შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი მეოთხე)


27-08-2017, 15:33
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 266

დილით ადრე გამოიღვიძეს. ისაუზმეს და გარეთ გავიდნენ. ტაქს ხელი დაუქნიეს და მისამართი უკარნახეს.
- ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმიყვანეთ.
თანოს ხასიათთან შესაფერისი ამინდი იყო. წვიმდა, გრუხუნიც თან სდევდა. ნაცრისფერზე ნაცრისფერი საბურველი ეფინა ქალაქს.
ტაქსმა მალე მიიყვანა შენობასთან. ფული გადაუხადეს და სწრაფი ნაბიჯებით შიგნით შევიდნენ. კონსულტანტმა გოგონამ ფურცლები მისცა შესავსებად. მანაც შეავსო ყველაფერი და უკან დაუბრუნა. თან გულში ღმერთს შესთხოვდა დადებითი პასუხი მოსულიყო. ყველაფერი ხომ ამაზე იყო დამოკიდებული.
- შეიძლება ხვალაც იყოს პასუხები.. ტელეფონზე მიიღებთ შეტყობინებას და შეგიძლიათ მობრაძანდეთ.
- კარგით მადლობა..
გულ დამძიმებული გამოვიდა შენობიდან. ტაქსი გააჩერეს და სავადმყოფოში წავიდნენ. იქ მისულებს შესასვლელთან დახვდათ ირაკლი და მაყვალა ბებო.
ერთად შევიდნენ სავადმყოფოს შენობაში. დერეფანის გავლით მივიდნენ ლიპთან და მეოთხე სართულზე ავიდნენ. მთავარი ექიმისგან აიღო ნებართვა მასთან რომ შესულიყო.
ორას მეცხრე პალატის წინ შეჩერდა. ცრემლიანი თვალები შეიმშრალა, ღმად ამოისუნთქა და კარები შეაღო.
თვალდახუჭული იწვა გვანცა, ათასგავრ სადენებში ახლართული. საწოლის გვერდზე მდგომი მონიტური რიტმულად წიკწიკებდა.
- გვანციი.. - ხმადაბლა დაუძახა, თან ხელზე ფრთხილად შეეხო, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყოს.
- თანანო.. - გაუღიმა. მიხვდა რომ ეს არ იყო ბუნებრივი ღიმილი.
დაიხარა და შუბლზე მიაკრო ტუჩები. მისთვის გვანცა ცაზე მოციმციმე ვარსკვლავი იყო, რომელთა ყურება არადროს ბეზრდებოდა.
- როგორ ხარ ? - ხვდებოდა უსუსური და არაფრის მომცემი კითხვა დასვა, პასუხსაც ხვდებოდა.
- კარგად თანო.. შენ ? - იცოდა ატყუებდა და უფრო ეკუმშებოდა გული ტკივილისგან.
- მეც კარგად.. - თვალები მის თითებს გაუშტერა.
- მართლა კარგად ვარ თანო, არ ინერვიულო კარგი ?! ბებოსაც გადაეცი რომ კარგად ვარ.
- არ ვღელავ, ვიცი რომ ძალიან კარგად იქნები ! - მტკიცედ ჟღერდა მისი სიტყვები. - კარგი, ჩემი წავლის დროა. ექიმმა რამდენიმე წუთი მომცა უფლება. - ლოყაზე აკოცა, ზეწარი გაუსწორა და პალატა დატოვა.
დერეფანში მდგომ სავარძელში ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. ღრმად ამოისუნთქა და მთელი ტკივილი ამოაყოლა. აღარ შეეძლო ამდენის ატანა, თითქოს ნაწილებად იშლებოდა და არავინ ჰყავდა რომ ეს ნაწილები ერთიანად ექცია.
- ,, რა უნდა ვქნა ?’’
- ,, იქნებ არ დაგაფინანსონ ?! ‘’ - სასოწარკვეთილმა გაიფიქრა.
- ,, ერთი გზა დაგრჩა, მიხვალ იმ კაცთან და თანხმობას განუცხადებ’’ - ირაციონალურმა მემ გამოსავალი უშოვა.
- ,, სხვა გამოსავალი არ არსებობს, შეიძლება ორგანიზაციამ ორ კვირაზე მეტიც მოანდომოს განხილვას. შენი დის გამო არ გადააბიჯებ საკუთარ პრინციპებს ? ‘’ - არ ჩერდებოდა ირაციონალური მე.
- ‘’ ეს სიგიჟეა ! მოგიწევს სხვის გრძნობებზე თამაში, თან სახელიც შეგელახება. თან ხომ შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდე ?! ‘’ - ჩასძახოდა რაციონალური მე.
- ,,ოპერაცია ორ კვირაში უნდა გაკეთდეს აუცილებლად. ხვალ თუ არ მოგივიდა წერილი, სხვა გზა არ გრჩება’’ . - მაზოლზე ფეხს აჭერდა ირაციონალური მე.
- ,, უფ, უფ, თავი დამანებეთ ორივემ’’ - თავი გააქნია და ფეხზე წამოვარდა. წინ და უკან დადიოდა.
- კაფეში ვიყავით თანო. როგორ არის ? რამე გითხრა ? - სესილი პასუხის მოლოდინში გაისუსა.
- კარგად არის ბებო. არ ინერვიულოსო და ძალიან მიყვარსო. - გაიღიმა. ბავშვები კი მიხვდნენ რა იმალებოდა ამ ღიმილის უკან. - წამოდი ბეე, წავიდეთ აქ ყოფნას აღარ აქვს აზრი, მაინც არ მოგვცემენ ნახვის უფლებას.
- კარგი შვილო წავიდეთ.. - მოხუცის თვალებში სევდას ჰქონდა ბუდე დადებული.
ირაკლიმ მიიყვანა სახლში. შემდეგ კი თავის ოთახში ავიდნენ.
- ჩაის გავაკეთებ და დავბრუნდები. - უთხრა და წავიდა. უკან მალე დაბრუნდა სინით ხელში.
- რაღაც უნდა გითხრათ ბავშვებო. მართალია არ არის დიდი ხანი რაც გიცნობთ, მაგრამ შეგისისხლხორცეთ. არ მინდა რამე მქონდეს თქვენგან დამალული.
- რა ხდება ხომ მშვიდობაა?
- გუშინ როდესაც ექიმის კაბინეტიდან გამოვედი ეზოში გავედი. როდესაც გავიგე გულის მანკი აღმოაჩნდა, ძალიან ცუდათ ვიყავი და ვტიროდი. ამ დროს ჩემს გვერდით უცნობი მამაკაცი მოვიდა და მკითხა დახმარება თუ შეეძლო. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია. ჩამეძია, ამიტომ ვუთხარი რა თანხაც მჭირდებოდა. მან კი ჩემდა გასაკვირად მითხრა რომ შეეძლო ფულის მოცემა. მან ჩემი სახელიც იცოდა და ისიც თუ რაში მჭირდებოდა ფული.
ამის სანაცვლოდ კი ასე ვთქვათ ,, ჯაშუშობა’’ დამავალა. მის ძმისშვილს თავი უნდა შევაყვარო რომ იმ საბუთებამდე მივაღწიო რომელიც სჭირდება. ისეთი ცივი სახე ჰქონდა, რომ ვუყურებდი ტანში მცრიდა. არ ჩანდა კარგი ადამიანი.
- მერე შენ რა უთხარი? - მოსმენილისგან გაოგნებულმა ჰკითხა სესილიმ. ირაკლი კი ჩუმად იჯდა.
- არ მჭირდებათქო ასეთი ფული. მაგრამ, ისეთი დარწმუნებით მითხრა. ,, ვიცი, რომ მაინც მოხვალ ჩემთან - ო ‘’ , თან სავიზიტო ბარათიც დამიტოვა.
- მერე რას იზავ ?
- არ ვიცი.. აქ ადამიანის გრძნობებზეა საუბარი, შეიძლება არც შევუყვარდე მაგრამ..
- ხომ მაგრამ შენი დის მდგომარეობა ისეთია, ეს მეორეხარისხოვანია..
- ხო მართალია.. - ღრმად ამოისუნთქა. - იმედია დამაფინანსებენ და არ მომიწევს ამ ამაზრზენი საქციელის ჩადენა. თავი სერიალის გმირი მგონია გეფიცები..
- ამის დ.შ ასე ძალიან რომ გჭირდები, ახლა არ შემიძლია შენი დახმარება. ორი კვირა ძალიან ცოტაა თანხის შესაგროვლებლად. - წინ და უკან დაიწყო სიარული. თან იგინებოდა.
- კარგი, გაჩერდი თავბრუ დამესხა. - გული სითბოთი აევსო და კიდევ ერთხელ გადაუხადა ღმერთს მადლობა ასეთი ადამიანების გამოგზავნისთვის. - ნუ ღელავ რაც იქნება იქნება.. - მასთან მივიდა და ჩაეხუტა. - მთავრია თქვენ ხართ ჩემს გვერდით. - გაუღიმათ. მასთან სესილიც მივიდა და სამივენი იდგნენ შუა ოთახში ჩახუტებულები.
- ძალიან მიყვარხართ, მაგრამ თუ არ გამიშვებთ გავიჭყლიტები.. - დაგუდული ხმით ამოილაპარაკა სესილიმ.
- ჩემი ლამაზი გოგოები.. - ორივეს თავზე აკოცა.
ლაპარაკში დრო ისე გამოელიათ ვერ მიხვდნენ. სიამოვნებდა თანანოს მათთან ერთად ყოფნა. თითქოს დიდი ხანი იყო გასული რაც მათ იცნობდა.
- კარგი, ჩვენი წასვლის დროა.. - ფეხზე წამოდგა ირაკლი. - ხვალ შევხდებით.
- წამოდით გაგაცილებთ.
- არა, იყავი არ გვინდა.. - ორივემ ჩაკოცნეს და ოთახი დატოვეს.
სააბაზანოში შევიდა. ჯაკუზი წყლით აავსო და შიგნით ჩაწვა. წყალმა მოადუნა და მოუხსნა დღის სტრესი.
ფიქრებში ისევ გვანცასთან იყო. ნატრობდა დადებითი პასუხი მოსვლოდა. არ უნდოდა ასე მოქცევა. საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვა.
ფიქრებიდან წყლის გაციებამ გამოიყვანა. ხელები სულ დამჭკნარი ჰქონდა ცხელი წყლისგან. პირსაწმენდი მოიხვია და ოთახში დაბრუნდა. პაჟამოები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა.
დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა. თვალები ძლივს გაახილა. მაგრამ, როდესაც მიხვდა საიდანაც ურეკავდნენ ფეხზე წამოიჭრა და ხელის კანკალით უპასუხა.
- გისმენთ..
- თანანო ბექაური ბრძანდებით ?
- დიახ მე ვარ..
- დღეს შეგიძლიათ მობრძანდეთ. წერილი მოვიდა..
- ასე ადრე ? ეს შესაძლებელია ?
- დიახ, ასეც ხდება ხოლმე..
- კარგით.. - ყურმილი დაკიდა.
ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში შევიდა. იქიდან მალე გამოვიდა, ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
- ბებო მე გავდივარ. დაფინანსებასთან დაკავშირებით პასუხი მოსულა.
- შვილო მშიერი ხომ არ წახვალ ? რამე მაინც შეგეჭამა..
- არ მინდა ბებო. მიყვარხარ.
ტაქსს ხელი დაუქნია და მისამართი უკარნახა.
კვლავ ცუდი ამინდი იყო. ცას ნაცრისფერი ფერი ჰქონდა გადაკრული და არაფრის დიდებით არ იშორებდა. ბუნებაც იზიარებდა თანანოს გრძნობებს, მასთან ერთად ცხარე ცრემლებით ტიროდა.
სამინისტროსთან მალე მივიდა. ტაქსიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯებით შენობის შესასვლელისკენ წავიდა.
კონსულტანთან მივიდა მოსაცდელში და მისთვის განკუთვნილი კონვერტი გამოართვა.
მოსაცდელში სკამზე ჩმოჯდა და თითების კანკალით გახსნა წერილი.
უცბად გადაავლო თვალი, სანამ სასურველ ადგილას არ მივიდა.
უარყოფითი იყო.. უღონოდ ჩამოუშვა ხელები . ფურცელმა იატაკისკენ იწყო სვლა.
ბოლო იმედიც გაუქრა. გულამოსკვნილი ატირდა. ბოლოს ნელ-ნელა თავი მოთოკა, გონს მოეგო და შენობა დატოვა. ეზიზღებოდა ის ადგილი, რამაც გონება მოუწამლა.
ფეხით მიუყვებოდა ნაწვიმარ ქუჩებს. არ აინტერესებდა რომ სველდებოდა. ხალხი ქოლგა გადაფარებულნი მირბოდნენ რომ არ დასველებულიყვნენ. თან მას შეხედავდნენ ამზერით და გზას გააგძელებდნენ.
ქუჩაში მუხლებზე დაეცა. ხელებში სახე ჩარგო და ხმამაღლა აქვითინდა. ბოლოს წელში გასწორდა და ცისკენ აიხედა.
- რატო ღმერთო ?! განა რა დაგიშავე ასეთი, რომ ასე მსჯი ?! ჯერ დედა დავკარგეთ.. ახლა კიდევ გვანცა ?! ეს არის შენი სამართალი ?! - ლოყაზე წვიმის წვეთებთან ერთად იკვლევდნენ გზას ცრემლები.
ფეხზე წამოდგა და გზას გაუყვა. კუთხეში მდგომი კაფე შეამჩნია და იქით წავიდა.
შიგნით შესვლა და სითბო ესიამოვნა. ხალხი ალმაცერად უყურებდნენ.
ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მივიდა და ჩამოჯდა.
,, რა უნდა ქვნა ?! ‘’
,, უნდა ამოიღო ტელეფონი და იმ უცნობ მამაკაცს დაურეკო ‘’ - გამოსძახა ქვეცნობიერმა.
სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. თავის უსუსურობაზე კვლავ ატირდა.


ესეც ახალი თავი:დ იმედია მოგეწონებათ.

სოფელში ვარ და ამის დაწერაც ძლივს მოვახერხე ბავშვების ხელში:დ
აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია.
მიყვარხართ ყველანი..



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მაგარი იყო და როგორ მაინტერესებს ამის შემდეგ როგორ გაგრძელდებაააააააააააა kissing_heart ველი ახალ თავს.რატომ მგონია რომ ის ბიჭი,ჩვენი უცნობი გამოდგება,რომელმაც აკოცა?
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
ძალიან მაგარი იყო და როგორ მაინტერესებს ამის შემდეგ როგორ გაგრძელდებაააააააააააა kissing_heart ველი ახალ თავს.რატომ მგონია რომ ის ბიჭი,ჩვენი უცნობი გამოდგება,რომელმაც აკოცა?

რავიცი, რავიცი, რას გაიგებ? :დ მიხარია თუ მოგწონს :*

 


№3  offline წევრი Olivia

ძალიან კარგი იყო მაგრამ პატარა :((( მესმის შენი და არაუშავს, სიამოვნებით დაველოდები შემდეგს, თუმცა ძნელი იქნება, რადგან ძააააალიან მინდა ის ბბიჭი აღმოჩნდეს ვინც აკოცა :დდდ გულიც მიგრძნობს რომ ის იქნება :დდდ ისევ მაოცებ თამაკო და წარმატებები კვლავ, უფრო და უფრო კარგი თავებია, ვსო დღეიდან შენი ფანი ვარ, რაც შეეხება ამ თავს მეგობრობა ყოველთვის ჭრის, როცა ძალიან გჭირდება გვერდით ვინმე. <3 ველოდები შემდეგ გასაოცარ თავს.
სიყვარულით შენი ფანი ლივი :დდდ

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

Olivia
ძალიან კარგი იყო მაგრამ პატარა :((( მესმის შენი და არაუშავს, სიამოვნებით დაველოდები შემდეგს, თუმცა ძნელი იქნება, რადგან ძააააალიან მინდა ის ბბიჭი აღმოჩნდეს ვინც აკოცა :დდდ გულიც მიგრძნობს რომ ის იქნება :დდდ ისევ მაოცებ თამაკო და წარმატებები კვლავ, უფრო და უფრო კარგი თავებია, ვსო დღეიდან შენი ფანი ვარ, რაც შეეხება ამ თავს მეგობრობა ყოველთვის ჭრის, როცა ძალიან გჭირდება გვერდით ვინმე. <3 ველოდები შემდეგ გასაოცარ თავს.
სიყვარულით შენი ფანი ლივი :დდდ

ძალიან მიხარია რომ კითხულობ.. და გულამდე რომ მოდის :* მე შენ მიხარიხარ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent