შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტო! შარში ხარ... (თავი 1)


26-08-2017, 01:59
ავტორი Yagami
ნანახია 3 563

ისეც ამოვიდა მზე და ჩემ ფანჯარას მოადგა. ისევ მაიძულებს რომ ავდგე და ჩემ ცხოვრებას დავუბრუნდე, მაგრამ დღეს არა. დღეს არ გავყვები ცხოვრების დინებას. დღეს დავივიწყებ სოციალურ ცხოვრებას. დღეს არ ავიღებ ტელეფონს, როდესაც დედაჩემი დამირეკავს და წუწუნს დაიწებს თუ როგორი ცუდი შვილი ვარ, როგორ არ ვინტერესდები მისით და ჩემი დედმამიშვილებით, მაგრამ რა გინდა მართალია. არ მაინტერესებს არც ერთი მათგანი. და თქვენი აზრით მათ ვაინტერესებ? არა, რა თქმა უნდა არა. მათ ჩემი ოფლით ნაშოვნის ფულის მეტი ჩემში არაფერი აინტერესებთ. მაგრამ ყოველ დარეკვაზე მაინც ვუსმენ მის სათქმელს, არაფერს ვამბობ უბრალოდ ვუსმენ მის შესანიშნავ მსახიობურ ნიჭს. ბოლოს კი მადლობას ვუხდი კიდევ ერთი ყალბი ცრემლებისთვის და მერე უბრალოდ ვკიდებ. ჩემი ცხოვრებით არ ვამაყობ უბრალოდ ვუგრძელებ მას, ან და რა მაქ საამაყო? ლოთი დედა? თუ მოთამაშე ძმა? ერთად-ერთი რითათაც ოდესმე მიამაყია ჩემი პატარა ძმაა, რომელიც პირველივე რეისით გავუშვი დეიდასთან საბერძნეთში სასწავლებლად. ნეტავი იცოდეთ როგორი ნიჭერია, ის ჩემი სიამაყის უსაზღვრო წყაროა. მისთვის ყველაფერს გავაკეთებ რაც არ უნდა მოხდეს, თუ საჭირო იქნება მის გადასარჩენად თავს დაუფიქრებლად გავწირავ. ალბათ გგონიათ რომ ისიც შეიძლება საამაყო ნათესავებს დაემსგავსოს, არა. რადგან ის მე გავზარდე და მან იცის ეს რამდენ სისხლის წვეთად მიჯდებოდა ეს ყოველდღე. მაგრამ ჯანდაბაშიც წარსული და ის წლები, ეხლა ყველაფერი სხვანაირადაა. მე მაქ სამსახური არც ისე კარგია მაგრამ მე მიყვარს. ჟურნალისტი ვარ. ძირითადად ომზე ვწერ ეს ხომ ჩემი საყვარელი თემაა, მაგრამ არ ვიტყვი რომ ეს მომწონს უბრალოდ ეს თემა ჩემია, მამაჩემი ხომ ერაყში იბრძოდა. და მისი ისტორიები, იარაღის აწყობა, დაშლა, მოხმარება ჩემზე კარგად არავინ იცის, ერთი პერიოდი ჯარში წასვლასაც ვაპირებდი, მაგრამ საქართველოში ეს უბრალოდ სასაცილოა. აქ ქალებს არ აქვთ საშვალება მათი შესაძლებლობები დაამტკიცონ. იცით ჯარში ქალებს რას უშვებიან თუ მათ თავის დაცვა კარგად არ შეუძლეათ? მათზე ის მაღლჩინოსნები ისე ძალადობენ თითქოს არაფერიო. ეს საიდან ვიცი? მამაჩემი არ იყო კარგი კაცი, მემგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. მაგრამ ამის გამო არ შევჩერებულვარ, ეს ძმის გამო გავაკეთე, მე რომ რამე მომსვლოდა ის მარტო დარჩებოდა. კარგი ადამიანი ვჩანვარ? არ ვარ. მე მხოლოდ ჩემ ძმისთვის ვარ კარგი, სხვა დანარჩენი მე არ მეხება და იმედი მაქ არც შემეხება, რადგან მეტ იმედ გაცრუებას ვერ გავუძლებ.
მზე ჩემი ლოგინისკენ მოემართელა. არ ვდგები. მინდა ერთი დღე ჩემი იყოს სრულიად ჩემი. თვალებს ვაიძულებ, რომ მზის სხივები არ შეიმჩნიონ და ისევ დაიძნოს, მაგრამ ადამიანი თავის წესებს და კანონებს ხომ ვერ გაასწრებს. საბნიდან უსიცოცხლოდ ვდგები. მცივა. ეხლა ხომ ზამთარია მე კი მხოლოდ ტრუსითა და თხელი მაიკით ვარ შეკმაზული. მაცივარს ვუახლოვდები, მაგრამ არაფერი. დამავიწყდა რომ პროდუქტები შემეძინა. კარადიდან ყავით სავსე ქილას ვიღებ, მერე შაქრისას, მაგრამ იქ არაფერია. ისეთმა მოუმზადებლებამ უკვე დამღლა, მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ ზოგჯერ ჭამა და ცხოვრება მავიწყდება. სააბაზანოში შევდივარ და სახეზე წყალს ვისხავ. ამ სამყაროს მაშინვე ვუბრუნდები, როდესაც წყალი სახეზე მხვდება. გამოვდივარ და გეზს აივნისკენ ვიღებ, სიგარეტი მაინც ხო მაქ. „ისე არ მესმის ხალხის ვისაც მოწევისას ხველება უტყდება, რა არის ამაში ძნელი, იგივეა რაც ცივი ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში, მაგრამ ალბათ მათ ეს არ გამოუცდიათ.“ ფიქრებში გართული ვერც კი ვხვდები რომ აივანზე საცვლების ამარა გავედი, ამას მხოლოდ სიგნალებით და შეძახილებით ვხვდები. „ნეტა კაცებს რატო არ შეუძლიათ რომ (ზოგი) ქალისავის თავი შეიკავონ, როდესაც ქალს ხედავენ? მოიცა ეხლა მე ჩემ თავს ქალი ვუწოდე?“ ხმამაღლა გადავიხარხარე და სიგარეტი პირიდან გამოვიღე. „ კი ქალი როგორ არა... ლეა საერთოდ რაზე ფიქრობ? ალბათ იმ სიმპატიურ ბიჭზე ეხლა მოპირდაპირე კორპუსიდან რომ გაკვირდება? არა, ეხლა მხოლოდ იმაზე ფიქრობ რომ ის ხამია და ქალი არ უნახავს. ისე მაგრამ ასწორებს შენ თავს მესამე პირში, რომ ელაპარაკები. თქვენც ცადეთ“
-რას მაშტერდები? მამიკოს ქალებში არ დაყავდი?-ცინიზმით ვეუბნები და სიგარეტს ისევ პირში ვიბრუნებ ოღონდ უკვე მეორე ღერს. მიყურებს. რა ურცხვია, ისევ დგას და მიყურებს. ოღონდ ამჯერად ტუჩის კუთხიდან უცნაური ღიმილი ეპარება. თველაბს ვატრიალებ და გზას გავცქერი და მას ვაიგნორებ. აი იმის იგნორზე რა მოგახსენოდ. დაახლოებით ერთი წუთი ვდგავარ აივანზე და მზის ამოსვლით ვტკბები, მაგრამ უკეთეს ხედს იმ ვაჟბატონის კორპუსი მიჩრდილავს. რიგით მეორე ღერ სიგარეტს ვამთავრებ და მხოლოდ მაშინ ვამჩნევ, რომ შუა დეკემბერში იავანზე სრულიად შეუფერებლად ვდგავარ, მაგრამ სიცივე მიყვარს, ამიტომ არ ვიმჩნევ და სახლში ვბრუნდები, შეხვლისას კი იმ ბიჭის მზერა უფრო ძრიელდება. „ნეტა ვინაა ესეთი თავხედი? აა ეს მგონი ის ბიჭია გუშინ, რომ გადმოვიდა წინა კორპუსში საცხოვრებლად. რა ქვია? ლია გუშინ იმდენს ამბობდა ამ ბიჭზე... მოიცა... ლევანი? ხო ლევანი ქვია.“ უცნაური ფიქრებისგან თავის გასაფანტად თავს ვაქნევ, მაგრამ არ მშველია. „კაი დაოკდი ლეა. შენ რა სე*სუალური ბიჭები არ გინახავს? მაიცადე... ეს ბიჭი საიდანღაც მეცნობა. ღმერთო როგორი ნაცნობი სახე ქონდა, მგონი სადღაც მყავს ნანახი. მაგრამ არაუშავს როგორმე გავძლებ მისი გახსენებისგან“. სააბაზანოში წყლის გადავლებას ვამთავრებ და ტანსაცმელს ვიცმევ. მოტკეცილ შავ შარვალსა და ნახრისფერ თხელ ზედას ვიცმევ, ამ შუა დეკემბერში თან.
-უუ ძეტკა-ვეუბნები საკუთარ თავს სარკეში-ულამაზესი ხარ, მაგრამ გაცივდები რამე ჩაიცვი-საკუთარ მეორე მეს ვეთანხმები და ჩემზე დიდ ჟაკეტს ვიცმევ. გასაღბს, სიგარეტის კოლოფს და ტელეფონს ვიღებ. გარეთ გასვლისას ცივი ჰაერი მხვდება სახეზე, ღმერთო როგორ მიყვარს ზამთარი. ღრუბლიანი, სიცი დღეა, მაგრამ მაინც ლამაზად მოჩანს მზის სხივები, თუ როგორ ეპარებიან ღრუბლებს და როგორ კვეთენ მათ. ადამიანები ერთმანეთში ირევიან, ყველას სადღაც ეჩქარება, მაგრამ ნეტაი მოწონთ ეს? მოწონთ მათი ეს სისწრაფე და ქაოსურობა? არა, არავის არ მოწონს ეს, არ მოწონთ რომ ეჩქარებათ და ქაოსურები არიან, მათ უბრალოდ უნდათ, რომ ყვლაფერი ისე მიეცეთ, ისე, რომ არ გამოიწვიონ ქაოსი და სისწრაფე, მაგრამ ცხოვრება ხომ ესე არაა მოწყობილი ის, ხომ სავსეა ქაოსით და სისწრაფით. თქვენი აზრით მოწონს ამ პატარა ბავშვს ის, რომ ყოველ დილით სკოლაში უნდა იაროს და იქ მხოლოდ სხვებისგან შექმნილ ქაოსში ჩაიძიროს, არა მას ეს არ მოწონს. ჰა მივდივარ ქუჩაში და რა? რა შეიცვლება იმით? ის რომ სამსახურში მისვლისას მე ყველაზე წარმატებული ვიქნები? ის რომ ისინი ჩემ შრომას დააფასებენ? არა. სისწრაფე ამას ვერ უშველის, ვერც ქაოსი, ეს ერთად-ერთი მხოლოდ მე ვარ.
სამსახურში შევდივარ და ჩემ თვალწინ სრულიად უცნაური რამ ხდება. ქაოსი. ეს კი ძალიან უცნაურია. არასდროს მეგონა თუ ამ ადგილის ესეთ აწრიალებულს ვნახავდი. რა მოხდა ნეტა მართლა მე მნიშნავენ უფროსად? არა, არამგონია. თეოს ვუახლოვდები რომელსაც სახე ფურცლებში აქ ჩარგული.
-თეო რა ხდება აქ?-ნეტა ბიჭს თან ასეთ სიმპატიურს თეო ვინ დაარქა? მაგრამ ამაზე მის შემდეგ ვერსიას მოისმენთ
" რო დავიბადე მშობლებმა თქვეს თურმე, რომ ძალიან სექსუალური ვიყავი და სწორედ, იმიტომ რომ თავში არ ამვარდნოდა თეო დამარქვეს".
-ინტერვიუზე გვთანხმდება-შეშინებული ხტება და სადღაც გარბის, თვალებს ვატრიალებ და მეც უკან მივყვები.
-ვინ???
-ეშმაკი-მოკლედ მიჭრის თეო.
-ვაუ, ვინმეს ეშმაკი ჩაუსახლდა? შემიძლია ეგზორცისტი ვიყო-აღტაცებას ვერ ვმალავ და ბედნიერი სახით ვეგებები თეოს სერიოზულ სახეს-ვინაა? ტრამპი? პუტინი? მოიცა ... ჩემი მეზობელი ნარგიზა? კაი გადავიფიქრე, მაგ ქალს არაფერი ეშველება.
-ვაიმე ლეა-აღმოხდა თეოს მე კი მის სახეზე ჩამეცინა და სიგარეტს მოუკიდე- ხომ იცი რომ შენობაში არ ეწევიან?
-შენი აზრით ვინმე ერთმანეთს ამჩნევს?-ხელი მოვავლე აფორიაქებულ ოფისს-და სხვათაშორის მადლობა უნდა მითხრა ჰიპნოზიდან რომ გამოგიყვანე.
-ღმერთო წარმოდგენაც კი არ გაქ რა გელის-ირონიულად? არა უფრო ბოროტულად მიღიმის თეო.
-ჯერ ჯერობით არაფერი გამიფუჭებია, ამიტომ მომოახსენე რა არ უნდა გავაფუჭო?
-სტასია.-მკაცრად მეუბნება თეო.
-რაზე ან ვისზე?
-საქართველოში და არა მარტო საქართველოში განთქმულ კალათბურთელზე, რომელიც უკვე 1 წელია რაც ინტერვიუს არ გვაძლევს, მაგრამ დღეს დილით დამირეკა და მითხრა რომ ინტერვიუს მხოლოდ ერთ ადამიანს მიცემს და გამოიცანი ვინ არის ის ადამიანი?
-წარმოდგენაც არ მაქ. მოიცა შენ?-თვალებს მიტრიალებს და გაბრაზებული მიყურებს.
-რა მე გოგო? მე აქაურობის უფროსი რედაქტორი ვარ?...
-ნუ ეგენი ჩვენ საერთოდ არ გვყავს და...-სიცილით ვურტყავ სიგარეტის ნაპასს.
-უკვე გვყავს და ის შენ ხარ-ამ სიტყვების გაგონებაზე ტანში გამცრა სიხარულისგან, მაგრამ თუ შევიმჩნევდი თავზე დამაჯდებოდა ყველა. ამიტომ ისტერიკული სიცილი ამიტყდა.
-კაი რა არ მითხრა რომ ქეთინომ მართლა წაიკითხა ვინმეს ნაშრომი-სიცილით კუჭი რომ მტკივდება და თეო რომ სადღაც შემათრევს მხოლოდ მაშინ მოვდივარ გონს.
-გოგო ეხლა კარგად მიმისმინე-სერიოზული ტონით იწყებს ბიჭი და თითქოს მაშინებს-შენ წარმოდგენაც კი არ გაქ ამ კალათბურთლმა ლამაზმანმა ბიჭმა რამდენი სარგებელი მოგიტანა, სწორედ მისი წყალობით ახვედი ერთით მაღალ საფეხურზე, რადგან მან მოითხოვა რომ შენ ყოფილიყავი მისი პირადი ჟურნალისტი...
-პირადი ჟურნალისტი?
-დიახ, მეც პირველად გავიგე ესეთი რამე, მაგრამ ვის აინტერესებს ეგ, მოკლედ მან მოითხოვა რომ შენ იყო მასთან ერთან ორი კვირის განმავლობაში და ის ამ დროს შენ ინტერვიუს აიღებ მისგან.... და ხო არ აქ მნიშვნელობა სად წავა ის შენც მას უნდა გაყვე. მაგრამ იცოდე, რომ ის ქალთა მოყვარულია და ცოტა გაგიჭირდება და ეს კიდევ ერთი რამაა რასაც ვერ ვხვდები, რატომ უნდა ქალთა მოყარულს რომ მასთან გაატარო ორი კვირა? ამიტომ ცოტა ფრთხილად... არაფერი მიქარო თორე სამსახურს დაკარგავ- მეუბნება და გვერდს მივლის, მე კი ტრანსში მყოფი ვერ ვბრუნდები დედამიწაზე. ვინაა ესეთი? ჩემი მფარველი ანგელოზი? რათ უნდა მას რომ მისი ჟურნალისტი ვიყო? თან პირადიო? თუ საქმე ქალებში მაშინ აქ ჩემზე დახვეწილი, ლამაზი და კეკლუცა გოგოები არიან რომლებიც სიამოვნებით ჩაუგორდებიან მას, აი მე კი ამას არ ვიზავ, ამიტომ კითხვა ისმის,რატომ მე?-ტრანსიდან ვბრუნდები და უკან სწრაფად ვტრიალდები. კარებში ვდგები და ხელის გულებით ვეყრდნობი კარსა და მის ჩარჩოს.
-ვინაა?-ვეკითხები, ის კი კვლავ მისი ეშმაკური სახით მიყურებს.
-კალათბურთის ახალგაზრდა მეფე საქართველოში... ლევან კვიციანი.
-ოო ნოუ-ადგილზე ვშეშდები.
-ოო იეა-ადგილზე ვიყინები. ისაა. ეს ის ჩემი მეზობელი ბიჭია. აი თურმე საიდან მეცნობოდა, ის ხომ ქალთა სქესის სისუსტეა და კალათბურთის მორიგე მეფე მაიკლ ჯორდანის მერე. და ღმერთო ....უკვე ნათელია რატომ ვარ ის წარმატებული გოგო მე. აი სად დაგერხა ლეა...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაგარია ძალიან მაგრამ მეტი დიალოგები იყოს ხოლმე რა......

 


№2  offline აქტიური მკითხველი Yagami

ანი ანი
მაგარია ძალიან მაგრამ მეტი დიალოგები იყოს ხოლმე რა......

მადლობა*-* დამიჯერე ამიერიდან ენას ვერ გააჩერებენ:დდდდ

 


№3  offline ადმინი მწარე

კარგია ❤ გააგრძელე
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№4  offline აქტიური მკითხველი Yagami

მწარე
კარგია ❤ გააგრძელე

მადლობა <3

 


№5 სტუმარი მოცინარი

იჰიიი, ჩემი გოგო დაბრუნდა! :)))) როგორ გამახარე ♡ ლეა უკვე მომწონს, ეს წინაზე უფრო სერიოზულია მგონი ? ველოდები შემდეგ თქვს...







...მოუთმენლად

 


№6  offline აქტიური მკითხველი Yagami

მოცინარი
იჰიიი, ჩემი გოგო დაბრუნდა! :)))) როგორ გამახარე ♡ ლეა უკვე მომწონს, ეს წინაზე უფრო სერიოზულია მგონი ? ველოდები შემდეგ თქვს...







...მოუთმენლად

მადლობა<3 სერიოზულის რა გითხრა:დდდდ

 


№7 სტუმარი მოცინარი

Yagami
მოცინარი
იჰიიი, ჩემი გოგო დაბრუნდა! :)))) როგორ გამახარე ♡ ლეა უკვე მომწონს, ეს წინაზე უფრო სერიოზულია მგონი ? ველოდები შემდეგ თქვს...







...მოუთმენლად

მადლობა<3 სერიოზულის რა გითხრა:დდდდ

:დდ, ისე წინა მოთხრობის გმირებს გვანან:
ლევანი - ალექსანსრე
თეო - გიგა
ლეა - სალო (მეორე მე :დდ)
პს. სხვათაშორის გაბუტული ვარ, წინას ბონუს თავი?!
პპს. დავიჯერო არ გახსოვარ, ასეთი მშრალი კომენტარი რა იყო :დდ
პპპს. ♡♡♡♡♡♡♡

 


№8  offline აქტიური მკითხველი Yagami

მოცინარი
Yagami
მოცინარი
იჰიიი, ჩემი გოგო დაბრუნდა! :)))) როგორ გამახარე ♡ ლეა უკვე მომწონს, ეს წინაზე უფრო სერიოზულია მგონი ? ველოდები შემდეგ თქვს...






...მოუთმენლად

მადლობა<3 სერიოზულის რა გითხრა:დდდდ

:დდ, ისე წინა მოთხრობის გმირებს გვანან:
ლევანი - ალექსანსრე
თეო - გიგა
ლეა - სალო (მეორე მე :დდ)
პს. სხვათაშორის გაბუტული ვარ, წინას ბონუს თავი?!
პპს. დავიჯერო არ გახსოვარ, ასეთი მშრალი კომენტარი რა იყო :დდ
პპპს. ♡♡♡♡♡♡♡


ეხლა ვიტირებ :'( ბონუს თავზე ჯერ იდეები არ მომდის და ვერ ვდებ, არ მინდა რომ უაზრო იყოს.
პ.ს მშრალ პასუზე ბოდიში:'(
პ.ს დამიჯერე ჩემი ყველა კომენტარის ავტორი მახსოვს :) აქიდან ვინც დამიკომენტარა წინაზეც სწორედ ეს ადამიანები კითხულობდნენ მარტო, ამიტომ არავინ იფიქროს რომ არ მახსოვს რომელიმე კომი <3

 


№9 სტუმარი Guest Mimi

Hm. azartuli tavia da saintereso chans

Velodebi gagrzelebas

 


№10  offline აქტიური მკითხველი Yagami

Guest Mimi
Hm. azartuli tavia da saintereso chans

Velodebi gagrzelebas

მადლობა დიდი^^ ეხლა მალე დაემატება ახალი თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent