შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნვა სივრცეში (2)


24-08-2017, 15:36
ავტორი Nude
ნანახია 1 187

მთელი საღამო უკანკალებდა მთელი სხეული. ვერაფრით დაიცხრო გრძნობები. უჭირდა იმასთან შეგუება, რაც მის თავს ხდებოდა, მაგრამ თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. საჭმლის მომზადება გადაწყვიტა, სანამ ელენე დაბრუნდებოდა სახლში, ყურადღების გადატანის მიზნით, თორემ ალბათ, ამდენ ფიქრს, ვერაფრით აუვიდოდა. 22 წლის გოგომ, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არაფრის მომზადება არ იცის, სამაგიეროდ სპაგეტს ხარშავს იდეალურად! მართალია, ხან მარილი აკლდება ხოლმე, ან პირიქით - ზედმეტი მოსდის ხოლმე, ხანაც ზედმეტად ხარშავს ხოლმე და საშინლად ,,გაფლაშული’’ გამოსდის ხოლმე... მოკლედ, ერთი დიდი ომი აქვს. სიმართლე რომ ითქვას, ნიცამ საჭმლის მომზადება რომ არ იცის დღემდე, დედამისის დამსახურებაა, როცა საჭმელს ამზადებდა ქალბატონი ნანა, არ არსებობდა სამზარეულოდ არ გაეგდო, როდესაც ვინმეა ოთახში, ვერაფერს ვერ ვაკეთებო, არადა იქნებ ყურებით მაინც ესწავლა რამე... რა თქმა უნდა, რეალურად ასე არ ფიქრობს ჩადუნელი, უბრალოდ თავს იმართლებს!
ისეთი უხალისო სახით აკეთებდა სადილს... მართლა თავისი ,,მომზადებული’’ სპაგეტი კი არ ენატრება, რამეზე უნდა რომ ყურადღება გადაიტანოს... ასე აღარ შეუძლია. გაუსკდება თავიც და გულიც, თუ არ შეწყვიტა ფიქრი, არადა, როგორ გინდა თავი აარიდო იმას, რაც შენ თავს ხდება და ვერაფრით ვერ შეცვლი ვერაფერს. 2 წუთიც კი არ ჭირდება იმისთვის, რომ საშინელზე საშინელი რაღაცეების გაფიქრება მოასწროს და ხომ წარმოგიდგენიათ, უსაქმოდ დარჩენილი, მარტო, რას დამართებს საკუთარ თავს.
ცხვირჩამოშვებულმა დახედა თავის გაკეთებულ ,,რაღაც’’. უკვე იცოდა, რაც დახვებოდა, მაგრამ ,,საკუთარ თავს სანამ არ დააფასებ, სხვას ნურაფერს მოსთხოვ’’-ო გაახსენდა და თვალებდახუჭულმა დაარჭო სპაგეტს ჩანგალი. კარგით, ცოტას ვაჭარბებ... დაღეჭა თუ არა პირველი ლუკმა და გადაყლაპა, იმ წამსვე გაქანდა სამზარეულოდან სააბაზანოშ და დიდი სიყვარულით ჩაეკრა უნიტაზს. როგორ ეზიზღება ეს შეგრძნება... წვალებით წამოდგა ფეხზე, ხელ-პირზე ცივი წყალი მიისხა.
საშინლად ეზიზღება, როცა ასე ემართება, გულის რევის შეგრძნება მორალურად ანადგურებს, ბავშვობის შიშები და ამბები... პატარაობიდან საშინლად ეშინია ღებინების, მაგრამ რაც გარდაუვალია?!.. საშინელი ტოქსიკოზი აწუხებს, სწორედ ასე გაიგო რომ ორსულად იყო.
წამიერად გაშეშდა... გაოცებულმა, შეშინებულმა, ყველანაირი ემოციით დატვირთულმა დაძაბა სმენა. ,,მართლა ჩემი მობილური რეკავს თუ მეჩვენება?’’ - გაიფიქრა. არა, მართლა მისი მობილური რეკავს და ცოტა თუ არ იჩქარა, ნამდვილად ვერ მიუსწრებს. ბოლოს, როცა როგორც იქნა გონს მოვიდა, იმის მაგივრად სწრაფად მისულიყო თავის საძინებლამდე, ძლივს მიაღწია. ცრემლმორეულმა დახედა მობილურის ეკრანს.
- გისმენთ... - თვალები, რაც შეეძლო მაგრად დააჭირა ერთმანეთს და აკანკალებული ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
- ნიცა, შვილო, როგორ ხარ? - ტელეფონში გოგონას ყოფილი სადედამთლოს ხმა გაისმა.
ქალს აშკარად ეტყობოდა რომ ტიროდა. თვითონაც ძლივს შეიკავა თავი, ბოლო ხმაზე რომ არ აღრიალებულიყო. მუხლმოკვეთილი პირდაპირ ლოგინზე დაეცა.
- ლია დეიდა... - ამოიკნავლა საწყლად. - არ იტიროთ, გთხოვთ, რაა!
- არ ვტირი, არ ინერვიულო შენ! - ხმა შეძლებისდაგვარად გაიმტკიცა. - შენ ჩემი მესამე შვილი იყავი ყოველტვის და ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის, რომ იცოდე!
- ძალიან მიყვარხართ!
- მეც, ნიცა, მეც ძალიან მიყვარხარ! არ ინერვიულო, შეეცადე... გავიგე რა სიტუაციაშიც ხარ და ძალიან ვინერვიულე შენზე. ხომ კარგად ხარ?
ქალის სითბომ ერთიანად მოადუნა. როგორ ენატრება ქალი, რომელიც ჩადუნელის საყვარელი მამაკაცის დედაა! ქალი, რომელიც ყოველთვის ყველაფერში უგებდა, თემისდამიუხედავად! ქალი, რომელიც არასდროს აყენებდა ტატოზე წინ! ქალი, რომელიც დაქალივით ყავდა. ქალმა, რომელმაც საკუთარი შვილივით მიიღო! ნიცას ძალიან ეამაყება, რომ ასეთი ადამიანი ყავდა და ყავს(!) გვერდით! იცის, რომ ლიაკო აუცილებლად გააგრძელებს ურთიერთობას გოგონასთან და რა თქმა უნდა ჩადუნელიც ანალოგიურად. ამაზე ათასჯერ მაინც უსაუბრიათ, ხუმრობით, მაგრამ მაინც!
- ტატო, როგორ არის?.. - ხმა მივარდნილმა ჰკითხა.
თავისით წამოვიდა კითხვა. არ აპირებდა, არ უნდოდა, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო.
- ტატო, ტატო... - ჩუმად თქვა შვილის სახელი რამდენჯერმე. - ტატო, უძლებს. შენ არ იფიქრო მაგაზე. ახლა, მთავარი შენ ხარ!
- გმადლობთ... მართლა! ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. იმისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ.
- არ გინდა. ნუ მიხდი მადლობას. მე ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რასაც საჭიროდ ვთვლიდი. კარგი, ახლა წავედი შესვენება დამთავრდა და უნდა დავბრუნდე სამსახურში. დაგირეკავ ხოლმე. - თბილად უთხრა ეს სიტყვები და ბოლოს ისეთი მკაცრი ტოით დაამატა, ნიცას რომ ძალიან უყვარს. - თავს გაუფრთხილდი, იცოდე!
- აუცილებლად!
პირზე ხელი სიცილ-ტირილით აიფარა და ლოგინზე სწრაფად გადაწვა, მაგრამ ვინ დააცადა. კარებზე ისეთი ზარი ატყდა, კინაღამ გული წაუვიდა. რაც ორსულად არის, ისეთი რაღაცეები შეიზიზღდა და აღიზიანებს, ვერც კი წარმოიდგენთ. რა თქმა უნდა, მიხვდა ვინც იქნებოდა. მხოლოდ ელენემ იცის ასე, თითის აუღებლად, ზარის დარეკვა.
ბუზღუნით წავიდა შემოსასვლელი კარებისკენ. ღრენით გაუღო კარები დეიდაშვილს და იქვე დადგა გაბუტული სახით.
- რა გჭირს? - სიცილით ჰკითხა ნიცას და როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, ზუსტად ისე აუჩეჩა თმები.
- რამდენჯერ მაქვს შენთვის ნათქვამი, ასე ნუ მიშვრები-მეთქი!
- ასე, როგორ? - მხრები აიჩეჩა.
გაეღიმა, ამ დროის განმავლობაში, მგონი პირველად. ელენეზე გაეღიმა. ხედავს, როგორც ცდილობს დეიდაშვილი, ჩადუნელის სულ სულ ოდნავ გახალისებას მაინც და კიდევ უფრო და უფრო მეტად აფასებს მას.
- იღიმი, თუ მეჩვენება? - ეჭვით შეხედა ელენემ და გვერდულად მიეყრდნო სამზარეულოს კარებს.
- არ გეჩვენება... - ღიმილით შეხედა.
- რა მოხდა?
- ლიამ დამირეკა.
- რაო?
მოკლედ მოუყვა მათი საუბარი და ელენეს ოვაციებს აქეთ-იქით თავის ქნევით შეხვდა, შენ მაინც ვერასდროს დაჭკვიანდებიო, თვალებით ანიშნა.
- ვიჟდები მაგ ქალზე და ვერასდროს ვერ ვხვდებოდი ტატო ლიას შვილი რანაირად იყო, მითუმეტეს ახლა ვერ ხვდები.
- ელენე, ძალიან გთხოვ... - დაიჩურჩულა ხმა ჩამწყდარმა.
მიუხედავად იმისა, რომ ელენეს არასდროს მოსწონდა ტატო და ამას ყოველთვის აღნიშნავდა დეიდაშვილთან, მაინც საშინლად არ მოსწონს ტატოზე ცუდს რომ ლაპარაკობენ. დიახ! ტატო ახლა შეიძლება ნიცას აღარ ეკუთვნის, მაგრამ მისი შვილის მამაა და ვერ აიტანს მისი მიმართულებით ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი!
- კარგი, მაპატიე... - გვერდით მიუჯდა ღიმილით ელენე დაღონებულს და გაკნაჭულ მხრებზე ხელები მოხვია.
- წამოიღე ჩემი ნივთები? - კიდევ ერთი ჭრილობა გაიხსნა ამ კითხვით, თავისდაუნებურად.
- კი. - წამში დაუსერიოზულდა სახე ელენეს.
- არაფერი უთქვამთ ჩემზე?
- არა.
- საერთოდ? - ხავსს ეჭიდებოდა ჩადუნელი.
- საერთოდ. - თავი უარყოფითად გადააქნია და ამღვრეული თვალებით შეხედა ტირილის პირას მისულს. - მისმინე, ნიცა, მომისმინე! ასე აღარ შეიძლება. მესმის შენი, ცუდად ხარ, გგოია, რომ აღარავინ აღარ გყავს, მაგრამ შემომხედე, მე აქ ვარ! შენთან! და არა მარტო მე! შენ შვილს ისეთ ცუდ რამეს უკეთებ, რომ გაანალიზებ, გვიანი იქნება მერე, ამიტომ გთხოვ, თავი ხელში აიყვანე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოახერხო, თუ გინდა შენი საკუთარი შვილი, ჯანმრთელი მოევლინოს აქაურობას. - მთელი ემოციით ესაუბრებოდა დეიდაშვილს. - შეხედე, რა ძლიერი პატარა გყავს! - ხელი მუცელზე მიადო და ნაზად მოეფერა. - ერთი თვეა შენ მოთქმა-გოდებას მედგრად ებრძვის და არ გაძლევს უფლებას დანებდე. დააფასე ეს და გონს მოეგე. ახლა კი, ძალიან მაგარი რაღაც უნდა გითხრა.
- რა? - ინტერესით ჰკითხა და თან ძალიან გაუხარდა, ელენემ თავისი ნებით რომ შეცვალა თემა.
- დღეს ღამე რაჭაში მივდივართ! - აღტაცებით წამოუყვირა და ხელები ერთმანეთს მაგრად მისცხო.
- სად? - გაოცებულმა კითხა, თან ამავდროულად ძალიან გაუხარდა. - ვინ მივდივართ?
- მე, შენ, თანანო, ლაშა, ლევანი, შაკო და თათია.
- რა კარგია! - ბედნიერმა დაიჩურჩულა. - რამდენი ხანია ჩვენი ბავშვები არ მინახავს...
¬- ეს შენ არ გეცალა მაგათთვის და ვერ ამჩნევდი აქ მოსულებს, თორემ თითქმის ყოველდღე აქ იყვნენ.
- ჰო, ვიცი...
- კარგი, რა! რა დროს მოწყენაა ახლა! - ლოყაზე უჩქმიტა ელენემ და ჩადუნელის საყვარლად დამანჭულ სახეზე გულიანად გადაიხარხარა. - ახტი ახლა, 2-3 საათში მზად უნდა ვიყოთ!

* * *
დაახლოებით საათზე მეტი უყურებდა უკვე გამზადებული ნიცა ოთახებში ქარიშხალივით მორბენალ ელენეს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მზად.
- ელე, მორჩი, რა! რად გინდა ამდენი ტასაცმელი! დავიღალე შენი ყურებითაც და ლოდინითაც. - წაიწუწუნა გოგონამ.
- ჯერ ერთი! - თავი გამოყო თავისი საძინებლიდან ჟღენტმა. - ერთი თვით მივდივართ, ცნობისთვის და ბევრი ტანსაცმელი დაგვჭირდება, თან როგორც შეგატყვე, ბევრი არაფერი მოგაქვს და ისევ მე უნდა გათხოვო რამე, ასე რომ ნუ წუწუნებ, მერე, რომ დაგჭირდება მადლობასაც კი მეტყვი! - ყელი სიამაყით მოიღერა და თვალი ჩაუკრა. - რაც შეეხება მეორეს! ჰო, რას ამბობ, მოვიდნენ უკვე! რიგი დადგა! - დასცინა.
- აუ, როგორ მინდა ყავა... მაგრამ არ შეიძლება ჩემთვის. -მოულოდნელად წამოიყვირასავით ნიცამ.
ტუჩები გააწკლაპუნა და თვალები აუცრემლიანდა.
- ვაიმე! - წამოიკივლა ელემ. - მაგის გამო ტირი, გოგო?! - გაოცებულმა შეხედა დეიდაშვილს.
- მინდა და რა ვქნა?! - ტუჩები საყვარლად გადაატრიალა.
- ოჰ, ეს ორსულები!!! - ხელები არტისტულად აიქნია ჰაერში. - ტყუილად ჭიჭყინებ, ყავა მაინც არ გეღირსება! - ნიშნისმოგებით გაუცინა და ნიცას ხელის მოქნევას ოსტატური მანევრით ააცილა თავი.

