შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგულები *1*


27-08-2017, 03:48
ავტორი blue witch
ნანახია 1 341

ეს ამბავი ზაფხულის ერთ მშვიდ დღეს დაიწყო.
ანუ როგორც ყველა სხვა დებილური(რომ გვგონია) ისტორია.
ან როგორც ყველა დებილური დღე, დაგვირგვინებული დებილური შუაღამის ჟამით.
თხრობის დროც იცვლება.
თუმცა დრო ჩვენს გარშემო ხშირად იცვლება, ეს უწყევტი ციკლია, მე ვალდებული ვარ ყვველაფერი გაზვიადების გარეშე გიამბოთ.
*******************************************************************************************************************************
გიჟივით ვკრეფ მასწავლებელთან გასაგზავნი ტექსტის თემას.
დროში მაინც ვიწვები.
-ნუნუუ,-ბოლო ხმაზე ღრიალებს ჩემი უძვირფასესი ძმა. როცა ასე მეძახის, მზად ვარ ცოცხლად დავმარხო, ან ცხელი ტაფით მოვკლა.
-რა სიკვდილი გინდა გიორგი?!-არც მე ვაკლებ პარანორმალურ კივილს.
-შენი სიკვდილი და არგადარჩენა მინდა.-სწრაფად მიახლოვდება და ლეპტოპში იცქირება.
-ვის წერ? შეყვარებულს?! სად გყავს თორე კი!-დებილივით იწყებს ხარხარს.
-შენნაირი ძმა, რომ მყავს ხალხი გამირბის. ვერც დაადანაშაულებ, შენი მსგავსი შტერი, იდიოტი და კრეტინი დედამიწის მრავალფეროვან ისტორიას არ ახსოვს.
-რა გაუჩნდი დედიკოსა და მამიკოს ასეთი ნუნუ?!-ვერაგულად ხითხითებს და აბუმბლულ, ღია წაბლისფერ თმებს მიშლის.
- ნუნუ კი არა ნანუ, რით ვერ შეიგნე ყმაწვილო?!-უკვე მაისურის საყელოში ვაფრინდები.
მე ნანუ ვარ, ნანუ ონიანი. ნუნუ, რომ მქვია ჩემი ძმისა და ჩემი დაქალის მეტმა არავინ იცის. ჩემ სახელს საცოდავი ისტორია აქვს. დედაჩემი „მომაკვდავმა“ და „ლოგინად ჩავარდნილმა“ ბებიაჩემმა გამოიჭირა, დაიმარტოხელა და შეიპირა გოგო თუ იქნება ნუნუ დაარქვითო.
ამის შემდეგ ყველას ეგონა უფროსი ნუნუ სულს განუტევებსო, თუმცა როგორც კი გაიგო, რომ დაბადების მოწმობაში ნუნუ ონიანი დაფიქსირდა, მაშინვე წამოიჭრა ზეზე და ყველას ცხვირწინ თითი დაუქნია აქაოდა გაგაცურეთო.
დედაჩემი ძალიან გაბრაზდა, თუმცა რას იზამდა. ერთი ასო შეცვლაეს და „ნუნუ“ გადაიქცა „ნანუდ“.
სამაგაიეროდ, ჩემ ოთხი წლის ძამიკოს ეს ინციდენტი კარგად ჩაებეჭდა მეხსიერებაში.
ნუნუ კი დღესაც ცოცხალია და „ალების დედიდან“დაწყებული, „ჭინკების მუგუზალით“ დამთავრებული ყველაფერს, ყველანაირ მეტსახელს მეძახის.
კიდევ კარგი,ნინას საერთოდ ავიწყდება ჩემი ნამდვილი სახელი, გიორგის კი ხან ვაშანტაჟებ, ხან ვემუქრები, ხანაც მძინარეს ვცემ. მოკლედ, სიტუაციის კონტროლს ვახერხებ.
-სად გდია შენი ძვირფასი დაქალი?!-თეთრ წინდებს დემოსტრაციულად მიქნევს ცხვირწინ.
-მოვა და თუ შეიძლება წესიერად მოექეცი.-ოჰ, რა ბედნიერი ვიქნები, რომ დაგიჭირო და თვალში თითი გაძგერო, ჩაგისისხლიანო ეგ გადმოკარკლული კაკლები!
საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩემი ვითომ ჭკუისკოლოფა, ვაი ისტორიკოსი ძმა გიორგი ონიანი ჩემს საუკეთესო დაქალს, ნინა მგელაძეს ვერ იტანს.
-ოოოჰ, კაი ერთი!-წინდებს ჯვაროსათა დროშასავით აფრიალებს.-მოვა და დაიწყებს: ნანატუუუ, როოგგოორრრ ხაააარ?!-თან ოსკარზე წარდგენილივით იჭყანება.
ყოჩაღ, დამსახურებულად მიიღე ნაძვის რტო! წაეთრიე ეხლა და დაეგდე რა!
კარი მომენტალურად იღება.
-ნანატუუუ,-აჰა! ამასაც დაბარებულლივით ეხლა უნდება შემოსვლა.
ნინას გრძელი, ღია ქერა თმები მხრებზე აყრია, აწეული ცხვირი უფრო აუბზუებია და ცისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.ორნამენტებიან-ჩუქურთმებიანი, ლურჯი კაბა აცვია, კისერზე მარგალიტებითა და რაღაც ბრჭყვიალა თვლებით. კაბა საოცრად ეხამება თვალების ფრს და მშვენიერ გამას ქმნის. გრძელი, სწორი, უნაკლო ფეხები მოუჩანს.
-გიორგიი!-კივილით ეხუტება ჩემ ძმას.
გიო თვალებს ატრიალებს.
-ეს დებილია?!-ტუჩების მოძრაობით მანიშნებს.
-მოგკლავ!-უხმოდვე ვპასუხობ მეც.
-ნანუ, როგორ ხარ?! ძალიან მომენატრეთ.-მწყობრში ჩაწყობილ კბილებს სიფათებში გვანათებს.
-თავი ქოლგეითის რეკლამაში მგონია.-ბურტყუნებს გიორგი.
-ჯანდაბა!-მეც ვყვები.ნინა ვერ გვამჩნევს, ტელეფონშია ჩამძვრალი და სელფის გადაღებას აპირებს, ალბათ კარგი განათებისთვის წვალობს.
ჩემი ძმა ცინიკურად ქირქილებს და ჟესტების ენით მესაუბრება. რაც ჩემს ენაზე, რომ ვთარგმნოთ ასე ჟღერს:“შენი საუკეთესო მეგობარი ერთი სულელი, ქარაფშუტა, განებივრებული გოგოა. სოციუმისათვის მისაღებ ჩარჩოებში გამოკეტილი „სვეწკია“. იმასაც ვერ ხვდება, რომ დავცინი და მუდმივად ისე იქცევა, თითქოს ჩემზე ჭკუას კარგავს.“
რას ვიზამთ, გიორგი ონიანი ბოროტია, თანაც ნინას ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ზოგჯერ მეც მეპარება ეჭვი.
არადა ძალიან კარგი გოგოა.
-მოგწონთ ჩემი კაბა?! დედამ მიყიდა, საჩუქრად.- ნინა კაკანს არ წყვეტს. თითქოს სპეციალურად აძლევს ჩემ ყეყეჩ დედმამიშვილს დაცინვის საბაბს!
-ჰოო,-გიორგის თვალებით ვანიშნებ დაეთანხმოს.-არაჩვეულებრივია.
-კარგია მაგრამ რა ღირდა?!-ცინიკურად აღნიშნავს გიო.
-500 ლარი.
ხელიდან წვენის ჭიქა მივარდება.
ნინა გიოს შესცინის, ოქროსფერ კულულს თითზე იხვევს და ტელეფონს აჩხაკუნებს. ანაზდად ვგლეჯ თანამედროვე მოწყობილებას ხელიდან. ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო და ნინა სახიფათო ზონას მოვაცილო.
-სულელი ხარ!-პირდაპირ ახლის გიო.-ამდენი ფულის გადაყრა ტანსაცმელში! თან სრულიად ჩვეულებრივ კაბაში!
-ჰოო, ცოტა ძვირია.- იბნევა ნინა.
აბა, მოვედი მომრიგებელი მოსამართლე და სახალხო ტრიბუნი, ვეტოს უფლება მაქვს და მოკეტეთ!
-ცოტა?-ირონიულად ძგებს წარბებს გიორგი.
-სულ რატომ მამცირებ გიორგი?!-თვალები უცრემლიანდება ნინას.-რა დაგიშავე, არ ვარ ძალიან ჭკვიანი, მაგრამ მეგობრობა შემიძლია, შენ დას ჰკითხე.-სლუკუნით გარბის დერეფანში.
-ამჯერად მართლა ზედმეტი მოგივიდა.-ცივად ვუსწორებ თვალებს.-ერთხელ მაინც იმსახურებდა შენგან ნორმალურ მოპყრობას. ასე დამპლურად ტყუილად ექცევი.
-სულელია და!-ხელებს შლის გიო.
-არც შენ ხარ მეორე ნიცშე! მაგრამ ონიანების საგვარეულო გიტანს!.-მკვახედ ვუჭრი და ნინას კვალს მივდევ.
******************************************************************************************************************************
-ნანუ და ნინა, -უხერხულად გვიხმობს გიორგი. მგონი ყურთ დამაკლდა, ან ყურთ ჰალუცინაციები დამეწყო, ანუ სმენითი მოჩვენებები. ნანუო?! ნამდვილად ჩემი რეგვენი ძამიკოა?!
-რაღაც მინდა გაჩვენოთ, ნინა უფლებას გაძლევ დამიმტკიცო, რომ შენი ინტელექტი ნულს არ უდრის, ბოდიშს გიხდი და ერთ ძალიან სერიოზულ საკითხს გაგანდობთ.
-უფლებას?!-უღრენს გოგო, თან კაშკაშა თვალებს გამეტებით ქაჩავს.
-კარგი ჰო, შანსი იყოს! მაცდი ბოლობოლო?!
-რა ხდება?!-ტუჩს ვიკვნეტ. მოვიჭამ და ეგ იქნება!
-გამომყევით.
ჩემი ძმა სხვენში ადის, კიბეზე მარდად მივხტივარ, ნინას კი ქუსლები საფეხურში ეჭედება და ძლივს მობობღავს. კიდევ, კარგი ჩემ ძამიკოს არ უჯენტლმენია და ბოლო არ ასულა, მოკლე კაბა დიდი ბარიერი იქნებოდა ჩვენთვის.
-ნინა, ალბათ იცი რასაც ვსწავლობ უნვერსიტეტში.-მშვიდად ეუბნება გიო.
ჰო, გიორგი მსოფლიო ისტორიას, ხელოვნებასა და მითოლოგიას ეუფლება. ახლა 17 წლის ვარ და ვერ გადამიწყვეტია, მეც მის გზას ხომ არ გავყვე. აქ ერთი ლენინის დროინდელი წიგნი იპოვა, მსოფლიო ისტორიაზე და უცნობ, დაფარულ თარიღებს მაჩვენებს ხოლმე. მითოლოგია იმის მერე შეეზიზღა, რაც ასგარდზე საუბრით გამოვუჭედე ყურები. არც მაცადა სკანდინავიური მითოლოგიიის წიგნის წაკითხვა, ისე დახია და დამემუქრა თორი და ლოკი არაღ მიხსენოო, დავრჩი კიდეც ფილმების იმედზე.
-იცოდეთ, დაცინვები არ იყოს!
თითს გვიქნევს გიორგი.
ჰა დროზე თორე წაგამტვრიე მყესები.
p.s დადააამ! ახალი, სახალისო, ეპიკური, ცოტა ზღაპრული ისტორია. ცოტა დაგასპოილერეთ მაგრამ მგონი უფრო სასიამოვნო სპოილერებია. თუ გსურთ გავაგრძელებ. კომენტარების გარეშე ახალ თავს ვერ იხილავთ, ისედაც საცდელად წამოვიწყე და არ მაწყენინოთ. ერთგულ მკითხველებს(თუ არსებობთ)გყვარობთ.



№1 სტუმარი მოცინარი

გ ა ა გ რ ძ ე ლ ე !!!!!!!! კატეგორიულად მოვითხოვ!!!!

 


№2 სტუმარი სტუმარი bibi

გოგოოოოოოოო!!!!! ბედი შენი რომ არ გიცნობ თორემ სათითაო ბუწუწს გადაგაცლიდი დამდუღრული ინდაურივით...! ესე უნდა დააგდო დაწყებული საქმე? ყოჩაღ! აღფრთოვანებული ვარ... ვიღაც უგემოვნო და იდიოტი საქონლები კომებს არ უწერენ თურმე და მიანება ამანაც თავი.. უხ! ქვევით მივყვები არ მეძინება კითხვა მინდა და ბრალი შენი ამნაირი მიტოვებული თუ ვნახე კიდევ...

 


№3  offline წევრი blue witch

სტუმარი bibi
გოგოოოოოოოო!!!!! ბედი შენი რომ არ გიცნობ თორემ სათითაო ბუწუწს გადაგაცლიდი დამდუღრული ინდაურივით...! ესე უნდა დააგდო დაწყებული საქმე? ყოჩაღ! აღფრთოვანებული ვარ... ვიღაც უგემოვნო და იდიოტი საქონლები კომებს არ უწერენ თურმე და მიანება ამანაც თავი.. უხ! ქვევით მივყვები არ მეძინება კითხვა მინდა და ბრალი შენი ამნაირი მიტოვებული თუ ვნახე კიდევ...

ვაიმეara საყვარელოda ათAსი ბოდისშI თQვენ. Aმას ოდესმე სრულად DაგიDებტ. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent