მიწიერი ანგელოზი
ჩაბნელებულ, ჩამუქებულ ქუჩას გავხედე ფანჯრიდან. მაღლიდან ჭიანჭველებივით, რომ მოჩანს იმ ლამპიონებს დავყურებ და თან იმ ახალ წელზე ვფიქრობ, რომელიც სულ რაღაც 3 დღეში შემოაბიჯებს. "არ მოთოვს, ანაბელ, არა! ტყუილად ელოდები! თბილისმა თოვლი სად იცის?"-შევეკითხე საკუთარ თავს. სიცივისგან გათოშილი ხელები ერთმანეთს გავუხახუნე და როცა დავრწმუნდი, ცხვირი ჩრდილოეთ პოლუსის ტემპერატურის მქონდა ფანჯარა დავკეტე და სამზარეულოსკენ გათოშილი გავემართე. აკივლებული ჩაიდანი ცეცხლს მოვაშორე და ცხელი სითხე უშველებელ ფინჯანში ჩავასხი. საათს კიდევ ერთხელ შევხედე ამჯერად 7-ის ნახევარს უჩვენებდა. სავარძელზე გადაკიდებულ შავ ყელიან სვიტერს ვიღებ და ზემოდან ვიცვავ. გათბობის მიზნით თითებს ფინჯანს ვუჭერ და ნოუთბუქში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი"-ს ვრთავ. უამრავჯერ მოსმენილი მელოდია კიდევ ერთხელ მესმის და ყურებამდე გაკრეჭილი ჩემს სავარძელში ვიტრუნები... *** სანამ ჰარი პოტერის ყურებით ვარ გართული მანამდე ორიოდე სიტყვას გეტყვით საკუთარ თავსა და ჩემს სამყაროზე. - საწყალი ბავშვი! მშობლები ღმერთმა იცის სად ჰყავს! ამ ქვეყნად ერთადერთი ვინც აბადია ბებიაა... ისიც არ უნდა იყოს ღვიძლი ნათესავი- მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ჩამესმის. სიბრალული... სიბრალული და კიდევ ერთხელ სიბრალული!!! მოდი, სულ სულ თავიდან დავიწყებ. 3 წლის ვიყავი (აქედან იწყება ჩემი მოგონებები. ეს ჩემი პირველი მოგონებაა) ლანამ (ასე ჰქვია ბებიაჩემს) ახალ ბაღში, რომ მიმიყვანა და ერთი კვირის შემდეგ იმ საბავშვო ბაღიდანაც გამრიცხეს. - ამ ბავშვის დატოვება არ შეგვიძლია. ის მეტად განსხვავებული და ხიფათიანია! მისი აქ ყოფნით საფრთხე ექმნება ამ დაწესებულებასაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც აქ ყოველდღე დადიან.-ასეთი პასუხით გაისტუმრა ბებიაჩემი ბაღის დირექტორმა. ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. ამიტომაც არის ის ჩემი პირველი მოგონება. ვერ გეტყვით მაშინ ასეთი რამე რატომ უთხრა დირექტორმა ლანას. 3 წლის ბავშვი იმხელა შენობასა და იქ მომუშავეებს საფრთხეს როგორ შევუქმნიდი?! მან განსხვავებული და ხიფათიანი მიწოდა. განსხვავებულობის რა მოგახსენოთ(ჯერ ჯერობით ჩემი ერთადერთი განსხვავებულობა ისაა, რომ ცხოველებს საოცრად ვუგებ. ნებისმიერ ცხოველთან ვპოულობ საერთო ენას. მიუხედავად იმისა, რომ მათი ენა საერთოდ არ ვიცი. მახსოვს პირველ კლასში, რომ ვიყავი ფიზკულტურის გაკვეთილზე სკოლის ეზოში რაც კი პეპელა იყო ყველა მე მაჯდებოდა. არ ვიცი ყვავილს რით ვგავდი ან რატომ სურდათ იმ საცოდავი 3 დღიდან რაც კი გააჩნდათ რამდენიმე საათი ჩემს თავსა და ხელებზე გაეტარებინათ!) თუმცა ხიფათიანი ვარ!!! იცოცხლე!!! მოდი აქ აღარ დავაკონკრეტებ და ჯობს ყველაფერი თქვენით ნახოთ ცოტა ხანში. მეგობრები?! ალბათ, ფიქრობთ, რომ "პეპლების ინციდენტის" გამო სხვებისთვის ინტერესის ობიექტი უნდა გავმხდარიყავი და ყველას მონდომებობა ჩემთან მეგობრობა. თუმცა ამის მაგივრად მათში უსიამოვნო შეგრძნებები გამოვიწვიე. ფიქრობდნენ, რომ პეპლების გამო თავს განსხვავებულად ვთვლიდი და მათ "ზემოდან" ვუყურებდი. ამ ყოველივეს ჩემი თმის ფერიც ემატებოდა... არა წითური არ ვარ! არც ოქროსფერი კულულები მაქვს! რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ლურჯი თმა მაქვს... უფრო სწორედ ჩემი თმა შავია და ლურჯი ფერი დაჰკრავს. უფრო მეტად კი მზეზე... ერთ დღესაც, ასე პეპლების გარემოცვაში, სკოლის ეზოში მარტო ვიჯექი და სულ ტყუილად ვცდილობდი მათ მოშორებას, რადგანაც მათ ვერ ვავნებდი, სხვა ხერხების დახმარებით კი მათი დაფრთხობა ვერ მოვახერხე. ამ დროს ჩემთან ჩემსავით პირველ კლასელი ბიჭი მოვიდა და გვერდით მომიჯდა. მისი ასეთი საქციელი ძალიან გამიკვირდა, რადგან ძალიან ცოტა თუ მესაუბრებოდა ხოლმე მთელი დღის განმავლობაში. - პეპლები ძალიან გიხდება. რა გქვია? - ანაბელი. შენ? - მე ნიკოლასი ანუ ნიკა.-არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული. ზუსტად ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და მას შემდეგ 11 წელია საუკეთესო მეგობრები ვართ. ნიკოლასმა თავის დად მიმიღო, მე კი ის ჩემ ძმად ჩავთვალე. ძმად, რომელიც არასდროს მყოლია. მასთან გულღიად და ყოველგვარი ბორკილების გარეშე შემეძლო საუბარი... ხო... მართალია, რომ ის არ გავდა სხვა ბიჭებს... მათსავით არ დადის თემებზე. არც ისე ბილწსიტყვაობს როგორც ზოგიერთი მათგანი. ბევრი დადებითი აქვს და ბევრიც უარყოფითი, მაგრამ მე ის მაინც ძალიან მიყვარს. ხოო... სად გავჩერდი? აჰა... როგორც მახსოვს სავარძელში კომფორტულად ვარ მოკალათებული და უიზლების ოჯახს ვათვალიერებ. ჰარი პოტერის ამ ნაწილიდან ყველაზე მეტად ჰერმიონის გამოჩენა მიყვარს მეჯლისზე. ყველას რომ პირღიას ტოვებს... უიმეეე... რა დროს ესაა, ანაბელ?! ახლა საკუთარი ისტორია უნდა მოყვეს და არა ჰერმიონის! მთელი ემოციებით ვადევნებ მეჯლისის მსვლელობას თვალს და თან ჭიქაში არსებულ უკანასკნელ ყლუპსაც ვწრუპავ. კარზე ზარი მესმის და მეც კარებისკენ მივდივარ. ვაღებ. გაკვირვებული ვრჩები, როდესაც ზღურბლს იქით ჩემს ერთადერთ მეგობარს ვხედავ. კარებთან გვერდულად ვდგები, რათა მან შემოსვლა შეძლოს და შემდეგ ვეკითხები: -ახლა კარნავალზე არ უნდა იყო?! - მე იქ უნდა ვიყო, როდესაც შენ აქ მარტო ხარ და თავს ჰარი პოტერის ყურებით ირთობ?!-კითხვაზე კითხვით მპასუხობს და თითით ფილმის გაჩერებულ კადრზე მითითებს. -ხელში რა გიჭირავს? ან ჯეიმს ბონდივით რატომ გაცვია თუ კარნავალზე წასვლას არ აპირებ?-ვეკითხები დაეჭვებით. -არ მითქვამს რომ კარნავალზე არ წავალთ! -ნიკა, წამოსვლა არ მინდა! ამაზე ხომ ვისაუბრეთ უკვე?! - აბა თუ მიხვდები რამდენიმე წუთის წინ ვინ დაჩექინდა ამ კარნავალზე და ვისთან ერთად?-მეკითხება და მობილურს სახესთან მიფრიალებს. -არ არსებობს!!! ბაჩო იქ არის! ვაიმე რა ჩავიცვა? არაფერი მაქვს!-ვამბობ და კარადაში ვიქექები. -რაო ? მოგინდა, ჩიტო, წამოსვლა?-ამბობს და ხარხარებს. -ოჰ... თითქოს შენ თათიას გამო არ მოდიოდე.-ვამბობ უდარდელად. -ვინ? თათია? ვინ არის თათია?-ბრინჯივით დაიბნა და მზერა ამაცილა. -რადგან მასზე ხმას არ ვიღებ და ველოდები შენ როდის მეტყვი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ ვხედავ როგორ უყურებ შორიდან!- თავდაჯერებული ვეუბნები და ლოგინზე დასვენებულ ტყავის, შავ ჩასადებს ვაშტერდები. რომელშიც სავარაუდოდ ტანისამოსი უნდა იყოს. -გველო! ამდენი ხანია იცი და თავს მაჩვენებდი თითქოს აზრზეც არ იყავი?! -ეს ჩემთვისაა?-ისე ვამბობ თითქოს მისი ნათქვამი არც კი გამიგია და ტყავის ჩასადებს ხელში ვიღებ.-ოღონ მითხარი, რომ ჩემი კოსტიუმიც ისეთივე მაგარია, როგორც ეგ ჯაშუშური ტანსაცმელი.- ვეუბნები და მის უნიფორმაზე მივანიშნებ. -ვიცი, რომ მოგეწონება!-სარკეში თმას ისწორებს. ჩასადები ელვა ჯერ ნახევრად არ მაქვს გახსნილი, რომ სიხარულისგან ვყვირი. შავი ფერის მოსასხამზე ჰოგვორტსის გერბს, რომ ვხედავ. -ვაიმე... ნიკოლას!!! როგორ მიყვარხარ არ იცი! სად იშოვე? ძვირი ღირდა?-ვეკითხები და სიურპრიზით აღფრთოვანებული სასწრაფოდ ვიღებ ტანისამოსს და შირიმის იქეთ გავდივარ გამოსაცვლელად. - დაგავიწყდა, რომ დეიდაჩემი მკერავია? მან გააკეთა ეს და ჩემი ფორმაც. ქვედაბოლოსა და გეტრებს ვირგებ, პულოვერსაც ვიცვამ. კაშნეს ვიკეთებ და მოსასხამს მხრებზე ვიცვავ. აღფრთოვანებული ვარ ჩემი ტანისამოსით. - ამის ჩაცმა სკოლაში რომ შეიძლებოდეს, სულ ასე ვივლიდი!!!-ვამბობ გულდაწყვეტით და სარკის წინ ვტრიალებ. -კიბატონო, ჩაიცვი... ისედაც უცნაურად გთვლიან მთელი სკოლის ბავშვები და ეგღა გაკლია!-მთელი ხმით ხარხარებს და ჩემს ნასროლ ბალიშს იცილებს! -ჰე, მზად ვარ ! წავიდეთ! -მგონი რაღაც გავიწყდება, ჯადოქარო?!- მეუბნება და ხის ჯოხს ჩემკენ იშვერს.- ესპექტო პატრონუმ!- ამბობს და ისეთ სახეს იღებს თითქოს მართლა შელოცვას ამბობდეს. -ამ შელოცვის წარმოთქმა არ შეიძლება. მიუტევებელია!- მეც ვყვები თამაშში და ჯოხს ვართმევ. -ჰერმიონის ჯოხი! ზუსტად ისეთია!-სიხარულისგან მთელ ხმაზე ვყვირი-ახლა გული გამისკდება სიხარულისგან, ნიკააააა! -ეს პირადად მე გავაკეთე- ამაყად ამბობს ჩემი მეგობარი. უი... სულ დამავიწყდა მეთქვა. ნიკა ხელოვანია. გასასვლელთან ჩექმას ვიცვამ და ჯოხს მის ყელში ვათავსებ. -ასე უფრო კომფორტულია.-ახლა თბილ ქურთუკს ვიღებ და გასასვლელად ვემზადები ნიკა რომ მეკითხება: -ლანა სად არის? -სამსახურშია. დღეს გვიან დაბრუნდება.-ვამბობ და ხელში გასაღებს ვიღებ. -მერე არ უნდა გააფრთხილო, რომ კარნავალზე მიდიხარ? -არ გამიშვებს. ღამეაო ასე იტყვის-თვალებს ვატრიალებ უკმაყოფილების ნიშნად.-ვინ მომიტაცებს ერთი გამაგებინა?! -რომ გაიგოს დაგსჯის! -ხო და არ უნდა გაიგოს! მთავარია 12ამდე დავბრუნდეთ! -ჩექმებიანი კონკია.-ბოლო ხმაზე ხარხარებს. -ხო...ხო... ძალიან სასაცილოა! კარებს ვკეტავ და სახლიდან გავდივარ. ლიფტით პირველ სართულზე ჩავდივართ და ტაქსს ველიდებით. დანიშნულების ადგილს მალე ვაღწევთ. ტაქსი ჩერდება და მეც კარს ვაღებ. ნიკა ფულს იხდის და მერე ისიც ჩემთან ერთად დგება. მუსიკებისა და ჟრიამულის ხმა გაჩერებაზეც კი ისმის. -დავაგვიანეთ!-ვამბობ უკმაყოფილოდ აღფრთოვანებული. -გეუბნები ბროლის ფეხსაცმელი და ნიღაბი უნდა მომეტანა შენთვის. და მაგ ჯოხით უნდა მოვფრენილიყავი როგორც ფერია ნათლია! - სიცილს განაგრძობს ნიკა. -არანირი კონკია, დღეს ჰერმიონ გრეინჯერი ვარ!-ვამბობ და დაცვას თავის დაკვრით ვესალმები. -თქვენი ბილეთები.-გვაჩერებს ის. ნიკა ბილეთებს აწვდის და ის-ის არის უნდა შევიდეთ, რომ ისევ გვაჩერებს შავებში ჩაცმული ზორბა კაცი.-ნიღბები აიღეთ! უნიღბოდ ვერ შეგიშვებთ. თავს უხმოდ ვუქნევთ და შიგნით შევდივართ. შესვლისთანავე დახლს ვხედავ სადაც უამრავი ნიღაბია. ქალისა და მამაკაცის ცალკე. შავ დახვეწილ ნიღაბს ვიღებ და სახეს ვიფარავ. ნიკაც შავ ნიღაბს იღებს, სხვა სტილისას. დერეფანს გავდივართ და უფრო და უფრო ვუახლოვდებით ხმაურსა და ჟრიამულს. შუქები ჩამქრალია. მხოლოდ ლაზერებია ირგვლივ. ხმამაღალი მუსიკის გარდა არაფერი ისმის და ახლა უკვე თვალნათლივ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მუსიკაში ჩაძირულები საოცარ მოძრაობებს აკეთებენ. თავიანთ სტიქიაში არიან და ირგვლივ ვერავის ამჩნევენ იმის გარდა ვისაც ეცეკვებიან. უმრავლესობას ნიღაბი მოხსნილი აქვს და ისე აგრძელებს გართობას. დიჯეი შემაღლებულ ადგილას დგას. ხო.... ახლა დროა დარბაზში ჩავიდე! ნაბიჯს წინ ვდგავ და რაღაცას ვედები. აშკარად რაღაც შესაერთებელია. დინამიკების შესაერთებელი დენცქვიტადან ეძრობა და წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებ.მუსიკა წყდება, ჩემი წყალობით. წამიერი სიჩუმე ისადგურებს. თითქოს იქ 300 კაცი სულაც არ იყოს. სრული სიბნელეა და უცბად პროჟექტორს მანათებს ვიღაც. თვალებს ვჭუტავ და დაბნეული ფიქრებში ვიბურდები. ხომ გითხარით ხიფათიანი ვართქო. ჯერ სად ხართ! ახლა ნახეთ დაბდურობა! "ყველა მე მიყურებს! ახლა მთელი 300 წყვილი თვალი ჩემზეა მოჩერებული. რა ბედნიერებაა ნიღაბი, რომ მიკეთია! მადლობა ზორბას! თუ აქედან ცოცხალმა გავაღწიე მადლობას აუცილებლად გადავუხდი! " ვფიქრობ და ნაბიჯს გაუბედავად ვადგამ წინ. მუხლები მიკანკალებს და ორი ნაბიჯი არ მაქვს გადადგმული, რომ რასაც ქვია თავპირისმტვრევით ვეშვები დაბლა. რატომ არ მითხრეს აქ კიბე თუ იყო? უსამართლობაა! ჩემი პირველი კარნავალია და ისიც ასე დაიწყო! კიბეებზე "მოხდენილად" ვეშვები და პირდაპირი მნიშვნელობით ვიღაცას ვეკიდები კისერზე. ის ვიღაცა სწრაფად მიჭერს და შეკავების მიზნით ხელებს წელზე მხვევს. თვალები ერთმანეთზე მაქვს შეწებებული შიშისგან და გულაჩქარებული მთელი ძალით ვეკრობი იმ ვიღაცას."გადავრჩი?! განა მჯერა? ცოცხალი ვარ!" როცა სიტუაციას ვაანალიზებ, თვალებს ვახელ და ცხვირწინ უცნობის სახე მეფეთება. თვალებში ვუყურე. უფროსწორედ იმდენად ახლო მაქვს სახე მიტანილი მის სახესთან, რომ თვალების მეტს ვერაფერს ვხედავ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ დენი დამარტყა. ამას თავში ვგრძნობ. უცნაურია თუმცა მგონია უცნობსაც იმავე შეგრძნება ჰქონდა.ისეთი გამომეტყველებით მიყურებს თავი ბრაზილიურ სერიალში მგონია. ისღა დარჩა ახლა პირი გააღოს და მითხრას იცი მე შენი მამიდა ვარო!შავი თვალები აქვს. ხელები კისრიდან ჩამომაქვს და ვცდილობ მისი ხელებიც წელიდან მოვიშორო. არაფერი რომ არ გამომდის ვეუბნები: - დამსვი!-თუმცა ამას იმდენად ჩუმად ვამბობ, რომ ეჭვი მეპარება ჩემგარდა სხვას გაეგო ეს ამოხავლებული სიტყვა. -ახლავე მომაშორეთ ხელები! -უკვე გარკვევით ვამბობ სიტყვებს. როგორც კი ბგერები მის სასმენ ორგანომდე აღწევენ ფხიზლდება და წამისმეასედში თვალებიც უცოცხლდება. ხელს მიშვებს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იატაკზე ვებერტყები. თავხედი! როგორ გაბედა! ეს როგორ გამიბედა! -ვაიმე, წელი! მგონი დავინვალიდდი.-ვამბობ საწყლად და თავის წამოწევას ვცდილობ. სიჩუმე სიცილში გადადის და ახლა ყველა ჩემზე იცინის. -იდიოტო! ყველაფერი პირდაპირ კი არ უნდა გაიგო!-ახლავე უკვე მისი სახის სხვა ნაკვთებსაც ვხედავ.დიჯეი რაღაცას ამბობს მიკროფონით და მუსიკა ისევ ირთვება. -მითხარი ხელი გამიშვით. მეც ასე მოვიქეცი-ამბობს კმაყოფილი. -კარგად ხარ?-მზერა უცნობიდან ნიკაზე გადამაქვს, რომელიც ჩემს წამოყენებას ცდილობს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და უკან მოუხედავად წინ მივიწევთ. საცეკვაო მოედანს ვცილდები. -რა უბედურებაა! ისე ვერ გამივლია ფეხი რომ არ გადამიბრუნდეს.