ფერები ?!...21...
რატომ ხდება ისე, როცა ყველაფერი დალაგებული გგონია, უცბად აირევა, როცა მხიარული, ბედნიერი ხარ, უცბად აანალიზებ, რომ ყველაფერი ილუზიაა და გული გტკივა, გტკივა თუმცა იმასაც ხვდები, რომ შეგიძლია შეცვალო, გამოასწორო, გაარკვიო, მაგრამ ხვდები რომ შენს საყვარელ ადამიანს ატკენ... და ასეთ შემთხვევაში, ალბათ ფიქრობ, რომ შენი ტკივილი ჯობია მისას. შენს სხეულში არსებული გულის ტკივილი გირჩევნია იგრძნო, ვიდრე გარეთ, შენთვის მფეთქავი გულის. და მაინც.... მაინც ისევ ისე გიყვარს... სულის შეკვრამდე... მონატრებამდე... ცრემლებამდე... ყვირილი გინდა... და მაინც... სიყვარულს სიტყვების არ ჯერა...ეს ადამიანები ვიჯერებთ, ბევრჯერ წარმოთქმულ სიტყვებს... ალექსის შემხედვარე, მხოლოდ ახლა ვფიქრობ რომ სიყვარული სხვაა, არ ჭირდება ვიზუალურობა... ის სუფთა გულს ითხოვს... ახლა ნათლად მესმის,როგორი ბრმაც არ უნდა ვყოფილიყავი, მაინც არაფერი შეიცვლებოდა... ვცდილობ ცხოვრების შეცვლას ალეექსით... თუმცა... თუმცა არ მაცდიან! -იზ, ჩემ ბინაში გადმოსვლაზე ისევ უარს აცხადებ... -კარგი ალექს გთხოვ. შენ იმ ბინაში არ ცხოვრობ, იქ იშვიათად მიდიხარ და რა მნიშვნელობა აქვს, მე აქ დაგხვდები თუ იქ? -აქვს ალბათ... -ლიზის საბუთები ამ ბაღში მივიტანე და ძლივს დავარეგისტრირე ალექს. . . კარგი გთხოვ... უბრალოდ გთხოვ-უკვე ცრემლებით ამევსო თვალები -ყოველთვის მაგ ცრემლებით მიყოლიებ. უკვე დაამუღამე? -ეს თანხმობა იყო? -კარგი დარჩი. საღამოს გაემზადე, მივდივართ!-სრული სერიოზულობით განაცხადა და მაცივრის კარს მიადგა, მე კი მაგიდაზე მიყუდებული, მისი სიტყვებით დაბნეული მზერით ვუყურებდი. -თუ ვრჩები,როგორ გავემზადო და თუ გავემზადები, რაღანაირად დავრჩე?- ხმადაბლა,თითქოს ჩემთვის ჩავილაპარაკე. ახლოს მოვიდა, თეძოებზე ხელი მომიჭირა, მაგიდაზე ნელა შემომსვა და თავი ოდნავ გადამაწევინა. ტუჩები ყელთან ახლოს მომიტანა.მისი სუნთქვის ნაწილებისგან, კანიც შემეცვალა ამან კი უფრო გაამხიარულა -ამდენს რატომ ლაპარაკობ?-ყურში ჩამჩურჩულა, იქვე კოცნაც დამიტოვა და თვალებში, ამღვრეული მზერით შემომხედა. დამცხა... ვიგრძენი როგორ ავნერვიულდი, მოვდუნდი და თან დავიძაბე. კიდევ ვერ მივეჩვიე მის სიახლოვეს. -იზიიი.... აქ ხარ?-თბილი ღიმილით მკითხა და მეც გამოვფხიზლდი,ფრთხილად, ოდნავ ჩავახველე და სხვა მხარეს გავიხედე -შენ როდის დაიწყებ ცოტა დალაგებულად საუბარს?-მოჭუტული თვალებით ვკითხე და ემოციის დასაფარად, ოდნავ გავუღიმე. -უბრალოდ საღამოს მოემზადე. სადმე გავიდეთ-ტუჩებთან ამოიჩურჩულა და ცხელი კოცნაც დამიტოვა -დე... შანდლო...-ოთახში ლიზი შემოვარდა და მეც სასწრაფოდ ჩამოვხტი მაგიდიდან... -რაო პატარა?-კითხვა დამასწრო ალექსიმ. არაფერი უთქვამს, თავის პატარა ხელები აწია და კისერზე მოეჭიდა. უნებურად გამეღიმა მათი შემხედვარე. -დედიკოს ცხელა ლიზიკო და თან ცოტა გონება აქვს არეული. წამოდი სანამ დაწყნარდება, ჩვენ ვითამაშოთ და დედიკო საჭმელს გაგვიკეთებს-ვითომ ჩუმად არჩევენ სიტუაციას. "რაო? ცხელაო? " ბოლოს გავიაზრე მისი ნათქვამი სიტყვები და ვიგრძენი რომ სახეზე, წითელი ვიყავი. ღრმად ჩავისუნთქე -მისაღებში გაბრძანდით და მოვალ მეც-ღიმილით დამიქნიეს თავი და მეც კვერცხის შეწვა დავიწყე. თეფშზე სწრაფად გადმოვიღე, დაჭრილი პურიც დავდე სინზე და წყვილისკენ გავემართე. ლიზის თეფში დავიდე, რომ მეჭმია. მეორე კი ალექს დავუდე წინ. ლიზის მეორე ლუკმას ვუდებდი უკვე, როცა ალექსის სახეს შევხედე -რა მოხდა?-გაკვირვებულმა ვკითხე. ჯერ, ერთი დიდი ჭიქა წყალი, ბოლომდე დალია და შემდეგ ცრემლიანი თვალებით გამომხედა -იზი, კვერცხი შეწვი თუ წიწაკა დაწვი?-ისეთი ხმით მითხრა, ადგილზე გავშეშდი. -დედიკო, ახლა ალექსს ცხელა და ემოციურად არამდგრადია, ამიტომ ჯობია ჩვენ სამზარეულოში გავიდეთ, სანამ დამშვიდდება კარგი?-ღიმილით ავუხსენი პატარას ვითარება და ალექს შეპარვით გავხედე. აშკარად ჩემი სიტყვების მერე გაუფორთოვდა თვალები... თავი გადააქნია და ისევ ჭიქას დაწვდა. -ამის მერე საფრთხილო ხარ-სერიოზულად განაცხადა და სამზარეულოში გამოგვყვა-მე თავად გავიკეთებო- ცოტა კი შემეცოდა, არ ვიცოდი ასე მწარე თუ იყო, საჭმელს არ ამწარებდა, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო,უფრო მძაფრ რეაქციას ველოდი. მისი წასვლის შემდეგ, მთელი დღე ლიზისთან ერთად გავატარე, მეტიტინებოდა როგორც ყოველთვის და ცდილობდა ესა თუ ის სიტყვა, ნორმალურად, გამართულად ეთქვა. საღამო ისე მოვიდა ვერც გავიგე. აღარც მახსოვდა ალექსის ნათქვამი, ამიტომ შესაბამისად არც მოვმზადებულვარ. ალბათ ასეც იფიქრა და ერთი საათით ადრე დამირეკა -იზ ვიცი რომ ცოტა კიდეც დავაგვიანე დარეკვა. მეეჭვება ერთ საათში რამე მოასწრო,მაგრამ გაემზადე, თანამშრომელს დაბადების დღე აქვს, აქამდე მეგონა სახლში,ვიწრო წრეში იხდიდა და ახლა რესტორანში გადაწყვიტა, ამიტომ ჩემი დილანდელი "სადმე გავიდეთ" შეიცვალა და ახლა მოემზადე- ეს იყო, ჩემი და ალექსის ნაცნობობიდან დაწყებული, დღევანდელი დღით დამთავრებული, ყველაზე გრძელი წინადადება, რაც კი ოდესმე ჩემთვის კი არა, ვინმესთვის უთქვამს -ალექს, რამე მოწიე? -რა?-აშკარად არ ელოდა ასეთ კითხვას -მთვრალს არ გავხარ აბა-დაეჭვებით წარმოვთქვი -კარგი. მოემზადე-ისევ ისეთი მკაცრი ტონი დაიბრუნა და მივხვდი რომ აშკარად ბევრი ისევ მე ვილაპარაკე, იმისდა მიუხედავად, რომ არაფერი მითქვამს. ტელეფონი გავთიშე და ხელთავიდან დავურეკე -ლიზი ლელას დავუტოვო? -რას მეკითხები, ხვდები?-ისევ მკაცრი ხმა -არა აშკარად წეხანდელი ჯობდა-ხმამაღლა ვფიქრობ და გვიან ვამჩნევ.-ჯანდაბა, ვხვდები...ხო ... კაი...-ძლივს ვუთიშავ და ვერაფერსაც ვერ ვხდები. ოთახში შევდივარ და ტანსაცმელს საწოლზე ვაწყობ, ლელას ვურეკავ და ვთხოვ ლიზი დაიტოვოს, წუწუნი მიწევს და საბოლოოდ გამოდის რომ დავიყოლიე. ერთი საათი მართლაც მალე გავიდა, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნახევარი საათი ალექსიზე ვფიქრობდი. -იზი მოვედი...მზად ხარ? -კარებიდან ყვირის და მეც ჩემს შინდისფერ, მუხლებამდე კაბას ვისწორებ და ოდნავ ქვევით, ვაჩერებ. წელში ვსწორდები და მოუთმენლად ვუყურებ. კარგად ვამჩნევ, კართან ოდნავ ყოვნდება, თუმცა მზერას არ მაცილებს. შავი ფერი არც თუ ისე ძალიან მომწონს,მაგრამ ახლა ძალიან მომწონს კი არა მიყვარს. საოცრად ელეგანტურს და მიმზიდველს ხდის და სულს მიკრავს. ნელ-ნელა მოიწევს და ჩემს პირისპირ ჩერდება -იზ.....მიხარია, რომ მყავხარ-ცხელ ხელის გულს ლოყაზე მადებს და ოდნავ მეფერება. სუნთქვა მიჩქარდება და ვგრძნობ მასაც ესმის ჩემი გულის ფეთქვა. ჰაერი მჭირდება, მაგრამ მისი სურნელის გარდა ვერაფერს ვპოულობ... -აქ რომ ცოტა შეისწორო არ გინდა?-ვნებიანი ხმით, მზერას ტუჩებზე აჩერებს. დაბნეული ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ. ჩემი სიჩუმით სარგებლობს, ოდნავ იხრება და ტუჩებს აერთებს. სუნთქვა მეკვრის... ასე მგონია დავფრინავ... ეგოისტი ვარ და ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად არ მინდა ეს ტუჩები მომშორდეს... ცოტაც და ალბათ ემოციებისგან ვიტირებ. ხელებს კეფაზე ვაწყობ და მის თმებში ვხლართავ. სახიდან ხელები ნელ-ნელა წელზე ჩამოაქვს და მის ტანზე მიკრავს. -გადავიფიქრე... აღარ წავიდეთ-კოცნებს შორის ძლივს ახერხებს თქმას და მეც გონზე მოვდივარ. სწრაფად ვცილდები და ხელს დაბერილ ტუჩებზე ვიდებ. ღიმილით მიყურებს და თავადაც იწმენდს ტუჩებს -ცუდი ბიჭი ხარ-თითის ქნევით ვეუბნევი და ოთახში შევდივარ -ჩემი გოგო სადაა?-უკან მომყვება -ნუ ყვირიხარ. აი გააღვიძე...-ჩემი ოთახის ნაცვლად ლიზის ოთახში შევდივარ, რომელსაც უკვე საწოლოდან გადმოსვლა მოუსწრია და იმის ნაცვლად, რომ ჩემთან გამოიქცეს, ალექსისკენ გარბის. -შანდლო... მე შანდლო... -ჩემი პრინცესა... წამო ჩაგაცმევ-ლოყებს უკოცნის და პატარას გარდერობიდან მწვანე, გაშლილი კაბა გამოაქვს. -სანდრო, ლიზიც მოდის?-თვალებში ვუყურებ და ვეკითხები -მოიცა აბა შენ რა იფიქრე, ი ზ ი კ ო? -ვაიმე, აი ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ, ხელებს ძლიერად ვხვევ კისერზე და ლოყაზე ძლიერად ვკოცნი. ჩემი სახელის მოფერებითი ფორმა გვიან მახსენდება და დენდარტყმულივით ვხტები -მოიცა რა იზიკო? -აბა რა სანდრო, იზი? -სულ მინდოდა მეკითხა, ასე ძალიან რატომ ხარ ჩაციკლული ამ სახელებზე, ლიზი ხომ გეძახის სანდროს და ძალიანაც მოგწონს-ხელებით ვუხსნი -იზი, ლიზიკო პატარაა და მაგასაც რომ ახერხებს, ეს ერთი ციდა ბავშვი, ეგაა მთავარი. -კარგი და გიგაც ხომ გეძახის? -ახლა ხვდები, რა უაზრობაზე ვკამათობთ?-ბავშვის ჩაცმაში გართული, ისე მპასუხობს, არც მიყურებს. -არ ვჩხუბობთ. ვსაუბრობთ...კარგი და შენ გამოცვლა როდის მოასწარი?-დაბალ ხმაზე ვეკითხები და ვცდილობ დავფარო ის ემოცია, რაც მისი დანახვისას მომაწვა და ახლაც ყოველი შეხედვისას თავს მახსენებს -სამსახურში-თვალს მიკრავს და ლიზის იატაკზე აყენებს. -თმებს მე გავუკეთებ... ალექს ვისი დაბადების დღეა? -ჩემი მდივნის, ან ასისტენტის როგორც გინდა ისე მონათლე-საათს იკეთებს და ჩემკენ ტრიალდება -რა?? მე არ წამოვალ... არ მომწონს ეგ შენი მდივანი-სერიოზულობით ვუცხადებ და სავარცხელს ვდებ. -იზი... პატარა ხომ არ ხარ? შემომხედე და მითხარი. მე, რომ რამის გაკეთება მინდოდეს, ვინმე ამიკრძალავს? -ალექს შენ გენდობი. მას-არა! -მე რომ მენდობი ესაა მთავარი. მთავარია შენ ნდობას არ ვუღალატო, ასე შენ ღალატსაც ვერასოდეს შევძლებ!-მკაცრად ამბობს,ტუჩებზე ნაზად მეხება და ოთახიდან გადის, მალე გამოდითო.. მის თითოეულ გამოხედვაში ვგრძნობ სიყვარულს... მის თითოეულ, თუნდაც მკაცრად ნათქვამ სიტყვაში ვიჭერ სიყვარულის ბგერებს. მინდა რომ სულ ვუყურებდე, მხოლოდ მას... მათბობს და მაგიჟებს, მისი ლიზისადმი დამოკიდებულება. მაბრუებს ის ფაქტიც, რომ უზომო ყურადღებას გვაქვევს და რაც ყველაზე მთავარია, არ რცხვენია ჩემი გვერდით დგომის. ყველასგან დადებითი ემოციები დაიმსახურა ჩემმა პრინცესამ. ყველასგან ერთის გარდა... და ეს, ის ერთი იყო, რომელიც ცდილობდა ჩემი ნერვების გამღიზიანებელი, ნიშნულზე მაღლა აეწია. -ალექსანდრე! ლიზის ისე ექცევი, უკვე წარმომიდგენია შენს ბავშვს, როგორ მოუვლი.-საოცრად წრიპინა ხმით, კომპლიმენტი შეაფრქვია. ვეცადე არ მეფიქრა მის სიტყვებზე მაგრამ გონება ვერ დავიყოლიე. -და ლიზი რატომაა სხვა?-მკაცრი, დაინტერესებული ხმით იკითხა ალექსმა -არა, მე არ მითქვამს რომ უცხოა, უბრალოდ... -ანა შეფუთული საჩუქრები გიყვარს?-სრულიად მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა ისე, რომ მეც, გაკვირვებული ანასავით, დავინტერესდი -არვიცი, გააჩნია შიგნით რა დევს-ნაძალადევი ღიმილით, ნელ-ნელა უპასუხა და მზერა იქ შეკრებილ, გაჩუმებულ ხალს მოავლო -აბა, შენ რატომ ცდილობ, მახინჯი ფიქრები ლამაზად შეფუთო?-მკაცრად, ოდნავ ხმამაღლა წარმოთქვა, თვალებში ცივად შეხედა, შემდეგ ლიზის გახედა თბილი ღიმილით და ბოლოს მანიშნა, რომ მივდიოდით. ჩემი პატარასთვის ყოველთვის ყველაფერს შევძლებდი, იმაზე მეტ ძალას ვგრძნობდი ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჩემს მიმართ ნასროლ ბგერებს უკვე ვეღარ ვიგერიებდი. ვიცოდი, ყოველთვის იარსებებდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეახსენებდნენ ალექს თუ ვის გვერდით იდგა. რამდენჯერმე გადავხედე ჩემს გვერდით, მანქანაზე მიყუდებულ ალექს,რომელიც ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს, მაგრამ სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე. ვიცოდი ხვდებოდა რასაც ვგრძნობდი, რაზეც ვფიქრობდი. ნუთუ სიყვარული ყველაფერს გაუძლებს?! უხმოდ გადამხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა, უნებლიედ წამომივიდა ცრემლები. არვიცოდი რას ვტიროდი, მაგრამ თითქოს ვმშვიდდებოდი -ჩუ... წყნარად იზი, წყნარად-მშვიდი ხმით მითხრა. პასუხად კი უფრო ძლიერად ჩავეხუტე, ღრმად ჩავისუნთე მისი სურნელი და თავი ისევ მის კისერში ჩავრგე. -მიყვარხარ ალექს-ჩემდაუნებურად წამომცდა. თავი ამაწევინა, თვალებში ძლიერი მზერით შემომხედა და ჩემს ბაგეებს დაწვდა. სიგარეტნარევი ტკბილი გემო დამიტოვა და ისევ ძლიერად ჩამეხუტა. ნამწვი გადააგდო და ვარსკვლავებს გახედა. -ლამაზია...-ჩუმად ჩაიჩურჩულა -ძალიან-მის ნათქვამს გამოვეხმაურე და ყელზე ვაკოცე -იზი... ხელს არ გამიშვებ? -მთავარია შენ არ გამიშვა ალექს-მოგუდული ხმით ვუპასუხე -შენ გამიშვებ? შენ არ გამიშვა იზი, თორემ ჩემგან მაგის საშიშროება არ გექნება.-სივრცეს გახედა -ანუ ჩემი გეშინია? -შენი არა, შენი სიმტკიცის იზი... ხანდახან, შინაგანად ადვილად ტყდები... ეს კი არ მომწონს... ძალიან არ მომწონს-თქვა ის, რისიც მეც მეშინოდა -არ გამიშვა-ცრემლჩამდგარი თვალებით ავხედე და ახლა მე ჩავეხუტე. -არასოდეს!-გულის ხმით მითხრა და თავზე მაკოცა-წამო, თორემ გაცივდები... მეც ადრე უნდა ავდგე,ოპერაციები მაქვს-თვალი ჩამიკრა და კარი გამიღო. ძნელია თქვა უარი იმაზე, რაც შენია... ძნელია თქვა იმ გრძნობაზე უარი, რომელიც იცი, რომ მარტოდ დარჩენილს, გაგანადგურებს. ეგოისტურად გინდა რომ ისუნთქო, იარსებო, იცინო, იოცნებო, იფიქრო და არა უბრალოდ იყო! ვიცოდი, ალექსის რთული გრაფიკის გამო, შეიძლება სახლში არ მოსულიყო, ამიტომ ერთ-ერთ დღეს, მე და ჩემმა წერტილმა, მასთან სტუმრობა გადავწვყვიტეთ. ლაღი ნაბიჯით გავუყევით კლინიკის გზას. თან ლიზის ვეტიტინებოდი, ხან ალექსიე ვფიქრობდი. გამახსენდა, ლამის ორი წლის წინ, ჩემი ბოლო "ვიზიტი" კლინიკაში. დღლელი ფიქრები მოვიშორე და ამაყად შევაბიჯეთ შენობაში. -იზი? ალექს არ ცალია ჯერ. რომ განთავისუფლდება გეტყვი-წრიპინა ხმით გადააბა სიტყვები ერთმანეთს, მიმღებში მდგარმა ანამ. ღრმად ჩავისუნთქე, ირონიულად გავუღიმე და ჯიუტად გავემართე ალექსის კაბინეტისკენ, თუმცა იქნებ ჯობდა არ წავსულიყავი? ერთხელ,მხოლოდ ახლა დამეჯერებინა ანასთვის. ის იყო კარის სახელურისკენ წავიღე ხელი რომ ქალის გამყინავი,აღალი ხმა მოწვდა სმენას -ალექსანდრე, იმისთვის არ გამიზრდიხარ რომ სხვის შვილებს უარო-მკაცრად წამოიყვირა ქალმა -ჩემია-არანაკლებ მკაცრად, თუმცა ხმადაბლა გაისმა ალექსის ხმაც. -შვილო, არაფერი გაკლია, ყველაფერს შენი შრომისუნარიანობით მიაღწიე, ვამაყობდი, თავის შესაფერის რძალსაც მომიყვანს-თქო. თავიდან მეგონა ერთობოდი, მაგრამ შვილიანი ქალი ალექს? შეგეფერება დედი?-ოდნავ ხმა დაუდაბლდა ქალს, თუმცა ეტყობოდა რომ უფრო დაიღალა რადგან სავარაუდოდ, დიალოგი (თუ შეიძლება დიალოგი ეწოდოს) კარგი ხნის დაწყებული ქონდათ. -სახლში წადი, ჯერ ისედაც მძიმე დღე მაქვს.-მშვიდად განუცხადა ჩემმა საყვარელმა ხმამ და სიჩუმემაც დაისადგურა. რა განვიცადე? ყველაფერი... იმედგაცრუების გარდა ყველაფერი. ხომ ვიცოდი რაღაც მსგავსი მოხდებოდა. როგორ გავამტყუნო, როცა ნაწილობრივ მართალია. თავის შვილია და კარგი უნდა. კარს ზურგით მივეყრდენი და თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, თითქოს ცრემლები შევაკავე, მაგრამ გულს ვერაფერი ვუშველე. ყველაზე ძალიან მინდოდა ტირილი, ყვირილი რომ ჩემი იყო და არ მეთმობოდა. უიმისოდ ყველაფერი, არაფერი გახდებოდა, მაგრამ არ შემეძლო, მე ასეთი ეგოისტობის უფლებაც არ მქონდა. ცალი ხელი სახეხე გადავიტარე და თავი გავაქნიე, ლიზის ხელი მოვკიდე და დერეფანა დავუყევი. ზურგს უკან გავიგე კარის ხმა და გულში ვჩურჩულებდი, რომ ალექსის კარი არ ყოფილიყო, რომ არ ვეცნე, ფეხს ავუჩქარე... აი ერთი კარის და კიბეს დავუყვებით, ცოტა ხანი, სულ რამოდიმე წუთი, უფრო ავუჩქარე ფეხს, მაგრამ ადგილზე გავშეშდი,მკაცრად დაძახებულმა, მისი ტუჩებით წარმოთქმულმა ჩემმა სახელმა, ადგილზე გამყინა.არ მინდოდა მიბრუნება მაგრამ... -შანდლო...-სიხარულით წამოიძახა ლიზიმ და მისკენ შებრუნდა, იძულებული ვიყავი მეც იგივე გამეკეთებინა. ნელ-ნელა, დაღლილი სხეულით შემოვტრიალდი და მზერა ნელა გავუსწორე. ბრაზი, სიყვარული, მზრუნველობა, ყველაფრის ამოკითხვა შემეძლო მის თვალებში. ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ... ვიგრძ3ნი ლიზიც მისხლტებოდა ხელიდან, გაქცევა და ჩახუტება უნდოდა,მაგრამ დავიჭირე, ხელი ძლიერად მოვკიდე და გავაჩერე. ალექსი გაშრა, ჩემს ამ რეაქციას არ ელოდა. ჯერ ბავშვს შეხედა, შემდეგ მე... და მიხვდა... მიხვდა რომ მე ყველაფერი მოვისმინე, ყველაფერი რაც საჭირო იყო. დავინახე ბრაზი გაუძლიერდა, თბალებიც კი ჩაუეითლდა, მაგრამ არ შემეძლო, უნდა გამეშვა და ვიზავდი კიდეც ამას. მშვიდად ვერ შევხედავდი მის გვერდით მდგომ ქალს და ვერ ვეტყოდი, რომ უნაროდ მიყვარდა. ვიგრძენი ცრწმლების ტალღა მაწვებოდა თვალებში, ესეც დაინახა,ზერა შეეცვალა მაგრამ მე აღარ შემიხედავს, თავი ოდნავ გავუქნიე და უკან სვლით, გაღებულ ლიფტში შევედი. დავინახე სანამ დაიხურებოდა, ჩემსკენ წამოვიდა, გამოიქცა,მაგრამ მე უკვე დაბლა სართულებისკენ მივდიოდი. ელვის სისწრაფით გავვარდი გარეთ და უახლოეს ტაქსს ხელი დავიქნიე. თითქმის გაუჩერებელ მანქანაში ჩავჯექი და ლიზიც კალთაში ჩავისვი. -ის კაცი მგონი თქვენ გეძახით. გაჩერებას მთხოვს-მითხრა უკან მოტრიალებულმა მძღოლმა მაგრამ წინადადება დამთავრებული არ ქონდა, ისე ვათხარი უარი და გთხოვთ წადით მალე მეთქი დავაყოლე. შენობიდან გამოვარდნილი ალექსიც დავინახე, ჯერ კიდევ ხალათი ეცვა, უშტვენდა და ხელსაც უქნევდა ტაქსს. -დედა ტილიშ-თავის პატარა ხელი სახეზე მომისვა ლიზიმ და ცრემლების მოწმენდა სცადა, ვერც გავიაზრე თუ ვტიროდი. მის სიტყვებზე უფრო ამეტირა. გულში ჩავიკარი და სახე დავუკოცნე. -როგორ შეიძლება, შენ ზედმეტი იყო დედი... მადლობა, რომ მყავხარ, მადლობა, რომ ჩემი ხარ... შენ ჩემი მადლი ხარ... ჩემი.... _______ ბოდიშის თქმის მრცხვენია... თუმცა დიდ მადლობას ნამდვილად იმსახურებთ. თუ კიდევ შემომრჩით ვინმე,გამიხარდება :დდდ პრობლემების თუ საქმეების ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ვიტყვი რომ არ მეცალა... და ამის გამო რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, ის გავაკეთე (დავიგვიანე თან ძალიან) მიყვარხართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.