შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნვა სივრცეში (3)


25-08-2017, 22:54
ავტორი Nude
ნანახია 1 174

თვალები რომ გაახილა, თავიდან ძალიან დაიბნა და ვერ მიხვდა, სად იყო, მაგრამ როცა მოათვალიერა იქაურობა მაშინვე იცნო თავისი საყვარელი საძნებელი. ღიმილით მოავლო მონატრებულ გარემოს თვალი და ბედნიერმა გაიხსენა ყველაფერი. ყველა მოგონება, რომელიც აქ შეაგროვა. რომელიც სიამოვნებას გვრიდა ყოველ გაფიქრებაზე. რომელიც, რომელიც...
ხელები განზე გაშალა. მთელი ძალით გაიზმორა. შიშველი ფეხები გრილ იატაკს დაადო და სიამოვნებისგან ამოიხვნეშა. თავი მოიწესრიგა და საძინებლიდან ჯერ კიდევ ძილისგან გათიშული გალასლასდა.
- პრივეწ! - ხელი სასაცილოდ აუწია თანანომ და დაჭრილი კიტრი ყბაში გემრიელად გაიქანა.
- დიდი ხანი მეძინა? - იკითხა და ხვნეშით გადაწვა რბილ სავარძელზე.
- საკმაოდ. ჩვენ უკვე სახლის დალაგება და საკუთარი ნივთების თავის ადგილზე მიჩენაც მოვასწარით. - გაეკრიჭა დეიდაშვილი.
- ბიჭები სად არიან? - მორიგი კითხვა დასვა ნიცამ.
- სუპერ მარკეტში წავიდნენ, რაღაც პროდუქტები ჩამოვუწერეთ. კი იწუწუნეს, მაგრამ... - ღიმილით თქვა თათამ.
- იმდენი ეხვეწე შენ ქმარს, წავიდოდა, აბა, რა იქნებოდა. - უთხრა ელენემ თათიას და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
- ცხოველია ეს გოგო! - თითი გაიშვირა გადაბჟირებული ელესკენ და ვითომ გაოცებულმა გადახედა მეგობრების ყურებით გახალისებულ ჩადუნელს.
- აუუუ, მობილური ჩანთაში მაქვს, ჩანთა ოთახში და დამარეკინე შენ ქმართან, რა. ნუ ამიყვან, ახლა, მაგის გამო მეორე სართულზე. - ხელი მომლოდინედ გაუწოდა თათას.
გოგონამ უსიტყვოდ მიაწოდა თავისი ტელეფონი.
- ლააშ! - მხიარულად ჩასძახა ყურმილში.
- ჰოუ, ნიიც. - მაშინვე იცნო მეგობარმა.
- რას შვრებით?
- რა ვიცი, დავბოდიალობთ და რაც დაგვიწერეს იმათმა, ვყიდულობთ ნელ-ნელა. უკვე საშინლად დავიღალეთ. - წაეწუწუნა ლაშა.
ყურმილის მეორე მხარეს ბიჭების ხარხარი მოესმა და წამში გაიბადრა.
- აუუ, ლაშშშ... - საყვარლად გაწელა კაცის სახელი ჩადუნელმა.
- რა წამოგიღო? - არ გაჭირვებია იმის მიხვედრა, რისთვის ურეკავდა მეგობარი.
- ჯიგარი ხარ! - წამოიყვირა გახარებულმა. - ესე იგი, რა მინდა... რა მინდა... რა მინდა? - მოწყენილმა მიიდო გრძელი, საჩვენებელი თითი ნიკაპზე. - აუ, რაღაც მინდა, მაგრამ რა მინდა, არ ვიცი... - დაიჩურჩულა.
- კარგი, მოიფიქრე, რა წამოგიღოთ და დაგვირეკე.
- არა, მოიცადე. მერე, წამოსულები არ იყოთ უკვე.
- მაშინ მალე, სასეირნოდ კი არ მოვსულვარ აქ, რომ დამაყუდე ერთ ადგილას. - გაიცინა კაცმა.
- მმმმმმ... - მრავალმნიშვნელოვნად ჩამოისვა ხელი სწორ თმაზე. - მოვიფიქრე! - აღტაცებით წამოიყვირა და ადგილზე შეკუნტრუშდა.
- რა მოიფიქრე, აბა? - ინტერესით შეეკითხა ლაშა, მაგრამ ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგა, როცა ნიცას წკრიალა ხმა გაიგო.
- მწარე კიტრი მინდა! ბევრი!
- მწარე, ანუ... ანუუუ... - გაოგნებულმა ისიც კი იფიქრა, ხომ არ მომეჩვენაო.
აბა, რა მწარე კიტრი, მართლა?!
- ოო, ლაშა, რა! - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები ჩადუნელმა. - რა ვერ გაიგე?! აი, მწარე კიტრი, რომ არის, რაა! - ხელების აქეთ-იქით ქნევით და მთელი ემოციით ცდილობდა მიეხვედრებინა, რა და როგორი უნდოდა. - თქვენ რომ არ მოგწონთ... მოკლედ, ცუდი კიტრი მინდა!
- მგონი სულ გაგიჟდი შენ ამ ორსულობაში. - ჯერ კიდევ გაოცებული იყო ლაშა, მაგრამ დაყარა ფარ-ხმალი. ახლა, თავიდან ასახსნელად ვერ გაიმეტებდა ნიცას, მითუმეტეს, როცა მიხვდა, რომელ ,,ცუდ კიტრზეც’’ იყო საუბარი. - კარგი, წამოგიღებ.
- ხო ჯანმრთელად ხარ შენ? - კითხა დეიდაშვილს, რომელმაც ყურმილი გაბადრულმა გათიშა და მობილური პატრონს დაუბრუნა.
- რა იყოთ? მინდა და რა ვქნა?! - გაბუტულმა დაისვა სულ სულ ოდნავ გამობერილ მუცელზე ხელი.
- ვაი შენს პატრონს?! - თავი აქეთ-იქით უკმაყოფილოდ გადააქნია თანანომ. - ჯერ რა იყავი აქამდე და ამ ორსულობაც გააკეთა თავისი გასაკეთებელი უარესად. - ბოლოს მაინც ვერ გაუძლო და ხმამაღლა გადაიკისკისა.
- ჰო, დამცინეთ, მიდით! - ენა პატარა ბავშვივით გამოუყო დაქალებს და ფეხზე წამომდარი სამზარეულოსკენ გაეშურა.
- ეს 2 წლის ბავშვი, როგორ უყვარდა ტატოს! - ახარხარებული ოთხად მოიკეცა ელე.
წამში გაუშეშდა ჰაერში ფეხი. ოდნავ მიტრიალდა გოგოჯასკენ და ცრემლჩამდარი თვალებით მიაშტერდა. შეიძლება არაფერი, არ ვიცი, რას ფიქრობთ, მაგრამ ნიცას ზედმეტად მოხვდა გულზე დეიდაშვილის სიტყვები. ზუსტად, თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ ძალიან ეწყინა. ეტკინა. შეიძლება, ორსულობის ბრალიც არის მისი ასეთი რეაქცია, თვითონაც ხვდება, რომ ყველა ის შეგრძნებები, რაც აქამდე გააჩნდა, გამძაფრებულად აქვს უკვე... და მაინც, მაინც საშინელი... არა! უსაშინლესი გრძნობა დაეუფლა, რასაც სახელი თვითონაც კი ვერ დაარქვა.
ყველა გასუსული აკვირდებოდა ასრუტუნებულ ნიცას, რომელიც სამზარეულოს კარებთან იყო გაშეშებული. ხმას ვერავინ იღებდა, მითუმეტეს ელენე.
საჩვენებელი თითიც სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და სახლის ეზოში შემოქანებულ ბიჭებს გაეკრიჭა.
იგრძნეს სახლში გაჩენილი დაძაბულობა სამივემ, მაგრამ რა თქმა უნდა არაფერი უთქვამთ. სწრაფად დადეს ყველა პარკი სამზარეულოში. - გვშია მგლებივით, აბა, თქვენ იცით, როგორ იყოჩაღებთო! - თქვეს და გოგონებს საშუალება მისცეს თავისუფლად დაეხარისხებინათ, რაც იყიდეს და თან პარალელურად ვახშამიც მოემზადებინათ.
გახარებული ეცა ნანატრ მწარე კიტრს ნიცა, გარეცხა ერთი ცალი, რადგან იცოდა არც ერთი მოისურვებდა ამის ჭამას, გაფრცქვნა და ნეტარედ დაღეჭა პირველი ლუკმა. ისე გემრიელად მიირთმევდა, თითქოს... გემრიელი მაინც ყოფილიყო... თუმცა ალბათ, იყო კიდეც, ოღონდ მხოლოდ ნიცასთვის!
მთელი საღამო ძალიან კარგად გაატარეს!
ნიცას გულზე მაინც სწიწკნიდა თავისი პრობლემები... მაინც ვერ ერეოდა გრძნობებს, მაგრამ ყველაფერ ამას თავის თავშივე იკლავდა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა მაინც. თავს არაფრით მისცემა იმის უფლებას, რომ შვილისთვის რაიმე ევნო, იმ მიზეზით, რომ თავს ვერ აკონტროლებდა.
ნატურალურ წვენს დაავლო ხელი, ჰამაკთან წავალო - დაიჩურჩულა და ღიმილით გაეცალა მეგობრებს.
ძალიან მოუნდა განმარტოვება. საფიქრალი არ აქვს თუ რა?! საფიქრალის და სადარდებლის მეტი, რა აქვს.
ჰამაკში კომფორტულად მოკალათდა, ღიმილით გაიკეთა ყურსასმენები, ბოლომდე გადაწვა და თვალები დახუჭა. არა, ეს ნამდვილად დაეხმარა. მერედა, როგორ დადებითად მოქმედებს ნიცაზე თავისი სიმღერები?! ერთი ბედნიერებაა, რაჭაში, ასეთ მაგარ ადგილას, კარგი სიმღერა, საყვარელი წვენი, ჰამაკი, ოდნავი სიგრილე, რომელიც ძალიან სიამოვნებს გოგონას და ფიქრი იმაზე, რომ სულ მალე დედა გახდება!
,, Please don’t cry my love, goodbye
Please don’t cry my love, goodbye
I want to stay but now it’s time so
Please don’t cry my love,
Please don’t cry my love, goodbye’’
თავს რიტმულად აქანავებდა ნიცა და ბედნიერებისგან იბერებოდა ნელ-ნელა, ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება კი ყველანარად ხელს უწყობდა, რომ კარგი განწყობა შეენარჩუნებინა.
,,Please…
Don’t stand that way
Please…’’
გიჟდება ამ სიმღერაზე... თან, ჩადუნელის და ტატოს ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა, სწორედ ეს იყო... როგორ ახსოვს, როცა ძალიან მოენატრებოდა ხოლმე, ეს ძირითადად ღამე ხდებოდა, სულ ამ სიმღერას რთავდა ხოლმე. ერთადერთი არ იყო ,,საუკეთესოების’’ სიაში, მაგრამ ყოველთვის ამას ანიჭებდა უპირატესობას. თითქოს ამოჩემებული ჰქონდა!
,,Cause you know that it’s hard when you look that way
know that it’s hard when you talk that way
Please…
Don’t say…’’
სიმღერას ააყოლა ბგერები ისევ...
ისევ და ისევ...
თვალები დახუჭა და შეწყვიტა სიმღერა.
ერთიანად მოითენდა,
თითქოს ძილი მოერია...
მაგრამ ნიცა ხომ ხვდება ასე რატომაც არის. ძილი კი არ მოერია, უბრალოდ დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ასე მოეშვა, ემოციებისგან განიტვირთა. რაღაცნაირად...
ნიცასეულად...
იგრძნო, როგორ ჩაიზნიქა ჰამაკის მეორე მხარე. ცალი თვალით გახედა უხერხულად აწურულ ელენეს და თავის თავზე გაბრაზდა, ასეთ დღეში რომ ჩააგდო საკუთარი დეიდაშვილი. რა თქმა უნდა, იცის, რატომაც არის ახლა, ასე, ჟღენტი.
- ნიცა, მე... - დაიწყო მონოლოგი ელენემ, მაგრამ იმ წამსვე შეაჩერა.
- არ გინდა, რა, გთხოვ! საერთოდ არ გვინდა, ამ თემის გაშლა. მე ხომ ზუსტად ვიცი, ის სიტყვები, რატომ, როგორ და რისთვის თქვი. არც არაფერი გითქვამს რეალურად ისეთი, მაგრამ მე მომხვდა გულზე ძალიან, ალბათ, იმიტომ რომ მეც ხშირად მიფიქრია ამაზე! - თვალი გამამხნევებლად ჩაუკრა და ცალი ხელი გადახვია. - რა კარგია აქ, არა?! - ღიმილით ახედა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
- ძალია! - იგივენაირად იმოქმედა ელემაც. - და, - დაამატა მკვირცხლად, - ძალიან მიხარია, შენ რომ გიხარია. ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა გამოდიხარ მდგომარეობიდან. - ყოყმანით უთხრა. ფიქრობდა, ამის თქმა, ახლა, სწორი იქნებოდა, თუ არა...
- ჰო... რაღაცნაირად ვარ. თითქოს, აღარ შემიძლია 24 საათიანი რეჟიმით ვიფიქრო იმაზე, რაც ჩემ თავს ხდება. - გულახდილად უთხრა დეიდაშვილს და თვალებში მორცხვად შეხედა.
- ძალიან კარგია! ახლა, მთავარი, შენ და შენი შვილი ხართ, რომლის მომავალი და ჯანმრთელობა შენს ხელშია, ყოველ წამს და ყოველ წუთს.
* * *
მომდევნო რამდენიმე დღე, სრული ნეტარება იყო. ნიცა კი დაარბენინებდა ბიჭებს, ხან რაზე, ხან - რაზე, თავისი სურვილების შესასრულებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც კარგად მიდიოდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, ბიჭებს იმაზე მეტად სიამოვნებდათ ორსული ჩადუნელის სურვილების ასრულება, ვიდრე წარმოგიდგენიათ თქვენ. თან ისე საყვარლად ეტყოდა ხოლმე სამივეს, -საყვარელი ადამიანი მე არ მყავს სურვილები რომ შეგვისრულოს მე და ჩემს შვილს, ამიტომ თქვენ გადმოგებარათ ბურთიც და მოედანიც-ო, უფრო მეტი შემართებით უჩნდებოდათ სურვილი, რაც შეიძლება მეტჯერ შეესრულებინათ ნიცას სურვილები, რომელიც სხვათაშორის, ძალიანაც რეალური იყო. ისეთი არაფერი მოსდომებია, რაც სუპერ მარკეტში არ მოიპოვებოდა.
მდინარეზე დადიოდნენ ხოლმე. ბავშვები ცურავდნენ, ნიტა სურათებს და ვიდეოებს უღებდა ნაპირიდან. საკმაოდ ცივი წყალი იყო და შიგნით შესვლით არც რისკავდა და თან არც სურვილი ჰქონდა. საჭმელს ერთად აკეთებდნენ ხოლმე, ამაში მაინც გაუმართლა. ასე თუ ისე, ისწავლა რაღაც-რაღაცეები. მართალია, ისეთები, რომლებიც ძალიან მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ეგეც ხომ ნიშნავს რაღაცას. ნელ-ნელა დახვეწს კიდე ბევრ რამეს. სახლს არაფრის დიდებით არ ალაგებინებდნენ, - ჩვენ სამი გოგოც ვეყოფით ამას, წადი შენ დაისვენეო. - ეტყოდნენ ხოლმე, მაგრამ ეს დასვენებაც მობეზრდა.
ამიტომ..! საქმე მაინც გამოიჩინა. დაატარებდა აქეთ-იქით ხეხილის ბაღში საწყალ შაკოს და დააცოცებდა ხიდან ხეზე! მმჰჰჰ..!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent