ერთი დარდი სარეცელზე
იცით რაარის დარდი? არა არ იცით, ვხედავ ამდენი ლექსის შემდეგ ახლა ვწერ, როგორ ვბედავ.. იცით რაარის სევდა? რაც მე ამ ხანში ვიგრძენ იცით რაარის წყენა ? რომ ვეღარ ამბობ, დედა. შენი ვიყავი და ვარ მოვალე ვერ გადავიხდი ვიცი ვერასდროს რომ განუგეშო გითხრა: მოვალ მე. შენ ვიცი, იტყვი, ტირილით იტყვი, რომ დავრჩე, დედა მინდა რომ გადავრჩე. დღესაც თითქოს, სადღაც მდევს შენი ნაზი თმების სუნი დღესაც ხატთან სანთელს ვანთებ, რომ შევიგრძნო შენი სული. დღესაც რაღაც, სადღაც არ დევს დღესაც დედა მინდა ხალხნო, მისი ხმა და სილამაზე, სადმე აქვე, სადმე ახლოს. მითხრას შვილო, გადამისვას თავზე ხელი ვერასოდეს დავიჯერებ, მუდამ გელი... მუდამ გელი... რა ამბორი? რომ ამბობენ და რა გრძნობა დედის სიტყვა, და შეხება ჩახუტება. რა გურმანი? რომ აქებენ შეიგრძნობა რომ დედა ყავთ, ალბათ სახლში. თითო სტროფზე და ტაეპზე, ვგრძნობ რომ სული მეხუთება. რა ამბორი? რომ ამბობენ და რა გრძნობა? ყველას ერთად მირჩევნიხარ ჩემო დედის ჩახუტება. გზა აბნეული ვდგავარ და ლხინი, აღარსად არარის და დარდიც მასთან მრავალი. გზა გასაყართან დავდგები. და ვიტყვი დედა სად არი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.