შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეთოთხმეტე თავი)


22-08-2017, 21:15
ავტორი buterfly
ნანახია 1 737

შვებულება დამთავრდა და კვირა საღამოს უკანაც დაბრუნდნენ.
-ემილია-დაიძახა ნინიმ დაბრუნებული დის დანახვისას
-ჩემო ლამაზო-მიეალერსა დაც
-მე არ ჩამეხუტები?-დაიბუზღუნა მარიამმა და ხელები გაშალა ნინის ლოდინში.
-მიმიშვით მეც მინდა ჩახუტება-ხელში აიტაცა ნინი აჩიმ ,ნიკა კი ლოყაზე კოცნით შემოიფარგლა
-შემოდით შვილებო, შემოდით-გადაეხვია გია ემილიას და მარიამს
-მამი, როგორ ხარ? გაბრაზებდა ნინი ხო?
-არა არ მაბრაზებდა ,პირიქით-გაუღიმა და ნინის თვალი ჩაუკრა
-იმედია სკოლა არ გაგიცდენია პატარა ქალბატონო
-აუ მოსული არ არის და სკოლაზე დაიწყო ლაპარაკი-ჩაიბურტყუნა ნინიმ და მისაღებისკენ გაემართნენ და სხვებიც უკან გაჰყვნენ.
-როგორ დაისვენეთ?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო გიამ ბავშვებს
-ძალიან კარგად მამი, ძალიან.
-ფეხზე რა დაგემართა?-დაასერიოზულა გიამ
-არაფერია. გამიარა უკვე ,დავეცი და..
-შენგან გამიკვირდა ასეთი წინდაუხედავობდა-ღიმილით და თავისქნევით გადაულაპარაკა შვილს და სამზარეულოში გავიდა
-ემილია, ჩვენ წავალთ. თქვენ კი დაისვენეთ და ხვალ მოგაკითხავთ და ერთად წავიდეთ
-რა საჭიროა ?ჩვენით წავალთ.
-რომ გეუბნები ასე იქნება. ფეხი არ გაადგათ ჩვენს მოსვლამდე-უთხრა და შუბლზე აკოცა ორივემ საყვარელ ქალებს და კიბეები სწრაფად ჩაიარეს.
-აუ მე მაგრად მეძინება-ამოილუღლურა ემილიამ და საძინებლისკენ გაემართა
-მე ფილმს ვუყურებ მაშინ.
-მამი მე ვიძინებ-შესძახა სამზარეულოში მყოფ გიას და ნინის
-კარგი შვილო, ჩვენც ვიძინებთ, ტკბილი ძილი
-თქვენც-გაუღიმა და იქაორობას გასცილდა
ემილიას მკვდარივით ჩაეძინა და დილას ადრე ტელეფონის ზარმა გააღვიძა.
-ხო-ნამძინარევი ხმით ამოილაპარაკა და ტელეფონს დახედა ნომრის ამოცნობის იმედით
-გაგაღვიძე ლამაზო?-ნაცნობი ხმა მოესმა ემილიას
-რომელი ხარ?-ბრაზ შეპარული ხმით წარმოთქვა და პასუხს დაელოდა
-როგორ ვერ მიცანი ჩემო ბუსუ?-ამ ზედმეტსახელის გაგონებისას ემილია საწოლიდან წამოხტა
-შენ? როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას?-ბოლო ხმაზე ყვიროდა ,რის გამოც მალევე ყველა მასთან გაჩნდა.-სინდისი და ნამუსი სულ დაკარგე? თავი დამანებე ,შემეშვი-განაგრძბდა ემილია
-რა ხდება შვილო? ვინ არის?
-აღარასდროს დამირეკო გასაგებია?
-ემილია ,მომისმინე შენთან შეხვედრა და საუბარი მინდა
-საღად აზროვნებ? რა შეხვედრა რა საუბარი? აღარ დამირეკო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ჯერ მშვიდად გეუბნები და მერე სხვანაირად მოვიქცევი
-ემილია ,მომისმინე ძალიან გთხოვ...-წინანადედება არ დაასრულებინა და გაუთიშა
-ვინ იყო შვილო?-გაუმეორა კითხვა გიამ
-გთხოვთ გადით, მარტო დამტოვეთ.-მუდარის თვალებით შეხედა ემილიამ და ისინიც ხმის ამოუღებლად დაემორჩილნენ და კარი გაიხურეს.
ემილიამ კი სიბრაზისგან და ზიზღისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა. უბრალოდ იჯდა საწოლზე და ფიქრობდა.
-ვინ იყო მარიამ? ვისმა ზარმა აანერვიულა ასე ემილია?
-ლუკა ჰქვია. თქვენ არ იცით ალბათ ...-სიტყვა არ ჰქონდა დამტავრებული მარიამს როდესაც გიას დანაღვლიანებულ სახეს წააწყდა-თქვენ რა? იცით რამე?
-კი ვიცი შვილო,წასული ვიყავი ,მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ შვილებს თვალყურს არ ვადევნედი ვიცი ვინც არის ის ლუკა -სევდა სიბრაზემ ჩაანაცვლა-როგორ გაბედა დარეკვა?
-ეს პირველი შემთხვევა არ არის. დასასვენებლად რომ ვიყავით წასულები იქაც ვნახეთ
-რაა? ანუ ემილიას აწუხებს?
-მაშინ აჩისგან მაგრად მოხვდა და გვეგონა თავს დაანებებდა მაგრამ როგორც ჩანს შევცდით.
-ეხ შვილო, რა საშინელებაა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. დავუძლურდი-თავი გადაიქნია და თითები ნერვიულად აბლანდა ერთმანეთში.
-ნუ დარდობთ ბატონო გია, მოევლება მაგ საქმესაც-წარმოთქვა მარიამმა და აივანზე გავიდა .
სამსახურში წასვლის დროც მოვიდა და აჩიმ და ნიკამ გოგონებს გაუარეს.
-შემოდით-ღიმილიანი სახით შეეგება მარიამი კართან მდგომ ბიჭებს
-როგორ ხარ ცუნცულ?-ლოყაზე აკოცა ნიკამ
-ემილია სადაა?-შესული არ იყო აჩი მაშინვე მოიკითხა
-ემილია ოთახშია, ემზადება.
-სად ეჩქარება კაცო? თუ უნდა საღამომდე მოემზადოს არაა პრობლემა-ხელებ გადაჯვარედინებული კედელს მიეპყრო.
-მზად ვარ-მკაცრად წარმოთქვა ემილიამ,ჩანთას დასწვდა და კარებისკენ გაემართა.
-მოიცა-ხელში სწვდა აჩი და გააჩერა-რა მოხდა? რა გჭირს?
-არაფერიც არ მჭირს-ხელი გააშვებინა და გარეთ გავარდა
-მარიამ, მშვიდობაა? რატომ არის ასეთ ხასიათზე?
-ლუკამ დაურეკა და...-საუბრის დასრულება ვერ მოასწრო ისე წამოიძახა აჩიმ
-რაა? ლუკამ? იმ ნაბი***რმა კიდევ შეაწუხა? მაგას ..ნახავს ეგ... ვასწავლი ჭკუას-თქვა და ემილიას დაედევნა
-ემილია-დაუძახა მანქანაში ჩასაჯდომად გამზადებულ ემილიას და კარი მიუხურა.-შემომხედე-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა-ნუ იდარდებ იმ არამზადას გამო, მე ვასწავლი ჭკუას ,ოღონდ შენ მაგაზე არ ინერვიულო.ხმასაც ვეღარ გაგცემს
-ხომ შემპირდი აღარ ვიჩხუბებო?
-ვინ გითხრა, რომ ჩხუბს ვაპირებ?ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე მოვგვრადებით, გპირდები-მომხიბლავად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა-ოღონდ შენ არ ინერვიულო და მის გამო ნერვებს ნუ მოიშლი.კაი?
-კარგი-გაუღიმა .აჩიმ მანაქანის კარი გამოაღო და შიგნით მოათავსა,ნიკას და მარიამს დაელოდნენ და გაეშურნენ სამსახურისკენ.
აჩიმ ყველაფერი მოაგვარა და ლუკასაც მიაგნო. ისე მოაწყო ,რომ ლუკა კარგადაც დააშინა,თუმცა არავინ იცის რა მოხდება...
* * * * * * * * * * * * * * *
ერთი წლის შემდეგ.
ნოდარს ავადმყოფობა მოერია და ამიტომაც კომპანიის მართვას ბატონი არჩილი შეუდგა. თავს შესანიშნავად ართმევდა . კომპანიამ წინსვლაც განაგრძო და საქმიანობის სფეროშიც დაწინაურდა. ნიკა და მარიამი დაქორწინდნენ და ცხრა თვის ანგელოზი ნიცაც ჰყავთ უკვე. რაც შეეხება აჩის და ემილიას, ისინი კვლავ ერთად არიან და ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ. დაქორწინებას თავი ვერ მოაბეს ,რადგან ორივე კარიერის აწყობით არის დაკავებული და მწვერვალებსაც იპყრობენ. თუმცა მალე მათგანაც უნდა ველოდოთ.ემილიამ საკუთარი ფირმა გახსნა და ახლა როგორც ყოველთვის სურდა, დამოუკიდებელი ქალია. ნინიც გაიზარდა და უცხოეთის სკოლაში განაგრძობს სწავლას. რაც შეეხება გიას, საგრძნობლად მომჯობინდა მკურნალობის შემდეგ და თავს 10 წლით უფრო ახალგაზრდად გრძნობს.
ტელეფონზე ზარია.
-ხო აჩი-ჩვეული სასიამოვნო ხმით გასცა პასუხი ემილიამ
-ჩემო სიხარულო, ამ საღამოს რესტორანში გპატიჟებ ,მინდა ეს საღამო ერთად გავატაროთ.
-რამ გაგახსენა ახლა პაემანი?-სიცილნარევი ხმით უთხრა ემილიამ
-შენთან მინდა დროის გატარება, რა არის ამაში ან გასაკვირი ან უცნაური?დაიბუზღუნა აჩიმ
-კაი ნუ გამებუტე, ვიხუმრე. წამოვალ მეც მინდა შენთან ყოფნა
-და შემდეგ შეიძლება სხვა რაღაცაც მოხდეს ხომ?-თვალები ეშმაკურად აათამაშა აჩიმ
-ვიცი ახლა წარბებს ათამაშებ მაგრამ ეგ ხრიკი ჩემთან არ გაგივა-სიცილით უთხრა ემილიამ
-მოგაკითხო ესეიგი?-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა აჩიმ
-არა არ მინდა ჩემით მოვალ შენ რესტორნის მისამართი გამომიგზავნე.
-დარწმუნებული ხარ?რომ დაიკარგო?
-ნუ გეშინია დიდი გოგო ვარ უკვე-სიცილით უთხრა ემილიამ
-კარგი მაშინ ნახვამდის ჩემო ერთადერთო-ესღა უთხრა და გათიშა.
ემილია სახლში მივიდა და საღამოსთვის მზადება დაიწყო. წითელი,ტანზე მომდგარი კაბა მუხლებამდე სწვდებოდა და იმდენად მომხიბლავი იყო ნებისმიერს დაატყვევებდა. როგორც იქნა გაემზადა ემილიაც და დანიშნულების ადგილისკენ გაემართა. მანქანის კარს აღებდა როდესაც უცნობმა მამაკაცმა პირზე ააფარა და თვალის დახამხამებაში ემილიამ გონებაც დაკარგა. გონზე მოსულს კი სასურველი ადამიანის მაგივრად წარსულის შეცდომა დაუდგა თვალწინ.
-სად ვარ?-სკამზე დაბმულმა სუსტად ამოილაპარაკა და იქაორობას თვალი მოავლო.
-მალე გაიგებ ლამაზო-იქვე მდგომმა ყურში ჩასჩურჩულა და თმები ყურს უკან გადაუწია . კარის გაღემის ხმა როგორც კი გაიგონა მაშინვე მოსცილდა ემილიას .
-ემილია ჩემო სიხარულო. როგორც იქნა კიდევ ერთხელ შეგხვდი-ნაცნობი ხმით მიმართა გოგონას და მის წინ ჩაიმუხლა.
-როგორც იქნა სრულიად გამოფხიზლდა ემილია და თვალი გაუსწორა მომღიმარს-ლუკა-ზიზღით წარმოთქვა მან
-ხო მე ვარ-ღიმილს არ იშორებდა სახიდან და ემილიას გრძელ ,კულულა თმებში თითებს ბლანდავდა
-მომშორდი, ნუ მეხები, შენი დანახვაც კი გულს მირევს-თავი გასწია ემილიამ და მკაცრი გამომეტყველებით გადაულაპარაკა
-მალე შემეჩვევი. ჩემი სიყვარულიც გვეყოფა-განაგრძობდა ლუკა
-რა სიყვარული? რომელ სიყვარულზეა საუბარი როცა შენ მიმატოვე მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი?სულ გაგიჟებულხარ თუ გგონია ,რომ შენთან ზიზღის და სიძულვილის მეტი რამე მაკავშირებს
-ვიცი ემილია ვიცი, რომ გული საშინლად გატკინე ,მაგრამ მე ხომ ძალიან ვნანობ და შენი დაბრუნება მინდა, ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს
-არა არაფერსაც არ ნიშნავს. არასოდეს გაპატიებ არასდროს. მეზიზღები გესმის მეზიზღები-ესღა გამოსცრა კბილებს შორის და თავი სხვა მხარეს მიატრიალა
-ისევ შეგიყვარდები და ისევ ერთად ვიქნებით გაიგე?ისევ შეგიყვარდები-გაბრაზებულმა წამოიძახა და იქვე მდგომ სკამს ფეხი დაარტყა.
-შენს მიმართ მხოლოდ ზიზღის გრძნობა მაქვა და ეს სიძულვილზე მეტია, რადგან ის არასდროს გადაიზრდება არც მეგობრობაში და მითუმეტეს არც სიყვარულში.
-გადაიზრდება რადგან არსად არ გაგიშვებ და სულ ჩემთან იქნები,ისე რომ იცოდე ამ წითელ კაბაში ძალიან მიმზიდველი ხარ.-მისი სახე ხელებში მოიქცია და პასუხს დაელოდა
-ემილიამ კი ზიზღნარევი თვალებით შეხედა და უთხრა-ძალით თავს ვერავის ვერ შეაყვარებ მითუმეტეს მე,რადგან არც არასდროს მყვარებიხარ ისე როგორც მეგონა და ამაში აჩისადმი გრძნობამ დამარწმუნა. გაიგე? ერთადერთი ვისი ადგილიც არის ჩემს გულში ეს აჩია და მუდამ ასე იქნება შენ რაც არ უნდა მოიმოქმედო.
ლუკამ ემილიას სახეს ხელები მოაშორა ოთახი ხმის ამოუღებლად დატოვა .
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - -
-ემილია მიპასუხე, სად ხარ ამდენხანს?-ვინ იცის მერამდენედ ცდილობს აჩი ერთი საათიანი ლოდინის შემდეგ ემილიასთან დაკავშირებას.-რატომ დაიგვიანა ასე.- ნერვიულად სცემდა ბოლთას აჩი რესტორნის წინ.-ალო მარიამ, ემილია შენთან ხომ არ არის?-რაიმეს გაგების იმედით ახლა მარიამს დაურეკა
-არა აჩი ერთი საათის წინ ველაპარაკე ასე მითხრა აჩის უნდა შევხვდეო
-ხო .რესტორნის წინ ველოდები რამდენი ხანია უკვე და არ მოსულა . დაგვიანება არ სჩვევია და ვნერვიულობ
-შეიძლება სადმე გაიარა ან რამე საქმე გამოუჩნდა.
-ასე რომ ყოფილიყო ხომ გამაგებინებდა?!არც ტელეფონზე მპასუხობს .
-ვაიმე აჩი, არც კი ვიცი რა გითხრა აზრზე არ ვარ რა შეიძლება მომხდარიყო-უკვე მარიამიც განერვიულდა-მოიცა, იქნებ იმან ჩაიდინა რამე
-ვინ იმან?
-ლუკამ
-ლუკამ? არამგონია რაიმე გაებედა მომხდარის შემდეგ.
-ზუსტად მომხდარის გამო ხომ არ ჩაიდინა რაიმე?-ნერვიულად განაგრძობდა მარიამი
-მარიამ ახლა უნდა გავთიშო და თუ რაიმე სიახლე იქნება დაგირეკავ-სასწრაფოდ გაუთიშა და რამოდენიმე საათის შემდეგ ნიკასკენ გაემართა.
-რა იყო ამ შუაღამისას აქ რამ მოგიყვანა?მოგენატრე ცუნცულ-ღიმილიანი სახით უთხრა თუმცა როდესაც აჩის ანერვიულებულ თვალებს წააწყდა მაშინვე დასერიოზულდა-შემოდი, რა მოხდა?ხომ მშვიდობაა? რა სახე გაქვს?
-მარიამს სძინავს?
-კი ცოტახნის წინ დაიძინეს მან და ნიცამ.შემოდი რა კარში დგახარ.
-გარეთ გამოდი არ მინდა მარის და ნიცას გაეღვიძოთ
-რა მოხდა აღარ იტყვი?კარი მოიხურა ნიკამ და აჩის მიაშტერდა
-მგონი იმ ნაბი***მა ემილია გაიტაცა.
-ვინ?ლუკამ?
-ხო ლუკამ-კბილებშუა გამოსცრა და ნიკას გაბრაზებულმა გადახედა .
-გაბედავდა ვითომ?
-აბა რა მოხდა? ერთი საათი გავიდა რაც ემილიას რესტორანში ველოდებოდი .სად აორთქლდებოდა ასე უკვალოდ? მითხარი სად?-წარმოთქვა და ნერვიულად დაიწყო სიარული
-კარგი შე ჩემა დაწყნარდი ,ვიპოვნით
-რა დამაწყნარებს ბიჭო. მართლა თუ გაბედა .არ ვიცი რას ვიზამ შემომაკვდება.
-რა ხდება აქ?-ხმაურზე გაღვიძებულმა მარიამმა გააღო კარი
-არაფერი მარუს შენ შედი სახლში ნიცას არ გაეღვიძოს.
-ემილია არ გამოჩენილა?-ნიკა დააიგნორა და აჩის გადახედა
-აა იცი?-გაკვირვებულმა თქვა და მარიამს გადახედა
-ვიცი ვიცი.-თქვა და აჩის კითხვა გაუმეორა
-არა არაფერი არ ვიცი. -უთხრა და კიბის თავში ჩამოჯდა.-ასე ჯდომა აღარ შემიძლია, უნდა მოვძებნო.-თქვა და კიბეებზე დაეშვა
-აჩი დამელოდე მეც შენთან ერთად მოვდივარ-ჩასძახა ნიკამ და ცოლს აკოცა-შენ სახლში შედი დაგირეკავთ-აჩი დაიცადე-დაეწია და დაქოქილ მანქანაში ჩახტა
-აბა საიდან ვიწყებთ მოძებნას?
-არ ვიცი , არ ვიცი-წარმოთქვა ,გაზს დააჭირა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა.

ესეც ასე დამთავრდა ჩემი დასვენება და მოგაკითხეთ ახალი თავით. იმედია საინტერესო გამოვიდა და თქვენს მოწონებას დაიმსახურებს. ძალიან მომენატრეთ და არ დაიზაროთ, შემიფასეთ ახალი ,სულ ცინცხალი თავი.



№1  offline წევრი Mia_smith

ამდენი ხანი სად ხარ? cold_sweat აჩი უუუუუუუსაყვარლესი როა უკვე ვთქვი?ჰმმ ლუკაკოოო რა ნაგლია ღმერთო. flushed

 


№2  offline წევრი buterfly

Mia_smith
ამდენი ხანი სად ხარ? cold_sweat აჩი უუუუუუუსაყვარლესი როა უკვე ვთქვი?ჰმმ ლუკაკოოო რა ნაგლია ღმერთო. flushed

ინტერნეტის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდი დადებას რისთვისაც მას ვინც ელოდა ამ ისტორიას ბოდიშს ვუხდი .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent