შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი ცხვრება და სამი თვე


26-08-2017, 22:24
ავტორი თაკუნა86
ნანახია 2 613

ჩემი ცხოვრება არასოდეს ყოფილა სხვებისგან განსხვავეული...ალბათ რომ გადავიხედოთ ირგვლივ, მიხვდებით რომ ყველა ერთმანეთს გავს და ყველას ერთნაირად მისდის ცხოვრება.პრობლემები,სამუშაო,ოჯახი,შვილები....ერთნაირი ინგრედიენტით არის შეკაზმული ყველას ცხოვრება...ასე რომ გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ... სასწავლებელი ახალიდამთავრებული მქონდა და ჩემი პრფესიით ვმუშაობდი... არაფერი მადარდებდა გარდა ჩემი კარიერისა...იმ თავიდან ჩამძახოდნენ-"პირადი ცხოვრება მოიცლის,მთავარიაკარიერა"...ახლა ვხვდები, რომ სისულელეა...რატომ არ შეიძლება რომ ორივე შეუთავსო ერთმანეთს და ისე იცხოვრო??...მაგრამ ისიც მართალია რომ ამბობენ... პირადი ურთიერთობა ფუჭდება თუ კი კარიერა აღმავლობას იწყებსო. სერიოზული არაფერი, მაგრამ მეც მომიწია ჩემი პირადულის დათმობა,.. ჩემი თანატოლი ახალგაზრდებისგან ძალიან გამოვირჩეოდი, ჩაკეტილი და მორიდებული ვიყავი. არც სამეგობრო წრე მყავდა ფართო მაშტაბიანი. პრესტიჟულ უბანში გავიზარდე,ოჯახიც შეძლებული მყავდა.... დედისერთა გახლავართ და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ,ჩემზე ზრუნვა და ყურადღება, როგორი გაძლიერებული იქნებოდა. გარეგნულად საკუთარ თავს, ვერასოდეს ვაფასებდი, ალბათ ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა,რადგან როგორც სხვა მშობლები ისე არ დამძახოდნენ“ლამაზო“-ს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუდმივი სამუშაოს ძებნაში,ბევრ ადგილას და ბევრ ხალხში მომიწია ყოფნა. მაგრამ ყველგან,კვირაზე მეტხანს ვერ ვჩერდებოდი...ვერ ვაგნებდი ადგილს სადაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს და დროს ფუჭად არ გავხარჯავდი სტაჟიორობაში. კომფორტში მხოლოდ ანაზღაურებას არ ვგულისხმობ; გარემოსაც და კოლექტივსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის.ამიტომ კვირის თავზე ჩემი სტაჟიორობა მთავრდებოდა. უიღბლო არ ვყოფილვარ,მაგრამ რატომღაც წარმატება აგვიანებდა თითქოს. ვინც მოითმენს ის მოიგებსო,დამძახოდა დედაჩემი. მეც ვითმინე და ერთ-ერთ,არც ისე პრესტიჟულ, მაგრამ აქტიურ,საინტერესო და სასიამოვნო გარემოში, რედაქციაში ამოვყავი თავი. ჟურნალისთიკის კურსდამთავრებული ვიყავი,მაგრამ პირველივე დღეს მივხვდი,რომ ნდობის მოპოვება აქ რთული იქნებოდა,საკმაო დრო დამჭირდებოდა იმისთვის რომ ჯურნალისტი მრქმეოდა. დამხმარეც არ ერქვა ჩემს სამუშაოს,უფრო „მომსახურეს“ ვგავდი,ვინ რის მოტანას და წაღებას დამავალებდა....
3 კვირა საცდელი ვადა ჩამთავრდა და ტექსტის ამკრეფად გადამიყვანეს. რადგან შტატში ჩამსვეს,უკვე სრულუფლებიანი თანამშრომელი ვიყავი და აქამდე თუ არ მიკარებდნენ,ნელნელა თანამშრომლების გაცნობა დავიწყე. ველოდებოდი იმ დროს,როდესაც ჩემი უხეში და მაგრამ მზრუნველი „შეფი“ ცოტა სერიოზულ დავალებას მომცემდა, მითუმეტეს რომ იქ ყოფნის დროს საკმაოდ ბევრი გავიგე და შევისწავლე.
სამუშაოზე ვიჯექი და რაღაც ძალიან უინტერესო ტექსტს ვკრეფდი. „როდის ჩამთავრდება?... ნეტავ არ ეზარებოდა ამის დაწერა?... ან ამან როგორ დააინტერესა?... ხომ ვიცი ტყუილად ვკრეფ ამ ტექსტს მაინც დაუწუნებს...“ ჩემთვის ვფიქრობდი......
უფროსმა გამომიძახა და მეორე დღეს შეხვედრაზე წასვლა შემომთავაზა.
-- ერთი ქალია და რაღაცა საინტერესო ამბავი აქვს ...წადი და ნახე რა უნდა..--ძალიან უხეშად და უინტერესოდ მითხრა,ისე როგორც სჩვევია.(არავის უკვირდა მისი ასეთი ხმის ტემბრი და ლოგიკა,თურმე, იქ როგორც ამბობდნენ,მისი ასეთი დამოკიდებულება იმით იყო გამოწვეული, რომ სახლში საკუთარ ცოლზე ვერ უფროსობდა,და ისე ყველა ემოცია რაც მასთან უნდა დაეხარჯა,და ის ნერვიულობა რასაც სახლში ვერ გამოხატავდა,თანამშრომლებზე ინთხეოდა,მაგრამ საბდნიეროდ ისეთი სახით, რომ ატანა შეიძლებოდა ამ ყველაფრის). მისამართი გამოვართვი, სამუშაო ადგილს დავუბრუნდი,ჩავამთავრე საქმე და ტელეფონის ყურმილს დავწვდი. „ერთ ქალთან“,როგორც ჩემმა უფროსმა მითხრა,ვრეკავდი,რომ შეხვედრაზე შევთანხმებოდი. .......საღამოს მასთან ვიყავი.
--დალევ რამეს?--დადებითი აურა ვიგრძენი მის სამყოფელში...თავიდანვე ძალიან
დადებითად განვეწყვე მის მიმართ.
--ყავა თუ შეიძლება-მოკრძალებით ვუპასუხე
--კი ახლავე...თუ არ გეწყინებათ თან რომ გამომყვეთ,რომ ბარემ საუბარი დაგვეწყო თან ყავას გავამზადებ
--კი არარის პრობლემა--და მას გავყევი.მისთვის არც შემიხედავს ნორმალურად,გარემოს უფრო ვათვალიერებდი,ბავშვბიდან „ინტერიერის დიზაინერობა“მინდოდა და,საშინელი თვისება ყველას სახლს დეტალურად დავაკვირდე ამის გამო შემომრჩა.
--არ ვიცი დაინტერესდება თუ არა თქვენი რედაქცია .....მაგრამ
მე ალბათ გულის გადაშლა უფრო გამომივა, ვიდრე რაიმე საინტერესო მასალის მოცემა.....შაქარი ერთი? - უადგილოდ მიაბა კითხვა
--.რედაქტორი გადაწყვეტს თავად,ეს საკითხები მე არ მეხება..თუ არადა შეგიძლიათ
დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ თქვენი ისტორიის ბედი ან სხვა რედაქციას შესთავაზოთ.......... დიახ ერთი--მეც ისევე ვუპასუხე როგორც კითხვა დასვა
--ზოგადად წერა არ გამომდის ამიტომ მირჩევნია შენ დაწერო...ვნახოთ რა გამოვა..... -- წერა?? კი მაგრამ რა უნდა დავწერო? არ შევიმჩნიე დაბნევა,რაიმეს თქმას გაჩუმება სჯობდა.
ასე გავიცანი "ჩემი გმირი"


“ბავშვობიდან,ძალიან უცნაური ვიყავი;თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ამავდროულად არც
სხვების მსგავსი.არ მიტაცებდა ოცნებები,.. არ მიყვარდა ზღაპრები,, 6 წლის ასაკიდან აღარ
მჯეროდა "თოვლის ბაბუა"-ს არსებობა,,, გასაკვირია ხომ?!.. იქნება კი; ბავშვის გონება
"ბუბკას" ჰგავს რასაც შთააგონებ და ასწავლი იმას მიიღებსო (ასე ამბობენ ხოლმე),მაგრამ
რატომ არ იყო ეს ჩემს შემთხვევაში?!.. ამ უცნაურობას ვინმე ამჩნევდა თუ არა არ ვიცი.. ვერც
მე ვამჩნევდი მაშინ, ეს ახლა ვხვდები რომ სხვა ვიყავი.
ლამაზი ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ,მაგრამ "რა საყვარელია?!" ყოველთვის ითქმებოდა (არა
იმიტომ, რომ "პუტკუნა" ვიყავი :) ). ალბათ იყო რაღაც ჩემში რასაც მეტნაკლებად
ამჩნევდნენ,ხედავდნენ.არასოდეს მქონია დასახული მიზანი,ყურადღების ცენტრში ყოფნისა
ან პირველობისა და თუ კი ეს სადმე მაინც ხდებოდა,ყოველთვის უხერხულობას ვგრძნობდი
(ბავშვობაში სიმორცხვეს).
როგორც ყველას,მეც მყავდა ოჯახი.. არ მინდა ჩემს ბავშვობას ბევრი დრო დაუთმო... სხვების
მსგავსად ვიზრდებოდი მეც;სკოლა,სახლი,მეგობრები,ზრუნვა ჩემს მომავალზე...

როგორც მოგეხსენებათ,გარდატეხის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვისთვის;ეს
ცხოვრების ახალ,სხვა ეტაპზე გადასვლას ნიშნავს,ეს ის პერიოდია,როდესაც აღარ ხარ პატარა
და არც დიდი ხარ,მაგრამ ელოდები საბოლოოდ როდის გახდები დიდი.რატომ ვახსენე
გარდატეხის ასაკი?? ეს ის პერიოდია როდესაც ჩემმა ცხოვრებამ, საოცარი ცვლილებები
განიცადა და არა მხოლოდ ბიოლოგიურ ასპექტში.

ცხოვრების შეცნობას ადამიანი იწყებს ურთიერთობებში....ყველაზე კარგი გაკვეთილები
ცხოვრებვის შესასწავლად, მაგრამ ისინი საინტერესო,ნაყოფიერი უნდა იყოს და არა უბრალო.


თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა დამოუკიდებლად ურთიერთობებიბის შექმნა
(მშობლების მიერ შექმნილი ჩემი სამეგობრო, მივხვდი არაფერში მჭირდებოდა როდესაც
წამოვიზარდე და ამიტომ თავად დავიწყე მეგობრების ძიება და შეძენა).. მაგრამ ამ
ურთიერთობებმა საკუთარი თავი მაინც ვერ მაპოვნინა,ეს ურთიერთობები მხოლოდ
ადამიანის კატეგორიების მრავალსახეობას და რაოდენობას მასწავლიდა.
საკუთარი თავი ვიპოვნე მაშინ, როდესაც პირველად მითხრეს "მომწონხარ";რატომღაც
მეუცნაურა...მიჩვეული ვიყავი სიტყვას "საყვარელი",მაგრამ მივხვდი... მივხვდი რომ
"საყვარელ"-ზე მეტი ვიყავი. დავიწყე საკუთარ თავში ძიება დადებითი და უარყოფითი
თვისებებისა, რათა კარგად შემეცნო საკუთარი თავი და მცოდნოდა სად და როგორ რა
გამომეყენებინა "სწორად".
რეალისტი,მარტივი,უბრალო და საინტერესო ვიყავი,ხასიათიც კარგი მქონდა,ჩემთან
ურთიერთობას დაღლა და მოწყენა არ ეწერა,მაგრამ სასტიკი ეგოისტი აღმოვაჩინე საკუთარი
თავი...სწორედ,ეს თვისებები დავიდე "კოზირებად",დავამატე ვიზუალის გაუმჯობესება.
საკუთარი ცხოვრება ,მეკუთვნოდა მე! გადავედი ცხოვრების ახალ ეტაპზე.”
ბავშვობის მოგონებები და მის,ასე ვთქვათ მოკლე ბიოგრაფიას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია ჩემში... ალბათ უმრავლესობის ბედი ასე წარიმართება ხოლმე, მაგრამ მაინც იყო რაღაც უცნაური მასში...ძალიან მომწონდა მისი გადმოცემის უნარი და ხმის ტემბრი...გაგიკვირდებათ რა შუაშია ხმა?? დამერწმუნეთ...ხმის ტემბრით სულ რომ უინტერესო ამბავს ჰყვებოდე, მაინც დააინტერესებ სხვას.... მემგონი მეც ასე დამემართა... მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი და ამიტომ, მითუმეტეს რომ მომწონდა. ვიჯექი და ვუსმენდი.
--ცოტა ვრცლად რომ მითხრათ და კითხვები დავსვა შეიძლება?-- თავი პროფესიონალად ხომ უნდა წარმომეჩინა.
--კი ბატონო მკითხე, მაგრამ განა დარჩა რაიმე კითხვა ყოველივე იმის შემდეგ რაც გითხარით?--გაკვირვებულმა შემომხედა...იხტიბარი არ გავიტეხე; რაიმე კითხვა მაინც უნდა დამესვა მისთვის
-- თქვენ ახსენეთ გარდატეხის ასაკი... თქვენი ოჯახი.....ოჯახში იყო რაიმე პრობლემები რამაც ასეთ ბავშვად და მოზარდად ჩამოგაყალიბათ?-მივხვდი ძალიან სასაცილო კითხვა იყო მაგრამ არ შევიმჩნიე, თავი კარგად მეჭირა
--პრობლემები?...--გაეღიმა, მაგრამ უხერხულობაში არ ჩამაგდო მივხვდი და განაგძო-- რობლემები ზოგადად ყველა ოჯახში არსებობს რათქმა უნდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა...არც მსმელი მამა მყავს და არც დედა უყურადღებო, მაგრამ გარკვეული კამათი და ფინანსური პრობლემები ჩვანც გვქონდა რასაკვირველია ... არის კიდევ კითხვა?
-- არა გმადლობთ...-- და გამეხარდა რომ ეს უხერხული სიტუაცია კარგად დამთავრდა-- განაგრძეთ...--ჩემი ფინჯანში ყავას ორთქლი აღარ ასდიოდა და მივხვდი დალევა შეიძლებოდა... ერთ მოსმაზე დავლიე ნახევარი ფინჯანი და შემრცხვა... რაღაც ძალიან არა ჩემებურად ვიქცეოდი... მეშინოდა თავი არ შემერცხვინა.
-- თავისუფლად მესაუბრე... ნუ დაიძაბები... მე ვიცი რომ რთულია ასე ერთბაშად უცხო ადამიანთან კონტაქტში შესვლა, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი ვისთანაც ეტიკეტის დაცვაზე უნდა იფიქრო--თბილად გამიღიმა-- რამდენი წლის ხარ?
-- 26...
--კარგ ასაკია -- გამიკვირდა რა ასაკი იყო ასთი და თანაც კარგი...- ქალი რომ 25 გადაცდება პასუხისმგებლობა უმძაფრდება.
-- ალბათ--ვუპასუხე მორცხვად რადგან არასოდეს არ დავფიქრებულვარ ჩემი ასაკის მატებასთან ერთად ცლილებებს თუ განვიცდიდი
--ოჯახი?
--დედა-მამა- მივხვდი ამ საუბრით ჩემს გაშინაურებას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც...რასაც მეკითხებოდა თავადაც სცემდა პასუხებს კითხვებს,და ამით რაგაცნაირად უკვე ერთმანეთს ვიცნობდით...კიდევ რამდენიმე კითხვა დამისვა....
-- რომ მოვწიო შეგაწუხებს?--მკითხა ბოლოს
--არა.. მე არა... მიჩვეული ვარ მაგ სუნს -- სიგარეტს გაუკიდა... ლამაზად დაარტყა ნაფასი,..ისე გემრიელად და ღრმად ჩაისუნთქა ეს შხამი,რომ წუთით მომინდა კიდეც... ფანჯარა გამოხსნა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა..ულამაზესი თითები ჰქონდა....
--განვაგძოთ? --შევთავაზე
-- კი კი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent