შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (მეთვრამეტე თავი)
იმედია ისიამოვნებთ. -ემილიას რა შეემთხვა?-იკითხა გიამ ნიკას და მარიამის საუბრის მოსმენისას. (მარტო მყოფი გიასთვის მარიამს უნდა მიეხედა და ამიტომ მასთან დარჩა) -ბატონო გია აქ ხართ?-დაიბნა მარიამი ოთახში შემოსული გიას დანახვისას-არაფერი .რა უნდა შემთხვეოდა-ნაძალადევად გაიღიმა და გიას თვალებში ჩააშტერდა -მარიამ, ნუ მატყუებ. რა მოხდა? -ჩამოჯექით ბატონო გია და ძალიან გთხოვთ არ ინერვიულოთ -მარიამ, ნუღარ მტანჯავ რა გამაგებინე რაშია საქმე? -მოიტაცეს. -რააა? მოიტაცეს?ვინ? როდის? რანაირად?-ანერვიულდა და გულზე ხელი მოიკიდა -ნუ ნერვიულობთ ძალიან გთხოვთ აჩი და ნიკა მის წამოსაყვანად წავიდნენ გაარკვიეს სადაც გადამალეს. -ვინ მოიტაცა? -ლუკამ, მისმა ყოფილმა შეყვარებულმა -დაიჭერენ იმედია თუ არადა მე არ გავახარებ .-თქვა და აივანზე გავიდა ჰაერის ჩასასუნთქად, ყოველივე ამის გაგების შემდეგ ცოტა შეუძლოდ გახდა. მარიამმა კი დასაწყნარებლად ჩაი მოამზადა. - - - - - - აჩი პალატიდან გამოვარდა და ნიკაც პოლიციასთან და 20 კაციან დამხმარე ჯგუფთან ერთად ემილიას წამოსაყვანად გაემართა.ნახევარ საათში უკვე იქ იყვნენ. ლუკას კარგად გაუთვლია ყველაფერი ,იცოდა რომ გარეუბნებში და მოშორით მყოფ სახლებში დაუწყებდნენ ძებნას და ამიტომაც არც ისე შორს წაუყვანია ემილია. როდესაც სახლს მიადგნენ, არასასურველი და შემზარავი სიტუაცია დახვდათ. სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. წასვლის წინ კვალის წაშლა მოინდომეს . მთელ სახლს ცეცხლის „ურჩხული“ შთანთქმას უპირებდა. აჩი ემილიას დაკარგვის შიშმა მოიცვა. ნიკა ყველანაირად ცდილობდა რომ აჩი შეეკავებინა და შიგნით არ შესულიყო, სახანძრო სადაც იყო მოვიდოდა. -ხელი გამიშვი! ჩემი ემილია შიგნით არის. თავი დამანებე-დაიყვირა და ნიკა ხელი გააშვებინა. ერთი წამითაც არ დაფიქრებულა ისე შევარდა სახლში საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. გაიარა დიდი დერეფანი სადაც დამწვარი ხის ნაფლეთები იყრებოდა და აჩი ცდილობდა თავიდან აეცილებინა . პირდაპირ ოთახში შეაჭრა და ემილიას ეძახდა. ცოტახნის შემდეგ კი მოჰკრა თვალი დივანზე უსულოდ მწოლარეს. გული შეეკუმშა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა .დაუფიქრებლად მივარდა მასთან და ხელში აიტაცა. დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა გამოაღწიეს ოთახიდან სახანძრო უკვე მოსულიყო და ცდილობდნენ ცეცხლი ჩაექროთ. ამ დროს აჩიც გამოვიდა გარეთ და მისკენ მიმავალ საკაცეზე დააწვინა ემილია. თავად მას კი ჟანგბადიანი ბალონი მიუერთეს ,რომ სუნთქვა არ გასჭირვებოდა ,მაგრამ აჩიმ მალევე მოიხსნა და საავადმყოფოში წასაყვანად გამზადებული ემილიას გვერდით ჩამოჯდა. ნახევარ საათში ემილია უკვე საავადმყოფოს დერეფანში მიჰყავდათ და აჩი გვერდიდან არ სცილდებოდა. -ემილია, ჩემო ლამაზო. არ დამტოვო. გაიღვიძე ძალიან გთხოვ-უმეორებდა აჩი და სახეზე ცრემლებს იწმენდდა. ვერ იცნო საყვარელი ადამიანი.იმდენად დასუსტებულიყო. -მოვკლავ. გეფიცები საკუთარი ხელით მოვკლავ-უმეორებდა იქვე მდგომ ნიკას და ხელს კედელს ურტყამდა. -იპოვნიან დაწყნარდი. უკვე ეძებს პოლიცია და მისი თანამძრახველების ვინაობაც გაარკვიეს -ეგ ვერ დამაწყნარებს -ამოიოხრა და პალატიდან გამოსული ექიმის დანახვისას მისკენ გაემართა-როგორ არის? -მის ორგანიზმში დიდი დოზით ნარკოტიკი შეუყვანიათ ამან კი მძიმე ინტოქსიკაცია გამოიწვია, რის გამოც ახლა პაციენტი უგონო მდგომარეობაშია. გულწრფელი ვიქნები და არსებობს ამნეზიის განვითარების რისკიც. -ამნეზია? რას ამბობთ ექიმო? რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი? -ჯერ დაზუზსტებით არ ვიცით, შესაძლებელია არც განვითარდეს.ამაში მაშინ დავრწმუნდებით როდესაც გამოიღვიძებს. დაველოდოთ -კარგით ექიმო მადლობა-თქვა აჩიმ და იქვე კედელთან ჩაიმუხლა-რომ აღარ ვახსოვდე მერე რა გავაკეთო? -აჩი ,თავი ხელში აიყვანე. დარწმუნებული ვარ მსგავსი არაფერი მოხდება.-ნიკა აჩის დამშვიდებას ცდილობდა და ამ დროს მარიამიც მოვიდა გიასთან ერთად. -სად არის ჩემი შვილი?-იკითხა მოუთმენლად და აჩის მიუახლოვდა -პალატაშია,მაგრამ ჯერ არავის არ უშვებენ. -როგორ თუ არ უშვებენ? მე მამამისი ვარ და უნდა შემიშვან -დასვენება სჭირდება და დაკვირვების ქვეშ ჰყავთ-გასცა ნიკამ პასუხი ტელეფონზე ზარია. -გისმენთ-უპასუხა მარიამმა -* * * * * -რაა?მართლა? -* * * * -კარგით დიდი მადლობა რომ შემატყობინეთ-სიხარულით ამოილპარაკა და ნიკას ანიშნა რომ მასთან მისულიყო -რა მოხდა? -ლუკა დაიჭირეს -რაა?მართლა? -ხო ,ახლა დარეკეს განყოფილებიდან. ოღონდ აჩის არ უთხრა ,თორემ მოკლავს -არა გაგიღდი მე თავად მოვუღებ ბოლოს უთხრა და გამოსვლას აპირებდა აჩიმ რომ გააჩერა -რა მოხდა? სად მიდიხარ? -ლუკა დაიჭირეს -რაა? ასე მალე? სად არის? -განყოფილებაში ჰყავთ -წავიდეთ-ესღა თქვა და ნიკასთან ერთად განყოფილებისკენ გასწია. იმდენად გახარებული და ამავე დროს გაცეცხლებული იყო ,რომ ამის აღწერა შეუძლებელია. ერთი მხრივ იმის გამო რაც ემილიას გაუკეთა მისი მოკვლის სურვილი არ ასვენებდა ,მეორე მხრივ კი მისი დაჭერის ამბავი ახარებდა ,რადგან ციხიდან გამოსვლას კარგა ხანს ვერ მოახერხებდა. ნახევარ საათში უკვე გამომძიებლის კაბინეტში ისხდნენ და პატიმრის შემოყვანას ელოდნენ და აი ოთახის კარიც გაიღო და შემოვიდა თვალებ და გონება ამღვრეული ლუკა. -ვაა აჩი-დაიძახა მისი დანახვისას და აჩის თვალებში ჩააშტერდა -რა უტიფრად მიყურებს ერთი შეხედე რა-წყნარად ამოილაპარაკა და გამომძიებელს მიუბრუნდა-ყველანაირად ეცადეთ რომ ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება ოთხ კედელს შუა გაატაროს .ის სიცოცხლის ღირსი არ არის. მის გამო ჩემი საყვარელი ადამიანი სიკვდილს ებრძვის . -ყველაფერი გასაგებია ბატონო არჩილ და ეს ასეც იქნება .გარდა ამისა მას გარკვეული სახის გამოკვლევები ჩაუტარდა და გაირკვა რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს და ეს პრობლემები მარტივ ხასიათს არ ატარებს. ამას დამატებული მისი საქციელიც და მივიღეთ შემდეგნაირი გადაწყვეტილება ,რომ ის მთელ ცხოვრებას საგიჟეთში გაატარებს, რადგან საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს -ძალიან გამახარეთ .ეს ადამიანი უარეს ტანჯვასაც იმსახურებს-კმაყოფილმა ამოილაპარაკა -გაიყვანეთ და გასამგზავრებლად მოამზადეთ-მიმართა გამომძიებელმა ერთერთ თანამშრომელს -აჩიკო, ემილია მომიკითხე.მომენატრა-ღიმილიანი სახით უთხრა ლუკამ .ცოტაც და ოთახიდან რომ არ გაეყვანათ აჩის ხელს მის მოკვლაში ვეღარვინ შეუშლიდა. -აჩი. ემილია გონს მოსულა-სიხარულით ახარა ნიკამ განყოფილებიდან წამოსვლისას-მარიამმა მომწერა ამ წამს. -სერიოზულად? ჩემი ძლიერი, ჩემი სიხარული ჩემი ანგელოზი-ყურებამდე აუვიდა აჩის ღიმილი . -ეგ ყველაფერი მას რომ უთხრა არ გინდა? -ხო, ხო მართალი ხარ. წავედით-მანქანაში ჩასხდნენ სასწრაფოდ და თვალის დახამხამებაში უკვე პალატის წინ იდგა. -ექიმო , შეიძლება ვნახო?-სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა. -შეიძლება ოღონდ მხოლოდ ხუთი წუთით. -კარგით და ამნეზიის განვითარების შანსი რამდენად მაღალია? -მაგას მხოლოდ მაშინ გავიგებთ ,როდესაც რაიმე ისეთ ფაქტს ვერ გაიხსენებს რამაც მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. გასაგებია-უთხრა და პალატისკენ გაემართა. მარიამი უკვე იქ იყო და ესაუბრებოდა -შემოდი აჩი. ?-მიმართა მარიამმა კარში მდგომ აჩის -ემილია ,როგორ ხარ? იცი როგორ მომენატრე? ჩემო სიხარულო-შუბლზე აკოცა და მისი ხელი ხელებს შუა მოიქცია. ემილიამ მისი საქციელი იუცხოვა და ხელი გააშვებინა-რა გჭირს? -ვინ ხარ? გიცნობ?-და უკვე ყველაფერი ნათელი იყო. ამ კითხვამ აჩის ძარღვებში სისხლი გაუყინა. თვალები აემღვრა და აღარ იცოდა რა ექნა .იდგა უძრავად და საყვარელ ლურჯ თვალებს ჩაშტერებოდა იმ იმედით ,რომ ისინი მას ამოიცნობდნენ, ეს სიტყვები ყველაზე საშინელ სიზმარზე მეტად შემზარავი იყო მისთვის. ყველაფერს გაიღებდა ოღონდ ეს არ მომხდარიყო. -ჩემო ლამაზო, ვერ მიცანი?-კიდევ ერთხელ ჰკითხა იმ იმედით ,რომ წინანდელი კითხვა მისი წარმოსახვის ნაწილი იყო. -ვერა ვერ გიხსენებ. საიდან გიცნობ? ახლობელი ხარ?-გაოცებულმა იკითხა და მარიამს გადახედა ,რომელმაც თავი დახარა და მათი შემხედვარე აქვითინდა -არა მე აღარავინ აღარ ვარ. -უთხრა და პალატა უსიტყვოდ დატოვა -მარიამ ვინ იყო ეს ბიჭი? -ემილია ,ის შენი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულია. როგორ არ გახსოვს-თვალებიდან ცრემლი მოიწმინდა და ისე უთხრა -რას მეუბნები? მეკაიფები? -არა სრულებითაც არა. -რატომ ვერ ვიხსენებ?ამოილაპარაკა დაბნეულმა და კარში მდგომ ნიკას გადახედა-და ეს ვინ არის? -ეს ჩემი ქმარია -რაა?როდის მოასწარი?-სიცილით ჰკითხა -ერთი წლის წინ. პატარა ნიცაც გვყავს-ღიმილით უთხრა და ემილიას თვალებში ჩააშტერდა -რაა?არც ეგ მახსოვს?-დანანებით ამოილაპარაკა ემილიამ -რა გახსოვს?. ბოლოს მახსოვს დედას გარდაცვალება.მეტი აღარაფერი არ მახსოვს. -ეგ ყველაფერი წლების წინ მოხდა. მეტი როგორ არ გახსოვს ? -არ ვიცი ვერაფერს ვერ ვიხსენებ. მამაჩემი სად არის? -აქ ვარ-თქვა კარში მდგომმა და შვილის საწოლს მიუახლოვდა -სმას თავი დაანებე?-ამ კითხვით გიას დაბნევა გამოიწვია -არაფერი ახსოვს 18 წლის ასაკში ბოლოს მომხდარი მოვლენების გარდა. -ჩემი ლამაზი. ხო თავი დავანებე .არაუშავს ყველაფერს ერთად გავიხსენებთ-უთხრა და საყვარელ შვილს მიეხუტა.-ემილია არც აჩი გახსოვს? -არა მამა. არ მახსოვს . საერთოდ ვერაფერს ვერ ვიხსენებ მის შესახებ-ამ სიტყვებმა პალატის გარეთ კედელთან ჩამუხლულ აჩის სამყარი თავზე დააქცია. მისთვის დედამიწა გაჩერდა და დროში გაიყინა ყველაფერი ემილიას გარეშე. ნუთუ ეს ასე გაგრძელდებოდა თუ ამ წამებას ბოლო მოეღებოდა ?! ან როდის? როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ემილია იპოვნეს მაგრამ აჩიმ ის დაკარგა და არავინ იცის რამდენ ხანს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.