შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

+რელიქვიების მცველი (თავი1)


21-11-2016, 11:51
ავტორი snazina
ნანახია 1 712

თვი 1
ემმამ თვალები გაახილა. ისევ დახუჭა და გემრიელად გაიზმორა. 2 თვეა თავის საწოლში არ სძინებია, არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ერთ, ყველასაგან მივიწყებულ ,, გულას“ ხეობაში. სადაც წყლის დონის დაწევის შედეგად მანამდე უცნობი აკლდამის შესასვლელი, შემთხვევით, ვერტმფრენით გარემოს დათვალიერების დროს აღმოაჩინეს.
ემმამ როგორც კი აკლდამის გამოჩენის შესახებ გაიგო თავის ჯგუფთან ერთად აკლდამის შესასწავლად გაემგზავრა. აკლდამაში შესვლის შემდეგ აღმოაჩინა რომ იქაურობა ემმას მისვლამდე დიდი ხნით ადრე გაუძარცვავთ. მისი ყურადღება მხოლოდ კედლებზე გაკეთებულმა წარწერებმა მიიპყრო. სურათები გადაუღო და სახლში დაბრუნების შემდეგ სულ ცდილობდა მათ გაშიფრვას. ახლაც გაიღვიძა თუ არა მაშინვე ფიქრი დაიწყო რა შეიძლება დაეწერათ იმ კედლებზე და რა ენაზე იყო წარწერა გაკეთებული. ფიქრი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
- გისმენთ.- უპასუხა ემმამ ზარს,ტელეფონის მეორე ბოლოში ხმას არავინ იღებდა.- გისმენთ.- გაიმეორა ემმამ. ტელეფონი გაითიშა და ემმამ ყურმილი დადო. მას შემდეგ რაც გულას ხეობიდან დაბრუნდა ყოველ დილით ტელეფონი რეკავდა და ხმას არავინ იღებდა. უკვე 5 დღეა მისი საუკეთესო პროგრამისტები ცდილობენ ნომრის დადგენას რომლიდანაც რეკავენ მაგრამ უშედეგოდ.
ისევ დარეკა ტელეფონმა.
- გისმენთ.
- ემი, ძვირფასო დღეს ,,იუნტეს სტვერში“ შეხვედრა გაქვს 11 საათზე.
- მადლობ ქეთი. დავითს უთხარი მანქანა მოამზადოს 10 წუთში გამოვალ.
ემმამ ტელეფონი დადო. ქურთუკი აიღო და ოთახიდან გავიდა.
,,იუნტეს სტვერი“ ანტიკვარიატით მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანიაა ქვეყანაში. ემმა კომპანიის ისტორიული რელიქვიებით ყველაზე მსხვილი მომმარაგებელია. ახლაც გულას ხეობიდან წამოღებული ხანჯალი მოიტანა კომპანიაში.
ემმა ,,იუნტეს სტვერიდან“ გამოვიდა და ქეთის სთხოვა ოფისში მის გარეშე
წასულიყო. თვითონ კი ყოფილ თანაკურსელთან წავიდა აკალდამის კედელზე გადაღებული სურათების გასაშიფრად.



№1  offline წევრი ლაილა

ვფიქრობ საინტერესო განვითარება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასეთი პატარა თავიდან რთულია შეფასების დაწერა. გაზარდე თავები და ხშირად დადე. ასე უფრო მეტი მკითხველი გეყოლება. წარმატებები <3

 


№2  offline წევრი snazina

ლაილა
ვფიქრობ საინტერესო განვითარება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასეთი პატარა თავიდან რთულია შეფასების დაწერა. გაზარდე თავები და ხშირად დადე. ასე უფრო მეტი მკითხველი გეყოლება. წარმატებები <3

დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent