შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამის მზე (მეორე თავი)


27-08-2017, 17:59
ავტორი Yvavi.
ნანახია 1 466

სახლში შესულს დედა სავარძელთან, იატაკზე მჯდარი დამხვდა. გახეთქილი ტუჩიდან სიმწრით იწმენდა სისხლს და სევდიანი თვალებით უყურებდა თავის გაწითლებულ მაჯებს.
სანამ პატარა ვიყავი ყველაფერი კარგად იყო. მოსიყვარულე ცოლ-ქმარ იყვნენ, ყოველ პარასკევს საღამოს კინოში დადიოდნენ და კვირაობით პიჟამოში ჩაცმულები ფილმების დღეს იწყობდნენ.
ალბათ შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად გავიგონე მათი საძინებლიდან ჩხუბის ხმა. შეშინებული, გულაჩქარებული ვიმალებოდი საკუთარი საწოლის ქვეშ და ველოდებოდი როდის შემოვიდოდა ვიღაც უცხო ჩემს ოთახში. ვერასდროს წარმომედგინა რომ მამაჩემს შეეძლო დედასთვის ეყვირა, გულწრფელად მჯეროდა რომ ვიღაც სხვა იყო. ვიღაც სხვა ვისაც ფული ან რავი, რამე უნდოდა.
პირველად ჩემს მეცამეტე დაბადების დღეზე დაარტყა, როცა აღმოაჩინა რომ შეთანხმებული 5 ბავშვის მაგივრად შვიდი დახვდა სტუმრად. სტუმრების წასვლას არც დალოდებია ისე დაიწყო ჩხუბი, მეორე დღეს კი დალურჯებული დედაჩემი დამხვდა სამზარეულოში.
თითქოს ჩვევად ექცა ყოველი „მძიმე“ საღამოს შემდეგ სამზარეულოში ტრიალი.
ზურგჩანთა იატაკზე დავაგდე და დედისკენ წავედი. იმ მომენტში მეგონა რომ სხეულს საერთოდ ვერ ვიმორჩილებდი, მიჭირდა სუნთქვა და მეშინოდა.
-არ მიეკარო. - კედელზე მიყუდებულმა მამაჩემმა დამიღრიალა, თითქოს ზოოპარკში გამომწყვდეული მგლისკენ ვიწევდე. მაინც არ შევჩერებულვარ, თუმცა უფრო ნელა გავაგრძელე გზა.
დედას გვერდზე მივუჯექი და მტელი ძალით შემოვხვიე ხელები, ვკოცნიდი დალურჯებულ სახეზე, ვეფერებოდი თმაზე და ცრემებით ვუსველებდი ყვავილებიან კაბას. თავი ჩემს მხარზე ქონდა ჩამოდებული და კედელს უცქერდა. მის თმებში ვხლართავდი თითებს, უყვარდა როცა თმაზე ეფერებოდნენ,ყოველთვის ეძინებოდა. ახლა კი საერთოდ არაფერს შვრებოდა.
კარის ჯახუნზე ორივე შევკრთით.
ცოტა რომ დამშვიდდა, აბაზანა თბილი წყლით ავავსე. ჩემი ხელით გავხადე ყვავილებიანი, ფერადი კაბა და პატარა ბავშვივით დავუყვავე. თბილ წყალში ჩაწოლა ესიამოვნა, ყოველშემთხვევაში მე მეგონა ეგრე, რადგან თვალები მილულა და კუნთები მოუდუნდა.
-იატაკზე არ დაჯდე, კაფელია და გაცივდები. - დაგუდული ხმა მომესმა. არადა მართლა ვაპირებდი იატაკზე დაჯომას. შემდეგ კი უცებ პირაღმა დავწექი, ცივთან შეხება მესიამოვნა, ზურგის ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი.
-როგორ შეგიძლია ყოველივე ამის მერე საჭმელი მოუმზადო და მოუარო? - წამიერად მომწყდა პირიდან სიტყვები. ვინანე, ვიცოდი რომ აზრი არ ქონდა, არც არასდროს ჰქონდა. პასუხი ყოველთვის ერთი იყო.
-ის მამაშენია.
-რა გაიძულებს ამ.. - მინდოდა მეთქვა „პირუტყვი“ თუმცა თავი შევიკავე, ალბათ სწორად მოვიქეცი. - კაცთან ცხოვრებას?
-ადრე კარგი კაცი იყო, ახლაც არის გულის სიღრმეში.
-გულის სიღრმეში მეც ინგლისის დედოფალი ვარ. - ამოვიფურუტუნე და გაბრაზებულმა აბაზანა დავტოვე. მალევე დავბრუნდი, გავამშრალე, დაჟეჟილობები მალამოთი დავუმუშავე და საწოლში ჩავაწვინე.
ჩაიძინებამდე წიგნს ვუკითხავი. მძინარეს უფრო მეტად ჰქონდა სევდიანი და ტანჯული სახე ვიდრე ფხიზელს.
„Sakhuravze?“ მივწერე მარიამს და არეული ოთახის დალალაგება დავიწყე. პასუხი მალევე მომივიდა. „yep : )”.
პლედი, პატარა ბალიში და სიგარეტის კოლოფი ავიყოლე მაღლა. მარიამი უკვე იქ მელოდებოდა, ისიც ჩემსავით გამზადებულიყო კოლოფის მაგივრად სანთებელით.
-სულ სანთებელა გრჩება ხოლმე. - გაიცინა, პლედი გააფინა და დაჯდა.
-იმიტომ რომ ყოველთვის შენ მოგაქვს. -გავუღიმე და მარიამის პლედზე დავჯექი, რასაც ბუზღუნი მოჰყვა. - დამშვიდდი, ჩემი დავიფაროთ.
-როგორ გგონია, შევძლებთ ამ ჭაობიდან თავის დაღწევას? - მეორე ღერს ვეწეოდი, ცა მოწმენდილი, ვარსკვლავებით მოჭედილი იყო. გრილი ნიავი წამოუქროლებდა ხოლმე ხანდახან.
-ალბათ. ოდესმე დავტოვებთ აქაურობას. -ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა. სახურავის ნაპირთან იდგა და სულაც არ აშინებდა ის ფაქტი, რომ შესაძლოა სიკვდილით დასრულებულიყო. - გიორგისაც უნდოდა, მაგრამ აქ აღარაა.
გიორგი მისი უფროსი ძმა იყო, სამი წლის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა მეგობრებთან ერთად. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს მისი ბოლო გასეირნება იყო, დაიღუპა და მარიამის გარკვეული ნაწილიც თან წაიყოლა.
ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით, მარიამი ცას უყურებდა, მე პირდაპირ აღმართული კორპუსის აივნებს, რომელზეც პერიოდულად შედიოდა და გადიოდა ხალხი.
მარიამის მობილურის ხმამ ორივე შეგვაკრთო. რამდენიმე შეტყობნება ერთდროულად მოუვიდა.
-ნიკას მშობლები აქ არ არიან და წვეულება გაუმართავს, წამო. - პლედები და ბალიშები აიღო და კიბისკენ წავიდა.
-არ მინდა, დედასთან ვიქნები. - ამოვილაპარაკე და ნელი ნაბიჯით მივყევი.
-მთელი ცხოვრება მასთან ხო არ იქნები. - ამოიბუზღუნა.
საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ ჩვენ ახლოს მდებარე, ორსართულიან სახლში აღმოვჩნდით. კარი ნიკამ გაგვიღო, მარიამის მეგობარი იყო.
უხერხულად გავუღიმე და მოკლე კაბა ოდნავ ქვემოთ დავწიე. გიჟდება როცა ყველგან შესაბამისი ტანსაცმლით დადის, შესაბამისად მეც მარიამის სტილზე ვარ გადაწყობილი. თხუთმეტი წუდი ვკამათობდით კაბა ჩამეცვა თუ შარვალი. მის სასარგებლოდ გადაწყდა.
ნიკამ ორივეს მინის ბოთლით მოგვაწოდა ლუდი და ხალხს შეერია.
ნახევარზე მეტი უკვე სასმელში ცურავდა, მეორე ნახევარი ჯერ კიდევ საშუალო ფაზაზე იყვნენ, როცა თან აზროვნებენ და თან ვერა. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მეორე სართულზე ოთახებში მიდიოდა, ზოგი კი ხმამაღლა საუბრობდა.
შესვლიდან რამდენიმე წუთში თავის ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ კი სიტუაცია უფრო და უფრო მომეწონა. არავის აინტერესებდა ვინ იყავი და რას წარმოადგენდი. მერამდენე ბოთლ ლუდს ვსვამდით აღარ ვიცოდი, მაგრამ ფაქტია ფეხზე დგომა უკვე გვიჭირდა.
-ცოტა ხნით მაღლა ავალ, კაი? - გადავუჩურჩულე მარიამს და ძლივს გავიკვლიე გზა კიბემდე. მეორეზე უფრო მეტი ხალხი დამხვდა.
„ჯანდაბა, აქ ცოტა რომ აირიონ, გამსრესენ“ ჩავიბუზღუნე და თითსწვერებზე ავიწიე, რომ დამენახა სად რა იყო. წონასწორობა დავკარგე, უკვე მზად ვიყავი იატაკზეგამასწორებელი მარცხისთვის მაგრამ დამიჭირეს.
ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ჭრილობებიდან ხელმეორედ სისხლდენას გადამარჩინა.
ყელზე ტუჩების შეხებაზე შემაჟრჟოლა. - ფრთხილად უნდა იარო ხოლმე. - ყურთან მიჩურჩლა, შემდეგ კი ყელიდან მხრებამდე გადააცოცა ნესტიანი ტუჩები. პირველივე თავისუფალ ოთახში შევედით.
აქამდე უცნობთან სექსი არასდროს მქონია, ფხიზელი რომ ვყოფილიყავი არც მექნებოდა სავარაუდოდ. ექსპერიმენტი ჩამეშალა, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა წელიდან მხრებამდე ააცურა ხელები და რაღათქმაუნდა ჩემი რამდენი ჭრილობაც გახსნა.
ტკივილმა უცებ გამომაფხიზლა. შეშინებულს მუქი თაფლისფერი თვალები გაუფართოვდა, რა ეგონა ნეტა. იმდენად ძლიერი ხელები ჰქონდა რომ კანი გამაძრო?! ჰა ჰა.
-მ...მე უნდა წავიდე. - ამოიბლუყუნა და მაისურის გარეშე გავარდა ოთახიდან. სიმწრით გამეცინა. დასისხლიანებული ზურგი არც გამიწმინდავს ისე ჩავიცვი კაბა, პატარა ხელჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გამოვედი.



№1 სტუმარი ჟირაფი

ძალიან საინტერესოა. სესილის ირონია და სარკაზმი ძალიან მომწონს, ყველაფრის მიუხედავად ჯერჯერობით ინარჩუნებს თავის პიროვნებას. იმის მიუხედავად რომ მესმის რატომ დათვრა, მაინც არ მესიამოვნა მისი საქციელი :(( გელივ^^

 


№2  offline მოდერი Yvavi.

ჟირაფი
ძალიან საინტერესოა. სესილის ირონია და სარკაზმი ძალიან მომწონს, ყველაფრის მიუხედავად ჯერჯერობით ინარჩუნებს თავის პიროვნებას. იმის მიუხედავად რომ მესმის რატომ დათვრა, მაინც არ მესიამოვნა მისი საქციელი :(( გელივ^^

ან სიახლე აგერიათ, ან მე ვერ ვხვდები ვინაა სესილი.
დათვრა იმიტომ წვეულებაზე იყო, რა გამართლება მაგას სჭირდება :/
მადლობა <3

 


№3 სტუმარი ჟირაფი

ნაცრისფერი
ჟირაფი
ძალიან საინტერესოა. სესილის ირონია და სარკაზმი ძალიან მომწონს, ყველაფრის მიუხედავად ჯერჯერობით ინარჩუნებს თავის პიროვნებას. იმის მიუხედავად რომ მესმის რატომ დათვრა, მაინც არ მესიამოვნა მისი საქციელი :(( გელივ^^

ან სიახლე აგერიათ, ან მე ვერ ვხვდები ვინაა სესილი.
დათვრა იმიტომ წვეულებაზე იყო, რა გამართლება მაგას სჭირდება :/
მადლობა <3

სოფი უნდა დამეწერა, არ შემშლია სიახლე :დ მხოლოდ ის ვიგულისხმე რომ ხშირად არასასიამოვნო შედეგები მოსდევს დათრობას.
არაფრის ^^ ვეღარ ვითმენ სანამ დადებ :დ

 


№4  offline მოდერი Yvavi.

ჟირაფი
ნაცრისფერი
ჟირაფი
ძალიან საინტერესოა. სესილის ირონია და სარკაზმი ძალიან მომწონს, ყველაფრის მიუხედავად ჯერჯერობით ინარჩუნებს თავის პიროვნებას. იმის მიუხედავად რომ მესმის რატომ დათვრა, მაინც არ მესიამოვნა მისი საქციელი :(( გელივ^^

ან სიახლე აგერიათ, ან მე ვერ ვხვდები ვინაა სესილი.
დათვრა იმიტომ წვეულებაზე იყო, რა გამართლება მაგას სჭირდება :/
მადლობა <3

სოფი უნდა დამეწერა, არ შემშლია სიახლე :დ მხოლოდ ის ვიგულისხმე რომ ხშირად არასასიამოვნო შედეგები მოსდევს დათრობას.
არაფრის ^^ ვეღარ ვითმენ სანამ დადებ :დ

უიჰ <3
მადლობაა <3 ^^

 


№5  offline წევრი Frigga

საშინლად კაია მეთქი, რომ ვთქვა უკვე ზდმეტი აფერისტობა გამოვა, უბრალოდ კარგად იკითხება და კარგადაა დალაგებული არი... რაც შეეხება დათრობას, რაც კომენტარებში წავიკითხე, მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ნორმალურია მაშინ როცა ასეთი ცხოვრება გაქვს, ან საერთოდ არაფერ შუაშია ცხოვრება უბრალოდ თინეიჯერია და წვეულებაე კოკა-კოლას ხო არ დალევდა პ.ს. ჩემი აზრია ეს... მთლიანობაში ძალიან კარგია <3

 


№6  offline მოდერი Yvavi.

Frigga
საშინლად კაია მეთქი, რომ ვთქვა უკვე ზდმეტი აფერისტობა გამოვა, უბრალოდ კარგად იკითხება და კარგადაა დალაგებული არი... რაც შეეხება დათრობას, რაც კომენტარებში წავიკითხე, მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ნორმალურია მაშინ როცა ასეთი ცხოვრება გაქვს, ან საერთოდ არაფერ შუაშია ცხოვრება უბრალოდ თინეიჯერია და წვეულებაე კოკა-კოლას ხო არ დალევდა პ.ს. ჩემი აზრია ეს... მთლიანობაში ძალიან კარგია <3

შედევრს ვერ დავწერ სად შემიძლია მე მაგდენი :დდდ
მადლობა მარიამო <3

 


№7  offline წევრი Kalina

მე მომწონს.
შენ მაგარი ტიპი ხარ:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline მოდერი Yvavi.

მარიკუნაა♥️
მე მომწონს.
შენ მაგარი ტიპი ხარ:)

ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებს ეგ სიტყვები <3
მადლობა დიდი ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent