შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

with(out) you (X თავი) დასასრული


25-08-2017, 21:07
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 3 265

მოლოდინი და იმედი უცვლელი რჩებოდა. ლინდა ისევ თორნიკეს ელოდებოდა რათა მათ ურთიერთობაში მამაკაცსაც გადაედგა მტკიცე ნაბიჯი უკეთესობისკენ. თვითონ კი იმდენჯერ სცადა და იაქტიურა, რომ ახლა ამ ყველაფრისგან დაღლილი ერთიანად მოლოდინის რეჟიმში გადაერთო. ცხოვრობდნენ ერთ სახლში, იყვნენ ერთი ოჯახი სხვების თვალწინ, მაგრამ ყველაზე კარგად სწორედ მათ იცოდნენ, თუ რაოდენ ყალბი იყო ეს ყოველივე. თორნიკე ისევ სხვა ოთახში იძინებდა. ერთმანეთს მხოლოდ საქმესთან და ძალზე წვრილმან, ადამიანურ საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრებოდნენ. თორნიკემ მეორე დღიდანვე საქმეების მოგვარება და საბუთების მომზადება დაიწყო. ლინდაც თავით გადაეშვა მცირედი დეტალების დაგეგმვაში და მთელ დღეს თითქმის ოფისში ატარებდა. მისი გემოვნებით შეარჩიეს ოფისის ინტერიერი, კედლის ფერები, დამატებითი ავეჯი. გოგონა ყველაფერს დაკვირვებითა და დიდი სიფრთხილით არჩევდა. ძალიან სურდა სანდროსთვის რაც შეიძლება დიდი დახმარება გაეწია, თან ამავდროულად სიამოვნებდა ეს პროცესი. განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ თორნიკე მთელ დღეს თითქმის მის გვერდით ატარებდა. ეს მათი პირველი საერთო საქმე იყო, რომელსაც დიდი რუდუნებით ასრულებდა. დროდადრო თამაზიც სტუმრობდა შვილის ახალ ოფისს და გარკვეულ რჩევასაც აძლევდა, დავითი კი უკვე პოტენციური კლიენტების მოძიებით იყო დაკავებული.

-არა რაა... ასე ვერ გავქაჩავთ. სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ ვინმე მდივანი. - ამოიოხრა დაღლილმა თორნიკემ, რომელმაც ძლივს იპოვა დრო რათა სკამზე ცოტა ხნით მაინც ჩამომჯდარიყო.
-კი მაგრამ ამდენი ფული არ გვაქვს..
-აბა ჩვენ მარტო ყველფერს ვერ გავწვდებით და ერთი მდივანი რა გახდა.
-მე ვიმუშავებ. - წამოიძახა უცებ ახალი იდეისგან აღტაცებულმა ლინდამ, რომელსაც იქვე შემთხვევით შეევლო და ქმრისა და მისი ორი მეგობრის საუბარს ყურადღებით უსმენდა.
-შენ? კარგი რაა.
-რატომაც არა. თან საკმაო გამოცდილება მაქვს, თუ აღარ გახსოვს, შეგახსენებ, რომ დავითის მდივანი ვიყავით, ეს კომპანია კი თქვენია და თან ფულსაც დავზოგავთ. სად იპოვით ისეთ მდივანს, უფასოდ რომ იმუშავებს? - წარბები აწკიპა გოგონამ.
-არ ვიცი. შენ ნამდვილად გინდა ეს?
-რატომაც არა. - მხრები აიჩეჩა ლინდამ.
-კარგი. იყოს ასე.
-მშვენიერია. - ტაში შემოჰკრა. - ესე იგი პრობლემაც მოგვარდა. - ხვალ პირველი პროცესია არა დავით?
-კი, რა იყო?
-აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ თქვენი პირველი წარმატება. დარწმუნებული ვარ მოიგებ. მე ლანას დაველაპარაკები და ერთად დავგეგმავთ ყველაფერს. თამ კომპანიის დაარსებაც არ გვიზეიმია.
-კარგი... ოღონდ ყველაფერს თქვენ მიხედავთ მაშინ. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს.
-დახმარებას არც მოველოდი. -ცხვირი აიბზუა ლინდამ და იქაურობა დატოვა.

ყველანი ემზადებოდნენ თავიანთი პირველი წარმატების აღსანიშნავად. გადაწყვტეს ქალაქის ერთ-ერთ მყუდრო და ლამაზ კაფეში აღენიშნათ. ლინდა დილიდანვე მზადებაში იყო. ძლივს აარჩია კაბა რა უნდა ჩაეცვა, შემდეგ ვარცხნილობა და მაკიაჟი. კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ. ბოლოს კი გარეთ გავიდა და თორნიკესაც შეატყობინა, რომ უკვე წასვლის დრო იყო. მამაკაცმა ოდნავ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და გოგონას წინ გაუძღვა.

კაფეში ძირითადად მათი ძალიან ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები შეკრებილიყვნენ. მხიარულად აღნიშნეს პირველი საქმის წარმატებით დამთავრება და მომავალშიც წინსვლა უსურვეს მათ ახლად დაარსებულ ფირმას, რომელიც ჯერ-ჯერობით ძირითადად სამი ადამიანისგან შედგებოდა. თორნიკეს, დავითისა და მათი ძველი ნაცნობის, ასევე ადვოკატი ნიკასგან.
-ლინდა - გაისმა პატარა ნიაკოს ხმა, რომელმაც გოგონასთან მოირბინა და კალთაზე დაეჯაჯგურა.
-რა მოხდა პატარა ანგელოზო? - ჰკითხა თორნიკემ და გოგონას წინ დაიხარა.
-შენ და ლინდა ჩვენთან რატომ არ ცხოვრობთ? სულ არ გახსოვართ. დედიკომ თქვა ორივემ ის მიიღო რაც დაიმსახურაო და კიდევ რაღაც თქვა. არ მახსოვს.
-დედიკოს ნუ უსმენ მერე შენ. მე და ლინდა დროებით სხვაგან გადავედით, ასე იყო საჭირო. მაგრამ იცოდე შენ სულ მახსოვხარ, მეც და ლინდასაც, იმიტომ რომ ჩემი სიცოცხლე ხარ. - გოგონას ძლიერად დაუკოცნა ლოყები, შემდეგ კი გაუშვა. ოდნავ მოშვებული წვერისგან შეწუხენლმა ნიაკომ სახე დაჭყანა და მაშინვე ბებოსკენ გაიქცა. წყვილმა კი ღიმილით გააყოლა თვალი.
ის საღამო ჩვეულებრივ დასრულდა და რუტინული დღეებიც ერთმნაეთს მიეწყო.
სამუშაო დღე დამთავრდა, მაგრამ ლინდას ცოტა ხანს შეყოვნება მოუწია. ოფისიდან გამომავალ გოგონას გარეთ თორნიკე დახვდა.
-აქ რას აკეთებ?
-რაღაც პატარა საქმე მქონდა და დავბრუნდი, თან შენც წაგიყვან ბარემ სახლში.
-კარგი მაშინ ქვემოთ დაგელოდები. - გაუღიმე გოგონამ და იქვე კედელს მიეყრდნო.
ხუთიოდე წუთში მამაკაცი ისევ გამოჩნდა.
-არ გინდა გავისეირნოთ?
მოულოდნელმა შეთავაზებამ ლინდა ოდნავ გააკვირვა. ეჭვით დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და მამაკაცს გვერდით მიჰყვა.


