გოგონა ნახევარ მილიონად! (სრულად)
გოგონა ნახევარ მილიონად თავი (1) * * * ვდგავარ სარკის წინ და უაზროდ, თვალებდაუხამხამებლად მივშტერებივარ ჩემს ანარეკლს... მეზიზღება ჩემი თავი, ერთ დროს ლაღი, მხიარული, ცხოვრებით სავსე გოგონა, რომელიც ხვალინდელი დღის მოლოდინით ცხობრობდა... ეხლა კი! მისი სხეულის ყველა ნაწილი ბინძურია, დამპალი ლეშია, რომელიც, მხოლოდ სვავების დიდი გუნდის საჯიჯგნად გამოდგება... დაიტანჯა... განადგურდა... დაიკარგა...მე არაფრისთვის დავიბადე..... მე ფიტული ვარ, არარაობა ვარ.... ვინ ვარ მე?!- არავინ! ჩემი დამპალი სულით ვამძიმებ ამ დედამიწას.... ''მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ–ნაკლებად გარეკილია.'' * * * უნივერსიტეტიდან ახალი დაბრუნებული ვარ... სახლის კარები მხიარულებით შევაღე და ბოლო ხმაზე გავყვირი - დედაააა მოვედი! არავინ გამცა ხმა, ცოტა არ იყოს შევშინდი... -დედააა , სად ხარ?! ისევ არ არის პასუხი, შეიძლება იფიქროთ დიდი ამბავი, უბრალოდ სახლში არ არის, მეზობელთანაა გასული , მერე რა მოხდა, რა პანიკებში ჩავარდი!... არა ეს ასე არასდროს არ ხდება... მხოლოდ მე და დედა ვართ ამ ცხოვრების მარათონში და უბრალოდ მას ვუფრთხილდები.... გიჟივით დავქრივარ ... ისედაც პატარა ბინა ელვის სისწრაფით შემოვირბინე... უაზროდ ვაცეცებ თვალებს სახლში... ჩემი ყურადღება დაკეტილმა სააბაზანოს კარმა მიიპყრო და მასზე ბრახუნი ავტეხე.. - დე.. დედიკო.. აქ ხარ? სახელურს ვეჯაჯგურები, თუმცა ჩაკეტილია... სასწრაფოდ სამზარეულოში გავრბივარ და სათადარიგო გასაღებს ვიღებ.. ხელი მიკანკალებს და რამდენიმეჯერ გასაღების აცმა ძირს მივარდება -ჯანდაბა... როგორც იქნა ვარგებ და გიჟივით შევვარდი... რა დამემართა იმ მომენტში... უბრალოდ მოვკვდი...დედაჩემი უგონოდ წევს იატაკზე ცხვირიდან დიდი რაოდენობით სისხლი მოდის... ტვინმა განგაშის სიგნალები ჩართო და უეცრად მივვარდი, ჩავიმუხლე და მისი თავი კალთაში ჩავიდე და გამოფხიზლება დავიწყე... მაგრამ ამაოდ... რეაქცია არ ჰქონდა.. ტელეფონს ვიღებ და 112-ში ვრეკავ... ვკანკალებ... ნერვული შეტევა დამეწყო... * * * არ მახსოვს ჟვანიაში როგორ მივედით.. სასწრაფოდ გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და საკაცით დიდი სიჩქარით გაემართნენ. მეც მათ მივყვებოდი, თუმცა ბოლო კარები ცხვირწინ მომიხურეს... დავრჩი ასე გაშტერებული... ჩავიკეცე... კედელს მივეყუდე და მივშტერებივარ თეთრ კედლებს... წამლის სუნი... აპარატების წრიპინი... * * * უაზროდ გაიწელა დრო... წამებს წუთები ცვლიდა, წუთებს საათები, არ ვიცი ძალიან დიდი დრო გავიდა ან არც გასულა და მე მეჩვენებოდა... დავინახე როგორ გაიღო კარები და ექიმი ოფლის წმენდით გამოვიდა... -მაკა მახარაძესთან ვინ არის გველნაკბენივით წამოვვარდი იატაკიდან და ექიმს თვლაბედაჭყეტილი დავუდექი წინ... -მე... მეე ვარ.. რა ჭირს დედაჩემს. მითხარით ექიმო ხომ კარგადაა - სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, ქალბატონ მაკას ლეიკემია აღმოაჩნდა... როგორც ჩანს , მან ამის შესახებ იცოდა და მედიკამენტებსაც იღებდა... თუმცა უფრო რთულ ფორმაში გაიზარდა... აქ მისი გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა.. სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადავიყვანოთ... იქ ეს ოპერაცია ნახევარი მილიონი ჯდება... დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ და ექიმი სწრაფად გამეცალა.... მეორედ მოვკვდი... ლეიკემია... გადარჩენის შანსი ნულია... თურქეთი.. ნახევარი მილიონი... კადრებივით მირტყამდა თავში ექიმის თითოეული სიტყვა... ტრიალებდა და ტრიალებდა... ამდენი ფული როგორ ვიშოვო... მაგრამ არ დავნებდები... რაც არ უნდა დამიჯდეს გადავარჩენ... სახლს გავყიდი ვიმუშავებ, მაგრამ ძალიან მალე მჭირდება... ღმერთო... დამეხმარეე... უაზროდ ამივარდა სისხლი თავში... შუბლის ძარღვი გაწყდომას ლამობდა... გულის ფეთქვა მიმისუსტდა... სასწრაფოდ ჩავედი მიმღებში და ვიკითხე თუ შეიძლებოდა დედაჩემის ნახვა... უარით გამომისტუმრეს... ქირულგიულში შესვლა მეკრძალებოდაა... მითუმეტეს ასეთი დაავადევის მქონე ადამინისთვის ცოცხალ ბაქტერიას წარმოვადგენდიი.. რას გავაწყობდი ბევრი კი ვიკივლე და ვიწივლე, რომ მე მისი შვილი ვარ და სრული უფლება მაქვს იქ ვიყო, მაგრამ კულტურული უარით გამომაპანღურეს... * * * სავადმყოფო დავტოვე... ნახვის უფლებას არ მაძლევდნენ და ეხლა სამსახური უნდა ვიშოვო... იქ ბინას გავყიდი ხელფასს რამდენიმე თვისას წინასწარ მოვითხოვ და ალბათ შევკონკავ რამეს.. პოლისიც იმედია რამე ნაწილს დააფინანსებს არ ვიცი... მაგრამ მაინც დიდი ხარჯებია... გაზეთების ჯიხურიდან ერთი გაზეთი ავიღე და ეგრევე ვაკანსიების გვერდზე გადავშალე.... და და ვიწყე წითელი ფლომასტერით სასურველი სამუშაოს ხაზვას... ძიძა, დამლაგებელი, ეს არა, არც ეს და დიდი იქსებით ავღნიშნავდი... ბოლოს ერთ -ერთ კომპანიაში მდივნის თაობაზე იყო განცხადება... საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით... ალბათ ძლიერი კომპანიაა....შემოვხაზე და სახლში წავედი... ხვალინდელი დღისთვისუნდა მოვმზადებულიყავი., როგორც ასეთ დროს კლასიკური ფორმით მიდიან... ჯანდაბა.... * * * გათენებისთანავე წამოვხტი ფეხზე... სწრაფად ვიბანავე...შავი მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა და თეთრი პერანგი ჩავიცვი.. შავი მაღლები ჩავიცვი და დანიშნულების ადგილისკენ წავედი... საშინლად ვნერვიულობდი... უსაშინლესად... როგორც წესი, ცხოვრებაში, არასდროს არ მიმართლებს და ეხლა რა გარანტია მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მსურს... იმედი მაქვს, რომ კი.. ამ ფიქრებში უზარმაზარი კომპანიის წინ აღმოვჩნდი რომ დავიწყე დაბლიდან თვალები ზემოთ ავაყოლე, როცა დავიღალე მზერა მოვაშორე და სასწრაფოდ შიგნით შევედი... მიმღევში ერთი გოგონა იჯდა და იქ მივედი - უკაცრავად გასაუბრებაზე ვარ მოსული, სად უნდა მივიდე? - ბოლო სართულზე, შავ დიდ კარებში შეხვალთ -გმადლობთ თავაზიანი მადლობა გადავუხადე და ლიფტისკენ გავემართე.. მალევე ავედი... ფეხის კანკალით გავუყევი დერეფანს სადაც მხოლოდ ერთი კარი იყო... კანკალი დამეწყო... ერთი ღრმად ჩავისუნთქე და სახელური ჩამოვწიე... გავოცდი უზარმაზარი კაბინეტი იყო.. შავ, თეთრ და ნაცრისფერ ფერევში იყო... მინის დარაბებით რომელიც მთელს ქალაქს თავს დაყურებდა... ოირღია მივშტერევოდი -როდესაც თვალიერებას მორჩები. შეგვიძლია დავიწყოთ! ოთახში მისი მამაკაცური ხმა ექოსავით გაისმა.. გამაკანკალა.. დამბურძგლა გავწითლდი... დავიბენი ბრინჯივით. და ენა დამება.. ესეც შენი საუკეთესო დღის დასაწყისი -ამ. მე მე უბრალოდ მაპატიეთ. უკაცრავად ლოყები ამიწითლდა და თავი დაბლა დავხარე. ისეთი მამაკაცირი იყო... შავი კლასიკური ბრენდის შარვალი, ამავე ფერის პერანგი... მაღალი , შავგვრემანი, ულამაზესი ჩაძირული თვალებით სწორი ლამაზი ცხვირით და თხელი ვარდისფერი ტუჩებით... -დაჯექი! ისევ ეს სადისტური მამაკაცური ხმა... და ხელით მის წინ მდებარე სავარძელზე მიმითითა.. მეც მორჩილი ბავშვივით თავდახრილი წავედი და მის მითითებულ ადგილში დავჯექი... -სახელი! -კესანე ურიადმყოფელი... პირველი კურსის სტუდენტი.. ფრთხილი საუბარი დავიწყე. თითქოს ვინმე მახრჩობდა - გაქვთ გამოცდილება! -ამ აქ დავიბენი.. ცოყა ყოყმანის შემდე დავიწყე- სიმართლე გითხრათ არა, მაგრამ მაქსიმალურად დავიხარ..... -მანდ შეწყვიტე! კმაცრად მომმართა... არანაირი გამოცდილება, პიველი კურსის პატარა ბავშვი მოვიდა აქ და მიცხადებს რომ ჩემი მდივანი უნდა იყოს... მგონი თამაშობ ხომ??? გაწონასწორებული ბარიტონით დაიწყო და თანდათან ხმას უმატებდა ვეღარ მოვითმინე და სიმწრისგან ფეხზე წამოვხტი.. -თქვენ ადამიანს არ აძლევყ შესაძლებლობას , რომ მაქსიმუმი დაგანახოთ.. ძვირიანი ტანსაცმლით და ბრენდით განსაზღვრავთ ყველაფერს... რა იცი იქმებ ყველა იმ შენს საზღვარგარეთ ნასწავლელ მდივანს ვჯობივარ.. მაგრამ ვის რაში სჭირდება პირველკურსელი ბავშვი, რომლის დედა ახლა სავადმყოფოში წევს, აქ იმ იმედით მოვიდა, რომ სამსახურს დაიწყებს და მის დედას გადარჩენს, მაგრამ ყველაფერი ეს, მდიდადარ ვარსკვლავებს ფეხებზე გკიდიათ! იმიტომ რომ თქვენ ადამიანები არ ხართ! ნამდვილი ცხოვრებასც კი არ გაქვთ! ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე ყოველივე ეს და თითქოს დავიცალე.. სწრაფად მოვკიდე ხელი ჩანთას და სწრაფი ნაბიჯებით გავემართკე კარებისკენ, როდესაც მისმა ცივმა ხმამ ადგილზე მიმყინა ხოლო.მისმა წინადადებამ კი ქუჩის ქალად მაგრძნობინა თავი -1წელი იქნები ჩემი საკუთრება... მიიღე როგორც სამსახური, გააკეთებ ყველაფერს რასაც მე გეტყვი, ნებისმიერი რამის ჩათვლით! სანაცვლოდ კი გადაგიხდი იმდენს რამდენსაც მოითხოვ! ცივი, ბრაზიანი, მომთხოვნი ტონი ჩამომიყალიბა ეს ყველაფერი და ირონიაც საჩუქრად მოაყოლა... გაშეშებუკი შევტრიალდი თვალებში ვუყურებდი... -საყვარლობას მთავაზობ? არც მე დავაკელი ირონია -ვგავარ ქუჩის ქალს? -სამსახურს! მე გასაგებად აგიხსენი პასუხი არ არის საჭირო... ახლავე ხვალ , იგივე დროს თუ აქ მოხვალ ცავთვლი რომ ჩემი წინადადება მიიღე,, მე კი მაშინვე მოგცემ იმდენს რამდენსაც მეტყვი... თქვა და კარევისკენ მიმითითა.... უკან მოუხედავად დავტოვე ის და მისი ბინძური აზრიც... აქამდე ნაკავები ემოცია და ოლიმპიური სიმშვიდე სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე დავულკანივით ამოვხედთქე... ვტიროდიი მაგრამ რას ვუშველიდი... * * * რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული? ალბათ იმიტომ რომ მას ჩვენ ვართულებთ... საავამყოფოს კარები რასაც ქვია შევგლიჯე და დედაჩემის პალატისკენ წავედი... სადაც პატარა მინის ფანჯრიდან ვაშტერტებოდი... მტკიოდა.. დედა მიკვდებოდა.... ფული მჭირდებოდა... გამოსავალი ერთი იყო... მაგრამ რა შინაარს ატარებს მისი სიტყვები.... ვერ ვაზროვნებ... საკუთარი თავის რწმენა დავკარგე... მეც დავიკარგე ..... (თავი 2) * * * მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს... ორცეცხლშუა ვიწვოდი... სახლი აუქციონზე გავიტანე , მაგრამ არამგონია ეს თანხა ძალიან მალე მომსწრებოდა... დედას საწრაფოდ ესაჭიროებოდა ძვლის წითელი ტვინის გადანერგვა... ძალიან დავიბენიი... მხოლოდ ერთი მხარეღა მრჩებოდა, რომელზე ფიქრსაც გავურბოდი... მან მე მისი საყვარლობა შემომთავაზა... მისი ბო*ი უნდა გავმხდარიყავი... არ ვიცი დედა უნდა ვნახო ის მომცემს ძალას და გზას... - უკაცრავად, შეიძლება მაკა მახარაძესთან შემიშვათ?! მე მისი შვილი ვარ ძალიან გთხოვ... პატარა პუტკუნა ექთანს ვეხვეწებოდი, რომელიც დედაჩემს მეთვალყურეობს -გოგონა არ შემიძლია... -ძალიან გთხოვთ, გემუდარებით... ძალიან მჭირდება მისი ნახვა -იცით არ შემი.... -გთხოვთ -ჯანდა, კარგი მხოლოდ 5 წუთი!-მაგრამ ფორმა უნდა ჩაგაცვათ... ეს რომ ვინმემ გაიგოს სამსახურს დავკარგავ! -პირობას გაძლევთ ვერავინ გაიგებს! მალევე ჩავიცვი ფორმა და დედასთან შევედი... ჩემი სიცოცხლე... ქალი რომლისთვისაც ამ დამპლურ სამყაროში ვცხოვრობდი... პატარა ვიყავი ძალიან მამამ რომ მიგვატოვა... და სხვა ქალთან წავიდა... დედა კი მხოლოდ 15წლის იყო, როცა მე გავუჩნდი, მარტო მოუწია ჩემი აღზრდა... მახსოვს რა გაჭირვებით მოჰქონდა ფული, ლუკმა-პური რომ გვქონოდა... ჩემი სიცოცხლე რომ გადაერჩინა...შიმშილით რომ არ მომკვდარიყავი... ეხლა კი, ვუყურებ ფერდაკარგულს საავადმყოფოს საწოლზე, მრავალ აპარატზე მიერთებულს... უნდა ვიბრძოლო მისი სიცოცხლისთვის ... * * * ბევრი ფიქრის შედეგად იძულებული ვარ, გავხდე მისი!... ბატონი ალექსანდრე ჯაჭვლიანის სათამაშო მერქმეოდა... მაგრამ თუ ეს დედაჩემს გადაარჩენს, მზად ვარ ამ რისკზე წავიდე, ისე რომ არ ვინანო! * * * იგივე დრო, იგივე ადგილი, განსხვავებული მიზეზი..! ისევ შენობის წინ ვარ, ერთ წამს ისიც ვიფიქრე აქედან დავახვევდი, მაგრამ როცა ვხვდები , რომ არანაირი შანსი არ მაქვს დედაჩემს მივხედო , ნაბიჯს ვდგავ და წინ მივიწევ... უკვე კარგად დამახსოვრებული გზა გავიარე და ლიფტში შევედი... გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა... ღრმად ვსუნთქავ, ეს ლიფტიც ჩემს ჯინაზე ნელა ,,მიღოღავს'', ნერვიულობა პიკს აღწევს... გული ჩერდება, ნერვული იმპულსები აჩქარებულად მუშაობენ... თვალის გუგები გაფართოებული მაქვს... ჩერდება ლიფტი და ჩერდება ჩემი გულის ცემა... აკანკალებული მივიწევ უზარმაზარი კარისკენ... თითქოს ეს დერეფანიც საგულდაგულოდ გაიწელა და ვგრძნობ თითებს შორის ცივ მეტალს... სახელურს ფრთხილად ვწევ, ჩემს ადამიანობას კარს მიღმა ვტოვებ და ვუჩინარდები... * * * სრული დაძაბულობა იყო გაბატონებული ოთახში, მძიმე სუნთქვა, აჩქარებული ორი გული, გრძნობების მოზღვავება , იმედგაცრუება, კმაყოფილება და რაც მთვარია ჭარბი ირონია... -თანახმა ვარ ! არანაირი შესავლები და მიკიბმოკიბვა არ დამიწყია..- ახლავე მჭირდება ნახევარი მილიონი! -მოხვედი! შენ მიიღე გამოწვევა, მე ჩემს ვალს შევასრულებ..! მკაცრი ბოხი ხმა მეხივით გაისმა მთელს ოთახში... მისმა ხმამ უარესი დაძაბულობა გააჩინა... უნდა ავღნიშნო როგორ სიმპატიურად გამოიყურებოდა: მუქი ლურჯი შარვალი, რომელიც მის ტანს ულამაზეს აჩენდა, თეთრი პერანგი, რომელიც ფორმეს შესანიშნავად გამოკვეთდა... ეს იყო მისტერ სრულყოფილება... რაღაც ,,თავისებური, ალექსანდრული იყო!'' * * * მთელი ეს დრო ერთ ადგილზე ვიყავი მიყინული, არ ვინძრეოდი, მგონი არც ვსუნთქავდი... ისიც უტეხად იყურებოდა მისი მდიდრული მაგიდიდან, თვალი თვალში გამიყარა, ირონიაც თან ახლდა ამ მზერას... ვიგრძენი როგორი ფრთხილი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, მომიახლოვდა, მისი სურნელი ტანზე მომაფრქვია, ხოლო ცხელი სუნთქვა ყელთან ვიგრძენი, საგძნობლად დამეჭიმა მთელი სხეული... მუცელში პეპლები არა მაგრამ, მთელი ზოოპარკი დარბოდა... ჩემი გულისხმა მე თვითონ მესმოდა... გავარვარებული ცხელი ტუჩები მფეთქავ არტერიაზე მომაწება..დამსუსხაა.! ის ადგილი მეწვოდა, სადაც მეხებოდა... თითები წელს მომიჭირა ... მაისურის ბოლო ზემოთ აქაჩა და შიშველ წელს დაიწყო ხელების თამაში, ჩემს რეაქციებს სწავლობდა, მისი ტუჩის კუთხე ფართოთ ჩაიტეხა ღიმილით, ყელიდან ლოყაზე, ლოყიდან ცხვირზე, ცხვირიდან ისევ ყელზე, ყელიდან მკერდამდე, მკერდიდან მუცლამდე კოცნით დაუყვა და ბოლოს უბრალოდ მომშორდა...მე კი თითქოს ლავა დამასხეს იმ ადგილზე, სადაც ის შემეხო... ამიშალა მთელი ჰორმონები... პირი მსუბუქად გამეღო და ღრმად ვსუნთქავდი... ვკანკალებდი, ცრემლებმა თვალის ზღვარი გადმოლახეს და გზა გაიკვლიეს, ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე უბრალოდ მის წინ ვიდექი, ნახევრად მოშიშვლებული და ვტიროდი... ხელის მტევნები მიკანკალებდა.. ტუჩებს თავს ვეღარ ვუყრიდი, სირცხვილის გრძნობამ შიგნიდან შემომიტია... როგორც ტალღები ეხეთქება კლდის ნაპირებს, ისე მეხეთქებოდა სირცხვილი, იმედგაცრუება, და თავს დამნაშავედ მაგრძნობინებდა... ვიწვოდი ათასი ნევსი თითქოს ერთად შემერჭო... ის კი იდგა და მისი მომაჯადოვებელი, მონსტრული მზერით გაკვირვებული მომშტერებოდა, რატომ გამოიწვია ჩემში ეს რეაქცია... ცერა თითი ფრთხილდ ასწია და ცრემლები შემიშრო, ლოყაზე მომეფერა და ბოლოს თითი ტუჩზე გადამატარა... თვალებდაუხამხამებლად ვაკვირდებოდი მის ყველა ქცევას და არ ვინძრეოდი, უბრალოდ ნებას ვაძლევდი გაეკეთებინა ის, რაც მას სურდა, მან მე მიყიდა! თვითონვე გამისწორა არეული პერანგი, ჩამოშლილი თმის კულული სახიდან გადამიწია და ყურს ქვემოთ ცხელი ტუჩები მომაკრო... - შეგიძლია წახვიდე... დღეისთვის საკმარისია! მამაკაცურმა ხმამ ჩემი ყურთასმენა დაიპყრო... რამდებიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად თუ რას მეუბნებოდა და მეც ადგილს მოვწყდი... სასწრაფოდ დავტოვე ეს წყეული შენობა და ქუჩას ფეხით დავუყევი... მაღლები გავიხადე და ტირილით ტროტუარს დავუყევი... გავსკდებოდი... ამდენი ტანჯვას ვეღარ გავუძლებდი... ვეღარ გავძლებდი.... ფეხები გადამეტყავა.. სისხლი ნაკადად მოდიოდა ჩემი ტერფებიდან , მაგრამ ტკივილი ვერ მაჩერებდა , უფრო ვუმატე სიარუს, უკვე სირბილზე გადავედი და შემდეგ რომელიღაც სკამთან ჩავიკეცე და ავტირდი... მთელი ემოცია ამოვუშვი დაა ცაში ვიყურეოდი... იქნებ იქ დამენახა გზა...იქ დამენახა იმედი * * * გზატკეცილს მიხუტებული ძლიერმა მკლავებმა მომაშორა, ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა... სასიამოვნო და კარგად ნაცნობმა სურნელმა ცხვირში მომიღიტინა, მესიამოვნა, მხოლოდ ის მაცოფებს რომ ეს ყველაფერი ჩემში ზიზღს არ იწვევს! დროის შეგრძნება დავკარგე, არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი რბილ მატერიაზე... -სულელი , პატარა ბავშვი ხარ! გაბრაზებულმა მკაცრად მომმართა... მე კი როგორც ჩანს მის ოთახში მისივე ლოგინზე ვიჯექი...ის კი მხეცივით ოთახში დაქროდა... პერანგი გაიხადა და სადღაც ჯანდაბაში მიაგდო... შემდეგ რომელიღაც ოთხში შევიდა და აფთიაქის ყუთთან ერთად დაბრუნდა... ჩემს წინ დაჯდა... ჯერ ერთ ტერფს მოჰკიდა ხელი და მისი სისხლისგან გასუფთავება დაიწყო , შემდეგ მეორის და დამსკდარ ადგილებზე თან მალამოს მისვამდა, შეხებაზე ამოვიტირე.. -მტკივა! ცრემლები ისევ გადმოვყარე , ხოლო მან სულის შებერვა დაიწყო, რათა ტკივილი შეემსუბუქებინა - სად ჯანდაბაში გარბოდი, ფეხშიშველი?! ნორმანული ხარ გოგო შენ! როცა დამუშავებას მორჩა ჩემი დატუქსვა დაიწყო... მე კი ისევ ვერ ვიღებდი ხმას, რატომ მოქმედებდა ჩემზე ასე, რას მმართებდა ისეთს რომ ხმის ამოღებაც არ შემეძლო... -დედასთან წამიყვანე! მხოლოდ ამის თქმა მივახერხე ტირილნარევი ხმით.. - არა! ამაღამ აქ დარჩები... ყველაფერი მოვაგვარე ხვალ წაიყვანენ თურქეთში და ჩვენც წავალთ..! მკაცრი კატეგორიული ხმით დაიწყო საუბარი და თან სისხლიანი ბამბებს აგროვებდა... სწრაფად მორჩა და სავარაუდოდ აბაზანაში გაუჩინარდა... მთელი ეს დრო უაზროდ მივშტერებოდი შავ-თეთრ კედლებს, ყურადღება კარების გაღებამ მიიქცია... აბაზანიდან სპორტულ შარვალში გამოწყობილი ალექსანდრე გამოვიდა... თმების მშრალებით, ხოლო წყლის წვეთები მის პრესს მიიუყვებოდა და იკარგებოდა, უზადოდ სექსუალურს ხდიდა მის უნაკლო ტანს... - თუ გინდა შენც იბანავე! ისევ ეს მკაცრი ხმა... -ჩასაცმელი არ მაქვს! -ჩემს ერთ-ერთ მაისურს გავიმეტებ! და უჯრიდან მაისური ამოიღო რომელიც პირსახოცთან ერთად დამიდო... მეც ვაი ვაგლახით ფეხზე წამოვდექი და აბაზანის კარებში გავუჩინარდი... წყალმა მართლაც მიშველა... გამომაფხიზლა... მისი მაისური გადავიცვი, რომელიც კაბად მქონდა და აბაზანა დავტოვე... ოთახში შესვლისას დავინახე ალექსანდრე საწოლზე იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა... სავარაუდოდ ეძინა, მე კი გეზი ოთახში მდებარე მდივნისკენ ავიღე... -მდივანს ზოგადად დასაჯდომად იყენებენ, საწოლს კი დასაძინებლად! ისევ ეს ხმა... არ ველოდი და შიშისგან შევხტი - მანდ, შენს გვერდით არ დავიძინებ, ისიც საკმარისია აქ რომ ვრჩები... -შენ მგონი დაგავიწყდა ვინ ხარ ჩემთვის! ისევ ეს მბრძანებული ტონი... თვალებგაუხელად მელაპარაკებოდაა... მეც კიდევ ერთხელ გამახსენა რა უსარგებლო ვარ, ცრემლები მომაწვა, მაგრამ არ ვიტირებ! საწოლისკენ დავიძარი და რბილ და ფუმფულა მატერიაზე მოვთავსდი, რაც კი შეიძლებოდა კიდისკენ მივიწიე ... თუმცა ელექტრო მუხტები მაინც მოდიოდა მისგან... ჩემი ეს ცალკე ავტონომიური რესპუბლიკა დიდხანს არ ყოფილა... მალე მოახდინა ანექსირება... მის შიშველ სხეულზე ზურგით ამიკრა, ხოლო თავი კისერში ჩარგო და ღრმად სუნთქვა დაიწყო... მე კი ისევ ისე ავირიე... მაგრამ იმდენად ჰქონდა ტორები შემოჭდული ჩემს წელზე ვერაფერს ვერ გავაწყობდი ამხელა კაცთან... ვიგუდები... მახრჩობს... უბრალოდ ვერ ვხვდები რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს... მინდა მოვშორდე, მაგრამ ვერ ვშორდები... ქიმიური მუხტია ჩვენს შორის... ან მე ვაძლევ ჩემს თავს ილუზიას.. * * * მშვიდი ღამე... ალექსანდრე ჯაჭვლიანი , მდიდარი ბიზნესმენი... ტასო ავალიანი, პატარა სტუდენდი გოგონა... დიდი გულები... ტკივილი... იმედგაცრუება... მაგრამ დიდი ბედნიერება... ორი ერთმანეთზე მიკრული სხეული, სავსე მთვარე, რომელიც ვნებიან ვალს ცეკვავს უკიდეგანი ცაზე ვარსკვკავებთან ერთად... ღამე მრავალი საიდუმლოს შემნახველი და მატარებელიი.. უბრალოდ წყვდიადი..... უბრალოდ ალექსანდრე.... უბრალოდ ტასო.... უბრალოდ დიდი სიყვარული, ვნების ქარცეცხლში გახვეული.... მშვიდი რიტმული სუნთქვა, რომელიც შიგა და შიგ აჩქარდება მაგრამ იპოვის ისევ იმ კალაპოტს და გზას გააგრძელებს გოლგოთისკენ........ თავი (3) უჩვეულო შეგრძნებით გამეღვიძა დილით, სასიამოვნო სურნელი მიღიტინებდა ცხვირში, სულისგამყინავი გრძნობა, რომელიც ადრე არასდროს მქონია... ზანტად ვახელ ჯერ ერთ თვალს, შემდეგ კი მეორე თვალს... ვერ ვარჩევ თავდაპირველად ვერაფერს შემდეგ კი უბრალოდ ვაანალიზებ სად ვარ და დენდარტყმულივით ლოგინიდან ვდგები... კადრებივით ტრიალდება განვლილი დღეები, და უეცრად ყველაფერი ტრიალს იწყებს შემდეგ კი უბრალოდ ჩერდება... ლოგინის იმ მხარეს მივშტერებივარ სადაც ალექსანდრე უნდა იყოს, თუმცა ის იქ არ არის... ღრმად ვუშვებ ჰაერის ნაკადს ფილტვებიდან, საფეთქელს ვიზელ და ვაანალიზებ ყველაფერს და უბრალოდ უჰაერობა კვლავ მიტევს... ამ ყველაფერს კი სანდროს გამყინავი ხმაც ამძაფრებს... -დღეს მივდივართ! გაემზადე! მხოლოდ ახლა ვხვდები რაც ხდება , დედაჩემის სიცოცხლისთვის ვიბრძვი და ვცდილობ საკუთარი თავი არ გავამტყუვნო და სწრაფადვე ვიწყებ მზადებას.... * * * დიდიხანი არცაა , რაც გზაში ვართ, მთელი ეს დრო ის უბრალოდ ხმას არ იღებს, კუშტი, მკაცრი წარბები შეკრული აქვს და გზას ისე გაჰყურებს, გრძელი თლილი და ნატიფი თითები საჭესა და სიჩქარის გადაცემ კოლოფზე აქვს მოთავსებული და ჰაეროვანი მოძრაობით მართავს მანქანას... როგორც ბუმბული ქარში მოხვედრილი ისე მივფარფატებთ.... რა იქმებოდა ყველაფერი სულ სხვაგავარად რომ ყოფილიყო, უბრალოდ მარტივად, ან იქნებ თვითონ ადამიანები ვართულებთ ყოველივე ჩვენი მოქმედებით ცოხვრებას... რამდენი უსამართლობა არსებობს, რამდენი ტანჯვა, ცრემლი, უბედურება, მაგრამ ყველაფერს ახლას თავისი კარგი მხარე, რაც საშუალებას გაძლევს არ გადაიწვა ტკივილით... ფიქრებში მოსიარულე სანდროს ხმამ გამომიუვანა - მოვედით ! შეგიძლია გადმოხვიდე... სწრაფად ვიღებ ჩანთას და სავარძლიდან ვდგები... ვიწრო დერეფანს მივუყვები... და დედაჩემის პალატასთან ვჩერდები...ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვამართლებ იმ საქციელს , რაც მის გამო გავაკეთე... რამდენადაც სანდრომ მითხრა უკვე ყველაფერი მზად იყო...კერძო თვითმფრინავით გადავფრინდებოდით თურქეთში.. ბედნიერი ვიყავი , რომ მას გადავარჩენდი...ექიმებიც გამოჩნდენე და პაციენტის მზადება დაიწყეს, მხოლოდ ჩემი ხელმოწერა იყო საჭირო, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე , რაც არ უნდა მომხდარიყო ... ცუდ მხარეზე არ ვფიქრობდი , რადგან ეს მე გამანდგურებდა, მომკლავდა ამიტომაც ოპტიმისტის თვალებით ვუყირებდი ყველაფერს... ყველაფერი მზად იყო.. სანდროც ჩემთან ერთად მოდიოდა, რაღაც სამსახურის საქმით და ალბათ იმის მისაღებად რაშიც ფული გადაიხადა... თვითმფრინავში ვიყავით უკვე, მალე თურქეთის აეროპორტში დაჯდებოდა.. ვნერვიულობდი საშინლად.. ექიმები ათასგვარი საშუალებებით მეთვალყურეობდნენ დედაჩემს.. რომ პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმებული ... მთელი ეს დრო მის თავთან ვიჯექი და სიბერეშეპარულ ხელებს ვუკოცნიდი.. სანდრო კი სიყვარულის თვალებით მიმზერდა.. ან მე მეჩვენებოდა... უბრალოდ მის თვალებში დიდი სითბო იკითხებოდა , ისევ თავს ვიმართლებ არა?! მალე დავეშვით.. სასწრაფოს მანქანა დაგვხვდა, პაციენტი სასწრაფოდ მოათავსეს სამედიცინო დახმარების მარშუტში და სტამბოლის ყველაზე პრესტიჟულ საავადმყოფოში წაიყვანეს.. მეც მათ გავყევი... * * * უკვე საავადმყოფოში ვიყავით , ათასგვარ ანალიზებს უღებდნენ თურქი ექიმები , ყოველწუთში გაიღებოდა კარები და ექიმები ჭიანჭველებივით ირეოდნენ ერთმანეთში.. ოლიმპიური მოთმინების საშუალებით ველოდებოდი თუ რა დიაგნოზს დასვამდნენ ან რას მოიმოქმედებდნენ, გუგებ გაფართოებული ვაკვირდებოდი მათ ყველა მოქმედებას, იქნებ გავხსენებოდი ვინმეს რომ.მეც აქ ვიყავი, მაგრამ ვერავინ ვერ მამჩნევდა... -ყავა დალიე უფრო მოცოცხლდები სანდროს ხმამ გამომაფხიზლა და მის გამოწვდილ ყავას ხელი მოვკიდე... -რა ხდება როგორაა? -არაფერი არ ვიცი? უამრავი ექიმი შედის და გამოდის მაგრამ არავინ არ მიხსნის რა ხდება? -ალაბათ ჯერ იკვლევენ და რომ დარწმუნდებიან იმ გადაწყვეტილების სიზუსტეში შემდეგ მოვლენ და შენც ჩაგაყენებენ საქმის ყურში... -კი მაგრამ ცოტა მალე ქნან ხომ შეუძლიათ არა?? -საქმე ადამიანს ეხება ანასტასია !!! -არ ხარ ვალდებული აქ იყო? -თემა ნუ გადაგაქვს ! -არსად გავიქცევი -ვერც გაიქცევი რომც გინდოდეს, შენ ჩემი ხარ! ეს სიტყვები თქვა და უბრალოდ გაუჩინარდა.. საღამომდე ასე ვიყავი სანამ ექიმი არ მოვიდა და არ შემატყობინა ოპერაცია როდის დაიგეგმა... სამ დღეში უკვე ყველაფერი გამზქდდებოდა და დედაჩემს ძვლის ტვინი გადაენერგებოდა... მაგრამ აქაც არსებობს უარყოფითი მხარეები.. როგორ შეეგუებოდა ორგანიზმი, ექიმები ვარაიდობდნენ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და წარმატებით დასრულდებოდა ყოვლივე ეს .. * * * საშინლად დაღლილი ვიყავი, უკვე მოსაღამოებული იყო... მშვენიერია თურქეთში მზის ჩასვლა.. ძალიან გამოფიტული ვიყავი, მთელი დღე არაფრისთვის დამიკარებია პირი.. გავყურებდი პალატის კარებს, შესვლის უფლება არ მქონდა. ალექსანდრეც არ ჩანდა, ვაკვირდებოდი მოსიარულე მედდებს, ზოგის ბედნიერ სახეს, ზოგის დამწუხრებულს ... ვფიქრობდი როგორი ცხოვრება მექნებოდა მამაჩემს რომ არ მივეტოვებინე ალბათ ეხლა სხვა გოგონების მსგავსად სრულფასოვანი ცხოვრება მექნებოდა და ჩვეულებრივი სტუდენტი ვიქნებოდი , რომელიც მეგობრებთან ერთად გაერთობოდა , მაგრამ სრულიად სხვა ბედი მხვდა წილად... ჯდომისგან ყველაფერი დაბუჟებული მქონდა.. რამდენიმე წუთი დასჭირდა სისხლძარღვებს რომ ისევ გაეტარებინათ სისხლი ... -მთელი დღე არაფერი გიჭამია წამოდი კაფეში ჩავიდეთ ან აქ ამოგიტან! სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა , აი ამის გამო მეშლებოდა ნერვები, რომ მსიამოვმებდა მისი თითოეული გამოცემული ბგერა, შეხება, დავლილი ჟრუანტელიც კი და უბრალოდ ის შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ალექსანდრეს შეეძლო გამოეწვია ჩემში.. -არ მშია დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, ყველა ზემოთხსენებული გრძნობების მიუხედავად ირონიით ვუპასუხე ... -არ მჭირდება შენი ვითომ ჩემი დასჯა, ამით შენ თავს აყენებ ზიანს და გამოფიტული დედაშენს ვერ დაეხმარები... მართალიც იყო.. ასე გონება მიხდილი ვერაფერს ვერ გავაკეთებდი ამიტომ წავყევი საავადმყოფოს კაფეში ... მთელი ეს დრო ჩუმად ვიყავით არც ერთი იღებდა ხმას, თითქოს ამ ჰარმონიის დარღვევა არ სურდა ჩვენს ბგერებს, არ გვსურდა გაგვეფანტა ყოველივე ეს, უხმოდ მივირთვი საკვები და ისევ უკან დავბრუნდი... ალექსანდრეც იქ იყო...მოუსვენრობა ეტყობოდა, თითქოს ფიქრობდა რაღაცას გაცხარებული საბოლოოდ კი მე მომიბრუნდა და მეკითხება -დილამდე იქ არავინ შეგიშვებს, წამოდი სასტუმროში დაისვენე და ისევ მოვიდეთ -იმას ელოდები რაშიც ფული გადაიხადე?! სიბრაზე შეპარული ხმით ვეუბნები... -შენ ჩემი სიტყვების შინაარსი მგონი სხვანაორად გესმის და თუ მაგას ფიქრობ, არაა პრობლება მაგასაც მივიღებ ასე ძაან თუ გსურს! სასტუმროში წამოდი ! -რა ანუ შენ გინდა ... უაზროდ დავიწყე ბლუყუნი -წამოდი მეთქი! საშინელი გაბრაზება ეტყობოდა -ანუ მაგას ფიქრობ , ძალიან კარგი სამეს უფრო გამიადვილებ ხმის ამოღებაც არ მაცადა ტომარასავით გადამიკიდა მხრებზე -დამსვი იდიოტო! ნაგავო რა რა უფლებით მიმათრევ, გასაყიდი საქონელი ვარ -შენს თავს შენ თვითონ აყენებ შეურაწყოფას , მსგავსი რამ არც მიფიქრია მთელი საავადმყოფო ჩვენ მოგვშტერებოდა, ეს იდიოტი კი ღიმილით წინ მიიწევდა< თითქოს მხრებზე ადამიანის ნაცვლად რაიმე სხვა ყავდეს... ფართხალსშევეშვი სხვა რა ზა მრჩებოდა... მანქანაშიც უსულო საგანივით ჩამტენა და ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს...ჯერ კიდევ მის სიტყვებზე ვფიქრობდი, ახლა ზუსტად ის მომენტი იყო, როცა საშინლად შემეშინდა... რამის დალეწვა რომ დომებოდა აუცილებლად დალეწავდა.. ისე გაჩერდა მანქანა არც ეს გამიგია.. ისევე ეს სიუხეშე... ძალით გადმომათრია და ასე პატარა ბავშვით ამარბენინა მთელი კიბეები.. შიშისგან ვეღარ ვსუნთქვდი.. მთელი ემოცია სახეზე ეხატა, რომ შესძლებოდა შუაზე გამგლეჯდა! -შეეთრიე! და ხელის კვრით კარებში მიბიძგა ხმას ვერ ვიღებდი დიდი ბურთი გამჩხერვოა ყელში, ყველა მისი სიტყვა ძალიან მტკენდა.. ლახვარივით მეცემოდა.. ცრემლებმა გზა გაიკვლიეს.. ჩასისხლიანებული თვალებით მომშტერებოდა, თითქოს დრო გაცერდა , მხოლოდ მე და ალექსანდრე ვიყავით. მთელი სხეული მიცახცახებდა... კანკალს ვერ ვწყვეტდი...ჩანჩქერივით მდიოდა ცრემლები.. -გაიხადე! მისი ეს სიტყვები მეხივით გავარდა -კი მაგ..რამ.. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი -გაიხადე მეთქი, თუ გირჩევნია ჩემი ხელით გაგხადო... ერთ წამს თვალებში ვუყურებდი, თითქოს მინდოდა დამეჯერებინა რომ ის ამას არ მაკადრებდა, მაგრამ მის თვალებში უსაზღვრო ძზიზღის მეტი ვერაფერი ვერ დავინახე... -კიდევ ერთხელ გაგიმეორო, თუ მასე იდგები ხესავით... ხელებს ვერ ვიმორჩილებდი, კანკლაით დავწვდი მაისურის ბოლოებს და ფრთხილად დავიწყე მისი ზემოტ აქაჩვა... სირცხვილის ალმური მომედო... ერთ წამს ამ ცხოვრებისან გაგქრობა მინდოდა, მინდოდა დავკარგულიყავი... მინდოდა ჩემი ეს სირცხვილი არავის ენახა და უბრალოდ მინდოდა რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო... რბილი მატერია იატაკს შეეხო და ჩემმი გულიც გაიყოლა.. მის წინ ნახევრად შიშველი ვიდექი.. არ მემორჩილებოდა ხელები .. -შარვალიჩ! ისევ ეს მბრძანებლურიხმა ... ხედავდა ეს ყველაფერი როგორ მიჭირდა , მაგრამ ის არაფერს არ აკეთებდა ამის შესაჩერებლად უბრალოდ იდგა და უყურებდა ჩემს საცოდაობას... კანკალით გავხსენი ღილები და შარვალიც მაისურის გზას გავუყოლე... ღრმად ვსუნთქავდი. შუბლი ოფლით დამეცვარა.. ალექსანდრე?! კი ირონიული, ღიმილით აკვირდებოდა ჩემს ფორმებს.. ხელებით ვცდილობდი დამეფარა მაგრამ არა... ყელთან მისი სუნთქვა ვიგრძენი...დავიწვი, ცეცხლი მომეკიდა, რეცეპტორებმა შეიგრძნეს ეს იმპულსი და აიშალნენ... ცხელი ტუჩები მომაკრო ყურზე და სველი კოცნა დამიტოვა.. გულმა რამდენიმე ფეთქვა გამოტოვა. ტუჩები ერთმანეთს დავაშორე და ღრმად სუნთქვა დავიწყე.... ცახცახს ვერ ვწყვეტდი... მიი ყინულივით ცივი ხელები თეზოებზე მომიჭირა დამის სხეულზე ამაკრო... ყველა ის ადგილი მიხურდა სადაც კი მეხებოდა.. კოცნით ყელს დაუყვა... ლავიწის ძვალზე რაღაც მტკივნეული ვიგრძენი, ის ჩემს დანიშვნას აპირებდა შემდეგ კი ეს ტკივილი კოცნით მოარჩინა... ჩემს ჰორმონებზე თამაშს არ წყვეტდა, მე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი...წინაააღმდეგობის გაწევის უნარი არ შემწევდა.. მის ყველა მოქმედებას დაზეპირებულივით ვიმეორებდი... არ მოქნდა ძალა რამე გამეკთებინა... ხელის კვრით ლოგინზე აღმოვჩნდი... ის კი აკვირდებოდა ყველა ჩემს რეაქციას, ამასაც თუ რეაქცია ერქვა...კოცნით დაუყვა მკერდს, მუცელს ისევ მკერდს, მაგრამ ტუჩებზე არ მეხებოდა... თითებით სწავლობდა ყველა ნაწილს... კვნესა აღმომხდა როდესაც თითები უხეშად მომიჭირა, და ბოლოს მისი ცხელი ბააგეები ჩემს ტუჩებს შეეხო... ვერ გავიაზრე რა ხდებოდა... ფრთხილად მაკოცა ჯერ ქვედა შემდეგ ზედა ტუჩზე და მეც ამიყოლია... მის შეგრძნებას რომ ვაპირებდი, სწორედ ამ დროს ვიგრძენი სიცარიელე... დახუჭული თვალები ფრთხილად გავახილე და მის შავ თვალებს წავაწყი, რომელიც ღამის ფონზე ელავდა.. ტუჩები კი კოცნით დაბურცული ჰქონდა და პერიოდულად ენის წვერით ისველებდა -ბო*ებს არასდროს ვეფერები, მათ არასდროს ვკოცნი, მათთან პირდაპი საქმეზე გადავდივარ! დაბნეული თვალებით მივშტერებოდი... -და კიდევ მე მათში ფულს არასდროს ვიხდი, იმიტომ რომ ისინი ამას ჩემგან არ ითხოვენ, მხოლოდ დაკმაყოფილება უნდათ... ახლახანს გავაანალიძე რომ მანმე დამამცირა, ჩემი ღირსება შელახა, მიწასთან გაასწორა თავმოყვარეობა... -და ბოლოს მე მათ არ ვყიდულობ... აი შენ კი პირიქით...!!! -დატკბი მარტოობით და შენი უაზრო ფიქრებით! ძირს დაგდებული მაისური,აიღო და მესროლა თვითონ კი კარების გაჯახუნებით გავიდა გარეთ... ასე არასდროს მტკენია... ახლა გაავანალიზე თეთრ მატერიაზე როგორ ფორმაში ვიწექი... და ასე უბრალოდ ავტირდი... მთელი ხმით ვტიროდი, არ მაინტერესებდა არაფერი საერთოდ..დედის შემდეგ ასე თუ რამე მატკენდა არ მეგონა... დამჯიჯგნა მისმა თითოეულმა სიტყვამ, მეგონა თუ ნაწილ ნაწილ მაცლიდნენ ხორცს.... რაც კი რამ მომხვდა ხელს ყველაფერი დავლეწე... ვყვიროდი, გამწარებყულმა დავგლიჯე ის მატერია რომელზეც ვიწექი... აურზაური დავაყენე,, დავლეწე ლარნაკი.. მინის მაგიდა.. მინდოდა შვება მეგრძნო, მინდოდადა ამ ტკივილსგან გავთავისუფლებულიყავი... უბრალოდ მინდოდა დამთავრებულიყო....მუხლებზე დავეცი.. -რატომ? ღმერთო რა ცოდვა მქონდა ასე რომ გამიმეტე... რა ღმერთო? * * * ალექსანდრე რომელიღაც ბარში დარდს სასმელში კლავდა.. -კიდევ ერთი სამმაგი ვისკი -ძალიან ბევრია, ასე თავს მოიკლავ ბარმენმა შეპარული სიფრთხილით გაანდო მისი ფიქრები -დამისხი! ასე უბრალოდ იჯდა და სვამდა... მან მის საყვარელ ქალს ატკინა, მის პატარა გოგოს, გაახსენდა უაზროდ როგორ ატკინა და ვისკის ჭიქა ხელში შემოფშვნა.. სასწრაფოდ დატოვა ბარი და მანქანაში ჩაჯდა.. გაუზრებლად აკეთებდა ყველაფერს.. რამდენიმე წამში კი ისევ იმ კარებთან აღმოჩნდა რომელიც რამდენიმე საათის წინ დატოვა... ფრთხილად შეაღო კარები და დაინახა მისი ცხოვრების ქალი რგორ იწვა იატაკზე... და ეძინა, მიმოიხედა და სრული ქაოსი დაინახა, შესძულდამისი თავი.. მისი კაცობა შესძულდა ქალს ასეთი შეურაწყოფა რომმიაყენა, უკანასკნელნაბიჭვრად იგრძნო თავი.. ტასოს სახეზე აღბეჭვდოდა მისი ტკივილი.. ის ყველა ემოცია ჯერ კიდევ მის სახეს შერჩენოდა.. ფრთხილად აიყვანა და საწოლზე დააწვინა, ატლასის მატერია კი სხეულზე დააფარა... - ვარ ასე რიმ გატკინე, შენი ღირსი არ ვარ, შენ მე არ მკუთვნი.. მაგრამ არც შენი გაშვება შემიძლია, მაპატიე პატარავ, გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ... რბილი ტუჩები შუბლზე მიაკროდა იქვე სავარძელში ჩამოჯდა და მძინარე ტასოს უყურებდა... როგორ ბზინავდა მთვარის შუქზე მისი ოქროსფერი კულულები.. თვითონ ტასოს სისპეტაკე და წმინდა სული ბზინავდა.. ის ანგელოძი იყო ალექსანდრე კი მისი ეშმაკი მთვარეა მათი სიყვარულის დამაქორწინებელი, ვარსკვლავები კი ხელის მომკიდეები.. აი იქ ზეცაში მათი გზა გადაიკვეთა... თავი (4) ვგრძნობდი როგორ გათენდა, თუმცა თვალების გახელა არ მსურდა, არ მინდოდა შემეხედა კიდევ ერთი საშინელი დღისთვის, მაგრამ იძულებული ვიყავი, რეალობისთვის თვალი გამესწორებინა... დავკარგე იმის რწმენა რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნებოდა, მაგრამ ეხლა არ ვიცი რა იქნება?! საშინლად ვიყავი... ძლივსძლივობით ავდექი თვალი მომავლე ყველაფერს და სრული ქაოსი... გონებამ ყველაფრის აღდგენა დაიწყო , წინა ღამის ინციდენტი გამახსენდა და გულმა ფართხალი დაიწყო... ალექსანდრე სად იყო? პირველად ეს კითხვა მომაწვა, მიუხედავად ყველაფრისა მასზე ვნერვიულობდი, ჩემს ნაწილს ის აკლდა, მაღიზიანებდა ის ფაქტი რომ მე მის გარეშე არ შემეძლო, თითქოს ჩემთვის ჰაერივით იყო , საარსებო წყარო, მაგრამ მეორე ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებდა სააბოლოოდ კი ფიქრებ არეულმა დავტოვე სასტუმრო და საავადმყოფოში წავედი... * * * -მაკა მახარაძესთან თქვენ ხართ ხომ? დაბალი ცისფერთვალება ექთანი მოვიდა ჩემთან და თავაზიანი ფორმით იკითხა ყოველივე ეს -დიახ მე ვარ რა ხდება ყველაფერი ხომ კარგადაა?? -უბრალოდ მას თქვენი ნახვა სურს? მეც მას გავყევი, სპეციალური ფორმა ჩავიცვი და მონატრებული დედიკოს სანახავად პალატაში შევედი.. ჯობდა საერთოდ არ შევსულიყავი, ერთ დროს სიცოცხლით სავსე თვალები ჩამქვრალი იყო... მისი თვალის უპეები ჩაშავებული იყო საშინლად გამოიყურებოდა... -ჰეი დედიკო, ჩემო სიცოცხლე როგორ დამეტანჯე დეე? -ჩემი პეპელა მოსულა დეე? -რაგომ დე , რატომ არ მითხარი ამ ყველაფერს მარტო შენ როგორ უმკლავდებოდი -აღარ მინდოდა პატარავ შენი ნერვიულობა? -კი მაგრამ რომ გეთქვა ორივე ერთად ვიბრძოლებდით! -არაუშავს ჩემო გოგონა, ეს ყველაფერი როგორ შეძელი? -გრძელი ამბავია დედიკონა რომ გამოჯამთელდები აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს... -დავიღალე შვილო ბრძოლით , ყველაფერმა დამღალა მინდა დავისვენო, მინდა უბრალოდ გავჩერდე... -ეგ არ მითხრა გთხოვ დეე , გეხვეწები დედა იბრძოლე ჩემთვის გთხოვ რა.. ეგ მეორედ აღარ გაიმეორო დედიკო გთხოვ... ნუ დამტოვებ რაა -პატარავ შენ ისეთი ძლიერი ხარ გაუმკლავდები ამ ცხოვრებას... -მაგრამ შენს გარეშე არა.. ცრემლებს გასაქანი მივეცი და ავტირტი, ის ყველანაირი მოთმინება სადღაც ჯანდაბაში დაიკარგა და მოვკვდი... მის სევდიან თვალებს ვერ ვუყურებდი... -გოგონა პალატა დატოვეთ დედაჩემის ექიმი შემოვიდა, რომელიც მას მკურნალობდა... როგორ წამოვედი არ მახსოვს განადგურებულმა დავტოვე პალატა.. არ მემეტებოდა ამ ყველაფრისთვის მაგრამ ის თუ არ იბრძოლებს მე ვიბრძოლებ მისთვის... გარეთ გამოსულს ალექსანდრე დამხვდა რომელიც აქეთ-იქეთ დადიოდა... გულმა წამიერად იგრძნო ყველაფერი... ის ყველა ნაწილი თავში ამომიტივტივდა , მისი თითოეული სიტყვა და უბრალოდიმის ნაცვლად რომ მისთვის მწარე სილა გამერტყა ავდექი და ჩავეხუტე...პატარა ბეღურასავით მოვიბუზე მის დიდ და გაშლილ მკლავებში , ვქვითინებდი.. ღრმად გამოვუშვი ღრმა გრძნობები , რომელიც შიგნიდან მჭამდნენ.. და ეს სისუსტე მას დავანახე, მასში ვიპოვე შვება, მასში ვხედავდი იმედს, მის შავ უძირო თვალებში ვხედავდი დახმარებას... ეს მე ვარ უმადური, ეს მე ვარ დაუნახავი... მე, რომ არ ვიყო ამ დედამიწაზე ჩემს გარშემო ვინც არის ყველა ბედნიერი იქნებოდა, მე რომ არ გავჩენილიყავი დედა და მამა ერთად იქნებოდნენ, მე ვარ უბედურების მომტანი... ალექსანდრეს ისე ვარ მიწეპებული რომ მთელმა მსოფლიომ რომ მოინდომოს ვერ მომაშორებს... მისი სითბო მაოცებს.. ნაზად მისვამს თითებს ზურგზე და ყურში მეჩურჩულება -გაუძელი პატარავ, აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება... -მას ბრძოლა არ უნდა სიცოცხლისთვის.. -მის მაგივრად შენ უნდა იბრძოლო პატარავ... შენ უნდა იყო იმედიანად... -ძალა აღარ მაქვს... -ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება... ფრთხილად მოვშორდი , და კიდევ უფრო დიდი ტკივილი ვიგრძენი მისი თვალების დანახვისას , უძილობისგან ჩაწითლებული თვალები ისე აღარ გადმოცემდნენ გრძნობებს, ის ჩამქვრალი იყო , კიდებ უფრო შემძულდა თავი რეალობის არასწორი შეფასებისთვის... -გინდა სადმე წავიდეთ? ამ სტრესს გავშორდეთ... აღარ იყო ის გულცივი, მკაცრი, მზრუნველი იყო, ტკბილი და უბრალოდ ის იყო ვინც სინამდვილეში არის.. -ნადვილად მჭირდება... -მაშინ ძალიან მაგარი ზღვისპირა კაფე ვიცი, ძალიან მაგა თევზს აკეთებ, სახლეგანთქმულია მთელს თურქეთში, წავიდეთ? -ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა.... * * * დიდხანი არ გვივლია ძალიან მალე მივედით... მართლაც უმშვენიერესი ადგილი იყო... კულტურულად მოწყობილი, ის მაგიდა ავირჩიეთ რომელიც პირდაპირ ზღვას უყურებდა, მშვენიერი ხედი იყო და აკუსტიკაც მშვენიერი იყო... მყუდროებაა... ალექსანდრემ შეკვეთა მისცა , თურქული ენა მშვენიბრად ცოდნია, ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოქმედებას და მასში ვერანაირ სიყალბეს ვერ ვხედავდი მსუბუქი ღიმილით გააცილა მიმტანი ბიჭი და მე მომიბრუნდაა.. -აბა??? რაზე ფიქრობ? მაკვივებდა მისი ეს ცვლილება ყველაფერი იმის შემდეგ რაც გუშინ მოხდაა... მაგრამ ვცდილობდი არ მეფიქრა... აშკარად ცდილობდა საუბრის წამოწყებას, მიუხედავად იმისა რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა... -ღმერთის არსებობის გჯერა? რაც მომაფიქრდა პირველი ის ვკითხე.. -რთული თემაა -არც ისე რთული ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის? -იქნებ არ ვარ ქრისტიანი! -ეშმაკი ხარ? გაოცება ვერ დავმალე.. მსიბუქად ჩაიღიმაა -არა ეშმაკი ნამდვილად არ ვარ , მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ რაც თავს გადამხდა ღმერთის არსებობის არ მჯერა... -იმაზე მეტი დავიჯერო რა გადაგხდა რაც მე , მაგრამ ყოველდღე ღმერთისადმი რწფელი ნდობით ვიღვიძებ და მჯერა რომ ის დამეხმარება... -როდესაც არაფერი იცი, შეეცადე თემა არ წამოჭრა.. -მაპატიე არ ვიცოდი ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა ეს თემა შენთვის... მის ემოციებს ვხედავდი, რომელიც სახეზე დათარეშობდა. აშკარად ვატკინე ... მის თვალებში ეს ნათლად ჩანდა -უბრალოდ ჩემი დევიზი დღევანდელობით ცხოვრებაა და არც ვინმესგან ველი დახმარებას, რადგან ეს მაინც არ მოხდება.. -მასე მკაცრადაც ნუ განსჯი! -როდესაც ცხოვრება გოლგოთას გაგატარებს და მრავალჯერ დაგცემს მიწაზე ისე რომ ხელის გამომშვერი არავინ გეყოლება მაშინ ირწმუნებ.. ამიტომაც არასოდეს თქვა არასდროს...უბრალოდ ვჭამოთ კარგი! -კარგიი... მაგრამ თუ ოდესმე ეგ ყველაფერი მოხდება, თუ მასეთი რთული გზის გავლა მომიწევს უბრალოდ მომაზონი გავხდები.. სადმე მშვიდ ადგილას, უფრო მთაში წავალ.... პასუხი არ გაუცია , მიმტანის მოტანილ საჭმელს დაჰყურებდა.... საკმაოდ შეფიქრიანებული ვჭამდით... თან თურქულ ჩაისაც ზედ ვაყოლებდით ნამდვილად გემრიელი იყო... -უგემრიელესი იყო... საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა.. ფული გადაიხადა და ისევ მანქანაში დავბრუნდით , ეს რამდენიმე საათი ჩემთვის ბედნიერების მომტანი იყო, მაგრძნობინა თავი ცოცხლად, მაგრძნობინა რომ მე მარტო არ ვიყავი... ისევ საავადმყოფოში დავბრუნდი თვითონ კი რაღაც საქმეზე წავიდა ... ვიწრო დერეფანს გავუყევი და მოსაცდელში შევედი... ექიმები კვლავ ერთმანეთში ირეოდნენ, უამრავი ფურცელი ... ვხედავდი ადამიანების ტანჯულ სახეს, ზოგის ბედნიერსაც კი... იმედი მქონდა დედაჩემს კიდევ ერთხელ ვნახავდი, თუმცა ექიმმა წასვლა მირჩია ჩემი აქ ყოფნით არაფერი მოხდებოდა... 11 საათი იქნებოდა საავადმყოფოდან რომ გამოვედი, შუადღის შემდეგ სანდრო არ მენახა... ტაქსი გავაჩერე და ინგლისურად მისამართი ვუთხარი... თავი მინას მივადე და მოვდუნდი... * * * მალევე მივედით სასტუმროში, ფული გადავუხადე და ჩემი ნომრისაკენ ავიღე გეზი... სააბაზანოს მივაშურე, ყველაფრისგან გავთავისუფლდი.. ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დავდექი და ნაგროვები ემოცია წყალს გავატანე .. ხვალ უკვე ოპერაცია იყო დაგეგმილი, გაზრებულად არ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე... მეშინოდა სასტიკად მეშინოდა, როგორ გადაიტანდა ამ ყველაფერს დედა...ემოციურად რთული დღე მელოდა წინ... ღმერთის იმედი მქონდა ... პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და აბაზანა დავტოვე, საცვლები მოვირგე და ლოგინში შევწექი... პარალელურად სანდროზე ვფიქრობდი... შუადღის შემდეგ არ მენახა, უკვე მასზე დამოკიდებული ვხდებოდი, ყველა ემოცია მასთან მიდიოდა... ვგრძნობდი რომ გადავიწვებოდი... ძილი არ მეკარებოდა... უშედეგოდ ვიწრიალე ლოგინში... ფანჯრის მხარეს გადავტრიალდი და თვალები მთვარეს მივაპყარი... ტელეფონს დავწვდი., ძალიან დიდი დრო იყო გასული, სანდრო კი არ ჩანდა.. მეშინოდა, ამ ფიქრებიდან კარების ხმამ გამომიყვანა, სასწრაფოდ დავხუჭე თვალები... და ძილის იმიტაცია გავაკეთე... ცდილობდა ჩუმად ყოფილიყო და ფრთხილად დადიოდა ოთახში, შემდეგ კი აბაზანას მიაშურა... რამდენიმე წუთი იყო და უკან დაბრუნდა, ფრთხილად აშალა საბანი და შემომიწვა... მისი დაძარღვული მკლავი მუცელზე დამადო თავი კი კისერში ჩაყო... აი თურმე რა მაკლდა... ნარკოტიკივით მჭირდებოდა მისი თითოეული შეხება...ალექსამდრე მჭირდებოდა... ყველაზე უშფოთველი ღამე მქომდა რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონოდა... * * * დილით პირველს მე გამეღვიძა, სანდროს მკლავებიდან ფრთხილად გამოვძვერი... მან კი ძილი განაგრძო, როგორც ჩანს წინა დღე მისთვის დამღლელი იყო... სწრაფად გავემზადე და ლოგინს მივუახლობდი ტელეფონის ასაღებად თუმცა ყურადღება სანდროს ვენამ მიიქცია... უამრავი ნანემსარი ჰქონდა.. პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ ნარკომანია... ნანახმა შემძრა, კიდევ ერთხელ გავნადგურდი... კანკალით შევახე ხელი მის ნამემსარს, თვალებიდან ცრემლები მომდიოდა... მტკიოდა, რამ გადადგმევინა ეს ნაბიჯი რომ ნარკომანი გახდა... უარესს დღეში ჩავვარდი... უკან მოუხედავად გამოვარდი სასტუმროდან და მტირალი შევარდი საავადმყოფოში, დღეს ოპერაცია იყო დაგეგმილი... საშინელ მდგომარეობაში ვიყავი... აღარ მესმოდა უკვე ვინ უნა მეტირა დედა თუ სანდრო, აღარ ვიცოდი რა მენრვიულა, უბრალოდ არაფერი ვიცოდი... უკვე ოპერაციის გაკეთება დაიწყეს ადგილს ვერ ვპოულობდი.. ღმერთს ვევედრებოდი რომ სიკეთის თვალებით გადმოეხედა და დედაჩემი გადარჩენილიყო... ყველაფერი კარგად ყოფილიყო... * * * -დაიწყეს უკვე ოპერაცია.? მოულოდნელობისგან ჰაერში შევხტი... -არ მეგონა თუ შეგეშინდებოდა -არაუშავს ...სანდროს თვალების დანახვამ სტიმული მომცა, რა ჯამდაბას მიკეთებს ასეთს?! ,, იდიოტო შეგიყვარდა, კარგი იქმება თუ მიხვდები'' ჩემი ალტერეგროც არ აყოვნებს პასუხის გაცემას... ასე უცებ ვერ შემიყვადებოდა!... უნებურად მისი ვენისკენ მექცევა თვალი თუმცა სახელოიანი ზედა აცვია და ვერაფერს ვერ ვხედავ... -მოდი ჩემთან მეც ინსიქტურად ვდგავ ნაბიჯებს და მას ვეხუტები, სასოწარკვეთილებაში ვარ. ჩავარდნილი და ხსნას მხოლოდ მასში ვხედავ... არ ვიცი რამ მიიყვანა ის იმ ზომამდე რომ ნარკომანი გამხდარიყო, თუმცა ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს... ან იქნებ არ მინდა რომ ქონდეს?!... ასე ერამეთზე მიხუტებულები ვიყავით, პერიოდულად გრძელ თითებს ჩემს თმაში ხლართავდა და მკოცნიდა... ჟანგბადივით მჭირდებოდა ის მე... მაბედნიერებდაა... * * * რამდენიმე საათში ოპერაცია დასრულდა, წარმატებულად, თუმცა ეხლა ყველაფერი დედაჩემზე იყო დამოკიდებული... ეს მანადგურებდა, იმედი მქონდა რომ ის იბრძოლებდა... ჩვენს იქ ყოფნას აზრი არ ქონდა ამიტომაც წამოვედით... უხმოდ მივუყვებოდით ქუჩებს მისი ფიქრები სადღაც შორს დაჰქროდა... ის სადღაც დაფრინავდა.. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში.. სასტუმროში როდესაც შევედით ეგრევე აბაზანას მივაშურე... იმედს ვიტოვებდი რომ არაფერი ცუდი არ მოხდებოდა... ჯანდაბა ტანსაცმლის შეტანა დამვიწყნია.. პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და გარეთ გავედი... ალექსანდრე სავარძელში იჯდა და ეწეოდა.. წელსზემოთ შიშველი იყო სიგარას კვამლი ჰაერში იფანტებოდა... მისი ტუჩებიდან გამოშვებული კვამლი ვალს ცეკვავდა.. ხმამ მისი ყურადღება მიიქცია და თვალები მომაპყრო, რომელშიც ვნება იკითხებოდა, არც მე ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში... მძაფრი ატმოსფერო შეიქმნა... ფრთხილად მომიახლოვდა თითის ფალანგებით ყელზე შემეხო... ბოლო ნაპასი ,,დაარტყა''და კვამლი სახის მიმართულებით გამოუშვა... მისი ტუჩემიც მალე ვიგრძენი.. მომთხოვნად მკოცნიდა, მეც ავყევი და საკუთარი თავმოყვარეობა ჯანდაბაში გავაგზავნე... შეხება და ჟრუანტელი ერთი იყო... პირსახოცზე მოჭერილი ხელები ფრთხილად გამაშლევინა , თეთრი მატერია კი ძირს დაეცა... სრულიად შიშველი ვიდექი მის წინ... ის კი ხარბად ათვალიერებდა ჩემს სხეულს შემდეგ კი უბრალოდ ლოგინის მიმართულებით, ხელში აყვანილმა წამიყვანა.. უსაზღვრო სიამოვნება იყო, ობოლი ცრემლი რომელიც ტკივილსგან იყო გამოწვეული... ალექსანდრეს სიფრთხილე და მამაკაცურობა... მე მისი გავხდი.. მე მას ვეკუთვნოდი... * * * ორი ერთმანეთში ახლართული სხეული.... უსაზღვრო ვნება... თავი (5) გრძნობდე რაიმეს ეს ადამიანისთვის საჩუქარია, ბედნიერი ვიყავი ყველაფრით, ნამდვილად მესმოდა ღმერთმა ეს განსაცდელი რატომაც მომივლინა, ალბათ იმიტომ რომ ალექსანდრე ჯაჭვლიანს შევხვედროდი, ან იქნებ ჩემი გამოცდა უნდოდა, არ ვიცი რაც არ უნდა იყოს ჩემი ცხოვრების შავი ლაქები თანდათან ფერადი ხდება... იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, მჯეროდა რომ ღმერთი არსებობდა და იქ, სადღაც ზეციდან ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას კვლავ გააგრძელოს ცხოვრება... თვალებს ვახელ და ვცდილობ ალექსანდრე დავინახო, მაგრამ ის ჩემ გვერდით არაა... გულში უსიამოვნო შეგრძნებამ გამკრა, თუმცა ყველა ფიქრი უკუვაგდე, სულ უნდობლობა არ შეიძლება, ერთხელ მეც უნდა ვიწამო სხვისი და მისი ნდობა უნდა ვისწავლო.. კარგად მოვათვალიერი ლუქსი მაგრამ ის აქ არ იყო.. ფრთხილად ავდექი საწოლიდან, ძირს დაგდებული ალექსის პერანგი მოვიცვი და აივანზე გავედი... იქაც არ იყო, შემდეგ აბაზანის კარები შევამოწმე და ღია იყო.. ფრთხილად მივადე ხელი და ფრთხილი ნაბიჯებით შევედი... მაგრამ ჯობდა საერთოდ არ შევსულიყავი... მხეცის თვალებით იდგა ალექსი და კანკალით ცდილობდა ზონარი ხელზე გადაეჭირა.. არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ის ახლა, ამ წუთას წამალზე ფიქრობდა... რა სულელი ვარ არა?! სარკეში იყურეა სისხლიანი თვალებით და მკაცრად მაფრთხილებს რომ აბაზანა დავტოვო -გადი ახლავე! არ მინდა ესეთი მნახო! ადგილიდან ვერ ვიძვრი ვხედავ როგორ უვარდება ნემსი და კვლავ მის აღებას ცდილობს... ძალიან ცუდათა, ვხედავ როგორ უჭირს... სწრაფად ვწყედები ადგილს და მას ვეხმარები .. ნემს ვენაში ვუშვებ და ფრთხილად ვაჭერ ხელს.. -რატომ აკეთებ ამას! მის კითხვას პასუხს არ ვცემ დაწამლიან ნემსს ისევ უკან ვიღებ ვენიდან და დარჩენილს ნიჟარაში ვრეცხავ... -ჯანდაბა ეს რა გააკეთე ამის დ.შ ბოლომდე რატომ არ შეიყვანე ვერ გავაკონტროლებ თავს -უბრალოდ სხვა რამეზე იფიქრე, უბრალოდ ,ჯანდაბა არ იფიქრო წამალს შემომხედე! აკანკალებული ხელებით თავს ვუჭერ და ვაიძულებ თვალებში შემოხედვას... -უბრლოდ არ დანებდე, გთხოვ... თვალებს დახბრა ხრის და კედელზე მიყრდნობილი ძირს ეშვება... მასთან ერთად მეც.. მის თავს კალთაში ვიდებ და ვცდილობ აკანკალებულ მხრებზე ვეფერები... -გთხოვ გაუძელი -რატომ ხარ ასეთი კეთილი! -ალბათ ეს ჩემი ნიჭია... * * * როგორც იქნა წყნარდება, ფრთხილად წევს თავს, თვალებში მიყურებს და ლოგინის მიმართულებით მიდის, მეც მას მივყვები დასჯილი ბავშვივით... შეპარული სიფრთხილით ვიწყებ საუბარს, არ მინდა რამე ზედმეტი წამოვაყრანტალო -დიდიხანია რაც ეს გემართება.. ხელების მტვრევით ველაპარალები -ერთი წელია უკვე! საშინლად დაღლილი ხმით მელაპარაკება და მდივანში ეშვება, თან სიგარას უკიდებს და ღრმა ნაპას უშვებს პირიდან -რატომ? -როცა დრო მოვა გაიგებ, წამოდი დედაშენთან წაგიყვან მოკლედ მიჭრის თემას და სწრაფად გადის ოთახიდან... მე სულელმა კი ვიფიქრე დილით გავღვიძებულს ვარდი ან რამე მსგავსი დამხვდებოდა... მაგრამ მიიღო ის რაც მას სურდა და ასე უბრალოდ წავიდა.. ან იქნებ ჩემი რცხვენია... თვალებით თეთრ ზეწარს ვუკვირდები და მასზე არსებულ ნიშანს რომ ყველაფერი მას ჩავაბარე.. მახსენდება მისი თითოეული შეხება და ისტინქურად თითს ბალიშებს ტუჩებზე ვიტარებ... მეყოს ოცნება.. სწრაფად ვემზადები და მეც დაბლა ჩავედი.. სწრაფად ვჯდები მანქანაში, ის კი მთელი სისწრაფით მიჰქრის... ამაოდ ვცდილობ სასაუბრო თემის წამოწყებას.. მოკლედ მიჭრის და მეც უბრალოდ ვჩუმდები.. ასე უბრალოდ მოხდა ყველაფერი მან სავადმყოფოშ ტამტოვა, თვითონ კი წავიდა... გაორებული შევდივარ და ვკითხულობ დედაჩემი თუ გამოფხიზლდა... დადებითი პასუხის შემდეგ არეული ნაბიჯებით მეც პალატაში შევდივარ.. საშინლად დაღლილი თვალებით მიმზერს, და მის თვალებში სიმკაცრესაც ვკითხულობ.. -დედიკო თავს როგორ გრძნობ? სიყვარულით ვიწყებ საუბარს.. -რატომ არ მომეცი უბრალოდ საშუალება დავნებებოდი, მე უბრალოდ დასვენება მინდა ტასო,შვილო მესმის რომ ეგოისტურად ვიქცევი და ამით გტკენ, მაგრამ შვილო დავიღალე მომეცი საშუალება, უბრალოდ წავვიდე ამ ქვეყნიდან -დედა! გთხოვ შეწყვიტე დედიკო ... ცრემლიანი თვალებით მის ლოგინზე ვეცემი და ვტირი.. ნუ გამიკეთებ დე ამას, ეხლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული გთხოვ ნუ იქნები ეგოისტი დედიკო მჭირდები.. -ჩემო გოგო, მის სიბერეშეპარებულ ხელებს თავზე მისვამს და მახსენდება 3 წლის ასაკში როგორ მაძინებდა, მახსოვს როგორ მიყვარდა მისი ეს მოფერება... მის ხელს ჩემს ხელში ვიღებ და ვკოცნი... -ჩემო გოგო გაიზარდე დედი, მიყვარხარ დედი და ეს არ დაგავიწყდეს, შენ ყველაზე ძლიერი ხარ... ცრემლიანი თვალებით მას ვაშტერდები და ის უბრალოდ თვალებს ხუჭავს, აპარატის საშინელი წრიპინი... -ექიმო დამეხმარეთ, ბოლო ხმაზე გავკივი და სასწრაფოთ იღება კარები საიდანაც ექიმების ჯგუი შემორბის... მე კი გარეთ მიშვებენ.. -გადაარჩინეთ გთხოვთ ის დედაჩემია,გთხოვთ ყველაზე მეტად ალექსანდრე თუ დამამშვიდების მისი ნახვა მინდა, სასწრაფოდ ტელეფონს ვიღებ და ბუნდოვნად ვკრიბავ მისი ტელეფონის ნომერს... გთხოვ აიღე, გეხვეწები.. თუმცა ის ტელეფონს ხელს არ კიდებს, კიდევ უამრავჯერ გადავრეკე მაგრამ ის პასუხს არ მცემდა... საშინლად ვიყავი.. ერთ მხარეს დედას ვკარგავდი მეორე მხარეს ალექსანდრეს... შემდეგ რა იყო?! ექიმების უიმედო თვალები , რომლებიც დედის გარდაცვალებას მამცნობდნენ, და უბრალოდ გაშავებული ჩემი სამყარო. უბრალოდ მკვდარი ლეში.. და აღარავინ.. არც ალექსანდრე, არც დედა და უკვე აღარც ღმერთი... ალბათ ეს იყო იმ ცხოვრების დასასრული რომელიც ვითომ და უნდა გაფერადებულიყო... არ მახსოვს როგორ დავკრძალე დედაჩემი.. მხოლოდ მე ვესწრებოდი ყველანაირ ცერემონიალს, მხოლოდ მე გავამგზავრე იმ სამყაროში... და ასე მკვდარი ლეში დამტოვა ამ სამყაროში.. * * * გაინტერესებთ არა? სად იყო ამ დროს ალექსანდრე ან ვნახე თუ არა? არც მინახავს არც დაურეკავს და არც ვიცი სად ჯანდაბაშია, მან მიიღოის რაც სურდა და ასე უბრალოდ წავიდა... ალბათ ეხლა რომელირაც ღამის კლუბში ზის და ვინმე ჩემნაირს სთავაზობს იგივე წინადადებას რასაც მე... ბინა გავყიდე სრულიად უსახლკარო დავრჩი ჩემი პატარა ჩემოდანით, გარეთ ქუჩაში.. მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცოდი სადაც წავიდოდი, და რას მივუძღვნიდი თავს.. შემოდგომაა... ძაძებით მოსილი მივიწევ ლამარიის ტაძრისკენ... ვიცოდი სვანეთში ვერავინ და ვერაფერი ვერ მომაგნებდა... ანვის უნდა მოვეგნე არავის მე არ ვიცნობდი... პატარა კარებს ვარებ და მონაზვნებს ვხვდები, რომელებიც მწუხრისლოცვას კითხულობდნენ... მოთმენით ველოდებოდი ... ერთ-ერთმა თბილი თვალები მომაპყრო და სანდომიანი ხმით დაიწყო.. -ჩემო გოგონა აქ რას აკეთებ? -უბრალოდ , გთხოვთ დროებით აქ დავრჩები შეიძლება? თბილი ხელებით სახეზე მეფერება და უნებლიეთ დედის ხელები მახსენდება რის გამოც გულამოსკვნილი ვტირი... ჩემს მოსასვენებელ ადგილს მანახებს და მთხოვს მოვუყვე ყველაფერი... თუ რა გადამხდა თავს.. ვცდილობ ხმა ამოვიღო მაგრამ არ შემიძლია ის კი უბრალოდ მარტო მტოვებს..ალბათ ხვდება როგორ მიჭირს... მოკუნტული ვწევარს საწოლზე და ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო, რაც კი თავს გადამხდა ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში... ტირილში მეძინება და თითქოს შვებას ვნახულობ.. სიბნელე... ცრემლები.. დაუნდობლობა.. და სინათლე დედაჩემს ვხედავ, რომელსაც ბედნიერი სახე აქვს..მემიახლოვდება.. ხელები ჩემსკენ აქვს გამოწვდილი.. სიხარულით გული მევსება.. მის სითბოს შევიგრძნობ. არაამქვეყნიური ძალით ვივსები, თითქოს მოტეხილი ფრთები კვლავ მიშუშტება ფრენა შემიძლია სიხარულით მეეცხრე ცაზე ვარ.. მისი შეგრძნება შემიძლია ის მე მეხება.. მაგრმ მისი ხელები ჩემს მუცელს ეფერება -ტასუნა დედიკო გაუფრთხილდი მას.. გაკვირვებული მივშტერებივარ თუ რას მეუბნება.. აქეთ-იქით ვიხედები და ვცდილობ ვინმე დავინახო მაგრამ სრული სითეთრეა.. მეფერება მკოცნის და ის უბრალოდ უჩინარდება, მე კი ისევ იმ ადგილას ვიღვიძებ საიდანაც ყველაფერი დაიწყო. სიბნელეში.. ვიაზრებ , რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და უნებურა ხელებს მუცელზე ვისვამ... თითქოს სიცოცხლის ახალ წყაროს ვგრძნობ, მაგრამ ეს შეუძლებელია, ასე მარტივად ვერ მოხდებოდა... განთიადია.. დედაოები გარეთ შეიკრიბნენ ალბათ სადმე მიდიან, მეც სწრაფად ვდგები და გარეთ გავდივარ.. -დილამშვიდობი, სადმე მიდიხართ? -ჩემო გოგო ასე ადრიანად რატომ გაიღვიძე? -უბრალოდ გამეღვიძა... მიდიხართ სადმე? კითხვას ისევ ვიმეორებ -ქალაქში მივდივართ, რაღაცები შემოგვაკლდა და მატ მოსატანად მივდივართ.. -მეც წამოვალ ძალიან გთხოვთ, თან დაგეხმარებით -შეძლებ ? -დიახ რა თქმაუნდა.... * * * ორსულობის ტეტსტი ხელში მიკავია და ორი ხაზი, მამცნობს რომ მე ორსულად ვარ... აღარ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო, ბედნიერებით ავივსი... არ ვიყავი მარტო ამ სამყაროში.. მხოლოდ მე აღარ ვიყავი.. ყველაფერს გავაკეთებ რომ მან იარსებოს.. ერთადერთი რამ რის გამოც ალექსანდრე მადლობა ვეტყვი... ეს ბავშვი მისი ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი გაუკეთებია... მინდა ეს სიხარული ყველას გავუზიარო და უნებურად დედაო მახსენდება, რომელიც გვერდით დამიდგა, მის ოთახში სევდივარ და ვეხუტები.. თითქოს დედაჩემს ვეხუტები.. მაგრამ ის შეუცვლელია... -ასე რამ გაგაბედნიერა.. ისიც ტბილად მისვამს მის პუტკუნა ხელებს... მეც ვიაზრებ რომ მისთვვის არაფერი არ მაქვს ნათქვამი , დაჯდომას ვთხოვ და მეც ყველაფერის მოყოლას ვიწყებ.. ვგრძნობ რომ მას უნდა ვენდო... თავი (6) * * * მეგონა თუ ყველაფრის მოყოლის შემდეგ დედაო ჩემზე აზრს შეიცვლიდა და უარესს შემთხვევაში აქედან გამაგდებდა, მაგრამ არა.. ისიც ჩემთან ერთად ტიროდა და იზიარებდა ჩემი გულს დარდს... მითხრა რომ ორსულს დასვენება და მოვლა ესაჭიროებოდა ამიტომაც სვანეთში, ერთ-ერთ სახლში შემომთავაზა ცხოვრება.. ეს სახლი პატრონს მომვლელებისთვის დაეტოვებინა და თვითონ წასულა... თავიდან უარზე ვიყავი, როგორ უნდა მეცხოვრა სხვის სახლში, მაგრამ დამარწმუნა რომ არავინ შემაწუხებდა, პატრონი ხუთი წელია უკვე, რაც აქ არ ყოფილა, მხოლოდ სატელეფონო ზარებით კითხულობდა აქაურობის ამბავს. მყუდროდ ვიქნებოდი.. თვითონვე მიმაცილა ორსართულიან დიდ სახლთან და ოთახიც მომცა მეორე სართულზე.. საკმაოდ კეთილმოწყობილი სახლი იყო... ცხენებიც ყავდა, რომელსაც ანდრონიკე ბიძია უვლიდა... თითქოს ამ სახლში იყო ისეთი რაღაც, რაც მე მბოჭავდა, ყველანაირი ცუდი ფიქრები უკუვაგდე და სახლის დალაგება დავიწყე... ძალიან ლამაზი სახლი იყო შიგნით ხის ორნამემტები ჭარბობდა... მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად ვიყო და ჩემს პატარას არ ვავნო, იმედი მაქვს რომ გოგონა მეყოლება, რაღაცატომ ყოველთვის გოგონა მინდოდა, პატარა კიკინებით მორბენალი, ამით ვცოცხლობ... ალექსანდრე?! მახსენდება, ჩემი ღამის სტუმარია, ყოველ ღამით მისი არარეალური შეხებისთვის ვიძინებ... მინდა რომ არასდროს გაქრეს... ვერ შევიძულე, მიუხედავად ყველაფრისა ვერ შევძელი მისი შეძულება... არანორმანული ვარ არაა??.... ყველა ვუშვებთ შეცდომებს და მათი საშუალებითაც ვსწავლობთ ფეხზე დადგომას... * * * ეხლა ბაღში ვზივარ და სვანეთის მკაცრ ბუნებას ვუყურებ, მთები , რომლებიც დიად ტკივილს იტევენ, საკუთარ თავს ვხედავ მათში, თითქოს დაიღალნენ, მაგრამ მაინც პირქუშად იყურებიან... ეს ის კუთხეა, სადაც ტრადიცია, ტრადიციად დარჩა, სადაც წმინდა სული, წმინდად დარჩა და რაც მთავარია, სიყვარული სიყვარულად დარჩა ერთურთის.. ვფიქრობ, როგორ და რანაირად გავზარდო ჩემი პატარა.. სახლის ფული სულ რამდენიმე ათასი დოლარია, მთელი ცხოვრება არ მეყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ საკმარისი იქნება, შემდეგ ალბათ ისევ თბილისში დავბრუნდები, ფესვები მაინც იქეთ მიხმობენ... და ალბათ ის ფაქტიც რომ იმედი მაქვს მას ვნახავ, იმედით ვცოცხლობ რომ ალექსანდრეს კვლავ ვნახავ, მაგრამ არ ვიცი რას გავაკეთებ ... იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ ახლა სხვის სხეულს ეფერება, ეს მე საშინლად ცუდად მხდის... * * * უკვე ექვსი თვის ორსული ვარ, მთელი ეს დრო სვანეთის მოსახლეობა ძალიან კარგად გავიცანი, ყველანი თბილები კეთილები და ძალიან პრინციპული ადამიანები იყვნენ... მაოცებდა მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება... მუცელი საგრძნობლად მეტყობა... იმაზე დიდიც კი მაქვს ვიდრე ექვსი თვის ორსულს, იმიტომ რომ ტყუპეპს ველოდები... რა ვიგრძენი როცა მათი გულისცემა გავიგონე? ქვეყანა ჩემი მეგონა, იმხელა ძალა მომეცა, რომ მთელს მსოფლიოს წინ აღვუდგებოდი.... სვანი ქალებისგან ცოტა უარყოფითი დამოკიდებულებაც მივიღე... ქალი ქმრის გარეშე დიდი მუცლით ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო... მზერას მარიდებდნენ, ცდილონდენ ჩემგან შორს დაეჭირათ თავი, მაგრამ მათ მკაცრ თვალებს მაინც ყველგან ვხედავდი... რამდენიმე დღე ამის გამო ცუდად ვიყავი, მაგრამ შემდეგ უბრალოდ იგნორი ვისწავლე.. ცხოვრებამ იმდენჯერ დამცა და მატკინა რომ უბრალოდ ,,იმუნიტეტი'' გამომიმუშავდა ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ... ძალიან მიჭირს სიარული, ანდრონიკე ბიძია და დედაო საკუთარი შვილივით მივლიან.... დედა კი სიზმარში მსტუმრობს და მამხნევებს, მეუბნება რომ ძლიერი უნდა ვიყო.. მცირე, მაგრამ მაინც ვგრძნობ ჩემი პატარების დარტყმას მუცელზე... ერთი ძალიან მოუსვენარია, სულ ხვანცალებს და მაშინებს არაფერი დაემართოს.. უნებურად წარმოვიდგენ ჩემს გვერდით ალექსანდრეს ყოფნას, მის მოფერებას მუცელზე, მაგრამ ეს ყველაფერი არასდროს არ მოხდება... თავს ბუნების დათვალიერებით ვირთობ, ხან ცხენების ყურებით... მაგრამ უკვე ზამთარია და აქ ძალიან დიდი თოვლი იცის... სახლში ძირითადად დედაო არის ხოლმე, ის მეხმარება ბუხრის დანთებაში, და რაღაც წვრილმანების მოგვარებაში, მე ძირითადად ჩემს პატარებთან ლაპარაკით ვირთობ თავს... ალექსანდრეზე ვუყვები, მიუხედავად ყველაფრისა მასზე ცუდის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ პირიდან არ ამომდის სიტყვები.... ჩემი პატარები, ყველაფერია ჩემთვის რაც გამაჩნია... ახალი წელიც კი რა გასაოცარია სვანეთშჯ.. ყველაფერი განსხვავებულად იყო.. ჩვენს პატარა სუფრას მხოლოდ ანდრონიკე ბიძია, დედაო და მე ვესწრებოდით მათ შორის ჩემი პატარებიც.. საშინლად მყუდრო გარემო იყო ეს ხალხი მე ბედნიერს მხდიდა... შემდეგ ისევ მარტოობაში დარჩენილი მე ვიყავი... და ჩემი პატარებიც... ღამე, ჩვენ და წარმოდგენილი მამიკო... * * * გარეთ უჩვეულოდ თოვდა, მთელი გამეტებით ყრიდა ფიფქებს და ისინიც დაუზარლად მოსავდნენ გარემოს... ჩემი პატარებიც ძალიან ხვანცალებდნენ... -ჰეი დედიკო რამე გტკივათ ჩემო სიცოცხლეებო?? მაშინებთ დეე... ხელს მუცელზე ვისვამ და ამით მათ დაწყნარებას ვცდილობ..... აღარ ველოდები ფილმის დასრულებას ტელევიზორს ვრთავ და ჩემს ოთახში შევდივარ... დიდ ფუმფულა ხალათს ვიცვამ და ლოგინში ვწვები... თბილად ვეხვევი საბანში და გარემოს ვაკვირდები, რაოდენ ლამაზია ყველაფერი ეს... უკვე ძილბურანში ვიყავი , როდესაც რაღაც ხმა გავიგე ქვედა სართულიდან... ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს, ცოტა არ იყოს მეშინია, მაქსიმალირად ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ჩემი ზედმეტი ნერვიულობით ბავშვებს რაიმე არ დავმართო...ზედმეტად მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის... და შემდეგ მოწყვეტად დაცემის... ფრთხილად ვდგები ხელში, კარზე მიყიდებულ ბიტას ვიღებ , რომელიც ანდრონიკე ბიძიამ მომცა, და ნელი ნაბიჯებით მივუყვები კიბეებს, საიდანაც კარგად მოჩანს ბუხარში ჩამწვარი ნაკვერჩხლის ჩრდილზე უხეში ნაკვთები და წვერი... მშვიდად მჯდომი მდივანზე და ჭერს მიშტერებული... კიბეები ფრთხილად ჩავიარე მის უკან დავდექი და გაბედულად ვკითხე... -რა ჯანდაბას აკეთებს უცხო მამაკაცი ჩემს სახლში ამ დროს?! მთვრალი ხართ თუ რა გჭირთ ? გზა აგერიათ? მკაცრი მაღალი ტონით ვიწყებ საუბარს... ის ჯერ ტოკდება, თითქოს მოჩვენების ხმა გაიგო, ფრთხილად დგება და ამავე სიფრთხილით ჩემსკენ ტრიალდება,.. -თქვენ გეუბნებით, ჰეი ვინ ჯანდაბა ხართ... უკვე საშინლად აღელვებული ვარ... უცნობის ამ უცნაური ქცევით, მისი შემოტრიალება და ჩემი გაქვავება ერთი იყო, ის იყო!... სიბნელეშიც კი ანათებდნენ თვალები აი ისე , მხოლოდ ალექსანდრე თვალებმა რომ იცის... მისი სახის ნაკვთები გაუხეშებული იყო, უფრო მამაკაცური, და ძალიან შეცვლილი, მისი ტკივილიანი მზერა მწვავდა... გაშეშებული იდგა ისიც და მეც... მაგრამ მისმა დანახვამ სისხლის სწრაფი მოძარაობა გამოიწვია ვენებში, გული ამიჩქარდა, ამ ყველაფერს პატარების ხვანცალიც მოჰყვა..თითქოს იგრძნეს მამის იქ ყოფნა... ემოციამ ტალღასავით დაიარა მთელს ორგანიზმში...აღელვებული ოკეანის მსგავსი... საგრძნობლად დაიგუდა ჰაერი, ფილტვები იკუმშებოდნენ, ატმოსფერო დაიძაბა, თავბრუსხვევავა ვიგრძენი, უკვე მიწაზე უნდა დავცემულიყავი, რომ ძლიერი მკლავებში აღმოვჩნდი, სწრაფად ჩამომსვა მდივანზე და თვითონ სამზარეულოს მიმართულებით წავიდა, საიდან იცოდა ეს.. სრულ გაურკვევლობაში ვიყავი... წყალი მომაწოდა და მეც სუნოუთქმელად გამოვცალე.. -კარგად ხარ? მისი მამაკაცური ხმა, რომელიც კიდევ უფრლ დაბოხებული იყო, ტკივილის ნოტები იყო შეპარული, სინანულის, ვგრძნობდი, დავიფიცებ რონ ეს ასე იყო... ის რაღაცას განიცდიდა... აი რა მაკლდა, მისი ხმა.. ის მაკლდა ჩემი მთელი არსებით.. პატარამ ძლიერად მომარტყა ფეხი, რამაც ჩემი კვნესა გამოიწვია, ალექსანდრე?! ის სრულიად გაშტერებული მიყურებდა , ვერ გაეგო რა ხდებოდა.. მისი თვალები ჩემი მუცლისკენ იყვნენ მიპყრობილი... ინტერესით აკვირდებოდა მას.. და ვერ გაეგო რა ხდებოდა... -შეიძლება შევეხო?? ოდნავი მსუბუქი თავის დაკვრით ვანიშნებ რომ შეუძლია, არ ვიცი რა ჯანდაბას ვაკეთებ ისტერიკის მაგივრად ვაძლევ უფლებას ,რომ მათ მოეფეროს.. ფრთხილად იხრება ჩემს მუხლებთან.. ხალათის ზონარს ფრთხილად ხსნის და გამობერილ მუცელზე დაძარღვულ ხელებს მადებს, თითების ნაზი მოძრაობით, თითქოს რაიმე მელოდიას უკრავდეს, ისე ეფერება მათ... პატარებმაც ალბათ იგრძნეს თავიანთი მამიკო და საშინლად ამოძრავდნენ.. ეს ალექსანდრემაც იგრძნო და თვალებში სიხარულის ცრემლები ჩაუდგა, ან მე მომეჩვენა... -ძალიან ცელქობენ?? -აბა რა გგონია სულ კი არ ეხება უცხო მამაკაცის ხელები.. საკმარისია.. უხეშად ვიშორებ მის ხელს , ხალათის ქამარს ისევ პირვანდელ ფორმას ვუბრუნებ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ... როცა მისი ხმა მწვდება -ჩემია?! მხოლოდ ეს ერთი სიტყვა და ენაგადაყლაპული მე... არც კი ვიხედები ისე ვპასუხობ მას... -არვიცი ვისია შენს შემდეგ იმდენთან ვიყავი , რომ აღარც მახსოვს, ჰო კიდევ ეს სახლი ჩემი არ არის და ხვალ აქ შენი ფეხი არ დავინახო, არ მინდა პრობლემები შემექნას!.. ეს ვთქვი და სწრაფად გავეცალე... ოთახის კარების მიკეტვა და ჩემი ტირილი ერთი იყო... ცრემლებმა დენა იწყეს ჩანჩქერივით საშინლად ვიყავი, როგორია დაიძინო, როცა იცი რომ კარს იქით შენი სიყვარული დგას და საზიარო ჰაერს სუნთქავ.. მაგრამ დაღლილობამ და იმ ემოციებმა თავისი ქნეს, მუცელზე ხელები მოვიხვიე და მორფეოზის სამყაროში გადავეშვი... * * * დილით ყველაფერი სიზმარი მეგონა, მაგრამ საუბარი შემომესმა გარედან.. ხმა ანდრონიკე ბიძიას ეკუთვნოდა.. -ალექს როგორ გაზრდილხარ და შეცვლილხარ ჩემო ბიჭო... -თქვენც ასაკმა ვერაფერი დაგაკლოთ ანდრონიკე ბიძია... სწრაფად ავდექი, თბილად ჩავიცვი და ფანჯრიდან გავიხედე.. სანდრო იყო... კაი ნაცნობებივით ეხვეოდნენ ერთმანეთს, რა ჯანდაბა ხდებოდა? კიბეები ფრთხილად ჩავიარე და სახლში ახლად შემოსულ სანდროს მივაძახე -შენ. წასული არ უნდა იყო?? -საკუთარი სახლიდან მაგდებ... -დი..ა.. რაა??? შენ ხარ ის პატრონი რომელიც აქ არ მოსულა უკვე წლებია... -დიახ ქალბატონო... შენის ნებართვით ბუხარს დავანთებ.. პატარებს არ შესცივდეს.. ახლა გავიაზრე რომ მთელი ეს დრკ შეშით ხელში იდგა... გზა გავუნთავისუფლე და სრულიად გაოცებული გავედი სამზარეულოში... მაცივრიდან პროდუქტები გადმოვიღე და ომლეტის კეთება დავიწყე თან ბლინებს ვაკეთებდი, პარალელურ რეჟიმში შოკოლადებს ვავლებდი მუსრს... დასრულების შემდეგ გემრიელად შემოვუჯექი სუფრას და კარგადაც ,, დავახურდავე''.. -მარტო ჭამა უზრდელობა?? -მასპინძელი თქვენ ხართ, ასე რონ თქვენვე ამზადებთ.... მაგიდიდან სწრაფად ვდგები და გორვით ბუხართან ვჯდები... -შეცვლილი ხარ?! -საიდანღაც მოღალატის ხმა მესმის! უი აქ ყოფილხარ! და ყურება დავიწყე თითქოს ვერ ვხედავდი. ირონიული ლაპარაკის ხასიათზე მოვედი და მისი სისხლის გაშრობა მინდოდა... -ზედმეტი ხომ არ მოგდის ჩემივე სახლში! არც მან დამაკლო ირონია... - რა ორსულ ქალს გარეთ გააგდებ, ისე შენგან გასაკვირიც არააა მაგ რომ გააკეთო, პატარა გულუპრყვილო გოგო ჯერ ი*მარე , ნახევარი მილიონი ნაგავივით დაუყარე და შემდეგ ნაბი*ვარივით წახვედი... და დამტოვე ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდში და ამის მერე კიდევ მე მომიწოდებ ლოიალურობისკენ? -და რატომ არ გაიჩნდა კითხვა რატომ წავედი! შენ მხოლოდ შენს დ.მ ინტუიციას ენდე და ის ჩათვალე სწორად რასაც თავიდანვე ფიქრობდი... ბოლო ხმაზე ღრიალებდა დაჭრილი მხეცივით... იქვე მდგომი ლარნაკი კედელს მიაფშვნა... -და არ არის სიმართლე, ის რომ გამომიყენე!! მეც არ დავაკელი ყვირილი -არ არის არააა! ამის დ.შ შეუშვი მაგ ტვინში... იმიტომ წავედი, რომ შენთვის არ მევნო. შენ ნარკომანს არ იმსახურებდი, მაშინ გავიგე ყველაფერი, როცა უკვე მკურნალობას გავდიოდი, მხოლოდ მაშინ და იქედან წამოსვლა არ შემეძლო, ამიტომ არ ვიყავი მთელი ეს დრო შენს გვერდით, ამიტომაც მოგიხდა ამ ტანჯვისთვის მარტო გამკლავება... ერთი წლის მკურნალობა ექვს თვეში დავასრულე, დაწყევლილი ექვსი თვე შენს გარეშე ჯოჯოხეთი იყო... რკდესაც ჩამოვედი შენ უკვე იქ აღარ დამხვდი და გაქრი... მთელი თბილისი ამოვატრიალე შენს ძებნაში, არცერთი ქვა არ დამიტოვებია შეუმოწმებელი.. და ბოლოს ანდრონიკე ბიძიამ დამირეკა რომ ჩემს სახლში ვიღაც გოგო დროებით იცხოვრებდა და ამაზე პრობელმა ხომ არ მექნებოდა. გაუზრებლად დავთანხმდი... და ბოლოს მივხვდი სადაც იქნებოდი, გამახსენდა ჩვენი ბოლო საუბარი ღმერთზე და მივხვდი რასაც გააკეთებდი.. წამოვედი აქ და იმედს ვიტოვებდი რონ ის უცხო გოგო შენ იქნებოდი .. ჩემი ცხოვრება... ტასო დამიჯერე გთხოვ ყველაზე ნაკლებად მე მინდოდა რომ გტკენოდა...მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.. ესაა სიმართლე დაიჯერე გთხოვ პატარავ... შენ მე არ გამომიყენებიხარ.. მეგონა იმ ღამის შემდეგ თუ ინანებდი, მაგრამ შევცდი... მთელი ეს დრო გაშეშებული ვუსმენდი მის თითოეულ სიტყვას... გონებას არ სურდა ამ ყველაფრის დაჯერება , ხოლო გული კი იჯერებდა, საბოლოოდ გულმა გაიმარჯვა და ტირილი დავიწყე, სიმართლის მოსმენისგან გამოწვეული სიხარულით ავტირდი... -ჰეი პატარავ ნუ ტირი გთხოვ!!! -ოსრულები ტირიან... -ჩემი პატარა ბავშვი ხარ... თბილად მომეხვია და ეს მონატრებული სურნელიც შევიგრძენი, მუცლის გამო ერთმანეთს ვერ ჩავეხუტეთ სრულყოფილად მაგრამ მაინც შევიგრძენიი. . -მითხარი რომ მანდ ვინც გყავს ჩემია?? ცრემლ ჩამდგარი თვალებით მეკითხება -ვინც მყავს არა, ორნი არიან მამიკო და შენი მოსვლა იგრძნეს... სიხარულისგან ჩემს წინ დაემხო და მუცელზე კოცნა დამიწყოო... -უბედნიერესი კაცი ვარ მაპატიე ყველაფერი გთხოვ რაც გაწყენინე ... და ახალი გვერდიდან დავიწყოთ ცხოვრება...ჩვენი ცხოვრება... * * * ამის შესახებ მთელმა სვანეთმა გაიგო.. ალექსანდრემ მისი არ ყოფნა ვრცელი მივლინებით ახსნა... რამდენადაც ვიცოდი დედაო ყველაფერს მიხვდა და უბრალოდ ჩვენი შერიგება უნდოდა -თავიდანვე იცოდი ხომ ვის სახლშიც მგზავნიდი... -ჩემო პატარა ალექსანდრეს მე ღრმა ბავშვობიდან ვიცნობდი და ვიცი ვინც არის... ის ქალს არ ატკენდა ისე თუ მას, რაიმე მიზეზი არ ექნებოდაა.... აღარ მიყურებდა ხალხი ისეთი თვალებით როგორც ადრე... მე და ალექსი დავქორწინდით... უბრალოდ ჯვარი დავიწერეთ და ხელი მოვაწერეთ.... ქორწილი არ მსურდა...მახსოვს მისი თვალები სამშობიარო ბლოგში როცა ამ ქვეყანას ორი ვაჟკაცი, ჯაჭვლიანები მოევლინენ ...ჩემი იმედები არ გამართლდა გოგონა არ მეყოლა, მაგრამ სანდრო დამპირდა რომ მასაც მაჩუქებდა...მახსოვს მისი თვალები რომელიც ბედნიერებას ასხივებდნენ... უძილო ღამეები და ყირაზე დაყენებული სახლი, ორი ველური იზრდებოდა... ორივეს საშინლად გვღლიდნენ... ეხლა სვანეთში ვარ ისევ... ვუყირებ ჩემს ვაჟკაცებს რომლებიც უკვე დაზრდილები არიან და მამიკოს ხასიათი აქვთ.. სულ მან დაიმგვანა.. მაგრამ შემპირდა რომ გოგონა რომელიც ახლა მეყოლებოდა, სულ მე მემგვანებოდა.. მართალია, ისევ ორსულად ვარ და ნამდვილად კიკინებიან პატარას ველოდები... -სანდრო მეშინია , გთხოვ ცხენზე არ დასვა გეხვეწები... -ჰეი პატარა არ ინერვიულო კარგი?? -ანდრია მაა თეთრ ცხენზე დაჯექი შენ! -დამიანე შენ შავზე!! -წავედით პატარა ჩვენ ცოტას გავისეირნებთ.... რომ მოვალთ მოშიებულები ვიქნებით, ამიტომაც გემრიელობები დაგვახვედრე.... ბაგეებზე მეამბორა და წითელ ცხენს შემოახტა.. -დე იცი რაა სულ შენ არ ჭამო, სუმ მასე იცი და იმიტომ... ეშმაკურად ჩაიცინა დამიმ და პირველი გაიქცა მთებისკენ -შენი გათავხედებულია სულ ღიმილით მივუბრუნდი მეუღლეს და თვალი ჩავუკარი.... ვხედავდი სამ წელსზემოთ შიშველ ჯაჭვლიანს, რომელებიც ცხენს მიაქროლებდნენ... მე და ჩემი გოგონა კი მათი ყურებით ვტკბებოდით..... განა რა არის ბედნიერება... ბედნიერება ხომ წვრილმანებშია... იბრძოლეთ ხალხო თოთოეული წამისთვის და გაიხალისეთ ცხოვრება, ნუ დაეცემით , ისწავლეთ ადგომა, და დამერწმუნეთ ბედნიერება ერთხელაც აუცილებლად შემოაღებს კარს თქვენთან და სამუდამოდ დარჩება..... დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . . ჩემო ძვირფასებო, სანამ ახალ მოთხრობაზე ვმუშაობ, რომელიც მინდა რომ სრულად დავდო, გადავწყვითე, რომ შემეხსენებინა თავი თქვენთვის ძველი მოთხრობით, რომელიც სრულად დავდე, მინდა გაგახსენოთ დიდი ხნის დაკარგული sad writer-ი... მომენატრეთ და აუცილებლად დავბრუნდები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.