შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 14 თავი


19-08-2017, 18:11
ავტორი zia-maria
ნანახია 1 805

როცა იმედი გადაწურული გაქვს,როცა აღარაფერს აღარ ელოდები,როცა ტკივილი შეკუმშულია და გინდა დავიწყებას მისცე შენი წარსულის ყველა წუთიც და წამიც,სწორედ მაშინ შენს კარებზე თვით ბედნიერება მომდგარა და ისევ გახსენებს თავს,რომ მისთვის ყველაფერი ხარ.მას ახსოვხარ და შენსავით ათენებს ღამეებს შენზე ფიქრში.ელისო მის წინ ახალგაზრდა უცნობი მამაკაცის ხმამ ფიქრებიდან გამოიყვანა.
---ელისო კოვზაძე თქვენ ბრძანდებით?
---დიიიიიახ.ენა დაება ელისოს.
---ხელი მომიწერეთ აქ თუ შეიძლება,ეს საჩუქრები თქვენთან არის.ელისო ქაღალდზე ხელი მოაწერა და მოტანილი საჩუქრები სახლში შემოიტანა.ციცო და ვახო გაღიმებული ისხდნენ და უცქერდნენ ბედნიერებით სავსეს შვილს და მისი სიხარული მათაც უხაროდათ.ელისომ დაეჭვებულად გახედა მომღიმარ მშობლებს და შეეკითხა.
---თქვენ მომიწყვეთ ეს სიურპრიზი?
---არა.ორივემ ერთმხმად იუარა ეს მოულოდნელი სირპრიზი.
---არა დე, სიურპრიზი არ მოგვიწყვია,მაგრამ ვიცით ვისგანაც არის.თქვა ციცომ.ელისომ ღიმილით აიტანა ყველაფერი მის საძინებელში და ლამაზად შეფუთული ყუთს ქაღალდები უცებ შემოაცალა,გახსნა და მის წინ პატარა და ლამაზი სუნამო იყო რომელსაც ,,ბრილიანტი'' ეწერა ზედ და მისმა სუნმა გააბრუა.იქ კი პატარა წერილიც იყო.

---ძალიან მიყვარს აპრილის თვე.სიყვარულის,სითბოს,სიხარულის,ბედნიერების და მზიანი ღიმილის ნამდვილი პერიოდი,მაგრამ როგორც გავიგე სულ მოწყენილი ხარ.ელი ძალიან გთხოვ არ მოიწყინო,აგვისტოს თვეში თავისუფალი დრო რომ ავიღო და შენთან მოვიდე,აქედანვე მიწევს თავდაუზოგავი შრომა.ეს ძალიან მცირედია,რაც კი შემეძლო შენთვის აქედან გამეკეთებინა.ნუ მოიწყენ და ნურც მე მიწყენ,ხომ იცი წყენა ანადგურებს გრძნობებს,როგორი ძლიერი არ უნდა იყოს სიყვარული მას ნელა-ნელა ეკიდება ობი,აი ეს კი ძალიან არ მინდა.ახლა ვიცი გაოცებული დასცქერი ამ ყველაფერს,მაგრამ მადლობა მიშოს მან მომეხმარა.იმედია გაგახალისე ცოტა მაინც და წყენა შენი გულიდან გავდევნე.მინდოდა რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა,მაგრამ ბოლოს ეს უბრალოება ვარჩიე,ვიცოდი ეს უფრო მოგეწონება.იცოდე საღამოს ბიჭებს გაყევი და იხალისე,განწყობა არ გაიფუჭო,გთხოვ.ცრემლებმა ლამის დაახრჩო და მას ნება მისცა მის სახეზე ეთარეშათ,თავად კი დაუფიქრებლად დაიწყო წერილის წერა.
---როგორ მაბედნიერებ,შენმა ამ სიურპრიზმა მე დღეს უბედნიერესი გამხადა.ეს დღეები ,რომ არ მწერდი ლამის ჭკუიდან შევიშალე.ეს უბრალოება კი უფრო მხიბლავს,მართლა გამაოცე დღეს.ემალზე მიწერა და პასუხით უცბადვე მიიღო.
---გელოდებოდი ელი.მინდა გითხრა ერთი წინადადება,რომელიც სამი საოცრი სიტყვისგან შედგება, ,,მე შენ მიყვარხარ''.სამი სიტყვა,რომელშიც ვდებ ჩემს გულს,სულს და გრძნობებს.უჭირდა ემოციების მოთოკვა,იმხელა სიხარულს და სიყვარულს გრძნობდა უნდოდა ეყვირა და მისი ხმა ყველას გაეგონა.
---დღეს გავდევნე ჩემი გულიდან სევდიანი ფიქრები,რადგან გულის ჭრილობა,რომელიც დიდი სევდისგან იყო გამოწვეული და ნაწილობრივ გაყუჩდა ტკივილი,შენზე ფიქრებს რომ დაუდვია იქ ტკივილად ბინა,ამ გულმა შენს გარდა ვერავინ მიიღო.დღევანდელმა დღემ კი მითხრა ჩურჩულით და დანამდვილებით.,,ვისაც ელი ის აუცილებლად მოვა''.შენი წასვლის შემდეგ ჩემთვის ერთფეროვანი გახდა ცხოვრება,უშენობით გამოწვეული ტკივილი ლოდინად დაედო გულს.თუ ეს ლოდინი,თუ ეს ტკივილი შენ ჩემთან დაგაბრუნებს,მე უთუოდ დაგელოდებ,სიკვდილამდე დაგელოდები და სიკვდილის შემდეგაც შენ დაგელოდები.გააგზავნა წერილი და შემდეგ კმაყოფილი სახით საწოლზე გადაწვა და თქვა გულში,რა კარგია,როცა საყვარელი ადამიანი ასეთ მოულოდნელ სიურპრიზს გაგიკეთებენ,ესე იგი ის დღემდე ჩემზე ფიქრობს,ისე როგორც მე მასზე.გაახსენდა ხრისტოსთან ერთად გატარებული დღეები და ტკბილი მოგონებები შემოაწვა, ,,შენ იპოვნე ჩემი გულის გასაღები'', ბედნიერებით სავსეს დაეძინა იმ ღამით,მაგრამ მშვიდი ძილი დაუფრთხო საწოლზე მის გვერდით ღვნეშით დაწოლილმა მიშომ.
---ელო ადე რა,იცი რომელი საათია?რომელ საათზე დაწექი წუხელ.
---გველო ადამიანო,იცოდი როგორ ვნერვიულობდი და შენ მიყურებდი და არაფერი არ მითხარი?
---ეეეეე,კარგად ხარ?რომ მეთქვა, ეს როგორი სიურპრიზი იქნებოდა?მორჩი ბუტიაობას ბებერო,ადე ჩაიცვი და წავედით.
---მე თუ ბებერი ვარ,შენ გადაბერებული ყოფილხარ და ცოლი ვისთვის მოიყვანე მეზობლებისთვის?გადაიკისკისა და გაბღვერილ მიშოს სიცილით უთხრა- ჩემზე უფროსი ხარ არ დაგავიწყდეს.მე არსად არ მოვდივარ,არ ვიხდი დაბადების დღეს.ნუ მაძალებ,ხომ იცი სასტიკად წინააღმდეგი ვარ ყოველწლირად ამ დიდ ცერემონიალებს.მე ამდენი ფული უნდა დავხარჯო ერთ საათისთვის და გაიხედე ირგვლივ რამდენი მშიერი დადის?

---ხოდა ჯერ შენს დაქალს შეეკითხე მეტყობა თუ არა სიბერე და მერე,აეგდე და ჩაიცვი,წამომყე სადაც წავიდე.გპირდები,რომ წელს არანაირი ასეთი თავყრილობა არ იქნება.
---სად მიგყავარ,შეიძლება მითხრა?
---არა,ეს სირპრიზია.ელისო წამოდგა,თავი მოიწესრიგა და მიშოს წინ დადგა.მიშომ აათვალიერა და უთხრა.
---წავიდეთ.დიდი ხნის სიარულის შემდეგ,ერთ-ერთ საავადმყოფოსთან მივიდა და ელისოს გახედა.
---აქ რა გვინდა მიშო.გაუკვირდა ელისოს.
---მომისმინე,დარწმუნებული ვარ,ვახო დღეს სულ მცირე 5000ლარს მაინც დახარჯავდა,მეტსაც თუ ნაკლებს არა.მე გადავწყვიტე დღევანდელ დღეზე,შენთან ერთად შევიდე იმ შენობაში და ამ თანხიდან 200-200ლარი მივცეთ თითოეულ პაციენტს.წარმოიდგინე მათი სახეები ელისო რა ბედნიერები იქნებიან და დღეს რამდენისგან მიიღებ გულითად დალოცვას.
---აუუუ,რა მაგრად მომეწონა ეს იდეა.
---ხოდა მომყევი.შევიდნენ შენობაში და პირველი სართულიდან დაიწყეს,ყველა პალატაში შედიოდნენ გაღიმებული სახით და ფულს ჩუქნიდნენ სრულიად უცნობებს,რომლებიც გაკვირვებული და ტკივილისაგან გატანჯული სახით მაინც ცდილობდნენ გაღიმებას.კმატოფილი სახით განოვიდნენ საავადმყოფოდან და ელისომ თქვა.
---აი განწყობა მაქვს ახლა,რაღაც არაჩვეულებრივი.დღევანდელი დღისთვის ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ მიშო.ყოველ წლიურად ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს ჩვენს სახლში დღევანდელ დღეს,ძლივს მეღირსა ნორმალურად დავჯდეთ,მხოლოდ ჩვენ ოჯახის წევრებმა და ვისადილოთ,მადლობა შენ ამისთვის.ისე საჩუქარი,რომც არ მიყიდო რამე,დღევანდელ დღეს ჩაგითვლი საჩუქრად.მ
---საჩუქარს სახლში მიიღებ და წამოდი გველოდებიან,თან მშია.
---ისე როგორ დაითანხმე ვახო?
---ნუ მეკითხები ელისო,იცი რამდენი ხანია რომ ვეყუყუნენი?ახლა დავემუქრე,შენი ტენდერი მე სულ არ მაინტერესებსთქო და გეფიცები მისმა ჯიუტობამ ისე გამავრაზა,რომ შემხედა,იფიქრა ალბად ეს მიმატოვებსო და დამთანხმდა.ორივე იცინოდა და ასე სიცილ-სიცილით შევიდნენ სახლში.ყველასგან მიიღო მოლოცვა და უეცრად მოწყენილმა იკითხა.
---შაკო?შაკო არ მოვიდა?
---შაკო თუ მოვიდოდა,ლელიც უნდა წამოეყვანა.ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ლელის ნახვას არ ისურვებდი აქ და არც გვითქვამს. უთხრა მიშომ.
---რას ამბობ უკვირდები?შაკო ჩვენი ოჯახის წევრია,განა ცოტა რამ გადავიტანეთ ერთად?ის აქ უნდა იყოს დღეს,ჩემთან ერთად და შენთან ერთად მე კი თქვენს შუაში უნდა ჩაგიჯდეთ.თქვა დაუფიქრებლად და ძალიან გაბრაზებულმა.მიშომ დაურეკა შაკოს და სიტყვა-სიტყვით გადასცა ელისოს სიტყვები,ერთ საათში კი შაკოც მოვიდა ლელისთან ერთად და პატარა ცისფერთვალება პრონცესაც თან ჰყავდა ხელში.
---ყველას უყვარს დღესასწაულები,მაგრამ როგორც ზრდა სრული ადამიანი ძნელი იყო ასე უცბად საჩუქრის არჩევა,მაგრამ გადავწყვიტეთ მე და შაკომ ეს საჩუქარი გადმოგცეთ,რომელსაც არც ფერი გადის და არც მოდა,დიდი იმედია არ დაგვიწუნებ.ლელიმ ლამაზად შეფუთული გადასცა ელისოს და მისი გახსნისას გაოცებული დარჩა,ყუთში უძვირფასესი ვერცხლის ყელსაბამი იყო მისივე ბრასლეტით.როგორც ელეგანტური ქალი,ვიფიქრე ეს ყელსაბამი შენს ხასიათს შეავსებს და თან მაღალ ყელზე ძალიან მოგიხდება.
---ძალიან დიდი მადლობა,ძალიან ლამაზია.აღფრთოვანებულმა თქვა ელისომ.
---მომხედე,არ გაინტერესებს მე რა გიყიდე?ელისომ ინტერესით შეხედა მიშოს და შეეკითხა.
---რამე არ დაარეხვო ახლა თორემ შემომაკვდები.
---ახალგაზრდა ქალი,რომელიც დაუფლებულია უკვე პროფესიას და მე კარგად ვიცი შენი შინაგანი ხასიათი,თან კიდევ მინდა ძალიან,ძალიან გაგახარო და გადავწყვიტე როგორც გასათხოვარი და უკვე სიბერისკენ წასული ქალი მე შენ საჩუქრად,სამზარეულოსთვის ქვაბების ნაბორი გიყიდე.რას მიყურებ,რა იცი როგორ ოჯახში შეხვალ,სად გათხოვდები და მე ხომ ხედავ აქედანვე ვზრუნავ შენზე.მიშომ გაკვირვებულმა აუხსნა ელისოს მისი საჩუქრის შესახებ,მაგრამ ვეღარ შეიკავა თავი და გულიანად გაიცინა,სიცილში არც ვახო ჩამორჩა და მასაც გაეცინა მიშოს გამოსვლაზე,თან ძალიან უხაროდა ამ ბავშვების პატარაობიდან დღემდე ამ საყვარელი ურთიერთობის შენარჩუნება.ელისოსთან თინი მივიდა და უთხრა.
---ნუ უსმენ ამას,ეს ხომ არაფერს არ ამბობს ნორმალურად.თუმცა მართლა გულით უნდა ვაღიარო,რომ ამჯერად მართლა გამიჭირდა საჩუქრის შერჩევა,ამიტომ ეს ავარჩიე.ვიცი რომ არ გიყვარს ასეთები,მაგრამ მე ვფიქრობ ეს სამუდამოდ დაგრჩება ჩვენგან.ელისომ ღიმილით გამოართვა თინის საჩუქარი და ულამაზესი ოქროს ყელსაბამი ყელზე გაიკეთა,რომელიც ძალიან მოუხდა მის მაღალ ყელს.დღევანდელმა დღემ ძალიან ლამაზად და თბილად ჩაიარა,დრო როგორც ვიცით ძალიან სწრაფად გარბის და ცხელი ზაფხულიც მოადგა კარს და ერთ საღამოს როცა სიცხისაგან მოწყენილი იჯდა და კომპიუტერის ეკრანზე უხასიათოდ დაბორიალობდა,მის ტელეფონზე საყვარელი ადამიანის ფოტო გაიშალა და გაბადრულმა უპასუხა,თითქოს სულ არ ყოფილიყოს ნაწყენი მასზე.
---ელი როგორ ხარ,ძალიან სიცხეებია?აქ სუნთქვა ჭირს.
---ცოტაც მოითმინე და მელე მოგვიხურავს ზაფხული მჭიდროდ კარს მომავლამდე.

---საქართველოს სტუმართმოყვარეობის წესები მე ათენში ჩავიტანე და იქ მინდა ეს წესი შემოვიღო და შენ რა გემართება,რატომ არ მითხარი ,,სტუმარი ღვთისააო''?ელისომ თავი ასწია და გაოცებულმა უთხრა.
---სად ხარ,ჩამოხვედი?
---ჩამოვედი,გაემზადე და შავ ზღვაზე მივდივართ.
---არ მატყუილებ?ჯერ უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო სიმართლეში.
---კარი გააღე გოგო და დარწმუნდები,რას აკეთებ მანდ, დაიხრჩობი გამოდი გარეთ.უყვირა მიშომ.მიშოს ხმის გაგონება იყო და წამოხტა,სირბილით ჩაიქროლა კიბეები და გამოღებულ კარებში პირდაპირ ხრისტოს ხელებში ჩავარდა.როგორ გაინაბა,როგორ გაიტრუნა და როგორ ღრმად შეისუნთქა მონატრებული სურნელი.
---რამდენი დღით რჩები?იყო პირველი კითხვა.
---სექტემბრის 20-მდე აქ ვარ.სრული ერთი თვე შენთან,შენს გვერდთ,იცი ეს რამხელა ბედნიერებაა?
---მართლა?მართლა ერთი თვე რჩები?შაბათს ქორწილია,რა კარგია რომ აქ იქნები.
---აქ ვიქნები,მაგრამ ქორწილის შემდეგ მე და შენ წავალთ ზღვაზე.ჩვენი გაცნობის ერთი წელი უნდა აღვნიშნოთ..
---ერთი წელი,როგორ მალე გაირბინა დრომ.
---სახლში არ შემომიშვებ,შენები რომ ვნახო?
---უი შემოდი.ღიმილით დაუთმო გზა და ხრისტო სახლში შევიდა.ყველას გაუხარდა მისი ისევ ნახვა,ისევ იმ საძინებელში მოათავსეს,ძალიან ბევრი იუარა,მაგრამ ვახოს ვერაფერი ვერ შეასმინა.უკანასკნელ 50 წელიწადში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში,მაგრამ ვაჟა ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელს''ჯერაც არ გასვლია ყავლი და არც არასდროს გაუვა.
გათენდა შაბათი და მიშო შესანიშნავად გრძნობდა თავს.უამრავი მხიარული სახეები და უეცრად ჩაბნელებული დარბაზი,დარბაზი სადაც მხოლოდ ერთი კუთხეა განათებული ლურჯი მკრთალი შუქით და აი გამოჩნდა,ორი გაღიმებული ბავსვის სახე 7-10 წლის ასაკშია ორივე,მოულოდნელად ორივე იხდის ტანისამოს და ცვლიან თან იცინიან.ბიჭი გოგონას შორტებს და მაისურც იცმევს და გოგონა კი ბიჭის შარვალს იცმევს და სათვალეებს იკეთებს,თავზე კეპკიან ქუდს შებრუნებით იხურავს და გარშემო მკაცრი გამოხედვით იხედება.საიდანღაც სიგარეტის ღერს აძრობს და პირში იდებს,ბიჭს კი ეს არ მოსწონს,ერთს უთავაზებს და სიგარეტს ხელიდან აგდებინებს.შემდეგ კი ორივე გულიანად იცინის.ამ ყველაფერს ვახო ჩუმად უღებს ბავშვებს და აი დღემდე შენახული აქვს,ელისო შემთხვევით ნახულობს და აბა ამ შესანიშნავ მომენტს ხელიდან გაუშვებს?საჩუქარს უკეთებს მიშოს და ვიდეოს ბოლოდროინდელ გადაღებული ფოტოთი სრულდება.დასარულს კი დიდი ასოებით წარწერა რჩება ეკრანზე. ,,შენ ჩემი სულის სამყარო ხარ,ერთადერთი მეგობარი ის ძმა,რომელიც არასოდეს არ მყოლია,გილოცავთ გულით ორივეს დღევანდელ დღეს და გისურვებთ მარადიულ ბედნიერებას''.მიშომ ელისოს შეხედა,გულში ჩაიკრა ელისო და მანაც ცრემლნარევი ხმით უთხრა.
---ჩემი და ხარ,ის და რომელიც მე არასოდეს არ მყოლია.ძალიან გულის ამაჩუყებელი სცენა იყო და ვერც ელისომ ვერ დამალა ცრემლი.ეს ცრემლი იყო სიყვარულის,სიკეთის და მეგობრობის,ერთგული და მეგობრობის. ხრისტო გააოცა 12 ჭიქიანი ყანწის დანახვამ და შემდეგ მის ბოლომდე დაცლამ თამადის მიერ.თავადაც სვამდა,მაგრამ რატომღაც არ ეტყობოდა.ნაზი და წყნარი მელოდია ჩაირთო,წამოდგა ელისოს ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიწვია.არ უყვარს ცეკვა,მაგრამ ახლა უნდა ეცეკვა ან უნდოდა ელისოს შეხებოდა ის ისეთი ლამაზი იყო.ჭკუაზე გადაყავდა ელისოს ლამაზ,პატარა ვარდისფერ ტუჩებს და მის საჯდომამდე ჩასწორებულ თმებს.ზედმეტია საუბარი ელისოს დეკოლტეში გემრიელად მომზირალ მის მკერდზე.ესიამოვნა ხრისტოს შემოთავაზება და ნაზად გაუწოდა ხელი,შემდეგ ფაქიზად შემოაწყო მის ნავარჯიშებ მხრებზე მისი ნაზი ხელის მტევნები და ძალიან ახლოს მისწია მისკენ ელისოს სხეული,ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან,ყურთან ჩურჩულით უთხრა.
---წამოდი მე და შენ გავიპაროთ აქედან,არეულია უკვე ხალხი.
---უხერხულია ხრისტო ცოტაც დავიცადოთ და წავიდეთ სახლში.უთხრა ელისომ.
---შენ ან ვერ გაიგონე და ვერ გაიგე რა გითხარი,ან არ გინდა გაიგონო და გაიგო.მე სასტუმროში მინდა რომ წავიდეთ,გთხოვ ეს საღამო მე მაჩუქო და ერთად გავატაროთ.,მხოლოდ დღეს.ელისომ იყოყმანა სასტუმროში წასვლა,მაგრამ ბოლოს დათანხმდა.სიხარულისაგან ანთებულმა ძლიერად მიიკრა მკერდზე და ელისომაც მკერდზე მიადო თავი.ხრისტომ მისი სურნელი შეისუნთქა და შემდეგ ფრთხილად აკოცა თმებზე.მოულოდნელად თავი ააწევინა,თმები გადაუწია სახიდან და ტუჩებშიი აკოცა.გაბრაზების მაგივრად თვალები მინაბა და შეკავებული კვნესა ამოუშვა ყელიდან.ამან უფრო გაახელა და უფრო აღაგზნო ექიმი რადგან კოცნისას ნამდვილად არ ელოდა კვნესას.იცოდა ქართველების ადათ-წესები,მაგრამ ისიც იცოდა რომ თავს ვეღარ შეიკავებდა.შაკოს გახედა,თვალი ჩაუკრა და ხელმოხვეული გაიყვანა დარბაზიდან.ელისო ცუდ დღეში იყო,მთელი სხეულით ცახცახებდა გზაში.ხმაც არ ამოუღიათ ნომერში შესვლამდე,უეცრად გამოფხიზლდდა,მაგრამ ხრისტოს ვნებით სავსე თვალებს რომ შეხედა,ისევ მოეძალა ვნება.მიუახლოვდა და ფერებაში ხელი კაბის ქვეშ შეუცურა,მეორე ხელით მისკენ შემოაბრუნა და მოწყვეტილად დააკვდა მის ბაგეებს.კაბა ელისოს ტანიდან ჩასრიალდა და ძირს დაეფინა,მის წინ ტრუსის და ლიფის სამარა დადგა,თვალები მაგრად დახუჭა,შემდეგ ყელზე იგრძნო სასიამოვნო შეხება და ისევ კვნესა აღმოხდა მის ბაგეებს.ვეღარ დაიოკა თავი და ნაზად გადააწვინა საწოლზე და თვალებში ჩააშტერდა,ყურში კი ჩურჩულით უთხრა.
---ეს პირველია შენთვის?ელისომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და პასუხის მოსმენით ნასიამოვნებმა გულში ჩაიხუტა,დაუკოცნა მთელი სახე,მკერდი და ვნებიანი ხმით უთხრა.-დღეს ჩემი გახდები და სამუდამოდ ჩემი დაგერქმევა.შეშინებული თვალები დაუკოცნა და ელისოს მორცხვად ნათქვამი გაიგონა.

---მეშინია.
---მე მიყურე და ყველაფერი კაგად იქნება.მე მიყურე გესმის?უცქრერდნენ ერთმანეთს თვალებში და კიდევ ერთი ცრემლი დაინახა,მაგრამ ეს ცრემლი იყო სიხარულის და სიყვარულის.ნელა-ნელა ტკივილი სიამოვნებაში გადავიდა და ნაზი ხმით კვნესაც მოესმა,მისმა კვნესამ სითამამე შეჰმატა ექიმს და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა,თან მისი სახის მიმიკებს აკვირდებოდა.მოულოდნელად წარბები მაღლა ასწია და მიხვდა მისი გამობურცული,ვნებისაგან ოდნავ ღიად დარჩენილი ტუჩები თითქოს საკოცნელად იხმობდნენ,ეგრევე დააცხრა მის საყვარელ ბაგეებს და მოულოდნელად მოდუნდა ორივე ერთად.ერთმანეთის თვალებში ჩახედეს და დაღლილებმა ერთმანეთს მოშორდნენ სულის მოსათქმელად.ოდნავ დამშვიდებულ გულზე თავი მიაბრუ და ელისოს შეხედა,ელისომ თვალი-თვალში გაუყარა,წამოიწია და ხრისტოს ბგეებს შეეხო ნაზად თან უთხრა.
---ვეფხვი ხარ თუ ფოცხვერი?
---მე ვეფხვი,შენ კი ფოცხვერი რადგან სულ დაჭყაპნილი ვარ ვიცი,ისე მეწვის ზურგი.შემდეგ თავად მიიწია მისკენ და თავადაც გემრიელად უპასუხა ელისოს ნაზ კოცნას.შემდეგ მკერდზე დაიდო მისი თავი და ასე ჩახუტებულებს ჩაეძინათ.დილით კი თვალებზე კოცნით გააღვიძა და სულ ცოტა ხანში,ისევ სასიამოვნო მორევში გადაეშვა ორივე თავდავიწყებაში მაგრამ რელურ ცხოვრებას ელისოს ტელეფონის ხმამ დააბრუნა ორივე.
---გოგო ცოცხალი ხარ?სად გაიპარეთ წუხელ ორივემ ერთად?მოესმა მიშოს ხმა და თავადაც გაეცინა.-მე მქონდა წუხელ ქორწილი და არა შენ,მე უნდა ვნებივრობდე დღეს და არა შენ.ადექი ახლა,სახლში მოდით და ზღვაზე მივდივართ.ელისომ თავი წამოყო და ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ყვირილი.
---ზღვაზე ჩვენ მივდივართ და არა თქვენ.
---ჩვენ ყველა ერთად მივდივართ ფისო და დროზე ადექით.
---ვერ გიტან,გველო.გოჩაც იქნება?
---უკვე აქ არის.ისე გაითიშე გუშინ და გაქცევაზე ფიქრობდი გოჩა არც გინახავს.ადე,ადე უკვე ქალბატონო.უთხრა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
---მოგკლავ იცოდე.
---რა არ მითხრს ახლა,სასტუმროში იმიტომ წავედით ვერანდაზე დამსხდრებს ვარსკვლავები რომ დაგვეთვალა ცაზეო.გაბრაზდა ელისო და ხრისტო მიხვდა,რომ მას მიშო აწვალებდა.გადახედა მომღიმარ ხრისტოს და უთხრა.
---უნდა ავდგეთ,გველოდებიან.ეს როგორ იქნება,არ დაგვირეკია და სასტუმრო არ დაგვიჯავშნია.
---ნუ ბუზღუნებ,მოდი ჩემთან.ხრისტომ ხელით მისწია მისკენ ელისო და ისევ დააგემოვნა მისი გაბუტული ბაგეები.ძალიან არ მინდა, რომ ავდგეთ მაგრამ უნდა წავიდეთ.იქ კი გუშინ მოაგვარა ყველაფერი გოჩამ.ერთ საათში სახლში იყვნენ და რაც მოყვა ხელში ყველაფერი ჩაყარა ჩემოდანში გაბრაზებულმა და ბათმისაკენ გაუდგნენ გზას.
---გინდა შეგცვალო?კითხა ელისოს ხრისტომ.უხმოდ გადააყენა მანქანა და ხრისტოს დაითმო ადგილი.იარე სულ ასე ცენტრალურ-მთავარ გზაზე და უკვე ზღვა რომ დაიწყება აი იქედან მე დავჯდები.ელისოს ჩაეძინა,აი გამოჩნდა ზღვა ლურჯი,უკიდეგანო და ლივლივა.სიჩქარეს დაუკლო,ნელა-ნელა მიდიოდა ელისო კი ნანასავეთ ირწეოდა და გემრიელად ფშვინავდა.მოშივდა,ელისოც შიმშილმა შეაწუხა და გამოეღვიძა,გააჩერებინა მანქანა და ცოტა გაიარ-გამოიარა,შემდეგ დიდი სიჩქარით წავიდა და მალე მივიდა ნაცნობ სასტუმროში,სხვები უკვე დაბინავეულიყო თავ-თავიანთ ოთახებში.თავი მოიწესრიგა ორივემ და ყველამ ერთად რესტორანში წავდნენ იქ სადაც საუკეთესო აჭარულ-ხაჭაპურს აცხობენ მთელს ბათუმში.
---ახლა დავისვენოთ,თქვენ ჭკუით იყავით ბევრი არ იცელქოთ.უთხრა ელისოს და სანამ ელისო მისკენ შებუნდა,მიშო უკვე გამქრალი იყო მისი სიახლოვიდან.
---შენაირი ბნელი თუ დადის სადმე საინტერესოა.
---ბნელი თუ ვარ,გამოხვალ შენ სანაპიროზე,დაგერხა კოვზაძის ქალოო.დაგახრჩობ,წყლით გაგჭყიპავ და წყალშივე ჩაგბუშტავ.
---გეტყოდი ახლა ერთ-ორ სიტყვას,მაგრამ არ ღირს შენთან საუბარი.გოჩა და ხრისტო ერთად იდგა და საუბრობდნენ წყნარად,თან თვალს ადევნებდა ელისოს და მიშოს კინკლაობას და ეცინებოდა.
---თქვენ პირადად რომელი ქალაქი მოგწონთ,თქვენივე მხარეში.
---მე პირადად აღმოსავლეთში ვცხოვრობ,თეთრ-წყაროში.მაგრამ ვერ დავფიცავ სიყვარულით ქუთაისი მიყვარს რადგან,ჩემთვის ქუთაისი არის მრავალფეროვანი.მიყვარს ბაგრატის ტაძარი რომელიც ამაყად დგას შემაღლებულ ადგილზე და ქუთაისს გადმოყურებს.იქ საოცრად ლამაზია ,,თეთრი ხიდი''.ქუთაისი თამამად უნდა ვთქვა,რომ არის პატარა პარიზი და რაცარუნდა შენთვის გასაოცარი უნდა იყოს,ქუთაისში არის ნიკეას ქუჩა,ისე როგორც ათენში არის ქუთაისის ქუჩა.ჩვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია და ტურისტებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო სანახაობებია, მაგრამ აქ რამდენი უმაღლესიც არ უნდა დაამთავრო,პერსპექტივა არ გვაქვს,სამუშაო არ არის.საზღვარგარეთ გარბის ახალი თაობა და იქვე რჩებიან.აქ კი ხედავ?ბევრი ფული არ გვაქვს,მაგრამ აქ უფულოდაც ბედნიერია ხალხი.ყველაფერი კარგია,ყველაფერი მიგიზიდავს,მაგრამ პერსპექტივა ნულია,ჩემო ხრისტო ნული.ნამგზავრებმა და დაღლილებმა ცოტა დაისვენეს და საღამოს სანაპიროზე გავიდნენ.
---გოშა ძალიან ბევრი იცი საქართველოს შესახებ და იქნებ ისიც მითხრა,რატომ ჰქვია ,,შავ ზღვას'' ,,შავი ზღვა''?გოჩას გაეცინა და ჩაახველა,ხმა ჩაიწმინდა და დაიწყო.
---პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ ძვ.წ.V საუკუნეს ეკუთნის.საქართველოს დასავლეთით 310 კმ სიგრძეზე ეკვრის შავი ზღვა, რომლის მნიშვნელობა საქართველოსთვის დიდია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ წარმონაქმნს ქვეყნის ზოგად-გეოგრაფიული მდებარეობისათვის, სწორედ შავი ზღვის გავლით შემოვიდნენ კოლხეთში არგონავტები ,,ოქროს საწყმისის''წასაღებად.მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში წყალი შავი არ არის, ძველთაგანვე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მას “შავს" ეძახდნენ. ზუსტად ცნობილი არ არის ვინ, როდის და რატომ დაარქვა, ან ასე რატომ აიტაცეს ეს სახელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის, ყველაშე გავრცელებული შემდეგი ვერსიებია:ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ ზღვას — პონტ აქსინოს ( Πόντος Ἄξενος) ეძახდნენ, რაც «არასტუმართმოყვარე ზღვა»-ს, ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც, მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (Πόντος Εὔξενος, «სტუმართმოყვარე ზღვა») დაარქვეს.აი ასეთია ექიმო შავი ზღვის ძალიან მცირე ისტორია.



№1 სტუმარი marina

hesanihnavia rogors koveltvis.es tavis.me vpikrob uaxlovdeba dasasruls es hesanihnavi istoria.gaixare lamazoo.sarmatebebii.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

რეალურადაც ასეთი გიჟები,როგორებიც მიშო და ელო არის,თუ შეიძლებოდა ყოფილიყო არ მეგონა.მართლაც რომ პატარა ბავშვივით არიან,მიხარია მათი მეგობრობა ასე კარგი რომ არის.წყვილზე არაფერს ვამბობ,სასწაულები არიან,ისე მომწონს
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent