Red Lips (თავი 4)
თავი 4 სუნთქვა და გულისცემა ერთადერთია რაც გეხმარება მეორე ნახევრის პოვნაში და დარწმუნებაში რომ ის, ის ერთადერთია ვინც რიტმულად გყვება და ფეხს გიწყობს. ამ დროს არ უნდა დაფიქრდე, რადგან სიახლოვეს ფიქრი არ სჭირდება, გონებას კი შეყვარება არ შეუძლია, თვალებს მხოლოდ დანახვა, ხელებს კი მხოლოდ უსულო საგნების აღქმა, აი ეს არის უთიერთობა, რომელიც ორი ადამიანის საშუალებით ყალიბდება ახალი ეტაპიდან, უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობამდე. -ვარდისფერო... - პატარა ბატონის ბაგეები ნელა მოსცილდა გოგონასას, თვალებში გაკვირვებულმა და ამავდროულად გაოცებულმა ჩახედა, თითქოს მის სიფხიზლეში და თანხმობაში დარწმუნება სჭირდებოდა. ჰეილიმ პირველად შეახო ხელი ბიჭის უნაკლო სახეს, პირველად ჩახედა ასე ახლოდან გაბრწყინებულ თვალებში, რომლებიც ისე უყურებდნენ ვარდისფერთმიანს თითქოს ამ ქვეყნად მისნაირი არავინ და არაფერი იყო. გოგონას მისი თვალების დანახვისთანავე გაახსენდა როგორ დაემხო საწოლზე უგონოდ, იცოდა რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ამჯერად მაინც უნდა მომხდარიყო. უნდა გაერისკა და ნდობა გამოეცხადებინა მისდამი. როდესაც მას ბოლოჯერ შეხედა, მიხვდა რატომ არავის ჰქონდა ამ საწოლში მასთან წოლის უფლება. დაპირებები და მასზე ზეწოლა, ეს იყო მიზეზი თუ რატომ ორჭოფობდა ამჯერად ბიჭი. -ნუ ფიქრობ ხვალ რა მოხდება, ამის გარდა, მეტს არაფერს გთხოვ... - გოგონას სიტყვებმა, რომლებიც ისე ჩუმად ამოძვრნენ მისი პირიდან რომ ბიჭმა ძლივს გაიგო ეს ჩურჩული, წამში შეცვალეს ყველაფერი. მისი ლამაზი თვალები ეშმაკსაც კი დაატყვევებდა, ღიმილი კი ყველაზე უჟმურსაც კი გააღიმებდა, ამის ფონზე რაიანს წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ იზიდავდა ასე ეს ვარდისფერთმიანი ეშმაკუნა. გოგონას შემხედვარე ცდუნებამ ვერ გაუძლო, ხელი მის სახეს შეახო, ცერა თითი მის გამობურცულ ტუჩს ჩამოუსვა და ვნებიანად დააცხრა ბაგეებზე. ჰეილიმ პირველად იგრძნო უხილავი ძაფი, რომელიც იმდენად ძლიერად იყო მის სხეულში გაბმული და გახვეული, შიგნიდან სულ მთლად უხურებდა სხეულს, უყინავდა გონებას და ცეცხლს უკიდებდა ერთადერთ ორგანოს, რომლის გარეშეც ადამიანის სიცოცხლე აზრს კარგავდა. როგორც კი ბიჭის ხელები მაისურს დაწვდა და წელზე შეეხო, იმ წამსვე აცნობა ორგანიზმმა სახიფათო ზონა და მთელ სხეულზე დააყარა ეკლებმა. ერთი ხელით გოგონას წელი საწოლიდან აზიდა, მეორეთი კი ერთი ხელის მოსმით გახსნა ბიუსჰალტერის შესაკრავი. როგორც კი პატარა გოგონამ იგრძნო რომ მალე მაისურის გარდა საცვალიც აღარ შერჩებოდა სხეულზე, ბიჭს ძლიერად ჩაებღაუჭა სხეულზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიჭის ხელებს ქალბატონის სხეული არ დაუტოვებიათ. ********************************************************************************************* -ნომრის მომსახურება... - ხმამ, რომელიც საშინლად არასასიამოვნო ჩანდა გოგონა ტკბილი სიზმრებიდან გამოაფხიზლა. უცებ სცადა წამოდგომა მაგრამ როგორც კი მის წელზე და თავს ქვევით ხელები დაინახა, უკან დაიხია და ამჯერად ისე გამოძვრა მკლავებიდან რომ ხელების პატრონს არ გაღვიძებოდა. ბიჭის თბილი სვიტრი გადაიცვა და ოთახი ფეხშიშველამ დატოვა როგორც წინა შემთხვევაში. კარები ნელა ჩამოაღო და უცნობმა ვარდისფერთმიანი გოგონას დანახვისთანავე წარბები შეკრა. -შენ ვინ ხარ? - ჰეილის უკმაყოფილება დაეტყო. -რა მნიშვნელობა აქვს? ამ დილაადრიანად მომსახურება? არავის დაურეკავს. -ამ დროს ბატონ რაიანს არ სძინავს ხოლმე, უცნაურია, მაგრამ მაინც, შენ მის გემოვნებას სულ არ აკმაყოფილებ. - ამის გაგონებისთანავე სხეულზე დაიხედა. -რატომ ვითომ? -ვარდისფერი თმა, დიდი და ამოუცნობი ფერის თვალები, მასზე დაბალი, რაღაც ძალიან აურია ბატონის ჭიამ. -საქმე არ გაქვს? - გოგონამ თავი გააქნია და ჰეილი კვლავ აათვარიელა. -მისმინე მართლა უცნაური ფერის თმა გაქვს, ბატონს ქერა თმა იზიდავს. -ვერ ვიტან ქერა თმას. - მისმა ნათქვამმა გოგონა გააკვირვა. -ჰო როგორცაა, ხვალ მაინც სხვა იქნება ამ ოთახში, კარგი წავედი. - გაუღიმა და იქიდან აორთქლდა. ჰეილიმ იცოდა რომ უნდა წასულიყო სანამ ბიჭი გაიღვიძებდა, მაგრამ კიდევ რამდენიმე წუთით უნდოდა ეყურებინა და მისი სახე დამახსოვრებოდა იმ შემთხვევაში თუ დედამისი მართალი იყო და ეს მათი პირველი დილა და ამავდროულად უკანასკნელი იქნებოდა. ტანსაცმელი შეაგროვა, ჩაიცვა და იქაურობა უხმაუროდ დატოვა. სასტუმროს მისაღებში ნაცნობი სახის დანახვამ კი გოგონას ნათელი ღიმილი დაუბრუნა სახეზე, ასევე მეორე პიროვნებასაც. -ჰეიი, როგორ ხარ ჩამოუყალიბებელო? - ცისფერი თვალები შეანათა მის გაბრწყნებულ სახეს და თბილად გაუღიმა. -კარგად, შენ? -მეც კარგად. როგორც ყოველთვის დილა პოზიტიცით დავიწყე. - ჰეილის სიამონებდა ბიჭთან საუბარი, რადგან ულევ პოზიტივს ასხივებდა მისი ღიმილი. -კარგია თუ ასეა. -იცი? ჩემი კომპანიონი აგვიანებს, დამეწვევი საუზმეზე? - გოგონამ უარი ვერ უთხრა ბიჭის შემოთავაზებას და სასაუზმოდ გაყვა, შემდეგ კი ერთად მიუსხდნენ სუფრას, რომელზე დასწრებასაც ყველა ოცნებობდა. -ამდენს ჭამ დილით? - ჰეილი გაოცებული იყო ბიჭის მადით. ამდენს ჭამდა და მაინც ინარჩუნებდა ფორმას, თუმცა არ უკვირდა რადგან მეორე ასეთი მისი საუკეთესო მეგობარი იყო. -საერთოდ ეს ცოტაა, რადგან დღეს მადა არ მაქვს. -მადა არ გაქვს? - გაეცინა გოგონას და სანამ ის ჭამას მორჩებოდა ჰანა მოიკითხა. -ისე მაინტერესებდა წუხელ რატომ არ შემოხვედი სასტუმროში. - რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ ერჩივნა ეს საიდუმლოდ შეენახა. - ნუ ღელავ, შეგიძლია მენდო. -არ მინდა ვინმეს თავი შევაცოდო, მერე კი სევდიანი სახით მიყურონ. -მისმიმე რთული ცხოვრება, დამცირება, შენი არდაფასება და დაუნახავობა თუ დასაცინი უნდა გახდეს, პირველი ვისზეც კარგად უნდა გადაიხარხარონ, ეს მე ვარ, რადგან ყოველთვის ასეთი არ ვიყავი, ასე რომ როდესაც მზად იქნები, შეგიძლია მომიყვე. - გოგონამ თავი დაუქნია და წამოდგა. -უნდა წავიდე, მადლობ საუზმისთვის, უბრალოდ დიდი ხანი აქ დარჩენა არ მინდა. - ბიჭი წამოდგა და სანამ ჰეილი სასტუმროდან არ გავიდა, იქამდე თვალი არ მოუცილებია მისთვის. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ კი მაგიდასთან რაიანიც ჩამოჯდა და უცნაური მზერით დაუწყო ჩაფიქრებულ მეგობარს ყურება. -ეიიი! - ხელი ცხვირწინ აუფრიალა და როდესაც ბიჭს შეშინება დაეტყო, გულიანად გაეცინა. -ასე მეორედ აღარ ქნა. -რაზე ჩაფიქრებულხარ? -შენი ვარდისფერი ეხლა წავიდა. - გაუღიმა ბიჭმა. - რა მოხდა თქვენს შორის? -რაც გითხარი, თავისი ფეხით მოვიდა და ჩამივარდა მკლავებში. ისე ეს პირველი შემთხვევაა რომ მეორედ ნახვისას ვინმესთან ვიყავი. ხან ერთხელ ნახვის შემდეგ ხდებოდა, ხან კი მესამედ. -ეგ მეც ძალიან კარგად ვიცი, ის მითხარი მის ნახვას კიდე აპირებ? - ბიჭმა საჭმელი ყბაში გაიქანა და მხრების ჩეჩვა დაიწყო. -რატომ უნდა ვნახო? -დაგირეკა? -არა... -წერილი დაგიტოვა? -არაჰ... -გაღვიძებულს დაგხვდა? -არც ეგ... -სულელი ხარ პირდაპირ. -რა პრობლემა გაქვს? - ბიჭმა ჩანგალი მაგიდაზე მიაგდო და გაბრაზებულ გულზე ბიჭის მიწოდებული წყალი მოსვა. -დამშვიდდი? -კიდევ რომ დამცინის... -როცა მიხვდები რა სულელი ხარ დამირეკე. - სარკასტული ღიმილი მიაგება და სასტუმრო დატოვა. -მადას დაგაკარგვინებს ადამიანს. თვითონ კი გასკდა ჭამით. - დაიბუზღუნა და სახლში წასვლა გადაწყვიტა, სადაც როგორც ყოველთვის ჯერ დედა შეეგება ბაღში. -ჩემი ბიჭი მოვიდა. - ქალი ძლიერად მოეხვია ვაჟს, ხელები სახეზე შეახო და თბილად გაუღიმა. -როგორ ხარ დედა? -კარგად შვილო, ჯობია სამზარეულოში შეხვიდე და მეი გამოარიდო მამაშენს, მალე ალბათ რომელიმე ციხეში წავა. -რა ხდება კი მაგრამ, რა უბედურებაა ყოველდღე ჩხუბი. - სახლში შესულს უმცროსი და დახვდა ცრემლიანი თვალებით, მისი დანახვისთანავე ხელი მოხვია გოგონას და მის დამშვიდებას შეუდგა. - რა გატირებს? -ყველაფერს მიკრძალავს, არაფრის უფლებას არ მაძლევს. -მაინც რა აგიკრძალა? -მითხრა გვიან აღარ გახვალ სახლიდანო, მეგობართან ორ ნაბიჯში გასვლასაც კი მიშლის, როცა ვუთხარი რომ მისი შვილი აღარ მინდოდა ვყოფილიყავი, ხელი დამარტყა. -სულ გაგიჟდა. - გოგონას უცებ მოსცილდა და გაბრაზებულმა ოფისში დაუკაკუნებლად შეიჭრა. -სახლის გზა იპოვე? რა გინდა ამჯერად? - სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე ლამაზად მოათავსა და ბიჭს ღიმილიანი სახით მიაჩერდა. ამის დანახვამ რაიანი ისე გააბრაზა რომ თავი ვეღარ შეიკავა. -როგორ მაღიზიანებ. -გაღიზიანებ? წარმოდგენა მაინც გაქვს გოგოს მოვლა რა ძნელია? თანაც მის ასაკში? -რა თქმა უნდა, როდესაც არ გიჯერებს მოდი დაარტყი. რატომაც არა. - ისე აღტაცებით უთხრა რომ კაცმა თითქმის დაიჯერა. - მეი მიმყავს, ხელის შეშლა არ გაბედო. - ხელი მაგიდას ძლიერად დასცხო და გოგონასთან გავიდა. - ჩემთან წავალთ, შემდეგ რამეს მოვიფიქრებთ. -კი მაგრამ ტანსაცმელი... -ახალს გიყიდი. - ხელი მოკიდა და სახლიდან გაიყვანა. -სად მიდიხართ? - ქალი გაკვირვებული იყო სანახაობით. -მამაჩვენი და შენი ქმარი გაგიჟდა, მეიზე ხელი ასწია, ცოტახნით წავიყვან. -კარგი შვილო, ჩემო ლამაზო, სულ გაგიჟდა ეს კაცი, ნუ ღელავ ჯერ შიგნით შევიდე. -მიდი დედა მიდი. - გაუღიმა ბიჭმა და გოგონა მანქანამდე მიიყვანა, მის გვერდით მოათავსა, ღვედი გაუკეთა და მანქანა მალევე დაძრა ადგილიდან. - მითხარი რამე ჭამე? -არა... - თავი გააქნია და ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა. -კარგი. მისმინე ეხლა აუცილებლად უნდა შევხვდე ერთ პიროვნებას, იმედია წინააღმდეგი არ ხარ. - მეიმ თბილად გაუღიმა ძმას და დათანხმდა გაყოლაზე. - კარგი, მაშინ წავიდეთ. - ეს შეხვედრა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ბიჭისთვის, რომ ვერც კი წარმოიდგენდა გოგონა. რაიანმა პატარა შესასვლელთან გააჩერა მანქანა, გადმოვიდა, დას კარი გაუღო და გადმოსვლისთანავე ერთად შევიდნენ შიგნით. მეიმ როგორც კი ლამაზი ჩუქურთმები შენიშნა კარზე გაეღიმა და ძმას მიუბრუნდა. -ეს რა ადგილია ძმაო? -ეს ფრანგული რესტორანია, აქ ყოველ სამ დღეში ერთხელ მოვდივარ. -რატომ? -ნახავ. - ხელი თავზე დაადო და თმა აუჩეჩა. კარი გააღო, შიგნით შევიდა და იქაურობა შეათვარიელა, რამდენიმე მაგიდის ჩავლის შემდეგ ძლივს დაინახა ნანატრი სახე და მისკენ ბედნიერი წავიდა. ქალი მისი დანახვისთანავე წამოდგა, ღიმილი გაუფართოვდა სახეზე და ბიჭის მიახლოებისთანავე მოეხვია. -როგორ ხარ ძვირფასო? - ქალის სიტყვებმა მეი დააეჭვა. -კარგად, შენ? -მეც კარგად. - ქალისთვის რომ შეგეხედა, ერთი შეხედვით ახალგაზრდა და ლამაზი ჩანდა, თუმცა მისი სამოსი სულ არ გავდა რაიმე ძვირიანს, ამის მიუხედავად მეი აღიარებდა ქალის გემოვნებას. -ეს მეია, რომ გიყვებოდი, ჩემი უმცროსი და, მეი ეს დედაჩემია, ერინა. - ბიჭმა როგორც კი ქალი წარადგინა, გოგონას გაეღიმა და ქალს ძლიერად მოეხვია. -ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა, სახლში თქვა რომ გიპოვათ, მაგრამ არ მეგონა თუ ოდესმე თქვენს ნახვას დავიმსახურებდი. -აბა რას ამბობ, შენც ჩემი შვილი ხარ, მისგან არ განგასხვავებ. - ბიჭმა და ჩამოსვა, დედასაც თავისი ადგილი მიუჩინა და ბოლოს დასვენებული ჩამოჯდა. -მოკლედ რას მოვესწარი, ჩემი ნამდვილი დედა, ჩემს მეორე დედისგან ქალიშვილს ელაპარაკება, იცით? მალე ეჭვიანობას დავიწყებ, რადგან მეი მგონი უფრო გიყვარს. -ნუ ცანცარებ, რა თქმა უნდა მიყვარს ეს ლამაზი გოგონა. -რამე შეუკვეთე? -კი, ძალიან საყვარელი გოგონა მომემსახურა, ეხლა რომ მოვა შენი დისთვისაც შევუკვეთოთ. -ერინა დეიდა, აი თქვენი შეკვეთაც. - მეიმ დაინახა ფოდნოსზე ქალის სახელი და გოგონას დანახვისთანავე ანიშნა რაიანს. ბიჭმა როგორც კი გოგონას ვარდისფერი თმა შენიშნა თვალები გაუფართოვდა, გული მოეკუმშა და ხელები გაუშეშდა. -ძვირფასო ეხლა ვსაუბრობდით შენზე. - ქალმა თბილად გაუღიმა ჰეილის და გოგონასთვისაც სთხოვა კვლავ გაბრუნებულიყო. -დდ..იახ.. გისმენთ.. - გაიღიმა და მეის მიუბრუნდა, რომელიც ბიჭის გვერდით მოკალათებულიყო. როგორც კი რაიანი დაინახა სცადა ყურადღება არ გაემახვილებინა მის უნაკლო სახეზე და თვალებზე, რომლებიც უცნაურად ბრწყინავდნენ. -ვარდისფერო? - ბიჭი ნელა წამოდგა და გოგონას თბილად გაუღიმა. -გაბურძგნულო. - ღიმილით უპასუხა და ქალს უხერხულად ჩახედა, რომელიც რაიანისავით თვალებგაბრწყინებული უყურებდა ვარდისფერს და შვილის ღიმილს. -იცნობთ ერთმანეთს? -არც ისე... - უარყო გოგონამ და ხელი სახეზე მოისვა. - მე... ჩავიწერ თქვენ შეკვეთას. - ქალს გაეღიმა გოგონას სიმორცხვეზე, ხელი ხელზე მოკიდა და სკამზე ჩამოჯდომა შესთავაზა, თუმცა ჰეილიმ თავი გააქნია უარის ნიშნად. ამ უარს ერინა არ შეუშინებია, ამჯერად ძალიან სთხოვა რამდენიმე წუთით ჩამომჯდარიყო, მანაც უარი ვერ უთხრა და ცოტახნით ქალს მიუჯდა. -ძვირფასო მართლა იცნობ ჩემს ვაჟს? - გოგონამ თბილად გაუღიმა, რაც ქალისთვის თანხმობას ნიშნავდა. - ერთად ხართ? - ჰეილის თვალები გაუფართოვდა, თუმცა ამჯობინა დამშვიდებულიყო და ცნობილ ხერხს მიემართა, რომლითაც ბიჭს უხერხულ მდგომაეობაში არ ჩააყენებდა. -არა რას ამბობთ, შეუძლებელია. - როგორც შეეძლო გაიღიმა და სცადა ბედნიერი სახე მიეღო. -რატომ? რაიმე პრობლემაა თქვენს შორის? - ქალი მათი ურთიერთობით დაინტერესდა. -არა, არანაირი, უბრალოდ ყოფილ შეყვარებულთან პრობლემები მაქვს და ახალი ურთიერთობისთვის ზედმეტად ადრეა. - ბიჭს ეუცნაურა გოგონას პასუხები. თითქოს მათ შორის არც არაფერი მომხდარიყოს. ნუთუ ეს იყო მისი გეგმა? რომ ბიჭი მიმხვდარიყო თუ რა განსხვავებულია ჰეილი დანარჩენი სხვებისგან. -რა მოხდა შენს შეყვარებულთან? - ერინას ისე მოეწონა გოგონა, რომ მასთან სიახლოვე და საუბარი დიდ უნაურ სიამოვნებას გვრიდა. -მიღალატა, მაგრამ არაფერია, თავიდან ვისწავლი ყველაფერს, ჩემი თავისთვის დრო დამრჩება და უფრო მეტად ვიზრუნებ იმაზე რომ ეს მეორედ აღარ განმეორდეს. -მართალი ხარ შვილო, ღალატი ისეთი მწარეა, ამის გარდა ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს. - ხელი ლამაზ თმაზე ჩამოუსვა და თბილი ღიმილი აჩუქა საყვარელ გოგონას. - რა ლამაზი და უცნაური თმის ფერი გაქვს. -მადლობთ, ჩემს სამეგობროში ყველას ასეთი უცნაური თმის ფერი აქვს. -მართლა? -დიახ. ერთს თეთრი თმა აქვს, რომელიც ბუნებრივია, მეორეს ლურჯი, მესამეს ასევე ბუნებრივი შავი, მე კი ვარდისფერი. - ერინას ისე სიამოვნებდა მისი მოსმენა, რომ გარშემო ყველაფერი ავიწყდებოდა. -შენთან საუბარი ძალიან სასიამოვნოა. გამიხარდება სხვა დროსაც რომ იმუშავებ, ცოტახნით დროს თუ გამონახავ რომ კვლავ ვისაუბროთ. -რა თქმა უნდა, ყოველდღე აქ ვიქნები. - გაუღიმა გოგონამ და წამოდგა. - უნდა წავიდე, თქვენ შეკვეთას მოვიტან. - მეიმ თავი დაუქნია და ისიც იქაურობას გულაჩქარებული მოშორდა. -დღეს მისი პირველი დღეა, სანამ მოხვიდოდით ისე თბილად მომემსახურა რომ რესტორნის მფლობელთან შევაქე, მას კი ლოყები აუწითლდა. - გაეცინა ქალს და გოგონას თვალი გააყოლა. -ჰო. ***************************************************************************************** რაიანი უცნაურად გრძნობდა თავს თითქოს ჰეილის ამ საქციელმა გააკვირვა, მაგრამ ეს ის იყო რასაც გოგონებს სთავაზობდა. ერთი ღამე და შემდეგ ისე მოქცევა, თითქოს მათ შორის არაფერი არასდროს ყოფილა. შეიძლება ბიჭი ყოველთვის ივიწყებდა მისი პარტნიორის სახელს, მაგრამ პარტნიორი მეორე დღეს მაინც ახსენებდა თავს, ურეკავდა და კვლავ სთხოვდა შეხვედრას. ამჯერად კი პირიქით მოხდა. მან ის შეამჩნია, თუმცა ვარდისფერი ისე მოიქცა, თითქოს მათ შორის არაფერი იყო და არც არასდროს მოხდებოდა. ბიჭის გაკვირვება საზღვარს ცდებოდა, მაგრამ ამ ფიქრების გაფანტვა და დავიწყება რამდენიმე წუთით მაინც შეძლო. ჰეილიმ შეკვეთა მიიტანა სამზარეულომდე, მაგრამ მის წასაღებად აღარ გაბრუნებულა, მის შემცვლელს სთხოვა მიეხედა მათთვის, სანამ ის ტელეფონზე დარეკავდა. რამდენიმე წუთი სასტუმროს სავიზიტო ბარათს ეძებდა, რომელიც მაშინ მისცეს პირველად რომ ჯეიკის სანახავად მივიდა. ბარათის პოვნის შემდეგ სასტუმროში დარეკა და ის იკითხა ვისი დახმარებაც არ აწყენდა ამ რთულ სიტუაციაში. -"სასტუმრო ჯეიქეი გისმენთ." -გამარჯობათ. -"დიახ, გამარჯობათ?" -მინდა სასტუმროს მმართველს დაველაპარაკო. - გოგონამ არ იცოდა ბიჭის ადგილი სასტუმროს მმართველობაში თუ იყო, ასე რომ მხოლოდ ბედს მიენდო. -"ბატონი რაიანი გასულია, ბატონ დეივს კი ეხლა დაუმთავრდა შეხვედრა და დაბრუნდა." -შეიძლება ვესაუბრო? მნიშვნელოვანი საქმეა. -"რას ეხება?" -ამმმ... საზღვარგარეთ სასტუმროს აშენებას. ბატონმა მთხოვა რომ გაფართოებაზე მეზრუნა. - სცადა დამაჯერებლად გამოსულიყო მისი სიტყვები. -"გასაგებია... ბატონო დეივ, თქვენ გთხოვენ." - გოგონა ლოცულობდა ბიჭის ხმა ეცნო, იქნებ ის იყო ვისაც ეძებდა. -"გისმენთ?" -გამარჯობა, ბატონ დეივს ვესაუბრები? -"დიახ, მე ვარ, ვინ ბრძანდებით?" - ის არის... მისი ხმაა. როგორც კი ხმა იცნო გაეცინა და გაიხსენა ის მომენტები რომლებიც ერთად აკავშირებდათ, იქნებ ბიჭს რაიმეთი დამახსოვრებოდა მისი სახელი. -მე ჰეილი ვარ, ჩამოუყალიბებელი და ვარსიფერი ჰეილი. - ბიჭის სიცილი ტელეფონშიც ისევე ისმოდა როგორც სინამდვილეში. -"აჰ ჩამოუყალიბებელო, საიდან მომაგენი?" -ისეთი შარვალ-კოსტუმი გეცვათ რომ ეგრევე ვიცოდი მაღალ თანამდებობას დაიკავებდით. -"ნამდვილად. რამე მოხდა?" -ხომ მითხარით რომ თქვენი ნდობა შემიძლია. - გოგონას სიტყვები ისე გაისმა, რომ ბიჭი არც დაფიქრებულა ისე შეაფასა მისი ნდობის ბარიერი. -"101%-ით!" -მაშინ შეგვიძლია შევხვდეთ? -"რა თქმა უნდა, სად მოგაკითხო?" -ჩემი სამსახურის მისამართი ჩაიწერეთ, აქ ვარ გვიანობამდე და გასვლა არ შემიძლია. -"კარგი ვიწერ." - გოგონამ მისამართი ჩააწერინა და ცოტახნით დაემშვიდობა ბიჭს, გული კი რამის ხელებში ჩაუვარდა ისე აუძგერდა იმის გაფიქრებაზე რომ ვიღაცისთვის ეს აუცილებლად უნდა მოეყოლა. რამდენიმე წუთი ელოდა როდის წავიდოდა რაიანი, რომ ბოლოსდაბოლოს გასულიყო გარეთ, მაგრამ შეუძლებელი გახდა მისი გასვლა, რადგან უფრო და უფრო მეტს უკვეთავდნენ. ჰეილიმ გოგონას შესთავაზა მისი საქმისთვის მიეხედა, თავად კი მთელი კვირა მის კლიენტებს მოემსახურებოდა, მასაც მეტი რა უნდოდა დათანხმდა. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ისე დაიღალა რომ ვერავის და ვერაფერს ვეღარ ამჩნევდა. რაიანი კვლავ მაგიდასთან იჯდა ოჯახთან ერთად, თუმცა ჰეილის ისიც კი აღარ შეუმჩნევია, ბიჭს არც ეს გამოპარვია და თავს ხრიდა დროდადრო სიბრაზისგან და სიამაყისგან, რომელიც ნებას არ აძლევდა გოგონასთვის რაიმე ეთქვა. გადაღლილი ჰეილი რომ დაინახა უფროსმა სთხოვა სახლში წასულიყო, თუმცა რადგან დეივს შეხვედრაზე შეუთანხმდა გარეთ გავიდა სუფთა ჰაერზე. რამდენიმე წუთი ასე იდგა, თუმცა კარი მალევე გაიღო და სიგარეტით ხელში რაიანი გამოცხადდა. გოგონამ თბილად გაუღიმა და უკან დაიხია. -სახლში მიდიხარ? - ანიშნა თავის ტანსაცმელზე. - ანუ მორჩი სამსახურს? -ჰო, მოვრჩი დღეს. -გასაგებია. - თავადაც გაიღიმა და ჯერ აუნთებელი ღერი ჯიბეში ჩაიცურა. -არ ეწევი? - გოგონას კითხვამ დააბნია და საყვარელი სახე მიიღო, რაზეც ჰეილის გულიანად გაეცინა. - აბა რისთვის გამოხვედი? -ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. -გასაგებია. - რამდენიმე წუთში მანქანაც გამოჩნდა, ჰეილიმ დაინახა თუ არა ბიჭის სახე გაეღიმა და ჩაიჩურჩულა, თუმცა ჩურჩულიც არ გამოუვიდა, რადგან ბიჭმა მაინც გაიგო. - მოვიდა. - მანქანა მის წინ გაჩერდა, იქიდან კი ცისფერთვალება გადმოვიდა ლამაზ შარვალ-კოსტუმში. დეივმა გოგონა დაინახა თუ არა მისკენ წავიდა და თვალი ჩაუკრა, როგორც სჩვევია. -როგორ ხარ ლამაზო? -კარგად თავად? - რაიანმა უცნაურად აათვარიელა ბიჭი და ხელი მეგობრულად ჩამოართვა. -აქ რა გინდა? -რა მინდა? - გაიოცა და გოგონას ჩახედა. - მასთან მოვედი. -ვარდისფერთან? -ჰო, რა იყო? შევიდეთ? - დეივს გაუკვირდა ბიჭის იქ ყოფნა, თუმცა როდესაც მეი დაინახა მიხვდა ეს შემთხვევითობა იყო. ჰეილი შიგნით შეიყვანა, ბიჭის მოშორებით გადაწყვიტა მაგიდის შეკვეთა და გოგონა ზრდილობიანად ჩამოსვა სკამზე, შემდეგ ადგილი დაიკავა და მიმტანს ხელი აუწია. -მადლობთ რომ მოხვედით. -რას ამბობ აბა, ეს დღეები რაიანი დაკავებულია, თან ნერვებს მიშლის და მარტო ჭამა მიწევს, მიხარია რომ შენნაირი პარტნიორი მყავს. - მათი მეგობრული საუბარი როგორც პირველ შეხვედრაზე ეხლაც კარგად განვითარდა. ჯერ ვახშამი შეუკვეთეს, შემდეგ კი საუბრამდეც მივიდნენ. - კარგი რამდენიმე წუთია გატყობ რომ რაღაც სერიოზულია. -არც კი ვიცოდი რაიანის მეგობარი თუ იყავით. - თავი დახარა და თითების წვალებას შეუდგა. -მისმინე არ ვიცი რა გაკავშირებთ, მაგრამ ჩემი სიტყვები მაშინ სიმართლე იყო, ჩათვალე რომ რასაც მეტყვი არასდროს გაგცემ, შეგიძლია 101%-ით მენდო. - ჰეილის გაეცინა მის შემართებაზე. რამდენიმე წამი დაფიქრდა და ყველაფერი მოუყვა, რაც კი თავს გადახდა. დეივი მშვიდად, აუღელვებლად უსმენდა, წარბიც კი არ შეუხრია როდესაც წინა ღამეზე მოუყვა, ბოლოს კი ღრმად ჩაისუნთქა და ამოიხვნეშა. -აი ეს იყო. რა ვქნა ბატონო დეივ? გული საგულედან მეგლიჯება როცა ვფიქრობ რომ მართლა ამის გამო მექცეოდა კარგად და დედაჩემი მართალია. -არ ვიცი დედაშენი რას ფიქრობს, მაგრამ ვიცი როგორ უნდა დაუმტკიცო რომ ცდება. -როგორ? - ბიჭი რამდენიმე წამით დაფიქრდა, შემდეგ დაინახა რომ რაიანი თვალს არ აშორებდა გოგონას, უფრო მეტიც, ცეცხლი უგიზგიზებდა თვალებში როდესაც ხედავდა ჰეილი ბატონ დეივს როგორ უღიმოდა და თვალებში შესციცინებდა მომლოდინე მზერით. -ჩემს მექალთანეს თავი უნდა შეაყვარო, უბრალოდ კი არ უნდა შეაყვარო, უნდა გააგიჟო. მას ვერავინ შეაყვარებს თავს, თუ არ იცის რა აგიჟებს მისნაირ პიროვნებას, შეგიძლია მენდო ძვირფასო. - ვარდისფერი გაოცდა მისი გეგმა რომ მოისმინა, ძალზედ უცნაურიც კი ჩანდა ეს იდეა, თუმცა ბიჭი ცდილობდა მეტი ხალისიანი განწყობით მოეყოლა და გოგონა უფრო მეტად არ დაებნია. -ანუ იცით როგორ შევაყვარო თავი? -თითქმის 99.9%-ით ვარ დარწმუნებული რომ გამოვა. -და ის ერთი პროცენტი? -ის ერთი პროცენტი მისი გულქვა გონებაა, რომელსაც სიამაყე ჰქვია გეთაყვა და მის გადაბიჯებაზე წლებია ვმუშაობ, თუმცა უიმედოდ, ის და მისი სიამაყე საუკეთესო მეგობრები არიან, თავიდან ვერ იშორებს. - აგდებით თქვა და გეგმების დალაგებას შეუდგა. -გასაგებია... -კარგი მოდი ასე ვქნათ. გამომიყენე, ის კი სხნაირად იფიქრებს და ეგონება რომ რაღაც გვაქ, რა თქმა უნდა ჩემი პარტნიორი გახდები, მეც არ მოვიწყენ მარტოობით, ერთად კარგ დროს გავატარებთ. -ძალიან ცუდი იდეაა ბატონო... -ბატონო არ გავიგო მე, უბრალოდ დეივი, ციყვი, მაჩვი ან რავიცი შემარქვი რაღაც ვარდისფერო, თორემ თავი სამსახურში მგონია. - მის ნათქვამზე გოგონამ სიცილი დაიწყო, რაც რაიანს კვლავ არ გამოპარვია. ბიჭმა დაინახა მეგობრის მზერა და გოგონას ხელი ხელზე დაადო. -რას აკე... -გვიყურებს, ასე რომ არ გაიხედო, წამოდექი და სახლამდე მიგიყვან. - გოგონა წამოდგა, ბიჭის გამოწვდილ ხელს თავისი დაადო, გარეთ ღიმილიანი სახით გავიდა და იქამდე შეინარჩუნა სანამ მანქანა მოშორებით არ წაიყვანა ბიჭმა. -გული. - დეივის ხელი გულზე მიიდო და გაოცებული გახედა. -რა იყო მალე აფეთქდება. -მისმინეთ... -კიდევ "თ"? ვარდისფერო! -ჰეილი. - გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. -დეივი, მაგრამ მხოლოდ დეივი. -კარგი, ბოდიში. -აბა გისმენ, რა უნდა გეთქვა? -სახლზე ხომ მოგიყევი, ასე რომ წასასვლელი არ მაქ, იქნებ ჩემს მეგობართან მიმიყვანო? -არ არის პრობლემა, სადაც მეტყვი იქ მიგიყვან, მაინც საქმე არ მქონდა, მოვიწყინე რაიანის უჟმურ სახესთან ერთად. -ჯერ არ შემიმჩნევია, მაგრამ ალბათ მართლა მოიწყენდი. -ეჰ, გამოაჩენს მალე ნამდვილ სახეს. მისმინე ჰეილი, ხვალიდან დაიწყება ყველაფერი და მინდა მზად იყო, ჩემი მეგობარი აზრზე უნდა მოვიყვანოთ, უკვე დიდია და ზუსტად 1-2 თვეში, ანუ ძალიან მალე ის მამამისის ადგილს დაიკავებს. - გოგონამ თავი დაუქნია და ბიჭს ნდობა გამოუცხადა. სახლში მისვლისთანავე გადავიდა გოგონა, ჰანას სახლის კაი გააღო და ბიჭს დაემშვიდობა, ამასობაში კი დეივი უფროს ბატონთან გაემართა სალაპარაკოდ, რომელიც ბაღში იჯდა და ქაღალდებს ამოწმებდა. კაცმა ვერც კი შენიშნა ბიჭი როგორ ჩამოუჯდა წინ. - როგორ ხარ ბიძია? - იმხელაზე წამოიყვირა კაცი რამის სკამიდან გადაყირავდა. -გული გამიხეთქე, აქ რა გინდა? -შენი უჟმური შვილი ნერვებს მიშლის და იქნებ შენ გამართო. -მე ჯამბაზს ვგევარ? საქმე თავზე მაყრია, რამე თუ გინდა თქვი, ან არ თქვა არ მინდა შენი აზრების მოსმენა. -არც მაშინ თუ გეტყვი რომ რაიანი დაბრუნდება და შენს კომპანიას მართავს? - კაცი დაინტერესდა და ქაღალდებიდან თავი ამოყო. -რაო? ამას როგორ იზავ? -მე არა, მყავს გოგო რომელიც მას ჭკუაზე მოიყვანს, ასევე შენს ფულებს აღარ დახარჯავს გოგოების საჩუქრებში, მაგრამ შენ უნდა დაახარჯო იმ გოგონას, რომელიც მალე შესაძლებელია შენი რძალი გახდეს. -ლამაზია? -სასწაულია! მოკლედ ხვალიდან დავიწყებ მის ჩვენს კომპანიაში შეყვანას და ერთ თვეში მზად იქნება, მისგან შედევრს დავაყენებ, ჩემზე კარგად არავინ იცის შენი შვილის გემოვნება. -ეგ მართალია, რით დავიმსახურე შენი დახმარება? -შენ არა, შენც შენი შვილისავით ნერვებს მიშლი, ამას იმ გოგონასთვის ვაკეთებ, რადგან თქვენნაირი კაცები მართლა ჭკუაზე არიან მოსაყვანები, მე ალბათ ერთადერთი ვარ ვინც საყვარელია და ქალს პატივს სცემს. - სანამ კაცი ფურცლებს თავზე დაამხობდა წამოდგა და გაიქცა. - მოკლედ კარგად! -გამეცალე თავიდან! -ესეც ასე, შოუს დროა. - ხელები ერთმანეთს გაუსვა და გეგმების დაწყობას ხვალინდელი დღისთვის კი განხორციელებას შეუდგა. ******************************************************************************************* -დილა მშვიდობისა ანგელოზო. - ჰეილი სახლიდან გამოსული არ იყო რომ ბიჭი უკვე მანქანასთან აყუდებული ელოდებოდა. დეივმა ბოლოს შეამჩნია ფიფქივით თეთრი გოგონა და თვალები გაუბრწყინდა. -დილამშვიდობისა. გეთქვა რომ მელოდებოდი და ვიჩქარებდით, ჰანა ეს დეივია, ეს კი ჰანაა, ჩემი საუკეთესო მეგობარი. - გოგონა ბიჭისკენ წავიდა ხელის ჩამოსართმევად, თუმცა ბიჭმა ხელის შეხების შემდეგ მისკენ მისწია და ნაზად ეამბორა. -სასიამოვნოა. - გოგონას თეთრი თვალები ლამაზად აკაშკაშდა როდესაც მის თვალებს ცისფერი თვალები შეეჩეხა. -ჩემთვისაც. - გაიღიმა და გოგონას გახედა დასახმარებლად. -წავიდეთ? - ბიჭი გონს მალევე მოეგო და გოგონებს კარი გაუღო. -მე რომ გზას გაგიმრუდებთ? - ჰანამ ისე მორცხვად თქვა, მეგობარს ეჭვი შეეპარა მის ჯანმრთელობაში. -გოგო ხომ კარგად ხარ? არც ბევრს ლაპარაკობ, არც მირტყავ. - ბიჭი გაკვირვებული დარჩა ჰეილის ნათქვამზე, თუმცა ვარდისფერმა მუჯლუგული მაინც დაიმსახურა როგორც კი ეს სიტყვები მის ბაგებს მოსცილდა. -ნუ მარცხვენ... - ბიჭს სახე აარიდა და მანქანაში მოთავსდა, ამ საყვარელ ჟესტზე დეივს გაეღიმა, ბოლოს კი თავისი ადგილი დაიკავა. -და სად მივდივართ? -ვარდისფერო, ეგ რა კითხვაა? ხომ გითხარი რომ გეგმა მქონდა, ეხლა კი მივდივართ რომ შენგან დახვეწილი ქალბატონი გამოვძერწო. - ჰეილის გონება ამ სიტყვებს ვეღარ ხსნიდა, ამიტომ კვლავ ენდო ბიჭს და მის სიტყვებს. ჰანა სამსახურსი დატოვეს თუ არა დეივი სავაჭრო ცენტრში გაემართა ჰეილისთან ერთად. -ესაა შენი გეგმა? - გაუკვირდა გოგონას. -მენდეე... - ამოიბუზღუნა და ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა. -დეივ, ჩემო სიმპათიურო მაყვალო. - ბიჭი მისკენ გაემართა და საყვარლად მოეხვია. -კარგი ლეო გეყოს, მეც მომენატრე. -ლეონდრა დევისი მზადაა გემსახუროს, რა გჭირდება? რომც არ მქონდეს გაგიჩენ, თუმცა მე ყველაფერი მაქვს, რადგან საოცრება ვარ. - თავი შეიქო და ყელზე მოხვეული შარფი ბიჭს შემოახვია. - შენ ისევ ქალები მოგწოს? -კი ლეო, მომწონს. -ეშმაკები, ვერ ვიტან ქალებს. თუმცა ამას არაუშავს. - აათვარიელა გოგონა რომელიც ეხლაღა შენიშნა. -მინდა შეაფა... -ჩუ... - ბიჭმა ჰეილის გარშემო დაიწყო სიარული, ხან თმას შეახო ხელი, ხან კი სახეზე ახლოდან დაუწყო ყურება. -მისგან რას შექმნი?? -ძვირფასო ძალიან ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ ერთის განხორციელება ძაან მინდა. - რამდენიმე წუთი ბიჭი ტანსაცმელში იქექებოდა, რამდენნაირი ტანისამოსი არ მოარგო, თუმცა უკმაყოფილობის შეგრძნება არ ასვენებდა. ბოლოს დეივს ნერვოზი დაემართა, წამოდგა და კაბინაში შეიხედა, იქ კი თეთრ მოკლე, ტანზე მომჯდარ კაბაში და დახვეულ ვარდისფერ ჩამოშლილ თმაში ულამაზესი გოგონა დახვდა. -აბა? როგორ მოგწონს? - ჰეილი კაბას რაც შეეზლო ქვევით ქაჩავდა და მაღალ ქუსლებზე შემდგარ ფეხებს ერთმანეთში ხლართავდა. ბიჭი მისკენ ნელა წავიდა, გოგონას ხელი შეახო და შემოაბრუნა. -სასწაულია... -ვიცი მადლობ, მე ხომ გენიოსი ვარ, დედაჩემს უნდა დავურეკო და ვუთხრა რა შვილი ჰყავს. - გოგონა კაბინიდან გავიდა თუ არა ფეხი გადაუბრუნდა და ჩაიკეცა. - ძვირფასო ამას დიდი დრო და მონდომება დასჭირდება. -ხომ არ გეტკინა? - დეივი მისკენ წავიდა და თბილად გაუღიმა როგორც კი წამოაყენა. -საშინლად ძნელია, ამით გავლას შევძლებ? -შენ ყველაფრს შეძლებ, უბრალოდ ცოტა დრო გწირდება, ეს პერიოდი კი ჩემთან გადმოდი, მე ყველაფერს გასწავლი. - ჰეილი მზად იყო ბიჭისთვის თავისი თავიც კი მიენდო, ამიტომ დათანხმდა მის აზრს და დაიწყო მისი სწავლაც, როგორც კი გოგონამ ბიჭის უზარმაზარ სახლში ფეხი შეადგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.