ფოტოგრაფის აღმოჩენა (სრულად)
გაზაფხულის თბილი და ნათელი დღეა. საათის ისრები 12-ს მიჩვენებს. ზანტად ვდგები საწოლიდან და სააბაზანოში მთქნარებით შევდივარ. გრილი წყლის ქვეშ ვდგები და ერთიანად ვფხიზლდები. თავისუფალ ზედას ვიცვამ და ინტერესეით ვათვალიერებ წინა დღის ფოტოებს. კომპიუტერში გადამაქვს. ამ დროს ჩემი ტელეფონი წკრიალებს და საქმეში ჩაფლული ისე ვპასუხობ, რომ არც ვაკვირდები. -გისმენთ. -ნაინა,როგორ ხარ? მესმის ჩემი მეგობრის ხმა და საქმეს თავს ვანებებ. -კარგად, ლიო. შენ როგორ ხარ? -რაღაც შენი ხმა არ მომწონს! ბუტბუტებს ჩემი მეგობარი. -სიახლეების დეფიციტი ლიკო, სიახლეების. ვოხრავ და ზურგით ვეცემი სწოლზე. -კარგი რა. სულ ეგაა? სიახლეებს რა დალევს? სხვა თუ არაფერი ერთ კვირაშო ქორწილი მაქვს. იმდენი ფოტოგრაფი ვარჩიე , მაგრა ვერავისკენ მიმიწევს გული. ჩემს ქორწილში შენ უნდა დაიჭირო საუკეთესო მომენტები! არ ცხრება ლიკო. -კარგი რა, ლიკო! ხომ იცი, რომ არ მიყვარს ეს ქორწილები და სხვის დაკრულზე სიარული ვბუძღუნებ და ფეხზე ვდგები. -არ მაინტერესებს! ყვირის ჩემი მეგობარი და კავშირს წყვეტს. რამდენიმე წუთში კართან ვდგავარ და სარკეში ვათვალიერებ ჩემს თავს ფოტოაპარატი მაქვს, ჩანტა მაქვს. კედებს ვიცვამ, კარს სწრაფად ვკეტავ და კიბეზე ხმაურით ჩავრბივარ. ეზოში გასულს მეზობლის ბავშვები მხვდებიან და სწრაფად ვაფიქსირებ მოთხუპნული, შავთვალება ბავშვების სახეებს. სიძველისგან გაძენძილი "როლინგები" ყველაფერზე მეტად, რომ უხდებათ და არც ჩაწიკწიკებული კბილების გადმოყრა ეზარებათ ჩემთვის. ღიმილით ვშორდები კორპუსს და გაჩერებისკენ ვიღებ გეზს. ასე ქალაში, ქუჩა-ქუჩა დავბოდიალობ და საინტერესო მომენტებს ვეძებ. მოხუცები, ბავშვები, წყვილები უნიკალური კადრი შეიძლება მოგცეს ერთმა დამღლელმა დღემ. ისეთ შენობებს რესტავრაციას, რომ დიდისამბით ელიან, სიძველის კვალი ყველაზე კარგად, რომ ეტყობათ ლეგენდარული ფოტო შეუძლია გაჩუქოს აი ისეთი მთელი ცხხოვრბა, რომ იამაყებ. მაგრამ სიახლე მჭირდება. არადა ერთ ქვას სხვაასხვა მხრიდან, რომ აფიქსირებდე უკვე მრავალფეროვნებაა, მაგრამ სხვა მჭირდება, სულ სხვა. ბოლოჯერ ვაჩხაკუნებ ფოთოაპარატს და ჩემს საყვარელ კაფეში შევდივარ. იქაც ვაფიქსირებ თაროზე შემოდებულ ახალ წიგნებს და ფანჯარასთან ვჯდები. ორ კვირაში გამოფენა მაქვს. მე კი ხან მომწონს ფოტოები, ხან არა! ბოლო დროს ქალაქს სევდის ფერი აქვს. ნაკლები ღიმილი და მეტი მწუხარე სახე. ბედნიერების დეფიციტი აქვს თბილისს. ნერვიულად ვხვევ თითებს ლიმონიან ჩაის, მიმტანს მადლიერი მზერით ვუყურებ და თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. ესღა მაკლდა! გაზაფხულის თბილ და მზიან ამინდს შავი ღრუბელი ცვლის და გაზაფხულის წვიმა იწყება. თქეშია და უფრო ვიღუშები. წამოერად ირეცხება ქვაფენილი და ვინ იცის რამდენი ადამიანის კვალს შლის ეს წვიმა. რამდენ ემოციას და რამდენ მოგონებას. რამდენი ადამიანის ისტორიას ანადგურებს ერთ წამში. კაფეში მეგობრების ჯგუი შემოდის, გალუმპულები რაღაცაზე გულიანად იცინიან და აშკარად ეტყობათ, რომ წვიმა მაინცდამაინც ვერ აწუხებთ. 5-ნი არიან ერთი მაგიდის გარშემო სხდებიან და მყუდროებას წამში არღვევენ. სხვათაშორის არაგამაღიზიანებლად. მე უნებლიედ მეღიმება. ისინი თავისებურ,სულ სხვანაირ მყუდროებას და კომფორტს ქმნიან. აშკარად ეტყობათ, რომ ერთნი არიან, ერთმანეთისთვის არიან და ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად ფერადები რჩებიან ყველაზე დიდი ნიჭია ნაცრისფერ და ცივ სამყაროში თბილი და ნათელი ფერებით გამოირჩეოდე. ფოტოაპარატს ვიღებ და გაბადრული სახით ვაფიქსირებ მათ ბედნიერ სახეებს. სინდისი კი მქენჯნის პაპარაცობისთვის, მაგრამ არ ვიმჩნევ, ჩაის ფულს ვტოვებ, ფოტოაპარატს ჩანთაში ვინახავ და გარეთ გასული სწრაფად გავრბივარ გაჩერებისკენ. ხუთი წუთი ველი ავტობუსს და მერე გაწუწული ძლივს აბდივარ ხალხით გატენილ ტრანსპორტში. ფოტოების ნახვას ვერ ვახერხებ არადა ერთი სული მაქვს დავათვალიერო. გულმოდგინედ ვეჭიდები ყვითელ ბოძს და ძლივს აღებულ ბილეთს ხელში ვათამაშებ. წამებს ვითვლი სახლში მისვლამდე. საოცარი სიჭუმეა ავტობუსში. ადამიანებიუს ფიქრები ერევა ერთმანეთს. როგორ მაინტერესებს ვის რა უხარია, ვის რა აწუხებს. საინტერესო ქმნილებაა ადამიანი. ამ საოცარ სიჩუმეს ქალბატონის პრეტენზიული ტონი არღვევს და გულიანად ლანძღავს არაფრის გამკეთებელ ახალგაზრდებს. გვერდით მჯდომიც ინტერესით უსმენს აშკარად უცნობს და ორჭოფით უქნევს თავს. "სირაქლემა" ვფიქრობ და მეცინება. ამასობაში ჩემს გაჩერებაზე ჩავდივარ. საოცარი სისწრაფით ვხსნი კარს და ჩანტას იქვე ვაგდებ. სველ მაისურს გზაში ვიხდი, თმას ვიშლი და მოუთმენლად ვრთავ ფოტოაპარატს და კომპიუტერეს. ფოტოები კომპიუტერში გადამაქვს და დამუშავებას ვიუწყებ. აი, ის საოცარი მეგობრები კაფიდან. ერთ გოგოს წითელი კაბა აცვია, მეორეს ლურჟი. მესამე ბიჭია და საოცარი ფერის თბილი თვალები აქვს. კადრს ვაახლოებ და გაოგნებული ვუყურებ. ღმერთო ჩემო რუხი, ლამაზი თვალები. მერე ისევ ვაშორებ და მთლიანად ვათვალიერებ. ხუთივე ბედნიერი სახიტაა დაფიქსირებული. თითქოოს არაფერი მაგრამ ეს ფერების კომბინაცია, მათი ხასიათი ფოტოზე და ეს საოცრად თბილი თვალები საოცარ ფოტოს ქმნის. გამოფენისთვის მჭირდება. მაგრამ უნდა ვკითხო. ახალი საცფიქრალი მიჩნდება, ისინი უნდა ვიპოვო და დავიტანხმო. იქნებ საერთოდ არ უნდათ, რომ მათი სახეები აღიბეჭდოს ვინმეს ფირზე. ახლაღა ვგრძნობ სიცივეს და სააბაზანოში შევდივარ. თბილი წყლის ქვეშ ვდგები და ერთიანად ვთბები. ისევ ის რუხთვალება მიდგას თვალწინ და უცნაური ჟრუანტელი მივლის. "ნაინა გეყოს!" თავს ვაქნევ და თბილ წყალს სახეს ვუშვერ. *** ღამით ტელეფონის ხმა მაღვიძებს და დაფეთებული ვპასუხობ. -მომენატრე. მესმის დედაჩემის გაბზარული ხმა და სიკვდილი მინდა ჩემი უყურადღებობის გამო. -დე... ყელში ბურთი მეჩხირება და მგონია, რომ დამახრჩობს. ჩამოდი რა დედა თბილისში, ჩამოდი ვეღარ ვითმენ და ვყვირი. -ნაინა, ხომ იცი -მარიკა, ვიცი გავიგე. მოკვდა მამაჩემი და ვეღარ გააცოცხლებ მანდ ყოფნიტ გესმის. შენ რომ მანდ ხარ გგონია მამა კარგადაა?! პირიქით. იქაც ნერვიულობს ალბათ შენზე. ბრაზდება კიდეც, სიკვდილმა, როგორ დაგაშორათ დედა! -ნაინა, აქ ყველგან მამაშენია გესმის?! ყველა ოთახის ყველა კუთხეში ვგრძნობ,რომ ცოცხალია. ტირილს იწყებს დედაჩემი და გული მიკვდება. -გეყოფა დედა, გეყოფა, არ ვცხრები მე. -ლიკოს ქორწილი როდისაა? თემა გადააქვს დედაჩემს და ღრმად ოხრავს. ორ კვირაში და ერთი კვირით არე ჩამოდი იცოდე. -ჩამოვალ. შენ როგორ ხარ? მეკითხება დამთბარი ხმით და ვგრძნობ, რომ ჩუმად ტირის. -მენატრები. ისევ ის საშინელი ბურთი მეჩხირება ყელში და მინდა დედაჩემთან გავჩნდე, იმ ძველ სახლში. სადაც მამაჩემი ცოცხალია. მართალია მარიკა იქ ყველაფერს ზურას სუნი ასდის და ამიტომაც წავიდა მამას სიკვდილის შემდეგ იქ. მეც მინდა, მაგრამ სიკვდილს თავს როგორ დავამარცხებინებ, ისე როგორ დავსუსტდები, რომ გავტყდე. -მალე ჩამოვალ. მამხნევებს დედაჩემი. გამოფენისთვის ჩამოვა. ხო, მართლა რა ხდება? -რავიცი დედა, ვიღებ და ვემზადები. ისევ ის რუხი თვალების პატრონი მახსენდება საოცარი სითბო ჩამდგაღი თვალებით და უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს. მე და დედა დიდხანს ვლაპარაკობთ და ბოლოს ისევ თვალცრემლიანი ვთიშავ ტელეფონს და ემოციებისგან გადაღლილი თავს ისევ ბალიშძე ვდებ. ფიქრებში მათენდება. ისევ დილის რიტუალს ვატარებ. ფოტოაპარატს ვიიღებ და გავდივარ. ჩემს საყვარელ კაფეში დილიდან საღამომდე პერიოდულად შევდივარ და ველოდები იმ საოცარ მეგობრებს, მაგრამ ამაოდ. ასე გრძელდება რამდენიმე დღე და ნერვები აღარ მყოფნის ამასობაში მარიკა ჩამოდის სოფლიდან და ის და ლიკო ერთად მელოდებიან სახლში. ლიფტის ღილაკს მთელი ძალით ვაჭერ და გაკრეჭილი შევრბივარ სასურველ სართულს ვუთითებ და გაბადრული ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში. -მარიკა! კარებიდან ვყვირი და მისაღებში შესული სუნთქვის შეკვრამდე ვეხუტები დედაჩემს. მთელ სახეს ვუკოცნი. მერე ლიკოსთვისაც ვიცლი და საბოლოოდ გადაღლილი ვეშვები დივანზე. ლიკო წყალს მაწვდის, მადლიერი მწერით ვუყურებ და სულს ვითქვამ. -გამოფენა? არაფრის თქმას არ მაცდის დედა/ჩემი და ჩემი მეგობარიც ინტერესით მაჩერდება. -გადაიდო. ვითომ არაფერი ისე ვპასუხობ . -რატომ? ორივე ერთდროულად სვამს კითხვას. -ერთი ფოტო მაქვს. კაფეში გადავუღე 5 მეგობარს ისინი ვერ ვიპიოვე და ნებართვის გარეშე იმ ფოტოს ვერ ჩავრთავ გამოფენაში. -ერთი ფოტოს გამო? უკვირს ჩემს მეგობარს. -ლიკო, ეს ფოტო იმედია გესმის. ამდენ ნაღვლიან და მუქ ფოტოებში ერთადერთი ხალისიანი ფოტოა. საოცარი ემოციების მატარებელი აღფრთოვანებითვლაპარაკობ და ხელებს აქეთ-იქით ვიქნევ. -მარიკა მოყევი სოფლის ამბები. ვიკრიჭები და მაინც ნაღვლიანი ვუყურებ დედაჩემს. ნახევარი მარიკამამაჩემმა წაიყვანა. ძველი ხალისი დაკარგული აქვს დედაჩემს და სიყალბით ცდილობს სინამდვილის ჩანაცვლებას. ღიმილის, როგორი ნაღვლიანი გაუხდა მარიკას. -ყველაფერი კარგადაა. და გამოფენისთვის უკეთეს ფოტოებს გადაიღებდი იქ. ნიშნის მოგებით მეუბნება და ყავის ფინჯანს იღებს ხელში. -ჩემს ქალაქს ვაფიქსირებ დედა. გულწრფელად მეღიმება. **** ლიკოს და გიორგის ქორწილისთვის მზადებას ვიწყებთ და მთელი დღეები უაზროდ დავბოდიალობთ საყიდლებზე. ერთ-ერთ მაღაზიაძო ბოდიალიზმის მოწყობისპერიოდში გიორგი მირეკავს -ხო, პოტენციურო სიძე? -ნაინა, შე შინაბერა, ჩემი ლამის ნაშველი საცოლე ხომ არ იცი სადაა? სიცილით მეუბნება და შინაბერას ყურადღებას არ ვაქცევ, -პირველი ღამისთვის ემზადება, სატანადოდ ახლა მე ვიცინი და თეთრეულის სექციაში შესულ ჩემს მეგობარს ვაყოლებ თვალს. -ოხ ნაინა, ნაინა არაფერი შენ ა გეშველება. დამალაპარაკე რა, ტელეფონი გათი შული აქვს. -ახლავე. -შენ გაიხარე ნაი და შენ დაგადგესაწი საშველი ისევ იცინის გიო და პასუხს არ ვცემ, მხოლოდ მეცინება და მობილურს ლიკოს ვაწვდი. *** ყოველ დილით დედაჩემის სითბო იგრძნობა ჩემს სახლში და ყველაზე ბედნიერი ვარ ამ ქვეყნად. საფიქრალი მხოლოდ გამოფენა და საოცარი სამეგობრო მყავს, კაფიდან. -შენსკენ არავინაა? სადილისდროს მეკითხება დედაჩემი და მოულოდნელობისგან ლუკმა მცდება? -როგორ ჩემსკენ? -არავინ გყავს ნაინა? ეღიმება დედაჩემს. -უიმე ქალო, დედა მყავს, ნახევარ ძმა მყავს, მეგობრები მყავს რაღა გინდა? -არაფერი არ გეშველება, როდემდე ივლი მარტო. დანანებით აქნევს ტავს და სამზარეულოს ტილოს კეცავს. **** წორწილის დღეც დგება და უცნაურად აჟიტირებული ვიწყებ მომზადებას, წითელი, გრძელი კაბა მიმშვენებს ტანს. მაკიაჟს სალონში ვიკეთებ. გრძელ თმას ვიხვევ და საბოლოოდ გოგოდ ქცეული ვტრილადები ულამაზესი დედაჩემის წინ. -საოცრება ხარ, დე. ცრემლს იწმენდს დედაჩემი და კიდევ ერთხელ მატრიალებს. ჩემი ძვირფასი ძმა ახლა მაინც კადრულობს ჩემს ნახვას და მანქანასთან გველის. -ოჰო, დაო გვეშველა ოჯახს. იცინის და მეხვევა. ლამაზი ი არა ულამაზესი ხარ ტო. დედინაცვალი რა ვიდზეა ნახე მერე მარიკასკენ ტრიალდება და ლოყაზე კოცნის კაიე ძევაჩკი ტო არ ჩერდება და მთელი გულწრფელობით მიცინის. დედინაცვალი, დედინაცვალიო და ჩემზე ხშირად ანდრო ჩადის მარიკასთან და არც არასდროს მიგრძვნია ანდროს ნახევარ ძმობა. ისაა, რომ გაიზარდა და გავირდა. იშვიათად თუ შემომირბენს და ყველაფერი რათქმაუნდა საქმეს ბრალდება. ისე როგორ. მანქანაშიც არ აჩერებს ენას და კომპლიმენტებს არ იშურებს. *** შეთანხმების მიხედვით ჯვრისწერიდან ვაგრძელებ ფოტოგრაფობას და საოცარი გრძნობა მეულება. ლიკო და გიორგი საკურთხეველთან. მსგავსი ემოცია, თვალენით გამოხატული არასდროს მინახავს. ბედნიერება, სიყვარული, ნერვიულობა ყველაფერი ერთად იხატება მათ თვალებში. მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გადაღების ნება დამრთეს. მერე პატარძლის სურვილებს ვასრულებ და უამრავ ფოტოს ვიღებ. საბოლოოდ რესტორანში მივდივართ. სიძე-პატარძლის მოსვლამდე ვაფიქსირებ მათ სუფრას და მოუთმენლად ველი. არც თეფშის გატეხვის მომენტი გამომიტოვებია. წყვილს თაშით ეგებება მთელი სამასი კაცი. წყვილტან მოსალოცად მოსულ ხალხს ვაფიქსირენ. ის ისაა კადრი უნდა დავაფიქსირო, როგორ უკეთებენ პატარძალს საჩუქარ ბეჭედს, რომ თვალში ნაცნობი სახე მეჩხირება. საოცარი ღიმილით და რუხი თვალებით. ისაა! ჩემი ფოტოს გმირი. გული სწრაფად ცემას იწყებს და მოულოდნელი სიხარულისგან ტირილი მინდება. მთელი საღამო ვცდილობ მასთან მისვლას და ამაოდ. მისი სამეგობრო ისევ ერთად ზის და ისევ იმ გულწრფელობით იცინის ყველა. მე ქორწილშიც ვაფიქსირებ ხუთეულს და ბოლოს დაღლილი ვჯდები. ღმერთო ჩემო. ე.ი ლიკა ან გიორგი იცნობ ამათ. აუცილებლად დაველაპარაკები ხუთივეს ქორწილის, შემდეგ, ამ ფიქრებში ვარ როცა ლიკო მეძაის. -ნაინა, გადაგვიღე რა. ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებ და კადრჩი ლიკო და ის რუხთვალება ფიქსირდებიან. მერე ცეკვას აგრძელებენ. შეთანხმების მიხედვით ჯვრისწერიდან ვაგრძელებ ფოტოგრაფობას და საოცარი გრძნობა მეუფლება. ლიკო და გიორგი საკურთხეველთან. მსგავსი ემოცია, თვალებით გამოხატული არასდროს მინახავს. ბედნიერება, სიყვარული, ნერვიულობა ყველაფერი ერთად იხატება მათ თვალებში. მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გადაღების ნება დამრთეს. მერე პატარძლის სურვილებს ვასრულებ და უამრავ ფოტოს ვიღებ. საბოლოოდ რესტორანში მივდივართ. სიძე-პატარძლის მოსვლამდე ვაფიქსირებ მათ სუფრას და მოუთმენლად ველი. არც თეფშის გატეხვის მომენტი გამომიტოვებია. წყვილს თაშით ეგებება მთელი სამასი კაცი. წყვილტან მოსალოცად მოსულ ხალხს ვაფიქსირენ. ის ისაა კადრი უნდა დავაფიქსირო, როგორ უკეთებენ პატარძალს საჩუქარ ბეჭედს, რომ თვალში ნაცნობი სახე მეჩხირება. საოცარი ღიმილით და რუხი თვალებით. ისაა! ჩემი ფოტოს გმირი. გული სწრაფად ცემას იწყებს და მოულოდნელი სიხარულისგან ტირილი მინდება. მთელი საღამო ვცდილობ მასთან მისვლას და ამაოდ. მისი სამეგობრო ისევ ერთად ზის და ისევ იმ გულწრფელობით იცინის ყველა. მე ქორწილშიც ვაფიქსირებ ხუთეულს და ბოლოს დაღლილი ვჯდები. ღმერთო ჩემო. ე.ი ლიკა ან გიორგი იცნობ ამათ. აუცილებლად დაველაპარაკები ხუთივეს ქორწილის, შემდეგ, ამ ფიქრებში ვარ როცა ლიკო მეძაის. -ნაინა, გადაგვიღე რა. ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებ და კადრჩი ლიკო და ის რუხთვალება ფიქსირდებიან. მერე ცეკვას აგრძელებენ. მე ზედმეტად გადაღლილი ვარ უკვე. გადამიღე, ისე ქენი ასე ქენი ეს ყველაფერი ნერვებს მიშლის და ჩემს წილ თავისუფლებას მიზღუდავს. თვალში მხვდება ანდროს ცეკვა ქერა ლამაზმანთან და სიცილი მიტყდება ჩემი ძმის "ხე" მოძრაობებზე. თავის დროზე უნდა მესწავლებინა თეძოს გაქნევა და გამოქნევა. დედაჩემი ნაღვლიანი და ამავდროულად ბედნიერი სახით უყრებს გერს და ღიმილი ეპარება თუჩებში. ქერა ლამაზმანთან ცეკვას ასრულებს ანდრო და ახლა მარიკასთან ,მიდის. შორიდან ვამჩნევ დედაჩემის ცუვ უარს და ანდროს სწრაფ მოძრაობასაც მარიკა, რომ საცეკვაოდ განკუთვნილი ადგილისკენ გააქანა. იძულებული ქალი ცეკვაში აყვა და ისე ლამაზად ცეკვავდნენ გერი და დედინაცვალი, რომ შეშურდებოდა ბარეულს. ეს ყველაფერი რათქმაუნდა ჩემმა ფიქმა აღბეჭდა. -მარიკა, შენ ხომ არ იცი რა მაგარი ქალი ხარ! შეზარხოშებული ანდრო მარიკას იხუტებს და აგრძელებს ცეკვას. -შენ ხარ უმაგრესი ბიჭი, შვილო შენ. თვალები უცრემლიანდება ქალს. -მე შენი წყალობით არასდროს მიგრძვნია უდედობა. შენ დედაჩემი ხარ და იმაზე მეტად დედური ვიდრე ნაინასთვის. მე ვიცი, რომ სისხლიც შენი მაქვს, გეფიცები მასეა. ბუტბუტებს სასმლით გათამამებული ანდრო და ატირებულ დედინაცვალს უფრო ძლიერად უჭერს ხელებს. -შენ ჩემი შვილი ხარ, ნაინას ძმა! და ამით ყველაფერი ნათქვამია. მერე რა, რომ მუცლით არ მიტარებიხარ. ეღიმება ქალს და ნაზად ეფერება სახეზე. -ხო! გახსოვს როგორ მიხაროდა მამამ რომ მოგიყვანა? ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ დადიოდა ქვეყანაზე. -როგორ არ მახსოვს. ჩემი ლამაზი ბიჭი. მთელი გულწრფელობით ეფერებოდა მარიკა. -დედურ სითბოს, რომ თავი დავამნებით შენ მე ნაინა მაჩუქე. შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარს ჩემი და. არ იცი მარიკა. შენ არ იცი ჩემთვის სიცოცხლეს ვისი სახელი აქვს, შენ ხომ არ იცი ჩემს საყრდენს და იმედს რა ქვია. შენ ხომ არ იცი მარიკა რამდენად მნიშვნელოვანი ხარ სამყაროსთვის თუნდაც ნაინას გამო. შენ მე ყველაფერი მაჩუქე გესმის, ყველაფერი. მუსიკაც დამთავრებულია და ცეკვაც, მაგრამ ეს ორი ისევ დგას ცენტრში და ორივე ტირის თან ერთმანეთს ეხვევიან. მე მისვლას ვერ ვბედავ და შორიდან ვუყურებ ცრემლმორეული. კიდევ ლაპარაკობენ რაღაცაზე და მერე სხდებიან. ახლა წყვილს ვუყურებ, ისინიც დაღლილები ჩანან და ხალხიც გადაღლილი. ნელ-ნელა იშლებიან და ჩვენს ანდროს მივყავართ სახლში. მე ემოციები ერთმანეთში მერევა. ე.ი შევძლებ ფოტოს გმირებთან დალაპარაკებას. ან დამთანხმდებიან გამოფენაზე, ან არა. ისევ ვიღუშები და საქარე მინას ვადებ თავს. მარიკა ისეთი ნაღვლიანია ჯერ, რომ არ ყოფილა. რაღაცას განიცდის, აკლია რაღაც და მე ვიცი, რომ ვერავინ აუნაზღაურებს დანაკლისს. ანდრო უჩვეულო ღიმილით მიყურებს სარკიდან. -ნაინა, იცი როგორ მიყვარხარ?! -ბავშობიდან ვიცი, რომ ყველაზე მეტად. თავდაჯერებული ვსწორდები მხრებში. უკანა სავარძელიდან ვიწევი ხელებს ვხვევ და ხმაურით ვკოცნი ლოყაზე. გული მიჩუყდება და ტირილი ჩემთვის შვებაა,მაგრამ მეტი საქმე არ მაქვს. ისევ ვუბრუნდები ადგილს... ღამით ანდრო ჩვენთან რჩება დილით კი ყავით ხელში მაღვიძებს და საწოლის კუთხეში ჯდება. -ნაინა, არ გინდა სტაბილური სამსახური? მეკითხება გამომცდელად და ჩემს რეაქციაზე ეცინება. -კარგი რა, მე რაც მიყვარს იმას ვაკეთებ. ესაა ჩემი საქმე. იურისტობა არასდროს ყოფილა ჩემი მოწოდება და რა გავაკეთო? იმ დიპლომსაც გაჩუქებ გინდა? უგულოდ რომ გავაკეთო რამე ხომ იცი, რომ დავიტანჯები. ჩემი თავი ვიპოვე და ახლა უნდა დავკარგო? არ ვმშვიდდებოდი მე. -ოხ, როგორი ჯიუტი ხარ. მე მინდა, რომ სხვა წრეში იტრიალო. უფრო მეტი საინტერესო ადამიანი გაიცნო. ფოტოგრაფიას შეეშვი, მეთქი არ მითქვამს. -არ მინდა! ჩურჩულით ვამბობ. ჩემთვის განკუთვნილ ყავას ვიღებ და ჩემს ძმას ვეკვრი. თმაზე მეფერება -ჩემი ჯიუტი ნაინა, ჩემი ერთადერთი, ჩემი სხვა ფერის ნაინა. -შენ რამდენი ხანია წიგნები არ მოგიტანია?? წარბებს ვკრავ და ფეხზე ვდგები. -მოგიტან, მოგიტან ეცინება ანდროს. -ხოდა დაუჩქარე ახალგაზრდავ. ვკისკისებ და ძმასთან ერთად გავდივარ მისაღებში. ანდროსთან ყოფნისას ბედნიერების შეგრძნება მიმძაფრდება და არაფრისთვის ფიქრის დრო არ მრჩება. მხოლოდ ბედნიერება, ხალისი და სიფერადე. მეტი არაფერი. *** საღამოს ისევ მარტო ვრჩები დედა სოფელს უბრუნდება, ანდრო კი საქმეებს. გიორგისთან და ლიკოსთან დარეკვა ჯერ არ მინდა. უხერხულია. ცოტა დრო გავიდეს და დაველაპარაკები ჩემი ფოტოს გმირებზე. უცნაური ხალისის გრძნობა მაქვს, უცნაურად ვარ სავსე. სარკის წინ ვდგვარ და მეორადებში ნაყიდ ნაცრისფერი ჟაკეტით ვიწონებ თავს. ჩემი თვალები სხვა ფერის მეჩვენება, კარგად ვაკვირდები მერე სულელური აკვიატების სიაში ვაგზავნი და სახლიდან გავდივარ. საღამოო ჩემს მყიდრო კაფეში. ისევ ლიმონიანი ჩაი და შოკოლადის ნამცხვარი. ფოტოაპარატში ფოტოებს ვათვალიერებ და წინ ვიღაც მიჯდება. თავს მორიდებულად ვწევ და ყველაფერი ერთდროულად მემართება. ვგრძნობ, როგორ ვწითლდდები სახეზე.ჟრუანტელი მივლის და ღმერთო ჩემო შაშინლად ვიბნევი. -ჩვენი ფოტო მაინტერესებს. იწყებს შესავლის გარეშე. მე მის ნაცრისფერ თვალებში ვიძირები და სუნთქვა მეკვრის. მის ტონი არ მომწონს და ჩემი წილი ნაცრიდფერთვალება ქრება. -ყველა ფოტოს დავამუშავებ, ლიკოს გავუგზავნი და იქ იქნება ტქვენი და ლიკოს ფოტოც. ძალა მოკრებილი ვეუბნები და წარბებს ვკრავ. -მე მაგ ფოტოს არ ვგულისხმობ. სიმშვიდეს არ კარგაცვს და ხელს ჯერ ტმაზე შემდეკ კი ოდნავ ამოზრდილ წვერზე ისვამს. იღიმის და ჩემს ჩაის წინ იდგამს. -უკაცრავად! გაკვირვებული ვუყურებ, როგორ სვამს ჩემთვის განკუთვნილ სითხეს. თქვენ ვინ გითხრათ მაგ ფოტოს შესახებ? ინტერესით ვეკითხები და ვის უნდა ეთქვა, არავისთვის მიჩვენებია მეთვითონ ვცემ ჩემს კითქვას პასუხს. -თმაარეული, ლამაზი, ნაღვლიანი პაპარაცი კაფედან. მონოტორულად ამბობს და ისევ მიღიმის. მის ირონიულ ტონზე ნერვები მეშლება და ვღიზიანდები. -მე ლამაზ კადრებს ვაფიქსირებ. თქვენი ფოტო იმდენად ემოციურია და დადებითი, რომ ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ გადავიღე. მართალია მასზე აღბეჭდილი პიროვნება თქვენგან კატეგორიულად განსხვავდება, მაგრამ არაუშავს. ნისნისმოგებით ვეუბნები და ხელებს მკერდზე ვიჯვარედინებ. -მერე ეცინება, გულიანად იცინის. ჩემს ფოტოაპარატს დაუკითხავად იღებს და ფოტოს მიღებს. გაბრაზებასაც ვერ ვასწრებ. ყურადღებით ათავალიერებს და თვლებ დაწვრილებული მიყურებს -ჩემთვის ეს ფოტოა ემოციების მატარებელი და ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ გადაგიღე. ხოდა ჩემს ფოტოებტან ერთად გამომიგზავნე. ისე დგება სკამიდან, რომ თვალს არ მაშორებს. იქვე მდგარ მიმტანს დიდი ხნის ნაცნობივით კითხულობს და ბოლოს გარეთ გადის. მე გაბრაზებული, გახარებული, დაღლილი, დაბნეული ყველა ემოციით სავსე ვზივარ ჩემს ადგილას და ნაცნობ ქვაფენილს ვუყურებ ფანჯრიდან, სადაც წამის წინ რუხთვალებამ დატოვა თავისი კვალი. ეს ბიჭი ასუცნობიანი განტოლებაა,მაგრამ მისი თვალები ვერ მომატყუებდნენ. ამდენი ხანია ვფიქრობ,რომ ისეთი ადამიანია იშვიათად, რომ იბადებიან და წარუშლელ კვალს ტოვებენ ადამიანებში. საუცხოოდ განსხვავებულები და დადებითები. მონოტორულად ვდგები ჩემს ნივთებს ვიღებ და არეული ფიქრებით გავდივარ გარეთ. გაზაფხულის გრილი ნიავი მხვდება სახეზე და ჯაკეტს ვიხვევ. გასეირნება და ბევრი ფიქრი მინდა. ვერც ის მოვახერხე, რომ გამოფენაზე დავლაპარაკებოდი. ან საერთოდ, როგორ უნდა მეთქვა ისე მოულოდნელად გამოჩნდა. არ ის მეგონა, თუ შემამჩნევდა ფოტო, რომ გადავუღე. არაფერსაც არ გავუგზავნი, მაგრამ რომც მიონდოდეს არც სახელივიცი და არც გვარი. გიორგის და ლიკოსაც არაფერს ვეტყვი. ხვალხე დავიწყებ ახალი ფოტოების შეგროვებას და იმ ფოტოს გამოფენაზე არც ვიფიქრებ. ტავდაჯერებული ავდივარ სახლში. შხაპს ვიღებ და ვწვები. *** დილით წყვილს ვურეკავ და ვკითხულობ. -როდის ჩამოხვალთ? მომენატრეთ? ვუყურებ კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ჩემს მეგობრებსდა მონატრება მიტევს. -აჰა, არ დამაფასე და წამოვედი შორეულ ესპაეთში. ახლა მსდიე. ხარხარებს გიორგი და ლიკოს იხუტებს. -რანაირი წყვილი ხართ საერთოდ? რა კორიდა ეიფელი მაინც გენახათ ახლა მე ვკისკისებ. -ნაი, იცი რა მაგრია მოგიყვები ყველაფერს, რომ ჩამოვალ. აღფრთოვანებულია ჩემი დაქალი. -მთლად ყველაფრის მოყოლაც არაა საჭიღო ისევ ვკისკისებ. -ახალი ხომ არაფერია? ეჭვნარევი ტონით მეკი თხება გიორგი -ახალი? არა, არცარაფერი. თბილისია რა და თბილისში ყველაფერი ახალი ძველია. *** ხოდა ჩემი ქალაქის სიძველის და გაახლებული სიძველის შესაგღძნობად დავბოდიალობ ბოლო ათი დღეა. ისევ ძველებურად ჩავერთე ჩემს საყვარელ საქმეში. სახლში მისულს ანდროს გამოგზავნილი წიგნები მხვდება და მერე მათში ვიკარგები. წაკითხული, გადაღებული და უკვე იმდენი ემოცია და გადასახარში თემა მაქვს, რომ დრო აღარაფრისთვის მრჩება. დღეს მოხუცთა თავშესაფარში ვიყავი. იმდენ რამეს ყვება მათი სევდისფერი თავალები. დაღლილი მივდივარ სახლისკენ და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას მთელი ძალისხმევით ვცდილობ. სადარბაზოში თავდახრილი შევდივარ. ის ისაა კიბეზე ვდგამ ფეხს, რომ ვიღახას ვეჯახები. -უკაცრავად. ვჩურჩულებ და ამაოდ ველოდები როდის გაიწევა. შიშის გრძნობა ერთიანად მივლის მთელ სხეულში. სავარაუდოდ გულიც გამისკდებოდა სადარბაზოში შუქი, რომ არ ანთებულიყო. ნელა ვწევ თავს მაღლა და ვოოხრავ. ისევ ის. ამოუცნობი რუხთვალება. რა ჯანდაბა უნდა, რა. -გამატარეთ. სასხვათაშორისოდ წარმოვთქვამ და ველოდები. -შემი საკუთრება უნდა დამიბრუნოთ და მერე. შესაშური სიმშვიდით ამბობს და სიგარეტს იღებს ჯიბიდან, მშვიდად უკიდებს და აბოლებს. -რა სითავხედეა. ყველა ფოტო სადაც აღბეჭდილი ხართ თქვენი საკუთრება ვერ იქნება. მისი სიმშვიდით გაღიზიანებული ვპასუხობ და დაონჯ შემორტყმული ვდგები მის წინ. -გეთანხმები. მაგრამ ფოტო, რომელიც მე გადავიღე ჩემი საკუთრებაა და უნდა დამიბრუნო. ახლა მახსენდება კაფეში გადაღებული ფოტო და ვერ ვხვდები რაში სჭირდება ფოტო სადაც ჩვეულებრივი თმაგაწეწილი და ცხვირაბზუებული გოგოა გამოსახული. აშკარად სხვა ტაქტიკაა ამ უცნაურობასთან ბრძოლისთვის საჭირო. -წავშალე! ვამბობ გაუაზრებლად და გამარჯვებული მზერით ვუყურებ. -ეცინება და კიდევ ერთ ნაპასს არტყამს. არ წაგიშლია. გააზრებასაც ვერ ვასწრებ ისე მართმევს მხარზე გადაკიდებულ ფოთოაპარატს, რთავს და ფოტოების დათვალიერებას იწყებს. სანამ მე აზრზე მოვდივარ სასურველ ფოტოს პოულობს და ჩემსკენ აბრუნებს და თვალს მიკრავს. -ჩემსას ვითხოვ შენსას ხომ არა? ირონიულად მიღიმის და აღარ ვიცი ღოგორ დავიძვრინო თავინ ნერვიულობისგან მაკანკალებს. -კარგი თქვენი კოორდინატები დამიტოვეთ და გამოგიგზავნით. ნერვიულად ვიღიმი და პიონერულ სიტყვას ვიძლევი. -სახლში ამოგყვებით და სოციალურ ქსელში გამო მიგზავნით. შეწინააღმდეგებას მგონი აზრი არ აქვს და თანხმობის ნიშნად თავს ვაქნებ. გვერძე იწევა და გზას მინთავისუფლებს და ჩუმად იცინის. იმედია არც მანიაკია და არც რამე მსგავსი. ნერვიულად მივაბიჯებ კიბეზე და თავში ათასი საშინელი აზრი მიტრიალებს. კარს ხელის კანკალით ვაღებ და პირველი შევდივარ. მოპატიჟება არ ჭირდება ისე ისე შემოდის. მედილით მიყრილ ტანსსაცმელს სწრაფად ვიღებ ძირიდან და ვწითლდებ. კომპიუტერს ვრთავ და აილს ვხსნი, სასურველი ფოტო გადმომაქვს და სოციალურ ქსელს ვხსნი. -როგორ მოგძებნოთ? ხმა მიკანკალებს და კარზე მიყრდნობილს ვეკითხები. თან ვერ ვხვდები რატომ ვუგზავნო ფოტოს სადაც ასახული ვარ მე. -შეთე დადვანი. აუღელვებლად ათამაშებს გასაღებს ხელში. ხისთავიანი სვანი. ვფიქრობ მე და სწრაფად ვწერ მის სახელს და გვარს, ან შეთე რა უბედური სახელია. თავს ვაქნევ და ჩემს ფოტოს ვაგზავნი. ლეპტოპს მისკენ ვატრიალებ და ვუჩვენებ გაგზავნილ სურათს. -მადლობა იღიმის და გასვლას აპირებს. -უკაცრავად. ვაჩერებ და რა ენა მისწრებს არ ვიცი. ერთი წამით მოდით.ჩემსკენ მოდის. მე მისი სამეგობროს ფოტოს ვუჩვენებ და გაუბედავად ვეუბნები. იცით, ეს ფოტო მჭირდება გამოფენისთვის და იქნებ -მიჩუქნია. ეცინება. -კი მაგრამ სხვები? ბედნიერებისგან და სიხარულისგან ლამისაა ჩავეხუტო. -სხვები, სხვებს გამოფენაზე წამოვიყვან ისევ ეცინება. მე არ ველოდი ასეთ რეაქციას და გიჟივით ვიკრიჭებოდი მგონი. ადგილიდან არც ის იძვროდა და არც მე. ჩემი წილი რუხთვალება ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს. -არცკი ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადით. -დაპატიჟებთ უცნობს ჩაიძე? ეცინებ და ტავზე ისვამს ხელს. -რატომაც არა. ისე ვამბობ გეგონება ყველაფერი ვიცოდე ამ ბიჭზე და კარგი ნაცნობი იყოს. რამდენიმე წუთში ლომონიანი ჭიქები გვიდგას წინ. სამზარეულოს მაგიდის ერთ მხარეს ის ზის მეორე მხარეს მე. ფეხები აკეცილი ვარ და მოშინაურებული ვუყურებ რუხთვალებას. -გამოფენა, როდის გაქვს? მეგითხება ჩვეული სიმშვიდით და ღიმილით. -ზუსტი თარიღი არ ვიცი. გადავადებინე, თქვენი ფოტოსთვის ნებართვა მჭირდებოდა და. -ასეთი მნიშვნელოვანია? უკვირს. -კი, ზედმეტად მნიშვნელოვანი. გულწრფელად ვპასუხობ. -უცნაურები ხართ ეს ფოტოგრაფები. მეც ვიყავი ფოტოგრაფიით გატაცებული, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მაგ საქმისთვის განსაკუთრებული ხედვები იყო საჭირო. არც ის იშურებს გულწრფელობას. არაფერს ვამბობ. ისეთი სიმშვიდის შეგრძნება მაქვს, რომ მინდა საუკუნოდ გაიწელოს ეს დრო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამორჩეულობით და სინაგანი სიმშვიდით კომორტს და საოცარ გარემოს ქმნიოან. მათ ქვერდით არასდროს ბეზრდებატ და არასდროს იღლებიან. -ვიმეგობროთ. რას იტყვი? ფიქრებიდან მის ხმას გამოვყავარ. ფინჩანზე მოხვეული თითები მიცახცახებს. მეთვითონაც არ ვიცი რას ვგრძნობ. -კარგი. ვითომც არაფერი ისე ვუღიმი და ცალ ხელს ვეყრდნობი ნიკაპით. -ხალი ვისაც აქვს ბედნიერი იქნებაო ამბობენ, თან ლოყაც გეჩხვლიტება. აშკარად ჩემს ხალს აკვირდება ტუჩთან და თავისებურად იღიმის. -ვაარ კიდეც! საუკეთესო მეგობრები მყავს, დედა და ძმა მყავს და ჩემი თავი ვიპოვე ამ ცხოვრებაში. ბავშურად ვიწელები და არ ვამხელ, რომ ცრუ რწმენების ბავშობაშიც არ მჯეროდა.. საპასუხოდ მხოლოდ იღიმის მერე სახე ეცვლება და ფეხზე დგება. -ჩემი წასვლის დროა, გამოფენაზე შევხვდებით. მეც ფეხზე ვდგები და კარამდე მივყვები. ისისაა კარი უნდა გავაღო, რომ მაჯაზე მკიდებს ხელს და კედელზე მაკრავს. ზურგის ტკივილით შეწუხებული სახეს ვმანჭავ. მერე ახლოს მოდის, ძალიან ახლოს და ხალზე მკოცნის. დიახ, იმ ხალზე ტუჩთან რომ მაქვს. თმას მისწორებს. არა, მეგობრობა არ გამოგვივა, უფრო მეტი შეიძლებაო ბუტბუტებს. ბოლოჯერ მიღიმის თავისებურად და გადის მერე სწრაფად ჩარბის კიბეზე და მე ძლივს მოვდივარ გონს. ისისაა კარი უნდა გავაღო რომ მაჯაზე მკიდებს ხელს და კედელზე მაკრავს. ზურგის ტკივილით შეწუხებული სახეს ვმანჭავ. მერე ახლოს მოდის, ძალიან ახლოს და ხალზე მკოცნის. დიახ იმ ხალზე თუჩთან რომ მაქვს. თმას მისწორებს. არა, მეგობრობა არ გამოგვივა, უფრო მეტი შეიძლებაო ბუტბურებს. ბოლოჯერ მიღიმის თავისებურად და გადის მერე სწრაფად ჩარბის კიბეზე და მე ძლივს მოვდივარ გონს. რა გააკეთა. რა მეგობრობა, რა უფრო მეტი. უცნაურობის პიკია. ვერაფერი გავიგე. ჯერ ფოტო მიისაკუთრა, მერე სახლში ამომყვა ფაქტობრივად ძალით, მერე ვიმეგობროთო მერე მაკოცა, ბოლოს წავიდა. მე კი საერთო არ მაღელვებს და მაღიზიანებს ეს ტყველაფერი. ისეთი ადამიანები, როგორიც შეთეა, ახლა უფრო მომწონს ეს სახელი, ყოველთვის იმსახურებენ არსაიდან მოსულ ნდობას. აი, როგორც მე! საერთოდ არ ვიცნობ. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მის თვალებში იკითხება რაღაც. რაღაც კი არა, ყველაზე ღირებული ადამიანობა იკითხება. ხოდა მიუხედავად იმისა, რომ დადვანი ყველაზე უცნაური ტიპია ვისაც ვიცნობ, მაინც ვენდობი. თვითონაც არ ვიცი რატომ უცნაური ურთიერთობების არასდროს მეშინოდა, მაგრამ უცნობთან ასეთი დაახლოებაც კარგს არაფერს მიქადის.. ნელა ჩავყევი ცივ კედელს. იატაკზე ვზივარ, ფეხები მოკეცილი მაქვს და მასზე მოცახცახე ხელებს ვხვევ. თავს მუხლებზე ვდებ და ვცდილობ შეთეს დანატოვარი სიმშვიდის შენარჩუნებას. რით დავიმსახურე დადვანის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში. ან საერთოდ ის თუ ფიქრობს ჩემზე. რას ვგრძნობ მისი უცნაური ქმედებების შედეგად, საერთოდ როგორ ვარ. რა განიზრახა დადვანმა... რატომღაც მგონია, რომ ამ ნაცრისფერი თვალების პატრონს, რომელიც უკიდეგანო და საინტერესოა, ცუდის გაკეთება არავისთვის არშეუძლია. ნერვები მეშლება საკუთარ ფანატიზმზე და ზანტად ვდგები ცივი იატაკიდან. სააბაზანოში შევდივარ და სარკეში ჩემს თავს ვაკვირდები. წაბლისფერ თმას ვიშლი და მხრებზე ვიყრი. ღიმილით ვუყურებ ჩემს ხალს, ტუჩთან და ბედნიერებისგან ვივსები. ე,ი ბედნიეი ვიქნები. გულიანად მეცინება. ჩემი თვალის ფერს ისევ ვატყობ ცვლილებას და ისევ ვაიგნორებ. ტანსაცმელს ვიხდი და ცხელ წყალს ვუშვებ. გაუნძრევლად ვდგავარ და დებილივით მეღიმება. *** ჩივი საღამოა. ისევ დაღლილი და აფორიაქებული მივდივარ სახლისკენ სადარბაზოში რაღაცის მოლოდინით შევდივარ და მიმართლებს.კიბის კუთხეში ნაცრიდფერთვალება დგას და მიღიმის. მეც არ ვიშურებ ღიმილს, რომელშიც მთელ ჩემ გულწრფელობას ვდებ. ნელ-ნელა მიახლოვდება. მე გული საგულეს აღარ მაქვს და არ ვიცი რა ვქნა. იქნებ ვუსაყვედურო იმ დღისთვის? ამ აზრს მაშინვე ჯანდაბაში ვუშვებ და უკვე ძალიან ახლოს მდგარს თვალებში ვუყურებ. ცალ ხელს წელზე მხვევს, ეცინება და ისისაა უნდა მაკოცოს, მე მოუთმენლად ველი ამბორს. თელეფონის ხმა მაფხიზლებს და საწოლიდან ისე ვხტები გეგონება კოშმარი მენახოს. გული მწყდება სიზმრის გამო. მერე მეცინება და დედაჩემს ვპასუხობ. -სულ ვეღარ იცლი ჩემთვის მსაყვედურობს მარიკა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. -კარგად ვარ დე. მეცინება და პასუხს ველი. -ანდროა აქ. ხმაზე ვატყობ, რომ ეღიმება. კითხვის დასმის დროც არ მრჩება ისე სწრაფად ართმევს დედაშემს ჩემი ძმა ტელეფონს. -ნაინა, ჩემო ნაინა ღიღინებს ანდრო. რა ლოყებ ღაჟღაჟა ბიჭი გაგიჩიტე წყაროზე ნეტა განახა. მშრომელი, დამრტყმელი პურის მჭამელი. აქ მაინც ჩამოდის გეშველება. მეუბნება ჩემი ძმა მეტად ტრაგიკული ტონით და მე სიცილისგან საწოლზე ვვარდები. -შენთვის იშოვე ვინმე! ძლივს ვითქვამ სულს. -მე ვიშოვე. ასე ხშირად არ ჩამოვდიოდი მარიკასთან და ოდნავ ყურადღებიანი, რომ იყო მაშინვე მიხვდებოსი მსაყვედურობს ანდრო. -ვინ არის? დაფეთებული ვეკითხები. -ვინ და ჩვენი მეზობელი ნინო. -ვინ ნინო, მთელი ბავშობა, რომ ნერვებს აწყვეტდი? მიკვირს მე და ჩემი მეგობრის გახსენებაზე ყურებამდე მეღიმება. -დიახ, ეგ ნინო მთელი ბავშობა, რომ აპოზიორებდი და ის ფოტოები, რომ უნდა გადმომილოცო მე, ეგ ნინო. -მომწონს შენი არჩევანი. ვპასუხობ მთელი გულწრფელობით.. მაგრამ ფოტოებს ნინოს ნებართვის გარეშე ვერ მოგცემ. -სურპრიზისთვის მჭირდება, შენს თავს გეფიცები. ანდროს თონზე ვიბადრები. ხმაზეც ეტყობა, რომ ყურებამდეა შეყვარებული. -კარგი. ნინო მომიკითხე ვიცინი და ტელეფონს ვთიშავ... *** შუადღისას ისეთი მზე აჭერს, სიცოცხლეს შეგაყვარებს. ჭრელ სარაფანს და კედებს ვიცვამ. ჩანთას და ფოტოაპარატს ვიღებ და სასწრაფოდ გავრბივარ სახლიდან. სადარბაზოდან ისე გავვარდი ვინმეს ეონება მოსდევენო. შველი თმის გაშრობას ვეღარ დაველოდებოდი, იმის შიშით მზე არ გადავიდეს-მეთქი. ხოდა ასე სველი, გაშლილი თმით და ჩმი სანუკვარი ნივთებით მივაბიჯებ აქა-იქ ამოყრილ ქვაფენილზე. თან ზოგ ადგილს ვაფიქსირებ. გზის მოპირდაპირე მხარეს, ძველი ხის აივანზე, რომელიც ჩისფრადაა შეღებილი, საოცარი, ფერადი ყვავილები გამოუფენიათ. "შლიაპიანი" ქერა გოგონა დიდი ინტერესეით ათვალიერებს და წყალს უსხამს. ისეთი ლამაზია ეს ყველაფერი, რომ დაუფიქსირებლად არ გავუშვებ. გადაღებაში გართულს მანქანის სიგნალის ხმა მაფხიზლებსშუა ტრასაზე და დაფეთებული გადავრბივარ. ასული არ ვარ ბორდიულზე ვიღაცას, რომ ვასკდები და უარესად ვიბნევი ხელს, რომ არ მიშვებს. -შემაშინე! ნაცნობი და უკვე საყვარელი ხმა გამკაცრებული აქვს. ხელებს უფრო მაგრად მიჭერს და ტკივილით ვხვდები, რომ ეს სიზმარი არ არის. ასე ვიდგებოდი მთელი ცხოვრება. თქვენ გგონიათ მომბეზრდებოდა ან რამე მაგდაგვარი?! შანში არ არის! მაგრამ, ცოტაოდენი თავმოყვარეობა მიბიძგებდა, რომ ავხვეტილიყავი მისი სხეულიდან. -გამარჯობა. მთელი შემართება სიმკაცრისა წყალში ჩამეყარა, როგორცკი მის სახეს შევხედე. ლოყები მიწითლდება. -გამარჯობა. ლამაზი ხარ. ისევ ჩვეული სიდინჯით ამბობს და სიგარეტს უკიდებს. -მმ მადლობა.ენის ბორძიკით ვეუბნები. -თუმცა ჯერ გაზაფხულია და გაზაფხულთან ასე გათამამება არ შეიძლება. ჩემს თხელ კაბაზე მიმითითებს. არ ვიცი რა ვუპასუხო, არ რატომ უნდა ვუპასუხო. ამიტომ დუმილს ვარჩევ და ჩემი ტუჩები დაუკითხავაიან იწევიან გვერდზე და მთელუ გულწრფელობით მეღიმება. -მე შენი ვალი მაქვს, ერთი ფინჯანი ჩაი. ხოდა ჩვენს კაფეში გეპატიჟები. გეპატიჯებიო, ჩაიო, ჩვენს კაფეშიო. აი სანამ მე ბრინჯივით ვიბნევი ის ჩემს თითებში თავის გრძელ თითებს ხლართავს და მიდის. რათქმაუნდა ძალაუნებურად მივყვები. -კი მაგრამ, მზე, ფოტოები? ვბურტყუნებ. -გპირდები, რომ ხვალ უკეთესი მზე ამოვა. მეუბნება სერიოზული და თბილი ხმით. თქვენც ხომ იცით, რომ ეჭვის შეტანის გარეშე დავუჯერებდი ხოდა მივყვები ასე, ალალად. რამდენიმე წუთში ჩემს თუ "ჩვენს" მაგიდასთან ვსხდებით და ორ ლიმონიან ჩაის და ორ შოკოლადის ნამცხვარს უკვეთავს. მე უხერხულად ვიღიმი. -ეს გწონდეს. კუბოკრულ პერანგს იხდის და თეთრი მაისურის ამარა რჩება. მისი პერანგი ჩემს სარაფანსაც ძალიან უხდება და ჩემს მხრებსაც. გაზაფხულები ადვილად ცივდებიანო აყოლებს. -გაზაფხულები? მეცინება მე. -დიახ, შენ გაზაფხული ხარ. გინდა გითხრა როგორები არიან გაზაფხულები? ხმის ამოუღებლად ვუქნევ ტავს და ინტერესით სავსე თვალებით ვაჩერდები. -გაზაფხულები ძალიან, ძალიან თბილი და ფერადი გოგოები არიან. სადაც ეს გოგონები გამოჩნდებიან, სადაც რა, რომელი ადამიანის ცხოვრებაშიც გამოჩნდებიან ყველაფერ ახალისებენ. უარყოფითს და მძიმეს ყველაფერს ამსუბუქებენ. ყველა გაზაფხულს თავისი ფერი აქვს. მე მხოლოდ ერთ გაზაფხულს მივაგენი, 26 წელია ვეძებ და ჩემი გაზაფხული უბრალოების და სისუტავის ფერია, სიყვარულის ფერიც დაკრავს. ჩემს გაზაფხულს გრძელი წაბლისფერი თმა აქვს, ცხვირზე აქა-იქ შემორჩენია ჭორფლები. ლოყა ეჩხვლიტება ჩემს გაზაფხულს და ტუჩთან ხალი აქვს, ჩემი ხალი. შეგიძლიათ წარმოიდინოთ რა ხდებოდა ახლა ჩემს გულში? უნდა წარმოიდგინოთ. მე ამას ვერ გადმოვცემ ვერანაირი სიტყვით. პირღია ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა. ერთადერთს, ბედნიერებას ვგრძნობდი. როგორ უცნაურადაც შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ისე უცნაურად აგრძელებს პარპაშს ჩემს გულში. ამასობაში მიმტანს შეკვეთა მოაქვს და ეს გოგო ანგელოზად მეჩვენება, მაგრამ ღიმილით გვტოვებს და მე ისევ ფაქტის წინ ვდგები. ნაცრისფერთვალებას ნათქვამს ვიაზრებ და ყველა წინადადებას ცხრაჯერ მაინც ვიმეორებ გონებაში. მჯერა, ყველა სიტყვის მჯერა. შეთე, ჩემშია.. თან იმდენად მაქვს სული მოწამლული ამ ბიჭით, რომ შეუძლებელია მისი არ მჯეროდეს. სხვა თუ არაფერი მის თვალებში ყველაფრის წაკითხვაა შესაძლებელი. ცოტა დაბნეული ვარ მისი უეცარი გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ უზომოდ ბედნიერი. მე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი. მთელ ძალას ვიკრებ დახრილ თავს მაღლა ვწევ და პირდაპი თვალებს ვაწყდები. ჟრუანტელი ტავიდან ფეხებამდე მივლის და ისევ ვხრი ტავს. -დალიე, გაცივდება. ისევ მშვიდი და შეუცვლელი ტონი. რაო? დალიეო? მეგონა პასუხს ელოდა. მეგონა მკითხავდა მე ვინ ვარ შენთვისო. ღმერთო ჩმო, რა ამოუცნობია ეს ბიჭი. ბედნიერებისგან ლამისაა წამოვხტე და ჩავეხუტო, ტკივილამდე. მეღიმება და თლილ თითებს ვხვევ ფინჯანს. ის თვალს არ მაშორებს. მე კი თავს მაღლა ვერ ვწევ, არ მინდა მის თვალებს წავაწყდე და ისევ დავიბნე ბრინჯივით. -გაზაფხულო, ოცნებობ რამეზე? სიგარეტის კოლოფს ათამაშებს და კითხვას სასხვატაშორისოდ მისვამს. ჯერ მეცინება ჩემი სახელი, რომ არ იცის. სიამოვნების ჟრუანტელი გაზაფხულის გაგონებისას მივლის. -ნაინა,ნაინა მქვია. ვამბობ გაუბედავად. სულ, სულ ვოცნებპბ ისევ გულწრფელი ვარ. ცალყბად და ირონიულად იცინის. -ნაინა, ნაინა კარგი სახელია, ლამაზიც,მაგრამ ჩემს შერქმეულს ვერ შეედრება. იმიტომ, რომ გაზაფულო მხოლოდ ჩემია. ნაინა კი ბევრის, ძალიან ბევრის. მშვიდად თუმცა კატეგორიული ტონით ამბობს და ისე მიყურებს, რომ მიწის გასკდომაზე და ჩემს ჩატანაზე ვარ თანახმა. -ეგოისტი. როგორციქნა ვბუტბუტებ რაღაცას და აშკარად ეცინება. -რაზე ოცნებობ? უფრო რბილი და თბილი ტონით მეკითხება და დაჟინებულ მზერას ვგრძნობ. -ბევრს ღიმილზე. მინდა, რომ ერთ დღესაც მე და ჩემს ფოტოაპარატს ბევრი ბედნიერი და კმაყოფილი სახის დაფიქსირება მოგვიწიოს. ცუდია, ძალიან ცუდია სიმუქე და მოწყენილობა. რამდენი უპატრონო ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა და რამდენი გაჭირვებული უნდა გადავიღო. აი, ესენი ყველა ერთად, რომ გაბედნიერდნენ ეგ არის ჩემი ოცნება. ნათელი, ლამაზი და ღიმილიანი თბილისია ჩემი ოცნება. ვჩერდები, თორემ ცრემლით ავსებულ თვალებს ვეღარაფერს მოვუხერხებ და ავტირდები. თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. უხმოდ დგება სკამს ჩემს გვერდით დგამს და მკლავებს მხვევს. ცოტაც და დავდნები. ეკლები მთელს ტანზე მაყრის . არც ის ვიცი უნდა მივცე თუ არა ამის უფლება, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. -შენ, შენ გააქვს ოცნებები? თავის მოუბრუნებლად ვუსვამ კითხვას. -მე აღარ. ხომ გითხარი ჩემს ცხოვრებაში გაზაფხული გამოჩნდა მეთქი და აღარაფერია ცივი, მუქი და საშინელი. აშკარად იღიმის და თმაზე მიწყებს თამაშს. კაფედან გამოვდივართ. მე მისი პერანგი მიმშვენებს მხრებს და დროდადრო თითებს ვუყურებ ჩემსაში, რომ აუხლართავს და პერიოდულად მიჭერს. საღამოა უკვე და საკმაოდაც გრილა. გზაში ხმას არც ერთი ვიღებთ. ნელი ნაბიჯით ვუახლოვდებით სადარბაზოს. ნაზი ღიმილით ვბრუნდები მისკენ და მადლობას ვუხდი უკვე სადარბაზოში შესული. პირველ საფეხურზე ვადგამ ფეხს და მაშინვე მაჯაში მწვდება ვიღაც. ისევ კედელზე მაკრავს და როგორც იცის ისე მიღიმის. გაურკვევლად ვაცეცებ თვალებს. -ნუ გავიწყდება. კატეგორიულ ტონს ირგებს და მთელი სინაზით მკოცნის ხალთან. მუხლები მიცახცახებს. ისევ ისე ახლოს დგას. მინდა ვიყვირო, ვუთხრა, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ არ შემიძლია, ხმას ვერ ვიღებ. იმიტომ, რომ მეც მინდა. იმიტომ, რომ შეთემ მეც გამაფერადა. იმიტომ, რომ იმიტომ! მთელი ძალისხმევის მოკრეფა მჭირდება გასაღიმებლად. მერე არ ვიცი რა მემართება. საკუთარ განაჩენს ვაწერ ხელს. თითისწვერებზე ვიწევი და გაღიმებულს ლოყაზე ვკოცნი. -შენი თუ ნაინას ხალია, მშინ მთლიანად შეთეა ჩემი! წარბებს ვკრავ და დადვანის აციმციმებულ თვალებსაც ვამჩნევ, მაგრამ რად გინდა ძლივს ვდგავარ ისეთ დღეში ვარ. - შეთე შენთვის მიჩუქნია ! სრული სერიოზულობით ამბობს და მერე ეცინება. მე ვეღარ ვაზროვნებ. ხმამაღლა ვიცინი და უკანმოუხედავად ავრბივარ კიბეზე. ბედნიერებისგან ენერგიის საოცარ მოზრვავებას ვგრძნობ და მინდა ქვეყანას გავაგებინო ჩემი ბედნიერების მიზეზი. კარს სწრაფად ვაღებ და ისევე სწრაფად ვკეტავ შიგნით შესული. ზურგით ვეყრდნობი კარს და ღრმად ვსუნთქავ. უაზროდ ვიღიმი(ღიმილი თუ ქვია ამას). ტანსაცმელს გზადაგზა ვიხდი და სააბაზანოში ცივი წყლის ქვეშ ვდგები. ცივი წყალი კი არა ყინულების მორევი ვერ მიშველის. ბედნიერი ვეხეთქები ლოგინზე. ისე მშვიდად და ტკბილად არასდროს მიძინია, როგორც იმ ღამეს. დილით საშინელმა ბრახუნმა გამაღვიძა. გიჟივით წამოვხტი საწოლიდან, ხალათს დავწვდი და კარისკენ წავედი. შიშმა ამოიტანა ისეთი გამეტებით აბრახუნებდა ვიღაც. გავაღე თუ არა გიჟივით შემოვარდა ლიკო, რომელსაც წარბშეკრული გიორგი შემოყვა. -ჩამოხვედით? დაბნეულმა და გახარებულმა მიცვაძახე მისაღებში შესულ წყვილს. -ჩვენ ვინ ვართ შენთვის? წიკვინს იწყებს ჩემი ბავშობის მეგობარი. სირუაციაში გარკვევას კი არა სიტყვის თქმასაც ვერ ვასწრებ ისე აგძელებს ჩხუბს, რომ თავი სამშობლოს მეგობარი მგონია შეთეზე რატომ არაფერი გვითხარი? გიორგის დეიდაშვილია და მაგას, რომ არ ეთქვა ერთად ვართო შენ ქორწილში გვეტყოდი მიყვარსო ხო. არ მშვიდდებოდა ლიკო. გიორგის ჩემი სახის შემხედვარეს სახე დაუმშვიდდა და დაურბილდა. თვალების ბრიალით გადახედა ცოლს და ისიც წამში მიეკრა დამშვიდებული. -მე.. არც კი ვიცი, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდით. გიყვარსო ერთად ხართო ეს ყველაფერი გონებაში გავლებულიც კი არ მქონდა. -დაგაბნია ხო? მასეა, შეთეს ვერაფერს გაუგებ, მაგრამ მიხარია ბედნიერები რომ ხართ. მთელი გულწრფელობით ეღიმება გიორგის. და ლიკოსაც ეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეში. -მაგრამ ჩვენ მაინც გაბრაზებულები ვართ. ყვირის ჩემი დაქალი და სამზარეულოში გადის, სავარაუდოდ ყავისგასაკეთებლად. მე დივანზე ფეხმორთხმით ვჯდები და გიორგის ვუყურებ -მე არც კი ვიცოდი ვიწყებ დამნაშავესავით, თან დადვანზე ვბრაზდები. -ვიცი, ვიცი მაგის ხასიათი. შეიძლება შვილი გააჩინო და მერე მიხვდე, რომ დაქორწინდით, იდუმალია. ხარხარებს გიორგი. ამასობაში ჩემს მეგობარს ტკბილეული და ყავა გამოაქვს და მარს უჯდება გვერდით. -კითქვებს აღარ დაგისვამ. ყველაფერი შენით მომიყევი, რომ გაერკვევი მერე ახლა ჩემი მეგობარი დამცინის. არა კი მინდოდა ვინმეს, რომ გადაერიე, მაგრამ ეს ვინმე თუ ჩემი შეტიკო იქნებოდა და თან ასე აგხლართავდა ფიქრების ლაბირინთში რას წარმოვიდენდი. წარბებს ვკრავ და ვუბღვერ, მაგრამ ისევ პოზიტიურად იწყებს. -ესპანეთი არის შოკი... მერე იმდენ ამბებს ყვება, რომ აქ დასაწერად არ ღირს. მთელი დღე უნდა ვწერო. ბოლოს სიცილისგან მუცელი მტკიოდა. მერე ფოტოები დაათვალიერა. მერე ვუთხარი ის ხუთი მეგობარი კაფეში, როიმ დავაფიქსირე შეთე და მისი მეგობრები იყვნენ მეთი. "ბედის წერააო" დაასკვნა ჩემმა მეგობარმა, სიცილით. გიორგისთან კამათიც მოასწრო და შერიგებაც. ბოლოს წავიდნენ და დამტოვეს გაკრეჭილ, დაპოზიტიურებული. დღესაც საოცარი მზე იყო და გუშინდელს აშკარად ჯობდა. გარეთ მინდოდა გასვლა და მგონი პირველად არ მიმქონდა ფოტოაპარატი ტან. ვიცოდი, რომ ვინანებდი. ახლა იმდენ საინტერესო და კარგ კადრს ვნახავდი, რომ უფოტოაპარატობას ვინანებდი. ნელა გადავკეტე კარი და კიბეს ჩავუყევი. გულში ისევ მერეოდა შეთეზე ბრაზი. ვეტყოდი, აუცილებლად ვეტყოდი, რომ გავბრაზდი. არ შეიძლება მასე. ჯერ ახლა გავიცანით ერთმანეთი და არ უნდა ეთქვა ლიკოსთვის და გიორგისთვის რაც უთხრა. "კი ნაინა. უეჭველი ეტყვი ყველაფერს" დამცინოდა ჩემი მეორე მე. სადარბაზოდან გავდიოდი, რომ შემეჩეხა. -დროებით უნდა წავიდე. მომახალა ყოველგვარი შესავლის გარეშე და ნაღვლიანი დამაჩერდა. გამიხარდა, როგორ არ გამიხარდა. მაგრამ სად მიდიოდა... რამდენი კითხვის დასმა მინდოდა. -დღეს ლიკო და გიორგი იყვნენ დავიწყე და თვალებში ჩავხედე სულ ორი წამით. -მერე? უკვე ეღიმებოდა. -ერთად ხართო ასე გვითხრაო და რატომ არ გვითხარიო. ვბუზღუნებ და თავს მაღლა არ ვწევ. -არ ვართ? ნიკაპზე მკიდებს ხელს და თავს მაღლა მაწევინებს. თვალების დახრას მაინც ვახერხებ, მაგრამ რად გინდა?! უკვე პარა;ლელურ სამყაროში ვყავდი მოსროლილი მის მრავლისმთქმელ თვალებს. -არ ვიცი. ვცდილობ სიმკაცრის შენარჩუნებას. -ხოდა მე ვიცი, რომ ვართ! დარწმუნებული მახლის და თმაზე მისვამს ხელს. -სად მიდიხარ? გაუბედავად ვეკითხები, შიშნარევი ხმით. -ბებიასთან, სვანეთში. ოხრავს და ისევ მიღიმის. სამ დღეში აქ ვარ. მარხცენა ხელის მაჯაზე გაკეტებულ საათს უყურებს -უნდა წავიდე, დანანებით ამბობს. ჯერ ლოყაზე მკოცნის, მერე ხალზე. ამდენ ემოციას ვეღარ ვუძლებ და სადაცაა ავტირდები. -დროებით. ვამბობ და უკან ვბრუნდები. ამჯერად უკნიდან მხვევს ხელ მუცელზე და ისემაბრუნებს. -ნუ გავიწყდება! ხმას იმკაცრებს და ვერ ვხვდები რა მავიწყდება. კითხბით სავსე თვალებს ვანათებ დადვანს. ლოყაზე თითს იდებს და წარბებს კრავს. მეცინება, ბედნიერებისგან მეცინება. თითისწვერებზე ვიწევი და ნაზად ვკოცნი ლოყაზე. სადარბაზოდან გავდიოდი, რომ შემეჩეხა. -დროებით უნდა წავიდე. მომახალა ყოველგვარი შესავლის გარეშე და ნაღვლიანი დამაჩერდა. გამიხარდა, როგორ არ გამიხარდა. მაგრამ სად მიდიოდა... რამდენი კითხვის დასმა მინდოდა. -დღეს ლიკო და გიორგი იყვნენ დავიწყე და თვალებში ჩავხედე სულ ორი წამით. -მერე? უკვე ეღიმებოდა. -ერთად ხართო ასე გვითხრაო და რატომ არ გვითხარიო. ვბუზღუნებ და თავს მაღლა არ ვწევ. -არ ვართ? ნიკაპზე მკიდებს ხელს და თავს მაღლა მაწევინებს. თვალების დახრას მაინც ვახერხებ, მაგრამ რად გინდა?! უკვე პარა;ლელურ სამყაროში ვყავდი მოსროლილი მის მრავლისმთქმელ თვალებს. -არ ვიცი. ვცდილობ სიმკაცრის შენარჩუნებას. -ხოდა მე ვიცი, რომ ვართ! დარწმუნებული მახლის და თმაზე მისვამს ხელს. -სად მიდიხარ? გაუბედავად ვეკითხები, შიშნარევი ხმით. -ბებიასთან, სვანეთში. ოხრავს და ისევ მიღიმის. სამ დღეში აქ ვარ. მარხცენა ხელის მაჯაზე გაკეტებულ საათს უყურებს -უნდა წავიდე, დანანებით ამბობს. ჯერ ლოყაზე მკოცნის, მერე ხალზე. ამდენ ემოციას ვეღარ ვუძლებ და სადაცაა ავტირდები. -როებით. ვამბობ და უკან ვბრუნდები. ამჯერად უკნიდან მხვევს ხელ მუცელზე და ისემაბრუნებს. -ნუ გავიწყდება! ხმას იმკაცრებს და ვერ ვხვდები რა მავიწყდება. კითხბით სავსე თვალებს ვანათებ დადვანს. ლოყაზე თითს იდებს და წარბებს კრავს. მეცინება, ბედნიერებისგან მეცინება. თითისწვერებზე ვიწევი და ნაზად ვკოცნი ლოყაზე. ერთი ნაბიჯით ვშორდები, თვალებში ვუყურებ. მინდა ყველა გრძნობა დავინახო რასაც განიცდის. მოულოდნელად და სწრაფად მხვევს მკლავებს. ტკივილამდე მეხუტება. ღმერთმა იცის რა ხდება ჩემს ტვინში და გულში ან მასთან რა ხდება საერთოდ... სწრაფად მშორდება და უკან მოუხედავად მიდის. მე ხალის დაკარგული ავდივარ სახლში. საყვარელ მუსიკას ვრთავ და ემბრიონის ფორმაში ვწვები. *** მას შემდეგ სამი კი არა ხუთი დღე გავიდა და დადვანი არსად ჩანს. არც ჩამოსულა, ან ჩემთან არ მოსულა, არც დაურეკავს. არცკი ვფიქრობ, რომ მომატყუა. ამ ყველაფერს ტავისი მიზეზი ექნება, მაგრამ სანამ ამ მიზეზს გავარკვევ გაბრაზებული და გაციფებული ვარ. ფოტოების გადაღებას მაინც ვაყოლებ გულს და დავბოდიალობ. გოცირიძის სადგურზე ჩამოვედი მეტროდან. გარეთ გავედი თუ არა მარჯვნივ ავყევი ზესტაფონის ქუჩას. აქ რა ჯანდაბა მინდოდა მეც არ ვიცოდი. მოხუც ქალს პატარა მაგიდა გამოეტანა და წვრილმანებს ყიდდა. ადიელა შემოხვეული. გზის მეორე მხრიდან ვაფიქსიერბ და გზას ვაგრძელებ. ჩემი ტელეფონის წკრიალს გამოყვავარ ფიქრებიდან. ლიკოა. არ მინდა ვუპასუხო, მაგრამ ინერვიულებს, ეწყინება და განგაშის ზარი დარეკავა. ასე რომ სენსორზე ვუსვამ თითს და როგორც ყოველთვის ხმის ამოღების უფლებას არ მაცდის ისე ჩამყვირის ყურში. -დღეს საღამოს, გიორგის სოფელში მივდივართ. თუ გინდა, რომ გაპატიო შენი "საიდუმლო" მაშინც წამოდი. ტიტინებს შეუჩერებლად. -არა! მოკლე და კატეგორიული პასუხიტ შემოვიფარგლები. -გთხოვ რა, ნაინა! ძალიან, ძალიან გთხოვ. ისევ კატეგორიული ტონის მიღებას ვაპირებ გიორგის ხმა, რომ მესმის იქიდან. -აბა ვინ ახვეწნინებს ჩემს ცოლს. ნაინაბარნოვი გაიტყიპება იცინის, გთხოვთ წამობრძანდეთ ჩვენთან ერთად, გთხოვთ. გიორგის ხატრს ვეღავ ვუტეხ -კარგით. მოკლედ ვუჭრი. -%ისთვის გამოგივლით. მხიარულად ყვირის ლიკო და თიშავს. საათის ისრები შუადღის 3 საათს მიჩვენებს. სწრაფად ვბრუნდები მეტროსკენ. ნახევარ საათში ჩემს სადარბაზოსთან ვარ. სწრაფად ავდივარ კიბეზე. სახლში შევრბივარ და ჩანთას ვიღებ. რომელი სოფლიდანაა გიორგი ისიც არ მიკითხავს. ტანსაცმელს ვალაგებ. ფოტოაპარატი, ჩანთა, ტელეფონი და ყურსასმენები მაქვს. აბაზანაში შევრბივარ, წყალს სწრაფად ვივლებ, თმას ვიშრობ, ტანსაცმელს ვიცვამ და ამ დროს ლიკოც რეკავს. -ჩამოდი ნაინო, ჩამოდი გახარებულია ჩემი დაქალი. ვემოთ ჩასული ორივეს ვეხუტები და უკან ვჯდები. -ვიცი, რომ მგზავრობისას ლაპარაკი არ გიყვარს და სამარე ვარ. საყვარლად მიღიმის ლიკო. თან შენი საყვარელი სიმღერები ჩავწერეთ ფლეშკაზე. ისეთი საყვარელია ეს გოგო, რომ მინდა მოვეხვიო და ბევრი ვაკოცო. თითქოს ჩემს ფიქრებსკითხულობს გიორგი და ამ ყველაფერს თვითონ აკეთებს. ხათრით წამოსული, რომ ვარ ხასიათზეც მეტყობა. წყვილი დროდადრო თუ გახედავენ ერთმანეთ და უღიმიან, ისეთი ღიმილით მსოფლიოს, რომ გააღიმებენ. მე ისევ, დადვანზე ვფიქრობ. მომენატრა. ამასობაში მეძინება. ვგრძნობ, როგორ მაფარებენ რაღაცას და სიამოვნებისგან ვიშმუშნები. *** ლოყაზე წვერის შეხება მაღვიძებს და დაბნეულობისგან დაბალ ხმაზე ვყვირი. ნამდვილად მანქანაში ვარ და თავზე შეთე დამჩერებია. აშკარად სიზმარში ვარ. დაბალი წვერი უფრო წამოზრდიია. ისევ ძველებურად მიღიმის მე ვსწორდები და გაბრაზებული ვუყურებ. -ბევრი საქმე ქონდა ბებიას და ვეღარ ჩამოვედი. იქ ღობე, იქ ბაღის საქმეები და ჩემი, ჩემი სიამაყე დადვანი! გული ხტუნვას იწყებს. ხელები თვითონ გარბის მისკენ და მთელი ძალით ეხვევა. -ჩემი გაზაფხული. ბუტბუტებს და თავს ჩემს თმაში რგავს. წამოდი ბებიაჩემი უნდა გაგაცნო. იცინის და ხელს მკიდებს. მეუხერხულება ასე შესვლა იმ ქალტან და შუა გზაში ხელს ვუშვებ. აწითლებულ სახეზე მამჩნევს ეტყობა რაც მოხდა და ხარხარებს. ჩემს ხელს ისევ ხელში იქცევს და სახეს ასერიოზულებს. სახლში შესულებს გიორგი დივანზე დასკუპებული გვხვდება. ლიკო და მოხუცი ქალი გვერდით ოთახიდან გამოდიან, როგორც ჩანს სამზარეულოა. მე თავს ვხრი სირცხვილისგან -ბე, ეს ნაინაა! მხოლოდ სამ სიტყვას ამბობს შეთე და ასს ის ქალი მეფერება და გუში მიკრავს. -რა ლამაზი ხარ შვილო, როგორი კარგი. მატრიალებს და ისევ მიხუტებს. შემს სახეზე და ცრემლებზე სამეული ხარხარებს. ეს თათული ბებიაა. გიორგის და შეთეს ბებია. სიყვარულით უყურებს შვილიშვილებსაც და ჩვენც. -თათული ყველაზე გემრიელ კუბდარს აცხობს, მთელ სვანეთში. თეატრალურად ამბობს გიორგი და შუბლზე კოცნის ბებიამისს. გულში სითბო მეღვრება და ტირილიმინდა. ოღონდ ბედნიერებისგან. ჭამის დროს შეთე ჩემს წინაა და ყველა ლუკმის გადაყლაპვისას სახეზე ცეცხლი მეკიდება. ის იღიმის, არ ჭამს და დჟინებით მიყურებს. მაგიდას ლიკო და თათული ალაგებენ და ახლოს არ მიკარებენ. თათული თავს იგიჟებს ლიკას მიკარებაც არ უნდა,მაგრამ რას გააგებინებს. სულ ჭიდაობით ალაგებენ მაგიდას და თვითონაც იცინიან. უკვე ღამის 12 საათია. მოკლე მკლავიან მაიკაში საგრძნობლად შემცივდა და მაკანკალებს. თან მეძინება და ხმის ამოღებაც მერიდება. ლიკას და თათულის ყურებაში გართული ვერც შევამჩნიე, როგორ მომიახლოვდა დადვანი. თავზე სვიტერი ჩამომაცვა, მონოტორულად გავუყარე მკლავები და დადვანს ავეკარი. -შენ აქ დაიძინებ. მეორე სართულზე პატარა ოტახში გამამწესა ლიკომ. და დაბლა ჩაბვიდა. -ღამე მშვიდობის. ისევ ხალზე მკოცნის შეთე. მე ლოყაზე ვაწეპეპ თუჩებს და გაღიმებული შედის გვერდით ოთახში. რკინის ძველებურ საწოლზე ვჯდები და ჩანთას ვხსნი. საღამურებს ვიცვამ და საბნისქვეშ ვძვრები. გვერდით ნაცრისფერთვალებას სვირტრი მიდევს და ორივე ხელით ვიხუტებ. ვწრიალებ და ძლივს მეძინება. დილით 6 საათზე მეღვიძება. საოცარი ენერგიით სავსე ვდგები საწოლიდან. თმას კოსად ვიკრავ. ლოგინს ვალაგებ და მხიარულად ვწევ ფარდას, მზის სხივებმა, რომ შემოაღწიონ ოთახში. ჩემი ფანჯარა ბაღის მხარესაა და კარგ ხასიატზე ყოფნის კიდევ ერთ მიზეზს ვხედავ. მაცრისფერთვალება მთელი მონდომებით აკეთებს საქმეს. ბარიც, რომ უხდება ამ ოხერს. ფანჯარას ვაღებ და იდაყვებით ვეყრდნობი ფანჯრის ჩარჩოს. ცოტახნით ვუყურებ მერე ვეღარ ვითმენ და ვეძახი -დილა მშვიდობისა, შეთე. ამ უკანასკნელს ისე წარმოვთქვამ, რომ ლამისაა თვითონ დავდნე. გაკვირვებული წევს თავს მაღლა და ფანჯრისკენ უნებლიედ ეღიმება და მუშაობას წყვეტს. -დილა მშვიდობისა, გაზაფხულო. ასე ადრე რამ აგაყენა? იცინის და თმაზე ისვამს ხელს. -მხრებს ვიჩეჩავ. არ ვიცი მეთქი. -ჩამოდი, გავისეირნოთ. ძლივს ნორმალური და არა დამაბნეველი სიტყვები მესმის დადვანისგან. ფანჯარას უხმოდ ვხურავ. ჩანთაში ვიქექები. ჯინსს, მაისურს, ჯაკეტს და კედებს ვიცვამ. კიბეზე სწრაფად ჩავრბივარ. ხელ-პირის დასაბანად ონკანსაც ვპოულობ და ამასობაში დადვენი მიდგება გვერდით. ლოყაზე მკოცნის უხმოდ და ხელს მკიდებს. -სად მივდივართ. ან მეჩვენება, ან სვანეთის ჰაერმა ნამეტანი გამათამამა. -შორს არსად. მოკლედ მიჭრის და როგორც ყოველთვის ახსნა-განმარტებაზე არც ფიქრობს. მე ამ სოფლის ბუნებით ვტკბები. აქა-იქ მოხუცები ფუსფუსებენ ეზოებში. დადვანი ყველას ესალმება და უღიმის. საზიზღარი ეს. მე ამბიცია მქონდა, რომ მხოლოდ მე მიღიმოდა ასე. ჭარბებს ვკრავ და ისე მივყვები. -ლამაზია, არა? მთებს აჩერდება . -ლამაზია. უდავოდ ვეთანხმები და გვერდით ვუდგები. -იცხოვრებდი აქ? კითხვა იმდენად მოულოდნელია, რომ არ ვიცი რა ვუპასუხო. სვანეთი ყოველთვის მომწონდა,მაგრამ იქ, ჩემს ნაცრისფერ ქალაქში იმდენი რამ იყო, თუნდაც მოგონებები,რომ არ მეთმობოდა. -არ ვიცი. ვამბობ სიმართლეს და მზერა შეთეზე გადამაქვს. ერთხანს თვალებში მიყურებს მერე იცინის და ჩემს ხელს თავისაში იქცევს. -იცხოვრებდი, როგორ არ იცხოვრებდი. ოღონდ ჩემთან ერთად, მარტო არავითარ შემთხვევაში. თავდაჯერებული იკრიჭება და ხელს მხვევს. მგონია, რომ ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. მაგრამ გასაგებად მითხრა ერთად ვართო. მინდა ვკითო, მაგრამ არც ის ვიცი ზუსტად რა მაინტერესებს და ვერც ვბედავ. -მიყვარხარ. არცკი მიყურებს ისე ამბობს. სასხვატაშორისოდ თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. ჯანდაბა ჩემი გონება ამ სიტყვის გადახარშვას ვერ ახერხებს. მოჭარბებული სიხარულისგან მეტირება. შეთე ორივე მკლავს მხვევს და საფეთქელზე მკოცნის. -ჩუ. არ იტირო რა. არ იტირო კარგია. იმდენ მოულოდნელობას დამაჯახა ამ მცირე დროში და ახლა არ იტიროო. ბედნიერებისგან ტირილი სიცილში გადამდის. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ და მგონია, რომ სადაცაა დავეცემი. მეც მმიყვარდა დადვანი. დიახაც მიყვარდა. თორემ არ მივცემდი ამდენის უფლებას. ასე დაუკითხავად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს ისე შემიყვარდა. მთელუ გულით, შემიყვარდა ნაცრისფერ თვალება. ყველა წამს კარგად ვიმახსოვრებ და ჩემი მეხსიერების ფირში საგულდაგულოდ ვინახავ. -მეც მიყვარხარ. ხმადაბლა ვამბობ და თავს ვხრი დასჯილი ბავშვივით. -ვიცი. იცინის შეთე და შუბლზე მკოცნის. *** -თათულიზე მომიყევი რა. ვეუბნები მასზე მიყრდნობილი და უკვე დამშვიდებული. -თათული, თათული იმდენ სითბოს და სიყვარულს იტევს, რომ ვერც წარმოიდგენ. მთელი ბავშობა ერთი სული გვქონდა მე და გიორგის, რომ არდადეგები დაწყებულიყო და არ გამოვქცეულიყავით. თათული ყოველთვის გვათამამებდა. მთელი ბავშობა გაგვიფერადა ბებიაჩვენმა. საოცარი ქალია და თუ რამე ადამიანურია ჩვენში მისი დიდი დამსახურებით. ახლა, როცა დრო გვაქვს აქ მოვრბივართ და ხან რაში ვეხმარებით, ხან რაში. არ უნდა თათულის შენი თბილისი და მოკაი. მართალიცაა. თავისუფლებასაა მიჩვეული, მთების თავისუფლებას და ციხეა მისთვის ქალაქი. ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა ბებიამისზე, რომ გული სიამაყით მევსებოდა. უეცრად მზიანი ამინდი შავმა ღუბელმა და საშინელმა წვიმამ შეცვალა. ესაც სვანეთის სვანური ხასიათი.სახლიდან დიდი გზა გვქონდა გავლილი. -დავსველდებით. დავიწუწუნე მე და შეთეს გამოწვდილი მოსაცმელი წამოვიცვი თავზე. -არაუშავს, ესაც ჩვენი პირველი რომანთიკა. წელზე მკიდებს ხელს, თავისკენ მექაჩება და მთელი სინაზით მკოცნის თუჩებში. ოპა, აი ჩემს დაბნეულობას კიდევ ეს უნდოდა. გახევებული ვდგავარ და წვიმას, როგორც თქვენ გრძნობთ ისე მე. მგონი დავფრინავ და მიწაზე არ ვგავარ. ნელა მშორდება და ხელს მკიდებს. აჰა, გაზაფხულო, ესაც პირველი კოცნა. წვიმაში, სვანეში და დილაუთენია. იცინის და სწრაფად მივყავარ სახლისკენ. უკვე მეც მეცინება. სახლში გალუმპულები და გაკრეჭილები შევდივართ. დივანზე, ღუმელთან სხედან ლიკუნა და გიორგი, ერთმანეთზე მიწეპებულები დაჩერებიან ტელეფონს და რაღაცას გულმოდგინედ ატვალიერებენ. თათული არსად ჩანს. გართულ წყვილს ჩახველებით ვაფხიზლებთ. ჩვენს დანახვაზე სიცილს წყებენ და არასდროს აღარ ჩერდებიან. -ოჰო, გვრიტებო კარგია წვიმა და რომანტიკა? ისევ დაგვცინიან და ჩვენს დაბღვერილ სახეებს ყურადღებას არ აქცევენ. -მაზლო შე ოხერო. ხმაურით კოცნის ლოყაზე, ფეხზე წამომდგარი ლიკა და დამეფიცება ლიკოს ყველაზე მეტად უხარია ახლა რაც ხდება ჩვენს შორის. მთელი ბავშობა ფა ყმაწვილ-ქალონა მაგის ოცნება იყო შეყვარებული ნაინა და კი იხილა ახლა. -მარიკა დეიდამ დარეკა. ამბობს დამთბარი ხმით. ვუთხარი აქ, რომ ვართ. კარგი დასვენება გისურვა აღარ შევაწუხებო და თბილისში, რომ წახვალთ დამირეკოსო. მხოლოდ ახლა გამახსენდა მობილურიც და დედაჩემიც. ღმერთო ჩემოი რა უპასუხისმგებლობაა! დანანებით ვაქნევ თავს. ზემოთ ასული სწრაფად ვიხდი სველ ტანსაცმელს. წამით ვშეშდები და თუჩებზე ვისვამ თითს. საზიზღარი წვიმა. ლამის წამიშალა კოცნის კვალი. ბავშვივით ვბრაზდები და სიცილით ვიცვამ. თმას ვიშლი. გარეთ გასულს კარიდან გამოსული შეთე მეჩეხება და თმის სწორებით მიღიმის. კიბეზე ერთად ჩავდივართ. -რა ვაკეთოთ? ვკითხულობ წყვილთან შესული და ღუმელთან ვჯდები. თმას ცალ მხარეს ვიყრი. ზემოთ ასული სწრაფად ვიხდი სველ ტანსაცმელს. წამით ვშეშდები და თუჩებზე ვისვამ თითს. საზიზღარი წვიამა. ლამის წამიშალა კოცნის კვალი. ბავშვივით ვბრაზდები და მეცინება. თმას ვიშლი. გარეთ გასულს, კარიდან გამოსული შეთე მეჩეხება და მიღიმის. კიბეზე ასე ჩავდივართ გაკრეჭილები. -რა ვაკეთოთ? ვკითხულობ წყვილთან შესული და ღუმელთან ვჯდები. თმას ცელ მხარეს ვიყრი. -ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინც გვყავს გასაკეთებელი. ხარხარებს გიორგი და აწითლებულ ცოლს გულში იკრავს. თქვენთვის ადრეა ჯერ ასე, რომ მოიფიქრეთ რამე. წყვილი სწრაფად გადის ოთახიდან. ერთიანად აჭარხლებულს გიორგის მოკვლა მინდა. უხერხული სიჩუმეა. მხოლოდ შეშის ტკაცა-ტკუცი და ჩემი გულის ბაგა-ბუგი მესმის. ღუმელის წინ დაწყობილ შესას ვერ ვაშორებ თვალს. მერე დადვანის გულიანი ხარხარი მაიძულებს თავი ავწიო და გაკვირვებული მივაშტერდე. ნამდვილი სვანია. ჯერ სასაცილო რა იყო და მერე ბარემ ერთ კვირაში დაეჭიხვინა. ვბრაზდები და ხელებს ვიჯვარედინებ მკერდზე. -რა იყო? ვკითხულობ და თვალებს ვაწვრილებ. -ვითომ რატომაა ადრე?! არ იციან ამათმა თანამედროვე სტანდარტები? ჩემი დაწვრილებული თვალები ერთიანად მიფართოვდება და აწითლებულ-შერცხვენილ სახეს ვხრი. ვაიმე, როგორ მინდა ამ ბიჭთან ჩხუბი და წივილ-კივილი შემეძლოს. არავითარ შემთხვევაში არ დავაკლებდი არაფერს. როგორც იქნა წყვეტს ხარხარს. ჩმთან მოდის და ჩემს წინ იმუხლება. -ჩემი მორცხვი გაზაფხული. კისერზე მკოცნის და თმას უკან მიყრის. გეხუმრე. აშკარად ხვდება, რომ გავბრაზდი. მართალია უაზრობაზე, მაგრამ მაინც. -ვიცი. მოკლედ ვპასუხობ და ტავს ცოცხალი თავით არ ვწევ მაღლა. -აბა რატომ გეწყინა? მეკითხება ღიმილშეპარული ხმით. -არაფერიც არ მწყენია. იხტიბარს არ ვიტეხ. -მაშინ მაკოცე. უკვე ეცინება დადვანს. თამამად ვწევ ტავს და თუჩებს ლოყაზე ვაწებებ. -მანდ არა. სწრაფად მკოცნის ტუჩებზე და ახლა ვნანობ ამ ღუმელის გვერდით რამ დამსვა. სხეულში ცხელი ტალღა მივლის და სადაცაა ავდუღდები ან მოვიხარშები, ან დავდნები. მშორდება და თვალებში მიყურებს. ჩემი ნაცრისფერი და უკიდეგანო თვალები, აეღარ მაბნევნ. შემიძლია მთელი დღე ვუყურო,ან უსასრულოდ. ცხვირზე მკრავს თითს და შუბლზე მკოცნის ღიმილით. -თმა უნდა დაგიწნა! ფეხზე დგება დაჩემს უკან დგება. თმას შესაშური მოხერხებულობით მიწნის და საბოლოოდ მისწორებს. მერე ისევ მიშლის გაშლილი უფრო გიხდებაო და ასე დაუსრულებლად სანამ თათული არ შემოდის და ფეხზე არ ვდგები... დარცხვენილი ვხრი ტავს და ბებია-შვილიშვილი ერთხმაში იწყებენ სიცილს. -მთლად მასეთი მოხუცი კი არ ვარ. წყინს თათულის და რძე სამზარეულოში შეაქვს. მე მეღიმება. შემიყვარდა ეს ქალი. უანგარო და თბილი ადამიანია თათული. - ეგ კისერი მოგტყდება ერთხელაც. დამცინის და საფეთქელზე მაკრობს ტუჩებს. -სულ დამცინი. ვჩურცულებ ნაწყენი ხმით და ტვალებში ვუყურებ. -სულ მიყვარხარ, სულ, სილ და მაგიტომ! წამში იმარ თლებს თავს და ისე მეღიმება, რომ ჩემს თავზე ვბრაზდები. *** წვიმს და წვიმის წვეთების ხმა ოთახშიც აღწევს. თათული ისევ არსად ჩანს. დივანზე ზის დადვანი და მასზე მიყრდნობილი ისეთ საოცარ კომფორტს ვგრძნობ, ბარეული, რომ ინატრებს. ხელში აქვს მოქცეული ჩემი ხელი და თითებზე მეთამაშება. -რა ლამაზი თითები გაქვს. ხელი ტუჩებთან მიაქვს და მკოცნის. -კარგი რა. დაწყებულ სათქმელს არ მამთავრებინებს. -რა ლამაზი ტმა, ლოყა რა ლამაზად გეჩხვლიტება, ეს ტუჩები, ჩემი ხალი! რა ლამაზი ხარ, გაზაფხულო. ამდენი კომპლიმენტი ერთად და ასეთი გულწრფელობით ნათქვამი ძალიან მსიამოვნებს და ვიბადრები. ყველაფერი ჩემია, ყველაფერი. -მიჩუქნია. მას ვბაძავ და ვიღიმი. ეცინება მკლავებში მიქცევს და მთელ სახეს მიკოცნის. -ჩემი შეყვარება, როდის მოასწარი? ვეკითხები გაუბედავად და ახლა მე ვეთამაშები თითებზე. -გაზაფხულები გამოჩნდებიან თუ არა მაშინვე უყვარდებათ. -მასე, რომ მელაპარაკები ისეთი ბედნიერი ვარ. მთელი გულწრფელობით ვტიტინებ მე. -მეც ეგ მინდა შენი ბედნიერება! ცხვირზე მკოცნის და მომზადებული პასუხის დავიწყება მიწევს, რადგან არცკი აინტერესებს მე როდის მოვასწარი მისი შეყვარება. *** საღამოს მოწყენილი ვალაგებდი ტანსაცმელს ჩანთაში. თბილისში მიწევდა დაბრუნება. მალე გამოფენაა და სამუშაო მაქვს. წყვილი ცოტახნით დარჩებოდა თათულისთან. სვანეთში გატარებულმა ორადორმა დღემ იმდენი ტკბილი და თბილი ემოცია დამიტოვა, რომ კარგა ხანს მეყოფა სიტკბოების შესანარჩუნებლად. ფიქრებში ვიყავი კართული, შაღვლის ასაღებად მოვბრუნდა კარშ ატუზული დაადვანი, რომ დავინახე და მოულოდნელობისგან შევკივლე. ხელი გამოღებუ ფანჯარას მივარტყი შემთქვევით და თკივილისგან სახე დამემანჭა. წამში გაჩნდა ჩემთან -მტკივა. ამოვიხრე და ხელს დავხედე. -ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თიტებზე მაკოცა. კიდევ? გამეცინა თავი ბაღის ბავშვი მეგონა, მაგრამ მშვენიერი გასართობი იყო. -კი. დავიბუზღუნე ისევ. -ვაიმე შეგჭამ იცოდე. მთელ სახეს მიკოცნის და ასე ჩახუტება კოცნა პროშნაში. რკინის ძველებურ საწოლზე მოწყვეტით ვეცემით. წუთიერი და უხერხული დუმილი კი სუფევს,მაგრამ მერე ორივეს ერთდროულად გვეცინება. მკლავებში მიქცევს და არ მიშვებს. -გამიშვი. ვეუბნები სიცილით და თქვენც არ მომიკვდეთ. -სირცხვილია გამიშვი ისევ ვიცინი და ამაოდ ვცდილობ თავის დღწევას. -სირცხვილი, ნწ ნწ ოთახში გივარდებიან ხო. ახლა მას ეცინება და ხმაურით მკოცნის ლოყაზე. *** თათული თვალცრემლიანი გვემშვიდობება და გვლოცავს. წყვილი ერთმანეტსაა აკრული და სულ არ აიინტერესებთ წავალთ თუ დავრჩებით.ბოლოს მანქანაში ვსხდებით და გიორგიც გვიახლოვდება. -გვრიტები, ახლა ათასი ხე, ბუჩქი და უბედურება შეგხვდებათ და არსად გააჩეროთ, რა იცი იქნებ ცდუნებას ვერ გაუძლოთ. ხარხარებს და დადვანის მუჯლუგუნსაც და გაბრაზებულ სიფათსაც ერთდროულად აიგნორებს. მე გაბუტულ, გაწითლებული ვეყრდნობი სავარძლის საზურგეს და ინ ვიყურები. გზაში ხმას არცერთი ვირებთ. ჩემთვის გიორგიზე გაბრაზებას ჯერ არ გადაუვლია. -გაზაფხულო მეძახის დაბალ ხმაზე და მე ხმას არ ვცემ. -კარგი რა. მე რა შუაში ვარ. ეცინება და ცხვირზე მეთამაშება. თავს გვერდზე ვაბრუნებ და ვიშმუშნები. სასაცილოდ არ ყოფნის ჩემი ქმედება. -ჩემს გაზაფხულს გაბუტვაც ცოდნია. იცინის და მშვიდად მართავს სახეს. დროდადრო გამომხედავდ და იღიმის. მე უჟმური სახის შენარჩუნებას დიდხანს ვერ ვახერხებ და ღიმილის დასაფარად სახეზე თმას ვიფარებ. ჩემი ტელეფონი წკრიალბს. ანდროა. ახლა მახსენდება, რომ დადვანმა ეჭვიანობაც კი ვერ მოასწრო ჩემზე და ეშმაკური ხმით ვპასუხობ ჩემს ძვირფას ძმას. -გისმენ საყვარელო. თვალს შეთესკენ ვაპარებ და ტუჩის კუთხეში ირონიული იმილის მეტს ვერაფერს ვამჩნევ. -საყვარელო კი არა როდის უბრუნდები თბილისს? იქიდან როხროხებს ანდრო. -გზაში ვარ უკვე. მეც მომენატრე. ვაყოლებ და ისევ ვაპარებ მზერას დადვანისკენ. -შეენც? იქიდან იცინის ანდრო. ოხ ნაინა, ოხრავს გაურკვევლობაში მყოფი ანდრო. დღეს ჩამოვალთ საღამოს მე დ ნინოც. სტუმრად მომყავს. აბა ჩემთან არ მოდის და. ბუზღუბენს. -კი ბატონო, საღამოს გელი. ეშმაკურ ხმას არ ვიშორებ. მიყვარხარ ვაყოლებ და ვთიშავ. არა, არ შემიძლია ამ ბიჭის სიმშვიდის ატანა. ღვედს ვისწორებ და ტავს მისკენ ვაბრუნებ. -რატომ არ მეკითხები ვინ იყო? წარბებს ვკრავ . -რატომ უნდა გკითხო? უკვირს დადვანს და ვატყობ ძლივს შეკავებულ ღიმილს. -იქნებ და ვის ველაპარაკები? არ ვჩერდები მე. -გაზაფხულო, პატარა გაზაფხულო, მგონი ესმაკობას მიგიხვდი , ჩემი ეჭვიანობა არ გამოგდის ნდობიტ არსავსე პიროვნება ხარ. გულიანად იცინის და თავს აქეთ იქით აქნებს. არა კი გავიბუტებოდი,მაგრამ ისეთი საყვარელია, რომ არ გადმოვე ეგ საქმე. სავარზლიდავ ვიწევი და ლოყაზე ვაკრავ ყუჩებს. -ოჰო, გადაგიარა?! იცინის და ახლა თვითონ მკოცნის. მე ბედნიერი ვარ. დადვანის წყალობით. და ისევ ვერ ვხვდები რით დავიმახურე შეთე, ჩემს ცხოვრებაში. *** თბილისში ორი საატის წასულები ვიყავით. მე მივალაგე. და ახლა აბაზანიდან თმის მშრალებით გამოვდივარ. კარზე გაბმული ზარის მიხედვით ანდრო უნდა იყოს. თითს ხომ არ აუსვებს ღილაკს. სწრაფი ნაბიჯებით მივდვარ კარისკენდა ვაღებ. -ნაინა, რძალი მოგიყვანე დედალი დაკალი. ყვირის ანდრო და დარცხვენილ ნინოს ძლით აგდებს კარებში. ნინო მორცხვად მკოცნის და ისე რცხვენია გეგონება მთელი ბავსობის არდადეგები ბიძამისის ბაღიდან მოპარულ სიმინდზე არ გადაგვეაროს. მეცინება და გულში ზველებურად ვიკავ მეგობარს. -გაგაგიჟა ხო უკვე? ვეკითხები და ანდრს თითს ვუქნევ. -ბავშობდან გიჟდბა ჩემზე იჯგიმება ჩემი ძმა და მისაღებში შედის. -თვითკმაყოფილი იდიოტი ბუტბუტებს ნინო. -შენ მაგ იდოტის გამო რაც მოგივიდა მოგეწონა ხო მგონი. ტვალს უკრავს დივანზე დამჯდარი ანდრო და ნინო ერთიანად წითლდება. -მიგახრჩობ ანდრო. მორცხვად ბუტბუტებს და სავარძელში ჯდება. -მხოლოდ კოცნით ქალიშვილო, მხოლოდ კოცნით. გრანდიოზულად აცხადებს ჩემი ძმა და ნინოს ნასროლ ბაიშს ოსტატურად იცილებს. -არ იზრდებით ხო. მეცინება და სამზარეულოში გავდივარ. ყავა და ტკბილეული გამმაქვს და პატარა მაგიდაზე ვაწყობ. -ნინო, დიდი ხნით რჩები? ვეკითხები და ვაშლს ვიღებ გასატლელად. -მე მკიტხე ეგ. იწელება ანდრო. ვუსვებ, რომ უკან? -არ მინდა დიდხანს შეგაწუხო, მაგრამ ამას რას გააგებინებ? ბუზღუნებს ნინო. -რა სისულელეებს ამბობ? რა შეწუხება ვბრაზდები მე. -აი ამას ახლა შევჭამ. ფეხზე დგება ანდრო და აბუყულ ნინოს მთელ სახეს უკოცნის. კი მივახლიდი რამე გემრიელ ხუმრობას, მაგრამ ნინო ისედაც დარცხვენილია და ვუფრთხილდები ბავშვს. 9)-ნაინა, რძალი მოგიყვანე დედალი დაკალი. ყვირის ანდრო და დარცხვენილ ნინოს ძლით აგდებს კარებში. ნინო მორცხვად მკოცნის და ისე რცხვენია გეგონება მთელი ბავსობის არდადეგები ბიძამისის ბაღიდან მოპარულ სიმინდზე არ გადაგვეაროს. მეცინება და გულში ზველებურად ვიკავ მეგობარს. -გაგაგიჟა ხო უკვე? ვეკითხები და ანდრს თითს ვუქნევ. -ბავშობდან გიჟდბა ჩემზე იჯგიმება ჩემი ძმა და მისაღებში შედის. -თვითკმაყოფილი იდიოტი ბუტბუტებს ნინო. -შენ მაგ იდოტის გამო რაც მოგივიდა მოგეწონა ხო მგონი. ტვალს უკრავს დივანზე დამჯდარი ანდრო და ნინო ერთიანად წითლდება. -მიგახრჩობ ანდრო. მორცხვად ბუტბუტებს და სავარძელში ჯდება. -მხოლოდ კოცნით ქალიშვილო, მხოლოდ კოცნით. გრანდიოზულად აცხადებს ჩემი ძმა და ნინოს ნასროლ ბაიშს ოსტატურად იცილებს. -მე მკიტხე ეგ. იწელება ანდრო. ვუსვებ, რომ უკან? -არ მინდა დიდხანს შეგაწუხო, მაგრამ ამას რას გააგებინებ? ბუზღუნებს ნინო. -რა სისულელეებს ამბობ? რა შეწუხება ვბრაზდები მე. -აი ამას ახლა შევჭამ. ფეხზე დგება ანდრო და აბუყულ ნინოს მთელ სახეს უკოცნის. კი მივახლიდი რამე გემრიელ ხუმრობას, მაგრამ ნინო ისედაც დარცხვენილია და ვუფრთხილდები ბავშვს. ნინუცა და ანდრო ერთმანეთზე მიხუტებულები უყურებდნენ ტელევიზორს. ისეთი მონდომებით ადევნებდნენ თვალს სპანჯბობს, რომ არ მინდოდა ხელი შემეშალა და ღიმილით გავიპარე საძინებელში. პირსახოცს ვიღებ და აბაზანაში შევდივარ. ცხელი წყლის გარეშე ვერასდროს განვიტვირთებოდი. დადვანზე მეფიქრება. სასწაულია არა? როგორ შეუძლია ერთ ნაცრისფერთვალება ბიჭს ცხოვრება ასე გამილამაზოს და ყველაფერი სხვა თვალით დამანახოს. საერთოდ სულ, სულ ყველაფერი. შეთე ჩემი საჩუქარია ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის მოფრთხილებაც უნდა ვისწავლო. საკუთარი ბედი და ცხოვრება ტავად უნდა დავწერო. ოტახში თმის მშრალებით გამოვდივარ და სველ პირსახოცს საწოლზე ვაგდებ. მოწყვეტიტ ვვარდები საწოლზე და ერს ვაშტერდები. გაბადრული სახით გადავისვი თითები ტუჩზე. დადვანის სხებას ვერანაირი წყალი, წვიმა და სტიქია ვერ გააქრობს. ჩემი ტელეფონის ხმაზე ზანტად და უკმაყფილოდ ვიწევი და ნაწყენი ხმით ვპასუხობ -გისმენთ. -ჩემი გაზაფხული! მესმის მეორე მხრიდან და რა გაბრაზება რის ნაწყენი წამში ვდნები -ნაცრისფერ თვალება ჯადოქარი? დამთბარი ხმით ვპასუხობ და მის ხარხარზე მეცინება. -ე.ი ჯადოქარი არა? მეკითხება სიცილით. -დიახაც. იხტიბარს არ ვიტეხ. -მიხარია. მოჯადოვე ჩიტო? ხალისიანი ხმით მეკითხება -ნამდვილად, ნამდვილად არ ვეწინააღმდეგები მე. პასუხად მხოლოდ იცინის და ორ წუტიანი პაუზის შემდეგ ისევ მეკითხება. -ხომ არ ნერვიულობ ხვალინდელზე? გამოფენის გახსენებისას სახეზე ფერები გადამდის, მაგრამ არ ვიმჩნევ. -მოხვალ? ვეკითხები გაბზარული ხმით. -გაზაფხულო! აბა რას ვიზამ?! მის გაბრაზებულ ტონზ უნებლიედ მეცინება და ყველაზე კარ თავდაცვად თავდასხმას ვირჩევ. -აბა რა კითხვებია დადვანო?! თუ მოხვალ არ ვინერვიულებ. -ეშმაკუნა გაზაფხული ხარ შენ. ეცინება. მიყვარხარო ბოლოს მეუბნება და პასუხს არც ელოდება ისე მითიშავს. *** დილით მარტო ნინო მხვდება სახლში. ღიმილით ვესალმები და ნერვიულად ვიწყებ სიარულს. არ ვიცი რა და როგორ იქნება. ლიკა უკვე გამოფენის ადგილასაა და სავარაუდოდ სათავისოდ ალაგებს ყველაფერს. -ნერვიულობ? მითანაგრძნობს ნინო და ყავას მაწვდის. მადლიერი მზერიტ ვართმევ ფინჯანს და ფეხმორთხმიტ ვჯდები დივანზე. -ცოტას... ვბუზღუნებ მე და გემრიელ სითხეს ვსვამ. -ანდრო იყო დილით მოსული და მალევე წავიდა, უნდა დავხედო სიტუაციასო. ანდროს ხსენებამდე ჯერ თვალები უბრწყინდება, მერე ყურებმდე ეღიმება. -მგონი მთელი ცხოვრებაა ერთმანეთი გიყვართ და ახლა მიხვდით. მეც ისე მეღიმება ოგორც ნინოს. -ჰო, მგონი. ისევ იღიმის და ისეთი საყვარელი და ალალია ეს გოგო, რომ ლამისაა ანდრომ კი არა მეც შევჭამო. *** შენობაში შესულს სული მეხუთება. ყველა გამოფენაზე ასე ვარ. შავ-თეთრ ფოტებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ერთადერთი ფერადი სუათი, სადაც შეთე და მისი მეგობრები არიან გამოსახული. ყველაფერი ისეა, როგორც მინდოდა მეღიმება, მაგრამ დაძაბულობას ვერ ვიშორებ, თითქოს რაღაც მაკლია. -დაო, მოეშვი ზურგს უკან მესმის ანდროს ხმა და შებრუნებისთანავე მაჩეჩებს შამპანიურის ჭიქას. გადაკარი. სიცილით აყოლებს და მზერით მათბობს. -დღეს ვიღაცას გაგაცნობ. ნერვიულად ვუჭერ ჭიქას თითებს. -ის დაკუნთული გორილა? ხარხარებს ჩემს გამომეტყველებაზე. -ვინ? ცემდაუნებურად მეცინება. -შეთე დადვანი. ხმას და სახეს ასერიოზულებს ანდრო. -ჰო. შენ რა იცი. ნერვიულობას დბნეულობა ცვლის. -იიი ჩაქრი შენ! მაგას დაასწრებდი რამის თქმას? გამიიასნა ეგრევე, ტიპია რა. თუ გაგაბრაზა გავიჭირვებ და ვაცემინებ თავს, ჯანდაბას. ისეთი სერიოზული ხმით ამბობს, რომ მეცინება და ერთიანად ვმშვიდდები. როდის მოასწრო იმ დაკუნთულმა გორილამ ანდრს ნახვა. ხალხი ნელ-ნელა იწყებს მოსვლას. ნერვიულობა იმატებს. კარებში შემოსულ ჩემს ყოფილ ლექტორს, რომ ვხედავ სიხარული და გაკვირვება ერთდროლად მიტევს. თვალებით ეძებს რარაცას , მერე მპოულობს და ჩემსკენ მოდის ღიმილით. -ნაინა, შვილო, როგორ ხარ? მეკითხევა უჩვეულოდ დამთბარი ხმით. -კარგად ვარ, კარგად.ბატონო გურამ, თქვენ? გამიხარდა თქვენი ნახვა, არ გელოდით. მთელ გულწრფელობას ვაქსოვ ჩემს სიტყვებში. -ნამდვილად არ იყო შენი საქმე იურისტობა! არცერთ კითხვაზე არ მპასუხობს და თვალებით ათვალიერებს ჩემს ფოტოებს. მეც ბედნიერებისთვის მეტი კი არაფერი მინდა. მერე უხმოდ მშორდება და ფოტოებთან სათითაოდ მიდის. დრო და დრო გამომხედავს და ცერა თითს მაღლა წევს. გურამიკოს ყურებაში გართული მუცელზე სასიმოვნო შეხებას ვგრძნობ და ჩემი სისხლის სიჩრარე განუსაზღვრელი კმ/სთ-ია. ყელზე ვგრძნობ მის ყუჩებს. -ლამაზი გაზაფხული! ყურთან ჩურჩულებს და ხელს მუცელზე უფრო მჭიდროს მხვევს და შიშველ ზურგზე მკოცნის. -ჯადოქარო. ვკრუსუნებ მე და ლაპარაკის დაწყების მიზანს ვერ ვხვდები. -გიხდება, ყველაფერი გიხდება. იცინის და საფექელზე მკოცნის. წამოდი, ფოტოს დანარჩენი გმირები უნდა გაგაცნო. ჩემს ხელს თავისაში იქცევს და ბავშვებისკენ მივყავარ.ისინი ღიმილიტ მხვდებიან. -ეს თეკლაა, ნინი, ზუკა და ესაც თამთა. მე ღიმილთ ვესალმები და მიხარია, ძალიან მიხარია მათი გაცნობა. -ეს ჩემი გაზაფხულია და თქვენთვის ნაინა. ყველას ეცინება შეთეს გამოხტომაზე და ერთხმად ეთანხმებიან. მათთან ლაპარაკში ვარ გართული, ცალკე დადვენის წელზე შემოხვეული ხელი მაფორიაქებს და ამ დროს ლიკას ხმა მესმის. ბოდიშს ვიხდი და მისკე მივდივარ. გიორგის ეშმაკურ გამოხედვას და წარბების თამაშს ვაიგნორებ და ლიკას ვუღიმი. -მოგწონს? მეკითხება გაბადრული. -ძალიან, ძალიან. მადლობა. ვეხუტები და უცბად მგლიჯავს მასხარა გიორგი ხელიდან. -ჩემს საკუთრებას ნუ ეხები! ხმაუღით კოცნის და ხელს არ უშვებს. კაი ჯანდაბას მოდი შენც , მეც მხდის ჩახუტების ღირსად და თავზე მკოცნის. *** დადვანი მარიკას ელაპარაკება და ჩამოვარდნილ ყვას გიორგი მიხურავს. როდის რას ასწრებს ეს ბიჭი. თან არც არასდროს მითანხმდება ვბრაზდები და ხელებს მკერდძე ვიჯვარედინებ. რა ენაღვლება ქალბატონ მარიკას. მშვენივრად იცინის და ინტერესით ვკვდები რაზე ლაპარაკობენ. ისევ სტუმრებს ვუერთდები და მთლიანად მავსებს მათი შექება. გამოფენა კიდევ 3 დღეს გაგრძელდება. საღამოს სიამაყოთ სავსე ვრჩები ჩემებტან ერთად. მარიკამ ანდროსტან ეასვლა გადაწყვიტა, ნინოც დაიყოლიეს. დასსკვნეს, რომ დასვენება მჭირდებოდა. მე შეთეს მანქანაში კომფორტულად მოვთავსდი და დავეოდე როდის დაასრულებდა ანდროსთან ლაქლაქს. მანქანას უხმოდ ძრავს და ღიმილით ვადებ თავს სავარძელის საზურგეს. მანქანაში წყნარი მუსიკაა გაჟღერებული. მე თვაები დახუჭული მაქვს და საერთოდ არაფერზე არ მეფიქრება. დროდადრო დადვანის მზეერას ვგრძნობ და სიამოვნების ჟრუანტლი მივლის. დადვანი მარიკას ელაპარაკება და ჩამოვარდნილ ყბას გიორგი მიხურავს. როდის რას ასწრებს ეს ბიჭი. თან არც არასდროს მითანხმდება ვბრაზდები და ხელებს მკერდზე ვიჯვარედინებ. რა ენაღვლება ქალბატონ მარიკას. მშვენივრად იცინის და ინტერესით ვკვდები რაზე ლაპარაკობენ. ისევ სტუმრებს ვუერთდები და მთლიანად მავსებს მათი შექება. გამოფენა კიდევ 3 დღეს გაგრძელდება. საღამოს სიამაყოთ სავსე ვრჩები ჩემებთან ერთად. მარიკამ ანდროსთან წასვლა გადაწყვიტა, ნინოც დაიყოლიეს. დასსკვნეს, რომ დასვენება მჭირდებოდა. მე შეთეს მანქანაში კომფორტულად მოვთავსდი და დაველოდე როდის დაასრულებდა ანდროსთან ლაქლაქს. მანქანას უხმოდ ძრავს და ღიმილით ვადებ თავს სავარძელის საზურგეს. მანქანაში წყნარი მუსიკაა გაჟღერებული. მე თვაები დახუჭული მაქვს და საერთოდ არაფერზე არ მეფიქრება. დროდადრო დადვანის მზეერას ვგრძნობ და სიამოვნების ჟრუანტლი მივლის. მთელი გზის განმავლობაში სასიამოვნო იმპულსებ მივლიდა სხეულში. მანქანის მკვეთრი დამუხრუჭებისას ვინებე თვალების გახელა და შეშინებულ-გაოცებული მზერა შევანათე დადვანს. -მოვედით. დაიჩურჩულა ღიმილით და მანქანიდან გადავიდა. ავტომატურად გავყევი მეც. აი ასე,დაუპატიჟებლად წავიდა ჩემი სადარბაზოსკენ და სანამ შევიდოდა გამომხედა. მეც დროულად გადავადგი ნაბიჯები. სადარბაზოში ერთად შევედით. სავარაუდოდ მიხვდა, რომ გამიკვირდა. -ლიმონიან ჩაის მიჟმოტავ, გაზაფხულო? სიცილით გაჩერდა ერთ-ერთ საფეხურზე და დაწინაურებულს მომაძახა. მოულოდნელობისგან შევხტი, მერე სიცილი ამიტყდა. 4 საფეხური ჩავირბინე და ხელები კისერზე მოვხვიე დადვანს. -არაფერსაც არ გიჟმოტავ. ვუთხარი სიცილიტ და ლოყაზე მივაკარი ტუჩები. საფეთქელზე მაკოცა და ჩამს თითებში თავისები ახლართა. *** რამდენიმე წუთში მთელი მონდომებით ვჭრიდი ლიმონს. თითოთითო ჩავაგდე გამზადებულ ჭიქებში. ახმაურებულ ჩაიდანს დავწვდი და წყალი უნდა დამესხა ზურგიდან, რომ მომეკრა დადვანი. ჩაიდანი ავტომატირად დავაბრუნე მაგიდაზე. თმები წინ გადმომიყარა და კისრის მალებზე მომაკრო რბილი ტუჩები. კანის რეაქციას ვერ გავაკონტროლებდი. სისუსტე შეპარულ მუხლებს კი შეთეს მჭიდროდ შემოხვეული ხელი შველოდა. სწრაფი მოძრაობით შემომაბრუნა თავისკენ და თვალების გახელაც ვერ მოვასწარიი ისე დამაცხრა ტუჩებზე. მთელი გრძნობით მიკოცნიდა ბაგეებს. მარტივი მოძრაობით შემომსვა მაგიდაზე და ხელი კაბის ქვეშ შემიცურა. მისი შეხებით გამოწვეული რეაქციების დაიგნორება შეუძლებელი იყო. -შეთე.. მხოლოდ ზმუილს ვახერხებ და კისერზე მჭიდროდ ვხვევ ხელებს. კოცნაში ვყვები და საბოლოოდ ვწყდები დედამიწას. რამდენიმე წუთში საწოლზე ვწევარ და დადვანის თუჩებს და ხელებს მთელ სხეულზე ვგრძნობ. *** (ავტორი) ერთ საათში, ფეხშიშველი და წელს ზემოთ შიშველი, დადვანი აივანზე დგას და ნერვიულად არტყამს ნაპასებს. დროდადრო ოთახში მწოლიარე ნაინასკენ გაურბის მზერა. ქალს შიშველ ზურგს გრძელი თმა უფარავს. მშვიდად სუნთქავს, ჩაეძინა. შეთე ბოლო ნაპასს არტყამს და ნელი ნაბიჯებით მიდის საწოლამდე, გვერდით უწვება ნაინას და თმაზე უწყებს თამაშს. ლოყაზე ეხება ლოყით, მერე კოცნის და ნაინას წვერის ნაზი შეხება აღვიძებს. ერთი წამით უსწორებს მზერას და სირცხვილისგან აწითლებულ სახეს ბალიშში რგავს. შეთეს გამომეტყველება ეცვლება, სახეზე ფითრდება და გაუბედავად სვამს კითხვას -გაზაფხულო, ნანობ? ნაინა საყვარელი ადამიანის ხმაში შიშს გრძნობს და სწრაფად აბრუნებს თავს. -შეთე, მე მჯერა შენი, ყველაზე მეტად მჯერა და რატომ უნდა ვინანო? გაბრაზებას ვერ მალავს . ერთიანად მოშვებული დადვანი ძლიერად ხვევს მკლავებს ნაინას და გულში იკრავს. -ჩემი გაზაფხული, სულ, სულ ჩემი გაზაფხული. ბედნიერი ხმით ბუტბუტებს დადვანი და საფეთქელზე კოცნის ნაინას. დიახაც, სწორად გაიფიქრეთ... ერთი თვის გაცნობილლ ბიჭთან იწვა ნაინა ბარნოვი და ერთი წამითაც არ ნანობდა. მართალია, უყვარდა, უსაზღვროდ უყვარდა დადვანი და საკუტარ თავზე მეტად ენდობოდა. ***(ნაინა) დილით მუცლის ყრუ ტკივილი მაღვიძებს და სახე დამანჭული ვახელ თვალებს. გვერდით შეთე მიწევს. ხელები მარწუხებივით აქვს ჩემზე შემოხვეული და მშვიდად სუნთქავს. ხელები თავისით გარბის მისი სახისკენ და კონტურებს ხაზავს. -მოგხვდება. ბუტბუტებს დადვანი და თითებზე მკოცნის. მეცინება და ხელებს მაინც, არ ვაჩერებ. -ჰმ, ოხრავს შეთე და ჩემს ზემოდან ექცევა. -რა არ გასვენებს? ძილისგან უფრო დაბოხებული ხმით მეუბნება და ღიმილი ეპარება თუჩის კუთხეში. -ბედნიერი ვარ! ვპასუხობ თამამად და ჩემს საყვარელ თვალებს ვაშტერდები. ნელა იხრება და ნაზად მკოცნის ხალზე. -ჩემი ხალიანი გაზაფხული ხარ შენ! ლოყაზე ხმაურით მკოცნის და თავს ჩემს ყელში რგავს. -შეთე, იქნებ ინებო და შენზე რამე მაინც მომიყვე? არაფერი არ ვიცი ბიჭზე, რომელსაც თავი ვაჩუქე. სასაცილო კი არაფერია მაგრამ მაინც მეცინება და დადვანის თმაზე ვიწყებ თამაშს. -ჰოო, მე ერთი ნარკომანი, ყაჩაღი, პათოლოგი და ცუდი ბიჭი ვარ. წარშეკრული ამბოპბს და ჩემს ჩაბჟირებამდე სიცილს მისი ხარხარი ერევა. -რატომ გგონია, რომ ვხუმრობ? ამბობს დასერიოზულებული ხმით და თვალებში მაშტერდება. -რამ გაგაყაჩაღა? ისევ ვიცინი. -ოხ, გაზაფხულო... ყაჩაღის რა მოგახსენო და ერთი საცოდავი კომპანია კი მაბარია. შენსავით იურისტის დიპლომი საგულდაგულოდ მაქვს შენახული და მამაჩემის აწყობილ ბიზნესს ვინარჩუნებ. დედა მყავს. მამა 20 წლის ვიყავი გულის შეტევით, რომ გარდაიცვალა და იმის მერე მე და დედა ვცდილობთ ყველაფრის გაკეთებას. თითებზე მკოცნის. დანარჩენს გაიგებ თანდათან რა. ეცინება. აი, ასეთი პატიოსანი ბიჭი ჩამმიგდე ხელში ისევ ეცინება და ხელებს მხვევს. -მამს გამო ვწუხვარ. მადლობის ნიშნად დინჯად მიქნევსთავს. რაც შეეხება დანარჩენს გავიგებ ნელ-ნელა. მეღიმება და ლოყაზე ვკოცნი. *** აგვისტო იმ დღის მერე ოფიციალურ წყვილად გამოგვაცხადეს ახლობლებმა. ჩვენ მხოლოდ ბედნიერები ვიყავით ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე. მე ვიწამე ბედისწერიდ. დადვანი ჩემი ბედისწერა იყო. ჩემი ბედნიერების მიზეზი. ფერადი და ტან უხილავი ძაფები გაიბა ჩვენს შორის და ასე მარტივად, მცირე დროში ვიყოვე ჩემი ადამიანი. უკვე მივლინებაშია 2 კვირაა. მაგისმა უცხოელმა ინვესტორებმა ჩემი ყმაწვილ-ქალობა შეიწირეს. მე მთელიდღეა ფოტოებს ვიღებ, ვაკვირდები და, როცა მენატრება უფრო მონდომებით ვმუშაობ და სურათებითაც კმაყოფილი ვარ. ახლაც სასიამოვნოდ დაღლილი მივაბიჯებ სახლისკენ და თან ფოტოაპარატში ვათვალიერებ ფოტოებს. სადარბაზოშიც თავაუწევლად შევდივარ და მშვიდად ვაჭერ თითს ლიფტის ღილაკს. გაღებულ კარში შევდივარ და სასურველ სართულს ვუთითებ. ისისაა კარი უნდა დაიხუროს, რომ ვიღაც აჩერებს და შეშინებული კივილის დაწყებას ვაპირებ სასურველ და მონატრებულ შუჩებს, რომ ვგრძნობ ბაგეებზე. სუნთქვა მეკვრის. ბედნიერებისგან მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობ . მის წელზემაქვს ფეხები შემოხვეული და მთელი ვნებით ვუკოცნი ტუჩებს, ყელს. ლიფტის კარი იღება და ძირს არ მსვამს ისე გავყავარ. წვალებით ვაღებთ სახლის კარს და შიგნით შევდივართ. ფეხვეშ იატაკს ვგრნობ უკვე. ის ისევ გაშმაგებით მკოცნის და გზადაგზა მხდის ტანსაცმელს... გზადაგზა მხდის თანსაცმელს... მაისური, ბიუსჰალტერი, შარვალი და მშვიდობით დედამიწავ. *** -მომენატრე. ჩემს თმას ხელზე იხვევს და ცხვირთან მიაქვს. -მეც მომენატრე. ვბუტბუტებ და მკერდზე ვადებ თავს. -აღარ მინდა ამდენი ბოდიალი. ნერვიულად ოხრავს და მხრებზე მატარებს თითებს. -ვერ გავიგე.. გაურკვევლობაში მყოფი ვეკითხები და საწოლზე ვჯდები. რისი თქმა უნდა ვერ ვხვდები. ახლა არ მითხრათ, როგორც მოვიდა ისე წავაო. თვალები მიცრემლიანდება. -ვიქორწინოთ რა. სწრაფად მაყრის და მოულოდნელობისგან მეტირება. -რა გატირებს? ხელებს მხვევს შეწუხებული. -ოჯახი, ასე მალე? ამხელა პასუხისმგებლობა ასე მოკლე დროში. ვბუტბუტებ და ვცდილობ თვალი გავუსწორო. -დაოჯახებას გთავაზობ, ნაინა! თბილი და მყარი, ურყევი სამყარო! ხმა შეუვალი უხდება და თვალებში მაჩერდება.ნაინა, ნაინა პირველად დამიძახა... -ჰო, ოჯახი! ჩემთვის ვამბობ და თავს ვხრი. მეშინია, მეშინია, რომ ყველაფერი ისე აღარ იქნება. -გპირდები, რომ მხოლოდ ბედნიერების მატება იქნება შენს ცხოვრებაში. მეტი არაფერი შეიცვლება. იბოპდიალე და იღე ფოტოები ისევ! არ მეშვება დადვანი. -მპირდები რომ ყველა სირთულის დროს გვერდით მეყოლები? გაბზარული ხმით ვეკითხები. -გაზაფხულებს იმედები არასდროს უცრუვდებათ. გჯერა ჩემი? -მჯერა, მჯერა ვყვირი გაუაზრებლად და კისერზე ვხვევ ხელებს. *** -თხოვდები? კარგი ბიჭია, მაგრამ ასე მალე? ხმაში ცრემლი ერევა. ყურმილის მეორე მხარეს მე მეტირება. -დე, გპირდები, რომ ბედნიერი ვიქნები. ისე მყარად ვამბობ ჩემი სიტყვების მეთვითონ მჯერა. -ჩამოვალ და ვილაპარაკოთ! ვითომ ხმას იმკაცრებს და მითიშავს. ცრემლნარევი სიცილით მეცინება და ლიკასთან ვუშვებ ზარს, -ქორწილია, ქეიფია გრიალი მესმის გიორგის გამაყრუებელი როხროხი და მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ ამას ვერაფერს გამოვაპარებდი. -ჰაა რძალო, დაგაჯდა სიკვდილის ბუზი, ხდები ჩემი რძალი? ხარხარებს. -მასხარა ხარ! მეცინება და წარბებს ისე ვკრავ თითქოს დამინახავს. -გოგო, ჩემს რძალს გარქმევ და ცოტა დასტოინად. ისევ იცინის და სადაცაა გაიგუდება. ისისაა უნდა გავთიშო რომ ლიკას ხმა მესმის. -დაოო, გეღირსაა! ახლა ცოლი ყვება ქმარს. მე და გიო მოვდივართ დღეს შენთან და არაფერი იმაიმუნოთ ახლა, ჰომინიდების ჯოგის წარმომადგენლებივით არ დაგვხვდეთ. სიცილით მითიშავს და კისკისით ვვარდები საწოლზე. ანდროს და ნინოს ვერაფრით ვუკავშირდები. *** აწკრიალებულ ტელეფონს ვპასუხობ და თან ლიკოს მივანიშნებ ერთ-ერთ კაბაზე. -გახსოვარ საერთოდ? ნაწყენი ხმით მეკითხება დადვანი. -შეთე, კარგი რა. ერთ კვირაში ქორწილია და ყველაფერი წამში რომ გინდა მაგის ბრალია! ვწუწუნებ და მანეკენს ვეყრდნონბი კარგი ძმაკაცივით. -მანეკენზე ხომ არ მეეჭვიანა? დამცინავი ტონით ამბობს შეთე. დაფეთებული ვიყურები აქეთ-იქით და ჩამწკრივებული მანეკენების უკნიდან ღიმილით გამოდის ჩემი მომავალი ქმარი. ლოყაზე ხმაუღით მკოცნის და ჩვენსკენ მომავალ ნიკას უქნევს ხელს. -ნუ რა არის ეს, რა მასხრობაა?! მოჩვენებით სიბრაზეს იკრავს ლიკო და მკლავსზე ჩმეტს. -რძლები გვარბევენ მაზლებს? სახეს ჭმუხნის დადვანი. -რა უნდა სიძეს საპატარძლო კაბის არჩევის დროს პატარძალთან? არ ცხრება ლიკო. -კარგი რა, ლიკო. თათულიც კი შენზე თანამედროვეა დასცინის შეთე და ლიკას მოქნეულ ჩანთას ოსტატურად იგერიებს... შეთემ მალევე დაგვტოვა და როგორციქნა ავარჩიეთ სადა, მოკლე კაბა. -ძალიან მოკლე ხომ არაა? ვბუზღუნებ და წყალს ვართმევ ლიკოს.-ვაიმეე, ბარნოვის ქალო ნერვებს ნუ მიშლი. პროვინციალიზმის სუნი მცემს. იჭყანება და წყალს უკან მართმევს. -ეგ რა შუაშია? ვდუდღუნებ ისევ. -თავშია! არ ნებდება და მაღაზიიდან გადის. *** -ნუ ნერვიულობ ასე! წარბსეკრული ამბობს დადვანი და ნაინას ატამაშებულ ფეხზე უჭერს ხელს. -რომ არ მოვეწონო? ტირილამდეა მისული. -მოეწონები! თავდაჯერებული ამბობს შეთე და მანქანიდან გადადის. ნაინაც უხმოდ მიყვება. შეთე სახლის კარს აღებს, ნაინას ხელს კიდებს. -დედაა! სითბოჩამდგარი ხმით ეძახის და ქალიც წამში ჩნდება შესასვლელში. -მობრძანდით შვილო. ისეთი მშვიდია, ისეთი სათნო, რომ ნაინას დაძაბულობა ეხსნება და გულწრფელი ღიმილი ურბენს სახეზე. -ეს ნაინაა,ჩემი ნაინა. თბილად ამბობს დადვანი და შუბლზე კოცნის ნაინას. -რატომ არ გამაფრთხილე? საზიზღარო. ასე მოუმზადებლელი დავხვდი ბავშვს ნერვიულად ამბობა ნელი. -რას ამბობთ. -შემოდით შვილებო, შემოდით. -ამ უჟმურს როგორ უძლებ? სიცილით ეკითხება მომავალ რძალს და ყავის ჭიქას უდებს წინ. -მიყვარს. დარცხვენილი და გულწრფელი ნაინა თავს ხრის... *** ქორწილის დღეს ნაინას ნერვიულობა საზღვარს ცდება. სიგიჟეა, ნაინას და შეთეს ურთიერთობა თავიდან ბოლომდე სიგიჟეა. მარიკა დილიდან ქოთქოთებს და თან ეხმარება შვილს ჩაცმაში. ნაინას მეკვარე მისი მეზობელი და ბავშვობის მეგობარი მარიამია. -ვაუ, ნაინა რა გოგო ხარ. ხომ არ გადაიფიქრე? ჯმუხი და სვანი რა ჯანდაბად გინდა?! ითრიე ვინმე ბუნჩულა. კისკისებს მარიამი და ანერვიულებულ ნაინას ამხიარულებს. -სულაც არაა ჯმუხი. ენას უყოფს და ტელეფონს პასუხობს. -ჰო შეთე, -გაზაფხულო ხომ არ გადაიფიქრე? ესმის დადვანის სიცილი და თვითონაც ეცინება. -არანაირად. მოკლედ პასუხობს და მარიამის გაჩუმებას ცდილობს. -ოოო ამაღამ ქალაქიდან გადით რომ არ შევწუხდე. ნაინა დილით დავრეკავ და მოგიკითხავ, იმედია გადარჩები. -გადაეცი რომ ვიმაიმუნეთ უკვე. ხარხარებს შეთე და ნაინა აწითლებული თიშავს მობილურს. -შეშლილო! ყვირის მაგრამ მარიამი უკვე მისაღებშია გასული და ანდროს ეგებება. ანდრო სწრაფად შედის ნაინასთან -რა ლამაზი ხარ! აღფრთოვანებას ვერ მალავსდა გულში იკრავს. ნაი, ბედნიერი უნდა იყო, სულ ყველაზე ბედნიერი, თორემ გული გამისკდება იცოდე! გულაჩუყებულ პატარძალს ისევ გულში იკრავს და საფეთქელზე კოცნის. *** ჯვრისწერამ და ხელისმოწერამ მშვიდად ჩაიარა. ახლა რესტორანში არიან და თავზე იმხობენ ყველაფერს. -ბედნიერი ხარ? ცეკის დროს ეკითხება შეთე და თვალებში უყურებს. -ძალიან, ძალიან ბედნიერი. სიცილით პასუხობს ქმარს და ნიკაპზე კოცნის. *** ნინო ვიღაცამ გაიწვია საცეკვაოდ და აქამდე მხიარულ ანდროს დაძაბულობა დატყობია სახეზე. არ უნდა ეჭვიანობის შემჩნევა, მაგრამ არ გამოსდის. მერამდენე ღერს ეწევა ვინ იცის და დაძაბულ ნინოს არ აშორებს თვალებს. -სანამ არ ამოიგუდები არ მიხვალ იმ გოგოსთან?! თავზე ადგება მარიკა და მკლავზე ექაჩება. -რას მიყვებოდა?! ვეღარ მალავს გაბრაზებას. -აბა ქაჯივით ხომ არ მოიქცეოდა?! ანდრო, დამიჯერე. იქნებ უნდოდა რომ ცოტა გეეჭვიანა. ქალური სიკეკლუცე. თვალს უკრავს და თავზე ეფრება. -ბოლოს მომიღებს! ბუზღუნებს და წარბშეკრული მიდის ნინომდე.. -თუ ნებას დამრთავთ. ეუბნება უცხოს და იპრობლემოდ იგდებს ნინოს ხელში. -რა დღეში ხარ? წელზე უჭერს ხელს და სხეულზე იკრავს. -რა დღეში ვარ? აგდებულად პასუხობს ქერა ლამაზმანი და აშკარად იქვევს კაცს. წამოდი, მაჯაში ავლებს ხელს და გარეთ გაყავს. არავის ემშვიდობება, ისე ტენის გოგოს მანქანაში, თვითონაც ჯდება და სწრაფად წყდება მანქანა ადგილს. კორპუსის წინ ამუხრუჭებს და სწრაფად გადადის მანქანიდან. ნინოს მხარეს აღებს კარს. -გადმოდი! ცოტა აკლია და იღეიალებს. უხმოდ და მშვიდად გადადის გოგონა და უკან მიყვება. ბინის კარს ჯუჯღუნით აღებს და ისევ მკლავში ავლებს ნინოს ხელს. -რას აკეთებ, რას?! ანდროს ამოცნობა ამ მომენტში შეუძლებელია. -სულელი ხარ. ეცინება ნონოს და ხელებს იჯვარედინებს მკერდზე. -გოგო ნუ მაგიჟებ, ნუ. კედელს ურტყამს ხელს. -რა მარტივად წამოეგე ანკესზე. ირონიას არ იშურებს ნინო. -ეგ მაგიჟებს ზუსტად ,რომ ჯინაზე აკეთებ რაღაცეებს, ძალით აკეთებ, შენი სურვილის წინააღმეგ მიდიხარ. გულს მიხეთქავ.არ ცხრება ანდრო. ნინოსგან მხოლოდ სიცილს იღებს. აღარასდროს მაეჭვიანო, აღარასდროს! ღრიალებს და გაღიმებულ ნინოს აცხრება ტუჩებზე. კედელს ახეთხებს ზურგით და გაშმაგებით უკოცნის ბაგეებს. კმაყოფილებით და სიამოვნებით სავსე ქალი ხელებს ნაზად აწყობს კისერზე და მარჯვენა ფეხს ბარძაყზე ხვევს. ანდროს ხელი წელიდან ქალის შემოხვეულ ფეხზე გადადის. ყელს უკოცნის და მკერდამდე ოხვრით აცოცებს ტუჩებს. ხელებს უმისამართოდ დაასრიალებსქალის სხეულზე და კედელს წამიერად აშორებს. *** ქორწილი მშვიდად სრულდება. ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე. წყვილი უკვე სასტუმროს ლიფტშია და გადაღლილი უყურებენ ერთმანეთს. -გინდა ტრადიცია დავარღვიოთ? გამოსავას პოულობს ნაინა. -რა ტრადიცია? ეცინება დადვანს. -რა მოხდება პატარძალს რომ ქორწილის ღამეს აცდეს?დავიღალე. საწყალი თვალებით უყურებს შეთეს და ეჭვი მაქვს დადვანის ხარხარზე მთელი სასტუმრო ზანზარებს. -აცდეს, აცდეს. სიცილით გადის ლიფტიდან და გაბუსხულ ნაინას ელოდება. წამო ცოლო ფეხბურთს ჩავუსხდეთ, ინტერნეტი და რამე გვაქვს. უარესად ხარხარებს. *** გაზაფხული. (მაისი) სვანეთში არიან დადვანი და ნაინა. ნაინა ზანტად ახელს თვალს. საათის ისრები დილის 7-ს უჩვენებს. უკმაყოფილო სახით უყურებს მის გვერდით ცარიელ ადგილს და ზლაზვნით დგება თბილი საწოლიდან. ცივა. ფანჯარასთან მიდის და ფიქრებში გართული უყურებს არემარეს. ამ დილაუთენია სად გაშპა თავისი ქმარი. საინტერესოა. ქალი ჯიუტად არ შორდება ფანჯარას. რამდენიმე წუთში ეზოს ჭიშკარს დადვანი აღებს. ზურგსუკან რაღაცას მალავს და ღიმილით მოაბიჯებს ქვაფენილზე. სწრაფად არბის კიბეზე და ხმაურით აღებს საძინებლის კარს. წინ უდგება ნაინას და ხმაუღით კოცნის ლოყაზე. ზურგს უკან დამალულ მინდვრის ყვავილებს აწვდის და გახარებულ ცოლს გულში იკრავს. -ჩემი ბედნიერება ხარ შენ. მთელი ძალით ხვევს ქმარს ხელებს. შეთე თავის საყყვარელ ხალს კოცნის, ტუჩის ქვემოთ . -თათული ტავიდ დასთან წავიდა ორი დღით.ეშმაკური ხმით ეუბნება ცოლს. -მერე? გულუბრყვილოდ ეკითხება ნაინა. -მერე ის რომ, მე ჩემი გაზაფხულის ყველა ხალს უნდა ვაკოცო, სულ სულ ყველას. აი აქ, აქ და აქ ნიკაპიდან იწყებს, მერე ყელზე გადადის, მერე მკერდზე. ნელ-ნელა საწოლამდეც აღწევს და მოკისკისე ნაინასთან ერთად ვარდება ზედ. *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.