-ვამბობ უკმაყოფილო. -რა გინდა? ეფექტურად შემოხვედი. ყველამ დაინახა და გაიგო, რომ აქ ხარ-იცინის ნიკოლასი და ცდილობს მეც გამომიკეთოს გუნება. წელის ტკივილს უმნიშვნელოდ ვგრძნობ და აქეთ-იქით ვიხედები. -ბაჩოს ხედავ?-ვეკითხები ნიკს და ირგვლივ ვიყურები. -ვერა. შენ ხედავ თათის?-ახლა ის მეკითხება. -ვერა!-ვამბობ და მაშინვე ბელის კაბაში გამოწყობილ თათიას ვამჩნევ,(ურჩხული და ლამაზმანის დან) რომელიც ცოტა მოშორებით დგას და ვიღაცას ესაუბრება. ხელში ხელოვნური ვარდი უჭირავს. -დავინახე, ნიკოლას!-თათიაზე ვანიშნე და მანაც მაშინვე იქით გაიხედა. აქ ასე ცხელა თუ მე დამცხა? ახლა ვხვდები ნიღბები მოხსნილი რატომ აქვთ! მეც ვიხსნი ნიღაბს და სახეზე მაგიდიდან აღებულ ხელსახოცს ვისვამ.ცოტახანში მუსიკები წყდება და შემაღლებულ ადგილზე, რომელიც სცენად მოიაზრება ერთი გოგო ადის მიკროფონით ხელში. -როგორც ვხედავ ცოტა გახურდით. ახლა კარნავალის სახალისო ნაწილზე გადავდივართ. პირველი თამაშისთვის ძალიან ბევრნი ხართ.ამიტომ კენჭისყრას გთავაზობთ. რიგში ჩადგებით, გოგონები ერთ მწკრივად, ხოლო ბიჭები მეორე მწკრივში მოთავსდებით. სცენასთან ახლოს ორი შუშის ყუთია. თქვენს ბილეთებს დაბლა მარჯვენა კუთხეში ციფრები აწერიათ. ყუთთან პატარა ფურცლები დევს. ფურცელზე თქვენს ციფრს დაწერთ და შემდეგ ყუთში ჩააგდებთ. ბოლოს კი შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევთ 5 წყვილს.თითო გუნდში ორი ადამიანი იქნება. ერთი გოგონა და მეორე ბიჭი. თითოეულ გუნდს დავალებას მოგცემენ და შემდეგ ამ შესრულებულს ჩვენი ჟიური შეაფასებს.- გოგონა იღიმის და ყველანი რიგში ვდგებით. -შენც გინდა თამაში?-მეკითხება ნიკოლასი. -რატომაც არა?! აბა რისთვის მოვედით?-ვამბობ და ნაბიჯს წინ ვდგავ. რადგან ჩემს უკან მდგომებმაც შეძლონ წინ ჩამოწევა. ასე მივიწევ წინ მანამდე სანამ ჩემს ციფრს დავწერ ფურცელზე და ყუთში ვაგდებ. -ესეც ასე!-ამბობს ნიკოლასი.-ნეტავ თუ გამიმართლებს? თუ ასე იქნება მაშინ მინდა მე და თათია ერთად მოვხვდეთ! -ოცნებას კაცი არ მოუკლავს!-ვამბობ და ენას ვუყოთ. -გველო!-ისიც მაჯავრებს. -მეც მიყვარხარ, ნიკა!-ვიცინი. -სანამ კენჭისყრა დამთავრდება მანამდე დასალევი ხომ არ მოვიტანო. -კი რა! ატმის წვენი მინდა!-ვეუბნები და ნიკაც ხალხის მასაში იკარგება. ნიკას საქციელზე მეღიმება. სულ ასე ვართ, არ მახსოვს რამეზე სერიოზულად გვეჩხუბოს. თავს ღიმილით ვატრიალებ და ბედნიერებისგან თვალები შუბლზე კი არა არ ვიცი სად ამდის.წამწამები ზევით მიფრინავენ, როდესაც იმ ადამიანს ვხედავ, რომელსაც მთელი საღამოა ვეძებ. დებილივით მონუსხული ვაშტერდები და ვცდილობ სუნთქვა არ დამავიწყდეს. ჩემგან არც ისე შორს დგას და საუბრობს. ვუყურებ და ვხვდები, რომ შესაძლოა მხოლოდ ამითაც იყო ბედნიერი, როდესაც ხედავ იმ ადამიანის ღიმილს, რომელიც შენზე ასე მოქმედებს.. ნუ... შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ მაინც! -იმ ბიჭს სახეზე რამე უსვია?-მეკითხება უცნობის უკვე ნაცნობი ხმა. და მეც ჩემი ფიქრებიდან და იმ ღრუბლებიდან, რომელზეც ახლახანს დავფრინავდი, დედამიწაზე ვბრუნდები. ვერ ვიტან როცა ფიქრს მაწყვეტინებენ! -ვის გულისხმობ? -"აზრზე არ ვარ" სახეს ვიღებ. -დარტანიანზე გეუბნები!-განგრძობს ის. -მაინც ვერ ჩავწვდი შენი შეკითხვის აზრს! სახეზე რამე უნდა ესვას? -ისე მიშტერებიხარ, ცოტაც და დორბლი წამოვიდოდა!-ამბობს და ხარხარებს. როგორ შეიძლება ასეთ უხეშ, თავხედ და იდიოტ ადამიანს ასეთი კარგი ღიმილი ჰქონდეს? ეს საერთოდ შესაძლებელია? ალბათ, კი! რადგან ახლა სწორედ ამას ვუყურებ. ვაიმე, ანაბელ, რაზე ფიქრობ?! -სანამ ჯამრთელი და საღსალამათი ხარ გამცილდი თორემ...- წინადადებას არ მასრულებინებს და მეუბნება: -თორემ რა,ჯადოქარო? საკუთარი ჯოხისთვისაც კი ვერ მოგივლია-მეუბნება და ცხვირთან ჩემს ხის ჯოხს მიფრიალებს.მგონი კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ დაბდურა ვარ ხომ? -მომეცი-ვეუბნები და ჯოხს ვართმევ. -ესეც ასე ახლა შევარჩიოთ წყვილები!-ისმის გოგონას ხმა დინამიკებიდან.-და ჩვენი თამაშის პირველი წყვილია ნომრები გოგონებისგან 73-ე და ბიჭებიდან კი, 69. ჩემს ბილეთს დავყურებ და შემდეგ ხმამაღლა ვამბობ. -გამიმართლა! ნეტავ ჩემი პარტნიორი ვინაა?-და უცნობს ვუყურებ. -ახლა სწორედ მას უყურებ-ამბობს და წარბებს მიამიტურად ათამაშებს. -მაჩვენე!-არ მჯერა რომ ახლახანს სამყარომ დამცინა.ბილეთს კლანჭებით ვაფრინდები და ნომრის სისწორეში ვრწმუნდები. ქალი მიკროფონში ჩვენს ნომრებს კიდევ ერთხელ ჩაჰყვირის და სცენაზე ასასვლელად გვიხმობს. -წავიდეთ!-მეუბნება უცნობი. თვალებს ნიკოლასს ვკიდებ, რომელიც ახლახანს მოგვიახლოვდა. -ნიკა!-საცოდავად ვხახივარ, თითქოს ვიღაცას სასაკლაოზე მივყავარ. ნიკოლასიც დაბნეული თვალებით შემოგვცქერის. წინადადების დამთავრებას აზრი არ აქვს, რადგან უკვე მისი აზრი ნათლად ჩანს. მე დახმარებას ვითხოვ. ჩემს მეწყვილეს ისევ ეცინება ჩემს რეაქციაზე და მიმეორებს: -წამოდი!-ხელს ხელზე მკიდებს და სცენისკენ მივყავარ. -გამიშვი!-უკვე ვიღრინები და ხელს ვინთავისუფლებ.კისრისმოტეხვას გადაგარჩინე და მადლობის გადახდის მაგივრად მთელი ეს დრო მიღრენ. უცნაური ხარ! -თვალებს ვატრიალებ და სცენაზე ავდივარ. ხალხი ტაშით და ყვირილით გვეგებება. -ესეც ასე! ჩვენი თამაშის პირველი წყვილიც სცენაზეა. ახლა გვითხარით თქვენი სახელები და შემდეგ კი ის თუ დღეს ვის განასახიერებთ?-მიკროფონს ჯერ ჩემკენ იშვერს. -ჩემი სახელია ანაბელი.-ვამბობ ენის ბორძიკით.-კოსტიუმი კი ჰერმიონ გრეინჯერის მაცვია. -ალექსანდრე. კაპიტან კაუჭას ვანსახიერებ-ამბობს უჩვეულო ხმის ტემბრით. -შესანიშნავია.-ჩაჰყვირის მიკროფონს კრუელას კოსტიუმში გამოწყობილი და განაგრძობს-ჰერმიონის გონიერება და კაუჭას სიეშმაკე. ვნახოთ რით გაგვაოცებს ეს წყვილი.ან იქნებ ისევე დაასრულონ თამაში როგორც ანაბელმა დაასრულა კიბეებთან-ამბობს და იცინის-ის ხომ დაეცა! მიყუჩებული დარბაზის გამხიარულებას ცდილობს და გამოსდის კიდეც. ამ სიტყვებზე ვბრაზობ! გაუზრდელი! ვფიქრობ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სხეულში სისხლის ნაცვლად ტალღები მოძრაობენ და ხმაურით ეხეთქებიან არტერიის კედლებს. ამ დროს შენობაში შუქი ციმციმს იწყებს, მეც ყურადღება ამაზე გადამაქვს და ბრაზიც მიქრება. ნათურები ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან.ალექსანდრეს მზერას ვიჭერ, რომელიც ჩემზეა მომართული და ახლა უკვე მობეზრებით ვეკითხები: -ახლა რაღა გინდა? -არაფერი-ჩუმად ამბობს და მზერა კრუელას გადააქვს. მისი ასეთი პასუხი მეუცნაურა. საკრაზმი სად გაქრა? წამყვანი დანარჩენ 3 წყვილსაც ასახელებს. -ხოლო პატივსაცემ ჟიურიში სხედან: ბატონი გიორგი ლიპარტაშვილი, ქალბატონი თინა ლობჟანიძე და ბატონი თამაზ სულაბერიძე. წესები ასეთია გაქვთ რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ მოიფიქროთ რას გააკეთებთ და რით გააოცებთჟიურის წევრებს. არჩევანში შეზღუდულები არ ხართ! შეგიძლიათ იცეკვოთ, იმღეროთ, ანეგდოტები თქვათ. მთავარია შთაბეჭდილება მოახდინოთ ჟიურიზე. გამარჯვებული საჩუქრად უფასო აბონიმეტს მიიღებს თბილისი მოლის ნებისმიერ მაღაზიაში. ესეც ასე! წამზომი ჩაირთო. - აბა, ბელს რა არის შენი ფარული ნიჭი?-მეკითხება ისეთი ინტონაციით თითქოს კარგი ძმაკაცები ვიყოთ. ბელს? ვინ მისცა ამას ჩემი სახელის შემოკლებით უფლება? -ანაბელი.-ვუსწორებ და ვეუბნები-რა ფარული ნიჭი? არ შეიძლება უბრალოდ ვიმღეროთ ან ვიცეკვოთ? -ძალიან ბანალური იქნება. ჩვენ კი რამე ორიგინალური და არაორდინალური გვინდა.-ოჰ გამომივიდა იდეების გენერატორი. კრეატიულობის მამა! -არ ვიცი რა გითხრა! ამმ... ცხოველებს ვუგებ კარგად. მაგრამ აქ ვის ეყოლება ცხოველი?-კმაყოფილი მიყურებს და თვალს ჟიურის მაგიდისკენ აპარებს. მეც იქით ვიხედები და უკვე მთელი კმაყოფილებით ვამბობ: -შენ რა გგონია ის ქალი თავის ლეკვს გათხოვებს?-პასუხს არ მცემს მხოლოდ თვალებში მიყურებს რამდენიმე წამის განმავლობაში ღიმილით და მერე ჟიურის მაგიდისკენ მიიწევს. თვალს არ ვაშორებ და ჩემს აზრში დარწმუნებული ველი როდის გამობრუნდება ალექსანდრე იმედგაცრუებული და უკმაყოფილო სახით..ალექსანდრე ჩემგან ზურგით დგას, მაგრამ იმ ქალბატონის სახეს მშვენივრად ვხედავ. სადღაც 21 წლის იქნება თუ ნაკლები არა. გვერდში ჩიხუახუას ჯიშის ლეკვი ჰყავს. საუბარს იწყებენ და ის გოგოც ღიმილით პასუხობს. მერე პირზე ხელს იფარებს და კეკლუცურად იცინის. საუბარს აგრძელებენ და მერე ალექსანდრე ბრუნდება და ჩემზე ანიშნებს რაღაცას. გოგონაც თვალებში უყურებს ვაჟბატონს და ცოტახანში ლეკვს აწვდის.მაგრამ მას კი არა მე მიცრუვდება იმედი, როდესაც სცენისკენ მომავალ ალექსანდრეს ვხედავ, რომელსაც ხელში ის თეთრი არსება უჭირავს და ბედნიერი სახით მოემართება სცენისკენ. თან თვალებში მიყურებს.-ასეთი რა უთხარი? -შენით ვერ მიხვდები? -აბა ვნახოთ! თავში მხოლოდ 2 რამ მომდის. ან თავი შეაცოდე ან მოაბეზრე. ალბათ, უფრო მეორე. ეგ უკანასკნელი ხომ შენი მოწოდებაა! -ცდები, ჩემს შარმს ვერ გაუძლო-მეუბნება თვითკმაყოფილი სახით. პირს ვაღებ, რომ რამე გველური ვუთხრა, მაგრამ ვინ დაგაცდის გართობას? კრუელას ისევ ჩაჰყვირის მიკროფონს. მემგონი აქედან პირდაპირ ყურის ექიმთან მომიწევს წასვლა! წამყვანი სათითაოდ ასახელებს წყვილების სახელებს თავიდან და შემდეგ ამბობს ვინ როგორ აპირებს ჟიურის გაოცებას. მერე კი ნახევარ საათს გვაძლევენ ჩვენი ნომრის დასამუშავებლად და ცალკე ადგილებს გვაძლევენ რათა ხელი არ შეგვეშალოს. ალექსანდრე ლეკვს მაწვდის და მეც თავზე ხელს ვუსვამ თეთრი ბეწვზე. -გამარჯობა! პატარა.-ვეუბნები და თვალებში ვუყურებ ცხოველს. -თინამ თქვა ძალიან ჭირვეულია და არავის ემორჩილებაო. მასთან საერთო ენა რომ გამონახო მეეჭვება.-მეუბნება და სავარძელში კომფორტულად თავსდება. -რა ჰქვია?-ისე ვეკითხები რომ ძაღლს თვალს არ ვაშორებდი და თავზე ვეფერები. -თინა-მეუბნება და იღიმის. -ლეკვზე გეკითხები, იდიოტო! -არ ვიცი! მოიცადე ახლავე გავიგებ-მეუბნება და მობილურს იღებს. სენსორზე თითს ასრიალებს და ყურთან მიაქვს. ცოტა მოშორებით გადის და საუბარს იწყებს. არა!არ მჯერა! ვითომ ახლა ამან ნომრის გამორთმევაც მოასწრო?! შანსი არაა! ვფიქრობ და ოთახიდან ჩუმად გავდივარ. კულისებიდან ვიპარები და ჟურის მაგიდისკენ ვიხედები. ქალბატონი მართლაც მობილურზე საუბრობს. ვითომ ალექსანდრეს ესაუბრება? არა?! თუ კი? ანდა ჩემთის რა მნიშვნელობა აქვს? ვისაც უნდა იმას ესაუბროს! ჯიუტად ვამბობ და ოთახში ფეხაკრეფით ვბრუნდები. -ლილი ჰქვია-მეუბნება და მობილურს ჯიბეში იბრუნებს. -ესეიგი ლილი...-მოშორებით ვდგები და ვეძახი-ლილი... ლილი, მოდი ჩემთან პატარა!-ლეკვი მიყურებს და არც კი ტოკდება. -ლილი!-ისევ ვუმეორებ, მაგრამ უშედეგოდ. ვაჟბატონი ფხუკუნებს. მას ყურადღებას არ ვაქცევდა ლეკვს მაკვირდები. ყელზე საგულდაგულოდ შეკრულ ბაბთას იწვალებს და კრუსუნებს.მას ვუახლოვდები და ვეუბნები. -დაგღალა არა ბაბთებმა და მოსართავებმა?! პატრონის ერთული ძაღლი ხარ, მაგრამ არ გაფასებენ? ჭირვეულს გეძახიან ხომ ასეა?-ვეკითხები და თავზე ხელს ვუსვამ. ბაბთას ვაძრობ. -არადა როგორი კარგი ძაღლი ხარ!-ვამბობ და ლეკვი კუდის ქიცინს იწყებს. -მართალია, ასეთი ხარ!-ვამატებ და ახლა უკვე ვშორდები ლეკვს. -აბა, ლილი, მოდი ჩემთან! ლეკვი ერთხანს მიყურებს და მერე მხიარული ყეფით მორბის ჩემკენ. როგორც კი მიახლოვდება მაშინვე ვეუბნები: -გაჩერდი! კარგი გოგო ხარ!ახლა დაჯექი! ყოჩაღ!თათი მომეცი!-ასე ვაგრძელებ ლეკვის გაწვრთნას და ნომერსაც ვამუშავებთ. დრო რომ იწურება ოთახიდან გავდივართ და ალექსანდრე მეუბნება: -მართლაც კარგად გამოგდის. არ უნდა დამეცინა! შეჯიბრზე ერთი გუნდი მღერის, მეორე ცეკვავს, მესამე კიდევ რაღაც თეატრალურ დადგმას უჩვენებს ჟიურის. ბოლოს კი ჩვენ ვემზადებით და ლილიც იმას აკეთებს რასაც ვეუბნები. ბოლოს კი ლეკვის ცარცის ფხვნილით სავსე თასს ვუდგავ. თათს შიგნით ყოფს და დაფასთან ჩვენს გრაფას (გაგვიმართლა, რომ ჩვენ ბოლოს დაგვწერეს) თათს ადებს და ერთხელ ყეფს. ხალხი ტაშს უკრავს და უკვე ნათელია ვინც მოიგებს კონკურსს. ხო ასე და ამგვარად მოვიგეთ აბონიმენტი! სცენიდან ჩამოვდივართ და ნიკოლასი გვეგებება. -ანაბელ, თითქმის თერთმეტი საათია! დროა სახლში წაგიყვანო! -კარგი წავიდეთ-ვეუბნები. -ასე ადრე რატომ მიდიხართ, წვეულება საათამდე იქნება?-გვეკითხება ალექანდრე. -სახლში დროზე თუ არ დავაბრუნე გოგრად გადაიქცევა-იცინის ნიკა. -და როდის უნდა შევხვდეთ?-ახლა მე მიყურებს ვაჟბატონ. -მოიცადე, შეხვედრას შეგპირდი და მე არ მახსოვს?-ცინიკურად ვპასუხობ და თვალს თვალში ვუყრი. -არც მე ვარ აღფრთოვანებული იმით, რომ შენს სახეს კიდევ დავინახავ, მაგრამ აბონიმენტი ერთია და სხვაგვარად ვერ გავიყოფთ თუ სავაჭრო ცენტრში არ წავალთ.-რაო? რა მითხრა? ეს როგო გამიბედა? დამაცადოს, ვანანებ! თაბ გასასვლელისკენ მივდივართ და ისე ვსაუბრობთ. გასასვლელთან ვარდების ბაღია. იხრება და ერთ წყვეტს: -აუ!-ვამბობ და ხელით ფეხს ვიზელ. -რა მოხდა?-მეკითხება ნიკა. -არ ვიცი! ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცამ ფეხზე მიჩმიტა. კარგ დაივიწყე-ვამბობ და ახლა ალექსანდრეს ვუბრინდები. -ვარდები არ მიყვარს!-ვამბობ და ცინიკურად ვიცინი. -ვინ გითხრა, რომ ეს შენთისაა? -უი არ ვიცოდი არატრადიციული ორიენტაციის თუ იყავი! სამწუხარდ, ნიკოლასს ქალები იზიდავს, შენსავით ავადმყოფი არ არის!-ვსისინებ გველივით და ყველაფერს ვამბობ რაც კი თავში მომდის. -ჩემდასაბედნიეროდ ეს თინასთვისაა, ბელსს! ხვალ 4 საათზე თბილისი მოლში შეგხვდები და მოგებულს გაგიყოფ.-მეუბნება და ტრიალდება. უკან შედის. რადგან შენ ამბობ! აბა რა მოვალ!შენ შეგატოვებ ზუსტად ჩემს მოგებულს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.