* * *
ორ მანქანაში განაწილდნენ. ლევანისთან ისხდნენ ელე და ნიცა, ხოლო ლაშასთან - შაკო, თანანო და თათია.
ნიცა უკან დაჯდა, წინ არ მინდა, ღვედი მახრჩობსო. ამიტომ, ელე მიუსკუპდა გვერდით ლეოს და მთელი გზა ენა არ გაუჩერებია.
ნიცას მშვიდად ეძინა მთელი ეს დრო. არ არსებობს სადმე წავიდეს დასასვენებლად და გზაში ფხიზლად იყოს. მომენტალურად ითიშება. კარგიც არის ეს. ამ სიცხეში, აბა, მთელი გზა თვალებდაჭყეტილი ნამდვილად ვერ გაძლებდა.
- ნიცა, ნიცა! ჩამოვედით. - სიცილით დაადგა თავზე ლეო და ერთი-ორჯერ ნაზად შეანჯღრია გათიშული ბავშვობის მეგობარი.
- აუუ, დამაძინე, რაა... - ამოიწმუკუნა და თავი სხვა მხარეს გადაატრიალა, შემდეგ კი ძილი მშვიდად განაგრძო.
- აზრი არ აქვს, ვერ გააღვიძებ მაგას შენ. - სიცილით დააჩერდა თანანო ღრმა ძილში წამებში წასულ დაქალს და ლეოს შეხედა მერე.
ღიმილით დახედა ლეომ ნიცას და ხელში ფრთხილად აიყვანა. ერთხელ კი შეიშმუშნა გოგონა, მაგრამ რამდენიმე წამში, ისევ ისე, უშფოთველად განაგრძო ძილი კაცის მკლავებში.

***
არ ვიცი, რას ფიქრობთ, ამიტომ გამიზიარეთ თქვენი აზრი.



№1 სტუმარი Guest Eka

მომწონს და გააგრძელე რა <3

 


№2  offline მოდერი Nude

Guest Eka
მომწონს და გააგრძელე რა <3

გმადლობ heart_eyes
--------------------
bailey

 


№3 სტუმარი Guest taki

გაგრძელე კარგია

 


№4  offline მოდერი Nude

Guest taki
გაგრძელე კარგია

❤️
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent