შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟე


19-12-2016, 20:15
ნანახია 1 636

მქონდა პერიოდი გრძნობით გაგიჟების
სულის შეკვრამდე უღმერთო მონატრების
როცა სიახლოვე იყო არნახული
შერწყმა სულების, ახლართვა ერთმანეთში...
ეს არ ყოფილა უბრალო სიყვარული,
უბრალო გაგიჟება, გრძნობების ქარტეხილი...
იყო ყველაფერი შექმნილი არაფერში
და მაინც ნამდვილი გრძნობების პარაკლისი...
ისე მოდიოდა თითქოს მშორდებოდა,
მე კი უჩვეულოდ ვგრძნობდი მჭირდებოდა...
ისე ვეჩვეოდი რომ ეს მაშინებდა,
მასზე დამოკიდებული ფიტულა მერქვა...
დღეს კი არ ვიცი უკვე რა დღეა
როდის მოესწრო ჩემში ცვლილება...
თითქოს მარტივით ცვალებადი გახდა გრძნობები,
თითქოს სამყარომ შეიცვალა წამში ფერები...
გავუშვი, გავშორდი, თითქოს დავივიწყე...
თუმცა ვიცი, დროებითი შვებით შევიმოსე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent