სექსუალური პატარძალი -თავიVII-
ხვნეშა-ხვნეშით შემოვიდა ეკა სახლში. წინ გამობერილ მუცელს ძლივს მიათრევდა და ცოტა კოჭლობითაც კი ადგამდა ნაბიჯებს. _შენ ბავშვი აფთიაქში გინდა გააჩინო?_გავუცინე და უკან გავყევი. _ერთი კვირაც და გავდივარ დეკრეტში._ამოიხვნეშა და მისაღებში, დივანზე კომფორტულად მოთავსდა._ყინულებიანი წყალი მომიტანე რა, საშინლად ცხელა გარეთ. _ახლავე._წამიერად მოვწყდი ადგილს და დის სურვილი შევასრულე. მისაღებში რომ დავბრუნდი ჩანთიდან აფთიაქის გამჭვირვალე პარკი ამოიღო, რომელშიც რამდენიმე შეკვრა ვარდისფერი კოლოფი ეყარა. _რაამბავია.?!_თვალები გამიფართოვდა._ერთი არ მეყოფოდა? _შენ უკეთ იცი თუ მე?_შემომიბღვირა მან. _მოკლედ ეს ფარმაცევტული პრივილეგიები რა… _ბევრს ნუ ლაპარაკობ და რამე მაჭამე!_მუცელზე ხელი გადაისვა, მერე ფეხზე გაიხდა და დივანზე წამოწვა._თან მოყევი ერთი რა ამბებია?! სამზარეულოში გავედი და წინა საღამოს მომზადებული საჭმელი დავადგი გაზზე. _ეს რა სუნია?_დაიყვირა ეკამ. _ლობიოს ვაცხელებ…_გავძახე მეც. _ფუ! გამორთე!!!_დაიჯღანა და ცხვირი აიბზუა. _აბა რა გაჭამო? _სხვა არაფერი გაქვს? _თუ გინდა მაკარონს მოვხარშავ უცებ, ყველთან ერთად. _ფუ, ვერ ვიტან! _აბა ბუტერბროდი გინდა? _არა, არ მინდა. _აბა რა გინდა?_მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსებოდა. _წყალი მომიტანე ისევ._პაუზის შემდგე ბუზღუნით დაიძახა. თვალები გადავატრიალე და მაცივრიდან ჩაციებული ბოთლი გამოვიღე. _აჰა და გაიჭყიპე!_ცხვირწინ ავაფარე ბოთლი. ეკამ ენა გადმომიგდო და გემრიელად მოსვა წყალი. ეკა უკვე მესამე ბავშვზე იყო ორსულად. ლაშა, მისი ქმარი გიჟდებოდა ბავშვებზე და ყოველ წელს ახალ-ახალ წევრს მატებდა ოჯახს. ზედმეტად მონდომებულიც კი იყო. თუმცა საკმაოდ ყურადღებიანი, მზრუნველი და ერთგულიც გახლდათ. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ეკა ბოლო კურს ხურავდა, ლაშა კი მისი ლექტორი იყო… დიდი და ჩახლართული ისტორია კი ჰქონდათ, მაგრამ როგორც დედა იტყოდა “სიყვარულმა გაიმარჯვა” და აგერ უკვე 4 წელია შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. მე და ეკას არც ისე ახლო ურთიერთობა გვქონდა, ჩემზე 11 წლით უფროსი იყო და თითქმის საერთო არაფერი გვქონდა. ბოლო დროს კი საკმაოდ დავშორდით ერთმანეთს. განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც სახლიდან წამოვედი. არც გვიჩხუბია, არც გავბრაზებულვართ ერთმანეთზე, უბრალოს კონტაქტი ნელ-ნელა გავწყვიტეთ და ერთმანეთის შესახებ მხოლოდ დედაჩვენისგან თუ გავიგებდით რამეს. _არასდროს არ მომწონდა ეგ შენი ნინა…_აღრენილმა ჩაილაპარაკა, როგორც კი დავასრულე ჩემი ამბის მოყოლა და ბოთლი ბოლომდე ჩაცალა._სულ უხეშად მელაპარაკებოდა და მამასაც არ უყვარდა, ხომ გახსოვს?! _ოოო, კაი რა. მამას ვინ უყვარს შენს გარდა?_თავი უკან გადავაგდე და დივნის საზურგეს მივესვენე. _ნუ სულელობ!_გაბრაზებულმა გამომხედა._იცი რა ცუდად არის? ბოლოს როდის ნახე? _აუ შემეშვი ეკა, აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხარ._თვალები დავხუჭე და მომდგარი ცრემლები შევიკავე. _რამდენი დღე გადაგიცდა?_სასწრაფოდ შეცვალა თემა. _თერთმეტი._წავილუღლუღე ძლივს. _რა?_დასჭექა ჩვეულებრისამებრ. _რა გაყვირებს? _და აქამდე ტესტი არ გაიკეთე? _ადრეც ამრევია ხოლმე… მაგრამ ამდენიხნით არა და ამიტომაც დაგირეკე ახლა. _შენ ნორმალური არ ხარ!_დაასკვნა მან._მოკიდე ხელი ამ ტესტებს და გაიკეთე. _როგორ უნდა გავიკეთი?_შიშნარევი ღიმილით ვიკითხე. _არ იცი?_აკისკისდა._წარმომიდგენია რა დაბდურა დედა იქნები. _ჯერ ეგეც საკითხავია მინდა თუ არა დედობდა. _მაგაზე კრინტიც არ დაძრა, ხომ იცი როგორ მძულს აბორტი. შენ თუ არ გენდომება მე გავზრდი! _ერთი ბავშვით მეტი იქნება თუ ნაკლები რა მნიშვნელობა აქვს, არა?_ამივარდა სიცილი._ლაშა ალბათ ვერც შეამჩნევს კიდევ ერთ ბავშვს, შეგიძლია ჩუმად შეაპარო სახლში. _რამდენს ლაპარაკობ?!_წამოჯდა დივანზე._გახსენი ყუთი და წერია იქ ყველაფერი… შენთვითონაც მოაბამ თავს…იმედია._ჩაილაპარაკა ბოლოს. ზანტად დავავლე პარკს ხელი და მძიმე ნაბიჯებით შევედი საპირფარეშოში. არ ვიცი ასეთი რამ რეალურად შესაძლებელია თუ არის, მაგრამ რამდენიმე წუთით სამყაროს გამოვეთიშე. ზემოდან დავყურებდი საკუთარ სხეულს, რომელიც აკანკალები ხელებით ცდილობდა ყუთის გახსნას, შემდეგ ინსტრუქციის წაკითხვას და შემდეგ ამ ინსტუქციის სისრულეში მოყვანას. ტესტისთვის არც დამიხედავს, ხელში ისე მოვიქციე რომ ის ნაწილი სადაც ხაზების რაოდნობას უნდა დავკვირვებოდი დაფარულიყო. აცახცახებული სხეული ძლივს დავიმორჩილე რომ მისაღებში გავსულიყავი. ის იყო ხმამაღლა უნდა მეთქვა ეკასთვის 2 წუთში გავიგებ პასუხსთქო სავარძელში მოკლათებულ ირაკლის მოვკარი თვალი. მარჯვენა ხელი, რომელშიც ტესტი მეჭრა სასწრაფოდ ზურგს უკან დავმალე. სანამ პასუხი არ მეცოდინებოდა, მისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებდი. _როგორც იქნა!_წამოიყვირა და ფეხზე წამოდგა._ამდენიხანი ვინ ჩერდება ტუალეტში. _მოიცა!_დავიყვირე მეც და შევაჩერე. _რაიყო?_გაოცებულმა შემომხედა ირაკლიმ. _ეკას უნდოდა შესვლა._მავედრებელი თვალებით გავხედე ჩემს დას. _ჰო!_ისიც ამყვა._ეს ორსულობა გადამიყოლებს რა…_დაიწუწუნა, ჩანთას ხელი დაავლო და საპირფარეშოკენ გაემართა. _ჰმ… ორივე დები უცნაურები ხართ._დაასკვნა ირაკლიმ და კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა. _შენ აქ რას აკეთებ?_გაკვირვებულმა შევეკითხე. _ვეღარ გავუძელი იმათ და წამოვედი…_დაიწუწუნა მან._აუ ძაან მშია._საწყალი თვალებით გამომხედა. _შანსი არ გაქვს…_მოვუჭერი უცებ._ეკას ნებისმიერი საჭმლის ხსენებაზეც კი გული ერევა, ასე რომ მოგიწევს მის წასვლამდე შიმშილი. _მარიამ!_მომესმა ეკას ხმა._მოდი რა… მეც არ დავაყოვნე და ეკასკენ გავემართე, რომელსაც ჩემს ოთახში გადაენაცვლებინა. _რა სიმპათიური გამხდარა ეს ჩვენი ირაკლი?!_ჩურჩულით მითხრა, ჩანთიდან აფთიაქის პარკი ამოიღო და ტანსაცმელების უჯრაში ჩადო. _რა დროს ეგაა!_თემას გადავუხვიე და ტესტი გავუწოდე. _ერთი ხაზია…_დახედა ეკამ. _ანუ არ ვარ ორსულად?_ლამის შევხტი სიხარულისგან. _ანუ საკმაოდ დიდიხანი გავიდა რაც ტესტი გაიკეთე და შესაძლებელია მეორე ხაზი გაქრალიყო. ხდება ხოლმე… _მოკლედ იმედის ნაპერწკალი ხარ რა._მომეღუშა სახე. _არაუშავს, ტყუილად არ მომიტანია ამდენი. დღეს რამდენჯერმე კიდე გაიკეთე, ხვალ დილითაც გაიკეთე ერთი და თუ მაინც უარყოფითი აჩვენა მაშინ შეგიძლია იზეიმო!_დამამშვიდა მან. _და თუ დადებითი ამოვიდა? ხომ შეიძლება ცდებოდეს? _არა!_მკაცრად მიპასუხა._დადებითი არასოდეს ცდება! _მოკლედ რა…_უჯრა მივხურე და მხრებჩამოყრილი გავედი მისაღებში. _მე უნდა წავიდე._თქვა ეკამ._ღამის სმენა ვიყავი და ერთი სული მაქვს როდის დავიძინებ. _კარგი, დაგირეკავ ხვალ!_ვუთხარი და შემოსასვლელისკენ გავაცილე. _სასიამოვნო იყო შენი ნახვა, ეკა!_უკან აგვედევნა ირაკლიც. _ჩემთვისაც._არ დააყოვნა ეკამ პასუხი._მერე ერთ დღეს გვეწვიეთ, ბავშვებს გაუხარდებათ დეიდის გამოჩენა!_ამჯერად მე გადმომხედა._მოკლედ, წავედი და ჭკვიანად იყავით!_თვალი ჩამიკრა და სახლიდან გავიდა. _წავედი მე ტუალეტში, შენ კიდე საჭელი გააცხელე!_საჩვენებელი თითი დამიქნია ირაკლიმ და გზას გაუდგა. **** _უარყოფითია!_გახარებულმა დავურეკე ეკას დილაუთენია. _ამ დილითაც გაიკეთე?_მშვიდი ტონით დაიწყო ჩემი დაკითხვა. _დიახ, თანაც ორჯერ!_ამაყად ვუპასუხე. _კარგი, კარგი. გილოცავ!_ჩაიკისკისა მან. _და რატომ გადამიცდებოდა ამდენიხნით აბა?_ვიკითხე სხვათაშორის. _ჯობია გინეკოლოგთან მიხვიდე მაგ შეკითხვით, მაგრამ იცის ხოლმე არევა პირველი სექსის შემდეგ. _რომ მოვიცლი მივალ…_ჩავილაპარაკე ჩემთვის. _ჰო არა? დავინახავ ერთი როდის მიხვალ. _კაი წავედი რა მე. მშია!_თავიდან მოშორება ვცადე მისი. _მოიცა ერთი წუთი. ხვალ რას აპირებ? _არაფერს!_მკაცრად ვუპასუხე._ორშაბათია და სამსახურში ვარ. _დედას უნდა საღამოს მასთან მივიდეთ. _დედას ბევრი რამ უნდა ეგრე, მაგრამ სადაა. _ნუ დაიწყე ახლა პროფესორობა. ირაკლიც წამოიყვანე და გავიდეთ რა. _არა!_უფრო მკაცრად წარმოვთქვი._მორჩა, წავედი. დროებით. _დროებით…_უღიმღამოდ მიპასუხა და ყურმილი დაკიდა. ტელეფონი საწოლზე მოვისროლე და “კუნტრუშით” გავედი მისაღებში. ირაკლის ჯერ კიდევ ღრმად ეძინა. მუცელზე დაწოლილიყო, ცალი ხელი სხეულის ქვეშ ამოედო, ცალი კი დივნიდან ჩამოეგდო. განიერი მკლავები მოეშიშვლებინა და ისე ღრმად სუნთქავდა, რომ მთელს სხეულზე აისახებოდა ეს პროცესი. ჩუმად მივუახლოვდი და მის სახესთან ჩავიმუხლე. ჩემი თმის ბოლო ხელში მოვიქციე, ფუნჯვით დავაწვრილე თმა და ცხვირთან მოვუღიტინე. ირაკლიმ დივნიდან ჩამოგდებული ხელი მოიქნა და ისე მწარე სილა უთავაზა საკუთარ თავს რომ ვინანე კიდეც ჩემი საქციელი. _რა ხდება?_თვალები არც კი გაეხილა, ჩახლეჩილი ხმით იკითხა და ამჯერად ზურგზე გადაწვა. _გაიღვიძე ძილისგუდა!_გამომწვევად ჩავჩურჩულე ყურში. თუმცა რეაქცია არ ქონია. თითქოს ისევ ჩაეძინაო. _გაიღვიძე-მეთქი!_ოდნავ ავუწიე ტონს. ირაკლიმ მხარი იცვალა და ზურგი მაქცია. _ჰმ…_წამოვდექი ფეხზე._ამას უყურეთ ერთი. ხომ არ გაწუხებთ ბატონო ირაკლი?_ლამის ყვირილზე გადავედი, თუმცა ვერაფრით გამოვაფხიზლე ვაჟბატონი._ირაკლიიიი, ირაკლიიი…_ყურთან ახლოს მივუტანე სახე და ხელოვნურად დაბოხებული ხმით ჩავყვირე._გაიღვიძე, სამსახურში გაგვიანდება…_ნელ-ნელა შევიჭერი როლებში და გაჩუმებას აღარ ვაპირებდი._დროზე ადექი და ცემენტი მოზილე… აგურიიიი, ტალახიიი…_გადავედი სიმღერაზე._შეუბერე საქმე აღარ იცდის, სიტყვას ვიტყვი, არ სჭირდება ფიცი, ქიციც ვიცი, ქიცმაცურ…_სიმღერაში გართულს ლამის გული გამისკდა როდესაც სხეულზე ირაკლის ვებერთელა მკლავი შემეხო და მარტივი მოძრაობით დამაგდო დივანზე. ჩემს ზემოდან მოექცა და ჩაწითლებული, ახლადგამოფხიზლებული თვალებით შემათვალიერე. _რა დღეში ხარ?!_მოჩვენებითი სიმკაცრით მითხრა და ორივე ხელის მაჯები თავის მარჯვენა ხელში მოიქცია. _გამიშვი, გთხოვ!_ამივარდა სიცილი. _ახლა მთხოვ?_წარბები შეკრა._თავზე რომ დამჩხაოდი რა გეგონა, არ დაისჯებოდი?!_ხელები ზემოთ ამაწევინა, მარცხენა ხელით კი გვერდებზე მომიღიტინა. _აუ არა, გთხოვ, არა!_გავყვიროდი ბოლო ხმაზე და თან სიცილს ვერ ვიკავებდი._გთხოვ გაჩერდი, ცუდად გავხდები!_ვევედრებოდი და თან სულის მოთქმას ვლამობდი._გთხოვ გაჩერდი და რასაც გინდა შეგისრულებ. ირაკლი გთხოვ!_ბოლო იმედებს ვებღაუჭებოდი. _რასაც მინდა?_გაჩერდა და დაკვირვებით შემათვალიერა. _ჰო, რასაც გინდა!_დავუდასტურე მე. _როცა მინდა?_ეჭვისთალით დამაკვრდა. _როცა გინდა… თუ გინდა დღეს იყოს, თუ გინდა ხვალ და თუ გინდა 10 წლის შემდეგ…_მისი დარწმუნება ვცადე. _კარგი მაშინ, ერთი სურვილის ხათრით გაგიშვებ._გამეკრიჭა და ხელები შემიშვა. მერე თავისი მძმე სხეულიც მომაშორა და ფეხზე წამოდგა._დღეს რა გავაფუჭოთ?_გამომწვევად იკითხა. _ჯერ მშია და დანარჩენი გზადაგზა მოვიფიქროთ._კისკისით ვუპასუხე და მეც ფეხზე წამოვხტი. მთელი დღე ვუსაქმურობდით. ასე ხდება როდესაც ორი ზარმაცი ერთმანეთს გადაეყრება. ხან საჭმელს ვიმზადებდით, ხან მსუიკებს ვრთავდით და უბრალოდ ვისვენებდით, ხანაც წიგნებში ჩავძვრებოდით და საბოლოოდ ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. დივანზე კომფორტულად მოვთავსდი, წინ მიწისთხილით სავსე ჯამი დავიდე და მოთმინებით დაველოდე როდის ჩართავდა ირაკლი ფილმს. _ესეც ესე!_კმაყოფილმა ხელები ერთმანეთს გაუსვა და ჩემსკენ შემობრუნდა. რა თქმა უნდა ორი თავისუფალი დივანი უგულებელჰყო და ჩემს გვერდით გულაღმა გაწვა, თავი კი კალთაში ჩამიდო. _მიწისთხილს ხომ მაჭმევ?_ამომხედა ქვემოდან. _სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც!_თვალები გადავატრიალე და რამდენიმე კაკალი მიწისთხილი “ჩავუტენე” პირში. _მთლად ასეც ნუ მოინდომებ…_აუტყა ხველება. _მაშინ კეთილი ინებე და შენი ხელით მიირთვი!_დავეჭყანე და ტელევიზორს გავხედე._დაიწყო!_გამაფრთხილებელი ტონით ვუთხარი და საჩვენებელი თითის ტუჩტან მიტანით ვანიშნე რომ გაჩუმებულიყო. რაოდენ საინტერესოც არ უნდა ყოფილიყო ფილმი, არ არსებობდა შუა ყურებისას არ ჩამძინებოდა. თუ ჩაძინება არა, ოდნავ მაინც წამყვინთავდა და იმ დროს გამოვფხიზლდებოდი მთავარს რომ ჩავლილი ჰქონდა. ირაკლი ასე თუ ისე შეგუებული იყო ამ ამბავს და არც გაკვირვებია ნახევარ საათში რომ თავი უკან გადამივარდა და მშვიდად ძილს მივეცი თავი. ვინ იცის რა კარგს სიზმრებს ვნახულობდი როდესაც ნაცნობმა ხმამ შემაფხიზლა. თვალები ნელ-ნელა გავახილე და მისაღების კარში დედაჩემი დავლანდე. _როგორც იქნა გაიღვიძე._წელზე დოინჯი შემოედო და გაკვირვებული მიყურებდა. უნებურად ირაკლის დავხედე, ამჯერად მასაც ჩასძინებოდა და მშვიდად და რიტმულად სუნთქავდა. ცალი მუხლი ავკარი და მისი გამოფხიზლება ვცადე. თუმცა პირველივე ჯერზე არ გამიმართლა. აი მესამედ რომ მთელი ძალით მოვიქნიე მუხლი, მხოლოდ მაშინ შეირხა და თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო. _ჯერ 7 საათიც არადაა თქვენ უკვე გძინავთ?_საყვედურებით შემოქოთქოთდა დედა. _გამარჯობა._თვალების ფშვნეტით წამოჯდა ირაკლი. _არა ერთი მითხარით, ასე გაგუდულებს რომ გძნავთ და თან კარს ღიას ტოვებთ, რომელს მოგთხოვოთ პასუხი?_მზერა ამჯერად ირაკლიზე შეჩერდა. _ჩემი ბრალია, ბოლოს მე მოვედი._ჩავილაპარაკე მე. _უნდა შემემოწმებინა._ისევ მძნარე ხმით წარმოთქვა ირაკლიმ. _ჩემთან თავს კი ნუ იმართლებთ, გაითვალისწინეთ შენიშვნა და მეორედ კარი კარგად ჩაკეტეთ სანამ გაგუდულებს დაგეძინებათ. _შესრულებული იქნება!_საბოლოოდ გამოფხიზლდა ირაკლი და ომახიანად დასჭექა. _ხილი მოგიტანე._ამჯერად მე გადმომხედა დედამ._ცოტა ბოსნეულიც და ჩემი გაკეთებული ხარჩოც წამოგიღე ცოტა. _კარგია…_სხვათაშორის ჩავილაპარაკე და უნებურად დავამთქნარე. _კარგია კი არა, მიდი ყავა მოამზადე გირჩევნია._მბრძანებლური ტონით თქვა და დივანზე წამოსკუპდა. ზანტად წამოვდექი ფეხზე, ნელი ნაბიჯებით გავედი სამზარეულოში და უღიმღამოდ დავიწყე ყავის კეთება. მესმოდა როგორ გააბეს დედამ და ირაკლიმ საუბარი. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, აქამდეც ხშირად ენახა დედას ირაკლი ჩემთან. თავიდან აშკარად მერყეობა იგრძნობოდა მის მზერაში, არც უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებდა ირაკლი მასზე და არც დადებითს. მერე შეეგუა ირაკლის ვიზიტებს და საბოლოოდ უკვირდა კიდეც როცა სახლში ვერ მოუსწრებდა. თუმცა არაფერი იცოდა ჩემს “მიქარულზე(ებზე)” და იმაზე რომ ირაკლი ღამეებსაც ჩემს სახლში ათევდა. _მე ის მიკვირს ვიზა როგორ მოგცეს 10 წლის წინ ასე იოლად?_დაკითხვას უტარებდა დედა ირაკლის როდესაც გამზადებული ყავა მივართვი ორივეს. _იოლად არც მოუციათ, თანაც ეგ ვიზა გაცილებით ადრე მქონდა აღებული ვიდრე სინამდვილეში წავედი. უბრალოდ შესაფერისს დროს ველოდებოდი._ირაკლიმ მე გადმომხედა. მზერა სწრაფად ავარიდე და წამოშლილი მოგონებების უგულებელყოფა ვცადე. _დიდიხანია ერთად ხართ?_სიჩუმე დედამ დაარღვია. _რა?_გაკვირვებულმა გავხედე. _სულელი გგონივარ?_წარბაწევით მკითხა._წინააღდეგი ვართქო ხომ არ ვამბობ? უბრალოდ მაინტერესებს. _ერთი თვეა._თქვა ირაკლიმ და ყავა მოსვა. _რა?_ახლა ირაკლის გავხედე._რატომ იტყუები?_შევუბღვირე მას._არ ვართ ერთად!_ისევ დედას მივუბრუნდი. _რა აზრი აქვს დამალვას?_მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. _სიმართლე გითხრა არც გამკვირვებია ეს ამბავი._თბილად გაუღიმა დედამ. სიბრაზისგან ტუჩები მოვკუმე, ნესტოები დავბერე და წარბები შევკარი. _რატომ არ გაგკვირვებიათ?_”სათნო” გამომეტყველება მიიღო ირაკლიმ. _პირველ რიგში იმიტომ რომ მშვენიერი ბიჭი ხარ._დაიწყო დედამ. მე თვალები გადავატრიალე და ყური დავუგდე სანამდე გაგრძელდებოდა ეს სულელური სიტუაცია. _მეორე რიგში კი ვიცოდი მარიამს რომ სულ მოსწონდი._დაამატა დედამ. _დედა!_დავიყვირე უცებ._ეს საიდანრა მოიგონე? _მე მოვიგონე?_მხრები აიჩეჩა._არ გახსოვს საბერძნეთში რომ წავიდა ოთახში რომ ჩაიკეტე და ტიროდი? _ტიროდი?_გადმომხედა ირაკლიმ. _ჰო, ტიროდა!_დაუდასტურა დედამ._თავისი პირით მითხრა ირაკლი წავიდა და მაგიტომ მეტირება, ძალიან მომენატრებაო. _დედა, გეყოს!_მკაცრად წარმოვთქვი. _კარგი რამ გაგაგიჟა?_გაიკვირვა მან._ახლა რაღა გაქვთ დასამალი? _გეყოს-მეთქი!_სხეული დამეძაბა. _კარგი, კარგი…_დანებდა იგი._ჰო მართლა, ხვალ ჩვენთან გელოდებით._გახედა ირაკლის._ეკაც მოვა, ლაშაც, ბავშვებიც._ჩემკენ გამოაპარა თვალი._მამაშენსაც უნდა შენი ნახვა… _ვმუშაობ ხვალ! _სამსახურის მერე, ასე 8 საათისთვის…_შემავედრა დედამ. _დაღლილი თუ არ ვიქნები მოვალ._თავის დაძვრენის მიზნით ვუთხარი. _მოკლედ, მე წავედი._ფეხზე წამოდგა დედა._ირაკლი, შენი იმედი მაქვს, ხვალ გელოდებით! _მოვაგვარებ, არ ინერვიულოთ!_თვალი ჩამიკრა ირაკლიმ. მერე ისიც ფეხზე წამოდგა და დედა გააცილა. მე ყავის ჭიქებს დავავლე ხელი და სამზარეულოშ გავედი. _მარიამ._სწრაფად მომიახლოვდა ირაკლი იქ შესულს._დადე ეს ერთი წუთით._ჭიქები გამომართვა და მაგიდაზე დააწყო. _უნდა გავრეცხო._შევეწინააღმდეგე. _მოიცა, ჯერ მოდი აქ…_ხელები წელზე მომხვია და მის სხეულზე ამიკრო. ცოტახანს მიყურა თვალებში, მერე ბაგეებზე ნელ-ნელა ღიმილი შეეპარა. ჩემსკენ გადმოიხარა და ცხვირზე ცხვირი გამიხახუნა._მარიამ…_ჩაიჩურჩულა და ამჯერად მისი ცხვირი ჩემს ყელში აღმოჩნდა. ღრმად და ხარბად ჩაისუნთქა ჩემივე სურნელი, მერე ისევ ასწია თავი და ისევ თვალებში ჩამხედა._მართლა დაგწყდა გული საბერძნეთში რომ წავედი?_იკითხა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. ხმას ვერ ვიღებდი. თითქოს მინდოდა კიდეც რამის თქმა, მაგრამ არ გამომდიოდა. მის მზერას ვეღარ გავუძელი და თავი უნებურად ჩავხარე. _შემომხედე!_თითქოს მბრძანებლური, მაგრამ ძალიან დიდი სითბოთი წარმოთქვა და ცალი ხელით თავი მაღლა ამაწევინა. ცრემლები ცხვირში მომაწვა და ვიგრძენი როგორ ამეწვა თვალები. ისევ ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა, თუმცა ვერსად გავექეცი ასე ახლოს მოწეულ ირაკლის სახეს. შავ თვალებს შევეჩეხე თუ არა იქვე გავიყინე. ასეთი არასოდეს ყოფილა მისი გამოხედვა. _მარიამ, მარიამ…_ჩაილაპარაკა და ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა. ბაგეები უნებურად გავხსენი, მისკენ ოდნავ მივიწიე და დაველოდე როდის მაკოცებდა. ფრთხილად შემახო ტუჩები და ნაზი მოძრაობით ამიყოლია. თვალები დავხუჭე და ხელები სახეზე ავუცოცე. არ ვიცი რა შეიძლება უწოდო იმ შეგრძნებას, რაც ირაკლის კოცნისას დამეუფლა. ეს არ იყო ვნება, ეს უფრო მეტი იყო ვიდრე რაიმე ხორციელი სურვილი… არც ის ვიცი რამდენხანს ვკოცნიდი, და არც ის რამდენხანს გაგრძელდებოდა კიდევ ეს კოცნა რომ არა კარზე კაკუნის ხმა. ირაკლის ცივად მოვშორდი… _გავაღებ._უფრო უხერხულობის დასაფარად წარმოთქვა და შემოსასვლელისკენ გაემართა _გასაღები დამრჩა!_გაისმა დედაჩემის ხმა ცოტახანში. მე ყავის ჭიქებს დავავლე ხელი და სამზარეულოს ნიჟარაში ჩავაწყვე. ონკანი მოვუშვი და რეცხვა დავიწყე. _კარგი რა…_გააცილა თუ არა დედა უკან დაბრუნდა ირაკლი._რას გადაეკიდე ამ ჭიქებს?_მომიახლოვდა და წელზე მომეხვია. _ირაკლი, გთხოვ გამიშვი._ონკანი მოვკეტე, გარეცხილი ჭიქები საწრეტზე დავაწყვე და მისი მკლავებისგან თავი დავიხსენი. _რა მოხდა?_გაუკვირდა მას ჩემი რადიკალური ცვლილება. _არ შემიძლია. ახლა არა, დღეს ვერა… არ შემიძია._თავის მართლება დავიწყე. _რა მოხდა? რიამე გაწყენინე?_ისევ მოახლოვება სცადა, თუმცა რაც უფრო ახლოს მოდიოდა მით უფრო უკან-უკან ვიხევდი._დედაშენთან რომ ვიხუმრე ერთად ყოფნაზე, ამაზე ბრაზობ? _არა!_სწრაფად ვუპასუხე._უბრალოდ არ მინდა ვნებას ავყვე… უფრო სწორად აღარ მინდა ვნებას ავყვე… მინდა რომ მასთან ვიყო ვისთანაც უფრო მეტი დამაკავშირებს ვიდრე ვნებაა… მაგრამ ახლა არა. არ ვარ მზად ამისთვის. ვერ წამოვშლი გრძნობებეს, რომლებმაც სულ რაღაც 2 თვის წინ ასე მატკინეს გული. მეტი დრო მჭირდება… _მესმის…_თავი დამიქნია ირაკლიმ. _კარგია…_ჩავილაპარაკე და ჩემი ოთახისკენ გავემართე. როგორ არ ვცდილობდი, როგორ არ ვმარხავდი იმ ტკივილის რაც ნიკამ და ნინამ მომაყენეს, მაგრამ სიმართლე ის იყო რომ ჭრილობა ჯერ კიდევ არ შემხორცებოდა. მართალია ჯიუტად ვებრძოდი საკუთარ თავს და ცრემლის გადმოგდების უფლებასაც არ ვაძლევდი, მაგრამ შინაგანად მაინც მტკიოდა… ამ ტკივილის აღმოფხვრას კი დრო სჭირდებოდა… საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. ღამის 2 საათამდე ვწრიალებდი… უამრავი აზრი მიფრინავდა თავში, რომელთა მოშორებასაც უშედეგოდ ვცდილობდი… _გღვიძავს?_კარის მეორე მხრიდან მომესმა ირაკლის ხმა. _ჰო…_გავძახე მე. კარი ფრთხილად შემოაღო, მერე ზურგს უკან იმიხურა და ჩემი საწოლისკენ გამოემართა. სიბნელეში მიჭირდა მის სახეზე რაიმე ემოციის ამოკითხვა, მაგრამ აშკარად სერიოზული განწყობით იყო შემოსული. საწოლზე ჩამოჯდა. რამდენიმე წუთი უხმოდ მიყურა, მერე მის წინ შავ-ბნელ სივრცეს გახედა, ღრმად ჩაისუნთქ და დაიწყო. _საბერძნეთში შენს გამო წავედი… ______________ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს შეგრძნებებს მიზიარებთ. ძალიან, ძალიან დიდი სტიმული ხართ ჩემთვის!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.