საღამოს ხალხი მნიშვნელოვნად შეთხელდა. აქა-იქ თუ შემორჩენილიყვნენ მოსეირნე წყვილები.
-დაიღალე არა?
-ძალიან. შენ?
-მეც.
-ხვალიდან ასეთი გადატვირთული დღე აღარ იქნება, მაგრამ იმედია მაინც არ გვექნება კლიენტაბის ნაკლებობა.
-არ გშია?
-ცოტა.
-მოდი მაშინ აქ შევიდეთ. -იქვე ქუჩის კუთხეში მდებარე პატარა, მყუდრო კაფისკენ მიუთითა და მისკენ გაემართა. კარი შეაღო და ადგილიც დაიკავეს. მათკენ მაშინვე გამოემართა ჩვეულებრივ ფორმაში გამოწყობილი ოფიციანტი და მენიუ მიართვა. თორნიკემ მსუბუქი ვახშამი შეუკვეთა შემდეგ კი ისევ ლინდას მიუბრუნდა - მთელი დღეა არაფერი გიჭამია.
-არც შენ. და კიდევ, ასეთი გამხდარი არ მომწონხარ. ცოტა უნდა მოიმატო. - გაუღიმა გოგონამ. - ადრე უფრო კარგ ფორმაში იყავი.
-ადრე ბევრი რამ სხვანაირად იყო.
მაგიდასთან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ათიოდე წუთში გამზადებული შეკვეთა მოიტანეს. საღამო მშვიდი და სასიამოვნო იყო. კაფეში გემოვნებიანი მუსიკა ისმოდა.
-ძალიან ბევრი იშრომე ამ დღეებში. ამდენი მეც არ გამიკეთებია. - წამოიწყო ისევ მამაკაცმა.
-ისეთი არაფერი გამიკეთებია, თან შენს გარეშე... თქვენს გარეშე არც ის ოფისი იქნებოდა და არც უკეთესი მომავლის იმედი. ასე რომ საკუთარი თავის მადლობელი უნდა იყო.
-მაგრამ ფაქტია, ფასდაუდებელი დახმარება გამიწიე.
-აზვიადებ.
-მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს! - წითელი ღვინით სავსე ბოკალი ასწია მამაკაცმა.
-გაგვიმარჯოს! - იგივე ჟესტით უპასუხა ლინდამაც და ნელა მოსვა რამდენიმე ყლუპი. ღვინო საოცრად არომატული და გემრიელი ჩანდა. ისე ჩაათავეს რამოდენიმე ბოკალი, თავადაც ვერ მიხვდნენ. ამასობაში კი კაფეც დაიცალა.
-არ გინდა წავიდეთ?
-წავიდეთ. უკვე გვიანია.
მამაკაცმა ანგარიში გადაიხადა, ლინდა სკამიდან მოხდენილად წამოაყენა, გვერდით ამოუდგა და მანქანისკენ გაეშურა ნელი ნაბჯით. ჯერ გოგონა ჩააჯინა, შემდეგ თავადაც დაიკავა მძღოლის ადგილი, დაქოქა და სახლისკენ გაემართნენ.
-საჭესთან მთვრალი ზიხარ. - შეახსენა ლინდამ.
-მთვრალი არა, ნასვამი. თან მანქანას შესანიშნავად ვატარებ თუ ხედავ. ვიცი რომ არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ვიღაცამ დღეს მაიძულა რომ დამელია.
-მე არაფერი მიიძულებია შენთვის! - წარბები შეკრა გოგონამ და თვალებმოწკურულმა გახედა.
-სამაგიეროდ შემომთავაზე და მეც მუღამი ვერ გაგიტეხე.
- მერე უარი გეთქვა თავიდანვე თუ არ გინდოა, ახლა მე რომ მაბრალებ.
-კარგი ვხუმრობ. - გაეღიმა მამაკაცს.
მანქანა სადარბაზოს წინ დააყენა და გარეთ გადავიდა, ლინდაც უკან მიჰყვა და ნელა აუყვნენ სადარბაზოს კიბეებს.
-შუქი რატომ არ ინთება? ვერაფერს ვხედავ. - აწუწუნდა გოგონა.
-ალბათ ისევ გაფუჭდა.
ძლივს იპოვა ჩანთაში მიმალული გასაღები მობილურის შუქზე და კარი შეაღო. ჩანთა და ფეხსაცმელები იქვე მისაღებში დაყარა და დივანზე დაღლილი მიესვენა. მამაკაციც გვერდით მიუჯდა და ხელები საზურგეზე შემოაწყო.
-ასე როდემდე გაგრძელდება? - უცებ დაიწყო ლინდამ.
-რა?
-მეგონა მაპატიე... - თვალები ფანჯრის მინისკენ გაეშეშებინა, რომლის მიღმაც, სადღაც შორს ელვა გაკრთა.
-მე გაპატიე.
-არა, ეს პატიება არ არის. ყურადღებას არ მაქცევ, თითქოს მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდეს.- კიდევ გაიელვა და უცებ მთელი სახლი ჩაბნელდა
-დენი წავიდა.
-მშვენივრად ვხედავ! - იყვირა ნერვებმოშლილმა ლინდამ. - და შენ ახლა თემის გადატანას ცდილობ. მითხარი ვინ ვარ შენთვის? შენი ცოლი? ცოლი რომლის გვერდით არც კი გძინავს? ცოლი, რომელსაც არ კოცნი და ეფერები? რომლის ბედიც არ გაინტერესებს? შენ უბრალოდ აღარ გიყვარვარ. - ამოისრუტუნა ცრემლმორეულმა. - და ჩემს გვერდით ყოფნა მხოლოდ იმის იმიტაციაა, თუ რა სურგრძელი ხარ და როგორ შეგიძლია პატიება. - სინამდვიელში კი აღარ გიყვარვარ... ასეა არა? - გაუჩერებლად ტიროდა, და თან დროდადრო ხმამაღლა სლუკუნებდა -.. მე კი ... მე მართლა მი... მიყვარხარ... - სვენებ-სვენებით ამბობდა და ხელებს მთელ სახეზე ისმევდა ცრემლაბის მოსაწმენდად და მათ შესაკავებლად. თითქოს რაღაც მძიმე ბურთი გაჭედვოდა ყელში და საშინლად ტკენდა... ამ ტკივილისგან გასანთავისუფლებელ ერთადერთ გზას კი თითქოს სიმართლის თქმა წარმოადგენდა. - თავიდან.. თავიდან მართ.. მართლა ვერ გიტანდი... და ანგგარების გამო..გამოგყევი ცოლად - კვლავ განაგრძობდა სლუკუნს - მაგრამ მერე... იმ დღეს... იმ დღეს შენი თვალები რომ დავინახე... როგორ მიყურებდი... ისე გტკიოდა, მეც მეტკინა... მივხვდი რომ მართლა...მართლა ვგრძნობდი შენს მიმართ რაღაცას... ახლა გეუბნევი რომ.. მიყვარხარ. ცრემელბდანამული სახე ახლოს მოუტანა და თვალებში ჩააცქერდა, რომელიც ძლივს ჩანდა გარედან შემომავალ მკრთალ შუქზე. მაშინვე იგრძნო ოდნავ მძაფრი ალკოჰოლის სუნი. თორნიკემ კიდევ უფო ახლოს მიუტანა თავი და შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად, მთელი ვნებით დაეტაკა ტუჩებზე. რა გრძნობა იყო ეს? ვერცერთი ვერ აღწერდა სრულყოფილად. იყო მათ კოცნაში რაღაც ტკივილის, რაღაც მონატრების, რაღაც პატიების ნარევი. მამაკაცმა წელზე მოხვია ხელი და ლინდა უკვე მის მუხლებზე აღმოჩნდა. გოგონაც მთელი ვნებით კოცნიდა და ეხვეოდა მამაკაცს. თითქოს ცდილობდა რაც შეიძლება ღრმად შეესრუტა მისი სურნელი, კარგად დაემახსოვრებინა მისი ალერსი...მამაკაცმა ნელა გადააწვინა დივანზე და მაშინვე ზემოდან მოექცა. ნელა უკოცნიდა სახეს, ყელს, მხრებს, მკერდს, ნელ-ნელა ჩაუყვა გოგონას სხეულს. ცდილობდა ეს წამები უფრო მეტად გაეხანგრძლივებინა, რათა თვვების განმავლობაში დაგროვილი მონატრება აენაზღაურებინა. გოგონაც თვალებმინაბული მხოლოდ თორნიკეს სახელს ჩურჩულებდა. მთელი მათი ქორწინების განმავლობაში არცერთხელ არ განუცდია ასეთი სიამოვნება, აღმაფრენა. გული გაასმაგებული ძალით უძგერდა ლინდა ხელებით ძლიერად ჩასჭიდებოდა თორნიკეს მხრებს და ცდილობდა რაც შეიძელოდა ახლოს ყოფილიყო მამაკაცთან. ადრე სექსი მისთვის მხოლოდ იძულებითი ვალდებულება და წამიერი სიამოვნება იყო, ახლა კი ვნებების მთელი კორიანტელი, რადგან გრძნობდა, რომ ეს კაცი ერთადერთი იყო ამ უზარმაზარ სამყაროში, ვინც უყვარდა და ვისაც უყვარდა... მამაკაცმა სწრაფად შემოაძარცვა კაბა და მის წინ ნახევრად შიშველ, თვალებამღვრეულ გოგონას ზემოდან დააცქერდა.
-ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილხარ, ასეთი კარგი... და ასე არასდროს მყვარებიხარ. - ამოიჩურჩულა ჩახრინწული ხმით და ისევ ნაზად განაგრძო გოგონას ალერსი. მალე კი ორივე მათგანი სრულიად შიშველი, ნათლად გრძნობდა, თუ რას ნიშნავს ერთ სულ და ერთ ხორც.
-მიყვარხარ. - ამოიჩურჩულა ლინდამ და დაღლილი მიესვენა მამაკაცის მკერდს. დაიფიცებდა, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა, ასე სრულყოფილად თავი არასდროს უგრძვნია. გახშირებული სუნთქვა ჩაწყნარდა, გახურებული სხეულები გაგრილდა, მაგრამ მათი გულები მაინც აგრძელებდა ერთ რიტმში ცემას. გარეთ ელვა იყო... ჭექა-ქუხილი, კოკისპირული წვიმა. დროდადრო გამკრთალი ელვა წამიერად გაანათებდა ერთმანეთზე აკრულ შიშველ სხეულებს. გოგონას მალევე ჩაეძინა, მშვიდი, ტკბილი ძილით. მამაკაცსაც.

უცნაური, სასიამოვნო სურნელი ეცა დილით, უცებ მომაბეზრებელი სინათლეც იგრძო და თავი შეაბრუნა. დაღლილობას გრძნობდა და მთელს სხეულში საშინლად ტეხდა. ძალიან ეზარებოდა ახლა გამოფხიზლება და საწოლიდან ადგომა. შემდეგ გააანალიზა, რომ საწოლზე არ იყო და თავიც სხვის კისერში ჰქონდა ჩერგული. თავს ძალა დაატანა და გამოფხიზლებისკენ უბიძგა. ძლივს გაახილა თვალები და თორნიკეს სახეს მიაჩერდა. უცებ აღუდგა გონებაში წუხანდელი ფაქტები და ბედნიერად გაეღიმა. ხელი ნაზად ჩამოუსვა მამაკაცს სახეზე და მისი ნაკვთების მოხაზვა დაიწყო.
-ნუ მაიმუნობ!. - მოესმა ხმა. შემდეგ კი მამაკაცის სახეზე ღიმილი გაკრთა. გოგონას ხელზე ნაზად მიაკრო ტუჩები და თვალები გაახილა. უყურებდა ლინდა სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე თვალებს და თვითონაც იგივეს გასცემდა მზერით, რასაც იღებდა.
-ძალიან მიყვარხარ. - თავისდაუნებურად აღმოხდა.
-ვიცი. მაგრამ ახლა მგონი ადგომის დროა. ათი ხდება უკვე.
-ჯანდაბა! - უცებ წამოიძაცა გოგონამ და წამოვარდა, შემდეგ გააანალიზა, რომ ორივე სრულიად შიშვლები იყვნენ და ხელებაფარებული დივნის საზურგეს მიეფარა.
-თითქოს არ მქონდეს რამე ნანახი, თან რამდენჯერ ვინ მოსთვლის. - გადაიხარხარა მამაკაცმა.
-ასე არა? - იკითხა წარბაწეულმა გოგონამ. სრულიად შიშველი წამოდგა და ტანის რხევით გაემართა თავისი ოთახისკენ. მამაკაცმაც კარგა ხანს გააყოლა ვნებით აღსავსე მზერა, სანამ კარის უკან არ მიიმალა. სწრაფად მოემზადა გოგონა, შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გადაიცვა და სამზარეულოში გავიდა. მაშინვე გემრიელი სუნი ეცა.
-რას აკეთებ? - უკნიდან აეკრო მამაკაცს.
-კვერცხს ვწვავ. ერთხელ მეც ხომ უნდა გავამზადო საუზმე. მაგრამ გაითვალისწინე, ამის გარდა არაფერი არ ვიცი.
-დარწმუნებული ვარ ძალიან მომეწონება. - თითის წვერებზე აიწია გოგონა, წამიერად აკოცა და მაგიდასთან ადგილი დაიკავა. -აბა ვნახოთ როგორია? - ცოტაოდენი აიღო ჩანგლით და პირისკენ გააქანა. - ძალიან გემრიელია. - ამოთქვა ძლივს დამანჭული სახით.
-ასეთი საშინელია? - შეცბინებულმა ჰკითხა თორნიკე.
-მეორეჯერ არანაირი საჭმლის გაკეთება არ სცადო კარგი? მგონი ხუთი კოვზი მარილი მაინც ექნება.
მამაკაცმა დაეჭვებულმა გასინჯა ხოტაოდენი ტაფამწვარი და თავადაც საშინლად დაემანჭა სახე. თეფშს ხელი დაავლო და ნაგვის ურნაში გადაუძახა.
-არა უშავს, დღეს კაფეში ვჭამოთ კარგი? ხვალ კი მე მოვამზადებ საუზმეს. -ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონა და წელზე ხელები მოხვია შემდეგ კი მამაკაცს მთელი ვნებით აკოცა.
-დღეს ცოტა გვიან მოვალ ოფისში. იქამდე სასამართლოში უნდა გავიარო და რაღაცეები მოვაგვარო.
-ყველაფერი რიგზეა? - შეშინებულმა იკითხა გოგონამ.
-კი, როგორ არა. უბრალოდ რაღაც ფორმალური საკითხებია. მალე მოვალ გპირდები. - მოწყვეტით აკოცა გოგონას და თავისი ოთახისკენ გაემართა. - უნდა გავემზადო. ნუ დამელოდები! - მიაძახა ბოლოს.
გოგონამ კარგიო უთხრა და სახლი დატოვა. გარეთ აგვისტოს მცხუნვარე მზე ანათებდა, ამისდამიუხედავად ქუჩები სავსე იყო.ყველა სადღაც მიიჩქაროდა... ყველა ღიმილიანი და ბედნიერი იყო... ლინდაც ბედნიერი, იმედით აღსავსე მიაბიჯებდა ხალხში და სინათლეს ასხივებდა. ოფისთან სულ რღაც ოციოდე წუთში მივიდა ფეხით. კარი შეაღო და იქაურობა მოათვალიერა. დავითს კლიენტთან შეხვედრა ჰქონდა და თავის კაბინეტში შემალულიყო, ნიკა კი გარეთ დახვდა. გოგონა მხიარულად მიესალმა, თავისი ადგილი დაიკავა და საბუთებში ქექვა დაიწყო. მალევე მიაგნო რასაც ეძებდა და დავითის კაბინეტისკენ გაემართა. კარზე ნელა დააკაკუნა და ნებართვის მიღების შემდეგ შევიდა. კლიენტს თავის დაქნევით მიესალმა და დავით მიუბრუნდა.
-ეს ის საბუთებია გუშინ რომ მთხოვე, როგორც მახსოვს სასწრაფოდ გჭირდებოდა.
-მადლობა ლინდა. - გაუღიმე დავითმა. -აქ დატოვე და მე და ბატონ ლექსოს ყავა შემოგვიტანე თუ არ შეწუხდები.
-ახლავე. - გაუღიმა გოგონამ და კარისკენ შებრუნდა. თან იგრძნო თუ როგორ გააყოლა თვალი დავითის სტუმარმა და ბრაზი მოერია. სწრაფად მოამზადა ყავა და კაბინეტში შეუტანა. ერთი მტრულად გახედა „ბატონ ლექსოს“ და იქაურობა დატოვა.


-მოაგვარე საყვარელო? - მაშინვე მიეგება ლინდა.
-მოვაგარე. - გაუღიმა მამაკაცმა და გოგონა თავის კაბინეტში გაიყვანა. მაშინვე მიაწება ტუჩები და სხეულზე აიკრო.
-გეყოფა. - ჩუმად გაეცინა გოგონას. -აქ არა. - ძლივს დაუსხლტა ხელიდან. - თან კლიენტი გვყავს. და კიდევ, აქ ძალიან თხელი კედლებია.
-ხოო, კარგი კარგი... გვეყოს მაშინ. - გაუღიმა მამაკაცმა, თუმცა ხელს არ უშვებდა და გოგონა ისევ მის მკლავებში ჰყავდა მოქცეული. - ნიკა სად არის?
-არ ვიცი... რაღაც საქმეზე გავიდა. გინდა ყავა გაგიკეთო?
-რატომაც არა.
-წამოდი. - ხელი ჩაავლო გოგონამ და მთავარ ოთახში გაიყვანა, რომელიც ფოიეს როლს ასრულებდა. - აქ დაბრძანდით ბატონო თორნიკე. ყავას ახლავე მოგართმევთ. - თვალი ჩაუკრა და ტანის რხევით გატრიალდა. მამაკაცმა კი ღიმილიანი მზერა გააყოლა და თან ტუჩიც მოიკვნიტა.
-ესე იგი ყველაფერზე შევთანხმდით, ხვალ საბუთებს გავამზადებ. თუ თქვენი მეუღლე არ დათანხმდება უკვე სარჩელს შევიტანთ.
-დიდი მადლობა ბატონო დავით. სიმართლე გითხრათ ასეთ პროფესიონალებს და ასეთ სასიამოვნო გარემოს არ მოველოდი. - ღიმილით გადაულაპარაკა ოთახიდან ახლადგამოსულმა მამაკაცმა დავითს და თან ლინდას მშიერი თვალებით გახედა. გოგონას ეს არ შეუმჩნევია, რადგან ამ დროს ზურგით იდგა. დავითმა უხერხულად შეისწორა ჰალსტუხი, თორნიკეს კი იმ წამსვე აენთო თვალები და დიდი სიამოვნებით წამოვარდებოდა და მიბეგვავდა არასასიამოვნო კლიენტს, რომ არა დავითის დაქაჩული თვალები, რომლებიც დამშვიდებისკენ მოუწოდებდა. ბატონმა ლექსომ ორიოდე წუთში დატოვა ოფისი.
-ვინ არის?
-ერთი ჩვეულებრივი კლიენტი. ცოლს ეყრება.
-ხოდა ურჩევნია სხვის ცოლებს თავი დაანებოს და თავისას მიხედოს.
-გეყოფა.
-ლანასთვის ვინმეს ასე რომ შეეხედა მაინტერესებს რას იტყოდი?
-რა ხდება? - იკითხა ლინდამ და მამაკაცებს თავზე დაადგა. - მგონი ჩემზე ლაპარაკობდით.
-შენზე არა. ლანაზე. ყავა მომიტანე? მადლობა საყვარელო. - სწრაფად გამოართვა ფინჯანი და ქაფქაფა სითხე მოსვა.
დავითმა ერთი გააქნია თავი და თავის კაბინეტში მიიმალა.

სახლში გვიან დაბრუნდნენ და კარის შეღებისთანავე გამგელებულები ეცნენ ერთმანეთს.
-მთელი დღე მენატრებოდი. - სახესა და კისერს უკოცნიდა თორნიკე, თან ჩურჩულებდა.
-მთელი დღე შენს გვერდით ვიყავი მერე. - თავი დაიძვრინა გოგონამ და ეშმაკურად გაუღიმა.
-კარგი რაა! - ამოიბუზღუნა ერთი და იქვე სავარძელში ჩაეშვა.
-აბა, შენ გადმოხვალ ჩემს ოთახში თუ მე გადმოვიდე?
-როგორც გინდა.
-ჩემი ოთახი უფრო დიდი და ნათელია.
-ესე იგი გადაწყვეტილება მიღებულია. მამაკაცმა მოულოდნელად ხელში აიტაცა გოგონა და ლინდას საძინებლისკენ გააქანა.

დილით როგორც ყოველთვის ერთმანეთზე აკრულებს გამოეღვიძათ.
-თორნიკე. თორნიკეე!- რამოდენიმეჯერ შეანჯღრია მამაკაცი და პასუხად მხოლოდ ამოზმუვლება მიიღო.
-რა იყო.
-ავდგეთ უკვე. ათი დაიწყო. სამსახურში ისევ გვიან გვიწევს წასვლა.
-კარგი. ახლავე. - ნელა წამოდგა და თვალები მოიფშვნიტა.
-დღეს რა დღეა?
-სამშაბათი.
-საღამოს დათოთან უნდა მივიდეთ.
-რატომ?
-ცოლ-ქმარმა ერთად დაგვპატიჟა. რა ვიცი, მაგათ კითხე.
-მაშინ ცოტა ადრე წამოსვლა მოგვიწევს. ხვალ შენი მშობლები და ნიაკო მოდიან ხო?
-კი. დიდი ხანია ამბობენ, რომ უნდათ ნახონ სად ვცხოვრობთ.
-თქვენი სახლის მერე ამ ბინას რომ დაინახავენ, ალბათ გული შეუწუხდებათ. - ჩაიქირქილა ლინდამ.
-მერე რა რომ ეს ბინა ჩვენი სახლივით დიდი და მდიდრული არ არის. სამაგიეროდ აქ ბევრად მეტი სიყვარულია ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას.- გოგონას ყელში ჩარგო თავი და ცხელი ტუჩები მიაკრო.
-კარგი გეყოფა. უნდა ავდგე. სააბაზანოში პირველი მე შევდივარ.
-ერთად რომ შევიდეთ?
-დღეს არა. მეჩქარება.
-კარგი, შენი ნებაა. - ჩაიცინა მამაკაცმა და ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვა გოგონას უკან.

საღამოს ადრე დაიძვრინეს თავი და ყველაფერი ნიკას შეატოვეს.
სახლში საკმაოდ დაღლილები დაბრუნდნენ, ტანსაცმელი გამოიცვალეს, შესაბამისად გამოეწყვნენ და სტუმრად წავიდნენ.
ცოლ-ქმარი დიდი სიხარულით შეხვდა მეგობრებს. ლანა კი განსაკუთრებით მეგობრული იყო ლინდას მიმართ. სტუმრად მხოლოდ ნაცნობი და ახლობელი ხუთიოდე ადამიანი იყო შეკრებილი. მთელი უახლოესი სამეგობრო. ლინდა მათ ძირითადად თორნიკესგან იცნობდა. ლანასა და სხვა გოგოებს მთელი საღამო ენა არ გაუჩერებიათ და მათი გაუჩერებელი ტიკტიკით დაღლილი მამაკაცები აივენზე გავიდნენ მოსაწევად.
-ისევ ეწევი. - აღნიშნა დავითმა.
-ხო, ვერ გადავეჩვიე.
-არადა მიჩვევა ადვილია.
-ისე როგორც ლინდას შემთხვევაში. ძალიან ადვილად და მალე შემიყვარდა, მაგრამ შემდეგ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ გადავიყვარე.
-მიხარია რომ ბედნიერი ხართ.
-მეც. - გაეღიმა თორნიკეს.
-მგონი დროა სახლში შევიდეთ. თან თქვენთვის ყველასთვის რაღაც გვაქვს სათქმელი.
-ძალიან მაინტერესებს ასეთი დიდის ამბით რატომ დაგვიბარე.
სახლში შესულებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს. უცებ ლანა წამოდგა, ხელში ჭიქა აიღო და დანით რამოდენიმეჯერ გააწკარუნა ჭიქაზე.
-ძალიან გთხოვთ ყურადღება. მე და დათოს რაღაც გვაქვს სათქმელი. - გაბადრულმა დაიიწყო გოგონამ. - შეიძლება ბევრმა თქვენგანმა ვერ შეამჩნია, თუ როგორ შევიცვალე ამ ბოლო დროს. მარტო გარეგნობას არ ვგულისხმობ, ხასიათებიც შემეცვალა. გავხდი ჭირვეული, ბუტია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი ორი არსების დამსახურებაა, რომლებიც სულ რაღაც შვიდ თვეში მოევლინებიან ამ ქვეყანას. ძალიან მინდოდა პირველად ეს ამბავი თქვენთვის მეთქვა და ნათლიებიც დაგვესახელებინა.
ლანას სიტყვით გამოსვლას სუფრაზე ოვაციები მოჰყვა. ყველა ულოცავდა წყვილს და ბედნიერებას უსურვებდა. საერთო მხიარულება და ამაღლებული განწყობა კიდევ უფრო გაიზარდა სუფრაზე. იყო ბევრი სადღეგრძელო, ბევრი მოგონება წარსულიდან, ურყევი მეგობრობა და სიყვარული. წყვილმა ერთ-ერთ ნათლიად თორნიკე დაასახელა.

-ძალიან კარგი მეგობრები გყავს. აქამდეც ვიცნობდი, მაგრამ შორიდან. ახლა უფრო კარგად გავიგე, თუ როგორი მნიშვნელოვანი ხართ ერთმანეთისთვის.
-მართალია. წლებია ერთად ვართ და მათ არასდროს უღალატიათ, ყოველთვის მხარში მედგნენ.
ამ სიტყვებზე ლინდას სახეზე წამიერად წარსულიდან მონაბერმა ტკივილმა გადაურბინა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია.
-შენი პირველი ნათლული იქნება.
-კი! - გაცისკროვნებული სახით დაიწყო მამაკაცმა. - ერთი სული მაქვს როდის დაიბადება.
-ბავშვები ძალიან გიყვარს არა?
-კი ძალიან. ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა.
-მე იცი... მაშინ აბებს ვიღებდი.
-ვიცი. იმ დღეს ყველაფერს მივხვდი. გთხოვ არ გვინდა იმ პერიოდის გახსენება.
-ჩემთვის უბრალოდ რთულია. არ ვიყავი დედობისთვის მზად. მგონი არც ახლა ვარ. - თავი ჩახარა გოგონამ.
-მომისმინე. - მამაკაცმა ნიკაპზე ამოსდო თითები და თავი ააწევინა. - არ მინდა რამე დაგაძალო. არც ის მინდა რომ მერე ამ გადაწყვეტილების გამო ინანო. დავიცდი იქამდე, სანამ ორივე მზად არ ვიქნებით რომ მშობლები გავხდეთ კარგი?
-კარგი? - ამოისლუკინა ცრემლმორეულმა გოგონამ და მამაკაცს ძლიერად მოეხვია. - ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ბევრი შვილი, ოღონდ ახლა არა... ჯერ ადრეა.
-როგორც გინდა. ოღონდ ტირილს მოეშვი და ეს ცრემლები მოიწმინდე. ვერ ვიტან როდესაც ასეთს გხედავ.
გოგონამ ხელებით შეიმშრალა ცრემლები და სახეაწითლებულმა გაუღიმა.

დრო სწრაფად გაიპარა. კომპანია წარმატებულად მუშაობდა, განსაკუთრებით მუდმივი კლიენტების ხარჯზე. თორნიკემ მოახერხა და დათოს მიერ მისთვის აღებული სესხის დაფარვა დაიწყო. უკვე ისე წარმატებულად წავიდ საქმე რომ გაფართოებაც გადაწყვიტეს. ყველაფერს ისევ ლინდა ხელმძღვანელობდა. ინტერიერიც მთლიანად მან მოაწყო და კიდევ ერთხელ დაიმსახურა თორნიკესა და დანარჩების აღფრთოვანება. სხვა სახის ცვლილება კი მათ ცხოვრებში არ მომხდარა. წყვილი ისევ ბედნიერად განაგრძობდა ერთად ცხოვრებას და ერთმანეთით ტკბობას. ყოველი ახალი დღე თითქოს ახალი აღმოჩენების გაკეთების საშუალებას იძლეოდა. ერთმანეთს უკეთ ეცნობოდნენ, უგებდნენ. უკვე არ არსებობდა მცირედი დეტალიც კი, რომელიც ლინდამ თორნიკეზე და თორნიკემ ლინდაზე არ იცოდა.
-იცი რა ვიფიქრე? - დაიწყო ერთ ჩვეულებრივ საღამოს ლინდამ.
-რა?
-მე და თიკამ ჩვენი, საკუთარი ბიზნესი უნდა წამოვიწყოთ.
მამაკაცმა ერთი გაკვირვებულმა შეხედა და შემდეგ ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს? - წარბშეკრულმა მტკივნეულად დაჰკრა შეკრული მუშტი მხარზე.
-ძალიან მაინტერესებს რა იდეა მოუვიდა თავში ორ ბიზნესვუმენს.
-შენი დასაცინი არავინაა. - ნაწყენი მოშორდა ლინდა.
-კარგი, ახლა სერიოზულად.
-გადავწყვიტეთ ყვავილების მაღაზია გავხსნათ. საკმაოდ სარფიანი საქმეა თუ ყველაფერს შესაბამისად მოაწყობ. ფართიც შევათვალიერეთ. დამფინანსებელიც ვიშოვეთ... რაღაცეებს ჰოლანდიიდან ჩამოვიტანთ, რაც ძალიან იშვიათია. დანარჩენი კი ადგილობრივ სათბურებში იქნება. თან ყვავილები საკმაოდ ძვირი ღირს... მყიდველიც ყოველთვის იქნება და ისეთ უბანში ვაპირებთ გახსნას, რომ თანხა არავისთვის არ იქნება პრობლემა.
-თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ ეგ იდეა რაღაც არ მომწონს.
-რატომ? თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ მდივანი, ნატა აიყვანეთ, მე კი სახლში ყოფნა არ მინდა მთელი დღე. თან ყველაფერი თუ ისე აეწყო როგორც მგონია ჩვენთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, რაც ნამდვილად არ გვაწყენს.
-კარგი, ჩემი ჭკვიანი გოგო. - წელზე ხელი მოხვია მამაკაცმა და ახლოს მიიხუტა, მაგრამ თუ რამე დაგჭირდათ, ან პრობლემა შეგექმნათ მაშნვე მე მირეკავთ. თან გახსნამდე ყველა საქმეში უნდა ჩამახედოთ. გამოცდილი ბიზნესმენის რჩევები ნამდვილად არ გაწყენთ.
-აუცილებლად. - ღიმილით მიაკრო გოგონამ ტუჩები კისერზე და მოეშვა.

-თორნიკე მზად ხარ? - მოტკეცილ კაბაში გამოვიდა ლინდა და თან საყურეს იკრავდა.
-ახლავე. ჯერ მაინც ადრეა.
-სულ ასე იძახი და მერე ყოველთვის ვაგვიანებთ.
-მშვენივრად გამოიყურები. ნამდვილი ქალღმერთი ხარ.
-შენც.
-მე ქალღმერთი ვარ?
-ნუ მაიმუნობ. წავედით.
კარი გაიხურეს და პატარა თორნიკეს ნათლობაზე წავიდნენ.
-ისე შენი სახელი რომ დაარქვეს არ ტეხავს? ნათლია და ნათლული ერთი სახელით.
-რატომ? თან ჩემს გამო არ დაურქმევიათ, ლანას მამას ერქვა თორნიკე.
გოგონამ მხრები აიჩეჩა და ფანჯარაში გაიხედა. დაახლოებით ერთ საათში კი თორნიკეს უკვე მონათლული პატარა თორნიკე ეჭირა, რომელიც გაწითლებულიყო და მთელი ხმით ჯღაოდა.
-ჩუ, ჩუ დამშვიდდი. ვერ ხედავ შენი დაიკო როგორი ჭკვიანია? - მიეფერა ლინდა. - მაგრამ რას გეუბნები ნათლიას გავხარ. ბავშვობაში ისიც შენნაირი იყო.
თორნიკემ ერთი ალმაცერად გახედა.
-როდის ვიყავი მჯღავანა ბავშვი?
-ყოველთვის. აბა ის მე ვიყავი მთელი ხმით რომ ბღაოდა ზემოდან რომ დაგეცი?
-მაშინ ხელი მომტეხე და ის მტკიოდა.
-ახლა ყველაფერი მე დამაბრალე.
-აბა ვის დავაბრალო?
-რას შვებით? ისევ კინკლაობთ? - ღიმილით მიუახლოვდა ლანა და პატარა ბიჭუნა ხელიდან ჩამოართვათ. - დაწყნარდი დედიკო. არა, არ იტირო. - ბავშვიც მაშინვე მოეშვა ტირილს და დედიკოს მკლავებში გაინაბა.
-უკვე წასვლის დროა. გარეთ ერთი საერთო ფოტო გადავიღოთ და ეგ არის.
-კარგი მოვდივართ. გაუღიმა თორნიკემ და ლინდას ჩაკიდა ხელი.
ტყუპების ნათლობა გრანდიოზულად აღნიშნეს. იმ საღამოს ბევრი იცეკვეს და კარგადაც გაერთნენ. მოცეკვავე წყვილებს შორის კი განსაკუთრებით თორნიკე და ლინდა აქტიურობდა.

ლინდა რაღაც უნდა გითხრა. - გახარებული მოვარდა თორნკე სახლში.
-რა მოხდა? - გაკვირვებულმა იკითხა გოგონამ.
-როგორღაც მოვახერხე და პატარა სახლი ვიყიდე ჩემებისთვის. როდემდე უნდა იცხოვრონ მამიდეჩემთან და ჩემმა დამ კი აქეთ-იქეთ იწანწალოს. დღეს მაკლერს შევხვდი და ყველაფერი მოვაგვარე. ეტაპობრივად გადავიხდით. ახლა უკვე გვაქვს ამის შესაძლებლობა.
-შესანიშნავია საყვარელო. - მოეხვია გოგონა. - შენებს როდის უნდა უთხრა?
-დღესვე ვეტყვი, რატომ გადავდო.
-ძალიან გაუხარდებათ. ვამაყობ შენით და იმით რომ ისევ ცდილობ მყარად ფეხზე დადგომას. - მოწყვეტით აკოცა გოგონამ და თავის საქმეს მიუბრუნდა. ორ თვეში უკვე ახლადგარემონტებულ, პატარა, მაგრამ კომფორტულ სახლში გადავიდნენ თორნიკეს მშობლები სალომესა და პატარა ნიაკოსთან ერთად. ბევრი ეხვეწა ნანა შვილს, რომ ისიც მათთან ერთად გადასულიყო, თუმცა ამაოდ. მამაკაცის განცხადებით ის და ლინდა შესანიშნავად გრძნობდნენ მარტო თავს, თუმცა არ აპირებდნენ პჯახის წევრები მარტო დაეტოვათ და ხშირად შეაწყენდნენ სტუმრობით თავს. ნანამაც ბოლოს ხელი ჩაიქნია თავში ქვა გიხლიათო და მეორედ ამთემაზე სიტყვა არ დაუძრავს.

-ხვალ ჩვენი ქორწინების წლისთავია არა?
-ორი წლის თავი.
-სადღაც მინდა წაგიყვანო.
-ისევ სიურპრიზი?
-კარგი, ვიცი რომ ვერ იტან სიურპრიზებს, მაგრამ ამ ერთხელაც მოითმინე.
-მაშინ მოუთმენლად გელოდები.
-ოღონდ ბარგი ჩაალაგე და საცურაო კოსტიუმიც არ დაგავიწყდეს.
-კარგი. - დაეჭვებულმა გახედა გოგონამ.
მეორე დილით კი სრულიად მოულოდნელად აეროპორტს რომ მიადგნენ ლინდასთვის სრული შოკი იყო და კატეგორიულად მოსთხოვა აეხსნა თუ სად მიდიოდნენ. თუმცა ამაოდ.
-მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც თვითმფრინავში მათ ქვეშ ლაჟვარდოვანი ოკეანე გამოჩნდა და თვითმფრინავმაც დაშვება დაიწყო.
-ბორა-ბორა? ღმერთო ჩემო, ეს იყო სიურპრიზი? არ მჯერა! - იყვირა გოგონამ -კი მარამ ფული საიდან?
-არ აქვს მნიშვნელობა. მე შეგპირდი და პირობას ყოველთვის ვასრულებ.
-ძალიან დიდი მადლობა. - ძლიერად მოეხვია გოგონა. - ყველაფრისთვის... იმისთვის რომ გიყვარვარ, იმისთცის რომ ჩემზე ზრუნავ, მამშვიდებ, როცა საჭიროა, მიცავ, არ მაძლევ სისულელეების ჩადენის საშუალებას, მადლობა იმისთვის, რომ დღეებს მილამაზებ და კიდევ იმისთვის რომ შენი წყალობით ვისწავლე რა არის ნამდვილი სიყვარული.
-პირიქით მადლობა მე უნდა გითხრა ზუსტად იგივე მიზეზებით. - უფრო მიიხუტა მამაკაცმა/

გავარვარებული მნათობი ლურჯ ოკეანეში ეშვებოდა. წყლის ზედაპირი სისხლისფრად იღებებოდა და არემარეს ჯადოსნურ ელფერს აძლევდა. ნახევრად წყალში მდგარი კოტეჯის წინ, მამაკაცი და გოგონა ჩამომსხდარიყვნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ. ხელში ღვინის ბოკალი ეჭირათ და ხედით ტკბობას განაგრძობდნენ. მათი ურთიერთობა მხოლოდ ერთი სიტყვით მარტივად შეიძლება დაგვეხასიათებინა - სიყვარული. და საიდან გაჩნდა ეს გრძნობა? როგორ მოაღწია მათ გულებამდე? როგორ გარდაქმნა მათი შინაგანი სამყარო? ამაზე წარმოდგენა არცერთს არ ჰქონდა.
ლინდა ძალიან ბედნიერი იყო. იშვიათად, მაგრამ სადღაც მაინც გაიელვებდა გულში ხინჯად ჩარჩენილი ბედნიერების დაუმსახურებლობის შეგრძნება.
მაგრამ მაინც ბედნიერი...


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც დასასრული)) სიმართლე გითხრათ ასეთი უკმაყოფილების შეგრძნება და იმედგაცრუება საკუთარი ნაწერის მიმართ პირველაად ვიგრძენი. ისეთი არ გამომივიდა როგორიც მინდოდა. საერთოდ იშვიათად გამომდის ჩემთვის მოსაწონი ისტორიები... არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ. იმედია კომენტარებში გამიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს))
დიდი მადლობა წინასწარ



№1 სტუმარი Guest ნინაკა

მართლა ძალან კარგიბიყ,ყოჩაგ შენ აი ასეთ დასასრულს ველიდი ზუსტად

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

Guest ნინაკა
მართლა ძალან კარგიბიყ,ყოჩაგ შენ აი ასეთ დასასრულს ველიდი ზუსტად

დიდი მადლობა))

 


№3  offline წევრი Ann555

Kargi iyo ubralod tu bednieri dasasruli aris bolomde ubda yopiliyo da kinda pexmdzimed.darchenilyo....es ubralod chemi azria ...tan tornikes dzalian undoda shvili...kargi xar shen

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

Ann555
Kargi iyo ubralod tu bednieri dasasruli aris bolomde ubda yopiliyo da kinda pexmdzimed.darchenilyo....es ubralod chemi azria ...tan tornikes dzalian undoda shvili...kargi xar shen


მადლობა)) არადა მეგონა სწორედ ბედნიერი დასასრულის გამო გამაკრიტიკებდნენ თავიდან იმდენი უარყოფითი კომენტარი წამოვიდა. რაც შეეხება მათ შვილს თავიდანვე ჩანდა რომ ლინდას ბავშვებთან არც ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და მისი ასეთი უეცარი ტრანსფორმაცია ცოტა არარეალური იქნებოდა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი იყო, მომეწონა ნამდვილად. რატომღაც მეგონა ჰეფიენდი არ იქნებოდა და სულ კანკალით ვკითხულობდი, მაგრამ ვგიჟდები ბედნიერ დასასრულზე. უმაგრესი გოგო ხარ. უკვე მინდა ახალუ ისტორია და ველი❤❤

 


№6  offline წევრი ბაბუაწვერა

Chikochiko
კარგი იყო, მომეწონა ნამდვილად. რატომღაც მეგონა ჰეფიენდი არ იქნებოდა და სულ კანკალით ვკითხულობდი, მაგრამ ვგიჟდები ბედნიერ დასასრულზე. უმაგრესი გოგო ხარ. უკვე მინდა ახალუ ისტორია და ველი❤❤


დიდი მადლობა ❤ მე კიდევ შენს კომენტარებზე ვგიჟდები :დ
ახალი ისტორიის რაღაც მონახაზი მაქვს და შევეცდები მალე დავიწყო წერა))

ლუნი.
ძაან მომეწონა რო მათი ურთიერთობა კარგისკენ შეიცვალა, მაგრამ ბოლოსკენ მაინც ველოდი რო ნანას ვირის უკანალში შედებდა თორნიკე და არა ლინდა და იძულულს გახდიდა რო ელემენტარული მოეკეტა მაინც. კიდე ველოდი რო ბავშვი ეყოლებოდათ. მარა მაინც არაფერია. მაინც კმაყოფილების გრძნობა დამრჩა.
ხო კაი ისტორია იყო და მომეწონა მარა უფრო უკეთესიც შეგეძლო.
გაქვს იმის მონაცემები რო უმაგრესი ისტორია გამოგივიდეს.
მაგალითად ეს ისტორია შეგეძლო გაგეწელა, ინტრიგა ჩაგედო, სხვა პერსონაჟებზეც მოგეყოლა და ვაბშე ბომბა გამოვიდოდა.
მაგრამ ვიმეორებ რო ისეც კაი გამოვიდა და უკეთესის დაწერაც შეგიძლია .
ველი ახალ ისტორიას.
წარმატებები ❤


დიდი მადლობა ასეთი ღია და გულწრფელი შეფასებებისთვის მთელი ისტორიის განმავლობაში :დ
შევეცდები მალე დავბრუნდე ❤

 


№7  offline წევრი just girl

Shesanishnavi iyo tumca gagrdzeleba ar gvawyenda :))) namdvilad kargi mwerli xar :) es istoriac namdvilad shesanishmavi iyo :* yvelafris miuxedavad mainc siyvarulit dasrulda amati istoria. :) me meore nawilis winaagmdegi ar viqnebi. Magalitad rogori deda iqneba linda da rogori mama tornike :))) an da kidev ramdeni bavshvi eyolebat netav? Gagrdzelebac saintereso gamova shen iseti kargi mwerali xar :) tumca es ideaa mxolod gadawyvetileba shen unda miigo :) istoria namdvilad shesanishnavi iyo da shesabamisadac dasrulda :)

 


№8  offline წევრი just girl

Gagrdzeleba mindaaaaaa :((((((

Ra azris iqneba mkitxveli am istoriis meore nawilze? (Gagrdzelebaze) :)) me tanaxma var :* :)

 


№9  offline წევრი ბაბუაწვერა

just girl
Shesanishnavi iyo tumca gagrdzeleba ar gvawyenda :))) namdvilad kargi mwerli xar :) es istoriac namdvilad shesanishmavi iyo :* yvelafris miuxedavad mainc siyvarulit dasrulda amati istoria. :) me meore nawilis winaagmdegi ar viqnebi. Magalitad rogori deda iqneba linda da rogori mama tornike :))) an da kidev ramdeni bavshvi eyolebat netav? Gagrdzelebac saintereso gamova shen iseti kargi mwerali xar :) tumca es ideaa mxolod gadawyvetileba shen unda miigo :) istoria namdvilad shesanishnavi iyo da shesabamisadac dasrulda :)


მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის))
გაგრძელებაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ჩემთვის ეს ისტორია აქ დასრულდა და შემდეგ ყველა მკითხველის წარმოდგენაში ინდივიდუალურად გაგრძელდა.
ამიტომ არა მგონია მეორე ნაწილი დავწერო...))

 


№10  offline წევრი just girl

ბაბუაწვერა
just girl
Shesanishnavi iyo tumca gagrdzeleba ar gvawyenda :))) namdvilad kargi mwerli xar :) es istoriac namdvilad shesanishmavi iyo :* yvelafris miuxedavad mainc siyvarulit dasrulda amati istoria. :) me meore nawilis winaagmdegi ar viqnebi. Magalitad rogori deda iqneba linda da rogori mama tornike :))) an da kidev ramdeni bavshvi eyolebat netav? Gagrdzelebac saintereso gamova shen iseti kargi mwerali xar :) tumca es ideaa mxolod gadawyvetileba shen unda miigo :) istoria namdvilad shesanishnavi iyo da shesabamisadac dasrulda :)


მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის))
გაგრძელებაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ჩემთვის ეს ისტორია აქ დასრულდა და შემდეგ ყველა მკითხველის წარმოდგენაში ინდივიდუალურად გაგრძელდა.
ამიტომ არა მგონია მეორე ნაწილი დავწერო...))

სამწუხაროა თუ გაგრძელებას ვერ ვიხილავთ, თუმცა ეს შენი გადასაწყვეტია :))

 


№11  offline წევრი Firefly

პერიოდულად ვკითხულობ ხოლმე ისევ, მიყვარს
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent