ამაყი ცრემლი - 3
ივა... რა ლამაზი სახელია - ივა. ივა, ივა, ივა... ძალიან მომწონს სახელი - ივა. * ეკლესიასთან ვართ და შავი მანქანა, დაბურული მინებით გვიახლოვდება. ნელა იღება კარები და მამაკაცი გამოდის. ნაბიჯს დგამს და უკანა კარებს აღებს, ხელს უწვდის და ვიღაცა თავის პატარა ხელს ადებს, იქიდან კი პატარა პრინცესა გადმოდის. თეთრი ფუშფუშა კაბა აცვია და ქერა კულულა თმაზე გვირგვინი ადგას. სიძე-პატარძლისკენ მოემართება, ესალმება, ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს. ხმის გაგებისას ავღელდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თავის დაკვრით მომესალმა და საუბარი გააგრძელა. ჯვრისწერის შემდეგ რესტორანში წავედით, იქ კი დაიწყო ტრადიციულად სადღეგრძელოები. სიძე-პატარძლის ცეკვაც ულამაზესი იყო. პატარა პრინცესამაც, როგორც გავიგე მარიამმა, ულამაზესი ცეკვა შეასრულა. 6 წლის იყო და წელს სკოლაში პირველად მიდიოდა. ღამის ორ საათამდე გავჩერდი, დაღლილმა დავტოვე რესტორანი, გარეთ გასულმა ფეხით გავლა გადავწყვიტე, ფეხზე მაღლები გავიხადე და ისე გავუყევი გზას. მანქანა გაჩერდა, მაგრამ არსებითი ყურადღება არ მიმიქცევია და გზა გავაგრძელე. -ნიცა, - მამაკაცის ხმა გავიგე და მანქანისკენ მივბრუნდი. იქ კი ჩემი აღელვების მიზეზი იჯდა. - გაგიყვან, - მითხრა და მანქანაში ჩაჯდომაზე მიმითითა. რომ დავფიქრდი ახლა ტაქსი არ ჩამოივლიდა, ფეხით კი ძალიან დიდი მანძილი იყო გასავლელი ჩემს სახლამდე, ამიტომაც მანქანაში ადგილი დავიკავე. უკან მარიამს ეძინა. -მადლობა, - ვუთხარი და გავხედე. რა საოცარი პროფილი ჰქონდა, სწორი ლამაზი ცხვირი, მსხვილი ტუჩები და ლამაზი თვალის ჭრილი. მზერა სახიდან თითებისკენ გადავიტანე. ღმერთო, რა ლამაზი თითები აქვს, სწორი, თლილი, ზუსტად ისეთი მე როგორიც მსურდა. ჩემივე ფიქრებზე გამეღიმა და ამ დროს გამოიხედა ჩემკენ. გამახსენდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მისი სახელი არ ვიცოდი, მან კი იცოდა. როგორ, თუ მე არ ვიცოდი და მან იცოდა? რამდენიმე ჭიქამ ალბათ სითამამე შემმატა. -რა გქვია? -ივა, - არც შემოუხედავს ისე მითხრა. არაფერი მიპასუხია. თვალები მიმელულა, ყურებში მისი სახელი ჩამესმოდა. -ივა... რა ლამაზი სახელია - ივა. ივა, ივა, ივა... ძალიან მომწონს სახელი - ივა. - ბურუსში გახვეული არც კი მახსოვს ჩემთვის გავიფიქრე, თუ ხმამაღლა ვსაუბრობდი. * -ნიცა, მოვედით, გაიღვიძე, - ხელი მხარზე დამადო, მეც შევფხიზლდი. -მადლობა, - ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი. სადარბაზოში შესვლამდე კიდევ ერთხელ გავიხედე მანქანისკენ, მაგრამ დაბურული მინების გამო ვერაფერი დავინახე, გზა გავაგრძელე, სახლში ავედი, თუ არა გამოფხიზლებულმა ფანჯრისკენ გავიხედე, მაგრამ ძილმა მძლია და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში ტანსაცმლიანადვე გავწექი. ივა... რა ლამაზი სახელია - ივა. ივა, ივა, ივა... ძალიან მომწონს სახელი - ივა. * უნივერსიტეტი დასრულებული იყო, გამოცდებიც წარმატებულად მქონდა ჩაბარებული, სამსახურში რადგან საღამოთი მიწევდა წასვლა, გადავწყვიტე დასვენების მაგივრად ერთი სამსახურიც არ მაწყენდა. კაფეში დავიწყე მუშაობა. 9-დან 4-მდე იქ ვმუშაობდი, ხოლო 6-დან ღამის თერთმეტის ნახევრამდე მეორე სამსახურში. მეორე სამსახურიც მსგავსი იყო, უბრალოდ უფრო კლუბური სიტუაცია იყო. დილით ადრე ავდექი, გავემზადე, ვირბინე, სახლში დაბრუნებულმა წყალი გადავივლე, შესაბამისად გამოვეწყვე და სამსახურისკენ გავეშურე. დილა მშვიდად დაიწყო, ბევრი ხალხიც არ იყო. კარები იღება და სკამს მამაკაცი და ბავშვი იკავებს, მათში კი ივა და მარიამი ამოვიცანი. ანერვიულებულმა მოვავლე თვალი კაფეს, ყველა დაკავებული იყო ამიტომ მე მომიწია მათთან მისვლა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და წავედი. -გამარჯობა, რას ინებებთ? - ღიმილით გავხედე. ივამ გაკვირვებულმა გამომხედა და გაიღიმა. -ნიცა?! გამარჯობა. არ გელოდი. - პასუხი არ გამიცია, მხოლოდ გავუღიმე. -აბა, რას ინებებთ? - კითხვა კვლავ გავუმეორე. -მე ხილის ნამცხვარი და ატმის წვენი მინდა. - თავისი წკრიალა ხმით მომმართა მარიამმა, თავი დავუქნიე და ახლა ივას გავხედე. -მეც ხილის ნამცხვარი და ატმის წვენი. -კარგით, ახლავე მოგართმევთ. შეკვეთა ავიღე და მათკენ გავემართე. -გემრიელად მიირთვით, - უკან გავბრუნდი. კაფეში ხალხმა იმრავლა, მეც აქეთ-იქით სწრაფად დავდიოდი. ბარს ვიყავი მიყრდნობილი, მოულოდნელად ივა, რომ დამადგა თავს, გაკვირვებულმა ავხედე „რა გნებავს?“ მზერით. -საქმე მაქვს. როდის განთავისუფლდები, რომ დავილაპარაკოთ? - გაკვირვებულმა პირი დავაღე, შემდეგ ისევ მოვკუმე და საათს გავხედე. საათი 03:40-ს უჩვენებდა. -ნახევარ საათში მოვრჩები, - ვუთხარი და ისევ საათისკენ გავიხედე. -კარგი გელოდები. 20 წუთიც მალე გავიდა, ნივთები ავიღე, მოვწესრიგდი და გავედი, ივაც იქვე იჯდა მარიამიც მას ახლდა. -კიდევ ერთხელ გამარჯობა, - ღიმილით გავხედე. -გამარჯობა, მოდი. - დასაჯდომად მიმითითა. -გისმენ, - პირდაპირ „საქმეზე“ გადავედი. -ვიცი, რომ ორ სამსახურში მუშაობ, ეს სამსახური კი დროებითია, - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - ერთი თვით საზღვარგარეთ მიწევს წასვლა, ამიტომაც მარიამის ძიძას დამხმარე სჭირდება მხოლოდ 1 თვით, შენ მშვენიერი კანდიდატი ხარ, როგორც თათამ მითხრა. იმედია თანახმა ხარ. -მაგრამ... - რომ დავფიქრდი 1 თვის გამო სამსახურის დატოვება მიწევდა და თან ორივესი... -მაგრამ ჩემი სამსახურები... -ეს დროებითია ამიტომ ისედაც მოგიწევდა წამოსვლა, მაგრამ არაფერი დაგაკლდება, რადგან ბევრად მეტს გადაგიხდი, ვიდრე აქ, ხოლო მეორე სამსახურში შენს უფროსს ველაპარაკე და მოგვარებულია, მხოლოდ შენი თანხმობაა საჭირო. - ღიმილით საუბრობდა. -გთხოვ, - საყვარელი თვალებით გადმომხედა მარიამმა, - კინოში ვივლით ხოლმე, დავხატავთ, ვიმეცადინებთ და ვივარჯიშებთ, რაც მთავარია გარეთ გავალთ, თორემ 1 თვე სულ სახლში მომიწევს ჯდომა, - სევდიანი თვალებით გადმომხედა. -კარგი, თანახმა ვარ. -კიდევ ერთი რამ, ჩვენთან მოგიწევს გადმობარგება. ყოყმანით დავთანხმდი. * „მარიამის ძიძას დამხმარე სჭირდება“ - ივას ნათქვამზე ვფიქრობდი. დედა? დედა სად არის? ნუთუ დედა არ ყავს? ის ღამე გამახსენდა ქორწილიდან სახლში, რომ წამომიყვანა. მისი ხელის არათითს ბეჭედიც ამშვენებდა, ამიტომაც უამრავი კითხვა გამიჩნდა. * მესამე დღეს მომაკითხეს, ბარგი ჩალაგებული მქონდა ამიტომაც ლოდინი არ დასჭირვებია მძღოლს და წავედით. საკუთარი ორსართულიანი სახლი იყო, მაღლა დიდი აივანი იყო, ჭიშკრიდან სახლამდე კი პატარა ბილიკი იყო, ეზოში ულამაზესი სხვადასხვა ჯიშის ყვავილი ხარობდა. თვალიერებაში გართულს სახლშიც შევედით, ძალიან გემოვნებიტ იყო ყველაფერი გაწყობილი. -ნიცა, - მარიამი წამოვიდა და ჩამეხუტა. -მარიამ, როგორ ხარ? - გავუღიმე. -კარგად, შენ? -მეც კარგად. -ძიძა, ნიცა მოვიდა. - ერთ-ერთი ოთახიდან საყვარელი პუტკუნა ქალბატონი გამოვიდა. -გამარჯობა შვილო, მე მანანა ვარ. ალბათ გითხრა ივამ, რომ დამხმარე მჭირდება, შენ მხოლოდ მარიამს უნდა მიაქციო ყურადღება მეტი არაფერი იქნება შენი საქმე. - უცებ ამიხსნა ქალმა. -დიახ, გასაგებია. - სახლს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი. ჩემი ოთახი მარიამის გვერდით იყო. დილა ვარჯიშით იწყებოდა, შემდეგ ვსაუზმობდით, ცოტახანს ვისვენებდით, და სამეცადინოდ ვჯდებოდით. საღამოთი კი, როდესაც უკვე აგრილდებოდა სასეირნოდ გავდიოდით. კინოში, პარკში, მაღაზიებში - ყველგან დავდიოდით. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. მანანას დიდი წინააღმდეგობის შემდეგ მაინც დავითანხმე და სახლის საქმეებში მეც ვეხმარებოდი, სულ გაიძახოდა „რა კარგი გოგო ხარ, ივა მართალს იძახდა“-ო. ღამე, ძილისწინ ივაზე მეფიქრებოდა, პირველად მაშინ შემეშინდა, როდესაც ვიგრძენი, რომ ივა მომნატრებია. არ მინდოდა ეს ყველაფერი ფუჭი ყოფილიყო. არ მინდოდა, რომ იმედები გამცრუებოდა. მეშინოდა, მეშინოდა, რომ შემიყვარდებოდა, მაგრამ შიში უკვე გვიანი იყო. მე ივა შემიყვარდა. ღამე კარის გაღების ხმა გავიგე. ხალათი მოვიცვი და ოთახი დავტოვე, მარიამს უკვე მოესწრო გამოტანტალება და „მამა“-ს ძახილით ჩაირბინა კიბეები. 1 თვე ჯერ არ გასულა, მაგრამ ივა ჩამოვიდა. ივა ჩამოვიდა. - მხოლოდ ეს ორი სიტყვა მიტრიალებდა გონებაში და ნელ-ნელა ჩავიარე კიბის საფეხურები. „ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, მაგრამ არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.“ ჩემო ტკბილებო ესეც მსუყე თავი ჩემგან. რას ფიქრობთ ივაზე? ნიცას ცალმხრივ სიყვარულზე რა აზრის ხართ? შეიძლება კი ასე მალე ადამიანის შეყვარება? თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.