შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის ძიებაში (თავი 2)


30-08-2017, 16:29
ავტორი salo-balo
ნანახია 1 293

პალატაში შესულს ასეთი სურათი დამხვდა.დიდი თეთრი ოთახი,დიდი ფანჯარა,რომელსაც გისოსები ჰქონდა.ერთი საწოლი და ფანჯარასთან მდგარი ერთი სკამი,რომელშიც იჯდა თავად ლევანი და ფანჯრის ზღურბლს მიღმა სადღაც შორს იყურებოდა.ამხელა ოთახისთვის მეტისმეტად სიცარიელე იყო და საშინლად არასასიამოვნო გარემო.შიში დავძლიე და შევედი,ნელა მივიწევდი წინ.სულ რამდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული და ძალიან ბოხმა ხმამ შემაჩერა.
-შენ ახალი ექთანი ხარ ალბათ.წამლები იქვე დადე საწოლზე და მე თვითონ დავლევ.ნუ გეშინია მონსტრი არ ვარ. ეს სიტყვები ისე თქვა ჩემსკენ არც გამოუხედია.
-იცით მე ექთანი არ ვარ.მე ადვოკატი ვარ,რომელიც თქვენი საქმით არის დაინტერესებული.
ლევანი სკამიდან ნელა წამოდგა და ჩემსკენ შემობრუნდა.ჩემს წინ იდგა ძალიან მაღალი,სრული აღნაგობის.საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი.რომლისთვისაც 25 წლიან სასჯელს თავისი კვალი დაემჩნია.თუმცა მაინც იმდენად სიმპატიური იყო უბრალოდ ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი.
-აქ რატომ ხარ?შენც ერთ-ერთი იმათთაგანი ხარ ვინც პრაქტიკებს ჩემი საქმით იწყებს?გული უდა დაგწყვიტო მაგრამ აქ ტყუილად მოხვედი.ახლა შეგიძლია გაბრუნდე და წახვიდე. ის ისე საუბრობდა რომ ვხვდებოდი ეს ადამიანი საგიჟეში ტყუილად იყო.სულ რამდენიმე სიტყვაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად რომ ლევან ახვლედიანი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი არ უნდა ყოფილიყო.
-არა ბატონო ლევან.მე პრაქტიკანტი არ ვარ.მე უკვე საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი ადვოკატი ვარ.რამდენიმე დღის წინ თქვენს სახლთან აღმოვჩნდი და მაშინ გადავწყვიტე რომ ამ ამბავზე მეტი გამეგო.სიმართლე გითხრათ ბევრი ბურუსით მოცული ადგილია ამ საქმეში და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გიჟი არ ხართ.მინდა დაგეხმაროთ.
-გოგონა ერთს გეტყვი,მე არავინ მომიკლავს.არ ვიცი სინამდვილეში რა გინდა მაგრამ,მე უკვე ვერავინ დამეხმარება.რასაც უნდოდათ მიაღწიეს.ჩემთვის უკვე ყველაფერი დასრულებულია.ასე რომ ნახვამდის.
-კი მაგრამ იქნებ ჯერ მომისმინოთ,გთხოვთ ბატონო ლევან.მე ეს ამბავი გასართობად არ მიმიღია.საქმის გადახედვის დროს ბევრი ისეთი ფაქტი ვნახე რამაც ეჭვი შემატანინა განაჩენის სისწორეში.მართალია ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა მაგრამ სიმართლის დადგენა ყოველთვის შეიძლება.მე მჯერა იმის რასაც ვხედავ და რასაც ვაკეთებ.თუ თქვენ უდანაშაულო ხართ მომეცით საშუალება რომ ეს დავამტკიცო.
-ეს ამბავი კარგს არაფერს მოგიტანს.ის ხალხი ისევ ცოცხალია და არ დაუშვებენ რომ განაჩენი შეიცვალოს.თავს საფრთხეში იგდებ.შენც იგივეს გაგიკეთებენ რაც ჩემს ადვოკატს გაუკეთეს,რომელიც დარწმუნებული იყო იმაში რომ გავიმარჯვებდით.მას ამის დამამტკიცებელი საბუთებიც ჰქონდა,თუმცა ეს საბუთები მის სიკვდილთან ერთად გაქრა.შენც იგივეს გაგიკეთებენ.ასე რომ წადი და დაივიწყე რომ ამის შესახებ რამე იცი.
-ვინ ისინი ბატონო ლევან?ვისზე გაქვთ საუბარი?მე არ მეშინია.ყველფერი მითხარით და თუ ერთხელ შეძლეს დამამტკიცებელი საბუთების პოვნა თქვენი უდანაშაულობის,მეც შევძლებ ამას.
-დარწმუნებული ხარ იმაში რომ ნამდვილად გიღირს საკუთარი სიცოცხლის ფასად გაარკვიო ყველაფერი? ამ სიტყვება ცოტა არ ოყოს შემაშინა თუმცა მაინც დავთანხმდი. კარგი მაში მოდი ჩემთან,აქ დაჯექი და მოემზადე მოსასმენად.საკმაოდ დიდი და გრძელი ამბავია.ასე რომ მოთმინება მოიკრიბე.არ ვიცი რატომ,არ გეგონოს რომ შენმა სიტყებმა დამარწმუნა იმაში რომ უნდა გენდო,არა უბრალოდ ეგ ნდობა სხვა რამემ გამოიწვია,ადამიანებში არასდროს ვცდები.მართალია იმედი ნაკლებად მაქვს რომ რამე გამოვა,თუმცა იმედზე მეტად შურისძიების სურვილი მაქვს.ასე რომ თუ მზად ხარ დაჯექი და მომისმინე.
მამაკაცს უბრალოდ თვალებში ვუყურებდი და მის ხმას ვუსმენდი.საოცრად სუფთა თვალები ჰქონდა.როგორ შეიძლება რომ ამ თვალების პატრონი ასეთი სადისტი იყოს,თუმცა არ ვიცი რატომ მაგრამ მისი უდანაშაულობის თავიდანვე ვირწმუნე და მითუმეთეს როცა იმაშიც დავრწმუნდი რომ ის შეურაცხადი კი არა სრულიად ჯანმრთელი იყო,გადავწყვიტე მის ნებას მივყოლოდი და მისი უდანაშაულობა დამემტკიცებინა.მასთან ახლოს საწოლზე ჩამოვჯექი,ვანიშნე რომ მზად ვიყავი ამბის მოსასმენად და მანაც თხრობა დაიწყო.
-16 წლის ვიყავი როცა ჩემი ცოლი გავიცანი.მარიამი ულამაზესი იყო,ჭკვიანი და განასაკუთრებული.ერთმანეთი გამოცდაზე გავიცანით.ყველაფერი დაწვრილებით გინდა მოგიყვე?
-დიახ ბატონო ლევან,თავიდან ბოლომდე თუ შეიძლება. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თხრობა განაგრძო.ჩემი ოჯახი თავიდანვე საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფლობდა.მამა ბევრ ისეთ ხალხთან ჰქონდა კავშირი ვისთან ერთადაც მე მომავალში არაფერი გამომივიდა.მე სხვა პრინციპები მქონდა და სხვანაირად ვაკეთებდი ყველაფერს.ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი როცა მამა დაიღუპა და მისი ყველა საქმე საკუთარ თავზე ავიღე.17 წლის ასაკში აღმოვაჩინე რომ ადამიანი რომელიც ჩემთვის მისაბაძი იყო,სულაც არ ყოფილა ისეთი როგორიც მეგონა და სწორედ აქიდან დაიწყო ყელაფერი.მამაჩემი ბევრ შავბნელ საქმეში იყო გარეული.ბევრი მტერი ჰყავდა და მისი საქმეების გამო,მისი სიკვდილის შემდეგ მათი სამიზნე მე გავხდი.სუსტი არასდროს ვყოფილვარ,პირიქით,ჩემი ასაკის მიუხედავად იმ წრეში სადაც მე ვტრიალებდი და მის გარეთაც ბევრს ეშინოდა ჩემი.
საკმაოდ ბევრი გადავიმტერე მამაჩემის წრიდანაც,იმიტომ რომ ხელს ვუშლიდი და არ ვეთანხმებოდი მათ არაფერში.ასე რომ ყოველდღე ახალ ახალი თავსატეხი და შარი არ მცდებოდა.ამის მიუხედავდ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და ვცდილობდი რომ პირადი ცხოვრებისთვისაც გამომენახა დრო.თუმცა მარიამი თავს მარიდებდა და ჩემთან ურთიერთობას ერიდებოდა.ამის მიუხედავად მე არ ვნებდებოდი.ერთ საღამოს სახლში მარტო მივდიოდი საქმეების შემდეგ.გადავწყვიტე ფეხით გამეარა ცოტა და აქ შევცდი.
გზაზე მანქანა გამომყვა.მარიამის უბანში ვიყავი.კუთხეს როგორც კი მივეფარე წინიდან ჩემსკენ მომავალი ორი კაცი შევნიშნე,ერთს ხელში რაღაც ეჭირა.როგორც კი მომიახლოვდა კარგად გავარჩიე რომ ეგ რაღაც დანა იყო და ვერაფრის გაკეთება მოვასწარი,საშინელი ტკივილი ვიგრძენი ჯერ ერთხელ,შემდეგ მეორედ და მიწაზე დავვარდი.მათ გზა გააგრძელეს.მე გონება არ დამიკარგავს.რაც კი მქონდა ძალა შერჩენილი მოვიკრიბე და ფეხზე წამოვდექი.მარიამის სახლამდე მივაღწიე და კარზე დაკკუნება მოვასწარი.შემდეგ კი გონება დავკარგე და გონს საავადმყოფოში მოვედი.ჩემს გვერდით მარიამი იყო.ჩემი ხელი ეჭირა,თავი საწოლზე ედო და ეძინა.ჩემს მოძრაობაზე გაეღვიძა.
-ლევან,გონს მოხვედი,როგორც იქნა გონს მოხვედი,ჩემო სიყვარულო.ღმერთო ექიმს უნდა დავუძახო.ახლავე,ახლავე დავბრუნდები.
ხმის ამოღება ვერ მოვასწარი ისე გავარდა პალატიდან.თან მისი სიტყვები მიმეორდებოდა გინებაში,ჩემო საყვარელო,მას ასე არასდროს მოუმართავს ჩემთვის
ახლოსაც კი არ მიკარებდა და ახლა საყვარელოს მეძახდა.ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.გაურკვეველ ფიქრებში ვიყავი როდესაც მარიამი ექიმთან ერთად დაბრუნდა.
-გილოცავთ ბატონო ლევან.თქვენნაირი ძლიერი ადამიანი იშვიათად იბადება.აღარ გვეგონა რომ გონს მოხვიდოდით.
-კი მაგრამ რა მოხდა?
-შენ რა არაფერი გახსოვს?ჩემს სახლთან გნახე სისხლიანი და გულწასული,დაჭრილი იყავი.
-დიახ ბატონო ლევან,აქ სხეულის მძიმე დაზიანებებით შემოგიყვანეს,ქალბატონი მარიამი გახლდათ თან.ის მთელი ამ დროის მანძილზე გვერდიდან არ მოგშორებიათ.ნამდვილად გაგიმართლათ რომ ასეთ გოგონას უყვარხართ და თან ასე ძალიან.
-კი მაგრამ რამდენი ხანია რაც აქ ვარ?
-უკვე ერთი თვეა აქ ხართ და თან უგონო მდგომარეობაში.ახლა გაგსინჯავთ და ცოტახნით დაგტოვებთ.
ექიმმა საგულდაგულოდ გამსინჯა და იქაურობა დატოვა.
მე მარიამს გავხედე რომელიც იქვე იდგა და გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა.
-მარიამ ეს მართალია?არ მომსმია შენი ნათქვამი ჩემო საყვარელო და არც ის რაც ექიმმა მითხრა ხო?
-კი მართალია,როცა იმ მდგომარეობაში გნახე და მივხვდი რომ აეიძლებოდა დამეკარგე თან სამუდამოდ,ვაღიარე ის რასაც გულში ვიკლავდი
-ანუ აუცილებელი იყო რომ სიკვდილის ზღვარზე მივსულიყავი რომ გეღიარებინა რომ გიყვარდი?
-ასე ნუ ლაპარაკობ,არაა ასე.
-რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია რომ ვეღირსე ამ სიტყვების წარმოთქმას შენგან.აწი ალბათ აღარასდროს მოვკვდები.მოდი ჩემთან ჩემო პატარა.
მარიამი მოვიდა და მომეხვია.
-აღარ გაბედო მეორედ ესე შემაშინო.არასდროს დამტოვო კარგი?მიყვარხარ და არასდროს მომექცე კიდევ ასე.აღარ შემაშინო.მჭირდები ახვლედიანო.
ასე ვიყავით საღამომდე,არც ია ლაპარაკობდა და არც მე.უბრალოდ ერთმანეთის გვერდით ყოფნით ვტკბებოდით.მართალია პალატაში ვიყავით მაგრამ მაინც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent