტკიცება,რომელი უფრო ძლიერია?მთავარი ხომ ისაა,რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ავსებს.
---სწორია და ბოლომდე გეთანხმები,მაგრამ მე სულ სხვა საკითხზე წამოვიწყე საუბარი და შენ სულ სხვაგან წახვედი,მაგრამ ჩვენც აგყევით,რადგან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.თქვა ხრისტომ.
---მაინც მე გამოვედი დამნაშავე.გაიბუსხა ელისო.
---ასე გამოდის.მხრები აიჩეჩა ხრისტომ და როგორ უნდოდა,რომ გაეცინა ხმამაღლა.ელისო წრიალებდა ხან გოჩას გახედავდა,ხან მიშოს.მაგრამ მიშომ მოულოდნელად დაარღვია დუმილი.
---რატომ წრიალებ,რა არ მოგეწონა ელისო.თქვი რისი თქმაც გინდა და ამოვწუროთ თემა.
---უჭკუო ქალი ქმარს მონად აქცევს და თავად მონას ცოლი იქნება.ჭკვიანი ქალი,ქმარს მეფედ აქცევს და თავად დედოფალი იქნება,იგივე შეიძლება ითქვას მამაკაცზე, ,,მხოლოდ მაშინ აქვს მამაკაცს უფლება მეფე უწოდოს თავის თავს,როცა ის მის ქალს დედოფლად აქცევს''ასეთი ადამიანები რომლებიც ერთმანეთზე ფიქრობენ,ისინი ყოველთვს ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთს.და კიდევ,როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქალი,ხრისტო ის ყოველთვის ეძებს თავის თავზე ძლიერ მამაკაცს,მაგრამ არა იმისთვის განსაზღვროს მისი თავისუფლება,არამედ იმიტომ,რომ მისცეს უფლება იყოს სუსტი.ახლს გააგრძელე და გვითხარი ვინ ახატია იმ ბოთლზე.ხრისტომ გაოცებულმა შეხედა ელისოს და თქვა.
---ის ქალი საქართველოს პირველი მეფე ყოფილა,სახელი აღარ მახსოვს,მაგრამ უძლიერესი ყოფილა მის დროს საქრთველო და უფრო მეტიც ის,რომ ბევრ მტერს ეშინოდა კიდეც ამ ქალის.
---ოოოო,ეს საქრთველოს უდიდესი სიამაყე გახლავს ხრისტო.აი მაშინ საქართველო იყო დარუბანდიდან-ნიკოფსიამდე გაშლილი.იმ მეფის დროს მისი სიტყვა ფასობდა და კანონი იყო,ძალა ჰქონდა უზარმაზარი.
---გისმენ გოჩა. ძალიან მაინტერესებს, ეს ისტორიაც რომ მოვისმინო.
---ქართველი ერის ისტორიაში,ოქროს ხანად შესული წმინდა კეთილმსახურის, თამარის მეფობა თავისი სამხედო და პოლიტიკური ძალა, შემაშფოთებელი აღმოჩნდა მუსლიმანური სამყაროსთვის.ჩვენი ქვეყნის ზე აღმავალი ძლიერების შესაჩერებლად დაიწყო ფართომაშტაბიანი ლაშქრობის დაგეგვმა,რომელსაც სათავეში იმ დროისთვის ყველაზე ძლიერმოსილი თურქული სახელმწიფო ,,რუმის'' სასუთლო ჩაუდგა სულთან რუქლადინის ხელმძღვანელობით.თურქ-სელჩუქთა შეერთებული ლაშქარი, რომელიც ბასილიის მოძღვრის თანახმად 800,000 ათასი მეომარს ითვლიდა,საქართველოს საზღვარს მოადგა.ქართველთა საყვარელი მეფეთ-მეფე და დედოფალთ-დედოფალს ელჩის ხელით ძალიან ბინძური და ამაზრზენი წერილი გაუგზავნა რუქნადილმა.
---მე მთელი ცის-ქვეშეთის მბრძანებელი,კაცი ანგელოზის მიმსგავსებული ჩემი ენით აღუწერელი სილამაზისა და მუჰამედისგან მოვლენილი რუქნადილი მოგმართავ შენ ქართველთა ნეფეს,ყველა დედაკაცის მსგავსად რეგვენს,რომელსაც საკუთარი ჯარისთვის უბრძანებია ხელში ხმლის აღება,რომლის ტარების უფლება მხოლოდ მე მაქვს ხვთისგან მონიჭებული.მე მოვდივარ,რათა სამართალი აღვადგინო და შაგასმინო,რომ ხმლის ხელში აღება არ გაბედო.ვაგზავნი ჩემს მხედრებს შენი ქვეყნის მამაკაცთა ამოსაწყვეტად.სიცოცხლეს კი მხოლოდ მას შევუნარჩუნებთ,ვინც წინ მომეგებება და სცნობს ჩემს უზენაესობას.აღიარებს მაჰმადის რჯულს და საკუთარი ხელით გაანადგურებს იმ ჯვარს,რომლის იმედი ასე ამაოდ გაქვთ ქართველებს.მისგან წარგზავნილ ელჩს კი,სიტყვიერი შეურაცყოფა მიუყენებია მეფისთვის და უღირსი სიტყვებით უთქვამს.
---,,თუ რჯულს უარყოფ,ცოლად მოგიყვან.წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხარჭად დაგისვამ''. ამ სიტყვებით შეურაცხოფილს ზაქარია მხარჭერს ისეთი უხეთქავს მისთვის სახეში,რომ შიკრიკი ძლივს მოუბრუნებიათ,ფეხზე დაყენების შემდეგ კი უთქვამს.
---ელჩი რომ არ იყო,ჯერ ენის ამოკვეთა იქნებოდა შენი განაჩენი,შემდეგ კი თავის წაცლა.წადი და მოახსენე რუქნადილს რომ ჩვენ დარაზმულები ვართ თქვენთან შერკინებისა და ღვთიური სამართალის აღსრულებისთვის.რუქლადინის ელჩი, განგებ დააყოვნეს სამეფო კარზე პასუხის მოლოდინში.ამ დროით ისარგებლა ქართველთა მეფემ,ყველა ტაძარს და მონასტერს ლოცვის გაძლიერება და უფლისადმი ვედრება განუწესა და ლაშქრის შეყრა ბრძანა.თავად კი ვარძიის ღვთისმშობელს მიეახლა და ცრემლით შეევედრა ქართველთა ლაშქრის დედას,შველა.შემდეგ ბასიანისკენ წარმართული მოლაშქრეები ფეხშიშველმა ყარსამდე მიაცილა,ყველაზე ამაღლებული ადგილიდან ჯვრით დალოცა და ჯარს რუქლადინის ელჩიც გააყოლა,თავად კი აბაზთუმანში შემობრუნდა დაუღალავი ლოცვის და კანონის შესასრულებლად.როცა ერთი დღის სავალზე მიუახლოვდა მტერს ქართველთა ლაშქარი,მხოლოდ მაშინ გააგზავნეს ელჩი სულთანთან და ასეთი შინაარსის წერილი გადასცეს.
---ყოვლის მპყრობელი ღვთის მადლს მინდობილმა მარადიული ქალწულის მავედრებელმა და პატიოსანი ჯვრის სასოებელმა მეფე თამარმა წავიკითხე შენი წერილი,განმრისხებელი უფლისა,შევიცანი შენი უმეცრება,რომლის გამსჯელი უფალია მხოლოდ.შენ ოქროთი შემკობილი მეჯოგეთა სიმრავლეზე ხარ მინდობილი,მე კი ღვთის ძალასა და შენგან დაგმობილ ჯვრის მადლს ვსასოებ და არა სიმდიდრესა მეომართა მრავალრიცხოვნებას.ჩემს მხედრებს შენთან საბრძოლველად წარმოვაჩენ,იყოს ნება ღვთისა და არა შენი. აღსრულდეს სამართალი ღვთისა და არა შენი.ღვთის შეწევნით ბასიანში ქარღველებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს და საზეიმოდ მორთულ თბილიში რუქლადინის დროშის შეტანით დასრულდა,რაც მტრის განადგურების სიმბოლო იყო.ღვთის შეწევნით ბასიანში ხრისტო მტერი სასტიკად დაამარცხდა იმ ბრძოლაში და ამისთანა იცი რამდენი მაგალითი აქვს ქართველებს? მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ თამარ მეფე იყო ქალი ქართველთა თვალი და ქართველების სიამაყედ დარჩა დღემდე ეს ადამიანი.ეს არ არის მითი,კიდევ გიმეორებ.ეს ქალი ნამდვილად ცხოვრობდა საქართველოში და ყოველთვის ფეხშიშველი უძღვებოდა მის ლაშქარს წინ და უკან დაბრუნებულებს,ნაომარ ვაჟკაცებს ასევე ფეშიშველი ხვდებოდა და ლოცვით იკრავდა გულში ყველას.
---სანაპიროზე ჩამობნელდა,არ წავიდეთ?იკითხა თინიმ.
---რა გჭირს შენ,რა ბებერი ცხენივით ყვინთაობ და სადაც დაჯდები იქვე გეძინება.უთხრა მიშომ.თინიმ შეხედა და ფეხზე წამოხტა,უკან არც მოუხედია ისე წავიდა მარტო სასტუმროში.
---აუუუ,რა ცუდად არის შენი საქმე?სიცილით უთხრა ელისომ მიშოს.
---ისე ლამაზად შემოვირიგებ როოომ.თქვა მიშომ და წინ მიმავალ თინის გაყვა უკან ჯიბეებში ხელებ-ჩაწყობილმა.ხრისტომ ხელი გადახვია ელისოს და ნელი ნაბიჯებთ დაუყვნენ სანაპიროს.
---რაღაც უნდა გკითხო.უთხრა ელისოს და ელისომ ყურადღებით მიაჩერდა.
---რა ხდება, ცუდი არის თუ კარგი?
---ცხოვრებაში,ოჯახის გამო და სიყვარულის გამო,რომ მოგიწიოს შენი კარიერის დათმობა,რას იზამ?რომელს აირჩევდი ელო ოჯახს თუ კარიერას.ელისი გააოცა ხრისტოს კითხვამ და დაუფიქრებლად უთხრა.
---ოჯახი მე საყრდენ ძალად მიმაჩნია,რომელიც ზურგს მიმაგრებს და ძალას მმატებს მთელი დღის დაღლილს და დაძაბულს,საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა,შვილების სიყვარული,მარტო ვერ გადავწყვიტავ ამ საკითხს ხრისტო.ყოველი საპასუხისმგებლო საქმე საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა განიხილო და ეს მოტოვაზიციის წყაროა,ამიტომ არ მგონია არჩევანის გაკეთება მომიწიოს,როცა ყველაფერი ერთმანეთის შეთანხმებით და გადაწყვეტილებებით ხდება.
---და მაინც,რომ მოგიწიოს ამ არჩევანის გაკეთება?ღიმილიოთ გაუმეორა კითხვა.
---ჩემი მძიმე დატვირთული დღის შემდეგ,ოჯახი ჩემი ძალაა და მე მისი სითბო მავიწყებს დაღლილობასაც და ყველა პრობლემას.და თუ მე მაინც,არჩევანის წინაშე დავდექი და არჩევანი უნდა გავაკეთო, რა თქმა უნდა ოჯახის სასარგებლოდ,კარიერის გამო ჩემს მიერ შექმნილ,ჩემს მყუდრო ბუდეს არ დავანგრევ,თუნდაც ძალიან დამწყდეს გული,.ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი,ჩემი შვილები და ის ადამიანია ვინც ჩემი ცხოვრების თანამგზავრია,ვინც გულში ჩამისვამს და მისი გულით მატარებს,ისე როგორც მე.
---ძალიან დიდი სიამოვნებაა ამ სიტყვების მოსმენა შენგან.ამჟამად ძალიან კარგ პროექტზე ვმუშაობთ მე და ჩემი ძალიან ახლო კოლეგები და ვფიქრობ,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ნაყოფიერ შედეგს ველოდებით ყველა.
---და რა მოხდება?
---თუ გაამართლა,მოხდება ის,რომ საკუთარი კლინიკა მექნება და შენც ჩემთან ერთად იქნები,ჩემს გვერდით.
---არ არსებობს,მართლა მეუბნები?
---არსებობს,საბედნიეროდ არსებობს.ღიმილით უთხრა და გულში ჩაიხუტა აჟიტირებული ელისო.დროში გარინდუი იდგა ორივე სანაპიროზე და ძარღვებში იღვრებოდა სითბო,ტალღები კი ნელა-ნელა ეხეთქებოდა ნაპირს.თავი ჩარგო ხრისტოს მკერდში და ცრემლმორეული თვალები დახუჭა.
---მინდა დილამდე ასე ვიაროთ ჩუმად,უხმოდ და ერთმანეთის სითბო გვათბობდეს,სიყვარული კი გვავსებდეს.გთხოვ ხელი არ გამიშვა,სულ შენთან მამყოფე თორემ დავიკარგები,აი იმ ტალღებში ჩავიკარგები.
---რატომ გაქვს ასეთი გრძნობა?სულს რატომ მიფორიაქებ ელისო რამე გაწუხებს?რამდენჯერ უნდა გითხრა და ამის თქმით არასოდეს არ დავიღლები,რომ შენ ჩემი მუზა ხარ,ჩემი ბოლო ამოსუნთქვა და ჩემი ბოლო გაზაფხულიც შენს გვერდით მინდა დავასრულო.მოაშორე შენს სამყაროს დაბინდული ფერები,შემომხედე,მხოლოდ შენ შეძლებ ჩემს თვალებში ღიმილი დაანთო.ჩვენი სიყვარულის სიცოცხლისთვის,უნდა ღირდეს ყველაფერი.წამო დავისვენოთ.ხელი-ხელ გადახვეულები შევიდნენ ნომერში და ელისომ აბაზანაში შესვლა გადაწყვიტა,მაგრამ კისერში კოცნა იგრძნო და ადგილზე გაშეშდა.იდგა,მაგრამ სულ ერთიანად კანკალებდა,აზრზე რომ მოვიდა თავისებურად მოდუნდა და ალერსში აყვა ხრისტოს რომელიც საწოლზე ცეცხლოვან ვნებაში გადაიზარდა,იმ ღამით უკვე მეორედ მოხვდა საოცრად ლამაზ უსასრულო გვირაბში,საოცარი განცდები იმ ღამით და კიდევ ერთხელ მისი საყვარელი სურნელით ტკბობა.
---რა ბედნიერებაა ჩემს მკლავებში შენი გაღვიძება,თან შენს სუნთქვას რომ ვგრძნობ ჩემს მკერდზე.დილით ხრისტოს ალერსმა გააღვიძა ელისო და ბედნიერებით შეივსო.
---მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
---კი გამიგია,შენ მენატრები,მე მაგ ტკივილიანი მონატრებით.
---ხოდა,სიყვარული სიკვდილამდე,ამასაც გაიგონებდი სადმე ალბად.
---ოოოო,რა სიხარულით სავსე დილაა.მიხარია ეს შენი გასაგიჟებელი ბაგეებიდან რომ მესმის და მიხარია,რომ შეგიძლია გაცემა სიხარულის და მისი განცდაც.
---თუ გინდა,რომ თავი ბედნიერად იგრძნო,უნდა გააბედნიერო შენს გვერდით მყოფიც.დღეიდან ვივიწყებთ ყველაფერს და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებთ.შენ მე დამეხმარე წარსულის დაძლევაში და მე ბედნიერი გამხადე,მე მართლა ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ და მე შენი მქვია უკვე.იმაზე მალე გავიდა ერთი თვე,რომ ვერც იჯერებდნენ,მაგრამ სამწუხაროდ დასრულდა ბედნიერი დღეებით ტკბობა,ისევ მარტო დარჩენა ფიქრებთან და ოცნებებთან.ძალიან ძნელი იყო განშორების წუთები,სძულდა კიდეც უკვე გარინდული და გაყინულო დრო,მაგრამ გაზაფხულამდე უნდა მოეთმინა,წინ მთელი შემოდგომა და ცივი ზამთარი იდგა,სრული ორი მშვენიერი სეზონი.ისევ სიცარიელემ დაისადგურა მის გარშემო,სიცარიელემ და სიმყუდროვემ.
---ძალიან გამიჭირდება უშენოდ,ისე როგორც შენ უჩემოდ,მაგრამ მე ყოველ წუთს და წამს შენს გვერდით ვარ,შენ ცხოვრობ და ცოცხლობ ჩემი სიხარულისთვის.


მეთექვსმეტე თავი
იმას რასაც ნერვიულობა არ შეცვლის,ნერვიულობა არ სჭირდება,ნერვიულობა მხოლოდ ჯამრთელობას აზიანებს. ვიფიქროთ იმაზე,რომ გვქონდეს ძალა,შევცვალოთ ის რისი შეცვლაც შეგვიძლია, შევეგუოთ მას რისი შესაძლებლობლებიც არ გვაქვს და გვქონდეს სიბრძნე, რომ გავარჩიოთ კარგი და ცუდი.მარტივი არ არის ცხოვრება, ის ძალიან რთულია,რთული სავალი გზებით.ამ რთულ სავალ გზაზე ყოველთვის ის უნდა ვიფიქროთ,რომ მთავარი არ არის რამდენად ბევრი წლები ვიცოცხლებთ,ვიფიქროთ იმაზე,თუ როგორია ჩვენი ცხოვრების ხარისხი,რა შეგვიძლია გავაკეთოთ და დავტოვოთ ამ სამყაროში ჩვენს სახელზე, რომ ჩვენი სახელი დარჩეს.რომც არაფერი არ გააკეთოთ დილით ადექით და ყველას თბილი ღიმილით მიესალმეთ,მოტივიზაცია მივცეთ ჩვენს არსებობას.მარტივი არაფერი არ არის,მთავარია ვიცოდეთ,რა გვინდა.მთვარესთან მისაღწევად ყოველდღე რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ,ცხოვრება ხომ ფანტასტიკურია.აჩუქეთ ყველას ღიმილი და თავადაც მიიღეთ ღიმილი,ეს უკვე ახალი დღის,ახალი ცხოვრების დასაწყისია.ჩემი პროფესია ფანტასტიკურად მიყვარს,ის უკვე ჩემი ჰობია,მიზნებია.ეს კი ჩემი ძირითადი ხაზია.ბევრი,ძალიან ბევრი ოპერაცია გამიკეთებია,ბევრის სიცოცხლეც გადამირჩენია,მაგრამ რომ დავფიქრდები მახსენდება ,,სტივ ჯობსის''ბოლო წერილი სადაც წერდა.,,ვკვდები,მილიონები დავაგროვე,ყველაზე მდიდარი ადამიანი ვიყავი,მაგრამ ვერაფერი ვერ მიმაქვს თან.მხოლოდ ის სიყვარული მიმყვება,რომელიც დავთესე ხალხში
.ყველა შიშველი ვიბადებით და ასევე შიშვლები ვკვდებით''.მე კი არ მინდა ჩემმა ცხოვრებმა უხმოდ ჩამიაროს გვერზე,მიხარია აქ მოსვლა რადგან მე აქ ამ კედლებში თავისუფლად ვსუნთქავ.ადამიანი რომელსაც მუდამ თან სდევს ცოდნის წყურვილი,ახალგაზრდული შემართება და პროფესიის სიყვარულმა, თავდაუზოგავმა შრომამ მიაღწია იმას,რასაც ბევრი ვერ მიაღწევს მის ასაკში.38 წლის ასაკშიც კი არ ფიქრობდა ოჯახის შექმნას,არადა რამდენი გოგო ოცნებობდა მასთან სიახლოვეს,არცერთი არ მიეკარა მის გულს იმ ერთის გარდა.ის ერთადერთი იყო მისი ფიქრი,მისი ოცნება,მისი ნატვრა,მისი ტკივილიც და მისი ძლიერი სიყვარულიც. ,,უცხო ქალის ცრემლი''-ით რომ შეიჭრა მის გულში და დიდი ადგილი დაიჭირა, ენით განუმეორებელმა ხიბლმა და მისმა მეტყველმა შავმა თვალებმა.მუდამ გაწონასწორებული,აუჩქარებლად რომ საუბრობს მხოლოდ ამ ერთმა ცრემლმა ააფორიაქა და მისი გრძნობები თავდაყირა დააყენა.ეცადა,ძალიან ეცადა,მაგრამ მის საწოლთან მისულს უკვე გონება ებინდებოდა და მხოლოდ უცხო,უცნობი გოგონას გადარჩენისთვის იბრძოდა.მისი ტვნი სხვა ვერაფერზე ვერ რეაგირებდა და მიზანსაც მიაღწია,ყველა ამ განცდას უკვალოდ არ ჩაუვლია და ახლა კი მასზე ფიქრით და მონატრებით გადის დღეები.ერთ დღეს კი უკვე დიდი ხნის დავიწყებული ნომერი დაფიქსირდა მის ტელეფონზე და გაკვირვებულმა უპასუხა ზარის მფლობელს.
---დიდი დრო გავიდა,არ შევხმიანებივართ ერთმანეთს ბატონო რანო.გისმენთ.
---მართლაც დიდი ხანია და ახლა მჭირდებით ექიმო,თქვენთან შეხვედრა მსურს.როდის შეგიძლიათ შემხვდეთ?
---როცა თქვენ მოისურვებთ,მაშინ მიხილავთ თქვენს სამსახურში.
---ძალიან კარგი,მაშინ დღეს შევხვდეთ აკადემიაზე ,,კაფე მარგალიტასთან''დაგელოდები.
---ჩემი სამუშაო საათები დასრულებულია და შემიძლია ახლავეს წამოვიდე.უკვირდა რატომ დაურეკა და თავში ერთი აზრი ამოუტივტივდა,ის გაუხსნელი საქმე და იფიქრა, ,,ნუთუ კვალს მიაგნო''?მიუხედავად გზაში დიდი საცობისა,დანიშნულ ადგილზე შედარებით ადრე მივიდა,სადაც უკვე ელოდა იურისტი რანო.მისვლისთანავე მოიკითხეს ერთმანეთი და შეკითხვების გარეშე დაიწყო რანომ.
---ყოველ დღე,ჩემს თავს ვადანაშაულებ იმაში თუ რატომ ვერ შევძელი აქამდე ელის საქმის გახსნა.მასალები შევაგროვე და ვფიქრობ,კიდევ რამოდენიმე კვანძია გასახსნელი.მანქანის მძღოლის ვინაობა დადგენილია.ექიმო, ის მძღოლი ქართველია,მაგრამ მანქანა ბერძენის სახელზეა ნაქირავები და ეს რა გამოდის?
---ეს გამოდის,რომ ქართველი დაიქირავეს,რომ საქმე ბოლომდე მიეყვანათ.დღეს ძალიან ბევრი ზის სამუშაოს გარეშე,ქართველიც,ალბანელიც, და თვით ბერძენიც.შეაძლიეს თანხა,რომლის ციფრის რაოდენობამ თავბრუ დაახვია დაქირავებულ ქილერს (ასე რომ ვთქვათ) და მანაც შეასრულა მიცემული დავალება.ფული აიღო და წავიდა.
---სწორედ მეც მასე ვფიქრობ.ახლა დასადგენია,ვინ იცნობდა იმ ქართველს,ვინ მოიძია,მაგრამ არ ინერვიულო ესეც დადგენილია.მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა ექიმო,მაგრამჩემს თავს პირობა მივეცი,ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთქო და აუცილებლად მივიყვან.დღეს კი აღშფოთება ვეღარ დავფარე.
---რა ხდება,ახალია რამე?
---კი ახალია.ჩვენი ძებნილი მაკლერი,ვისაც უკვე ამდენი ხანია ვეძებთ,არ არსებობს ამ სახელის და გვარის ადამინი როგორც მაკლერი.ეს სახელი და გვარი გადაკეთებულია სპეციალურად,რომ ასე მოატყუილოს ხალხი და დააგროვოს მისი კაპიტალი.პიროვნება ვიზედაც ეჭვი მაქვს და წესით უკვე პატიმრობაში უნდა იყოს,მაგრამ მისი დაპატიმრებით მის მთავარ ბოსს დავაფრთხობთ,ვფიქრობ უმჯობესია,ჯერ ისევ მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდეს.
---გამოდის,რომ მიზანთან ახლოს ხართ.
---კი ძალიან ახლოს ვართ და ვფიქრობ ეს საქმე ძალიან მალე დასრულდება.თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიცი როგორ მოვახერხო ეს.აქ ელისო არის საჭირო,შესაძლებელია მისი დახმარებაც დაგვჭირდეს,თუმცა არ ვიცი მისი ჯამრთელობის შესახებ არაფერი,აქვს ისევ ამნეზია თუ უკვე კარგადაა.
---ელისო ძალიან კარგად არის სპირო და თუ მისი ჩამოსვლა ათენში აუცილებელია,შეგიძლიათ მას თავისუფლად მისწეროთ,დაურეკოთ და თავად დაელაპარაკოთ.ეს სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო სპიროსთვის რამაც ძალიან გაახარა.
---ეს ძალიან სასიხარულოა,კოორდინატები როგორ მოვიძიო?
---მე მოგცემ ელის კოორდინატებს,მე უკვე ორჯერ ვიყავი საქართველოში.უნდა გითხრა სპირო რომ,ძალიან მომეწონა ეს მხარე და მათი სულიერი სამყარო.
---მაშ ასე,ხრისტო ჩვენ შევადგენთ ფოტო რობოტს და შემდეგ დაუკავშირდებით ელის.ამის შემდეგ კი ისევ მოგვიწევს ჩვენ შეხვედრა და საუბარი,არ დაგიფიცავ ხრისტო მაგრამ,ყველა ეჭვს ისეთ ადამიანთან მივყავართ,რომელსაც კარგად იცნობ და ბოდიში,თუ გულს გატკენ,მაგრამ რაცარუნდა ვეცადო ვერ შევჩერდები,გვერდს ვერ ავუვლი ამ ადამიანს,რადგან ეს ჩვენი სამსახურია.
---რას ამბობ სპირო.ვინცარუნდა იყოს,პასუხი უნდა აგოს ელის წინაშე და კანონის წინაშე.ის თანხაც უნდა გადაუხადოს და მორალური და ფიზიკური ზიანისთვის კომპესაციაც მოითხოვოს.თქვა ხრისტომ მკაცრად.
როგორ არ მინდა ვიფიქრო,რომ შენი სული სხვა ბინძური ადამიანებივით დაბინძურდა და ეშმაკს მიჰყიდე დიდი თანხის საფასურად.აქამდე მეამაყებოდი,მაგრამ ახლა ეს თუ სიმართლე აღმოჩნდა რაც მე გულს მიღრღნის,ძალიან გულსატკენია.ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ უნდოდა სპიროს ნახვა და ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა,ვერ ისვენებდა,სანამ არ ეტყოდა სპიროს რა ტანჯავდა,მაგრამ არ უნდოდა სპიროსგან მოესმინა ის,რისი მოსმენაც ძალიან არ უნდოდა.რამოდენიმე თვის შემდეგ,ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და მოისმინა ის,რამაც არა მარტო გული ატკინა,სულიც აუწრიალა და თითქმის მის გარშემო წამiერად სამყაროც გაჩერდა.
---გიცნობ ხრისტო და ვიცი კარგი ადამიანი ხარ,ძალიან არ მინდა გატკინო,მაგრამ ვერა და ვერ აუარე გვერდი თემას ისე,რომ არ გატკინო.ყველა კვალს ვინმე კონსტანტინე გაბრიელთან მივყავართ.იცნობ ამ ადამანს?რა ნათესაური კავში გაქვთ მასთან,ან რა შეგიძლია მითხრა მასზე.ეს რა თქმა უნდა საიდუმლოდ დარჩება და არ გახმიანდება.
---ოხ კოსტი,კოსტი.ჩაილაპარაკა ხრისტომ და ეს ისეთი მოულოდნელი იყო და თან მისი ეჭვებიც რომ გამართლდდა,რამოდენიმე წუთით გაშტერებული იჯდა და შემდეგ სპიროს შეხედა.
---მაპატიე არ მინდოდა შენ გტკენოდა,მაგრამ სხვაგვარად არ მოხერხდებოდა ამის ახსნა.
---ვიცი,ნუ მიხსნი სპირო.კოსტანტინე გაბრიელი ჩემი ბიძაშვილია და ადრე მაკლერად მუშაობდა.
---მაინც რომელ წლებში.
---ის სულ მალე წავიდა აქედან ამერიკაში,როცა მე ელის გამოჯამრთელებაზე ვიყავი გადართული და დღე და ღამე მის საწოლთან ვიჯექი.
---ხრისტო ეჭვი არაფერში შეგპარვია?
---მაგალითად?
---მაგალითად,ასე უცებ მის ცაში აფრენას და გამდიდრებას ვგულისმობ.
---კოსტი გამდიდრებული?სპირო იქნებ გეშლება,რადგან ის ჩემთან ცხოვრობდა.ის ძალიან უბრალო ოჯახში დაიბადა და გაიზარდა,ათენში რომ გადმოვიდა სასწავლებლად,ჩემთან ცხოვრობდა.სულ თავის ნიჭით მიაღწია ყველაფერს.ვერ ვიჯერებ,მაგრამ თქვენ თუ ამბობთ ის არის დამნაშავე,ალბად ასეა.
---ახლა სად არის.
---ახლა ის ამერიკაშია მამაჩემთან და ჩემს სახლში ცხოვრობს.
---მდააა,გასაგებია.
---რა იცით,რომ ის არის დამნაშავე.
---ელის ველაპარაკეთ და მან ფოტოზე არსებულ რამოდენიმე ადამიანში,ის ამოიცნო.
---უთხარი,რომ ჩემი ნათესავია?
---არა,რას ამბობ.ეს თქვენი პირადულია,გინდა ეტყვი,გინდა არა,მე არ მეხება ეს მეგობარო.
---მაინც გაიგებს და დამალვას რა აზრი აქვს,აუცილებლად ვეტყვი.ახლა რას აპირებთ.
---აუცილებლად მის დაკავებაზე ვიზრუნებთ ალბად,მაგრამ..........
---სპირო ერთი იდეა მაქვს.ის ზაფხულზე აპირებს ჩამოსვლას,დამიჯერეთ გააკეთეთ ისე,რომ ეს საქმე თითქოს დახურულია და მილიციას აღარ აინტერესებს,ან აიყვანეთ ვინმე ცრუ ინფორმაცია გვქონდეს.სხვა კი ზაფხულზე ბედს მივანდოთ.
---კარგი იდეაა,მაგრამ მე და შენ კონტაქტი გვექნება და ვისაუბრებთ.
---რა თქმა უნდა.
---კარგი ხრისტო.ძალიან დამეხმარე და ამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა გავდივართ გვირაბის ბოლოში.მადლობა დახმარებისთვის და ჩემთან თანამშრომლობისთვის.სპიროს წასვლის შემდეგ,ფიქრებში ჩაიძირა და ფიქრობდა.
--რატომ გადააბიჯე ჩემს სულს კოსტი.რატომ დაგლიჯე ის,რატომ გახდი ასე დაუნდობელი შეგიძლია ამიხსნა?რატომ მეღობები ყოველთვის გზაზე როცა მე ბედნიერი ვარ,რატო მიფათურებ შენს ხელებს ჩემი სულის წიაღში,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ამჯერად ვერ გადამიდგები წინ და დიდი იმედი მაქვს ვერ შეძლებ ჩემი სულის ბედნიერება ჩაახშო და დააბინძურო,ეს გზა შენამდე ძალიან შორია.მე არ ვიცი რა იქნება,ხვალ და ზეგ,მაგრამ შენს გამოჩენამდე ჩემი ცხოვრება ბედნიერი იყო და ვიბრძოლებ,რომ ეს ბედნიერება შევინარჩუნო,ამჯერად ვერ მომერევი,არ დავუშვებ რომ ამჯერადაც დამაკარგვინო ის,ვინც ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია.



№1 სტუმარი marina

hesanihnavi taveia da gamohda dabolavebis moaxloeba.malades rom gvahuke elis da cristos uangaro sikvaruli da sxva bevri saintereso episodiebi.unihieresi xar mzia.kohag gisurveb sarmatebebs.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent