ცოტა ხნით ნუცუბიძეზე (სრულიად)
ესეც ერთ-ერთი ძველი ისტორიებიდან --------------------------------- გაგვქურდეს. დედაჩემს მეორე დღეს ჩვენება უნდა ქონოდა. გაღვიძებულს კი გარდერობი დაცარიელებული დახვდა. მაშინვე მე გამაღვიძა, მე მამას დავურეკე. მაშინ მივხვდი რომ მამა არ უნდა მყოლოდა. -შოკას, -მის მეორე ცოლს- ვერ დავტოვებ მაპატიე, შუა დღისკენ გამოგივლით. შუა დღით რომ მოვიდა უკვე აღარაფერში გვჭირდებოდა მისი დახმარება. საშინლად მაღიზიანებდა შოკას ფაქტორი. მაშინ 17 წლის ვიყავი. კარი მივუხურე და დავემშვიდობე. მამა მას მერე აღარ მყოლია. 1 კვირაში 18 წლის გავხდი და ვეღარც სასამართლოს დადგენილების მიხედვით ვერ მივყავდი ვერსად ძალით, ყველაფერი უკვე ჩემი გადასაწყვეტი გახდა. დედაჩემი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. უამრავი ვალი დაედო და ყველაფერი გაუფუჭდა. მახსოვს როგორ მძიმედ მიიღო გადაწყვეტილება ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით. მოკვდებოდა და ზურას ერთ თეთრსაც არ ესესხებოდა. პრინციპში არც უნდა დაჭირვებოდა, ზურა თვითონ უნდა მიმხვდარიყო ამას, მაგრამ ვერ მიხვდა. ესეც კიდევ ერთი მინუსი. ნუცუბიძეზე გადავედით. მთელი ერთი კვირა ვალაგებდით სახლს. ჩემ გარდერობს რომ ვავსებდი კაბა ვერ ვიპოვე. ატმისფერი. მახსოვს ეგ რომ მეცვა გვიანიძემ ამიხსნა სიყვარული. მეორე დღეს უნივერსიტეტში იფიცებოდნენ, ისეთი კაბა ეცვა ნანუკას უეჭველი მაგას უხსნიდა სიყვარულს გვიანიძეო. გული ძალიან დამწყდა, ალბათ ეგეც მოიპარეს-მეთქი და არაფერი, გადამავიწყდა. * * * ახალ უბანს ვერაფრით შევეჩვიე, ძირითადად მაინც სულ დაქალებთან და გარეთ ვცდილობდი ყოფნას. საშინელი ქუჩა მეგონა. ალბათ იმიტომ რომ არავის ვიცნობდი. ყრუ და უხმაურო. * * * დეიდაჩემი მიდიოდა უკრაინაში და მე და დედა ვიყავით წასულები. დედაჩემი იქ რჩებოდა, რავიცი კიდევ როდის ვნახავ ჩემ დასო, მე კიდე იმის გამო რომ სხვასთან ვერასდროს ვრჩებოდი სახლში უნდა წამოვსულიყავი. ფეხით წამოვედი. უკვე სიბნელე იყო. კორპუსთან ვიღაც იგინებოდა. ცოტა შემეშინდა. მივხვდი რომ მაკას რჩევა ,,დარჩი ან ტაქსით წადი“ ახლა მართებული იყო. ყელი საშინლად მტკიოდა და აფთიაქში შევედი. ვიღაც ზურგით იჯდა და ფარმაცევტი ხელს უხვევდა. მე სანამ მეორე ფარმაცევტამდე მივიდოდი ადგა და სულ წამით, წამის მეასედით გამომხედა. არ გაჩერებულა. სახე ისეთი წაშლილი ქონდა, ალბათ რაღაც საშინელება მოხდა. ფარმაცევტი რომელიც ხელს უხვევდა მეორეს მიუტრიალდა და უთხრა -როგორ არაფრის არ ეშინია რაა? უკვე მერამდენედ? ამასობაში ჩემი წამალიც ჩადო პარკში და მეც გამოვედი. რისი არ ეშინოდა? ან რა მერამდენედ? რატომ ქონდა ისეთი სახე? არ დამავიწყდა. თავჩაღუნული მოვდიოდი და თან რაღაცას ვბუტბუტებდი ჩემთვის. -არავის უყვარხარ? -სადღაციდან ისმოდა ეს ხმა. გავჩერდი. მივხვდი რომ გული დამიპატარავდა შიშისგან. ისევ წავედი. -არავის უყვარხარ-მეთქი? -ისევ გამიმეორა ვიღაცამ და მეც კიდევ ერთხელ გავჩერდი. თავი მოვატრიალე მაგრამ ისეთი სიბნელე იყო ვერავინ დავინახე. -მე მეუბნები? -ძლივს ვიკითხე დაბნეულმა. -ხო, შეყვარებული არ გყავს? ან ძმა? ან მამა? -ვინ ხარ? -ნიკუშა. ისევ სულელივით ვატრიალებდი თავს და მაინც ვერავის ვხედავდი. თან ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა მუხლები. თან იცინოდა. ალბათ ძალიან საცოდავი ვიყავი. ფეხის ხმაც გავიგონე, უფრო დავიძაბე და უკან რომ მივტრიალდი ზურგს უკან გამეყინა ჰაერი. ისევ მოვტრიალდი. ნაბიჯი გადავდგი-გადმოდგა. მარჯვნივ-მარცხნივ. მარცხნივ-მარჯვნივ. გაიცინა. სახე წამეშალა. უკან გამოვიწიე, თვითონაც გადმოდგა ნაბიჯი. -რა გინდა? -ვკითხე ანერვიულებულმა. -ასე გვიან მარტო როგორ გამოგიშვეს, არ ეშინიათ? -2წლის არ ვარ. -მართლა??? -ყველგან პატრულია. -არ გადამრიო. აბა სად? -ხელები გაშალა და დატრიალდა. -აბა სად? მითხარი აბა? ვერ ვხედავ... დავიძაბე. დრო მოვპარე და წამოვედი. არ გამომყოლია, მაგრამ ისეთი რაღაც მითხრა იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი. -გადაგეყრებიან. ინსტიქტურად გამეყინა სხეული. -არა, მაინც როგორ არ შეეშინდათ რომ გამოგიშვეს, არავის უყვარხარ? ვინმე რომ გადაგეკიდოს? -ვინ უნდა გადამეკიდოს? არ ვიცი რატომ ვთვლიდი თავს ვალდებულად რომ პასუხი გამეცა. -მე რომ გადაგეკიდო? ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და შემოტრიალდა. ,,საროჩკა“ ეცვა ძალიან თხელი. ზამთარი იყო-ცივი. ცალ ხელზე რომელიც შეხვეული ქონდა აწეული, მეორე ხელზე უბრალოდ ჩამოშვებული. ოდნავ მხრებში მოხრილი, ალბათ სიცივისგან, თვალებმოჭუტული და გალურჯებული. არაფერი მითქვამს. ფაქტი ის იყო რომ არ გადამკიდებია. სახლში რომ ავედი, კარი ყველა საკეტით გადავკეტე და მაშინვე ჩავწექი. სანამ არ ჩამეძინა იქამდე იმაზე ვფიქრობდი ,,ასე რომ მომხდარიყო“ ,,ის რომ ეთქვა“ ,,ასე...“ ,,ისე...“ და ასე ჩაძინებამდე. * * * მაკას უნდა გავყოლოდი ატელიეში. მანქანა მაღაზიასთან გააჩერა ნუცუბიძეზე და სანამ მოვიდოდა მუსიკები ჩავრთე. სათვალე თავზე დავიმაგრე და გარეთ გავიხედე. მაღაზიის წინ ბიჭები იდგნენ. სიგარეტის კოლოფს ხსნიდა და აქეთ იყურებოდა, თან იცინოდა. თავიდან არაფერი შემიმჩნევია, მერე უცებ რომელიღაცამ ,,ნიკუშ ეხლა შენ ძმაო“ და თავი რომ გაატრიალა და ისევ რომ გამომხედა წამით ყველაფრის უნარი დავკარგე. დავინახე როგორ ჩამიკრა თვალი და ბიჭებში გაერია. გულის ქონა მაშინ ვიგრძენი. საშინლად ამტკივდა. ისეთი სიმძიმით ფეთქავდა მეგონა ცოტაც და გასკდებოდა. მაკა ჩაჯდა თუ არა მაშინვე მკითხა -ფერი არ გადევს რა გჭირს? -ხელი შუბლზე მომადო -არაფერი. -გამოვფხიზლდი და მინა ამოვწიე. ატელიეში ვერაფერში ვერ დავეხმარე. სულ ნიკუშაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ვერ ვეშვებოდი. თიკამ დამირეკა ჩემთან გამოდიო. არ მაინტერესებს შენი წიკები ჩემთან დარჩებიო. ტიროდა. დარჩენას არ ვაპირებდი მაგრამ მაკას მაინც ვუთხარი შეიძლება დავრჩე-მეთქი. მაკას ისე გაუკვირდა არაფერი უთქვამს. თიკა იმაზე ცუდად იყო ვიდრე მეგონა. ორ კვირაში ნიშნობა უნდა ქონოდა და გიორგი დაშორებულა. თიკა იფიცებოდა სულ რო მეხვეწოს აღარ შევურიგდებიო. გათენებამდე ტიროდა. ვერაფრით დავამშვიდე. დილას ჩაეძინა, მე თვალი ვერ მოვხუჭე. მერე უკვე კარგად რომ გათენდა მისი ოთახიდან გამოვედი და დედამისს ვუთხარი რო გაიღვიძებს მაშინვე ჩემთან გამოუშვი-მეთქი. ნუცუბიძეზე მთქნარებით ამოვდიოდი. ერთი სული მქონდა სახლში როდის ავიდოდი რომ ჩემ ლოგინში გემრიელად დამეძინა. თან გიორგიზე ვფიქრობდი რა მიზეზით დაშორდა-მეთქი, თან თიკაზე ვნერვიულობდი, მაგრამ იქ რომ დავრჩენილიყავი უფრო გააფრენდა. მაღაზიაში იმხელა რიგი იყო ლამის ფეხზე ჩამომეძინა. ყველაფერი ვიყიდე რაც თიკას უყვარდა და ნახევრად თვალებდახუჭული გამოვედი მაღაზიიდან. -ნანუკა?! როგორ ხარ? -ჩემი კურსელი იყო, ლადო. -რავი ლადო ვარ, შენ? აქ საიდან? -უბანში... -და უკან მანიშნა ბიჭებისკენ. ლადოს ვეღარ გამოვხედე ნიკუშა რომ დავინახე. კიბეზე იჯდა და რაღაცაზე ისე იცინოდა, ისე რო სიწითლისგან ნელ-ნელა წიწაკის ფერს იღებდა. რაღაცებს მელაპარაკებოდა ლადო, მაგრამ არაფერი მესმოდა. -ეე, ნანუკ, მისმენ? -ჰა, რა, აუ გათიშული ვარ ბოდიში რა... -კაი მიდი. გადამკოცნა და წამოვედი. სანამ შევუხვევდი გავიგონე -ეგ ვინ არი? -ისევ იცინოდა ხმა. -ნანუკაა, ჩემი კურსელი. -ანუ ნანუკა... -და გააგრძელა ისევ გაწითლებამდე სიცილი. ნიკუშა იყო. ალბათ. 100%ით. გული საშინელი სიხშირით მიცემდა. ასე რატომ მემართებოდა ვერც კი ვხვდებოდი. სახლში შესვლისთანავე დივანზე დავწექი და არც არაფერზე მიფიქრია ისე ჩამეძინა. სიზმარში თიკას და გიორგის ქორწილი ვნახე. რომ გამოვფხიზლდი თავ-ბრუ მეხვეოდა. ალბათ იმიტომ რომ საშინელ ფორმაში მეძინა. თავი იატაკზე მქონდა ფეხები დივანზე. თიკა აშკარად არ იყო ჩემთან, სამაგიეროდ ჩემ მობილურში იყო ასე ოცდაათამდე. წარმოვიდგინე როგორ გაბრაზდებოდა ოცდაათჯერ რომ მოუწევდა ჩემი ნომრის აკრეფა. მაშინვე დავურეკე, ისევ ტიროდა, ჩემთან ვერაფრით გამოვიყვანე, ისევ მე მომიწია მასთან წასვლა. სადღაც ალბათ 7იქნებოდა საათი. არც სიბნელე იყო და აღარც მზე. ტაქსი უნდა გამეჩერებინა ლადომ რო დამიძახა -საით ნანუკ? მანქანაში იჯდა. -არა მადლობა, ტაქსით მირჩევნია. -ღადაობ? მანქანა ჩემ წინ გააჩერა და მინა ჩამოწია. -ჩაჯექი. გვერდით ვიღაც ეჯდა. უკანა კარი გავაღე. ჩავჯექი და კიდევ ერთხელ მივესალმე ლადოს. -თიკასთან მივდივარ. -კაკრაზ ჩვენც მანდ მივდივართ ახლოს. ლადო მელაპარაკებოდა-მე მოკლე პასუხებს ვცემდი. ლადოს გვერდით რომ ეჯდა, იმის მობილურმა დარეკა. -ხო ნიკა... გამოვალთ ხო... კი ვეტყვი ლადოსაც... ბაზარი არ არი ხო იცი... სად? არ მესმის კარგად... ნუცუბიძეზე?.. ჰაჰ, ძაან კაი... მიდი... აჰა... კი კი ბაზარი არარი-თქო. ყურმილი დაკიდა და მუსიკას თავი ააყოლა. -რა უნდა მითხრა? -გეტყვი მერე. საშინლად გავწითლდი იმის გამო რომ ჩემ გამო არ უთხრა. თიკას კორპუსთან ჩამომსვეს და წავიდნენ. მთელი სახე მიხურდა. ვბრაზდებოდი მაგრამ ვიცოდი რომ უმიზეზოდ. * * * ორი პატრული და სასწრაფო იდგა ნუცუბიძეზე ჩემ კორპუსთან ახლოს. მაშინვე ლადო, ის ტიპი და ნიკუშა გამახსენდა. მერე ის ლაპარაკი. ფეხს უფრო ავუჩქარე და მალე ახლოსაც მივედი. მაღაზიაში შესვლა მოვიმიზეზე არადა, მინდოდა მენახა ვინ იჯდა სასწრაფოში. არ მეცნო. ვიღაც ორ ტიპს ბორკილებს ადებდნენ. -ხო მაინც მოვუ***** მაგ ახვარს დედა, ფუ შენი -გადააფურთხა და თავი გამოატრიალა. დამინახა თუ არა მაშინვე გაჩერდა, მაგრამ პოლიციელებმა აღარ გააჩერეს. თვალი ჩამიკრა და მანქანაში ჩატენეს. მთელი სახე სისხლიანი ქონდა, საროჩკა გახეული. ნიკუშა იყო. მერე ლადოც გამოიყვანეს. ლადომ დამინახა თუ არა მაშინვე დამიყვირა გვილავას დაურეკე სასწრაფოდო. საშინლად დავიბენი. თავისუფალი პოლიციელი ჩემთან მოვიდა და ლადოზე მკითხა. მეც ვუთხარი ჩემი კურსელია-მეთქი და ჩემი კოორდინატები ჩაიწერა. საშინლად ავნერვიულდი. გვილავას დავურეკე და უკვე გავიგეო. არ ინერვიულო მოგვარდებაო. * * * უნივერსიტეტის ეზოში ლადო ნიკუშა და ის მესამე ტიპი იდგნენ. გამიკვირდა აქ საიდან გაჩნდნენ-მეთქი. -გამოგიშვეს? -ვაა, ნანუკ, აბა რაა. -გადამკოცნა ლადომ. -პრივეტ ნანუკა. -მომესალმა უბრალოდ ნიკუშაც -პრივეტ ნი-კუ-შა. გაეცინა. ლადო ლექციაზე არ შემოსულა. თიკას და მეჯდა გვერდით. -ლადოს რო ბიჭები ახლდა მაგათ იცნობ? -ერთს ისე რა და მეორეს არა. -რომელს? -ნიკუშა ქვია, გვარი არ ვიცი. -ნიჟარაძეა... -ნესტოები ებერებოდა სალომეს. -შენ რა იცი? -მაგარი სტრანნი ტიპია, ვაფშე ლადო ხო იცი რა სასტავშია. -რა სასტავშია? -ვერ ხედავ, 24 საათი რო გარეთ არიან, რაღაც ზედმეტად შავებში. -შავის რა შეატყვე ძაან გთხოვ მითხარი. -რავიცი, ყველას კი ეშინია მაგ ტიპის და... შიშზე მაშინვე ის გამახსენდა რომ მითხრა მე რომ გადაგეკიდოო. ნიკუშა ნიჟარაძე... ლადოს გარდა საერთო არავინ გვყავდა... ან რა აზრი ქონდა... * * * სახლში ავდიოდი, სადარბაზოში იდგა და მობილურს ხელში ატრიალებდა. -პრივეტ. -1 წუთი გცალია? -კი, რა იყო? გული რა თქმა უნდა სწრაფად მიცემდა. -დედაშენი დიზაინერია ხო? ლადომ მითხრა -კი დიზაინერია... -პიჯაკს შემიკერავს? ისეთი სახე მივიღე რაღაც რომ ძალიან გაუკვირდებათ -არ ვიცი ატელიეში მიაკითხე. -შენ ვერ კითხავ? მერიდებასავით რა -კაი რა გერიდება, კაი კაი ვკითხავ. -მადლობა დიდი. ლოყაზე სწრაფად მაკოცა, უფრო მადლობის გამო და გავარდა. მაკა საჭმელს აკეთებდა. -დე პიჯაკებს კერავ? -რა იყო, შენ გინდა? -არა, ბიჭებისას თუ კერავ? აინტერესებს ჩემ მეგობარს -ამ სტატუსზე გულში გამეცინა. -ერთი ორჯერ შემიკერავს, რავიცი. -ანუ კერავ? -კი, ნუ ჰო რა. -კაი. სამზარეულოდან გამოვედი. მობილური ამოვიღე და კონტაქტი გავხსენი. მერე გამახსენდა ნომერი რომ არ მქონდა და ისევ ჯიბეში ჩავიდე. ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი. არც თვალებდახუჭულს და არც თვალებგახელილს ნიკუშას მეტი არაფერი მიტრიალებდა. გვიან ესემესი მომივიდა -რა ქენი? არ ვიცი რატომ მაგრამ მეგონა რომ ასი პროცენტით ნიკუშა იქნებოდა. -კიო. -ქვევით ჩამოხვალ? -რატო? -ჯოკერს გათამაშებ. -არ მინდა რო მოგიგოთ. -კაი მართლა, ჩამოხვალ? -არა, გვიანია თან რა მინდა? არ ვიცი კარგი ძმაკაცივით რატო ვწერდი ნიკუშას. -კაი. ან თხოვნა რა იყო, ან მერე ,,კაი“ ცოტა მეუცნაურტიპა ეს ნიკუშა. მერე სალომეს ნალაპარაკევი გამახსენდა რატომღაც. ნიკუშა ნიჟარაძე არცერთ სოციალურ ქსელს არ ამძიმებდა. არც ლადოს სურათებში იყო, არც არავის. ერთი უბრალო ციდან ჩამოვარდნილი ბიჭი იყო.იფიქრებდით არც არავინ იცნობს და არც არავინ ეძმაკაცებაო. * * * სარბენად წავედი. 1 საათის მერე გათიშული დავბრუნდი უკან. უკვე 8 ხდებოდა. ისეთი დაღლილი ვიყავი სახლში ასვლა ვეღარ მოვახერხე და მაღაზიის წინ სკამზე ჩამოვჯექი, თავი უკან გადავწიე და თვალები დავხუჭე. ნელ-ნელა ახმაურებას იწყებდა ქუჩა. მე ისე ვიყავი ვერ ვექანებოდი. -ღამე გარეთ გაათიე? გეთქვა დაგიტოვებდი. -თავი გიჟივით წამოვწიე და ჩემ წინ ორსართულიან სახლში მეორე სართულზე ღია ფანჯრებში წელს ზემოთ შიშველი ნიკუშა დავინახე. სიგარეტს ეწეოდა და თან ამთქნარებდა. -არა, სარბენად ვიყავი. -გეთქვა მეც წამოვიდოდი. და ისეთი სახე მივიღე მიხვდა რომ მივხვდი იხუმრა. -გუშინ რატო არ ჩამოხვედი, ბირჟას გაგამაგრებინებდით ბიჭები. -გიჟი ხარ? იცინოდა ნიკუშა. -არააა. თვალი ჩამიკრა, დამემშვიდობა და ფანჯრები დაკეტა. მეც რამდენიმე წუთში ავდექი და სახლში ავედი. აშკარად ვამჩნევდი რომ მარტო ნიკუშაზე ვფიქრობდი. სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი მაგრამ ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ უკვე ისიც ვიცოდი როგორ იდგა ხოლმე და რომელ თვალს მიკრავდა. ეს რომ ვიფიქრე მაშინვე თავი გავაქნიე და შხაპი მივიღე. * * * მერე სულ თავს მარიდებდა, მე უფრო მეტს ვფიქრობდი. ქუჩაში თუ შემხვდებოდა ხოლმე და ისიც ძალიან უხეშად, ზედაპირულად და მარტივად. ვერ ვხვდებოდი... აბსოლიტურად ვერაფერს... თან მწყინდა, თან ვბრაზდებოდი, თან საშინლად მეშლებოდა ნერვები. კარგსაც რომ არავინ იძახდა მასზე. ან რატომ იტყოდნენ, სულ ქუჩაში იყო, სულ ჩხუბობდა და სულ ბიჭებთან ერთად ხან სად დაეთრეოდა და ხან სად. ისიც მითხრეს სახლში საშინელი ურთიერთობა აქვს ყველასთანო. დედამისის გარდა არავის არ ელაპარაკებაო. მამამისს ვერ იტანსო, ალბათ რო მიუშვა მოკლავს კიდევაცო. ერთი მაგრად უჩხუბიათ კიდეც. ასეთებს რომ ყვებოდნენ თუ არ დააყოლებდნენ ნიკუშაო ვერ ვხვდებოდი და ვერ ვიჯერებდი. რამდენჯერმე ისეც ყოფილა რომ ბევრი ფიქრისგან ღამით მიტირია კიდეც. ეს ჯერ კიდევ მაშინ როცა ასე არეულად და გაურკვევლად ვიყავი. ხასიათი სხვებთან საგრძნობლად მიმძიმდებოდა, არაფერს ვამბობდი და მაკაც უფრო კატეგორიული და მკაცრი გახდა, ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა ჩემ სულელურ ხასიათს. მე არ მაინტერესებდა. მთავარი იყო საღამოს სახლში დაბრუნებულს ერთხელ მაინც შემევლო თვალი ნიკუშასთვის. ერთხელ ჩაეკრა თვალი და მორჩა, მეორე დღემდე მშვენივრად მყოფნიდა. * * * ლადო და ნიკუშა იდგნენ მაღაზიასთან, რა თქმა უნდა, იმ მხრიდან ჩავიარე რომ ორივე მენახა. ნიკუშა ჩვეულებრივზე უფრო გაბრაზებული და ნერვებმოშლილი იყო. სახე უბრალოდ მომადო, არც უკოცნია. მეგონა შემამჩნევდა სახე რომ ჩამიქრა. ლადომ ასეთ ამინდში ფეხით რანაირად მიდიხარო, ნიკუშას გახედა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო -გაიყვან? -არ მინდა ლადო. -ისე ვთქვი რომ თავი დამნაშავედ ნიკუშას ეგრძნო. -კაი რა გჭირს, თან მგონი... -არ დაუსრულებია, ნიკუშამ უთქმელად გამოართვა გასაღები და მანქანისკენ წავიდა. ლადომ გამიღიმა და ჩაუჯექი ნუ გეშინიაო. რობოტივით დაპროგრამებული წავედი მანქანისკენ, ჩავჯექი და გათბობას ხელები მივუშვირე. მანქანა დაძრა თუ არა დაიწყო -არ მინდა რა ეხლა რაღაც ტექსტებით ლაპარაკის დაწყება... დილა იყო და ალბათ მაგიტომ ქონდა ხმა ზედმეტად დაბოხებული, ცალი ხელი სახეზე მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა -იცოდე რაა რო უბანში არავის არაფერი ეპარება და ყველამ ყველაფერი იცის... მეგონა ცოტაც და გული წამივიდოდა ისე ვიძაბებოდი მისი ხმის გაგონებაზე -არ მინდა სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ... არც აქვს მნიშვნელობა ვინ და რატომ და როდის, გეხვეწები რა ვერ ვიტან ზედმეტ კითხვებს და არ მკითხო -იტყვი ოდესმე? ხმამაღლა მომივიდა და გაკვირვებულმა შემომხედა ნიკუშამ -ვიტყვი. -თავი დამიქნია და ისევ გაატრიალა -მოკლედ ვიცი რო მოგწონვარ რა. -საჭე მთლიანად მოატრიალა და პარალელურ ქუჩაზე შეუხვია. კანი დამეჭიმა. საშინლად დამცხა შიგნით. სისხლი თვალებზე მომაწვა და დავხუჭე. საფეთქლებზე ჩაქუჩები გამიხშირდა. გული... აღარც კი ვიცი როგორ ფეთქავდა ჩემი გული. -და მე ეს არ მინდა რა... არ მევასება ამ თემაზე ლაპარაკი და რაღაც რაა, მაგრამ იცოდე უნდა რო არაფერი გამოვა და არც უნდა მოგწონდე. ნახე ტო, რანაირი ტიპი ვარ?! -გაეცინა -შეიძლება რო ჩემნაირი ტიპი ვინმეს მოეწონოს? -საჭეს ხელები გაუშვა და საკუთარ თავს შეხედა სარკეში. -ტყუილი გაეპარათ, უ-ბან-ში. -ზიზღით და ნაძალადევად ვთქვი ეს სამი სიტყვა და კბილი კბილს დავაჭირე რომ არ მეტირა. -ეგრე რა -ვითომ მარტივად დაიჯერა ჩემი სიტყვები ნიკუშამ. ცრემლებს ვეღარ ვაკავებდი, ერთი დახამხამებაც და შევეწირებოდი. ნიკუშამ სვლას უკლო. მაწამებდა. იცოდა რომ ახლა საშინელ სიტუაციაში ვიყავი და ამიტომ მაწამებდა. -პროსტა არ გეგონოს რაა რო ცუდი გოგო ხარ ან რამე. ხო ხვდები არა? არ მიყვარს ეს გაურკვეველი ამბები, პროსტა პირიქით რა, ძაან მაგარი გოგო ხარ და ჩემთან არა რა..ცოდო ხარ დამიჯერე. თვალი ჩამიკრა და მანქანა გააჩერა. არც ის რომ წვიმა იყო, არც ის რომ ქუდი არ მეხურა. არაფერი მანაღვლებდა. მანქანიდან გადმოვედი და სანამ კარს მივხურავდი მივაძახე -არ ვარ ცოდო. კარი მივუხურე და შესასვლელისკენ წავედი. თავს ვეღარ ვიკავებდი. საშინლად ვტიროდი. გუბეებში რამდენჯერმე მაგრად ჩავხტი და მთლიანად დავსველდი. მანქანა იქიდან არ დაძრულა. მთელი სხეული ამტკივდა. ღრიალი მინდოდა. ყვირილი. ყველაფრის დალეწვა. ბოლო... სულ ბოლო ხმაზე... მუცლიდან ყელამდე ყველაფრის ამოგლეჯა... ვეღარ გავძელი... კიბეზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე ჩამოვადე. რამდენიმე წამის მერე გავიგე -სალაპარაკო გვაქვს. -უკვე ვილაპარაკეთ -მგონი იტყუები. ნუ ტირიხარ, ადექი და წამო. არც წამოდგომაში დამხმარებია. არც რაიმე სხვა სანუგეშო სიტყვა უთქვამს. არც უთხოვია. მომთხოვნი და კატეგორიული ტონით იყო მთლიანად გაბერილი. არ გავყოლილვარ. ისევ ვიჯექი. -წამოდი! გამიმეორა ისე რომ არ გაჩერებულა და მანქანასთან მივიდა. არ ჩამჯდარა სანამ მანქანამდე არ მივედი. მერე თითქმის ერთდროულად ჩავჯექით და მეც მთელი სახე შევიმშრალე. -რატო ინერვიულე? -არ ვიცი... -ვსლუკუნებდი მე. -უხეშად გითხარი რამე? -არა... -ჩემი ბრალი არი საერთოდ რამე? -არა... -აბა რა გატირებდა? რა მატირებდა??? არც მე ვიცი... ალბათ სიყვარული... რომელიც არც კი ვიცი როდის და რანაირად ,,შემეტენა“ -არ ვიცი... სახლში წამიყვანე. მეტი ვერაფერი ვუთხარი. -ჯერ ვილაპარაკოთ. -... მინა ჩამოწია და მერე ისევ აწია. მე გამომხედა. მე ისევ ვსლუკუნებდი. ნიკუშაც წაშლილი იყო. -არ მინდა რო ის გითხრა რაც დაგღუპავს. -.... -ნანუკა, გეუბნები საცოდაობაა ჩემნაირი ბიჭის შეყვარება. -.... -თქვი რა რამე, დავიგრუზე მეც. -არ მინდა. -შენ რა გგონია მე მევასება გოგოს რო ვეუბნები ნუ გიყვარვარ-მეთქი. მე ისევ ტირილი დავიწყე. -აუ რანაირები ხართ რა ეს გოგოები, ყველაფერზე რა გატირებთ. -არ მიყვარხარ...-უფრო ხმამაღლა ვტიროდი მე. -ჩემ დისშვილს გავხარ, რო შია ესე ტირის ხოლმე. შენც ხო არ გშია? -დებილი ხარ? სახე ისევ დაუსერიოზულდა -აბა რა გავაკეთო? უფრო მაგრად გატირო და უფრო ბევრჯერ გაგიმეორო რო არაფერი გამოგვივა? -რატომ? ძლივს დავსვი კითხვა რომელიც ეს რამდენიმე წუთი ტვინს მიჭამდა -ხომ გთხოვე ზედმეტი კითხვები არ დამისვა-მეთქი. -სახლში წამიყვანე. მანქანა დაძრა და მისვლამდე ხმა არ ამოუღია. მანქანიდან რომ გადავდიოდი უბრალოდ მთხოვა მეტი აღარ იტიროო და ჩემზეც ბევრი არ იფიქროო და თუ მანდამაინც გაიხსენე რო მე შენზე არ ვიფიქრებ და მერე მაგრად გაბრაზდები და აღარც შენ არ იფიქრებო. თვალი ჩამიკრა გამიცინა და წავიდა. არ ვიფიქრე კი არა ნიკუშას მეტი არავინ გამხსენებია. თიკაზე უარეს სიტუაციაში ვიყავი. ვერაფერი და ვერავინ მამშვიდებდა. თიკა გადაირია, მაგ ნიკუშას თუ ვინცაა ავაწრიალებ როგორ გაგიბედაო. საკუთარი თავის მიკვირდა. ასე როგორ შემიყვარდა, თუ რა? მიყვარდა თუ არა ეგეც არ ვიცოდი და ასე ვნერვიულობდი მის გადაწყვეტილებაზე. თან რომ ვიცოდი არც კი მოვწონდი სული მეხუთებოდა და ყოველ 5 წუთში საშინელი ხველა მიტყდებოდა. სიცხემ ამიწია. მთელი კვირა ლოგინში ვიწექი. არც ესემესს და არც ზარს არ ველოდი მაგრამ მაინც ყოველ წამს ვამოწმებდი მობილურს. მიშტერებული ვუყურებდი ხანდახან მის ნომერს და ღმერთს ვეხვეწებოდი დაეხმარე რო მომწეროს-მეთქი მაგრამ არა. არც ერთი წამით არ დახმარებია ნიკუშას არავინ, იმაში რომ ჩემთვის რაიმე მოეწერა. საშინლად გავხდი. მაკა სულ გადამერია. თიკა თითქმის ყოველდღე ჩემთან რჩებოდა და ერთი ეგ მამხნევებდა. * * * წამლების საყიდლად ჩავიდა გვიან თიკა და ლადო შეხვდა აფთიაქთან. ბიჭებთან ერთად ყოფილა. ლადოს უკითხავს აქ რა გინდაო და თიკასაც უთქვამს ნანუკაა მთელი კვირა ძალიან ცუდად და მასთან ვრჩებიო. რა თქმა უნდა დააინტერესა ლადოს ჩემი ჯანმრთელობის ამბავმა, თიკასაც უთქვამს, რამდენჯერმე სასწრაფოც კი გამოვიძახეთო, ისე ცუდად იყოო, ლადო გაგიჟდა ეგეთი რა გრიპი აქ რო ესე ცუდად არიო, მადლობა რო გამაგებინეო. იმ საღამოს ამდენი ხნის ნანატრმა ესემესმა ჩემს მობოლურშიც გაანათა -სერიოზულია რამე? თუ უბრალოდ ვირუსი? -ალბათ, არ ვიცი. -გამოჯანმრთელებას გისურვებ. -მადლობა. ეს იყო და მორჩა. მეტი არაფერი. ისევ თავიდან წამომიარა ყველაფერმა. თიკა გიჟდებოდა,სახელის და გვარის მეტი არც არაფერი იციო, კვირაში ერთხელ ნახულობდი და ისიც რამდენიმე წუთით და რანაირად შეგიყვარდაო. პასუხი არც მე მქონდა. ან რა უნდა მქონოდა ,,ერთი ნახვით შემიყვარდა“-მეთქი ხომ არ ვიტყოდი. იყო ალბათ რაღაც რაც არ აიხსნება... რა ჯანდაბა იყო ახლაც ვერ ვხვდები. რომ გამოვჯანმრთელდი უკვე 2 კვირა იყო გასული იმ ამბებიდან. სახლიდან რომ გავედი თავიდან წონასწორობა ვერ შევინარჩუნე. ვინც თუ მიცნობდა ყველა მეუბნებოდა ეს როგორ გახდი რა უბედურებააო. მაღაზიაშიც შენიშნეს ჩემი სიგამხდრე. კუთხეში იდგნენ ნიკუშა და ვიღაც, მაგისი ძმაკაცი იყო ვიცი, ის ვიღაც რაღაცას უყვებოდა და ნიკუშაც ჩაკეცილი იცინოდა. ნანუკა მოდისო უთხრა მერე უცებ იმ ვიღაცამ და ნიკუშაც მაშინვე გამოტრიალდა. დამინახა თუ არა სახე დაუსერიოზულდა და ჩემკენ წამოვიდა. მე სადარბაზოსკენ უფრო სწრაფად წავედი. ერთიც და შევასწრებდი. ხელი მომკიდა სად გარბიხარო. გამაჩერა და გადამეხვია. ტუჩზე მაგრად ვიკბინე რომ არ მეტირა. ისევ ისე თხლად ეცვა. როგორც ყოველთვის. რამდენიმე წამით ასე იყო ჩახუტებული და მერე რომ მომშორდა რამდენი ხანია არ მინახიხარო. ხმას არ ვიღებდი. ის ლაპარაკობდა, ან ვუქნევდი თავს ან უბრალოდ ვიღიმოდი. -შენ რა გაბრაზებული ხარ თუ რატო არ იღებ ხმას? -არაა... უნდა ავიდე. აღარფერი უთქვამს. წავიდა და მეც სახლში ავედი. ისევ უხასიათოდ ვიყავი. შუა ღამემდე დებილივით ვიჯექი საწოლზე. ღრიალი გავიგონე. სადღაც უკვე 3 იქნებოდა საათი. -მეე ბიჭო? შენ ****** ფანჯარასთან მივედი და ლადო და ნიკუშა დავინახე სადღაც რომ გარბოდნენ გიჟებივით. გული ამიჩქარდა და ლადოს დავურეკე. რა თქმა უნდა არ მიპასუხა. * * * მთელი ღამე გავათენე, 9ის ნახევარზე პირდაპირ ავდექი სკამიდან და უნივერსიტეტში წავედი. უნივერსიტეტი უფრო მიზეზი იყო, მიზანი კი ის იყო რომ რამენაირად გამერკვია რა მოხდა. ქუჩაში არავინ იყო, არც უნივერსიტეტთან. მეორე ლექციიდან გამოვიპარე და ისევ ლადოს დავურეკე. მადლობა ღმერთს, ყურმილი აიღო -სად ხარ? -რა მოხდა? -სად ხარ-მეთქი -უბანში გავდივარ. -დამელოდე სადმე. -ნუცუბიძეზე ვიქნები. 10 წუთში უკვე ნუცუბიძეზე ვიყავი. ბიჭებიც უკვე მოგროვილიყვნენ. ლადომ დამინახა თუ არა ბიჭებს მოშორდა და ჩემთან მოვიდა. შემრცხვა რატომღაც გაკაპასებული ცოლივით იმის კითხვა თუ რა მოხდა გუშინ და ა.შ. მაგრამ რომ არ მეკითხა გავგიჟდებოდი -გუშინ შენ დაგინახე შუა ღამით რო გარბოდი. -ლადოს გაეღიმა -მარტო მე? მე გავწითლდი -მაგას არ აქვს მნიშვნელობა. რა მოხდა? -არაფერი ისეთი, წაკამათება მოგვივიდა. -ყოველ ღამე როგორ ჩხუბობთ?! არ იღლებით, არავინ არ გეცოდებათ? -ეე ნანუკ, სხვა რამე გვკითხე. მითხრა და ნიკუშა რომელიც ახალ მოსული იყო ხელი მაგრად ჩამოართვა. -რა უნდა გკითხოს? -დაინტერესდა ნიკუშაც. -გუშინ დავუნახივართ. -უი. დაიჭყანა ნიკუშა და გადამკოცნა. მე უბრალოდ სახე მივადე და ეს არ გამორჩენია. მომშორდა თუ არა საჩვენებელი თითი დამიქნია და ეს ბოლო იყოს მაშინო. ჯანდაბა ჩემი. მას მერე 2კვირა ისე გავიდა უბრალოდ მესალმებოდა. არც ერთჯერ არ გადავუკოცნივარ. ჯანმრთელობასთან შექმნილი პრობლემები ბოლომდე არ გამომისწორდა და ამაში მხოლოდ მე და თიკამ ვიცოდით ვინ იყო დამნაშავე. უფრო მეტი გათენებული ღამე და უფრო მეტად შეყვარებული ნიკუშა. ნიკუშა არ შეცვლილა. ან რა შეცვლიდა. იყო ისევ ისეთი მშვიდი, გაწონასწორებული და ჩხუბისთავი. არ ვიცი, ალბათ ვერც ვერასდროს ავხსნი რა ჯანდაბა დამემართა მაშინ რომ ასე უმიზეზოდ შემიყვარდა. * * * თიკას ველოდებოდი ჩემ სახლთან, ერთად უნდა წავსულიყავით სადღაც. ნიკუშამ გამოიარა. მეორე კორპუსიდან ჩემი კორპუსის გავლით ჭრიდა ქუჩას. -პრივეტ ნანუკ. ისე მოხდა რო ტელეფონში ვიყურებოდი და არ გამიგია როგორ მომესალმა. ეტყობა გაბრაზდა და თავი რომ ავიღე დავინახე როგორ შეცვალა მიმართულება ქუჩიდან ჩემკენ. ახლოს მოვიდა და თვალები მომიჭუტა -რა გჭირს შენ? -არაფერი. -აბა აღარც მესალმები რაღაც სუ მესწერვები. -როდის გესწერვე, თვეში ერთხელ გელაპარაკები. -მერე იმ ერთხელაც კარგს არაფერს მეუბნები. -არვიცი... -რა არ იცი შენ ოღონდ მითხარი და თუ გინდა არც აღარასდროს შეგიმჩნევ -აი ეგ რა შუაშია... -რავი შეიძლება არ გევასება ჩემნაირი ტიპის ,,პრივეტები“ -გიჟი ხარ -მაშინ მომესალმე მაინც ხანდახან -ვერ დაგინახე და მაგიტომ. -ხომ გაიგონე მე რო მოგესალმე -ვერა, გაფანტული ვიყავი. -ეე, ეგრე მოატყუე ვლადიმერი -გაეღიმა. სახეზე შემეტყო ალბათ რამე -ვერ ხარ ხო ხასიათზე? -არა, ვარ. -არა არ ხარ. * * * ნიკუშას და ლადოს ძმაკაცს მოვწონებივარ თუ შევყვარებივარ. მერე როგორც გავიგე ნიკუშა გაბრაზებულა საშინლად. უჩხუბიათ კიდეც. მეორე დღეს ნიკუშამ დამირეკა საქმე მაქვს მინდა რო გნახოო. ძველი ამბებიდან სადღაც ალბათ 1 თვე იქნებოდა გასული. ნიკუშას სიყვარულმაც ,,გადამიარა“. იმდენს აღარ ვფიქრობდი როგორც ადრე. ქვევით ჩავედი. სიგარეტს ეწეოდა და მობილურზე ლაპარაკობდა. ყურმილი დაკიდა და ამდენი ხნის მერე პირველად გადამკოცნა. -აი ტვინს აგირევს რაა, პროსტა დაგაბნევს და შენც დაიბნევი. -რა? -პროსტა არ უნდა ენდო მაგას! ჩვენი ძმაკაცი არ ყოფილა რა, ჩვენი ნალაპარაკევი არ ესმის თორე ეგეთი ბანძი კი არ ვარ შენ გაგაფრთხილო. მაგარი დაქნეულია და შენ მინდა რო გაითვალისწინო რა ყველას ხათრით კაი? -ხელები მხრებზე დამადო და თვალი ჩამიკრა -ვერ გავიგე, რა ხდება? -კაროჩე გიოს ევასები რა, ევასები კი არა მგონი უყვარხარ, პროსტა არ გირჩევ მაგასთან -რას ნიშნავს არ მირჩევ, არც კი ვიცნობ. სახე დაეძაბა, ნესტოები დაებერა, ხელები ჩამოვაწევინე და ხელები დავიკრიფე. -დამიჯერე ნანუკ რა, არ გინდა. -ვერ ვხვდები რატო მეუბნები, აქამდე არც არაფერი უთქვამს გიოს და არც შეუმჩნევია და თუ რამეს შევამჩნევ დამიჯერე გავითვალისწინებ შეძლებისდაგვარად. -აუ შეძლებისდაგვარად არა რაა, ხო აგიხსენი არა? -ნიკუშა გავიგე და მოდი ჩემ გადაწყვეტილებად დავტოვოთ კაი? -აუ, ბაზარი არ არი რაა, გაირღვევა გიო და ეგ იქნება რაა, გადამრევთ რაა, არაფერი როგორ არ გესმით, ტოო ხელებს შლიდა და თან ღრიალებდა. მეტი არაფერი უთქვამს წავიდა. მე უკან გავეკიდე რო გავიგო რამე მოხდეს თქვენს შორის არ ვიცი რას ვიზამ-მეთქი. ეგ უკვე შენი საქმე აღარ არიო და წავიდა. * * * ასეთი რაღაც ალბათ ერთეულებს ემართებათ. თიკას დაბადების დღიდან მოვდიოდი ცოტა ნასვამი. გვიანიძემ გამომაცილა. ლადო გადაგვეყარა მაღაზიასთან. ისე ვიზლაზნებოდი გვიანიძემ ხელები მომკიდა სირცხვილია რას იფიქრებენო. ლადომ ვა ერთად ხართო?! და მე -რა ერთად ვართ გაგიჟდი?!!!! ხო იცი რო ნიკუშას მეტი არავინ მიყვარს. ბიჭები იცინოდნენ რაღაცაზე და ეს რომ ვთქვი ყველა გაჩერდა. ვიღაცამ ჩაახველა კიდეც. ლადო გაშტერებული მიყურებდა. გვიანიძეც არ იყო კმაყოფილი ამ აღიარებით. მე ისევ ვბარბაცებდი. არ ვიცი იქ ნიკუშა იყო თუ არა მაგრამ ფაქტი მეორე დღე იყო... საბედისწერო... * * * სადარბაზოსთან დამხვდა და ისე რომ არაფერი უკითხავს ძალით ჩამსვა მანქანაში. მერე თვითონაც ჩაჯდა და გიჟივით გავარდა ეზოდან -შენ დებილი ხარ ხო? რას აკეთებ? -გადავირიე მე -მე ვარ დებილი? მე რას ვაკეთებ? აბა ტყუილიაო? ეგრე არ არიო? ხომ ვილაპარაკეთ? ხომ აგიხსენი? შენ არ იცი ახლა როგორ ვარ მოშლილი. რატო შეგიყვარდი? ამაზე დაამუხრუჭა და მეც თვალები გამიშტერდა. არ მიტირია. არც სხვა რაიმე მიგრძვნია ახალი. უკვე შეგუებული ვიყავი ყველა იმ ემოციას რომელიც ყოველთვის მაბრუებდა ნიკუშას დანახვაზე. -ხო მოგერიდე არა? ხომ არ მინდოდა? ხომ ვეცადე? რატო არ გამომივიდა? რატო შეგიყვარდი? ზარივით დამეცა თავში ნიკუშას ხმა და კითხვები. ყველაფერი ამერია და სახეზე ხელი ავიფარე -ახლა უნდა იტირო? აუ ავიწევი რა არ შემიძლია ამდენი ტირილის დანახვა -არ ვტირი ვუყვირე მე და სახე ხელებს მოვაშორე. მიყურებდა და თან ნელ-ნელა უფრო ბრაზდებოდა -რა ჯანდაბა გინდა ვერ გავიგე? უფრო გავბრაზდი მე -მე მინდა კიდე რამე? რა ილაპარაკე გუშინ... -რა ვილაპარაკე, ნასვამი ვიყავი. -არ გავდი ბოლომდე ნასვამს, კარგად გამოაცხადე ყველაფერი. -ნიკუშა რა გინდა? წუხდები ვიღაცას რო უყვარხარ? შევტოკდი, ვერც კი მივხვდი როგორ გავბედე ამის თქმა. -რა თქვი ნანუკა? -ჯანდაბა. კარი გავაღე და გადმოვედი. -ჩაჯექი. -არა! -გინდა რო მაღრიალო ხო? არ გიკბენ ჩაჯექი. -უკვე ღრიალებ! -ნანუკა ჩაჯექი. არ ჩავჯექი. თვითონ გადმოვიდა და შუა ქუჩაში დაიწყო ღრიალი. -იცი ეს რას ნიშნავს? აზროვნებ მაინც რას იძახი? გაგაფრთხილე რო ეგრე არ ყოფილიყო. არ გესმოდა? -არა ყრუ ვარ! -არ მეცინება მე. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ნაცნობებიც და უცნობებიც. -არც მე. -ჩაჯექი მანქანაში გავპაზორდი ყველას თვალში -მითხრა შედარებით ჩუმად და მანქანაში ჩაჯდა. რომ მივხვდი გაჩერება აღარ ღირდა მეც ჩავჯექი და ცოფების დაყრა გავაგრძელე. -რა ჯანდაბა გაღრიალებს, გავიგე რომ არ გინდა მიყვარდე, გადაგიყვარებ რა განერვიულებს! -რა მანერვიულებს? ასჯერ გაგაფრთხილე, გელაპარაკე, აგიხსენი, მანდამაინც მე რატო? -ხო შეგიძლია რო ასე არ გაამუქო არა? ნუ ქმნი პრობლემას, ვითომ არაფერი, დაივიწყე და მორჩა. მეც დაგივიწყებ. -ვერ დამივიწყებ. -რატო ვითო? -იმიტო რო ვიღაც უეჭველი გეტყვის რო ნიკუშასაც უყვარხარ -მერე დებილი არ ვარ რო ავყვე ნაჭორავებს. -ხო იცი უბანში ტყუილი არ ეპარებათ. ისე გამომხედა მივხვდი თავი უნდა გამეტრიალებინა თორე დამცხრილავდა. საშინლად აფეთქებული და გაღიზიანებული იყო. სანამ ამ წინადადების გადახარშვას მოვახერხებდი უკვე მეორე პასუხზე ფიქრობდა -ანუ? -ანუ კი არა დაგერხა! -რა? -რა და ნიკუშას უყვარხარ, ეს იცი რას ნიშნავს? იცი ეს რისი ტოლფასია? ნიკუშას შეუყვარდა! ეს უკვე მეორედ მოსვლის შესავალია!! ხელებს საჭეზე აბრახუნებდა და ყვირილს არ წყვეტდა. მე გაშტერებული ვუსმენდი და ვეღარ ვხვდებოდი უნდა გამხარებოდა თუ არა... ან რა უნდა გამხარებოდა... გაგიჟებული იყო... მერე უცებ დამშვიდდა და გამომხედა -შენ შეგიძლია ასეთი გიყვარდე?! თვალები უცებ დაუწყნარდა, სახეც, ხასიათიც... თავი ნელა დავუქნიე და ფრთხილად გავიღიმე. მოიღრუბლა და დაღლილმა თავი გაატრიალა. -შარში ვარ. მანქანა დაძრა და ნუცუბიძეზე წავედით. * * * არავინ იჯერებდა. ან ვის უნდა დაეჯერებინა, არც მე მჯეროდა წესიერად. ტელეფონზე რომ ნიკუშას ნომერს ვხედავდი ისევ მიკვირდა. მეგონა რომ ჰალუცინაციები მქონდა. განსაკუთრებული ურთიერთობა არ გვქონია. უფრო ვეძმაკაცებოდით ერთმანეთს ვიდრე ვეტკბილსიტყვებოდით, მაგრამ ფაქტი იყო რომ მთელი დღე თუ უნივერსიტეტში არ ვიყავი ერთად ვიყავით. საღამოს გამორიცხული იყო რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო, 9 გახდებოდა თუ არა სახლში დამტოვებდა და არავინ იცის სად მიდიოდა. მეგონა რომ ურთიერთობით რაღაც შეთანხმებამდე მივიდოდით და ნიკუშა გამოსწორდებოდა მაგრამ პირიქით, ვერაფერს ვერ მივაღწიე და უფრო არეული გახდა. ყველაფერი ვიცოდი ნიკუშაზე მაგრამ ვიღაცას რაღაც პირადული რომ ეკითხა ჩავიჭრებოდი. არ ვიცი სად დადიოდა, რას აკეთებდა, ოჯახს რატომ არ ელაპარაკებოდა. ერთხელ სურათის გადაღება ვცადე და ისეთი ამბავი ამიტეხა ტირილამდე მიმიყვანა. ბოდიშიც არ მოუხდია, შენ დააშავე და მე რატო მოვიხადოო. ყველაზე უცნაური ტიპი იყო მთელ დედამიწაზე. ყველაზე უცნაური და საყვარელი. * * * ნუცუბიძეზე ვიდექით და ლადოს ველოდებოდით. დედამისი დავინახეთ ნიკუშას ოთახს ალაგებდა. თბილად მომიკითხა -მიმიხედე მაგ ყალთაბანდს. ნიკუშამ წარბები შეკრა და გამომატრიალა -ნუ ხარ უზრდელი ველაპარაკები ქალს. -ახალს არაფერს არ გეტყვის. -ნორმალური ხაარ? დავემშვიდობო მაინც. -არ უნდა. -რა გჭირს? -არაფერი. 5 წუთი ხმა არ ამოგვიღია. მერე ცოტა ხანში მამამისი დავინახე სახლში რომ შედიოდა და მაშინვე ვეცი ნიკუშას -მამაშენს რატო არ ელაპარაკები? ყველა მაგაზე ლაპარაკობს. -ერთხელ კიდევ დამისვამ მაგ შეკითხვას და არ ვიცი რას ვიზამ. -რას იზამ, დამახრჩობ? -ხმას აღარ იღებდა -ნიკუშა რატო არ მენდობი? ეჭვი გეპარება რო ვერ შევინახავ საიდუმლოს თუ რატო არაფერს არ მეუბნები? -ნანუკა მისმინე -ხელები მხრებზე დამადო და თვალებში შემომხედა -მე გეკითხები მაკაზე და ზურაზე რაიმეს? -თავი გავუქნიე უარის ნიშნად -მე მაინტერესებს მამაშენს რატო არ ნახულობ? -მერე ეგ კარგი გგონია რო არ გაინტერესებს? -კი. ძალიან კარგია იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ და არა მამაშენი. მე ჩვენი ურთიერთობა მაინტერესებს და არა მამაშენის და შენი. * * * -რა დღეში გაქვს წარბი? ვის ეჩხუბე? აღარ იღლები? -ვყვიროდი შუა ქუჩაში მე და თან ჩემი მაისურით ვუწმენდდი სისხლიან სახეს. -არ გეცოდება არავინ? შეიძლება დღე ჩაგდებით ჩხუბი? ხელი მომაშორებინა, ლოყაზე მაკოცა და მშვიდად მითხრა -ასეთი შეგიყვარდი. ყოველთვის მახსენებდა ამას, თითქოს მავიწყდებოდა რომ ასეთი შემიყვარდა. ყოველთვის ცდილობდა იმისთვის გაესვა ხაზი რომ არ შეიცვლებოდა, არავის და არაფრის ხათრით. მეც შევიცვალე. ყველა ლექტორი უკმაყოფილო იყო. მაკა გაგიჟებული. თიკა გადარეული სულ გამოგაშტერა მაგ ნიკუშამო. თუ ადრე სხვა ყველაფერი ღირებული იყო ახლა მივეჩვიე ყველაფრის გადარჩევას. მივეჩვიე იმასაც რომ თუ ნიკუშა მეტყოდა არას, ეს წესით და კანონით ასე უნდა ყოფილიყო. მივეჩვიე იმას რომ თუ ნიკუშა მეკამათებოდა უნდა დამეთმო, არადა ხშირ შემთხვევაში პირიქით უნდა ყოფილიყო. არგუმენტად კი ყოველთვის ქონდა გამზადებული ,,ასეთი შეგიყვარდი“ დიახ, ასეთი შემიყვარდა და ასეთი მიყვარდა. თიკა დამშორდა, მაგრამ ამაზე ბევრი არ მინერვიულია, ნიკუშა მყავდა სამაგიეროდ. ასჯერ ამიხსნა და მეჩხუბა რო ჩემ გამო არ ღირს დაქალის დაკარგვაო მაგრამ არ დავუჯერე, შენ ნუ ღელავ მაგაზე არ ყოფილა თიკა კარგი გოგო-მეთქი. მხოლოდ თიკა რომ ყოფილიყო კიდევ მესმის. ყველა მერიდებოდა. სალომეც მეუბნებოდა ხომ გაფრთხილებდი ნიკუშა მაგარი სტრანნი ტიპია-თქო, რაღა მანდამაინც მაგას გადაეკიდეო. * * * ნუცუბიძეზე დღისით ვერავინ იტყოდა რომ ნანუკა დავინახეთო. ნანუკას და ნიკუშას ყოველთვის ერთად ხედავდნენ. თავიდან მეგონა რომ ბედნიერებისგან მე9 ცაზე ვიყავი, მაგრამ ნელ ნელა მივხვდი რომ მე9 კი არა საერთოდ არც ერთ ცაზე არ ვიყავი. ნელ-ნელა მივხვდი რომ თვალებიდან ფერები გადამდიოდა და ვხედავდი იმას რაც რეალურად მართლა იყო. ვხედავდი რომ გვერდით აღარავინ მყავდა. ვხედავდი რომ ჩემი კანიდან მთლიანად ვიყავი ამომძვრალი, მაგრამ ნიკუშაზე უკვე იმდენად მიწებებული რომ აღარაფერი მეშველებოდა. ბოლო სტადიით ვიყავი ნიკუშათი დაავადებული. არ გადიოდა დღე ნიკუშას რომ არ ეხსენებინა არა მაინც ჩემნაირი ტიპი როგორ შეგიყვარდაო. უკვე ნელ-ნელა პასუხებსაც ვეძებდი და ვაკოწიწებდი კიდეც. თუ აქამდე არაფრის თქმის სურვილი არ მქონდა ნელ-ნელა მიჩნდებოდა. კამათის დროს აღარაფერს ვუთმობდი და ძალიან ხშირად გვიხდებოდა ხანგრძლივი დაშორება. მერე მაინც ვრიგდებოდით იმიტომ რომ ვერც მე და ვერც ის ვერ ძლებდა უჩემოდ. ყველაზე დიდი ჩხუბი მაშინ მოგვივიდა როცა კიდევ ერთხელ შევეხე მის ოჯახს. საშინლად გაბრაზდა. უკვე მეათასედ გაგაფრთხილე რო ჩემ პირად ურთიერთობებს ახლობლებთან შეეშვიო. ჩემი არ გესმის და არც გინდა რო გაიგოო. ვერ ვიტან შენნაირ უტვინო გოგოებსო. ეს რო მითხრა ჭკუიდან გადავედი. ისე გავბრაზდი და ისე ავიფოფრე არ მეგონა ნიკუშას თმას თუ თავზე შევარჩენდი. ხო უტვინო ხარო და მიდი აბა და რამე მითხარიო. თვითონაც საშინლად იყო გაბრაზებული. მეგონა ეგ უკანასკნელი იქნება-მეთქი. საბოლოოდ დავშორდებით და მორჩა-მეთქი. -წადი რა! სადაც გინდა იქ წადი! 2-3 კვირით მოშორდი რა აქაურობას რა, ნუ შემხვდები, ნუ გადამეყრები. აი სადმე წადი, ქალაქიდან გადი რა, ან სახლიდან არ გამოხვიდე. ეს იყო ბოლო პასუხი იმ ჩხუბიდან, იმიტომ რომ საკმაოდ შევტოპეთ ორივემ. სახლში გაგიჟებული ავედი. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და ვტიროდი. მაკა გაცოფდა. გადაირია. მაგას ჩემი ხელით მივახრჩობ რა გაგიკეთა როგორ გამოგიყვანა ასე წყობიდანო. მეც ვყვიროდი, ჩემი ხელით მივასიკვდილებ-მეთქი. უკვე ისტერიულ ტირილში რომ გადამეზარდა და არაფრის თავი რომ აღარ მქონდა, თავი მაკას კალთაში მქონდა -დე წავიდეთ რა -სად? -კიევში, შენ დასთან. 2-3 კვირით. ძალიან გთხოვ. -ახლა ვერ წავალთ ნანუკა, არდადეგებზე. -მაშინ მე წავალ. უნდა წავიდე, გეხვეწები. -შენი წამოსვლაა პრობლემა თორე წასვლით ეხლავე წავიდეთ თუ გინდა. -მინდა რა, გავაცდენ უნივერსიტეტს, ავუხსნი მერე ყველაფერს რექტორს, გთხოვ რა, წადი და მოაგვარე ყველაფერი. მაკა პასპორტებთან ერთად გავიდა სახლიდან. მე ისევ ისე ვტიროდი. თიკასთან მომინდა დარეკვა, მაგრამ რა თქმა უნდა არ დავრეკე. ასე ხდებოდა ხშირად. * * * 2 დღე სახლიდან არ გავსულვარ. ბარგი ჩავალაგეთ და მესამე დღეს კიევში გასაფრენად მოვემზადეთ. ბარგს ტაქსიში ვდებდით. ბიჭებმა რო დამიძახეს. ნიკუშაც იქ იყო, თვალი მოვკარი. -გადადიხართ? -არა კიევში მივფრინავ ცოტა ხნით. ნიკუშას სახეზე არაფერი დამჩნევია. არც გამოუხედავს. იდგა ისევ ისე და საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას. მეც მალე ჩავჯექი ტაქსიში და აეროპორტში წავედით.... * * * მეგონა კიევი ყველაფერს დაალაგებდა. 3-4 დღე მართლაც ასე იყო. მონატრებული დეიდის და უცხო ქალაქის ნახვამ ნაწილობრივ გადამრთო. საღამოობით მესმოდა დედაჩემის ხმა მის დას რომ უყვებოდა ანერვიულებული ჩემ ამბებს და თან რომ იმუქრებოდა მაგას პოლიციაში ვუჩივლებ ამდენს როგორ უბედავსო. ლოგინში ჩავწვებოდი და იმაზე ვფიქრობდი ვინ მენატრებოდა, ვისთვის შეიძლება რომ დამერეკა და ვისთან მელაპარაკა. ასეთი აღარავინ შემომრჩა ნიკუშას საძმაკაცოს გარდა, რომელთაგანაც არც ერთის ხმის გაგონება არ მინდოდა. საშინელი კვირა მქონდა. ყველაზე ცუდი რაც თუ მქონიდა. ნიკუშას არც ერთხელ არ დაურეკავს. არც მოუწერია. მეორე კვირას დედაჩემი ერთ დღეს სიხარულით დაბრუნდა სახლში. ყველაფრის მოყოლას რომ მოყვა დასკვნა გამოვიტანე რო ჩვენებაზე ყავდათ მიწვეული და ამიტომ უხაროდა. გადაწყვიტა რომ კიდევ 2 კვირით უნდა დარჩენილიყო. მე მეტი აღარ შემეძლო. ვეღარც ვწუწუნებდი დავბრუნდეთ-მეთქი, ვეღარც იქ ვძლებდი და ის ერთი თვე ნამდვილ საკანში გავატარე. ყველაფერი უსიამოვნო და ულამაზო მეჩვენა. ნიკუშა სიგიჟემდე მენატრებოდა. დარეკვაც ძალიან მინდოდა, მაგრამ რომ გამახსენდებოდა ბოლო ლაპარაკი თავს ძლივს ვიკავებდი რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი. თავს ვერ ვაჯობე. ნიკუშა მომერია. ბევრი არ მიფიქრია ისე დავურეკე. -ჰო. -საშინელი ხმა ქონდა, ეტყობა ახალგაღვიძებული იყო. -როგორ ხარ? -ა გაინტერესებს კიდეც? -რა? -არა ვიფიქრე ხო არ დავავიწყდი-მეთქი. -ვერ გავიგე. -არ უნდა დაგერეკა რო ჩახვედი? -მგონი ვიჩხუბეთ. -მერე ჩხუბი რა შუაშია სხვა ქვეყანაში გაფრენასთან. არ უნდა ვიცოდე ცოცხალი ხარ თუ არა, ხო ისევ უნდა შევრიგდეთ, აზრი? თვალები ამითამაშდა, ისე სწრაფად მომაყარა ყველაფერი ვერ მოვასწარი გააზრება. -მე..შენ..ის.. კიარა... შენ რატო არ დამირეკე? -კარგად ხარ? არ იცი რო შენი კარტა არ იჭერს კიევში? სად დამერეკა? -ა ხო... -ჩამოდი -ჯერ ვერ ჩამოვალ -რატო? -დედაჩემია რაღაც ჩვენებაზე მიწვეული და მაგ პონტში. -მერე დედაშენია მიწვეული შენ ხო არა, ჩამოდი გავიდა უკვე 3 კვირა. -ითვლი? -დღეებითაც. -აბა რამდენი დღეა? -დღეს მეოცეა. -მეღადავები? -არანაირად. -რატო არ მეუბნები რო გენატრები? -არვიცი, ასეთი ვარ, მოდიხარ თუ არა? -ერთ კვირაში. -ხვალ აქ გაჩნდი, არ მაინტერესებს. -ვერა-მეთქი. -არ მაინტერესებს-მეთქი. ყურმილი დამიკიდა. გაბადრული ვიყავი. მიკვირდა ასეთი მკვეთრი ცვლილება. მაკამ არაფრის დიდებით არ გამომიშვა. მეორე დღეს გაბრაზებულმა დამირეკა, მაგრამ ავუხსენი და ცოტა დამშვიდდა. კვირის ბოლო ძლივს მოვიდა ჩვენამდე. საოცრად ბედნიერი ვიყავი თვითმფრინავში ასვლისას. ჩამოსვლისას კი იმაზე ბედნიერი ვიდრე შეიძლება ვყოფილიყავი. ნიკუშა მთელი დღე არ იღებდა ყურმილს. ავაფეთქე. მერე ლადოს დავურეკე და ჩამოდი გნახავ თანო. ლადო ვერ იყო ფორმაში. დაღლილი და თვალებდასიებული იყო. ჯერ მე მომიკითხა მაგრამ ნიკუშაზე იმდენჯერ ვკითხე ბოლოს ნერვებმოშლილმა მითხრა -დაიჭირეს ვააახ თავ-ბრუ დამეხვა. თავი ამტკივდა. ყველაფერი დამიტრიალდა. -რა? -გამოუშვებენ ხვალ ან ზეგ. -რატო დაიჭირეს? -მამამისი დაჭრა. -რა? ცოტაც და წავიქცეოდი. ვგრძნობდი რომ ძალა აღარ მქონდა და ლადოს დავეყრდენი. -ღირსი იყო ეგ არაკაცი ხო იცი ნიკუშა რა ტიპიცაა არაფერი მესმოდა. ტვინი აშკარად აღარ მქონდა მწყობრში. არც გული. არც პულსი. -არ ვიცი... -რა არ იცი? -რანაირი ტიპიცაა, არ ვიცი... სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე რომ ძალა მომეკრიბა და სიბნელე გამექრო თვალებიდან. -კაი რა, არ გაუტრაკო, ჭკუიდან გადავა. -მე არ გადავალ? მე არ ვეცოდები? ეგ ნორმალურია? რას ერჩოდა, რატო დაჭრა? თან მამამისი? -არარი ეგ კაცი მამობის ღირსი. -რატო არარი? და საერთოდ მეტყვის ვინმე რატომ აქვს ასეთი საშინელი ურთიერთობა მამასთან? -ეგ ნიკუშას საქმეა, ეგ არავინ იცის. -აბა რა იცი რო არარი მამობის ღირსი? -ნიკუშა სხვანაირად არ იზავდა მაგას. -აფრენთ თქვენ! არ ხართ ნორმალურები! გაკლიათ და სხვებსაც აკლებთ! -ვიცით. -იცით კი არა მიმიყვანე იმ იდიოტთან. -შანსი არ არი. გამოვა და თვითონ გნახავს. -ახლა მინდა. -შანსი არ არი-მეთქი. -ხოდა გადაეცი საერთოდ აღარ მნახოს, ეგ ნორმალურია? არარი, არ მინდა მე არანორმალური შეყვარებული, გიჟია, მეც მომკლავს, შენც და ყველას, არავინ შეეცოდება, ჭკუიდანაა გადასული, აფრენს! ლადოს აღარაფერი უთქვამს, წამოვედი. მეორე დღეს ნიკუშამ მომწერა -შენ არ მოგკლავ. არაფერი მიმიწერია, თვითონ დამირეკა -ჩამოხვალ 10 წუთით, მინდა რო გელაპარაკო რაა.. -არ ვარ ხასიათზე. -ხასიათი ფეხებზე მამენტ. მიდი ჩამო ჩქარა, არც მე არ მაქ ბევრი დრო. 5 წუთის მერე ჩავედი. სიგარეტს ეწეოდა. ხელი გიფსში ქონდა -ეს როდის მოასწარი? არც თვითონ წამოსულა გადასაკოცნად და არც მე არ გამომიჩენია ინიციატივა იმისდა მიუხედავად რომ სიგიჟემდე მენატრებოდა. -არარი მნიშვნელოვანი. -მამაშენთან ჩხუბს ხო არ შეეწირა? ვეცადე ცინიზმი გამომეყენებინა. გაგიჟდა. სიგარეტი გადააგდო და ნაპერწკლების ყრით ზუსტად ცხვირთან გამიჩერა მისი სახე. სუნთქვა გამეყინა -ეს ბოლოა! მეტჯერ ვეღარ მეტყვი ამაზე რამეს გაიგე? -ვერ გავიგე! ყოველთვის გეტყვი! იმიტომ რომ არ შეიძლება იყო ასეთი გაორებული. -ვეღარ ნანუკა! შანსი აღარ გაქვს. -მაქვს. -შენ სულელი ხარ თუ თავს ისულელებ? ვიცი რო თავს ისულელებ. მჯერა -რაში მჭირდება თავის გასულელება? -შენ ადგილას სხვა უკვე დიდი ხნის წინ დამშორდება, ვერ ვხვდები რა გაძლებინებს ჩემთან. -სიყვარულზე გსმენია რამე? -არა, მაგრამ ამას წინათ გავიგე! მოდი შევეშვათ რა ერთმანეთს. -რა? -აღარ გვინდა რა, ხო ხედავ რად გაქციე?! აღარც მეგობრები გყავს, აღარც ნორმალური ურთიერთობები არავისთან, ყველა შენზე ლაპარაკობს.. -როდის მერე იყო სხვისი ნალაპარაკევი გაინტერესებდა? -სულ მაინტერესებდა, უბრალოდ მინდოდა რო შენ არ გენერვიულა. ცრემლები ვეღარ შევიკავე -მთვრალი ხარ? მეღადავები? -არ გეღადავები, მიყვარხარ და იმიტომ, გაფუჭებ ხედავ? ნელ-ნელა გალპობ, გჭამ და შენ ამის დანახვა არ გინდა. -რამე გაგიკეთეს ციხეში? -ციხეში არა!! დაიმახსოვრე ნანუკა ციხეში არა! არ ვმჯდარვარ და არც ჩავჯდები! -აბა რა დაგემართა? -არაფერი ნანუკა, უბრალოდ ვადა გაგვივიდა რა, უნდა დავშორდეთ, არ ინერვიულო რა, ვითო არც ვიყავი. -შენ სულ გააფრინე? რეებს მელაპარაკები? უკვე ისტერიკაში ვვარდებოდი და ამდენი ხნის ერთად ყოფნის შემდეგ პირველად ჩამეხუტა. თავზე მაკოცა და ხელები მაგრად მომხვია. -ნიკუშა ნიჟარაძე არავინ არარი რო იცოდე რა შენთვის. ნანუკას უკეთესი ბიჭი უნდა ყავდეს. კიდევ ერთხელ მაკოცა და წავიდა... * * * ვფიქრობდი. თითქმის 4 თვე ვიყავით ერთად. არც რაიმე სამახსოვრო. არც სურათი. არც კოცნა. არაფერი. ყველაფერი ის რაც ურთიერთობისთვის ღირებულია არაფერი ყოფილა ჩვენთან. არც სითბო, არც სიხარული და ბედნიერება. მუდმივი კამათი და ჩხუბი. ალბათ მართლა კამათი აშენებს ნამდვილ ურთიერთობას. მაგრამ ჩვენ რომ დაგვენგრა? რომ დაიშალა? ჩემი მიზეზით არ დაინგრეოდა. მისი ბრალია. ყველანაირად ვეცადე. მერე გამახსენდა. თითქოს შანსი მომცა. ხომ მანამდეც მითხრა რომ ერთად ვერ ვიქნებოდით. უნდოდა რომ შემზიზღებოდა? შემძულებოდა? ვერ მიაღწია. პირიქით, უფრო მეტად შემაყვარა თავი. ნიკუშა ნიჟარაძემდე არაფერი იყო. გაჩნდა და გაქრა. მხოლოდ ნიკუშა ნიჟარაძე შემორჩა ჩემ მეხსიერებას. ქუჩაში ხშირად მხვდებოდა, მაგრამ უბრალოდ შორიდან მესალმებოდა. ნიკუშას წასვლის შემდეგ მივხვდი რომ მართლა დაცარიელებული იყო ჩემი წრე. არც მეგობარი, არც დაქალი, არავინ მყავდა. ვერც თიკას ვურეკავდი. უნივერსიტეტშიც გაუცხოებული ვიყავი. ახლა მივხვდი მის აღიარებას ყველაფერი გაგიფუჭეო. ვერ მივხვდი რა გააკეთა. დამშორდა და რა? არაფერი შეცვლილა. დავურეკე. -იმედია რაღაც მნიშვნელოვანია და მაგიტო მირეკავ -მენატრები. ყურმილი დამიკიდა. ამას უკვე ტირილიც აღარ ერქვა. ფაქტობრივად მთელი დღე ვტიროდი. არ ვიცი ასეთი საშინელება რატომ უნდა დამმართნოდა. ვეღარ ვაზროვნებდი საღად. უკვე ჯანმრთელობაც აღარ მივარგოდა. ორი კვირის მერე სახლში რომ ვბრუნდებოდი მაღაზიაში შემხვდა და არაფერი, ისევ უბრალოდ მომესალმა. * * * საოცრების წყალობით მოვხვდით ერთად ტაქსიში. უბრალოდ მომიკითხა. ტელეფონმა დაურეკა და სანამ აიღებდა სურათი დავინახე. ჩქარა გათიშა მაგრამ უკვე გვიანი იყო. გული საშინლად ამიჩქარდა. სურათზე მე ვიყავი. საშინლად ავღელდი და მძღოლს ვთხოვე გაეჩერებინა. სწრაფად გადავედი და გულზე ხელი მივიჭირე რომ არ გამსკდომოდა. ნიკუშაც გადმოვიდა. ტაქსი წავიდა. -ცუდად ხარ? -ეგ...სურათი....შენ....რატომ... საიდან... ტუჩები დაეჭიმა. ჩავიჭერიო იფიქრა. მერე ნესტოები დაეძაბა და პასუხის მოძებნა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. -შენ იქ იყავი? არ იყავი... არ მახსოვხარ... ეგ სურათი მარტო მე მაქვს... ჩემი ციფრულით იყო გადაღებული... -სულს ძლივს ვითქვამდი. ის სურათი იყო ჩემი კურსელის დაბადების დღეზე რომ ვიყავით და ატმისფერი კაბა რომ მეცვა. გული საგრძნობლად სწრაფად მიცემდა და უკვე ცოტაც და გამისკდებოდა. -ფეისბუქზე იდო... ეცადა მოვეტყუებინე -ეგეც რომ იყოს რატომ გიყენია? გენატრები არა? მატყუებ ხო? მითხარი რომ გიყვარვარ... ერთხელ მაინც აღიარე -ბოდავ ნანუკა, ცუდად ხარ -მშვენივრად ვარ გავსწორდი და თვალები მოვჭუტე აღელვებულმა -ასჯერ მოგწერე, ასჯერ დაგირეკე, შენ რა გგონია მე დებილი ვარ ან ვერ ვხვდები? ხომ ხედავ არაფერი შეცვლილა ჩემთან, ისევ ისე ვარ, უ მ ე გ ო ბ რ ო. ხომ ეს გაწუხებდა რომ მეგობრები აღარ მყავდა, ხოდა არც ახლა არ მყავს. -გაჩუმდი რა. ზურგით იდგა ნიკუშა. -ხომ გავიდა ეს დასაწვავი დრო? ხომ იცი რომ გიყვარვარ არა? ჩემი სურათიც მაგას არ ნიშ... -კიდევ ათასი რაღაცის თქმას ვაპირებდი რომ მოტრიალდა და ისე სწრაფად მაკოცა, ყველაფერი ამერია. პეპლების ყველა სახეობა დაფრინავდა ალბათ ჩემ სხეულში. ალბათ სისხლის მაგივრად ძარღვებს პეპლები ავსებდნენ. ნიკუშას ვეჭირე ხელებით თორემ წავიქცეოდი. პირველად! არ მეგონა ამდენს თუ ვინერვიულებდი პირველ კოცნაზე, მაგრამ ნერვიულობაც ვერ მოვასწარი ისე უცებ მოხდა. რომ მიხვდა დავმშიდდი ხელები გამიშვა და უკან დაიხია. -მეტი ვეღარაფერი მოვიფიქრე თორე არ ვიზამდი ხო იცი... თავი ჩაღუნა და ისევ გატრიალდა. -მენატრები ნიკუშ! -ვტიროდი მე -სიგიჟემდე -ხელებით ვიწმენდდი სახეს -და იმის ფიქრი რომ არ უნდა შემყვარებოდი უკვე გვიანია, იმიტო რო მაგრად მიყვარხარ -ხო იცი არა რო არაფერი გამოგვდის -ხო იცი რო მაინც მინდა რო ერთად ვიყოთ. -ასე რატო იმცირებ თავს ამიხსნი? -ვერა. ვიღაც რო მომიყვეს ალბათ არ დავიჯერებ ამას რო მე ვაკეთებ. -გიჟი ხარ * * * ერთ კვირაში ჩემი ძველი კლასელის დაბადების დღე იყო და უნდა წავსულიყავი. მთელი კვირა ვწუწუნებდი იმაზე რომ არ წავიდოდი მაგრამ ნიკუშა ისეთი კატეგორიული იყო აუცილებლად წახვალო რო უარი ვეღარ ვთქვი. ათას რაღაცაზე ვწუწუნებდი, კაბებზე რომლებიც არც კი მაინტერესებდა, მეგონა რო ნიკუშას ნერვები მოეშლებოდა და მეტყოდა არ წახვიდეო, მაგრამ არა პირიქით, დამყვებოდა ყველგან და არაფერი ეზარებოდა. მაინც ვერაფერი ავარჩიე. დედაშენს შეაკერინეო, გადავირიე, დამცინებენ დედამისი დიზაინერია და მარიაჟობსო. კვირა დღე ისე გათენდა არაფერი არ მქონდა არჩეული. დილით მაღაზიაში ჩავედი და რომ ვბრუნდებოდი ნიკუშას ესემესი მომივიდა -მაპატიე რა- -რა გაპატიო?- არაფერი მოუწერია. მაკა უკვე წასული იყო. ჩემი ოთახის ფანჯარა ღია. საწოლზე უშველებელი კარდონი იდო. გვერდით ძალიან პატარა, თხელი ყუთი. რა არ ვიფიქრე. გული ლამის ამომივარდა სიხარულისგან. მაშინვე დიდ ყუთს ვეცი და სწრაფად გავხსენი. თვალები ჩამიქრა. ძალა აღარ მეყო და საწოლზე ჩამოვჯექი. ერთი-მეორეს მიყოლებით ამოვყარე. არაფერი აკლდა. დედაჩემის ჩვენებისთვის გამზადებული კოლექცია, რომელიც სახლიდან გაქრა. ჰაერი არ მყოფნიდა. პატარა ყუთს უბრალოდ მოვაძვრე თავსახური და მაშინ მივხვდი რომ ძალა მართლა აღარ მქონდა. ყველაფრის უნარი წამერთვა. ჩემი. ატმისფერი. ლამაზად დაკეცილი. ზემოდან ფურცელი ედო. ოთხად დაკეცილი. ჯერ დავკუჭე. მერე გავშალე. კაბა ამოვიღე. არც ფერი გადასვლოდა. არც სილამაზე. ისევ ისეთი იყო. სრიალა და მკვეთრი. მართლა რა ლამაზი ყოფილა. ,,ეს ჩაიცვი. ისევ ისეთი ხარ. ისევ მოგიხდება. გვიანიძეს გადაეცი თუ მოვიდა არაფერი გაბედოს თორე ნიკუშა ყოველთვის მზადაა. მაგრად ვუვლიდი, გასარეცხი არარი. ვიცი რო ამის მერე სურვილიც აღარ გექნება დამირეკო ან მომწერო და საერთოდ მნახო. მე ხო გაგაფრთხილე. მე არა რა, მე არ უნდა შეგყვარებოდი. ნიკუშა“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.